აიკრძალოს ცხოველთა მსხვერპლთშეწირვა - პეტიცია, ბნელ ტრადიციებს წერტილი უ |
აიკრძალოს ცხოველთა მსხვერპლთშეწირვა - პეტიცია, ბნელ ტრადიციებს წერტილი უ |
May 13 2015, 08:44 PM
Post
#1
|
|
RED soul Group: Members Posts: 135 Joined: 24-March 13 Member No.: 7,070 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მეგობრებო,
ზოგიერთ თქვენთაგანს ალბათ ემახსოვრება, რომ 2013 წელს პატრიარქს გადაეცა პეტიცია ცხოველთა მსხვერპლთშეწირვის აკრძალვის მოთხოვნით. საპატრიარქომ ჩვენი პეტიციის საპასუხოდ (?!) 2015 წლის აღდგომას სახალხოდ განაცხადა, რომ ისინი 1 მოზვერს და 7 ცხვარს შესწირავდნენ ღმერთს სამადლობლად (სამწუხაროდ, ასე სცემენ ხალხის მოთხოვნას პატივს თუნდაც საპატრიარქოში!). იმედია, ამ ფორუმზე არავისთვის განმარტება არ იქნება საჭირო თუ რამდენად საშინელი და არასწორია ცხოველების სისხლიანი მსხვერპლთშეწირვა და რომ ამ რიტუალს ადამიანის სულისთვის ზიანის მეტი არაფერი არ მოაქვს. ჩვენი ქვეყანა ვერანაირად ვერ წავა წინ, ვიდრე ხალხი უდანაშაულო ცხოცელებს მსხვერპლად სწირავს - გასაგებია, რომ აქ ძალიან დაბალ ცნობიერენასთან გვაქვს საქმე და ეს როგორმე უნდა შეიცვალოს თუ გვინდა ნორმალური ცხოვრება! ჩვენ წამოვიწყეთ ახალი პეტიცია ცხოველების სისხლიანი მსხვერპლთშეწირვის აკრძალვის მოთხოვნით ამჟამად უკვე პრეზიდენტისა და პარლამენტის თავჯდომარის სახელზე. პეტიციას 20 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა უკვე ხელი. გთხოვთ, ვინც ეთანხმებით, რომ ეს საზარელი ტრადიცია სამუდამოდ უნდა აღიკვეთოს საქართველოში, მოაწერეთ პეტიციას ხელი და გაავრცელეთ მისი ბმული თქვენს ახლობლებში და სადაც ხელი მიგიწვდებათ. თუ გვინდა, რომ კარგ და ცივილიზებულ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ამისთვის ყველამ რაღაც უნდა გავაკეთოთ. ასევე, მოიწონეთ ჩვენი ფეისბუქის გვერდი, რომ გაიგოთ რა შედეგით დასრულდება ეს ჩვენი მცდელობა და როგორ გამოეხმაურება მას მთავრობა: PETITION Peticiis Gverdi Facebook-ze მადლობა ყველას წინასწარ! |
|
|
May 27 2015, 12:54 AM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 629 Joined: 22-June 13 Member No.: 7,125 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 10th November 2024 - 11:22 PM |