IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

4 Pages V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ადამიანის მიზანი ამ ცხოვრებაში
tikoroma
post Jun 7 2015, 12:59 PM
Post #1


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არავინ ვიცით ზუსტად ვინ ვართ, რატომ ვცხოვრობთ, რა გვინდა...
სხვადასხვა სწავლებები და ადამიანთა გამოცდილება სხვადასხვა გზას გვკარნახობენ, რა არის ჩვენი მიზანი, საით უნდა წავიდეთ, რომ ჩვენი მისია შევასრულოთ (თუ ასეთი გვაქვს).

ზოგი თვლის რომ თამაშია ეს ყველაფერი - ამ შემთხვევაში ჰიტლერიც მართალი მგონია და სერიული მკვლელი კანიბალიც - smile.gif ამ შემთხვევაში ჩემთვის აზრი ეკარგება ყველაფერს - მორალს, ღირებულებებს, პატრიოტიზმი იქნება ეს, სამართლიანობა, ოჯახის სიწმინდე და რავი რაც გინდათ, რაც ძვირფასი გგონიათ და რაც საშინელება გგონიათ, ყველაფერი ერთიდაიგივე უაზრობაა...

ზოგი თვლის რომ უნდა რეალზდე იმ გარემოში სადაც ხარ და მერე წინ წახვიდე, გარემო შეიცვალო, იქაც იპოვნო შენი თავი, შენი ადგილი და მოკლედ გახდე წარმატებული ტანამედროვე გაგებით - გამოიყენო შენი ძალები მაქსიმალურად.

ზოგი თვლის, რომ უნდა გაერიდო ამ ცხოვრებას - დათრგუნო საკუთარი სურვილები, იპოვნო შენს თავში ცოდვები და მოაშთო ისინი biggrin.gif არა კარიერა, სიმდიდრე, გართობა და სხვა ამაო ღირებულებანი - ზნეობრიობა და თავის დამდაბლება - აი მიზანი.

ზოგი თვლის, რომ უნდა შეისწავლო სამყარო და საკუთარი თავი - მთელი ცხოვრება ეს უნდა აკეთო, გაიგო ჭეშმარიტება და ბოლოს გასხივოსნდები და გაფრინდები


ზოგი თვლის, რომ უნდა გაძლიერდე - აიღო მართვის სადავეები ხელში - მართო სხეული, გონება, აგროვო ძალები და შენ მართო ის, რაც ახლა თვითონ გმართავს.

არის კიდევ ერთი - უნდა გაჩერდე. - ეს მაინტერესებს, მაგრამ არ ვიცი რას ნიშნავს "გაჩერება" ცოცხალი ადამიანისთვის.

გამომრჩა ალბათ კიდევ რაღაც იქნება ;დ თქვენ გააგრძელეთ.

მოკლედ, რას ფიქრობთ, რატომ ვართ აქ და რა უნდა ვაკეთოთ?






--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jun 7 2015, 01:32 PM
Post #2


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არ არსებობს მიზანი. ადამიანს არ აქვს მიზანი. არადა აქვს. ანუ ის რასაც ადამიანი მიზნად ისახავს, არის გონებაში წარმოშობილი ფიქრები.
პირველ რიგში ყველა კარს ერთ გასაღებს ვერ მოარგებ. მაშინ ბიდე უნდა გატეხო ან კარი შეანგრიო.
ახლა მიკიონი მიანი რო დავწერო, მილიონ მეერთე გამოვა და სხვას იტყვის.
ამიტომ ადამიანის თუ გინდათ მიზანი დავარქვათ არის ის, რომ გააცნობიეროს, რომ მიზანი არ აქვს.
ნუთუ ვერ გრძნობთ რომ თქვენ თქვენ არ ხართ და რომ სხვა ვიღაცა ან რაღაცაა თქვენს სხეულში. ვინ სუნთქავს? ვინ ინელებს საჭმელს? ვინ ამუშავებს გულს? შეენ? რატო არ ეკითხებით ამას საკუთარ თავს? რატო არ გინდათ გაიგოთ პირველ რიგში ვინ არის აი ის ვინც ამას აკეთებს ? იქნებ არ უნდა იმას ეს თქვენი მიზნები? იქნებ იმას სხვა მიზანი აქვს? როდესმე გიკითხავთ? არ იცნობთ და რას კითხავდით.
ნუთუ იმდენად უგუნურია ადამიანი, რომ გონია, რომ ის სუნთქავს. თქვენ ისეთი გულმავიწყები ხართ 6 დღის წინ საღამოს 6 ის ნახევარზე რა სიტყვები თქვიტ არ გახსოვთ და თქვენ რო სუნთქავდეთ, კაი ერთი დღე ორი დღე და მე3 დღეს დაგავიწყდებოდათ , რო უნდა ისუნთქოთ.
ღმერთს მადლობა რომ თქვენ არ სუნთქავთ, თორემ ამ პოსტის წამკითხავი აღარ დარჩებოდა არავინ ერთ კვირაში.
რა გჭირთ ხალხნო? რას ეძებთ? ვის ეძებთ? ვინმეს ეძებთ და ვერ იპოვეთ? ვინმეს მიმართეთ დასახმარებლად და ვერ გაპოვნინათ? მიპასუხეთ.
ასეთ ტონში არ დამიწერია აქამდე. ნუ მიაქცევთ ყურადღებას ტონს სინაარსი გააცნობიერეთ გთხოვთ. ამას ჩემს თავს ვწერ უბრალოდ smile.gif


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jun 7 2015, 05:17 PM
Post #3


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(tikoroma @ 7th June 2015 - 12:59 PM) *
სხვადასხვა სწავლებები და ადამიანთა გამოცდილება სხვადასხვა გზას გვკარნახობენ, რა არის ჩვენი მიზანი

სხვადახვა გზა ერთი მიზნისკენ, გათავისუფლებისკენ, საკუთარი თავის შეცნობისკენ ეს არის მიზანი.
მატერიალური სიკეთე, პოპულარობა, სხვისი ქება და ა.შ. ილუზიაა რომელიც შეიძლება შეიცვალოს ბევრჯერ.



David Monny
QUOTE(David Monny @ 7th June 2015 - 01:32 PM) *
რა გჭირთ ხალხნო? რას ეძებთ? ვის ეძებთ?

გათავისუფლებას.
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jun 7 2015, 05:49 PM
Post #4


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ichi
QUOTE(blue_velvet @ 7th June 2015 - 06:17 PM) *
გათავისუფლებას

შენ გაიხარე. ვინც ეძებს პოულობს. ოღონდ ჩემი რჩევა იქნება, ნუ მოუსმენ იდიოტებს იმ ვიდეოს ვგულიხმობ. ეგ არის ჩვეულებრივი რუსი შოვინისტი იდიოტი ვანია, რომლის გადმოსახედიდანაც ყველა იდიოტია. ნუ რა ქნას ახლა. მეტი არ ესმის და . დაანებე თავი.

