Help - Search - Members - Calendar
Full Version: კავკასიური იოგა
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ბიბლიოთეკა > ბიბლიოთეკა
HELPme


«სვანეთის მთებში დღესაც ცხოვრობენ განდობილები»(!)

ბევრ თქვენგანს, ალბათ, არც კი გაუგონია კავკასიური იოგას არსებობის შესახებ, არადა ვარჯიშების ამ უნიკალური სისტემის წყალობით შეგიძლიათ გახდეთ ნათელმხილველი, ტელეპათი, წყალზე იაროთ, ჰაერში იფრინოთ, ამინდი შეცვალოთ, ჩასახვის დროს ბავშვის სქესი დააპროგრამოთ, ავადმყოფები განკურნოთ, დახარჯული ენერგია აღიდგინოთ, გაახალგაზრდავდეთ, სიცოცხლე გაიხანგრძლივოთ, სურვილები აიხდინოთ...

«კვირის პალიტრის» სტუმარია ეზოტერიკოსი თამაზ დარახველიძე, რომელიც კავკასიურ იოგაზე გვესაუბრება.

- ბატონო თამაზ, რატომ არ არის ცნობილი დღემდე ფართო საზოგადოებისთვის კავკასიური იოგას შესახებ?

- ჩაკეტილი სისტემა იყო - ცოდნა მასწავლებლიდან მოწაფეზე გადადიოდა, ასე რომ, მხოლოდ განდობილებმა იცოდნენ კავკასიური იოგას არსებობა. ეს საიდუმლო სწავლება პირველად 1955 წელს გახდა ცნობილი პოლონელი გრაფის, სტეფან კოლონა ვალევსკის წყალობით, რომელიც პოლონეთის დიპლომატიური მისიით ჩავიდა ნიუ-იორკში და მოგვიანებით ერთ-ერთ ამერიკელ გამომცემელს უცნაური ხელნაწერი წიგნი მიუტანა.

- რაში მდგომარეობდა ხელნაწერის უცნაურობა?

- კავკასიური იოგა ვალევსკიმ პერგამენტზე ოქროს ასოებით დაწერა.

- ვისგან შეიტყო მან ამ საიდუმლო სისტემის არსებობა?

- კავკასიის მთებში მოგზაურობისას, 1920-იან წლებში, იგი შეხვდა ორ განდობილს, რომლებმაც გრაფს ზოგიერთი რამ გაუმხილეს, ცოდნა ზეპირად გადასცეს და ფიცი ჩამოართვეს, რომ მათ ვინაობას არ გაამხელდა. თავის მასწავლებლებს გრაფი აღარასოდეს შეხვედრია. ვალევსკიმ კავკასიური იოგა (ადამიანის განვითარების სისტემა) ამერიკაში ჩასვლის მერე დაწერა ინგლისურ ენაზე. სხვათა შორის, წიგნი დაიბეჭდა თუ არა, გრაფი მაშინვე გარდაიცვალა. ის ნიუ-იორკში ცნობილი კოლექციონერი გახლდათ. ანტიკვარული ნივთებითა და აღმოსავლური ხელოვნების ნიმუშებით ვაჭრობდა. ჰქონდა მაღაზია «ეზოტერიკა». სამწუხაროდ, კავკასიური იოგა, რომელიც კოლორადოს შტატში გამოიცა, დაუმთავრებელია, მაგრამ გრაფი ამტკიცებდა, ასეა საჭიროო...

- თქვენ როდის შეიტყვეთ კავკასიური იოგას არსებობის შესახებ?

- პირველად 1970 წელს მომიტანა ერთმა მეგობარმა ვალევსკის «კავკასიური იოგას» რუსული თარგმანის ხელნაწერი.

- თქვენი აზრით, კავკასიის მთებში დღესაც არსებობს საიდუმლო საზოგადოება?

