სამადჰი, პირადი გამოცდილება |
სამადჰი, პირადი გამოცდილება |
Nov 21 2015, 02:00 PM
Post
#261
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 846 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სამადჰი ძალიან გავს კლინიკურ სიკვდილს დავაზუტებ რა ეტაპები გავიარე სამადჰის. მე სულ თავიდანვე ვთქვი, რომ უშუალოდ პროცესში, ანუ 2004 წელს, როდესაც 3 დღე ვიმყოფებდი სამადჰის მდგომარეობაში, მე წარმოდგენაც კი არ მქონდა რომ ეს იყო სამადჰი, მითუმეტეს როგორი სახის. ეს მოგვიანებით 2011 წელს გამოვარკვიე. კიდევ ვიმეორებ, რომ სამადჰის მრავალი სახეობა არსებობს, მაგრამ ვისაუბრებთ მხოლოდ 2_ზე. ეს ორი სამადჰია ყველაზე მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით კი მეორე, ანუ ნირვიკალპა სამადჰი. ყველას, ვინს აკეთებს მედიტაციებს და სახვადასხვა პრაქტიკებს, გამოცდილი ექნება სხვადასხვა მდგომარეობები. მაგრამ ეს მდგომარეობები უკვალოდ ქრება და ერთადერთი რასაც იწვევს არის მათზე დამოკიდებულება. პიროვენებას ისვ უჩნდება დიდი სურვილი, რომ იმ მდგომარეობაში შევიდეს და ამისათვის უფრო მეტ მედიტაციებს და პრაქტიკებს აკეთებს. ეს ფიზიკურ ვარჯიშს გავს. თუ კრგად ივარჯიშებ, მაშინ კარგ ტანს დაიყენებ და კარგ ფორმაში იქნები. მაგრამ ცნობიერებას არ ჭირდება ვარჯიში. მისი ვარჯიში შეიძლება, მაგრამ იმისათვის რომ მიხვდე ვინ ხარ, ამას არ უდა ვარჯიში. ამ პრაქტიკებით, ცნობიერება ვარდება გარკვეულ ტრანსში და ექსტაზში, ნეტარებაში და შემდეგ, უკვე ისევ ცდილობს რომ რაღაც მედიტაციებით იგივე მდგომარეობაში ჩავარდეს. ეს ასე არ არის. ცნობიერების პიველივე გამოვლინება არის ავტომატური ნეტარება და სიხარული. ამას არ ჭირდება მედიტაცია. ამიტომაც არის, რომ ყველა ადამიანს უნდა რომ რაღაც სიამოვნებდეს, ანუ კომფორტულ ზონაში იყოს და არა არაკომფორტულში -, ან ტკივილს განიცდიდეს და ტანვას. დაფიქრდით, რატომ უნდა ყველა ადამიანს სიამოვნება და არა ტანჯვა. პასუხი კი მარტივია, რადგან ადამიანის ბუნებრივი, თავდაპირველი მდგომარეობაა სიამოვნების განცდა. და არა ადამიანის, არამედ ცნობიერების. როდესაც ცნობიერება ვლინდება, პირველი რაშიც ვლინდება სიხარული, სიყვარული და ნეტარებაა. "მე ვარ", ანუ ეგზისტენციალიზმის განცდა განუყოფელია ნეტარებისგან. მე ახლა არ ვისაუბრებ სამადჰის მდგომარეობაში გამიზნულ შესვლაზე, ამაზე მან ისაუბროს, ვინც გამიზნულად შესულა ან შედის ამ მდგომარეობაში. მე ვსაუბრობ იმაზე, რაც მე განვიცადე პირადად. ეს კი იწყება სავიკალპა სამადჰის მდგომარეობით. სავიკალპა სამადჰი არის აბსოლუტის სამყაროსეული ფორმის გამოვლინება. აი სწორედ ზემოთ რო ვსაუბრობდით კატაზე. ნებისმიერი ფორმა არის აბსოლუტის აბსოლუტური გამოვლინება. და სწორედსავიკალპა სამადჰის დროს განიცდი ამას. განა ინტელექტუალურად ხვდები, არამედ განიცდი. თითქოს შენი გონებით ვიღაც გელაპარაკება და გეუბნება, მე ვარ კატა, მე ვარ ქვა, მე ვარ კედელი, მა ვარ კაცი და ა.შ. და როდესაც ვტქვათ გეუბნება რომ მე ვარ კატა, შენ განიცდი როგორია იყო კატა. მაგრამ უშალოდ კატის სხეულს არ იძენ. შენ, შენივე სხეულით რჩები, ეს პროცესი მიმდინარეობს გონებაში. ეს არ ვიცი რამდენ ხანს გრძელდებოდა. მაგრამ იყო პერიოდები, როდესაც გამოდიხარ ამ მდგომარეობიდან და იმდენად გრანდიოზული მოვლენაა, რომ მერე იწყებ ფიქრს ეს რა იყო. მანამდე ფიქრის კონტროლი დაკარგული გაქვს. ეს არის აბსოლუტის ყველა ფორმის განცდა. ეს მეცნიერულადაც დადასტურებულია, რომ სამყარო შედგება უმცირესი ნაწილაკებისაგნ. ყველაფერი რაც არსებობს, გრავიტირებს. ის რაც არ გრავიტირებს, შესაბამისად არც არსებობს. ანუ ყველაფერი შედგება ერთი და იგივე სახის უმცირესი ნაწილაკებისგან. აი ამის განცდა ხდება სავიკალპა სამადჰიში. იშლება განკითხვა, რომ ვიღაც ძლიერია ვიღაც სუსტი, ან ვიღაც მდიდარია ვიღაც ღარიბი, ან ვიღაც ლამაზია ვიღაც მახინჯი. ამ დუალიზმამდელ მდგომარეობაში გადადიხარ. ვიმეორებ, ამას კი არ ხვდეი, არამედ განიცდი. ეს რადიკალურად განსხვავებილი რამეებია. რაც შეეხება პიროვნებას, "მეს", ეს რჩება, მაგრამ ხდება მორჩილი, კეთილი, მიმტევებელი. ანუ ეგოცენტრულობა ქრება, იმის შემხედვარე, რასაც აბსოლუტი განახებს, რომ ქვიშის მაცვალიც კი არ ხარ იმასთან შედარებით რაც ის არის. ამის მიხვედრა კი არა განცდა ხდება. ანუ აბსოლუტი გაყენებს თავის მდგომარეობაში ისე, რომ შენი პიროვნება რჩება. ანუ შენს პიროვნებას აყენებს თავის ადგილას. ანუ ადგილებს გიცვლის, ის ხდება შენი პიროვნება და შენ ხდები ის. ეს განცდა რადიკალურად გცვლის. ცვლილება ცალსახაა: მხოლოდ ზნეობრივი პრინციპების მიმართულებით. იმის შემხედვარე და განმცდელი, თუ რა არის აბსოლუტი, შენი პიროვნება აბსოლუტურად იცვლება. შენ აქამდე იცოდი თუ რა და ვინ ხარ შენ, ანუ ვინ არის შენი პიროვნება, ახლა კი ხედავ აბსოლუტს. მას პიროვნებას ვერ უწოდებ. სავიკალპა სამადჰის შემდეგ მოდის ნირვიკალპა სამადჰი, რომლიდანაც გამოსვლას მოსდევს მდგომარეობა რომელსაც ქვია ტურია. ეს არის მეოთხე განზომილებაში მყოფობის მდგომარეობა. პიროვნება ანუ "მე" ისევ რჩება, მაგრამ საკუთარ თავს აკვირდება გარედან. სიზმარშიც ცხადშიც. აი ჩვეულებრივ დროს, ღვიძილსა და ძილს შორის არის არაცნობიერეი მონაკვეთები, როდესაც ცნობიერება ითიშება და არ ვიცით რა ხდება. მაგ: როდის დაიწყო სიზმარი? და ა.შ. ტურიაში მყოფობის დროს, ნარჩნდება ცნობიერების უწყვეტობა. ეს რუდოლფ შტაინერას აქვს აღწერილი და ამისი მიღწევის გზებზეც ლაპარაკობს, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს მხოლოდ ერთი ეტაპია და ეს ყველაფერი ხდება პიროვნებისთვის, რომ ის შეიცვაოს. ეს ემართება გონებას. მას უყვარს სპეცეფექტები და სწორედ ამ სპეცეფექტების ენაზე ესაუბრება აბსოლუტი. ანუ, ნირვიკალპა სამადჰის გარეშე, ტურია, ანუ მე-4 მდგომარეობა არ მოდის. ანუ უწყვეტი ცნობიერების მდგომარეობას იწვევს ნირვიკალპა სამადჰი, რადგან ეს უკვე გაცილებით ინტენსიური და ღრმა მდგომარეობაა, ვიდრე სავიკალპა სამადჰი. ეს არის, არა ფორმის და სახელების სამყარო, არამედ უფორმობის და პირველადი, ანუ არსობრივი, ის რაც ფორმამდე იყო სამყარო. ეს სამადჰი, სწორედ ამ არსობრივ სიბრტყეში მიმდინარეობს, ანუ ეხება უფრო ნატიფ სიბრტყეს, ვიდრე მატერიალური სხეულები და ფორმებია. ეს მდგომარეობა გათავისუფლებს ტანჯვისგან. ანუ ნირვიკაპლა სამადჰიში არ არის ტანჯვა. ეს გავს სარკეში ანარეკლს: როგორც ადამიანი არ იმყოფება სარკეში, არმედ სარკის წინ დგას და სარკეში მხოლოდ მისი ანარეკლი "იმყოფება", ასევე არ იმყოფება შენი პიროვნება სამყაროში. აიტომ მას არ ეხება არანაირი ტანჯვა რაც შეიძლება არებობდეს. მაგრამ ამ მდგომარეობაშიც კი, პიროვნება რჩება. ანუ ისევ არსებობ შენ და არსებობს სამყარო. ანუ დუალუზმი რჩება, მაგრამ ტანჯვის გარეშე. თავისუფლება ნიშნავს ტანჯვისგან გათავისუფლებას. ახლა ორიოდ სიტყვას ვიტყვი საჰაჯა სამადჰიზე, რომელიც მიიჩნევა სამადჰის უმაღლეს ფორმად. ბევრს შეცდომით გონია, რომ ეს არის გასხივოსნება, ანუ რეალიზება. საჰაჯა სამადჰი, მოსდევს ნირვიკალპა სამადჰის და ხასიათდება სწორედ მე-4 მდგომარეობით, რომელსაც ეწოდება ტურია. მე-4 მდგომარეობა ლიტონს სიტყვებად რომ არ დარჩეს, ავხსნი დეტალურად. ჩვენ ვიცით ადამიანის 3 მდგომარეობა. 1. ღვიძილი 2. სიზმრებიანი ძილი (REM sleep) 3. ღრმა ძილი (Deep sleep, უსიზმრებო ძილი, კომა. იგივე მდგომარეობა, რომელშიც ვიმყოფებით ნარკოზის დროს, ვისაც გამოცდილი აქვს ეცოდინება) და ტურია არის სწორედ მე-4 მდგომარეობა. როდესაც დანარჩენ 3 მდგომარეობას შორის საზღვრები იშლება. ანუ გძინავს თუ გღვიძავს სულ ერთია, არაფერი იცვლება. ცნობიერბა არასდროს წყდებ, სულ აცნობიერებ ყველას და ყოველგვარ მდგომარეობას. ამ მდგომარეობას ეწოდება საჰაჯა სამადჰი. სამადჰი იმიტომ ეწოდება, რომ მომენტებში ნეტარების შეგრძნება ისეთ პიკს აღწევს, რომ ადამიანი სუნთქვას წყვეტს დიდი ხნით, ჭამა სმაზე ზედმეტია საუბარი. ასეთ მდგომარობაში, ანუ საჰაჯა სამათჰიში ერთეულებია ცნობილი, რომელბიც წლობით იყვნენ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დუალიზმი აქაც რჩება, ანუ ეს არ არის გასხივოსნება.[size="2"][/size] -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Nov 22 2015, 01:57 PM
