Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ სულიერი და ფიზიკური პრაქტიკები _ სინესთეზია

Posted by: რეალისტი Oct 21 2011, 07:36 PM

QUOTE
ეს არის რეალისტის თხოვნით გახსნილი თემა

სინესთეზია (ბერძნ. συναίσθησις — ერთდროული შეგრძნება, ერთობლივი გრძნობა, თანაშეგრძნება) — ფსიქოლოგიაში აღქმის მოვლენა, როდესაც ერთი გრძნობის ორგანოს გაღიზიანებისას მისთვის დამახასიათებელი სპეციფიური შეგრძნების პარალელურად ჩნდება სხვა გრძნობის ორგანოსთვის დამახასიათებელი შეგრძნებაც. მაგ. ფერადი ყნოსვა, ფერადი სმენა და ა.შ.

კონკრეტულად ამ თემაში ვისაუბრებთ ფერად ხედვაზე, როდესაც ადამიანი საგნებს და ადამიანებს ხედავს სხვადასხვა ფერით.
ამ ფორუმზე არის ასეთი ადამიანი და თუ გაქვთ მასთან შეკიტხვა, დაუსვით.
ან გამოთქვით საკუთარი აზრი ამ ფენომენთან დაკავშირებით.


ვანო ყაზბეგი
ვანო გულით და სულით მოგილოცავთ. პასუხი დადებითია.
ანუ. შენ ნამდვილად განსხვავებული ხარ.
ცნობისათვის ( ჩვენ ყველას გავაქვს 6 გრძნობის ორგანო)
მხედველობა
სმენა
ყნოსვა,
გემო
შეხება,
ინტუიცია
ვანო გააჩნია 7 გრძნობის ორგანო
ამიტომ ის ამიერკავკასიაში ჯერ-ჯერობით ერთი და განუმეორებელია

http://www.radikal.ru

Posted by: vano kazbegi Oct 21 2011, 08:22 PM

QUOTE(რეალისტი @ Oct 21 2011, 07:36 PM) *
ვანო ყაზბეგი

ვანო გულით და სულით მოგილოცავთ. პასუხი დადებითია.
ანუ. შენ ნამდვილად განსხვავებული ხარ.
ცნობისათვის ( ჩვენ ყველას გავაქვს 6 გრძნობის ორგანო)
მხედველობა
სმენა
ყნოსვა,
გემო
შეხება,
ინტუიცია
ვანო გააჩნია 7 გრძნობის ორგანო
ამიტომ ის ამიერკავკასიაში ჯერ-ჯერობით ერთი და განუმეორებელია

http://www.radikal.ru

დიდი მადლობა smile.gif .

Posted by: რეალისტი Oct 21 2011, 08:38 PM

ვანო ყაზბეგი
კიდევ ერთი გასახარებელი მოვლენა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ვიპოვე ის ფერები და ის ”მოლეკულები”
რომელსაც შენ ხედავ. შეხვედრის შემდეგ გაჩვენებ.
მე ძალიან მიხარია შენს მაგიერადაც.
პატივისცემით
რეალისტი

Posted by: vano kazbegi Oct 21 2011, 08:45 PM

QUOTE(რეალისტი @ Oct 21 2011, 08:38 PM) *
ვანო ყაზბეგი
კიდევ ერთი გასახარებელი მოვლენა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ვიპოვე ის ფერები და ის ”მოლეკულები”
რომელსაც შენ ხედავ. შეხვედრის შემდეგ გაჩვენებ.
მე ძალიან მიხარია შენს მაგიერადაც.
პატივისცემით
რეალისტი

გაიხარე დიდი დიდი მადლობა . მაინტერესებ .

Posted by: რეალისტი Oct 21 2011, 09:31 PM

Господин Иван !
один из Ваших цветов с мелкими вспышками როდესაც ჩვეულებრივ უცნობი ადამიანი მიდის ქუჩაში და უცებ ამ ტიპის ფერს ასხივებს
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: vano kazbegi Oct 22 2011, 11:09 AM

QUOTE(რეალისტი @ Oct 21 2011, 09:31 PM) *
Господин Иван !
один из Ваших цветов с мелкими вспышками როდესაც ჩვეულებრივ უცნობი ადამიანი მიდის ქუჩაში და უცებ ამ ტიპის ფერს ასხივებს
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

ვააა ეს როგორ მოახერხეთ ?

Posted by: რეალისტი Oct 22 2011, 12:10 PM

მოგესალმებით
მსოფლიო სხვადასხვა კუთხეებში
ვანოს მსგავსი სინესტეტები
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

Posted by: რეალისტი Oct 22 2011, 05:35 PM

http://www.radikal.ru

ვანოს მოლეკულები

Posted by: vano kazbegi Oct 22 2011, 08:58 PM

QUOTE(რეალისტი @ Oct 22 2011, 05:35 PM) *
http://www.radikal.ru

ვანოს მოლეკულები

კი სწორია - ნამდვილად ასეა

Posted by: old_man Oct 22 2011, 10:14 PM

vano kazbegi
ვანო მე მაინტერესებს, ადამიანის აურის ფერში რა ცვლილებები ხდება ემოციური განწყობის ცვლილების დროს. აი ერთ დღეს ნახე ადამიანი, რაღაცით ბედნიერი. მეორე დღეს ის ადამიანი მოწყენილი და დათრგუნული შეგხვდა.
ხედავ რამე ცვლილებას?

Posted by: vano kazbegi Oct 22 2011, 10:47 PM

QUOTE(old_man @ Oct 22 2011, 10:14 PM) *
vano kazbegi
ვანო მე მაინტერესებს, ადამიანის აურის ფერში რა ცვლილებები ხდება ემოციური განწყობის ცვლილების დროს. აი ერთ დღეს ნახე ადამიანი, რაღაცით ბედნიერი. მეორე დღეს ის ადამიანი მოწყენილი და დათრგუნული შეგხვდა.
ხედავ რამე ცვლილებას?

წერის გამიჭირდება- ადამიანი ყოველდღიურად იცვლის - არის ნაწილაკების მოქმედება და ცვლილებებიც კი.

Posted by: რეალისტი Oct 26 2011, 03:00 AM

სინესთეზია - ბერძნული συναίσθησις— ერთდროული შეგრძნება, ერთიანი შეგრძნება
სინესთეზია - გრძნობათა უნებური კავშირი. ფენომენი, როდესაც მგრძნობელობის ერთი ორგანოს გაღიზიანების დროს წარმოიქმნილ შეგრძნებებს დაყვება ერთდროულად სხვა მგრძნობელობის ორგანოთა გაერთიანებული საპასუხო რეაქციები. ეს დამატებით შეგრძნებები არის რა უნებიერი, აღიქმება სინეზთეტისგან როგორც გარე სამყაროს განუყოფელი რეალური ნაწილი. განსხვავებით იმის, რაც წარმოიქმნება მის ფიქრებში. სინეზთეთის გონებაში ეს შეგრძნება ხშირად განთავსებულია სხეულის გარეთ. თანამედროვე მკვლევარები ამ ფენომენს პირველი ექვსი მგრძნობელობის უნარის შემდეგ (მხედველობა, სმენა ,ყნოსვა, შეხება, გემოვნება, ინტუიცია) აგრეთვე უწოდებენ მე-7 გრძნობას.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სინეზთეთიკური საზოგადოებების მიხედვით ადამიანებში ამ მოვლენის არსებობის განსხვავებული სტატისტიკური მონაცემები არსებობს. მაგალითად აშშ-ს სინესთეთიკური საზოგადოების მიხედვით ეს ფენომენი ყოველ 30 000 ადამიანში მხოლოდ ერთი შემთხვევაა, ხოლო ანალოგიურ იაპონური საზოგადოების მონაცემთა მიხედვით ეს მოვლენა გავრცელებულია ყოველ 50 000 ადამიანში ერთზე.
სინესთეზია გამოირჩევა კიდევ სხვა განსაკუთრებულობით, რომელიც მას განასხვავებს შემოქმედებითი ფანტაზიების ნაყოფის ანდა მაღალფარდოვანი პოეზიისაგან. მისი ხატოვნების სიცოცხლის უნარიანობა და რეალობა უქმნიან პიროვნებებს ჩვეულებრივი გრძნობების ფონზე კიდევ უფრო მეტ მიზიდულობას. თუ, ლოგიკურად ვიმსჯელეთ სინესთეზია არ უნდა იყოს ადამიანის ტვინის მოღვაწეობის პროდუქტი. ვინაიდან ტვინი ევოლუციონირებს თავისი ფუნქციების ანატომიურ გაყოფაზე.
სინესთეზია არ წარმოადგენს შეგრძნებების დარღვევას. ეს მოვლენა ამა, თუ იმ ფორმაში გვხდება თითქმის ყველასთან, ბავშვობის პერიოდში. სინესთეზიის მოვლენები უპირველესად განსხვავდებიან დამატებითი შეგრძნებების ფორმებით მხედველობითი, სმენითი, გემოვნური, შეგრძნებითი და სხვა....
სინესთეზია შეიძლება წარმოიშვას არჩევითობით, მხოლოდ გარკვეულ შთაბეჭდილებებზე, ანდა ვრცელდება ყველა ამა,თუ იმ ხატოვნების შეგრძნებებზე. სინესთეზიის დამახასიათებელ მაგალითს წარმოადგენს მუსიკის აღქმა ზოგიერთ კომპოზიტორების მიერ. სადაც მუსიკალური ტონები მათ წარმოდგენაში აღიქმება გარკვეულ ფერებში .სინესთეზიის მოვლენები ზოგიერთ ადამიანებში დაკავშირებულია ციფრების, დღეების კვირების და ა.შ. ”შეფერადებულად” შეგრძნებებთა წარმოსახვაში.
http://www.radikal.ru

ასევე ცნობილია რომ, სინესთეზიის მოვლენა გადადის შთამომავლობაში და ამ დროს შესაძლებელია ისიც, რომ ერთიდა იმავე ოჯახში იყოს ორი ან რამოდენიმე სინესთეტი. მაგალითად ცნობილ რუს მწერალს სინეზთეტს ვ.ნაბოკოვს დედა, მეუღლე და შვილი ყავდა ამ მე-7 გრძნობის მატარებლები. შვეიცარელი ფსიქიატრი ეიჰენ ბლეილერი რომელმაც მსოფლიო მეცნიერებას დაუტოვა”შიზოფრენიის” და ”აუტიზმის” მცნებები, წარმოადგენდა სინეზთეტს, რომელსაც განვითარებული ჰქონდა გრაფო-ფერადოვანი (ასოების ხედვა ფერებში) სინესთეზიის ფორმა. მსოფლიოს ცნობილი პიროვნებებიდან სინეზთეტებს წარმოადგენდნენ კომპოზიტორები ფერენც ლისტი და იან სიბერიუსი. ზოგადად სინესტეტები ჩვეულებრივი ადამიანებისგან არ გამოირჩევიან მაღალი ინტელექტუალობით, სუსტები არიან მათემატიკაში. აქვთ ცუდი ორიენტაციის უნარი და უმეტესობას გააჩნიათ მანიაკალური ლტოლვა წესრიგის და სიმეტრიისკენ. მეხსიერება მათ არა ზუსტი აქვთ. მაგალითად სინესტეტისგან მოსალოდნელია რომ, მოისმინოთ შემდეგი ფრაზა ”არ მახსოვს ამ ქუჩის დასახელება მაგრამ ნამდვილად ნარინჯისფერია”.
ბოლო მონაცემების მიხედვით ამ ფენომენის არსებობს აგრეთვე განსხვავებული ფორმებიც. რომლებიც თავისი უნიკალურობით განსხვავდებიან ტიპიურ სინეზთეტური ფორმებისგან. აქვე აღსაღნიშნავია ის ფაქტიც რომ, განსაკუთრებით მაღალი მგძნობელობით და ექსტრასენსორული უნარით დაჯილდოებული ადამიანების, არა უმცირესი ნაწილი წარმოადგენენ სინეზთეტებს. ამის ნათელ მაგალითია ამერიკელი ფსიქოლოგი და მკვლევარი, ავტორი ტერმინის ”ინდიგო ბაშვები” , სინეზთეტი ნენსი ენ ტეპი.
საბოლოოდ ”სინესთეზია” დღეისათვის არის უფრო მეტი შეკითხვები ვიდრე პასუხები. ვინაიდან სინესთეტების უმრავლესობის შთაბეჭდილებები ხშირად ერთი და იგივე საგანზე ფერების და ბგერების აღქმის მიხედვით განსხვავებულია, და ამ ფენომენის უდიდესი ნაწილი დარჩენილია ამოუხსნელი.

Posted by: kate Nov 1 2011, 06:40 AM

რეალისტი
vano kazbegi
სინესთეზია, ძალიან მოკლედ და გასაგებად რომ განვმარტოთ (და ეს ჩემი აზრია, მას შემდეგ, რაც შეძლებისდაგვარად გავეცანი სინესთეზიაზე ჩატარებულ კვლევებს) - ეს არის ჩვენთვის ჩვეული გრძნობის ორგანოების, რომლებიცაა - მხედველობა, სმენა, ყნოსვა, გემო, შეხება, ინტუიცია(რაც ოფიციალურად არც არის გრძნობა) - საშუალებით, იმ ნამდვილი რეალობის აღქმა, რომელიც ჩვენთვის ჩვეულ სამგანზომილებიან სამყაროში ვერ ჯდება, მისი აღსაქმელი გრძნობის ორგანოები, უფრო სწორად, რეალობის აღქმის სხვა საშუალება ჩვენ არ გაგვაჩნია, ამიტომ ნამდვილი რეალობის აღსაქმელად სამგანზომილებიანი სამყაროს რამოდენიმე გრძნობითი ორგანო ერთიანდება ან პირიქით დიფერენცირდება. ხოლო ის რომ სამყარო ბგერაა, რომელიც ვიბრაციით წარმოქმნის ფორმებს და ფერებს რაც უკავშირდება რიცხვებს... და ასე იქმნება რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ, ძალიან შორს წაგვიყვანს და ამ თემას არ განეკუთვნება.

სინესთეზიის კლასიკური, თუ შეიძლება ასე ითქვას, შემთხვევაა, როდესაც გარკვეულ ციფრებს ან ასოებს ხედავენ ფერებში, თუმცა ეს ფერები განსხვავებულია სხვადასხვა სინესთესტიკებს შორის, ან გარკვეულ მოსიკალურ ნოტს ან მუსიკას აღიქვამენ ფერად, ან რამელიმე გემოს აღიქვამენ გარკვეულ გეომეტრიულ ფორმებით, ან რაღაც ფორმის დანახვისას ესმით გარკვეული ხმა...., მოკლედ აღწერილი და ასე თუ ისე შესწავლილია სინესთეზიის 50-მდე ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული ფორმა.

ვანოს შემთხვევა არც ერთ აღწერილ ფორმაში არ ჯდება, თუმცა ახლოსაა ყველაზე ცნობილ სინესთეზიკ ნენსი ენ ტეპის შემთხვევასთან, რომელიც თავის უნარს შოტლანდიელი ნათელმხედველ ბებიას უკავშირებს. ნენსი ენი ენერგიებს ხედავს ფერებში, ყველა ცოცხალი და არაცოცხალი საგნის გარშემო ხედავს მოძრავ ფერებს. ადამიანების გარშემო მოძრავ ფერებს შორის შეუძლია დაინახოს ერთი უძრავი ფერი, რომელსაც სიცოცხლის ფერს უწოდებს, ასე შეიქმნა ტერმინი ინდიგო, როცა ახალშობილების უმეტესობის ირგვლივ ხედავდა მხოლოდ ინდიგოს ფერს, რომელიც შემდეგ სხვა მრავალ ფერში გადადიოდა, მაგრამ ინდიგოსფერი უცვლელი რჩებოდა, თუმცა ვანოსგან განსხვავებით ის არ ხედავს ნაწილაკების სახით, ანუ ჩემი აზრით, ვანოს შემთხვევა უნიკალურია, თუნდაც იმით, რომ მას შეუძლია დაინახოს ენერგიის გადაადგილება, მოძრაობა. ისე საინტერესოა, ვანო როგორ ხედავს ნაწილაკების ფერებს ერთი და იგივე ადამიანის ირგვლივ სხვადასხვა დროს?!

სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობის გამო, ნენსი ენთან პირდაპირ დაკავშირება ჯერჯერობით შეუძლებელია, თუმცა შემპირდნენ, მაგრამ ეჭვი მეპარება, მოვახერხოთ. მაგრამ გადმომცეს ეს ლინკი, სადაც შეიძლება დღესდღეობით სინესთეზიაზე არსებული ყველა შესაძლო ტესტის ჩატარება. საიტის რუსულ ენაზეც გადატანაც შეიძლება, თუ ეს უფრო მოსახერხებელია.
http://www.synesthete.org/

Posted by: vano kazbegi Nov 1 2011, 11:31 AM

QUOTE(kate @ Nov 1 2011, 06:40 AM) *
რეალისტი
vano kazbegi


ვანოს შემთხვევა არც ერთ აღწერილ ფორმაში არ ჯდება, თუმცა ახლოსაა ყველაზე ცნობილ სინესთეზიკ ნენსი ენ ტეპის შემთხვევასთან, რომელიც თავის უნარს შოტლანდიელი ნათელმხედველ ბებიას უკავშირებს. ნენსი ენი ენერგიებს ხედავს ფერებში, ყველა ცოცხალი და არაცოცხალი საგნის გარშემო ხედავს მოძრავ ფერებს. ადამიანების გარშემო მოძრავ ფერებს შორის შეუძლია დაინახოს ერთი უძრავი ფერი, რომელსაც სიცოცხლის ფერს უწოდებს, ასე შეიქმნა ტერმინი ინდიგო, როცა ახალშობილების უმეტესობის ირგვლივ ხედავდა მხოლოდ ინდიგოს ფერს, რომელიც შემდეგ სხვა მრავალ ფერში გადადიოდა, მაგრამ ინდიგოსფერი უცვლელი რჩებოდა, თუმცა ვანოსგან განსხვავებით ის არ ხედავს ნაწილაკების სახით, ანუ ჩემი აზრით, ვანოს შემთხვევა უნიკალურია, თუნდაც იმით, რომ მას შეუძლია დაინახოს ენერგიის გადაადგილება, მოძრაობა. ისე საინტერესოა, ვანო როგორ ხედავს ნაწილაკების ფერებს ერთი და იგივე ადამიანის ირგვლივ სხვადასხვა დროს?!


http://www.synesthete.org/

არ ვიცი - ნაილაკების მოძრაობებს უწოდებენ აურას თუ აურა სხვა რამესაც უწოდებენ მარტო ფერები რომ ჩანს ნაწილაკები კი არა ( თვითონ აურა დღემდეც, ვერ გავიგე რა არის და რატომ ქვია , მე ვიცი რომ, აურა ქართულად დიადემა ქვია და ეს დიადემა მოთოლოგიურ ბერძნულ-რომაულ ისტორიაშია).
ჩანს ნაწილაკების მოძრაობები, ელვებისმაგვარი მნათობები, მოლივლივე უფერული ველები, ნაპერწკლები და გაელვებასთან ერთად , მოლივლივე დაგროვილი ნაწილაკები და შემდეგ იფანტებიან, ( დაგროვილ ნაწილაკებში ჩანს ფერადოვანი ფერები ) და ა.შ. ბევრი ახსნა ძნელია ( წერითი ).


