IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

45 Pages V  « < 36 37 38 39 40 > »   
Reply to this topicStart new topic
> ასტრალში vol.2, ვინ სად როდის და როგორ....
ასრალ
ვინ ხართ ნამყოფი ასრალში (ამ ცხოვრებაში)
ვყოფილვარ [ 38 ] ** [21.35%]
ხშირად დავდივარ [ 18 ] ** [10.11%]
ვყოფილვარ მარა არ ვიცი თუ ეგარის.. [ 30 ] ** [16.85%]
არ ვყოფილვარ [ 52 ] ** [29.21%]
არვიცი [ 40 ] ** [22.47%]
Total Votes: 178
Guests cannot vote 
RandomName
post Jan 10 2016, 05:09 PM
Post #741


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 28
Joined: 31-December 15
Member No.: 7,477

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



შეიძლება შენ განზრახული არ გქონდეს მაგრამ სინამდვილეში შეცვალო რამე თვითონ ცვლიელბაზე თუ ვილაპარაკებთ და არ გავსაღვრავთ მის სიდიდეს უბრალოდ ნებისმიერი მოქმედება იწვევს ცვლილელებას ნებისმიერ მოქმედებას მოყვება შესაბამისი ჯაჭვური რეაქცია
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jan 10 2016, 09:45 PM
Post #742


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მეც მაგას ვამბობ ადამიანი შეიძლება სულაც ვერ ხვდება და სხვას რამეში გამოადგეს ან მიმართულება შეუცვალოს, ვინმეს აზრმა, ვიცი რომ სიფრთხილეა საჭირო, მაგრამ ახლა ისე მივყვები თემას,

ზემოთხსენებული თარგმანი მეჩვენება რომ ამ თემის არსს ცვლის, მგონია რომ აქ უფრო კონკრეტული რჩევები იქნებოდა საინტერესო,
ხოლო ასრტრალური შრეების აღწერა რაღაც ცალკე თემად მეჩვენება, მაგრამ შეიძლება ვცდები,

ამ ბოლოს ძალიან ბევრი საინტერესო ვიდეოები ამომიყარა ინტერნეტმა ისე სპონტანურად,
აი თუნდაც ზემოდ რომ დავდე ბევრი კონკრეტული რჩევები აქვს იმ ადამიანს, მერე ნორმალურად ვუყურებ და თუ მომეჩვენა გამოსადეგი ზოგს გადავთარგმნი,

ესეც საინტერესო ანიმაცია მოგზაურობა ქვეცნობიერში


Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jan 12 2016, 12:47 PM
Post #743


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოკლედ გადავხედე ამთემის წინა პოსტებს, საინტერესო გამოცდილება უწერია ბევრს, უმეტესობას შემთხვევით გამოდის, ზოგი მიზანმიმართულად,
ცოტა გაკვრით აქვს ზოგს რაღაც აღწერილი, მაგრამ ჩამოყალიბებულად არავის,
ესეიგი მე რაც დავწერე ძილის დროს პარალიზი ესეც ყოფილა გამოყოფა ისე რომ მეც არ ვიცოდი, და ჩემსავით არავინ აქცევს ამას ალბათ ყურადღებას, იმავე ვიდეოებში იყო ამის განმარტება მე რაც დავდე,
ზედა ვიდეოს გადავხდე და სწორედ ამ თემაეა საუბარი, ტექნიკა ძალიან კონკრეტულად თანმიმდევრულად არის აღწერლი,
ვისაც მართლა უნდა შეძლებს, მონდომებაზეა დამოკიდებული,

აქ ერთ წევრს უწერია ერთერთი ტექნიკა
ანუ ასეთი შინაარსია: "წარმოიდგენ, რომ შენი ფიზიკური სხეული ღერძია და მის გარშემო შენი ასტრალური სხეული ბრუნავს... "

ეს ტექნიკა იმ ვიდეოშიცაა ნახსხენები, მაგრამ უფრო თანმიმდევრობაა და გათვალისწინებულია იმათი ინტერესი ვისაც არ ესმის რაზეა ლაპარაკი,

მიხეილ რადუგას საიტი

ასტრალში გასვლა შესაძლებელია დაახლოებით სამ დღეში, მაგრამ დამოკიდებულია იმაზე რამდენად მონდომებულია ადამიანი, რამდენად ხშირად შეეცდება:
ეფექტურობა
1-5 მცდელობა (1-3 დღე) _ 50 %
6-10 მცდელობა (2-7 დღე) – 80%
11-20 მცდელობა (3-14 დღე) – 90%

დანარჩენ კონკრტულ აღწერასაც დავდებ მოგვიანებით, როგორ ხდება ნაბიჯ ნაბიჯ.

რაც შეეხება ასტრალურ შრეებს რომლებიც ზემოთ დავდე, რაც ამ თემას გადავხედე არ შეესაბამება ჩემში გაორებას იწვევს, უკეთესი იქნება ცალკე თემად იყოს ასტრალური შრეების განხილვა.
ვინც დაოსტატდება ასტრალში გასვლაზე მერე ასტრალური შრეების დონეებსაც გაარკვევს და შეიძლება სადღაც გავიდეს რა ვიცი biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Jan 12 2016, 04:05 PM
Post #744


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ano

ყოჩაღ ანო ! good.gif good.gif good.gif


--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jan 26 2016, 12:59 PM
Post #745


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ცოტა ვიფიქრე დამედო თუ არა, საშიში მეგონა და თავს ვიკავებდი, ახლა ვცადე და ორჯერ შევძელი გამოსვლა ფაზის დროს

თან ერთი მომენტია, რაც მაკავებდა ამ პრაქტიკაში პირველივე გასვლაზე სარკეში ჩახედვაა საჭირო, რაზეც დეტალური ინფორმაცია არ მაქვს,
ავტორი ამბობს რომ სარკეში იყურებით მხოლოდ პირველ გასვლაზე ამით იფიქსირებ საკუთარ თავს და მერე აღარასოდეს არ ჩაიხედოთო,
რაც შეეხება ტიბეტურ მიცვალებულთა წიგნს იქ მიცვალებულის სულს აფრთხილებენ რომ სარკეში არ ჩაიხედოს, (ჩემი აზრით რომ არ ჩარჩეს , მაგრამ არ ვიცი ზუსტად),
ასევე არიან ადამიანები რომლების სპეციალურად იხედებიან შედეგი ყველას სხვადასხვა აქვს, ზოგი ხედავს თავისი გამოსახულების ცვლილებებს როგორ გადადის ერთიდან მეორეში, ზოგი ხედავს ურჩულის მსგავს გამოსახულებებს, უფრო თამამები სარკეში შედიან, იქ ზოგი იგივე ოთახს ხედავს გადატრიალებულად, ზოგი სხვა სამყაროში გადის, სხვა ასტრალურ შრეებში, ზოგს სიმკვეთრე ემატება რეალიზმის კუთხით და მეტ სიღრმეს აღწევენ სიზმარში, ეს ზოგადად რაც ვიცი ....

მე პირველ გასვლაზე ჩავიხედე სარკეში ბნელოდა გათენებული არ იყო და ვერაფერს ვერ შევხდე, მეორე გამოსვლაზე ცოტა გათებნებულივით იყო და ოდნავ ჩანდა გამოსახულება, მე ვიყავი ცოტა დავაკვირდი კიდევ მაგრამ სიმკვეთრე არ მაქვს მერე სარკეს მოვშორდი და გავედი სხვა ოთახში

ასევე სიფრთხილის წესებში შედის რომ ხშირი გასვლები არასასარგებლოა, მაქსიმუმ 2-3 დღე კვირაში

ფაზა
სხეულიდან გასვლა, გაცნობიერებული სიზმარი.

