IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

13 Pages V  < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> ვედური ტექსტები
Fee
post Apr 15 2010, 05:38 PM
Post #21


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 737
Joined: 2-March 10
Member No.: 6,165

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman ძალიან საინტერესოა smile.gif ამ ბოლო ხანებში ძალიან "აპაპსავებენ" სიტყვა ვედურს ევროპაში, ყველაფერს ვედური დაარქვეს თმის ლოსიონიდან დაწყებული, კრემებით და შამპუნებით დამთავრებული. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობა კი ნამდვილად არ ვიცოდი და სიამოვნებით ვკითხულობ, მარა ჩემი ტვინი ვერ იტანს ამდენს ერთად და ასე ჩქარა biggrin.gif

ეჰ კალი იუგა unsure.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Apr 15 2010, 05:43 PM
Post #22


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Fee
QUOTE(dunduri @ 15th April 2010 - 05:38 PM) *
Atman ძალიან საინტერესოა ამ ბოლო ხანებში ძალიან "აპაპსავებენ" სიტყვა ვედურს ევროპაში, ყველაფერს ვედური დაარქვეს თმის ლოსიონიდან დაწყებული, კრემებით და შამპუნებით დამთავრებული. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობა კი ნამდვილად არ ვიცოდი და სიამოვნებით ვკითხულობ, მარა ჩემი ტვინი ვერ იტანს ამდენს ერთად და ასე ჩქარა

ეჰ კალი იუგა


ნელა წაიკითხე და დაკვირვებით biggrin.gif


ისე ეს უფრო მნიშვნელოვანი და საკრალური ცოდნაა: wink.gif

http://www.esoteric.ge/forum/index.php?sho...c=940&st=20


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Apr 15 2010, 06:58 PM
Post #23


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა







ვინმეს ძველი მესხური საგალობლების ტექსტები ხომ არ მოგეპოვებათ? გავიგე სანსკრიტთან დაკავშირებული რაღაც სიტყვებია მათშიო და...


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Apr 16 2010, 10:11 AM
Post #24


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ისტორია ადამის და ევას შესახებ, რომლებიც ვედებშია აღწერილი:



კალი იუგის დაწყებამდე, დვაპარა იუგის ბოლოს, ნაიმიშარანის ტყეში შეიკრიბა პლანეტის ყველა დიდი ბრძენი. მათ გადაწყვიტეს დიდი ვედური მსხვერპლშეწირვის - შრავანა (მოსმენა) იაგიის გაკეთება. ანუ უნდოდათ მოესმინათ “შრიმად ბჰაგავატამი” ღმერთის წმინდა ერთგულისგან - სუტა გოსვამისგან და ბოლოს უნდოდათ პლანეტის დატოვება, რათა კალი იუგაში არ დაბადებულიყვნენ. სუტა გოსვამიმ დაიწყო მთელი ბჰაგავატამის ზეპირად მოყოლა.

ამ მსხვერპლშეწირვის დროს გამოჩნდა უფლის კიდევ ერთი წმინდა ერთგული შუკადევა გოსვამი და განუცხადა ბრძენებს რომ ყველას არ უნდა დაეტოვებინა დედამიწა. რამდენიმე უნდა დარჩენილიყო და თვალყური ედევნებინა კალი იუგის მიმდინარეობისთვის, რამეთუ ამ ეპოქაში დადგება ოქროს ხანა (პერიოდი) რომელიც 10 000 წელი გაგრძელდება და მაშინ დაჭირდებოდნენ ეს ბრძენები კაცობრიობას. შესთავაზა მათ რომ ჰიმალაების მეორე განზომილებაში გადასულიყვნენ (ჰიმალაებს 3 განზომილება (დონე) აქვთ), ადგილზე, რომელსაც ჰქვია შამბალა.

რამდენიმე ბრძენი ასეც მოიქცა და ჰიმალაებში გადაინაცვლა. ამ დროს მათ გამოეცხადათ ქალღმერთი კალი (რომელიც კალი იუგას განაგებს). ბრძენები შეეცადნენ ხელი შეეშალათ კალისთვის მის მისიაში (არ უნდოდათ რომ კალი იუგა დამდგარიყო) და მაშინ კალი ეუბნება მათ, რომ ის დიდი დროის (მაჰა კალას – ანუ იგივე უფლის) ბრძანებით მოვიდა. სთხოვა რომ არ შეეშალათ ხელი მისი მისიისთვის, რადგან იმ ადამიანებმა, რომლებიც კალის ეპოქაში დაიბადებიან, სასჯელი უნდა მოიხადონ. კალი მიმართავს უფალს, რომ დაიცვას ამ მისიის შესრულებაში...
კალის აძლევენ ასეთ კითხვას: “როგორ გაავრცელებ შენს მისიას ამ ეპოქაში?”

ამის პარალელურად ვითარდება სხვა ისტორია: ერთ მეფეს, რომელსაც ერქვა იაიატი, უჩნდება 5 შვილი და ყველა ეს შვილი ხდება “მლეჩიხა” (ხორცისმჭამელი). ამის გამო ბრაჰმანებმა ჩაატარეს “მლეჩიხა – იაგია” ანუ ცეცხლოვანი მსხვერპლშეწირვა, რისი საშუალებითაც ყველა ხორცისმჭამელი უნაყოფო ხდებოდა (ამით ცდილობდნენ ხელი შეეშალათ მათი გამრავლებისთვის). რადგანაც ვედებში ნათქვამი იყო რომ ხორცისმჭამელობის გავრცელებასთან ერთად რელიგიურობა და სულიერი ღირებულებები დაეცემა ადამიანში და საზოგადოება დემონური გახდება.

როცა მეფე იაიატიმ გაიგო თავისი შვილების ამბავი, გაყარა ისინი სახელმწიფოდან (თავის მხლებლებთან და მიმდევრებთან ერთად, რომლებიც ამ შვილებს ბევრი ყავდათ). ამის შემდეგ იყო იუგა პრალაია (დიდი წყალდიდობა, რომელიც ხდებოდა ხოლმე ეპოქებს შორის). ჰოდა საბოლოოდ ეს 5 შვილი აღმოჩნდა ჰიმალაების მიმდებარე ადგილებში, სადაც ცხოვრობდნენ არაცივილიზირებული ტომები. როგორც ვედურ პურანებშია აღწერილი მათგან წამოვიდა თანამედროვე დასავლური და აღმოსავლური ცივილიზაციები.

იესო შალვაჰანას იმასაც ეუბნება, რომ ახალ რელიგიას შექმნის “მლეჩიხებისთვის” (ხორცისმჭამელებისთვის) ისინი სუფთები არ იქნებიან ჩვევებით, მაგრამ მრავალი იქნება გულწრფელი და ისინი გაიწმინდებიან (ეს აღწერილია ბჰავიშტია პურანაში).

ამ მლეჩიხებმა გადაწყვიტეს განწმენდილიყვნენ დაგროვილი ცოდვებისგან… ამ მლეჩიხებთან ერთად თავისი ნებით წავიდა ერთი იოგი, რომელსაც ერქვა ადამა (ადამა სანსკრიტზე ნიშნავს – “იმას, ვინც თავის გრძნობებს აკონტროლებს”). ადამა იყო “იოგა ვიკამბარა”, ანუ იოგი, რომელიც სხეულად არ აღიქვამს თავს და შიშველი დადის (ასეთი იოგები ახლაც არიან ინდოეთში). ადამა თვითონ არ იყო მლეჩიხა, მათ კი მხოლოდ თანაგრძნობის გამო, დასახმარებლად გაყვა.

მოკლედ მლეჩიხებმა გადაწყვიტეს განთავისუფლებულიყვნენ თავისი მეფეების ცოდვებისაგან და ჩაატარეს მსხვერპლშეწირვა (ცეცხლით), და რადგანაც ხორცისმჭამელობის გამო მათ დაკარგული ქონდათ სიწმინდე, მანტრების კითხვის დროს შეცდომები დაუშვეს და სხვა შედეგი მიიღეს. კერძოდ მსხვერპლშეწირვის დროს ცეცხლისგან გამოვიდა ქალი. და რადგანაც ის ცეცხლისგან დაიბადა, დაარქვეს “ავ-ევატი” (სანსკრიტზე ნიშნავს ცეცხლოვანი მსხვერპლშეწირვით დაბადებულს). ისიც იყო ვიკამბარა, როგორც ადამა და იყო სრულიად შიშველი.

ამ მსხვერპლშეწირვის მეორე შედეგი იყო დიდი ნაყოფი, რომელიც ასევე ცეცხლიდან გამოვიდა და ამ მლეჩიხების ყველა ცოდვითი რეაქცია შეიწოვა. ეს ნაყოფი შეინახეს ოქროს ჭურჭელში, მაგრამ რამდენიმე ხნის მერე, როცა მის სანახავად მივიდნენ, ნაყოფი გამქრალიყო... ამის შემდეგ ავ-ევატი ადამასთან ერთად გააძევეს თავისი საზოგადოებიდან...

დავუბრუნდეთ პარალელურ ისტორიას, როცა ბრძენები კალის ეკითხებიან, თუ როგორ გაავრცელებს კალი იუგაში უღმერთობას და დეგრადაციას. კალი ამბობს: მე ამას გავაკეთებ ადამას და ავ-ევატის მეშვეობით.