Posted by: Τρισμέγιστος Nov 1 2011, 03:32 PM

QUOTE
არ ვიცი - ნაილაკების მოძრაობებს უწოდებენ აურას თუ აურა სხვა რამესაც უწოდებენ მარტო ფერები რომ ჩანს ნაწილაკები კი არა ( თვითონ აურა დღემდეც, ვერ გავიგე რა არის და რატომ ქვია , მე ვიცი რომ, აურა ქართულად დიადემა ქვია და ეს დიადემა მოთოლოგიურ ბერძნულ-რომაულ ისტორიაშია).

თუ არ იცი რა არის აურა, რა იცი რომ აურას ხედავ?smile.gif

თუ იცი რა არის რუპა პლანი?
ეს ისაა (განსხვავებით არუპა პლანისაგან), რაც შედარებით "მატერიალური"ფორმის მქონეა. ესაა ეთერი.
დედამიწაც, ადამიანიც, არსებობს როგორც ფიზიკურ-მატერიალურად, აგრეთვე ეთერულად. ეთერი შეიცავს ყველაფერს -აზრების სახით. ეს ეთერი "შედედდება"შემდგომ ასტრალურ სინათლედ (შუქად, ნათებად).სწორედ ეგ ასტრალური შუქი, ნათება,არის იმავე სუბსტანციისა, რითაც ნათდება ადამიანის აურის ასტრალური კვერცხი.
ამის მომდევნო პლანია უკვე ფიზიკური დედამიწა და ადამიანიც. აქ უკვე ადამიანებში გამონაწევრდება ცალკეული აურისეული კვერცხები.ასე ჰქვია ეზოთერულად.აურა შედგება იმ ყველაფრისაგან, რასაც შეიძლება ეწოდოს ადამიანის ინტელექტუალურ-მორალური მონაპოვარი. ეს მონაპოვარი გამოსხივდება სამყაროში აურისეული ნათებით და მაგას აქვს კვერცხის ფორმა.
რაც შეეხება შინაარსს, აქ რთულადაა საქმე.smile.gif

Posted by: Τρισμέγιστος Nov 1 2011, 03:33 PM

რაღაც ვერ გავუგე ამ შესწორების რეჟიმს,რაღაცას ვერ ვაკეთებ სწორადsmile.gif

Posted by: vano kazbegi Nov 1 2011, 03:36 PM

QUOTE(Τρισμέγιστος @ Nov 1 2011, 03:32 PM) *
თუ არ იცი რა არის აურა, რა იცი რომ აურას ხედავ?smile.gif

თუ იცი რა არის რუპა პლანი?
ეს ისაა (განსხვავებით არუპა პლანისაგან), რაც შედარებით "მატერიალური"ფორმის მქონეა. ესაა ეთერი.
დედამიწაც, ადამიანიც, არსებობს როგორც ფიზიკურ-მატერიალურად, აგრეთვე ეთერულად. ეთერი შეიცავს ყველაფერს -აზრების სახით. ეს ეთერი "შედედდება"შემდგომ ასტრალურ სინათლედ (შუქად, ნათებად).სწორედ ეგ ასტრალური შუქი, ნათება,არის იმავე სუბსტანციისა, რითაც ნათდება ადამიანის აურის ასტრალური კვერცხი.
ამის მომდევნო პლანია უკვე ფიზიკური დედამიწა და ადამიანიც. აქ უკვე ადამიანებში გამონაწევრდება ცალკეული აურისეული კვერცხები.ასე ჰქვია ეზოთერულად.აურა შედგება იმ ყველაფრისაგან, რასაც შეიძლება ეწოდოს ადამიანის ინტელექტუალურ-მორალური მონაპოვარი. ეს მონაპოვარი გამოსხივდება სამყაროში აურისეული ნათებით და მაგას აქვს კვერცხის ფორმა.
რაც შეეხება შინაარსს, აქ რთულადაა საქმე.smile.gif

მაგ დონემდე ვერ ვერკვევი

Posted by: Τρισμέγιστος Nov 1 2011, 03:39 PM

ბოდიში, მაშინ. რავიცი წავიკითხე, რომ

QUOTE
თვითონ აურა დღემდეც, ვერ გავიგე რა არის და რატომ ქვია , მე ვიცი რომ, აურა ქართულად დიადემა ქვია და ეს დიადემა მოთოლოგიურ ბერძნულ-რომაულ ისტორიაშია).
და ამიტომ გიპასუხე. თუ არ გსურს აღარ გავაგრძელებ და შენ გააგრძელეsmile.gif

Posted by: vano kazbegi Nov 1 2011, 04:17 PM

QUOTE(Τρισμέγιστος @ Nov 1 2011, 03:39 PM) *
ბოდიში, მაშინ. რავიცი წავიკითხე, რომ და ამიტომ გიპასუხე. თუ არ გსურს აღარ გავაგრძელებ და შენ გააგრძელეsmile.gif

შენ ვერ მიმიხვდი- თვითონ ტერმინოლოგიას ვერ ვერკვევი მაგალითად ( რუპა პლანი, ეთერი, ასტრალურ სინათლე, აურისეული კვერცხები როგორია არ ვიცი და მეცნიერული ტერმინოლოია კიდე ). smile.gif
ნელ ნელა ვითვისებ ამ ფორუმიდან ცოდნას... მანამდე არადროს ვინტერესდებოდი.

Posted by: Τρισμέγιστος Nov 1 2011, 04:29 PM

კი გაგიგე კიsmile.gif მაგალითად, შენ რაღაცას ხედავ, ვთქვათ, ნათების სახით. და ამას არქმევ აურას.მაგრამ რა იცი იქნებ არ არის ეგ აურა? და ის ხალხი ვისაც ამას ეუბნები,დარწმუნებულია რომ მისი აურა ასე და ასე გამოიყურება,როგორც შენ ეუბნები. ეს არის ცდომილება.
აურა სრულიად სხვადასხვანაირად გამოიყურება იმის მიხედვით თუ საიდან უყურებს მხილველი. მაგ. გრძნიობადი სამშვინველიდან დანახული აურა სხვა შეფერილობისაა. განსჯითი სამშვინველიდან დანახული სხვა ფერია. ცნობიერიდან კიდევ სხვა ფერი. ძალიან საფრთხილოა რომ არ შევიყვანოთ სხვა ადამიანები ცდომილებაში,როცა ჩვენ თვითონ არ ვიცით რას ვხედავთ, რა ნაწილს და საიდან. ობიექტურად არსებულს ვხედავთ თუ ჩვენი შემოქმედების პროექციას.smile.gif ასეც ხდება.

Posted by: kate Nov 1 2011, 08:24 PM

Τρισμέγιστος

QUOTE(Τρισμέγιστος @ 1st November 2011 - 08:29 AM) *
აურა სრულიად სხვადასხვანაირად გამოიყურება იმის მიხედვით თუ საიდან უყურებს მხილველი. მაგ. გრძნიობადი სამშვინველიდან დანახული აურა სხვა შეფერილობისაა. განსჯითი სამშვინველიდან დანახული სხვა ფერია. ცნობიერიდან კიდევ სხვა ფერი.

საინტერესოა, ხომ არ დააკონკრეტებდი, რა გაქვს მხედველობაში?!

Posted by: Τρισμέγιστος Nov 1 2011, 09:15 PM

საამისოდ ადამიანის სტრუქტურა უნდა განვიხილოთ ეს დიდ დროს მოითხოვს. მარტივად არ ხდება ამის კონსტატირება. პირდაპირ რომ ვუპასუხო კითხვას, შემდეგნაირ აზრს მივიღებთ: აურულ ოვალს აყალიბებს ადამიანის მე ორგანიზაცია. ვისაც შეუძლია გამოცალკევებულად დანახვა, ანუ თავად ამ ოვალისა-ცალკე, მაშინ ეს ოვალი (აურული) წარმოდგება შავად.თუმცა, როგორც წესი მას ძირითადად აღიქვამენ განსჯითი სამშვინველში, ამიტომ ამ შემთხვევაში მოცისფროდ ჩანს. მოცისფრო ნათებად. მე ორგანიზაციის სისუსტის და სიპატარავის შემთხვევაში ეს ოვალი არის მცირე. სუსტი მოცისფრო ნათებით. ასეთია ადამიანების უმრავლესობის აურა. რაც უფრო ძლიერ მე ორგანიზაციასთან გვაქვს საქმე, მით უფრო იზრდება აურული ოვალი და ფერებიც "ემატება" ასე ვთქვათ, იმის მიხედვით რა ძალებს ანვითარებს კონკრეტული ადამიანი. ამასთანავე, ის, ვინც ხედავს აურას, ხედავს არა კონკრეტულ ფერს, არამედ ამ ფერის მატარებელ სულიერ არსებებს. ესაა აქ მთვარი.

Posted by: რეალისტი Nov 9 2011, 05:30 PM

Обнаружен ген, вызывающий синестезию
http://www.radikal.ru

Найден ген, отвечающий за боль при синестезии – психического состояния, при котором люди не ощущают, а слышат или различают запах боли.
Проведя множество экспериментов, австрийские исследователи установили, что люди с геном α2δ3 чувствуют боль не как все остальные, при помощи болевых окончаний нервов, а на слух, через запах или даже видят боль.
Руководитель исследовательской группы г-н Пеннингер рассказал, что они обнаружили ген, отвечающий за синестезию. Синестезия – это нервно-психологический феномен, позволяющий человеку воспринимать раздражение одного участка тела или органа как реакцию другого органа чувств.
Существует не одна разновидность синестезии, но ученых интересовала та форма, при которой люди испытывают боль посредством зрения или слуха. Так, некоторые люди, увидев определенный оттенок, чувствуют болезненность.
4 процента всего человечества являются носителями данного феномена, причем синестезия явно генетически связана с особенностями интеллекта и творческими способностями. Синестетами были, например, Лист, Скрябин, Набоков и Кандинский.
Ген, выявленный австрийскими учеными, является уникальным нуклеотидом в ряду генов, отвечающих за болевую реакцию, но отличающийся от них. Разница состоит именно в корреляции этого гена с одаренностью человека. Ослабление болевых ощущений связано с тем, что у носителей гена боль переходит в другие ощущения. Результаты исследований помогут в создании новых обезболивающих средств и разработке индивидуальных схем лечения для любого больного

Posted by: რეალისტი Nov 9 2011, 05:45 PM

ექსტრასენსები და სინესტეზია
http://www.radikal.ru
едьмым чувством называют синестезию - способность «слышать» цвет или «видеть» музыку. После пяти основных: слуха, осязания, зрения, обоняния, вкуса. И шестого - интуиции.
Люди, обладающие способностью воспринимать мир большим количеством чувств, считаются уникальными. Но не более того. Ничего сверхъестественного в природе синестезии нет. Она дается каждому человеку с рождения. Ведь в мозгу младенцев импульсы от всех органов чувств перемешаны. Но в возрасте примерно полугода происходит их разделение: звуки - «направо», зрительная информация - «налево». По-научному - это процесс отмирания нейронов, создающих синаптические мостики.
У синестетиков мостики остаются неповрежденными, а чувства - неразделенными. Словно бы наложенными друг на друга. И вот некоторые из таких людей и называют себя экстрасенсами, колдунами и целителями. А кое-кто даже мессиями.
Развеять миф о происхождении якобы божественного дара взялись нейропсихологи Университета Цюриха. Несколько лет они изучали экстрасенсов, которые считали, что способны видеть будущее и просвечивать людей насквозь, как рентген-аппараты.
Во время опытов ученые просили «ясновидцев» смотреть на монитор, разработанный специально для «включения» определенного центра зрительной коры головного мозга. С его помощью исследователи хотели понять, как возникают в мозгу уникумов различные образы. И обнаружили: очень часто многие «слышат» картинку. Некоторые - слабое жужжание, другие - свист. Хотя картинку на самом деле не сопровождают никакие звуковые эффекты.
Более того, так называемые экстрасенсы, прослушивая музыку, иногда ощущали во рту всевозможные вкусы: сладковато-горькие, соленые, кислые. Видели цвета. Нота фа для них почему-то светилась фиолетовым, а до - красным.
Испытуемые отнюдь не воображают цвета или вкусы. А действительно ощущают их. Проверил это профессор психологии и нейрофизиологии Калифорнийского университета Вилейанур Рамачандран, который разработал специальный тест (см. рис.). На экране компьютера появлялись черные двойки и расположенные в случайном порядке пятерки. Обычному человеку очень трудно вычленить одно из другого. А синестетик легко видит, что двойки образуют треугольник. Ведь для него они цветные. Используя подобные тесты, Рамачандран и его коллеги обнаружили: синестезия распространена намного больше, чем считалось раньше.

Posted by: რეალისტი Nov 10 2011, 11:53 PM

მეგობარო ვწუხვარ მაგარამ IQ მეტად დაბალი გაქვთ. ანდა ყურადღების დეფიციტი გაგაჩნიათ
კიდევ ერთხელ მომიტევეთ. მაგრამ რავქნა ეს თქვენი პოსტებიდან ჩანს
პატივისცემით
რეალისტი

Posted by: salome Dec 13 2011, 10:08 PM

უიმე, ფენომენი არა ისა ... : ))

Posted by: Lashapoli Dec 14 2011, 12:20 AM

QUOTE(რეალისტი @ Nov 11 2011, 12:53 AM) *
მეგობარო ვწუხვარ მაგარამ IQ მეტად დაბალი გაქვთ. ანდა ყურადღების დეფიციტი გაგაჩნიათ
კიდევ ერთხელ მომიტევეთ. მაგრამ რავქნა ეს თქვენი პოსტებიდან ჩანს
პატივისცემით
რეალისტი

Just_Cuz_01.gif
ვწუხვარ მაგარი იყო ))))))))))))))))))))))))))))

Posted by: ანა Dec 14 2011, 01:18 AM

მშურს ვანოსი და სხვა არაფერი მაქვს ამ თემაში სათქმელი, სამაგიეროდ მე ფანტაზია მაქვს უსაზღვრო.. wink.gif :გაბუტული:

Posted by: Hel Loki Jan 4 2012, 07:56 PM

ვანო ანუ აქაური ვანო ყაზბეგი ხო ? smile.gif მე ვიცი ჩემი აურის ფერი wink.gif იქნება და მერე დავტესტოთ ბატონი ვანო ( თუ კი ტანახმა იქნება ). უბრალოდ მაინტერესებს. ცუდათ არ დამიწერია ეგ მართლა მაინტერესებს.


ჩემი სინესთეზია... არ ვიცი ფანტაზიაა უფრო ან მაინც რარაცა არის ამაში "საღი. ყველა ფორმაში ვხედავ სურათს ანუ აბსტრაქტული ფორმები, პრიმიტივიზმშიც კი ვხედავ სურათებს ( შიზოფრენია არ მჭირს გავისინჯე на всякий случай biggrin.gif ).

Posted by: td......... Jan 4 2012, 09:15 PM

Hel Loki
რო გასინჯულიყავი ნაღდად თეთრი ბილეთი გექნებოდა.. biggrin.gifbiggrin.gif ერთი ნაცნობი ფსიქიატრი ამბობდა ყველა ტესტი რომ გაგატარო შიზოფრენიის რომელიმე სტადია დაგიდგინდება , შანსი არ არისო..smile.gif))

Posted by: Hel Loki Jan 5 2012, 01:35 AM

td.........
you've got the point wink.gif здоровых нет. есть недообследованные smile.gif.

Posted by: vano kazbegi Jan 5 2012, 02:21 AM

QUOTE(Hel Loki @ Jan 4 2012, 07:56 PM) *
ვანო ანუ აქაური ვანო ყაზბეგი ხო ? smile.gif მე ვიცი ჩემი აურის ფერი wink.gif იქნება და მერე დავტესტოთ ბატონი ვანო ( თუ კი ტანახმა იქნება ). უბრალოდ მაინტერესებს. ცუდათ არ დამიწერია ეგ მართლა მაინტერესებს.
ჩემი სინესთეზია... არ ვიცი ფანტაზიაა უფრო ან მაინც რარაცა არის ამაში "საღი. ყველა ფორმაში ვხედავ სურათს ანუ აბსტრაქტული ფორმები, პრიმიტივიზმშიც კი ვხედავ სურათებს ( შიზოფრენია არ მჭირს გავისინჯე на всякий случай biggrin.gif ).

კი თანახმა ვარ smile.gif რას ვიცი დავწერ თუ არა და ვერ დავწერ.

Posted by: Hel Loki Jan 5 2012, 02:27 AM

vano kazbegi
smile.gif უიუი ძალიან კარგი. ვნახოთ თუ არ გადავჭამთ ერთმანეთს იმედია სადმე შევიკრიბებით.

Posted by: kate Jan 5 2012, 08:50 AM

Hel Loki

QUOTE(helloki @ 4th January 2012 - 10:56 AM) *
ყველა ფორმაში ვხედავ სურათს ანუ აბსტრაქტული ფორმები, პრიმიტივიზმშიც კი ვხედავ სურათებს ( შიზოფრენია არ მჭირს გავისინჯე на всякий случай ).

უფრო კონკრეტულად ხომ არ დაწერდი, რა სურათს ხედავ, კერძოდ მოხაზულობებს აღიქვამ სურათებად თუ ფორმებად, თუ გარშემოწირილობებით ადგენ სურათებს?

Posted by: vano kazbegi Jan 5 2012, 07:22 PM

QUOTE(Hel Loki @ Jan 5 2012, 02:27 AM) *
vano kazbegi
smile.gif უიუი ძალიან კარგი. ვნახოთ თუ არ გადავჭამთ ერთმანეთს იმედია სადმე შევიკრიბებით.

justcuz_hourglass.gif დაველოდოთ შეკრებას ( ხუმრობით) . გადავჭამთ ? განა სვანი ვარ ( ხუმრობით) .

Posted by: vano kazbegi Jan 5 2012, 11:29 PM

QUOTE(Hel Loki @ Jan 5 2012, 02:27 AM) *
vano kazbegi
smile.gif უიუი ძალიან კარგი. ვნახოთ თუ არ გადავჭამთ ერთმანეთს იმედია სადმე შევიკრიბებით.

გადაჭმას თუ მიპირებ ანუ ყვითელი და მომწვანო ფერის აურა უნდა ქონდეთ .

Posted by: sociopath Jan 5 2012, 11:32 PM

QUOTE(რეალისტი @ Oct 22 2011, 12:10 PM) *
მოგესალმებით
მსოფლიო სხვადასხვა კუთხეებში
ვანოს მსგავსი სინესტეტები
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru


ეს რომელიმე დოკუმენტურიდანაა სქრინები? smile.gif

Posted by: sociopath Jan 5 2012, 11:37 PM

აი ამაზე ითქმის I see your true colours ))
ანუ კარგი,მე მაგალითად ლურჯს ვასხივებ,რა ხდება მერე?

