Help - Search - Members - Calendar
Full Version: ბავშვის აღზრდა
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > ოჯახი - პლანეტა დედამიწა > ბავშვის აღზრდა
Pages: 1, 2, 3, 4
TeO
blush.gif თუ სურვილი გექნებათ.. აქ შეიძლება დაწეროთ და გამოთქვათ თქვენი აზრი ბავშვების სწორი აღზრდის თაობაზე...

...მე ჩემს აზრს დავწერ!
wink.gif
JC_cupidboy.gif JC_cupidgirl.gif
TeO
l_sunny.gif
რამდენად სასიხარულო, საინტერესო და აუცილებელია ბავშვის აღზრდა...
იმდენადვე - რთული, სერიოზული და საპასუხისმგებლოა!..

რაღაც დრო დადგა ისეთი, რომ ირგვლივ უფროსებს აღარ აინტერესებთ თავისი ბავშვის აღზრდა (უფრო ”სერიოზული” საქმეებით არიან დაკავებულები!) და შემდეგ რჩებათ ხელში უზრდელი და თავხედი არასრულფასოვანი ადამიანი! მერე კიდევ უკვირთ: არც საჭმელი დაგვიკლია მათთვის, არც ჩასაცმელი, სწავლა-განათლება, გართობა, დასვენება........ და რატომ გამოვიდნენ ასეთებიო??????????????
ჰოოოოო, ვერ გაამტყუვნებ, თავისი აზრით მართლები არიან... მაგრამ შედეგი სულ სხვას გვიმტკიცებს!
ახლანდელი ბავშვის აღზრდრა გაიგივებული აქვთ მატერიალურ კომფორტთან!!! თითქოს იმის იქეთ სხვა საჭიროება ადამიანს არ გააჩნდეს. განა ტრაგიკული არ არის სიტუაცია, როდესაც ორი წლის ბავშვმა ერთი სიტყვაც არ იცის? მერე კიდევ თავისი ”სიჭკვიანით” ბავშვს ”სიდებილეს” მიაწერენ...
TeO
ვისაც აინტერესებს ბავშვის აღზრდა - ანასტასია.რუ-ზე საინტერესო თემებია ამასთან დაკავშირებით და ნახეთ...

http://www.anastasia.ru/forums/forum_21.html

გისურვებთ წარმატებებს! smile.gif
TeO
ეს არის ლექცია (ჩაწერილი) - ბავშვის სწორ აღზრდაზე

მე რომ ვკითხულობდი ვერ ვწყდებოდი... ძალიან ადვილად იკითხება და მისაღებია ყველა ასაკის (ბავშვის, ახალგაზრდას, მოხუცის) მკითხველისათვის!
ძალიან ბევრ სასარგებლო და საინტერესო რამეს აიღებთ... და რაც მთავარია ბევრი აქამდე გაურკვეველი სიტუაციები (ბავშვების საქციელს ვგულისხმობ) გახდება გასაგები!
ლექცია ასევე, ძალიან ახლოსაა და ფაქტიურად იგივე პრინციპს ქადაგებს (ბავშვის აღზრდაზე) რასაც ანასტასია, სასიამოვნოდ გასაკვირი იყო ეს ფაქტი ჩემთვის...
TeO
http://www.koob.ru/osho/children

ძალიან კარგია და წაიკითხეთ თუ მოგინდებათ! ;-)
TeO
საინტერესო რამ გავიგე biggrin.gif :

იმ ქვეყნებში სადაც მალევე აშორებენ ჩვილს ძუძუსგან, ავტომატურად იზრდება მწეველების რიცხვი! yes.gif
თურმე დასავლეთში იმიტომაა უფრო მეტი მწეველი ვიდრე აღმოსავლურ ქვეყნებში, რომ იქ ბავშვებს ძალიან ადრევე ატოვებინებენ ძუძუს და გამოდის ისე, რომ ისინი მოზარდობაშივე სიგარეტით ანაცვლებენ მას (ანუ ინსტიქტურად ინაზღაურებენ დაკარგულს).
და კიდევ ერთი ფაქტი laugh.gif , რომ ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში მამაკაცებს არ აქვთ ისეთ ინტერესი ქალის მკერდის მიმართ, როგორც მაღალ ცივილიზებულ ქვეყნებში, სადაც შეშლილები არიან მკერდზე! და ამის მიზეზი ისევ და ისევ ბავშვობაში არ მიღებულის დახარბებაა!
ამიტომ აჯობებს ჩვილი გამოიკვებოს ძუძუთი რამდენი ხანიც მოუნდება და ზრდა სრულ ასაკში არ ექნება კომპლექსები და ასეთი გადახრები! მაგ: მე არ მაქვს! Just_Cuz_01.gif
old_man
QUOTE
ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში მამაკაცებს არ აქვთ ისეთ ინტერესი ქალის მკერდის მიმართ, როგორც მაღალ ცივილიზებულ ქვეყნებში, სადაც შეშლილები არიან მკერდზე! და ამის მიზეზი ისევ და ისევ ბავშვობაში არ მიღებულის დახარბებაა!

მემგონი კაცებს ყველა ქვეყანაში ერთნაირად გაურბით ხელები და ტუჩები ქალის მკერდისკენ. რევიცი....რევიცი....)))
TeO
QUOTE(old_man @ Jul 26 2007, 04:11 PM) *
მემგონი კაცებს ყველა ქვეყანაში ერთნაირად გაურბით ხელები და ტუჩები ქალის მკერდისკენ. რევიცი....რევიცი....)))


მაგ აფრიკის ან სხვა ტომებში მცხოვრებ ხალხს, რომლებიც თითქმის შიშვლები დადიან და ქალებს არ ააქვთ ლამაზად (კამფეტივით) შეფუთული მკერდი - აი იქ ეგრე არაა!

