IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

36 Pages V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> სამადჰი, პირადი გამოცდილება
David Monny
post May 24 2015, 03:51 PM
Post #1


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 723
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება სამადჰის მდგომარეობაში ყოფნის, მაგრამ სანამ უშუალოდ თხრობაზე გადავალ, ცოტა რამ მინდა გითხრათ ჩემს შესახებ.
   დავიბადე 1985 წელს და გავიზა რდე საქართველოში. ადრეული ასაკიდანვე დავიწყე საკუთარი თავის შეცნობა.  აღმოსავლური ორთაბრძოლების დაუფლებასთან ერთად, ვეუფლებოდი აღმოსავლურ რელიგიებს და ცოდნებს. ასევე ვიყავი ოშოს მიმდევარი. ვაკეთებდი სხვადასხვა სახის მედიტაციებს და პრაქტიკებს, როცა ჯერ კიდევ 10-11 წლის ვიყავი. შემდეგ შევისწავლე ინდუიზმი და ბუდიზმი. ასევე დაოსიზმი. გავეცანი ბერძენ ფილოსოფოსებს, მითოლოგიას, რომაულს, ბერძნულს, სკანდინავიურს და ა.შ. შემდეგ დავინტერესდი ქართული ეზოთერიით, რაც ძირითადად შეეხებოდა ნუნისში ე.წ. ნოეს საკურთხეველის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და გავიცანი "იბერიონთა საძმოს" ყოფილი წევრები, რომლებიც ლაზარეს აღდგინების საქმით იყვნენ დაკავებულნი საქართველოში. გვარებს და სახელებს არ ჩამოვთვლი ისედაც იცის საზოგადოებამ. ასევე შევისწავლე სხვადასხვა ნაშრომები ანტროფოსოფიაში და ასტროფიზიკაში, ასევე ვიკვლევდი ამოს ფენომენს და პარანორმალურ მოვლენებს.
   და 19 წლის ასაკში განვიცადე ის, რასაც შემდეგ ვიგებ რომ ქვია სამადჰის მდგომარეობა.
  მანამდე ბევრი ინფორმაცია მქონდა ამ თემის ირგვლივ, მაგრამ უშუალოდ განცდის მომენტში და შემდგომ პერიოდშიც ვერ მივხვდი რასთან მქონდა საქმე, მხოლოდ მოგვიანებით 2010 წელს ადვაიტას შესწავლის შემდეგ მივხვდი, რომ სამადჰის მდგომარეობაში ვიყავი 3 დღის განმავლობაში 19 წლის ასაკში. ახლა კი შევეცდები სიტყვებით გადმოვცე რას განვიცდიდი ამ 3 დღის განმავლობაში, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია.
   საკუთარი თავის ძიების მიზნით, საკუთარ თავს ვუსვამდი შეკითხვას ვინ ვარ მე? ანუ ვინ არის ის ვინც ამ შეკითხვას სვამს? და უეცრად ყველაფერი გაჩუმდა.   ეს იყო საყოველთაო შეჩერება. დროის, სივრცის, სურვილების და ა.შ.   ანუ აღმოვჩნდი მდგომარეობაში, სადაც თვითონ მდგომარეობაც არ არსებობს.  ანუ ეს იყო წარმოუდგენელი ნეტარების შეგრძნება.  მივხვდი, რომ მე არ ვარ ეს სხეული, არამედ მე ვიმყოფები ამ სხულში და მოგვიანებით გავაცნობიერე რომ სხეულს გარეთაც, მაგრამ ეს ისეთი შეგრძნება არ არის ადამიანები რო ყვებიან ჩემ თავს ვუყურებდი გარედან და ა.შ.   ამ მდგომარეობაში გავაგრძელე კითხვის დასმა: მაშინ ვინ ვარ? და აი ამ დროს პირდაპირი მნიშვნელობით გავიგონე ხმა რომელიც სვამდა კითხვას მაშინ ვინ ვარ?  მაგრამ   ეს  ხმა მე არ ვიყავი.   სწორედ ამ დროს, როდესაც მე ეს ხმა გავიგე თითქოს დაიშალაო კედელი და გამოჩნდა რაღაც ამ კედლის მიღმა ვინც უსმენდა იმას ვინც ამ კითხვას სვამდა. და ამ დროს გავაცნობიერე რომ მე არ ვიყავი გონება, სადაც ესა თუ ის ფიქრები წარმოიშობა.