ეფექტურობა:
1-5 მცდელობა (1-3 დღე) _ 50 %
6-10 მცდელობა (2-7 დღე) – 80%
11-20 მცდელობა (3-14 დღე) – 90%

არაპირდაპირი მეთოდის თანმიმდევრული ინსტრუქცია
მაშ,ასე თქვენ გადაწყვიტეთ, უსხეულო მოგზაურობა ან გაცნობიერებული სიზმარხილვა და ამის მიღწევა გსურთ სწრაფად, გთავაზობთ მეთოდის მოკლე აღწერას_ციკლით არაპირდაპირი ტექნიკები, არაპირდაპირი ტექნიკები სრულდება დილას ახალგაღვიძებულზე, როდესაც ტვინის ფიზიოლოგიური მდგომარეობა ახლოსაა ფაზასთან ან მასში იმყოფება.
არაპირდაპირი ტექნიკების ციკლი მოიცავს განცალკავებას გაღვიძებისთანავე, და თუ არ გამოვიდა გადავდივართ ტექნიკებზე, სანამ რომელიმე არ იმუშავებს, რის შემდეგაც შეგვიძლია განცალკავება. ჩვეულებრივ საჭიროა 1-5 მცდელობა, რომ მივიღოთ შედეგი.
ყურადღება. მეთოდი ასევე წარმატებით მუშაობს დღის ძილის გამოღვიძების დროსაც და ღამითაც. მაგრამ ჩვენ ახლა განვიხილავთ ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს, რომელიც საშუალებას გვაძლევს მრავალი მცდელობა გვქონდეს 1 დღის განმავლობაში, რაც მნიშვნელოვნად ზრდის შედეგს 1-3 დღეში.
ნაბიჯი 1. გვძინავს 6 საათი და ვიღვიძებთ მაღვიძარათი
იმ დღეს როდესა დილას არ გიწევთ ადრე ადგომა, ვწვებით ჩვეულებრივ დროს და ვაყენებთ მაღვიძარას დაახლოებით დილის 6 საათისათვის. როდესაც მაღვიძარა დარეკევს აუცილებლად ვდგებით, ვსვამთ წყალს, გავივლით საპირფარეშოში, შემდეგ კიდევ ერთხელ გადავხედავთ ამ ინსტრუქციას. ძილის წინ არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ რაიმე სახის ტექნიკები. უბრალოდ უნდა დაწვეთ და კარგად დაიძინოთ. რაც უფრო კარგი ძილია ამ 6 საათის განმავლობაში, მით მეტი შანსია შედეგის მისაღებად.
ნაბიჯი 2. ისევ ვიძინებთ მიზნის დასახვით.
3-5 წთ სიფხიზლის შემდეგ ისევ ვწვებით დასაძინებლად, და ყურადღების კონცენტრირებას ვახდენთ იმაზე, რომ ყოველი გაღვიძების შემდეგ ვასრულებთ არაპირდაპირი ტექნიკების ციკლს, რომ გამოვიდეთ სხეულიდან და განვახორციელოთ დასახული მოქმედების გეგმა. შემდეგ ჯერზე გასაღვიძებლად მაღვიარას დაყენება საჭირო არ არის. ყოველი შემდგომი გამოღვიძება უნდა იყოს ბუნებრივი. თუ ოთახში ძალიან ნათელია, შეიძლება გავიკეთოთ სპეციალური ნიღაბი თვალებზე, თუ ხმაურია ყურსაცობები...



ასევე ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე, რომ შევეცადოთ გავიღვიძოთ ფიზიკური მოძრაობის გარეშე. ეს პირობა აუცილებელი არ არის მაგრამ მნიშვნელოვნად ზრდის არაპირდაპირი ტექნიკების ეფექტურობას.
შემდეგ ვიძინებთ 2-4 საათი, ყოველი მომდევნო ბუნებრივი გამოღვიძებებით, რომლებიც იქნება გაცილებით მეტი ვიდრე ჩვეულებრივ, ყოველი წარმატებული ან წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ვიძინებთ, ასეთივე მიზანდასახულობით რომ გაიღვიძებ და კიდევ ცდი, ამგვარად 1 დილის განმავლობაში შეიძლება მრავალი მცდელობა, ამგვარად ეფექტურობა 25% ახალბედებისათვის, (70-95% გამოცდილთათვის)
[/quote]
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jan 26 2016, 01:04 PM
Post #746


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ნაბიჯი 3. პირველი გამოღვიძება_ გაყოფა
ყოველთვის როდესაც ვიღვიძებთ, ვცდილობთ არ გავინძრეთ და არ გავახილოთ თვალები, ჩვენ მომენტალურად ვცდილობთ ეგრევე გამოვეყოთ სხეულს, რომ აღმოვჩნდეთ გაცნობიერებულ სიზმარში ან უსხეულო მდგომარეობაში, ამ უბრალო ტექნიკას აქვს წარმატების 50%.
იმისათვის რომ სხეულს გამოეყოთ უბრალოდ სცადეთ, რომ ადგეთ, გამოხვიდეთ გარეთ ან გაფრინდეთ, ამის გაკეთება სცადეთ თქვენი შეგრძნებადი სხეულით, არ დაძაბოთ ფიზიკურად კუნთები, გახსოვდეთ ამას შეიგრძნობთ როგორც ჩვეულებრივ ფიზიკურ მოძრაობას. ნუ იფიქრებთ ეს როგორ გააკეთოთ საჭირო დროს, გადამწყვეტად, მიზანმიმართულად ეცადეთ გამოეყოთ სხეულს, რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, გაღვიძებისთანავე როგორაც გინდათ, მალე ინტუიციურად მიხვდებით, ეს როგორ გააკეთოთ. მთავარია არ დაფიქრდეთ და არ დაკარგოთ გაღვიძების პირველი წუთები.
საინტერესო ფაქტი!
ახალბედებს უკვე მეორე დღეს ვეკითხებით როგორ მოახარხეს გამოყოფა, მათი პასუხებია: უბრალოდ, მარტივად, ჩვეულებრივად.
ნაბიჯი 4. ციკლირებული ტექნიკა, გამოყოფის მცდელობის შემდეგ
თუ ეგრევე გამოყოფა არ გამოდის, რაც გასაგები ხდება 3-5 წამის შემდეგ, ეგრევე გადავდივართ 2-3 სხვა რომელიმე ტექნიკაზე, სანამ რომელიმე მათგანი არ იმუშავებს, რომლის შემდეგაც ისევ შეეცდებით განცალკავებას სხეულიდან, შემდეგი 5 ტექნიკიდან თქვენთვის შეარჩიეთ 2-3 შედარებით გასაგები ტექნიკა, სანამ რომელიმე მათგანი არ იმუშავებს, რის შემდეგაც ისევ შეგიძლიათ სცადოთ განცალკავება. თქვენთვის შეარჩიეთ 2-3 ტექნიკა, რომ გაღვიძების შემდეგ მორიგეობით შეასრულოთ.