შემდეგ აღწერილია პარალელური მოვლენები: ადამა იწყებს მედიტაციას უზენაეს ღმერთზე რომელიც მის გულშია (პარამატმაზე, ანუ სულიწმინდაზე) და ეკითხება მას, თუ რაში მდგომარეობს მისი მისია. და მაშინ მას ესმის ხმა თავისივე გულიდან: “შენ უნდა წაიყვანო ავ-ევატი და წახვიდე “ტიკინა-აჩალამში” (თანამედროვე ირანის ტერიტორია). იქ შენ დაინახავ ღვთაებრივ ბაღს. შენ შეხვალ იმ ბაღში და იქ გამოვლინდება შენი მისია.”

როდესაც ადამა და ავ-ევატი ამ ბაღში მივიდნენ, კალი გადაიქცა ნაგად (ღვთაებრივი გველად), მივიდა ავ-ევატისთან (რადგანაც ადამას შეცდენა უფრო გაუჭირდებოდა, ავ-ევატი კი მლეჩიხების მსხვერპლშეწირვით იყო დაბადებული და ადამასგან განსხვავებით ჰქონდა სენტიმენტალურობის ასპექტი), მიაწოდა ნაყოფი (სწორედ ის ნაყოფი, რომელმაც მლეჩიხების ცოდვები შეიწოვა) და უთხრა: “იგემე ეს ცოდნის ნაყოფი, გინდა გაიგო ყველაფერი? ჭამე ეს ნაყოფი.” ავ-ევატიმ გასინჯა ნაყოფი (ანუ ქალი გახდა პირველად ამ ცოდვილი გენის მატარებელი) გაგრძელება იხილეთ ბიბლიაში...
კალი ეუბნება ბრძენებს: “ამ ტოტებით გავავრცელებ ყველა უღმერთო რელიგიას და ცოდნას, რათა დაფარული იყოს ჭეშმარიტება განსაკუთრებით ცოდვილი ადამიანებისთვის. და მხოლოდ ისინი, ვინც ნამდვილად გულწრფელია, განთავისუფლდებიან, თუ მიიღებენ იმ ცოდნას, რასაც თქვენ მისცემთ ოქროს ხანაში.” და ვედებში წერია, რომ ის პიროვნებები, რომლებიც ბჰაკტი-იოგას (უფლის ერთგულ სამსახურს) მისდევენ, თავისუფლდებიან კალის ეპოქის გავლენისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანი დეგრადაციას განიცდის კალი იუგაში.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
parsmani
post Apr 16 2010, 02:11 PM
Post #25


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 180
Joined: 20-February 10
From: TIFLIS
Member No.: 6,155

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ატმან კითხვა მაქვს შენთან ,ეს ხორცის არშეჭმა რასნიშნავს რასემსახურება და საერთოდ მე ვხედავ ბევრი იკავებს აქ თავს ხორცისგან და თქვენი აზრიც მაინტერესებდა ,რატომ არჭამთ ხორცს, მესმის რო გრეჩიხა ჯობია მლეჩიხას მარა მაინც ვერგავიგე ვერაფერი))) მადლობა ყველას ვინც არდამზარდებით და მიპასუხებთ
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Apr 16 2010, 02:33 PM
Post #26


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



parsmani
QUOTE(parsmani @ 16th April 2010 - 02:11 PM) *
ატმან კითხვა მაქვს შენთან ,ეს ხორცის არშეჭმა რასნიშნავს რასემსახურება და საერთოდ მე ვხედავ ბევრი იკავებს აქ თავს ხორცისგან და თქვენი აზრიც მაინტერესებდა ,რატომ არჭამთ ხორცს, მესმის რო გრეჩიხა ჯობია მლეჩიხას მარა მაინც ვერგავიგე ვერაფერი))) მადლობა ყველას ვინც არდამზარდებით და მიპასუხებთ


თუ შენ ხორცს, როგორც ქიმიურ სტრუქტურას განიხილავ, ეგ საზიანო კი არა სასარგებლოც კია (გააჩნია ვისთვის), გამონაკლისია ღორის ხორცი, რომელსაც არც ერთი ჭკუათმყოფელი ერი არ ჭამს ჩვენ გარდა biggrin.gif

მაგრამ ხორცში არის ძალადობის და აგრესიის ენერგია, რომელიც შენში გადმოდის. იმ ცხოველს რომ კლავ და ჭამ, უხარია შენი აზრით და ფიქრობს ადამიანს ვემსახურები ამითო? ვაჟას გველისმჭამელი წაგიკითხავს? სრულყოფილ პასუხს გაგცემს შენს კითხვაზე:

(ნაწყვეტი)

...როცა კი გაზაფხულდება,
გამოიღვიძებს ქვეყანა:
სილაღე, სიმხიარულე
დასეირნობენ ყველგანა,
გაჩნდება ჩირთი, ყვავილნი
ეკონებიან მწვანესა,
მინდია გაფაციცებით
სულ მიმოივლის მთა-ველსა.
ყველა მცენარეს და მღილსა
ის ეგებება სალმითა,
ბუნებაც "ვაშას" უძახის
მდიდრულად მორთულს ალმითა.
ყვავილნი ყელგადაგდებით,
დახატულები კალმითა,
"- მინდიას გაუმარჯოსო", -
ერთხმად ასტეხენ ჟიჟინსა,
ხეები ფოთლებს არხევენ,
ბუნება იწყებს ბიბინსა.
და მერე სათითაოდა
ყველა მოჰყვება ტიტინსა:
" - მე ვარო ამის წამალი"; -
სხვა გაიძახის - "იმისა"; -
მინდიაც მოსწყვეტს, თან მიაქვს
ჯერ ზედ ნამი აქვს დილისა.
თურმე ზნედა სჭირთ ყვავილთა:
ოღონდ ეწამლონ სნეულთა,
სიცოცხლით გაფუფუნებულს
არად აგდებენ სხეულთა;
სალხინოდ ჰსახვენმ კაცთ სარგოდ,
ძვალ-ხორცთა ჩამორღვეულთა.
ყვავილთ ეს ზნე სჭირთ და ხეებს
თურმე მოუვათ ტირილი;
მარტოკა მინდიას ესმის
მათი კვნესა და ჩივილი.
ამისგან მისი ცხოვრება
ძალიან დაცარულია:
მივიდა ხესთან ცულითა,
სთქვა: "უნდა მოვჭრა ესაო!" -
შემოჰკრავს ცულსა და ამ დროს
ხის შემოესმა კვნესაო:
"ნუ მომკლავ ჩემო მინდიავ,
ნუ დამიბნელებ მზესაო,
უიარაღო რომა ვარ,
მიტომ მიბრიყვებ ხესაო?!"
დაუდუნდება მკლავები,
შტერად გაჰხედნებს ზეცასა.
სხვა ხეს მიჰმართავს, ის უფრო
მეტად დაიწყებს კვნესასა.
ხელცარიელი წამოვა,
ვერ მოიყოლებს შეშასა,
და რომ ღველფზედა არ გაჰქრეს
ცეცხლი, აანთებს თივასა
ან ჩალას, გამხმარ ჯოყრებსა:
თან მიაშველებს წივასა:
თუ სად ხმელ წიწკრებს იპოვნის,
არც დაიწუნებს იმასა.
მაინც ღმერთს ჰმადლობს, მაინცა,
საღამოსა და დილასა.
სხვებსაც მას ურჩევს: - "კაცებო,
მოდით, ნუ ჰშვრებით ცოდვასა;
ნუ მასჭრით ხესა, დავჯერდეთ
ჯოყრებს, ხმელს წიწკრებს ცოტასა." -
არავინ უსმენს, არქმევენ
ამგვარ მის რჩევას ბოდვასა.
"- ღმერთს ჩვენთვის გაუჩენია
სარგოდა, მოსახმარადა!" -
და დღესაც არავინ ჰზოგავს
ვერხვ-წიფელს მოსაკლავადა...

...ხევსურთ შეჰხედეს ერთმანეთს
გაოცებულის თვალითა:
ნუთუ ასეთი ცოდნაო
იქნება კაცის ძალითა?
დარწმუნდნენ იმის ცოდნაში,
საქმე წინ ედვა ყველასა,
მაგრამნ ნაგრძნობსა გულითა
გონებით ჰშველენ ვერასა:
ბალახსა სთიბენ, ნადირს ჰკვლენ,
შეშით ანთებენ კერასა.
ქათმის ხორცს რა შეაძულებს,
თქვენვე მითხარით, მელასა?!
ვინ ჩამოჯდება ღველფზედა,
თუ ზედ არ ჰხედავს ძელასა?!"

"...და მეც დღეს-ხვალეობითა,
ცოტ-ცოტად, ნელაობითა
დავიწყე თავის რწმენასთან
მოქცევა მელაობითა:
დღეს მოვჭერ ერთი ჭანდარი,
თუმც მემუდარა ბევრია:
"- რად სჩადი მაგას მინდიავ,
ვითომ არ იყავ მტერია?!"
ხვალ ორი მოვჭერ, და ასე
გული ჩავიდევ ქვისაო,
რომ სულ აღარა მეგრძნო რა,
ძალაც ვითხოვე ღვთისაო.
შენ ჯიხვის ხორცსა ჰნატრობდი,
თუ ვის მოკლული გსმენია.
რამდენჯერ ჩემი გულ-მკერდი
ამ ჩივილს გაუსენია:
"ყმაწვილნ უხორცოდ დაზრდილნი
რა ვაჟკაცობას იზამენ?
არსად არ გამიგონია
ასრე გაზრდილი სხვისა მენ".
ახ, რატომ ამის თქმამდინა
არ დაგეყარა მიწა შენ!..
მეც მივყევ - ვხოცე ნადირი,
გასუქ-გალაღეთ ლეშითა,
თავის ბალღებით ჰხარობდი,
მე დავრჩი თავის ტეხითა.
სჯობდა კი ასე გახდომას
გავთაულიყავ მეხითა;
დაკარგულს ვეღარ მოვხელავ
ვერა რომელის ხერხითა"...

