IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

31 Pages V  « < 24 25 26 27 28 > »   
Reply to this topicStart new topic
> ჰოროსკოპები
Surrealist
post Jan 25 2013, 11:36 PM
Post #501


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 5
Joined: 16-December 12
From: მარსი
Member No.: 6,942

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



შეგხვედრიათ ოდესმე გამორჩევით გულღია, მოუსვენარი ადამიანი, რომელმაც ხელის მაგრად ჩამორთმევა იცის და სახეზე სულ ღიმილი დასთამაშებს? თუ ასეთ პიროვნებას შეხვედრიხართ, იცოდეთ, ვერძის მხედველობის არეში მოხვდით. თქვენი ვარაუდი უფრო გამართლებული იქნება, თუ იგი საუბარში პირველობას ესწრაფვის და სიტყვის თქმის საშუალებას არ გაძლევთ.

თქვენი ახალი ნაცნობი თავდაუზოგავად ებრძვის უსამართლობას და დაჩაგრულთ მხურვალედ იცავს? ეს თვისება მას სისხლში აქვს გამჯდარი. სქესის მიუხედავად, ვერძი უსამართლობას არასოდეს შეეპუება. ვინც კი გზად გადაეღობება, პოლიციელი იქნება ეს თუ შეიარაღებული ბანდიტი, ვერძი არავის შეუშინდება. ამ დროს იგი შედეგზე არ ფიქრობს. მოგვიანებით შეიძლება ინანოს კიდეც თავისი გულფიცხობა, მაგრამ ბრძოლის ქარცეცხლში ეს აზრადაც არ მოუვა. მარსის გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანები ძალიან მტკიცე ხასიათისანი არიან და ყოყმანი არ სჩვევიათ.

ვერძი სიცოცხლის სიმბოლო და ზოდიაქოს პირველი ნიშანია. იგი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, მიუხედავად ასაკისა, ძალიან ბავშურია და როგორც ყველა ბავშვს სჩვევია, მთლიანად თავის საზრუნავშია ჩაფლული. მისთვის საკუთარი ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას. მსგავსად ჩვილისა, მასაც არ აღელვებს, რას ფიქრობენ და გრძნობენ სხვები. სველი ან მშიერი ჩვილი ყურისწამღებად ჩხავის, ყურადღებას ითხოვს. ასევეა ვერძიც. როცა რაიმე სჭირდება, დაუფიქრებლად დაგირეკავთ დილის 4 საათზე. გძინავთ? როგორ შეგიძლიათ ძილი, როდესაც მას უძილობა სტანჯავს? კეთილი ინებეთ, ადექით და მოუძებნეთ ის, რაც მას სჭირდება. ვერძი, ისევე, როგორც ბავშვი, გარესამყაროს თავის ერთგვარ დანამატად თვლის, მაგრამ ხომ არცერთი ჭკუათმყოფელი ჩვილს ეგოისტს არ უწოდებს. იგივე შეიძლება ითქვას ვერძზეც. იგი ყოველთვის ბუნებრივად იქცევა, ეს კი მის ეგოიზმსა და აგრესიულ ხასიათს რამდენადმე ფარავს.

ვერძს იოტისოდენა ეშმაკობა არ გააჩნია, მიმნდობია და მიამიტი, ნებისმიერ წყენას ივიწყებს, ოღონდ ვინმემ თანაუგრძნოს და მიუალერსოს.

ვერძი მეოცნებეა, შეუძლია ჰაერში ციხე-კოშკები აშენოს მაგრამ ამით სხვებს როდი ატყუებს, თვითონაც ღმრმად არის დარწმუნებული, რომ ეს ასეც იქნება. მისი პიროვნების შეცნობა არ გაგიჭირდებათ, მთელი სიგრძე-სიგანით თქვენს წინაშე დგას. ბავშვივით ადვილად ნაწყენდება და თითქმის ისევე უმწეოა. როცა უფროსები ან უფრო ძლიერები ცდილობენ ბავშვს საყვარელი სათამაშო წაართვან, პატარა ისეთ ალიაქოთს ტეხს, რომ ყველა უკან დახევას ამჯობინებს. ასევეა ვერძიც: მტკიცედ არის დარწმუნებული თავის სიმართლეში და დასახულ მიზანს აღწევს კიდეც.

