IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> ზექარია (ზაქარია) სიჩინი / Zecharia Sitchin / Захария Ситчин, "Двенадцатая планета" და სხვ.
Emigranti
post Jan 3 2010, 09:59 PM
Post #1


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,002
Joined: 24-October 09
From: Austria
Member No.: 6,057

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ზექარია (ზაქარია) სიჩინი / Zecharia Sitchin / Захария Ситчин



არ შეიძლება ამ გახმაურებული და სენსაციური ავტორის შესახებ, ერთი-ორი სიტყვა მაინც რომ არ ითქვას ეზოთერულ ფორუმზე. ამიტომ გადავწყვიტე ეს თემა გამეხსნა.

ზექარია სიჩინი არის ცნობილი ამერიკელი ბესთსელერეთა ავტორი. მართალია იგი 1922 წელს ქალაქ ბაქოში დაიბადა, მაგრამ როგორც აზერბაიჯანში, ასევე მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, დიდი ხანი უცნობი იყო. როგორც ჩანს იგი ადრეულ ასაკშივე წავიდა ემიგრაციაში (ამერიკაში) და მსოფლიო მას უფრო როგორც ამერიკელ ავტორს იცნობს.

სიჩინი არის პრე-ასტრონავტიკის თეორიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი და ასევე ამ სფეროს ერთ-ერთი პიონერთაგანი. მან ძველ შუმერულ ტექსტებში, იმის უკან რაც მეცნიერებს უბრალო მითი და ზღაპარი ეგონათ, ადამიანთა და უცხოპლანეტელთა ურთიერთობის რეალური ისტორია ამოიცნო. თავის ნაშრომებში იგი ირწმუნება, რომ პრეისტორიულ ეპოქებში, უცხოპლანეტელები, ანნუნაკები, რომლებიც პლანეტა ნიბირუზე (იგივე მეთორმეტე პლანეტა) ცხოვრობდნენ, დედამიწაზე ადამიანთა კოლონიზირებას და მათ სამუშაო ძალად (მონებად) გამოყენებას ეწეოდნენ. თურმე ადამიანები ანნუნაკთა დავალებით (ძირითადად) შახტებში მუშაობდნენ და წიაღისეულობას მოიპოვებდნენ. ავტორის განცხადებით ეგვიპტური პირამიდებიც სხვა არაფერი იყო, თუ არა ანნუნაკთა შეკვეთით აგებული ნაგებობები, რომლებიც (სხვა მიზნებთან ერთად) კოსმიური ხომალდების ორიენტირთა როლს ასრულებდნენ. ანნუნაკებს ასევე ადამიანთა ქალებიც დაუორსულებიათ და დედამიწაზეც გამრავლებულან.

სხვა ავტორები სიჩინის შესახებ
ZetaTalk.com-ის ავტორი, ნენსი ლიდერი, არა ერთხელ ახსენებს ხოლმე სიჩინს და მაგალითად მოჰყავს ტექსტები მისი წიგნებიდან. ამ ორი ავტორის მტკიცებულებებში მართლაც ძალიან ბევრი საერთო (და უპირველეს ყოვლისა ძალიან საინტერესო) მომენტია. მაგრამ არის ასევე რამდენიმე პუნქტიც, რომლებშიც ნენსი ლიდერი არ ეთანხმება სიჩინს. მაგალითად:

1. ზექარია სიჩინმა განაცხადა, რომ კაცობრიობა, პლანეტა ნიბირუს, ცაში კვლავ დაახლოებით 60 წელიწადში იხილავს. ნენსი ლიდერის განცხადებით კი, ეს გაცილებით უფრო ადრე მოხდება.

2. სიჩინმა ერთ-ერთ შუმერულ ფილაზე ნახა სურათი, სადაც გამოსახულია, თუ როგორ აკეთებენ ანნუნაკები ადამიანის გენეტიკურ მოდიფიცირებას. ამიტომ მან დაასკვნა, რომ ადამიანები ანნუნაკების მიერ შექმნილი, ასე ვთქვათ, გენეტიკურად გამოყვანილები ვართ. მაგრამ ეს ნენსი ლიდერის აზრით არასწორი და მცდარი ინტერპრეტაციაა. ის რაც იმ ფილაზეა გამოსახული, ნენსი ლიდერის აზრით იყო მხოლოდდამხოლოდ, ყოყოჩა და კვეხნია ანნუნაკთა მედიდური გეგმა, რასაც ისინი ვერასოდეს განახორციელებდნენ. ეს ფილა დარჩა მხოლოდ, როგორც მონახაზი, იმ არარეალური პროექტისა, რაზეც ნიბირუელები ოცნებობდნენ.

