Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ეზოთერული განყოფილება _ თავმდაბლობა смирение humbleness

Posted by: kindatma Apr 10 2012, 12:23 AM

თავდაბლობა არ არის წესი,ან მეთოდიკა,თავმდაბლობა არის თავმდაბლობა.როდესაც ხდები თავმდაბალი,ხდები ერთიანი დინებასთან,ღმერთთან.თავმდაბლ
ობა გვანახებს,თვალებს გვიხელს,თავმდაბალი არსება ყველაფერში სიყვარულს და სიმშვიდეს ხედავს,პოულობს. იესო ასწავლის თავმდაბლობას.როდის ვგძნობთ სიმშვიდეს?როდესაც დინებას მივყვებით,და დარტყმებს სიმშვიდით ვიღებთ.თავმდაბლობა არ არის გზა(путь,way),ის გზების მთელი რეალობაა. beard.gif მიიღეთ თავმდაბლობა,და ის რასაც ამდენი ხანი ეძებდით,თვითონ გიპოვით თქვენ.


გიგზავნით სიყვარულს,დათო.

Posted by: tikoroma Apr 10 2012, 12:24 PM

l_daisy.gif

Posted by: earth Apr 10 2012, 11:29 PM

kindatma

QUOTE(kindatma @ 10th April 2012 - 01:23 AM) *
გიგზავნით სიყვარულს,დათო.

bigarmhug.gif
ხო, კარგია შინაგანი სიმშვიდის მიღწევა და ეს გვიადვილებს მუდმივი სიყვარულის შეგრძნებას ჩვენში. მართლაც ალბათ ერთ-ერთი უმთავრესი გასაღები ჩვენი თავის დაუფლებაა, ჩვენი შინაგანი სიმშვიდის მიღწევა.

Posted by: kindatma Apr 11 2012, 12:10 PM

რა თქმა უნდა) სანამ შენ თავს ვერ იპოვი,სხვასაც ვერ დაეხმარები))

Posted by: Shinning Star Apr 30 2012, 11:08 AM

თავმდაბლობა ყველაზე მეტად აგამაღლებს.
სამწუხაროდ ბევრს გონია რომ თავმდაბლობა დამამცირებელია, ძირითადად ასე განვითარების დაბალ საფეხურზე მყოფნი ფიქრობენ.
რადგან ისეთივენი არიან როგორც მათ გარშემო მყოფნი.
რატომ იყო იესო თავმდაბალი? იმიტომ რომ კარგად იცოდა ადამაინების უმეცრება.
რაც უფრო განვითარებული ხარ, მით უფრო თავმდაბალი ხარ.

Posted by: kindatma Apr 30 2012, 06:19 PM

QUOTE(Shinning Star @ Apr 30 2012, 11:08 AM) *
თავმდაბლობა ყველაზე მეტად აგამაღლებს.
სამწუხაროდ ბევრს გონია რომ თავმდაბლობა დამამცირებელია, ძირითადად ასე განვითარების დაბალ საფეხურზე მყოფნი ფიქრობენ.
რადგან ისეთივენი არიან როგორც მათ გარშემო მყოფნი.
რატომ იყო იესო თავმდაბალი? იმიტომ რომ კარგად იცოდა ადამაინების უმეცრება.
რაც უფრო განვითარებული ხარ, მით უფრო თავმდაბალი ხარ.

კი აგამაღლებს.მაგრამ აქ მარტო ამაში არ არის საქმე.ის შენ ყველაფერში კარგს დაგანახებს,გაგჟღენთავს სიყვარულით))მის დახმარებით შენ მიხვდები რა არის უსასრულობა,და დაამყარებ ჰარმონიას.

Posted by: givi May 1 2012, 05:24 PM

ანი ბეზანტი წერდა "რა არის თეოსოფია"-ში: "როდესაც მიხვდები, რომ არავინ ხარ, და არაფერი არ გაქვს, სწორედ იქვე მიხვდები, რომ ყველაფერი ხარ, და ყველაფერი გაგაჩნია" (დაახლოებით ასე მახსოვს)

Posted by: givi Jun 28 2012, 06:45 PM

Смирение воина и смирение нищего — невероятно разные вещи. Воин ни перед кем не опускает голову, но в то же время он никому не позволяет опускать голову перед ним. Нищий, напротив, падает на колени и шляпой метет пол перед тем, кого считает выше себя. Но тут же требует, чтобы те, кто ниже его, мели пол перед ним. აი ასე ამბობდა კარლოსა.

