Help - Search - Members - Calendar
Full Version: ფორუმელთა სოფელი
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > ოჯახი - პლანეტა დედამიწა > ფლორა და ფაუნა
Pages: 1, 2, 3
old_man
აი რა იდეა დამებადა, მოდით თბილისის მახლობლად ყველამ შევიძინოთ მიწის ნაკვეთები, ჩავდგათ გვერდი-გვერდ პატარა სახლები (აი თეოს რომ აქვს ისეთი) ჰოდა საღამოობით ერთმანეთთან შევიკრიბოთ და ფინჯან ყავასთან ერთად ვისაუბროთ ეზოთერულ თემებზე. ჰა რას იტვით? smile.gif) ყველაფერი ძალიან მარტივია, კაჭარავასნაირი რამე ჩახლართული არ გეგონოთ. ჰოდა ვიქნებით ბუნებასთან ჰარმონიაში. გავაშენებთ ხეხილს, ბოსტნეულს და რამე. ძალიან მაგარი იქნება! smile.gif
TeO
მე ყავას რომ არ ვსვამ? secret.gif
biggrin.gif

საინტერესო თემაა, მე ჯერჯერობით თვალყურს ვადევნებ, რადგან სახლი და ბაღი მაქვს yes.gif
Uma
ეეჰ, ხომ იცი ბევრი რამ ფინანსებთან არის დაკავშირებულიsad.gif
Zet
თან ძაან დიდ ფინანსებთან, თბილისთან ნაკვეთი იცი რა ღირს???

მარა ერთი კაი აზრიც მაქვს, უფრო სწორედ ეს ის ერთერთაგანი მიზეზია რაც ეს ფორუმი გამაკეთებინა....
ვისაც ანასტასია წაკითხული აქვს ალბატ იმას ეცოდინება....

წარმოვიდგინოდ დედამიწა და ამ დედამიწაზე ცხოვრობენ ადამიანები, და რაზე უნდა იცხოვროს ადამინმა? მიწაზე.. და რამდენია დედამიწაზე მიწა? ძალიან ბევრი იმდენი რო წესით ყველას უნდა ეყოს რო თავისი წილი მიწა ქონდეს). მარა დღეს რა სიტუაციაა? ის რომ ას კვადრატულ მიწაზე ცხოვრობს 50 ადამიანი (მაღალ სართულიანებს ვგულისხმობ). სადარი ლოგიკა, ამდენი აუთვისებელი მიწებია და ჩვენი არცერთი არარი რატომღაც, და ყველა იმ ას კვადრატულში ვართ შეყუჟულები... ხო შეიძლება რო ყველა ადამიანს ქონდეს თავის კუთვნილი პატარა მიწის ნაკვეთი...
ლოგიკით როცა ადამიანი იბადება იმას ავტომატურად ეკუთვნის თავის წილი ნაკვეთი, ეს იმის საქმეა მერე სახლს ააშენებს თუ რას იზავს......
წარმოიდგინეთ რამდენი სოციალური პრობლემა გადაიჩრება ამით!!! და ამდროს ამდენი მიწები და ტერიტორიები ტყვილა არის, ტავისთვის, როცა ამ დროს შეიძლება რომ ადამიანმა ის თავის სასარგებლოდ გამოიყენოს,

ხოდა იქნებ ნელნელა ჩვენ მთავრობასაც გავაგებინოთ, რომ მიწა ადამიანებისთვისარი და არა სხვარამითვის...

ნუ ეს სამომავლო გეგმებია, და იმედია როდისმე ეგრე იქნება wink.gif
TeO
მართალი, რომ ვთქვა რეალურად საქართველოში არ არის სახარბიელო სიტუაცია! whistling.gif ... ამ მთავრობას თავი დავანებოთ, რომელიც ყიდის ყველა კარგ ”ლუკმას” რაც გაგვაჩნია, მაგრამ ეს ჩვენი ბრალიაააა!!!!!!!!! და აი რატომ:

1) კომუნისტების პერიოდში ჩატარებული აგიტაციების გამო დაიწყო ტენდენცია სოფლებიდან ხალხის გადმოსახლება ქალაქებში (დიდ!)
2) შექმნილი იყო ილუზია, რომ ქალაქში ცხოვრება ძალიან ადვილია!!! ხოლო ბუნებაში კი ძალიან რთული! (რას არ შვება რეკლამა და ფსიქოლოგიური ზეწოლა)