ნენსი ლიდერი ირწმუნება, რომ მართალია ადამიანი მრავალჯერ იქნა მოდიფიცირებული (არა შექმნილი, არამედ მხოლოდ მოდიფიცირებული) მაღალი სიმკვრივეების არსებების მიერ, მაგრამ ესენი არ იყვნენ, თავისთავზე დიდი წარმოდგენის მქონე, ანნუნაკები. ისინი იმავე სიმკვრივეში ცხოვრობენ, რომლეშიც ჩვენ და გენეტიკურ ინჟინერიაში იმდენად წინწასულები არ იყვნენ, რომ ადამიანის მოდიფიცირება შესძლებოდათ. აი აქ წერია (პატარა სტატიაა) http://www.zetatalk.com/russia/w70.htm

ხოლო რაც შეეხება სხვა არსებების მიერ ადამიანების მოდიფიცირებას, აქ http://www.zetatalk.com/Russia/s24.htm წერია, რომ ეს ხშირად ხდებოდა. მაგალითად ნეანდერტალელი ადამიანის მოდელი ისე იქნა მოდიფიცირებული, რომ მეცნიერებს ჰგონიათ, რომ ის უკვალოდ გაქრა და ამოწყდა, რადგან, მის ასე ძლიერ ტრანსფორმაციას, ასე მოკლე დროში, ვერ იჯერებენ.

ზექარია სიჩინის წიგნები
აქ იპოვით სიჩინის 10 წიგნს, როგორც .rtf (ვორდისთვის), ასევე .pdf (აკრობატ რიდერისთვის) ფორმატებში:
http://reeed.ru/lib/authors/zahariya_sitchin_/
ანოტაციის ქვემოთ, მარჯვნივ დააკლიკეთ ფორმატის სიმბოლოს.

მე გირჩევთ წაიკითხოთ მისი პირველი ნაშრომი “Двенадцатая планета. Когда боги бежали с земли”. მართალია ეს ნამეტანი მეცნიერული ნაშრომია და ცოტა გაწელილიცაა, მაგრამ თავის დროზე უდიდესი სენსაცია გახდა და მრავალი სკანდალების მიზეზიც იყო.

სულ კი სიჩინს 12 ტომი აქვს დაწერილი. ესენია:
Захария Ситчин. Хроники Земли:
1. Двенадцатая Планета (The 12th Planet), 1976 г.
2. Лестница в небо. В поисках бессмертия (The Stairway to Heaven), 1980 г.
3. Войны богов и людей (The Wars of Gods and Men), 1985 г.
4. Потерянные царства (The Lost Realms), 1990 г.
5. Назад в будущее (Genesis Revisited: Is Modern Science Catching Up With Ancient Knowledge?..), 1990 г.
6. Армагеддон откладывается (When Time Began), 1993 г.
7. Божество 12-й планеты (Divine Encounters: A Guide to Visions, Angels and Other Emissaries), 1995 г.
8. Космический код. Генная инженерия богов (The Cosmic Code), 1998 г.
9. The Lost Book of Enki: Memoirs and Prophecies of an Extraterrestrial god, 2002 г.
10. The Earth Chronicles Expeditions, 2004
11. Боги Армагеддона. Иногда они возвращаются (The End of Days: Armageddon and Prophecies of the Return (Earth Chronicles, No 7), 2007
12. Колыбели цивилизаций (Journeys to the Mythical Past (Earth Chronicles Expedition)), 2007

მიმართვა მკითხველს
თუ თქვენ რომელიმე ამ წიგნთაგანი წაკითხული გაქვთ, გთხოვთ ნუ დაიზარებთ და თქვენი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეთ. რა მოგეწონათ? რა არა? რატომ? შეგიძლიათ დადოთ ასევე საინტერესო, ან თუნდაც საკამათო ციტატებიც. წინასწარ გიხდით მადლობას.

ლინკები
ზექარია სიჩინის პერსონალური ვებ-გვერდი (ინგლ.): http://www.sitchin.com/
რუსულ ვიკიპედიზე არსებული ინფორმაცია მის შესახებ: http://ru.wikipedia.org/wiki/Ситчин,_Захария


სტატია ზაქრო ბაბუს შესახებ, სპეციალურად esoteric.ge-სთვის მოამზადა Emigranti ძიამ smile.gif
3 იანვარი 2010 წელი


--------------------
სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.

პესიმიზმიც ეგოიზმია.

«Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა

ZetaTalk-ის რუსული ვერსია
Go to the top of the page
 
+Quote Post
centurioni
post Jan 6 2010, 08:48 PM
Post #2


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4
Joined: 1-January 10
Member No.: 6,107

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ზაქარია სიჩინი ძალიან საინტერესო ადამიანი იყო თავის უამრავი იდეებით მარა ზალიან ბევრი არ იზიარებდა მის აზრებს განსაკუთრებIტ პლანეტა ნიბირუს შესახებ მიჩნდათ რომ მან არასწორად წაიკიტხა შუმერული ტექსტები და ტყუილია ყველაფერი.ისე საკამო საინტერესო იდეები აქვს მაგ ადამიანს. მაგრამ როგორც წესი განსხვავებული იდეები ძირიტადი მიმდინარეობის მეცნიერებს თვალში არ მოსდით ხოლმე რადგანაც სე იდეები ძიღშ უთხრის მათ თეორეიბს და ასე შემდეგ.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 8th December 2019 - 09:49 AM