ცოლი

"ან შენ რა გიჭირს ისეთი,
თავს რად იტკიებ ძალადა;
შეშის ჭრას, ნადირთ ხოცვასა
სხვან რად არ სთვლიან ბრალადა?"

ქმარი

" - არ იცი, არა ჭკვათხელო,
ყბედო, ზეზერა მგრძნობარევ,
თავისა სასიამოვნოდ
წუთისოფლისა მცნობარევ!
არა ღირს იმად - ვიგლოვო
თვისი ცოდნა და ძალია,
რომ ჩემთან ერთიც მათგანი,
ბრიყვო აღარსად არია?!
არ უღირს მკვდარმა იცოდეს
თავის სიკვდილი, - მკვდარია,
იგლოვოს თავისი თავი,
თვის ყოფნა შესაზარია?
სხვა ყოფნა ამაზე მწარე,
მიპოვნე შესადარია!
ამგვარი მკვდარი დღეს მე ვარ,
სხვა მკვდრებს რა უჭირთ მკვდრობითა!
არიან მოსვენებულნი,
არაფერს გრძნობენ გრძნობითა.
რითიღა ვარგო ქვეყანას,
დავცარიელდი ცოდნითა:
ყვავილნი არას მეტყვიან,
აღარც ცნობა მაქვს იმათი;
განა მეტიღა იქნება,
კაცმა თავს უგდოს ხიფათი?
აღარა მესმის ფრინველთი,
აღარა მესმის ყანისა,
აღარ მსმენია მას შემდეგ
ტკბილი სალამი მწვანისა.
ეს არაფერი, სხვაფრივაც
აღარ ვვარგივარ არადა;
გინდა აქ ვეგდო მთაშია,
გინდა ჩავიდე ბარადა,
ჩემფერას უკეთურებსა
არვინ იყიდის ჩალადა..."

ეგ თემა დაწვრილებით აქ დავამუშავე და შემოიჭყიტე თუ გაინტერესებს wink.gif

http://church.ge/index.php?showtopic=7739&st=0


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
parsmani
post Apr 16 2010, 11:02 PM
Post #27


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 180
Joined: 20-February 10
From: TIFLIS
Member No.: 6,155

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(Atman @ Apr 16 2010, 02:33 PM) *
parsmani
თუ შენ ხორცს, როგორც ქიმიურ სტრუქტურას განიხილავ, ეგ საზიანო კი არა სასარგებლოც კია (გააჩნია ვისთვის), გამონაკლისია ღორის ხორცი, რომელსაც არც ერთი ჭკუათმყოფელი ერი არ ჭამს ჩვენ გარდა biggrin.gif

მაგრამ ხორცში არის ძალადობის და აგრესიის ენერგია, რომელიც შენში გადმოდის. იმ ცხოველს რომ კლავ და ჭამ, უხარია შენი აზრით და ფიქრობს ადამიანს ვემსახურები ამითო?

ატმან არასოდეს დავფიქრებულვარ ცხოვრებაში მაგაზე და ეხლა პირველად დავფიქრდი,არადა ღორის მწვადს რაჯობია,საქონლის ხორცსაც ვჭამ,ცხვრის არმიყვარს,
ისედაც მარხვების პერიოდში არვჭამ გამორიცხულია, და სულ როარვჭამო ალბათ დავსუსტდები მაგრად.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Fee
post Apr 17 2010, 12:05 AM
Post #28


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 737
Joined: 2-March 10
Member No.: 6,165

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(parsmani @ 16th April 2010 - 11:02 PM) *
ატმან არასოდეს დავფიქრებულვარ ცხოვრებაში მაგაზე და ეხლა პირველად დავფიქრდი,არადა ღორის მწვადს რაჯობია,საქონლის ხორცსაც ვჭამ,ცხვრის არმიყვარს,
ისედაც მარხვების პერიოდში არვჭამ გამორიცხულია, და სულ როარვჭამო ალბათ დავსუსტდები მაგრად.

წამო ვეგეტარიანელების თემაში parsmani wink.gif ცოტა ინფოს დავდებ smile.gif

Atman ის ლინკი ვნახე და გაოგნებული დავრჩი ამ ხალხის აზროვნებით. აშკარად მართლები არიან ვედები, ოოო კალი იუგა!!! ერთი შეკითხვა მაქვს ძალიან დამაინტერესა და ამ ინფოს ქართულად პოულობ თუ შენ თარგმნი თუ როგორ?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Fee
post Apr 17 2010, 12:06 AM
Post #29


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 737
Joined: 2-March 10
Member No.: 6,165

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(parsmani @ 16th April 2010 - 11:02 PM) *
ატმან არასოდეს დავფიქრებულვარ ცხოვრებაში მაგაზე და ეხლა პირველად დავფიქრდი,არადა ღორის მწვადს რაჯობია,საქონლის ხორცსაც ვჭამ,ცხვრის არმიყვარს,
ისედაც მარხვების პერიოდში არვჭამ გამორიცხულია, და სულ როარვჭამო ალბათ დავსუსტდები მაგრად.

წამო ვეგეტარიანელების თემაში parsmani wink.gif ცოტა ინფოს დავდებ smile.gif

Atman ის ლინკი ვნახე და გაოგნებული დავრჩი ამ ხალხის აზროვნებით. აშკარად მართლები არიან ვედები, ოოო კალი იუგა!!! ერთი შეკითხვა მაქვს ძალიან დამაინტერესა და ამ ინფოს ქართულად პოულობ თუ შენ თარგმნი თუ როგორ?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Apr 17 2010, 06:13 AM
Post #30


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



parsmani
QUOTE(parsmani @ 16th April 2010 - 11:02 PM) *
ატმან არასოდეს დავფიქრებულვარ ცხოვრებაში მაგაზე და ეხლა პირველად დავფიქრდი,არადა ღორის მწვადს რაჯობია,საქონლის ხორცსაც ვჭამ,ცხვრის არმიყვარს,
ისედაც მარხვების პერიოდში არვჭამ გამორიცხულია, და სულ როარვჭამო ალბათ დავსუსტდები მაგრად.


არ დასუსტდები. მეც ეგრე მეგონა მაგრამ პირიქით მოხდა, ადრე უფრო გამხდარი ვიყავი, მერეც გამხდარი ვიყავი ვეგეტარიანელი რომ გავხდი, მაგრამ ძალიან ცოტას ვჭამდი და იმიტომ... ახლა სწორად კვება დავიწყე და გაცილებით მოვიმატე. რძის პროდუქტი უნდა მიიღო ბევრი. ენერგეტიკულად აბსოლუტურად ცვლის ხორცს (განსაკუთრებით ყველი). ენერგია იმხელა გექნება ვერ გაიგებ სად წაიღო wink.gif



Fee
QUOTE(dunduri @ 17th April 2010 - 12:05 AM) *
Atman ის ლინკი ვნახე და გაოგნებული დავრჩი ამ ხალხის აზროვნებით. აშკარად მართლები არიან ვედები, ოოო კალი იუგა!!! ერთი შეკითხვა მაქვს ძალიან დამაინტერესა და ამ ინფოს ქართულად პოულობ თუ შენ თარგმნი თუ როგორ?


ძირითადად მე ვთარგმნი. რა ლინკს გულისხმობ?


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Apr 17 2010, 11:14 AM
Post #31


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეს არის ვედების საბოლოო მიზანი და მთავარი არსი. ყველაზე ღვთაებრივი და საკრალური ცოდნა, რომელიც განკუთვნილია კალი იუგის ადამიანებისთვის. ვისაც ბჰაგავად-გიტა არ აქვს წაკითხული, ჯობია ჯერ ის წაიკითხოს და მერე ეს. თუმცა პირიქითაც არ დაშავდება რამე wink.gif




"შრიმად ბჰაგავატამი"
(შრილა პრაპჰუპადას თარგმანი)

სიმღერა პირველი - ნაწილი პირველი


თავი პირველი
ბრძენთა შეკითხვები

1. ო უფალო ჩემო, შრი კრშნა, ძეო ვასუდევასი, ო ყოვლისგამჭოლო ღმრთეების პიროვნებავ, მოწიწებით გეთაყვანები შენ. მე ვმედიტირებ უფალ შრი კრშნაზე, რადგან იგი აბსოლუტური ჭეშმარიტება და გამოვლენილ სამყაროთა შექმნის, არსებობის შენარჩუნებისა და განადგურების ყოველ მიზეზთა თავდაპირველი მიზეზია. მას უშუალოდ და არაუშუალოდ გაცნობიერებული აქვს ყოველი გამოვლინება და დამოუკიდებელია, რადგან არ არსებობს მის მიღმა მდგარი რაიმე მიზეზი. მხოლოდ მან ერთადერთმა გადასცა გულში ვედური ცოდნა ბრაჰმაჯის, თავდაპირველ ცოცხალ არსებას. იგი დიდ ბრძენებსა და ნახევარღმერთებსაც კი აქცევს ილუზიაში, ისევე როგორც ადამიანს ატყუებს ცეცხლში დანახული წყლის, ან წყალში დანახული მიწის ცრუ გამოსახულება. მხოლოდ მისი მიზეზით ჩანს რეალური ბუნების სამი მოდუსის ურთიერთქმედების შედეგად დროებით გამოვლენილი მატერიალური სამყაროები, თუმცა ისინი არარეალურია. ამიტომ მე ვმედიტირებ მასზე, უფალ შრი კრშნაზე, რომელიც მარად არსებობს მატერიალური სამყაროს ილუზორულ სახეებს მუდამ მოკლებულ ტრანსცენდენტალ სავანეში. მე ვმედიტირებ მასზე, რადგან იგი აბსოლუტური ჭეშმარიტებაა.

