IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

8 Pages V   1 2 3 > » 

vkh
Posted on: Mar 8 2010, 11:35 AM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871


ციტატა(steward @ 7th March 2010 - 09:52 PM) *
შეიძლება ბევრს გაუჩნდეს იმის სურვილი რომ გაარკვიოს ვინ იყო წინა ცხოვრებაში მაგრამ აქ სწორად ითქვა თუ განსაკუთრებული შემთხვევა არ არის, მაშინ ეს ტოლფასი იქნება მისი ამ ცხოვრებაში მოსვლის მისიის ჩაშლა ასე ვთქვათ, ანუ მისი ცხოვრება აზრს დაკარგავს რაღაც წილად

თუ მხედველობაშია მატერიაში დაძირული სული, მაშინ გარკვეულწილად მართალია ეს მოსაზრება, თუმცა ვფიქრობ, რომ მისი ცხოვრება დიდად არც შეიცვლება, რადგან ერთჯერადი ეფექტის ტოლი იქნება.

სულისმეცნიერების მიხედვით, ადამიანის განვითარების ხაზი სწორედაც გულისხმობს ინვოლუციას - რეინკარნაციის შედეგების შეჯერებას. განვლილი განსხეულებების მოგონება გახსნილია ისეთი სუბიექტებისთვის, რომელთა ფიზიკური ეთერული და ასტრალური სხეულები მთლიანად განმსჭვალულია "მე"ცნობიერებით, ნებით, სწორედ იმ ღვთაებრივი საწყისით, რომელიც თანაზიარს გვხდის სამყაროს შემოქმედთან smile.gif
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #29076 · Replies: 872 · Views: 318,376

vkh
Posted on: Mar 7 2010, 09:04 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871


steward
ციტატა(steward @ 7th March 2010 - 07:08 PM) *
საერთოდ დაჯერების და რწმენის საკითხი ჩემი აზრით უფრო განვითარების დაბალ საფეხურს ეხება

მართალია, სულის განვითარების მაჩვენებელია, მაგრამ რწმენის საგნის შინაარსის მიხედვით აჩვენებს ემთხვევა თუ არა მისი განვითარების გზა ევოლუციურ ხაზს smile.gif

  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #29043 · Replies: 872 · Views: 318,376

vkh
Posted on: Mar 7 2010, 08:48 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871


Molen როგორც ჩანს მხატვრული აზროვნებისკენ გაქვთ მიდრეკილება, რაც ძალიან კარგია. ასევე ჩანს, რომ ვერ გადაგიწყვეტიათ ბოლომდე დაიჯეროთ თუ არა "რე-ინკარნაცია" როგორც ასეთი smile.gif (შეგიძლიათ თქვათ, რომ ვცდები smile.gif მაგრამ ეს თქვენს სწტრიქონებს შუა იკითხება wink.gif ) პირადად მე მაძიებელმა კრიტიკულმა გონებამ მაპოვნინა პასუხები სულისმეცნიერებაში, თუ თქვენც დაინტერესდებით, წაიკითხეთ და თუ თქვენს გონებაშიც თანხმობას იპოვით ამ ფაქტთან, ნიშნავს, რომ წინა განსხეულებისას ამაოდ არ გიშრომიათ smile.gif
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #29040 · Replies: 872 · Views: 318,376

vkh
Posted on: Mar 5 2010, 10:44 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871


ეზოთერული მსოფლმხედველობით, ადამიანის ერთი განსხეულების იდეალური პერიოდი განისაზღვრება 72 წლით, ანუ ეს პერიოდი მთლიანად საკმარისია იმისთვის, რომ მან ერთი კარმული მისია განასრულოს.

ყოველთვის ვიყავი დარწმუნებული რომ შემთხვევით არაფერი ხდება smile.gif მით უმეტეს, ისეთი პიროვნებისთვის როგორიც იყო გურჯიევი, თუ არ ვცდები იგი 72 წლისა გარდაიცვალა, ასევე ის ცნობილი ავტო-კატასტროფაც - არა მგონია შემთხვევა იყო!
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #28957 · Replies: 330 · Views: 231,292

vkh
Posted on: Mar 5 2010, 10:32 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871


anouk
ციტატა(anouk @ 5th March 2010 - 06:16 PM) *
ცნობების მიხედვით სომხ-ბერძენია, მაშ, ტავს გურჯიევი , ანუ, ქართველი რატომ უწოდა? ვინმემ იცით?


