IPB

Welcome Guest ( Log In | Register )


ადამიანი...
Posted on: Jun 28 2012, 01:15 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 35
Joined: 9-February 12
Member No.: 6,717


tamriko_faso
QUOTE(tamu @ 25th June 2012 - 01:14 PM) *
ბიძა გარდაცვლილია 17 წლის წინ.

რა ასაკში გარდაიცვალა- +- 52 -ის? თუ არ დაგეზარება, დაწერე, მაინტერესებს.
  Forum: პარამეცნიერება · Post Preview: #74265 · Replies: 207 · Views: 114,319

ადამიანი...
Posted on: May 26 2012, 02:17 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 35
Joined: 9-February 12
Member No.: 6,717


Zet
კი, პირველ პოსტში კი არის ნახსენები. საერთოდ არ ხსნება მართლაც უცნაური იქნებოდა :-)
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #71670 · Replies: 263 · Views: 165,893

ადამიანი...
Posted on: May 26 2012, 02:01 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 35
Joined: 9-February 12
Member No.: 6,717


earth

QUOTE(earth @ 25th May 2012 - 10:07 PM) *
ხშირად ე.ი. ვიბადებით რომ გამოვასწოროთ მშობელი?


არა საერთოდ მშობელი (ეს არც შეგვიძლია), არამედ მასთან ჩვენი კარმული ურთიერთობა გამოვასწოროთ, გავაწონასწოროთ, რათა ორმხრივ განვთავისუფლდეთ "თანანადებნი ჩვენნი"- სგან სიყვარულის შემწეობით. ამიტომ ადამიანის დაბადებისას ზეცნობიერად და კარმული ვალის შესატყვისად მშობელი იღებს თავისთავზე პასუხისმგებლობას და შვილი ენდობა მის ძალებს.

თუ ეს ნდობა გაცრუებული დარჩა და კარმული კვანძი გაუხსნელი, ურთიერთობა გაუწონაწორებელი და უსიყვარულო- მაშინ ეს ადამიანები ისევ დაგეგმავენ რეინკარნიერბისას ისეთ კონსტელაციას, რომელიც ამ გაწონასწორებას ხელს შეუწყობს. ხანდახან ეს მართლაც იგივე ანუ მშობელ-შვილის კონსტელაციაა ხოლმე. მე თვითონ ვიცი ასეთი სამი მაგალითი.
  Forum: ბავშვის აღზრდა · Post Preview: #71666 · Replies: 9 · Views: 15,741

ადამიანი...
Posted on: May 25 2012, 12:00 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 35
Joined: 9-February 12
Member No.: 6,717


ანანდა
QUOTE(haeri @ 21st May 2012 - 12:03 PM) *
ვილჰელმ რაიხიცა და ოშოც დარწმუნებულნი არიან, რომ ოდესმე კაცობრიობა მიაღწევს იმ მდგომარეობას, როცა ადამიანები კომუნებად, თემებად იცხოვრებენ და როცა ბავშვზე ოჯახი კი არა, მთელი საზოგადოება იქნება პასუხისმგებელი. როცა უმაღლეს ფასეულობად ადამიანზე გარედან თავს მოხვეული ოჯახური თუ სხვა კანონები კი არ იქნება გამოცხადებული, არამედ თვით ადამიანი და მისი თავისუფლება, სიყვარული და მისი შინაგანი კანონზომიერებანი. ორივე ავტორი დარწმუნებულია, რომ ასეთი ცხოვრების წესი უფრო ჰარმონიული და ბედნიერების მომტანია.


ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ორივეს ან ავიწყდება, ან არ სჯერა/არასწორად ესმის - ეს ფაქტორია რეინკარნაცია და მისი კრიტერიუმები. ადამიანი თავის მშობლებს თვითონ ირჩევს, კარმა წარმოქმნის ამ მიზიდულობას, როგორც მაგნიტურ ველს. სწორედ კონფლიქტურ ოჯახებში უმეტწილად ისეა, რომ შვილი თავისი დაბადებით , ხშირად დიდი რისკის ფასად, აძლევს მშობლებს კარმის გაწონასწორების შანსს და მშობლები თავისთავზე იღებენ პასუხისმგებლობა (მათი ზეცნობიერი). გარედან თავსმოხვეულ წესებთან ამას არა აქვს არავითარი კავშირი. ეს არის შინაგანი, ინტიმური და ძალიან რთული პროცესი. ამიტომაც აღიქმება (და არა მარტო) ბავშვის მიერ მშობელბის ეგოისტური, ბეცი და წინააღმდეგობროვი ქმედებები, როგორც ღალატი.
დღესდღეობით დასავლეთში აღარაა იმის პრობლემა, რომ ოჯახის ფორმით უნდა იცხოვრო, რადგან საზოგადოება ამას ითხოვს. პირიქით- უამრავი ალტერნატიული გზაა მოცემული და მოსინჯული, მათ შორის კომუნებისაც. მიუხედავად ამისა, ზემოთაღნიშნული პრობლემა კიდევ უფრო გამწვავებულია.
  Forum: ბავშვის აღზრდა · Post Preview: #71580 · Replies: 9 · Views: 15,741

ადამიანი...
Posted on: May 25 2012, 11:36 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 35
Joined: 9-February 12
Member No.: 6,717


პოსტებიდან გამომდინარე ამ თემას უნდა ერქვას "იესო ნაზარეველი" და არა "ქრისტე". იესო იყო პირველი ადამიანი, რომელიც გახდა ქარისტე და გვიჩვენა ამ ტრანსფორმაციის გზა.
ამ თემაში არსად არაა საუბარი თვით ქრისტეზე.
რაც ბუნებრივია, გონივრული და მე პირადად მივესალმები.
მაგრამ თემის სათაური მაინც შესაცვლელია.
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #71579 · Replies: 263 · Views: 165,893

ადამიანი...
Posted on: May 6 2012, 12:10 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 35
Joined: 9-February 12
Member No.: 6,717


givi
რისი თქმაც პირადად მე შტაინერზე ან ანთროპოსოფიაზე შემეძლო, დავწერე უკვე ამ თემის პირველ გვერდებზე, შემდეგ შინაარსობრივადაც არის გავრცობილი სხვათა მიერ გარკვეული პუნქტები, არა მაქვს საშუალება ამ გავრცობაში მივიღო მონაწილეობა.
არ ვიცი, ეს ციტატა საიდანა გაქვს გადმოტანილი, მაგრამ არც ამ ციტატაშია ის აზრი ჩადებული, რომ განხეთქილება "მთავარი თეოსოფის" პოსტისთვის მოხდა, არცერთი შენს მიერ ზემოთდასახელებული პიროვნებებიდან არ იყო ამით დაინტერესებული. მითუმეტეს შტაინერი. მის მიღვაწეობას რომც თავი დავანებოთ, ბევრი მისი თანამედროვის მოგონებები მაქვს მასზე წაკითხული (წარსულში დაინტერესებული ვიყავი მისი პიროვნებით) და აშკარაა, რომ :განხეთქილების საფუძველი იყო თეოსოფების ტენდენციური მიდრეკილება აღმოსავლეთისადმი და მათ მიერ ქრისტეს რაობის ვერ გაგება, რასაც კრიშნამურტის მაგალითიც ადასტურებს. შტაინერის არჩეული გზა კი იყო დასავლურ-ქრისტიანული.
  Forum: ანთროპოსოფია · Post Preview: #70760 · Replies: 166 · Views: 237,518

ადამიანი...
Posted on: May 4 2012, 01:50 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 35
Joined: 9-February 12
Member No.: 6,717