ტექნიკა ცურვა
3-5 წამი შეეცადეთ რაც შეიძლება აქტიურად (აგრესიულად) წარმოიდგინოთ, რომ თქვენ ცურავთ, ან უბრალოდ ასრულებთ საცურაო მოძრაობებს ხელებით. შეეცადეთ ეს შეიგრძნოთ რადაც არ უდა დაგიჯდეთ და რაც შეიძლება მკაფიოდ. თუ არაფერი გამოდის, გადავდივართ სხვა ტექნიკაზე. თუკი წარმოიქმნება ცურვის შეგრძნება, მაშინ ამ ტექნიკის შეცვლა საჭირო არ არის, ამის მაგივრად უნდა გავაძლიეროთ წარმოქმნილი შეგრძნებები, ამის შემდეგ წარმოიქმნება წყალში ცურვის რეალური შეგრძნებები. ეს უკვე ფაზაა (უსხეულო მოგზაურობა, გაცნობიერებული სიზმარი), რომლის დროსაც განცალკავება საჭირო არ არის. თუ ასეთი შეგრნებები გაჩნდა ლოგინში, მაშინ საჭიროა გამოყოფის ტექნიკის განხორციელება, ვიწყებთ გამოყოფით მოძრაობას ცურვის ტექნიკით მიღებული შედეგისაგან.
ტრიალი
3-5 წამი შეეცადეთ მაქსიმალურად აქტიურად წარმოიდგინოთ თქვენი სხეულის გრძივი ღერძის ირგვლივ ტრიალი ნებისმიერი მიმართულებით, თუ ამ დროის განმავლობაში არანაირი შეგრძნება არ წარმოიქმნება, ვცვლით ტექნიკას, თუ შეიქმნება რეალური ან მსუბუქი შეგრძნება ტრიალის, მაშინ ამ ტექნიკაე ვამახვილებთ ყურადღებას და დავტრიალდეთ კიდევ უფრო ძლიერად, როგორც კი ეს შეგრძნება გახდება სტაბილური და რეალური, ისევ უნდა ვცადოთ გამოყოფა სხეულიდან, გამოყოფის მოძრაობას ვიწყებთ ტრიალის შეგრძნების ტექნიკიდან.
გამოსახულებებზე დაკვირვება.
3-5 წამი უყურეთ სიცარიელეს თქვენი თვალების წინ, თვალდახუჭულად. თუ არაფერი არ გამოისახება, გადავდივართ სხვა ტექნიკაზე, თუ შეხედავთ რაღაც სახის გამოსახულებას, უყურეთ მას, სანამ ის არ გახდება რეალისტური, რის შემდეგაც ეგრევე უნდა გამოეყოთ სხეულს ან გააგრძელოთ გამოსახულების ყურება. გამოსახულების ყურების დროს მნიშვნელოვანია არ დაავიწყოთ დეტალების დათვალიერება, თორემ ის გაქრება, უნდა უყურო როგორც სურათს, ამგვარად ის რეალისტური გახდება.
ხელების ვიზუალიზაცია
3-5 წამი ძალიან აქტიურად და აგრესიულად წარმოიდგინეთ, რომ ხელებს უსვამთ (ახახუნებთ) ერთმანეთზე თვალების წინ ახლოს, შეეცადეთ რადაც არ უნდა დაგიჯდეთ რომ ისინი წარმოიდგინოთ თქვენს წინ, დაინახოთ და მათი ხახუნის ხმაც გაიგონოთ, თუ არაფერი გამოდის, გადავდივართ სხვა ტექნიკაზე, თუ რაღაც სახის შეგრძნება წარმოიქმნება, მაშინ ამ ტექნიკაზე ვჩერდებით და ვაძლიერებთ მას, სანამ ის არ გახდება სრულიად რეალური. ამის შემდეგ შეგვიძლია ვცადოთ სხეულიდან გამოყოფა, გამოყოფის მოძრაობას ვიწყებთ, ტექნიკით მიღებული შეგრძნების საშუალებით.
მოჩვენებითი ქნევა (Фантомное Раскачивание)
3-5 წამი შეეცადეთ აქნიოთ თქვენი შეგრძნებითი ხელები და ფეხები, არავითარ შემთხვევაშია არ დაჭიმოთ ფიზიკური კუნთები, მაგრამ ამასთანავე არ წარმოვიდგინოთ თვით ეს მოძრაობა. მაგალითად, ცადეთ მათ დაჟინებით დააწვეთ ზემოთ ქვემოთ, გაწიოთ (გაწელოთ) მარჯვნივ _ მარცხნივ და ა.შ. თუ არაფერი ხდება, ვცვლით ტექნიკას, თუ წარმოიქმნება მსუბუქი ან მკვეთრი მოძრაობის შეგრძნება, მაშინ ამ ტექნიკაზე ვამახვილებთ ყურადღებას, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს გავზარდოთ მოძრაობის ამპლიტუდა მაქსიმალური სიგანით, 10 სმ მიღწევის შემდეგ საჭიროა გამოვეყოთ სხეულს, გამოყოფას ვიწყებთ, თექნიკით მიებული შეგრძნების საშუალებით.
ყველაფერი, რაც საჭიროა გაკეთდეს ყოველი მცდელობის დროს, ესაა რომ შევარჩიოთ 2-3 ტექნიკა, 3-5 წამით თითოეული. წარმოიქმნება ე.წ. არაპირდაპირი ტექნიკების ციკლი, როდესაც პრაქტიკოსი ერთიმეორის მიყოლებით წრეზე წუთის განმავლობაში არჩევს ტექნიკას, იმის ძიებაში თუ რომელი იმუშავებს. ძალიან მნიშვნელოვანია გაკეთდეს არანაკლებ 4 ციკლისა 2-3 ტექნიკიდან ამ მცდელობის დროს, უნდა გავიგოთ რომ თუ ტექნიკამ ეგრევე არ იმოქმედა, ეს არ ნიშნავს რომ ის არ იმუშავებს შემდეგ წრეზე, ან მოგვიანებით, სწორედ ამიტომაა საჭირო ჯიუტად ტექნიკის არჩევა, ვასრულებთ არაუმცირეს 4 ციკლს, ისე რომ საერთო ჯამში ამაზე არ უნდა დაიხარჯოს 1 წუთზე მეტი.
მაგალითად საერთო ჯამში ეს ყველაფერი შესაძლოა ასე გამოიყურებოდეს: მაგალითად ფაზერი წვება 23:30 და მაღვიძარას აყენებს 6:00, 6 ზე იღვიძებს გადის საპირფარეშოში, სვამს წყალს, იხსენებს არაპირდაპირ ტექნიკებს, და ასევე ფაზაში თავის სამოქმედო გეგმას (მაგალითად სარკეში ჩახედვა და შემდეგ ფრენა), 6:05 ისევ წვება მიზანდასახულობით, რომ ყოველ გამოღვიძებაზე მოხვდება ფაზაში; 7: 35 (მაგალითად) მოულოდნელად იღვიძებს და მომენტალურად ცდილობს სხეულიდან გამოყოფას, თუ გამოცალკავება ვერ მოახერხა 3-5 წამში, ფაზერი ცდილობს გააკეთოს ტრიალი, მაგრამ ისიც არ მუშაობს 3-5 წამში, ფაზერი გადადის ცურვის ტექნიკაზე, მაგრამ ის არ მუშაობს 3-5 წამის განმაცლობაში, ფაზერი აკეთებს მოჩვენებით ქნევას (фантомное раскачивание), მაგრამ არც ეს მუშაობს; ფაზერი ისევ იწყებს ტრიალს, ცურვის ტექნიკას და მოჩვენებით ქნევას (фантомное раскачивание) 3-5 წამით; შემდეგ ისევ აკეთებს ტრიალს, ცურვას, ფანტომურ ქნევას 3-5 წამი; მეოთხე წრეზე ის ისევ აკეთებს ტრიალს და მოულოდნელად მას ეს გამოდის_ წარმოიქმნება ტრიალის შეგრძნება; ფაზერი ჩერდება ამ ტექნიკაზე, ტრიალებს რაც შეიძლება ძლიერად და იქვე გამოცალკავდება სხეულიდან, მოტრიალე სხეულის შეგრძნებით, მიდის სარკესთან, ამასთანავე ის ირგვლივ ყველაფერს აქტიურად შეიგრძნობს და ათვალიერებს ახლო დისტანციით, რითაც მისი შეგრძნებები ხდება მკვეთრი, შემდეგ ჩაიხედავს სარკეში, შემდეგ პრაქტიკოსი გამოიყენებს გადაადგილების ტექნიკას და აღმოჩნდება ვთქვათ მარსზე, მაგრამ შემდეგ მოულოდნელად ბრუნდება სხეულში, ფაზერი ისევ ცდილობს გამოვიდეს სხეულიდან, მაგრამ აღარ გამოდის; შემდეგ ის ისევ იძინებს მიზანდასახულობით, რომ შემდეგ გამოღვიძებაზე ისევ ცდის რომ მეტხანს გაჩერდეს მარსზე და ა.შ.
ანუ ამ ყოველივეს აკეთებთ თქვენთვის გასაგები ტექნიკებით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jan 26 2016, 01:06 PM
Post #747