Post
#262
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 23 Joined: 18-November 15 Member No.: 7,465 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დავაზუტებ რა ეტაპები გავიარე სამადჰის. მე სულ თავიდანვე ვთქვი, რომ უშუალოდ პროცესში, ანუ 2004 წელს, როდესაც 3 დღე ვიმყოფებდი სამადჰის მდგომარეობაში, მე წარმოდგენაც კი არ მქონდა რომ ეს იყო სამადჰი, მითუმეტეს როგორი სახის. ეს მოგვიანებით 2011 წელს გამოვარკვიე. კიდევ ვიმეორებ, რომ სამადჰის მრავალი სახეობა არსებობს, მაგრამ ვისაუბრებთ მხოლოდ 2_ზე. ეს ორი სამადჰია ყველაზე მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით კი მეორე, ანუ ნირვიკალპა სამადჰი. ყველას, ვინს აკეთებს მედიტაციებს და სახვადასხვა პრაქტიკებს, გამოცდილი ექნება სხვადასხვა მდგომარეობები. მაგრამ ეს მდგომარეობები უკვალოდ ქრება და ერთადერთი რასაც იწვევს არის მათზე დამოკიდებულება. პიროვენებას ისვ უჩნდება დიდი სურვილი, რომ იმ მდგომარეობაში შევიდეს და ამისათვის უფრო მეტ მედიტაციებს და პრაქტიკებს აკეთებს. ეს ფიზიკურ ვარჯიშს გავს. თუ კრგად ივარჯიშებ, მაშინ კარგ ტანს დაიყენებ და კარგ ფორმაში იქნები. მაგრამ ცნობიერებას არ ჭირდება ვარჯიში. მისი ვარჯიში შეიძლება, მაგრამ იმისათვის რომ მიხვდე ვინ ხარ, ამას არ უდა ვარჯიში. ამ პრაქტიკებით, ცნობიერება ვარდება გარკვეულ ტრანსში და ექსტაზში, ნეტარებაში და შემდეგ, უკვე ისევ ცდილობს რომ რაღაც მედიტაციებით იგივე მდგომარეობაში ჩავარდეს. ეს ასე არ არის. ცნობიერების პიველივე გამოვლინება არის ავტომატური ნეტარება და სიხარული. ამას არ ჭირდება მედიტაცია. ამიტომაც არის, რომ ყველა ადამიანს უნდა რომ რაღაც სიამოვნებდეს, ანუ კომფორტულ ზონაში იყოს და არა არაკომფორტულში -, ან ტკივილს განიცდიდეს და ტანვას. დაფიქრდით, რატომ უნდა ყველა ადამიანს სიამოვნება და არა ტანჯვა. პასუხი კი მარტივია, რადგან ადამიანის ბუნებრივი, თავდაპირველი მდგომარეობაა სიამოვნების განცდა. და არა ადამიანის, არამედ ცნობიერების. როდესაც ცნობიერება ვლინდება, პირველი რაშიც ვლინდება სიხარული, სიყვარული და ნეტარებაა. "მე ვარ", ანუ ეგზისტენციალიზმის განცდა განუყოფელია ნეტარებისგან. მე ახლა არ ვისაუბრებ სამადჰის მდგომარეობაში გამიზნულ შესვლაზე, ამაზე მან ისაუბროს, ვინც გამიზნულად შესულა ან შედის ამ მდგომარეობაში. მე ვსაუბრობ იმაზე, რაც მე განვიცადე პირადად. ეს კი იწყება სავიკალპა სამადჰის მდგომარეობით. სავიკალპა სამადჰი არის აბსოლუტის სამყაროსეული ფორმის გამოვლინება. აი სწორედ ზემოთ რო ვსაუბრობდით კატაზე. ნებისმიერი ფორმა არის აბსოლუტის აბსოლუტური გამოვლინება. და სწორედსავიკალპა სამადჰის დროს განიცდი ამას. განა ინტელექტუალურად ხვდები, არამედ განიცდი. თითქოს შენი გონებით ვიღაც გელაპარაკება და გეუბნება, მე ვარ კატა, მე ვარ ქვა, მე ვარ კედელი, მა ვარ კაცი და ა.შ. და როდესაც ვტქვათ გეუბნება რომ მე ვარ კატა, შენ განიცდი როგორია იყო კატა. მაგრამ უშალოდ კატის სხეულს არ იძენ. შენ, შენივე სხეულით რჩები, ეს პროცესი მიმდინარეობს გონებაში. ეს არ ვიცი რამდენ ხანს გრძელდებოდა. მაგრამ იყო პერიოდები, როდესაც გამოდიხარ ამ მდგომარეობიდან და იმდენად გრანდიოზული მოვლენაა, რომ მერე იწყებ ფიქრს ეს რა იყო. მანამდე ფიქრის კონტროლი დაკარგული გაქვს. ეს არის აბსოლუტის ყველა ფორმის განცდა. ეს მეცნიერულადაც დადასტურებულია, რომ სამყარო შედგება უმცირესი ნაწილაკებისაგნ. ყველაფერი რაც არსებობს, გრავიტირებს. ის რაც არ გრავიტირებს, შესაბამისად არც არსებობს. ანუ ყველაფერი შედგება ერთი და იგივე სახის უმცირესი ნაწილაკებისგან. აი ამის განცდა ხდება სავიკალპა სამადჰიში. იშლება განკითხვა, რომ ვიღაც ძლიერია ვიღაც სუსტი, ან ვიღაც მდიდარია ვიღაც ღარიბი, ან ვიღაც ლამაზია ვიღაც მახინჯი. ამ დუალიზმამდელ მდგომარეობაში გადადიხარ. ვიმეორებ, ამას კი არ ხვდეი, არამედ განიცდი. ეს რადიკალურად განსხვავებილი რამეებია. რაც შეეხება პიროვნებას, "მეს", ეს რჩება, მაგრამ ხდება მორჩილი, კეთილი, მიმტევებელი. ანუ ეგოცენტრულობა ქრება, იმის შემხედვარე, რასაც აბსოლუტი განახებს, რომ ქვიშის მაცვალიც კი არ ხარ იმასთან შედარებით რაც ის არის. ამის მიხვედრა კი არა განცდა ხდება. ანუ აბსოლუტი გაყენებს თავის მდგომარეობაში ისე, რომ შენი პიროვნება რჩება. ანუ შენს პიროვნებას აყენებს თავის ადგილას. ანუ ადგილებს გიცვლის, ის ხდება შენი პიროვნება და შენ ხდები ის. ეს განცდა რადიკალურად გცვლის. ცვლილება ცალსახაა: მხოლოდ ზნეობრივი პრინციპების მიმართულებით. იმის შემხედვარე და განმცდელი, თუ რა არის აბსოლუტი, შენი პიროვნება აბსოლუტურად იცვლება. შენ აქამდე იცოდი თუ რა და ვინ ხარ შენ, ანუ ვინ არის შენი პიროვნება, ახლა კი ხედავ აბსოლუტს. მას პიროვნებას ვერ უწოდებ. სავიკალპა სამადჰის შემდეგ მოდის ნირვიკალპა სამადჰი, რომლიდანაც გამოსვლას მოსდევს მდგომარეობა რომელსაც ქვია ტურია. ეს არის მეოთხე განზომილებაში მყოფობის მდგომარეობა. პიროვნება ანუ "მე" ისევ რჩება, მაგრამ საკუთარ თავს აკვირდება გარედან. სიზმარშიც ცხადშიც. აი ჩვეულებრივ დროს, ღვიძილსა და ძილს შორის არის არაცნობიერეი მონაკვეთები, როდესაც ცნობიერება ითიშება და არ ვიცით რა ხდება. მაგ: როდის დაიწყო სიზმარი? და ა.შ. ტურიაში მყოფობის დროს, ნარჩნდება ცნობიერების უწყვეტობა. ეს რუდოლფ შტაინერას აქვს აღწერილი და ამისი მიღწევის გზებზეც ლაპარაკობს, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს მხოლოდ ერთი ეტაპია და ეს ყველაფერი ხდება პიროვნებისთვის, რომ ის შეიცვაოს. ეს ემართება გონებას. მას უყვარს სპეცეფექტები და სწორედ ამ სპეცეფექტების ენაზე ესაუბრება აბსოლუტი. ანუ, ნირვიკალპა სამადჰის გარეშე, ტურია, ანუ მე-4 მდგომარეობა არ მოდის. ანუ უწყვეტი ცნობიერების მდგომარეობას იწვევს ნირვიკალპა სამადჰი, რადგან ეს უკვე გაცილებით ინტენსიური და ღრმა მდგომარეობაა, ვიდრე სავიკალპა სამადჰი. ეს არის, არა ფორმის და სახელების სამყარო, არამედ უფორმობის და პირველადი, ანუ არსობრივი, ის რაც ფორმამდე იყო სამყარო. ეს სამადჰი, სწორედ ამ არსობრივ სიბრტყეში მიმდინარეობს, ანუ ეხება უფრო ნატიფ სიბრტყეს, ვიდრე მატერიალური სხეულები და ფორმებია. ეს მდგომარეობა გათავისუფლებს ტანჯვისგან. ანუ ნირვიკაპლა სამადჰიში არ არის ტანჯვა. ეს გავს სარკეში ანარეკლს: როგორც ადამიანი არ იმყოფება სარკეში, არმედ სარკის წინ დგას და სარკეში მხოლოდ მისი ანარეკლი "იმყოფება", ასევე არ იმყოფება შენი პიროვნება სამყაროში. აიტომ მას არ ეხება არანაირი ტანჯვა რაც შეიძლება არებობდეს. მაგრამ ამ მდგომარეობაშიც კი, პიროვნება რჩება. ანუ ისევ არსებობ შენ და არსებობს სამყარო. ანუ დუალუზმი რჩება, მაგრამ ტანჯვის გარეშე. თავისუფლება ნიშნავს ტანჯვისგან გათავისუფლებას. ახლა ორიოდ სიტყვას ვიტყვი საჰაჯა სამადჰიზე, რომელიც მიიჩნევა სამადჰის უმაღლეს ფორმად. ბევრს შეცდომით გონია, რომ ეს არის გასხივოსნება, ანუ რეალიზება. საჰაჯა სამადჰი, მოსდევს ნირვიკალპა სამადჰის და ხასიათდება სწორედ მე-4 მდგომარეობით, რომელსაც ეწოდება ტურია. მე-4 მდგომარეობა ლიტონს სიტყვებად რომ არ დარჩეს, ავხსნი დეტალურად. ჩვენ ვიცით ადამიანის 3 მდგომარეობა. 