2. სრულიად უარყოფილია რა მატერიალური მიზნით ყოველგვარი რელიგიური საქმიანობა, ეს “ბჰაგავატა პურანა” წარმოგვიდგენს უმაღლეს ჭეშმარიტებას, რომლის გაგებაც წმინდა ერთგულებს შეუძლიათ. უმაღლესი ჭეშმარიტება არის რეალობა, რომელიც, ყველას სასიკეთოდ, განსხვავდება ილუზიისგან. ასეთი ჭეშმარიტება ძირფესვიანად სპობს სამგვარ ტანჯვებს. ეს მშვენიერი “ბჰაგავატამი”, შედგენილი დიდი ბრძენის ვიასადევას მიერ (სიმწიფის ხანაში), საკმარისია ღმერთის შესაცნობად. რა საჭიროა რომელიმე სხვა წმინდა წერილი? როგორც კი ადამიანი ყურადღებითა და მორჩილებით მოისმენს “ბჰაგავატამის” ეპისტოლეს, ცოდნის ასეთი განვითარების შედეგად მის გულში უზენაესი უფალი დამკვიდრდება.

3. ო გამოცდილო და მოაზროვნე ადამიანები, დატკბით “შრიმად-ბჰაგავატამით”, ვედური ლიტერატურის ნატვრის ხის მწიფე ნაყოფით. იგი შუკადევა გოსვამის ბაგეებიდან გადმოვიდა. ამიტომ ეს ნაყოფი უფრო გემრიელი გახდა, თუმცა მისი ნექტარული წვენი უკვე ტკბილი იყო ყველასთვის, განთავისუფლებულ სულთა ჩათვლით.

4. ერთხელ, წმინდა ადგილას, ნაიმიშარანიას ტყეში, უფლისა და მისი ერთგულების დასაკმაყოფილებლად დიდი ათასწლიანი მსხვერპლშეწირვის ჩასატარებლად შეიკრიბნენ დიდი ბრძენები ბრძენი შუკადევას მეთაურობით.

5. ერთ დღეს, როდესაც დიდმა ბრძენებმა სამსხვერპლო ცეცხლი დაანთეს და საპატიო ადგილი შესთავაზეს შრილა სუტა გოსვამის, რითაც დაასრულეს თავიანთი დილის მოვალეობები, დიდი მოკრძალებით შემდეგი საკითხების შესახებ შეეკითხნენ.

6. ბრძენებმა თქვეს: პატივცემულო სუტა გოსვამი, შენ სრულიად მოკლებული ხარ ყოველგვარ მანკიერებას. გარკვეული ხარ რელიგიური ცხოვრების მქადაგებელ ყოველ წმინდა წერილში და პურანებსა და ისტორიებშიც, რადგან სწორი ხელმძღვანელობით შეისწავლე ისინი და განმარტე კიდეც.

7. როგორც უხუცესი ვედანტისტი, ო სუტა გოსვამი, შენ გარკვეული ხარ ღმრთეების ინკარნაციის, ვიასადევას ცოდნაში. შენ იცნობ სხვა ბრძენებსაც, რომლებსაც ბოლომდე ესმით ყოველგვარი ფიზიკური და მეტაფიზიკური ცოდნა.

8. და რადგან მორჩილი ხარ, შენმა სულიერმა მოძღვრებმა ყოველივე გიწყალობეს, რაც თავმდაბალ მოსწავლეს ეძლევა. ამიტომ გვითხარი ყველაფერი, რაც მეცნიერულ საფუძველზე შეისწავლე მათგან.

9. ამიტომ, ხანგრძლივი სიცოცხლით კურთხეულო, გთხოვთ, გასაგები ენით გაგვიმარტე, რა არის შენი აზრით აბსოლუტური და უმაღლესი სიკეთე მთელი ხალხისათვის.

10. ო სწავლულო, კალის ამ ეპოქაში ხალხი ცოტას ცოცხლობს. ისინი მუდამ ჩხუბობენ, ზარმაცები, გზააბნეულნი, უიღბლონი და რაც მთავარია ყოველთვის შეწუხებულები არიან.

11. არსებობს ათასგვარი წმინდა წერილი და ყოველ მათგანში დაწესებულია მოვალეობები, რომელთა გაგებაც მხოლოდ მრავალი წლის მანძილზე მათი შესაბამისი დანაყოფის შესწავლის შედეგად არის შესაძლებელი. ამიტომ, ო ბრძენო, გთხოვთ, ამოგვიკრიბე ამ წმინდა წერილების არსი და გაგვიმარტე იგი ყოველი ცოცხალი არსების სასიკეთოდ, რათა ასეთი დარიგებით მათი გულები სრულიად დაკმაყოფილდეს.

12. დალოცვილ იყავ, ო სუტა გოსვამი. შენ იცი, რა მიზნით მოევლინა ღმრთეების პიროვნება ვასუდევას შვილის სახით დევაკის მუცელში.

13. ო სუტა გოსვამი, ჩვენ ღმრთეების პიროვნებისა და მისი ინკარნაციების შესახებ გაგება გვწადია. გთხოვთ, გაგვიმარტე წინამორბედ მოძღვართა [აჩარიათა] მიერ გადმოცემული სწავლებები, რადგან ადამიანი მაღლდება როგორც მათ შესახებ საუბრით, ასევე მოსმენითაც.

14. დაბადებისა და სიკვდილის რთულ ბადეში გახვეული ცოცხალი არსებები უმალვე თავისუფლდებიან მაშინაც კი, როცა გაუცნობიერებლად გალობენ კრშნას წმინდა სახელს, რომლისაც თავად ხორცშესხმულ შიშს ეშინია.

15. ო სუტა, იმ დიდ ბრძენებს, რომელთაც ბოლომდე შეაფარეს თავი უფლის ლოტოსის ტერფებს, უმალ ძალუძთ მათთან ურთიერთობაში მყოფი ხალხის განწმენდა. მაშინ როცა განგის წყალს მხოლოდ ხანგრძლივი დროის შემდეგ შეუძლია განსპეტაკება.

16. ჩხუბის ეპოქის მანკიერებისგან განთავისუფლების მსურველებიდან ვისა რ მოუნდება უფლის ღვთაებრივი დიდების მოსმენა?

17. იგი საუცხოო და მოწყალეა თავის ტრანსცენდენტალ საქმიანობებში და ნარადას მსგავსი დიადი სულები უმღერიან მათ. ამიტომ, გეთაყვა, მოგვიყევი იმ გმირობების შესახებ, რომელთაც იგი თავისი მოვლინების დროს ჩადის.

18. ო ბრძენო სუტა, გთხოვთ, მოგვიყევი უზენაესი ღმრთეების ურიცხვი ინკარნაციების ტრანსცენდენტული გართობების შესახებ. უფლის, უზენაესი განმგებლის ასეთი სასიკეთო თავგადასავლები და გართობები მისი შინაგანი ძალების საშუალებით სრულდება.

19. ჩვენ არასოდეს ვიღლებით ღმრთეების პიროვნების ტრანსცენდენტალ გართობათა შესახებ მოსმენით, რომელთაც ჰიმნებითა და ლოცვებით აქებენ. ისინი, ვინც მასთან ტრანსცენდენტალ ურთიერთობათა გემო განივითარეს, ყოველ წამს ტკბებიან მისი გართობების შესახებ მოსმენით.

20. უფალი შრი კრშნა, ღმრთეების პიროვნება, ბალარამასთან ერთად ადამიანივით თამაშობდა და ამგვარად შენიღბულმა მრავალი ზეადამიანური საქმე ჩაიდინა.

21. კარგად გვესმის, რომ კალის ეპოქა უკვე დაიწყო, ჩვენ შევიკრიბეთ ამ წმინდა ადგილას, რათა დიდი ხნის განმავლობაში ვისმინოთ ღმრთეების ტრანსცენდენტული ეპისტოლე და ამით ჩავატაროთ მსხვერპლშეწირვა.

22. ჩვენ ვთვლით, რომ განგებამ შეგვახვედრა შენი უდიდებულესობა, რათა მიგვეღო შენი თავი წინამძღოლად გემისა, რომელზედაც იმყოფებიან ისინი, ვისაც სურთ კალის ძნელი ეპოქის ოლეანის გადალახვა, ადამიანის ყოველ კარგ თვისებას რომ სპობს.

23. რაკი შრი კრშნა, აბსოლუტური ჭეშმარიტება, ყოველი მისტიკური ძალის მბრძანებელი, თავის სავანეში გაემგზავრა, გთხოვთ გვითხარი, ვის შეაფარა თავი რელიგიურმა პრინციპებმა.


თავი მეორე
ღვთაებრიობა და ღვთაებრივი სამსახური

1. უგრაშრავა [სუტა გოსვამი], რომაჰარშანას შვილი, სრულიად დაკმაყოფილდა ბრაჰმანების სრულყოფილი კითხვებით, მადლობა გადაუხადა მათ და პასუხის გაცემა დააპირა.

2. შრილა სუტა გოსვამიმ თქვა: დაე მოწიწებით ვცე თაყვანი ამ დიდ ბრძენს [შუკადევა გოსვამის], რომელსაც ყველას გულში შეუძლია შეღწევა. როდესაც მან წმინდა ზონრით განწმენდის, ანუ მაღალი კასტებისთვის განკუთვნილი ცერემონიების გაუვლელად მიატოვა სახლი, რათა განდეგილის ცხოვრების წესი [სანიასა] მიეღო, მასთან განშორების შიშით მამამისს, ვიასადევას აღმოხდა: “ო შვილო ჩემო”. დამწუხრებულ მამას მხოლოდ ამავე განშორების გრძნობით შეპყრობილი ხეები გაეპასუხნენ.