- შესაძლოა!.. უცხოური წყაროებიდან ვიცი, რომ სვანეთის მთებში დღესაც ცხოვრობენ განდობილები. ისინი პოლონელ გრაფს 89 წლის წინ შეხვდნენ... იმის დაშვებაც კი შეიძლება, რომ საიდუმლო საზოგადოების წევრები დღემდე ცოცხლები არიან.

- «სვან ლამებს» გულისხმობთ?

- დანამდვილებით ვერაფერს გეტყვით... გამიგონია, რომ სვანეთის მთებში არიან უხუცესები, რომლებიც ხალხმა «ლამებად» მონათლა. ისიც თქვეს, მათ სანახავად ედუარდ შევარდნაძეც იყო, ზვიად გამსახურდიაც, მაგრამ მხოლოდ ბატონი ზვიადი მიიღესო.

- რით განსხვავდება «კავკასიური იოგა» მსოფლიოში აღიარებული იოგას მსოფლმხედველობისგან?

- არის მოსაზრება, რომ იოგას მოძღვრება სწორედ კავკასიიდან გავიდა და დამკვიდრდა აღმოსავლეთში აბრეშუმის გზის მეშვეობით და ბუნებრივია, რამდენამდე სახეც იცვალა.

- რას ეყრდნობა «კავკასიური იოგას» სწავლება?

- «კავკასიური იოგას» სწავლების თანახმად, «სამართლიანობის კანონი ღვთის ნებაა». საგანგებოდაა ხაზგასმული ადამიანის დანიშნულებაც: «მე ვიმყოფები დედამიწაზე, რომ უკეთესი გავხადო იგი, უდაბნო სამოთხედ გარდავქმნა, ღვთისა და მისი მუშაკებისთვის უფრო ღირსეულ ადგილად ვაქციო». საკუთარი თავის შეცნობა ნიშნავს ჩაუღრმავდე შენს ადამიანურ არსს, დააკვირდე, შეისწავლო და დაგროვილი ცოდნა სათანადოდ გამოიყენო. ადამიანური არსის ინდიკატორია: «მე - მე ვარ (სამშვინველი), მე ვაზროვნებ, მე შევიგრძნობ, მე მსურს». ნებისმიერ სიტუაციას გავუმკლავდებით შეგნებულად განვითარებული ყურადღებით, დაკვირვებით, სწორი ინტერპრეტაციითა და დაგროვილი ცოდნის პრაქტიკული გამოყენებით - «შექმენი მიზეზი და უთუოდ მიიღებ შედეგს». «კავკასიური იოგა» საშუალებას გვაძლევს, ვუპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვას ყოფის ნებისმიერი სფეროდან (ფიზიკური, მენტალური, სულიერი და ფსიქიკური), გვასწავლის, როგორ გავიმარჯვოთ და რა გზით გადავჭრათ პრობლემები.

- რა ვარჯიშებს მოიცავს «კავკასიური იოგას» სისტემა?

- მედიტაციას და ყურადღების კონცენტრაციას სუნთქვითი ვარჯიშების ფონზე. სწორად სუნთქვა აუცილებელია ნებისმიერი ვარჯიშის შესრულების დროს, რადგანაც აზროვნების, შეგრძნებებისა და სურვილების ინდიკატორი სუნთქვაა. ნებისმიერ ცოცხალ არსებას, რომელიც ამ სამყაროში იბადება, აქვს თავისი ძირითადი რიტმი. ეს არის დედის სუნთქვა ცოცხალი არსების ჩასახვის მომენტში, ანუ მისი ვიბრაცია.

- რას ნიშნავს სწორად სუნთქვა?

- ადამიანის სუნთქვა უნდა შეესაბამებოდეს დედამიწის გულის ეზოტერიკული ცენტრის რიტმს, ანუ 7-ს, ამიტომაც 7 წამში ხდება ჰაერის შესუნთქვა, 1 წამით - დაყოვნება, 7 წამში - ამოსუნთქვა, და ისევ 1 წამით - დაყოვნება.