ვერძს რამდენიმე ისეთი თავისებურება გააჩნია, რომლის მიხედვითაც სხვებისგან ადვილად გამოარჩევთ, მას საკმაოდ მკვეთრი ნაკვთები აქვს. მოძრაობაში სწრაფი და მოქნილი ვერძი სხარტადაც აზროვნებს. ვერძის გარეგნობა მის უკიდურეს თავდაჯერებულობასა და ეგოცენტრიზმზე მეტყველებს. თუ ნაღვლიანად მხრებჩამოყრილი ვერძი შეგხვდათ, იცოდეთ, რომ მას ძალზე მძიმე და გაუხარელი ბავშვობა ჰქონდა, ამიტომ გონს მოსასვლელად დრო სჭირდება, მაგრამ ეჭვი არ შეგეპაროთ, გამოცოცხლდება. ქვეყნად ისეთი რამ არ არსებობს, რაც ვერძს მწყობრიდან დიდი ხნით გამოიყვანს და ხასიათს გაუფუჭებს. პესიმისტი იგი არავითარ შემთხვევაში არ არის.

მარსის მფარველობის ქვეშ მყოფნი ყოველთვის მომსყიდველი პირდაპირობით და გული ამაჩუყებელი მიმნდობლობით შემოგცქერიან თვალებში, თქვენ ხომ მისი საუკეთესო მეგობარი ხართ? არა??? ტირილს აღარაფერი უკლია, თავს ძლივს ერევა. თუ მაინც მოახერხეთ მისი ატირება, იცოდეთ, შიგ გულში დაკოდეთ. ვერძი უმალ სიკვდილს ამჯობინებს, ვიდრე სხვებს თავის სისუსტეს უჩვენებს. ხანდახან სიცოცხლესაც კი სასწორზე აგდებს, ამ სიტყვის სრული გაგებით, ოღონდაც არავინ იფიქროს, რომ მას ვაჟკაცობა აკლია.

საუბრისას ვერძი თანამოსაუბრეს თვალებში უყურებს. თუ თვალს გარიდებთ, ესე იგი, მისთვის უინტერესო თემას ეხებით. ასეთ დროს მისი გონება სხვაგან ჰქრის და ამის დამალვას არც ცდილობს. ნუ გეწყინებათ, გაიხსენეთ ბავშვი, რომელიც ხან ერთ სათამაშოს ეტანება, ხან მეორეს.

ვერძი ყოველთვის პირველობას ესწრაფვის. ხელმოცარული ვერძი ადვილი ამოსაცნობია, უკმაყოფილო იერით რომ ასრულებს სხვის ბრძანებებს. გამარჯვებული ვერძი უჩვეულოდ გულუხვი და ლიბერალურია, მაგრამ უნდა, რომ წამდაუწუმ დითირამბები უმღერონ. სამაგიეროდ, თუ ვერძში ისეთ თვისებებს დაეძებთ, როგორიცაა სიფაქიზე, ტაქტიანობა, თავმდაბლობა, ამაოდ დაშვრებით. როცა მამაზეციერი ამ თვისებებს არიგებდა, ვერძები იქ არ იყვნენ. თუ კაფეში გამხმარ ბუტერბროდს მიართმევენ, დაუფიქრებლად გამოლანძღავს ოფიციანტს, თუნდაც იგი ძალიან ლამაზი ქალიშვილი იყოს. მაგრამ თუ მომსახურება მოეწონა, დანახარჯს ორმაგად გადაიხდის და ამით გამოხატავს თავის კმაყოფილებას

ვერძი მეტისმეტად პირდაპირია, სიცრუე და მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი მარსის მფარველობის ქვეშ მყოფთ საერთოდ არ ახასიათებთ. პირაპირობა და გამორჩეული პატიოსნება – აი ვერძების სავიზიტო ბარათი. თუმცა ეს თვისებები ყოველთვის დადებითად ნამდვილად არ ითვლება.

ვერძები უპასუხისმგებლოები არიან. ხანდახან რაიმე საინტერესოს თუ გადააწყდნენ, შეუძლიათ ყოველთვარი მოვალეობა გადაივიწყონ.

