Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ სულიერი და ფიზიკური პრაქტიკები _ სიტყვის ძალა

Posted by: earth Sep 25 2012, 07:31 AM

1. დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.

2. ის იყო დასაბამიდან ღმერთთან.

3. ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა.

4. მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ნათელი კაცთა.

იოანეს სახარება. თავი პირველი.

Posted by: earth Sep 25 2012, 07:35 AM

დიდი ხანია ამ თემის გახსნას ვფიქრობ და ვერ დავადგი თავი. ამ თემაში მინდა ვისაუბროთ სიტყვის ძალის შესახებ. ამ განყოფილებაში გავხსენი რადგან ეს შესაძლებლობა ადამიანის უდიდესი შესაძლებლობაა და მრავალ სხვა საკითხვან ერთად სიტყვის ძალა გვეხმარება ჯანმრთელობის გაუმჯობესებაშიც.
ახლა მეჩქარება და მერე ავხსნი ნელ-ნელა ყველაფერს.

Posted by: anima mundi Sep 25 2012, 12:30 PM

QUOTE
ამ განყოფილებაში გავხსენი რადგან ეს შესაძლებლობა ადამიანის უდიდესი შესაძლებლობაა და მრავალ სხვა საკითხვან ერთად სიტყვის ძალა გვეხმარება ჯანმრთელობის გაუმჯობესებაშიც.


ქრისტეს სიტყვას ქონდა ძალა, ვფიქრობ ყველა ჩვენგანს შეგვიძლია მასავით wink.gif ჩემს სიტყვებს აქვსხოლმე ძალა ბევრ ადამიანებზე. როცა ადამიანი შინაგანი ენერგიით, შინაგან ენერგიას აერთებს აზრთან და ამას ამბობს ბგერებით სხვა ადამიანის მიმართ ყოველთვის აქვს ძალა. მმ.. როდესაც "მე" ძლიერია, მის სიტყვას სხვაზე აქვს იმდენი ძალა რომ ფიზიკუურ სხეულზეც მოქმედებს რათქმაუნდა, შენსაზეც და სხვა ადამიანზეც.. წმინდანები ვინც ხალხს კურნავდნენ ამ მეთოდს იყენებდნენ ზუსტად, ბუნებრივია უფრო სწორედ, მეთოდსცა ვერ უწოდებ smile.gif) ეშმაკის განდევნა და ა.შ.. მოკლედ სიტყვა მნიშვნელოვანი რამეა.. მაგრამ სანამ სიტყვამდე მივა ის რაღაც და ამოვა ბაგეებიდან.. მანამდე აზრებია და რწმენა. როცა რწმენა არის, ყველაფერიც შეუძლია ადმიანს სიტყვით

Posted by: earth Nov 18 2012, 03:52 PM

არა რა რა მჭირს, ვეღარც თემებს ვაბამ თავს ამ ბოლო დროს და არც პოსტებს ვწერ ისე როგორც ვწერდი, ამდენი ხანია ეს თემა მაქვს გახსნილი და თავი ვერ მოვაბი... blink.gif

Posted by: earth Nov 18 2012, 03:57 PM

anima mundi

QUOTE
ქრისტეს სიტყვას ქონდა ძალა, ვფიქრობ ყველა ჩვენგანს შეგვიძლია მასავით ჩემს სიტყვებს აქვსხოლმე ძალა ბევრ ადამიანებზე. როცა ადამიანი შინაგანი ენერგიით, შინაგან ენერგიას აერთებს აზრთან და ამას ამბობს ბგერებით სხვა ადამიანის მიმართ ყოველთვის აქვს ძალა. მმ.. როდესაც "მე" ძლიერია, მის სიტყვას სხვაზე აქვს იმდენი ძალა რომ ფიზიკუურ სხეულზეც მოქმედებს რათქმაუნდა, შენსაზეც და სხვა ადამიანზეც.. წმინდანები ვინც ხალხს კურნავდნენ ამ მეთოდს იყენებდნენ ზუსტად, ბუნებრივია უფრო სწორედ, მეთოდსცა ვერ უწოდებ ) ეშმაკის განდევნა და ა.შ.. მოკლედ სიტყვა მნიშვნელოვანი რამეა.. მაგრამ სანამ სიტყვამდე მივა ის რაღაც და ამოვა ბაგეებიდან.. მანამდე აზრებია და რწმენა. როცა რწმენა არის, ყველაფერიც შეუძლია ადმიანს სიტყვით

მართალი ხარ ანა, მართალი ხარ მთავარი აზრია, სიტყვის უკან დამალული აზრი და გრძნობა, როცა რამე სიტყვას ვამბობთ თავისთავად იმ სიტყვას ვიაზრებთ და ვგრძნობთ, ხოდა როცა ვიაზრებთ ის აზრი რჩება, მატერიალურად არსებობს და იქმნება.
სიტყვის ძალით შეიქმნა სამყარო... შემდეგში ლოცვა, წყევლა დარჩა ადამიანების ჩვეულებად და ამ ჩვეულებას დღესაც მივდევთ, ხშირად გაუანალიზებლად.





Posted by: matashi Nov 18 2012, 08:07 PM

რა მწყინს იცი earth
ის რომ აქ თემამ ჩაკვდმა იცის ან ხალხი მარტო კითხულობს და თვითონ არ პოსტავენ და ცოტა საწყენია ჩემი აზრით არადა რამდენი საინტერესო თემა ჩაიძირა იმის გამო რომ არარავ არ მატაებს პოსტს.
რაც შეეხება თემას რათქმაუნდა სიტყვას აქვს უძლიერესი ძალა ყველანაირად გინდა რელიგიის გადმოსახედიდან გინდა მაგიიდა და გინდა ჩვეულებრივი ფსიქოლოგიიდან ამიტომ უნდა დავუკვირდეთ რას ვიტყვი.ერთმა ჩემმა ახლო მეგობარმა რმელიც ასტროლოგი და ნუმეოლოგია არის ასე მითხრა შენ არც თუ ისე დიდი ენერგია გაქვს მაგრამ რაღაც კომპენსაციის სახით შენს სიტყვას დიდი ძალაა აქვსო,შენი სიტყვა კოსმოსში მიდის და მერე რვეჯერ უფრო ძლიერი ბრუნდება ამიტომ დაუკვირდი რას იტყვი ხოლმეო ამის მერე ვცდილობ როცა გაბრაზებული ვარ ნაკლები ვილაპარაკო და რავი აბა.......მეტი რა ვთქვა კლავიატურა გადამეწვა

