Help - Search - Members - Calendar
Full Version: კრისტალის ქალაქი "ილუმენი" (გზავნილი ჰანიმედიდან)
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > ისტორია, ცივილიზაციები, რასები
Pages: 1, 2, 3
ანანდა
....65 მილიონი წლის წინ ორიონის თანავარსკვლავედიდან გამოფრენილი ჰუმანოიდების მცირე ჯგუფი დედამიწაზე ჩამოვიდა, ამ დროს მზის სისტემაში სხვა ცივილიზაციები არ არსებობდა.

ორიონიდან მოსულმა კოლონიებმა აქ შექმნეს მაღალ განვითარებული ცივილიზაცია, მაგრამ კოსმოსური კატასტროფის გამო, რომელმაც ეკოსისტემის განადგურება გამოიწვია, იძულებული გახდნენ პლანეტა დაეტოვებინათ.. .


გავიდა წლები..

ორიონიდან 80 000 წლის წინ დედამიწაზე ჩამოვიდა ახალი კოლონია, მათი მიზანი იყო, წარსულში აქ მყოფი ცივილიზაციის ნაშთები მოეძებნა.

აღმოჩნდა, რომ გადარჩენილ ცივილიზაციებს შორის მძიმე დამოკიდებულება იყო, მიმდინარეობდა ომები.

ორიონის დელეგაცია, მათ ცხოვრებაში არ ჩაერია და პლანეტაზე ბუნებრივი განვითარების პროცესი გაგრძელდა. ორიონელები დარჩნენ მზის სისტემაში და დასახლდნენ იუპიტერის ერთ-ერთ თანამგზავრ “ჰანიმედზე”.

“ორიონელების” დაბრუნება მზის სისტემაში, კონკრეტულ მიზნებს უკავშირდებოდა. მათ გადაწყვიტეს საფუძვლიანად შეესწავლათ იუპიტერის ეს თანამგზავრი და მასზე დიდი ხნით ცხოვრებისთვის საჭირო პირობები შეექმნათ.

პირველი ჯგუფი, რომელიც “ჰანიმედზე” ჩაფრინდა, 25 000 ჰუმანოიდისგან შედგებოდა. ისინი 200 წლის განმავლობაში ჰანიმედზე ცხოვრებისთვის საჭირო პირობებს ქმნიდნენ. აყალიბებდნენ ხელოვნურ კლიმატს და აშენებდნენ მიწისქვეშა ქალაქს.

-"ჰანიმედზე” არსებობდა ყველა საშუალება იმისთვის, რომ აქ ცხოვრება შემდგარიყო. მიუხედავად ჟანგბადის ნაკლებობისა, თანამგზავრზე ბევრი სასრგებლო წიაღისეული აღმოჩნდა.

ჰუმანოიდები ენერგეტიკულ ბაზად პლანეტის ატმოსფეროში არსებულ ინერტულ აირებს იყენებდნენ. საშენ მასალად კი მთის ბროლს, რომელიც დიდი რაოდენობით მოიპოვებოდა თანამგზავრზე.

იქ არსებული თითქმის ყველა შენობა, ამ მასალით იქნა აგებული. ამიტომაც იმ ქალაქს სადაც ისინი ცხოვრობენ, “კრისტალის ქალაქი” დაერქვა.

გუმბათოვანი ნაგებობები, ერთი შეხვედით ესკიმოსების ტრადიციულ საცხოვრებელ სახლს “იგლუს” წააგავს. ნახევრად გამჭვირვალე შენობებით დაფარული დასახლება, წარმოუდგენელ სილამაზეს ქმნის...



გაგრძელება იქნება













Zet
ძალიან საინტერესოა!!! ხომ არიცი ორიონის რომელი მზის სისტემიდან? იმიტომ გეკითხები რომ ჩვენი მეგობარია ორიონიდან, ორიონ ნებულადან, ( რიგელის მარცხნივ და ზემოთ) მანდ ადრე ომი მოხდა და განადგურდა სისტემა ეხლა მარტო ნარჩენებია, და მერე ჩვენი მეგობარი დედამიწაზე გადმოვიდა და იბადება უკვე კაი ხანია უკვე. და კიდე ერთი კითხვა ამ ჰამინედზე წამყვანი სიმკვრივე რომელი იყო. დანარჩენს მერე გკითხავ smile.gif
ირმა
ანანდა
QUOTE( date= @ 2nd September 2010 - 02:22 PM)
გაგრძელება იქნება

სიამოვნებით გისმენ... smile.gif)
ანანდა
''როგორც გითხარით ჩვენმა რასებმა თავიანთი საცხოვრებელი ადგილი დატოვეს და ახალი პლანეტის საძებნელად მოგზაურობდნენ კოსმოსში, რადგან ჩვენი პლანეტა კოსმოსური კატასტროფის შედეგად განადგურდა.

