Help - Search - Members - Calendar
Full Version: ა დ ა მ ი ა ნ ი
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > პიროვნებები, გაერთიანებები, სწავლებები
Pages: 1, 2, 3
TeO
gossip.gif
ჩვენ ვწერთ ღმერთზე... და მე მგონი ასევე კარგი იქნება დავწეროთ ა დ ა მ ი ა ნ ზ ე !

(ბოლოს და ბოლოს ჩვენც ხომ ადამიანები ვართ და ალბად უფრო ადვილი იქნება საკუთარ თავზე მსჯელობა და ამაში გარკვევა (ან პირიქით!)
:
unsure.gif

ცოტაოდენი გამონათქვამები სხვა ადამიანების smile.gif :

***
ადამიანი არის არა ის, რაც არის, არამედ ის, რასაც აკეთებს
სარტრი


***
ქვეყნად ადამიანი არ მოიპოვება, რომ თავისუფლება არ უყვარდეს, ოღონდ სამართლიან ადამიანს ყველასათვის უნდა თავისუფლება, უსამართლოს კი -მარტო თავისთვის
ბერნე


***
ადამიანმა ცუდი მოსავლის შემთხვევაშიც კი ისევ უნდა დათესოს
ეპიკურე

თქვენ მოსაზრებებს ადამიანზე ველოდები მოუთმენლად!!!!!!!!!!!!!!!!!! yes.gif
TeO
*
Посвященные знают, что человек сравним с Царством, жители которого -- его собственные Клеточки, с царством, в котором он -- король. К сожалению, в большинстве случаев мы имеем дело с королем, лишенным трона, так как он был свержен своим населением, потому что он не умел мудро управлять. Он не понял, что надо было бы воспитать свои клеточки, чтобы все они могли корректно выполнять свою задачу. Вместо того, чтобы соблюдать свою роль монарха, он был занят тем, что бегал в поисках разнообразных удовольствий, и ему совершенно не оставалось времени, чтобы снизойти до Нужд своего народа. В то время, как он отдавался своей бесполезной и даже преступной деятельности, его окружение, ничего этого не замечая, было в состоянии восхищения им, но его собственные клеточки выжидали только удобного случая, ибо он не мог спрятаться от них, и однажды они свергли своего недостойного правителя.

Наши клеточки живые, разумные, и они наблюдают за нами, всегда связаны с нами: мы не можем убежать от их наблюдения. Малейшие наши ошибки, малейшие хитрости регистрируются в них и через некоторое время они следуют нашему примеру. Они говорят себе: "Пойдем, выпьем и поедим, займемся разрушениями:
наш хозяин такой же, как мы, а мы такие же, как он!" Вот что не знают люди: наши клеточки следуют нашему примеру.
Прежде чем заниматься воспитанием других, каждый должен быть педагогом у своих собственных клеточек, зная, что народ, которому король дает плохой пример, имитирует его, а затем и свергнет его, тогда как, если король дает пример доброты, благородства, честности, имитирующие его клеточки делают все, чтобы его поддержать, становятся столь послушными, столь излучающими, что это излучение проявляется даже вовне. Это излучение, эти эманации действует на людей, на животных и даже на растения.
То, что человек создал внутренне своей работой, своими медитациями, своей чистотой, отражается прежде всего внутренне: на его собственных клеточках, и только потом эти создания выходят из него, чтобы влиять на других. Если вы не знаете этого закона, вы никогда не достигнете никаких истинных реализации, так как прежде всего внутренне что-то должно быть создано и организовано, чтобы конкретизироваться затем на физическом плане.
Не думайте, что только другим вы даете хороший или плохой пример. Нет, вы его даете прежде всего вашим клеточкам, и когда они видят, что вы живете анархично, они тоже проявляют себя в анархическом беспорядке, и невозможно заставить их подчиняться. В тот момент, когда вы хотите ими управлять, они вас не слушают, и вы перестаете владеть вашей чувственностью, злобой, вашим обжорством..., тогда как, если вы преуспели в том, чтобы достигнуть доверия ваших клеточек, вы можете проявлять большую власть над ними: если вам приходится быть в плохом состоянии духа, то через несколько минут концентрации они вам уже подчиняются, и вы возвращаете себе покой и свет.

Следовательно, если вплоть до сегодняшнего дня вы дали досадный пример вашим клеточкам, то отныне надо показывать им свое лучшее поведение, лучшую манеру приспосабливаться к жизни, и клеточки примут эти изменения во внимание и опять они будут вас имитировать.
Alpha
ჩემი აზრით ადამიანი არის არასრულყოფილი ღმერთი
ჩვენ ყველანი გამოვედით ღმერთისგან და ისევ მასში დავბრუნდებით, გავხდებით ღმერთი. smile.gif
TeO
ა დ ა მ ი ა ნ ი

ადამიანი -- ლათინურად - Homo, იტალიურად - Uomo, ესპანურად - hombre, ფრანგულად - homme, ინგლისურად- human-man, გერმანულად - Mann -- აშკარად ერთი ფუძე აქვთ.