Posted by: earth Nov 18 2012, 08:47 PM

matashi

QUOTE
რა მწყინს იცი earth ის რომ აქ თემამ ჩაკვდმა იცის ან ხალხი მარტო კითხულობს და თვითონ არ პოსტავენ და ცოტა საწყენია ჩემი აზრით არადა რამდენი საინტერესო თემა ჩაიძირა იმის გამო რომ არარავ არ მატაებს პოსტს.
ა, ეგ არ გეწყინოს, აქ ჩვეულებრივი ამბავია ასეთი რამ. ჩვენ ეზოთერიკები ცოტა უცნაურებიც ვართ, თემას იმიტომ კი არ ვაგდებთ, რომ რაღაც არ მოგვწონს ან რამე, არამედ უბრალოდ სიტყვაძუნწები ვართ, ქვეცნობიერად ვიცით სიტყვის ძალის უდიდესი ძალა და ვცდილობთ სწორედ ეს ძალა არ გავაუფასიუროთ. smile.gif
QUOTE
შენი სიტყვა კოსმოსში მიდის და მერე რვეჯერ უფრო ძლიერი ბრუნდება ამიტომ დაუკვირდი რას იტყვი ხოლმეო ამის მერე ვცდილობ როცა გაბრაზებული ვარ ნაკლები ვილაპარაკო და რავი აბა.......მეტი რა ვთქვა კლავიატურა გადამეწვა

ხო, ეს პირველი ნაბიჯია, უბრალოდ გაბრაზებულზე შეეცადო ნაკლები ილაპარაკო, მეორე ნაბიჯი ის იქნება, რომ საერთოდ არ გაბრაზდე smile.gif

Posted by: anima mundi Nov 19 2012, 10:49 AM

earth

QUOTE

არა რა რა მჭირს, ვეღარც თემებს ვაბამ თავს ამ ბოლო დროს და არც პოსტებს ვწერ ისე როგორც ვწერდი, ამდენი ხანია ეს თემა მაქვს გახსნილი და თავი ვერ მოვაბი...
არც ხარ ვალდებული, ნუ ივალდებულებ თავს.. რა აუცილებელია. როგორც შინაგანდ გინდა ისეა. მე ჩემთვის ჭირდებახოლმე და ამწუხებს თორემ არც თემას გავხსნიდი არც დავწერდი რამეს.. როცა კარგად ვარ ფორუმი არა ის კიდე :დდდ ანუ შენიდან უდნა გამოდიოდეს ფორუმი, და ფორუმიდან შენ :| არ მიწყენ იმედია თამამდ რომ გითხარი ჩემი აზრი.. გულწრფელად ვფიქრობ.. ადამიანმა უდნა დაისვენოს ზოგჯერ ფრუმიდან კი არა საკუთარი ტავისგანაც როგორ გზაზეც არ უდნა იდგეს..


QUOTE
სიტყვის ძალით შეიქმნა სამყარო...


პირვეად იყო სიტყვა! აქედან მოდის ყველაფერი ნამდვილად smile.gif ხო მე "ჯადოსნური ჯოხის" რეალურობაც მაგი ავხსენი.. როცა გაქვს რწმენა, გაქვს ენერგია, გაქვს სურვილი და იცი სიტყვები რომელიც ამ მატრიცაში იმ სურვილს ასრუებს რაც გინდა შელოცვა გამოდის velho.gif ეხლა რწმენა არ გვაქს თორემ შეგვძლია. თან ზოგიერთი ხე შენს ენერგიას უკეთესესად იღებს და ხელიდან გადადის ხის ჯოხზე და კონცენტრირდება და იმ ხის ჯოხითმერე გააკეთე რასაც გინდა.. ამიტომ მეჯრა ყველა ფენტეზის და ზღაპრის

Posted by: earth Nov 19 2012, 07:07 PM

anima mundi

QUOTE
არ მიწყენ იმედია თამამდ რომ გითხარი ჩემი აზრი..
kiss1.gif
QUOTE
ამიტომ მეჯრა ყველა ფენტეზის და ზღაპრის

მეც მჯერა ზღაპრებისაც და ფანტაზიისაც, რადგან მათ შეუძლიათ ხორცი შეისხან და რეალურად იქცნენ smile.gif სწორედ აქაც სიტყვის ძალით ხდება რეალური ეს ქმედება.

Posted by: anima mundi Nov 19 2012, 07:19 PM

შეძახილმა, ხე გაახმოო smile.gif და ადამიანზეც როგორ მქომედებს... სხვისი ნათქვამი.

Posted by: narilla Nov 19 2012, 08:25 PM

სიტყვა ენერგიაა (ძალას არ დავარქმევ), რადგან შორიდან რო შევხედოთ, სიტყვა, რომლითაც გვინდა ჩვენ რაღაც აზრი ან ემოცია გამოვხატოთ, მანამდე არსებობს, სანამ წარმოვთქვამთ, არსებობს ჩვენს გონებაში. ამიტომ მგონია, რო ტელეპატიურად, თუ ასეთი რამე ნამდვილად იქნება შესაძლებელი, წარმოუთქმელი, მაგრამ გაფიქრებული სიტყვა, ისევე არის ენერგიის მატარებელი, როგორც აკუსტიკურად გაჟღერებული სიტყვა.

Posted by: earth Jan 5 2013, 12:37 PM

დაუკვირდი შენს აზრებს, რადგან ისინი სიტყვებად იქცევა.დაუკვირდი შენს სიტყვებს, რადგან ისინი ქმედებებად იქცევა.დაუკვირდი შენს ქმედებებს, რადგან ისინი ჩვევებად იქცევა.დაუკვირდი შენს ჩვევებს, რადგან ისინი ხასიათად იქცევა.დაუკვირდი შენს ხასიათს, რადგან იგი შენს ცხოვრებას განსაზღვრავს

მარგარეტ ტეტჩერი

Posted by: sentimennte Jan 5 2013, 12:47 PM

earth
ra kargi sityvebia smile.gif

Posted by: earth Jan 15 2013, 12:52 AM

სიტყვის ძალა, ლოცვის ძალა ცვლის წყლის სტრუქტურას.
https://www.youtube.com/watch?v=cdNc_p9M25o

ჩვენი ორგანიზმი წყალია, ამიტომაც რას ვამბობთ დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს მოქმედებს ძლიერად ჩვენზე და სხვებზეც.

Posted by: Barmalei Jan 15 2013, 12:58 AM

QUOTE(earth @ Jan 15 2013, 01:52 AM) *
სიტყვის ძალა, ლოცვის ძალა ცვლის წყლის სტრუქტურას.
https://www.youtube.com/watch?v=cdNc_p9M25o

ჩვენი ორგანიზმი წყალია, ამიტომაც რას ვამბობთ დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს მოქმედებს ძლიერად ჩვენზე და სხვებზეც.