ადამიანს უფრო ლტოლვა აქვს ”აკრძალული ხილისკენ” და ის თუ დაუყარე მერე მის მიმართ ინტერესი უქრება
ბავშვების შემთხვევაშიც ზუსტად ასეა - რასაც უკრძალავენ და უმალავენ (უმეტას შემთხვევაში ცუდს) იმისკენ უფრო გაასმაგებულად ისწრაფვის!.. და შედეგიც სავალალო სიტუაცია გამოდის!
ჩემი აზრით არ უნდა შეიზღუდოს (ჩარჩოში ჩაისვას) ბავშვი! უნდა მიეცეს უფრო დიდი თავისუფლება

არასწორია ისე რომ ზრდიან ბავშვს, მაგ: იქ არ წახვიდე! ასე არ გააკეთო! ეს არ შეიძლება (რაც ბრძანებას ჰგავს)!!! და არ უხსნიან რატომ? რისთვის?. ბავშვი თითონ ცდილობს გაერკვიოს...
TeO
QUOTE(TeO @ Jul 18 2007, 09:13 AM) *
http://www.koob.ru/osho/children

ძალიან კარგია და წაიკითხეთ თუ მოგინდებათ! ;-)


მოკლედ ვიფიქრე - წავიკითხავ ბოლომდე და დაწერ ჩემს აზრს!
...ვერ მოვითმინე: ისეთი მაგარიაააააააააა!!! ძალიაააააან მაგარი!!! good.gif
პირდაპირ სიტყვები არ მყოფნის საქებად
clap2.gif tongue.gif


პატარა ციტატას მოვიყვან ოშოდან: (იმედია ზეტი არ გამიბრაზდება blush.gif )

QUOTE
Подумайте, в том ли вы положении, что можете осчастливить мир рождением ребенка? Вы благодать - или проклятье для мира? А теперь подумайте, готовы ли вы стать матерью или отцом ребенку? Готовы ли вы к безусловной любви? Дети вам не принадлежат, они лишь появляются благодаря вам. Вы можете отдать свою любовь им, но вы не должны навязывать им свои идеи. Нельзя передавать им свои неврастенические подходы. Разрешите ли вы им самостоятельно цвести? Позволите ли вы им быть самими собой? Если вы готовы - тогда можно их завести. В противном случае нужно подождать, пока станете готовы.


და საერთოდ აი რა მოვიფიქრე წესები რომ არ დავარღვიო და მეც კმაყოფილი დავრჩე, ამიტომ ”გამონათქვამების კუთხეში” გავხსნი ახალ თემას ბავშვებზე სადაც დავწერ ციტატებს - ნათქვამს სხვადასხვა (ბრძენი და მოაზროვნე) ადამიანების მიერ! ეს ნაწყვეტები ძალიან კარგად გვაჩვენებს და ”გაგვიასნებს” თუ როგორ უნდა მოვექცეთ ბავშვებს (პატარა ანგელოზებს) და ჩვენი არასწორი აღზრდის გამო არ გამოვიყვანოთ მათგან მონსტრები!

უდიდესი სურვილი მაქვს, რომ არ დავუმახინჯოთ პატარებს სული და გავზარდოთ ბედნიერ და სრულფასოვან ადამიანებად wub.gif !!!!!!!!!!!!!!!!!!!
(ამ წინადადებით ჩემ დიდ ნატვრას განდობთ და ვისურვებ, რომ ის თქვენიც გახდეს kiss1.gif )

ბავშვები ჩვენი მომავალია! - ეს ფრაზა თითქოს გაიცვითა იმდენჯერ გამოიყენეს, როგორც რეკლამა, მაგრამ ეს ასეა და მას ვერ გავექცევით!.. ამიტომ თუ გვინდა კარგი მომავალი, ამისთვის უნდა გავზარდოთ კარგად ჩვენი ბავშვები!

პ. ს ამდენს რომ ვწერ ბავშვის აღზრდაზე, არ გეგონოთ - ვაა, ეს ვინ ყოფილაო! მე თვითონ ვარ ”ბავშვი” და იმიტომ მაწუხებს და შემტკივა გული ამ თემაზე!!! და ამ მოძიებული იმფორმაციით ვცდილობ აღვზარდო ჩემი თავი და აღმოვფხვრა ის ცუდი რაც ჩემშია,.. და თან სხვებსაც მინდა დავეხმარო (ვისაც სჭირდება)

ანასტასიას უწერია კარგად: ბავშვის აღზრდა საკუთარი თავის აღზრდიდან უნდა დაიწყოო...
და მართლაც რომ დავუკვირდეთ, განა ასე არაა? -მამა ნახე, დედა ნახე -შვილი ისე გამონახე! (ხალხური სიბრძნე ყოველთვის მეხმარება wink.gif ) ან კიდევ: კვიცი გვარზე ხტისო!
Perl
თეო, ასე კატეგორიულად რომ ლაპარაკობ ბავშვების არასწორ აღზრდაზე , ამ ყველაფერს სხვა მხარეც აქვს. 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ ვისაც შვილები ყავს ( ვლაპარაკობ ნორამლურ ხალხზე) ისინი ფიქრობენ რომ, როგორც ზრდიან თავიანთ შვილებს სწორი მიდგომაა აღზრდის, არაფერს აკლებენ შეძლებისდაგვარად და დარწმუნებულები არიან რომ მათგან მონსტრები არ გამოვა.
ძალიან ინდივიდუალურია რა არის სწორი აღზრდა და რა არა, ვის როგორ ესმის smile.gif
TeO
QUOTE(Perl @ Aug 3 2007, 11:31 PM) *
თეო, ასე კატეგორიულად რომ ლაპარაკობ ბავშვების არასწორ აღზრდაზე , ამ ყველაფერს სხვა მხარეც აქვს. 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ ვისაც შვილები ყავს ( ვლაპარაკობ ნორამლურ ხალხზე) ისინი ფიქრობენ რომ, როგორც ზრდიან თავიანთ შვილებს სწორი მიდგომაა აღზრდის, არაფერს აკლებენ შეძლებისდაგვარად და დარწმუნებულები არიან რომ მათგან მონსტრები არ გამოვა.
ძალიან ინდივიდუალურია რა არის სწორი აღზრდა და რა არა, ვის როგორ ესმის smile.gif


მართლა კატეგორიულად ვლაპარაკობ??? unsure.gif მე მაპატიეთ! blush.gif
გეთანხმები, რა თქმა უნდა მშობლებს უყვართ თავიანთი შვილები (აბა სხვანაერად როგორ იქნება) და ზრდიან მათ ისე როგორც თვლიან რომ კარგია!..
მაგრამ ერთი მომენტია- თუ სწორად ხდება აღზრდა მაშინ შედეგიც კარგი უნდა იყოს ..და მე რატომღაც მასიურად (საქართველოს თავი დავანებოთ) დანგრეულ ოჯახებს ვხედავ საზღვარგარეთ.. და დანგრეულ ოჯახში ბავშვს მთელად ვერ გაზრდი (ია ტაკ დუმაიუ! yes.gif )


გავხსენი ის თემა რომელზეც ზემოთ ვწერდი და ვისაც გინდათ ნახეთ

http://www.anastasia.ge/forum/index.php?sh...&#entry1410
Perl
გეთანხმები რომ ბავშვის გაზრდა ჯობია სრულყოფილ ოჯახში , მაგრამ ხანდახან ჯობია გაშორებულმა მშობლებმა გაზარდონ ცალცალკე, ვიდრე ბავშვი უყურებდეს ყოველდღიურ ჩხუბს და ასე შემდეგ.
საერთოდ ვფიქრობ რომ ბევრი რამე მოდის მშობლისგან, მაგრამ ბავშვზე გარემოც და თვითონ რა ბუნების ადამიანია ახდენს ზეგავლენას.
TeO
QUOTE(Perl @ Aug 4 2007, 10:12 AM) *
გეთანხმები რომ ბავშვის გაზრდა ჯობია სრულყოფილ ოჯახში , მაგრამ ხანდახან ჯობია გაშორებულმა მშობლებმა გაზარდონ ცალცალკე, ვიდრე ბავშვი უყურებდეს ყოველდღიურ ჩხუბს და ასე შემდეგ.
საერთოდ ვფიქრობ რომ ბევრი რამე მოდის მშობლისგან, მაგრამ ბავშვზე გარემოც და თვითონ რა ბუნების ადამიანია ახდენს ზეგავლენას.