რა საინტერესოდ იშიფრებიან თავად ქართული და რუსული ეს სიტყვები:

თუ დაკვირვებიხართ სიტყვა ”ადამი - ანი”... მართლა საინტერესოა, არა?
ხოლო რუსულად ”ЧЕЛО - ВЕК”... მაგარია არა?

laugh.gif მეცინება ჩემ თავზე... მინდა ადამიანი გავარჩიო-- ნეტა რა ხილია? თქვენ თუ გიფიქრიათ ამაზე? hilarioustu8.gif ააა, ალბათ უკვე იცით და იმიტომ ხართ ჩუმად!..
კარგით, მაშინ მარტო მომიწევს მკითხაობა, ჰაჰაჰა! tongue.gif

ვსო, ახლა სერიოზულად! beard.gif
ადამიანი ღმერთმა შექმნა თავის ხატად და მსგავსად -- და რას ხედავს ჩემი თვალები? ეს არის ის ადამიანი??? ohmy.gif ეჰ, როგორ დავეცით, თითქმის არ შეგვრჩა ადამიანის სახე (არადა როგორი კმაყოფილები ვართ საკუთარი თავით?! გაიხარე)...
თუ ამას ვაცნობიერებთ ე.ი. მთლად არ წავსულვართ ხელიდან და გვაქვს შანსი დავუბრუნდეთ ადამიანობას, ურაააააააა! clap2.gif (მიხარია!)
მადლობა ღმერთს რომ ადამიანად გამაჩინა! (მაშაყირეთ რამდენიც გაგიხარდებათ) და ვუსურვებ (ჩემ თავს და სხვასაც), რომ ყოველი წუთით, საათით, დღით და წელიწადით გავიზარდო და გავხდე ის ადამიანი, რომელიც ღმერთმა შექმნა თავის ხატად! ( აუფფფ, რა განდიდების მანიაა!)
მოკლედ, იუმორის გარეშე არ გამომივიდა ”სერიოზული” ლაპარაკი, რას იზამ! wink.gif
TeO
QUOTE(Alpha @ Jun 24 2007, 03:38 PM) *
ჩემი აზრით ადამიანი არის არასრულყოფილი ღმერთი
ჩვენ ყველანი გამოვედით ღმერთისგან და ისევ მასში დავბრუნდებით, გავხდებით ღმერთი. smile.gif


კი, ჩემო კარგო აუცილებლად გავხდებით! მთავარია ასე ფეხი ფეხზე გადაიდო მთელი ცხოვრება და ლანგრით მოგართმევენ, ხომ იცი?! Just_Cuz_01.gif
თქმა ადვილია, მაგრამ ამი მხოლოდ ცოდნა ხომ არ არის საკმარისი??? უნდა შენ თვითონ მიაღწიო! ...ვისი ბრალია ჩვენი არასრულყოფილება??? superstition.gif

unsure.gif მდააააააააა
TeO
არა, ადამიანები მართლა მაგრები ვართ! ...ამდენი ხანი კიდევ, რომ გავძელით clap2.gif

lol.gif
Alpha
QUOTE(TeO @ Jun 26 2007, 06:28 AM) *
კი, ჩემო კარგო აუცილებლად გავხდებით! მთავარია ასე ფეხი ფეხზე გადაიდო მთელი ცხოვრება და ლანგრით მოგართმევენ, ხომ იცი?! Just_Cuz_01.gif
თქმა ადვილია, მაგრამ ამი მხოლოდ ცოდნა ხომ არ არის საკმარისი??? უნდა შენ თვითონ მიაღწიო! ...ვისი ბრალია ჩვენი არასრულყოფილება??? superstition.gif

unsure.gif მდააააააააა

მაიცა პადნოსით არ მოაქვთ? აუ მაგარი გამიტყდა..

biggrin.gif იასნია, ცოდნა ერთია და ამ ცოდნის გამოყენება მეორე.
შეიძლება გჯეროდეს იცოდე რაღაცის და არ გრწამდეს.
ჩემი აზით არსებობს ადამიანის ცნობიერების 2 დონე: ეს არის ჩვეულებრივი მატერიალური ცნობიერება, ანუ ჩვენი აზრები, ფიქრები და არსებობს ქვეცნობიერი.
ამ ორს შორის განსხვავება ისაა რომ ჩენი ქვეცნობიერი არის ჩვენივე ”დაპრესილი” აზრები, რომელიც შემდეგ მოქმედებს ჩვენზე.
მაგალითად მე შეიძლება რაღაც საკითხვე მქონდეს რაიმე წარმოდგენა რომლისაც მჯერა და დარწმუნებული იყო რომ ეს ასეა, მაგრამ ქვენცობიერში ამ მაგის საპირისპირო ცოდნა მქონდეს. და ქვეცნობიერში არსებული ინფორმაცია ყოველთვის გადამწყვეტია და ყოველთვის ”უგებს” ცნობიერში არსებულ ინფორმაციას.
ხოდა ალბათ განვითარება ეს არის იმ ქვეცნობიერში არსებული მცდარი ინფორმაციის ”სწორი” ინფორმაციით შეცვლა smile.gif ამისათვის საჭიროა ბევრი მუშაობა, რადგან ცნობიერიდან ქვეცნობიერში ინფორმაცია ძალიან ნელა გადადის..
TeO
*
ადამიანს გონებისაკენ სამი გზა აქვს: აზროვნება - ყველაზე კეთილი გზა, მიბაძვა - ყველაზე ადვილი, გამოცდილება - ყველაზე ძნელი