გათავისუფლებას თუ ეძებ, ვერ იპოვი, მაგრამ იპოვნი იმას, ვინც უკვე გათავისიფლებულია და სადმე გარეთ კი არა, შენში.
პირდაპირ გეუბნები პირდაპირი მნიშვნელობით. შენ უნდა გაიგო ეს. ყველას თავის გზა აქვს, მაგრამ რადგან შენ გათავისუფლებას ეძებ, მე მიგანიშნებ შენში იმაზე, ვინც გათავისუფლებულია უკვე. შენ კი ის დაგრჩენია გააცნობიერო, შეხედო, დაინახო, განიცადო ეს ვიღაცა ან რაღაცა არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ის ადამიანი არ არის, მაგრამ ნუ გეშინია ის ქმნის ადამიანს ადამიანად. ვინ უფრო მეტია ადამიანი, თუ ის ვინც ადამიანს აქცევს ადამიანად? ჰოდა. დაუკვირდი ვინ სუნთქავს შენში. ეს შენ არ ხარ. შენ რო იყო დაგავიწყდებოდა რო უნდა ისუნთქო ერთ კვირაში. დაუკვირდი ვინ ან რა არის ის ვინც ამ მოქმედებას აკეთებს. შენ მხოლოდ სუნთქვის შეკავება შეგიძლია, მაგრამ სუნქვით შენ არ სუნთქაც. გააკეთე ეს დაუკვირდი ამას. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ხანი დაჭირდება, მაგრამ შენი სურვილი გათავისუფლების არის მთავარი. თავიდან სურვილით იწყება, ბოლოს კი სურვილი ქრება.
ვინ სუნთქავს?
მე არანაირ სუნთქვით ვარჯიშებს არ გთავაზობ. არც მედიტაციას ან იოგას ან რაიმე სხვა პრაწტიკას, მაგრამ შენ როგორც გინდა ისე დაარწვი. როგორც მოგწონს. იკითხე. იკითხეთ ხალხნო და გაგცემენ პასუხს. გეფიცებით რომ გაგცემენ. თუკი ერთ ადამიანს მაინცგაცეს პასუხი, ე.ი. ყველას გაცემენ. მე მიპასუხა ვინც სუნთქავს იმან. მაგრამ წინასწარ გთხოვ ნუ წარმოიდგენ როგორი იქნება პასუხი. ზოგი სიტყვით გპასუხობს. მუნჯი ჟესტებით. ზოგი წერს. ზოგი დუმს. ზოგი რა ზოგი რა. მაგრამ კითხე შენ თავს აი ახლა აი ამ წამს ვინ სუნთქავს?


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Jun 7 2015, 05:52 PM
Post #5


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა
ჩემი მიზანი ამ ცხოვრებაში


ვიცოდი მარა, დამავიწყდა

გახსენებას ვერ ვახერხებ.... მეცინება..... ან საშინლად ვიქცევი




ამიტო შევეშვი, და აღარც ვაპირებ გავიხსენო
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანნა
post Jun 7 2015, 06:11 PM
Post #6


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 602
Joined: 17-April 14
Member No.: 7,274

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე ვიცი ვინ ვარ,

და აქ ვთვლი რომ ვარ შემოქმედებისთვის, ანუ მე ვქმნი არა ამრტო ნახატებს ან ლოგოს. მე ვქმნი ყოველ დღეს
ყველა ურთიერთობას თითეულ ადამიანტან ჩემი ურთიერთობა ჩემი შექმნილია.. რომ დააკვირდები ღრმად საკუთარ თავს ხვდები რამხელა მნიშვნელობა აქვს ბევრი ადამიანის ცხოვრებაში. აქ ვარ მოსული იმისთვის რომ სხვა ადამიანების ცხოვრება შევამსუბუქოდა ყველას გავუზიარო ჩემი თავისუფლება და ბედნიერება. და ამას ყოველ დღე ვსწავლობ,

ყოველ დღე ვიზრდები და მატერიალურ რეალობაში ჩემივე თავის შექმნას და ჩემივე ოცნებების ასრულებას, სამყაროსთან სინქრონიულობას ვსწავლობ. ეს ჯერ მოსმენიტდა დაკვრვებით გამომდის.. ჰო და მე ძალიან ბედნერი ვარ,
ქრისტეს სწავლებები არაა საკმარისი ამისთვის,
უფრო ღრმა თვითშემეცნებაა საჭირო, ტვინის მიღმა
და სიტყვების მიღმა, დროის და ქვეყნის მიღმა საკუთარი მეს პოვნაა საჭირო რომ ამ ცხოვრებაში იპოვო შენი ადგილი და გზა smile.gif

სხვების ინტელქტუალურ კიტხვებს შეიძლება ვერ ვუპასუხო მაგრამ ე ჩემთვის ჩემი ყველაფერი ვიცი.
მმმ,
"გამოიღვიძე და გამოაღვიძე სხვები" smile.gif და დანარჩენს სიტყვებით ვერ იტყვის, ყველას თავისებური გზა აქვს და თვითონ იცის.. ტუმცა ენერგიის გაგზავნა და გაზირება რაც უკვე გაიარე არის სუნთქვაზე უფრო ადვილიდა ბუნებრივი, რომ ყველაფერს აძლევ სხვებს და იცი ამით უკეთეს რეალობას ქმნი smile.gif


--------------------
Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jun 7 2015, 06:19 PM
Post #7


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანნა
QUOTE(ანნა @ 7th June 2015 - 07:11 PM) *
და სიტყვების მიღმა, დროის და ქვეყნის მიღმა საკუთარი მეს პოვნაა საჭირო რომ ამ ცხოვრებაში იპოვო შენი ადგილი და გზა

QUOTE(ანნა @ 7th June 2015 - 07:11 PM) *

მე ვიცი ვინ ვარ,


ანუ ჩვენ გვირჩევ, რომ ჩვენი მე ვიპოვოთ ხო? კარგი. მშვენიერი რჩევაა, მაგრამ შენ ეს რჩევა არ გჭირდება, რადგან შენ იპოვე შენი მე. და ეს მე შენია. ანუ ამბობ "მე ვიცი ვინ ვარ"

მე არ ვიცი და გეკითხები ვინ ხარ შენ?