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





ამ მეთოდმა რომ იმუშაოს და უკეთ დაგამახსოვრდეთ, დღისით გამოყავით 20-39 წუთი და უბრალოდ ივარჯიშეთ ტექნიკებზე, ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ეფექტურობას გამოღვიძების დროს.
სიზმარში გაცნობიერებულობაც ითვლება ფაზის გამოცდილებად, თუ უცებ სიზმრის სიუჟეტში აღმოჩნდით, მიხვდებით, რომ ეს სიზმარია და ეს უკვე ფაზაა, ამიტომ შეგვიძლია სამოქმედო გეგმის შერულება და მდგომარეობის სტაბილიზაცია. თუ ასეთი გაცნობიერებულობა მოხდება სიზმარში, ეს იქნება ზემოთხსებებული ტექნიკების ირიბი შედეგი, რაც ხშირად ხდება და ამისათვის მზად უნდა იყოთ.
ნაბიჯი. 5 მცდელობის შემდეგ
ყოვეწი წარმატებული თუ წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, საჭიროა რომ ისევ დავიძინოთ, რომ ისევ შევეცადოთ სხეულიდან გამოსვლას შემდეგ გამოღვიძებაზე, ამგვარად შესაზლებელია არა მარტო სხეულიდან გამოსვლა ერთხელ არამედ რამოდენიმეჯერ 1 დღის განმავლობაში.
საინტერესო ფაქტი.
მაგალითად ერთმა ახალბედამ, პირველივე დილას შეძლო სხეულიდან გამოსულიყო 6 ჯერ 8 გამოღვიძებითი მცდელობის დროს.
თვით წარუმატებელი მცდელობა არ უნდა გრძელდებოდეს 1 წუთზე მეტხანს, თუ ამ პერიოდში არაფერი გამოვიდა, გაცილებით ეფექტურია დაიძინოთ და დაიჭიროთ შემდეგი გაღვიძების მომენტი.
სამოქმედო გეგმა გაცნობიერებულ სიზმარში/ უსხეულო მოგზაურობაში
ფაზაში გასვლის წინ თქვენ კონკრეტულად უნდა განსაზღვროთ, იქ რას გააკეთებთ სხეულიდან გამოყოფისთანავე, ეს გაზრდის გამოცდილების ხარისხსაც და მის შესაძლებლობასაც, შემდეგ წარმოდგენილია სია, ზოგი შესაძლოა არც ისე გასაგები, სამაგიეროდ ყველაზე საინტერესოები ფაზაში ახალბედებისათვის (აირჩიეთ არაუმეტეს 2-3 პუნქტისა და კარგად დაიმახსოვრე ისინი,)
სარკეში ჩახედვა (აუცილებელია პირველ ფაზაში!)
რაიმე გემრიელის შეჭმა ან დალევა,
ფრენა დედამიწის ზედაპირზე;
ფრენა კოსმოსში;
გაფრენა მეზოფელთან, მეგობრებთან ან ნათესავებთან;
შეხვედრა ცნობილ სახესთან;
ინფორმაციის მიღება ფაზის ობიექტებსაგან
მოგზაურობა წარსულში და მომავალში.
კედელში გავლა
ცხოველად გადაქცევა,
გავლა ავტომობილით, მოტოციკლით...
შეხედვით საგნების გადაადგილება და დაწვა..

ნუ რამეს მოიფიქრებ და გააკეთებ რაც გინდა 1-2 პუნქტს
პირველ ფაზაში მიზნად დაისახეთ, აუცილებლად მიხვიდეთ სარკესთან და დაინახოთ მასში გამოსახულება, ამ მოქმედებისათვის მკვეთრად უნდა დაიპროგრამოთ თავი, რაც მნიშვნელოვნად შეგიმსუბუქებთ ფაზაში შესვლის პირველ ნაბიჯებს, შემდეგ შეგიძლიათ განახორციელოთ სხვა გეგმები და უკვე სარკესთან აღარასდროს დაბრუნდეთ.
თუ ფაზაში შეგაწუხებთ ცუდი ხილვადობა ან არამკვეთრი გამოსახულებები, შეეცადეთ ყველაფერს აქტიურად შეეხოთ, დაათვალიერეთ საგნების პატარა დეტალები, ამით მეტი რეალობის განცდას მიაღწევთ, იგივე მოქმედება შეგვიძლია ფაზის შესანარჩუნებლად, მაგალითად როდესაც გექნებათ სხეულში დაბრუნების შეგრძნება (მაგალითად როდესაც ყველაფერი ფერმკრთალდება)
სხეულში დაბრუნებაზე შეგიძლიათ არ იდარდოთ, ფაზის მდგომეობა რამოდენიმე წუთზე მეტხანს არ გაგრძელდება, განსაკუთრებით ახალბედასთვის, რომლებმაც არ იციან გაჩერების ტექნოლოგიები.
არ გამოვიდა?
დაისახეთ მიზნად: გააკეთოთ 5-10 სხეულიდან გასვლის მცდელობა გაღვიძებისას. ალგორითმის სწორი შესრულების შემთხვევაში წარმატება იქნება 50-80% ახალბედასთვის, თუ პრობლემები შეგექმნათ, გადახედეთ განყოფილებას, სადაც განხილულია დაშვებული შეცდომები.
არავითარ შემთხვევაში არ სცადოთ ეს ტექნოლოგია ყოველდღიურად, თორემ ეფექტურობა მნიშვნელოვნად დაეცემა! დაუთმეთ მას არაუმეტეს 2-3 დღე კვირაში, უმჯობესია დასვენების დღეებში, თუ დილას ბევრი ძილის დრო არა გაქვთ ტექნიკა შეგიძლიათ გამოიყენოთ შუაღამითაც, კიდე უკეთესია დღის ძილის გამოყენება, მთავარია დაძინების წინ მიზნად დაისახოთ მათი შესრულება.
მიუხედავად ტექნოლოგიის სიმარტივისა ახალბედები სცდებიან ინსტრუქციას, აკეთებენ თავისებურად ან სანახევროდ, წინასწარ დაიმახსოვრეთ მნიშვნელოვანი რამ:
რაც უფრო პედანტურად შეასრულებთ მოცემულ ინსტრუქციას მით მეტია წარმატების შანსი, ყველანი რომ ეგრევე სწორად ასრულებდნენ ინსტრუქციას მაშინ მათი 90 % წარმატებას 1-3 დღეში მიაღწევდა.

Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jan 26 2016, 01:07 PM
Post #748


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეს კი ამ პრაქტიკების თარგმანის ბოლო ნაწილი.