ციტატა:
ქენეთ ვალიერი თავის წიგნში, სადაც გურჯიევზეა ლაპარაკი, წერს: ,, გურჯიევი და სტალინი ცხოვრობდნენ ერთ ეპოქაში და სწავლობდნენ ერთ სემინარიაში”. სხვა ბიოგრაფიებიც აღნიშნავენ, რომ იგი თბილისში სწავლობდა, ხოლო მისი პარიზელი ნაცნობები გადმოგვცემენ, რომ თვითონ გურჯიევი ამბობდა – “ქართველი ვარო. . . “
შესაძლებელია გურჯიევის ბიოგრაფიული წარმოშობის ბუნდოვანება გამოწვეული იყოს მისი პიროვნების და მთლიანად მოძღვრების კოსმოპოლიტური ხასიათის გამო.

ამაზე მეტი, ვგონებ, არც არაფერია ცნობილი, თუმცა ამას არსებითი მნიშვნებლობა არც უნდა ჰქონდეს
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #28956 · Replies: 330 · Views: 231,292

vkh
Posted on: Mar 4 2010, 10:56 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871


რათა_ჰა?
ციტატა(რათა_ჰა? @ 4th March 2010 - 10:26 PM) *
იმედია კითხვა არ გეწყინა.

მეწყინა კი არა, სხარტი აზროვნებისის ერთ-ერთი ის მაგალითია ამ ფორუმზე, რასაც ჭეშმარიტად ფხიზელ მდგომარეობაში მოვყავარ wink.gif საჭიროა ასეთი კითხვები, სადაც ხანდახან ბანგი უფრო მეტია, ვიდრე პირდაპირ მიმართული ნაკადი smile.gif ყოველ შემთხვევაში მე ასეთ მიმართებაში ვარ! თუმცა სამწუხაროდ დრო არ მაქვს, რომ ჭეშმარიტ დიალოგში შემოვიდე თქვენთან (სულისმეცნიერების პოზიციიდან wink.gif არადა საინტერესო იქნებოდა wink.gif
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #28883 · Replies: 43 · Views: 40,264

vkh
Posted on: Mar 4 2010, 10:12 AM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871


რათა_ჰა?
ციტატა(რათა_ჰა? @ 4th March 2010 - 01:47 AM) *
რითი არის ეზოთერული ხედვა Molen-ის ან ჩემი მდაბიო ხედვისაგან განსხვავებული? "ჭეშმარიტად ეზოთერულ" ხედვაში რას გულისხმობ: გარკვეულ სტანდარტებზე ჩამოყალიბებულ ხედვას, რომელიც ამ სტანდარტებისაგან არ იხრება და ჭეშმარიტად ერთგულია ამ სტანდარტებისა, თუ ჭეშმარიტ ხედვას? რაღაც უკეთეს ხედვას, რაც ობიექტური ჭეშმარიტებისაკენ მიმავალი გზაა და რომელიც არაეზოთერიკ მოკვდავს არ გააჩნია?

ჩემი კიდევ უფრო მდაბიო ხედვით, "ჭეშმარიტად ეზოთერულში", რომლის მისაღწევად პირადად მე არ ვიცი, კიდევ რამდენი ინკარნაცია დამჭირდება, ვგულისხმობდი იმას, რაც თქვენს კითხვებში თემატურად უკვე გაჟღერდა, მხოლოდ ოდნავი სახეცვლილებით, რადგან სტანდარტები არ უპირისპირდება "ჭეშმარიტ ხედვას", არამედ განეკუთვნება კიდეც მას.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #28840 · Replies: 43 · Views: 40,264

vkh
Posted on: Mar 3 2010, 09:21 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871


mata
ციტატა(mata @ 3rd March 2010 - 09:01 PM) *
დაზარება რა შუაშია ვერ გავიგე

თქვენ არ მყავდით მხედველობაში smile.gif (=ხუმრობაა)
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #28800 · Replies: 43 · Views: 40,264

vkh
Posted on: Mar 3 2010, 08:56 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871


ვაგრძელებ:

ჩემი რჩევა იქნება, გაეცნო ფორუმს, მის თავისებურებებს, იქნებ ეს სულაც არაა ის, რასაც ეძებ ან უკვე გაცემულ პასუხებში იპოვო ის პოზიცია, რაზეც იკითხე.