Posted by: რეალისტი Jan 6 2012, 01:15 AM

მეგობარო "sociopah"
"ნუ კარგი,მე მაგალითად ლურჯს ვასხივებ,რა ხდება მერე?"
მერე შეისწავლეთ მოვლენის არსი და თითონ მიხვდებით რაც მოხდება, ან რაც შესაძლებელია მოხდეს თუ თქვენ ამ ფერის სიხშირის ტალღის გამოსხივების სურვილი გაქვთ. ისე ბუნებაში არსებულ ფენომენსა და სურვილს შორის დიამეტრალური საკმაოდ დიდი სხვაობაა. ერთს ეს ბუნებრივი უნარი გააჩნია მეორეს არა.
ამით არაფერი არ შავდება. უბრალოდ ეს განსხვავებაა ადამიანებს შორის. ზოგი უნიკალურია ზოგიც ჩვეულებრივი სტანდარტი.
მთავარი ცოდნის წყურვილი და მიზნის მიღწევაა.
ისე მეგობარო, ტიტანური შრომაა საჭირო რომ ჩაწვდეთ საგნის არს.
პატივისცემით თქვენს მიმართ
რეალისტი

Posted by: Hel Loki Jan 6 2012, 10:47 PM

kate
უბრალოდ ვუყურებ რამეს სიბრტყეს და ან მოძრაობას იწყებს და მერე ჩნდება სურათი ან უბრალოდ ჩნდება სურათი. ზოგჯერ პერიმეტრს რაღაც ბინდი ახლავს. იდეაში ეგ აურაა ( ანუ ამ "ბინდს" ადამიანებზე ვხედავ ). უბრალოდ არ ვანვითარებ ამას არ ვმუშაობ.
vano kazbegi
მე კი არ ვაპირებ გადაჭამა ბათქებს smile.gif აქ ისედაც ატარებენ მასტერკლასებს ამ დარგში smile.gif ხო და იმედია ვანო ყაზბეგს დამიტოვებენ ( და არა მარტო ვანოს ). პატივისცემით smile.gif

Posted by: vano kazbegi Jan 7 2012, 04:14 PM

თბილისში ვარ ერთი კვირის - ხვალ რუსთაველზე მინდა გავისეირნო . დავათვალიერო და მერე დავბრუნდე სახლში.

Posted by: vano kazbegi Jan 8 2012, 03:07 PM


Posted by: marissa Nov 7 2012, 10:40 PM

ეხლა გამხსენდა რო ყავისფერი აურის ადამიანი არასდროს მინახია,ნეტა არსებობეენ huh.gif

Posted by: chemikerin Nov 7 2012, 11:01 PM

marissa
იცი რა მაინტერესებს? აი მაგალითად როცა ხედავ რომ ადამიანი ნერვიულობს ან იტყუება, იცვლება მისი აურის ფერი?

Posted by: marissa Nov 7 2012, 11:33 PM

QUOTE(chemikerin @ Nov 7 2012, 11:01 PM) *
marissa
იცი რა მაინტერესებს? აი მაგალითად როცა ხედავ რომ ადამიანი ნერვიულობს ან იტყუება, იცვლება მისი აურის ფერი?

არაა ესე უცებ არ ეცვლება ადამიანს აურის ფერი დიდი დრო უნდა გავიდეს რო ფერი შეეცვალოს,მარა არის ზოგჯერ გამონაკლისი შემთხვევებიც მაგალიათად ლოცვის დროს ფერი ღიავდება უფრო

Posted by: Dondariable Nov 8 2012, 01:43 AM

marissa
შენ აურებს ხედავ?

Posted by: marissa Nov 8 2012, 12:43 PM

QUOTE(Dondariable @ Nov 8 2012, 01:43 AM) *
marissa
შენ აურებს ხედავ?

საერთოდ ყველაფრის ფერს ვხედავ ადამიანების შემთხვევაში კი ალბათ აურაა რასაც ვხედავ smile.gif

Posted by: anima mundi Nov 8 2012, 01:18 PM

QUOTE(რეალისტი @ Nov 9 2011, 05:45 PM) *
ექსტრასენსები და სინესტეზია
http://www.radikal.ru


ესრა ნახატია? ზუსტად ასეთ ლურჯ წერტილებს ვხედავხოლმე

Posted by: chemikerin Nov 8 2012, 03:58 PM

marissa
და აურის ფერის მიხედვით შეგიძლია თქვა ავად არის თუ არა ადამიანი? ანუ ავადმყოფობა ახდენს გავლენას აურაზე?

Posted by: marissa Nov 8 2012, 04:02 PM

QUOTE(chemikerin @ Nov 8 2012, 03:58 PM) *
marissa
და აურის ფერის მიხედვით შეგიძლია თქვა ავად არის თუ არა ადამიანი? ანუ ავადმყოფობა ახდენს გავლენას აურაზე?

მაგაზე არასდროს მიმიქცევია ყურადღება არ ვიცი kos.gif რაღაც დროის განმავლობაში კი ეცვლებათ დამიანებს ფერი შეიძლება ეს მარტო ხასიათის არა და ჯანმრთელობის ცვლილების ბრალიც იყოს

Posted by: chemikerin Nov 10 2012, 01:48 PM

აუ ისე კარგი იქნებოდა აურების დანახვა... ვარჯიშით შეიძლება განვავითარო ეს უნარი?

Posted by: marissa Nov 10 2012, 02:10 PM

chemikerin
მე არასდროს ვაქცევდი აქმდე ყურადღებას იმდენათ ჩვეულებრივი რაღაც მეგონა.ყველაფრის განვითარება შეიძლება ვარჯიშით და ალბათ ამისთვისაც იქნება რაღაც სავარჯიშოები

Posted by: old_man Nov 10 2012, 02:21 PM

marissa
პირველად როდის მიხვდი რომ განსხვავებულად ხედავდი?
და ვთქვათ ოჯახის წევრებს რომ უთხარი როგორ მიიღეს?

Posted by: marissa Nov 10 2012, 02:35 PM

QUOTE(old_man @ Nov 10 2012, 02:21 PM) *
marissa
პირველად როდის მიხვდი რომ განსხვავებულად ხედავდი?
და ვთქვათ ოჯახის წევრებს რომ უთხარი როგორ მიიღეს?

ზუსტად არ მახსოვს დაახლოებით ერთი ორი წელი იქნება რაც მივხვდი რო რაღაც ისე ვერ იყო biggrin.gif პატარა რო ვიყავი ნაკლებს ვლაპარაკობდი ამაზე და თან რახან პატარა ვიყავი ფიქრობდნენ რო რაღაცეებს ვიგონებდი ან ჩემი ფანტაზია იყო და მერე როცა გვავზრდე და ვეუბნებოდი რამე მსგავსს სხვებს აღმოჩნდა რო ვერავინ ვერაფერსაც ვერ ხედავდა,მერე უფრო დავინტერესდი და ძალიან მინდოდა რამე ინფორმაცია გამეგო რა იყო ან რამე სახელი თუ ერქვა მარა წარმოდგენა არ მქონდა არაფერზე საიდან დამეწყო,ადამიანებზე ფერის დანახვა აურას მივაწერე მარა სიტყვები,ციფრები დანარჩენის ფერებს ახსნას ვერ ვუძებნიდი.ხო ოჯახის წევრებმა აქამდეც ფიქრობდნენ და ეხლა საბოლოოთ დაასკვნეს რო უცნაური ვარ biggrin.gif მოკლეთ ბოლოს შემოვედი ამ ფორუმზე და დავპოსტე სადაღაც რო ვხედავდი ფერებს მერე ვიღაცამ მომასწავლა სინესთეზიის თემა და ესე გავიგე რა ერქვა ამ ფენომენს.მაგრამ მაინც დღემდე ვერ ვეგუები იმ აზრს რო სხვები ვერ ხედავენ

Posted by: anima mundi Nov 10 2012, 02:56 PM

marissa

სხვებიც ხედავენ. გიო.გეოო ხედავს, ვანო ხედავს, ნინო ხედავს, ალექსიც ხედავს ტმ_ს მასწავლებელი. ჩემი სხვა მეგობარიც ხედავს არაფორუმელი და ავადმყოფობებსაც. გუდუნაც ხედავს.. კიდევ ვიცნობ ქალს ვიცნ ადამიანის წარსულს ხედავს კადრებად smile.gif მე ადამიანებს სრულიად ვგრძნობ, მათ ტკივილს და ძირითადად ეს ცუდია და ჩემ ტავზე გადმომაქვსხოლმე და ორმაგად ცუდად ვარ, მხოლოდ ალბათ იმათ ვისთანაც უფრო კავშირი მაქვს.. სულ ყველას არა/ ასე რომ შეეგუე.. და ისწავლე გამოიყენო სასრგებლოდ.

მე როგორ ვიცი ეცვლებათ ადამიანებს ფერები და ალექსმა თქვა თუ ადამინი სრულიად გათეთრდა ეს ნიშნავს რომ ჯანმრთელიაო.. და სულ იცვლებაო.

Posted by: marissa Nov 10 2012, 03:20 PM

anima mundi
აუ ხო ყველაზე მეტად ეგ მიხარია ხოლმე რო ვიგებ რო ვინმე სხვაც ხედავს,სხვისი ტკვილიდა საერთოდ გრძნობები მეც ჩემ თავზე გადმომაქვსხოლმე, თავისთავად ვგრძნობ იგივეს რასაც ის,ოღონთ უცხოებზეც,რამდენჯერმე ცუდათაც კი გავხდი სხვა ადმიანის ცუდათ ყოფნის გამო,ამიტო სულ ვცდილობ უსიამოვნო ამბებეს,საავადმყოფოებს და ეგეთებს თავი ავარიდო .აგრამ ეს ალბათ უფრო ემოციურობის და თანაგრძნობის უნარის ბრალია.

Posted by: chemikerin Nov 10 2012, 03:21 PM

marissa
აურა სურათებში არ ჩანს ხო?

QUOTE
გიო.გეოო ხედავს
gio.geoo
დაძაბვა და დიდხანს დაკვირვება გჭირდება? განივითარე თუ შენც ბავშვობიდან გაქვს ეს უნარი?

QUOTE
ნინო ხედავს

ვინ არის ნინო?

Posted by: chemikerin Nov 10 2012, 03:25 PM

დამავიწყდა მეკითხა... სიბნელეში როგორ ჩანს თუ არ ჩანს?

Posted by: marissa Nov 10 2012, 03:27 PM

chemikerin
აურას ადამიანიდან ვხედავ თუ შენ ვერ გხედავ ვერც შენ აურას დავინახავ

Posted by: old_man Nov 10 2012, 04:02 PM

QUOTE
სხვებიც ხედავენ. გიო.გეოო ხედავს, ვანო ხედავს, ნინო ხედავს, ალექსიც ხედავს ტმ_ს მასწავლებელი.

მარისა როგორც ხედავს ისე ვერეავინ ხედავს. გატესტილია ხალხი. გიო-გიოს ვეხვეწებით და არაფერს ამბობს biggrin.gif, ვანო ფერად ნაწილაკებს ხედავს, ნინო არ ვიცი ვინაა. ალექსი 24 საათი მედიტირებს და ალბათ უნდა ხედავდეს კედლებს მიღმა ))
მარისა შემოგხედავს და დაუფიქრებლად გეუბნება.

Posted by: marissa Nov 10 2012, 04:10 PM

QUOTE(old_man @ Nov 10 2012, 04:02 PM) *
მარისა როგორც ხედავს ისე ვერეავინ ხედავს. გატესტილია ხალხი. გიო-გიოს ვეხვეწებით და არაფერს ამბობს biggrin.gif, ვანო ფერად ნაწილაკებს ხედავს, ნინო არ ვიცი ვინაა. ალექსი 24 საათი მედიტირებს და ალბათ უნდა ხედავდეს კედლებს მიღმა ))
მარისა შემოგხედავს და დაუფიქრებლად გეუბნება.

ყველაზე საინტერესო ვანოს შემთხვევაა smile.gif გიო როგორც ამბობს ხედავს ენერგიას და არა აურას.თვითონ ისეთი განსაკუთრებული აურა აქვს შეუძლებელია ჩვეულებრივი იყოს და არცაა გასაკვირი რო რამე ისეთიდაინახოს რასაც სხვები ვერ ხედავენ,უბრალოდ ბევრი ლაპარაკი არ უყვარს biggrin.gif

Posted by: old_man Nov 10 2012, 04:14 PM

marissa
ხო გიო-გეო ენერგიებს ხედავს ალბათ. ამიტომ არ უნდა ავურიოთ აურა და ენერგიები. აი ვანოს შემთხვევა გასარკვევია. ვანო ხედავს ძაან ბევრ ფერს მოხტუნავე ფერადი ნაწილაკებით. ორივეს რომ გეცლებათ მინდა შეხვედრა მოვაწყოთ და ვნახოთ განსხვაებები. შენი შემთხვევა იმით არის გამორჩეული რომ სრულყოფილი სინესთეზი ხარ ანუ მარტო ადამიანს კი არ ხედავ ფერებში არამედ სიტყვებსაც და ციფრებსაც ფერებში აღიქვამ

Posted by: Dondariable Nov 10 2012, 04:15 PM

Dondariable
სურათის საშუალებით ხედავ აურის ფერს?


Posted by: old_man Nov 10 2012, 04:17 PM

QUOTE
სურათის საშუალებით ხედავ აურის ფერს?


წინა გვერდზე უპასუხა მაგ შეკითხვას. არაო

Posted by: marissa Nov 10 2012, 04:23 PM

old_man
შენ თუ სწორად მახსოვხარ შვინდისფერი ხარ ხო smile.gif

Posted by: chemikerin Nov 10 2012, 04:29 PM

old_man

QUOTE
ხო გიო-გეო ენერგიებს ხედავს ალბათ.
თუ იცი ფერებში ხედავს? ეს ენერგიის ხედვა პირველად გავიგე...

QUOTE
გიო-გიოს ვეხვეწებით და არაფერს ამბობს

აუ რა აქვს ეზოთერიკ ხალხთან დასამალი?! biggrin.gif biggrin.gif




Posted by: old_man Nov 10 2012, 04:33 PM

marissa

QUOTE
შენ თუ სწორად მახსოვხარ შვინდისფერი ხარ ხო

არა.
ვარდისფერი smile.gif)

Posted by: old_man Nov 10 2012, 04:35 PM

chemikerin

QUOTE
თუ იცი ფერებში ხედავს? ეს ენერგიის ხედვა პირველად გავიგე...

მაგდენი არ ვიცი უთქმელი ბიჭია biggrin.gif ორგანოებს ხედავს თუ რამე დარღვეაა, დაავადება გაქვს, სხვა ფერი აქვს ალბათ და გეუბნება და მერე მკურნალობს

Posted by: Lashapoli Nov 10 2012, 04:55 PM

QUOTE(old_man @ Nov 10 2012, 05:02 PM) *
ალექსი 24 საათი მედიტირებს და ალბათ უნდა ხედავდეს კედლებს მიღმა ))

biggrin.gif biggrin.gif

Posted by: td......... Nov 10 2012, 04:56 PM

გიოგეო მართლა განსაკუტრებული ადამიანია. ზალიან ნათელია, ასხივებს. მთAვარია სწორად წარმართოს თავის სინათლე და არ დაკარგოს არასდროს. ისეტი ასაკი აქვს ეხლა.. smile.gif

Posted by: marissa Nov 10 2012, 05:10 PM

old_man
ხო მახსოვს რო ვიღაც იყო შვინდისფერი ეტყობა ამერიე biggrin.gif კაია ვარდისფერი რო ხარ,ერთერთი იშვიათი ფერია თან ყველაზე მგრძნობიარე და კეთილები ვარდისფერები არიან

Posted by: anima mundi Nov 10 2012, 05:14 PM

marissa

ჩემს ერთ მეგობარს ქორიმონატიის ნიჭი აქვს, მაგრამ არ უყურებს ადამიანებს ხელებზე.. ზოგჯერ ნიჭი წყევლაა, ზოგჯერ მართლა ნიჭია smile.gif უფრო მაინც შენია და უნდა გამოიყენო.. ვერ გაექცევი.

QUOTE
მარისა შემოგხედავს და დაუფიქრებლად გეუბნება


ვფიქრობ უდნა თეორიულადაც გაამდირდოს თავისი ხედვები და უკეთ დააკვირდეს, რას ხედავს.. არ ვიცი. აწარმოა შენთვის ბლოკნოტში აღწერა და დააკვირდი ცვლიბებეის დროს smile.gif

ბავშვები როგორები არიან?
შეყვარებულები როცა ერთად არიან როგორ იცვლება მათი ფერები?
მწუხარებისას როგორ იცვლება?
მმმ.. რავიცი ასე smile.gif ლამაზია უფრო ცხოვრება, როცა შენი ნამდვილი თავის ხედვის ერთით მეტი უნარი გაქვს გახსენებული..

Posted by: anima mundi Nov 10 2012, 05:19 PM

QUOTE(td......... @ Nov 10 2012, 04:56 PM) *
გიოგეო მართლა განსაკუტრებული ადამიანია. ზალიან ნათელია, ასხივებს. მთAვარია სწორად წარმართოს თავის სინათლე და არ დაკარგოს არასდროს. ისეტი ასაკი აქვს ეხლა.. smile.gif


და კიდევ ძალიან სიმპატიურიც სხვათაშორის smile.gif))) ათასში ერთხელ დამინახავს მაგის სიცილი, მე არ მიცინის მარა როცა იცინის მმ.. აი არ ვიცი
ტიბეტელ ბერს არა. პრინცს გავს. ძალიან კარგ პრინცს... ცხრა ან ათი გალაქტიკის JC_cupidgirl.gif star wars_შია მაგის ადგილი, აბა აქ რა უნდა თბილისში.. ვერ ვხდები ))))))

Posted by: old_man Nov 10 2012, 05:42 PM

QUOTE
კაია ვარდისფერი რო ხარ,ერთერთი იშვიათი ფერია თან ყველაზე მგრძნობიარე და კეთილები ვარდისფერები არიან

angelchik.gif

Posted by: marissa Nov 10 2012, 05:58 PM

QUOTE(anima mundi @ Nov 10 2012, 05:19 PM) *
და კიდევ ძალიან სიმპატიურიც სხვათაშორის smile.gif))) ათასში ერთხელ დამინახავს მაგის სიცილი, მე არ მიცინის მარა როცა იცინის მმ.. აი არ ვიცი
ტიბეტელ ბერს არა. პრინცს გავს. ძალიან კარგ პრინცს... ცხრა ან ათი გალაქტიკის JC_cupidgirl.gif star wars_შია მაგის ადგილი, აბა აქ რა უნდა თბილისში.. ვერ ვხდები ))))))

აი ცუდი თვისება ჩემი უანრის biggrin.gif იმდენათ ვარ ფერზე ორიენტირებული მგონი გარეგნულათ წესიერათ ვეღარ აღვიქვავ ხალხს გიოს განსაკუთრებით ისეთი ფერი აქ

Posted by: old_man Nov 10 2012, 06:04 PM

marissa
ცხოველებს როგორი ფერები აქვთ? ძაღლებს, კატებს, ჩიტებს. მათი ფერებიც განსხვავდება?

Posted by: marissa Nov 10 2012, 06:08 PM

QUOTE(old_man @ Nov 10 2012, 06:04 PM) *
marissa
ცხოველებს როგორი ფერები აქვთ? ძაღლებს, კატებს, ჩიტებს. მათი ფერებიც განსხვავდება?