LUCIFER
ყოველი საკლავის და სისხლისღვრის გარეშე ,მხოლოდ ლოცვით დავხმარებივარ მაგ შემთხვევაში ქალს. ასევე წლების მანძილზე ვერ ფეხმძიმდებოდა. ბევრი მიზეზებია იმის, თუ რატომ იმ ეკლსიაში არ მოხდა და რატომ ამაში -ცხოვრების პირობებს გააჩნია, მისი ოჯახის რომელიმე ერთი წევრის ფაქტორიც კი მოქმედებს, ლოცვას გააჩნია და აშ. ეკლესიაში ლოცვა საერთოდაც არაა აუცილებელი, უბრალოდ იქ უფრო მეტი კონცენტრაციით ლოცულობენ ადამიანები, ასე არიან მიჩვეული ალბათ. საკლავი მითუმეტეს არაა საჭირო. სისხლით და მკველობის ცოდვით სხვა ცოდვის თუ წყევლის ჩამორეცხვა უბრალოდ "კონტრაპროდუქტიულია" :-) ისედაც უკიდურესად დამძიმებულია კაცობრიობის კარმა ცხოველებზე ძალადობის და მკვლელობის გამო.
ეკლესია კი არა ,ადამიანის სხეულია ღვთის ტაძარი და თანაც ჩვეულებრივი ფიზიკური სხეული კი არა, აღდგომილი სხეულია ის, რაც ადამიანის ღვთიურ არსს შეეფერება -გადაიკითხეთ რას ამბობს ქრისტე იერუსალიმის ტაძარზე.
შავია თუ თეთრია მაგია, ამას არა აქვს პირადად ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა. დროთა განმავლობაში ყოფილა შემთხვევა რომ თეთრი გაშავებულა და პირიქით. მაგია არის ფიზიკური მიზნებისთვის სულიერი ძალაუფლების გამოყენება, ამ ქვეყნის კანონებში მოძრაობა. ქრისტე თავისი სულიერი ძალაუფლებით მხოლოდ ადამიანების სულიერ არსს კურნავდა და კურნავს, თუ ფიზიკურადაც იკურნებოდა ადამიანი ეს იყო მხოლოდ გვერდითი ქმედებადა არა მიზანი.
ქრისტიანის არჩევანი უნდა შეესიტყვებოდეს ქრუსტეს გზას, მან კი უარი თქვა მაგიაზე. ჯერ უდაბნოში, სამი ცდუნებისას და შემდეგ ჯვარზე უარყო ის საბოლოოდ და თვალნათლივ.
  Forum: მე 4-5 სიმკვრივე · Post Preview: #70687 · Replies: 59 · Views: 67,089

ადამიანი...
Posted on: May 4 2012, 01:14 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 35
Joined: 9-February 12
Member No.: 6,717


givi
QUOTE(givi @ 14th April 2012 - 04:55 PM) *
განაწყენებული შტაინერი პროტესტის ნიშნად თეოსოფიის მსოფლიო საზოგადოებას

გამოეთიშა, და ჩამოაყალიბა ახალი მიმდინარეობა ანტროსოფია;

არაა მართალი. ახალგაზრდა კრიშნამურტის ქრისტედ შერაცხვას შეეწინააღმდეგა შტაინერი და ამის გამო მოხდა განხეთქილება მასსა და თეოსოფიურ საოგადოებას შორის. ამის გამოც წამოვიდა.

მტელი ტექსტი სავსეა ისეთი დიდი უზუსტობებით , რომ კომენტირება არ მინდა.
უბრალოდ კარგი იქნებოდა თუ აღნიშნავდი, რომ
QUOTE(givi @ 14th April 2012 - 04:55 PM) *
აი სახელდობრ მოკლედ რაც შეიძლება ითქვას რუდოლფ შტაინერის გარშემო.