1. ღვიძილი 2. სიზმრებიანი ძილი (REM sleep) 3. ღრმა ძილი (Deep sleep, უსიზმრებო ძილი, კომა. იგივე მდგომარეობა, რომელშიც ვიმყოფებით ნარკოზის დროს, ვისაც გამოცდილი აქვს ეცოდინება) და ტურია არის სწორედ მე-4 მდგომარეობა. როდესაც დანარჩენ 3 მდგომარეობას შორის საზღვრები იშლება. ანუ გძინავს თუ გღვიძავს სულ ერთია, არაფერი იცვლება. ცნობიერბა არასდროს წყდებ, სულ აცნობიერებ ყველას და ყოველგვარ მდგომარეობას. ამ მდგომარეობას ეწოდება საჰაჯა სამადჰი. სამადჰი იმიტომ ეწოდება, რომ მომენტებში ნეტარების შეგრძნება ისეთ პიკს აღწევს, რომ ადამიანი სუნთქვას წყვეტს დიდი ხნით, ჭამა სმაზე ზედმეტია საუბარი. ასეთ მდგომარობაში, ანუ საჰაჯა სამათჰიში ერთეულებია ცნობილი, რომელბიც წლობით იყვნენ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დუალიზმი აქაც რჩება, ანუ ეს არ არის გასხივოსნება.[size="2"][/size] ზუსტად ასე ვიყავი მეც, უბრალოდ მე მალე მივხვდი, 1 თვეში დავალაგე ყველაფერი. რადიკალურად განსხვავებული ადამიანი ვარ ეხლა. 2 თვეა ვეგუები ახალ ცხოვრებას, არც სამადჰის ვეძახი არც სხვა რამეს. ჩემთვის ეს ყველაფერი უბრალო ჭეშმარიტებაა, რომელსაც ვერავის ავუხსნი, და მემგონი არც მინდა, იმიტომ რომ უმეტესობა ვერასდროს გაგიგებს, მამენტ ეგეც ხომ არ გაინტერესებს )) |
|
|
Nov 22 2015, 02:04 PM
Post
#263
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 846 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
torski
დამეთანხმები, რომ მნიშვნელოვანი მესიჯი, რომელიც სამადჰიდან შეიძლება გამოიტანო არის ის, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს: სასწაულიც, ჩვეულებრივი მოვლენებიც და, რომ არ არსებობს სქემა, რომელიც მოერგება კონცეფციას, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, ვიცხოვროთ ამა თუ იმ სიტუაციაში. დაკიდევ მნიშვნელოვანია არა თვითონ სამადჰის მდგომარეობაში ყოფნა, არამედ ის მიდგომა ცხოვრებისადმი, რასაც ისგან გამოსვლის შემდეგ იძენ -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Nov 22 2015, 03:10 PM
Post
#264
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,957 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დაკიდევ მნიშვნელოვანია არა თვითონ სამადჰის მდგომარეობაში ყოფნა, არამედ ის მიდგომა ცხოვრებისადმი, რასაც ისგან გამოსვლის შემდეგ იძენ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უმეტესობა დაბადებიდან ვარსებობთ სოციუმის ცნობიერების ძალიან ზედაპირულ შრეზე... ცხოვრების შაბლონურ დონეზე, თავისი გვაროვნულ-ტომობრივი წარმოდგენებით და ვერ ვცდებით მას. ცნობიერების განსხვავებულ მდგომარეობაში აღმოჩენა გადაგაფასებინებს ცხოვრების უფრო სწორად არსებობის ამ საცოდავ მოდელს. ამ ეტაპზე მე იმდენად არ მაინტერესებს შორს გასვლა ამ პლანებზე რამდენადაც შევუთავსო ის მცირედი გამოცდილება რაც მქონია ჩემს ფიზიკურ არსებობას. და ისიც მართალია რომ მას შემდეგ უფრო უჭერ მუღამს ამ ცხოვრებას და უფრო სავსე ხდება ის. თავგადასავალივით აღიქვამ. მე მქონია გარკვეული გამოცდილება მედიტაციების დროს, ამიტომ რაც აქ დაწერეთ თქვენ ორმა ეს ჩემთვის ცარიელი თეორია აღარ არის, შემივსო აღქმა... -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Nov 22 2015, 03:55 PM
Post
#265
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 846 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
old_man
ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უმეტესობა დაბადებიდან ვარსებობთ სოციუმის ცნობიერების ძალიან ზედაპირულ შრეზე... ცხოვრების შაბლონურ დონეზე, თავისი გვაროვნულ-ტომობრივი წარმოდგენებით და ვერ ვცდებით მას. ცნობიერების განსხვავებულ მდგომარეობაში აღმოჩენა გადაგაფასებინებს ცხოვრების უფრო სწორად არსებობის ამ საცოდავ მოდელს. ამ ეტაპზე მე იმდენად არ მაინტერესებს შორს გასვლა ამ პლანებზე რამდენადაც შევუთავსო ის მცირედი გამოცდილება რაც მქონია ჩემს ფიზიკურ არსებობას. და ისიც მართალია რომ მას შემდეგ უფრო უჭერ მუღამს ამ ცხოვრებას და უფრო სავსე ხდება ის. თავგადასავალივით აღიქვამ. მე მქონია გარკვეული გამოცდილება მედიტაციების დროს, ამიტომ რაც აქ დაწერეთ თქვენ ორმა ეს ჩემთვის ცარიელი თეორია აღარ არის, შემივსო აღქმა... ძალიან სასიხარულოა, რომ ხართ ადამიანები, ვისაც გაინტერესებთ თვითშემეცნება. თავდაპირველად, ყველაფერი ინტერესით და დიდი სურვილით იწყება, მაგრამ შემდეგ, ეს სურვილი უნდა გავუშვათ. როგორც სახლთან მისვლის დროს გადმოვდივარ მანქანიდან და სახლში ისე შევდივართ, რომ მანქანას გარეთ ვტოვებთ, ასევეა ესეც. არავინ შედის მანქანით თავის ბინაში. მოდის დრო, როდესაც სურვილები უნდა დავტოვოთ "ავტოფარეხში" და სახლში ისე შევიდეთ. მე ეს თემა გავხსენი იმისთვის, რომ გამეზიარებინა ჩემი გამოცდილება; ამას იმიტომ ვამბობ, რომ თუ დააკვირდებით, მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც აქ ვპოსტავ, არანაირი პრაქტიკის, მედიტაციის ან სხვა რომელიმე დისციპლინის შემოთავაზება არ გამიკეთებია, პირიქით, მიმაჩნია, რომ ყველანაირი პრაქტიკა მასზე დამიკიდებულებას იწვევს. მაგ: ვაკეთებთ მედიტაციებს და სულ ის შეგრძნება გვაქვს, რომ აი მივაღწიეთ რაღაც მდგომარეობას, ი უკვე გავიზარდეთ, ის აღარ ვართ რაც გუშინ ვიყავით. წინ მივიწევთ, ვვითარდებით, მაგრამ რეალურად კი სულ უკმაყოფილო და სულ მოლოდინშI ვართ, რომ აი ცოტაცდა გავსხივოსნდები. ცოტაღა დარჩა და დამთავდება ტანჯვა. არადა ის ისევ ბრუნდება. ამიტომ ვამბობ, ეს არასდროს დამთავრდება. მედიტაციების კეთება რაიმე შედეგის მისაღებად ნონსენსია. კი, მიიღებთ შედეგს, მაგრამ მერე ამ შდეგის შენარჩუნებაზე დაიწყებთ მედიტირებას. შემდეგ ეს შდეგი ისევ დაგისხლტებათ ხელიდან. შემდეგ ახლიდან დაიწყებთ სხვა პრაქტიკას და ასე დაუსრულებლად. ის რაც მიდის, არც არასდროს ყოფილა თქვენი. ის მდგომარეობა, რომელსაც შენარჩუნება ჭირდება, არ არის ჩვენი ჭეშმარიტი მდგომარეობა. არც სამადჰია ჩვენი ჭეშმარიტი მდგომარეობა და ამიტომაც გამოვდივართ. არიან ადამიანები, რომლებიც გამიზნულად შედიან და იხანგრძლივებენ სამადჰის სხვადასხვა სახეობებში შესვლას და დარჩენას, მაგრამ ეს ააფრით არ გასნხვავდება სხვა უამრავი პრაქტიკებისგან და მედიტაციებისგან. მე სამადჰიდან გასმოვლის შემდეგ მივხვდი, რომ სანამ "მე" ვარ, მანამდე ყოველთვის რაღაც წავა და რაღაც მოვა, მაგრამ არის თუ შეიძლება ამას ეწოდოს მდგომარეობა, რომელშიც თვითონ მდგომარეობაც კი არ არსებობს, სადაც არაფერი არ მიდის და არ მოდის, რადგან "მე" აღარ ვარ. ხოლო ის, რაც არის, არის თუ არ არის, ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. აღარ არის მეორე. ამიტომ ღმერთი, ვერაფერს ვერ ხედავს გარდა ღმერთისა, ხოლო ადამინს კი უნდა გახდეს ღმერთი, მისი ადგილი დაიკავოს, რომ სხვებზე ამაღლდეს, ანუ თვითონ იყოს ღმერთი და სხვა ყველა მასზე დაბლა მდგომი არსებები. ეს განსხვავებაა. -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Jan 19 2016, 08:29 PM
Post
#266
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 846 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სრულიად სპონტანურად დღეს, ნათლისღებას დედაჩემს ვესაუბრებოდი მამა გაბრიელზე და ისეთი რამ წამაკითხა, რამაც გამაოცა. სიტყვა სიტყვით ემთხვევა სამადჰის მდგომარეობის ახსნას, ის, რასაც მამა გაბრიელი "განღმრთობის" მდგომარეობად აღწერს; ეს მოუყვა ერთ პიროვნებას, რომელიც ახლა დეკანოზია.