რაც შეეხება, თემას (რადგან გაიხსნა): ძალიან დიდი საკითხებია განსახილველი და შევეცდები დრო და დრო გამოვეხმაურო smile.gif

წარმატებები!
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #28796 · Replies: 43 · Views: 40,264

vkh
Posted on: Mar 3 2010, 08:51 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871


Molen
რახან ამდენი დაწერე, ჩანს, რომ გიფიქრია ამ საკითხებზე. სტრიქონებს შორის წაკითხულიც მაფიქრებინებს, რომ ახალგაზრდულ ცნობიერებასთან გვაქვს საქმე smile.gif

თემები, რასაც და როგოც ეხები, მავანმა შეიძლება მოისმინოს წირვაზე, წაიკითხოს პოპულარული (ყვითელი) პრესის მიმოხილვაშიც და ყოველდღიურ საუბარში.

ეზოთერულ ფორუმზე, ცხადია, ცდილობენ ამ ყველაფერს ეზოთერული კუთხით შეხედონ, თუმცა აქაც 2 (ან მეტი) შესაძლებლობაა: 1. ვისაც ეს საკითხები ჭეშმარიტად ეზოთერულად ესმით, უკვე დაწერილი აქვთ ამ განყოფილებების უამრავ თემებში და აქ ან დაეზარებათ ან გამიზნულად არ დაწერენ ან მსუბუქ არასერიოზულ-არათემატურ გამოხმაურებებს დასჯერდებიან. 2. ან მიიღებ ისეთ გრძნობით-ემოციურს გამოხმაურებას, როგორიც უკვე მიიღე!
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #28794 · Replies: 43 · Views: 40,264

vkh
Posted on: Feb 24 2010, 06:07 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871


ციტატა(atman @ 24th February 2010 - 04:51 PM) *
რა თქმა უნდა თავისუფალი არჩევანი ყოველთვის გაქვს და სწორედ ამაშია განსხვავება მონობას და მსახურებას შორის. მაგრამ მესამე გზა არ არსებობს. ან მონობა ან მსახურება (სიყვარულით)

მსახურებას მე აქ განვმარტავდი როგორც "აღმსარებლობაში" ყოფნად, რომელსაც არ ვაიგივებ ეკლესიურ "მსახურებასთან", არამედ ამ მოვლენის თემატური გაგებით: ეს საკუთარი ინდივიდუალური სულის განვითარებაზე მუშაობაა, რომელიც ამავდროულად წარმოადგენს განვითარების, ევოლუციის აღმავალი ხაზს. როგორ შეიძლება იგი იწოდებოდეს მონობად: "ამიერიდან აღარ გიწოდებთ თქვენ მონებს" - ნათქვამია სახარებაში. ამ გაგებით, ქრისტიანობა (კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ - ჭეშმარიტი ქრისტიანობა, ქრისტეს მიღება, მისი არჩევა) არაა რელიგია, არამედ გადარჩენის ერთადერთი გზა!
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #28399 · Replies: 242 · Views: 153,603

vkh
Posted on: Feb 23 2010, 04:12 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871


Aeshma
ციტატა(Aeshma @ 23rd February 2010 - 12:43 PM) *
და ვინ არის ეს ლუციფერი,რას აშავებს,თქვენ რა დაგიშავათ პირადად ან ვინ დაწია "უკან"? biggrin.gif თქვენეული აზრი მაინტერესებს მასთან დაკავშირებით თუ შეიძლება.

ვფიქრობ თემატური შეკითხვაა.
მე ზოგადი და თეორიული და სუულ ცოტა პრაქტიკული (=გამოცდილება) ცოდნა გამაჩნია ამ საკითხთან დაკავშირებით.
მოკლედ, ამბობენ რომ ლუციფერის ქვეშ მოიაზრება ის ლუციფერული ძალები, რომლებიც ადამიანთან მიმართებაში საკმაოდ წინ არიან წასულები და რომლებიც "გარკვეული განვითარებისკენ" დაინტერესების გამო გამოძევებულ იქნენ "გარკვეული" სფეროდან ასევე გარკვეული მიზეზების გამო (ძირითადი მიზეზი იყო სამყაროს ევულუციის მაგისტრალური ხაზის შეფერხება). ლუციფერული ძალების მიზანია, რაც შეიძლება ბევრი სული "მიიზიდონ" და იმდენად გაძლიერდნენ, რომ დაიბრუნონ ის მერვე სფერო, რაც წესით მათ გააჩნდათ / ეკუთვნოდათ. ამ მოღვაწეობით ისინი ეწინააღმდეგებიან ევოლუციის იმ ხაზს, რომელიც ქრისტეს დედამიწისეული განსხეულებით მოინიშნა.