კი არა, არამედ "შეიძლება ითქვას" შენი გაგებით და შენი აზრით.
  Forum: ანთროპოსოფია · Post Preview: #70686 · Replies: 166 · Views: 237,518

ადამიანი...
Posted on: May 4 2012, 12:42 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 35
Joined: 9-February 12
Member No.: 6,717


http://www.youclubvideo.com/video/124637/k...-official-video


საერთოდ კი, არაა შემთხვევითი არც რქები, არც ფრთები და არც კუდი, გარკვეული სიმბოლოებია.
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #70685 · Replies: 75 · Views: 103,621

ადამიანი...
Posted on: Apr 16 2012, 06:23 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 35
Joined: 9-February 12
Member No.: 6,717


გამიკვირდა ბევრი პოსტი ამ თემაში. სტალინის ალბათობითი წმინდანობის იდეაც კი გამოითქვა. საოცარია.
LAIRA
QUOTE(LAIRA @ 2nd January 2012 - 07:04 PM) *
ადამიანი როდესაც ამბობ ადამიანზე ცუდს უნდა დაფიქრდე იქნებ სუალც არ იყო ის ადამიანი ცუდი ან იქნებ სულაც ადამიანური საზომით არ იზომებოდა მისის საქმენი?

ყველას თავისი საზომი აქვს და ყოველი ჩვენთაგანი თავისუფალია თავისი საზომის არჩევანში. კარგისა და ცუდის გარჩევის სწავლისთვის დავტოვეთ სამოთხე.
ქრისტიანისთვის ადამიანური საზომი იესო ქრისტეზე არ უნდა იყოს დატოლებული?.. და განა მანვე ისიც არ ბრძანა, რომ "ნაყოფსა სამე მათთაგან იცნეთ იგინი." მათე 7;20? განა მოუწოდებია, რომ ჩვენს თავში ჩაგვეკლა განსჯის უნარი? პირიქით კრიტერიუმები მოგვცა ავისა და კარგის ერთმანეთისგან უკეთესად გასარჩევად.
თუ რა ბნელი და ავი ნაყოფი ჰქონდა ან ჰიტლერის ან სტალნის, ან იგივე ლენინის მოღვაწეობას არა მარტო აშკარად შეცნობადი არამედ მძაფრად შეგრძნებადიც არ უნდა იყოს ქრისტიანისთვის?

წლების წინ ერთ ყრუ სოფელში მომიწია დარჩენა და მასპინძელს არაფერი ჰქონდა სხვა წიგნი, სტალინის ნაშრომების ძველი ტომების გარდა. მცალოდა და გადავიკითხე ყველა. განცდა მქონდა მისი დიდი ნებისყოფის, ჭკუის, მიზანსწარფულობის და სიცივის და ბნელეთის. მისი სიტყვაც და საქმეც ერთნაირად ავი ნაყოფია. ამ თემის ბოლოს ციტირებული მისი ანდერძიც შესაფერისი ხისაა.

"ეკრძალენით ცრუ-წინასწარმეტყუელთაგან, რომელნი მოვიდოდიან თქუენდა სამოსლითა ცხოვართაჲთა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ." მათე 7;15
  Forum: ისტორია, ცივილიზა... · Post Preview: #69843 · Replies: 50 · Views: 68,993

ადამიანი...
Posted on: Feb 25 2012, 11:33 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 35
Joined: 9-February 12
Member No.: 6,717


Τρισμέγιστος
ხალხს აინტერესებს მედიტაცია, ენერგეტიკული ვარჯიშები, სამყაროს შემეცნება და მისი გადარჩენა, ყველანაირი მაგია (იმის გაუთვალისწინებლადაც რომ ადამიანი ისედაც მაგიურია თავის ქმედებებში) და ა.შ და ა.შ.
ძალიან ცოტას ესმის თუ რას ნიშნავს: " და კაცს მტრებად ვუქციო მისი სახლეულნი" (მათე 10,36) და თუ ესმის კიდევ უფრო ცოტას უნდა ეს.
იგივე: " ვინც ჩემი გულისათვის დაჰკარგავს თავის სულს, მოიპოვებს მას." (მათე 10, 39)
არ აინტერსებს ხალხს, არ უნდა. უნდათ რელიგია ან მაგია ან რაღაც სხვა.
მაგრამ ქრისტე არ უნდათ. ეს მათი თავისუფალი არჩევანია.
"ვინც ჰპოვებს თავის სულს, დაჰკარგავს მას" (მათე 10,39)
ასე იხრჩობა ბუზიც თაფლში.
სული ტკბილია.
  Forum: ანთროპოსოფია · Post Preview: #67583 · Replies: 83 · Views: 105,648