აი რას ამბობს ის: "გონება ჩერდება, აზრები, თავიდან, სრულიად ქრებიან და უჩინარდებიან, აღარც არაფერს ფიქრობს (ანუ ადამიანი ვინც ამ მდგომარეობაშია) არამედ მხოლოდ ღმერთს ჭვრეტს და რასაც ღვთისაგან ხედავს მას აკეთებს და ამბობს. განღმრთობილი ფლობს სიბრძნეს დასაბამიდან უკუნისამდე, ხოლო ვინ იყო განღმრთობილი ეს ჩვენი საქმე არაა (ეს, რა თქმა უნდა ჩემთვის თქვა) ერთი კი ვიცით იოანე ღმრთისმეტყველი." გაოგნებაში მოვედი მოსმენილისგან, რადგან ეს ყოველივე საოცრება იყო. მკაფიოდ რომ არ გამეგო ეს სიტყვები, ალბათ მოჩვენებას მივაწერდი. ვფიქრობდი ჩემთვის: - როგორ, გონება ჩერდება, აზრები ქრება... ეს ხომ შეუძლებელია ?! - ბოდიში მამაო, როგორ, გონება ჩერდება, აზრები ქრება და არაფერს ფიქრობს, ნუთუ ასეთი რამ შესაძლებელია? - კი. უნდა დამიჯერო მოყვასო, კაცთაგან შეუძლებელი, ღმერთისგან შესაძლებელია. ეს არის გარდაუვალი მოქმედება სულიწმიდისა ადამიანზ, რათა განაღმრთოს ანუ სათნოებათა უზენაესი, ყოვლის გვირგვინი - სიყვარული მიანიჭოს. -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Jan 21 2016, 09:06 PM
Post
#267
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 476 Joined: 28-May 15 Member No.: 7,414 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
"გონება ჩერდება, აზრები, თავიდან, სრულიად ქრებიან და უჩინარდებიან, აღარც არაფერს ფიქრობს (ანუ ადამიანი ვინც ამ მდგომარეობაშია) არამედ მხოლოდ ღმერთს ჭვრეტს და რასაც ღვთისაგან ხედავს მას აკეთებს და ამბობს. განღმრთობილი ფლობს სიბრძნეს დასაბამიდან უკუნისამდე, ხოლო ვინ იყო განღმრთობილი ეს ჩვენი საქმე არაა (ეს, რა თქმა უნდა ჩემთვის თქვა) ერთი კი ვიცით იოანე ღმრთისმეტყველი." იქნებ იყო, იქნებ არც იყო? რატომ ეყრდნობიან ასე მთლიანად მოძღვრები სხვის მონათხრობს მე ვერ ვხვდები. მემგონი სიმართლეზე მეტი სიცრუე და მოგონილია რელიგიურ წიგნებში, ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ როდესაც წიგნს აქვს მრავალი წყარო და შესაძლოა ბევრჯერ გადაიწერა, იქ ეჭვი მაქვს რომ არაერთ ტყუილს გადაეყრება ადამიანი. |
|
|
Jan 22 2016, 01:31 PM
Post
#268
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ანუ სახელები სხვადასხვა რელიგიებში სხვადასხვა აქვს და აღწერილობა ემთხვევა?
სამადჰი-განღმრთობა, წმინდანი_გასხივოსნებული? ისე ამ თემას კიდევ გადავიკითხავ მერე, ბევრი რამე ალბათ უყურადღებოდ გამომრჩა |
|
|
Jan 22 2016, 05:18 PM
Post
#269
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 846 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ano
ანუ სახელები სხვადასხვა რელიგიებში სხვადასხვა აქვს და აღწერილობა ემთხვევა? სამადჰი-განღმრთობა, წმინდანი_გასხივოსნებული? ფაქტია, რომ ანალოგიურ მდგომარეობას აღწერს, მაგრამ წმიდანებს ეკლესია რაცხავს თავისი წესების მიხედვით. ყველა რელიგიას აქვს დოგმები, მაგრამ სიმართლე ერთია. რელიგიები ერთმანეთს გამორიცხავენ, არ არსებობს, რომ არსებობდეს რამოდენიმე აბსოლუტი. აბსოლუტი ერთია. ან ყველა რელიგია ცდება, ან რომელიმეა სწორი. -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Jan 25 2016, 07:11 PM
Post
#270
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ano ფაქტია, რომ ანალოგიურ მდგომარეობას აღწერს, მაგრამ წმიდანებს ეკლესია რაცხავს თავისი წესების მიხედვით. ყველა რელიგიას აქვს დოგმები, მაგრამ სიმართლე ერთია. რელიგიები ერთმანეთს გამორიცხავენ, არ არსებობს, რომ არსებობდეს რამოდენიმე აბსოლუტი. აბსოლუტი ერთია. ან ყველა რელიგია ცდება, ან რომელიმეა სწორი. კი აღწერა ემთხვევა, რელიგიები ერთმანეთს მიტომ გამორიცხავენ რომ ადამიანის ტვინია მასე მოწყობილი, ურთიერტსაწინააღმდეგო აზრების ჭიდილით, თუ ვინმე მისნაირად არ ფიქრობს ე.ი. მოწინააღმდეგეა. ნუ ზოგი რელიგიური მიმდინარეობა შედარებით უფრო წინააღმდეგობრივია, ზოგი შედარებით ჰარმონიული. |
|
|
Jan 25 2016, 07:28 PM
Post
#271
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
და აი ვიპოვე ჩემნაირი = )) დევიდ, შენგან განსხვავებით მე გაჭირვებამ შემიყვანა სამადჰიში. ინდუიზმზე და ბუდიზმზე ბევრი მსმენია, მაგრამ მე ცოტა სხვა ისტორია მქონდა. ჰიპერაქტიულობა ბავშვობიდან მახასიათებდა და მოგეხსენებათ ეს აზროვნებაზეც მოქმედებს. 3 წლიდან ვცდილობდი ყველაფრის ახსნას, ანუ დუალიზმში ძალიან ვიტანჯებოდი. 23 ის რომ გავხდი უნივერსიტეტი დავამთავრე და ნერვების დასაწყნარებლად მედიტაცია დავიწყე. მედიტაციამ იქამდე მიმიყვანა რომ ძალიან ამისწრაფდა აზროვნება, უფრო მეტად დავიწყე ტანჯვა. მაგ დროს გტანჯავს რატო არსებობს ღმერთი, რატო კვდება კარგი ადამიანი, რატო აქვს ყველაფერს ორი საწყისი. რატო არსებობს მარჯვენა და მარცხენა, ცა და დედამიწა, რატო ვმუშაობთ კომპიუტერებივით ადამიანები ხან კარგად ვართ ხან ცუდად, მოკლედ აზროვნებამ იქამდე მიმიყვანა რომ სახში ჩავიკეტე.. თვეები ცოცხალმკვდარს ვგავდი, მეგონა გავრეკე... ფსიქიატრთან მივედი და იუნგით და ფსიქოანალიზით დამიწყო თერაპიების ჩატარება მაგრამ ვერ მიშველა. ერთხელაც მივდივარ ჩემთვის ქუჩაში და რას ვგრძნობ.. მე ვარ დამკვირვებელი და ჩემი სხეული თავისით მიდის, ძმაკაცს ელაპარაკება, სუნთქავს, ემოციებს განიცდის და ა.შ დავაკვირდი ამ მდგომარეობას და ვერანაირად ვერ შევაფასე. ძალიან შემეშინდა რადგან ისეთი მდგომარეობაა თითქოს შენ ის არ ხარ რაც სინამდვილეში იყავი ამდენი წელი. ეს გამოვლინება ენერგიის სახით აღვიქვი, თავიდან მეშინოდა მაგრამ მერე ყელში ამომივიდა მეთქი რა არის ასეთი რო მაშინებს. ფოკუსირება გავუკეთე და როგორც მედიტაციის დროს შეგიძლია რამეზე ფოკუსირება ისე გამომივიდა მეც და ვუალა... ჩემს ტვინში მოხდა აფეთქება, ძმაკაცი გვერდზე მყავდა და ეგონა რომ გავრეკე. მიწაზე დავჯექი გავუცინე და როცა ავდექი რა მოგივიდაო რომ მითხრა მაგ მომენტში მივხვდი რომ ჩემი ძმაკაციც მე ვიყავი და ყველაფერი გარშემო მე ვიყავი. ამ დროს ჩარევა არ შეგიძლია, უბრალოდ გონება ხარ სუფთა ფიქრის გარეშე... და "მემ" უპასუხა ასეთი რაღაცა: მაგარი მსახიობი ვყოფილვარ, ნეტავ ადრე მცოდნოდა ჩემი ბუნება... 