yes.gif
TeO
QUOTE(Perl @ Aug 3 2007, 10:31 PM) *
100 პროცენტით დარწმუნებული ვარ ვისაც შვილები ყავს ( ვლაპარაკობ ნორამლურ ხალხზე) ისინი ფიქრობენ რომ, როგორც ზრდიან თავიანთ შვილებს სწორი მიდგომაა აღზრდის, არაფერს აკლებენ შეძლებისდაგვარად

რა თქმა უნდა, შეგნებულად ვინ დააკლებს? ..მაგრამ ისე გამოდის და.. მშობლებს უყვართ ტავიანთი შვილები, მაგრამ არსებობს ეგოისტური სიყვარული და აი, სწორედ ამაში ცდებიან! გონიათ რომ ბავშვს კარგს უკეთებენ და სინამდვილეში დათვური სამსახური გამოსდით! მაგ: ეცოდებათ, ჯერ პატარაა და რო გაიზრდება მერე.. და მერე გაზდილი უკვე აღარ ეხმარებათ!
რათქმაუნდა ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და სიტუაციებიც და გარემოც განსხვავებული აქვთ ამიტომ ძნელია ამ საკითხზე ისე მსჯელობა, რომ მართალი იყო justcuz_hourglass.gif

QUOTE(Perl @ Aug 4 2007, 10:12 AM) *
გეთანხმები რომ ბავშვის გაზრდა ჯობია სრულყოფილ ოჯახში , მაგრამ ხანდახან ჯობია გაშორებულმა მშობლებმა გაზარდონ ცალცალკე, ვიდრე ბავშვი უყურებდეს ყოველდღიურ ჩხუბს და ასე შემდეგ.
საერთოდ ვფიქრობ რომ ბევრი რამე მოდის მშობლისგან, მაგრამ ბავშვზე გარემოც და თვითონ რა ბუნების ადამიანია ახდენს ზეგავლენას.

რა თქმა უნდა მშობლებს შორის ჩხუბი ძალიან უარყოფითად მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე და ასეთ შემთხვევაში გამართლებულია ცალკე აღზრდა sad.gif
TeO
მოკლედ, ახლა მომიწია პატარა მოგზაურობა და ვიყავი იმერეთის სხვადასხვა სოფელში.
ხოოდა ძალიან გახრებული და კმაყოფილი დავრჩი იმ ფაქტით, თუ როგორ ზრდიან სოფლად პატარებს!

პირველი რაც მომეწონა ისაა, რომ არიან მაგარ ფორმაში, ანუ გაკაჟებულები! დადიან (უფრო სწორად დაქრიან) ფეხშიშველები და ფაქტიურად შიშვლები (ასაკს გააჩნია) და არ აწუხებთ არანაერი გაციება smile.gif და სხვა ავადმყოფობა

მეორე - არიან თავისუფლები და არ იზღუდებიან მოქმედებებში (მათთვის არ არსებობს ასეთი პრობლემა მაგ: იქ არ წახვიდა და ა.შ.) tongue.gif
პატარაობიდანვე ეჩვევიან შრომას!

და მთავარი - არიან ბუნებასთან უშუალო კონტაქტში! (ანუ ცხოველებზე და მცენარეებზე წიგნიდან და ტელევიზორიდან კი არ იღებენ ინფორმაციას, არამედ ”ლაიფში” ხედავენ)

ასეთი ბავშვები თავის თავში დარწმუნებულები და ფიზიკურად კარგად განვითარებულები იზრდებიან! biggrin.gif
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სულიერი განვითარების ამბავშიც კარგად აქვთ საქმე, რადგან ჰაერიდან ხომ ვერ ისწავლიან? სწავლობენ ისევ და ისევ გარშემომყოფთაგან - უფროსებიდან, სკოლიდან (რომლის სისტემა ძალიან მოძველდა) და საუბედუროდ, კიდევ ერთი მასწავლებელი გამოუჩნდათ - ტელევიზორი (რომელიც გატენილია ტვინის წამღები სერიალებითwacko.gif )!
old_man
ბუნებასთან ჰარმონია და გაკაჟება კარგია, მაგრამ მართალს ამბობ თუ ამას წიგნიერება არ ერთვის ნოლია ის ადამიანი.
შარშანწინ ვიყავი კახეთში სოფელ ბოდბეში, მაღაროში და კიდევ ბევრ სოფელში, ვიწერდი ძველ თქმულებებს, ლეგენდებს, ეპიტაფიებს და ეგეთ საინტერესო რაღაცეებს. ბევრი ადამიანი გავიცანი.ერთხელ გამოველაპარაკე რამოდენიმე თოხგადადებულ გლეხს და ძალიან მესიამოვნა როცა ლევან გოთუას გმირთა ვარამის გარჩევა დაიწყეს. ასევე ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა ახალგაზრდობის უმრავლესობამ, ესაუბრები და ხედავ ცარიელ, გაშტერებულ თვალებს, რაც უწიგნურობის პირველი ნიშანია. მათი ერთადერთი ინტერესი და მთავარი სასუბრო თემა იყო თუ სად მოდის მაღალი ხარისხის პლანი და როგორ მოვხარშოთ კარგად მანაგუაsmile.gif)))
ხო სოფელში უფრო მძიმე მდგომარეობაა ამ მხრივ....
ადამიანმა თუ ბავშვობიდან არ შეიყვარა წიგნი, მერე ძალიან ცოტა შანსია იმის, რომ ოდესმე რამეს გადაშლის
TeO
QUOTE(old_man @ Aug 31 2007, 12:44 AM) *
შარშანწინ ვიყავი კახეთში სოფელ ბოდბეში, მაღაროში და კიდევ ბევრ სოფელში, ვიწერდი ძველ თქმულებებს, ლეგენდებს, ეპიტაფიებს და ეგეთ საინტერესო რაღაცეებს.

offtopic2.gif
old_man როგორ გამიხარდა ასეთ საინტერესო საქმეს, რომ აკეთებდი!
...იქნებ დადო რამე თქმულება ან ლეგენდა? rolleyes.gif ქთხოვ არ დაიზარო, ძალიან გაგვიხარდება! kiss1.gif
old_man
ძალიან კარი რომ დაინტერესდი. მოვძებნი ჩანაწერებს და დავდებsmile.gif
Perl