3. მოწიწებით ვეთაყვანები მას [შუკას], ბრძენთა სულიერ მოძღვარს, ვიასადევას შვილს, რომელმაც ამ მატერიალისტთა მიმართ დიდი სიბრალულის გამო, რომლებიც მატერიალური ყოფიერების უკუნეთის გადასალახავად იბრძვიან, მოჰყვა ვედური ცოდნის ნაღების ამ ყველაზე საკრალურ დამატებას, მას შემდეგ რაც თავად შეიმეცნა იგი პირადი გამოცდილებით.

4. სანამ წარმოთქვამდა “შრიმად-ბჰაგავატამს”, რომელიც გამარჯვების ერთადერთ გზას წარმოადგენს, მოწიწებით უნდა ვეთაყვანოთ ღმრთეების პიროვნებას, ნარაიანას, ნარა-ნარაიანა რშის, უმაღლეს ადამიანს, დედა სარასვატის, სწავლების ქალღმერთსა და შრილა ვიასადევას, ავტორს.

5. ო ბრძენებო, თქვენ ჯეროვანი კითხვები დამისვით. თქვენი კითხვები ღირსეულია, რადგან უფალ კრშნასთან არის დაკავშირებული, რის გამოც სამყაროს კეთილდღეობას ეხება. მხოლოდ ასეთ კითხვებს შეუძლია სულის ბოლომდე დაკმაყოფილება.

6. მთელი კაცობრიობის უმაღლესი საქმიანობა [დჰარმა] ისაა, რითაც ადამიანები ტრანსცენდენტული უფლის სასიყვარულო ერთგულ სამსახურს აღწევენ. ასეთი ერთგული სამსახური უანგარო და შეუწყვეტელი უნდა იყოს, რათა ბოლომდე დააკმაყოფილოს სული.

7. ღმრთეების პიროვნების, შრი კრშნასადმი ერთგული სამსახურის შედეგად ადამიანი უმალვე იძენს უმიზეზო ცოდნასა და სამყაროსგან განჯაჭვულობას.

8. ამაო შრომაა დაწესებული მოვალეობების შესრულება, თუკი ამის შედეგად ღმრთეების პიროვნების ეპისტოლესადმი ლტოლვა არ აღიძვრება.

9. ყოველი დაწესებული საქმიანობა საბოლოო განთავისუფლებისთვის არის განკუთვნილი. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა შესრულდეს მატერიალური მონაპოვრისთვის. უფრო მეტიც, ბრძენების აზრით, უმაღლესი დაწესებული სამსახურით დაკავებულმა პიროვნებამ არასოდეს უნდა გამოიყენოს მატერიალური მონაპოვარი გრძნობათა დაკმაყოფილების გასაზრდელად.

10. ადამიანის სურვილები არასოდეს არ უნდა იყოს გრძნობათა დაკმაყოფილებისაკენ მიმართული. მან მხოლოდ ჯანმრთელი ცხოვრება უნდა ისურვოს, რადგან ადამიანის დანიშნულება აბსოლუტური ჭეშმარიტების შესახებ კითხვაა. სხვა არაფერი უნდა იყოს მისი შრომის მიზანი.

11. სწავლული ტრანსცენდენტალისტები, რომლებიც აბსოლუტურ ჭეშმარიტებას იცნობენ, ამ არაორმაგ სუბსტანციას უწოდებენ ბრაჰმანს, პარამატმასა და ბჰაგავანს.

12. სერიოზული ცნობისმოყვარე მოსწავლე ან ბრძენი, რომელიც კარგადაა აღჭურვილი ცოდნითა და განჯაჭვულობით, Vედანტა-შრუტიდან მოსმენილის საფუძველზე შესრულებული ერთგული სამსახურით შეიცნობს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას.

13. ო საუკეთესოვ ორგზისშობილთა შორის, ამიტომ დაასკვნეს, რომ ღმრთეების პიროვნების დაკმაყოფილება უმაღლესი სრულყოფილებაა, რომელიც საკუთარი სასტისა და საფეხურისთვის დაწესებული მოვალეობების შესრულებით მიიღწევა.

14. ამიტომ ადამიანმა მუდამ განუხრელი ყურადღებით უნდა ისმინოს, ადიდოს, მოიგონოს და თაყვანი სცეს ღმრთეების პიროვნებას, ერთგულთა მფარველს.

15. ღმრთეების პიროვნების მოგონებით გონიერი ხალხი ხმლით ჭრის კარმის [საპასუხო შედეგების მქონე შრომის] ჩახლართულ კვანძებს. მაშ, ვინ არ დაუგდებს ყურს მის ეპისტოლეებს?

16. ო ორგზისშობილო ბრძენებო, დიდი სიკეთეა მანკიერებისაგან სრულიად განწმენდილ ერთგულთა სამსახური. ასეთი სამსახურით ადამიანს ვასუდევას ეპისტოლეთა მოსმენის წადილი უჩნდება.

17. შრი კრშნა, ღმრთეების პიროვნება, ყველას გულში მყოფი პარამატმა და გულმართალი ერთგულის კეთილისმყოფელი, მატერიალური განცხრომის სურვილისგან წმენდს იმ ერთგულის გულს, რომელმაც მისი ეპისტოლეების მოსმენის წადილი განივითარა, რომლებიც თავისთავად სათნოა, როდესაც მათ ჯეროვნად ისმენენ და გალობენ.

18. “ბჰაგავატამის” გაკვეთილებზე რეგულარული დასწრებითა და წმინდა ერთგულის მსახურებით თითქმის ბოლომდე ისპობა ყველაფერი, რაც მღელვარებას აყენებს გულს, და შეუქცევადი ხდება სასიყვარულო სამსახური ღმრთეების პიროვნებისა, რომელსაც ტრანსცენდენტული საგალობლებით ადიდებენ.

19. როგორც კი გულში ურყევი სასიყვარულო სამსახური მტკიცდება, ვნებისა და უმეცრების ბუნების მოდუსების ზეგავლენის შედეგები, როგორიც არის ვნება, სურვილი და ლტოლვა, ქრება გულიდან. მაშინ ერთგული სათნოებაში მტკიცდება და სრულიად ბედნიერი ხდება.

20. წმინდა სათნოებაში ასე განმტკიცებული, ადამიანი, რომლის ჭკუაც უფლის ერთგულ სამსახურთან კავშირის შედეგად იქნა გამოცოცხლებული, ყოველგვარი მატერიალური ურთიერთობისგან თავისუფალ საფეხურზე, ღმრთეების პიროვნების შესახებ დადებით მეცნიერულ ცოდნას იძენს.

21. ასე იკვეთება გულის კვანძი და ნაკუწ-ნაკუწ იჭრება ყოველი ეჭვი. როდესაც ცოცხალი არსება ხედავს, რომ სულია მბრძანებელი, კარმიული საქმიანობების ჯაჭვი წყდება.

22. ამიტომ უდავოა, რომ უხსოვარი დროიდან ყოველი ტრანსცენდენტალისტი დიდი სიხარულით, ერთგულად ემსახურება უფალ კრშნას, ღმრთეების უზენაეს პიროვნებას, რადგან ასეთი სამსახური სულს აცოცხლებს.

23. ღმრთეების ტრანსცენდენტული პიროვნება არაუშუალოდ არის დაკავშირებული მატერიალური ბუნების სამ მოდუსთან, სახელდობრ, ვნებას, სათნოებასა და უმეცრებასთან. მატერიალური სამყაროს შექმნის, არსებობის შენარჩუნებისა და განადგურებისთვის იგი ბრაჰმას, ვიშნუსა და შივას სამ თვისობრივ ფორმას ღებულობს. ამ სამიდან ადამიანებს საბოლოო სიკეთის მიღება ვიშნუს, სათნოების თვისებების ფორმისაგან შეუძლიათ.

24. შეშა სახეშეცვლილი მიწაა, მაგრამ კვამლი ნედლ შეშას სჯობია. ცეცხლი კი ამაზე უკეთესია, რადგან მისი წყალობით მაღალი ცოდნის სარგებლობის მოპოვება შეიძლება [ვედური მსხვერპლშეწირვებით]. ამის მსგავსად, ვნება [რაჯასი] უმეცრებას [ტამასს] სჯობია, მაგრამ სათნნოება [სატტვა] ყველაზე უკეთესია, რადგან სათნოებით აბსოლუტური ჭეშმარიტების შეცნობა შეიძლება.

25. წარსულში ყოველი დიდი ბრძენი ღმრთეების პიროვნებას ემსახურებოდა, რადგან იგი მატერიალური ბუნების სამ მოდუსზე მაღლა დგას. ისინი თაყვანს სცემდნენ მას, რათა თავი დაეღწიათ მატერიალური პირობებისგან და ამით საბოლოო სიკეთე მიეღოთ. ამ დიდი ავტორიტეტების მიმდევარიც ღირსია მატერიალური სამყაროდან განთავისუფლებისა.

26. განთავისუფლების მსურველებს, როგორც წესი, არავისი შურთ და პატივს სცემენ ყველას, მაგრამ ისინი მაინც უარს ამბობენ ნახევარღმერთების საშინელ და შემზარავ ფორმებზე და ყოვლადნეტარი ვიშნუს ფორმებსა და მის სრულ ნაწილებს სცემენ თაყვანს.

