IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> ანთროპომორფული ღმერთები და არსებები
You
post Sep 6 2014, 12:13 PM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 18
Joined: 13-March 12
Member No.: 6,751

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძველ წარმართულ რელიგიებში, ეგვიპტურ და შუმერულ წარმოდგენებში ღმერთები წარმოდგენილი იყო ანთროპომორფული სახით (ადამიანის ტანით, ცხოველის თავით).
მსგავსი არსებები იყვნენ არა მხოლოდ ღმერთები, მითიური არსებებიც.






თუნდაც ანგელოზები


მსგავსს წავაწყდი ბიბლიაშიც:

გამოცხადება 4:1
ამის შემდეგ ვიხილე, აჰა, ღია კარი ცაში და პირველი ხმა, რომელიც შემომესმა, საყვირივით დამელაპარაკა და მითხრა: „ამოდი აქ და გიჩვენებ, რაც უნდა მოხდეს ამის შემდგომ“. 2 მყისვე აღმოვჩნდი სულში და აჰა, ტახტი იდგა ცაში და ვიღაც იჯდა ტახტზე. 3 ვინც იჯდა, შესახედაობით წააგავდა იასპის ქვას და სარდიონს. ხოლო ცისარტყელა ტახტის ირგვლივ შესახედაობით წააგავდა ზურმუხტს. 4 ტახტის ირგვლივ ოცდაოთხი ტახტი იყო, ხოლო ტახტზე ისხდა ოცდაოთხი უხუცესი, რომელთაც ემოსათ თეთრი სამოსლები და თავებზე ოქროს გვირგვინები ედგათ. 5 ტახტიდან გამოდიან ელვანი, ქუხილნი და ხმანი. ტახტის წინ შვიდი ცეცხლოვანი ჩირაღდანი ანთია, რომელიც ღვთის შვიდი სულია. 6 ტახტის წინ ბროლის მსგავსი მინის ზღვაა,
ტახტის შუა და ტახტის ირგვლივ – ოთხი ცხოველი, წინიდან და უკნიდან თვალებით სავსე. 7 პირველი ცხოველი ლომს ჰგავდა, მეორე ცხოველი ხბოს ჰგავდა, მესამე ცხოველს ადამიანივით სახე ჰქონდა, მეოთხე ცხოველი მფრინავ არწივს ჰგავდა. 8 ამ ოთხი ცხოველიდან თითოეულს ექვსი ფრთა ჰქონდა ირგვლივ და შიგნით თვალები იყვნენ სავსენი. არც დღით, არც ღამით არ ჰქონდათ მოსვენება და ამბობდნენ:
„წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი, რომელიც იყო, არის და მოვა“. 9 როცა ცხოველები დიდებას, პატივს და მადლობას უძღვნიდნენ ტახტზე მჯდომარეს, ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე, 10 ოცდაოთხი უხუცესი დაემხო ტახტზე მჯდომარის წინ და თაყვანი სცა უკუნითი უკუნისამდე ცოცხალს. თავიანთი გვირგვინები დაამხეს ტახტის წინ და თქვეს: 11 „შენ ღირსი ხარ, უფალო და ღმერთო ჩვენო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძალა, ვინაიდან შენ შექმენი ყოველივე და შენი ნებით იყვნენ და შეიქმნენ“.

იქნებ რაიმე ცნობები, ან შეხედულება გაქვთ ამასთან დაკავშირებით?
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Sep 6 2014, 11:28 PM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა
– ოთხი ცხოველი, წინიდან და უკნიდან თვალებით სავსე. 7 პირველი ცხოველი ლომს ჰგავდა, მეორე ცხოველი ხბოს ჰგავდა, მესამე ცხოველს ადამიანივით სახე ჰქონდა, მეოთხე ცხოველი მფრინავ არწივს ჰგავდა.


ეს 4 არსება ძალიან პოპულარულია, არა ქრისტიანული ახსნებიც მინახავს, ტაროს კარტზეც ვნახე.
ზოგი ამბობს რომ 4 მახარობლის ალეგორიაა, მაგრამ ასეთი მარტივიც არ მგონია.
თანავარსკვლავედების მიხდვითაც ხსნიდნენ და ა.შ.