- რა საჭიროა სხეულის გადასვლა დედამიწის რიტმზე?

- «კავკასიური იოგას» სწავლების მიხედვით, ტიტანური ენერგია (იგივე პრანა), რომელსაც სივრცე შეიცავს, ყველგანაა და მუდმივად ეძებს ადამიანში შეღწევის საშუალებას, რათა ჩვენი მეშვეობით გამოავლინოს თავისი ძალა. ამ ენერგიის ჰარმონიული დინება რომ შევიგრძნოთ, დედამიწის რიტმზე უნდა გადავიდეთ, რათა გავთავისუფლდეთ საკუთარი ვიბრაციისგან, ანუ ჩასახვის მომენტში დედის ნეგატიური შთაბეჭდილებებისგან. როცა ადამიანი საკუთარ სუნთქვას აცნობიერებს, სხეულის ნაწილებსა და ცენტრებს ამოსუნთქვის დროს მუხტავს. «კავკასიურ იოგაში» ვარჯიშებს ეწოდება «მასტერ-არკანები», დიდი და მცირე არკანები.

- თუ შეიძლება, განმარტეთ, რას ნიშნავს ეს?

- «მასტერი» ანუ ოსტატი არის ადამიანი, რომელიც «კავკასიურ იოგას» მისდევს. «არკანი» ნიშნავს ვარჯიშს, ასე რომ, «მასტერ-არკანი» იგივეა, რაც «ოსტატის ვარჯიში». გრაფ ვალევსკის აღწერილი აქვს 7 «მასტერ-არკანი». «კავკასიური იოგას» სწავლების თანახმად, სუნთქვა სიცოცხლეა. ვალევსკი აღწერს «მზის», «მთვარისა» და «ბუნდოვან» სუნთქვას.

- რა მდგომარეობაში იმყოფება ოსტატი?

- იგი მუდამ შეგნებულად ინარჩუნებს სამყაროს პოზიტიური აღქმის უნარს, გახსნილია ყველანაირი დადებითი ძალისთვის, რათა მათ შეძლონ ოსტატში შეღწევა და მისი საშუალებით გამოვლინდნენ. ამაღლებული სურვილები, ნათელი აზრები, კეთილი სიტყვები - ეს მისი მუდმივი მდგომარეობაა.

- თუ შეიძლება აგვიხსენით, როგორ კეთდება პირველი «მასტერ-არკანი»?

- საგაზეთო სტატიით ამის გაკეთება ძნელია და თანაც საშიში.

- დანარჩენ «მასტერ-არკანზე» რას გვეტყვით?

- მეორე «მასტერ-არკანის» წყალობით ადამიანი იძენს ნათელსმენის უნარს და ჰარმონიულობას. სწავლობს, როგორ დახვდეს მოყვარეს, რანაირად დაიცვას თავი მტრისგან, ან როგორ დაესხას მას. მესამე «მასტერ-არკანი» ავითარებს გემოვნებას და უდიდესი პრინციპის მუდმივად შენარჩუნების უნარს.

- რა არის უდიდესი პრინციპი?

- «მე ჩავისუნთქავ სიცოცხლეს და ჩემ გარშემო ვქმნი მაგნიტური ძალების ველს, ანუ აურას» - ეს არის «კავკასიური იოგას» ცენტრალური პრინციპი. მეოთხე «მასტერ-არკანი» ავითარებს უზადო ნებისყოფას (ელექტრობას ინახავს სხეულის ნერვულ წნულებში). მეხუთე «მასტერ-არკანის» საშუალებით ადამიანი დედამიწის მიზიდულობის ძალაზე კონტროლის უნარს იძენს, შეუძლია, ჰაერში აიწიოს, იფრინოს და წყალზე იაროს. მეექვსე «მასტერ-არკანს» «ფილოსოფიურ ქვას» უწოდებენ.