ბევრი შეგნებული ადამიანი უარს ამბობდა გაეწყვიტა კავშირი საუკუნეების განმავლობაში მამა-პაპათა ნაშრომ მიწაზე, რომელიც უბრალოდ მიწის ნაკვეთი კი არა, არამედ ბევრად მეტი იყო! yes.gif

ასეთ ადამიანებს კიდევ იძულებით ჰყრიდნენ, რათა გაეწყვიტათ ის ძლიერი კავშირი მიწასა და ადამიანს შორის. sad.gif

პატარა გადახვევა: თუ გახსოვთ ჩვენი ისტორიიდან, როდესაც მტერი შემოგვესეოდა ის აჩანაგებდა უბრალო ხალხის ნაკვეთებს-ბაღებს (რადგან იცოდა, რომ მათში იყო ჩვენი სიძლიერე! და ცდილობდა ამოეძირკვა ფესვები!..) მაგრამ როგორც კი მტერი წავიდოდა ქართველი კაცი ჩამოდიოდა ოჯახითურთ თავის გადაბუგულ კარ-მიდამოზე და ნოლიდან იწყებდა ყველაფერს!

ახლა კიდევ რა ხდება? თანამედროვეებს გადაგვავიწყდა მამა-პაპათა სიცოცხლის ხარჯზე შემონახული ჩვენი მიწა (რომელიც ცოცხალი და სულიერია) და ზოგი უცხოეთში გარბის, ზოგიც ქალაქში გამორბის და ამაში ხედავენ ხსნას! (მაგრამ ბედნიერებას ვერ პოულობენ, იმიტომ რომ მას თავად გაურბიან!)
ჩვენს პატრიარქს აქვს ნათქვამი, რომ სამშობლოს დატოვება ფესვებთან მოწყვეტის ტოლფასია! მართალია და სიტყვა ”სამშობლოში” არ იგულისმება ზოგადად საქართველო, არამედ, უფრო ის ფესვები საიდანაც ჩვენი გვარი მოდის და სადაც ვართ ჩვენ მიბმული! wink.gif

მთელი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ secret.gif , როდესაც ადამიანი იბადება იმ ადგილზე (ნაკვეთზე) სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს, ის ავტომატურად ამ (ადგილის საშუალებით) უეერთდება კოსმოს, სამყაროს და ფლობს სრულ ინფორმაციას (მოკლედ, ”დოსტუპი” აქვს რა)!!! ხოლო ჩვენ კი მოკლებული ვართ ამას და ამიტომ არ ვართ სრულფასოვანი ადამიანები.. (არავის წყენინება არ მინდა! kiss1.gif )
არაჩვეულებრივად ლამაზი - საქართველოში მიმოფანტული სოფლები ცარიელდება (დაცარიელდა) პირდაპირ გული გეტკინებათ, რომ ნახოთ! - სადაც ადრე 300 კომლი ცხოვრობდა ახლა ერთ-ორიღა დარჩა! ohmy.gif
old_man
QUOTE(Zet @ Jul 9 2007, 05:16 PM) *
წარმოვიდგინოდ დედამიწა და ამ დედამიწაზე ცხოვრობენ ადამიანები, და რაზე უნდა იცხოვროს ადამინმა? მიწაზე.. და რამდენია დედამიწაზე მიწა? ძალიან ბევრი იმდენი რო წესით ყველას უნდა ეყოს რო თავისი წილი მიწა ქონდეს). მარა დღეს რა სიტუაციაა? ის რომ ას კვადრატულ მიწაზე ცხოვრობს 50 ადამიანი (მაღალ სართულიანებს ვგულისხმობ). სადარი ლოგიკა, ამდენი აუთვისებელი მიწებია და ჩვენი არცერთი არარი რატომღაც, და ყველა იმ ას კვადრატულში ვართ შეყუჟულები... ხო შეიძლება რო ყველა ადამიანს ქონდეს თავის კუთვნილი პატარა მიწის ნაკვეთი...
ლოგიკით როცა ადამიანი იბადება იმას ავტომატურად ეკუთვნის თავის წილი ნაკვეთი, ეს იმის საქმეა მერე სახლს ააშენებს თუ რას იზავს......
წარმოიდგინეთ რამდენი სოციალური პრობლემა გადაიჩრება ამით!!! და ამდროს ამდენი მიწები და ტერიტორიები ტყვილა არის, ტავისთვის, როცა ამ დროს შეიძლება რომ ადამიანმა ის თავის სასარგებლოდ გამოიყენოს,