ისე ქრისტიანებს ერთი ძაღლისთავიანი წმნინდანიც გვყავს (სახელისულმავიწყდება)


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Sep 6 2014, 11:34 PM
Post #3


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მაგალითად ვინმე ჯორჯ ვილიამსონი

ოთხი ნათელი ვარსკვლავი: ალდებარან (კუროს თანავარსკვლავედში), ანტერეს (მორიელის თანავარსკვლავედში, რომელსაც აბრაამი და მისი მიმდევრები არწივს უწოდებენ), რეგულუსი (ლომის თანავარსკვლავედში) და ფომალაუთ (მერწყულის თანავარსკვლავედში, რომელიც წარმოდგენილია, როგორც ადამიანი, რომელიც წყალს ასხამს გემს). აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ძველი ადამიანები იხსენიებდნენ: ხარი, არწივი, ლომი და კაცი - რომლებიც განლაგებულნი არიან როგორც ოთხი დრო - გაზაფხულის და შემოდგომის ბუნიობა და ზაფხულ-ზამთრის მზებუდობა. როგორც ჩანს სპარსელებსა და ჩინელებს არ აინტერესებდათ თანავარსკვლავედები, მხოლოდ მათში შემავალი ვარსკვლავები. ხოლო ებრაელები ასახელებენ ამ არსებებს, მაგალითად ეზეკიელის გამოცხადებაში.

ეზეკიელი რას ასახელებს არ მახსოვს, შენი პოსტი მგონი იოანეს გამოცხადებიდან უნდა იყოს


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
You
post Sep 9 2014, 01:29 PM
Post #4


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 18
Joined: 13-March 12
Member No.: 6,751

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(tikoroma @ Sep 6 2014, 11:28 PM) *
ეს 4 არსება ძალიან პოპულარულია, არა ქრისტიანული ახსნებიც მინახავს, ტაროს კარტზეც ვნახე.
ზოგი ამბობს რომ 4 მახარობლის ალეგორიაა, მაგრამ ასეთი მარტივიც არ მგონია.
თანავარსკვლავედების მიხდვითაც ხსნიდნენ და ა.შ.


4 შეიძლება ასოცირდებოდეს 4 სტიქიასთანაც.
ეს ყველაზე მარტივ შემთხვევაში.

მე ის მაინტერესებს, რას უნდა ნიშნავდეს ნახევრად ადამიანი და ნახევრად ცხოველის ფორმის არსებები. თუნდაც ღმერთები.
ხომ არ იქნება ეს კავშირში უცხო ცივილიზაციასთან?
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Sep 9 2014, 04:45 PM
Post #5


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მართლაც საინტერესოა ეს ყველაფერი.
დარვინი არ გამოდგეს მართალი ბოლოს smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Sep 10 2014, 07:21 PM
Post #6


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა
მე ის მაინტერესებს, რას უნდა ნიშნავდეს ნახევრად ადამიანი და ნახევრად ცხოველის ფორმის არსებები. თუნდაც ღმერთები.

ეგ რო ვიცოდეთ, ეგვიპტისა და შუმერების ღმერთების ვინაობაც გვეცოდინებოდა. ზოგი აკავშირებს უცხო ცივილიზაციებთან რა თქმა უნდა


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mechanical Sheep
post Sep 15 2014, 03:26 PM
Post #7


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 629
Joined: 22-June 13
Member No.: 7,125

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
მე ის მაინტერესებს, რას უნდა ნიშნავდეს ნახევრად ადამიანი და ნახევრად ცხოველის ფორმის არსებები. თუნდაც ღმერთები.