რას ფიქრობს სხვები ამ თემაზე? იქნებ გაამდიდროთ (=კომენტარები)
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #28311 · Replies: 242 · Views: 153,603

vkh
Posted on: Feb 23 2010, 12:27 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871


Aeshma
ციტატა(Aeshma @ 23rd February 2010 - 11:52 AM) *
ეს მეთოდი მიეკუთვნება რუსული შავმწიგნობრობის ტრადიციას


ე.ი. როგორც იქნა წარმომავლობაც გაირკვა: შავმწიგნობრობა.... გაიხარეთ, თორემ სულ ვფიქრობდი, საითკენ მიდის მსჯელობა-თქო!

ორი ნაბიჯით უკან ლუციფერისკენ (გინდ კარმული უკუსვლა დაარქვით)
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #28297 · Replies: 242 · Views: 153,603

vkh
Posted on: Feb 22 2010, 04:32 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871


ციტატა(DISCIPLINE @ 21st February 2010 - 09:24 PM) *
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს თემა აგნოსტიკოსებისთვის

?
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #28247 · Replies: 46 · Views: 45,071

vkh
Posted on: Feb 22 2010, 04:01 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871


sentimennte
ციტატა(iziko @ 22nd February 2010 - 03:09 PM) *
აგერ Novembers Doom - ის გენიალური ალბომიდან - To Welcome the Fade - დან ერთ-ერთი

მომეწონა ძალიან....
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #28243 · Replies: 242 · Views: 153,603

vkh
Posted on: Feb 18 2010, 10:43 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871


ციტატა(vkh @ 18th February 2010 - 10:40 PM) *
სიყვარულით მკვლელობა სიკეტეა-ამაში ვერ დაგეთანხმები

სიყვარულისთვის მკვლელობა კიდევ რაღაცნაირად შეიძლება გაამართლო, სამშობლოს, ოჯახის სიყვარულისთვის მტრის მოკვდინება.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #28019 · Replies: 242 · Views: 153,603

vkh
Posted on: Feb 18 2010, 10:40 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871


ციტატა(jgvenza @ 18th February 2010 - 07:02 PM) *
მაგრამ თუ შენ ადამიანს ყელს ჭრი და ამას დიდი სიყვარულით აკეთებ და მართლა გულით გჯერა რომ შენ სიკეთეს აკეთებ მაშინ ის დაჩიკი შენ ამას სიკეთეში გითვლის..

საინტერესო თეორიაა, მაგრამ აეს მაგალითი რაღაც ძალიან საეჭვო წარმომავლობის სიყვარულისაა....
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #28018 · Replies: 242 · Views: 153,603

vkh
Posted on: Feb 17 2010, 10:36 AM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871


Atman
რა თქმა უნდა: ზოგი ასე უბერავს, ზოგი ისე (როგორც ეს სიმღერაშია)
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #27865 · Replies: 242 · Views: 153,603

vkh
Posted on: Feb 17 2010, 10:32 AM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871


ჩემი აზრით, ტანტრის ოშოსეული ინტერპრეტაცია არის რაციონალურად სუსტი და ლოგიკურად წინააღმდეგობებით სავსე, თუმცა ვაღიარებ, რომ ძალიან ლამაზი და ეფექტური, რადგან:
ზოგადად, ოშოს არ შეუძლია სიღრმისეული რაციონალური თხრობა, არამედ მისი თხრობის სტილი არის დიალოგი. დიალოგის პირდაპირი ობიექტი არის მკითხველი, ხოლო დიალოგის საგანი სხვა დანარჩენი, ანუ ის, ვინც ცდება და არასწორად ესმის. ამდენად, დასაწყისიდანვე ოშო დიდ ნდობას იწვევს მკითხველში - ნდობა კი პირველი ეტაპია. ამის შემდეგ ოშო გადადის, და ამდენად მკითხველიც გადაჰყავს, მედიტაციურ თხრობაზე, სადაც მკითხველიც ოშოსთან ერთად მსჯელობს, ამტკიცებს და აუცილებელი წესით იმარჯვებს კიდეც.