მართალ smile.gif

Posted by: matashi Jan 15 2013, 06:35 AM

Barmalei
არამარტო ლოცვა თითოეული სიტყვა ატარებს რაღაც ენერგეტიკას და აქვს სხვადასხვა დატვირთვა:აგრესია,სიყვარული,
იხარული სიკვდილი და ასე შემდეგ.მეცნიერებმა გამოკვლევები ჩაატარეს.წყალს რარაც სიტყვით ასე ვქვად მუზტავდნენ და სემდეგ იმ წყალს ყინავდნენ შემდეგ კი აკვირდებოდნენ გაყინული წყლის კრისტალებს.უნდა ნახოთ რა ლამაზებია

Posted by: G_S Jan 15 2013, 05:28 PM

matashi
მეც ვნაზე ეგ - იაპონელი მეცნიერის კვლევაა - წყლის კრისტალები სიტყვის ზეგავლენით როგორ იცვლებიან. გვარი აღარ მახსოვს. ამაოდმეტყველებაც ალბათ ამიტომაა ცოდვა - სიტყვების გაუფასურება არ შეიძლება... girl_sigh.gif

Posted by: earth Jan 15 2013, 05:47 PM


QUOTE(G_S @ 15th January 2013 - 06:28 PM) *
ამაოდმეტყველებაც ალბათ ამიტომაა ცოდვა - სიტყვების გაუფასურება არ შეიძლება...

yes.gif

Posted by: vano kazbegi Jan 15 2013, 08:17 PM

სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა ააქვს. სიტყვას მართლა დიდი ძალაა და რატომ იცი? თუ სიმართლის მატარებელი ხართ, ღვთის თვალში სიტყვის ძალა გეძლევათ. უსამართლოებს ძალა არ ააქვს და ბუმერანგივით თავსაც კი ღუპავს ( გაბრაჯებული , ან გაავებული ან გაბოროტებული ).
ექსპერიმენტიც კი ვქონდათ, ჩვენ მეცნიერებთან სწორედ იმ წყალზეც და არის რაღასა მოვლენები რომელზეც მართლდება სიტყვის ძალაზე.( ამაზე ბევრი ახსნა და წერა მართლა გამიჭირდება კომპიუტერზე ვბეჭდო ).

Posted by: sentimennte Jan 15 2013, 10:23 PM

vano kazbegi
martali xar,simartlit da gulwrpelad natqvam sityvas didi zala aqvs, tan tu chaugrmavdebi, da aba ramxela zala eqneba, im sityvebs rasac pirdapir cocxal gmerts eubnebi da elaparakebi smile.gif

Posted by: anima mundi Jan 16 2013, 02:18 PM

QUOTE
ამაოდმეტყველებაც ალბათ ამიტომაა ცოდვა - სიტყვების გაუფასურება არ შეიძლება...


სულ მაქვს შეგრძნება რომ უფრო განვიტარებული არსებები, ანუ უფრო მაღალ საფეხურზე ძალიან ცოტას საუბრობენ.. ტელეპატირუად კი არა. შეგრძნებების დონეზე კონტაქტობენ და არ ხარჯავენ სიტყვებს ტყუილად.
მაგ დონეზე რო იცი შენი თავის ძალა და სამყაროს აგებულებაც.. აჯდოქრობა აღაა გასაკვირი smile.gif სიტყვით რომ ცვლიან მარტიცაში საგნებს.. ამინდსაც და ა.შ.. გასაგებია smile.gif)))

Posted by: G_S Jan 16 2013, 04:25 PM

anima mundi

QUOTE(anima mundi @ 16th January 2013 - 02:18 PM) *
სულ მაქვს შეგრძნება რომ უფრო განვიტარებული არსებები, ანუ უფრო მაღალ საფეხურზე ძალიან ცოტას საუბრობენ.. ტელეპატირუად კი არა. შეგრძნებების დონეზე კონტაქტობენ და არ ხარჯავენ სიტყვებს ტყუილად.

მეც ასე მგონია.
არის მომენტები, როცა სიტყვებით ვერ გამოხატავს სათქმელს ადამიანი, თუმცა ზოგს ჰგონია მრავალსიტყვაობით მიაღწევს შედეგს. სულ მახსენდება "ნატვრის ხე" - სესილია მარიტას სიკვდილის შემდეგ, არც ერთი სიტყვა. საოცარი სცენაა. იმის თქმა მინდა, რომ აუცილებელი არაა სიტყვებით გამოხატო ყველაფერი "ზოგჯერ თქმა ჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების" yes.gif

Posted by: anima mundi Jan 16 2013, 04:28 PM

G_S

აი მგონაიხოლმე რო ადამიანმა არ ვიცით ჩვენი თავის ფასი, და რომ გადმოხედო აკცობრიობას სხვა თვალით შეგეცოდება რამდენი რამე არ ვიცით ჩვენ თავზე.. და ვიფლანგებით.. აი სულ ეგრე მგონია smile.gif

თუმცა რწენის გარეშე სიტყვას არ აქვს ძალა

Posted by: G_S Jan 16 2013, 04:34 PM

anima mundi
ადამიანი თავის შესაძლებლობებს რომ იყენებდეს სანახევროდ მაინც, ალბათ საინტერესო იქნებოდა, თუმცა გააჩნია - იქნებ ეგრეც ჯობდეს, ხომ შეიძლება ძალა ბოროტებას ემსახურებოდეს... თუმცა ზოგჯერ ეგეც რთული დასადგენია - სად გადის ზღვარი ბოროტებასა და სიკეთეს შორის, გგონია კარგს აკეთებ და ამ დროს პირიქითაა.
ლოცვას ძალიან დიდი ძალა აქვს, ასევე წყევლას.
სიტყვების სწორად შერჩევაც არაა იოლი.
"ენით დაკოდილი" გამახსენდა - კარგი იგავია smile.gif
მეც ბევრჯერ ტკივილი მიმიყენებია სიტყვით და ახლა მეორე უკიდურესობაში ვარ - ცოტას ვლაპარაკობ, მაგრამ მგონი ასე უკეთესია smile.gif

Posted by: anima mundi Jan 16 2013, 04:44 PM

G_S

ერთი: სიტყვა ტკბილი უნდა ჰქონდეს;
მეორე: გამწყრალი დააწყნაროს, არა თუ მხიარული გააწყროს;
მესამე: პირიდან ავი სიტყვა არ წაიცთუნოს;
მეოთხე: სიტყვის თქმის ჟამი იცოდეს;
მეხუთე: რაც თქვას, ყოველს კაცს მოაწონოს.