ამაზე საკმაოდ ძლიერი ნაშრომებია დაწერილი.. სულაც შეიძლება ისინი არც იყვნენ რაიმე არსებები ჩვენს სამყაროში.. შესაძლოა ისინი მხოლოდ მინიშნებები იყვნენ სიბოლოების სახით.. რისი წაკითხაც უნდა იცოდე... როგორც მითოლოგიიის და მისი არსებების. ამასთან დიდი კავშირი აქვს დედამიწას... ადამიანის პირონებას.. მის ფსიქიკურ და ფიზიოლოგიურ წყობას.... დედამიწის გეოლოგიას.. მიწის ფენებს.. მის მცენარეებს და ყველაფერს რაც დედამიწაზეა... ასევე ციურ სხეულებთანაც დიდი კავშირებია.. პლანეტები ... თანავარსკვლავედები, გალაქტიკები და.. ბევრი.... smile.gif))

ან უბრალოდ ისინი უცხო ცივილიზაციის არსებები არიან, რომლებიც ჩამოვიდნენ დედამიწაზე ან საერთოდაც არ ჩამოსულან....

შენი გადასაწყვეტია...
Go to the top of the page
 
+Quote Post
You
post Oct 2 2014, 08:26 PM
Post #8


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 18
Joined: 13-March 12
Member No.: 6,751

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



earth
QUOTE(earth @ Sep 9 2014, 04:45 PM) *
დარვინი არ გამოდგეს მართალი ბოლოს smile.gif


რას გულისხმობს დარვინის თეორია?

Lacrimosa
შესაძლოა მართლაც სიმბოლოები იყო, თუნდაც ბიბლიაში, მანდ ხომ თითქმის ყველაფერი სიმბოლიზმებია
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Oct 3 2014, 11:05 PM
Post #9


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კინოკეფალები ძაღლის, მგლის ან ტურის თავიანი ადამიანები wikipedia

მეტი ინფორმაცია აქ დევს
კინოკეფალები: მითი თუ სინამდვილე?
ზღაპრული ფანტაზია თუ გენური ინჟინერია?

ანუ რაღაც ცნობები არის ამის შესახებ რომ მსგავსი არსებები იყვნენ და არც ის იქნება გასაკვირი რომ რაც ეგვიფტურ ფრესკებზეა მართლაც რომ ყოფილიყო.

კიდევ აქ ერთი ფორუმელი წერდა ადრე რომლის სული გადადიოდა სხვა პლანტის არსების სხეულში ანუ სხეულებს ცვლიდნენ ზუსტად ვერ გავიგე რა მიზნით და ეს ქალბატონი წერდა რომ იმ პლანეტაზეც ადამიანის მსგავსები არიან ოღონდ უფრო მაღლები და მათთან ერთად ცხოვრობენ ცხოველური შესახედაობის არსებები რომლებიც ლაპარაკობენ და აზროვნებენ...

რაც შეეხება გამოცხადებას ძალიან რთულად გასაგები წიგნია ხშირად სიმბოლური დატვირთვა აქვს სიტყვებს ძირითადად ეხება ბოლო დღეებს ანუ ამ ეპოქის დასასრული და გარდამავალი პერიოდი ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sandrika
post Oct 6 2014, 11:53 PM
Post #10


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 98
Joined: 28-December 12
Member No.: 6,950

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სულიერი არსებბების დანახვას სულიერი ხედვა სჭირდება smile.gif) ისე რას დაინახვ თუ სულიერი ხედვა არ გაქვ
ეგვიპტელებს ნამდვილი ცოდნა ერთი ფენიქსზე ანუ რა-ზე ქონდათ და მეორე ასტრონომიურ-მათემატიკური მეცნიერებაზე დანარჩენი კერპები მასების გასაკონტროლებლად.
ისე ძალიან დიდი კავშირია რას და ქრისტიანულრ რელიგიას შორის wink.gif

გამოცხადებაზე რა გითხრათ ეს იგივე იქნება ჩემთვის რომ პირველ კლასლემა საპროფესორო დისერტაცია დაიცვას biggrin.gif