მართალია. ადამიანების პრობლემების უმეტესობა იმით არის გამოწვეული, რომ მათ დაკარგეს კავშირი ბუნებასთან, პირველსაწყისთან. მგონია რომ კორპუსში მცხოვრები ადამიანი ისეთი ბედნიერი ვერ იქნება როგორც თავის მიწაზე მცხოვრები. შეხედეთ მაგ: ევროპას და ამერიკას. იქ ხალხი მასიურად ცნობიერების მაღალ დონეზე ასული, ამიტომ 90 პროცენტი ქალაქგარეთ ცხოვრობს საკუთარ მიწაზე. შესაბამისად მათ პრობლემებიც ნაკლები აქვთ და აგრესიაც. ჩვენთანაც ალბათ მოვა ამის დრო......მაგრამ დღეს ვხედავთ რომ საქართველოს ყველაზე მდიდარი სოფლებიც იცლება და ხალხი უკეთესი ცხოვრების საძებნელად ქალაქში გამორბის. ეს არ არის იმდენად გაჭირვება რამდენადაც ამპარტავნობა. მაგალითს გეტყვით ორი წლის წინ შემოვიარე კახეთის ბევრი სოფელი, ყველგან ხალხი წუწუნებს და ამბობს რომ აქ ცხოვრება აღარ უნდათ (ძირითადად ახალგაზრდობა) და თბილისში ჩამოსახლებას აპირებენ. ამ დროს ვუყურებ, ვხედავ მშვენიერი მეურნეობა აქვთ, მიწა თავზე საყრელი, მოჰყავთ ყველაფერი, ყოველდღე სუფრა დახვავებული, რაც გინდა სულო და გულო, მაგრამ მაინც თბილისისკენ უჭირავთ თვალი. როცა აქ ჩამოვლებ მიხვდებიან თუ რა სამოთხე დაკარგეს.......
TeO
...
smile.gif იცით რაშია საქმე? როდესაც სახლდები ახალ ადგილზე და ის მიწა შენთვის უცხოა, საჭიროა გარკვეული დრო, რომ მონახოთ მასთან საერთო.
ბუნება დინჯია ის ყოველ ახალ ადამიანს აკვირდება, შეისწავლის, რასაც საკმაო დრო სჭირდება. ამიტომ ჩემი აზრით უკეთესი იქნება თუ შენთვის ნაცნობ ადგილზე (მაგ: სოფელში ან კუთხეში საიდანაც ხარ წარმოშობით) გადაწყვიტავ ცხოვრებას (რადგან იმ ბუნებისთვის შენ ნაცნობი ხარ, ის პატარაობიდანვე გიცნობს)...
...
Zet
ხალხი რო სოფლებიდან გამორბის მთავრობის ბრალი ნაკლებად არის. ხალხს თვითონ უნდა ქალაქში... თუმცა რატო უნდა გაამტყუნო სადაც ინდა იქ იცხოვრებს, თავისი არჩევანია... სოფელში თუ ადამიანს უჭირს თავის ბრალია და არა სხვისი...

მთავრობა რო ყიდის ბევრ რამეს მე ამას ვეთანხმები, ნაკვეთებს და მიწებსაც თუ მეტს გაყიდის ალბათ ჯობია, მეორე საკითხია იმას მერე მყიდველი (ხალხი) როგორ გამოიყენებს... თუ ცუდად გამოიყენებს ეს ხალხის სიცუდეზე მიუთითებს და არა მთავრობის..

