Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ისტორია, ცივილიზაციები, რასები _ სამყაროები, პლანეტები

Posted by: old_man Jan 27 2013, 09:48 PM

როგორც ვატყობ თემები შემოგვაკლდა. გთავაზობთ მეტად საინტერესო თემატიკას. ამ თემაში ვისაუბროთ რა ტიპის სამყაროები არსებობს გალაქტიკებში. როგორია იქ ცხოვრება, როგორ წარმოგიდგენიათ იქ არსებობა, რა იცით, გახსოვთ თუ არა თქვენი არსებობა სხვა პლანეტებზე და ა.შ.

მცირე შესავალი. აღმოსავლური ეზოთერული სწავლებებით კოსმიური სამყარო ზოგადად შედგება ორი სამყაროსგან. მუდმივი - სულიერი, სადაც მხოლოდ აწმყო დრო არსებობს და მეორე ტიპის - მატერიალური, სადაც არის დუალობის პრინციპი. არის ტანჯვა, დაბადება, სიკვდილი. სადაც არის აწმყო წარსული და მომავალი დრო. სულიერი სამყარო უსასრულოა და შეადგენს კოსმოსის სამ მეოთხედს. ასეთი ტიპის პლანეტას კურირებს რომელიმე უმაღლესი არსება. მაგალითად, არსებობს ქრისტეს, ვიშნუს, ბუდას პლანეტა. ასეთი პლანეტებიდან მოდიან სულები კარმულ მატერიალურ სამყაროში. მატერიალური სამყარო შეადგენს კოსმოსის ერთ მეოთხედს. ასეთ სამყაროებში ყველა ცოცხალ არსებას აქვს ეთერული სხეული, ხოლო უფრო დაბალ პლანეტებზე როგორც დედამიწაა, ასევე აქვთ უხეში მატერიალური ფიზიკური სხეულიც როგორც ჩვენ.

სული მოგზაურობს ერთი სამყაროდან მეორეში, სიცოცხლის ერთი ფორმიდან მეორეში. ყოველ მატერიალურ სამყაროსა აქვს კვერცხის ფორმა, თავისი ბიოველი, ერთი მზე და ერთი მთავრე. ჩვენი პლანეტის გარდა არსებობს უამრავი მატერიალური პლანეტა. ყველაზე უმაღლესია 14-ე დონე ბრაჰმა-ლოკა, სადაც ყველაზე კარგი პირობებია არსებობისთვის. სიცოცხლის ხანგრძლივობაც გაცილებით მეტია. ჩვენი პლანეტარული სისტემა არის შუაში მე-7 დონეზე. ქვედა დონის პლანეტებზე მცხოვრებლებს აქვთ ეთერული და ასტრალური სხეულები. ეს არის ე.წ. "ჯოჯოხეთური პლანეტები", სადაც სულები იტანჯებიან. მარა ეს მათი ბრალია, მათი სულიერი მდგომარეობის მიხედვით ხვდებიან იქ. ანუ მათი ვიბრაცია ავტომატურად იქით მიიზიდავს. ეთიკურად სუფთა ადამიანები ზედა პლანეტებისკენ მიიზიდებიან.

არსებობს ასევე დედამიწის პარალელური სამყარო, რომელშიც სულები პლაზმურ მდგომარეობაშ ცხოვრობენ.

სხვადასხვა რელიგიაში მიმოფანტულია ასეთი ტიპის სამყაროების აღწერა. მათზე ყურადღება ნაკლებად მახვილდება.
მაგალითად, ბუდიზმის თეორია სამყაროს 31 იერარქიულად ორგანიზებულ დონედ ჰყოფს. ინდუიზმშიც აღწერილია სამყაროების ასეთივე სტრუქტურა "მაჰაბჰარატაში". (იმედია ატმანი ამ საკითხში გაგვარკვევს). ძველი იუდაიზმშიც აღწერილია სამყაროები, რომლებიც ერთმანეთში ეწყობა მატრიოშკების პრინციპით.

Posted by: Qocho Jan 27 2013, 11:29 PM

მთელი სამყარო ცოცხალი სხეული მგონია, რომელიც სავსეა ათასნაირი სიცოცხლის ფორმით. მატრიოშკების პრინციპი კარგი ახსენე smile.gif

თან მგონია რომ სრული ინფორმაცია სამყაროს აგებულებაზე ჩვენს ზემო განზომილებაშიც არა აქვთ. ამიტომ ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ, როცა ასახელებენ სამყაროში ცივილიზაციების რაოდენობას და ა.შ. მთავარია რომ ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა და იდუმალია.. ამოუცნობი.. ♥