ტანტრაზე კი ოშო უბრალოდ მანიპულირებს სექსით, რადგან ეს უაღრესად ეფექტური და საინტერესო თემაა ყველასათვის. ოშო ამბობს: შეცდომაა, რომ ებრძვიან სესქს, არამედ.... და ა.შ. და ვინ ებრძვის სექს? იქ სადაც სიყვარულია, არავინაც არ დევნის მას, მხოლოდ გარყვნილება იდევნება...

მოკლედ, თავი შეგაწყინეთ!
  Forum: ჯანმრთელობა და სუ... · Post Preview: #27864 · Replies: 54 · Views: 72,500

vkh
Posted on: Feb 17 2010, 10:06 AM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871


ასეთი დარწმუნებულობით საუბარი, რადგან რაღაც წილად, თეორიებს ვეყრდნობით, ძნელია.
პრაქტიკულად კი: აფრიკაში ვყოფილვარ და მიცხოვრია, მინახავს "მოჯადოებულიც" (ეს იყო თეთრკანიანი - სიყვარულის "ჯადოთი" wink.gif ), ასევე მინახია აბსურდული ტყვიის საწინააღმდეგო ჯადოებიც (არადა ყველა მეომარს ეკეთა), რომლებიც პრაქტიკულად არ მუშაობს. ყოველივე აქედან და კიდევ სხვა მრავალი თვალით ნანახი მოვლენებიდან, პირადად მე, ის ვირწმუნე, რომ სიტყვას უდავოდ დიდი ძალა აქვს: პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთი...." ან: და თქვა ღმერთმა - იყავნ ნათელი... ან თუნდაც მანტრები და სულაც თანამედროვე ენის ფილოსოფია, რომ ენა ინახავს ყოფიერებას და უამრავი რამ, რაც თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ.

რაც შეეხება, იმის მტკიცებას, რომ სხვის მიმართ ჩადენილი ბოროტება შესაძლოა, სულაც არ მოეკითხოს ჩამდენს - ჩემი აზრით ალოგიკურია. თეორიულად, თუნდაც კარმის (არსებობა თუ გვჯერა) მიზეზ-შედეგობრიობის გამო: ადამიანის ცხოვრების დეტალები მისსავე სულზე აისახება, რომელიც უკუსვლით უკვე სიკვდილიდან დაბადებამდე განიხილება და მომდევნო განსხეულების პროექციას განაპირობებს.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #27861 · Replies: 242 · Views: 153,603

vkh
Posted on: Feb 15 2010, 09:08 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871


Aeshma
ციტატა(Aeshma @ 15th February 2010 - 02:58 PM) *
მაწყევარს" კი არაფერიც არ დაუბრუნდება თავისით

არ არის მართალი! არ მინდა ვიკამათო, მაგრამ არც ის მინდა, ეს ფრაზა უკომენტაროდ დარჩეს
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #27749 · Replies: 242 · Views: 153,603

vkh
Posted on: Feb 14 2010, 06:09 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871


ციტატა(nutsa @ 12th February 2010 - 01:21 PM) *
Слишком противоречивый Ошо

ძალიან სასიამოვნოდ იკითხება smile.gif

ერთხელ შევნიშნე, რომ რომელიღაც წიგნში ძალიან ხშირად იმოწმებდა ერთ-ერთ ავტორიტეტს, რომელიც ცნობისმოყვარეობის გამო დავ-search-ე და, როგორც მახსოვს, ათეულამე ავედი. ყოველივე ამან ოშო ინტერპეტატორ-კომპილატორად აქცია ჩემთვის
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #27650 · Replies: 235 · Views: 172,388

vkh
Posted on: Feb 14 2010, 05:56 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871


ციტატა(Shou @ 23rd December 2009 - 02:33 PM) *
ერთ ჩასუნთქვაზე წარმოთქვით 3-ჯერ (გნებავთ 2-ჯერ ან 4-ჯერ, რაოდენობა თავად აარჩიეთ, მთავარია ერთნაირი რაოდენობით წარმოთქვათ ყველა ჩასუნთქვაზე) ”ლამ”. ”ა” წარმოითქმის გრძლად და ”მ” როგორც ”მნგ”.