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანნა
post Jun 7 2015, 06:42 PM
Post #8


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 602
Joined: 17-April 14
Member No.: 7,274

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David Monny

http://anaaika.blogspot.com/2015/05/blog-post.html აი ეს წაიკითხე, ადრე დავწერე. ვინ ვარ, ვინ ხარ ეს სიტყვებით არ ითქმება, ტვინს არ შეუძლია გაანალიზოს და სახელი დაარქვას, შესაბამისად ვერც ფიქრი და ვერც სიტყვა წარმოიქმნება და თუ მაინცდამიანც მე ვარ სინათლე.. ისევე როგორც ყველა, მარადიული ოქროს უსასრულობა და ა.შ.. ყველაზე კარგია როცა გრძნობ სხვას და ის გგრძნობს შენს ვინც ხარ რეალურად smile.gif ))


--------------------
Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jun 7 2015, 06:54 PM
Post #9


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ანნა @ 7th June 2015 - 07:42 PM) *
რატომ უნდა გაიგო ვინ ხარ?
ვინ ხარ? მხოლოდ ფიზიკური სხეული ხარ? შენი აზრები ხარ? ემოციები ხარ? შენი სახელი და გვარი ხარ თუ ის სტატუსი რაც საზოგადოებამ მოგანიჭა რამდენიმე სიტყვაში.. ღვთის შვილი თუ მონა ღვთისა და? თუ პლანეტებისგან შედგებიდა მეტი არაფერი ხარ. ადამიანმა თუ არ იცის ვინაა, მაშინ სხვების ეტყვიან ამას და გამოიყენებენ მის უცოდინარობას თავის სასრგებლოდ. ჩვენს დროში ადამიანების უმრავლესობამ არ ვიცით ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და შესაბამისად არც ის ვიცით საით მივდივართ.. და თუ არ იცი საით მიდიხარ დიდი შანსია რომ არასწორი გზით მიდიდე და ძვირფას შანსს კარგავდე.
თუ ადამიანმა არ იცის ვინაა, თუ არ იცნობს თავის თავს.. მაშინ მას მუდამ აქვს უკმაყოფილება, უკმარისობა იფნრომაციის თავის თავზე და ეძებს თავის თავს ყველგან.. შეიძლება ვერც ხვდებდეს, მაგრამ როცა გვაინტერესებს სხვისი აზრი, საზოგადოებრივი აზრი ჩვენზე.. ეს მხოლოდ იმის სიმპტომია რომ არ იცი ვინ ხარ. ფსიქლოგიურად დამტკიცებულია და ამას ეწოდება „პროექცია“, რომ ადამიანის სხვა ადამიანებს აღიქვამს ზუსტად ისე, რგორც თავის თავს მხოლოდ გაუცნობიერებლად, სხვაში აღიზიანებს ის რასაც თავის თავს უკრძალავს, შურს და ა.შ.. იმ უმარავ არასწორ წარმოდგენებზე კი რაც გავრცელებულია ჩვენში აღარაფერს ვიტყვი. გვჩვევია ერთ სიტყვაში ჩავსვათ ადამიანის არსება და ამის მიხედვით განვსჯით და ვეურთიერთებით მას.. მაგალითად „ფანატიკოსი მართლმადიდებელი“. „გეი“, „ნარკომანი“, „ჰომოფობი“ და ა.შ.. „შეიცანი შენი თავი და შეიცნობ სამყაროს“ გვეუბნება წინაპრების სიბრძნე… უბედურება ისაა რომ, ადამიანებს სამყაროც არ აინტერესბთ, ისინი კმაყოფილდებიან იმ მწირი წარმოდგენებით რასაც გარემო ახვედრებს დაბადებისას. სახელი, გვარი, ასაკი, სხეული და ის თუ რა სტატუსს მიანიჭებს სისტემა. აირჩევს პროფესიას და იქნება იურისტი, იქნება ექიმი. არიან მაძიებელი ადამიანები, მაგრამ ისინიც ხშირად ინტელექტუალურ ძიებაში ხარჯავენ მთელს ცხოვრებას და არა თავის მეს შეცნობაში.
ატარებ მთელს ცხოვრებას იმის მიხედვით როგორც სხვებმა გასწავლეს.. არაა აუცილებელი რომ ახლა ვინმე გასწავლიდეს და გეუბნებდოეს. კაცობრიობა ჩამოყალიბებულია ამ წარმოდგენებით და თუ შენც კითხვები არ გიჩნდება და დინებას მიყვები, იქნები რიგითი ბრმა ადამიანი, რომელიც მხოლოდ პროდუქტი და მომხმარებელია ცხოვრების და არა შემოქმედი.. როცა შენს თავს შეიცნობ აცნობიერებ შენს შემოქმედების უნარს, ხოლო თუ არა.. ხარ მოხმარებელი, უკამყოფილო არსება, მუშაობაში, ბუღუნში, გინებაში და სხვების შემყურე.. პოლიტიკოსების, სასულიერო პირების და საზოგდოებრივი შოუების შემქმნელების ყურებაში და მათზე ლაპარაკში გაატარებ ცხოვრებას. ადამიანები მუდამ საუბრობენ რა იყო ტელევიზორში, როგორ მოიქცა სხვა.. მაგრამ ძალიან იშვიათად იყურებიან თავის თავში, თავის მეში და ჩემი აზრით ესაა ყველაფერი ცუდის მიზეზი ამ ქვეყანაზე..

ყველა ადამიანის თავის გულში ღღმად აქვს ადგილი, რომელსაც „ქრისტიანობა“ ღვთის სასუფეველს უწოდებს, სხვა სწავლებები სხვა რამეებს, მაგრამ მთავარია რომ ეს ადგილია ყველა ადამიანშია. თუმცა ადამიანები იქ არ ვეძებთ მუდამ გარეტ ვიყურებით და თუ სულიერ ცხოვრებაზე ვფიქრობთ, მაშინაც ისევ შევყურებთ პატრიარქს. ვიქცევით ისე როგორც ამბობს პატრიქრი, ან როგორც ტელევიზორის, გაზეთის, თუნდაც ასტროლოგიური ჟურნალი გვირჩევს.. ჩვენს თავს არაფერს ვეკითხებით რადგან არ ვიცით ვინ ვართ. როცა გვეცოდინება ვინ ვართ, ჩვენი ნამდვილი მე ვინაა მაშინ გვეცოდინება ყველა კითხვაზე პასუხი თავადვე, გაგვიქრება უკმრისობა და უფრო მშვიდები, ბედნიერები ვიქნებით.. უცებ ვფიქრობდი ამაზე და მომინდა გაზირება სხვებისთვისაც. ძალიან ბედნერი ვიქნებიდა დარწმუნებული ვარ გარემოც თუნდაც საქართველოს მდგაომრეობა გაუმჯობესდება თუ ადამიანები ჩვენს თავებშ ჩავიხედავთ ღრმად და დავსვამთ კითხვას, თუნდაც დღეში ერთხელ: ვინ ვარ მე? ხოლო როდესაც პასუხს მიიღებთ, მე არ ვიტყვი რა იქნება.. თავად ნახავთ )))