Posted by: td......... Jun 30 2012, 09:27 AM

კარლოსა ჭეშმარიტებას ღაღადებს...smile.gif

Posted by: Gnosis Feb 25 2013, 01:33 AM

თავმდაბლობა ღირსების და კეთილშობილები ნიშანია.

Posted by: ketevan Mar 7 2013, 08:48 PM

kindatma

QUOTE
რა თქმა უნდა) სანამ შენ თავს ვერ იპოვი,სხვასაც ვერ დაეხმარები))

თავდაბლობა არ არის წესი,ან მეთოდიკა,თავმდაბლობა არის თავმდაბლობა.როდესაც ხდები თავმდაბალი,ხდები ერთიანი დინებასთან,ღმერთთან.თავმდაბლ

ობა გვანახებს,თვალებს გვიხელს,თავმდაბალი არსება ყველაფერში სიყვარულს და სიმშვიდეს ხედავს,პოულობს. იესო ასწავლის თავმდაბლობას.როდის ვგძნობთ სიმშვიდეს?როდესაც დინებას მივყვებით,და დარტყმებს სიმშვიდით ვიღებთ.თავმდაბლობა არ არის გზა(путь,way),ის გზების მთელი რეალობაა. მიიღეთ თავმდაბლობა,და ის რასაც ამდენი ხანი ეძებდით,თვითონ გიპოვით თქვენ.


შენი თანამოაზრე ვარ ამ საკითხში...

Posted by: eblatave bebiashens Mar 9 2013, 09:25 PM

QUOTE
თავმდაბლობა

საზიზღარი თვისებაა.

Posted by: ##### May 27 2013, 05:58 PM

ყველა ადამიანმა უნდა დავსვათ კითხვა "რატომ" რომელიმე საკითხთან დაკავშირებით


ანუ რატომ არის თავმდაბლობა საჭირო?

ეს თვისება აუცილებელია ყველა ცოცხალი არსებისთვის თუ უნდა გადარჩენა.

როგორც მოგეხსენებათ ადამინების ერთერთი საზიზღარი თვისება შურიანობაა, კაცს ისიც შეიძლება შეშურდეს რომ შენ უბრალოდ ბედნიერი ხარ, ან გყავს ყველა ოჯახის წევრი და ეს შურს იწვევს ზოგიერთში, თავმდაბლობა მე მესმის როგორც ტავის შენახვის ერთერთი მეთოდი, თავმდაბალი თუ იქნები ნაკლებად გააღვივებ სხვაში შურს. შური იწვევს სხვა ადამინის ზიზღს, ნეგატიური თუ იაზროვნა ვინმემ შენს მიმართ, ამანაც შეიძლება რაღაც დონეზე (ენერგეტიკულად) დაგაზიანოს. ასე რომ ჯობია სხვას კრავად მოვაჩვენოთ თავი, ხალხის ფსიქიკაა ასეთი ასეთ ხალხს საშიშად არ თვლიან და საერთოდ არ აქცევენ ხოლმე ყურადღებას, შესაბამისად თქვენც გათავისუფლდებით ავი ვალისაგან.

თან ცხოვრებაში დიდი მიზნები თუ გაქვს, გირჩევთ თავმდაბლობით მიღწიოთ თქვენს მიზნებს, თორემ უარყოფითად განწყობილი (უარყოფითი ენერგიის ) ხალხი არ გაღირსებენ თქვენი სურვილების ასრულებას.

არის კიდევ სხვა მიზეზებიც რატომაც უნდა ვიყოთ თავმდაბლები, მაგრამ ჯერჯერობით ეს მომაფიქრდა.


იესო ქრისტემ თავმდაბლობით უფრო მეტს მიაღწია, ვიდრე სხვა ადამინებმა..

იესო კი იყო ადამინი და იესომ გვანახა რომ ჩვენმც შეგვიძლია (შესაძლებელია) იესოსავით მოვიქცეთ

Posted by: td......... May 27 2013, 07:20 PM

რატომ ვართ ადამიანები სასტიკები?

Posted by: td......... May 27 2013, 07:24 PM

#####

ციტატა
ანუ რატომ არის თავმდაბლობა საჭირო?

ეს თვისება აუცილებელია ყველა ცოცხალი არსებისთვის თუ უნდა გადარჩენა.