მართლა კარგია ბავშვი ბუნებასთან ახლოს რომ იზრდება, მაგრამ საქართველოს სოფლებში (სხვაგან არ ვიცი) რაც ირგვლივ აქვთ მარტო ის იციან, მაგალითად ცხოველებიდან ძროხა და ღორი, ლაიფში ზებრას და ნიანგს ვერ ხედავენ და არც არავინ უკითხავს წიგნს რომ წარმოდგენა ქონდეთ მსოფლიოში რა ხდება , ანუ მათი მსოფლმხედველობის გაფართოებაზე არავინ არ ზრუნავს.
ჯანმრთელობის მხრივაც ,კი გაკაჟებულები არიან, მაგრამ ბევრს თანდაყოლილი დაავადებები აქვს.
ასე რომ ასეთი ლამაზი სურათი არ არის სინამდვილეში.


TeO
მართალი რომ, გითხრათ არ მომწონს დრესდღეობით არსებული სწავლის სისტემა sad.gif !
მართალია დიდი ხნის წინ დავამთავრე სკოლა, მაგრამ მაინც მახსოვს მისი ”სიკეთეები”!
რომ შემეძლოს სიამოვნებით ვისწავლიდი შეტინინის ან მსგავს სკოლაში! ნეტა არსებობს რამე ამდაგვარი საქართველოში? rolleyes.gif

ბავშვის აღზრდა ალბათ შეუძლებელია იქამდე სანამ შენ თავს არ აღზრდი whistling.gif ! ჰო და ახლა ხელებ დაკაპიწებული მივადექი ჩემ თავს და ვცდილობ აღვზარდო (ანუ რაც არ მომწონს ჩემში ვცვლი იმაზე, რაც მომწონს და აშ.) საინტერესო ექსპერიმენტია, მაგრა ვხალისობ laugh.gif თან ვერავიზე ვერ გავბრაზდები! Just_Cuz_01.gif
მოკლედ, მყავს ერთი ბავშვი ჩაბარებული (ანუ მე tongue.gif ) და ვართ ასე ტკბილად lol.gif
TeO

და ახლა რისი თქმა მინდა: აუუუუუუუუ რა სასწაულია ეს არსება, რომელსაც ბავშვი ჰქვია- სუფთა ანგელოზია!!!!!!!!
მარტო მისი სურნელი რად ღირს!- მსოფლიოს ვერცერთი სუნამო მასთან ახლოს ვერ მივა!!!!!!!!!!!!!!!
და მერე რა, იზრდება და ვირდება???
რამდენჯერ გამიგონია უთქვიათ (გაზრდილ, უფრო სწორად უზრდელ ახალგაზრდაზე) - აუ რა კარგი ბავშვი იყო და როგორ გაფუჭებულაო! unsure.gif
ჰმ! ჩემთვის ის უფრო ადვილი დასაჯერებელია, რომ ბავშვი წეროს მოყავს, ვიდრე ის, რომ ”ბამც” და თავისით ფუჭდება და უზრდელი ხდება!!! threaten.gif
ანგელოზი (ბავშვზეა ლაპარაკი) არ შეიძლება ”ეშმაკად” იქცეს, თუ ამას სპეციალურად არ გაუჩალიჩებ! whistling.gif
რატომ არ უფიქრდებიან ადამიანები, რომ მთელი საიდუმლო ამ ალოგიკური სიტუაციის არასწორი აღზრდის სისტემაში დევს!
ეს სისტემა დაპროგრამებულია ისე, რომ გაზარდოს რაც შეიძლება ბევრი ”ცხვარი” ან ბიორობოტი - სულ ერთია და საკაიფოდ გამოიყენოს! gossip.gif ეეეეჰჰჰჰჰ wacko.gif

არავის შეურაწყოფას არ ვაყენებ და რასაც ვამბობ პირველ რიგში ჩემს თავს ვეუბნები! tongue.gif
TeO
ხალხნო, ნახეთ ეს ბმული rolleyes.gif - http://gogaggg.com/forumi/index.php?showtopic=116

ისე გამიხარდა სხვა ქართულ ფორუმზე ანალოგიური თემის არსებობა, რომ სიხარულისგან დავხტივარ ბავშვივით l_daisy.gif
ეს ჩემთვის დიდი სტიმულია !!!!!!!!!! beerchug.gif wub.gif

ასე რომ rolleyes.gif ...

TeO
wub.gif ვწერთ, ვწერთ...
ჰა, ვინ იქნება ჩვენში პირველი- თავის ბავშვის აღზრდაში, რომ გამოიყენებს ამდენ ცოდნებს! l_sunny.gif
თვითონ არ ამბობთ- ბევრი თეორია არაფერს ნიშნავს, თუ მას პრაქტიკული მოხმარება არ მოყვა! biggrin.gif
TeO

l_sunny.gif
TeO
აბა ნახეთ, ბავშვის აღზრდაზე http://forum.lightray.ru/viewtopic.php?t=943
TeO
გუშინ ისეთი რამ გავიგე, რამაც ძალიან დამაფიქრა!..

თბილისში გამოდის ახალგაზრდული ჟურნალი რომელიც გათვლილია სკოლის თაობისთვის, სადაც 14–16 წლის გოგონები(?), თავიანთი სექსუალური გამოცდილების შესახებ საჯაროდ ჰყვებიან! და დავუშვათ გულახდილად ამბობენ – სექსი მაგარია–ო! მაგრამ ეს აგიტაციას უფრო ჰგავს, ვიდრე მარტო მათ სუბიექტურ აზრს! (თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ თინეიჯერები ძალიან მისდევენ მოდას და ეშინიათ ”გოიმად” არ ჩავითვალოთო და ადერეული ასაკიდანვე იწყებენ სიგარეტის მოწევასა და სხვა..)

არ ვიცი, შეიძლება მე ჩამოვრჩი დროს და ახლა სხვანაირადაა ყველაფერი, მაგრამ მე მეჩვენება, რომ მათ ასაკში სექსუალური ურთიერთობა ნაადრევია და უფრო თამაშის სახეცვლილ ფორმას წარმოადგენს, (რომელსაც შემდგომში ბევრი უარყოფითი შედგი მოსდევს!) ვიდრე სერიოზულ ურთიერთობას..