დაუშვად და მთავრობან დაიწყო მასიურად ნაკვეთების გაყიდვა (რათქმაუნდა ისეთ ადგილებში სადაც ტყე არარის და ბუნებას ზიანი არ მიადგება)..., ამაში ცუდი მემგონი არაფერი არარის, ნაკვეთების ფასი ძალიან დაეცემა.. და ყველას ექნება საშვალება ნაკვეთის ყიდვის, ვისაც უნდა რათქმაუნდა.
იმის გაკონტროლებაა მერე ძნელი იმ ნაკვეთს მერე რასუზავენ)))
Alpha
აუ ისე მაგარი იქნება ქალაქგარეთ სახლი.
და ხალხი სოფლებიდან ქალაქში იმიტომ რომ სტერეოტიპი არსებობს რომ ქალაქში ცხოვრება კარგია crazy.gif
old_man
თქვენი არ ვიცი, მაგრამ უახლოეს მომავალში (2-5 წელი) ვაპირებ ჩემი იდეა განვახორციელო. ვიყიდი პატარა სახლს და მიწას წყნეთში ან კოჯორში და მექნება არა როგორც სააგარაკო სახლი არამედ უმეტესად იქ ვიქნები. ნუ რა თქმა უნდა თბილისში სახლს არ გავყიდი. ესეც დამჭირდება. ეზოიანი საკუთარი სახლის ყიდვა თბილისშიც შეიძლება, მაგრამ აქ ნიტო პონტია, ისე მაინც ვერ იგრძნობ თავს როგორც სჭიროა. ზამთარში თბილისში ვიქნები, დანარჩენ დროს იქ. სამსახურშიც იქიდან ვივლი. ჰო ამისთვის მანქანა დამჭირდება. ვიყიდი ალბათ ამასაც შემოდგომაზე. smile.gif)) აი ხედავთ ცხოვრებაც ავაწყეsmile.gif))
Uma
იდეალური სურათისთვის ცოლი და ბავშვები გამოგრჩა))) აქეთ მზე, იქეთ მთვარე უკან კიდევ ვარსკლავები))) პირველი იასნია ვაჟიშვილი, გვარის გამგრძელებელი!!!
Zet
ოლდ მენ, კაი იდეებია, ცემმა ოჯახმა ამ იდეის განხორციელება 6 წლის წინ დავიწყეთ, ნაკვეთი ვიყიდეთ, საძირკველიც გავაკეთეთ სახლის და ჯერჯერობით ამაზე ვართ გაჩერებულიბი:-)

შენც ადრე რო დაგეწყო ამის განხორციელება მაგარ ნაკვეთს გაყიდინებდი იაფად, ეხლა ყველაფერი გადზვირდა, მაგალითად ჩემი ნაკვეთი ეხლა შემიძლია 10 ჯერ ძვირად გავყიდო, არ ვაჭარბებ....
TeO
l_sunny.gif არა, ნამდვილად კარგი იდეაა მაგ: ეკო-დასახლება!

რატომ არ არის ასეთი რამ საქართველოში? თუ არი და მე არ ვიცი? huh.gif

რა ჯობია იმას, როდესაც მეზობლები მოაზროვნე და გამგები გეყოლება, შეხედავ გაგიხარდება!
აბა მე მყავს მეზობლები (ყველას რა თქმა უნდა არ ვეხები)- დათვრებიან და მიდის ბილწსიტყვაობა მთელ უბანზე და ”სერენადების” სიმღერა! sad.gif თან კიდევ ისიც მაგრა ტეხავს- გაივლის მწეველი შენს ეზოსთან და მთელი გამონაბოლქვი შენს ეზოში გადმოდის (მოკლედ იწამლები რა) და ვისი ბრალია?

დასკვნა: რაც არ უნდა მაგარი ნაკვეთი გქონდეს ლამაზი ბაღ-ბოსტანით, თუ შენს ირგვლივაც ისეთივე მდგომარეობა არ იქნა, მანდამაინც ვერ გაიხარებ! იმიტომ რომ ჰაერი ზიარი გვაქვს და თან ვერ დაიბრმავებ და დაიყრუებ თავს ზოგიერთი (უგნური)ადამიანის უზნეო საქციელის გამო...
old_man
QUOTE
არა, ნამდვილად კარგი იდეაა მაგ: ეკო-დასახლება!

რატომ არ არის ასეთი რამ საქართველოში? თუ არი და მე არ ვიცი?

რა ჯობია იმას, როდესაც მეზობლები მოაზროვნე და გამგები გეყოლება, შეხედავ გაგიხარდება!

აი აი, მე რას ვამბობდი, ხომ ხედავ ეს იდეა ბოლოს შენც მოგეწონა, თუმცა თავიდან ეჭვის თვალით შეხედე. smile.gif
მართლა რა ჯობია როცა გადახვალ გვერდით სახლში სადაც ალფა ერთი-ორ ანეგდოტს მოგიყვება და გაგამხიარულებს, იქვე მეზობლად თეა ბალზე დაგპატიჯებს და დაგარწმუნებს რომ ცხოვრება მშვენიერია, ზეტი და ოლდმენი ახალ იდეებს წამოაყენებენ, ხოლო უმა ყველას ერთად ბუხართან ახალ ეზოთერულ წიგნს წაუკითხავს)))))))))
TeO
რამდენიმე ფოტო - იქნებ ვინმეს მუზა დაებადოს...საზღვარგარეთ კარგახანია მოდაშია ეკო-დასახლებები!..