კონფუცი

ვეთანხმები კონფუცის! l_daisy.gif ეტყობა ბევრი იცოდა, რომ ამდენი საუკუნის შემდეგაც გვეხმარება..
მიხარია, როდესაც მოაზროვნე ადამიანებს ვხედავ! (არ ვგულისხმობ მანდამაინც ნასწავლს ( აზროვნება და ცოდნა სულ სხვადასხვა რამეა! )…….
biggrin.gif
TeO
ა დ ა მ ია ნ ი smile.gif

მართალი რომ ვთქვა მე აღფრთოვანებული ვარ ღმერთის ამ ქმნილებით (ამ სასწაულით), რომელსაც ადამიანი ჰქვია!
რამდენი რამის მიღწევა შეუძლია! .. დაეცეს ან ზეცას შესწვდეს!
შეუძლია იყოს:
- მდიდარი ან ღარიბი;
- ბედნიერი ან უბედური;
- ახალგაზრდა ან ბებერი (ასაკის მიუხედავად);
- ნათელი (და ათბობდეს ირგვლიბვ ყველაფერს) ან ბნელი( შავი, საავდრე ღრუბელივით);
- მკურნალი ან მომწამვლელი;

ცხოვრებაში ჩემი აზრით მთავარ პროფესიად უნდა ითვლებოდეს ა დ ა მ ი ა ნ ო ბ ა! და აი, ეს უნდა ისწავლებოდეს პირველ რიგში ბაღებში, სკოლებსა თუ უნივერსიტეტებში!!! და შემდგომ სხვა დანარჩენი (საგნები, პროფესია)

თუ კაცი ადამიანად არ ივარგებს რაც არ უნდა მაგარი ”ხუთოსანი” და თავის საქმის ”ასი” იყოს, მას მთავარი ადამიანობა არ ექნება (და ჩემი აზრით ამაზე ძვირფასი და დასაფასებელი სხვა რა არის ხალხნო?)

არ მინდა დავიჯერო, რომ არის ხალხი, რომელსაც კუჭის მეტი არაფერი არ აინტერესებს sad.gif (ხო და კინაღამ გამომჩა- კიდევ სერიალების!)

ადამიანებს ძინავთ და ისე ცხოვრობენ (უფრო სწორი იქნება გაჰყავთ, ატარებენ ცხოვრებას), რომ სულ არ უფიქრდებიან:
რისთვის მოვედი ამ ქვეყნად? რა მისია მაქვს?
საიდან მოვედი? სად მივდივარ?
ვინ ვარ მე???

laugh.gif დღე არ გადის, რომ არ ვთქვა
- რა მაგარია ცხოვრებააააააააა!!!!!!!!
- ბედნიერი ვარ, რომ ვცხოვრობ ამ საოცარ, აღმაფრთოვანებელ ქვეყანაზე!!!!!
- ასეთ ლამაზ და საყვარელ ქვეყანაში და ხალხში!!!!!!
- მყავს ასეთი კარგი მეგობრები და ახლობლები!!!!!
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ ! ! ! wub.gif kiss1.gif

მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის l_daisy.gif
TeO
მინდა ადამიანზე წერა, სათქმელი ბევრი მაქვს, მაგრამ ძალიან მიძნელდებაააა!!! sad.gif

იქნებ თქვენც დაწეროთ რამე, თუ მართლა ყველაფერი გარკვეული გაქვთ??? blink.gif
prince1
ადამიანმა ბედნიერება თვითონ უნდა შექმნას იესო ამბობს მეორედ უნდა იშვათო რადგან ადამიანი უბედურია თავისი აზროვნების გამო და საჭიროა საკუთარ თავზე მუშაობა ცნობიერების განწმენდა აზრების და გრძნობებისაგან, რომელნიც თავისი მუდმივი ცვალებადობით თიშავენ ჩვენს სასიცოცხლო ენერგიას, რაც შეიძლება გარდაიქმნას უმიზეზო ნეტარებად მ ე დ ი ტ ა ც ი ი ს შედეგად. არა განპირობებული ტანჯვა და სიამე არამედ ადამიანის გაცნობიერებული, უმიზეზო ნეტარებაა ადამიანის ჭეშმარიტი ბედნიერების საფუძველი ესაა თავისუფლების აზრი: ადამიანის ბედნიერება არაფერზე არ უნდა იყოს დამოკიდებული გარდა ადამიანისა!
san
ადამიანი არ არსებობს