"მზის სისტემაში მოსვლისას თავდაპირველად დავიკავეთ პლანეტა, რომელსაც თქვენი მეცნიერები ''ფაეტონს'' (ტრიუმფალურ ვაგონს) უწოდებენ..

პლანეტა ფაეტონი მდებარეობდა მარსსა და იუპიტერს შორის, იმ ზონაში, სადაც ახლა ასტეროიდების სახიფათო სარტყელია. მაგრამ ჩვენი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა, რადგან ასტეროიდის დაჯახებამ გვ აიძულა პლანეტა დაგვეტოვებინათ და დედამიწაზე გადმოვსულიყავით."

ნათქვამის სინამდვილეს, დღევანდელი მეცნიერული გამოკვლევები ამტკიცებს, სადაც აღნიშნულია, რომ მზის სისტემაში მომხდარი კატასტროფის გამო მოხდა ურანისა და ნეპტუნის ბრუნვის ღერძის დახრილობის შეცვლა. 1986 წლის 4 ივლისს ჟურნალ “საიენსის”- ში გამოქვეყნდა მეცნიერთა ჯგუფის მიერ წარმოებული გამოთვლები, (ამ კვლევის ავტორი იყო, ელის მინერი, რომელიც ამავე დროს პროექტ “ჟი-ელ-ეი”-ს ხელმძღვანელობდა) ტექსტში აღნიშნულია, რომ ურანისა და ნეპტუნის თანამგზავრები ბუნებრივად არ უნდა იყოს შექმნილი. მათი წარმოქმნის მიზეზი ერთ-ერთ მათგანზე დიდი ციური სხეულის დაჯახებას უნდა გამოეწვია. მოგვიანებით “ნასას” მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ 60 000 კილომეტრ საათში სიჩქარით მოძრავი ობიექტი, (რომელიც ზომებში დედამიწას არ ჩამოუვარდებოდა) დაეჯახა ამ პლანეტებს, რამაც მათი ორბიტის შეცვლა გამოიწვია. ასეთივე შეხედულება აქვს ინგლისელ ასტრონომს, ჰარი ჰუნდტს, იგი ლონდონის სამეფო კოლეჯში მოღვაწეობს. ეს მოვლენა მან მხოლოდ რამდენიმე ფრაზით შეაჯამა, “მოხდა ის რომ ურანმა დიდი დარტყმა იგემა”

ჰანიმედზე ბუნების ფანტასტიკური ლანდშაფტია. სივრცის სიღრმეში ქალაქის განათებული ხედები მოსჩანს. დიდი ზომის შენობები, ფორმით ესკიმოსების კარვებს მოგაგონებდათ. გეოგრაფიულ რელიეფი უცნაურია.

ჰანიმედელები, თავიანთ ენაზე ამ პლანეტას '' მორლენს'' ეძახიან. მორლენის-მთავარი ქალაქი ''ილუმენი'' დიდია. მთელი დასახლებული სივრცე მიწისქვეშა სამყაროა.

'' ხელოვნური კლიმატის შექმნა მაღალი ტექნოლოგიებიით შევძელით. პლანეტაზე არსებული ვულკანები და გაზები, რომლებიც ატმოსფეროს მეთანით ავსებენ, ენერგიის მიღების საშუალებად იქნა გამოყენებული. რომ არა ჩვენი ტექნოლოგიები, აქ სიცოცხლის არსებობა გამორიცხული იქნებოდა. . .



გარძელება იქნება
Emigranti
ანანდა
მოგესალმები ჩვენს პატარა ფორუმზე.