3 დღე გავატარე იმ მდგომარეობაში როდესაც ღმერთს ელაპარაკები მაგრამ ხვდები რომ ღმერთი ყველაფერშია და უბრალოდ დედაშენი რომ შემოდის ოთახში და შვილო საჭმელი მზადაა გეუბნება ხვდები რომ შენ ხარ დედაშენიც და დაჟე შენი ძაღლიც და დაჟე ეზოში რომ ვიღაც ნარკომანია იმის ბუნებაც კი გესმის და მოკლედ რომ ვთქვა ეს იყო ჩემი პირველი "შესვლა". არ ვიცი რა დონეზე ვიყავი, მაგრამ კარმის მუშაობის პრინციპი გავიგე, ასევე იმ მომენტში დევიდის განსხვავებით მარტო სიზმრები არ მაწუხებდა. წინასწარ ვიცოდი რას მეტყოდა ადამიანი, რას გრძნობდა ადამიანი, მოკლედ ექსტრასენსორული თვისებები გამიჩნდა... სადღაც 1 თვე შოკში ვიყავი ამ ყველაფრისგან, ფაქტიურად გარდავიცვალე იმიტომ რომ "მე" ანუ ეგო გამიქრა. ამ მდგომარეობაში სურვილები ისევ გაქვს, მაგრამ ხვდები რომ რაც არ უნდა მოინდომო თუ არ გეკუთვნის, ვერ მიიღებ. ვისაც ეს არ განუცდია ამას ვერ აგიხსნით, იმიტომ რომ აქ შენთვის ღმერთის ცნება ქრება, ქრება კარგის და ცუდის აღქმის უნარი, იმიტომ რომ არცერთს არ განიცდი. ემოციების და ფიქრების წარმოშობის წყაროს ხედავ ( გრძნობ ) და ყვლაფრის ახსნა გაქვს საერთოდ... ერთადერთი სადაც არ უნდა შეცდეს მანდ ადამიანი, მაგ დროს "სიდხები" ანუ რაღაც ნიჭი მოდის ზოგს მომავლის ხედვის, ზოგს კიდე რაღაც და მაგასთან ცოტა ფრთხილად უნდა იყო ხშირად ეს ნიჭი ერევათ თავისი ეგოს "მოდი იქნებ მართლა შემიძლია აზრების კითხვაში" რამაც შეიძლება გამოიწვიოს შიზოფრენია, რადგან ამ ფაზაში შეიძლება ჩარჩეს ადამიანი. მოკლედ მივხვდი რომ იქიდან უნდა გამოვსულიყავი, იმიტომ რომ ჩემი ჰიპერაქტიულობის გამო მთელი 1 თვე ნარკომანივით "მეფიქრებოდა" ყვრლაფერზე, წარმოიდგინეთ მდგომარეობა სადაც ყველაფერზე პასუხი გაქვს, სადაც ჩათვალეთ ღმერთი გელაპარაკება ანგელოზით ან შენი მეორე მეთი ან რა მნიშვნელობა აქვს მოკლედ თავი მაგარი ტიპი გგონია, მაგრამ ხვდები რომ თუ ამ მდგომარეობიდან არ გამოხვალ შენი "კაი ტიპობა" არასდროს მორჩება და ტვინი გადაგეწვება. იმის გამო რომ გავერთე მაგ სამადჰიში მიღებული პრაქტიკით 1 თვე ძალიან ცუდად მეძინა და მივედი ისეთ მდგომარეობამდე როცა ექიმთან მივედი და ლამის ტირილით ვთხოვე დამაძინეთ მეთქი თორე ვკვდები. სადღაც 2 კვირა ნემსებით ვიძინებდი და სიზმარშიც ისე ვაზროვნებდი როგორც ლაივში. მოკლედ ამ 1 თვის განმავლობაში მაგარი სამსახურიც ვიშოვე, ინტელექტის დონე ავიმაღლე, იუმორი გამიხდა რაღაც სასწაული, ისეთი რომ ჩემი თავის მიკვირს, ვერაფერზე ვბრაზდები ( იმიტომ რომ ყველაფერს ტვინი აკეთებს, შენ უბრალოდ დამკვირვებელი ხარ). წარმოიდგინეთ მდგომარეობა სადაც შენთვის ცუდი და კარგი ერთმანეთს ავსებს, სუპერმენი ხარ ოღონდ თავმდაბალი სუპერმენი, თავში ვერ გივარდება შენი შინაგანი სამყაროს სრულყოფილება =)) ატეისტი ვიყავი ამ მომენტამდე, მაგრამ ეხლა მართლმადიდებელი გავხდი. ოღონდ მაღტლმადიდებელი რელიგიით კი არა, მართლის მდიდებელი. მე რელიგია არ გამაჩნია, რელიგიაც არ არსებობს, არსებობს მხოლოდ მამა-ღმერთი, ძე-შენი ეგო ანუ მაგალითად ვიღაც გიორგი რომელსაც გონია რომ გიორგია, და სული წმინდა ( როცა ხვდები რომ მთელი სამყარო შენ ხარ) , მოკლედ ეს ისეთი მდგომარეობაა სადაც ღმერთიც, შენი თავიც და სული წმინდაც შენშია, და შენთვის აღარ არსებობს არანაირი ჩარჩო ამ ქვეყანაზე. ყველას გისურვებთ ამის განცდას, 50 ჯერ რომ იცხოვრო და 50 ჯერ რომ მილიარდერათ მოევლინო ამ პლანეტაზე მაინც ვერ იკაიფებ ისე როგორც თვითშემეცნებულ ადამიანს შეუძლია. დიდი მადლობა რომ გაგვიზიარე გამოცდილება, ძალიან საინტერესოდ აღწერ ყველაფერს, გადავიკითხე პოსტები თავისებურად ჩემი გონებაც ჩაერთო ამბავში, ლოგიკის ძიების და ამოხსნის, გაანალიზების მიზნით მაინც ყველაფერთან ერთად, მედიტაცია, კუნდალინი, ფსიქოლოგის კონსულტაცია, ხომ შეიძლება კომბინაციის შედეგი იყოს ეს სამადჰის მდგომარეობა? ანუ რატომ გამორიცხავ რომ ფსიქოლოგმა ვერ გიშველა? თუ იუნგის მეთოდით მიდიოდით, ანუ როგორც ვვარაუდობ ქვეცნობიერის წმენდა მოხდა ფსიქოთერაპიით, შემდეგ მედიტაციით გონების დამშვიდება, ხოლო კუნდალინ იოგებით ჩაკრების გახსნა და ენერგიის შეუფერხებელი მოძრაობა სხეულში, ხოლო პირადი თვისება ჰიპერაქტიურობა დიდი ენერგიის წყარო პიროვნებაში. |
|
|
Feb 7 2016, 11:27 PM
Post
#272
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 23 Joined: 18-November 15 Member No.: 7,465 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დიდი მადლობა რომ გაგვიზიარე გამოცდილება, ძალიან საინტერესოდ აღწერ ყველაფერს, გადავიკითხე პოსტები თავისებურად ჩემი გონებაც ჩაერთო ამბავში, ლოგიკის ძიების და ამოხსნის, გაანალიზების მიზნით მაინც ყველაფერთან ერთად, მედიტაცია, კუნდალინი, ფსიქოლოგის კონსულტაცია, ხომ შეიძლება კომბინაციის შედეგი იყოს ეს სამადჰის მდგომარეობა? ანუ რატომ გამორიცხავ რომ ფსიქოლოგმა ვერ გიშველა? თუ იუნგის მეთოდით მიდიოდით, ანუ როგორც ვვარაუდობ ქვეცნობიერის წმენდა მოხდა ფსიქოთერაპიით, შემდეგ მედიტაციით გონების დამშვიდება, ხოლო კუნდალინ იოგებით ჩაკრების გახსნა და ენერგიის შეუფერხებელი მოძრაობა სხეულში, ხოლო პირადი თვისება ჰიპერაქტიურობა დიდი ენერგიის წყარო პიროვნებაში. 1) მედიტაციებით იმიტომ ვიყავი დაკავებული, რომ მარტო ამ მდგომარეობაში შემეძლო ენერგიის შეკავება ( ანუ გაიგივებას აღარ ვახდენდი მასთან ) 2) ფსიქოლოგმა ქვეცნობიერს ჩხრეკა დაუწყო და ერთ-ერთI ასეთი ჩხრეკის დროს ძაან ცუდად გავხდი იმის გამო, რომ არ დამიჯერა და მითხრა დაიკიდე ეგ ენერგია და აითვისეო, დააკვირდიო. დავუჯერე და ისეთი შეტევა მქონდა რამოდენიმე დღე ვცახცახებდი შიშისგან. 3) ბოლოს უკვე სასოწარკვეთილი ვაკეთებდი მედიტაციებს, დაკვირვების დროს ამ ენერგიას როცა ვაწყდებოდი უკვე ვეღარ ვიგერიებდი და შეტევების რიცხვა იმატა. ანუ ადრე თუ ჩხრეკა მჭირდებოდა ახლა უკვე გაიზარდასავით. ნელ-ნელა მედიტაციის გარეშე ყოველდღიურობაშ მაწუხებდა, თავიდან იყო 1 წუთი, მერე 5, მერე 1 საათი, მოკლედ როცა საქმე იქამდე მივიდა რომ მთელს სხეულში გაათასმაგდა კი დამემართა ის რასაც მე "აფეთქებას" ვეძახი. ამ ენერგიის მოძრაობა დიდ შიშებთან იყო დაკავშIრებული, იმიტომ რომ ხვდები რომ რაღაცას ვერ აკონტროლებ. ჯერ ქვემოდან წამოვიდა ყველაფერი დამეწვა შიგნით. ამოვიდა გულში. გულში ამოსვლის მერე ზემოთ იქაჩებოდა,მაგრამ მეშინოდა გაშვების რადგან ბევრი მაქვს წაკითხული რომ ვინც კუნდალინი ზემოთ მოუმზადებლად აუშვა აიკიდეს სხვადასხვა დაავადებები. მთელი ძალით ვაკავებდი გულის არეში ამ ენერგიას სანამ შემეძლო , მაგრამ წინაღOბა უფრო აძლიერებს ერთI ამას მივხვდი. ბოლოს ძალა აღარ მქონდა და რაც იქნება იქნება მეთქი და თავში რომ ამოვიდა ჯერ თვალებშუა გაჩერდა, შემდეგ უფრო ზემოთ ავიდა ( მარცხენა ნახევარსფეროს წინა მხარეს გაჩერდა ) კი დამეკარგა ჩემი "მე"-ს აღქმა და შევედი, შევედი და გამოსვლა აღარ მინდოდა )) შემიძლია თამამად ვთქვა, ფსიქოლოგისგან სარგებელი 0 მქონდა (არაერთისგან). სამადჰიში შესვლა არ შესვლა მარტო ზემოდან წყდება (ათეისტისთვის შემთხვევითობით, მორწმუნისთვის ღმერთის ნებით ( კარმულია, ამას ვერ ახსნი სიტყვებით, მარტო იქ ნამყოფ ადამიანს შეუძლია გაიგოს რაზე მაქვს საუბარი ) ვიმეორებ, შეიძლება 50 წელი გაატარო მედიტაციაში და ეძებო და ვერაფერი ნახო და შეიძება ვიღაცა ბოლო დონის ნაძირალამ განიცადოს. წარმოიდგინე კარი, რომელიც მარტო მაშინ იღება როცა ხედავ მას , მაგრამ არ გინდება მისი გაღება ( ანუ იცი რომ სადღაცაა, დიდი სიამოვნებით ნახავდი რა არის იქ, მაგრამ არ გაინტერესებს ნახავ თუ არა) . ნებისმიერი ფიქრი ( მინდა შევიდე ამ კარში ) მომენტალურად გაკარგვინებს კარს. კაცს ვიცნობ ვინც დუალიზმიდან ტკბილად გავიდა, ტკბილად ნახა ყველაფერი, ტკბილად გააგრძელა ცხოვრება . მე სამწუხაროდ ძალიან დიდი ტანჯვით გავიარე ეს პროცესი . მალე ნახევარი წელი სრულდება რაც ეს დამემართა და ყვლაფერი იდეალურად მაქვს. ) |