))
TeO
სან ამას თემის გაოფება ჰქვია hilarioustu8.gif
prince1
ციტატა(TeO @ Aug 18 2007, 06:37 PM) *
ა დ ა მ ია ნ ი smile.gif

მართალი რომ ვთქვა მე აღფრთოვანებული ვარ ღმერთის ამ ქმნილებით (ამ სასწაულით), რომელსაც ადამიანი ჰქვია!
რამდენი რამის მიღწევა შეუძლია! .. დაეცეს ან ზეცას შესწვდეს!
შეუძლია იყოს:
- მდიდარი ან ღარიბი;
- ბედნიერი ან უბედური;
- ახალგაზრდა ან ბებერი (ასაკის მიუხედავად);
- ნათელი (და ათბობდეს ირგვლიბვ ყველაფერს) ან ბნელი( შავი, საავდრე ღრუბელივით);
- მკურნალი ან მომწამვლელი;

ცხოვრებაში ჩემი აზრით მთავარ პროფესიად უნდა ითვლებოდეს ა დ ა მ ი ა ნ ო ბ ა! და აი, ეს უნდა ისწავლებოდეს პირველ რიგში ბაღებში, სკოლებსა თუ უნივერსიტეტებში!!! და შემდგომ სხვა დანარჩენი (საგნები, პროფესია)

თუ კაცი ადამიანად არ ივარგებს რაც არ უნდა მაგარი ”ხუთოსანი” და თავის საქმის ”ასი” იყოს, მას მთავარი ადამიანობა არ ექნება (და ჩემი აზრით ამაზე ძვირფასი და დასაფასებელი სხვა რა არის ხალხნო?)

არ მინდა დავიჯერო, რომ არის ხალხი, რომელსაც კუჭის მეტი არაფერი არ აინტერესებს sad.gif (ხო და კინაღამ გამომჩა- კიდევ სერიალების!)

ადამიანებს ძინავთ და ისე ცხოვრობენ (უფრო სწორი იქნება გაჰყავთ, ატარებენ ცხოვრებას), რომ სულ არ უფიქრდებიან:
რისთვის მოვედი ამ ქვეყნად? რა მისია მაქვს?
საიდან მოვედი? სად მივდივარ?
ვინ ვარ მე???

laugh.gif დღე არ გადის, რომ არ ვთქვა
- რა მაგარია ცხოვრებააააააააა!!!!!!!!
- ბედნიერი ვარ, რომ ვცხოვრობ ამ საოცარ, აღმაფრთოვანებელ ქვეყანაზე!!!!!
- ასეთ ლამაზ და საყვარელ ქვეყანაში და ხალხში!!!!!!
- მყავს ასეთი კარგი მეგობრები და ახლობლები!!!!!
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ ! ! ! wub.gif kiss1.gif

მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის l_daisy.gif




teo madloba mikvarxar aseTi gulwrfeli rom xar









TeO
ციტატა(prince1 @ Dec 30 2007, 06:35 PM) *
teo madloba mikvarxar aseTi gulwrfeli rom xar

Laie_61.gif პირიქით, მადლობა შენ ადამიანო! l_daisy.gif
san
ადამიანი ეს არის გვრიგვინი ჩვენი ლამაზი პლანეტის.
სხვაგან არ ვიცი ჯერ რას წარმოადგენს ადამიანი

))

ბევრი, ადამიანის ფორმით ანუ სხეულით დადის ამ პლანეტაზე და ჯერ არ არის ადამიანი რადგან მასში უფრო მეტი ცხოველურია

))

TeO
გთავაზობთ დიდი ადამიანის აზრს ადამიანებზეbiggrin.gif:

ადამიანები შეიძლება დავყოთ სამ ჯგუფად:
1) ადამიანები რომლებიც ხედავენ
2) ადამიანები რომლებიც ხედავენ, როცა მათ დაანახებენ
3) ადამიანები რომლებიც ვერ ხედავენ.

(ლეონარდო და ვინჩი)
TeO
გუშინ გავიგე, რომ იაპონურად ნინ - ნიშნავს ადამიანს- მაგარია არა ნინიკოებო? kiss1.gif
TeO
ხოო, შეიძლება ადამიანის სხეულში იყო, მაგრამ მასთან არანაერი კავშირი არ ქონდეს!;)
გუშინ გენდოლფა, რომ ყვებოდა ადამიანის კატეგორიებზე გახსოვთ?
cowboy
ადამიანი- ეს არის პოლიტიკური ცხოველი
"კსტატი", ვინ თქვა ეს?smile.gif))