27. ვნებისა და უმეცრების მოდუსებში მყოფნი თაყვანს სცემენ წინაპრებს, დანარჩენ ცოცხალ არსებებსა და ნახევარღმერთებს, რომლებიც კოსმიურ მოვლენებს განაგებენ, რადგან ქალების, ქონების, ძალაუფლებისა და შთამომავლობის მოპოვების მატერიალური სურვილები ამოძრავებთ.

28-29. განდობილ წერილებში ცოდნის საბოლოო მიზანი არის შრი კრშნა, ღმრთეების პიროვნება. მსხვერპლშეწირვის შესრულების მიზანს მისი დაკმაყოფილება წარმოადგენს. იოგა მისი შეცნობისთვის არის განკუთვნილი. ყოველი კარმიული საქმიანობის შედეგებს საბოლოო ჯამში მხოლოდ იგი იძლევა. იგია უმაღლესი ცოდნა და ყოველი მკაცრი ასკეზა მის შესაცნობად სრულდება. რელიგია [დჰარმა] მისი სასიყვარულო სამსახური გახლავთ. იგია სიცოცხლის უმაღლესი მიზანი.

30. მატერიალური სამყაროს შექმნის დაწყებისას ღმრთეების ამ აბსოლუტურმა პიროვნებამ [ვასუდევამ] საკუთარი შინაგანი ენერგიით ტრანსცენდენტული მდგომარეობიდან შექმნა მიზეზისა და შედეგის ენერგიები.

31. მატერიალური სუბსტანციის შექმნის შემდეგ უფალი [ვასუდევა] ავრცელებს თავს და შედის მასში. და თუმცა იგი მატერიალური ბუნების მოდუსებში იმყოფება და ერთ-ერთ შექმნილ არსებას ჰგავს, თავის ტრანსცენდენტალ მდგომარეობაში ყოველთვის სრულიად გასხივოსნებულია.

32. ზესულის სახით უფალი ყველაფერს განმსჭვალავს, როგორც ცეცხლი შედის ყველაფერში. ამრიგად, უფალი მრავალსახოვანი ჩანს, თუმცა აბსოლუტურად ერთი და განუმეორებელია.

33. ზესული მატერიალური ბუნების მოდუსების ზეგავლენის ქვეშ მყოფი შექმნილი არსებების სხეულებში შედის და ნატიფი ჭკუის საშუალებით ამ მოდუსთა შედეგებით ტკბობას აიძულებს მათ.

34. ამრიგად, სამყაროთა უფალი ასულდგმულებს ნახევარღმერთებით, ადამიანებითა და დაბალი ცხოველებით დასახლებულ ყოველ პლანეტას. ღებულობს რა ინკარნაციათა სახეებს, იგი წმინდა სათნოებაში მყოფთა მოსახმობად გართობებს ასრულებს.



გაგრძელება იქნება...


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Fee
post Apr 17 2010, 01:32 PM
Post #32


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 737
Joined: 2-March 10
Member No.: 6,165

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(atman @ 17th April 2010 - 06:13 AM) *
ძირითადად მე ვთარგმნი. რა ლინკს გულისხმობ?

მართლმადიდებლურ ფორუმზე შენს თემას ვგულისხმობ smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Apr 17 2010, 01:49 PM
Post #33


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Fee
QUOTE(dunduri @ 17th April 2010 - 01:32 PM) *
მართლმადიდებლურ ფორუმზე შენს თემას ვგულისხმობ




ააა ხო! მანდ ახიმსას ვქადაგებ! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Apr 17 2010, 02:48 PM
Post #34


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა






ვედური ნუმეროლოგია:
(აუდიოლექციები რუსულ ენაზე)


Значения чисел в мироздании. л.1
http://www.zdorovyimir.com/audio/radio/Lal...007.12.05_i.mp3

Качества Солнца и числа "1". л.2
http://www.zdorovyimir.com/audio/radio/Lal...007.12.12_i.mp3

Качества Луны и числа "2". л.3
http://www.zdorovyimir.com/audio/radio/Lal...007.12.19_i.mp3

Качества Юпитера и числа "3". л.4
http://www.zdorovyimir.com/audio/radio/Lal...007.12.26_i.mp3

Качества Раху и числа "4". л.5
http://www.zdorovyimir.com/audio/radio/Lal...008.01.09_i.mp3

Качества Меркурия и числа "5". л.6
http://www.zdorovyimir.com/audio/radio/Lal...008.01.16_i.mp3

Качества Венера и числа "6". л.7
http://www.zdorovyimir.com/audio/radio/Lal...008.01.21_i.mp3

Качества Кету и числа "7". л.8
http://www.zdorovyimir.com/audio/radio/Lal...008.02.04_i.mp3

Качества Сатурна и числа "8". л.9
http://www.zdorovyimir.com/audio/radio/Lal...008.02.11_i.mp3

Качества Марса и числа "9". л.10
http://www.zdorovyimir.com/audio/radio/Lal...008.02.18_i.mp3


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
parsmani
post Apr 17 2010, 04:07 PM
Post #35


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 180
Joined: 20-February 10
From: TIFLIS
Member No.: 6,155

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(Atman @ Apr 17 2010, 01:49 PM) *
Fee
ააა ხო! მანდ ახიმსას ვქადაგებ! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ატმან რასერჩი მაგ ხალხს მართლა სანამ კოცონზე არდაგწვავენ არმოისვენებ რა biggrin.gif
მეც ეხა ამ შენ ვედების დიდად არმჯერა მარა ვხედავ კაცი წვალობ თარგმნი,ეძებ , პოულობ,სიამოვნებით იძლევი რჩევებს , რაღაც მომწონს რაღაც არა ,ნუ კაროჩე რა....
მარა იქ ზოგი ისეთი კაზიოლია რომ ქრისტე სანამ არჩამოვა და არეტყვის რომ ეს ასეაო არდაიჯერებს და აზრი არააქვს biggrin.gif დაგწვავენ ეგენი შენ კოცონზე biggrin.gif biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Apr 17 2010, 05:16 PM
Post #36


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



parsmani
QUOTE(parsmani @ 17th April 2010 - 04:07 PM) *
ატმან რასერჩი მაგ ხალხს მართლა სანამ კოცონზე არდაგწვავენ არმოისვენებ რა
მეც ეხა ამ შენ ვედების დიდად არმჯერა მარა ვხედავ კაცი წვალობ თარგმნი,ეძებ , პოულობ,სიამოვნებით იძლევი რჩევებს , რაღაც მომწონს რაღაც არა ,ნუ კაროჩე რა....
მარა იქ ზოგი ისეთი კაზიოლია რომ ქრისტე სანამ არჩამოვა და არეტყვის რომ ეს ასეაო არდაიჯერებს და აზრი არააქვს დაგწვავენ ეგენი შენ კოცონზე


ქრისტეც არ ჩამოსულა იმ იმედით ყველას გავანთავისუფლებო. ერთი კაციც რომ გახდეს მანდ ვეგეტარიანელი ჩემი პოსტების გამო ღირს მაგისთვის ჩემი წვალება... 99% რომ ვერ მიხვდება მაგდენს კი ვიცი მეც biggrin.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Apr 18 2010, 11:32 AM
Post #37


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვაგრძელებ "შრიმად ბჰაგავატამს"





თავი მესამე
კრშნა ყოველი ინკარნაციის წყაროა


1. სუტამ თქვა: სამყაროს შექმნის დასაწყისში უფალი თავიდან პურუშა ინკარნაციის სახით გავრცელდა სამყაროსეულ ფორმაში და გამოავლინა მატერიალური სამყაროს შექმნისთვის საჭირო ყოველი ელემენტი. ამრიგად, პირველად მატერიალური ქმედების თექვსმეტი პრინციპი შეიქმნა. ამის მიზანი მატერიალური სამყაროს შექმნა იყო.

2. პურუშას ნაწილი წევს სამყაროს წყალში, მისი ჭიპიდან იზრდება ლოტოსის ღერო, ღეროს თავზე ყოფი ყვავილიდან კი ვლინდება ბრაჰმა, სამყაროს ყოველი შემოქმედის მეუფე.

3. ითვლება, რომ სამყაროს ყოველი პლანეტარული სისტემა პურუშას ვრცელ სხეულზეა განლაგებული, მაგრამ მას არაფერი ესაქმება შექმნილ მატერიალურ ინგრედიენტებთან. მისი სხეული მარად სულიერ ყოფიერებაშია.

4. ერთგულები თავიანთი სრულყოფილი თვალებით ხედავენ პურუშას ტრანსცენდენტალ ფორმას, რომელსაც ათასობით ფეხი, ბარძაყი, ხელი და სახე აქვს და მათგან ყველა არაჩვეულებრივია. ამ სხეულს აქვს ათასობით თავი, ყური, თვალი და ცხვირი. ისინი მორთულია ათასობით მუზარადითა და მოელვარე საყურეებით და ყვავილწნულებით არის შემკული.

5. ეს ფორმა [პურუშას მეორე გამოვლინება] სამყაროში არსებული მრავალგვარი ინკარნაციების წყარო და ურღვევი თესლია. ამ ფორმის ნაწილაკებისა და ნაწილებისაგან იქმნება სხვადასხვა ცოცხალი არსებები, როგორებიც არიან ნახევარღმერთები, ადამიანები და სხვ.

6. უპირველეს ყოვლისა, სამყაროს დასაწყისში, გაჩნდა ბრაჰმას ოთხი დაუქორწინებელი ვაჟიშვილი [კუმარები], მათ უბიწოების აღთქმა ჰქონდათ დადებული და აბსოლუტური ჭეშმარიტების შესაცნობად მკაცრ ასკეზებს ასრულებდნენ.