მართლა ჩასუნთქვისას უნდა წარმოვთქვა? ამოსუნთქვა ხომ არ უნდა ეწეროს? ვინ იცის პრაქტიკაში?
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #27649 · Replies: 235 · Views: 172,388

vkh
Posted on: Feb 7 2010, 09:34 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871


http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=101
ორი ერთნაირი თემა
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #27240 · Replies: 19 · Views: 20,981

vkh
Posted on: Feb 5 2010, 08:41 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871


ადამიანი არის მრავლობითი არსება
Lლონდონი, 1923

A ადამიანი არის მრავლობითი არსება, ჩვეულებრივ, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ საკუთარ თავზე , ჩვენ ვლაპარაკობთ - ,,მე”-ზე. ჩვენ ვამბობთ: ,,მე” გავაკეთე ეს, ,,მე” ვფიქრობ, ,,მე” ვაპირებ, მაგრამ ეს ჩვენი უმეცრებაა და არა ჭეშმარიტება.
Aარ არსებობს ამგვარი ,,მე” ანდა სწორედ რომ პირიქით, ისინი ასობით არსებობენ. თითოეულ ჩვენთაგანში არსებობს ათასობით პაწაწინა ,,მე,” ჩვენ გათიშულები ვართ ჩვენსავე თავში, მაგრამ ჩვენი არსებობის მრავლობითობა რომ გავაცნობიეროთ, ამისათვის იგი უნდა შევისწავლოთ, უნდა დავაკვირდეთ. ერთ მომენტში ჩვენში მოქმედებს ერთი ,,მე”, მეორე მომენტში მეორე ,,მე” და იმის გამო რომ ეს ,,მე”-ები მრავალია და ისინი ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, ჩვენ ვმოქმედებთ არაჰარმონიულად.
ჩვეულებრივ ჩვენ ვცხოვრობთ ისე, რომ ჩვენი ფუნქციონირების და ძალების მხოლოდ მცირე ნაწილსღა ვიყენებთ, რადგან არ გვესმის, რომ მანქანები ვართ და არ ვიცნობთ ამ მანქანა-მექანიზმების ბუნებასა და მუშაობის წესს.
ჩვენ აბსოლიტურად ვართ მიმართულები გარეგანი ვითარებების მიერ. .ყველა ჩვენი მოქმედება მიემართება ხაზით, რომელიც ყველაზე ნაკლებად ეწინააღმდეგება გარეგან მდგომარეობებს.
თქვენ თვითონ სცადეთ: შეგიძლიათ, მართოთ თქვენი ემოციები? – არ შეგიძლიათ. თქვენ შეგიძლიათ სცადოთ მათი დათრგუნვა, ან ერთი ემოცია მეორეთი შეავიწროვოთ, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ მათი მართვა. პირიქით, ემოციები გმართავენ თქვენ. შესაძლებელია ასეთი გადაწყვეტილება მიიღოთ, მაგრამ როდესაც მოვა დრო, როცა ჩაფიქრებული უნდა განახორციელოთ აღმოაჩენთ, რომ სრულებით საწინაღმდეგოს ჩადიხართ.
თუ გარემოება ხელს უწყობს გადაწყვეტილებას, შეგიძლიათ განახორციელოთ იგი. Mმაგრამ თუ გარემოება არ არის ხელშემწყობი, მაშინ მოქმედებთ უკვე გარემოების კარნახით. თქვენ არ შეგიძლიათ გააკონტროლოთ საკუთარი მოქმედებები, თქვენ ხართ მანქანები და თქვენივე სურვილებისგან დამოუკიდებლად, თქვენი მოქმედებები იმართებიან გარეგანი გავლენებით.