აი ამ ტექსტში თუ ვინმე მეტყვის სად წერია ვინ ხარ, ნაყინს ვუყიდი. აი ახლა ჩემს პატარა მეგობარს დაგალაპარაკებ 10 წლისაა და წინასწარ დავარიგებ ესე თქვი ესე თქვი მეთქი. რო მე ვარ უსასრულობა და მე ვარ ყველაფერი, ასევე არაფერი. ეს იმას ნიშნავს რომ მან იცის ვინ არის? იგივე შენ. რადგან წერ მე ვიცი ვინ ვარ ნიშნავს რო იცი?
QUOTE(ანნა @ 7th June 2015 - 07:42 PM) *
ვერც ფიქრი და ვერც სიტყვა წარმოიქმნება და თუ მაინცდამიანც მე ვარ სინათლე..

სიბნელემ რა დააშავა? არ მოგწონს? კაი ვიღაცა სიბნელე იქმება და იყავით ასე სიამ ტკბილობით.

QUOTE(ანნა @ 7th June 2015 - 07:42 PM) *
ისევე როგორც ყველა, მარადიული ოქროს უსასრულობა და ა.შ..

და რამდენ "პრობიანი" ოქრო ხარ? თუ უსასრულო ოქროს ეგ არ აქვს? ვერცხლმა რა დააშავა? ბრილიანტმა? კაი სიტყვებით ვერ გადმოცემ, მაგრამ განიცადე ხო. ანუ განიცადე ვინ ხარ და კიდევ ეძებ ვინ ხარ თუ ახლა სხვა რამე გინდა? ახლა გინდა რომ სხვას განაცდევინო ის რაც შენ განიცადე, რასაც სიტყვებით ვერ გადმოცემ? ანუ ამას ეძებ?


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანნა
post Jun 7 2015, 07:32 PM
Post #10


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 602
Joined: 17-April 14
Member No.: 7,274

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David Monny

მე და შენ ერთმანეთს რომ გავიცნობთ ყველაფერს ნათელი მოეფინება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif დიდი ალბათობით ირეკლავ ასპექტებს რაც ჩემში მაქვს კიდევ გაუცნობეირებლად და ამიტომ ვსაუბრობთ ფორუმზე, პირადული არაფერი. უბრალოდ პროექციააა.. შენ ეხლა რამეს გრძნობ ან ფიქრობ რომ მელაპარაკები? მე ამას ვგრძნობ, რომ როგორც შენ აღგიქვამ ეგეთი ვიყვაი, ვარ ან ვიქნები რომელიმე სიტუაციაში და ახლა გაკვრიდებიდა ვიღებ როგორც ცემს ნაწილს smile.gif

QUOTE
ახლა გინდა რომ სხვას განაცდევინო ის რაც შენ განიცადე


აჰამ, ეს კი ^^




--------------------
Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jun 7 2015, 07:55 PM
Post #11


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(David Monny @ 7th June 2015 - 06:54 PM) *
სიბნელემ რა დააშავა? არ მოგწონს? კაი ვიღაცა სიბნელე იქმება და იყავით ასე სიამ ტკბილობით.

საინტერესო შენიშვნაა.

ისე კი როგორაა მოწყობილი, რაც ყველაზე მნიშნვნელოვანია, იმას სიტყვით ვერ გადასცემ, მაგალითად გამოცდილებას და თუნდაც გაცნობერებული გქონდეს საკუთარი მე, სხვისთვის ამის ახსნა შეუძლებელია, მინიშნება კი ბატონო.
იესო რატომ საუბრობს სულ იგავებით და არა სიტყვებით? იმიტომ ხომ არა რომ სიტყვით ვერ ეტყოდა ზუსტად სათქმელს, იგავი კი გეუბნება ფუძეს და გიშვებს შენ შენში რომ გაარჩიო სათქმელი, ანუ გიბიძგებს ფიქრისკენ საკუთარ თავში, თUნდაც რომ ეუბნება რომ ვისაც სურს პირველობა ის იქნება მსახური, ანუ იქნება უკანასკნელი. ანუ აძლევს ბიძგს აზროვნებისკენ?
David Monny

QUOTE(ანნა @ 7th June 2015 - 06:42 PM) *
აი ეს წაიკითხე, ადრე დავწერე. ვინ ვარ, ვინ ხარ ეს სიტყვებით არ ითქმება

და რატომ არ ითქმება ყველაზე მნიშვნელოვანი? რაღაც პარადოქსია, შემთხვევითი არაფერია, ესეიგი ეს განცდა ისეა შექმნილი რომ არ გადაიცემა, რა არის ამის მიზანი? ის ხომ არა რომ ყველამ უნდა გაიაროს თავის გასავლელი და სიტყვით რომ შეიძლებოდეს ამის გადაცემა მაშინ რაღაც მხრივ მარტივი იქნებოდა ყველას ცხოვრება, უბრალოდ წაიკითხავდა სიტყვებს შეასრულებდა და მოხდებოდა მოსახდენი.
ანნა
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jun 7 2015, 07:59 PM
Post #12


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანნა
QUOTE(ანნა @ 7th June 2015 - 08:32 PM) *
მე და შენ ერთმანეთს რომ გავიცნობთ ყველაფერს ნათელი მოეფინება დიდი ალბათობით ირეკლავ ასპექტებს რაც ჩემში მაქვს კიდევ გაუცნობეირებლად და ამიტომ ვსაუბრობთ ფორუმზე, პირადული არაფერი. უბრალოდ პროექციააა.. შენ ეხლა რამეს გრძნობ ან ფიქრობ რომ მელაპარაკები? მე ამას ვგრძნობ, რომ როგორც შენ აღგიქვამ ეგეთი ვიყვაი, ვარ ან ვიქნები რომელიმე სიტუაციაში და ახლა გაკვრიდებიდა ვიღებ როგორც ცემს ნაწილს