ტიპიური შეცდომები არაპირდაპირი ტექნიკების შესრულების დროს.
__სხეულიდან გასვლის მცდელობის არ არსებობა
სხეულიდან გამოსვლის მცდელობის დავიწყება, გაღვიძებისთანავე ციკლიტებული ტექნიკებამდე, თუმცა ამაზე მიდის წარმატების 50 %, მაგრამ თუ გაღვიძებისას გავინძერით მაშინ გადავდივართ ტექნიკებზე
__არ არის აგრესია
სურვილი რადაც არ უნდა დაგვიჯდეს გავაკეთოთ ტექნიკები, ეს არის წარმატების მთავარი პირობა, რომ გავაკეთოთ არაპირდაპირი ტექნიკების ალგორითმი. თან აგრესია უნდა იყოს არა გარეგნული, არამედ მიმართული მოქმედების შესასრულებლად. მისი არ არსებობა ასევე გამოიხატება მცდელობების დროს ბანალურ ჩაძინებაში.
__4 ციკლზე ნაკლები
რაც არ უნდა მოგეჩვენოთ, რაც არ უნდა იფიქროთ, საჭიროა გაკეთდეს არა უმცირეს 4 ტექნიკის ციკლი, თუ არცერთი არ ვლინდება. ამ უბრალო წესის შეუსრულებლობა ფაზაში მოხვედრის ნახევარ შანსს გვიკარგავს.
__ტექნიკის გაუმართლებელი შეცვლა
ინსტრუქციაე ზუსტი მიყოლის სანაცვლოდ, ახალბედები ჯიუტად ცვლიან ტექნიკას 3-5 წამის შემდეგ, როდესაც როგორღაც მან უკვე გამოვლინება დაიეყო. ეს უხეში შეცდომაა. თუ ტექნიკამ მუშაობა დაიწყო, ან გამოვლინდა თუნდაც უმნიშვნელოდ, მასზე უნდა გაჩერდეთ და შეეცადოთ მის გაძლიერებას ნებისმიერი საშუალებით.
__ტექნიკის გაუმართლებელი გაგრძელება
თუ ტექნიკამ თუნდაც ოდნავი გამოვლინება არ მოგვცა 3-5 წამში, საჭიროა მისი შეცვლა, ციკლირების აზრი იმაში მდგომარეობს რომ სწრაფად შევარჩიოთ მუშა ტექნიკა,
__გაყოფის დავიწყება
ნებისმიერი ტექნიკის მკვეთრი ან მსუბუქი გამოვლინების დროს გამოღვიძების ფონზე, პრაქტიკოსი თითქმის უკვე ფაზაში იმყოფება და უბრალოდ სხეულში წევს. ამიტომ ყოველთვის ღირს ცდა რომ უცებ გამოეყო სხეულს ტექნიკის სტაბილური ნიშნების დროს. თუ არ გამოვიდა, დავუბრუნდეთ ტექნიკის გაძლიერებას და ისევ ვცადოთ გამოყოფა და ა.შ. თუ არ გამოვიყენებთ ტექნიკის გამოვლინების პირველივე წამებს, როგორც წესი ფაზა ძალიან სწრაფად მთავრდება და საჭირო მდგომარეობა ქრება. ნუ იწვებით ფაზაში!
__ჭარბი (ზედმეტი) ანალიზი
თუ ციკლირებული ტექნიკის დროს გამოღვიძებისას აანალიზებთ მოვლენებს, მაშინ თქვენ არ ხართ კონცენტრირებული ტექნიკებზე და იფანტებით, რის გამოც ყველა შანსი იკარგება. ტექნიკის შეგრძნების სურვილმა სრულიად უნდა დაგიპყროთ, არ უნდა დრჩეს ცნობიერებაში ადგილი ანალიზისთვის და ფიქრისათვის.
__ძალიან მკვეთრი გამოღვიძება (არ არის მცდელობა ან უძრაობა)
მკვეთრი გამოღვიძების შეგრძნების გამო, რომელიც ცრუა 70-90% შემთხვევაში, პრაქტიკოსი ან არაფერს ცდილობს, ან აკეთებს არათავდაჯერებულად, საჭიროა ინსტრუქცია შევასრულოთ მექანიკურად და ყურადღება არ მივაქციოთ მსგავს შეგრძნებებს გამოღვიძების დროს.
__მცდელობა 1 წუთზე მეტხანს
თუ 1 წუთის განმავლობაში ციკლიტებული ტექნიკის შესრულების დროს შედეგი არ დადგა, მაშინ შედეგის მიღების მეტი შანსია, ისევ დავიძინოთ და გამოვიყენოთ შემდეგი გამოღვიძება ახალი მცდელობებით, ვიდრე ჯიუტად ვაგრძელოთ ტექნიკების შესრულება.
__არასრული გამოსვლა სხეულიდან
სხეულიდან გასვლის მცდელობის დროს ზოგჯერ ეს ბოლომდე არ გამოდის, შეიძლება წარმოიშვას სიმძიმე, სხეულის ნაწილების გაჭედვა, გაორება. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დანებდეთ და არ შეწყვიტოთ გაყოფა, თუ ასეთი რამ ხდება. ამას უნდა შეეწინააღმდეგოთ მთელი ძალით, და მოხდება სხეულიდან სრული გამოსვლა.
__თეორიულად ფაზის ვერ ამოცნობა
ხშირად პრაქტიკოსები ხვდებიან ფაზაში, მაგრამ ბრუნდებიან ისევ სხეულში, რადგან ეჩვენებათ რომ მათ რაღაც ისე არ გამოვიდა, რასაც ისინი ელოდნენ. მაგალითად გამოსახულებებზე დაკვირვების დროს ხშირად ხვდებიან სურათში, ხოლო ტრიალის დროს შეიძლება სპონტანურად მოხვდნენ ნებისმიერ გარემოში. პრაქტიკოსები კი ფიქრობენ, რომ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ გაყოფის განცდა, ამიტომ ბრუნდებიან უკან სხეულში, რომ ეს განახორციელონ. იგივე ეხება სიზმარში გაცნობიერებას, როდესაც პრაქტიკი უკვე ფაზაშია და საჭიროა რომ კიდევ უფრო ჩაღრმავდეს და განახორციელოს სამოქმედო გეგმა.
__გამოღვიძება მორაობით (არ არის მცდელობა ან უძრაობა)
მოძრაობის გარეშე გამოღვიძება სასურველია, მაგრამ არააუცილებელი. არ ღირს იმ მცდელობების ხელიდან გაშვება, და ჯიუტად ლოდინი სანამ ისე არ გაგეღვიძება როგორც საჭიროა, უნდა გამოიყენო ყველა გამოღვიძება.
__პირველი წუთების დაკარგვა
საჭიროა გამოიმუშაოთ ჩვევა , მომენტალურად, რეფლექტორულად დაიწყო მოქმედება გაღვიძებისთანავე, რომ არ დაკარგო დრო, რაც მეტი დრო გადის გამოღვიძებას და მცდელობებს შორის, მით ნაკლები შანსია წარმატების, სასურველია არა იმდენად გაღვიძების მომენტის დაჭერა რამდენადაც ბუფერული მომენტი „ამოყვინთვა“ ძილიდან ჯერ კიდევ გაღვიძებამდე, ამ მომენტებში ყოველთვის იოლად გამოდის სხეულიდან გამოსვლა.
__ერთი ტიპის ტექნიკების არჩევა
არ ღირს პრაქტიკაში იმ ტექნიკების არჩევა, რომლებიც ერთმანეთს ჰგავს და აქცენტირებულია ერთი და იგივე აღქმაზე.
__ერთი ტექნიკის გამოყენება
არაპირდაპირი მეთოდების ციკლირებული გამოყენება არის უნივერსალური მეთოდი, ხელმისაწვდომია ყველასთვის სწორედ იმიტომ, რომ არის რამოდენიმეს აჩევის საშუალება, სხვადასხვა მცდელობებმა შეიძლება მიიღოს სხვადასხვა სახე. ამიტომ გაღვიძებისას მხოლოდ ერთი ტექნიკის გამოყენება ციკლირებულის ნაცვლად ამცირებს ფაძაში ბევრჯერ მოხვედრის შანსს.
__ცრუ ფიზიკური მოძრაობა
ზოგჯერ რამოსვლა იმდენად გავს რეალურ ფიზიკურ მოძრაობას, რომ ახლები ვერ იჯერებენ, რომ მათ ყველაფერი გამოუვიდათ, ისინი ამას აღიქვამენ როგორც ფიზიკურ მოძრაობას, შემდეგ კი იმედგაცრუებული ისევ წვებიან სხეულში, საჭიროა ყურადღებით შევაფასოთ სიტუაცია ასეთ შემთხვევებში და გავაკეთოთ ტესტი რეალობის შესამოწმებლად.