- სულხან-საბა ორბელიანი smile.gif

Posted by: earth Jan 16 2013, 04:55 PM

G_S

QUOTE(G_S @ 16th January 2013 - 05:34 PM) *
ცოტას ვლაპარაკობ, მაგრამ მგონი ასე უკეთესია

მგონი მართლაც გამოსავალია. ენა ძალიან სწრაფია და შეცდომაც ადვილად შეიძლება დავუშვათ. სიტყვაძუნწობა მართლაც კარგი გამოსავალია.

Posted by: G_S Jan 16 2013, 08:53 PM

anima mundi
თეორიულად სწორია, პრაქტიკულად - რთული smile.gif
earth
მეც მგონია, რომ სწორი გზა ავირჩიე. ადრე ვწერდი რაც მინდოდა მეთქვა დღიურში და ეგეც კარგი რამეა. ლაპარაკზე ბევრად მეტად მეხმარებოდა განტვირთვაში და აზრების დალაგებაში.

Posted by: Lashapoli Jan 16 2013, 09:25 PM

QUOTE(anima mundi @ Jan 16 2013, 02:18 PM) *
სულ მაქვს შეგრძნება რომ უფრო განვიტარებული არსებები, ანუ უფრო მაღალ საფეხურზე ძალიან ცოტას საუბრობენ

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ეს თვითკრიტიკა იყო??

Posted by: sentimennte Jan 17 2013, 12:34 AM

Mteli gulit locva,marto adamianebs ki ara samyarosac shecvlis uketesobisken smile.gif gaxsnili gulit natqvami sityvebi, damangrevel zalas izenen, am zalis gamoyenebas, simshvide, siprtxile da swori mimartuleba schirdeba smile.gif sheuzlebeli araperia roca martali gulit itxov, imitom rom sityva,romelsac yvelaze saocari zala aqvs aris,- sityva i e s o smile.gif

Posted by: anima mundi Jan 17 2013, 12:51 PM

G_S

სიჩუმის მედიტაციები აკეთე.
იცი რა მაგარია? მე გამიკეთებია და ფანტასტიური შეგრძნებაა. ბევრი ბერი იყენებ ამ ტექნიკას ზოგადად და სამურაების ვარჯიშიც იყო.
მსახიობებიც.

უსიტყვოდაც შეგიძლია უთხრა ადამიანებს ბევრი რამე. ეკამათო, ამავიც მოუყვე. მე ვიცნობ ერთ სულმეითებს რომელიც სრულიად მხოლოდ ერთი შეხედვით საუბრობენ და ძალიან მაგარია.. ენერგიასაც ზოგავ და რაღაც კაია რა იტოგში, ღირს მაგაზე მუშაობა smile.gif)))))


Lashapoli

QUOTE
ეს თვითკრიტიკა იყო??


შენ მაგას ვერ გაიგებ

Posted by: G_S Jan 17 2013, 09:59 PM

anima mundi
ეს როგორ - მდუმარების აღთქმასავით? საინტერესო რამეა.
ვცდი, თუ დამაცადეს და ფსიქიატრთან არ გამაქანეს smile.gif
მადლობა smile.gif

Posted by: earth Feb 17 2013, 05:04 PM

https://www.youtube.com/watch?v=5cVAqia87RI

ძალიან საინტერესოა, რამაზ გიგაური ლაპარაკობს სიტყვის ძალაზე. 35-ე წუთიდან ნახეთ. smile.gif
თითქოს ჩემს აზრებს ლაპარაკობდაო ისე მომეჩვენა biggrin.gif

Posted by: earth Feb 17 2013, 10:56 PM

Меня так поразили результаты регрессивной терапии, что я начала и
заниматься возвратом в свое собственное прошлое. В то время у меня
возникли проблемы с излишним весом. Я обычно сидела на диете —
теряла в весе, чтобы быстро вернуться к прежнему состоянию. Я весила
более 170-ти фунтов. Сбрасывая 10 фунтов, я неизбежно тут же набирала
их снова. Осознав силу регрессивной терапии, я возвратилась в детство.
Там я «увидела» себя трехлетней девочкой и услышала, как моя мать
говорила, какая я большая. Это был ее обычный способ выразить свое
одобрение, впоследствии отразившийся на мне драматическим образом.
Я смешала понятия «большая» и «хорошая».
В зрелом возрасте я стремилась быть «хорошей», что подсознательно
воспринималось как «большой». Позже я обнаружила, что потеряла
15 фунтов, не прилагая для этого никаких усилий. Но вес мой все же не
соответствовал моему представлению об идеальном. Я пыталась достигнуть
желаемого изящества, но тщетно. В это время один из снов принес
мне откровение.

დენიზ ლინი.

დააკვირდით სიტყვამ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს, განსაკუთრებით თუ ის წარმოთქმუულია პატარა ასაკის ბავშვისადმი.
პატარა ასაკის ბავშვი სათუთო და საფრთხილოა, ის ისრუტავს ჩვენს სიტყვებს და ის სიტყვები ხდება, რაც ესმის.

Posted by: tikoroma Feb 18 2013, 01:27 PM

earth

ციტატა
https://www.youtube.com/watch?v=5cVAqia87RI

ძალიან საინტერესოა, რამაზ გიგაური ლაპარაკობს სიტყვის ძალაზე. 35-ე წუთიდან ნახეთ. smile.gif
თითქოს ჩემს აზრებს ლაპარაკობდაო ისე მომეჩვენა biggrin.gif
ლაპარაკს არ აცლიან და რისთვის მიიწვიეს biggrin.gif

Posted by: earth Feb 18 2013, 06:20 PM

tikoroma

QUOTE(tikoroma @ 18th February 2013 - 02:27 PM) *
ლაპარაკს არ აცლიან და რისთვის მიიწვიეს

ხო, ჟურნალისტებს ბევრი მეცადინეობა სჭირდებათ, არ გამოსდით წამყვანობა biggrin.gif
ძლივს თქვა კაცმა სათქმელი, მე ალბათ ჩემი სახელი დამავიწყდებოდა იმ ქაოსში, რაც ჟურნალისტებს ჰქონდათ. biggrin.gif

Posted by: Anima Gemella Sep 1 2013, 03:15 PM

ვგრძნობ რომ ყველა ჩემი ფიქრი მატერილურია. რაღაცნარად ვგღძნობ წარსულსაც და მომავლსაც მისას რომელიღაც შრეზე არ ვიცი...
და სიტყვის ფასითქო ვიფირე. მაგრამ მიხვდი სიტყვის ძალაა smile.gif ყველა სიტყვას აქვს თავი ფასი და უნდა მოუფღტხილდე, არ დახარჯო. თუ იტყვი იცოდე რომ ეს მოქმედებაა. სიტყვის თქმა არის მოქმედება რომელსაც აუცილებლად მოჰყვებაშედეგი და ამას უდანა ცნობიერებდე სულ.
რარაცანირად ვგრნობ რომ არსებობს რეალურად და ეხლა კი აჟიტირებული ვარ, იმედი არ გამიქრება ეს შინაგანი ცოდნა არარსდროს smile.gif

Posted by: earth Dec 27 2014, 09:02 AM

ძალიან დიდი შედეგი მოაქვს აფირმაციას. ამ სახით აპროგრამებ რა გინდა და იმეორებ.
აფირმაციის შედგენისას დააკვირდი ყველა სიტყვას, არაფერი გაგეპაროს, შემდეგ იმეორე. სასწაული შედეგი გექნებათ.