ადამიანი...
Posted on: Feb 18 2012, 12:41 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 35
Joined: 9-February 12
Member No.: 6,717


earth
მადლობა გულთბილად მიღებისთვის.
საკმაოდ შეცვლილია ეს ფორუმი, უფრო მეტი განყოფილება, უფრო მეტი ხალხი, უფრო მეტი აქტიურობა... ნელ-ნელა ვუღრმავდები :-)
  Forum: ფორუმი · Post Preview: #67111 · Replies: 90 · Views: 96,184

ადამიანი...
Posted on: Feb 17 2012, 02:00 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 35
Joined: 9-February 12
Member No.: 6,717


kate
ვერ დაგეთანხმები.
რეინკარნაციების გახსენება მიზანი არაა, მხოლოდ გზა. მე პირადად, კარმულ მუშაობად ვგულისხმობ.
საკუთარი რეინკარნაციების გააზრებით შესაძლებლობა მომეცა კარმიულ ორეულთან მუშაობის, ცხოვრებისეული სიტუაციებისადმი არააფექტური დამოკიდებულების და საჭირო დისტანციის მისაღებად. ადამიანებსაც და საკუთარ თავსაც გაცილებით მეტი გაგებით და შემწყნარებლობით ვუყურებ, ვიდრე ეს ჩემი ხასიათიდან გამომდინარე შემეძლო. ერთია, როცა იცი რომ "მოყვასს უნდა აპატიო" და მეორეა როცა იცი- თუ რატომ. ასევე საკუთარ თავთან მიმართებაშიც. რომ გგონია რომ მსხვერპლად მოგაქვს თავი, აღმოაჩენ რომ თურმე შანსი გეძლევა რაღაც გააწონასწორო. შეიძლება გარეგნულ ქმედებებზე ეს არ აისახოს, მაგრამ შინაგანად სულ სხვანაირი განწყობით ცხოვრობს ასე ადამიანი. ეს ყველაფერი არ მიმაჩნია უმნიშვნელოდ- პირიქით.
მოკლედ, ცხოვრება მღელვარე ზღვაა, რეინკარნაციების ცოდნა- ნაპირის შუქურა :-)

Τρισμέγιστος
QUOTE(Τρισμέγιστος @ 17th February 2012 - 01:22 AM) *
"გახსენება" ანუ დანახვა, ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ცნობიერება გახდა უწყვეტი.

გეთანხმები. ძალიან ძლიერია განცდა პერმანენტულობის და ამავე დროს ძლიერია განცდა გარეგანი პიროვნების წარმავლობის.

td.........
QUOTE(td......... @ 9th March 2011 - 08:57 PM) *
გვეძლევა იმდენი, რამდენიც გვჭირდება

მართალია. მიუხედავად გამიზნული მუშაობისა ყოველთვის ვიცი, რომ მოცემულ მომენტში მეძლევა სწორედ ის და იმდენი, რამდენიც მჭირდება.
ეს არ მოდის წინააღმდეგობაში კარმულ სამუშაოსთან.


  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #67024 · Replies: 329 · Views: 143,227

ადამიანი...
Posted on: Feb 9 2012, 08:05 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 35
Joined: 9-February 12
Member No.: 6,717


hermes
მადლობა.
აქაც გამარჯობა:-)
  Forum: ფორუმი · Post Preview: #66758 · Replies: 90 · Views: 96,184