როგორც მოგეხსენებათ ადამინების ერთერთი საზიზღარი თვისება შურიანობაა, კაცს ისიც შეიძლება შეშურდეს რომ შენ უბრალოდ ბედნიერი ხარ, ან გყავს ყველა ოჯახის წევრი და ეს შურს იწვევს ზოგიერთში, თავმდაბლობა მე მესმის როგორც ტავის შენახვის ერთერთი მეთოდი, თავმდაბალი თუ იქნები ნაკლებად გააღვივებ სხვაში შურს. შური იწვევს სხვა ადამინის ზიზღს, ნეგატიური თუ იაზროვნა ვინმემ შენს მიმართ, ამანაც შეიძლება რაღაც დონეზე (ენერგეტიკულად) დაგაზიანოს. ასე რომ ჯობია სხვას კრავად მოვაჩვენოთ თავი, ხალხის ფსიქიკაა ასეთი ასეთ ხალხს საშიშად არ თვლიან და საერთოდ არ აქცევენ ხოლმე ყურადღებას, შესაბამისად თქვენც გათავისუფლდებით ავი ვალისაგან.

თან ცხოვრებაში დიდი მიზნები თუ გაქვს, გირჩევთ თავმდაბლობით მიღწიოთ თქვენს მიზნებს, თორემ უარყოფითად განწყობილი (უარყოფითი ენერგიის ) ხალხი არ გაღირსებენ თქვენი სურვილების ასრულებას.

არის კიდევ სხვა მიზეზებიც რატომაც უნდა ვიყოთ თავმდაბლები, მაგრამ ჯერჯერობით ეს მომაფიქრდა.


იესო ქრისტემ თავმდაბლობით უფრო მეტს მიაღწია, ვიდრე სხვა ადამინებმა..

იესო კი იყო ადამინი და იესომ გვანახა რომ ჩვენმც შეგვიძლია (შესაძლებელია) იესოსავით მოვიქცეთ






მოჩვენებით ვერაფერს ვერ მოაჩვენებ ვერავის, მაშინ ეს უკვე თავმდაბობა კი არა თამაში გამოდის და იმ შურიანს არაფრით ჩამოუვარდები უკეთურებაში... თAვმდაბლობა გულიდან უნდა განიცდებოდეს და მთლიანად მოიცავდეს ადამიანს , მაშინ სულ არ შეგაშინებს ვინმეს შური და ბოღმა... თუმცა გეთანხმები ბოროტი ადამიანის ფიქრებიც კი საზიანოა.

Posted by: Plasmodium May 27 2013, 09:49 PM

QUOTE(td......... @ May 27 2013, 07:20 PM) *
რატომ ვართ ადამიანები სასტიკები?


სუსტები ვართ და ამით ვაკომპენსირებთ

რატომ გვეზიზღება ეს ცხოვრება?

Posted by: sentimennte May 27 2013, 10:22 PM

Yvelaze znelad mosapovebeli,umtavresi satnoeba smile.gif

Posted by: tikoroma May 27 2013, 10:27 PM

Plasmodium

ციტატა
რატომ გვეზიზღება ეს ცხოვრება?
ვერ ვერევით, ვერ ვთმობთ, ძალიან გვიზიდავს - აი ამიტომ გვეზიზღება smile.gif

Posted by: Lashapoli May 28 2013, 02:07 AM

https://soundcloud.com/outsider-music-1-1/outsider-khit-khit

Posted by: sentimennte May 28 2013, 09:33 AM

Plasmodium
me ar mezizgeba, ratom unda gvezizgebodes?

Posted by: Plasmodium Jun 6 2013, 06:27 AM

QUOTE(tikoroma @ May 27 2013, 10:27 PM) *
Plasmodium
ვერ ვერევით, ვერ ვთმობთ, ძალიან გვიზიდავს - აი ამიტომ გვეზიზღება smile.gif


იმიტომ გვეზიზღება რომ გვიყვარს? რომ არ გვიყვარდეს არ შეგვზიზღდებოდა? დიდი ქმნის პატარას, მძიმე მსუბუქს? ბგერათა თანხმობას სიმშვიდე მოაქვს? დაო? თუ ასეა მომწონს smile.gif

Posted by: Sandrika Jun 6 2013, 02:24 PM

თავმდაბლობა ნიშნავს იყო ის ვინც ხარ smile.gif იცხოვრო ნიღბის გარეშე, იყო ადამიანი smile.gif

Posted by: MinD Jun 6 2013, 03:05 PM

QUOTE

სუსტები ვართ და ამით ვაკომპენსირებთ

რატომ გვეზიზღება ეს ცხოვრება?
QUOTE
ვერ ვერევით, ვერ ვთმობთ, ძალიან გვიზიდავს - აი ამიტომ გვეზიზღება


ესენი როცა წავიკითხე, ბეჭდების მბრძანებლის ის მომენტი გამახსენდა, ადამიანი ბეჭდის ცდუნებას რომ ვერ უძლებს. ,,ადამიანები დამარცხდნენ და მათ ვერაფერში გამოვიყენებთ''.