მე ბევრ რამეს ვგრძნობ და ვფიქრობ, მაგრამ არცერთს ვანიჭებ მნიშვნელობას, რადგან ეს მხოლოდ ელექტრული მუხტის, ძაბვის, ფლუიდების ტვინში შეერთებით წარმოიქმნება. მე არ ვარ ქიმიური რეაქცია და არც პროექცია. ყველაფერი ჩემში არსებობს, ხოლო მე თვითონ არ ვარსებობ. როდესაც ვამბობ ყველაფერს ვგულისხმობ 3 მდგომარეობას, რომელშიც შეგვიძლია ვიყოთ. ღვიძილი, სიზმრებიანი ძილი და ღრმა ძილი. როცა იღვიძებ თვალდახუჭული ჯერ სხეულს აღიქვამ და იგივდები მასთან, თვალს რო ახელ, სამყაროს ხედავ და მისგან ცალკეობას. აი მე აქ ვმთავრდები სადაც ჩემი კანია ამის იქით იწყება ჰაერი, მერე მაგიდა, საწოლი და სხვა ადამიანი. აი ახლა მე აქ ვარ. და აზრი არ აქვს ამ დასკვნებს, რადგან ყოველ წამს შეიძლება ჩამეძინოს, და ის ელექტრული მუხტი, ძაბვა რაც ტვინშI იყოს შემცირდეს და სადღა ვარ? კარგად მეყოლე. დამეძინა. ახლა სიზმარს ვხედავ, მაგრამ რეალურად ღვიძილიც სიზმარია, რადგან აქაც სახელები და ფორმებია როგორც სიზმარში და სიზმარსა და ცხადს შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა, ცხადი დიდხანს გრძელდება და სიზმარი ცოტა ხანს. ამიტომ გვგონია, რომ ცხადი არ არის სიზმარი. ახლა შენ გძინავს და აზრზეც კი არ ხარ, რომ სიზმარს ხედავ. აი ამ წამს აი "აი" რო წაიკითხე მაშინაც სიზმარს ხედავ და ახლაც. და ახლაც... მაგრამ სიზმარი რომ მეტ ხანს გრძელდებოდეს, იმას დავარქმევდით ცხადს, ასე რომ აზრი არ აქვს, ეს პრობლემას ვერ გადაჭრიდა. ჯობია ისე იყოს როგორც არი. შენ ამბობ რომ მე ვიცი ვინ ვარ და ამ დროს არ იცი, რომ ექიმმა ტვინზე სტიმულირება რომ გაუკეთოს ერთ ერთ მონაკვეთს, აღარ გეცოდინება ვინ ხარ. შენ განიცადე ვინ ხარ და მაინც რაღაც გინდა, მაინც განვითარება გინდა. მე გეუბნები, რომ არ განგიცდია შენი მე, რადგან ის უკვე განვითარებულია და მეტიც, არ არსებობს სხბა მე. შენ ხარ ჩემი მეც, სხვისი მეც და შენ ხარ მთელი სამყარო. აი ეს შენ არ განგიცდია, რადგამ სამყარო ამ მეში არსებობს. არ არის მეორე ასეთი მე.
რაც შენ განიცადე შენთვითონაც არ იცი რა განიცადე. მასეთი განცდები უამრავი აქვს ხალხს, მაგრამ რა მოგცა მაგ განცდამ? ის მოგცა, რასაც ლაპარაკობ. და რასაც ლაპარაკობ, ის გაკლია. განვითარება და ცნობიერების გაფართოვება მოგცა მაგ შენმა განცდა. მაგრამ ცნობიერება უკვე გაფართოვებულია, არ არსებობს სხვა ცნობიერება და როგორ გაფართოვდება. არ არსებობს მეორე.. რამე რო გაფართოვდეს, 2 ბოლო უნდა ქონდეს. ცნობიერებას არ აქვს ორი ბოლო. ის ერთია. მაგრამ არც ერთია, ერთიც არ არი. საერთოდ არ არსებობს.
შენ რომ შენი მე გეპოვნა, არავის ეტყოდი ეს მედიტაცია ქენი ის ქენი. არ აკიდებდი ამ ტვირთებს, რადგანაც გეცოდინებოდა, რომ არ არსებობს მიზანი. არ არსებობს გზა. არ არსებობს განვითარება, რადგანაც ეს მე არის ყველაფერი. დამკვირვებელიც და დაკვირვების ობიექტიც ერთია. ყველაფერი ერთია. მეორე რამ უბრალოდ არ არის, ამიტომ არ არის არც პირველი.
ერთს იმიტომ ვამბობ, რომ მეორე არ არის ასეთი, ხოლო რადგან მეორე ასეთი არ არის, ეს ერთი არის თუ არ არის მნიშვნელობა არ აქვს. შენ რაც გინდა ის დაარქვი.
როგორც ქართული ზღაპარ იწყება: იყო და არა იყო რა. ანუ რაღაცა იყოო და თან არ იყოო. ამაზე მეტი ადვაიტის სწავლება არც არსებობს. ბუდამ თქვა: არაფერი ყველაფერი და ყველაფერი არაფერია.
შენ იცი ვინ სუნთქვას შენში ახლა? ეს შენ ხარ? დარწმუნებული ხარ, რომ ახლა შენ სუნთქავ?


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jun 7 2015, 08:18 PM
Post #13


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ichi
QUOTE(blue_velvet @ 7th June 2015 - 08:55 PM) *
ისე კი როგორაა მოწყობილი, რაც ყველაზე მნიშნვნელოვანია, იმას სიტყვით ვერ გადასცემ, მაგალითად გამოცდილებას და თუნდაც გაცნობერებული გქონდეს საკუთარი მე, სხვისთვის ამის ახსნა შეუძლებელია, მინიშნება კი ბატონო.