Mმე არ ვამბობ, რომ არავის არ შეუძლია მართოს თავისი მოქმედებები. Mმე ვამბობ, რომ თქვენ არ შეგიძლიათ, რადგან გაორებულნი ხართ. თქვენში არსებობს ორი ნაწილი: ძლიერი და სუსტი ნაწილი. როდესაც ძლიერდება თქვენში არსებული ძლიერი ნაწილი, იმავდროულად იმატებს სუსტი ნაწილიც და თუ არ ისწავლით მისი ზრდის გაჩერებას იგი უარყოფით ძალად გადაიქცევა თქვენში. როდეასც ყოფიერებაში რაღაც განსაზღვრული დონე მიიღწევა ჩვენ შეგვეძლება ჩვენში არსებული თითოეული ნაწილის გაკონტროლება, მაგრამ ისეთებს, როგორებიც ახლა ვართ ჩვენ არ შეგვიძლია თვით ჩვენივე ჩაფიქრებულის განხორციელებაც კი.
(აქ თეოფოსმა დასვა საკითხი, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენს სასარგებლოდ შევცვალოთ თვით გარეგანი პირობები, რომლებიც თავს გვახვევენ თავიანთ თავს).
Pპასუხი: გარეგანი პირობები არასდროს არ იცვლებიან. Aარსებობს არა მათი ცვლილება არამედ მხოლოდ მათი მოდიფიკაცია.
კითხვა: მაგრამ განა არ არის ცვლილება, როდესაც ადამიანი ხდება უკეთესი?
Pპასუხი: ასეთი ადამიანი კაცობრიობისთვის არაფერს ნიშნავს, ერთი კაცი ხდება უკეთესი, მეორე ხდება უარესი, ამით არაფერი იცვლება.
კითხვა: მაგრამ განა უკეთესობა არ არის ის, რომ მატყუარა იქცევა მართალ ადამიანად?
Pპასუხი: არა, ეს ერთი და იგივეა. თავიდან იგი ტყუის მექანიკურად, რადგან არ შეუძლია სიმართლის თქმა: შემდეგ იგი სიმართლეს ლაპარაკობს, ისევ მექნიკურად. Aახლა მისთვის სიმართლის თქმა გახდა უფრო მომგებიანი. სიმართლეს თუ ტყუილს ფასი აქვთ მხოლოდ საკუთარ თავთან მიმართებაში, მაშინ, როდესაც ჩვენ შეგვიძლია საკუთარი თავის გაკონტროლება, ასეთები, როგორებიც ვართ, ჩვენ ვერ ვიქნებით კეთილსახიერნი, რადგან მექანიკურები ვართ. Mმორალი ფარდობითია, მექანიკური, სუბიექტური, წინააღმდეგობრივი. იგივე ითქმის ჩვენს მიმართ: ფიზიკური ადამიანი, ემოციონალური ადამიანი, ინტელექტუალური ადამიანი_ ყველას თავისი ბუნების შესაბამისი მორალი გააჩნია. თითოეულ ადამიანში მანქანა სამ ძირითად ნაწილად, სამ ცენტრად იყოფა.
დააკვირდით თქვენს თავს ნებისმიერ მომენტში და დაუსვით შეკითხვა: ,, მე~- თაგან, რომელი ,,მე~ მოქმედებს ახლა. რომელ ცენტრს მიეკუთვნება იგი _ ინტელექტუალურს, ემოციონალურს თუ დინამიკურ ( სამოძრაო) ცენტრს?.
შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ იგი სრულებით განსხვავებულია იქიდან, რაც თქვენ წარმოგიდგენიათ, მაგრამ იგი აუცილებლად ერთ-ერთი მათგანის წარმომადგენელია.
კითხვა: არსებობს თუ არა მორალის აბსოლუტური კოდექსი, რომელიც სავალდებულო იქნებოდა განურჩევლად ყველა ადამიანისათვის?
Pპასუხი: დიახ, როდესაც შეგვიძლია გამოვიყენოთ ყველა ძალები ჩვენი შინაგანი ცენტრების სამართავად, მაშინ შეგვიძლია ვიყოთ მორალურები, მაგრამ სანამ ვიყენებთ მხოლოდ ნაწილს, ჩვენი შესაძლებელი ფუნქციებიდან, მანმადე არა ვართ მორალურები. ჩვენ ყველგან და ყველაფერში ვმოქმედებთ მანქანებივით მექანიკურად და მანქანებს კი არ შეუძლიათ იყვნენ მორალურნი.
კითხვა: ეს უიმედო მდგომარეობაა?
Pპასუხი: სრულებით მართალი ხართ.
კითხვა: მაშინ, როგორ შეგვიძლია გარდაქმნა და მთელი ძალების გამოყენება?