მოცემული მეთოდის ეფექტურობის 4 პრინციპი
რადაც არ უნდა დაჯდეს. ტექნიკის შესრულების დროს, ჩაერთეთ მასში, კონცენტრირდით მათზე ისე თითქოს ეს ბოლო მიზანია და თქვენი ცხოვრების დავალება, ყოველნაირად შეეცადეთ გამოხვიდეთ სხეულიდან.
აგრესია. მთელი თქვენი ემოცია და მიზანდასახულობა მიმართეთ ამ ტექნიკის შესრულებისაკენ, მიზნის მიღწევის სურვილი უნდა საზღვრავდეს ღია აგრესიას რომ მიიღოთ ეს შედეგი.
თავდაჯერებულობა. მცდელობების მროს მაქსიმალურად დარწმუნებული იყავით შედეგის მიღებაში. დაუჯერებლობა საკუთარ თავში და შედეგზე მცდელობების დროს ამცირებს ფაზაში შესვლის ალბათობას. თითქმის ყველა შესვლას ახასიათებს მსგავსი ტიპის დაჯერებულობა: „მე ახლა ამას გავაკეთებ“, ხოლო წარუმატებელ მცდელობას „ნუ ვცდი, იქნებ გამოვიდეს“
მექანიკურობა. არაფერზე დაფიქრდეთ ტექნიკური ალგორითმის შესრულების დროს, თქვენ უკვე მოგცეს ინსტრუქცია, უბრალოდ შეასრულეთ ის, რაც არ უნდა მოგეჩვენოთ და იფიქროთ. ასეთივე მექანიკურობას გულისხმობს სიზუსტე. არაპირდაპირი ტექნიკების ალგორითმი შემოწმებულია ათასობით პრაქტიკოსზე, და არ ღირს უგულებელყოთ მისი რომელიმე დეტალი.

Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jan 26 2016, 01:31 PM
Post #749


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საიტი მითითებულია ზემოთ საიდანაც ვთარგმნე, ამ ტექნიკების ავტორია მიხეილ რადუგა, ასევე აქვს ფორუმი სადაც გადავხედე და სარკეში ჩახედვის გამოცდილებები მისი წევრების ზემოთ ვთარგმნე,
ტექნიკა ნამდვილად მუშაა მე არასოდეს არ მიცდია მსგავსი პრაქტიკა, დიდი მონდომებაც არ მქონია, უბრალოდ დამამახსოვრდა და პირველ გასვლაზე მივხვდი და გამოვედი,
ანუ დილას 6 ის ნახევარზე გამეღვიძა, არ მქონდა მაღვიძარა დაყენებული ისე ავდექი, ცოტა ხანში ისევ დავწექი, დილას გამეღვიძა ხელის განძრევა მინდოდა და ვერ ვინძრეოდი, რეალურად, მივხვდი რომ ფაზაში ვიყავი, გამახსენდა ეს პრაქტიკები პირდაპირ ვცადე სხეულიდან გამოსვლა მაგრამ ვერ გამოვედი, მერე ტექნიკები დავიწყე: წარმოსახვითი ხელფეხის ქნევა, ტრიალი, ცურვა.. და ზუსტად არ მახსოვს რომელზე სხეულიდან გამოვედი, სარკეში ჩავიხედე, როგორც ვთქვი ღამე იყო და არ ვჩანდი, არაფერი არ ჩანდა, ხილვის სიმკვეთრე არ მქონდა, გამახსენდა რომ ამ დროს ნივთებს ხელი უნდა მოვკიდო, დავიწყე ნივთებზე ხელის მოკიდება, ზედაპირის შეგრძნება, ახლოში ვათვალიერებდი, მერე გავედი კიბეზე ჩამოვედი ისევ ქრებოდა და ისევ შეხება დავიწყე ნივთებზე და ახლოდან დაკვირვება, გარეთ შემცივდა, შევედი სახში კურტკა ჩავიცვი, ძირს დავიხედე ფეხსაცმელები ეყარა უკვე კარგად ვხედავდი ყველაფერს, და უცებ გამეღვიძა.

მეორე გამოსვლაზე მაღვიძარა 6 ზე დავაყენე, ანუ დავგეგმე და მინდოდა გამოსვლა, 6 ზე ავდექი, გავიარე მერე ისევ დავწექი და დავიძინე, ცოტახანში გავიღვიძე უფრო სწორი ტერმინია ძილიდან ამოყვინთვა, პირდაპირ ვერ გამოვედი, ისევ ტექნიკები დავიწყე და უცებ გამოვედი ისევ სარკეში ჩავიხედე ცოტა შევხედე მე ვიყავი მერე გავიარე მეორე ოთახში, ამჯერად მალე გამოვედი .

(ფორუმი პოსტებს ყლაპავს, ჯერ ვიფიქრე ვიღაც შლისთქო, ნუ ვერ გავიგე რატო შლიან? მერე კიდე დავდე პოსტი და ცოტახანში თავისით გაქრა არავინ იყო იმ დროს რო წაეშალა, გუშინ 2 სხვადასხვა თემაში გაქრა პოსტი, და წინა დღეებში ვაფშე ბევრი ადამიანის პოსტები და თემებიც გაქრა huh.gif )
Go to the top of the page
 
+Quote Post
Zet
post Jan 26 2016, 10:25 PM
Post #750


VIOLET soul
Group Icon

Group: Root Admin
Posts: 2,939
Joined: 24-January 07
From: astral
Member No.: 1

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სად ქრება პოსტები? ციფრულ მაგიას ხომ არააქვს ადგილი? angry.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Zet
post Jan 26 2016, 10:26 PM
Post #751


VIOLET soul
Group Icon

Group: Root Admin
Posts: 2,939
Joined: 24-January 07
From: astral
Member No.: 1

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანო კონკრეტულად რომელი თემა გაქრა თუ შეგიძლია დაწერო
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jan 27 2016, 03:37 PM
Post #752


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კი რამოდენიმე ბოლო პოსტები გაქრა, უბრალოდ აქ იმდენი კარგი თემაა გული დამწყდება რომ რამე დაიკარგოს,
ქართულად ისედაც არსად არაა სხვაგან რამე საინტერესო,
ინფორმაცია დავუზუსტე tty ს,
უბრალოდ იმ დროს როცა შევხედე რომ რამდენიმე პოსტი გაქრა არავინ იყო ისეთი რომ წაეშალა, 2 პოსტი დავდე ჯერ ორივე ჩანდა, მერე ცოტახანში მეორე გაქრა, და მერე კიდე რაღაც სხვა თემაშიც, თითქოს ვიღაცამ სპეციალურად წაშალა, ნამდვილად არავინ იყო მე ვიყავი იმ დროს blink.gif

ეს უცხო პლანეტელები შლიან ალბათ laugh.gif



Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jan 31 2016, 01:25 PM
Post #753


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ალბატ მოტივაცია მაკლია, რომ ვიღვიძებ, ჯერ სიზმრებს ვიხსენებ, მერე საათს ვამოწმებ, მერე დღის გეგმებს გადავხედავ და ასტრალის პრაქტიკები რომმახსენდება უკვე აზრი აღარ აქვს კეთებას biggrin.gif

საინტერესო ისაა, რომ ჩემი ცხოვრების მანზილზე უფრო მეტი დრო მოგნი ძილში გამიტარებია, მაგრამ პარალიზების გამოცდიება ჯერ არ მქონია


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Feb 7 2016, 11:14 AM
Post #754


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(tikoroma @ Jan 31 2016, 01:25 PM) *
ალბატ მოტივაცია მაკლია, რომ ვიღვიძებ, ჯერ სიზმრებს ვიხსენებ, მერე საათს ვამოწმებ, მერე დღის გეგმებს გადავხედავ და ასტრალის პრაქტიკები რომმახსენდება უკვე აზრი აღარ აქვს კეთებას biggrin.gif