თუმცა ვერძი ცეცხლის ნიშანია და გამბედაობა, სიმამაცე, წინდახედულება არ აკლია, არსებობს ისეთი რაღაცეებიც, რისიც მას ეშინია. უზარმაზარ თოვლის კაცს ან თვით ფრანკენშტეინს იგი არ შეუშინდება, მაგრამ ფიზიკურ ტკივილს ვერ იტანს, მხდალი მას არ ჰქვია, მაგრამ უმნიშვნელო ტკივილზეც კი წუწუნს და ჩივილს მოჰყვება. კბილის ექიმები ხომ საერთოდ მოსისხლე მტრებად მიაჩნია.

მთლიანობაში ვერძს გამძლე და ჯანმრთელი ორგანიზმი აქვს, თუ, რა თქმა უნდა, ზედმეტი არ მოუვიდა. სამწუხაროდ ვერძი ზომიერებას ხშირად არ იცავს. თუ ვერძი ლოგინში მწოლიარე ნახეთ, იცოდეთ, რომ ნამდვილად ცუდად არის, მაგრამ ისეთ მდგომარეობაშიც კი, მისი საწოლში გაჩერება ძალით თუ შეიძლება. ძლიერი ორგანიზმის წყალობით ვერძი იმ შემთხვევაშიც კი უმკლავდება ავადმყოფობას, როცა სხვები იღუპებიან. სერიოზულ გართულებამდე იგი მხოლოდ საკუთარ უგუნურობას და ცხვრისთვის დამახასიათებელ სიჯიუტეს მიჰყავს. სამწუხაროდ, საკუთარ ჯანმრთელობასთან ასეთი დამოკიდებულება ვერძებისთვის ტიპიურია. მხოლოდ ცხოვრებისაგან დაბრძენებული ვერძები თუ გადახედავენ ხანდახან თავიანთ დამოკიდებულებას ამ მნიშვნელოვანი პრობლემისადმი. ვერძებს თითქმის არ გააჩნიათ ნარკოტიკებისადმი მიდრეკილება, წამლებს იშვიათად იღებენ, ყოვლად უწყინარ თავის ტკივილისა და საძილე წამლებსაც კი.

ბუნებით უეშმაკო ცხვრები ყოვლად გამოუსადეგარნი არიან დიპლომატიურ საქმიანობაში. ერთხელ ერთმა ვერძმა თავისი ენერგიისა და წინდახედულების წყალობით მშვენიერი სპონსორი იშოვა საკუთარი პროექტის განსახორციელებლად. კონტრაქტის გაფორმების წინ სპონსორმა, ბუნებრივია, ექსპერტიზის მოწვევა შესთავაზა, რათა პროექტის ჭეშმარიტი ღირებულება შეეფასებინათ. პროექტის ავტორმა, რომელსაც გულწრფელად სჯეროდა , რომ საქმესთან დამოკიდებულებაში მასთან შედარებით ყველანი უვიცები იყვნენ, ვერძებისათვის დამახასიათებელი სიჯიუტით ჰკითხა: “სხვა ხომ არაფერს ინებებდით?”. ვგონებ ზედმეტია დავძინო, რომ სპონსორმა პროექტის მხარდაჭერა გადაიფიქრა. ასე დაასამარა ვერძმა საკუთარი ხელით მომავალი. ოდნავი ეშმაკობა რომ ჰქონოდა, საქმე ბრწყინვალედ დაბოლოვდებოდა, მაგრამ ელემენტარული დიპლომატიის შესასწავლად ვერძებს ჩვეულებრივ ნახევარი სიცოცხლე სჭირდებათ. სამაგიეროდ, თუ მან ეს მოახერხა, თანდაყოლილი ინტუიციისა და უდიდესი შემოქმედებითი პოტენციალის წყალობით, მართლაც რომ გრანდიოზულ წარმატებას აღწევს.

რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ვერძები უფრო ხშირად საკუთარ თავს კი არა სხვებს ამდიდრებენ. მათი უმრავლესობა მთელი ცხოვრება ქირით ცხოვრობს. მაგრამ ყველაფერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ფულის შოვნა ვერძის ძირითად მიზანი არც გახლავთ.

ვერძი დამაჯერებლად მიკვლევს ცხოვრების გზას და სხვათა გრძნობებზე ნაკლებად ზრუნავს. სხვებისადმი მისი დამოკიდებულება შეიძლება ასე გამოიხატოს: “მე უწინარეს ყოვლისა…” ამის მიუხედავად, იგი ზოდიაქოს ნიშანთაგან ერთერთი ყველაზე გულუხვი და კეთილია. ვერძს სისასტიკის ნატამალი არ გააჩნია. გულწრფელად სჯერა, რომ ნებისმიერი საქმის გაკეთება სხვებზე უკეთ ძალუძს. სახელსა და ქონებას შორის არჩევანი რომ გააკეთებინოთ, დაუფიქრებლად პირველს აირჩევს. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მას ფული არ უყვარს, უბრალოდ სახელი და დიდება უფრო ეძვირფასება.