ძნელი არ არის, მარტივია. აი რატოა მარტივი. კვანტური მექანიკა იცი? არ იცი. იცი რა ძნელია ისწავლო? მანქანის აწყობა იცი? არ იცი. იცი რა ძნელია ისწავლო? დაბადებიდან რაღაცა ვისწავლეთ რაღაცა დავივიწყეთ, მაგრამ ერთი რამ რაც არასდროს ჩერდება და ჩვენ რომც აღარ ვართ, მაშინაც არის. ანუ ღრმა ძილს ვგულისხმობ. იმედია ბავშვობაში მაინც გქონიათ, ან გუი მაინც წაგსვლიათ,, ან კომაში. ეს ყველა ერთი მდგომარეობაა. სადაც ტვინში ძაბვა მინიმალურია. იმედია იცით, რომ ტვინში დიდი რაოდენობით ელექტროობაა. მე შედარებით ფრაზებს არ ვიყენებ პირდაპირი ვ=მნიშვნელობით ვხმარობ ყველა სიტყვას. აი ეს საყვარელი და ნაზი სუნთქვა. დააკვირდით ამ სუნთქვას. მე გეუბნებით რომ თქვენ არ სუნთქავთ, მაგრამ ეს არ გჯერათ. მე არ გეუბნებით მერწმუნეთთქო. ნახეთთქო. დამიმტკიცეთ საწინააღმდეგო. და 1 კვირის მერე, მითხარით რამდენჯერ ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. მარა ისე არა, რო გამოიანგარიშოდ საშუალოდ ადამიანი 60 ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას აკეთებს წუთში. ე. ი. საათში ამდენი. და დღეში ამდენი, ერთ კვირაში ამდენი. არა, თქვენ თვითონ დაითვალეთ, ჩასუნთქვაც და ამოსუნქვაც. დაითვალეთ და შვიდი დღის მერე საღამოს 7_ის 30 წუთზე მითხარით რამდენი ჩასუნთქვა და ამოსუთქვა გააკეთეთ და ისიც მითხარით, 7_ის 30 წუთზე ბოლო რონელი იყო ჩასუნთქვა თუ ამოსუნთქვა, თან ყველა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა ერთი და იგივე სიჩქარით არ იქნება ამ პერიოდში, ამიტომ დაითვალეთ ის აჩქარებაც, რამდენი წამი გრძელდბა ჩასუნქვა და ამოსუთქვა. ყველა. რატო არ ნებდებით? რატო არ აღიარებთ რომ თქვენ არ სუნთქავთ? და თუკი თქვენ არ სუნთქვთ საიდან ხართ ცოცხალი? კარგად ვიცით, რომ თუ ადამიანი აღარ სუნთქავს მოკვდა. ამიტომ მე გეუბნებით, თქვენ არ სუნთქავთ. მე არ მჭირდება თქვენი აღიარება რო კაი ხო ეგრეა. გააცნობიერეთ, გამოიძიეთ. არ მენდოთ. მე სანდოობაზე არ გელაპარაკებით.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jun 7 2015, 08:28 PM
Post #14


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კიდევ ერთი... ყველას უნდა სიზმრის გაკონტროლება, და როცა ამას აღწევენ აუ რა მაგარიაა. მაგარი შეგრძნება ეუფლებათ. რატო გვინდა სიზმრის კონტროლი, იმიტომ, რომ ცხადშიც გვინდა კონტროლი. ცხადში ყველაფერს ვაკონტროლებთ. ამიტომ სიზმარშიც ყვეაფერს ვაკონტროლებთ უკვე მაგრები ვართ. უცემ მოდის ღრმა ძილი და უპს. ბლექ აუთ...
ენიბადი ჰოუმ? ჰელოუ? არავინ პასუხობს. ეს კონტროლი არაფერია, თუ არა მაღალი ძაბვა ტვინში. ტურიაზე არაფერი მითქვამს, რომელიც მე4 მდგომარეობაა და რომელშიც პირადად ვიყავი, ანუ "მე" როგორც დამკვირვებელი, სიზმარშიც, ცხადშიც და ღრმა ძილშიც არ გამქრალა. ყველაფერს ვაკვირდებოდი. ამ სამივე მდგომარეობას. ამიტომ ეძახიან მე4_ს, რომ სამს რომ დააკვირდე, მე_4 უნდა იყო.. ამ სამიდან რომელიმე ერთი დააკვირდება დანარჩენ 2_ს, მაგრამ არა სამსმ, როცა სამივე დაკვირვებადია, მაშინ არის მე-4. მარტივია. ძალიან მარტივია, არაფერს ვწერ გადატანითი მნიშვნელობით. პირდაპირ, ვბუკვალნამ სმისლე, პირდაპირი მნიშვნელობით ვწერ.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jun 7 2015, 08:45 PM
Post #15


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David Monny
როცა გძინავს და ვერ აცნობიერებ რომ სიზმარში ხარ, მაგ დროს ემორჩილები ფიზიკურ კანონებს როგორც რეალურად, მაგრამ როგორც კი გააცნობიერებ რომ ეს სიზმარია უცებ ყოვლისშემძლე ხდები და ცვლი მოვლენებს, დაფრინავ, სხვას აკონტროლებ....რას ფიქრობ ამ ფენომენზე? იქნებ რეალბაც ასეა ანუ საკმარისია მის ილუზიურ ბუნებას ჩაწვდე რომ გაშალო ფთები და გახდე ბრძალებელი?
QUOTE(David Monny @ 7th June 2015 - 08:28 PM) *
როგორც დამკვირვებელი, სიზმარშიც, ცხადშიც და ღრმა ძილშიც არ გამქრალა. ყველაფერს ვაკვირდებოდი. ამ სამივე მდგომარეობას.

ანუ როცა გეძIნა, აცნობიერებდი რომ გძინავს? თუ როგორ აკვირდებოდი ანუ სად იყავი? გარედან უყურებდი თუ შიგნიდან უყურებდი ფიქრებს? შეგეძლო ფიქრების კონტროლი? თU საერთOდ არ ეხებოდი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანნა
post Jun 7 2015, 09:17 PM
Post #16


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 602
Joined: 17-April 14
Member No.: 7,274

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სიზმარში ვიციხოლმე რომ სიზმარია და ვაკვირდები. და ყველა სიზმარს რაღაც ქვეცნობერიდან მოაქვს მისახვედრიდა სასწავლია, დასანახიდა გასაშვები. ichi სიბნელე არ არსებობს იჩი, სიბნელე მხოლოდ მაშინაა როცა სინათლეს ზურგს აქცევ. არის სინათლის ნაკლებობა, მაგრამ არ არსებობს სიბნელე.

David Monny
QUOTE
შენ რომ შენი მე გეპოვნა, არავის ეტყოდი ეს მედიტაცია ქენი ის ქენი. არ აკიდებდი ამ ტვირთებს, რადგანაც გეცოდინებოდა, რომ არ არსებობს მიზანი. არ არსებობს გზა. არ არსებობს განვითარება, რადგანაც ეს მე არის ყველაფერი. დამკვირვებელიც და დაკვირვების ობიექტიც ერთია. ყველაფერი ერთია. მეორე რამ უბრალოდ არ არის, ამიტომ არ არის არც პირველი.
ერთს იმიტომ ვამბობ, რომ მეორე არ არის ასეთი, ხოლო რადგან მეორე ასეთი არ არის, ეს ერთი არის თუ არ არის მნიშვნელობა არ აქვს. შენ რაც გინდა ის დაარქვი.
როგორც ქართული ზღაპარ იწყება: იყო და არა იყო რა. ანუ რაღაცა იყოო და თან არ იყოო. ამაზე მეტი ადვაიტის სწავლება არც არსებობს. ბუდამ თქვა: არაფერი ყველაფერი და ყველაფერი არაფერია.
შენ იცი ვინ სუნთქვას შენში ახლა? ეს შენ ხარ? დარწმუნებული ხარ, რომ ახლა შენ სუნთქავ?