blanca
რა სიმშვიდე და სიწყნარეა ამ ფორუმში. ხალხიც 'დალაგებულია' და არარის დაბოღმილი
რა იქნება მთელ საქართველოში ასე იყოს sad.gif
TeO
ბლანკა smile.gif
საქართველო ამქვეყნიური სამოთხეა, მაგრამ მარტო ბუნებამ რა ქნას ადამიანმა თუ არ გაიგო ეს? unsure.gif
ჩვენ ადამიანები ვიქმნით შინაგანად სამოთხესა და ჯოჯოხეთს! ამიტომ არ შეერგება იმ კაცს (ვის გულშიც ჯოჯოხეთი ტრიალებს) სამოთხეში ჯდომა-პირიქით ვერც დაინახავს!:(
და თუ აზროვნება შეიცვალა გლობალურად და ადამიანებმა შეიგრძნეს ჭეშმარიტება და ბუნებასთან ჰარმონიაში შევიდნენ, მაშინ ყველაფერი აღდგება და მოგვარდება..

ანასტასიას წიგნებში ზუსტად ეს პროექტი აქვს ჩადებული - ადამიანების მობრუნება/ჰარმონიის აღდგენა დედამიწაზე და ადამიანებს შორის! და ამის შედეგად აპოკალიფსისგან თავის აცილება..

მე ორივე ხელით ვეთანხმები და მომწონს მისი იდეაsmile.gif
blanca
QUOTE
საქართველო ამქვეყნიური სამოთხეა, მაგრამ მარტო ბუნებამ რა ქნას ადამიანმა თუ არ გაიგო ეს


სამოთხეა მთელი დედამიწა, სადაც არ უნდა წახვიდე.
მაგრამ რაღაცა არის საქართველოში, თუნდაც იმ დაბოღმილ და განერვიულებულ საქართველოში
სხვანაირი ადამიანური ურთიერთობები და სიყვარულია
TeO
ხალხი უბრუნდება დედამიწას...

ნახეთ საინტერესო ლინკებია!!! smile.gif

http://www.hatabobriv.org.ua/links_r.html
iunona
როგორ მინდა სადმე სოფელში ვიცხოვრო
ადრე ვცადე მაგრამ რამდენიმე ხანში ძალიან მიტოვებულად ვიგრძენი თავი
თან ღამით ძალიან მეშინოდა
ახლა ა ღარ მექნება ის შიშები და ისევ ვფიქრობ სადმე სოფელში ბუნებასი ცხოვრებაზე
მართლაც რა ჯობია
მიხარია რომ თქვენც ასე ფიქრობთ
TeO
ეჰ მარტო ფიქრი, რომ რამეს ნიშნავდეს? ქმედებაში უნდა გამოჩნდეს.. აი, მაშინ კარგი იქნება! wink.gif
Katabua
მე არ მინდა სოფელში ცხოვრება!.. იქ კამეჩი უნდა ვწველო თუ ძროხა.. ერთი-ორჯერ კი გავერთობი, მაგრამ მერე?!.. ხმაურიანი, დიდი ქალაქები მაგარია.. ენერგეტიკული ნეკადები მაგრად ურტყამენ და იძულებული ხარ ძალიან ენერგიულად იცხოვრო. ..და ძალიან დატვირთულად. გააჩნია გვინდა ცხოვრება თუ meditation. აქ მცხოვრებისთვის meditation უფრო ადვილია ვიდრე სავსე ცხოვრება.. secret.gif მეტი დროა მედიტაციისთვის.. whistling.gif
აქ თუ დავრჩები, ისედაც ტყე და სოფელი არ არის მთელი ქალაქი? hilarioustu8.gif (ვაიმეე, არავინ მცემოს.. ohmy.gif )
ბარემ უღრან ტყეში ვარ და, დავრჩები აქ! crazy.gif
Taa
სოფელი საცხოვრებლად არ მიზიდავს
მაგრამ ზამთარში სიამოვნებით ჩავიდოდი სადმე ისეთ სოფელში სადაც დიდი თოვლი მოდის ხოლმე
aziashi dakarguli
QUOTE
თან ძაან დიდ ფინანსებთან, თბილისთან ნაკვეთი იცი რა ღირს?