საინტერესო ისაა, რომ ჩემი ცხოვრების მანზილზე უფრო მეტი დრო მოგნი ძილში გამიტარებია, მაგრამ პარალიზების გამოცდიება ჯერ არ მქონია


კი მოტივაცია არ გაქვს, + სხვა რამეები უფრო გაინტერესებს, ასევე ცხოვრებაში არსებობს ბევრი საზრუნავი, დრო ყველაფერს არ ყოფნის, მანამდეც ადამიანს იმდენი ინფორმაციით აქვს თავი გამოჭედილი აღარაფრის ადგილი არ რჩება, ახალს ვეღარ იღებ,
მეც მასე ვარ, ეს კი რომ გამომივიდა იყო დიდი ცნობისმოყვარეობა ჩემი მხრიდან, თან სკეპტიკურად ვარ ამ საკითხების მიმართ და გადამოწმება მინდოდა სიმართლე თუ იყო. არ მინდოდა რაიმეს მიმართ ბრმა რწმენა მქონოდა და უბრალოდ სხვის ლაპარაკს ავყოლოდი,

რაც შეეხება ფაზის მდგომარეობას, როდესაც ღამე ძილს შეიბრუნებ, უნდა დაისახო მიზანი, რომ მალე გაიღვიძებ და გახვალ ასტრალში, მიზნის დასახვა და ამ ფიქრის წაღება გაძლევს შანსს რომ გაღვიძებისას უცებ გახვიდე ტექნიკების გამოყენებით ასტრალში,

მნიშვნელოვანია იწვე გულაღმა, მე გვერდულად თუ დავწექი ვერ გამოვდივარ სხეულიდან.

Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Feb 7 2016, 11:16 AM
Post #755


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეს კი თარგმანის გაგრძელება
ანი ბეზანტის მიერ ასტრალური შრეების აღწერა...

აქვე უნდა ავღნიშნოთ რომ ასტრალური სხეული იმაზე უარესი არ არის რაც დედამიწაზე ყოფნის დროს იყო, როდესაც ის ქმნიდა ატმოსფეროს თავის ირგვლივ, გაჯერებული უარყოფითი ასტარალური ტალღებით, უბრალოდ ამ უსახურობას ადამიანები ვერ ამჩნევენ, რადგან ისინი დედამიწაზე ასტრალურად ბრმები არიან. გარდა ამისა, მათ ტანჯვაზე ფიქრის დროს შეგვიძლია თავი იმით დავიმშვიდოთ, რომ ეს დროებითია და წარმოადგენს აუცილებელ გაკვეთილს მათი სულისათვის. ბუნების კანონების, ძალით დარღვევის გამო, ისინი ასევე ძალით ისწავლიან ამ კანონების შესწავლას და ამ უბედურების გარდაუვალობას, რაც გამოწვეულია მათი უგულებელყოფით. გაკვეთილი რომლის გავლაც მათ არ სურდათ დედამიწაზე ყოფნის დროს, შეპყრობილნი საკუთარ სურვილებზე დევნით, ეძლევათ მათ აქ და მიეცემათ შემდეგ ცხოვრებაშიც მანამ, სანამ ბოროტება ძირფესვიანად არ აღმოიფხვერბა. ბუნების კანონები მკაცრია მაგრამ მოწყალე, რადგან სული მიყავს ევოლუციისაკენ რათა მიაღწიოს უკვდავებას.
ახლა კი გადავიდეთ შედარებით კომფორტულ ზონაში. ასტრალური სამყაროს მეორე განყოფილებას შეიძლება ეწოდოს ფიზიკური სამყაროს ასტრალური ორეული, იმიტომ, რომ ყველა ნივთის და ბევრი ადამიანის ასტრალური სხეული ძირითადად შედგება მატერიისაგან, რომელიც ამ ასტრალურ სფეროს ეკუთვნის, რადგან ის ახლო შეხებაშია ფიზიკურ სფეროსთან. გარდაცვლილთა უმეტესობა დროებით აქ ყოვნდებიან ცნობიერების სრული შენარჩუნებით, ამ ადამიანთა ინტერესი დაკავშირებულია ტრივიალურ (ვულგარულ) წვრილმან ობიექტებზე, მათ თავისი სული ჩადეს წვრილმანებში, ასევე ისინი რომლებიც თავისი მდაბალი ბუნების მონები იყვნენ და გარდაიცვალენ, რომელთაც ვერ ჩააქრეს ფიზიკური სიამოვნებებისადმი სწრაფვა.
სიცოცხლის ფართოდ გამომყენებელი, რომელმაც თავისი ასტრალური სხეული ამ მატერიალისაგან შექმნა, მარტივად რეაგირებს სხვადასხვა გრძნნობით გამღიზიანებლებზე, ისინი ამ სხეულით იმიტომ ნარჩუნდებიან სამეზობლოში, რადგან ისინი მიიზიდა ფიზიკური ცხოვრების დროს. ისინი არიან დაუკმაყოფილებელი და განგაშის შეგრძნებით, შეპყრობილნი არიან ტანჯვით, ამ ყოველივეზე მიჯაჭვულნი სურვილების ძალით, რომელთა დაკმაყოფილებაც მათ არ შეუძლიათ, ზოგ მათგანს ძლიერი განსაცდელის გადატანა უწევს და დიდხანს რჩება ადგილზე, სანამ მათი მიწიერი ვნებები არ ამოიწურება, ზოგი მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს თავიანთ ყოფნას ასტრალურ სამყაროში, მიილტვიან რომ შევიდნენნ დედამიწის საზოგადოებაში, რომელიც მას ძველებურად აინტერესებს, მედიუმის სხეულის საშუალებით. მათგან მომდინარეობს ის ბავშვური ტიტინი, რომელიც ყველასათვის ცნობილია, ვინც ნამყოფია საჯარო სპირიტუალურ სეანსზე, ქალური ჭორაობა და მოსიარულე მორალი, რომელიც გავრცელებულია დასახლებებსა და დუქნებში. ასე დედამიწაზე მიჯაჭვული სულები არ არიან მაღალგანვითარებულნი. მათი საზოგადოება მეტ ინტერესს იწვევს (მათთვის, ვინც დარწმუნებულია სიკვდილის შემდგომი სულის არსებობაზე), ვიდრე მათი საუბარი სიცოცხლის დროს. და ზუსტად ისევე როგორც დედამიწაზე: „ისინი თვლიან, რომ მათი პროვინციის ხმაური არის მთელი სამყაროს საუბარი.“
სწორედ ამ სფეროდან გარდაცვლილები ცდილობენ რაღაც საზრუნავის გამო შევიდნენ თავიანთ ახლობლებთან კონტაქტში, რომ მოაგვარონ მიწიერი საქმეები, რომლებიც მათ აფორიაქებენ. თუ ვერ ახერხებენ გამოვლენას, ისინი სიზმრით ცდილობენ თავიანთი სურვილის გამოთქმას, ისინი ხშირად კაკუნს და ხმაურს იწვევენ, რომ მიიქციონ ყურადღება. ასეთ შემთხვევებში მოწყალება იქნებოდა, რომ მცოდნე ადამიანი შევიდეს კონტაქტში ტანჯულ სულთან, გაიგოს მისი სურვილი და ამით აარიდოს მას ფორიაქი
რაც მას წინსვლაში ხელს უშლის.
სანამ სული იმყოფება ამ სფეროში, მათ ყურადღებას იოლად იპყრობს დედამიწა, თუნდაც მათ არ სურდეთ უკან დაბრუნება, და ასეთი ცუდი სამსახური ეწევა ისეთ შემთხვევებში, როდესაც დედამიწაზე დარჩენილი მეგობრები მას უგზავნიან წუხილს და ცეცხლოვან მიმართვებს, რომ დააბრუნონ ისინი უკან. ამ სასოწარკვეთილებით შექმნილი აზრფორმები, იმყოფება განთავისუფლებული სულის ირგვლივ, ეჯახებიან და ხშირად აღვიძებენ მათ, რომელთაც მშვიდად ეძინათ, ან მიზანმიმართულად იზიდავენ მათ ფიქრებს დედამიწაზე.
განსაკუთრებით მაშინ როდესაც სულს მშვიდად სძინავს, შეუკავებელ ეგოიზმს დედამიწაზე დარჩენილების მხრიდან, ისეთი ზიანის მოტანა შეუძლია, მეგობრები ინანებდნენ ეს რომ იცოდნენ. უსარგებლოა განსაცდელი გარდაცვლილის მიმართ, ამ ცოდნამ შესაძლოა ახალი ძალა მისცეს რელიგიურ სწავლებას, რომელიც მოითხოვს ღვთის კანონმორჩილებას და ზედმეტი სევდის ჩახშობას.