მაგათზე ვერ ვხედავ, მართალი გითხრა არც არასდროს მიმიქცევია ყურადღება,ადრე დავინახე კატაზე მგონი სულ ერთხელ თუ ორჯერ მიიქცია ჩემი ყურადღება დანარჩენი ცხოველებზე არსდროს

Posted by: td......... Nov 10 2012, 06:23 PM

ნეტა მე რა ფერი ვარ

Posted by: Lashapoli Nov 10 2012, 07:37 PM

QUOTE(td......... @ Nov 10 2012, 07:23 PM) *
ნეტა მე რა ფერი ვარ

ლაჟვარდის ))))

Posted by: td......... Nov 10 2012, 07:39 PM

Lashapoli ეუH!

რეალისტმა ნარინჯისფერიო..biggrin.gifbiggrin.gif

ისე შენც ასხივებ ლაშპოლ...smile.gif კრისტალივით! აი თუ გინახავს პრიზმა , რომ ჩAიხედავ შიგნით აი, ეგრე ასხივებ! wink.gif

Posted by: Lashapoli Nov 10 2012, 10:42 PM

angel-12.gif

Posted by: anima mundi Nov 10 2012, 11:11 PM

marissa

QUOTE
გარეგნულათ წესიერათ ვეღარ აღვიქვავ
ძაან კაი, მეც ეგრე ვარ. აი, ხვალ რას აკეთებ ისე? ხვალ ერთ მეგობარს შეგახედავდი.. იმას რომ ვხედავ თვალზე ლიბრი მეკვრბა და მბრწყინავ, სითბოს გამომსხივებელ, ფუმფულა თან ღრმა, კოსმოსისავით და ძლიერ არსებად მეჩვენება smile.gif)))) ფიზიკური გარეგნობა მაინც ილუზიაა

td.........

QUOTE
ისე შენც ასხივებ ლაშპოლ...


ეჰ, ეგ შენ ტიბეტში უნდა გენახა biggrin.gif შეიძლება ეხლა წყენით და ბოღმით ვარ დაბრმავებული და ვერ ვხედავ.. )))

Posted by: anima mundi Nov 10 2012, 11:13 PM

მე ნინომ მითხრა მუქი ლურჯი ხარო. მარა მაინც მინდა ვანომ შემომხედოს.. მაგის თვალებიც მომენატრა

Posted by: td......... Nov 10 2012, 11:22 PM

anima mundi
ზუსტად იქიდან მახსოვს! smile.gif)

Posted by: anima mundi Nov 10 2012, 11:29 PM

td.........

მე არ გახსოვარ მერე იქიდან? biggrin.gif ყველაზე საყვარელი ლამა ვიყავი )))

Posted by: td......... Nov 10 2012, 11:49 PM

anima mundi
smile.gif არაა...

Posted by: gio.geoo Nov 10 2012, 11:58 PM

QUOTE(old_man @ Nov 10 2012, 04:02 PM) *
გიო-გიოს ვეხვეწებით და არაფერს ამბობს biggrin.gif


არა რა hilarioustu8.gif გამოსაკვლევი აპარატივით ვარ და მეტი რაღა გითხრათ biggrin.gif

Posted by: Existence Nov 11 2012, 12:06 AM


მე ვარ შინდი თუ შვინდი ))

გიოს ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს ჩემი აზრით იმიტომ რო რაც აქვს მარტო მაგის დამკვირვებელი არ არის ინვითარებს თავს და მოკლედ საშკას გაუმართლა რა biggrin.gif


Posted by: Ever Nov 11 2012, 12:11 AM

QUOTE
გიოს ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს ჩემი აზრით

ვეთანხმები.
კარგი მკურნალი იქნებოდა ჩემი აზრით. იქნებოდა რა, იქნება

Posted by: Dondariable Nov 11 2012, 12:12 AM

კვირის დღეებს ვხედავ ფერებით.

Posted by: anima mundi Nov 11 2012, 12:18 AM

აცადეთ ბავშვ, ჯერ რამდენი მატრიცული რაღაც აქვს გასარკვევი და გადასალახი.. ოცი წლის ასაკში მაიცნ თუ ამ ტემპით გააგრძელებს, უკვე ძალიან დიდი შესაძლებლობები უნდა ქონდეს smile.gif


Posted by: gio.geoo Nov 11 2012, 12:34 AM

ანუ როცა ადამიანს არააქვს ჯანმრთელი ორგანოს ფერი ვეუბნები რო აქარის პრობლემა ყველა დაავადების ფერი არ ვიცი რისიც ვიცი ვეუბნები რომელი დაავადებაა, გაციებაა თუ რაც იქნება

ტკივილი მაგალითად წითელი ფერია.
დამწვრობა კანის წვა და ა.შ ყავისფერი
გაციება სხვადასხვა ფერია.
კიბო შავი ან ნაცრისფერი.
დაძაძაბულობა ენერგიის დაგროვებაა რაიმე ადგილას რომელსაც გასაქანი არააქვს და ადამიანი დისკომფორტს გრძნობს.
თავის ტკივილს ძირითადად ენერგიის ნაკლებობა იწვევს ხერხემალზე ერთი წერტილია დავაჭერ მერე და დაფრინავენ biggrin.gif

კიდე ბევრი რამეა მეზარება დაწერა wink.gif

Posted by: Dondariable Nov 11 2012, 12:35 AM

gio.geoo
ნერვულ დაავადებებს არჩევ?

Posted by: gio.geoo Nov 11 2012, 12:39 AM

Dondariable
კი ნერვი ჩანს და მერე რო გაუყვე ერთმა პრობლემამ შეიძლება 1000 პრობლემა შეუქმნას ადამაიანს

Posted by: anima mundi Nov 11 2012, 01:28 AM

gio.geoo

ანუ ვაგრძელებთ ტმ პრაქტიკებს..

და თუ გახსოვს:

რომ ვტიროდი ერთხელ და ყელი მტკიოდა რა ფერის იყო?
ვენაზე რომ ხელი დამაჭირე და ძალიან ძალიან მეტკინა ის წერტილი რა ფერის იყო?

Posted by: gio.geoo Nov 11 2012, 01:29 AM

anima mundi
არ მახსოვს smile.gif

Posted by: anima mundi Nov 11 2012, 01:43 AM

gio.geoo

კარგი ცხრა გალაქტიკის პრინცო. მადლობა ეს რომ გავიზიარე და წარმატებებს გისურვებ smile.gif

Posted by: gio.geoo Nov 11 2012, 01:54 AM

anima mundi
ფისო თავი გაბია

Posted by: anima mundi Nov 11 2012, 05:10 PM

თვალდახუჭულები ან თვალახვეულები როგორ ხედავთ? smile.gif

Posted by: td......... Nov 11 2012, 09:50 PM

smile.gif

Posted by: anima mundi Nov 12 2012, 02:59 AM

http://www.radikal.ru

აი ესა აურაფოტო. და ასე ხედავთხოლმე თუ სხვანაირად? smile.gif)))) საინტერესოა.. აქ რამდენიმე ფერია

Posted by: marissa Nov 12 2012, 11:17 AM

QUOTE(Dondariable @ Nov 11 2012, 12:12 AM) *
კვირის დღეებს ვხედავ ფერებით.

რა ფერებში ხედავ კვირის დღეებს?

Posted by: chemikerin Nov 12 2012, 03:43 PM

რიცხვებს, კვირის დღეებს, ასოებს ბევრი ხედავს ფერებში... ამ რაღაცეებს მეც ფერებში ვხედავ.... და ყველასთვის ინდივიდუალურია ეს ფერები...
აი ქეითმაც დაწერა:

QUOTE
სინესთეზიის კლასიკური, თუ შეიძლება ასე ითქვას, შემთხვევაა, როდესაც გარკვეულ ციფრებს ან ასოებს ხედავენ ფერებში, თუმცა ეს ფერები განსხვავებულია სხვადასხვა სინესთესტიკებს შორის,


აურის და ენერგიის ხედვა უკვე სულ სხვა რაღაცაა მგონი, მესამე თვალის ამბავი უფროა აურა/ენერგია...

ისე, რა საინტერესო რაღაცაა... რატომ ხდება რომ ტვინი რაღაც რიცხვს უკავშირებს რომელიმე კონკრეტულ ფერს?..

Posted by: marissa Nov 12 2012, 06:04 PM

chemikerin
როგორ გითხრა ეს უბრალოთ დაკავშირება კი არა ფერის ძალიან ბუნებრივი და რეალურია აი მაგალიათად როცა ვამბობ 3ს ან ვხედავ ის თავისთავად მწვანეა სხვანაირად ვერ აღვიქვამ ესე სიტყვებზეც,ფერის გარეშე ცალკე სიტყვა არ არსებობს,ჩემი აზრით ადამიანზეც იგივენაირადაა ისევე ბუნებრივია ადამიანის ფერი როგორც თვითონ ადამიანი და მაგიტო მიკვირს რომ ვერ ხედავენ

Posted by: marissa Nov 12 2012, 06:07 PM

QUOTE(anima mundi @ Nov 12 2012, 02:59 AM) *
http://www.radikal.ru

აი ესა აურაფოტო. და ასე ხედავთხოლმე თუ სხვანაირად? smile.gif)))) საინტერესოა.. აქ რამდენიმე ფერია

კი მე ზუსტად ესე ვხედავ ოღონთ ზოგჯერ უფრომეტი ფერიც ერევა ერთმანეთში გადადის მაგრამ მთლიანობაში ერთ ფერს ქმნის ერთი უფრო დომინირებს,ამიტომ მიჭირსხოლმე ფერის ერთი შეხედვით სახელის დარქმევა,არი გამონაკლისი შემთხვევებიც მაგალითად ლაშაპოლი რომელიც მთლიანად წითელია და არანაირი სხვა ფერი არ ერევა

Posted by: earth Nov 12 2012, 06:27 PM

marissa

QUOTE
კი მე ზუსტად ესე ვხედავ ოღონთ ზოგჯერ უფრომეტი ფერიც ერევა ერთმანეთში გადადის მაგრამ მთლიანობაში ერთ ფერს ქმნის ერთი უფრო დომინირებს,ამიტომ მიჭირსხოლმე ფერის ერთი შეხედვით სახელის დარქმევა,არი გამონაკლისი შემთხვევებიც მაგალითად ლაშაპოლი რომელიც მთლიანად წითელია და არანაირი სხვა ფერი არ ერევა

ე.ი. აურას ხედავ ჩვეულებრივ და თავისუფლად. ყველა ადამიანის აურა ყველა ფერს შეიცავს, მაგრამ ყველა ადამიანში ჭარბობს რომელიმე ფერი.

Posted by: chemikerin Nov 12 2012, 06:32 PM

marissa
რაც შეეხება რიცხვების, ასოების, კვირის დღეების და ა.შ. ფერების ხედვას, ეს უფრო გონებაში მიმდინარე პროცესია და თან ყველასთვის ინდივიდუალური, აი მაგალითად შენთვის 3 მწვანეა, ვიღაცისთვის კი შეიძლება სულ სხვა ფერი იყოს... მაგრამ კონკრეტული ადამიანის აურას, ყველასთვის (ვინც აურას ხედავს) ერთი ფერი აქვს...
მე მაინც გავმიჯნავდი რიცხვების(ასოების, კვირის დღების, ... ) ფერების ხედვას და აურის ხედვას... ორ სრულიად სხვადასხვა რამედ მიმაჩნია... მაგრამ, სავსებით შესაძლებელია, რომ ვცდები...

Posted by: marissa Nov 12 2012, 08:21 PM

QUOTE(chemikerin @ Nov 12 2012, 06:32 PM) *
marissa
რაც შეეხება რიცხვების, ასოების, კვირის დღეების და ა.შ. ფერების ხედვას, ეს უფრო გონებაში მიმდინარე პროცესია და თან ყველასთვის ინდივიდუალური, აი მაგალითად შენთვის 3 მწვანეა, ვიღაცისთვის კი შეიძლება სულ სხვა ფერი იყოს... მაგრამ კონკრეტული ადამიანის აურას, ყველასთვის (ვინც აურას ხედავს) ერთი ფერი აქვს...
მე მაინც გავმიჯნავდი რიცხვების(ასოების, კვირის დღების, ... ) ფერების ხედვას და აურის ხედვას... ორ სრულიად სხვადასხვა რამედ მიმაჩნია... მაგრამ, სავსებით შესაძლებელია, რომ ვცდები...

მე ერთმანეთის გარეშე ვერ წარმომიდგენია,ყველაფერს აქვს თავისი ნამდვილი ბუნებრივი ფერი უბრალოდ ზოგჯერ რაღაცეებს უკავშირებენ არ ვიცი სხვადასხვანაირად აღიქვავევნ ჩემთვის სიმღერებიდანაც,მუსიკიდანაც მოდის ფერი საერთოდ ყველაფრიდან.თან ფერის დანახვა მარტო "დანახვა" არაა ყველა ფერს რაღაც გრძნობები მოაქვს kos.gif მოკლედ ძნელი ასახსნელია

Posted by: Lashapoli Nov 12 2012, 11:30 PM

QUOTE(marissa @ Nov 12 2012, 07:04 PM) *
chemikerin
როგორ გითხრა ეს უბრალოთ დაკავშირება კი არა ფერის ძალიან ბუნებრივი და რეალურია აი მაგალიათად როცა ვამბობ 3ს ან ვხედავ ის თავისთავად მწვანეა სხვანაირად ვერ აღვიქვამ ესე სიტყვებზეც,ფერის გარეშე ცალკე სიტყვა არ არსებობს,ჩემი აზრით ადამიანზეც იგივენაირადაა ისევე ბუნებრივია ადამიანის ფერი როგორც თვითონ ადამიანი და მაგიტო მიკვირს რომ ვერ ხედავენ

მემგონი შენ იმ კოსმიურ არსებებთან უნდა იყო რაღაც კავშირში, აი რომლებიც ფერებს ანაწილებენ.. ანუ ფერებს როგორ იცი, ფერებით აღიქვავენ ყველაფერს.. მოკლედ ოლდ მენმა უფრო კარგად იცის მაგის შესახებ და კითხე და დაწეროს იქნებ

Posted by: marissa Nov 12 2012, 11:41 PM

Lashapoli
მაგათზე არაფერი მსმენია,ფერებს რანაირათ ანაწილებენ l_book.gif საინტერესო კია ისე smile.gif

Posted by: ##### Nov 12 2012, 11:44 PM


1-თეთრი
2-ყვითელი
5-წითელი
7-მუქი ლურჯი
8-ნარინჯისფერი
9-ყავისფერი

ამ რიცხვებ თქვენ რა ფერებში ხედავთ?

Posted by: ##### Nov 12 2012, 11:49 PM

gio.geoo
ერთი პერიოდი აცხადებდნენ ერთ ბავშვზე. ამ ბავშვს უნიკალური თვისება ქონდა . ადამიანს უყურებდა და რომელიმე ორგანოს ზედაპირზე ხედავდა ფერებს. და ამ ფერებით შეეძლო დაედგინა თუ რა სჭირდა ამა-თუ იმ ადამიანს. მაგრამ ეს ბავშვი ტყეში დადიოდა და თვითოს აგროვებდა ბალახებს, როემლიც იმ დაავადებებს მკურნალობდა, რომლებსაც ის ხედავდა და არჩევდა . ეს ბავშვი მგონი კახელი იყო არ მახსოვ. კაი ხანი გავიდა იმის მერე. რამდენი მე წლის წინ ვუყურე იმ ბავშვზე გადაცემას.....


პ.ს. ის ბვშვი ხომ არ ხარ შემთჱხვევით wink.gif

Posted by: earth Nov 13 2012, 08:53 AM

marissa
ინდიგო ფერს თუ ხედავ, რომ ამბობენ ინდიგოები იბადებიან უფრო მექტიო, შენ რას ხედავ?

Posted by: marissa Nov 13 2012, 11:12 AM

QUOTE(##### @ Nov 12 2012, 11:44 PM) *
1-თეთრი
2-ყვითელი
5-წითელი
7-მუქი ლურჯი
8-ნარინჯისფერი
9-ყავისფერი

ამ რიცხვებ თქვენ რა ფერებში ხედავთ?

9-იასამნისფერი დანარჩენი მეც იგივენაირათ smile.gif ხო კიდე 3-მწვანე,4,ყვითელი ყავისფერში გარდამავალი

Posted by: marissa Nov 13 2012, 11:16 AM

QUOTE(earth @ Nov 13 2012, 08:53 AM) *
marissa
ინდიგო ფერს თუ ხედავ, რომ ამბობენ ინდიგოები იბადებიან უფრო მექტიო, შენ რას ხედავ?

შეიძლება მეტი იბადებიან მაგრამ მაინც იშვიათი ფერია უბრალოდ ვინმეს რო ვხედავ ეგეთ ფერს ბევრ ხახლშიც ვამჩნევხოლმე რაღაც უფრო კარგად ჩანან სხვებთან შედარებით თან ფერიც უფრო ლამაზია

Posted by: anima mundi Nov 13 2012, 11:32 AM

QUOTE
ინდიგო ფერს თუ ხედავ, რომ ამბობენ ინდიგოები იბადებიან უფრო მექტიო, შენ რას ხედავ?


ხეებიც არიან ინდიგოები და ცხოველებიცო


marissa

კატებს როგორი ფერები აქვთ? ^^

Posted by: marissa Nov 13 2012, 04:45 PM

QUOTE(anima mundi @ Nov 13 2012, 11:32 AM) *
ხეებიც არიან ინდიგოები და ცხოველებიცო
marissa

კატებს როგორი ფერები აქვთ? ^^

ერთადერთი ცხოველია კატა რომელზეც ფერი დამინახია დანარჩენებს ან არ აქვთ ან მე ვერ ვხედავ,კატების უმეტესობა იისფერია smile.gif

Posted by: td......... Nov 13 2012, 09:24 PM

მცენარეებს, კატებს , ძაღლებს, ფრინველებს აქვთ ფერადი ფერები.. ცისარტყელის ყველა ფეს ასხივებენ , არ აკრავთ გარშემო როგორც ღრუბელი, ან რაიმე ფორმით აი იმას გავს, დააახლოებით, სანთლი სალს, რომ უყუროთ დიდხანს , ისიც დაახლოებით ასე ასხივებს, მაგრამ უფრო რბილი ნათება აქვს და სხივები ასეთი გამოკვეთილი არ არის..

Posted by: chemikerin Nov 13 2012, 09:55 PM

td.........
შენც ხედავ აურას???

Posted by: td......... Nov 14 2012, 10:57 AM

chemikerin
არა

Posted by: chemikerin Nov 14 2012, 06:27 PM

td.........
რა ფერებზე გაქვს საუბარი? გთხოვ, უფრო დაწვრილებით დაწერე...

Posted by: td......... Nov 14 2012, 08:42 PM

chemikerin
ანუ აურას ვერ ვხედავ, მაგრამ დამინახავს.. გარკვეულ მდგომარეობაში ვხედავ ხოლმე. ხოდა მცენარეებს, და ცხოველებს ადამიანისგან განსხვავებიტ სხვანაირი ნათებისმაგვარი ველი აქვთ. აურას არ გავს.. თითქოს შიგნიდან გარეთ მიმართულებით ასხივებს.. აი წყლის წვეთის გარდატეხა რომ ხდება სინათლეზე ისეთ ფერებში..და თან სულ გამოდის გარეთ.. მოძრავი ნათებაა..უამრავი, წვრლი სხივების სახით. ფერები კი ყველაა, რაც დედამიწაზე არსებობს.