და შენ რატომ წერ ამდენს აბა ამ ფორუმზე? შენ თავს შეუბრუნე აბა ეგ კითხვა და მიპასუხე smile.gif


--------------------
Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jun 7 2015, 09:18 PM
Post #17


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ichi
QUOTE(blue_velvet @ 7th June 2015 - 09:45 PM) *
რას ფიქრობ ამ ფენომენზე?

არაფერს, ეს უბედურებაა. ეს იგივეა, ფრჩხილების ჭამის ჩვევა გქონდეს ცხადში და სიზმარშიც გაცნობიერებულად ფრჩხილების ჭამა დაიწყო.. დაანებეთ ამ წამიერ სიამოვნებებს თავი.. მაგ ფრენას სექსი არ ჯობია? ქემაინც ორის სიამოვნება ემთხვევა ერთმანეთს და იმ კონტროლირებად სიზმარში მარტო შენ დაფრინავ. კიბატონო ვაკონტროლოთ, მაგრამ რატომ? რას გვაძლევს? ანუ ილუზიის კონტროლი, გვინდა ილუზიიდან. ეს იგივეა. კომპიუტერულ თამაშს თამაშობდე. ქოლ ოF დიუთის და ერაყში ომობდე და ფაქტიურად შეგრძნების 3 ორგანო ჩართულია, მხედველობა, შეხება და სმენა. შეგიძლია დენთს ცეცხლი წაუკიდო ოთახში და სუნიც ჩაერთვება. მერე საღეჭი რეზინიც ღეჭე და გემოვნებაც და კარგად მეყოლე. ერაყში ხარ. რეალურად კი შენს ოთახში ზიხარ. აი ეს არის სიზმრების კონტროლი. მე 3 მდგომარეობას ვაკვირდებოდი და არცერთს არ ვაკონტროლებდი, ამიტომაც ვაკვირდებოდი რომ არ ვაკონტროლებდი. როცა კონტროლს იწყებ, დაკვირვებას კარგავ, როცა აღარ აკონტროლებ დაკვირვებას იწყებ.

QUOTE(blue_velvet @ 7th June 2015 - 09:45 PM) *
ანუ როცა გეძIნა, აცნობიერებდი რომ გძინავს? თუ როგორ აკვირდებოდი ანუ სად იყავი? გარედან უყურებდი თუ შიგნიდან უყურებდი ფიქრებს? შეგეძლო ფიქრების კონტროლი? თU საერთOდ არ ეხებოდი.


როცა გეძინას აქვს 2 ფორმა. სიზმრებიანი ძილი, და ღრმა ძილი, კომა. ერთსაც ვაკვირდებოდი და მეორესაც. სიზმრების კონტორლი შემეძლო რომელია, მაგრამ არ ვაკეთებდიო რო დავწერო იფიქრებთ აი გინდოდა და ტავი შეიკავეო, უბრალოდ არ მქონდა სურვილი, აზრი არ ქონდა. აკვირდები გულიდან. პირდაპირი მნიშვნელობით ხარ გულის არეში, შენს ზევით თავს გრძნობ, მაგრამ ამის მერე თავი და გული ერთიანდება, თავი ჩამოდუ გული ადის თავში ვერ გეტყვით, თუმცა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია რომ ერთიანდება. ხარ არაფერში. აბსოლუტურად არაფერში. სიბნელეში. მაგრამ ეს სიბნელე სიბნელე არ არის, ანუ არაფერია. სიბნელეში იმიტომ ხარ, რომ ოთახში ბნელა და თან თვალები გაქ დახუჭული. კიდე კაი ნათელი არ დავინახე თორე ახლა ჩემს შესახებ პოსტებს ნახავდით. 19 წლის ასაკში გაურკვეველი მიზეზების გამო..... smile.gif biggrin.gif მოკლედ გესმის, როგორ სუნთქავ, როგორ არ ინძრევი, მაგრამ სხეულთან მინიმალური კავშირი გაქ. ეს სიცარიელე სხეულშიცაა და სხეულის გარეთაც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხეულის გარეთ მანქანებს ხედავ ქუჩაში.
სად ვიყავი. პირობითად ოთახში, მერე სხეულში, მერე გულში და ამის მერე არარსად. ანუ ამის მერე არის სიცარიელე. მარა აი ძაგძაგებსავით, უფრო სწორად ვიბრირებ. ეს ნერვული სისტემა ადის ჩადიშ შენში, სისხლი მოძრაობს ადის ჩადიშ შენში. მაგრამ შენ ხალკე დგახარ. შენ ეს არ გეხება.
იყო მომენტები, როცა მარტო ერთი ფიქრი იყო, მე ვარ. მაგრამ არსად არ ვარ, რადგან არ იყო მეორე ფიქრი სადმე ყოფნაზე, ანუ კაი მე ვარ , მარა სად ვარ? აი ეს ფიქრი არ იყო. მარტო იყო ფიქრი, რომ ვარ. იმიტომ იყო, რომ ვაკვირდებოდი როგორ მეძინა. იყო უფრო ღრმა ფიქრი, მარტო "მე". ეს იმით განსხვავდებოდა "მე ვარ" ფიქრისგან, რომ არ ვიცოდი ვიყავი თუ არ ვიყავი. " მე ვარის" შემთხვევაში ვიცოდი რომ მე ვიყავი, რადგან ვხედავდი, ანუ ვაცნობიერებდი ძილს, ღვიძილს, ნივღებს ა.შ.
მაგრამ არ განმიცდია, რომ მე არ არის. ანუ სულ ვიყავი, განუწყვეტლივ. ღვიძილიდან ძილში განუწყვეტელი ცნობიერებით გვენ ღრმად გვძინავს, მაგრამ არ გვახსოვს, მარტო სიზარი რო ვნახეთ ეგ გვახსოვს მეორე დღეს და გვგონია ეს სიზმარი გრძელდებოდა მთელი ღამე. არადა რაღაც წამები გრძელდება, დანარჩენი სულ ღრმა ძილია.
მაგრამ, "მე" ყოველთვის ვიყავი, ეს მე არ გამქრალა. ამიტომაც ვამბობ, გასხივოსნება ამ მეს გაქრობაა. ანუ გასხივოსნებული ხარ, უბრალოდ აცნობიერებ, რომ ეს მე არ არსებობს, აი ეს წამია გასხივოსნება. ერთი წამი.
ამიტომაც ვამბობ გათავისუფლება, ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი. მე ისევ რჩება, რომელიც განიცდის მიუჯაჭველობას სამყაროზე, მაგრამ ისევ მე განიცდის. ხოლო როცა ეს მე დნება, როგორც თაფლი ცხელ ჩაიში, აი ამ პროცესს ეძახიან რეალიზებას. ყველაფერი რჩება, ჭამ, სვამ, დადიხარ, ლაპარაკობ, მაგრამ რომ შენ დადიხარ, შენ ლაპარაკობ, შენ მქმედებ აღარ არის.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jun 7 2015, 09:43 PM
Post #18


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანნა
QUOTE(ანნა @ 7th June 2015 - 10:17 PM) *
სიზმარში ვიციხოლმე რომ სიზმარია და ვაკვირდები. და ყველა სიზმარს რაღაც ქვეცნობერიდან მოაქვს მისახვედრიდა სასწავლია, დასანახიდა გასაშვები. ichi სიბნელე არ არსებობს იჩი, სიბნელე მხოლოდ მაშინაა როცა სინათლეს ზურგს აქცევ. არის სინათლის ნაკლებობა, მაგრამ არ არსებობს სიბნელე.