   როგორც დამსწრე ასე ვაკვირდებოდი პირველად როგორ ჩნდებოდა შეგრძნრბა გულში და ეს შეგრძელნება როგორ ამოდიოდა თავში და გარდაიქმნებოდა ფიქრად. ათასობით სხვადასხვა შეგრძნება და და ფიქრი იბადებოდა ჩემში და ყველა ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ის იყო პასუხი კითხვაზე - ვინ ვარ, მაგრამ როგორც კი ვეცდებოდი მეფიქრა რომ კარგი, ესეა, აი ეს ფიქრია პასუხი, იმ წამსვე ქელრებოდა ეს ფიქრი და იევ ვრჩებოდი წარმოუდგენელ სიჩუმეში. შემდეგ თავიდან ახალი შეგრძნება და ფიქრი.  მნიშვნელობა არა აქვს რა ფიქრი მოდის კარგი თუ ცუდი, მნიშვნელოვანია ის, რომ თქვენ თავს აღარ აიგივებთ არც კარგ ფიქრთან და არც ცუდ ფიქრთან.   შემდეგ ჩვეულებრივად დავდიოდი, ვჭამდი, ვსაუბრობდი, მაგრამ ძალიან ნელა.  ხალხს ჩემს გარშემო ვეგონე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ. სიტყვებს, რომელსაც ვამბობდი იყო თითქოს ცოცხალი არსება, რომელიც თავის საქმეს აკეთებდა. 
   ამ ხნის განმავლობაში მქონდა პერიოდები, როდესაც არც შგრძნება და არც ფიქრი აღარ იბადებოდა ჩემში, შეიძლება ეს მდგომარეობა გაგრძელებულიყო რამოდენიმე საათი, შემდეგ ისევ ამოტივტივდებოდა რაიმე შეგრძნება, მაგრამ ის მე აღარ მეხებოდა, აღარ ვაიგივებდი, უფრო სწორად ვეღარ ვაიგივებდი თავს მათთან.  ზემოთ ვთქვი, რომ რამდენიმეჯერ ვცადე, რომ შემეთვისებინა ესათუ ის ფიქრი, მაგრამ როგორც კი ამას დავაპირებდი ისინი ქრებოდნენ.
    გარეთ შეიძლება ტრაქტორს ემუშავა დიდ ხმაურში, ან ტელევიზორი ყოფილიყო ჩართული. ერთსროულად რო 300 კაცსს ელაპარაკა, იმ სიჩუმეს და სიწყნარეს ვერ მირღვევდნენ.   ესეც ვცადე, აბა მეთქი თუ შემაწუხებს რაიმე ხმაური, მაგრამ ამაოდ და ბოლოს, დავწექი დასაძინებლად.  ეს იყო პიკი. არანაირი განსხვავება ღვიძილსა და ძილს შორის აღარ იყო. ისევ ის ვიყავი ძილშიც რაც სიფხიზლეში.  სიზმარიც დაიწყო და იმნწამს შევესწარი, როდესაც სიზმარი დაიწყო და ვერც სიზმარმა გამაიგივა მასთან.
შემდეგში ეს რამანა მაჰარშის, ნისარგადატას და სხვათა სწავლებებში ვანხე, რომ ამ მდგომარეობას ქვია ტურია, როდესაც განსხვავება ქრება ძილსა და ღვიძილს შორის.
ამ მდგომარეობაში იმყოფები სამადჰის დროს.
ეს გაგრძელდა 3 დღე და დღეს ვფიქრობ, რომ შიშის ჰამო, რომ ვგიჟდებოდი და ახლობლებიც კი ვეღარ მცნობდნენ ვეღარ მოვახერხე განზავება მთლიანად ამ ჭეშმარიტებაში. ეს შიში უცხოობის იყო მთავარი მიზეზი, რამაც გამომიყვანა ამ მდგომარეობიდან.