ადამიანი...
Posted on: Feb 9 2012, 07:31 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 35
Joined: 9-February 12
Member No.: 6,717


miss-tika
ნამუშევარი ვარ ასეთ ბავშვებთან, შენი პატარა რომ არის. შენ ვერ ხედავ იმას, რასაც ის ხედავს? ეს დაგეხმარებოდა ანუ დაეხმარებოდა მასაც. შენს შვილთან დაკავშირებით ასე შორიდან ზუსტად ვერაფრს ვიტყვი, მაგრამ ძალიან ჰგავს ბავშვს, რომელიც ელემენტარულ არსებებს ხედავს და/ან ასტრალურს. ეგენი ყველგან არიან, მთავარია ბავშვი მიხვდე, რომ მათი არსებობა ბუნებრივია და მას ვერაფერს გაუბედავენ. ბავშვის მფარველ ანგელოზს უნდა მიმართო. ძილის წინ მფარველი ანგელოზისადმი მიმართვა და მისი ცნობიერებაში რეალიზირება ძალიან შველის ეგეთ სიტუაციაში. სხვანაირად თუ არ გამოდის ვიზუალიზაცია უნდა სცადო (სინათლის სფეროსი, დამცავი, გარსის ასტრალური ოაზისის). მაგრამ პირველ რიგში ალბათ მაინც საკუთარი შიში უნდა დაძლიო.
შენი პატარს მგსავსი ბავშვები ძალიან გახსნილები არიან და უკიდურესად მგრძნობიარეები. ტელევიზორთან ასეთ ბავშვს მე პირადად საერთოდ არ მივუშვებდი, მულტფილმია თუ არა, არა აქვს მნიშვნელობა, თვითონ ცქერის პროცესია მავნე.
რაც შეეხება ზღაპრებს- ჩემი რჩევა იქნება, რომ ხალხური ზღაპრები არ დაამახინჯო, არც იმ მიზნით, რომ "მისაღები" გახადო ბავშვისთვის. ზღაპრებში გადმოცემულია ადამიანის მშვინვიერი-და სულიერი განვითარების აღწერა ხატ-სახეებით, ღრმა ცოდნა და დიდი სიმართლე. ბავშვებს აქვთ უნარი ხატების საშუალებით ამ სიმართლის აღქმის. ზღაპრის დამახინჯება იგივეა რაც სიმართლის დამახინჯება, ტყუილი და სიცრუე და ამას ბავშვიც მშვენივრად აღიქვამს. როდის იყო სიცრუეს სიკეთე მოჰქონდეს.
უმჯობესი იქნებოდა ზღაპრების მის ასაკთან მისადაგება. ასეთი პატარასთვის წითელქუდა ცოტა ადრეა. გამეორებითი ზღაპრები აჯობებდა, მაგალითად რწყილი და ჭიანჭველა, ანუ სტრუქტურულად დარიტმულად რომ მეორდება ამბავი, (ბებიას გავექეცი, ბაბუას გავექეცი, დათვს გავექეცი, შენც გაგექცევი და აშ.:-) ეთერულ სხეულზეც კარგად მომქედებს.
სხვა დანარჩენ რჩევებს კი- სახლის გაწმენდა ლოცვით და ა-შ- აღარ გავიმეორებ, უკვე დაიწერა.
  Forum: ბავშვის აღზრდა · Post Preview: #66756 · Replies: 73 · Views: 66,322

ადამიანი...
Posted on: Feb 9 2012, 04:16 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 35
Joined: 9-February 12
Member No.: 6,717


ეს ფორუმი გაუქმებული მეგონა და გამეხარდა, კვლავ რომ ვიპოვე. თუმცა ჩემი ძველი ნიკი ვეღარ აღვადგინე- ძველი ID არარ მოქმედებს რატომღაც
მიუხედავად ამისა ისევ ის ადამიანი ვარ:-)
მოგესალმებით ყველას!
  Forum: ფორუმი · Post Preview: #66747 · Replies: 90 · Views: 96,184


New Posts  New Replies
No New Posts  No New Replies
Hot topic  Hot Topic (New)
No new  Hot Topic (No New)
Poll  Poll (New)
No new votes  Poll (No New)
Closed  Locked Topic
Moved  Moved Topic
 

Lo-Fi Version Time is now: 27th April 2024 - 07:01 AM