ჩნდება კითხვა– ეს ბავშვებისთვის თავისუფლების მიცემა და სტერეოტიპების ნგრევაა თუ აგიტაცია „დაემორჩილე სურვილის გრძნობას..“

მე არ მომწონს პოლიტიკის მიმართება ბავშვების აღზრდის დარგში! თითქოს იცავენ და უფრთხილდებიან მათ უფლებებს, მაგრამ დაკვირვების გარეშეც კარგად ჩანს, რომ ყოველივე მოჩვენებითია! ისეთი ინფორმაციული გარემოა შექმნილი, იმდენ ნაგავს აჩვენებენ ტვ–ში („სვალკაზე“ გადაგდებული ბანძი სერიალების ჩათვლით), რომ.. მათი შემხედვარე, აშკარად გემოვნება და ზნეობა წაგიხდება!

ასეთი მიდგომა არ შეიძლება იყოს შემთხვევითი, ეს ნაღდად კარგად მოფიქრებული და გააზრებული სისტემაა, რომელიც ცდილობს რაც შეიძლება მეტი ადამიანი (ბავშვობიდანვე) დაიმორჩილოს, შთააგონოს, რომ ცხოვრებაში მთავარია გართობა (სექსი, ფული..!) რაც თავისთავად ადამიანში ინდივიდის ჩაკვლას უწყობს ხელს! და მის მართვას ადვილს ხდის! (ზუსტად ეს არის მასა, რომელსაც ფაქტიურად მხოლოდ მატერიალური მოთხოვნილებები გააჩნია და იმის იქით აღარ იყურება!..)

ამიტომ, თუ გვინდა ჩვენი მომავალი თაობა – შვილები გაიზარდნონ სულით ჯანსაღები, ამისათვის საჭიროა მიეწოდოს იდენტური, სუფთა ინფორმაცია!

არ ვიცი, მე ამაში ვხედავ ამ ჩიხიდან გამოსავალს, რომელსაც ტექნოკრატიული ცივილიზაცია ჰქვია და მივყავართ პირდაპირ უფსკრულისკენ (ეკო–დაბინძურება, კატაკლიზმები, გლობალური დათბობა და აშ... )

პ.ს. მაპატიეთ, ბევრ სხვადასხვა თემასთან მომიწია შეხება იმისათვის,რომ ჩამომეყალიბებია ჩემი აზრი ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით და პოსტი საკმაოდ დიდი გამოვიდა..

გთხოვთ, გამოთქვით თქვენი აზრი
old_man
მე მგონი ძაან საჭიროა ასეთი ჟურნალები. სწორედ თინეიჯერულ ასაკში უნდა მიიღო სრული, მრავალმხრივი ინფორმაცია, რომ ბევრი პრობლემა აიცილო და ჯანსაღი სქესობრივი ცხოვრება დაიწყო. სწორედ ტაბუდადებულობამ გამოიწვია ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ზოგადად სექსუალური კულტურა არ არსებობს......
TeO
აი ამაში მე ვერ დაგეთანხმები,. რას ეძახი შენ "სექსუალური კულტურა"ს?
old_man
ციტატა
რას ეძახი შენ "სექსუალური კულტურა"ს?

სექსუალურ კულტურას უფრო სწორად მის არარსებობას ვეძახი თუნდაც იმას რომ ჰორმონებგაღვიძებული 16-17 წლის ბავშვები ქორწინდებიან და მერე რამდენიმე თვეში ეყრებიან ერთმანეთს. იმას, რომ სექსუალურ ურთიერთობას მხოლოდ შთამომავლობის გაგრძელების ფუნქცია ენიჭება (ბევრისთვის), ქმარი ცოლს რაღაცეებს "ვერ აკადრებს" ამიტომ დაუკმაყოფილებელი მიდის სხვა დაწესებულებაში და სხვებს "აკადრებს". ცოლს ეშინია თავისი ფანტაზიები განახორციელოს ქმართან, იმიტომ რომ ქმარმა არ იფიქროს ეს ბოზი ვინ ყოფილაო. იმას, რომ ეკლესიის მიერ დაკანონებული პარტნიორული ურთიერთობა ქალსა და კაცს შორის ითვლება მორალის და ზნეობის მწვერვალად, რაც ჩემი აზრით დიიიდი შეცდომაა და ა.შ.whistling.gif
Zet
ვეთანხმები OLDMENს smile.gif



"აკადრებს" lol.gif


circle
TeO


გეთანხმები იმაში, რომ 14-16 წლის ბავშვისთვის სექსუალური ცხოვრების დაწყება არასასურველია, როგორც წმინდა ფსიქოლოგიური, ისე ფიზიოლოგიური თვალსაზრისით. თუმცა ინფორმაციული ვაკუუმის არსებობა დაუშვებელია. მოზარდს აქვს ინტერესი, ინფორმაციის მიღების სურვილი, ამ ინფორმაციის მიწოდება კი პროფესიონალმა უნდა უზრუნველყოს და არა ერთი წლით უფროსმა დაქალმა ან ძმაკაცმა.


ალბათ არასაკმარისი და არასწორი ინფრმაციის ბრალია, რომ საქართველოში ნორმალური სექსუალური ცხოვრება იშვიათია. ან მეტისმეტად ადრე იწყებენ და 15 წლისებს ბუნებაში არსებული ყველა პოზა და "სახეობა" გამოცდილი აქვთ, ან მხოლოდ "ბოვშების გასაკეთებლად" იყენებენ, მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად კი მეძავებში დარბიან. sad.gif




ბავშვის აღზრდას რაც შეეხება.

ჩემთვის ძალიან მტკივნეული საკითხია. ახალგაზრდა მშობლებს რომ ვუყურებ, ცუდად ვხდები sad.gif

რამდენჯერ გამიგონია: "უჰ, როდის გაიზრდება, ერთი დავისვენო". ჩვენს რეალობაში ბავშვი მხოლოდ მშობლების ეგოიზმის ნაყოფია. აჩენენ იმიტომ, რომ სიბერეში "წყლის მიმწოდებელი" ჰყავდეთ, ზრდიან ცემა-ტყებით, გამუდმებული შეურაცხყოფით, თან ჰგონიათ რომ იდეალური მშობლები არიან. angry.gif