|
|
Feb 8 2016, 01:11 PM
Post
#273
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მადლობა რომ ცდილობ ახსნა, მე ყველაფერს კარგად ვერ ვხვდები, ვცდილობ ჩავწვდე სიღრმეში სიტუაციას, მიუხედავად იმისა სწორად ვიქცევი თუ არა, ფსიქოლოგმა, ქვეცნობიერი გაგიხსნა და მერე გითხრა რომ დაიკიდეო? კარგი მაგას ახლა თავს დავანებებ,
მედიტაციის დროს შენს ენერგიას აკვირდებოდი მხოლოდ? სხვა რას აკეთებდი, მარტო აკვირდებოდი, და მეტი არაფერი? ენერგიასთან არ აიგივებდი საკუთარ თავს ანუ. და იმდენედ აღარ გაწუხებდა შემდეგ ჩხრეკა არ გჭირდებოდა ის თავისით მოდიოდა, უბრალოდ კარი გაუღე თავიდან და მან მოძრაობა დაიწყო, ქვემოდან ზემოთ დაწვას რაც შეეხება დავითმაც ახსენა რომ იწვები მაგ დროს, და უფლებას თუ მიცემ ნელნელა მთლიანად დაწვავს შენს ეგოს, ანუ თუ არ შეგეშინდება და დანებდები, სამადშიში შესვლა ზემოდან წყდებაო რომ თქვი საინტერესო ფაქტია, და კარმის ამბავიც, ოშოს აქვს ნახსენები ზუსტად აზრს ვერ ვაყალიბებ რომ ათეისტები წინა ცხოვრებაში ძალიან ახლოს იყვნენ გასხივოსნებასთან, და ისე შეეშინდათ რომ ამ ცხოვრებაში რადიკალიზმში გადაიჭრნენო. ანუ ოშოსაც აქვს ნახსენები წინა ცხოვრების გავლენა, მეც დაკვირვებული ვარ ათეისტებს ძალიან აინტერესებთ რაღაც აზრები უტრიალებთ, თითქოს სწორ გზაზე არიან, ოღონდ რაღაცნაირად სირაქლემას პოზიციაში მეჩვენებიან. (ნუ ეს ჩემი აზრია უბრალოდ) QUOTE წარმოიდგინე კარი, რომელიც მარტო მაშინ იღება როცა ხედავ მას , მაგრამ არ გინდება მისი გაღება ( ანუ იცი რომ სადღაცაა, დიდი სიამოვნებით ნახავდი რა არის იქ, მაგრამ არ გაინტერესებს ნახავ თუ არა) . ნებისმიერი ფიქრი ( მინდა შევიდე ამ კარში ) მომენტალურად გაკარგვინებს კარს. ეს ძალიან მნიშვნელოვან მომენტად მეჩვენება, კარგია რომ ახსენე. მოკლედ ათეისტის ახსნილი ძალიან საინტერესოა, |
|
|
Feb 8 2016, 01:48 PM
Post
#274
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სამადჰის პირდაპირ არ ეხება მაგრამ,
ვთქვათ მე უარვყოფ ინკარნაციის არსებობას, მაშინ ვერანაირი ლოგიკით ვეღარ ვხსნი ამდენი განსხვავებული ადამიანის თანაარსებობის ფაქტს, ანუ ყველა სხვადასხვა დონეზეა, და ეს ასაკობრივი სხვაობით საერთოდ არ არის გამოწვეული, არც აღზრდის შედეგია დიდად, იმიტომ რომ დედმამიშვილებიც რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, ვთქვათ რაღაც ასეთ თემებზე დავიწყებ საუბარს თან მე მგონია რომ ძან მაგარი საინტერესო საკითხია, ამ დროს ჩემს ირგვლივ თითქმის არავის არ აწუხებს ასეთი აზრები, გადავრთავ ვთქვათ არხზე სადაც არის საუბარი პირამიდებზე ან ამოუცნობ საკითხებზე თან კომენტარებს ვაკეთებ ნახე რა თქვა რა საინტერესოა თქო, მოკლედ მაგნიტივით მიზიდავს ეს შეუცნობელი საკითხები, საოცრად მაინტერესებს მაშინ როცა სხვისთვის ეს არის არაფერი უბრალოდ დროის კარგვა. მეც მათი ზეგავლენით ვფიქრობ რომ მართლაც რატო ვუთმობ ამდენ დროს, რაში მჭირდება, ხელს ჩავიქნევ, მაგრამ მერე ისევ რაღაც ხდება ისევ ვუბრუნდები, ვერ ვშორდები. ვერ ვხვდები რატო მაინტერესებს. თან ვიცი რომ ამაზე ვფიქრობ ბევრს, ჩაანაცვლა სხვა ინტერესები და გეგმები. თითქოს რაღაც უნდა ამოვხსნა |
|
|
Feb 8 2016, 02:12 PM
Post
#275
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 23 Joined: 18-November 15 Member No.: 7,465 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მადლობა რომ ცდილობ ახსნა, მე ყველაფერს კარგად ვერ ვხვდები, ვცდილობ ჩავწვდე სიღრმეში სიტუაციას, მიუხედავად იმისა სწორად ვიქცევი თუ არა, ფსიქოლოგმა, ქვეცნობიერი გაგიხსნა და მერე გითხრა რომ დაიკიდეო? კარგი მაგას ახლა თავს დავანებებ, მედიტაციის დროს შენს ენერგიას აკვირდებოდი მხოლოდ? სხვა რას აკეთებდი, მარტო აკვირდებოდი, და მეტი არაფერი? ენერგიასთან არ აიგივებდი საკუთარ თავს ანუ. და იმდენედ აღარ გაწუხებდა შემდეგ ჩხრეკა არ გჭირდებოდა ის თავისით მოდიოდა, უბრალოდ კარი გაუღე თავიდან და მან მოძრაობა დაიწყო, ქვემოდან ზემოთ დაწვას რაც შეეხება დავითმაც ახსენა რომ იწვები მაგ დროს, და უფლებას თუ მიცემ ნელნელა მთლიანად დაწვავს შენს ეგოს, ანუ თუ არ შეგეშინდება და დანებდები, სამადშიში შესვლა ზემოდან წყდებაო რომ თქვი საინტერესო ფაქტია, და კარმის ამბავიც, ოშოს აქვს ნახსენები ზუსტად აზრს ვერ ვაყალიბებ რომ ათეისტები წინა ცხოვრებაში ძალიან ახლოს იყვნენ გასხივოსნებასთან, და ისე შეეშინდათ რომ ამ ცხოვრებაში რადიკალიზმში გადაიჭრნენო. ანუ ოშოსაც აქვს ნახსენები წინა ცხოვრების გავლენა, მეც დაკვირვებული ვარ ათეისტებს ძალიან აინტერესებთ რაღაც აზრები უტრიალებთ, თითქოს სწორ გზაზე არიან, ოღონდ რაღაცნაირად სირაქლემას პოზიციაში მეჩვენებიან. (ნუ ეს ჩემი აზრია უბრალოდ) ეს ძალიან მნიშვნელოვან მომენტად მეჩვენება, კარგია რომ ახსენე. მოკლედ ათეისტის ახსნილი ძალიან საინტერესოა, უბრალოდ მე ძალით მომნათლეს ბავშვობაში და ამან ცუდად იმოქმედა ჩემზე ( 16 წლის ვიყავი როდესაც პირველად შემხვდა ვუნდერკინდი. ეს იყო ადამიანი რომელიც გავაწამე კითხვებით და ბოლოს როცა ვკითხე საიდან იცი ისეთი რაღაცეები შენს ასაკში ასეთი რაღაც მიპასუხა:" ყველას პრობლემა ის არის, რომ პრაქტიკა არავის აინტერესებს, მარტო თეორია, თეორია და კიდევ ერთხელ თეორიაო ) ზედმეტად ანალიტიკური აზროვნების ადამიანი ვარ თან ცხოვრებაში იმდენი ცუდი რამე გადავიტანე რომ ყველაფერში მიზეზის ძიება დავიწყე. მოგეხსენება როცა აღარ გაკმაყოფილებს "ღმერთის ნებაა" იწყებ ძიებას. ბიბლია გადავიკითხე და როცა შევადარე ვედების ტექსტებს მივხვდი რომ ამდენი ტექსტი იმიტომ იწერებოდა, რომ ადამიანური გონებით ამ ყველაფრის გაგება დუალიზმში შეუძლებელია. არ შემიძლია ვთქვა რომ ათეისტი სულით და ხორცი|თ ვიყავი. მორწმუნე თავის თავს მუდამ ახსენებს რომ ღმერთი არსებობს . ათეისტი მუდამ იმას ახსენებს თავს რომ ღმერთI არ არსებობს, არსებობს მხოლოდ შენი "მე". მერე ფსიქოლოგიის შესწავლა დავიწყე, მივხვდი რომ ყველა ერთი და იგივეს წერდა, სადღაც ახლოს იყვნენ მაგრამ ბევრმა იმიტომ გაუბერა რომ დუალიზმში ცდილობდა იმის ახსნას რაც მის გარეთ არის. შემდეგ " მამა ძე და სულიწმინდა" << ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი "ზაგადკა" როგორ შეიძლება სამივე ერთი იყოს. ბოლოს ყველა ეს თეორია არსებობის-არ არსებობის შესახებ გადავიყვანე მედიტაციაში. ეს ეხლა ვამბობ რომ ათეისტურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ სინამდვილეში რწმენა/ ურწმუნოებაზე გაცილებით მეტი მაინტერესებდა. ათეისტებზე და მორწმუნეებზე გაცილებით უბედურები არიან მესამე ტიპის ხალხი. ვისთვისაც