7. ყოველი მსხვერპლშეწირვის უზენაესი განმცხრომელი მოევლინა ტახის ინკარნაციის [მეორე ინკარნაციის] სახით და დედამიწის სასიკეთოდ სამყაროს დაბალი ნაწილებიდან ამოიყვანა იგი (დედამიწა).

8. რშების ეპოქაში ღმრთეების პიროვნება მოევლინა მესამე უფლებამოსილი ინკარნაციის, დევარში ნარადას სახით, რომელიც დიდი ბრძენია ნახევარღმერთთა შორის. მან თავი მოუყარა ვედების განმარტებებს, რომლებიც ერთგულ სამსახურს ეხება და უანგარო შრომას მოუწოდებს.

9. მეოთხე ინკარნაციაში უფალი გახდა ნარა და ნარაიანა, მეფე დჰარმას ცოლის ტყუპი ვაჟები. ამრიგად, გრძნობათა კონტროლისათვის მან მკაცრი და სამაგალითო ეპითემიები გაიარა.

10. მეხუთე ინკარნაცია, სახელად კაპილა, საუკეთესოა სრულყოფილ არსებათა შორის. მან ასური ბრაჰმანს სამყაროს ელემენტები და მეტაფიზიკა განუმარტა, რადგან დროთა განმავლობაში ეს ცოდნა დაკარგული იყო.

11. პურუშას მეექვსე ინკარნაცია იყო ბრძენი ატრის შვილი. იგი დაიბადა ანასუიას მუცლიდან, რომელიც ინკარნაციის მოვლინებისათვის ლოცულობდა. მან ტრანსცენდენციის შესახებ უამბო ალარკას, პრაჰლადასა და სხვებს [იადუს, ჰაიჰაიასა და ა.შ.].

12. მეშვიდე ინკარნაცია იყო იაჯნა, პრაჯაპატი რუჩისა და მისი ცოლის, აკუტის ვაჟიშვილი. იგი სვაიამბჰუვა მანუს შეცვლის დროს იყო განმგებელი დამ ას ეხმარებოდნენ ნახევარღმერთები, რომელთა შორისაც მისი შვილი იამა იყო.

13. მერვე ინკარნაცია იყო მეფე რშაბჰა, მეფე ნაბჰისა და მისი ცოლის, მერუდევის შვილი. ამ ინკარნაციაში უფალმა აჩვენა სრულყოფილების გზა, რომელსაც მიჰყვებიან ისინი, ვინც სრულ ცონტროლს უწევენ გრძნობებს და პატივცემულნი არიან ყოველი ფენის მიერ.

14. ო ბრაჰმანებო, მეცხრე ინკარნაციაში, ისმინა რა ბრძენების ვედრება, უფალმა მიიღო მეფის [პრთჰუს] სხეული, რომელმაც მიწა დაამუშავა, რათა ათასგვარი მოსავალი აერო, და ამის წყალობით დედამიწა მშვენიერი და მიმზიდველი გახდა.

15. როდესაც ჩაკშუშა მანუს პერიოდის შემდეგ სრული წარღვნა მოხდა და მთელი სამყარო წყალში ჩაიძირა, უფალმა თევზის ფორმა მიიღო და გადაარჩინა ვაივასვატა მანუ, ჰყავდა რა იგი ნავში.

16. უფლის მეთერთმეტე ინკარნაციამ კუს სახე მიიღო, მისი ბაკანი საყრდენი იყო მთა მანდარაჩალასთვის, რომელსაც სამყაროს თეისტები და ათეისტები სადღვებელად იყენებდნენ.

17. მეთორმეტე ინკარნაციაში უფალი დჰანვანტარის სახით მოევლინა, მეცამეტე ინკარნაციაში კი ქალის მომხიბვლელი სილამაზით აცდუნა ათეისტები და ნექტარი ნახევარღმერთებს გადასცა დასალევად.

18. მეთოთხმეტე ინკარნაციაში უფალი მოევლინა ნრსიმჰას სახით და ფრჩხილებით გაგლიჯა ათეისტი ჰირანიაკაშიპუს ძლიერი სხეული, როგორც ხურო ხლეჩს ლერწამს.

19. მეთხუთმეტე ინკარნაციაში უფალმა მიიღო ჯუჯა ბრაჰმანის [ვამანას] სახე და მაჰარაჯა ბალის მსხვერპლშეწირვის ადგილს ეწვია. თუმცა გულში სამი პლანეტარული სისტემისგან შემდგარი სამეფოს დაბრუნება სურდა, მხოლოდ სამი ნაბიჯი მიწა სთხოვა.

20. ღმრთეების მეთექვსმეტე ინკარნაციაში უფალმა [როგორც ბჰრგუპატიმ] ოცდაერთჯერ გაანადგურა მმართველთა კლასი [კშატრიები], განრისხებული იყო რა მათზე ბრაჰმანების [გონიერი კლასის] წინააღმდეგ მათი აჯანყების გამო.

21. ამის შემდეგ ღმრთეების მეჩვიდმეტე ინკარნაციაში, პარაშარა მუნისგან სატიავატის მუცლიდან მოევლინა შრი ვიასადევა და იხილა რა, რომ ხალხი ნაკლებად გონიერი იყო, ერთი ვედა რამოდენიმე განაყოფად და ქვეგანაყოფად დაყო.

22. მეთვრამეტე ინკარნაციაში უფალი მოევლინა მეფე რამას სახით. ნახევარღმერთების სასიამოვნოდ მან ზეადამიანური ძალა გამოავლინა: დაიმორჩილა ინდოეთის ოკეანე და მოკლა ათეისტი მეფე რავანა, რომელიც ზღვის მეორე ნაპირას ცხოვრობდა.

23. მეცხრამეტე და მეოცე ინკარნაციებში უფალი თავად მოევლინა ვრშნის ოჯახში [იადუს დინასტიაში] უფალი ბალარამასა და უფალი კრშნას სახით და ამით სამყაროს ტვირთი მოაცილა.

24. შემდეგ კალი იუგის დასაწყისში, უფალი მოევლინება უფალი ბუდას, ანჯანას შვილის სახით, გაიას პროვინციაში [ბიჰარი], რათა შეცდომაში შეიყვანოს მორწმუნეებისადმი შურიანად განწყობილი ხალხი.

25. ამის შემდეგ, ორი იუგას შეერთების დროს, სამყაროს უფალი დაიბადება ინკარნაცია კალკის სახით და გახდება ვიშნუ იაშას შვილი. ამ დროს დედამიწის მმართველები მძარცველებად იქნებიან გადაგვარებული.

26. ო ბრაჰმანებო, უშრეტი წყაროდან მომავალი ნაკადულების მსგავსად ურიცხვია უფლის ინკარნაციებიც.

27. ყოველი რში, მანუ, ნახევარღმერთი და მანუს შთამომავალი, რომელიც განსაკუთრებული ძალით გამოირჩევა, უფლის სრული ნაწილი ან სრული ნაწილების ნაწილია. მათ რიცხვში შედიან პრაჯაპატებიც.

28. ყოველი ზემოხსენებული ინკარნაცია ან უფლის სრული ნაწილია, ან სრული ნაწილების ნაწილი, მაგრამ უფალი შრი კრშნა ღმრთეების თავდაპირველი პიროვნება გახლავთ. ყოველი მათგანი პლანეტებზე მაშინ ევლინება, როდესაც ათეისტები არეულობას ქმნიან. უფალი თეისტების დასაცავად ჩამოდის..

29. ვინც ყურადღებით, დილას და საღამოს, ერთგულებით კითხულობს მოთხრობებს უფლის იდუმალი მოვლინებების შესახებ, სიცოცხლის ყოველი გაჭირვებისგან თავისუფლდება.

30. კონცეფცია უფლის სამყაროსეული ფორმისა, ვირატ-რუპასი, რომელიც მატერიალურ სამყაროში ვლინდება, წარმოსახვითია. მისი დანიშნულებაა, შეაჩვიოს ნაკლებად გონიერები [ნეოფიტები] იმ აზრს, რომ უფალს ფორმა აქვს. მაგრამ სინამდვილეში უფალს მატერიალური ფორმა არ გააჩნია.

31. .ჰაერი ღრუბლებსა და მტვერს დაატარებს, მაგრამ ნაკლებად გონიერი ხალხი ამბობს, ცა ღრუბლიანია და ჰაერი – ჭუჭყიანიო. ისინი სულსაც მატერიალურ სხეულისეულ კონცეფციას მიაწერენ.

32. ფორმის ამ უხეშ კონცეფციის მიღმა არსებობს ფორმის სხვა, ნატიფი კონცეფციაც, რომელსაც გარეგნული მოხაზულობა არ გააჩნია, იგი უხილავი, გაუგონარი და გამოუვლენელია. ცოცხალ არსებას ამ სინატიფის მიღმა არსებული თავისი ფორმა ახასიათებს, სხვაგვარად ხელახლა დაბადებას ვერ შეძლებდა.

33. როდესაც თვითშემეცნების საფუძველზე პიროვნება გრძნობს, რომ უხეშსა და ნატიფ სხეულებს არაფერი აქვს საერთო წმინდა სულტან, ამ დროს იგი საკუთარ თავსაც ხედავს და უფალსაც.

34. თუკი ილუზორული ენერგია დაცხრება და უფლის წყალობით ცოცხალი არსება სრულ ცოდნას მიიღებს, მაშინ უმალვე გასხივოსნდება თვითშემეცნებით და საკუთარ დიდებაში განმტკიცდება.

