IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> მედიტაცია
ano
post Oct 1 2020, 12:54 PM
Post #1


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რა არის მედიტაცია
თუ ვინმეს შეგიძლიათ ახსნათ ძალიან მარტივად
აი სულ მაინტერესებდა რომ სანამ რაღაც პოზაში დავჯდები და ერთი საათი ასე უნდა ვიყო მანამდე ვინმემ ადამიანურად გამაგებინე რატო უნდა გავაკეთო ეს?
შესაძლებელია სრული დილეტანტისთვის სიტყვებით ახსნა?

მერე ჩემს აზრსაც დავწერ, ნუ რა თქმა უნდა ვფიქრობ რომ სასარგებლოა,

და მეორე კითხვა საქართველოში თუ არის ცენტრი სადაც ასწავლიან მედიტაციას, მოკლედ კითხვა დამისვეს და ვინაიდან მეც მაინტერესებს თემა გავხსენი
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
David Monny
post Oct 16 2020, 11:26 AM
Post #2


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 846
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არსებობს სამი მდგომარეობა და სანამ სამივეს არ ნახავ, მანამდე სულ გეგონება, რომ რაღაცას უნდა დააკვირდე, იმედიტირო, ეძებო და სხვ. ანუ იქნები დაუსრულებელი მაძიებელი
ამიტომ უნდა ნახო სამივე მდგომარეობა, მაგრამ უბრალოდ კი არ უნდა ნახო ეს მდგომარეობები, არამე დუნდა გახსოვდეს
თუ რისთვის ნახულობ. ნახულობ იმისთვის, რომ შენ თავს ეძებ. იქნებ აქ თუ არა, აი, იქ, სხვა მდგომარეობაში ვნახო ჩემი თავი? და ა.შ.
ყველა ძებნა ნიშნავს საკუთარი თავის ძებნას.
როდესაც მაცივარს გამოაღებ და დგახარ, იცოდე, რომ შენ თავს ეძებ.
როდესაც ჩანთაში იქექები და მობილურ ტელეფონს ეძებ, სინამდვილეში შენ თავს ეძებ.
როდესაც Youtube-ზე ვიდეოებს ეძებ მედიტაციაზე და სულიერებაზე, იცოდე შენ თავს ეძებ მაგ ვიდეოებში.
ამიტომ თუ უსინდისო ხარ, შეგიძლია თქვა არაო, მაგრამ თუ დანებდები და აღიარებ, რომ ყველგან და ყოველთვის საკუთარ თავს ეძებ, ეს იქნება გათავისუფლების პირველი დონე.
ისეთი დიდი არაფერი, ძენის პრაქტიკოსები დაგცინებენ, აქამდე არ იცოდიო.
პირველი მდგომარეობა არის ფიზიკური მდგომარეობა, სადაც ეძებ შენ თავს. ფიზიკურ მდგომარეობას უკავშIრება ყველაფერი, რაც უკავშირდება ფიზიკურ სხეულს: 5 შეგრძნება, გრძნობები ა.შ.
ცხადია აქ ვერ იპოვი შენ თავს, ახლა აღარ დავწვრილმანდები რატომ, სიტყვაზე მენდე და თუ მაინც გადამოწმება გიყვარს, მაშინ
ეძებე ფიზიკურ პლანზე შენი თავი და თუ იპოვე მეც მითხარი. ამ ეტაპს დავარქვათ ინდური სახელი - ჯივა. უხდება.

შემდეგი ეტაპია აჯივა, ანუ არა ჯივა. ე.ი. რაც იყო ფიზიკური, იმის საწინააღდეგო, სულიერი, მენტალური, გრძნობები, ემოციები, ფიქრები. ახლა აქ ეძებე შენი თავი.
თუ საფუძვლიანად მოძებნი, ეს მიგიყვანს სავიკალპა სამადჰის ბოლო საფეხურზე, ანუ ასმიტა სამადჰიმდე, სადაც
რჩება ერთად ერთი ფორმა, რომელსაც განიცდი უბრალოდ არსებობით. მხოლოდ ხარ, სხვა არაფერი, არც ფორმა გაქვს არც ზომა, არც სახელი, მაგრამ ვინ ხარ, ისევ ვერ ხედავ.
ანუ საკუთარ თავს ისევ ვერ ხედავ, როგორც შენ თავს ვერ ხედავ სარკის გარეშე, ამას ეძახიან დამკვირვებლის მდგომარეობას და იმის გამო, რომ ახლავს ანანდა, ანუ ჭეშმარიტების ერთ ასპექტი, სატ-ჩიტ-ანანდადან, და ანანდა კი ნიშნავს ნეტარებას, რჩებიან ამ ნეტარებაში და იბრალებენ გასხივოსნებას, არადა ისევ ის იდიოტები არიან, რაც მანამდე.

თუ პატიოსანი აღოჩნდი და არა შარლატანი, ცხადია აგრძელებ ძიებას, რადგან ვერც ჯივაში და ვერც აჯივაში შენი თავი ვერ იპოვე.

შემდეგ ეტაბს მე დავარქვი შივა და ასეც ჰქვია. შივა, ანუ არც ჯივა და არც აჯივა. ჯივას დავარქვათ ყოფნა, აჯივას არყოფნა, მთლიანობას რომ ეძახიან, ყველაფერი ერთი იყო, ყველა მიყვარდა და სხვ. და შივა, ანუ არც ყოფნა და არც არყოფნა. დიახ, არის ასეთი მდგომარეობა, ჯერ კიდევ არისტოტელემ დაარქვა სახელი ენტელექეია, მოგვიანებით ლაიბნიცმა გადაარქვა და დაარქვა ენერგია.
რა მნიშვნელობა აქვს რა ქვია, ენტელექეია, ენერგია, შივა თუ ნუგზარი? მთავარია არის ასეთ მდგომარეობა.
ამას ჰქვია ნირვიკალპა სამადჰი, იგივე ნირვანა, იგივე მოკშა, ფანა და სხვ.