Posted by: tikoroma Jan 28 2013, 04:42 PM

კარგია რო გვახსოვდეს რამე biggrin.gif


Posted by: anima mundi Jan 29 2013, 12:55 PM

მე მახსოვს ჩემი პლანეტა
ნეტავ როდის დავასრულებ აქ სწავლებას რო წავიდე დავბრუნდე smile.gif კიდევ ერთო აქაური ფორუმელი მგონია რო იქ იყო.. შემომეხატინა და დამეწერინა სახელი. ვნახოთ თუ სწორი აღმოჩნდება smile.gif

Posted by: tikoroma Jan 29 2013, 03:06 PM

http://think-aboutit.com/aliens/alientype.htm რამდენნი არიან, ამას რა დაიმახსოვრებს biggrin.gif

Posted by: teepurple Jan 29 2013, 06:45 PM

გააგრძელეთ რა ..
როგორ მინდა სამყაროებს და პლანეტებს შორის კავშირი იყოს. და კოსმოსში შეგვეძლოს გასვალა თავისუფლად. სულ იქ ვიქნებოდი..

Posted by: old_man Jan 29 2013, 09:25 PM

teepurple
შენ ელფების პლანეტიდან ხარ biggrin.gif

ცოტა ხანში დავდებ გაგრძელებას

Posted by: teepurple Jan 29 2013, 09:56 PM

QUOTE(old_man @ Jan 29 2013, 09:25 PM) *
teepurple
შენ ელფების პლანეტიდან ხარ biggrin.gif

ცოტა ხანში დავდებ გაგრძელებას

ოღონდ კეთილი ელფი ვარ მე biggrin.gif
ველი გაგრძელებას ^^

Posted by: tikoroma Jan 31 2013, 01:41 PM

ციტატა
ელფების

ელფებსაც (ტოლკინის აღწერილებს ოღონდ) პლეადელებად თვლიან, ოღონდ ამ პლეადელებზე სულ ერთი და იგივე კაცის ინფორმაციებია და რამდენად დაეჯერება რა ვიცი

http://www.radikal.ru

Posted by: old_man Feb 6 2013, 11:54 PM

გავაგრძელოთ.
ჩვენ როცა ვსაუბრობთ პლანეტებზე, ძაან არ უნდა გამოვარჩიოთ სულიერი და ფიზიკური სამყაროები. რადგან ფიზიკურ სამყაროში არსებული მატერია სხვა არაფერია თუ არა მყარი ენერგია, რომელიც დაშლისას აღმოჩნდება რომ შედგება სუფთა ენერგიისგან. ამას უკვე მეცნიერებიც აღიარებენ.
ეს იმიტომ ვახსენე, რომ მინდა ასტრალურ პლანეტებს/სამყაროებს შევეხოთ. და რომ წარმოვიდგინოთ განსხვავება. სულიერი პლანეტებზე არის ნატიფი ენერგიები, დედამიწის მაგვარ პლანეტებზე კი მყარი ენერგიები.

ასტრალურ პლანეტებზეც როგორც აქ იქაც მოკვდავნი ვართ. იმ განსხვავებით რომ იქ გაცილებით დიდხანს ვცხოვრობთ. ასტრალურ პლანეტებზე დედამიწიდან მოხვედრილი ბავშვების სულები ეგრევე იზრდებიან, ხოლო მოხუცები 25-30 წლამდე ახალგზარდავდებიან.
თუ რომელ სამყაროში მოვხდებით მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ჩვენს ამჟამინდელ დედამიწაზე ცხოვრებაზე. შეიძლება რომ ეგრევე დავბრუნდეთ დედამიუწაზე ახალი სხეულით, ანუ ვრეინკარნირდეთ, მაგრამ შეიძლება მოვხდეთ რომელიმე ჯოჯოხეთურ ასტრალურ პლანეტაზე.

ახლა გეტყვით ეს რაზეა დამოკიდებული და კარგად დაიმახსოვრეთ, რადგან ამას ბევრგან ვერ წაიკითხავთ biggrin.gif
ის ემოციური სიმწიფე, რასაც დედამიწაზე ვიძენთ, განაპირობებს ფიზიკური სხეულის სიკვდილის შემდეგ სხვა სამყაროებში სულის ბედნიერ ცხოვრებას. ეს ემოციური სიმწიფე არის ყველაფერი. თუ ამ ცხოვრებაში ვერ გადავწყვეტთ ჩვენს შიგნით არსებულ კონფლიქტებს, მაშინ ვერანაირი სამოთხეც ბედნიერს ვერ გაგვხდის.
სიკვდილის შემდეგ ასტრალურ სამყაროებში ჩვენი ემოციები ათასჯერ მეტად ძლიერდება! თუ ადამიანი ვერ ისწავლის თავისი ემოციების კონტროლს აქ, ფიზიკურ სამყაროში, მაშინ ასტრალურ სამყაროში ეს ემოციები შეჭამს ადამიანის სულს და ჯოჯოხეთად უქცევს არსებობას, იქ სადაც იქნება. ფაქტიურად ჩვენ თვითონ შევქმნით ჩვენს ჯოჯოხეთს და ის მისლეფორმები და ჩვენი სურვილები იქცევიან დემონებად და გაგვიმწარებენ იქ ცხოვრებას. ამის მიხედვით მოვხდებით სხვადასხვა ასტრალურ სამყაროში.