ვერძი ძალიან ფიცხია, მაგრამ მისი მრისხანება მეტად ხანმოკლეა. წუთის შემდეგ განრისხების მიზეზი აღარც ახსოვს და გულღიად გიღიმით. ამ შემთხვევაში არ შეიძლება არ გავიხსენოთ ერთ-ერთი გამოჩენილი ვერძთაგანი – ნიკიტა ხრუშჩოვი მან ნიუ-იორკში გამართულ გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე განრისხებულმა იმით, რომ არ უსმენდნენ, ფეხსაცმელი გაიძრო და ტრიბუნას დაუშინა.

მარსის მფარველობაში მყოფთ ხშირად ბრალს სდებენ აუტანელ ხასიათში. ეს ნაწილობრივ მართალიცაა. სამაგიეროდ ღვარძლიანები არ არიან, ბოღმას დიდხანს არ ატარებენ და ყოველთვის უკვირთ მათი, ვინც წყენის გულში ჩადება იცის. ვერძს უნარი აქვს პატიება სთხოვოს თვით მოსისხლე მტერსაც კი, ხანდახან, სანუკვარი მიზნის მისაღწევად წაეშმაკებაც შეუძლია, მაგრამ ტყუილს, თუნდაც უწყინარს, იშვიათად თუ იტყვის, რადგან მათი ტყუილი ყოველთვის აშკარავდება.

ვერძებს ჭორები არ უყვართ, რადგამ მთელი გულისყური საკუთარ საქმეებზე აქვთ მიპყრობილი და სხვათა განსასჯელად დროს არ კარგავენ. ადამიანებს იგი 2 ჯგუფად ყოფს: კარგებად და ცუდებად. პალიტრაშიც მხოლოდ ორი ფერის საღებავი აქვთ: შავი და თეთრი.

თუ ზედმეტ, გამაღიზიანებელ პირდაპირობას უგულვებელყოფთ, ვერძის ზრდილობა და თავაზიანობა სამაგალითოდ გამოდგება. მას შეუძლია საათობით გატაცებით ისაუბროს იმ საგნებზე, რომლებზეც ელემენტარული წარმოდგენა არ გააჩნია. ამ დროს იგი დეტალებზე არ შეჩერდება. წვრილმანებზე სხვა იტეხოს თავი.

ვერძში საოცრად არის შერწყმული რეალისტი და იდეალისტი. იშვიათად თუ ვისმე ძალუძს მისებრ გაუტეხელი და ძლიერი სულის დემონსტრირება. ამასთან, ცოტა თუ მოიძებნება ისეთისენტიმენტალური, პოეტური და სასწაულების მორწმუნე, როგორიც ვერძია. მარსის მფარველობაში მყოფი თავს დამარცხებულად არასოდეს აღიარებს, მაშინაც კი, როდესაც ეს აშკარაა. მათ სჯერათ ბედნიერი დასასრულის, სიყვარული იქნება ეს თუ ფეხბურთის მატჩი. ყოველთვის საკუთარი თავის იმედი უფრო აქვთ, ვიდრე სხვისი, წარმატების მოსვლას არ ელოდებიან, თვითონვე იბრძვიან მის მოსაპოვებლად. აი რატომ ვერ ნახავთ ვერძს ვერც მთხოვნელის როლში და ვერც უმუშევართა დახმარების სიებში. ბევრს მათი ასეთი ზეაქტიურობა არ ეპიტნავება, მაგრამ ვერძებმა თუ მოისურვეს, წყნარი , მშვიდი და სერიოზულიც შეუძლიათ იყვნენ. სამწუხაროდ ასეთ ვერძებს მხოლოდ სიმწიფის ასაკში თუ შეხვდებით.

ვერძის მოწოდება შემოქმედებითი სამუშაოა. მისი ორიგინალურობის, ენერგიის და ნებისყოფის გარეშე ბევრი პროექტი მთლიანად რეალიზებული ვერ იქნებოდა, ან სრულიად განსხვავებულ, ნაკლებ საინტერესო სახეს მიიღებდა.