არც არაფერი განსაკუტრებული. ახლა პანტიანთან ვიყიდე 1200 კვადრატი 6600 დოლარად? მაგარი ადგილია
aziashi dakarguli
9 წელი შუა აზიაში ვიყავი. დაილოცოს აქაურობა
old_man
QUOTE(aziashi dakarguli @ 29th January 2009 - 05:06 PM) *
მე არ მინდა სოფელში ცხოვრება!.. იქ კამეჩი უნდა ვწველო თუ ძროხა.. ერთი-ორჯერ კი გავერთობი, მაგრამ მერე?!.. ხმაურიანი, დიდი ქალაქები მაგარია.. ენერგეტიკული ნეკადები მაგრად ურტყამენ და იძულებული ხარ ძალიან ენერგიულად იცხოვრო. ..და ძალიან დატვირთულად. გააჩნია გვინდა ცხოვრება თუ meditation. აქ მცხოვრებისთვის meditation უფრო ადვილია ვიდრე სავსე ცხოვრება.. მეტი დროა მედიტაციისთვის..

მე პირიქით, მომბეზრდა ხმაურიანი ქალაქი, წამლეკეს ენერგეტიკულმა ნაკადებმა. smile.gif)
მინდა ფერმა მქონდეს და იქ ვიცხოვრო.
ირმა
მეც მომბეზრდა ქალაქი, მომბეზრდა და როგორ,– გაჩერება აღარ მინდა.
ისე ჩვენთან, რომ სოფელში არ უნდა ვინმეს ცხოვრება არც ეგ მიკვირს. სოფელი, კამეჩი და ძროხა არ არის მარტო. მე მინდა სოფელში ცხოვრება. ევროპაში არც სოფლებში არ არის უფლება კამეჩების და ძროხების ყოლა. თუ მაინცდამანც გინდა რომ გყავდეს, უნდა იყოლიო დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, ამიტომაც სოფლები აქ სულ სხვანაირია. ადრე არც მე არ მინდოდა სოფელი. ახლა ბინძური, გამონაბოლქვებით დაბინძურებული ქალაქი არ მინდა. განსაკუთრებით დიდი ქალაქი.(მაგ: ათენი საშინელებაა, განსაკუთოებით ზაფხულში)თუ პატარა ქალაქია, მომწონს.
blanca
დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი სოფელში, მექნებოდა საკუთარი მეურნეობა smile.gif
მაგრამ დილაობით თმების უთოობა რომ მიყვარს ვერ მოვასწრებდი biggrin.gif თან ჩიტების ჭიკჭიკი მინდა და ბოსტანში მწვანილების დარგვა. რა ვქნა?
კაი, დარჩეს ოცნებად
აუუ რამდენი ხანია მერცხლის ხმა არ გამიგია
TeO
ეს ანასტასიას რუსული საიტის ხალხის ეკო-დასახლებაა wink.gif
>> http://www.youtube.com/watch?v=ocWtg8NkwKQ&NR=1
TeO
კიდევ ერთი რეპორტაჟი smile.gif >> http://www.youtube.com/watch?v=ZK0mdBkhRNo&NR=1
Untitled_14
კანუდოსი და რამე =)) სამწუხაროდ მაგდენი საშუალება არ მაქვს რომ სახლი ვიყიდო.. ისე გესტუმრებით ერთხელ:*
TeO
Жизнь в поселении >> http://www.ganeymoledet.org/forums.php?page=forum&sess=
საინტერსოა )
TeO
Планы и эскизы Поселений >> http://www.1-sovetnik.com/Clan-colonies-1.html
TeO
QUOTE(Tea @ 18th August 2007 - 07:34 PM) *
არა, ნამდვილად კარგი იდეაა მაგ: ეკო-დასახლება!

რატომ არ არის ასეთი რამ საქართველოში? თუ არი და მე არ ვიცი?

ეკო სოფელი, რამდენად რეალურია ჩვენთან? >> http://forum.ge/?f=19&showtopic=33884554&st=0

ფორუმ.გე–ზე რა აქტიურად განიხილავენ ამ თემას 113 გვერდია, აუფ მე ჯერ მარტო პირველი წავიკითხე smile.gif
Shou
რატომ არ არის რეალური, აი, ეხლა მე ვეძებ სახლს და პრაქტიკულად შევხედავ რამდენად რეალურია მინი ”ეკო-სოფელი” ჩემი ნაკვეთის სახითwink.gif
TeO
Shou Laie_61.gif good.gif მივესალმები kiss1.gif