- რა მოტივით?

- იგი ავითარებს ტრანსმუტაციის, ტრანსფორმაციის, ტრანსფიგურაციის უნარს და შესაძლებელს ხდის უბრალო, არაკეთილშობილური ელემენტების ოქროდ გარდაქმნას (ტრანსმუტაციას). გარდა ამისა, მეექვსე «მასტერ-არკანის» წყალობით, ხდება ელექტრონული და მაგნიტური ძალების ტრანსფორმაცია, ადამიანისა და დედამიწის აურის სფეროების შერწყმა, რაც ღვთაებრივ ძალებთან, ანგელოზებთან კავშირის დამყარების საშუალებას იძლევა. არანაკლებ საინტერესოა მეშვიდე «მასტერ-არკანიც». მისი მეშვეობით ადამიანი ამინდის შეცვლას, მის მართვას სწავლობს.

კვირის პალიტრა / თამაზ დარახველიძე ; ესაუბრა ნინო გოძიაშვილი //
© http://old.kvirispalitra.ge/archive/2009/2...htm/saxeebi.htm
mamu_ka
არვიცოდი რომ საქართველოშიც იყვნენ ასეთები,სვანეთში მინდა smile.gif
I AM
უახლოეს ხანებში ქართულად გამოდის წიგნი kos.gif
mamu_ka
ხო არ გამოვიდა ეგ წიგნი?
td.........
ეს სტატია ერთი 3 წლის წინ მაქვს კვირის პალიტრაში წაკითხული.. სხვა ინფო არაა ამის შესახებ?
mamu_ka
td.........
გადავატრიალე ინტერნეტი მაგრამ არაფერი არაა sad.gif
td.........
mamu_ka
ნეტში არაა , მაგრამ ისედაც არაა მგონი..
mamu_ka
td.........
ამ სტატიაში რომ წიგნზე საუბრობენ ეგ მაქვს კომპიუტერში ოღონდ რუსულად არის,კიდევ მინდა რამე სხვა მაგრამ არ მოიპოვება ინფორმაცია
MamuuK
აუ ეს წიგნი მინდა, რუსულად ან ინგლისურად იყოს თუგინდა :შ
cerBERus
google-ში ნახე ყრია რუსულ საიტებზე
assassins -
გაზეთი ასავალ -დასავალი როა ,იქ იყოოო კავკასიური იოგის შესახებ სტატია და მაგ ხალხზე
გრიფონი
მე მაქ ეგ ნომერი smile.gif
I AM
რუსული ვერსიაში ძალიან შემოკლებითაა ინფორმაცია (ნუ რაც მე ვნახე იმ ვარიანტში)



აი ზუსტად ასავალ-დასავალის ნომერსი ამბობდა ის კაცი რომ ქართულად უნდა გამოვცე წიგნიო და წესით აქამდე უნდა გამოსულიყო... sad.gif
გრიფონი
კი,შესავალში ესე წერია,რო ერთარდერთი ადამიანია ,ვინც ქართულად თარგმნაო
kate
დიდი ხანია ვეძებ და ვალევსკის გარდა კავკასიურ იოგაზე ვერსად ვერაფერს მივაგენი, გარდა იმისა რომ ერთხელ სადღაც ვიღაცას ქონდა ნახსენები გურჯიევი ფლობდა კავკასიურ იოგასო. ძალიან მეპარება ეჭვი ამდენი ხანი სვანეთში საიდუმლოდ ინახებოდეს ეს ცოდნა, ახლა ის დროა ყველა საიდუმლოს ნელ-ნელა ფარდა ეხდება. აქამდეც რომ მოეტანათ საიდუმლოდ ახლა უკვე გამოჟონავდა.
Simulated
QUOTE(kate @ Apr 29 2011, 07:10 PM) *
დიდი ხანია ვეძებ და ვალევსკის გარდა კავკასიურ იოგაზე ვერსად ვერაფერს მივაგენი, გარდა იმისა რომ ერთხელ სადღაც ვიღაცას ქონდა ნახსენები გურჯიევი ფლობდა კავკასიურ იოგასო. ძალიან მეპარება ეჭვი ამდენი ხანი სვანეთში საიდუმლოდ ინახებოდეს ეს ცოდნა, ახლა ის დროა ყველა საიდუმლოს ნელ-ნელა ფარდა ეხდება. აქამდეც რომ მოეტანათ საიდუმლოდ ახლა უკვე გამოჟონავდა.