Posted by: starscream Nov 14 2012, 10:52 PM

რამოდენიმეჯერ მაქვს დანანახი ერთხელ კაფეში ვიჯექი ჩემი ძმაკაცი და მისი შეყვარებული ვდრუგ შევხედე მის შეYვარებულს და საერთოდ მწვანე იყო კანზეც სახეზეც მწვანე ფერი იყო კურტკაზეც და მთქლიანად მაგრამ ნაკლები სიხშირით მერე მინები დავათვალიერე ის ხომ არ აკეთებდა მწვანე შუქს სინათლისგან მერე ნათება ვაბშე გარემო ხომ არ ქმნიდა ხოდა არაფერი არ იყო ისეთი.. მერე გაქრა რამოდენიმე წუთის მერე..

Posted by: ##### Nov 15 2012, 02:22 AM

marissa
ადამიანის აურას ხედავ?

Posted by: gio.geoo Nov 15 2012, 01:37 PM

chemikerin
და შენ რის ფერებს ხედავ?

Posted by: ##### Nov 15 2012, 01:56 PM

gio.geoo
როგორ ხედეავ ადამიანის აურას?

ყველას შეუძლია აურის დანახვა?

ტუ კი, არის რამე სავარჯიშოები, რომ ამ უნარის განვითარებისათვის?

Posted by: gio.geoo Nov 15 2012, 02:06 PM

#####
კიდე ვიტყვი. არ არის აურახედვა რაზეც მე ვსაუბრობ. უფრო დიაგნოსტიკისთვისაა და ვეძახი ენერგიას რასაც ორგანოები გამოიმუშავებენ, ამიტომაც ადამიანი ჩანს ძაან ჭრელად აურას ვინც ხედავს კი თითქმის მთლიანობაში ერთი ფერია ან რამოდენიმე.

სავარჯიშოები არის როოგრც მე ვიცი და მესამე თვალის გახსნას ეძახიან.

როგორც მე ვიცი აურას ყველა ხედავს თითქმის დაბადებიდანვე უბრალოდ შემდგომ არანაერი ყურადღება რო არ ექცევა ამას ადამიანი კარგავს ამ უნარს ხოლო თუ მოგვიანებით გადაწყვიტა არსებობს ამისთვის სავარჯიშოები wink.gif

Posted by: ##### Nov 15 2012, 02:31 PM

gio.geoo
ანუ აურას ვერ ვხხედავთ როგორც ფიზიკურ საგანს ვხედავთ ისე?

Posted by: gio.geoo Nov 15 2012, 04:08 PM

#####
კითხვა ვერ გავიგე smile.gif

Posted by: chemikerin Nov 15 2012, 04:21 PM

td.........

შენი შემთხვევაც საინტერესოა, ერთი სიტყვით საოცარი ხალხი გვყავს ფორუმზე...

gio.geoo

QUOTE
და შენ რის ფერებს ხედავ?
ეს პოსტი რომ დავწერე, ამაზე მეკითხები?
QUOTE
რიცხვებს, კვირის დღეებს, ასოებს ბევრი ხედავს ფერებში... ამ რაღაცეებს მეც ფერებში ვხედავ.... და ყველასთვის ინდივიდუალურია ეს ფერები...


"ვხედავ" ცოტა ისეთი ნათქვამია, გონებაში ჩნდება... ანუ თავისით უკავშირებს ტვინი კონკტერულ რიცხვს ამა თუ იმ ფერს...

და ადრე დაგისვი კითხვა, ბავშვობიდან ხედავ ენერგიას? თუ ივარჯიშე და განივითარე ეს უნარი?

Posted by: gio.geoo Nov 15 2012, 04:22 PM

chemikerin
ბავშვობიდან ვხედავ ხო და მეგონა ყველას შეეძლო სანამ არ გადავეკიდე ხალხს როგორ ვერ ხედავთ მეთქი biggrin.gif

Posted by: old_man Nov 15 2012, 04:23 PM

QUOTE
სავარჯიშოები არის

თუ ვინმემ იცის დაწერეთ სავარჯიშოები როგორ დავინახოთ აურა ფერებში smile.gif)

ისე ძაან მარტივია როცა ღია ფონზე ადამიანს უყურებ პერიფერიულად(ანუ ერთ წერტილზე კონცეტრირებული არა) და ძაან მალე უკვე ხედავ მისგან წამომავალ თეთრ ნათებას. მეც დამინახია, მაგრამ ეს ის არ უნდა იყოს... სინესტეზები ამ თეთრ ნათებას ხედავენ ფერებში თუ არა ეს არის გასარკვევი...
მოკლედ გვასწავლეთ რა kos.gif

Posted by: ##### Nov 15 2012, 04:24 PM

gio.geoo
ესიგი ჩვენ ხომ თვალებით მხოლოდ მატერიალურ საგანს ვხედავთ, და აურა მეტერიალური ხომ არაა და რატომ ხედავს მას ზოგიერთი (თვალებით)?

Posted by: gio.geoo Nov 15 2012, 04:25 PM

QUOTE(old_man @ Nov 15 2012, 04:23 PM) *
თუ ვინმემ იცის დაწერეთ სავარჯიშოები როგორ დავინახოთ აურა ფერებში smile.gif )

ისე ძაან მარტივია როცა ღია ფონზე ადამიანს უყურებ პერიფერიულად(ანუ ერთ წერტილზე კონცეტრირებული არა) და ძაან მალე უკვე ხედავ მისგან წამომავალ თეთრ ნათებას. მეც დამინახია, მაგრამ ეს ის არ უნდა იყოს... ამას ხედავენ ფერებში სინესტეზები ეს არის გასარკვევი...
მოკლედ გვასწავლეთ რა kos.gif


ეგ არის ეფირული სხეული რაც ადამიანის გარშემო თეთრად ჩანს. კიდე რო გააგრძელო ნელ ნელა ფერები გამოჩნდება. შენ მოსწავლეს ვავარჯიშებდი და უკვე მკრთალ ფერებს ხედავდა და მიანება მერე თავი biggrin.gif

Posted by: ##### Nov 15 2012, 04:27 PM

old_man

QUOTE
ისე ძაან მარტივია როცა ღია ფონზე ადამიანს უყურებ პერიფერიულად(ანუ ერთ წერტილზე კონცეტრირებული არა) და ძაან მალე უკვე ხედავ მისგან წამომავალ თეთრ ნათებას. მეც დამინახია, მაგრამ ეს ის არ უნდა იყოს... ამას ხედავენ ფერებში სინესტეზები ეს არის გასარკვევი...



ვცადე მეც და მასე დავინახე მეც რაღაც ნათება. რაც კანთან უფრო გამჭვვირვალეა და მერე რუხი ფერი ხდება. ხო?

Posted by: gio.geoo Nov 15 2012, 04:27 PM

#####
როგორც მე ვიცი მესამე თვალი და ფიზიკური თვალების რომელიღაც არხი იკვეთება ერთად რაც აერთიანებს შემდგომ ამ მხედველობებს და გამოგდის ფიზიკურის დანახვა ფერებში. ცოტა გლეხურად დავწერე ადრე მითხრა ვიღაცამ და არ მახსოვს წესიერად

Posted by: chemikerin Nov 15 2012, 04:28 PM

gio.geoo

QUOTE
არ არის აურახედვა რაზეც მე ვსაუბრობ. უფრო დიაგნოსტიკისთვისაა და ვეძახი ენერგიას რასაც ორგანოები გამოიმუშავებენ,


ერთ რამეს დავაზუსტებ კიდევ... ანუ შენ და marissa ერთი და იგივეს არ ხედავთ ხო? ენერგიის და აურის ხედვას შორის დიდი განსხვავებაა???

Posted by: ##### Nov 15 2012, 04:30 PM

gio.geoo
გავიგე. აურა რომ დაინახო ამისთვის საჭიროა მესამე თვალის განვითარება. ეგ კი მედიტაციით ხდება ხო?

და კიდევ რა მაინტერესებს შენ მესამე თვალი გახსნილი გაქვს?

Posted by: gio.geoo Nov 15 2012, 04:32 PM

chemikerin
კი განხვავდება მაგრამ ემთხვევა ხშირად. თითო ორგანოსთან გარკვეულ ფერს ვხედავ. სანამ რამე შეაწუხებს მანამდე შემიძლია ვუთხრა ჯერ ყველა დიაგნოზი გავამართლე და შემდგომშI ვნახოთ. მაგ. ადაიანმა რამე მწარე რო ჭამოს უკვე შეეცვლება მუცელს ფერი და ა.შ დიდი თემაა

Posted by: chemikerin Nov 15 2012, 04:35 PM

gio.geoo
და ჯანმრთელ ადამიანს რა ფერი აქვს?

Posted by: gio.geoo Nov 15 2012, 04:37 PM

chemikerin
ერთი მთლიანი ფერი არ აქვს. თუ ჯანმრთელი არაა მხოლოდ იმ კონკრეტულ ადგილას ეტყობა ცვლილება რაც აწუხებს.... ვერ იტყვი რო საერთო ჯამში ეცვლება ფერი.

Posted by: chemikerin Nov 15 2012, 04:40 PM

პირდაპირ შეხედავ თუ არა ეგრევე ხედავ ხო? დაძაბვა და დაკვირვება არ გჭირდება ანუ?

Posted by: gio.geoo Nov 15 2012, 04:43 PM

chemikerin
არა არ ვიძაბები ძაან ჩვეულებრივად. როგორ შენ არ იძაბები ეხლა როგორც ხედავ ისე ვარ მეც tongue.gif

Posted by: chemikerin Nov 15 2012, 04:46 PM

გასაგებია ყველაფერი... მადლობთ ინფორმაციისთვის smile.gif

Posted by: ##### Nov 15 2012, 04:51 PM

http://www.youtube.com/watch?v=aYlb_XtNP7c&feature=related

აგერ სავარჯიშო გავჩითე ერთი........

Posted by: ##### Nov 15 2012, 04:52 PM

მგონი ცისფერი აურა მაქვს huh.gif

Posted by: gio.geoo Nov 15 2012, 05:06 PM

#####
ტესტებს აკეთებ?

Posted by: ##### Nov 15 2012, 05:18 PM

gio.geoo
კი.... smile.gif


მონიტორი თეთრ ფორნზე დავაყენე. მერე ამ თეთრ ფონთან მივიტანე ხელი. ხოდა შევხედე თავიდან ჩვეულებრივად დავინახე რაღაც თეთრი გამჭვივალე, თხელი გარსი ხელის ირგვლივ, მერე თითები ავამოძრავე და ეს გარსი გაიშალა თითქოს და ფერი ქონდა ძაან ღია ფერის, ცისფერი , გამჭვირვალე.

გამომივიდა ვითომ? curtsey.gif

Posted by: old_man Nov 15 2012, 05:23 PM

QUOTE
მონიტორი თეთრ ფორნზე დავაყენე. მერე ამ თეთრ ფონთან მივიტანე ხელი. ხოდა შევხედე თავიდან ჩვეულებრივად დავინახე რაღაც თეთრი გამჭვივალე, თხელი გარსი ხელის ირგვლივ, მერე თითები ავამოძრავე და ეს გარსი გაიშალა თითქოს და ფერი ქონდა ძაან ღია ფერის, ცისფერი , გამჭვირვალე.

გამომივიდა ვითომ?

მეც ვცადე და ხელის გარშემო დავინახე თეთრი გარსი და ამ თეთრი გარსის ოდნავ ზევით ღია ფერმკრთალი ვარდისფერი....
მარისამ კი მითხრა ვარდისფერი აურა გაქვსო და შეიძლება წინასწარ დაპროგრამირებული ვიყავი რომ ვარდისფერი დამენახა biggrin.gif

Posted by: earth Nov 15 2012, 05:36 PM

#####

QUOTE
http://www.youtube.com/watch?v=aYlb_XtNP7c...feature=related აგერ სავარჯიშო გავჩითე ერთი........

რა კარგი ვიღაცა ჩანს, კარგი ენერგია აქვს smile.gif

Posted by: ##### Nov 15 2012, 05:38 PM

old_man
ამ ფერებს რა მნიშვნელობა აქვს მერე ეგ არ ვიცი? unsure.gif

Posted by: old_man Nov 15 2012, 05:44 PM

QUOTE
ამ ფერებს რა მნიშვნელობა აქვს მერე ეგ არ ვიცი?

სავარაუდოდ ემოციური ბუნების გამომხატველია ეს ფერები... და რომ დაგუგლო ინტერნეტში არის მნიშვნელობები.

Posted by: marissa Nov 15 2012, 05:45 PM

#####
ძირითადად თვისებებს გამოხატავს,ბევრი რაღაცის გაგება შეიძლება ამით ადამიანზე

Posted by: ##### Nov 15 2012, 05:54 PM

old_man
marissa
მადლობათ ინფორმაციისათვის

kiss1.gif

Posted by: vano kazbegi Nov 17 2012, 07:25 PM

ყველა მონაცემები საინტერესოა და ბევრი რამ არც მე ვიცი კარგად ფერების მნიშვნელობები.
ჩემ საკუთარ შვილზე ყოველდღიურად ვეცდები შევისწავლო ეგრედსწოდებული აურის მნიშვნელობები და მთლად მაინც არ ვარ დარწმუნებული ფერების მნიშვნელობები სწორი დიაგნოსტიკა დავუდგინო ან ამოვიცნო და ა.შ.
ჩემი ბავშვი წლისა და 3 თვისაა და სულ დაკვირვებას ვაწარმოებ და ვადარებ სხვა ბავშვების ეგრედსწოდებულ აურას. დამთხვევებზე ჯერჯერობით თავს ვიკავებ რადგან მთლად არ ვარ 100 პროცენტიანი .
ცოტა რამ ჩემი დაკვირვებით ვეცდები სწორად ავღწერო ამ ფორუმზე.
1)ცისფერი და ოდნავ მოლივლივე მუქი ცისფერი ( სახელწოდებები კარგად არ ვიცი ) . - ბავშვს პრობლემები აქვს და არ იცის რა უნდა. ეს შევადარე სხვა ბავშვებზეც და დაემთხვა. შეიძლება ვცდები .
2) წითელი ანუ ღია წითელი არის - დამშვიდებულია ბავშვი და მაგრამ ცოტა ხნით შემდეგ ფერს იცვლის წითელიდან წამებში ორანჯისფერში გადადის და ნაპერწკლებს ააქტიურებს და უბრუნდება ღამისფერში- ბავშვი იღვიძებს ამ მომენტში მწვანდება და ბავშვი ხდებოდა მოულოდნელ მდგომარეობაში და არ იცის რა მოიმოქმედოს.
ა.შ. ა.შ.

Posted by: td......... Nov 17 2012, 09:31 PM

რა საინტერესოა ვანო.

Posted by: Ex3cuTioN Nov 23 2012, 03:45 PM

QUOTE
მეც ვცადე და ხელის გარშემო დავინახე თეთრი გარსი და ამ თეთრი გარსის ოდნავ ზევით ღია ფერმკრთალი ვარდისფერი....
მარისამ კი მითხრა ვარდისფერი აურა გაქვსო და შეიძლება წინასწარ დაპროგრამირებული ვიყავი რომ ვარდისფერი დამენახა

მეც ვცადე და რაღაც მოჩანდა თითის დაბოლოებებზე მაგრამ ფერი ვერ გავარგკვიე , ნამეტარი მკრთალია

Posted by: anima mundi Nov 26 2012, 03:29 AM

vano kazbegi

შენი ბავშვიც რო გაკვრიდება და როგორ გხედავს თუ იცი ))))

gio.geoo

ტმ მედიტაციის დროსხოლმე, ზოგაად როგორ იცვლება ფერები? ხომ არ დაგიფიქსირებია? smile.gif


ისე ვფიქრობ, ეს ფერები მხოლოდ მეათასედია იმის რაც ადამიანია და არ ღირს დიდი ფიქრის და მსჯელობის დაკრაგვა ამაზე. მხოლოდ თუ გეტყვის კეთილიმსურველი ფერებისმხედველი რა გტკიავა ის გამოსწორო.. თან თუ არ იცის ზუსტად რას გეუბნება. მხოლოდ გაბნევს და ერთი არასწორი რწმენით გიტენის კიდევ თავს.. აი გიო.გეოოს ვაფასებ მაგისთვის, რო არ ამბობსხოლმე smile.gif რა აჭIროა ამდენი თქმა, როცა ადამიანმა თვითონაც არ იცის რისთვის უნდა

Posted by: gio.geoo Nov 26 2012, 05:07 PM

anima mundi
რატმოღაც არ გეთანხმები რატოა ფერები მეათე ხარისხოვანი ადამიანისთვის? როცა უშვალოდ კავშირშია
"კეთილმურველი ფერების მხედველიც" არ ეტყვის არავის რამე აწუხებს თუ რა ფერია თუ ადამიანმა არ კითხა smile.gif არავინ არ დადის და არ ეუბნება შენ ისეთი ფერი ხარ შენ ესეთი ან ეს გაწუხებს.


Posted by: td......... Nov 26 2012, 09:02 PM

რახან მატერიალურ სამყაროში ვართ ფერები ძალიანაც მნიშვნელოვანია. მითუმეტეს ვხედავთ ამ ფერებს. ერთია აღვიქვამთ თუ არა, მაგრამ ადამიანი ასევე ბევრ რამეს ვერ აღიქვამს რაც გარს აქვს.

„რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,

ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა.

ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავის ფერითა,

მისგან არს ყოვლი ხელმწიფე, სახითა მის მიერითა.“

Posted by: anima mundi Nov 27 2012, 02:59 AM

gio.geoo

ნუ მე იმან, რომ რამდენიმე ადამიანმა სხვადსხვა ფერები ხარო მითხრა, არაფერი მომცა.. იმის გარდა რო ეგ ფერი ხარო და მეტი რა? რას გაძლევს შენი ფერის ცოდნა?
ანუ განვითარების პროცესში რით გეხმარება.. ხარ და ვსო. როგორც შავი თმა გაქვს, რომ ვერ ხედავდე და გითხრან შავი თმა გაქვსო რამე მოგემატება? smile.gif ჩემთვის მეათეხარისხოვანია ამიტომ.

Posted by: gio.geoo Nov 27 2012, 03:45 AM

anima mundi
შენ თუ არ გეხმარება იმას არ ნიშნავს რომ მეათე ხარისხოვანია. ზოგისთვის პირველ ხარისხოვანია ზოგისთვის მეასე ეგაა ადამიანი აბა ყველასთვის ერთი არ იქნება.

უბრალოდ იმას არ ითვალისწინებ სხვადასხვამ სხვა ფერი თუ გითხრა ან შეგეცვალა ანდა ყველა სხვანაირად გხედავს ყველა ერთ ვიბრაციაზე ვერ აღიქვავს შენს ფერებს. ზოგი მაღალ ვიბრაციაზე ხედავს ფერებს ზოგიც დაბალზე ეს იმას არ ნიშნავს ვიღაცამ გითხრა წითელი ხარ და ვსო ყველამ წითელი უნდა გითხრას.

გამოგადგება ეს თუ არა შენი გადასაწყვეტია არავინ გაძალებს.