35. ასე აღწერს სწავლული ხალხი არშობილისა და უმოქმედოს დაბადებებსა და საქმიანობებს, რომელთა აღმოჩენაც ვედურ ლიტერატურაშიც კი არ შეიძლება. იგია გულის უფალი.

36. უფალი, რომლის საქმიანობებიც ყოველთვის უნაკლოა, ექვსი გრძნობის მბრძანებელია და სრულიად ფლობს ექვს სიდიადეს. იგი გამოვლენილ სამყაროებს ქმნის, არსებობას უნარჩუნებს და ანადგურებს, ისე, რომ ეს ოდნავაც არ მოქმედებს მასზე. იგი ყოველ ცოცხალ არსებაში იმყოფება და ყოველთვის დამოუკიდებელია.

37. მცირე ცოდნის მქონე სულელს არ შეუძლია უფლის ფორმების, სახელებისა და საქმიანობების ტრანსცენდენტული ბუნების გაგება, რომელიც მსახიობივით თამაშობს სცენაზე. არც მათი გამოხატვა შეუძლიათ მსჯელობებითა თუ სიტყვებით.

38. მხოლოდ მათ, ვინც უსიტყვოდ, შეუჩერებლად, კეთილგანწყობით ემსახურებიან უფალი კრშნას ლოტოსის ტერფებს, რომელსაც ხელში ეტლის ბორბალი უჭირავს, შეუძლიათ შეიცნონ სამყაროს შემოქმედი მის სრულ დიდებაში, ძალასა და ტრანსცენდენციაში.

39. მხოლოდ ასეთი კითხვებით შეიძლება ამ სამყაროში წარმატების მიღწევა და ყველაფრის გაცნობიერება, რადგან ასეთი კითხვები აღვიძებს ტრანსცენდენტალ ექსტაზურ სიყვარულს ღმრთეების პიროვნებისა, რომელსაც ყოველი სამყარო ეკუთვნის და რომელიც საიმედოდ იცავს დაბადებისა და სიკვდილის საშინელი გამეორებისაგან.

40. ეს “შრიმად-ბჰაგავატამი” ღმერთის ლიტერატურულ ინკარნაციას წარმოადგენს და შრილა ვიასადევას, ღმერთის ინკარნაციის მიერ არის შედგენილი. იგი მთელი ხალხის უმაღლესი სიკეთისთვის არის განკუთვნილი და ყოვლად წარმატებული, ყოვლად ნეტარი და ყოვლად სრულყოფილია.

41. მთელი ვედური ლიტერატურისა და სამყაროს ისტორიებიდან ნაღების მოხდის შემდეგ შრი ვიასადევამ იგი თავის შვილს გადასცა, რომელიც ყველაზე პატივცემულია თვითშეცნობილთა შორის.

42. თავის მხრივ, შუკადევა გოსვამიმ, ვიასადევას შვილმა, “ბჰაგავატამი” დიდ იმპერატორ პარიკშიტს გადასცა, რომელიც სიკვდილის მოლოდინში დიადი ბრძენების გარემოცვაში იჯდა განგის ნაპირას, ისე, რომ საჭმელსა და სასმელს არ იღებდა.

43. ეს “ბჰაგავატა პურანა” მზესავით ბრწყინავს და იგი ამოვიდა, როგორც კი უფალი კრშნა თავის სავანეში გაემგზავრა, რელიგიის, ცოდნისა და სხვ. თანხლებით. კალის ეპოქის წყვდიადის გამო მხედველობაწართმეულნი, სინათლეს მიიღებენ ამ პურანისგან.

44. ო სწავლულო ბრაჰმანებო, როდესაც შუკადევა გოსვამი იქ “ბჰაგავატამს” ყვებოდა [იმპერატორ პარიკშატის თანდასწრებით], მე დაუცხრომელი ყურადღებით ვუსმენდი და ამრიგად, ამ დიადი და ძლევამოსილი ბრძენისაგან მისი წყალობით “ბჰაგავატამი” შევისწავლე. ახლა შევეცდები გადმოგცეთ იგივე, რაც მოვისმინე და გავიგე.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
parsmani
post Apr 18 2010, 06:38 PM
Post #38


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 180
Joined: 20-February 10
From: TIFLIS
Member No.: 6,155

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman შენი აზრი მაინტერესებს,აი ვხედავ შრომობ ,თარგმნი ,ეძებ,გჯერავს თან აბა ისე ხომ არ გვიქადაგებ ხო? გწამს იასნია, ეხა სიტყვაზე ავიღოთ მე როწავიკითხო ეს შენი ნაწერები ყველაფერი( შენი ხათრით მაინც ,ამდენს შრომობ კაცი) და არვარ ძლიერი რწმენაში,მარა როგორც შემიძლია ვცხოვრობ მართლმადიდებლურად,და ამითი ბევრ ცოდვაზე უარს ვამბობ, წავიკითხე რა ეს შენი ნაწერები და ავიჭერი,რწმენა შემერყა,დავფიქრდი და ეჭვი შემეპარა რაღაც რაღაცეებში, აქედან გამომდინარე ვეღარშევიკავე თავი და ვცოდე რწმენაშერყეულმა,მაინტერესებ
ჩემთან ერთად შენც ხომარმოგეთხოვება ამ ცოდვებზე? რომლებიც მე ჩავიდინე. ამას ატმან შენ როგორუყურებ?
Go to the top of the page
 
+Quote Post
moonbayer
post Apr 18 2010, 08:22 PM
Post #39


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 731
Joined: 6-September 09
Member No.: 6,025

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(parsmani @ 18th April 2010 - 06:38 PM) *
რწმენაშერყეულმა,მაინტერესებ

�� ჩემთან ერთად შენც ხომარმოგეთხოვება ამ ცოდვებზე? რომლებიც მე ჩავიდინე. ამას ატმან შენ როგორუყურებ?

biggrin.gif


--------------------
ძალიან საინტერესოა, ძალიან!!

იმეგობრე შენს სიზმრებთან!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Apr 18 2010, 08:55 PM
Post #40


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



parsmani
QUOTE(parsmani @ 18th April 2010 - 06:38 PM) *
Atman შენი აზრი მაინტერესებს,აი ვხედავ შრომობ ,თარგმნი ,ეძებ,გჯერავს თან აბა ისე ხომ არ გვიქადაგებ ხო? გწამს იასნია, ეხა სიტყვაზე ავიღოთ მე როწავიკითხო ეს შენი ნაწერები ყველაფერი( შენი ხათრით მაინც ,ამდენს შრომობ კაცი) და არვარ ძლიერი რწმენაში,მარა როგორც შემიძლია ვცხოვრობ მართლმადიდებლურად,და ამითი ბევრ ცოდვაზე უარს ვამბობ, წავიკითხე რა ეს შენი ნაწერები და ავიჭერი,რწმენა შემერყა,დავფიქრდი და ეჭვი შემეპარა რაღაც რაღაცეებში, აქედან გამომდინარე ვეღარშევიკავე თავი და ვცოდე რწმენაშერყეულმა,მაინტერესებ

�� ჩემთან ერთად შენც ხომარმოგეთხოვება ამ ცოდვებზე? რომლებიც მე ჩავიდინე. ამას ატმან შენ როგორუყურებ?



მე ჭეშმარიტ მართლმადიდებლებს არ ვუქადაგებ, ჯერ ერთი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი არც წაიკითხავს ამას, იმიტომ რომ აკრძალული ექნებათ მოძღვრისაგან. ერთ-ერთი დიდი წმინდანი ამ მოძღვრებაში ამბობდა, რომ არ უნდა ვუქადაგოთ იმათ, ვისაც სწამთ ღმერთის გულწრფელად, ამა თუ იმ რელიგიაში. ჩემგან შეგიძლია ის აიღო, რაც ცოდნას ეხება და არა რწმენას, და რაც შენივე რწმენაში გაგაძლიერებს... ამ ყველაფერს თუ წაიკითხავ არა მგონია სცოდო, პირიქით, ღმერთის სიყვარულისკენ გიბიძგებს, უბრალოდ იქ, სადაც ამ ტექსტებში კრშნა, ვიშნუ ან ღმერთის სხვა რომელიმე სახელი წერია, შენ ქრისტე იგულისხმე. ქრისტე ამ გზას გვასწავლიდა, მაგრამ მოვიდა ძირითადად უმეცარ ხალხთან საქადაგებლად და ვერ ეტყოდა ცისას, როცა არ იცოდნენ მიწისა. ახლა კი საბედნიეროდ ცოდნა გაიხსნა, მთავარია დაინახო. მე დავინახე და მჯერა, იმიტომ რომ თუ ჩაუღრმავდები ამ ყველაფერს, გამორიცხულია არ დაიჯეო, ყველაფერი ერთიანდება აქ. ეს არის მოძღვრება ცაზე, უზენაეს ღმერთზე, "მამაზე", რომელიც პიროვნული სახით არსად არ ჩანს ბიბლიაში.

არ მინდა შენი რწმენაში შერყევის მიზეზი გავხდე. მიყევი ქრისტეს გზას, აქედან კი აიღე ის რაც დაგეხმარება. ცოტა ხანში მაგარ ტექსტებს დავდებ კიდევ, მაგალითად უდიდესი ბრძენის და წმინდანის, ნარადას ცხოვრების შესახებ და ნახავ თუ განსხვავდება დიდად ჭეშმარიტი ქრისტიანობისგან.

სიმართლე გითხრა ქრისტეს კარგად გაგებაში სწორედ ვედები დამეხმარა.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post

13 Pages V  < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 06:56 PM