Uma
არისტოტელე
Tvalebi
TeO

საკმაოდ საინტერესო თემა წარმოჭერი smile.gif
მარა ყველა პოსტს გადავხედე და არ შემიმჩნევია სადმე რომ ეწეროს მის დაბადებაზე...
ანუ რა როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში როდის გაჩნდა ის, ასტროლოგიაც განაპირობებს ბევრ მომენტს
Katabua
მოიცაა.. ბევრი ძალიანაც კმაყოფილია და არ მიიჩნევენ რომ რაიმე "არასრულყოფილება" და ამდაგვარი..
ანუ სრულყოფილი ადამიანები არიან და ვსიო.
აქა დამთავრდა განვითარებაა. ნამცხვარი, კომპოტი, ჯინსები. აი, ჰომო საპიენს! ჰი-ჰი
უფრო სერიოზულად კიი.. ესე იგი, ადამიანი აარის თვითგანვითარებადი არსებაა.
ვითარდება, ვითარდება და.. გონია რომ განვითარდა ცოტა, ამ დროს კი, უცებ ხვდება რომ საერთოდ ვერა. ვერ განვითარდა. (ჰი-ჰი)
მაგრამ პოტენციურად განვითარებადია.
რომ დავიხოცებით ყველა, მერე მომწერეთ, რა აზრის იქნებით ამ საკითხზე. (არ ვიცინი)

Uma
QUOTE(Katabua @ May 7 2008, 05:51 PM) *
ვითარდება, ვითარდება და.. გონია რომ განვითარდა ცოტა, ამ დროს კი, უცებ ხვდება რომ საერთოდ ვერა. ვერ განვითარდა. (ჰი-ჰი)
მაგრამ პოტენციურად განვითარებადია.
რომ დავიხოცებით ყველა, მერე მომწერეთ, რა აზრის იქნებით ამ საკითხზე. (არ ვიცინი)

და როცა მიხვდება, რომ საერთოდ ვერ განვითარდა, ეს უკვე განვითარების ნიშანია და აქედან გამომდინარე ის განვითარდა lol.gif
Uma
ანუ კრიტერიუმები ჩამოაყალიბა, რომ შეაფასოს განვითარდა თუ არ განვითარდა, ი ტო ხლებ))
Katabua
ხო, ეგ თავის დასაწყნარებლად კარგი აზრია. wink.gif მაინც მეტი "რაზმახი" ჯობია..
ზოგჯერ სხვანაირად ვაფასებ (ახალი კრიტერიუმებით clap2.gif ): განვითარება კი არა , უბრალოდ მიღება, რაც არის იმის..
როგორც, ვთქვათ, ბაყაყი წყალში გადახტაა.. შემდეგი საკითხია, არის თუ არა ბაყაყი.. თუ არა, რა მივიღო? Just_Cuz_01.gif ეს ფილოსოფიური საკითხია. გვინდა ახლა ეეეს? არა. ადამიანამდე ფილოსოფია კი არა.. ვერაფერიც ვერ მივიდა. secret.gif
როცა ადამიანები გავხდებით, მერე უფრო კარგად ჩამოვაყალიბებთ "რა არის ადამიანი". ჯერ შორია.. Laie_61.gif
ჯერ მასალა ვართ ადამიანობისთვის. tongue.gif
P.S. ვიღაცის ხმა პარტერიდან:- თვითონ ხარ მასალა და არაადამიანი!.. უყურე ამას, რამდენს ბედაავს!.. ადამიანიც ვარ და მეტიც!..
Uma
ძალიან პესიმისტურად ხარ განწყობილი ამ საკითხის მიმართsmile.gif ფილოსოფია ადამიანების მიერ არის შექმნილი, ესეიგი ვიღაცამდე ეს ფილოსოფია მივიდა. მე ასე ვიტყოდი, ადამიანი არის მასალა რაღაცა უფრო დიდისთვის..
Katabua
lol.gif ..და იგივეს არ ვამბოობ?! ოღონდ სხვა სიტყვებით. მე სიტყვა "ადამიანში" ღმერთს ვგულისხმობ. ზოგი პირიქით.. ამიტომ გასარკვევია მცნებებში და სიტყვებში რას ვგულისხმობთ ხოლმე.
ფილოსოფია კი "შეკავებული" ხალხის მიერ არის შექმნილი.. იმდენი იწვალეს.. dash2.gif და "შეკავებამ" არ გაუარათ.. hilarioustu8.gif ვინამდეც მივიდა ეს ფილოსოფია ისიც შეკავდა, რაღა თქმა უნდა.. შეგვიძლია ამაზე ტაში დავუკრათ. ვისაც უნდა ნუ დაუკრავს. მაგალითად მე, არ დავუკრაავ..
რაც ხალხმა შექმნა (შენი სიტყვებით, - "ადამიანმა") ყველაფერი ვიღაცამდე მივიდა, და რა, მათი დამოკიდებულება შეიცვალა??
ესე იგი, "ადამიანი" ყველასთვის სხვადასხვა მცნება ყოფილა. და ხშირად, სხვადასხვა თემებზე საუბრობენ ადამიანები. .. და გონიათ რომ ერთდაიგივეზე. ეს "საპესიმიზმო" კი არა კომედიური ჟანრია. wink.gif
TeO
კატაბუა, კონკრეტულად შენ სიტყვა ადამიანში რა აზრს დებ?