ვერ დაგეთანხმები. ერთია ის რასაც გვაწოდებენ მეორე ის რასაც ვხედავთ და ვრძნობთ. ამაზე ადრეც ვილაპარაკეთ. "გამოჟონავდა" არაფერი არასდროს არ გამოჟონავს სანამ თავად არ ნახავ კონკრეტულ წერტილს საიდანაც შეიძლება გამოჟონოს.
kate
QUOTE(Simulated @ 29th April 2011 - 10:26 AM) *
სანამ თავად არ ნახავ კონკრეტულ წერტილს საიდანაც შეიძლება გამოჟონოს.

არა, მართლა ვეძებე, სვანეთშიც, ჯერ კიდევ წლების წინ, ზედა და ქვემო სვანეთელებშიც გაკითხული მაქვს, ყველას ეგონა სამახვშო განძეულზე ვეკითხებოდი და თუ მართლა ფლობს დღეს სვანეთში ვინმე ამ ცოდნას და ასე საიდუმლოდ, მაშინ მართლა ხელები ამიწევია სვანების წინაშე
საქმე ის არის რომ არსად არ არის არანაირი ინფორმაცია ვალევსკის გარდა, მე ნამდვილად ვერსად ვნახე და ეგებ ვინემ მართლა იცოდეს რამე. და იმ კაცს ბოლო-ბოლო თარჯიმანი მაინც ხომ ჭირდებოდა ან რაღა გადამთიელს გაანდეს ის რასაც შინაურებს უმალავდნენ
Simulated
QUOTE(kate @ Apr 29 2011, 08:25 PM) *
არა, მართლა ვეძებე, სვანეთშიც, ჯერ კიდევ წლების წინ, ზედა და ქვემო სვანეთელებშიც გაკითხული მაქვს, ყველას ეგონა სამახვშო განძეულზე ვეკითხებოდი და თუ მართლა ფლობს დღეს სვანეთში ვინმე ამ ცოდნას და ასე საიდუმლოდ, მაშინ მართლა ხელები ამიწევია სვანების წინაშე
საქმე ის არის რომ არსად არ არის არანაირი ინფორმაცია ვალევსკის გარდა, მე ნამდვილად ვერსად ვნახე და ეგებ ვინემ მართლა იცოდეს რამე. და იმ კაცს ბოლო-ბოლო თარჯიმანი მაინც ხომ ჭირდებოდა ან რაღა გადამთიელს გაანდეს ის რასაც შინაურებს უმალავდნენ

აჰა გასაგაბეია.ისე მგონი იმ ასაკის ხალხი რომ ზოგადად ამ თემის შესახებ რაიმე იცოდეს აღარც კი იქნება შემორჩენილი დიდი ეჭვი მაქვს.
გრიფონი
მოკლედ ერთი სვანეთის მთებში უნდა გავილაშქრო smile.gif girl_witch.gif
I AM
uraaa.gif uraa.gif uraaa.gif uraa.gif uraaa.gif uraa.gif uraaa.gif uraa.gif

როგორც იქნა გამოვიდა ქართულად

GuddaX
ქართულად არავის გაქვთ ამაზე წიგნი?
I AM
GuddaX


QUOTE
ქართულად არავის გაქვთ ამაზე წიგნი?