Posted by: td......... Nov 27 2012, 09:53 AM

ფერი მაგარი რამეა! საერთოდ დედამიწის ფერები სხვაა, ხორციელი თავლით დანახული ფერები... სხვაა შინაგანი ხედვით დანახული. ფერიც ენერგიაა, ინტერპრეტირებული ვიზუალური გამოხატულებიტ. მაგრაი რაღაცაა ფერი. ბევშვობაში მიფიქრია იძულებითი არჩევანი რომ მქონოდა რას ავირჩევდი დაყრუებას თუ დაბრმავებას, და სიბრმავე შოკში მაგდებდა, ვერ წარმომედგინა როგორ შეიძლებოდა ბრმასავით ცხოვრება და მერე აღმვაჩინე, რომ ფერების დანახვა მხედველობის გარეშეც შეიძლებოდა..

უფერობა საშინელებაა...

Posted by: anima mundi Nov 27 2012, 10:21 AM

gio.geoo

მე რო მომიტანს რამე კონკრეტულ სარგებლობას, მერე დავიჯერებ. ეგრე ყველაფერი პირველხარისხოვანი დაუკანასკნელხარისხოვანია დედამიწაზე ერთდროულად.. ადამიანი ანიჭებს მნიშვნელობას ეტაპობრივად რაღაცეებს.

რა შეიძლება გავიგო ე.ი მაგით? აი რომ ხატავდეს ვინმე მაგ ფერებს და სად რა აქვს ადამიანს მერე შეხედო და ერთხელ განიხილო შეიძლება, მარა ეგ ტექნოლოგია არ გვაქვს აქ.. სადღაც კი დარწმუნებული ვარ აქვთ smile.gif

Posted by: vano kazbegi Nov 27 2012, 11:50 PM

QUOTE(anima mundi @ Nov 26 2012, 03:29 AM) *
vano kazbegi

შენი ბავშვიც რო გაკვრიდება და როგორ გხედავს თუ იცი ))))

ჩემი ბავშვი არ ვიცი როგორ ხედავს და აი ბნელ ოთახებში უყვარს ყოფნა და არც ეშინია არაფრით.

Posted by: anima mundi Nov 28 2012, 01:26 AM

არსებობს რამდენიმე სახის სინესთეზია:

- დამწერლობა/ფერი - ყოველ ასოსთან გარკვეული ფერის ასოცირება (ხანდახან ამ ფერს ხედავენ კიდეც)
- მუსიკა/ფერი - ყოველ ბგერაზე ერთი ფერი (მუსიკის სმენისას ფერები მუქდება/ღიავდება, ან მხედველობის არეში მოძრაობენ)
- ციფრული სინესთეზია - ყოველი ციფრი, კვირის დღე, რიცხვი იწვევს ფერის ასოციაციას.
- ლექსიკა/გემო - ერთ-ერთი უიშვიათესი ტიპი, სადაც სიტყვის ან მათი შეთანხმების გაგებაზე, კითხვისას, ფიქრისას ენაზე ჩნდება გარკვეული გემო. გამოკვლებების შედეგად დადასტურდა, რომ ეს გემო ძირითადად ბავშბოვაში ნაჭამ საჭმელებთან ასოცირდება.
- პერსონიფიკაცია - ამ ტიპის სინესთეზიისას ასოები, თვეები, კვირის დღეები , ციფრები ასოცირდებიან გარკვეულ თვისებასთან. მაგალითად K არის ქალი, ჩუმი და პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე.

კაცობრიობის დაახლოებით 4 % ს ჭირს სინესთეზია. საკმაოდ რთულია ამ ციფრის გარკვევაც, რადგან ადამიანების უმეტესობამ არ იცის, რომ ეს შეგრძნება მხოლოდ მათ გააჩნიათ, ან გონიათ, რომ ცოტა გიჟები არიან და შიშის ან სირცხვილის გამო არ ამხელენ.

გამოჩენილი სინესთეტები:
დუკ ელინგტონი, ვასილი კანდინსკი, ელენ გრიმო, ფრანც ლისტი, ვლადიმერ ნაბოკოვი, რიმსკი-კორსაკოვი, ალექსანდრ სკრიაბინი, ტომ იორკი, AFX, დანიელ ტამეტი.

Posted by: anima mundi Nov 28 2012, 01:31 AM

თბილისის ფორუმზე შევიჭყიტე.. მანდ ყველა თემაზეა საუბარი და საინტერესოდ რაც მომეჩვენა დავაკოპირებ:

QUOTE

ფერები კი, მაგრამ სუნი უფრო მეტად.
ქალაქებს აქვთ ჩემთვის სხვადასხვა სუნი.
QUOTE
ხუთშაბათი ოქროსფერია, პარასკევი ნაცრისფერი, ოთხშაბათი ყავისფერი, სამშაბათი ვერცხლისფერი(მკვეთრი), ორშაბათი თეთრი, შაბათიც თეთრია ოღონდ მრგვალი() კვირის ფერი შაბათი დღის რაობიდან გამომდინარე იცვლება სანამ გათენდება.



QUOTE
ასევე ციფრები, თვეები, საათიც........
მუსიკა ხომ საერთოდ.მუსიკალური ნაწარმოების დროს დანახული ფილმად რომ გადამაღებინა, გენიოსი ვიქნებოდი........



ასეთი ფენომენები 10 000 კაცში ერთიაო ამბობენდა საქართველოში რამდენი, მრავალმხრივი უნარით დაჯილდოვებული ადამიანია!!! ამ დროს

Posted by: anima mundi Nov 28 2012, 01:33 AM

QUOTE
ჯგუფელი მყავდა, ადამიანებს ფერებად ვხედავო

რომ ჰკითხო შავი ვარ კონიაკისფერი ზოლებით
biggrin.gif biggrin.gif

QUOTE
8-9 წლის ასაკში გავაანალიზე..
რომ სხვებს არ ჰქონდათ ასეთი შეგრძნებები..
მაგრამ თავი გიჟი ნამდვილად არ მგონებია..
უბრალოდ, მივხვდი, რომ განსხვავებული ვიყავი.

მე მოვერცხლისფერო ნახევრადგამჭვირვალე ვარ..

Posted by: anima mundi Nov 28 2012, 01:36 AM

QUOTE
ჩემთვის
ბრაზი -მუქი ყავისფერია..
სირცხვილი- მუქი ნაცრისფერი
სიხარული -ბრჭყვიალა ოქროსფერი
სევდა- მოლისფერი მწვანე

აგრეთვე რაღაც მოვლენა გარკვეულ მელოდიასთან ასიცორდება..
ან სუნთან..


მოკელდ მაგ ფორუმზე ვიცნ ხართ და დაინტერესებული, შეიგიძლიათ ამ იუზერს მისწეროთ და აქეთ დაპატიჟოთ
Hyperzet

Posted by: anima mundi Nov 28 2012, 01:47 AM

QUOTE
"აღქმის" ეს ფორმები ბუდოვნად მახსოვს ჯერ კიდევ ადრეული ბავშვობიდან...
დიდი ხანია ახალი ამ მხრივ არაფერი შემიძენია, ან უბრალოდ არ მახსოვს...
აღვიქვამ ანბანის ყოველ ასოს, ყველა მუსიკალურ ბგერას, ციფრებს ფერებში.
საკმარისია ვფლობდე პიროვნების ფოტოს/გამოსახულებას ან არც ვფლობდე, მხოლოდ ერთი სიტყვა მითხრან მის შესახებ, შევიგრძნობ მის ენერგეტიკას, მის მოტივაციას, მის ლტოლვებს (ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებით)... ჩემთვის ყველაფერს - ნივთებს, მოვლენებს, ადამიანებს, ფიქრებს, განცდებს (ერთი სიტყვით, რაც გონებისთვის "მისაწვდომია") აქვს თავისი სუნი, გემო, ფერი, ჟღერადობა, სილბო, ტემპერატურა, ენერგია, "მიკუთვნებულობა" სივრცისა თუ განზომილებისადმი და ა.შ... ყოველთვის ვიცი როგორია არა მარტო ჩემსკენ მომართული განწყობა, არამედ ჩემთვის სრულიად უცნობ ადამიანთა შორის დამოკიდებულებები... ამ "მოცემულობათა" აღქმა ხდება ძირითადად ფერებში, ხან ჩემში, ხანაც ჩემს გარეთ - თითქოს სხვა განზომილებაში, რასაც ზოგჯერ წვდება გონება, ზოგჯერ - ვერც ამოიცნობს გარკვევით...
სახელს ვერ/არ ვარქმევ, პირობითად ვთვლი, რომ ყველაფერი წარმოსახვის ან "გავარჯიშებული" ინტუიციის “პროდუქტია”, უბრალოდ საოცარ შემთხვევითობათა წყალობით ჩემს განცდებს ყოველთვის უტყუარ შედეგამდე მივყავარ ხოლმე...
არ შემიძლია არამატერიალურის ასახვის ამ ფორმას ლოგიკური ახსნა მოვუძებნო და არც ვპირებ, ხშირად ჩემი შეგრძნებები ნისლში ბრმად სვლას ჰგავს, მივდივარ ხელების ცეცებით, ვეჯახები რაღაც გაუგებარ საგნებს... ამ დროს თუ ონდავ შევშინდი, თუ რწმენა დავკარგე, შეიძლება “გადავიჩეხო” კიდეც, მაგრამ ყოველთვის, როცა მჯერა ჩემი ინტუიციისა, ყოველთვის - გამონაკლისების გარეშე, არ ვნანობ და პირიქით... სწორედ ამიტომ, ასეთ თვალახვეულ, ირაციონალურ "ქმედებას" უსარგებლოს ნამდვილად ვერ ვუწოდებ...

და ბოლოს, ჭაობს ერთი თვისება ახასიათებს - უსაზღვრო მაგნეტიზმი...
შევეჩვიე ჭაობში ექსპერიმენტირებას, ვიცი, რომ იქიდან უკან ან ამოვალ, ან ვერა...
თუ ამოვალ ისიც ვიცი, რომ შლამი და ნაგავი აუცილებლად ამომყვება, მაგრამ ყოველთვის შემწევს ძალა ამ ყველაფერს დავსუხლტე და დავიწყო ახლიდან... მტკივა ის, რაც არაჯასანღია - ჩემში თუ სხვაში... ყოველ ჯერზე ისე მტკივა, როგორც პირველად გააზრებისას... არასდროს არ მისარგებლია ადამიანის სუსტი თუ დაფარული მხარეებით მისთვის საზიანოდ...
ზოგადად ეს ყველაფერი ბოროტად არ გამომიყენებია არასდროს და არავისთან...
ჩემი განცდებისადმი უსაზღვრო რწმენის გამო არაფერი არ მაკვირვებს ქვეყნად ისე, როგორც სიწრფელე, სისუფთავე, პოზიტივი, რომელიც "მოდის" ადამიანისგან... არაფერი არ მხიბლავს, არ აღამფრთოვანებს და არ მაწონებს თავს, ვერ იმორჩილებს ჩემს გულს ისე, როგორც ჯანსაღი ზრახვები პიროვნების ბუნებაში...
QUOTE
მგონი ყველა სახის სინესთეზია მახასიათებს, გარდა გემოს ასოციაციებისა, ოღონდ ძალიან არეულად. ანუ შეიძლება ზოგიერთი ადამიანი ჩემთვის ფერი იყოს, ზოგი სუნი. ასოები, თვეები, კვირის დღეები და ციფრები კიდეც ფერებთან ასოცირდება და კიდეც პერსონიფიკაციას ვახდენ.

საერთოდ, ყველაფრის, ნებისმიერი ნივთის პერსონიფიკაცია მახასიათებს. მაგალითად, ახლა ყავას მივირთმევ ლურჯი ჭიქით და რაღაცნაირი სნობი ჭიქაა, მსუქან და გაბღენძილ მილიარდერს მაგონებს, რომელიც ყველას ამრეზით უყურებს. არადა ნეტა განახათ ჭიქა, თითქოს საყვარელია, გული ახატია

ასო ა ჩემთვის არის შავი. მაგრამ გარდა ამისა ქალია. იმდენად ჩამოყალიბებული მაქვს გონებაში ამ ქალის პიროვნება, რომ დახასიათებაც კი შემიძლია. 40 წლამდე ასაკისაა, ბუნებით ძალიან ძლიერია, ლიდერია, დამოუკიდებელი, ცოტათი გულჩათხრობილი, დინჯი, იოლად არ უახლოვდება ხალხს. თუ ვინმეს დაუახლოვდა და შეიყვარა, ბოლომდე უერთგულებს. ცოტათი გულგატეხილი და მარტოსულია, მაგრამ სიძლიერით ნიღბავს. გვერდით არ ჰყავს მამაკაცი იმიტომ, რომ მამაკაცებს ძირითადად აშინებთ მისი სიძლიერე. გულის სიღრმეში ძალიან რომანტიული და მგრძნობიარეა. თან საინტერესო ისაა, რომ როცა ამ ასოზე ვფიქრობ, ქალის სურათი კი არ წარმომიდგება, ა-ს ვხედავ, ოღონდ ამ თვისებებით აღჭურვილს.

ყველა ასო შემიძლია ასე დეტალებში დავახასიათიო. არამარტო ქართული ასოები, ინგლისური და რუსული ასოებიც

Posted by: anima mundi Nov 28 2012, 01:50 AM

ანუ სინთეთეზია მარტო ფერების ხედვა მეგონა.

მე და ჩემი მეგობარი ადრე ხეების სქესს ვგღძნობდით და ვამბობდით და ემთხვეოდახოლმე, ასოებსაც.. გამიხარდა რომ ამდენი ადამიანი ყოფილა საქართველოში, ასეც ვფიქრობდი უბრალოდ არ აქცევენ ყურადღებას და არ იციან ხშირად smile.gif sad.gif სამწუხაროა რომ ასე გაბნეულად არიან ეს ადამიანები.. რაღაც ერთიანი სასრგებლოც შეიძლება შექქიმნას. თუმცა რა მიზნისთვის გამოიყენებ ნიჭს ვინ იცის, შეიძლება ასეც სჯობდეს..

Posted by: gio.geoo Dec 3 2012, 05:13 PM

anima mundi
ვაა საოცარია ანნა ხეების სქესს მხოლოდ რეჩეულები გრძნობენ biggrin.gif

Posted by: ##### Dec 4 2012, 12:37 AM

gio.geoo

QUOTE
ვაა საოცარია ანნა ხეების სქესს მხოლოდ რეჩეულები გრძნობენ


ჩემი ბიძაშვილმა იცის ხეების სქესის გამოცნობა, მაგრამ არა მგონია რჩეული იყოს biggrin.gif


Posted by: vano kazbegi Dec 4 2012, 02:17 AM

3 კვირაა რაღას მუდმივ მოძრავი ეგრედსწოდებული აურა წამიერ ფერებს იცვლის და ორანჯისფერი კი ღიავდებასავით . თქვენ ხომ არაფერ ამჩნევ ან ვინმემ იქნებ იცის მიზეზი?

Posted by: ##### Dec 4 2012, 02:19 AM

vano kazbegi

QUOTE
ორანჯისფერი


ნარინჯისფერი

Posted by: vano kazbegi Dec 4 2012, 02:23 AM

QUOTE(##### @ Dec 4 2012, 02:19 AM) *
vano kazbegi
ნარინჯისფერი

კი ნარინჯისფერი

Posted by: anima mundi Dec 4 2012, 02:23 AM

gio.geoo

ჩემმა მეგობარმა ხეებთან ლაპარაკიც იცის, დიდი ამბავი biggrin.gif

Posted by: earth Dec 4 2012, 08:29 AM

vano kazbegi
როგორა გაქვს დაცდილი, რას ნიშნავს როგორც გავიგე ფორთოხლისფერი აურა?

Posted by: td......... Dec 4 2012, 09:04 AM

აურას ვერ ვხედავ ნამდვილად მაგამ დამძიმებული ვარ შინაგანად..მე სეზონურ ტალჩოკებს ვაბრალებდი.. ბვრიც მიდის.. და ვგრძნობ რომ მიდიან და ვგებულობ კიდეც..

Posted by: chemikerin Dec 4 2012, 01:07 PM

vano kazbegi

QUOTE
3 კვირაა რაღას მუდმივ მოძრავი ეგრედსწოდებული აურა წამიერ ფერებს იცვლის და ორანჯისფერი კი ღიავდებასავით . თქვენ ხომ არაფერ ამჩნევ ან ვინმემ იქნებ იცის მიზეზი?


ამას ყველა ადამიანზე ხედავთ, თუ????


Posted by: marissa Dec 4 2012, 07:52 PM

ხალხო ერთერთი იყავით შვინდისფერი,ხოდა აქ ვერ ვცნობ და რომელი იყავით აგამხსენეთ რა,არადა ერთერთი ყველაზე მკვეთრი ფერი იყო girl_sigh.gif მოკლეთ იძებნება შვინდისფერი ფორუმელი biggrin.gif

Posted by: vano kazbegi Dec 4 2012, 08:06 PM

QUOTE(earth @ Dec 4 2012, 08:29 AM) *
vano kazbegi
როგორა გაქვს დაცდილი, რას ნიშნავს როგორც გავიგე ფორთოხლისფერი აურა?

არ მაქვს დაცდილი . ფერების მნიშვნელობები არ ვიცი .

Posted by: vano kazbegi Dec 4 2012, 08:10 PM

QUOTE(chemikerin @ Dec 4 2012, 01:07 PM) *
vano kazbegi
ამას ყველა ადამიანზე ხედავთ, თუ????

არა, ადამიანებზე არ მაქვს ლაპარაკი. მიწა ასხივებ და მცენარეები და წყალი მოლივლივე ნაპერწკლებია . ძალიან ძნელია რომ ავღწერო ყველაფერი. უნდა დაინახო ყველაფერი და მიხვდები . ბევრი ტერმინოლოგია არ ვიცი.

Posted by: Ceeport Dec 4 2012, 10:25 PM

marissa

Existence იყო ეგ

Posted by: marissa Dec 4 2012, 11:04 PM

Ceeport
მადლობ,ამდენია ხანია მახსოვს მაგის ფერი და რომელი იყო არ ვიცოდი biggrin.gif

Posted by: old_man Dec 4 2012, 11:09 PM

აღარ მახსოვს, ერთნაირი ფერები თუ იყო ფორუმელებში?