ესეც ალტერნატიული ენერგიის გამომუშავებლები biggrin.gif რომელიც ენერგეტიკუად დამოუკიდებელს გხდის.. l_sunny.gif ერთადერთი მზეზე და ქარზე ხარ დამოკიდებული wink.gif












tikoroma
რა ბედნიერებაა ასეთი ცხოვრება
Emigranti
QUOTE(tikoroma @ Oct 17 2009, 11:43 AM) *
რა ბედნიერებაა ასეთი ცხოვრება
ეგენი მატერიალისტურ, არამჯერია საზოგადებისთვის მალავენ ჭეშმარიტ მიზეზს და იძახიან, უბრალოდ ეკო-დასახლება ვართო, მაგრამ ჩემი აზრით, სინამდვილეში (უმეტესობა) კონტაქტიორები არიან. მათი მომრავლება, ამ ბოლო დროს, შემთხვევითი არაა.
Emigranti
QUOTE(old_man @ 9th July 2007 - 01:05 PM) *
აი რა იდეა დამებადა, მოდით თბილისის მახლობლად ყველამ შევიძინოთ მიწის ნაკვეთები, ჩავდგათ გვერდი-გვერდ პატარა სახლები ... გავაშენებთ ხეხილს, ბოსტნეულს და რამე.
QUOTE(old_man @ 17th July 2007 - 10:25 AM) *
თქვენი არ ვიცი, მაგრამ უახლოეს მომავალში (2-5 წელი) ვაპირებ ჩემი იდეა განვახორციელო. ვიყიდი პატარა სახლს და მიწას წყნეთში ან კოჯორში და მექნება არა როგორც სააგარაკო სახლი არამედ უმეტესად იქ ვიქნები. ნუ რა თქმა უნდა თბილისში სახლს არ გავყიდი. ესეც დამჭირდება. ეზოიანი საკუთარი სახლის ყიდვა თბილისშიც შეიძლება, მაგრამ აქ ნიტო პონტია, ისე მაინც ვერ იგრძნობ თავს როგორც სჭიროა...
QUOTE(old_man @ 30th January 2009 - 11:26 AM) *
მინდა ფერმა მქონდეს და იქ ვიცხოვრო.
შენც old_man შენც...
მზეონა
Робинзоны XXI века ვუყურე l_sunny.gif მშვენიერია! l_daisy.gif wub.gif
პირდაპირ არ ამბობენ, მაგრამ ანასტასიას იდეით შთაგონებულებმა შექმნეს ეს თავიანთი სახლ-კარი.. wink.gif
Emigranti
QUOTE(მზეონა @ Jan 17 2010, 05:16 PM) *
Робинзоны XXI века ვუყურე l_sunny.gif მშვენიერია! l_daisy.gif wub.gif
გაიხარე. მადლობთ. ვნახე ეხლა და მაგარია. ცოტა თავისებური ტიპია, მაგრამ მართალაც (ჩემთვის) ძალიან საინტერესო რაღაცეებს ამბობს:
- ესეიგი კოვზები ჯობია მურყანის ხისგან (თხმელა) გააკეთო.
- ფუტკარს თუ ცილინდრებში გაამრავლებ, ბევრი მოვლა არ დაგჭირდება. ერთი პერიოდი ვფიქრობდი შაქარი როგორ დავამზადო თქო და ეხლა გამიელვა იდეამ, რომ თუ თაფლი გექნება კაცს, შაქარი რაღად გინდა. თან ცვილისგან სანთელსაც გააკეთებ. შესანიშნავია.
- თუ ტყის მახლობლად იცხოვრებ, გასათბობლად შეშა გექნება.

QUOTE
პირდაპირ არ ამბობენ, მაგრამ ანასტასიას იდეით შთაგონებულებმა შექმნეს ეს თავიანთი სახლ-კარი.. wink.gif
კონკრეტულად ეს პიროვნება რითი იქნა შთაგონებული, რომ ასეთი გადაწყვეტილება (ქალაქის მიტოვება, და საცხოვრებლად სოფელში გადასვლა) მიეღო ამ ვიდეოში არჩანს. თვითონ იცის კი? მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი ადამიანები სულ უფრო და უფრო მატულობს მთელს მსოფლიოში. მეც მინახია ანალოგიური რეპორტაჟი გერმანულ არხზე. აქაც არიან ასეთი რობინზონები.