იმიტომაა ჩვენი ქვეყნის, ქართული საზოგადოების საქმე ასე ცუდად sad.gif
TeO
circle შენ პოსტს ვეთანხმები...
old_man
როგორ ფიქრობთ, რომელი ასაკიდან უნდა გაეცნოს ბავშვი ეზოთერულ ლიტერატურას და რა უნდა წაიკითხოს პირველად? smile.gif
Tamo_Tamo
ჯიბრანის "წინასწარმეტყველები-დან" მოვიყვნ ციტატას რომელსაც აბსოლუტურად ვეთანხმები....
"და შესთხოვა ქალმა, ვისაც ყრმა ეპყრა ხელთ:
_გვითხარი ბავშვებზე.
და მანდ თქვა: _ თქვენი შვილები თქვენი არაა.
ისინი თავზე დამწუხრებული ცხოვრების ძენი და ასულნი არიან.
ქვეყნად თქვენი წყალობით მოდიან, მაგრამ არა თქვენგან.
თქვენთან არიან, მაგრამ თქვენ არ გეკუთვნიან.
შეგიძლიათ თქვენი სიყვარული მისცეთ, მაგრამ არა თქვენი ფიქრები.
მათ თავიანთი ფიქრები აქვთ.
შეგიძლიათ მათ სხეულს მისცეთ თავშესაფარი, მაგრამ არა მათ სამშვინველთ, რადგან მშვინვიერება მათი ხვალინდელის სახლში ბინადრობს, სადაც თქვენ ოცნებითაც ვერ შეხვალთ.
შეგიძლიათ მათ დაემსგავსოთ, მაგრამ მათ ვერ დაიმსგავსებთ, რადგან სიცოცლხე გუშინდელ დღეზე ვერ შეყოვნდება.
თქვენ მშვილდები ხართ, წინ ნატყორცნი ისრები კი შვილები არიან თქვენი.
მშვილდოსანი უსასრულობაშიც ხედავს მიზანს და თავისი ძალით გღუნავთ, რათა ისრები სწრაფად და შორს გასტყორცნოს.
დაე, ღუნს თქვენსას მშვილდოსნის ხელში, სიხარული მოჰქონდეს, რადგან მშვიდოსანს ერთნაირად უყვარს მშვილდიც და ისარიც, რომელიც ერთ ადგილას არ ჩერდება."
ამას ჩემი კომენტარი აგარ ჭირდება და რაც შეეხება სექუალურ ცხოვრებას, ძნელია ასაკი დაასახელო რომელი წლიდან შიძლება იყოს დასაშვები სექსი, მაგრამ როცა კი ეს იქნება, ჩემის აზრით სადაც სიყვარულია იქ მრუშობა არაა, და საერთოდ სექსის კულტურაც თუ იქნა ჩვენში კარგად გააზრებული კაი იქნება. ჩემი აზრით ორი ადამმიანის სიყვარული სექსში ჰარმონიულად უნდა განსხეულდეს და ხელოვნებას უნდა დაემსგავსოს! wink.gif თუ რამეს "იკადრებს",oldman_ის თქვიმს არ იყოს, "კადრებად" საერთოდ არ უნდა მოიაზრებოდეს! smile.gif თუ რამეს აკეთებ უნდა ბოლომდე დაიხარჯო... wink.gif
TeO
QUOTE(Tamo_Tamo @ Jun 2 2008, 10:00 PM) *
ჯიბრანის "წინასწარმეტყველები-დან" მოვიყვნ ციტატას რომელსაც აბსოლუტურად ვეთანხმები....
"და შესთხოვა ქალმა, ვისაც ყრმა ეპყრა ხელთ:
_გვითხარი ბავშვებზე.
და მანდ თქვა: _ თქვენი შვილები თქვენი არაა.
ისინი თავზე დამწუხრებული ცხოვრების ძენი და ასულნი არიან.
ქვეყნად თქვენი წყალობით მოდიან, მაგრამ არა თქვენგან.
თქვენთან არიან, მაგრამ თქვენ არ გეკუთვნიან.
შეგიძლიათ თქვენი სიყვარული მისცეთ, მაგრამ არა თქვენი ფიქრები.
მათ თავიანთი ფიქრები აქვთ.
შეგიძლიათ მათ სხეულს მისცეთ თავშესაფარი, მაგრამ არა მათ სამშვინველთ, რადგან მშვინვიერება მათი ხვალინდელის სახლში ბინადრობს, სადაც თქვენ ოცნებითაც ვერ შეხვალთ.
შეგიძლიათ მათ დაემსგავსოთ, მაგრამ მათ ვერ დაიმსგავსებთ, რადგან სიცოცლხე გუშინდელ დღეზე ვერ შეყოვნდება.
თქვენ მშვილდები ხართ, წინ ნატყორცნი ისრები კი შვილები არიან თქვენი.
მშვილდოსანი უსასრულობაშიც ხედავს მიზანს და თავისი ძალით გღუნავთ, რათა ისრები სწრაფად და შორს გასტყორცნოს.
დაე, ღუნს თქვენსას მშვილდოსნის ხელში, სიხარული მოჰქონდეს, რადგან მშვიდოსანს ერთნაირად უყვარს მშვილდიც და ისარიც, რომელიც ერთ ადგილას არ ჩერდება."
ამას

მადლობააა Laie_61.gif
Nastia
ერთადერთი რაც ამჟამად სიხარულს მანიჭებს ჩემი შვილები არიან. ვგიჟდები მათზე და მინდა რომ სრულყოფილ კეთილი სულის ადამიანებად გავზარდო. . . . . .სადაც კი თვალს მოვკრავ ბავშვების გაზრდაზე მაშინვე ყურადღებით ვკითხულობ, ალბად იმიტომ რომ მე თვითონაც პატარა ვარ და არ მაქვს საკმარისი განათლება. . . . . . .არ მინდა რამე შემეშალოს ან გამომრჩეს მათ აღზრდაში. . . . . . . .
TeO
ნასტია , მისმინე, შეგიძლია რუსულად წაიკითხო? ძალიან კარგი წიგნებია ბავშვების აღზრდაზე..ბევრ საინტერესოს გაიგებ! wink.gif აი ქართულად კი არ არის ნათარგმნი sad.gif
TeO
QUOTE(Nastia @ Jun 29 2008, 04:06 PM) *
ერთადერთი რაც ამჟამად სიხარულს მანიჭებს ჩემი შვილები არიან. ვგიჟდები მათზე და მინდა რომ სრულყოფილ კეთილი სულის ადამიანებად გავზარდო. . . . . .სადაც კი თვალს მოვკრავ ბავშვების გაზრდაზე მაშინვე ყურადღებით ვკითხულობ, ალბად იმიტომ რომ მე თვითონაც პატარა ვარ და არ მაქვს საკმარისი განათლება. . . . . . .არ მინდა რამე შემეშალოს ან გამომრჩეს მათ აღზრდაში. . . . . . . .