Posted by: ano Jan 1 2015, 03:27 AM

earth
მადლობა ამ პოზიტიური თემის წამოწევისთვის

Posted by: earth Jan 1 2015, 09:55 AM

ano
l_daisy.gif

Posted by: ichi Jun 12 2015, 01:39 PM

რა არის სიტყვა თუ არა ფიქრიდან წამოსული სუბსტანცია?

ამიტომ ვფიქრობ ფიქრთან მიდის ძალა..... ანუ ფიქრს აქვს ძალა......

Posted by: ichi Jun 16 2015, 11:47 AM

არსებობს მოსაზრება რომ ტერორიზმი საერთოდ არ იქნებოდა, რომ არა მსხვერპლის აზრები სადაც მას უნდა მსხვერპლად ყოფნა.
ამ აზრს თU გავყვებით გამოდის რომ ვინც წყალდიდობით დაიღუპა სადღაც ქვეცნობიერში უნდოდა ეს, ვიცი ძაან უცნაურ რაღაცას ვწერ უბრალოდ ამაზე ვფიქრობდი. რუსული ვისაც ესმის უსმინეთ: https://www.youtube.com/watch?v=MeJ0GoA1Zy4

რას ფიქრობთ ამაზე? ფიქრის ძალა რომ ვიყო მსხვერპლი, ვიყო წარუმატებელი, ვიყო გამარჯვებული, ვიყო წარმატებული?

Posted by: ano Jun 16 2015, 11:03 PM

კიდევ არის კარმა, თუ რაღაც გროვდება და მერე ამოხეთქავს,
დამატებული ბევრი ადამიანის ფიქრები, და გადარეული მთვარის ფაზა
მთვარე მართავს წყლის სტიქიას, იმ დღეს იყო გაფრთხილება ფრთხილად იყავით წყალსატევებთანო_მთვარის კალენდარში
ახლახანს დავიწყე დაკვირვებები, ნეგატიური მთვარის დღეებში, ამინდები იცვლება იწყება ქარი ან წვიმა, ან ორივე,
ადამიანები ემოციურად არასტაბილურები ხდებიან მთვარე ზემოქმედებს, მოკლედ არავინ არაფერს აკონტროლებს,
კიდევ დამატებული არასწორი წყალსატევები,
ახლა რომ ჰუდონ ჰესი ააშენონ არც მაგის კატასტროფაა გამორიცხული, სვანეთს წალეკავენ და იქ ვერ ვიტყვი რომ ვიღაცამ ცუდად იფიქრა ან მთვარის ფაზა იყო ...
სტიქია უმართავია ამიტომ წესების დაცვაა სასურველი

Posted by: old_man Jun 17 2015, 12:17 AM

ასევე არსებობს ალბათობის კანონი, როცა ადამიანი შემთხვევით ხდება იქ სადაც მისი მოხვედრა დამთავრდება ცუდად.
ნუ კიდევ რაღაც კანონები მოქმედებს მოქმედებს იგივე ბედისწერა (კარმა) შექმნილი ჩვენს მიერ, ციური სხეულები და ა.შ.
მაგრამ ეს არც ფატალიზმია და არც უცვლელი რამ. ეს კანონები არ მოქმედებს ყველასთვის თანაბრად. როგორც ბრძენნი ამბობენ ადამიანი რაც უფრო ვითარდება სულიერად და ხდება გაცნობიერებული, იგი ჯერ გამოდის ალბათობის კანონის ზემოქმედებიდან, შემდეგ კარმული კანონების ზემოქმედებიდან და ა.შ. და იგი ხდება თავისი ცხოვრების მმართველი და თავისი არსებობის წამმართველი მთლიანად

Posted by: ichi Jun 17 2015, 09:56 AM

QUOTE(old_man @ 17th June 2015 - 12:17 AM) *
ასევე არსებობს ალბათობის კანონი, როცა ადამიანი შემთხვევით ხდება იქ სადაც მისი მოხვედრა დამთავრდება ცუდად.
ნუ კიდევ რაღაც კანონები მოქმედებს მოქმედებს იგივე ბედისწერა (კარმა) შექმნილი ჩვენს მიერ, ციური სხეულები და ა.შ.
მაგრამ ეს არც ფატალიზმია და არც უცვლელი რამ. ეს კანონები არ მოქმედებს ყველასთვის თანაბრად. როგორც ბრძენნი ამბობენ ადამიანი რაც უფრო ვითარდება სულიერად და ხდება გაცნობიერებული, იგი ჯერ გამოდის ალბათობის კანონის ზემოქმედებიდან, შემდეგ კარმული კანონების ზემოქმედებიდან და ა.შ. და იგი ხდება თავისი ცხოვრების მმართველი და თავისი არსებობის წამმართველი მთლიანად

საინტერესოა ეს. მე ხშირად მიფიქრია რა არის შემთხვევა? "არიოლ ი რეშკა"-ს დროს ხან რეშკის ხან არიოლის ამოსვლა შემთხვევაა თუ კანონზომიერება რომელსაც ვერ ვწვდებით(უმარტივესსაც კი) და თუ ეს კანონზომიერებაა მაშინ ამ მაგალითზე შემიძლია განვაზოგადო სამყაროს მასშტაბით და გითხრა რომ ყველაფერო არის კანონზომიერება ან ყველაფერი არის შემთხვევა, მე მივდივარ იქამდე რომ ის რასაც ჩვენ შემთხვევას ვეძახით არის უამრავ-ჯაჭვ გამოვლილი კანონზომიერება. მე ვფიქრობ გაცნობიერებული ადამიანი ხედავს არა ამ კანონზომიერების ჯაჭვს არამედ საკუთარი ცნობიერებით ზემოქმედებს გარემოზე, ასე ვთქვათ ხდება ოსტატი და ცვლის მიზეზ-შედეგობრიობას. არ არსებობს შემთხვევითობა ჩემი აზრით. იესოსთვის რამე იყო შემთხვევითი? განა თვითონ არ ამბობს მთას წყალში გადაიტან რო გწამდესო? მე ვფიქრობ საქმე იმაშია რომ ადამიანს არათU ჯაჭვის შედეგობრიობის ცვლილება შეუძლია არამედ რაც დღეს წარმოუდგენელია ჩვენი ტვინისთვის იმის გაკეთებაც ხელეწიფება. ცოტა ფენტეზი პოსტი გამოვიდა მაგრამ ასე ვფიქრობ.