--------------------
მე ვარ იგი
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 24 2015, 04:30 PM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,302
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



და რამ გამოიწვია ეს მდგომარეობა, პრაქტიკებმა რასაც აკეთებდი?

საერთოდ რა უპირატესობა აქვს ამ მდგომარეობის მიღწევას?
ზუსტად სამადაჰი თუ ქვია არ ვიცი, მაგრამ ძილს და ღვიძილს შორის განსხვავების გაქრობის მიღწევაზე ბუდისტები და დაოსებიც საუბრობენ. მე ვფიქრობდი რომ გონება ნარჩუნდებოდა მაგ დროს,რომ გონება ხდებოდა "დამკვირვებელი". როგორც ჩანს გონებაც ქრება smile.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post May 24 2015, 05:02 PM
Post #3


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,792
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



შრი ჩინმოი შედის სამადჰის მდგომარეობაში:


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post May 24 2015, 05:21 PM
Post #4


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 723
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კი


--------------------
მე ვარ იგი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post May 24 2015, 05:22 PM
Post #5


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 723
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეს არის გამიზნულად შესვლა სამადჰიში.
მეორე ვიდეო შეცვალე შენი ფიქრებიო ასე იწყება, არ ვეთანხმები არაფერი არ უნდა შეცვალო, შენ უნდა გაიგო ვინ ხარ და თუ რამე შესაცვლელია შეიცვლება და თუ არა და არა. როდესაც ცდილობ არ იფიქრო, ამ დროს ფიქრობ არფიქრზე და მაინც ფიქრობ. არ უნდა ჩაერიო ფიქრის პროცესში, დაე იმუშაოს გონების მანქანამ, შენ ნუ ჩაერევი, ნუ დაასხამ ცეცხლზე ნავთს.


--------------------
მე ვარ იგი
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post May 24 2015, 05:57 PM
Post #6


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,792
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David Monny
და მაგ მდგომარეობაში "ერთიანობის" გრძნობა გაჩნდა სამყაროსთან? როცა ხვდები რომ ყველა და ყველაფერი ხარ? ან ყოვლისმომცველი სიყვარულის გრძნობა ყველაფრის მიმართ..


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post May 24 2015, 06:40 PM
Post #7


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,050
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საინტერესოა


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post May 24 2015, 07:25 PM
Post #8


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 723
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კი გაჩნდა. სამყაროს, როგორც ასეთი ნივთად არ აღვიქვამდი, მაგრამ მე და სხვა გაქრა. მეც და სხვაც ერთი იყო.
არაფერი არ ქრება, ყველაფერი რჩება, მაგრამ შენ უკვე არფერთან აღარ იგივდები, უფრო სწორად ვეღარ. ვეღარს იმიტომ ვამბობ, რომ ვცდილობდი ამა თუ იმ გრძნობასთან გაიგივებას და არ გამომდიოდა. გარეგნული მახასიათებლები ასეთია: კუნთები არ არის დაძაბული, ყოველი შენი სხულის მოძრაობა აღიქმება როგორც მანქანის მოძრაობა. ხანდახან ვხედავდი რა საყვარელია ჩემი სხული, რამდენს ცდილობს, სულ რო მუშაობს, როცა ამთქნარებ და იზმორები ეს იმიტომ რომ იღლება. საოცარი განცდა დამეუფლა, მთელი გულით და სულით გემსახურება, თავს წირავს შენთვის, მაგრამ ეს ისე არ უნდა გაიგოთ რომ სხეული ცოცხალია თქვენს გარეშე, მაგრამ თქვენ ამ მდგომარეობაში ყველაფერს სულიერად აღიქვამთ. თითქოს ყველაფერი ცოცხალია. არ ვიცი როგორ დავწერო სხვანაირად, მაგრამ ეს უნდა დავწერო, უნდა იცოდეთ რომ არა აქვს მნიშვნელობა რა ეროვნების ხარ და რამდენი წლის ხარ. სამადჰი ყველამ შეიძლება განიცადოს.
რაც შეეხება კითხვას როგორ მივაღწიე ამ მდგომარეობას. რათქმაუნდა პრაქტიკებმა ითამაშეს გრკვეულინროლი, განათლევის და ინფორმაციის მიზნით, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ფიქრებში არ ჩარევამ, დანებებამ, რო დანებდები ყველას და ყველაფერს, არაფერში ჩარევამ მოიტანა ეს. შეიძლება წლოვით აკეთო სხვადასხვა მედიტაციები, როგორც მე და სამადჰიში ვერ შეხვიდე და უცებ, როცა აღარ ცდილობ მოიშორო ეგო, აღარ ცდილობ გათავისუფლდე ნეგატიური განწყობებისგან მოდის ის. როცა "შენ" როგორც ვიღაც მაგარი ტიპი ნებდები ყველას და ყველაფერს აი მაშინ მომივიდა ეს.