Posted by: mexamridi Feb 7 2013, 01:31 AM

sisulelea!

Posted by: ##### Feb 8 2013, 07:45 PM

Dzalian sainteresoa da yvela religia magas ar gaidzaxis ro jojoxetic da samotxec arsebobs.? Ubralod amas esoterikebi da sxvadasxva religiebi sxvadasxva enaze xsnian

Posted by: old_man Feb 8 2013, 08:05 PM

მართალია, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ზოგიერთი რელიგია ძაან ზედაპირულად უდგება ამ მცნებებს...შავი და თეთრი, დანაშაული და სასჯელის დონეზე.
ეზოთერული სწავლებები კი მის არსში ჩაგახედებენ. არ მინდა ახლა რელიგიებს შევეხო თორემ შემოვლენ ახლა და ქრისტე ქრისტეს ძახილს დაიწყებენ და ეს თემაც სხვა მიმართულებით წავა .... smile.gif

რეალურად სამოთხე და ჯოჯოხეთი არის სულიერი მდგომარეობები. ამ სულიერი მდგომარეობების მიხედვით ხვდება სული სხვადასხვა ასტრალურ სამყაროში.

Posted by: narilla Feb 8 2013, 08:16 PM

QUOTE(old_man @ Feb 8 2013, 08:05 PM) *
მართალია, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ზოგიერთი რელიგია ძაან ზედაპირულად უდგება ამ მცნებებს...შავი და თეთრი, დანაშაული და სასჯელის დონეზე.
ეზოთერული სწავლებები კი მის არსში ჩაგახედებენ. არ მინდა ახლა რელიგიებს შევეხო თორემ შემოვლენ ახლა და ქრისტე ქრისტეს ძახილს დაიწყებენ და ეს თემაც სხვა მიმართულებით წავა .... smile.gif

რეალურად სამოთხე და ჯოჯოხეთი არის სულიერი მდგომარეობები. ამ სულიერი მდგომარეობების მიხედვით ხვდება სული სხვადასხვა ასტრალურ სამყაროში.


ერთი ეზოთერიკი გამახსენდა... მას ჰქონდა გამოთქმული მისტიკური სწავლება, რომლის მიხედვითაც, სამოთხე და ჯოჯოხეთი ორივე ადამიანშივე არსებობს და მის სულში "განიცდება". ეს მისტიკოსი იყო იაკობ ბოემე.

ძალიან ახლოსაა, oldman, შენ მიერ დაწერილ სიტყვებთან.

Posted by: narilla Feb 8 2013, 08:20 PM


QUOTE
ჩვენ როცა ვსაუბრობთ პლანეტებზე, ძაან არ უნდა გამოვარჩიოთ სულიერი და ფიზიკური სამყაროები. რადგან ფიზიკურ სამყაროში არსებული მატერია სხვა არაფერია თუ არა მყარი ენერგია, რომელიც დაშლისას აღმოჩნდება რომ შედგება სუფთა ენერგიისგან. ამას უკვე მეცნიერებიც აღიარებენ.
ეს იმიტომ ვახსენე, რომ მინდა ასტრალურ პლანეტებს/სამყაროებს შევეხოთ. და რომ წარმოვიდგინოთ განსხვავება. სულიერი პლანეტებზე არის ნატიფი ენერგიები, დედამიწის მაგვარ პლანეტებზე კი მყარი ენერგიები.



საინტერესოა სულიერი პლანეტების შესახებ გვითხრა უფრო მეტი. როგორი არსებები ცხოვრობენ ასეთ პლანეტებზე?