ისე სიმბოლოებით თუ ვიმსზჯელებთ
საყვირი- გამოფხიზლება
მყისვე სულში აღმოჩენა- ქრტისტეს წიაღში მოქცევა
ცისარტყელა- მშვიდობა
ოძდაოთხი უხუცესი- დრო
ტახტიდან გამოდიან ელვანი, ქუხილნი და ხმანი- ანუ რაღაც შიში გაფრთხილება რავი რა smile.gif)))
შვიდი ცეცხლოვანი ჩირაღდანი- ან შვიდი მთავარ ანგელოზი ან (უფრო რაც მგონია) შვიდი ღვთაებრივი თვისება სიყვარული. სიმშვიდე. შრომისმოყვარეობა, თავმდაბლობა, ზნეობრივი სისპეტაკე, მარხვა და უანგარობა
ბროლის მსგავსი მინის ზღვაა- ყველა ერი
ოთხი ცხოველი- ადამიანის ოთხი ინტელექტი
ლომს ჰგავდა- ადამიანი სხეული
ხბოს ჰგავდა- გონება ინტელექტი
ადამიანივით სახე ჰქონდა- ემოცია(გული)
მფრინავ არწივს ჰგავდა- სული
ოცდაოთხი უხუცესი დაემხო ტახტზე მჯდომარის წინ და თაყვანი სცა უკუნითი უკუნისამდე ცოცხალს
თავიანთი გვირგვინები დაამხეს ტახტის წინ და თქვეს შენ ღირსი ხარ, უფალო და ღმერთო ჩვენო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძალა, ვინაიდან შენ შექმენი ყოველივე და შენი ნებით იყვნენ და შეიქმნენ. ანუ თავიდან ვერ ვაკავშიებ ამ სიმბოლოებს მარა ბოლოს ალბათ დრო ქედს იხრის ღვთის წინაშე, სხვა დასკვნა ვერ გამოვიტანე იმიტომ რომ ეს 24ნი წმინდანები რომ ყოფილიყვნენ რატომ დაამხობდნენ თავიანთ გვირგვინებს???
ანუ თავიდან ადამიანმა მთელი არსით თავისი 4 ინტელექტით ღმერთს ადიდებს და ბოლოს ვხედავთ რომ დროც ქედს იხრის ღვთის წინაშე.
მოკლედ კითხვები უფრო მეტი მაქვს ვიდრე პასუხი ვინმე თუ დამეხმარებით უკეთესად გაგებაში წინასწარ მადლობა smile.gif))
Go to the top of the page
 
+Quote Post
bauli
post Nov 7 2014, 09:53 AM
Post #11


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 24
Joined: 1-November 14
Member No.: 7,341

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რა ღმერთები არა ხოხბები, შეხედეთ რა სულელია ადამიანი ყველაფერი თავის მსგავსი რომ შექმნა ჰაჰაჰა, და ღმერთი ჰგონია თავის თავი, ვრთხასაც ღმერთი ჰგონია თავის თავი ვირთხა ყავს ღმერთად.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ტანტრა...
post May 10 2018, 04:01 PM
Post #12


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 49
Joined: 26-April 18
From: თბილისი
Member No.: 7,741

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ადამიანს წარმოდგენაც კი არ აქვს რა ფორმების მქონე ღმერთები არსებობენ. ღმერთებს საკმაოდ უცნაური ფორმები აქვთ. საშაყირო აქ არაფერია. უბრალოდ თუ ეზოთერიზმი არ გესმის ვერ გაიგებ რატომ აქვთ ასეთი ფორმები. ეს უბრალოდ ასეა და მორჩა. უბრალო ადამიანი მაგას ვერ გაიგებს. უბრალოდ მიიღე რეალობა და ვსო.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Maha Kali
post Jun 4 2018, 02:22 PM
Post #13


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 22-May 18
Member No.: 7,750

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ნახევრად ცხოველი, ანუ ეს ცხოველი არის მისი ტოტემი. მაგალითად ინდური ღმერთი განეშა, ფიზიკური სიძლიერის ღმერთია. ინდოეთში ყველაზე ძლიერ არსებად სპილო მოიაზრებოდა, ამიტომაც იმ ცხოველის სახეს ან ტანს ახატებდნენ ხოლმე მოცემულ ღმერთს. 😊
Go to the top of the page
 
+Quote Post
Maha Kali
post Jun 4 2018, 03:01 PM
Post #14


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 22-May 18
Member No.: 7,750

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თუმცა ეს მხოლოდ ერთი მოსაზრებაა. კიდევ მრავალი არსებობს.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 11:56 PM