--------------------
მე ვარ იგი
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post May 24 2015, 07:30 PM
Post #9


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,792
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აჰა გასაგებია. მადლობა.
მე ორჯერ მქონდა მედიტაციაში ეგეთი გამოცდილება. დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში. შემოვიდა და გავიდა...


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post May 24 2015, 07:38 PM
Post #10


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 723
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



პირი გიშრება და შენი საკუთარი ხმა სხვისი გგონია ისე უცხო ხდება შენთვის. ხშირად გეცინება და მიზეზს ნუ იკითხავთ, რადგან ეს არ იქნება რაიმე სულელური ანეკდოტი ან ხუმრობა, ეს სიცილი ამოდის ისეთი არსებობის სიღრმეებიდან რომ სანამ ზედაპირზე ამოვა და სიცილად გადაიქცევა მიზეზი აღარ გახსოვს, ამიტომ გიწრვს უხერხულობის გამო მიზეზი შენთვითონ მოიგონო. ხშირად იღიმი და თითქმის სულ იღიმები.

გონება არ ქრება, ქრება სუბსტანცია, რომელიც საკუთარ იდენტობას გონებასთან აიგივებდა. გინება რჩება და ხედავ როგორ მუშაობს, ისიც ისევე გიყვარდება როგორც სხეული. ორივენი ძალიან საყვარლები არიან. ასევე, ადამიანები როგორც ვიცით ვგრძნობთ ერთმანეთს. ემოციები გადამდებია. ასევე ეს მდგომარეობაც გადამდებია. ისინი ვერ ხსნიდნენ რა გრძნობა ეუფლებოდათ ჩემთან კონტაქტის დროს, მაგრამ 90%ს ჩემი ეშინოდა. ან ჩემიბროგორც ადამიანის კი არა, იმისი ვისაც გრძნობდნენ, გათავისუფლებული სუფთა ცნობიერება.
სამადჰიდსნ გამოსვლის შემდეგ იცვლები მთლიანად, ანუ ის რასაც ინფორმაციულაფ გებულობდი, ახლა გამოცდილი გაქვს და გემოც გასინჯული.


--------------------
მე ვარ იგი
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post May 24 2015, 07:49 PM
Post #11


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,792
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(tikoroma @ 24th May 2015 - 04:30 PM) *
საერთოდ რა უპირატესობა აქვს ამ მდგომარეობის მიღწევას?

ამ მდგომარეობაში რომ შეხვიდე და სულ დარჩე მატერიალურ სამყაროში გაგიჭირდება ცხოვრება )) შენს სოციალურ როლებს ვეღარ შეასრულებ. ამოვარდები მთლიანად. უბრალოდ ცნობიერება იცვლება, როცა სულიერ გამოცდილებებს იღებ. და ესეც კარგია. ეხები მდგომარეობებს როგორშიც ხარ სულიერ სამყაროებში. თვალი გეხილება. აღარ ხარ მატერიის ილუზიებში.
ახლა აქ სწორედ იმიტომ ვართ, რომ სულს ბეზრდება მუდმივ ნეტარებაში ყოფნა და ამიტომაც შემოდის აქ მყარ მატერიებში, სადაც არის წინააღმდეგობები, დუალობა, ეგო, სხვადასხვანაირი ემოციების და გამოცდილებების ბუკეტი. რომ ახლა ესენი შეიგრძნოს და დატკბეს ამით.