Posted by: Existence Dec 4 2012, 11:16 PM

marissa

ეხლა ვნახე ))))) , ხო მე ვიყავი smile.gif

Posted by: marissa Dec 4 2012, 11:23 PM

old_man
კი იყო რამდენიმე,ისე ზუსტად ერთნაირი არავისი არაა,ძაან იშვიათია მგონი არც შემხვედრია. ზოგი შედარებით გავს ერთმანეთს მკვეთრი ფერები უფრო მამახსოვრდება აი მაგალითად Existence და Lashapoli გვანან ერთმანეთს განსხვავება ისაა რო ერთი მუქი წითელია ანუ შვინდისფერი და მეორე კიდე სუფთა წითელი მარა საერთო ჯამში გვანან.კიდე იყო რამდენიმე ვინც გავდნენ ერთმანეთს

Posted by: Lashapoli Dec 5 2012, 12:13 AM

QUOTE(marissa @ Dec 5 2012, 12:23 AM) *
old_man
მაგალითად Existence და Lashapoli გვანან ერთმანეთს

ჩემი ცხოვრების აჩრდილია ))))

Posted by: Existence Dec 5 2012, 12:29 AM

QUOTE(Lashapoli @ 5th December 2012 - 12:13 AM) *
ჩემი ცხოვრების აჩრდილია ))))


შენ უკბინე აჩრდილს )))))

Posted by: old_man Dec 7 2012, 01:09 PM

მალე დავდებ ფერების განმარტებას კომპეტენტური წიგნიდან. ინტერნეტში ძირითადად პაპსა განმატებებია.
რიჩარდ ვებსტერის წიგნია სახელად "აურის კითხვა". ახლა წავიკითხე ერთი თავი თუ როგორ შეიძლება ნუმეროლოგიით აურის ფერის გაგება. გავაკეთე ეს ტესტი ჩემი დაბადების თარიღის მეშვეობით და დამიჯდა ვარდისფერი, ის ფერი რაც მარისამ მითხრა ))). ცოტა ხანში დავწერ დაწვრილებით ძაან საინტერესოა

Posted by: old_man Dec 7 2012, 01:43 PM

ჯერ ნუმეროლოგიაზე გეტყვით ცოტაოდენს. ნუმეროლოგია ეს არის უძველესი მეცნიერება რომელიც რიცხვებს იკვლევს. თქვენი დაბადების თარიღით ძაან ბევრის რამის თქმა შეიძლება. ჯერ უნდა გამოვითვალოთ თქვენი ცხოვრების რიცხვი რომელია. შემდეგ ამ რიცხვის საშუალებით გავიგებთ თქვენს აურის ფონს. ეს ძირითადი ფერი "აურის ფონი" უმეტესად ემთხვევა აურის ფერს. მაგრამ შეიძლება არ დაემთხვეს!
მოკლედ ჯერ ვიგებთ ჩვენს რიცხვს. დაბადების ტარიღით. დავიბადე 1981 წლის 31 დეკემბერს. უნდა დავაჯამოთ სათითაოდ და დავიყვანოთ ერთნიშნა რიცხვამდე. (1981 31 12) შევკრიბოთ: ჯერ წელი: 1+9+8+1=19=1+9=10+1+0=1;
რიცხვი: 3+1=4;
თვე 1+2=3.
ჯამი: 1+4+3=8

ახლა ფერებს შეესაბამება რიცხვები:
1. წითელი
2. ნარინჯისფერი
3.ყვითელი
4.მწვანე
5. ცისფერი
6. ლურჯი
7. იისფერი
8. ვარდისფერი
9. ბრონზოვი (ქართულად როგორ იქნება, ბრინჯაოსფერი არ იხმარება)
11. ვერცხლისფერი
22. ოქროსფერი


თუ სულ ბოლოს ამოგივიდათ 11 ან 22 ისინი არ ჯამდება! ეს ნიშნავს რომ ამ რიცხვების ადამიანს სხვა ადამანებთან შედარებით დიდი პოტენციალი გააჩნია.
მგონი ეგზისტენსის რიცხვი გამოდის 22 ))) მარისამ უთხრა შვინდისფერი, შვინდისფერი-ოქროსფერი ახლოსაა. იგივეა

Posted by: anima mundi Dec 7 2012, 02:21 PM

old_man

1988+ 12+ 10
1+9+8+8 = 1 + 8 +8 = 7
1+2=3
1+0 = 1

7+3 +1
=11
სწორად შევკრიბე?
ეს ადამიანი სრულიად უნიკალური და ყველაზე მრავამხრივ განვიტარებული ჩემი ნაცნობებიდან.. ჩემი გრძნობით l_sunny.gif smile.gif


მე გამომდის 4, მაგრამ მწვანე ხარო არავის უთქვამს..

Posted by: old_man Dec 7 2012, 02:22 PM

QUOTE
სწორად შევკრიბე?

არა

Posted by: anima mundi Dec 7 2012, 02:37 PM

biggrin.gif biggrin.gif
ჩემი ტვინის ტექნიკური ნაწილი აღარ არსებობს მგონი, ოცმადე ვერ შევკრიბე )))))ომმმმმ..
ხო, გამოვიდა 3.

და გიო.გეოოსი როგორია?

Posted by: old_man Dec 7 2012, 02:46 PM

შემშლია biggrin.gif

სწორად აი ასე უნდა ვიანგარიშოთ:

12 (თვე) + 31 (რიცხვი) + 1981 = 2024 = 2+0+2+4 = 8 ჩემი ისევ 8 - ვარდისფერი გამოდის

მაგრამ ეგზისტენსის 22 აღარ გამოდის. 2011+2+0+1+1=4

anima mundi
1988+ 12+ 10 = 2010 = 2+0+1+0 = 3

Posted by: anima mundi Dec 7 2012, 02:55 PM

marissa

არ გინდა ფორუმ.გე_ზე შხვიდე და Hyperzet დაელაპარაკო? წინა გვერდებზე დავდე მაგი პოსტები.. შენნაირად ხედავს და გაუზიარებდით გამოცდიებას smile.gif)) მე აუცილებალდ გავიცნობდი რავიცი.. შენს მაგიერ მე მომინდა biggrin.gif

ისე თუ ფორუმელებიდან ხართ ვინემ თბილისი ფორუმზე შეგიძლიათ მწიეროთ და დაპატიჟოთ ჩვენთან შეხვედრაზე.. ან მე დავპატიჟებ.

Posted by: chemikerin Dec 7 2012, 02:59 PM

რაღაც დიდად არ მჯერა ამ ყველაფრის... მარისამ ხომ თქვა რომ დიდ უმრავლესობას ნარინჯისფერი აქვსო... ანუ რა გამოდის? რომ მათი (უმრავლესობის) ცხოვრების რიცხვი 2 არის? რაღაც არა მგონია ესე იყოს...
old_man
თან აურას მარტო ეგ ფერები ხომ არ აქვს რაც ჩამონათვალში გიწერია? მათი კომბინაციებიც შეიძლება იყოს...

Posted by: old_man Dec 7 2012, 03:10 PM

chemikerin
მართალი ხარ.
მე როგორც გავიგე ეს მთლად აურის ფერიც არ ყოფილა. ყოველთვის არ ემთხვევაო
პირველ რიგში მარისას ვენდობით რა თქმა უნდა secret.gif

Posted by: chemikerin Dec 7 2012, 06:15 PM

old_man
ვაა ეს ავატარი ადრეც ხომ გქონდა?

Posted by: chemikerin Dec 7 2012, 06:24 PM

უი ერთი კითხვა მაქვს...
ხომ არ იცით ვინმემ ეთერულ და ეფირულ სხეულებს შორის რა განსხვავებაა?

Posted by: old_man Dec 7 2012, 06:51 PM

chemikerin
ეთერი ქართულად არის ეფირი რუსულად smile.gif

ამ თემაშია განხილული სხვადასხვა სხეულები
http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=1830

Posted by: td......... Dec 7 2012, 09:20 PM

არ სეიძლება აურის რიცხვობრივი კოეფიციენტით გამოთვლა, აურა ცვალებადია, მიუხედავად იმისა , რომ ჩვენი იუზერი რეალისტიც ამტკიცებდა, რომ აურა დაბადებიდან მოგვდევს და არ იცვლება ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. ბევრი ცდებია ჩატარებული და დამტკიცებულია რომ აურის ფერი ბევრ რამეზეა დამოკიდებული და იცვლება.

Posted by: chemikerin Dec 7 2012, 09:41 PM

old_man
მადლობთ... smile.gif

Posted by: marissa Dec 8 2012, 01:21 PM

ეხლა გადავხედე თქვენ პოსტებს და არ ვიცი ამ ნუმოროლოგიით გამოთვლა აურის ფერის რაღაც არადამაჯერებლად მეჩვენება შეიძლება მართლა ერიოს სიმართლის მარცვალი მაგრამ ესე ტესტებით თუ გამოთვლებით და მსგავსი მსჯელობის შედეგად გაგება აურის ფერის ჩემი აზრით შეუძლებელია,პირიქით შეიძლება შეცდომაში შევიდეთ და მაგ რიცხვების განმარტებებიც რაც ვნახე შეცდომითაა სურულიად დარწმუნებული ვარ რო მაგალითად 4 შეუძლებელია იყოს მწვანე იმიტომ რომ ყვითელია.ჩემი გამოვთვალე და 5ია მაგრამ ზუსტად ვიცი რო ჩემი აურა ცისფერი არაა და თან 5 სინამდვილეში წითელია,არც წითელი აურა მაქვს.

Posted by: old_man Dec 8 2012, 02:11 PM

marissa

QUOTE
მაგრამ ზუსტად ვიცი რო ჩემი აურა ცისფერი არაა და თან 5 სინამდვილეში წითელია,არც წითელი აურა მაქვს.

რა ფერია შენი აურა?

Posted by: marissa Dec 8 2012, 03:57 PM

old_man
მართალია ვერ ვხედავ მაგრამ ვგრძნობ და ვიცი რა ფერებშია დაახლოებით მაგრამ მიჭირს სახელის დარქმევა.გიომ მითხრა ღია იისფერი ენერგია გაქვსო მეც დაახლოებით მაგ ფერებში ვგრძნობ რაღაც ღია ფერები ერთმანეთში გარდამავალი. ზოგჯერ როცა დიდხანს ვუყურებ ერთ ადამიანს მგონია რო მეც იმის ფერი ვხდები, ფერი ჩემში შემოდის,თითქოს მეც ის ადამიანი ვხდები არ ვიცი როგორ ავხსნა მოკლედ არც ისე სასიამოვნო შეგრძნებაა.
ისე იცით რას ვფიქრობ მსოფლიოში მეტი სინესთეტი რო იყოს ნაკლები დანაშაული მოხდებოდა ყოველ შემთხვევაში მკვლელობა

Posted by: chemikerin Dec 8 2012, 04:09 PM

marissa
სარკეში ვერ ხედავ შენს აურას???

Posted by: tikoroma Dec 8 2012, 04:46 PM

ჩემი მეგობარი ხედავდა სიტყვების ფერებს და ჩემი სახელი და გვარის მიხედვით ყვითელი ვიყავი

Posted by: anima mundi Dec 8 2012, 04:59 PM

რატომ არ შემოდის ის ბIჭი, მთელი გულით დავპატიჟე..

Posted by: marissa Dec 8 2012, 05:43 PM

QUOTE(tikoroma @ Dec 8 2012, 04:46 PM) *
ჩემი მეგობარი ხედავდა სიტყვების ფერებს და ჩემი სახელი და გვარის მიხედვით ყვითელი ვიყავი

შენი ნიკი ყვითელია მართლა და სახელიდა გვარი არ ვიცი biggrin.gif

Posted by: tikoroma Dec 8 2012, 08:39 PM


ყვითელი კარგია თუ ცუდი biggrin.gif

Posted by: marissa Dec 8 2012, 09:01 PM

tikoroma
სახელის და გვარის ფერი არაა გდამწყვეტი მთავარია თვითონ რა ფერი ხარ ისე ყველა ფერი კარგია უბრალოთ განსხვავებული თვისებებით.მე მომწონს ყვითელი თბილი ფერია ოღონთ ყვითელი ლიმნისფერი

Posted by: td......... Dec 8 2012, 09:15 PM

ნეტა მე რა ფერი ვარ?! :როლლ:

Posted by: tikoroma Dec 8 2012, 09:24 PM

td.........

ციტატა
ნეტა მე რა ფერი ვარ?! :როლლ:

შენ ხარ ყველაზე ნაზი ფერი l_daisy.gif

Posted by: marissa Dec 8 2012, 11:07 PM

QUOTE(td......... @ Dec 8 2012, 09:15 PM) *
ნეტა მე რა ფერი ვარ?! :როლლ:

თუ გინდა სახელი და გვარის ფერს გეტყვი secret.gif

Posted by: anima mundi Dec 9 2012, 12:55 AM

marissa

ფოტოდან ვერაფერს ხედავ? ძალიან მაინტერესებს ერთი არსების ფერი.. ძალიან ძალიან
ან ვიდეოს გაჩვენებდი, ან ლექსი რო წაიკითხო იმის დაწერილი თუ მიხვდები smile.gif))))
სახელი და გვარიც შემიძლია გითხრა

Posted by: earth Dec 9 2012, 08:19 AM

marissa
ჩემი ნიკი რა ფერია?

Posted by: td......... Dec 9 2012, 12:25 PM

marissa
მინდა კი ძალიან.. smile.gif მითხარი..

Posted by: td......... Dec 9 2012, 12:34 PM

tikoroma
:* biggrin.gif

Posted by: anima mundi Dec 10 2012, 01:43 AM

http://www.radikal.ru

Posted by: anima mundi Dec 10 2012, 01:58 AM

გავიფიქრე ჩაკრების ფერებთან საერთო ხომ არ აქვსთო, ანუ ვისაც რომელი ჩაკრა უფრო გახსნილი აქვს მასში ის ფერი დომინირებს.. და ამ ფოტოს გადავწყდი wink.gif შეიძლება კობინაციებიც ამის მიხედვითა.. ანუ ამ ცაკრები ფერების კომბინაციით რაც მიიღება?

Posted by: ##### Dec 10 2012, 05:02 AM

ამაზე მეც დავფიქრდი ერთხელ, მაგრამ დამეზარა კითხვის დასმა biggrin.gif

Posted by: kate Dec 12 2012, 07:56 PM

QUOTE(vano kazbegi @ Dec 3 2012, 06:17 PM) *
3 კვირაა რაღას მუდმივ მოძრავი ეგრედსწოდებული აურა წამიერ ფერებს იცვლის და ორანჯისფერი კი ღიავდებასავით . თქვენ ხომ არაფერ ამჩნევ ან ვინმემ იქნებ იცის მიზეზი?

ორანჯისფერში მოყვითალოს გულისხმობ? და კიდევ, ამ ფერებს მხოლოდ მცენარეებსა და წყალზე ხედავ თუ ცაზეც? თუ ცაზეც ხედავ, ერთი რამ მინდა გთხოვო, პირით ჩრდილოეთისკენ დადექი დილით და დააკვირდი რომელ მხარეს უფრო მკვეთრია ფერები

Posted by: vano kazbegi Dec 13 2012, 12:34 PM

QUOTE(kate @ Dec 12 2012, 07:56 PM) *
ორანჯისფერში მოყვითალოს გულისხმობ? და კიდევ, ამ ფერებს მხოლოდ მცენარეებსა და წყალზე ხედავ თუ ცაზეც? თუ ცაზეც ხედავ, ერთი რამ მინდა გთხოვო, პირით ჩრდილოეთისკენ დადექი დილით და დააკვირდი რომელ მხარეს უფრო მკვეთრია ფერები

არც მოყვითალო ფერია , ცაზე და მცენარეებზეც ორივეზე ჩანს უფრო სამხრეთისკენ არის მოქმედება ვიდრე ჩრდილოეთი. მე ამ ბოლო დროს მგონია რომ ამ ყველაფერს NASA-ს მიერ არის სპეციალური ლაზერების გამო, ამას წინათ საიტებზე ვეძებდი ფერების მნიშვნელობებით გამო და შემთხვევით სპეციალურ საიტზე შევედი, კომპიუტერი გამივირუსდა იმ საიტზე, და სხვა გზა არ მქონდა ინტერესით ვკითხულობდი , NASA-ს მიერსაიდუმლო ექსპერიმენტები რა დროშას მე თავიდანვე დავინახე სტაფილოსფერი ველი, თურმე ყოფილა კოსმოსური ტელე ლაზერებისგან. ვითომ სასწაულები ხდებოდეს ცაზე, ან ხმები კოსმოსიდან და ა.შ. ( ხმები მე არ მესმოდა როგორც სხვები აღწერენ).
შესაძლოა NASA-მ გააკეთა ეს ყველაფერი როგორც საიტზე იყო აღწერილი. ისევ მთლად არ ვარ დარწმუნებული რომ , NASA-ს დავაბრალო.

Posted by: kate Dec 14 2012, 12:39 PM

vano kazbegi
მადლობთ ვანო, NASA- s da HAARP-ის ექსპერიმენტები ნამდვილად ბევრ რამეზე ახდენენ გავლენას, მაგრამ მოყვითალო ან მოცისფრო ფერების დანახვას შენგან კარგა ხანია ველი, რაღაც ისეთის ადრე რომ არ გინახია, და ის მაინტერესებს ეს ფერი ცისფერითან უფრო ახლოსაა თუ ყვითელთან და თან იმდენად ჩრდილოეთ - სამხრეთს კი არა აქვს მნიშვნელობა, რამდენადაც აღმოსავლეთს და დასავლეთს

Posted by: chemikerin Dec 14 2012, 02:52 PM

kate

QUOTE(kate @ Dec 14 2012, 12:39 PM) *
vano kazbegi
მადლობთ ვანო, NASA- s da HAARP-ის ექსპერიმენტები ნამდვილად ბევრ რამეზე ახდენენ გავლენას, მაგრამ მოყვითალო ან მოცისფრო ფერების დანახვას შენგან კარგა ხანია ველი, რაღაც ისეთის ადრე რომ არ გინახია, და ის მაინტერესებს ეს ფერი ცისფერითან უფრო ახლოსაა თუ ყვითელთან და თან იმდენად ჩრდილოეთ - სამხრეთს კი არა აქვს მნიშვნელობა, რამდენადაც აღმოსავლეთს და დასავლეთს

გთხოვთ, იქნებ დაწეროთ, რას უკავშირებთ ამ ფერების გამოჩენას... smile.gif

Posted by: vano kazbegi Dec 14 2012, 04:18 PM

QUOTE(kate @ Dec 14 2012, 12:39 PM) *
vano kazbegi
მადლობთ ვანო, NASA- s da HAARP-ის ექსპერიმენტები ნამდვილად ბევრ რამეზე ახდენენ გავლენას, მაგრამ მოყვითალო ან მოცისფრო ფერების დანახვას შენგან კარგა ხანია ველი, რაღაც ისეთის ადრე რომ არ გინახია, და ის მაინტერესებს ეს ფერი ცისფერითან უფრო ახლოსაა თუ ყვითელთან და თან იმდენად ჩრდილოეთ - სამხრეთს კი არა აქვს მნიშვნელობა, რამდენადაც აღმოსავლეთს და დასავლეთს

ცისფერი ისედაც არის , მაგრამ თუ სხვა რამე ფერზეა მაგალითად მუქი ცისფერი ან ღია ცისფერი და ა.შ. მნიშვნელობები ნამდვილად არ ვიცი. ყვითელი ფერი კი არა მაგრამ რაღას მოიღიავო ორანჯისფერის მაგვარია და ისიც მოლივლივეა. მე ამ მნიშვნელობებს ნამდვილად ვერ ავღწერს და რითგან არის გამოწვეული ნამდვილად გამიჭირდება მისი ახსნა. NASA- ს და HAARP -ის ორივე საიდუმლოდ საექსპერიმენტოდ და გამოცდას ცდიან ჩვენზე, შეიძლება შეცდომებშიც კი შეიყვანოთ ხალხი და რელიგიაც კი. არ ვიცი რა სისტემით იარაღს ფლობენ ისინი რომ ხალხი ზომბირებად გამოიყენონ თუ სხვა მიზანი აქვს მათ.
3 თუ 2 დღის წინ ძალიან ამწვანებული ფერი დამხვდა და + მიწისძვრის ველიც კი გამოჩნდა . სიმართლე გითხრა ნამდვილად გადავირიე რუსთავში ხომ არ ხდებათქო.