ღმერთის არსებობა-არარსებობაზე მეტი აინტერესებს. ამავდროულად ყველა მორწმუნეს აწუხებს კითხვა, მაგრამ რიტუალის სახით იხსენებს ღმერთს რათა ერთმა კითხვამ მეორე არ შვას. ამიტომ არის თვითშემეცნება ყველაზე დიდი "რელიგია". რაც არ უნდა ითქვას მაინც მართლმადიდებლად შემიძლია ჩემი თავი ჩავთვალო თუ მკითხავენ, რადგან იესოს პიროვნება დამეხმარა ამ ყველაფრის გარკვევაში ) მაგრამ ყველა ჭეშმარიტებას ვაღიარებ ( ოღონდ იმას არა რასაც ჩვენ ქუჩაში და ტელევიზორში ვხედავთ ) რაც შეეხება სწორ აზრებს. იცი რა მომენტში იჭედება ტვინი? როცა აზრის სისწორეს აღარ აქვს მნიშვნელობა. რაც შეეხება შიშს.. კი არის ეგმომენტი, მე იმიტომ მეშIნოდა ამ ენერგიის, რადგან მთელი ჩემი ფსიქიკის გარდაქმნის (სფაქტიურად სიკვდილის) საშიშროებას ვხედავდი. წარმოიდგინე ერთ მომენტში რომ გითხრან რომ ყველაფერი რაც 20 წელზე მეტი იფიქრე აბსურდია და ამავდროულად როცა გაგიჩნდება კითხვა" აბა რა არ არის აბსურდი " იჩითები პოზიციაში: რომელსაც ავღწერდი ასე: ყოფნა არ ყოფნა ( სხვათაშორის შექსპირიც კაი ნაგულავები ყოფილა ). დანებებით იმიტომ დავნებდი ამ პროცესს, რომ რომ არ დავნებებულიყავი ვგრძნობდი რომ რაღაცა ცუდში გადაიზრდებოდა ( რაიმე ფსიქიკურ გადახრაში ალბათ ). მედიტაციის დროს ენერგიას, აზრებს, ემოციებს, მეს, ყველაფერს ვაკვირდებოდი, მარტო დაკვირვების დროს ვიყავი მშვიდი, როგორც კი გაიგივებას ვახდენდი ტანჯვას ვიწყებდი. ენერგიას არ აქვს კარგი და ცუდი მხარე, ის აბსოლუტია, სხვა საქმეა შენ რანაირად აღიქვამ იმ ენერგიას, რომელ კალაპოტში ჩასვამ ცუდი ფიქრების კალაპოტში თუ კარგი ფიქრების. მაგრამ კარმიდან გამომდინარე ენერგია იმ კალაპოტით წავა რომელიც შენ შენი ცხოვრებით უკვე ააშენე. მორწმუნე ვარ, ჭეშმარიტების მჯერა)) გინდა ღმერთი დავარქვათ, გინდა უღმერთობა, და რავი კიდე რა ეს ხომ ყველაფერი სიტყვებია და მეტი არაფერი )) |
|
|
Feb 8 2016, 02:36 PM
Post
#276
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 23 Joined: 18-November 15 Member No.: 7,465 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სამადჰის პირდაპირ არ ეხება მაგრამ, ვთქვათ მე უარვყოფ ინკარნაციის არსებობას, მაშინ ვერანაირი ლოგიკით ვეღარ ვხსნი ამდენი განსხვავებული ადამიანის თანაარსებობის ფაქტს, ანუ ყველა სხვადასხვა დონეზეა, და ეს ასაკობრივი სხვაობით საერთოდ არ არის გამოწვეული, არც აღზრდის შედეგია დიდად, იმიტომ რომ დედმამიშვილებიც რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, ვთქვათ რაღაც ასეთ თემებზე დავიწყებ საუბარს თან მე მგონია რომ ძან მაგარი საინტერესო საკითხია, ამ დროს ჩემს ირგვლივ თითქმის არავის არ აწუხებს ასეთი აზრები, გადავრთავ ვთქვათ არხზე სადაც არის საუბარი პირამიდებზე ან ამოუცნობ საკითხებზე თან კომენტარებს ვაკეთებ ნახე რა თქვა რა საინტერესოა თქო, მოკლედ მაგნიტივით მიზიდავს ეს შეუცნობელი საკითხები, საოცრად მაინტერესებს მაშინ როცა სხვისთვის ეს არის არაფერი უბრალოდ დროის კარგვა. მეც მათი ზეგავლენით ვფიქრობ რომ მართლაც რატო ვუთმობ ამდენ დროს, რაში მჭირდება, ხელს ჩავიქნევ, მაგრამ მერე ისევ რაღაც ხდება ისევ ვუბრუნდები, ვერ ვშორდები. ვერ ვხვდები რატო მაინტერესებს. თან ვიცი რომ ამაზე ვფიქრობ ბევრს, ჩაანაცვლა სხვა ინტერესები და გეგმები. თითქოს რაღაც უნდა ამოვხსნა რა თქმა უნდა უარყოფ, შენ ხომ დასავლურ ცივილიზაციას ეკუთვნი. გითხრა რატო უარყოფ ინკარნაციას? იმიტომ რომ რეინკარნაცია რომ ყოფილიყო იესო არ იქნებოდა ერთადერთი მხსნელი, შესაბამისად ქრისტიანობა ცენტრალიზებული რელიგია აღარ იქნებოდა, დაეკარგებოდა იერარქიული ბიზნეს-წყობა. რომელ ევანგელეში წერია რომ რეინკარნაცია არ არსებობს? მართალია, იქ არაფერი არ წერია, მაგრამ როცა რაღაც არ წერია ეს იმას ხომ არ აღნიშნავს რომ ის არ არსებობს )) წარმოიდგინე სიტუაცია სადაც მართლმადიდებელი ლამარა უცბად იგებს, რომ იმისათვის რომ ცოდვისგან თავი იხსნას ის უნდა დააკვირდეს ცოდვას ( წინ ნუ აღუდგები ბოროტს- ბიბლიიდან არის ) და გაატაროს და გააგრძელოს თავისი საქმე. ან ის ფაქტი სასაცილოდ არ გეჩვენება მაგალითად 80 წელი თუ კარგად იცოცხლე სამუდამოდ სამოთხეში იქნები. საიდან ამდენი ამბიცია? )) თუ გჯერა სიკვდილის მერე რამის არსებობის მაშინ იმაზეც უნდა დაფიქრდე რომ იქ იმდენ დროს გაატარებ რამდენიც კარმულად გეკუთვნის. ის ავაზაკიც იმდენ ხანს დაჰყოფს "ჯოჯოხეთში" სანამ მისი ცუდი კარმა არ დაიწვება. ის ისევ მოევლინება ამ ქვეყნად . სამოთხე გაწელილი ჯოჯოხეთიაო ამბობენ. შენი კარმა ყოველთვის მუშაობს, ყოველთვის )) ქრისტიანობაშ როგორ არის? ერთხელ ცხოვრობ, მერე 2 გზაა მარცხნივ, მარჯვნივ. ცდილობ კაი ტიპი იყო რომ მარჯვენა მხარეს მოხვდე, მაგრამ კარგად ცხოვრება ხომ ყველას უნდა? შესაბამისად ცდილობ მაქსიმალურად მატერიალისტი გახდე და რამეს მიაღწიო, რადგან იცი რომ იქ ასეთი რაღაც აღარ არის. ამიტომ არის რომ დასავლური ცივილიზაცია ინტელექტუალურად მოწინავეა, ყველა ცდილობს მოასწროს აქ ცხოვრება, სხვა ხომ აღარ იქნება )) დუალიზმი კარგადაა გამოყენებული ზვარის დასაწესებლად, შესაბამისად კარგი დამჯერი ელემენტი ხარ საზოგადოებისთვის. ამიტომ არის აბრაამული რელიგიები ასეთი აგრესიულები რომ არიან. ( ნუ ქრისტიანობა ათეიზმში გადავიდა და ერთმა იდეამ მეორე ჩაანაცვლა რა მნიშვნელობა აქვს ) . რაც შეეხება დაინტერესებას, ხალხს ვიცნობდი მთელი ცხოვრება კითხულობდნენ ამ ყველაფერზე, მაგრამ დღესაც კითხულობენ და შენ თუ გგონია კითხვით და ინფორმაციის მოძიებით შორს წახვალ ძალიან ცდები. დუალიზმში ამ ყველაფერს მისტიკის სახე აქვს, მისტიკა კიდე გიზიდავს რადგან კითხვა კითხვას წარმოშობს. ამის გამო შენი ყოველდღიური ცხოვრება ჩვეულ სახეს კარგავს და გადადიხარ მარაზმში. შენ დასავლური საზოგადოების წევრი ხარ, შესაბამისად უნდა დაემორჩილო წესებს და მიხედო შენს ცხოვრებას. როცა გაინტერესებს ასეთი კითხვები მე რას გირჩევდი იცი? გადადე ეს ყველაფერი მედიტაციამდე. 1-2 საათი გამოყავი მედიტაციისთვის და სისტემატიური სახე მიეცი. ნუ ელოდები რამეს ამ მედიტაციებისგან, უბრალოდ აკეთე უსასყიდლოდ. ძირითადად დაინტერესდი იმით ვინ ხარ შენ, სადაც არ უნდა წაგიყვანონ ფიქრებმა არ მოკიდო ხელი, სანამ ყველაფერი არ გაჩერდება და არ გაქრება და შენც არ გაქრები. როგორც დევიდმა თქვა " გონება ჩერდება, აზრები, თავიდან, სრულიად ქრებიან და უჩინარდებიან, აღარც არაფერს ფიქრობს (ანუ ადამიანი ვინც ამ მდგომარეობაშია) არამედ მხოლოდ ღმერთს ჭვრეტს " რაღაც შიშები თუ მოგერია მაგ მდგომარეობაში არ აყვე, გაატარე, ეს შენი ტვინის დამცავი რეაქცია იქნება, ის ხომ ყველაფერს გააკეთებს რომ შენი გონება ჩვეულ რითმში დააბრუნოს, შენ კიდევ მარტო დაკვირვებით შეგიძლია გაარღვიო მის მიერ დაწესებული ზღვრები, უნდა დააშოშმინო და დაარწმუნო რომ არაფრის შეცვლას არ აპირებ, უბრალოდ გაინტერესებს. დრო მოვა და მოტყუვდება და გაუსხლტები დუალიზმიდან და მერე პირამიდებზე კი არ იფიქრებ, მილიონჯერ უფრო მეტს იფიქრებ ოღონდ ეს არანაირად არ იმოქმედებს შენს ყოველდღიურობაზე, რადგან ძირითადად პასუხები გექნება ყველაფერზე, კითხვების 99% ადამიანს ისედაც დასმული აქვს ამ მდგომარეობაში შესვლამდე . ლავირება უნდა გააკეთო, ისეთ ეპოქაში ცხოვრობ ვერ გაექცევი ამ რითმს, აკეთე შენი საქმე და უბრალოდ აკეთე ამავდროულად მედიტაცია და შეიძლება გაგიმართლოს. მედიტაციით შენი გონება თითქოს იკუნთება ( დაკუნთულ ადამიანს უფრო მეტის აწევა შეუძლია ) ასევეა გონება უფრო ღრმა ანალიზის გაკეთებას შეძლებ. |