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 24 2015, 08:57 PM
Post #12


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,302
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აჰ, გასართობად მოვდივართ აქ ხო?

David Monny
მადლობელი ვარ, რომ გამოცდილება გაგვიზიარე


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post May 24 2015, 10:58 PM
Post #13


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,792
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(tikoroma @ 24th May 2015 - 08:57 PM) *
აჰ, გასართობად მოვდივართ აქ ხო?

ჰო რა არ მოგეწონა? biggrin.gif
გამოცდილებისთვის


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
Mechanical Sheep
post May 24 2015, 11:35 PM
Post #14


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 601
Joined: 22-June 13
Member No.: 7,125

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძალიან სიანტერესოა. მიჩნდება კითხვები და ბევრი რამე მაინტერესებს.

David Monny
QUOTE
მე არ ვიყავი გონება, სადაც ესა თუ ის ფიქრები წარმოიშობა.


თუ შეგიძლია ეს მონაკვეთი უფრო განავრცე. ფიქრების გზა საკუთარ თავში და სხვებში. ასევე როგორ აღიქვამდი სხვებს და მათ საუბარს როცა ლაპარაკობდნენ. როგორი იყო შენი მიდგომა საუბრისას და საიდან ჩნდებოდა გადაწყვეტა შენში აზრებისა და იდეებისა.

მადლობა რომ შემოხვედი ფორუმზე და გაგვიზიარე შენი პატარა თავგადასავალი.
თუ კარგად დაათვალიერებ ფორუმს, ნახავ რომ ამ მდგომარეობაში, ან მიახლოებით მაინც, ყოფილან და გამოუცდიათ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post May 25 2015, 01:52 AM
Post #15


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 723
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tty_