Posted by: old_man Jun 17 2015, 11:31 AM

ჰო, მე რაც ვთქვი პრინციპში შენ სიღრმეებში წახვედი უბრალოდ. გეთანხმები.
იესო იესო იყო და გაუცნობიერებლად, მექანიკურად მცხოვრები ვინმე გელა, რომელიც არასოდეს არაფერზე დაფიქრებულა მისთვის ალბათობის კანონიც იმოქმედებს, ქუჩაში "შემთხვევით" ძაღლიც უკბენს და აგურიც დაეცემა თავში და ვეღარ ადგება. უბრალოდ ის იმ სიხშირეზე არსებობს, სადაც მასზე ზემოქმედებს ბევრი რამ, ბევრი სახის ენერგია და ეს იწვევს შესაბამის შედეგებს.

Posted by: ichi Jun 17 2015, 01:48 PM

როდესაც ადამიანი იბადება და მშობელი ყავს ეგ გაუცნობიერებელი გელა, ცხადია რომ ასწავლის არასწორად, მთავარი აქცენტი აქვს იმაზე რომ ფული იშოვოს და კარგად ჭამა-სვას, იმაზე რაზეც ჩვენ ვწერთ ადამიანს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, ანუ შინაგანი რევოლუცია თუ არ მოხდა მაშინ ჩემი აზრით განწირულია ეს ადამიანი. ჩემი აზრით უმეტესობა ვერ აცნობიერებს ამას და მ.მამარდაშვილის თქმის არ იყოს ხდება ზომბი, რომელიც არა საკუთარი რეფლექსიიდან გამომდინარე ცხოვრობს არამედ გარემოზეა დამოკიდებული.
გაუღიმებს ნუგზარი? თვითონაც გაუღიმებს. შეაგინებს ნოდარი? თვითონაც შეაგინებს.
დადგება არა სიმართლის გვერდით არამედ იმის გვერდით ვინც კომფორტს შეპირდება. აბა გავხედოთ პოლიტიკას და დააკვირდი ვინ ვის გვერდით დგას. ჩემი აზრით სადაც კომფორტია სწორედ იქ.
ავიღოთ გერმანია რომელიც ნანგრევებიდან დადგა მეგა სახელმწიფო თითქმის ყველა კუთხით. რატომ? იმიტომ რომ ერთად შეიკრა სახელმწიფო, გადადეს გვერდით დროებითი კომფორტი და როცა ზედაპირულად ვადარებ ტიპიურ გერმანელს და ტიპიურ ქართველს, ისინი გაცილებით ცნობიერები არიან, ძირითად შტრიხს ვხედავ აზრში რაც გინდა გაგიკეთონ, იგივე გაუკეთე. ერთ-ერთი ტკივილის მთავარი თვისება არის გაღვიძება, შეიძლება მცირე ხნით მაგრამ მაინც, ხოდა ქართველობა იტრიალებს ამ ტკივილში სანამ არ გამოფხიზლდება.
სახელმწიფოსაც თავის კარმა აქვს, როგორც ადამიანს, რასაც დასთეს იმას მოიმკი. ჩვენი უპირველესი ამოცანაა გამოღვიძება, განთავისუფლება სხვა გზა წრეზე მიდის ჩემი აზრით და სიკვდილის შემდეგ დაიბადება და იგივე წრეზე წავა ამიტომ აქ და ახლა უნდა გაიღვიძო.

Posted by: ichi Jun 17 2015, 02:05 PM

რა არის თავისუფლება და როგორ მივაღწიოთ მას? როგორ მოვახდინოთ რევოლუცია როდესაც გარშემო დიდი უმრავლესობა დაზომბირებულია?
მათი დაცინვა არაფრამდე მიდის, მათი გავლენის ქვეშ მოქცევაც, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ჩვენც გვეძინა რაღაც პერიოდი და მათაც შეიძLება გაიღვიძონ გარკვეული გამოცდილების შემდეგ...... ჩემი აზრით ამაზე უამრავი წყარო საუბრობს, კერძოდ რეფლექსიაზე, როგორც განთავისუფლებისკენ მთავარ გზაზე. იქნებ ამაზე ვისაუბროთ მაგრამ თემა მგონია სხვა... გახსენით თემა განთავისუფლებაზე...ეს თუ გადაგვარჩენს... სიყვარული გადაგვარჩენსო ვიღაც დაწერს მაგრამ გამორიცხულია ადამიანის შეყვარება ზომბის მდგომარეობაში.. მაგ შემთხვევაში შენ უბრალოდ ეგოისტურად 'გიყვარს', მესაკუთრე ხარ, ეს ილუზიაა... მხოლოდ განთავისუფლებულს შეუძლია ნამდვილი სიყვარული, რადგან თუნდაც მატერიაზე მიბმულ ადამიანს აინტერესებს დაიკმაყოფილოს პირველ რიგში საკუთარი მუცელი და ცხოველური ინტერესები, ამიტომ სიყვარული ვერ იქნება პირველადი მიზანი, პირველადი მიზანი თავისუფლებაა და შემდეგ უკვე დადგები პრინციპზე-გაეცი რათა მიიღო, ასიამოვნე რათა ისიამოვნო, მე დიდი გამოცდილება არ მაქვს მაგრამ გულწრფელად ვამბობ მიგრძვნია ეს სიამოვნება სხვისი სიამოვნებით და ის ადამიანი უცხო იყო.... ზოგი არღვევს წრეს ზოგი სამუდამოდ ტანჯვაზეა მაშასადამე შემთხვევითობაზე.....

Posted by: mata Jun 17 2015, 07:46 PM

ციტატა
პირველადი მიზანი თავისუფლებაა და შემდეგ უკვე დადგები პრინციპზე-გაეცი რათა მიიღო, ასიამოვნე რათა ისიამოვნო, მე დიდი გამოცდილება არ მაქვს მაგრამ გულწრფელად ვამბობ მიგრძვნია ეს სიამოვნება სხვისი სიამოვნებით და ის ადამიანი უცხო იყო


აქამდე როგორ მოხვედი?