მახსოვს ჩემი თავმდაბლობის შედეგი. მართლაც რომ დიდი საიდუმლო დევს მასში.

QUOTE
მიიღეთ თავმდაბლობა,და ის რასაც ამდენი ხანი ეძებდით,თვითონ გიპოვით თქვენ.


ძებნით არ ვიცი რას ვეძებდი, მაგრამ ვიცი, რომ მოვიდა ჩემთან ის, რაც მჭირდებოდა და ჩემთვის იყო. როგორც მშობელი ამჩნევს ბავშვის გავითარებას დღითიდღე, რომ ის სიმაღლეში იმატებს, რომ ის ახალს სწავლობს, გამოცდილებას იძენს, ისევე ვამჩნევდი ჩემს თავში იმ მიღწევებს, რასაც თავმდაბლობა და სიყვარული მჩუქნიდა. ისე მალე მიმდინარეობდა პროგრესი, რომ 1 თვეში შევიცვალე და წარსულში ჩადენილი საქციელები უბრალოდ დამავიწყდა, ვერ ვიხსენებდი რატომ ვიყავი ისეთი(ნუ ლოგიკურად ყველაფერი გასაგებია). გადასვლა ისე მოხდა, თითქოს ახლად დავიბადე და ძველი არ მჭირდებოდა. ფაქტობრივად ცხოვრება ახლად დავიწყე.
მასოვს მომენტი, როცა რაიმეს დავაშავებდი და ამ სიმძიმეგადაკიდებული გავივლიდი ხატებთან(რაც არ ნიშნავდა რომ მათ შევხედავდი, რადგან თვალს ვერ ვუსწორებდი) ცრემლები მომდიოდა, ძალიან ცხელი. ეს ერთგვარო სირცხვილის გრძნობაც არის. თან გერიდება, თან გრცხვენია და ეს იმიტომ ხდება, რომ გიყვარს.

თავმდაბლობასაც გააჩნია. გააჩნია ვის მიმართ. მართალია ბოროტება სიყვარულით უნდა დავამარცხოთ, მაგრამ ამაშიც არის პატარ-პატარა მომენტები, რომელიც ''კანონს'' არ ემხრობა.

იყო თავმდაბალი ნიშნავს - ცხოვრობდე რეალურ სამყაროში.

მართლაც, რომ უმრავლესობას არ ესმის რა არის თავმდაბლობა. დღეს ყველაფერი დასწრებაზეა, როგორც ღორების ფერმაში, ან მგლების ხროვაში. ხალხმა არ იცის, რას ნიშნავს ცხოვრობდე დედამიწაზე და არა არსებობდე.

ჩემი აზრით, პირველ რიგში საჭიროა პატივი ვცეთ, გვერიდებოდეს და გვიყვარდეს ჩვემი სხეული და ჩვენი არსება. ვიცოეთ, თუ რას ნიშნავს ის და რა ადგილი უჭირავს სამყაროში. თავმდაბლობა არის იარაღი, რითაც შეიძლება დავამსხვრიოთ მტრის ნებისმიერი იარაღი და ნაფოტებად ვაქციოთ. ეს არის სიყვარულის უზარმაზარი ნაკადი, როცა ბოროტებას ბოროტებით უნდა უპასუხო და შენ პატიებით, სიყვარულით პასუხობ. ამაზე დიდი საოცრება რა გინდა.

მიყვარს ჩიტებისთვის საკენკის დაყრა. ეს ბოლო დღეებია, ვგრძნობ რომ მათ მერიდება და მეცხვენია. ისინი ბევრ რამეში მეხმარებიან. ჩემი ყოველი სულიერი ბრძოლა მათთან ერთად ხდება. ვაი თუ ისინი ჩემს სისუსტეებს ხედავენ. მართლაც რომ ხედავენ ისინი ყველაფერს.