ერთი ვიცი, რომ ჩვენ, სიტყვა ყველას სხვადასსხვანაერად გვესმის და ვხედავთ ანუ მასში განსხვავებულს ჩვენ ინდივიდუალურ ინფორმაციას ვდებთ!.. და ამიტომ შეიძლება ვიკამათოთ კერძოდ ადამიანზე და ყველანი ჩვენი კუთხიდან მართლები ვიყოოთ biggrin.gif
Katabua
იცი რა, მცნება "ადამიანი" ყოვლად გაურკვეველია(!) hilarioustu8.gif რადგან ვერ მოხერხდა მეცნიერთა და არამეცნიერთა მიერ მისი არსის ცოტა მაინც გაშიფრვა, (ნახეთ, რას ასწავლიან ვთქვათ, სკოლაში, - ადამიანი რა არისო?!)
ამიტომ სიტყვა "ადამიანში" ხან რას ვდებ და ხან რას.. აბა რა ვქნა.
ადამიანი ცხოველიაო. ადამიანი ღმერთიაო.
მე მჯერა რომ ღმერთია. მაგრამ რაა.. თვითონ ხომ არ ჯერა. ამაზე მაგრად მბეგვავენ, ერთხელაც იქნებააა.. hilarioustu8.gif
მე არ ვამბობ ადამიანი კატაბუაა-მეთქი, რადგან კატაბუაც გაუშიფრავია რა არის.
სწორედ ამიტომ ახლა ვიტყვი რომ... კატაბუაც ადამიანია. lol.gif
ადამიანი - უსასრულო შრეებისგან შედგება. ადამიანმა არ იცის თავის შრეების შესახებ. ხოლო კომპიუტერულმა პროგრამამ იცის თავის Layer-ების შესახებ..
არ ვიცი რა პროგრამაა ეს ასეთი, - ადამიანი!!!.. crazy.gif ვინ არის, რა კადამეკიდააა!!.. ეს "ადამიანიზმიი" "ადამიანიზმიი"
Zet
მემგონი ადამიანი არის რაღაც მექანიზმი რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით სანამ არ მოგვბეზრდება...
როგორც კომპიუტერულ თამაშში, მაგალითად ერპეგე თამაშებში... ან ქაუნთერ შტრაიკში... smile.gif
უბრალოდ ადამინის და მატერიის შემთხვევაში ცოტა უფრო რთული დაპროგრამირებულია..
მარა პრინციპები ზუსტად იგივეა რაც თამაშის დაპროგრამირება...

ადამინის სხეულში ჩვენ გვეძლევა სხვანაერად შევხედოთ სამყაროს და შევიცნობ ისეთი მომენტები რაც ასტრალურში გაგვიჭირდებოდა...
TeO
ძალიან ვცდილობ, რომ სხვისი გამონათქვამები არ დავდო ზეტ, მაგრამ ხანდახან ვერ ვამბობ ამაზე უარს smile.gif

" შეიძულეთ ადამიანის საქმეები და არა თვითონ ადამიანი, ცოდევები და არა ცოდვილი. ეს ორი რამ სხვადასხვა რამეა. თუ თავად ადამიანს შევიძულებთ, სიძულვილისა და ზიზღის შხამი დაახრჩობს კაცთა მოდგმას"

მაჰატმა განდი
Zet
QUOTE(TeO @ May 27 2008, 06:42 PM) *
" შეიძულეთ ადამიანის საქმეები და არა თვითონ ადამიანი, ცოდევები და არა ცოდვილი. ეს ორი რამ სხვადასხვა რამეა. თუ თავად ადამიანს შევიძულებთ, სიძულვილისა და ზიზღის შხამი დაახრჩობს კაცთა მოდგმას"

მაჰატმა განდი


ვა რა კაი მიდგომაა, პრაკტიკაში უნდა დაინერგოს smile.gif ვინმეზე თუ გაბრაზდები უფრო მის საქციელზე რო გააკეთო აქცენტი და არა თითონ პიროვნებაზე..
მემგონი კაი გამოსავალია რო ადამიანზე არ გაბრაზდე მარა, შიგნითაც არ დაიტოვო წყენა...
Katabua
რაღაც მინდა, აი, ისეთი, რა ადამიანური, მაგრამ ამავე დროს არა.. ნუ, მაგალითად პინგვინის დაჭერა.. crazy.gif
(მორჩი რა, კატაბუაა..) ჰმ. რამე შემომთავაზეთ რა.. ნუ, რაღაცა რა.. (რა უნდა ამას..)
მაგ. რამე აქცია..
მგონი ახალი თემა უნდა გავხსნა wink.gif
blanca
ხოსე სარამაგოს 'სიბრმავე' კარგად აღწერს ადამიანს wink.gif
Nastia











ადამიანი არის თვითკმაყოფილი არსება. მას თავი სამყაროს მბრძანებელი გონია.
ხშირად ადამიანი ეგოისტია ხშირად კი სხვებისთვის თავდადებული. ის არის სუსტიც და ძლიერიც, კეთილი და ბოროტიც................