Posted by: vano kazbegi Dec 14 2012, 04:24 PM

ეს ფერები რომ გამოჩნდა სწორედ ის მომწვანო და სხვა მოყავისფრო მოლივლივე მიწისძვრის ველი სასომხეთში მოხდა დამანგრევებელი მიწისძვრა..ღმერთმა დაგვიფაროს ავისგან და უბედურისგან.
ეს ბოლო დღეებია ცვლილებებია მიწიდან სულ სხვა მოძრავი ველია და ისეთივე ველი ადრე ბატონ თალეს შონიასთან რომ ვმუშაობდი, მაშინ უცხო-პლანეტელების გამოჩენას უკავშირდებოდა, მე პირადად არ მინახია ფრინავი ობიექტი და აი ბატონ თალეს შონიას უკვე გადაუღიათ .

Posted by: marissa Dec 26 2012, 06:11 PM

არ ვიცი რა ხდება მაგრამ ბოლო ორი დღეა ფერები შეიცვალა და გამუქდა თითქოს მოწითალო ფერებშია ყველაფერი და რას შეიძლება იყოს მიზეზი არ ვიცი.ვერაფერს ამჩნეევთ თქვენ ჩემზე ძალიან ცუდათ მოქმედებს

Posted by: matashi Dec 27 2012, 06:47 PM

marissa
მარისა ენერგეტიკა გაისუფთავე.თავდასაცავად რას იყენებ?ადამიანები რომლებიც აურას ხედავენ და ენერგეტიკას გრძნობენ უფრო მგძნობიარეები არიან ნეგატივზე.შეიზლება ეს იყოს მიზეზი მახსოვს ჩემს ერთ რუს მეგობარს დაემართა ეგრე ისიც ხედავს აურას და ერთხელ გამკრთალდა ფერები ვეღარ ხედავდა წესიერად და ოსტატმა ენერგეტიკა გაუსუფტავა და ენერგობლოკი დაუყენა და მისმერე ჩვეულებრივად ხედავს

Posted by: marissa Dec 27 2012, 07:03 PM

QUOTE(matashi @ Dec 27 2012, 06:47 PM) *
marissa
მარისა ენერგეტიკა გაისუფთავე.თავდასაცავად რას იყენებ?ადამიანები რომლებიც აურას ხედავენ და ენერგეტიკას გრძნობენ უფრო მგძნობიარეები არიან ნეგატივზე.შეიზლება ეს იყოს მიზეზი მახსოვს ჩემს ერთ რუს მეგობარს დაემართა ეგრე ისიც ხედავს აურას და ერთხელ გამკრთალდა ფერები ვეღარ ხედავდა წესიერად და ოსტატმა ენერგეტიკა გაუსუფტავა და ენერგობლოკი დაუყენა და მისმერე ჩვეულებრივად ხედავს

არ ვიცოდი თავდაცვა თუ სჭირდებოდა ამას.ჩემ შემთხვევაში პირიქითაა მკრთლათ არა ზოგჯერ უფრო მკვეთრად ვხედავ არ ვიცი რაღაც დარეგულირებასავით ჭირდება,ფერების შეცვლა უფრო თვითონ გარემოს ბრალიახოლმე მაგალითად ეს ბოლო დღეები იმდენად გაწითლდგანარინჯისფერდა გარემო,სულ ცუდათ ვიყავი რაღაცა ცუდს ველოდებოდი.ეხლა შედარებით დალაგდა და ისეთი წითელი აღარ უფრო ნარინჯისფერია მაგრამ ეს მაინც არაა ჩვეული მდგომარეობა
ეგ ენერგობლოკი რა არის როგორ უნდა დააყენო

Posted by: chemikerin Dec 27 2012, 07:19 PM

marissa

QUOTE
გაწითლდგანარინჯისფერდა გარემო

ანუ როგორც vani kazbegi ხედავს მცენარეებზე, მიწაზე ეგრე ხედავ შენც გარემოზე ფერებს?

Posted by: marissa Dec 27 2012, 07:27 PM

QUOTE(chemikerin @ Dec 27 2012, 07:19 PM) *
marissa

ანუ როგორც vani kazbegi ხედავს მცენარეებზე, მიწაზე ეგრე ხედავ შენც გარემოზე ფერებს?

არ ვიცი როგორ ავხსნა ხო ეგრე გამოდის მთლიანად დედამიწის გარემოს თუ რა დავარქვა.მცენარეებზე ვერ ვხედავ მაგრამ ზიგჯერ ისეთ რაღაცასაც ვხედავ ამ ბოლო დროს რაც აქამდე არ დამინახია მაგალითად გარემოს ფერის შეცვლა ესე მკვეთრად არასდროს მიგვრძნია აქამდე

Posted by: Anna Dark Dec 29 2012, 12:34 AM

სინესთეზიის შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცი, ამიტომ პირველ გვერდზე განთავსებულმა ტექსტმა ცოტათი კი არადა, ძალიან დამაბნია.
რა მოლეკულებზეა საუბარი?
რა საშუალებით ხდება სინესთეზიის დადგენა?
ჩემს მაგალითს გეტყვით: სიტყვებს, ასოებს, ციფრებს აღვიქვამ ფერებში. სულ რომ შავად ეწეროს, ჩემთვის მაინც სხვა შეფერილობა აქვს.
არის თუ არა ეს სინესთეზიის ნიშანი?

Posted by: რეალისტი Feb 18 2013, 10:29 PM

https://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=Aak3vVgcYBQ

Posted by: რეალისტი Feb 18 2013, 10:36 PM

http://www.radikal.ru

www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=Aak3vVgcYBQ

Posted by: marissa Feb 19 2013, 12:47 AM

რეალისტი
სინესეთეზიია დანარჩენ 6 შეგრძნების ორგანოზე თუ ახდენს გავლენას ან თუ შეძლება ისეთი შეგრძნებები გამოიწვიოს რაც ადამიანს თვითონ არ ეკუთვნის

Posted by: რეალისტი Feb 20 2013, 01:56 AM

მარისა დამიკავშირდით ტელეფონზე და ყველაფერს იქ აგიხსნით. ჩემი ნომერი არის ჩემს საიტზე.
www.aura-help.ge იქვე იპოვით სინესთეზიაზე მცირე ინფორმაციას.www.aura-help.ge/node/136

Posted by: რეალისტი Feb 23 2013, 10:48 PM

marissa
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას.
არის ცხოვრებისეული საკითხები, რომლის საჯაროდ განხილვა არის მეტისმეტად მიუღებელი. ვინაიდან საკითხს რომელსაც თქვენ შეეხეთ აქვს როგორც პოზიტიური ასევე ნეგატიური მოქმედება. მითუმეტეს როდესაც პრობლემა იხილება საჯარო და ისიც ვირტუალურ სივრცეში. სხვა სიტყვებით, მას ხედავს როგორც კეთილ მოსურნე ასევე სავსებით შესაძლებელია ნეგატიური ენერგიებით დატვირთული ადამიანები. თუ, დავეყრდნობით ეზოთერული პოსტულატებს არ არის გამორიცხული, რომ, სამყარომ (იგულსხმება მხოლოდ ადამიანები) მოხდინოს დაინტერესებულ პირზე ადრესატზე უარყოფითი ზემოქმედება.(ზეგავლენა, ფანტომური ეფექტი) ამიტომაც მე შეგნებულად არ ვცემ პასუხს ზოგიერთ შეკითხვებს ვირტუალურ სივრცეში. ვიცი რა მისი უარყოფითი შედეგები.
ასე, რომ, marissa გნებავთ დაიჯერეთ გნებავთ არა. ეს თქვენი გადასაწყვეტია.

Posted by: teolina Mar 12 2013, 08:58 PM

გამარჯობათsmile.gif პირველად ვპოსტავ აქ და ვერ წარმოიდგენთ როგორი გახარებული ვარ იმით,ჩემს მდგომარებას( თუ შეიძლება სე ეწოდოს) ახსნა მოვუძებნე.

მოკლედ დაახლოებით უკვე 2 წელია სუნებს აღვიქვავ ფერებად. პატარაობიდან ყნოსვა განსაკუთრებულად მაქვს განვითარებული მაგრამ,ასეთი რამ არასოდეს დამმართვნია.
პირველი სუნი,რომელიც ფერად აღვიქვი იყო,იასამნისფერი.და მას შემდეგ როდესაც ვგრძნობ რაიმე სუნს,მაშინვე აღვიქვავ მის ფერს.
ხმამაღლა მეშინოდა ამის თქმა ახლობლებითვის,მეგონა რომ რამე პრობლემა მქონდა თავში.ეხლა ცოტა დავმშვიდდი.
მინდა რაც შეიძლება ბევრი გავიგო ამ ფენომენის შესახებ და როგორ შეიძლება რომ უფრო მეტად განვავითარო ან საერთოდ,როგორ შეიძლება შემოწმდეს,ნამდვილად სინთეზიასთან მაქვს საქმე თუ სხვა რაიმე დარღვევასთან?

Posted by: old_man Mar 12 2013, 10:12 PM

teolina

QUOTE
მინდა რაც შეიძლება ბევრი გავიგო ამ ფენომენის შესახებ და როგორ შეიძლება რომ უფრო მეტად განვავითარო ან საერთოდ,როგორ შეიძლება შემოწმდეს,ნამდვილად სინთეზიასთან მაქვს საქმე თუ სხვა რაიმე დარღვევასთან?

სინესთეზიაა მხოლოდ ყნოსვითი. კიდევ სხვა შეგრძნები ხომ არ გაქვს? მაგალითად სიტყვებს ფერებში ხომ არ აღიქვამ?
ჩვენს ფორუმზე marissa-ს აქვს აქვს ხედვითი და სმენითი სინესთეზია. ასევე რეალისტი იკვლევს მეცნიერულად ამ ფენომენს. ისინი გაგარკვევენ უფრო ღრმად
smile.gif

Posted by: RandleMcMurphy Mar 12 2013, 10:36 PM

oooo es -"fenomeni" -s raoba iseti raimeaaaaa?! ...

Posted by: teolina Mar 12 2013, 10:54 PM

QUOTE
სინესთეზიაა მხოლოდ ყნოსვითი. კიდევ სხვა შეგრძნები ხომ არ გაქვს? მაგალითად სიტყვებს ფერებში ხომ არ აღიქვამ?
QUOTE

არა,მხოლოდ სუნებს ვხედავ...თუმცა ძალიან იშვიათად მუსიკას აღვიქვავ ხოლმე როგორც "ეკვალაიზერს"...და არ ვიცი ეს რამდენად კავშირშია.

Posted by: რეალისტი Mar 13 2013, 07:07 PM

teolina
გადახედეთ

სინესთეზია www.youtube.com/watch?v=-Gxe_jFaa_0
სინესთეზია www.youtube.com/watch?v=Aak3vVgcYBQ

Posted by: teolina Mar 13 2013, 09:23 PM

საინტერესოაsmile.gif ესეიგი, ჩემს მდგომარეობას "არომასინესთეზია" ვუწოდე.
ძალიან საინტერესოა და მიხარია,რომ მარტო არ ვარ smile.gif

Posted by: teolina Mar 13 2013, 09:27 PM

საინტერესოა,პარფიუმერიაში თუ შევძლებ გამოყენებას,თუკი ვიხელმძღვანელებ ფერებით და არა, არომატით.მაგალითად ყვითელი და შავი ფერის არომატები შევუხამო ერთმანეთს,როგორ შედეგს მივიღებ... ტანსაცმელში ლამაზია ეს კომბინაცია.

Posted by: tikoroma Mar 14 2013, 09:29 AM

teolina
ბილაინის არომატს შექმნი biggrin.gif

Posted by: Anna Dark Feb 18 2014, 01:59 AM

QUOTE(marissa @ Nov 13 2012, 04:45 PM) *
კატების უმეტესობა იისფერია smile.gif


ჩემი საყვარელი ცხოველი ჩემი საყვარელი ფერის ყოფილა biggrin.gif

Posted by: Anna Dark Feb 18 2014, 02:06 AM

QUOTE(anima mundi @ Nov 28 2012, 01:26 AM) *
- დამწერლობა/ფერი - ყოველ ასოსთან გარკვეული ფერის ასოცირება (ხანდახან ამ ფერს ხედავენ კიდეც)
- ციფრული სინესთეზია - ყოველი ციფრი, კვირის დღე, რიცხვი იწვევს ფერის ასოციაციას.


ჩემი შემთხვევა yes.gif

Posted by: love you May 26 2016, 01:23 AM

მოგესალმებით smile.gif არის აქ ვინმე?

Posted by: tty_ May 27 2016, 05:01 PM

love you
სალამი. აქ ვართ. გაფანტულად მაგრამ მაინც ვართ ხოლმე.

Posted by: Kurame Jun 2 2016, 11:55 AM

არ ვიცი ამ პოსტს რამდენად შეესაბამება რასაც დავწერ მაგრამ მაინც.

მე გემოს აღვიქვავ მაშინ როდესაც არაფერს ვჭამ. ან პურს ვჭამ იმის გემოზე რაც მიყვარს. მაგალითად ძალიან მიყვარს პომინდვრის საწებელი ^__^ და მიყვარს მისი პურთან ერთად ჭამა . ერთხელ გამითავდა ეს საზებელი , ავიღე პური და რომ ვჭამდი თან საწებელზე ვფიქრობდი და უცებ გამიჩნდა მისი გემოს შეგრძნება . პური ისე ვჭამე რომ თითქოს საწებელს ვაყოლებდი თან. არადა მხოლოდ პურს ვჭამდი. ეს სულ რამდენიმეჯერ გამომივიდა. ერთხელ ჩემი საყვარელი სალათის გემო შევიგრძენი , ოღონდ ისე , რომ მაშინ არაფერს ვჭამდი. სრულიად შემთხვევით მისი გემო სრულიად შევიგრძენი.

მემგონი კარგად ავხსენი რასაც ვგრძნობდი. smile.gif

ოღონდ ეს ძალიან იშვიათად გამომდის.

Posted by: earth Jun 2 2016, 05:09 PM

Kurame
ეს რაც დაწერე არსებობს.
აი როგორც გაავითარო მესამე თვალი, მხედველობის შემთხვევაში, ასევეა ყნოსვაზე და გემოზე, და შეგრძნებაზე. რაც გააკეთე ეს არის სავარჯიშო, არსებობს მასეთი სავარჯიშოები.

Posted by: Kurame Jun 2 2016, 08:02 PM

ციტატა(earth @ Jun 2 2016, 05:09 PM) *
Kurame
ეს რაც დაწერე არსებობს.
აი როგორც გაავითარო მესამე თვალი, მხედველობის შემთხვევაში, ასევეა ყნოსვაზე და გემოზე, და შეგრძნებაზე. რაც გააკეთე ეს არის სავარჯიშო, არსებობს მასეთი სავარჯიშოები.



ფორუმზე არის ეგ მასალა? ან არის რაიმე ქართულად ნათარგმნი ამის შესახებ?

Posted by: earth Jun 2 2016, 08:49 PM

როგორც ვიცი არ არის ფორუმზე, მარტო მესამე თვალზეა საუბრები ამ ემაზე.
მეც ერთი ლექცია მაქვს მოსმენილი და იქიდან ვიცი.

Posted by: Kurame Jun 3 2016, 12:13 PM

ციტატა(earth @ Jun 2 2016, 08:49 PM) *
როგორც ვიცი არ არის ფორუმზე, მარტო მესამე თვალზეა საუბრები ამ ემაზე.
მეც ერთი ლექცია მაქვს მოსმენილი და იქიდან ვიცი.



ბოლოს ხუთი დღის წინ მქონდა ეგ შეგრძნება , ვცდილობ განვავითარო მაგრამ ჩემი ნებით არაფერი გამოდის. მედიტაციის დროს ყურადღებას მხოლოდ გემოზე ვამახვილებ და ასეთ ვარჯიშებს ვაკეთებ მაგრამ არაფერი გამომდის. თითქოს ჩემი ნება არ არისო. ან ინსტიქტურად გამომდის ხოლმე. სამწუხაროდ უცხო ენები არ ვიცი თორე ამდენხანს ბევრ მასალას გავეცნობოდი. sad.gif

Posted by: earth Jun 3 2016, 10:08 PM

რუსულ ენაზე იქნება ალბათ ინფორმაცია ამ თემაზე.
ახლა არვიცი რა როლი შეიძლება ითამაშოს, გემოს, ან სუნის შეგრძნების განვითარებამ. მაშინ როცა მოვისმინე ასე აღნიშნეს,–როგორც მესამე თვალიო, ისე მესამე ცხვირი, ენა და გრძნობაო. მესამე თვალი ვიცი რომ როცა განვითარდება ხედავ განსხვავებულად, არ ვიცი რას მოიტანს, ან რაში გამოდგება სხვა გრძნობათა ორგანოების განვითარება. არვიცი...
თუმცა ყველა საკითხს თავისი დანიშნულება აქვს. ხო, კიდევ ის გამახსენდა ახლა, ექსტრასენსმა ყველა ამათზე უნდა ივარჯიშოს და განავითაროსო..

Posted by: Kurame Jun 6 2016, 01:46 AM

ციტატა(earth @ Jun 3 2016, 10:08 PM) *
რუსულ ენაზე იქნება ალბათ ინფორმაცია ამ თემაზე.
ახლა არვიცი რა როლი შეიძლება ითამაშოს, გემოს, ან სუნის შეგრძნების განვითარებამ. მაშინ როცა მოვისმინე ასე აღნიშნეს,–როგორც მესამე თვალიო, ისე მესამე ცხვირი, ენა და გრძნობაო. მესამე თვალი ვიცი რომ როცა განვითარდება ხედავ განსხვავებულად, არ ვიცი რას მოიტანს, ან რაში გამოდგება სხვა გრძნობათა ორგანოების განვითარება. არვიცი...
თუმცა ყველა საკითხს თავისი დანიშნულება აქვს. ხო, კიდევ ის გამახსენდა ახლა, ექსტრასენსმა ყველა ამათზე უნდა ივარჯიშოს და განავითაროსო..


ექსტრა სენსული არაფერი შემიმჩნევია ჯერ. სიზმარი კი ამხდენია მარა არამგონია ეგ მაგასთან იყოს დაკავშირებული . ^_^
რაც შეეხება გემოს დამაინტერესა სინესტეზიამ და შევეცდები გავიგო ამ საკითხის შესახებ .

Posted by: earth Jun 6 2016, 04:02 PM

Kurame
ექსტრასენსობა მგრძნობიარობაა, ანუ გაქვს ისეთი განსხვავებული გრძნობები, რაც სხვას არ აქვს. ყველას აქვს ექსტრასენსული ძალა, უბრალოდ ვერ გრძნობენ.

Posted by: Kurame Jun 7 2016, 01:02 AM

ციტატა(earth @ Jun 6 2016, 04:02 PM) *
Kurame
ექსტრასენსობა მგრძნობიარობაა, ანუ გაქვს ისეთი განსხვავებული გრძნობები, რაც სხვას არ აქვს. ყველას აქვს ექსტრასენსული ძალა, უბრალოდ ვერ გრძნობენ.


საკმაოდ საინტერესო სფეროა.

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)