ნახევარი წელია, ბუნებაში ყველაფერს ველაპარაკები, ვგრძნობ და მათთან ერთად ვცხოვრობ. ისინი ხელს მიწყობენ რაიმე სურვილის განხორციელებაში. იმ გზით, როგორც გეხმარება ამგვარი მოემნტი: როცა ადამიანი გთავაზობს დახმარებას და შენი გადასაწყვეტია მას დაეხმარები თუ -არა.

მაპატიეთ სიტყვა რომ გამიგრძელდა, მაგრამ მსიამოვნებს აქ საუბარი sweet.gif

Posted by: tikoroma Jun 6 2013, 08:48 PM

gul.gif MinD
კაი რამეებს წერ. დაახლოებით მასეთი განცდები მქონია, ოღონდ ბოლომდე ვერ ვთავისუფლდები

Posted by: anonimus Jun 6 2013, 09:25 PM

MinD
საოცარი ადამიანი ხარ jawdrop.gif

Posted by: anonimus Jun 6 2013, 09:28 PM

MinD
საოცარი ადამიანი ხარ jawdrop.gif

Posted by: MinD Jun 6 2013, 09:35 PM

tikoroma

QUOTE
დაახლოებით მასეთი განცდები მქონია, ოღონდ ბოლომდე ვერ ვთავისუფლდები

რისგან ვერ თავისუფლდები?

anonimus
შენ ეტყობა ფორუმი ჯერ არ დაგითვალიერებია smile.gif.
პირველად წაიკითხვის სიამოვნება წინ გაქვს good.gif . ნუ იჩქარებ, დრო საკმარისი გაქვს.

ამ ფორუმის მოსწავლე ვარ მე russian_ru.gif იმედია ვამართლებ l_sunny.gif laugh.gif

Posted by: tikoroma Jun 6 2013, 10:00 PM

MinD

ციტატა
რისგან ვერ თავისუფლდები?
ჩემში არსებული ნეგატივისგან

Posted by: earth Jun 7 2013, 12:18 AM

MinD

QUOTE
მაპატიეთ სიტყვა რომ გამიგრძელდა, მაგრამ მსიამოვნებს აქ საუბარი

გაგიგრძელდაო?! გაგიგრძელდა კი არა ეს იყო სიტყვა გულიდან გამოსული, სიყვარულით გამთბარი და სხვა ადამიანთათვის იმედის მიმცემი. მინდა გითხრა დიდი მადლობა რომ დღეს ასე გამითბე გული bigarmhug.gif

Posted by: earth Jun 7 2013, 12:28 AM

MinD

QUOTE
მიყვარს ჩიტებისთვის საკენკის დაყრა. ეს ბოლო დღეებია, ვგრძნობ რომ მათ მერიდება და მეცხვენია. ისინი ბევრ რამეში მეხმარებიან. ჩემი ყოველი სულიერი ბრძოლა მათთან ერთად ხდება. ვაი თუ ისინი ჩემს სისუსტეებს ხედავენ. მართლაც რომ ხედავენ ისინი ყველაფერს. ნახევარი წელია, ბუნებაში ყველაფერს ველაპარაკები, ვგრძნობ და მათთან ერთად ვცხოვრობ. ისინი ხელს მიწყობენ რაიმე სურვილის განხორციელებაში. იმ გზით, როგორც გეხმარება ამგვარი მოემნტი: როცა ადამიანი გთავაზობს დახმარებას და შენი გადასაწყვეტია მას დაეხმარები თუ -არა.

wub.gif
ჩიტუნებს როგორც ანგელოზებს ისე ვუყურებ wub.gif

Posted by: tamriko_faso Jun 7 2013, 10:26 PM

რაც არუნდა ისწავლო, იწვალო თავნდაბალი ძალით ვერ გახდები, ადამიანის ბუნება ძალით გარდაქმნას ძნელად ექვემდებარება, ყოველშემთხვევაში მე არ მჯერა ამისი. თავმდაბლობა ბუნებისგან მონიჭებული უდიდესი ნიჭია, ყურადღებით წავიკითხე თქვენი პოსტები, მე მაინც იქითკენ მივდივარ იესო რომ ამბობს, თუ თავიდანვე არ ხართ ცხოვრების წიგნში ჩაწერილი, ვერ იხილავთ ცათა სასუფეველს-ო. მარტო სწავლება, აღზრდა და სიცოცხლე ძალათ თავმდაბლობით არამგონია საკმარისი იყოს. თავმდაბალი ვერ გახდები, ასეთი უნდა დაიბადო.