TeO
QUOTE(Nastia @ Jun 24 2008, 05:45 PM) *
ადამიანი არის თვითკმაყოფილი არსება. მას თავი სამყაროს მბრძანებელი გონია.
ხშირად ადამიანი ეგოისტია ხშირად კი სხვებისთვის თავდადებული. ის არის სუსტიც და ძლიერიც, კეთილი და ბოროტიც................

welcomeani.gif მე მაოცებენ შენი სიტყვები...და მომწონს კიდეც,.. დაწერე კიდევ რამე..ვიცი წერა გეხერხება და კარგად გამოგდის!!! wub.gif გთხოვ მარტო შენთვის ნუ შეინახავ rolleyes.gif

მე წერის მოთხოვნა გამიჩნდა და ამ ფორუმზე მოვხვდი – წლის განმავლობაში მეტი დავწერე, ვიდრე დავხატე (პერიოდი იყო ასეთი) და დავიცალე..ახლა კმაყოფილი ვარ და საწერიც ფაქტიურად აღარაფერი მაქვს – ისევ ხატვაში გადავბარგდები!.. wink.gif smile.gif
TeO
"რა დიდებულია ადამიანი, თუკი ის ნამდვილი ადამიანია "-მენანდრე

"შეუძლებელია, ყოველთვის იყო გმირი, მაგრამ ყოველთვის შეიძლება დარჩე ადამიანად"-გოეთე
smile.gif)
blanca
ნამდვილი ადამიანი?
საინტერესო ნათქვამია
ჩემთვის 'ნამდვილი ადამიანი' ცოდვების და სათნოებების შენაერთია
- და + ერთად
არავითარ შემთხვევაში 60%-40% ზე ან ნებისმიერი სხვა კომბინაცია, მხოლოდ 50/50-ზე


ჩემი განწყობა ადამიანისადმი არის ესეთი: 90/10-ზე
anu 90%ით ვიღებ და მიყვარს ყველა თავისი სიკეთით და მარაზმული უარყოფითი თვისებებით და ბოროტებით
10%ით მეზიზღება
fridon marshania
QUOTE(TeO @ Jun 26 2007, 07:28 AM) *
...ვისი ბრალია ჩვენი არასრულყოფილება??? superstition.gif

ვისი არა - რისი? პასუხი მარტივია: კომფორტის გადაჭარბებული სიყვარულის
Taa
მე მიყვარს კომფორტი smile.gif
გადაჭარბებებულად კი არა ყველაზე მეტად
რა ვქნა ეგეთი ბუნება მაქვს, ცოტა ეგოისტური, კომფორტის მოყვარული და ასე შემდეგ
fridon marshania
QUOTE(Taa @ Jul 15 2008, 03:00 PM) *
[b]მე მიყვარს კომფორტი smile.gif

გაიხარე კომფორტი ვის არ უყვარს?
მაგრამ მაგ სიყვარულის გამო პირადად შენს გამო თუნდაც რამდენ ცხოველს გამოჭრეს ყელი? ან შენი ტუალეტის გამო რამდენი მრავალწლიანი ხეა მოჭრილი?
კომფორტი კაია ოღონდ იმის გათვალისწინებით, რომ სხვა ცოცხალიც ისეთივე ცოცხალია, როგორც შენ
შენ არ გერჩი ზოგადად ადამიანს ვგულისხმობ
გადაამრავლე ეხლა ეგ კაცობრიობის რაოდენობაზე და იმედია მიხვდები, რომ ჩვენ ადამიანი კი არა ურჩხული, ან კატასტროფა უფო მოგვიხდებოდა სახელად
blanca
QUOTE
ვისი არა - რისი? პასუხი მარტივია: კომფორტის გადაჭარბებული სიყვარულის


კარგი პასუხია
მატერიალიზმი სამომხმარებლო საზოგადოება ყველაფრის ფლობის სურვილი ღუპავს და აცარიელებს ადამიანის სულს