კაცო წინა გვერძე არ დავწერე გამოვიდა-თქო წიგნი? unsure.gif
რეალისტი
მოგესალმებით ბატონო ფორუმელებო !
ბატონი თამაზ დარახველიძე ქმნის კავკასიური იოგის შემსწავლელ ჯგუფს. დაინტერესებულ ფორუმელებს შემიძლია გაუწიო რეკომენდაცია.
გრიფონი
სად შეიძლება კავკასიური იოგის- წიგნის ყიდვა, ქართულად თარგმნილისს?
გრიფონი
???
გრიფონი
dalian damainteresa am temam da zogadaad im ''wminda xalxma'' rogoor tu aravistan ar aqvt kontaqti, iq rogor cxoovroben an ras wameen?? dalian damaintrigebeli temaa, an gind zamtarshi cariell mtaze rogor unda icxovro ? tu mag donis ''wminda xalxia'' rom sawmlis migeba ar wirdebaad?? saertod gazviadebuli xom ar aris eg yvelaferi?, vinmeem ufro meti tu icit iqneeb dawerot smile.gif
გრიფონი
შრიფტი ამერია biggrin.gif ნუ შინარს ხო მიხვდიტ smile.gif
free man
ვა საინტერესოა მეც გამიჩნდა იგივე კიტხვები, სხვატაშორის გენოფონდიარ
Atman
ცნება კავკასიური იოგა რეალურად არ არსებობს. იოგა ერთია (სხვადასხვა ფორმით და საფეხურით) და კავკასიაშიც თუ ამ იოგას მისდევდნენ არ ნიშნავს რომ იგი კავკასიურია (ან იგივე შეიძლება ითქვას ინდოეთზეც).
free man
ეს ყველაზე ძლიერი იოგის ნაწილია,? მე უფრო ის ხალხი მაინტერესებს , ვიდრე თვითონ იოგა.
გრიფონი
მოთმინებით ველოდები ხელსაყრელ დროს როცა მატ ვნახავ
MamuuK
აუ პირველ მასტერ არკანზე მითხარით რა რამე ძალიან მჭირდება....
visama vritti pranayama
MamuuK

I. მ. ა./პრანას ნაირსახეობა.

ხელების მთგომარეობა V ფეხების მდგომარეობა V. (რეკომედირებულია ნებისმიერი მჯდომარე პოზა
პადმასანა, არდჰა პადმასანა, სიდჰასანა, ვაჯრასანა. )

სუნთქვის ტეხნიკა. 1.ფილტვების აბსოლიტური დაცლა. 2. შესუნთქვა 7 sec - პაუზა შეკავება - 1 sec - ამოსუნთქვა 7 sec - პაუზა შეკავება - 1 sec

1) ვიზუალიზაცია წითელი ფერის (ფიზიკური დონე) მუცლის ქვედა ნაწილში, სასქესო ორგ, თავის უკანა ნაწილში. სუნთქვის ტეხნიკა სუნთქვის აქცენტი მუცლისმიერი სუნთქვა. 1.ფილტვების აბსოლიტური დაცლა. 2. შესუნთქვა 7 sec - პაუზა შეკავება - 1 sec - ამოსუნთქვა 7 sec - პაუზა შეკავება - 1 sec 3-ჯერ.

2) ვიზუალიზაცია ყვითელი ფერის (მენტალური დონე) ფერი ლოკალიზდება გულმკერდში და თავის წინა ნაწილში. სუნთქვის ტეხნიკა სუნთქვის აქცენტი გულმკერდით სუნთქვა. 1.ფილტვების აბსოლიტური დაცლა. 2. შესუნთქვა 7 sec - პაუზა შეკავება - 1 sec - ამოსუნთქვა 7 sec - პაუზა შეკავება - 1 sec 3-ჯერ.