კი, ვნახე აქ რამანა მაჰარშის თემა გახსნილი.
ახლა კი შენ კითხვას ვუპასუხებ და მანამ სანამ ვუპასუხებ, მინდა გამოვეხმაურო ზემო პოსტებს რომელიც შენს კითხვასთანაცაა ახლოს. ანუ კითხვა, რისთვის მოვდივართ ამნქვეყანაზე და ა.შ. გამიჩნდა ამ მდგომარეობაში და პასუხი იყო უამრავი. მათ შორის ესეც გართობა, დროს ტარება, გამოცდილება, ისა ესა, მაგრამ ეს პასუხებიც ქრებოდა და რჩებოდა სიჩუმე. მე ნუ არაფერი მსგავსი ანუ მსგავსი გაჩუმება ყველაფრის არასდროს განმიცდია. ანუ პასუხი უამრავი შეიძლება გასცე, მაგრამ მე კი უფრო მგონია, რომ სიყვარულისთვის მოვდივართ, რომ გვიყვარდეს ყველა და ყველაფერი.
ახლა რაც შეეხება შენს კითხვას.
მე არ ვიყავი გონება და მისი შედეგი ანუ ფიქრი, ანუ საკუთარ თავს ვერ ვაიგივებდი ფიქრებთან. ფიქრებს ვაკვირდებოდი მანძილიდან, აი არ ვიცი როგორ ვთქვა, ისე პირდაპირი მნიშვნელოვით როგორიღაცა სივრცე, დისტანცია შეიქმნა ჩემს გულში და თავში, უფრო თავში. ბნელი სივრცე და ამ სივრცეში ქვემოდან ხან გვერდიდან შემოდიოდნენ სხვადასხვა ფიქრები და ემოციები და ისინი მითრევდნენ, ანუ იცი როგორ, მაგალითად ავიღოთ ნებისმიერი ფიქრი. ვთქვათ ხვალ სად წავიდე და რა გავაკეთო? ანუ ეს ფიქრი ცდილობდა, რომ მასზე მეფიქრა, რომნის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ის პრობლემებს გადაჭრიდა. მექაჩებოდა თავისკენ. მაფიქრებინებდა თავის თავზე. ამ დროს მე, ანუ ეს მე ცალკე იყო არ ვიცი რა იყო მე ამ მეს ვერ ვხედავდი მაგრამ ეს მე მე ვიყავი, თითქოს მიმართავდა ყურადღებას აი ასე, კაი მოდი აბა ვნახოთ რას ითხოვ, კარგი შენ დაგიჯერებ რომ პრობლემებს გადაწყვიტავ და აი ამ დროს, როდესაც ყურადღებას მივმართავდი ამ ფიქრისკენ ეს ფიქრი ქრებოდა და იწყებოდა ახალი, მაგალრამ სანამ ახალი დაიწყებოდა სიჩუმე იყო. მდააა, არა რა არ არის სიტყვები ვერ ლაგდება რა ვერასდროს გადმოცემს სიტყვები ამ განცდას. მარა მიახლოება შეიძლებაა და მაქსიმალურად ვცდილობ. სიტყვებს არა აქვს მნიშვნელობა რას ვიხმარ, მთავარია რაზე მიანიშნრბენ ისინი. ეს თით გაშვერილ კაცს გავს, რომელიც მთვარეზე მიგითითებს, თუკი შენ თითს დაუწყებ ყურებას მთვარეს ვერ დაინახავ. ამ შემთხვევაში სიტყვები გაშვერილი თითებია, ბევრი ბევრი გაშვერილი თითები. ანუ პასუხი კითხვებზე უამრავი ჩნდება მაგრამ კითხვებიც და პასუხებიც ქრებიან. აი ეს იყო გამაოგნებელი, თავიდან გაოგნებული ვიყავი. აი ის წამი როცა ხედავ როგორ იწყება შენში ფიქრი, ქმნის დისტანციას შენსა და ფიქრს შორის. მთავარია იმნწამს შეესწრო, როდესაც შენში ფიქრი იწყება. რომელიმე ფიქრი, ვიმეორებ მნიშვნელობა არ აქვს ნეგატიური თუ პოზიტიური. არ უნდა განდევნო ნეგატიური ფიქრები და არც პოზიტიური, უბრალოდ არ უნდა ჩაერიო მათში დაე მოვიდნენ და აბა ერთი სანამდე დარჩებიან.
სხვებისგან ბევრი რამ ვისწავლე, ანუ მე ვერ ვხედავდი განსხვავებას ჩემსა და სხვებს შორის, განსხვავება იყო მათი ფიქრებთან გაიგივება. ზოგიბიწყებდა ჩემს ნათქვამზე ფიქრს და ცდილობდა სიტყვებიდან რამე ლოგიკა გამოეტანა მარა ამაოდ, მაგრამ აბსოლუტურად ყველა გრძნობდა იმ სიჩუმეს. რაც შეეხება ძალას რასაც სამადჰიში ვფლობდი ეს იყო ადამიანების ყურადღების გადატანა იმაზე რაზეც მე მინდოდა, მაგრამ ეს მე არ იყო ფიქრებთან გაიგივებული მე, რომელიც რაღაც სარგებელს ელის ამისგან, არამედ ეს უკონტროლოდ ჩემგან დამოუკიდებლად ხდებოდა, თითქოს ანუ მერე რომ გამოვედი ამ მდგომარეობიდა მივხვდი რომ იმ მომენტში ასე იყო საჭირო იმ ადამიანისთვისახ და ჩემთვისაც.
ადამიანებისგან გრძნობ ასეთ რამეს. ამას სიტყვებით არ გეუბნებიან მარა შენთვის სიტყვები არ არის საჭირო. შენ ცდები, ეგ არ არის სიმართლე, ეგრე კი არ აი ესეა. მე მომისმინე, აი ნახე აი ასეეე გააკეთე და არა ეგრე. მაგრა მე რას ვაკეთებდი ეს არ ესმოდათ. უბრალოდ მენტალური პროექცია მათი ეწინააღმდეგებოდა პირველ რიგში საკუთარ თავში მყოფ იმას, რაც მე ვიყავი იმ დროს და მერე მე, როგორც სხვას.
მეც და ისინიც ერთნი ვიყავით. და ყველა გხედავს მაგრამ ყველა გემალება. გაგირბიამ, მართლა ბევრს ეშინოდა ჩემი.
აი ძალიან მნიშვნ4ლოვანია კითხვა რაზე ვსაუბრობდი და როგორ. წინასწარ ვერაფერს ვფიქრობდი ვისთვის რა მეთქვა და როხა ლაპარაკს ვიწყებდი მე ტვითონ ვუსმენდი ამ ლაპარაკს ჩემთვისაც უცხო იყო. საკუთარი წინადადებები იყო ჩემთვის უცხო. ხანდახან სიტყვის თქმის წინ პაუზას ვაკეთებდი და ამ დროს ის სიაჩუმე მთლიანად განმსჭვალავდა. მერე იწყებოდა პირველი სიტყვა, და ის სიჩუმე არ ქრებოდა, ამ სიხუმის ფონზე ეს სიტყვები როგორც მეხის გავარდნა აი ასე მეჩვენებოდა არადა ხმამაღლა არ ვლაპარაკობდი. ვხედავდი ამ დროს ვინ მისმენდა და ვინ არა, უფრო სწორად მარტო იმას ვხედავდი ვინც მისმენდა. ანუ ყველა ადამიანის ყურადღებას ხედავ ვისიც შენსკენაა მომართული.