'არა პურითა ერთითა..' გამახსენდა
ირმა
დღეს შემოვედი ამ საიტზე.
ხშირად მაქვს გრძნობა, რომ ადამიანებმა ადამიანობა დიდი ხანია დაჰკარგეს. წავიკითხე აზრები თქვენი ყველასი და ვთქვი:–მადლობა ღმერთს. მარტო არა ვარ.
cowboy
ირმა კეთილი იყოს შენი (შე)მობრძანება ამ საიტზე. რა მაინტერესებს და, ადამიანებმა ადამიანობა დაკარგესო რომ ამბობ, ერთი კითხვა გამიჩნდა: როდის ქონდათ როო? biggrin.gif
ირმა
ადამიანებს (ნაწილს) ჰქონდათ ადამიანობა. უბრალოდ ახლა ძალიან გამრავლდა ადამინთა მოდგმა. ახლა ძნელია მოძებნო. მაგრამ ვინც ეძებს პოულობს. ვინც ითხოვს მას მიეცემა.
Katabua
ადამს ერთხელ იანი შეეყარა .. და გახდა ადამიანი. რა შუაში იყო აქ ევა, სრულიად გაუგებარია..! ევა თავისთვის იჯდა ბაზარში და ახალგამომცხვარ ხაჭაპურს ყიდიდა..
(ჩამქროლი აზრის ხმა: -"ოხ, ოხ, ეს თანამედროვე მიდგომები, პოსტმოდერნიზმი, რა სიხალვათეაა..!..")
იანი იბრძვის ადამში. ამიტომ წყურდება და შივდება საცოდავ ადამს..
(რაო, და ევა ხაჭაპურს არ აჭმევს..?)
ვაიმე, არ მკითხოთ ახლა ევას თუ შიაო..
- მიმოვიხილოთ, რა არის მცნება "ადამიანი"?! მაგ. "მ" რომ აღარ ქონდეს, იქნება "ადაიანი". ან "დ" რომ არ ქონდეს, იქნება "აამიანი". ჰოოოდა, სწორედ ასე არის, ევას ხაჭაპურს ხან მარილი აკლია, ხან დამწვარია, ხან ძალიან პატარა და დაღეჭილია..
/გეყო, კატაბუა, შენი დრო ამოიწურა../
ეს ხმა საიდანღა იყო.. არ გავაფრენდეე..
ირმა
biggrin.gif
neo-druid
"ადამიანი - ცხოველიდან ზეკაცამდე გაბმული თოკი" - ნიცშე

მოგესალმებით ყველას. smile.gif იმდენად რამდენადაც ახალი ვარ ამ ფორუმზე თემების თვალირებით ვარ დაკავებული.
ამ განყოფილებაში პირველივე ეს თემა მომხვდა თვალში. (ალბათ სინტერესის სფეროსთან პირდაპირი კავშირის გამო smile.gif)

მაშინ, როდესაც ადამიანმა ნახა რომ მისი მსგვასი კვდებოდა გაუჩნდა კითხვა: ვინ ვარ მე? შეიძლება ითქვას, რომ სწოედ ეს კითხვა იქცა დასაბამად ისეთი ფილოსოფიური მიმართულებისა, როგორიც ანთროპოლოგიაა.
ჩვენ შეიძლება ვფიქრობდეთ, რომ არსებობს დომინანტი ძალები და ვუწოდოთ მათ ღმერთი, მაგრამ სიფრთხილე გვამრთებს, რომ ქუხილი ბერძნებივით ზევსის მრისხანება ან სკანდინავიელებივით თორის მოქნეული ჩაქუჩი არ გვეგონოს.

ადამიანი და ღმერთი ურთიერთშემოქმედები არიან და იმდენად, რამდენადაც ადამიანს სწამს, რომ ღმერთი ქმნის მას მიწისგან, ცეცხლისგან ან სხვა რომელიმე ელემენტისგან, აუცილებლად უნდა ირწმუნიოს, რომ მას თავად საკუთარი imaginatioს მატრიცაში (თუკი ამ უკანასკნელს შემოვსაზღვრავთ) ქმნის ღმერთს. (ცხადია გარკვეული ინტერპრეტაციის სახით)

ადამიანი არის რეალურად სწორედ ის არსება, რომლის გარშემოც ტრიალებს სამყარო თუ არა ჩვენი პლანეტა მაინც. სწორედ ადამიანთა თავდაცვისთვის ხდება მრავალი მოვლენა და ადამიანთავე დაღუპვა არის ყვეალზე დიდი ტრაგედია.

ზემოთ ნიცშეს ფრაზა შემთხვევით არ მომიყვანია, როგორც ავგუსტინე ნეტარი იტყოდა: "ადამიანი სოციალური ცხოველია."
ნიცშეს ზემოთ მოყვანილი ფრაზა კი გვანახებს რხევადობის პრინციპს იმ თოკზე, რომელსაც ადამიანი ჰქვია. რომლის ერთ ბოლოსი ცხოველი, მეორეში კი პიაროვნება დგას.

ვფიქრობ, ადამიანის რეალური მიზანი შემოქმედებაა და საბოლოო ომეგა წერტილს სწორედ მაშინ მიაღწევს, როდესაც ის ბოლომდე დაემსგავსება საკუთარ შემოქმედს და თავადაც შექმნის ახალ არსებას "ხატად თავისა."

ადამიანი არის ერთადერთი არსება, რომელსაც შეუზლია შექმნას ჯერ ეთიკური ნორმატივები და საბოლოოდ ერთი დიდი მორალური კანონი.



"ორი რამ იწვევს გამოცებას ჩემში - ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩემს ზემოთ და მორალური კანონი ჩემში" - კანტი
TeO
კეთილი იყოს შენი შე-ერთება ჩვენს ფორუმთან ა დ ა მ ი ა ნ ო smile.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.