გასაწმენდელის მესამე და მეოთხე სფეროები მცირედით განსხვავდება მეორე სფეროსაგან, მეოთხე სფერო შედარებით ეთერულია ვიდრე მესამე, მაგრამ მათი საერთო მახასიათებლები ძირითადად მსგავსია, აქ ასევე იმყოფება შედარებით განვითარებული სულებიც, ამ განსაწმენდელში ეს სულები ყოვნდებიან საზღვარის გამო, რომელიც შექმნილია მათ მიერ მიწიერი ინტერესებიდან გამომდინარე, ძირითადად კი მათი ყურადღება მიმართულია წინ და არა უკან, და თუ ძალით არ მივაბამთ მიწიერ განცდებს, ისინი არ შეყოვნდებიან წინ სიარულის დროს. დროებით ისინი მაინც რჩებიან მგრძნობიარენი დედამიწიდან მომდინარე ვიბრაციების მიმართ, და შესაძლოა მათი მიწიერი ინტერესები ისევ გაღვივდეს მწუხარე გოდებით. განათლებულ და მოაზროვნე ადაიანთა უმეტესობა, რომლებიც სიცოცხლეში დაკავებულნი იყვნენ ძირითადად ქვეყნიური საქმეებით, ამ სფეროში რჩებიან სრული ცნობიერებით, და ისინი შესალოა დედამიწასთან ურთიერთობდნენ მედიუმების საშუალებით, ან თავად ეძებდნენ ასეთ ურთიერთობას, ეს უკანასკნელი კი შედარებით იშვიათად ხდება. მათ შეტყობინებებს შედარებით მაღალი ხასიათი აქვთ, ვიდრე ზემოთხსენებულ შეტყობინებებს, რომელიც მოდიოდა განსაწმენდელის მეორე სფეროდან, მაგრამ არც ისინი არიან იმაზე მეტად ღირებული რასაც ეს ადამიანი სიცოცხლეში ამბობდა დედამიწაზე. სულიერი გასხივოსნება შეუძლებელია მოდიოდეს განსაწმენდელიდან.

მეხუთე სფერომდე ვარ მისული rolleyes.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Feb 7 2016, 01:34 PM
Post #756


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



good.gif


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Feb 7 2016, 02:11 PM
Post #757


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(*ANO* @ 7th February 2016 - 11:16 AM) *
აქვე უნდა ავღნიშნოთ რომ ასტრალური სხეული იმაზე უარესი არ არის რაც დედამიწაზე ყოფნის დროს იყო, როდესაც ის ქმნიდა ატმოსფეროს თავის ირგვლივ, გაჯერებული უარყოფითი ასტარალური ტალღებით, უბრალოდ ამ უსახურობას ადამიანები ვერ ამჩნევენ, რადგან ისინი დედამიწაზე ასტრალურად ბრმები არიან.

აი, ეს მნიშვნელოვანია ფრაზაა თუ კარგად გავიაზრებთ babu.gif
რეალურად დედამიწაზეც იგივე დონის შრეებია რაც ასტრალში, ანუ ცნობიერების დონეები. ასტრალში გადასვლის შემდეგ იცვლება მხოლოდ მატერიის ვიბრაციის დონე, რა ცნობიერებით აქ ვცხოვრობდით დაგვხვდება იქ შესაბამისი გარემო ოღონდ უფრო მკვეთრად გამოვლენილი


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
gamosaxuleba-X
post Feb 7 2016, 07:47 PM
Post #758


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 11
Joined: 7-February 16
From: Georgia,tbilisi
Member No.: 7,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



წავიკითხე რამოდენიმე კომენტარი თქვენ ისე მსჯელობთ თითქოს ეს მოვლენაა ჩემი აზრით ჩვენ ყველანი ასტრალში ვიმყოფებით სანამ ჩვენს სხეულში ვბუდობთ. ვხედავთ ვუსმენთ თუმცა ეს ისეთივე ილუზიაა როგორც სიზმარი. ჩემი აზრით კი ეს ყველაფერი თუნდაც ეს ეკრანი და კლავიატურა რომელსაც ვეხები არ არსებობს სინამდვილეში რადგან ერთ წამსაც გაქრება გამოდის რომ ბუტაფორიაა თემას გადავუხვიე მაგრამ მაინტერესებს ამაზე რას ფიქრობთ და რამდენად გწამთ სიკვდილის მერე სიცოცხლის
Go to the top of the page
 
+Quote Post
starscream
post Feb 23 2016, 11:56 PM
Post #759


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ასტრალში გასვლა ესე ადვილი არაა წიგნები კიდე არ ვარგა მაგ წიგნებში 90 % უაზრო პრაქტიკებია ასტრალური სხეული ანუ ენერგეტიკული სხეული უნდა განავითაროთ თუ არ განავითარებთ ვერც გადაიტანთ ცნობიერებას ენერგეტიკულ სხეულში და ვერც იმ სამყაროს აღიქვამთ ვნც გადის მაგ ტექნიკით ძალიან ცოტა ერთეულები იმათ წინა ცხოვრებიდან აქვთ განვითარებული ენერგეტიკული სხეული შედით ინგლისურ და რუსულ ენოვან ფორუმებზე 99% ვერ გადის მაგ ტექნიკე ის გამოყენებით თუ გინდათ რადუგას ტდქნიკები მონროსი ან რამპასი აიღეთ მე გირჩევთ თუ გინდათ 100% გახვიდეთ სხეულიდან დაიწყეთ მედიტაცია დღეში 30 წუთიდან ეს დაგეხმარებათ ენერგეტიკული სხეულის განვითარებაში და ენერგიის დაგროვებაში და ცი გუნის ერთ ერთი დგომითი ვარჯიში დიდი ხე გააკეთეთ ენერგიის დასაგროვებლათ ასევე მუცლით სუნთქვაში ივარჯიშეთ და მაქს სამ თვეში გახვალთ ასევე სექსისგან და ბევრი ჭამისგან შეიკავეთ თავი
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Feb 26 2016, 01:26 PM
Post #760


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მართალი ხარ რასაც ამბობ,
ეს ტექნიკები მუშაა ოღონდ თავისი პრინციპი აქვს, ვინც ვერ გადის თვითონაც მიხვდება რატო ვერ გადის, მე რო არ დავიწყო ახლა კიდე იგივე რაც უკვე დავწერე.
ასტრალური გასვლების შემდეგ იზრდება გაცნობიერებული სიზმრების რაოდენობა, ანუ ეს პლიუსი ნამდვილად აქვს, სიზმრები ავტომატურად აღარ გავიწყდება, მნიშვნელოვან ინფორმაციებს იღებ და ვფიქრობ მათი ჩაწერა უკეთესია, მერე გადახედავ ხოლმე.
Go to the top of the page
 
+Quote Post

45 Pages V  « < 36 37 38 39 40 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 05:50 AM