Posted by: anonimus Jun 9 2013, 09:03 PM

ვერ დაგეთანხმები tamriko_faso ადამიანის ჩამოყალიბებე დამოკიდებულია იმ გარემოზე სადაც ის იზრდება
ვერ დაიბადები თავიდანვე ანგელოზი ...
ყველაფერი დროთა განმავლობაში უნდა შEიძინო და ისწავლო
ასევეა თავმდაბლობაც

Posted by: Teddybear May 6 2014, 02:56 AM

თავმდაბლობაში რა იგულისხმება მე არ ვიცი
ბევრნაირი არსებობს
მაგალითად ჩემი მეგობარი მიყვებოდა რომ ბარში შეხვდა ერთ ცნობილ ჟურნალისტს და ეს ჟურნალისტი ეჩხუბა მენეჯერს თუ ვიღაცას, რადგან იმას ტუალეტტან ახლოს მდებარე მაგიდასთან დასვა, არადა წინასწარი შეკვეთა არ იყო და სხვა ადგილი ვერ ვნახეო
მე არ ვარ ცნობილი, მაგრამ სამსახურში ერთი ოთახი იყო თავისუფალი, სადაც დაჯდომა არავის უნდოდა, რადგან პატარა, ცივი ოთახი იყო და გვერდით საჭირო ოთახი, არადა ბევრი ადამიანი, ფართი ცოტა, თან ყველას კარგი ადგილი უნდოდა და ერთი ამბავი იყო
მე შევედი უფროსთან და ვთხოვე რომ იქ გადავეყვანე
ძალიან დიდ პლიუსად ჩათვალეს ეს, კომპლიმენტები მივიღე რა თავმდაბალი, უპრეტენზიო ადამიანიაო, მაგრამ ხომ არ იცოდნენ იმათმა, რომ ეს იმიტომ კი არ გავაკეთე, რომ კარგი ადგილი განთავისუფლებულიყო და მე ამეტანა სხვისთვის ეს ცუდი ადგილი
იმ ოთახში უბრალოდ მარტო ვიქნებოდი ვიცოდი და იმდენად არ მომწონდა ჩემს ოთახში მყოფი ხალხი და ვიცი არც ერთ ოთახში არ მომეწონებოდა და იმდენად ცუდათ ვიყავი ამ ყოველდღიური სავალდებულო ურთიერთობებით, რომ მზად ვიყავი სარდაფშიც წავსულიყავი.
არ შემიძლია ადამიანს რამე ვთხოვო, არ შემიძლია პირადი ინტერესების გამო დავიმცირო თავი და თავის დამცირებაში არაფერს განსაკუთრებულს არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ იმას, რასაც ყოველდღე უამრავი ადამიანი აკეთებს სამსახურში. ამის გამო გამოცვლილი მაქვს ძალიან ბევრი სამსახური, გამომიშვეს მარტო ორიდან, დანარჩენებიდან მე წამოვედი.
ჩემს თანამდებობაზე თუ არის სხვა ვინმე და ანალოგიურ პირობებში ვართ და თუ იმ სხვამ ამ საქმეში ჩემზე ცოტა იცის, ვერანაირი ხელფასი ვერ გამაძლებინებს.
სხვა მხრივ, ხმას არ ვიღებ, არავის საქმეში არ ვერევი, შემიძლია ნებისმიერ პირობებში გაძლება, არ ვანიჭებ მნიშვნელობას ადამიანს ფული აქვს თუ არა
მე ვუთხარი ფსიქოლოგს ერთხელ, რომ ძალიან სამართლიანი და თავმდაბალი ადამიანი ვარ, თუ სამსახურში მომეწონა ადამიანი და დამლაგებელია ვედაქალები და თუ ჩემი უფროსია და არ მომეწონა, ზრდილობის ფარგლებში ვიქნები შორს და ცივადთქო და მითხრა პირიქით ეს ეგოიზმი და ამპარტავნებააო
არ ვიცი რომელია, საერთოდ მე ვთვლი, რომ თავმდაბალი ადამიანი (თუ არ თამაშობს და მართლა ასეთია) დაკომპლექსებულია და არათავმდაბალი, რადგან ადამიანის ბუნებაში მოდის წინააღმდეგობათან ან ყველა თავმდაბალი ადამიანი, რომელმაც რომელიმე ილუზიის ხარჯზე მიაღწია თავმდაბლობას, იგივე ამ თავმდაბლობით ამპარტავანია თუნდაც ამას არ აღიარებდეს საკუთარ თავთანაც

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)