--------------------
მე ვარ იგი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post May 25 2015, 02:04 AM
Post #16


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 723
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სიზმრები იყო ძაან უცნაური. წინასწარ ვხედავდი იმ ადამიანებს რომლებსაც ხვალ ვნახავდი და მათთან ემოციური კონტაქტი მექნებოდა. ანუნყველა ადამიანს კი არ ვხედავდი წინასწარ, ზოგს. მამაგრამ ეს სიზმარი არ იყო სიზმარი, ის სიჩუმე იქაც იყო. ანუ ღვიძილი, სიზმარი და უსიზმრო ძილიც ერთი და იგივე იყო ჩემთვის. უსიზმრო ძილი ასეთი იყო. ვიწექი, და უცებ აცნობიერებ როგორ წევხარ როგორ გძინავს და როგორ იღვიძებ, მეტი არაფერი და პირველივე რასაც ვაკეთებდი მეღიმებოდა გაღვიძების წინ. ვერ ვაკონტროლებდი ეს ნეტარება და სიამოვნება აი გადმომდიოდა როგორც წყალი იღვრება ონკაჯიდან აი ასე. ვერა, მე, რომელიც მთელი ცხოვრება ყველას და ყველაფრის კონტროლს ცდილობდა, ახლა საყვარელი პატარა სხული და ფიქრები იყვნენ. ძალიან მიყვარდნენ ორივენი, ეამდენს ცდილობდნენ, წარმოუდგენელია! არასდროს ჩერდებიან, კომპიუტერი შათდაუნს მაინც აკეთებს, მარა ესენი გონება და სხეული არასდროს. არასდროს, მაგრამ ახლა უკვე შენ ვეღარ გაკონტროლებენ, შენ აკონტროლებ მათ


--------------------
მე ვარ იგი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post May 25 2015, 04:41 AM
Post #17