Posted by: temo Jul 8 2013, 02:20 PM

ძალიან საინტერესოაა smile.gif ველი გაგრძელებას

Posted by: Athene Jul 29 2013, 09:20 PM

ძალიან საინტერესოა ^^ ველი გაგრძელებას

Posted by: old_man Jul 30 2013, 12:21 AM

უფრო კარგად რომ წარმოვიდგინოთ დაბალი ასტრალური სამყაროები. თუ სული დედამიწაზე ძაან არის ჩაციკლული ხორციელ სიამოვნებაზე (სექსი, ჭამა, ალკოჰოლი, ნარკოტიკები, აზარტული თამაშები) დიდი ალბათობით კარგა ხანი დედამიწის პლანს ვერ მოსცილდება და აქ იხეტიალებს, ან პირდაპირ გაფრინდება დაბალი ასტრალის პლანეტაზე. და რა ხდება ამ შემთხვევაში. იგი იქ ქმნის თავის თავის რეალობას, ანუ აქვს ფიზიკური სხეულის ძალიან ძლიერი მოთხოვნილებები, მაგრამ ვერ იკმაყოფილებს. ანუ ხედავს ყველაფერს რაც უნდა, მაგრამ ვერ იღებს და საშინლად იტანჯება. ასეთ მდგომარეობაში იქნება, სანამ არ დაძლევს ამ სისუსტეებს და მხოლოდ ამის შემდეგ გამწესდება განსაწმენდელში და იქიდან ახალი ინკარნაციითვის მოემზადება.

Posted by: old_man Jul 30 2013, 12:56 AM

მაღალი სამყაროების პლანეტებზეც გიამბობთ. და ალბათ, ასევე დაგაინტერესებთ როგორი იქნება დედამიწა ათობით ათასი წლის შემდეგ. არსებობს ამის სცენარიც და საკმაოდ იმედიანი ) ამაზე მოგვიანებით.
მანამდე, ცოტას გეტყვით ძაან მნიშვნელოვან საკითხზე. მე ვახსენე დედამიწაზე სულის მიჯაჭვა. ანუ რა უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი სული არ იქცეს პოლტერგეისტად. ჰა როგორია ათასობით წელი რომ დაეხეტები დედამიწაზე და გგონია ისევ ცოცხალი ხარ? გინდათ?smile.gif)
როგორც ვთქვი ეს არის მიჯაჭვულობის საფრთხე. არსებობს სამი ტიპის მიჯაჭვულობა: 1. დაბალი დონე (ჭამა, სექსი, ფიზიკური სიამოვნებები)
2. შედარებით მაღალი ემოციური დონე (მიჯაჭულობა საყვარელ ადამიანზე, ოჯახზე, შვილზე, მშობელზე და ა.შ) 3. მესამე დონის მიჯაჭვულობა არის ცოდნაზე, ეგოზე (მე ვიცი ყველაფერი, ვარ ყოველთვის მართალი, ვარ ბრძენთაბრძენი).
პირველი ორი მიჯაჭვულობა იწვევს სიკვდილის შემდეგ სულის დედამიწის პლანზე დარჩენას. სულს დედამიწაზე ვიღაც ეგულება და ვერ ტოვებს. თუმცა, ყველას სხვადასხვაგვარი მიჯაჭვულობა აქვს. ზოგს თავისი აშენებული სახლი ისე უყვარს, რომ სიკვდილის შემდეგაც ვერ ტოვებს და ახალ ბინადრებსაც არ უშვებს. ეს რომ არ მოხდეს ახლავე უნდა დავიწყოთ თავის მომზადება. მიჯაჭვულობების მაქსიმალურად მოშორება. ეს იმას არ გულისხმობს, რომ სიყვარული ვინმეს მიმართ მოიშორო ან გაგინელდეს. უბრალოდ ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ შინაგანად გათვითცნობიერებული გვქონდეს, რომ ხვალ ის ვინც გვიყვარს აღარ გვეყოლება ან ჩვენ არ ვეყოლებით. ეს ყველამ იცის, მაგრამ ემოციების დონეზე არ ეგუებიან. და ეს იწვევს იმას რაც ვთქვი...
დაახლოებით ასეთი შედარება შეგვიძლია მოვიყვანოთ: დედამიწა ეს არის დროებითი გაჩერება, სადაც უნდა ჩამოვიდეთ და სხვა ავტობუსებში უნდა გადავსხდეთ. ჩვენი ახლობელი ადამიანები არიან სხვა მგზავრები, გაჩერებაზე რომ გვხვდებიან. გაჩერებაზე რა აზრი აქვს დასახლებას? ( ეს მატერიალური მიჯაჭვულობები). რატომ უნდა დავაკავოთ სხვა უცნობი მგზავრები? მათ ხომ დროებით შევხდით და ისინიც თავის გზაზე მიდიან (ეს კი ემოციური მიჯაჭვულობები). შეგვიძლია ასეც წარმოვიდგონოთ ))

Posted by: Anima Gemella Aug 26 2013, 02:09 PM

ასტროლოგია როგორ იშიფრება ამის მიხედვით? მზის სისტემის ცხრა პლანეტაზე არის-ო დასახლებები? და თუ არის მაშინ ის პლანეტები როგორ მოქმედებენ ადამიანებზე?

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)