რა სიხარულები გყავს..პუსკუნებიიიიი და დასაკოცნები kiss1.gif , ძალიან გამახარეს დღეს, პაწუკას ფანი ვარ! l_daisy.gif უკვე მომენატრააა wub.gif

მოკლედე პატარა ბავშვების მშობელთა საყურადღებოდ:


მოასმენინეთ თქვენ პატარას (სასურველია მუცლადყოფნიდანვე) კლასიკური მუსიკა და ასევე ხალხური!
ძალიან კარგია მოცარტი

ეს მუსიკა ხელს შეუწყობს ჩვილის გონებრივ ჩამოყალიბებას და კიდევ რაღაც ფაქტები ეწერა მეცნიერების..აღარ მახსენდება..
TeO
l_sunny.gif
კიდევ ერთი კარგი საიტი ბვშვებისთვის და დიდებისთვისაც - http://solnet.ee/
TeO
იაპონური აღზრდა- რამდენს ვეძებდი და ძლივს არ ვნახე smile.gif) http://lady.ge/news_from_lady_full.php?aid=1218
old_man
ჩემი აზრით ბავშვის აღზრდაში მნიშვნელოვანია პატარაობიდანვე დამოუკიდებლობის მიჩვევა. საქართველოში ასე ნაკლებად ზრდიან, მაგ ჩემი ახლობლის ბავშვი კალათბურთის ზბორებზე რომ მიდის თან ბებია მიჰყვება, რომ მოემსახუროს smile.gif)) ეს ხო მარაზმია smile.gif ზბორებზე ბავშვი იმიტომ უნდა გაუშვა რომ დამოუკიდებლობას მიეჩვიოს smile.gif)
პირადად ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი ქართული აღზრდა. 15-16 წლამდე ყველაფერს მშობლები მიკეთებდნენ და მერე რომ შევაბიჯე დიდ ცხობრებაში გამიჭირდა რაღაცეების დროზე მოტვინვა :0
ასე რომ ზოგადად ბავშვის აღზრდა ქართულად არაფრად არ ვარგა! wink.gif
TeO
QUOTE(TeO @ Jan 28 2009, 07:06 PM) *
იაპონური აღზრდა- რამდენს ვეძებდი და ძლივს არ ვნახე smile.gif) http://lady.ge/news_from_lady_full.php?aid=1218

ახლა ვკითხულობ ამ სტატიას, რომელიც ბავშვის იაპონურ აღზრდაზეა.. ძალიან მომწონს, თუმცა მანდ სტატსიის დასაწყისშივეა გაფრთხილება, რომ ეს სისტემა ჩვენებურ/ქართულ რეალობაში არ გამოგვადგება smile.gif

QUOTE(old_man @ Jan 29 2009, 02:03 PM) *
ჩემი აზრით ბავშვის აღზრდაში მნიშვნელოვანია პატარაობიდანვე დამოუკიდებლობის მიჩვევა. საქართველოში ასე ნაკლებად ზრდიან, მაგ ჩემი ახლობლის ბავშვი კალათბურთის ზბორებზე რომ მიდის თან ბებია მიჰყვება, რომ მოემსახუროს smile.gif)) ეს ხო მარაზმია smile.gif ზბორებზე ბავშვი იმიტომ უნდა გაუშვა რომ დამოუკიდებლობას მიეჩვიოს smile.gif)
პირადად ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი ქართული აღზრდა. 15-16 წლამდე ყველაფერს მშობლები მიკეთებდნენ და მერე რომ შევაბიჯე დიდ ცხობრებაში გამიჭირდა რაღაცეების დროზე მოტვინვა :0
ასე რომ ზოგადად ბავშვის აღზრდა ქართულად არაფრად არ ვარგა! wink.gif

დამოკიდებულება ადრეულ ასაკში განვითარებასთან

იაპონელები ერთ–ერთი პირველნი იყვნენ მათ შორის, ვინც ადრეული აღზრდის აუცილებლობაზე დაიწყო ლაპარაკი. ნახევარი საუკუნის წინ ამ ქვეყანაში გამოიცა წიგნი: "სამი წლის შემდეგ უკვე გვიანია", რომელმაც გადატრიალება მოახდინა იაპონურ პედაგოგიკაში. მისი ავტორია მასარუ იბუკა – მსოფლიოში ცნობილი ფირმის "სონის" შემქმნელი და ერთ–ერთი სასწავლო ორგანიზაციის დირექტორი. წიგნში ლაპარაკია იმის შესახებ, რომ ცხოვრების პირველ სამ წელიწადში ეყრება საფუძველი ბავშვის პიროვნებას. პატარა ბავშვები ყველაფერს ბევრად სრაფად ითვისებენ და მშობლები ვალდებულნი არიან შექმნან პირობები, რომლებშიც ბავშვი საკუთარი შესაძლებლობების მთლიანად რეალიზებას მოახდენს. აღზრდისას აუცილებელია შემდეგი პრინციპებით ხელმძღვანელობა: აუცილებლად გაუღვიძონ ინტერესი ბავშვს, აღზარდონ ხასიათი, ხელი შეუწყონ შემოქმედებით განვითარებას და სხვადასხვა ცოდნას. ამასთან, გენიოსის აღზრდის გეგმა კი არ დგას , არამედ ბავშვისათვის ისეთი განათლების მიცემის, რომ მას "ჰქონდეს ღრმა გონიერება და ჯანმრთელი სხეული, გაიზარდოს იგი საზრიანი და ჭკვიანი". ახლა ეს თვალსაზრისი ნათელია, მაგრამ 50–იანი წლების შუაში იგი რევოლუციურად ჟღერდა.

blanca
არა მგონია იაპონელები რამე განსაკუთრებულს ამბობდნენ თავისი აღზრდის მეთოდით
TeO
blanca
საკმაოდ საინტერესო და გააზრებული/მიზანმიმართული აღზრდის სისტემა აქვთ!
თუ განსაკუთრებულია არა, მაშინ განსხვავებული მაინც ნამდვილად არის wink.gif
blanca
ფურცელზე ყველა კარგად წერს აღზრდის სისტემას. მთავარია ცხოვრებაში რას აკეთებენ
ბავშვის გაზრდა რომ დაბადებამდე იწყება ახალი აღარ არის
მოკლედ ახალს არაფერს ამბობენ. შეიზლება თქვენთვის ახალია. აქ შეიზლება არის განსხვავება biggrin.gif
blanca
ხო, თუ მითითებულია რომ ჩვენებურ ქართულ რეალობაში არ გამოდგება რატომ ცდებით ვიღაცის დაკაკუნებულის საკითხავად? biggrin.gif

მე მაქვს მარტივი წესი რომელიც შეგიძლიათ ეხლავე დანერგოთ, აღზრდისას, გრზელგრზელი ტომების წაუკითხავად:
წესი ესეთია: საღი აზრი ანუ common sense biggrin.gif
მაგრამ ერთი პირობა მოყვება: აღმზრდელს თუ არ აქვს საღი აზრი, სისტემას ვერ გამოიყენებს

საერთოდ ცხოვრების გასაღები საღი აზრია, რაც ასე აკლია დღეს ჩვენს საყვარელ სამშობლოს smile.gif
Amadeus
მოგესალმებით, შეგიძლიათ ვინმეს კარგი ბავშვთა ფსიქოლოგი მირჩიოთ? 10 წლის მყავს გოგო და . . . მოკლედ დედამისი გიჟს გავს. მადლობა
თუ შეიძლება PM-ში მომწერეთ,

ბოდიშს ვიხდი თუ უადგილო ადგილას ვწერ
TeO
Amadeus welcomeani.gif
თემა შესაფერისაი, მაგრამ კარგი ბავშვთა ფსიქოლოგი მე არ ვიცი ასე, რომ ვერ დაგეხმარები unsure.gif

ისე, საჭირო ინფორმაციაა (კარგი ბავშვთა ფსიქოლოგი) და ვინმე თუ გამოეხმაურება მივესალმები! Laie_61.gif

პ.ს. მეც გავიკითხავ და ვნახოთ wink.gif მთავარია მონდომება biggrin.gif
ირმა
QUOTE(Tea @ 26th June 2007 - 07:41 AM) *
აქ შეიძლება დაწეროთ და გამოთქვათ თქვენი აზრი ბავშვების სწორი აღზრდის თაობაზე...