3) ვიზუალიზაცია ცისფერი ფერის (სულიერი დონე) დიაფრაგმის მიდამოში. სუნთქვის ტეხნიკა სუნთქვის აქცენტი გულმკერდი და მუცლის ზედა ნაწილი. 1.ფილტვების აბსოლიტური დაცლა. 2. შესუნთქვა 7 sec - პაუზა შეკავება - 1 sec - ამოსუნთქვა 7 sec - პაუზა შეკავება - 1 sec 3-ჯერ.

4) ვიზუალიზაცია თეთრი ფერის (ფსიქიკური დონე) ხელი, მტევანი, ტერფები, ფეხები, სახე. სუნთქვის ტეხნიკა სუნთქვის აქცენტი მუცელი, დიაფრაგმა. მკერდი.. 1.ფილტვების აბსოლიტური დაცლა. 2. შესუნთქვა 7 sec - პაუზა შეკავება - 1 sec - ამოსუნთქვა 7 sec - პაუზა შეკავება - 1 sec 3-ჯერ.

უბრალოდ რეკომედაცია... ეს არც თუ უბრალო შესასრულებელია და დამწყებისთვის საკმარისია მხოლოდ I ეტაპის გაკეთება... გახსოვდეთ პრანაიამა ბევრის მომცემი პრაქტიკაა...თუმცა ამავე დროს მისი არასწორი შესრულება სხვადასხვა გართულებებს იწვევს... პრანა გაუხედნავი მხეცია...ლომია. ვეფხვი...თუ უდიერად მოეპყრობი ის მოკლავს მომხმარებელს.

პრანა სრულდება სუფთა ჰაერზე. ეს არკანი კი მე ურჯაი პრანაიამას ტეხნიკაზე გადავაკეთე და ქე მევირგე.
MamuuK
visama vritti pranayama ოჰოო მადლობ : )
ვაფასებ შენს ზრუნვას და ფრთხილად ვიქნები : ))))
free man
კიდე სხვ არკანებიც არის ისინი როგორ კეთდება?
I AM
ამ არკანებთან ხუმრობა არ შეიძლება, დამოუკიდებლად თუ დაიწყებთ კეთებას შეიძლება ჰალუცინაციები და ა.შ. გამოიწვიოს (თუ არასწორად ან გადამეტებით ივარჯიშებთ)
Woodland
სად შეიძლება ამ წიგნის ყიდვა?
fawos
კავკასიური იოგა


ისევე სასაცილოდ ჟღერს როგორც ტიბეტური ვუდუ. თუ ის მართლაც არსებობდა მინიმუმ კავკასიური სახელიც ექნებოდა. სიტყვა იოგა – გამომდინარეობს სანსკრიტული ფუძიდან йодж. სხვა დანარჩენზე ხო საერთოდ არაფერს ვამბობ , ერესი.
X-Man
ეს ვიზეა ლაპარაკი მახვშებზე??
default settings
http://forumkavkaz.com/index.php?topic=4654.0

ესეც გადმოსაწერად
http://www.e-puzzle.ru/page.php?id=2972
X-Man
ჰაჰ შეხედეთ რაა ნერვებ მოსაშლელი რამაა თურმე ჩერქეზეთში უნახია ვალევსკის
X-Man

უკვე მისაკუთრეს რუსებმა...
Untitled_13
QUOTE(I AM @ Jul 23 2011, 07:07 PM) *
uraaa.gif uraa.gif uraaa.gif uraa.gif uraaa.gif uraa.gif uraaa.gif uraa.gif

როგორც იქნა გამოვიდა ქართულად



წინადადება მაქვს! ვინმე მივიდიეს საჯაროში და ეს წიგნი გადააქსეროსოს. მე ავანზღაურებ თანხას და ჯერ თვითონ წაიკითოს თუ უნდა, მხოლოდ უახლოეს ერთ კვირაში გამომიგზავნოოოს smile.gif
X-Man
ვა საჯაროში არის კაია სად იყიდება ეგ წიგნი საერთოდ ???
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.