ინდივიდუალურობის გამომჟღავნებაში ვერძს ვერავინ გაეჯიბრება. ჩვეულებრივ, მას საკუთარ თავზე და საქმეებზე ლაპარაკი უფრო სიამოვნებს, ვიდრე სხვებზე. გამონაკლისს მისი საყვარელი ადამიანები წარმოადგენენ. თუ ვერძის სიმპათია დაიმსახურეთ, ყველაზე ყურადღებით მოგისმენთ, განსაკუთრებით, თუ საუბრის თემა მისთვის რაიმე საინტერესოს და ახალს შეეხება. იგი ყოველთვის დაგიჭერთ მხარს, დიდსულოვნად შემოგთავაზებთ თავის დროს და მატერიალურ დახმარებას. თუ საავადმყოფოში მოხვდით, შესაძლოა დროც კი ვერ გამონახოს სანახავად, მაგრამ საუკეთესო კლინიკას გირჩევთ, თვითონ წაგიყვანთ და თავის პირად ექიმს გაგაცნობთ. თუ ვერძი ერთხელ დაგეხმარათ რთულ სიტუაციაში, მეორედ და მესამედაც უყოყმანოდ მხარში ამოგიდგებათ, მაგრამ ამისთვის მხურვალე მადლობის თქმა არ უნდა დაგავიწყდეთ, თორემ ვერძი თავისი ყურადღებისა და მზრუნველობის უგულვებელყოფას არ გაპატიებთ. იგი აღმერთებს ქველმოქმედებას და რაც უფრო მეტ სიკეთეს აკეთებს, თავს მით უფრო უკეთ გრძნობს. თუ თქვენი მადლიერება მისი ძალისხმევის ადექვატური იქნება, შემდგომშიც სიხარულით დაგეხმარებათ.

გულუბრყვილობასთან შერწყმული მისი საოცარი თავდაჯერებულობა ხშირად იმედგაცრუებითბოლოვდება, მაგრამ გულგატეხილობა დიდხანს არ გასტანს, გონს მალე მოვა და ახალ-ახალ თავგადასავლებს ახალი ენერგიით შეეგებება.

თუ ვერძს რაიმე სჯერა, მთელი სიცოცხლე ვერ გადაარწმუნებთ. თვალებს დაიბრმავებს და ყურებს ბამბით დაიხშობს, მაგრამ თვითონ უმალ შეუძლია აზრის შეცვლა ან სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილების მიღება. აბა სცადეთ და დაუმტკიცეთ, რომ წუთის წინ იგი სულ სხვა აზრისა იყო – ვერც კი გაიხსენებს. ვერძის ნიჭი, წამში შეიცვალოს აზრი, ჭეშმარიტად ფანტასტიკურია. სწორედ ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომ ვერ ეგუება ვერძი იოლად ახალ გარემოსა და ადამიანებს. ვინც ეცდება ვერძს ნაჩქარევი დასკვნები გადაათქმევინოს, ამას იგი მხოლოდ დაბრკოლებად აღიქვამს და სინდიდის ქენჯნის გარეშე იცილებს ხელის შემმშლელს. განსაკუთრებით ვერ იტანს კონსერვატიულ ადამიანებს, რომლებიც თითოეულ სიტყვასა თუ საქციელს ზომავენ და წონიან. ვერძის მოსისხლე მტრები ყველაზე ხშირად სწორედ ისინი არიან.

ვერძი გარკვეულწილად დონ-კიხოტია, გაბედულად ებმება უსამართლობასთან ბრძოლაში, მაგრამ როგორც კი ბრძოლის ცეცხლი განელდება, კვლავ საყვარელ, მომღიმარე არსებად იქცევა. ვერძის ლითონი რკინაა, რომელიც თავის ნიშანს ქედუხრელობას და უზარმაზარ სასიცოცხლო ენერგიას ანიჭებს, ათჯერ მეტს, ვიდრე სხვა ადამიანებს აქვთ.

ვერძი იშვიათად ხდება დიდი ქონების პატრონი, მაგრამ თუ მაინც გამდიდრდა, თავის სიმდიდრეზს ზედ არასოდეს დაჰკანკალებს. მთელ თავის საგანძურს სიახარულით გაუნაწილებს გაჭირვებულებს. სჯერა და მტიცედ არის დარწმუნებული, რომ “რასაცა გასცემ შენია”. ადამიანებისათვის სიხარულის მოტანა მისი ერთერთი მთავარი მისიაა. ვერძს ღრმად სწამს, რომ ცხოვრება სავსეა სასწაულებით და მას სიხარულით გაგინაწილებთ, თუ, რა თქმა უნდა, თქვენი სურვილიც იქნება.

ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები:
ჰანს ქრისტიან ანდერსენი
იოჰან სებასტიან ბახი
ბისმარკი
მარლონ ბრანდო
ვინსენტ ვან გოგი
ფრანც იოსეფ ჰაიდნი
ჰარი გუდინი
არტურო ტოსკანინი
თომას ჯეფერსონი
ბეტ დევისი
სერგეი პროკოფიევი
ჯოზეფ პულიტცერი
სიმონა სინიორე
ნიკიტა ხრუშჩოვი
ჩარლი ჩაპლინი
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jan 30 2013, 11:50 AM
Post #502


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gregori Kafka.
post Feb 1 2013, 06:02 AM
Post #503


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 41
Joined: 24-January 13
Member No.: 6,978

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
vegar gavige es morieli shedis mzeshi tu mshvildosani aketebs mzidan "irmis naxtoms"...

Da me amis cera ar mezareba
Go to the top of the page
 
+Quote Post
guest
post Feb 2 2013, 08:28 PM
Post #504


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,708
Joined: 9-September 10
From: Somewhere Over The Rainbow
Member No.: 6,258

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩემი შავი მთვარე ნერვებს მიშლის
გადავწყვიტე გამოვასწორო bf_nonew.gif ორშაბათიდან
Go to the top of the page
 
+Quote Post
matashi
post Feb 3 2013, 06:02 PM
Post #505


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,343
Joined: 6-August 12
From: tbilisi
Member No.: 6,867

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Ever
რას გულისხმობ?


--------------------
Я всегда буду помнить тех, кто помог мне подняться в трудную минуту, но я так же никогда не забуду тех, кто помог мне упасть.
შესაძლოა სასტიკია,მაგრამ სიმართლე!
Go to the top of the page
 
+Quote Post
guest
post Feb 3 2013, 06:05 PM
Post #506


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,708
Joined: 9-September 10
From: Somewhere Over The Rainbow
Member No.: 6,258

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



matashi
QUOTE
რას გულისხმობ?

იმას რომ კარმული ვალები უნდა გავისტუმრო smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
matashi
post Feb 3 2013, 06:09 PM
Post #507


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,343
Joined: 6-August 12
From: tbilisi
Member No.: 6,867

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Ever
აა biggrin.gif ეგ ხო....


--------------------
Я всегда буду помнить тех, кто помог мне подняться в трудную минуту, но я так же никогда не забуду тех, кто помог мне упасть.
შესაძლოა სასტიკია,მაგრამ სიმართლე!
Go to the top of the page
 
+Quote Post
G_S
post Feb 3 2013, 10:11 PM
Post #508


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 31
Joined: 15-January 13
Member No.: 6,966

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მჯერა, ოღონდ ისეთი პროგნოზების არა ჟურნალ-გაზეთებში რომ წერია smile.gif
რუკა, ასცედენტი თუ ზუსტადაა დადგენილი - მხოლოდ მაშინ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Feb 11 2013, 05:10 AM
Post #509


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კარგი დოკ. ფილმი ასტროლოგიაზე

http://vzglyadzagran.ru/news/territoriya-z...15-01-2013.html


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
Qocho
post Feb 13 2013, 12:41 AM
Post #510


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 605
Joined: 6-March 11
Member No.: 6,407

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Lashapoli

ნახევარს ვუყურე ჯერ და კარგია.

მიშელ გოკლენის ისტორია ძალიან მაგარია, კაცი სტატისტიკოსი იყო, ჩავუჯდები ახლა ასტროლოგიას და დაგიმტკიცებთ რომ სისულელეაო, ხოდა მერე ასტროლოგი გახდა smile.gif


--------------------
Во мне не осталось ни капли честолюбия.
Я позволаю своей природе течь куда угодно.
В моей суме риса на десятъ дней.
У моего сердца лежит вязанка хвороста
Кто болтает об иллюзии или нирване?
Я забываю о тлене как имени, так и богатства.
Я слушаю ночнои дождъ,
Который стучит по крыше моей хижини,
Я сижу спокойно, витянув обе ноги.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Qocho
post Feb 17 2013, 11:50 PM
Post #511