|
|
Feb 8 2016, 07:23 PM
Post
#277
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 846 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
torski
კარგია. მერე ჩამოვწერ იმ წინადადებებს რაც სუპერია რა )) ერთი რამეა რასაც მე არავის ვურჩევ, ეს არის პრაქტიკები და მედიტაციები იმ მიზნით, რომ გასხივოსნდეთ. ეს სწორედ ის მომენტია, რომელიც კარის დანახვას გაკარგვინებს. ნებისმიერი პრაქტიკა და მედიტაცია ისეთივე დამოკიდებულებას იწვევს, როგორსაც სიგარეტის მოწევა -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Feb 8 2016, 10:12 PM
Post
#278
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კარგია ყველაფერი ყოჩაღ რა კარგად საუბრობთ, აი ძან მნიშვნელოვანი მომენტები დავიჭირე, მეც ჩამოვაყალიბებ მერე ჩემ აზრს
ანუ რაც მე ძალიან დამეხმარა თქვენი ნათქვამებიდან, |
|
|
Feb 9 2016, 01:32 PM
Post
#279
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
QUOTE ბოლოს ყველა ეს თეორია არსებობის-არ არსებობის შესახებ გადავიყვანე მედიტაციაში. ეს ეხლა ვამბობ რომ ათეისტურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ სინამდვილეში რწმენა/ ურწმუნოებაზე გაცილებით მეტი მაინტერესებდა. ათეისტებზე და მორწმუნეებზე გაცილებით უბედურები არიან მესამე ტიპის ხალხი. ვისთვისაც ღმერთის არსებობა-არარსებობაზე მეტი აინტერესებს. ამავდროულად ყველა მორწმუნეს აწუხებს კითხვა, მაგრამ რიტუალის სახით იხსენებს ღმერთს რათა ერთმა კითხვამ მეორე არ შვას. აი ეს მომენტი მომეწონა რაც, ახსენე ახლა. რაც შეეხება კითხვების წარმოშობას მნიშვნელოვანი მომენტი მგონია ადამიანში, და როდესაც ადამიანი იძახის მე ღმერთი არ მწამს, ან მეორე უკიდურესობა როცა იძახის მე ესა და ეს ღმერთი მწამს ყველა ვარიანტში მასეთი ადამიანი უბრალოდ ცდილობს წაუყრუოს შინაგან ხმას, რომელიც ამ მნიშვნელოვან კითხვებს უგზავნის რომელზეც პასუხები არ აქვს, რომელზეც საჭიროა დაფიქრება ყურადღების მიქცევა თუ საიდან მოდის ეს, რატო აწუხებს და ძან რო შეიყოლიებს ეს ფიქრები მერე მოუნდება ალბათ ადამიანს, მოუსმინოს, დააკვირდეს ამ ფიქრებს არ ჩაახშოს, რაღაც სტერეოტიპული ვიღაცეების მიერ მოხვეული აზრებით, მაგალითად ასეთებით "შენ ადამიანი ხარ და მაინც ვერ გაიგებ" .... QUOTE ამიტომ არის თვითშემეცნება ყველაზე დიდი "რელიგია" კარგად გაქვს დაკვირვების მომენტი აღწერილი. მედიტაციის დროს ენერგიას, აზრებს, ემოციებს, მეს, ყველაფერს ვაკვირდებოდი, მარტო დაკვირვების დროს ვიყავი მშვიდი, როგორც კი გაიგივებას ვახდენდი ტანჯვას ვიწყებდი. ენერგიას არ აქვს კარგი და ცუდი მხარე, ის აბსოლუტია, სხვა საქმეა შენ რანაირად აღიქვამ იმ ენერგიას, რომელ კალაპოტში ჩასვამ ცუდი ფიქრების კალაპოტში თუ კარგი ფიქრების. მაგრამ კარმიდან გამომდინარე ენერგია იმ კალაპოტით წავა რომელიც შენ შენი ცხოვრებით უკვე ააშენე. QUOTE როცა გაინტერესებს ასეთი კითხვები მე რას გირჩევდი იცი? გადადე ეს ყველაფერი მედიტაციამდე. 1-2 საათი გამოყავი მედიტაციისთვის და სისტემატიური სახე მიეცი. ნუ ელოდები რამეს ამ მედიტაციებისგან, უბრალოდ აკეთე უსასყიდლოდ. ძირითადად დაინტერესდი იმით ვინ ხარ შენ, სადაც არ უნდა წაგიყვანონ ფიქრებმა არ მოკიდო ხელი, სანამ ყველაფერი არ გაჩერდება და არ გაქრება და შენც არ გაქრები როგორც დევიდმა თქვა " გონება ჩერდება, აზრები, თავიდან, სრულიად ქრებიან და უჩინარდებიან, აღარც არაფერს ფიქრობს (ანუ ადამიანი ვინც ამ მდგომარეობაშია) არამედ მხოლოდ ღმერთს ჭვრეტს " რაღაც შიშები თუ მოგერია მაგ მდგომარეობაში არ აყვე, გაატარე, ეს შენი ტვინის დამცავი რეაქცია იქნება, ის ხომ ყველაფერს გააკეთებს რომ შენი გონება ჩვეულ რითმში დააბრუნოს, შენ კიდევ მარტო დაკვირვებით შეგიძლია გაარღვიო მის მიერ დაწესებული ზღვრები, უნდა დააშოშმინო და დაარწმუნო რომ არაფრის შეცვლას არ აპირებ, უბრალოდ გაინტერესებს. დრო მოვა და მოტყუვდება და გაუსხლტები დუალიზმიდან და მერე პირამიდებზე კი არ იფიქრებ, მილიონჯერ უფრო მეტს იფიქრებ ოღონდ ეს არანაირად არ იმოქმედებს შენს ყოველდღიურობაზე, რადგან ძირითადად პასუხები გექნება ყველაფერზე, კითხვების 99% ადამიანს ისედაც დასმული აქვს ამ მდგომარეობაში შესვლამდე . ლავირება უნდა გააკეთო, ისეთ ეპოქაში ცხოვრობ ვერ გაექცევი ამ რითმს, აკეთე შენი საქმე და უბრალოდ აკეთე ამავდროულად მედიტაცია და შეიძლება გაგიმართლოს. მედიტაციით შენი გონება თითქოს იკუნთება ( დაკუნთულ ადამიანს უფრო მეტის აწევა შეუძლია ) ასევეა გონება უფრო ღრმა ანალიზის გაკეთებას შეძლებ. საინტერესოა QUOTE David Monny კარგია. მერე ჩამოვწერ იმ წინადადებებს რაც სუპერია რა smile.gif)) ერთი რამეა რასაც მე არავის ვურჩევ, ეს არის პრაქტიკები და მედიტაციები იმ მიზნით, რომ გასხივოსნდეთ. ეს სწორედ ის მომენტია, რომელიც კარის დანახვას გაკარგვინებს. ნებისმიერი პრაქტიკა და მედიტაცია ისეთივე დამოკიდებულებას იწვევს, როგორსაც სიგარეტის მოწევა ჩამოწერე სუპერები მაინტერესებს, ანუ პრაქტიკა არ უნდა იყოს მიზნის მისაღწევად თუ სწორად მივხვდი. |
|
|
Feb 9 2016, 03:37 PM
Post
#280
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 846 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
თავიდან ყველაფერი იწყება სურვილით და მონდომებით, შემდეგ კი ეს ორივე უნდა გადააგდო. ბანანის ქერქი ინახავს ბანანს, რომ ის ჩვენ სუფთად მივირთვათ, მაგრამ შემდეგ ბანანს ქერქი უნდა მოვაცალოთ და გადავაგდოთ, ბანანი კი დავაგემოვნოთ. ასევეა საკუტარი თავის ძიებაც: თავიდან სურვილით იწყება ყველაფერი, შემდეგ კი სურვილები რჩება, მაგრამ მათ რაიმე მიზანი აღარ აქვთ, რადგან ყველა მიზანი უკვე მიღწეულია. ყველაფერი რიგზეა უკვე. არანაირი პრობლემა არ არსებობს.
ყველა რელიგიაში დევს სიყვარული, ეს არის ღმერთი. ღმერთი არის ყველაფერი რაც არსებობს და ფორმა აქვს და ის რაც არ არსბობს და უფორმოა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ არაფერი არსებობს ამ ერთი როგორირაცა არსბის გარდა. არ არსებობს მეორე არსება. ყველაფერი ერთია. თან არც არის ერთი, რადგან ერთი უკვე ნიშნავს მეორესაც, ამიტომ არც ერთია. -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 18th April 2024 - 03:25 AM |