და როდესაც აქაც იქნები უკვე ნამყოფი, აი, დაახლოებით ისე, პარიზი, ჰმ, ნამყოფი ვარ, რა გაინტერესებს? ეიფელის კოშკი, თუ ნაპოლეონის საფლავი?
და, როდესაც შივაშიც იქნები უკვე ნამყოფი და იქაც, ცხადია, ვერ აღოაჩენ შენ თავს, ეს ჭირი, რასაც მაძებელი და ძიება ჰქვია, იშლება, ინგრევა და მაგ წამს უწოდებენ გასხივოსნებას.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Oct 17 2020, 12:24 AM
Post #3


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(David Monny @ Oct 16 2020, 12:26 PM) *
თუ პატიოსანი აღოჩნდი და არა შარლატანი, ცხადია აგრძელებ ძიებას, რადგან ვერც ჯივაში და ვერც აჯივაში შენი თავი ვერ იპოვე.

შემდეგ ეტაბს მე დავარქვი შივა და ასეც ჰქვია. შივა, ანუ არც ჯივა და არც აჯივა. ჯივას დავარქვათ ყოფნა, აჯივას არყოფნა, მთლიანობას რომ ეძახიან, ყველაფერი ერთი იყო, ყველა მიყვარდა და სხვ. და შივა, ანუ არც ყოფნა და არც არყოფნა. დიახ, არის ასეთი მდგომარეობა, ჯერ კიდევ არისტოტელემ დაარქვა სახელი ენტელექეია, მოგვიანებით ლაიბნიცმა გადაარქვა და დაარქვა ენერგია.
რა მნიშვნელობა აქვს რა ქვია, ენტელექეია, ენერგია, შივა თუ ნუგზარი? მთავარია არის ასეთ მდგომარეობა.
ამას ჰქვია ნირვიკალპა სამადჰი, იგივე ნირვანა, იგივე მოკშა, ფანა და სხვ.

და როდესაც აქაც იქნები უკვე ნამყოფი, აი, დაახლოებით ისე, პარიზი, ჰმ, ნამყოფი ვარ, რა გაინტერესებს? ეიფელის კოშკი, თუ ნაპოლეონის საფლავი?
და, როდესაც შივაშიც იქნები უკვე ნამყოფი და იქაც, ცხადია, ვერ აღოაჩენ შენ თავს, ეს ჭირი, რასაც მაძებელი და ძიება ჰქვია, იშლება, ინგრევა და მაგ წამს უწოდებენ გასხივოსნებას.


მადლობა ძალიან კარგი პოსტია
good.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
ano   მედიტაცია   Oct 1 2020, 12:54 PM
David Monny   ano რა არის მედიტაცი...   Oct 1 2020, 08:52 PM
ano   ano მედიტაცია არის ს...   Oct 1 2020, 11:01 PM
ano   ano მედიტაცია არის ს...   Oct 16 2020, 01:22 AM
old_man   მედიტაცია როგორც ს...   Oct 6 2020, 01:30 PM
nancho41   მედიტაციით ღმერთთ...   Oct 7 2020, 06:54 PM
ano   ესეც ძალიან კარგი ...   Oct 13 2020, 04:43 PM
David Monny   ესეც ძალიან კარგი ...   Oct 14 2020, 11:33 PM
David Monny   ესეც ძალიან კარგი ...   Oct 14 2020, 11:33 PM
ano   ეგ არის მორიგი, ტოტ...   Oct 16 2020, 01:13 AM
ano   ძაან სისულელე დავწ...   Oct 16 2020, 01:18 AM
nancho41   gmerttan laparakic aris   Oct 16 2020, 08:16 AM
David Monny   ანუ რა გააკეთოს ად...   Oct 16 2020, 10:59 AM
ano   თუ სადმე დაწერილი ...   Oct 16 2020, 11:24 AM
David Monny   არსებობს სამი მდგო...   Oct 16 2020, 11:26 AM
ano   თუ პატიოსანი აღოჩნ...   Oct 17 2020, 12:24 AM
David Monny   ano თუ სადმე დაწერილ...   Oct 16 2020, 11:28 AM
ano   ცენზურა დაიცავი არ...   Oct 16 2020, 11:35 AM
David Monny   ცენზურა დაიცავი არ...   Oct 16 2020, 11:40 AM
David Monny   შენ გაინტერესებდა ...   Oct 16 2020, 11:41 AM
tikoroma   David Monny ეგ არის ომრიგ...   Oct 16 2020, 05:20 PM
David Monny   tikoroma tikoroma გეთანხმები...   Oct 17 2020, 12:15 AM
David Monny   როგორც ტიბეტელმა ლ...   Oct 17 2020, 12:21 AM
ano   ბარემ აქ დავდებ მე...   Oct 17 2020, 12:29 AM
nancho41   მედიტაცია ღმერთთა...   Oct 19 2020, 07:21 PM
David Monny   nancho41 მედიტაცია ღმერ...   Oct 19 2020, 11:43 PM
David Monny   ძალიან გავს იმ იდი...   Oct 19 2020, 11:44 PM
David Monny   იმის თქმა მინდა, რო...   Oct 20 2020, 12:01 AM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 19th April 2024 - 09:44 AM