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 605
Joined: 6-March 11
Member No.: 6,407

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ის თემა ვერ ვნახე ჯიოტიშზე და დაავლურ ასტოლოგიაზე რომ ვსაუბრობდით. ამიტომ აქ დავწერ, აქაც თემატურია smile.gif

ძალიან ადვილი დასაკვირვებელია როგორ მუშაობს სატურნი,... მაგალითად წინა 2.5 წელი რთული იყო სასწორებისთვის, ბოლო რამოდენიმე თვეა სატურნი გადავიდა მორიელში. და ჩანს კიდევაც მორიელის ზოდიაქოებს როგორ დაეწყოთ პრობლემები (სხვა ზოდიაქოს ნიშნებთან შედარებით). აქედან ვასკვნი რომ ''პრეცესია'', რასაც დასავლური ასტროლგია ითვალისწინებს სწორი მგონია. ჯიოტიშის მიხევით სატურნი ახლაც სასწორშია და ასეთ შემთხვევაში სასწორებს უნდა ქონდეთ რთული პერიოდი და არა მორიელებს. მე რასაც ვაკვირდები პირიქითაა.

Atm@n ჯიოტიშის ხედვა გაგვაცანი რა ამასთან მიმართებაში smile.gif



--------------------
Во мне не осталось ни капли честолюбия.
Я позволаю своей природе течь куда угодно.
В моей суме риса на десятъ дней.
У моего сердца лежит вязанка хвороста
Кто болтает об иллюзии или нирване?
Я забываю о тлене как имени, так и богатства.
Я слушаю ночнои дождъ,
Который стучит по крыше моей хижини,
Я сижу спокойно, витянув обе ноги.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Feb 18 2013, 06:18 AM
Post #512


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Qocho

ორივე მუშაოოობს. დასავლურიც და ჯიოტიშიც. ვისაც რომელ ასტროლოგთან მიიყვანს განგება ისაა მისთვის "მართალი" smile.gif

რაც შეეხება სატურნს. სადე-სატის მიხედვით სატურნი სასწორში თუა, ეს მთვარე-მორიელებისთვის მაინც პრობლემას ქმნის, იმიტომ რომ მათთვის სადე-სატის პერიოდს მოიცავს.

ზოგადად ასცენდენტ მორიელებს ან მზით მორიელებს აქვთ თუ არა პრობლემები არ ვიცი.


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Feb 25 2013, 12:20 PM
Post #513


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Qocho
იუპიტერი-მშვილდოსანში. ზეწარმატებული ადამიანი არ უნდა ვიყო?


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Qocho
post Feb 25 2013, 04:35 PM
Post #514


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 605
Joined: 6-March 11
Member No.: 6,407

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma

მშვილდოსანი იუპიტერის სამყოფელია, ყველაზე კარგად მანდ ავლენს თავს, მაგრამ მარტო ამით ვერ განვსაზღვრავთ. მნიშვნელოვანია როგორი ასპექტები აქვს სხვა პლანეტებთან, განსკუთრებით მზესთან. ასეთ ადამიანში (თუ კარგად ასპექტირებულია) იქნება ოპტიმიზმი, სხვათა დახმარების სურვილი, ქარიზმა და წარმატების მიღწევის შანსები. თუმცა ყველაფერ კარგში ხომ არის რაღაც ცუდი. ძალიან ბევრს ვისაც იდეალური გნალგება ქონია მზის და იუპიტერის ცუდად დაუმთავრებია, სწორად ვერ მიიღეს ეს ყველაფერი და იმიტომ.



--------------------
Во мне не осталось ни капли честолюбия.
Я позволаю своей природе течь куда угодно.
В моей суме риса на десятъ дней.
У моего сердца лежит вязанка хвороста
Кто болтает об иллюзии или нирване?
Я забываю о тлене как имени, так и богатства.
Я слушаю ночнои дождъ,
Который стучит по крыше моей хижини,
Я сижу спокойно, витянув обе ноги.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Feb 25 2013, 05:41 PM
Post #515


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მზე ვერძია, სხვა ასპექტები არ ვიცი, რა არის მნიშვნელოვანი smile.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Feb 25 2013, 07:25 PM
Post #516


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma

ჯიოტოშით იუპიტერი (რეტროგრადული) მორიელში გყავს და თან 6 სახლში. ეს არც ისე კარგი პოზიციაა იუპიტერისთვის.