ეს თემა საინტერესო თემაა და ჩვენი ფორუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვან თემად შეიძლება ჩაითვალოს. მართალია ამ თემაში ჯერ არ მიაქტიურია, მაგრამ რატომღაც შორიდან ვუვლი. შორიდან ვუვლი, რადგან საკითხი მეტად მტკივნეულია და პრობლემები რომლებიც არსებობს ბავშვთა აღზრდასთან დაკავშირებით დაუსრულებელი.
99 % ადამიანებისა უცოდინარია ბავშვის აღზრდის საკითხებზე. სამწუხაროდ არც ჩვენში და არც საზღვარგარეთ არ არის კარგი მდგომარეობა იმ თვალსაზრისით, რომ მოხდეს სწავლება როგორ უნდა აღვზარდოთ ბავშვი. უმრავლესობა მშობლებისა ან ზედმეტი სიმკაცრით ან ზედმეტი უყურადღებობით თავისივე შვილის მტერი ხდება. სიყვარულით შეიძლება გიყვარდეს შენი შვილი, მაგრამ არავინ არ უნდა დაივიწყოს, რომ ის ბავშვი ის პატარა, რომელიც შენზეა დამოკიდებული მშობელო შენ შემოგცქერის, შენგან სწავლობს და შენგან მოელის სიყვარულის გრძნობას. ნუ დაგავიწყდება მშობელო რომ ის პატარა, თუნდაც ერთი წლის, პიროვნებაა და პირველი რაც უნდა გაიგო, უნდა ეცადო რომ გაიგო მისი. არც ცემაა სწორი და არც მიშვება ნებაზე, თავიდანვე ასწავლე რომ მოგისმინოს და მოგისმენს. დააკვირდი მშობელო რამდენჯერ დაუძახია შენთვის შენს პატარას და შენ არც გაგიგონია(ბევრია ასეთი, მეზობელი ჩემი ეძახის ბავშვი დედაა, და დედა ტელეფონზე ლაპარაკობს და არ სცალია, მუდმივად არ სცალია. თუ არ გცალია ნუ გააჩენ ბავშვს, თუ არ შეგიძლია მისი სწორი აღზრდა რატომ აჩენ? angry.gif
ვფიქრობ კარგი იქნებოდა არსებობდეს ერთგვარი სკოლა მშობლებისათვის, მაგრამ დღევანდელ პირობებში ეს ფიქრი სამწუხაროდ უტოპიაა და ყოველდღიურად უამრავი პატარა რთული პირობების ამტანი ხდება sad.gif
adamiani
ირმა
QUOTE(ირინი @ 27th March 2009 - 03:15 AM) *
კარგი იქნებოდა არსებობდეს ერთგვარი სკოლა მშობლებისათვის, მაგრამ დღევანდელ პირობებში ეს ფიქრი სამწუხაროდ უტოპიაა


სამწუხაროდ ეს მართალია. თუმცა რაღაც ჩანასახები უკვე არსებობს აქა-იქ. რაც უფრო განვითარდება ადამიანების სულიერი (თვით)ცნობიერება მით უფრო მნიშვნელოვანი გახდება ასეთი სკოლა. თუნდაც არაფიზიკური. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ბავშვის აღზრდა უნდა იწყებოდეს უკვე ჩასახვისას. უკვე თვით ჩასახვის მომენტი უნდა იყოს დაცული ყველა მავნე გავლენისგან ნათელი, ღვთაებრივი ძალების წყალობით და ეს კი მხოლოდ მშობლების ერთობლივი შინაგანი მონდომების შედეგი შეიძლება იყოს.
თანამედროვე მედიცინას მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს იმის თაობაზე, თუ როგორ მოქმედებს ფეხმძიმობისას დედა თავის შვილზე. ეს მოქმედება ისეთი ძლიერია, რომ უდიდეს გავლენას ახდენს ბავშვის კარმასა და პიროვნების ჩამოყალიბება-განვითარებაზე მის დაბადებისშემდგომ ცხოვრებაში. ალბათ ახალი აქ არავისთვის არაა, რომ ფეხმძიმობის დროს დედა თავის ჯერ დაუბადებელ შვილს სულიერ დედობას უნდა უწევდეს, თავისი აზრები, განცდები, ემოციები, სიტყვები და საქმე იმ ცნობიერებით წარმართოს, რომ ყველაფერი ეს კვალს დატოვებს ბავშვის პიროვნებაზე. ამის და მიხედვით, დედის გადასაწყვეტია, თუ როგორი კვალი სურს დატოვოს მასზე. მაშინაც კი, როცა მამის "მემკვიდრეობა" ცუდი და სუსტია, დედას იმ 9 თვის მანძილზე ბევრი რამის უკეთესობისკენ მოქცევა შეუძლია.
ასეთი უტოპიური სკოლისთვის დამახასიათებელი იქნებოდა ფეხმძიმეების სისტემატიური შეხვედრები, რომლის დროსაც ისინი გარემოს მავნე შემოტევებისგან დაისვენებდნენ, როგორც ოაზისში. ლოცვა, ხატვა, მუსიკა, ბუნებაში სეირნობა და მომავალ შვილებზე საუბარი და მათზე ფიქრი, როგორც ღვთაებრივ არსებებზე , განვითარებისთვის საჭირო იმპულსებს მისცემდა ბავშვებს.
დღეს ბევრი მაღალგანვითერებული სული ამაოდ უცდის ინკარნაციისთვის შესაფერის პირობებს, მშობლებს, რომელთაც გააზრებული ექნებათ ეს ყველაფერი და გულით ენდომებათ ისეთი სულის შვილად მიღება, რომელიც კაცობრიობის სამსახურში ჩადგება, ღმერთს და ადამიანებს მოემსახურება და მეტ ღვათებრივ სინათლეს მოიტანს დედამიწაზე.

დედა ნახე, მამა ნახე - შვილი ისე გამონახე. ამ ანდაზაში დიდი სიბრძნეა.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.