ჭკუის კოლოფო, სინათლის საკითხში ქრისტეზე მეტი იცი? მე ვუცი ქრისტე, შენ რომ ქრისტე გცოდნოდა, მაგ სისულელეს აღარ დაწერდი. ახლა მინდა რო გეწყინოს, რომ სისულელე ვუწოდე შენს დაწერილს, რადგან ზოგი კედელს თუ არ დაეჯახა, ვერ ხვდეა, რომ ტრიალი უნდა შეწყვიტოს, თავბრუ რომც დაესხას მაინც. რაც გინდა ის მიწოდე, ენას ძვალი არ აქვს, მაგრამ მე არ დავუშვებ, რომ სისულელეებით გამოუტენო ხალხს ტვინი და სიცანცარით. აქ ხალხი ყველაზე სანუკვარს ეძებს რაც კი ცხოვრებაში შეიძლება იპოვო და მე ამას მთელი სერიოზულობით ვეკიდები. ახლა კი მე არაფერს გიმტკიცებ, შენ ამტკიცებ რომ იესო ქრისტეზე მეტი გესმის.

"3. ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა.

4. მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ნათელი კაცთა.

5. ნათელი ბნელში ნათობს და ბნელმა იგი ვერ მოიცვა." (იოანეს სახარება, თავი პირველი)

ახლა რა არის ეს ბნელი, რომელმაც იგი ვერ მოიცვა? და რატომ არ წერია, მოიცვა თუ არა ნათელმა ბნელი? რადგან არ წერია ე.ი. ასეა? მაგრამ რომ გავიგოთ რა არის ეს ბნელი, ისევ დასაწყისში, ოღონდ ძველი აღთქმის.

"2. მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ."

"3. თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი." (დაბადება, თავი პირველი)

გარკვევით წერია, რომ სანამ ნატელი იქნებოდა, მანამდე იყო ბნელი და ღმერთის სული. უფსკრული, წყალი, ბნელი და სული. მერე გარკვევით წერია, პირველ დღეს, რომ იქმნა ნათელი. ანუ ღმერთმა ნათელი შექმნა. ნათელი არის ქმნილება. ხოლო არსად წერია, რომ ბნელი ღმერთის ქმნილებაა, პირიქით ის ღმერთთან ერთად არსებობდა ცის და მიწის და ნათელის შექმნამდე.

და კიდევ ნებისმიერი ლოცვა სახარებიდან და სხვა წერილებიდანაც მთავრდება, და იესოც ამბობს "უკუნითი უკუნისამდე", რაც ნიშნავს მარადიულად. არსად ამბობს, "სინათლიდან სინათლემდე"
რამდენი ფაქტი გინდა კიდე, რომ დანებდე?

დამკვირვებელი, არის ცნობიერება, ის ვინც აცნობიერებს, ანუ არსებობაში შემოყავს. მაგრამ საიდან შემოყავს, არ არსებულიდან, უფორმოდან, ბნელიდან, უფსკრულიდან. უსახო და უდაბური, უფორმო და უცვლელი, რომელიც ქმნადობამდე არის. სინათლეო, ბნელში ანათებსო ხო, ხოდა ბნელი რო არ იყოს სად გაანათებდა? მაგრამ არ არის განსხვავება ცნობიერებასა სინათლეს და არარსებობას, ანუ სიბნელეს შორის. ცნობიერება ირეკლავს არაფერს. ამიტომაც არაფერმა ვეღარ მოიცვა არაფერი. ანუ სიბნელემ, ვეღარ მოიცვა სიბნელე. ანუ არაფრის ყველაფერში შემოყვანის პრცესს დაერქვა სინათლე.
მაგრამ ეს მხოლოდ ქრისტეზე და ბუდიზმზე არარ გირჩევ გაგრძელებას. იქ საერთოდ უკუნეთია.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jun 7 2015, 09:48 PM
Post #19


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანნა
QUOTE(ანნა @ 7th June 2015 - 10:17 PM) *
და შენ რატომ წერ ამდენს აბა ამ ფორუმზე? შენ თავს შეუბრუნე აბა ეგ კითხვა და მიპასუხე

მე დავწერ უფრო მეტს და აქამდე დაწერილში და მერენდელშიც თუ სადმე იპოვი, რომ ვინმეს რაიმე მედიტაციას და პრაქტიკას ვთავაობ, უნამუსო ვიყო რაც გინდა მითხარი და იმას ვიზავ აი რაც გინდა. თუ არა და დანებდი, მე ხო არ გეუბნები მე მეტივარ შენ ნაკლები. მე გეუბნები დანებდი იმას ვინც სინთქავს. დანებდი სიცოცხლეს.
8 წელი ვაკეთებდი მაგ სისულელებს და დავიღალე. ახლა რომ ვუყურებ იგივეს აკეთებს სხვა, არ ვერევი, მხოლოდ ჩემს პირად გამოცდილებას ვყვები. პირად გამოცდილებას. ჩემსას არავის სხვისას. ამ თემაშიც სამადჰის თემაშიც და ყველგან. მე მხოლოდ პირად გამოცდილებას ვეყრდნობი.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jun 7 2015, 10:35 PM
Post #20


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David Monny
დილა რო გათენდება და იღვიძებ, რამე ხო უნდა აკეთო? biggrin.gif

ციტატა(David Monny @ 7th June 2015 - 01:32 PM) *
ამიტომ ადამიანის თუ გინდათ მიზანი დავარქვათ არის ის, რომ გააცნობიეროს, რომ მიზანი არ აქვს.
ამისგან ვიტანჯები ძირითადად, რომ ვიტანჯები. biggrin.gif
ახლა მაქვს მიზანი, მე მოვიგონე და გავყვები. ისე კი არ მაქვს, მეხი დამკრას ზევსმა, თუ მქონდეს biggrin.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

4 Pages V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 10:19 PM