Posted by: earth Jun 17 2015, 09:28 PM

სიტყვის ძალა, უფრო ღრმად აზრის, ფიქრის, წარმოსახვის ძალა უდიდესია.
ასევე გონება, რომელიც ბადებს ამ ფიქრებს საოცრად ღრმაა. მისი უჯრედები ინახავენ ინფორმაციას, ეს ინფორმაცია უსასრულოა.
ichi

QUOTE(blue_velvet @ 16th June 2015 - 12:47 PM) *
არსებობს მოსაზრება რომ ტერორიზმი საერთოდ არ იქნებოდა, რომ არა მსხვერპლის აზრები სადაც მას უნდა მსხვერპლად ყოფნა

არა, მარტო ამ შემთხვევაში არა. არა მარტო იმიტომ რომ უნდა, რადგან ის ასე ვთქვათ მელანხოლიკია. მსხვერპლმა ნახა რაღაც უსიამოვნო და ამ უსიამოვნომ ძალიან შეაშინა. ამ შიშმა წარმოქმნა პატარა ფიქრი ფანტაზია, რომელშიც თვითონ ხდება მსხვერპლი. ეს ფიქრი არ „დაიწვა“ არ მოხდა მისი „დილიტ ფაილ“. ტვინმა ის სადღაც შეინახა და გახდა მსხვერპლი...
ამ ორი დღის წინ როცა თბილისში წყალდიდობა მოხდა, ფბ-ზე გავრცელდა ერთი ვიდეო, რომელიც სრულიად შემთხვევით ვნახე. (მე ყოველნაირად ვერიდები მსგავს ვიდეოებს არ ვუყურებ შეგნებულად). ვნახე ვიდეო, რომელმაც შემზარა და საშინლად შემაშინა. ერთი ვეფხვი ერთ ადამიანს ადგას თავს და ორი წუთი უყურებ ამ საშინელ მდგომარეობას, მერე აიღო გაათრია შორს, კიდევ კარგი ვიდეო იქ მთავრდება, რადგან ვეფხვი ტყეში მიიმალა. ეს ვიდეო რომელიღაც აღმოსავლეთის ქვეყანაში იყო გადაღებული. რომ ვნახე ვიდეო, ცუდად ვიყავი, ახლაც ვერ ვშლი გონებიდან, წავშლი თუმცა... მაგრამ... კიდევ ვინ ნახა ეს ვიდეო თბილისში? კიდევ ვინ შეშინდა შემთხვევით? ასე ხდები მსხვერპლი, შენი ბრალია. ნუ უყურებთ ასეთ რამეებს, ნუ აწერთ ლაიქებს, მითუმეტეს ნუ ავრცელებთ. ამ ყველაფრით იქმნება ასევე უარყოფითი ეგრეგორები. აქ ვცდებით ერთი ადამიანის ფიქრებს. აქ გვაქვს მრავალი ადამიანის ფიქრი. მრავალი ადამიანის ფიქრის ძალას, ეგრეგორს ფრთხილად მოეკიდეთ, მთას გადადგავს, ყველაფერს შესძლებს.

Posted by: ichi Jun 17 2015, 10:38 PM

QUOTE(earth @ 17th June 2015 - 09:28 PM) *
კიდევ ვინ ნახა ეს ვიდეო თბილისში? კიდევ ვინ შეშინდა შემთხვევით?

თუ ვეფხვზეა საუბარი რომლის წინ ინდუსი ლოცულობს მაგრამ ბოლოს მაინც გაათრევს მე ვნახე ეგ ვიდეო სადღაც ერთი წლის წინ მაგრამ ახლაც მახსოვს, საკმაოდ დამთრგუნველია, საკუთარი თავიც წარმოვიდგინე მაგ კაცის მაგივრად მაგრამ არ შემეცოდა, გაგთიშავს წამებში. ზოგადად ადამიანის ტვინს აქვს ფუნქცია ტკივილის დაბლოკვის, თUნდაც ცეცხლზე დაწვის დროს ან სხვა უსასტიკესი წამების დროს გონება უბრალოდ ითიშება, რა თქმა უნდა იქამდე უნდა მიხვიდე და აიტანო, მაგრამ ეს ფუნქცია საკმაოდ გვიადვილებს სიკვდილს.
ისე კი დღეს ვეფხვმა რომ კაცი შეჭამა, იმას ვფიქრობდი ფიქრობდა თუ არა ეს კაცი რომ სადმე ვეფხვი გადაეყრებოდა და მოკლავდა? იმოქმედა თU არა თვითOნაც როგორც მსხვერპლმა? მე ვფიქრობ კი.

Posted by: earth Jun 18 2015, 06:47 AM

ichi
ალბათ... შესაძლოა ის ვიდეოც იყოს მთავარი დამნაშავე...

Posted by: ichi Jun 18 2015, 01:32 PM

გაიფიქრე ნიშნავს გააკეთე......

ამიტომ სიტყვას ძალა აქვს რადგან მოდის ფიქრიდან....

მის ძირს ანუ ფიქრს აქვს რეალური ძალა.. ფიქრს ვინ/რა წარმოქმნის ზუსტად არ ვიცი, ამიტომ იფიქრეთ პოზიტიურად, არ შეგეშინდეთ ხვალინდელი დღის თუ გიყვართ.

Posted by: Spellcaster Mar 18 2017, 08:52 AM

მეცნიერებმა გამაოგნებელი დასკვნა გააკეთეს: თქვენ მიერ წარმოთქმული ნებისმიერი სიტყვა, სხვა არაფერია, თუ არა ტალღური გენეტიკური პროგრამა, რომელსაც თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვნად შეცვლა შეუძლია.

მოკლედ, ანდაზისა არ იყოს, ხარი ხართან თუ დააბით, მხოლოდ ზნესა და ფერს კი არ იცვლის, მემკვიდრეობით პროგრამასაც მისგან მიიღებს.

მემკვიდრეობითობაზე პასუხისმგებელი მოლეკულები აკუსტიკურ ინფორმაციას მაშინაც იღებენ, როცა თავად ვსაუბრობთ და მაშინაც, როცა ვინმეს საუბარი გვესმის.



დნმ ინფორმაციას ღებულობს მაშინაც, როცა თვალით, ჩუმად ვკითხულობთ ტექსტს ან ვუყურებთ რაიმეს. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ რაღაც ტექსტი აჯანსაღებს მემკვიდრეობითობას, რაღაც კი — ტრავმას აყენებს.

ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიაში მიაჩნიათ, რომ, მაგალითად, ლოცვის სიტყვები გენეტიკური აპარატის ფარულ შესაძლებლობებს აღვიძებს. ამიტომაცაა, რომ მძიმედ და უნუგეშოდ დაავადებულები, რომლებიც წმინდანების ლოცვებს კითხულობენ, ხშირ შემთხვევაში იკურნებიან. აი წყევლა კი არღვევს ტალღურ პროგრამებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ირღვევა ორგანიზმის ნორმალური განვითარება.

ცილისწამებას, ლანძღვას, დედის წყევლას შეუძლია სიტყვის ძალით დააავადმყოფოს ადამიანი, წაართვას ძალა და სიცოცხლეც კი მოუსწრაფოს მას.

ახლა კი მთავარი, რაც მეცნიერებმა დაასკვნეს: ადამიანის გენეტიკური აპარატისთვის სულერთი არაა, რას ფიქრობს, რას კითხულობს და რას უსმენს მისი „პატრონი“, რადგან ნებისმიერ ინფორმაციას აქვს უნარი, ჩაიბეჭდოს ეგრეთ წოდებულ ტალღურ გენომში.

ამასთან, დნმ-ის ამ აპარატს არ ძალუძს გაარჩიოს, საიდან და ვისგან ღებულობთ ინფორმაციას — ცოცხალი ადამიანისგან თუ ტელევიზორიდან. დნმ-ის მოლეკულები ამ ინფორმაციას აკუსტიკური და ელექტრომაგნიტური ტალღების მეშვეობით ცვლიან.



თუმცა ყველაზე მეტად გამაოგნებელი მაინც ისაა, რომ მეცნიერებმა ექსპერიმენტებისას სიტყვებით არაერთი „სასწაული“, ანუ გენეტიკური ეფექტი მოახდინეს.

სწავლულებმა შექმნეს აპარატი, რომელიც ადამიანის სიტყვებს იმგვარ ელექტრომაგნიტურ რხევებად გარდაქმნის, რომლებსაც მემკვიდრეობითობის მოლეკულებზე, ანუ დნმ-ზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ. სწორედ მისი დახმარებით გაარკვიეს, რომ ზოგი სიტყვა საშინელი ძალის მუტაგენურ ეფექტს იწვევს.

სპეციალისტების თქმით, ამგვარი სიტყვები 30 ათასი რენტგენის ძალის რადიოაქტიური დასხივების ეფექტს ახდენს! ძნელი წარმოსადგენია, რა შეიძლება დაემართოს ადამიანს ამ სიტყვებით „დამუშავების“ შემდეგ, თუკი მისთვის 50 რენტგენი უკვე სასიკვდილო დოზაა.

მეცნიერებმა აღნიშნული ექსპერიმენტი, რაღა თქმა უნდა, არა ადამიანებზე, არამედ მცენარე არაბიდოპსის თესლზე ჩაატარეს და… პრაქტიკულად ყველა თესლი დაიღუპა. ხოლო რომელიც გადარჩა, უბრალოდ გენეტიკურ სიმახინჯედ იქცა, რომლის მემკვიდრეობაც რამდენიმე თაობაში ნადგურდება.

კიდევ უფრო დიდი საოცრება, რამაც სწავლულები გააოცა, ის იყო, რომ მუტაგენური ეფექტი არ იყო დამოკიდებული ზემოქმედების ძალაზე. მეცნიერები სიტყვებს ხან ხმამაღლა წარმოთქვამდნენ, ხან — ხმადაბლა, ხან კი საერთოდაც ძლივს გასაგონი ჩურჩულით, მაგრამ შედეგი ყოველთვის ერთნაირი დგებოდა. გამორიცხულია, რომ მათ შექმნილ აპარატს ბგერითი ვიბრაციები გაეძლიერებინა, ვინაიდან ის ორ პაწაწა, ჯიბის ფარნის ბატარეაზე
მუშაობდა. 30 ათასი რენტგენის ძალის ეფექტის მისაღებად კი იმაზე ათასჯერ მეტი ძალის ძაბვაა საჭირო, ვიდრე ეს ბატარეები გამოიმუშავებენ.
ასე რომ, გენეტიკური აპარატისთვის სულაც არაა სულერთი, რაზე ვფიქრობთ, რაზე ვლაპარაკობთ, რა შინაარსის წიგნებს ვკითხულობთ. ყველაფერი ტალღურ გენომში, ანუ ტალღურ გენეტიკურ პროგრამაში იბეჭდება, რომელიც ამა თუ იმ მიმართულებით ცვლის თითოეული უჯრედის მთელ მემკვიდრეობითობასა და პროგრამას.

ნამდვილად ღირს დაფიქრებად. გამოდის, რომ ბევრ ცხოვრებისეულ სირთულეს საზოგადოებრივი აზრი, სახელმწიფო, ძლიერნი ამა ქვეყნისანი „აპროგრამებენ“ სწორედ იმ მიზნით, რომ ძლიერი ადამიანები დამოკიდებული გახადოს იმგვარ „დოპინგზე“, როგორებიცაა: ავსიტყვაობა, ალკოჰოლი, მოწევა, ღორმუცელობა, გარყვნილება და სხვა.

დააკვირდით, როგორ პასუხობთ მარტივ შეკითხვას: „როგორ ხარ?“ ძირითადად, ასე: „არა მიშავს… ნელ-ნელა… ისე, რა…“ დააკვირდით, რაზე და რა ენით საუბრობთ, რა გადაცემებს უყურებთ, რა ინფორმაციას ათვალიერებთ ინტერნეტში…

ყველაფერი გასაგებია, არა?

თუ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერეთ, რომ თქვენი წარმატება თქვენსავე აზროვნებასა და ურთიერთობებზეა დამოკიდებული, მეცნიერებს მაინც დაუგდეთ ყური. აჰამ. და ვიღაცეებს არ სჯერათ რომ შელოცვები მართლა მოქმედებენ.😊

Posted by: earth Jun 16 2018, 11:49 PM

სიტყვას ისეთი ძალა აქვს, რომ ადამიანმა შეიძლება სასწაული ცვლილებები დაინახოს ჯანმრთელობაშიც. მე ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი, ჯანმრთელობის გაუმჯობესება ამ მეთოდით. ახლა დავწერე ერთი ლექსი–სიმღერა, რომელსაც თუ იმღერებ, ყოველდღიურად რამდენჯერმე, ჯანმრთელობა გაგიუმჯობესდება.
რათმაუნდა ყველა ადამიანი თავისი სიტყვებით თუ იმღერებს კიდევ უფრო უკეთესი, მაგრამ სიმღერის დროს სიტყვები უნდა აკონტროლო, რომ არ გაგეპაროს რამე შეცდომა.

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)