Pპასუხი: ეს სხვა საქმეა. ჩვენი სისუსტის მთავარი მიზეზი იმაშია, რომ არ შეგვიძლია ჩვენი ნება განვავრცოთ ერთდროულად სამივე შინაგან ცენტრზე.
კითხვა: შეგვიძლია თუ არა ჩვენი ნებით ერთ-ერთზე მაინც ვიმოქმედოთ?
Pპასუხი: რა თქმა უნდა, ზოგჯერ შეგვიძლია. ზოგჯერ შეგვიძლია ვმართოთ ერთ-ერთი ჩვენი ცენტრი და ძალზე საოცრად შედეგსაც შეიძლება მივაღწიოთ. (იგი ყვება ისტორიას ტუსაღზე, რომელმაც ძალზე ვიწრო, მაღალ და მიუდგომელ სარკმლიდან შეძლო პატარა ბურთულად დაჭმუჭნილი წერილი თავისი ცოლისთვის გადაეგდო). ეს იყო ერთადერთი გამოსავლი მისი გათავისუფლებისათვის. თუ ეს არ გამოუვიდოდა პირველ ცდაზე, ეს მომენტი მას უკვე აღარასოდეს არ დაუდგებოდა, ამიტომ მან შეძლო სრულებით დაუფლებოდა თავის ფიზიკურ ცენტრს და აიძულა გაეკეთებინა ის, რასაც სხვა ჩვეულებრივ შემთხვევაში ვერაფრით ვერ შეძლებდა.
კითხვა: თქვენ თუ იცნობთ ვინმეს ვინც არსებობის ასეთ სიმაღლეს მიაღწევდა?
Pპასუხი: მე თუნდაც გიპასუხოთ არა, და თუნდაც დიახ, ეს სრულებით არ ნიშნავს არაფერს. თუ გიპასუხებთ, რომ ვიცნობ, ამას ვერ შეამოწმებთ; თუ ვიტყვი, რომ არ ვიცნობ, თქვენს სიბრძნეს ამითაც არ შეემატება არაფერი. თქვენ არ გაქვთ საფუძველი, რომ ჩემი გწამდეთ. გთხოვთ არ ირწმუნოთა არფერი, რასაც ვერ შეამოწმებთა თქვენსავე თავში.
კითხვა: თუ სრულებით მექანიკურნი ვართ, როგორ შეიძლება მივაღწიოთ საკუთარი თავის მართვას? შეუძლია მანქანას თავისი თავი თვითონვე მართოს?
Pპასუხი: მართალი ხართ, რა თქმა უნდა, არ შეუძლია. ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი თავი ჩვენვე შევცვალოთ, ჩვენ მხოლოდ მცირე სახეცვლილება შეგვიძლია, მაგრამ შეგვიძლია გარდავიქმნათ გარედან დახმარებით.
A არსებობს თეორია, რომ კაცობრიობა ორი წრისგან შედგება: დიდი, გარეგანი წრისგან, რომელიც მოიცავს ყველა ადამიანს და მცირე წრისგან, რომლის ცენტრშიც მცოდნე და მხილველი ადამიანები არიან. რეალური, ერთადერთი ინსტრუქცია, რომელსაც შეუძლია შეგვცვალოს, მხოლოდ ამ ბოლო (მცირე) ცენტრიდან შეიძლება და ინსტიტუტის მიზანს ჩვენი მომზადება წარმოადგენს იმისთვის, რომ შევძლოთ ამ მცირე ცენტრისგან მომავალ ინსტრუქციათა მიღება.
ჩვენ თავად არ შეგვიძლია საკუთარი თავი შევცვალოთ. Eეს მხოლოდ გარედან შეიძლება. Yყველა რელიგია მიუთითებს, ცოდნის ამ საერთო ცენტრის არსებობაზე, ყოველ საღვრთო წერილში არსებობს ეს ცოდნა, მაგრამ ადამიანებს არ უნდათ ამის დანახვა.
კითხვა: მაგრამ განა ადამიანებმა უკვე არ დააგროვეს ცოდნის დიდი მარაგი?
Pპასუხი: ადამიანებმა მრავალი სახის ცოდნა დააგროვეს, მაგრამ ჩვენი
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #27136 · Replies: 330 · Views: 231,292

8 Pages V   1 2 3 > » 

New Posts  New Replies
No New Posts  No New Replies
Hot topic  Hot Topic (New)
No new  Hot Topic (No New)
Poll  Poll (New)
No new votes  Poll (No New)
Closed  Locked Topic
Moved  Moved Topic
 

Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 08:52 AM