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 723
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აი ამ სივრცეზე, რომელიც ჩემს თავშიშეიქმნა, უნდა დავწერო, უნდა განვმარტო, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არი უცხო განზომილება. აი მაგ: თვალს რო ვახელთ სამყაროს აღვიქვამთ 3 განზომილებაში ხო. აი ახლა წარმოიდგინე თვალ დახუჭულიც აღიქვამ ამ სამ განზომილებას და როდესაც თვალს ახელ, ის 3 განზომილება სიგრძე სიგანე და სიმაღლე არ ქრება, რასაც თვალდახუჭული აღიქვამდი და მასთან ერთად აღიქვამ თვალ გახელილზე, ანუნროგორც ყველა ჩვეულებრივად აღვიქვამთ. გარე სამყარო და ნივთები აღიქმება კიდევ სამ განზომილებაში, მაგრამ მთლიანად 6 კი არ გამოდის, არამედ 4. ის რასაც თვალდახუჭული განიცდი 3 განზომილება კია, მაგრამ ერთად აღიქვამ და როცა თვალს ახელ იმ ერთში ჯდება გარე სამყაროს 3 განზომილება. ვცდილობ, ავხსნა. მაგრამ ძნელია, ეს არის განცდა, მდგომარეობა. ხვდები, რო. შენ არაფერი გეხება, არც რანჯვა და არც სიხარული, არც კარგი და არც ცუდი. ყველაფერს ხედავ, მაგრამ გავლენის ქვეშ არ ექცევი. როგორც სარკეში ირეკლება ყველაფერი ასევე შენში ირეკლება გონება, მაგრამ შენ არ გეხება


--------------------
მე ვარ იგი
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 25 2015, 10:28 AM
Post #18


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,302
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მშვენიერი გამოცდილებაა smile.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post May 26 2015, 03:28 AM
Post #19


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 723
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



old_man
ამ მდგომარეობაში ვერ დარჩები სულ. ამ მდგომარეობიდან გამოდიხარ, მაგრამ არის მდგომარეობა, რომელიც სამადჰის მოსდევს, თუკი შიშს დასძლევ. ამა ეძახიან გასხივოსნებას, როცა დუალიზმიდან სინგულარობაში ბრუნდები. ადამიანებს გონიათ რომ გასხივოსნება ნიშნავს ეგოს მოშორებას და ნეგატიური ფიქრებისგან გათავისუფლებას. ეს 1 % თაც კი არ არის სიმართლე. ის რაც მე სამადჰიდან გამოვიტანე იყო, რომ ყველაფერი ისევ ისე რჩება, არავითარი ნეგატიური ფიქრები არ ქრება, უბრალოდ ის ვინც ამ ფიქრებს მნიშვნელობას ანიჭებდა ნელ ნელა სუსტდება და საბოლოოდ სულ ქრება, მაგრამ მე სწორედ ამ გაქრობის შემეშინდა. ყველა გრძნობას აღიქვამ ისეთს როგორიც არი, მაგრამ ინტერპრეტაციას აღარ უკეთებ. არ ითვისებ ერთს და არ უარყობ მეორეს. ეს იმას არ ნიშნავს რომ კლდის ქიმზე მიგიყვანონ და გადახტიო და გადახტე. პიროვნებაც რჩება და თუ რამე არ მოგწონს არ მოგწონს იმ წამს და მორჩა. მეორე წამს ის რეალობა აღარ არსებობს. მეორე წამი სულ სხვაა. და აი სწორეს ამიტომ შემეძლო ადამიანრბის ყურადღების კონტროლი. ისინი იციკლებოდნენ რაღაც ერთზე და შიფრავდნენ უშედეგოდ, როცა უკვე ახალი რეალობა ახალი ცხოვრება იგრძნობოდა ჩემთვის. ახალი წამი. ახალი აწმყო. აწმყო სულ ახალია. არ არსებობს წარსული ან მომავალი. სულ განიცდი აწმყოს.


--------------------
მე ვარ იგი
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post May 26 2015, 11:57 AM
Post #20


GREEN soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 1,246
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძალიან საინტერესოა გადავიკითხე, თლად კარგად ვერ გავაანალიზე ჯერ ზოგი რამ
ბევრი კითხვები მაქ და არ ვიცი რა კითხვები rolleyes.gif

მაინტერესებს გრძნობები საიდან მოდის სად იბადება, სხეულში თუ გონებაში?

რატომ შეგეშინდა გაქრობის? მერე შენ აღარ იქნებოდი? ინდივიდი?
Go to the top of the page
 
+Quote Post

36 Pages V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 17th January 2021 - 06:47 AM