მზე კიდევ თევზებში გყავს, 10 სახლში (10 სახლი ძალიან კარგია მზისთვის).

30 წუთით გვიან თუ დაიბადე ასცენდენტი ტყუპების ნაცვლად კირჩხიბი ხარ და მაშინ სახლების მდგომარეობაც და სხვა ბევრი რამეც იცვლება (არადა კირჩხიბს უფრო ჰგავხარ მგონი ვიდრე ტყუპებს).


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Feb 25 2013, 09:24 PM
Post #517


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კირჩხბი ვარ ასცენდენტით დასავლური ჰოროსკოპით
და რაც შეეხება მზეს, არ მინდა მე თევზობა, მომწონს ვერძიიი kos.gif
არ ვცი ზუსტად დაბადების წუთები, 12 სთ-ზე დაახლოებითო და ნახევარი საათი რავა შეეშლებოდათ biggrin.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Feb 25 2013, 11:28 PM
Post #518


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma

მოგწონს რა, არ გავხარ მზე-ვერძიანს და smile.gif ვერძში მზე ეგზალტირებულია და ბოლომდე ავლენს თავის თვისებებს: ლიდერობა, ცენტრში ყოფნა და ა.შ.

ქალისთვის მზე თევზებში მშვენიერი პოზიციაა მე თუ მკითხავ wink.gif


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Qocho
post Feb 25 2013, 11:40 PM
Post #519


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 605
Joined: 6-March 11
Member No.: 6,407

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma

ორივე პლანეტის ზუსტი გრადუსები უნდა ვიცოდეთ და ისე მივხვდებით ასპექტს. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ჯიოტიშით გავაკეთებთ თუ დასავლურით, ასპექტს ერთიდაიგივეს აჩვენებს, ასე არ არის ატმან? რა გრადუსებია?
ციტატა(Atm@n @ Feb 25 2013, 11:28 PM) *
tikoroma
მოგწონს რა, არ გავხარ მზე-ვერძიანს და smile.gif ვერძში მზე ეგზალტირებულია და ბოლომდე ავლენს თავის თვისებებს: ლიდერობა, ცენტრში ყოფნა და ა.შ.

სავარაუდოდ ასცედენტი კირჩხიბი ფარავს ამას და იმიტომ არ ჩანს კლასიკური ვერძი ,

თან გააჩნია დანარჩენი პლანეტები სად არიან, როცა ასცედენტი კირჩხიბშია -> ასეთ შემთხვევაში ჰოროსკოპში წამყვანი პლანეტაა მთვარე, მითუმეტეს ქალის ჰოროსკოპში. თუ მთვარე ''არავერძულ'' ნიშანშია, მაშინ ყველაფერი გასაგებია wink.gif






--------------------
Во мне не осталось ни капли честолюбия.
Я позволаю своей природе течь куда угодно.
В моей суме риса на десятъ дней.
У моего сердца лежит вязанка хвороста
Кто болтает об иллюзии или нирване?
Я забываю о тлене как имени, так и богатства.
Я слушаю ночнои дождъ,
Который стучит по крыше моей хижини,
Я сижу спокойно, витянув обе ноги.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Qocho
post Feb 25 2013, 11:47 PM
Post #520


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 605
Joined: 6-March 11
Member No.: 6,407

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ესეთი მაგალითი რომ ავიღოთ:

ასცედენტი: კირჩხიბი
მზე: ვერძი
მერკური: თევზები
ვენერა: თევზები
მარსი: კურო
მთვარე: კირჩხიბი

ძალიან უნდა ვეცადოთ რომ ასეთ ადამიანში ვერძი ვიპოვოთ (მამაკაცში უფრო ადვილად გამოჩნდება)



--------------------
Во мне не осталось ни капли честолюбия.
Я позволаю своей природе течь куда угодно.
В моей суме риса на десятъ дней.
У моего сердца лежит вязанка хвороста
Кто болтает об иллюзии или нирване?
Я забываю о тлене как имени, так и богатства.
Я слушаю ночнои дождъ,
Который стучит по крыше моей хижини,
Я сижу спокойно, витянув обе ноги.
Go to the top of the page
 
+Quote Post

31 Pages V  « < 24 25 26 27 28 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 27th April 2024 - 07:57 PM