ჩემმა ერთმა უკრაინელმა ნაცნობმა კი აი ეს ლინკები გამომიგზავნა:
http://vicsrg.ho.com.ua/stat/ogorod.htm
http://vicsrg.ho.com.ua/index.htm
ესააა ერთი უკრაინელი ინფორმატიკოსის Виктор Сергиенко-ს ვებგვერდი, სადაც იგი აღწერს თავის გადაწყვეტილებას მიეტოვებინა ქალაქი და სოფლად დამკვიდრებულიყო. იქ იგი სხვადსხვა რჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა აირჩიო მიწა, როგორ წარმართო მეურნეობა და ა.შ. ხოლო ამის გადაწყვეტილების მიზეზად, იგი აცხადებს თავის ვარაუდს, იმის შესახებ, რომ ახლო მომავალში რაღაც უნდა მოხდეს, რაც ქალაქურ ცხოვრებას შეუძლებელს გახდის. ის არ ასახელებს რაიმე კონკრეტულ კატაკლიზმს, მას უფრო რაღაც მსოფლიო ფინანსურ-ეკონომიკურ კრიზისზე აქვს ვარუდი, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ იმისგან თავის დასაღწევად, რასაც ის ელოდება, მას მხოლოდ სოფლად გადასვლა მიაჩნია ამონახსნად.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს დროში ესეთი ხლხის გამოჩენა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, შემთხვევითი არაა.
Existence

კარგი იდეააა ოლდ მენ სხვათა შორის .... და არც ისე ძნელი გასაკეთებელი თუ რეალურად მოვინდომებთ

ადრე თუ გვიან მე მაგას გვაკეთებ ან ამ ქვეყანაში ან სხვაგან ..... ერთ ორ ადამიანტან ერთად მაინც

ცოტა დრო მჭირდება smile.gif
supresor
აუ კარგია სოფელი, ბუნება, მდინარე, დასვენება .........................ხის სახლი აივანი და ტყე ცივილიზაციას მოწყვეტილი რომ ხარ.............და სულიერად და ხორციელად რომ ისვენებ biggrin.gif........................................................................ თორე გასკდა თავი ამ მანქანების და მრბოლელების ღმულით თავი biggrin.gif ვერ დამიძინია ნორმალურად
old_man
QUOTE(supresor @ 19th June 2011 - 01:58 PM) *
ცოტა დრო მჭირდება

და ცოტა მეტი ფული biggrin.gif
old_man
QUOTE(old_man @ 20th June 2011 - 08:43 PM) *
ადრე თუ გვიან მე მაგას გვაკეთებ ან ამ ქვეყანაში ან სხვაგან ..... ერთ ორ ადამიანტან ერთად მაინც

მიგულე შენს გვერდით Laie_61.gif
Simulated
http://www.simondale.net/house/index.htm სერიოზულად ვამბობ თუ მოვინდომებთ გამოვა მითუმეტეს მსგავსი ნაგებობების აგებას დიდი არაფერი წვალება არ უნდა.
Existence
QUOTE(old_man @ 20th June 2011 - 08:43 PM) *
და ცოტა მეტი ფული


კაცო დრო მაგიტომ ჭირდება სწორედ ...... biggrin.gif

QUOTE(old_man @ 20th June 2011 - 08:45 PM) *
მიგულე შენს გვერდით


yes.gif

QUOTE(Simulated @ 20th June 2011 - 09:34 PM) *
http://www.simondale.net/house/index.htm სერიოზულად ვამბობ თუ მოვინდომებთ გამოვა მითუმეტეს მსგავსი ნაგებობების აგებას დიდი არაფერი წვალება არ უნდა.



ხო ეგ კი მარა შვედეთში ან სადმე სხვაგან სადაც შენს პირად სივრცეს პატივს სცემენ , აქ ეგეთი რაღაცეები უფრო დიდი ყურადღებას მიიქცევს რომელიც არაფერში არ გვჭირდება

ისედაც შეიძლება მაგის გაკეთება , საზოგადოების კლიშეებშიც
უბრალოდ ფული უფრო მეტად გამბედაობა და კიდე მეტად დამოუკიდებლობაა საჭირო....

guest..
მაგარი თემაა smile.gif
მეც მინდა თქვენთან ერთად სოფლის შენება smile.gif
ამის გაკეთება თბილისის შემოგარენში შეიძლება, თუ უფრო სერიოზულ სახეს მივცემთ და დიდი ტერიტორიები გვინდა მაშინ ცემი აზრით კახეთი იდეალურია,მიწებიც უსაშველოდ ძვირი არ არის კახეთში.
მოკლედ თქვენს გვერდით ვარ სულით და გულით. smile.gif
Qocho
ძალიან კარგი იდეაა good.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.