საინტერესოდ წერ, უბრალოდ კარგი იქნება, თუ ყველა ინფორმაციას, წყაროს მიუთითებ. წიგნი, ვებ-გვერდი, სტატია და ა.შ.

თუ ეს ყველაფერი შენი პირადი მეხსიერებიდან ამოტივტივდა, შეგიძლია ესევე დაწერო. ასეთ შემთხვევაში, საინტერესო იქნებოდა რეგრესიის რომელ მეთოდს იყენებდი.

საუკეთესო სურვილებით
smile.gif
ანანდა
ეს ინფორმაცია საერთოდ არსად არ დევს, ქართული ვერსია. არსებობს მხოლოდ პორტუგალიური წყარო ”ეს სემეადორეს ლა ვიდა” და ახალი თარგმანი ინგლისურდ ’’სოუერს ოფ ლაიფ’’ მე პირადად ვიცნობ ამ ჯგუფის წევრებს კანადაში-ისინი იყენებდნენ ფსიქოგრაფიის მეთოდს..მასალა მომაწოდეს მე..და ის რასაც მე წარმოვადგენ აქ მხოლოდ დეტალებია ჩემს მიერ თარგმნილი, კანადურ ჯგუფთან ერთად ვეცდები ქრთული ვერსია გამოვცეთ!


...საბჭოთა მეცნიერის ევგენი კრინოვი რომელიც მეტეორების მოქმედებას იკვლევდა მზის სისტემაში მოძრავ მატერიის ნარჩენებზე დაკვირვებებით ასკვნის: რომ დედამიწაზე ჩამოვარდნილი მეტეორიტები, და ე.წ. “მეტეორების სარტყელი” მზის სისტემაში შემოჭრილი ასტეროიდის მიერ გამოწვეული კატაკლიზმის შედეგია.

დედამიწის ზედაპირზე აღმოჩენილი იქნა გაქვავებული ერთუჯრედიანების ჰიდროფიტები. ფოლირიზებულ მცენარეულ მიკროორგანიზმებზე კი ტრილობიტების გაქვავებული ნაშთები აღმოჩნდა.

ტრილობიტი უძველეს კიბოსნაირებს მიეკუთვნება. ამ გამოკვლევების თანახმად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სანამ “ფაეტონს” ციური სხეული დაეჯახებოდა, მასზე სიცოცხლე არსებობდა.

სხვა საბჭოთა მეცნიერი, დოქტორი ალექსანდრე ზავორეცკი, რომელიც ასტეროიდების ბუნებას იკვლევდა, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ პლანეტა “ფაეტონი”, მზის სისტემის მეოთხე პლანეტა იყო. მისი სტრუქტურა მიახლოებული იქნებოდა, დედამიწასთან ხოლო ზომით კი ალბათ მარსის ტოლი იყო. იმ ფრაგმენტებიდან, რაც მეცნიერებმა გამოიკვლიეს, იმის თქმა შეიძლება, რომ “ფაეტონზე” შეიძლება ყოფილიყო ზღვები, ოკეანეები, მთები და ატმოსფერო. პლანეტაზე შესაძლოა სიცოცხლისთვის საჭირო ყველა პირობა ყოფილიყო. მეცნიერის აზრით, კოსმოსში მომხდარმა კატასტროფამ, მნიშვნელოვნად შეცვალა მზის სისტემის კონფიგურაცია.

თუ ასტეროიდების სარტყელს, როგორც ერთგვარ პირობით ათვლის წერტილად განვიხილავთ და მასთან დავაკავშირებთ პლანეტების მზის გარშემო მოძრაობას. (ზოგი მოძრაობს მარჯვნიდან მარცხნივ და ზოგი პირიქით მარცხნიდან მარჯვნივ) ასევე დავაკვირდებით მათი თანამგზავრების მოძრაობის ტრაექტორიას, მოვახდენთ მათ კლასიფიკაციას დავინახავთ, რომ მარჯვნიდან მარცხნივ მოძრაობენ, მარსი თავისი ორი თანამგზავრით, დედამიწა ერთი თანამგზავრით, ვენერა და მერკური ასევე თითო თანამგზავრებით.

მარცხნიდან, მარჯვნივ მოძრაობენ, იუპიტერი, დამატებითი 16 ფრაგმენტით, სატურნი ასეთივე 18 ფრაგმენტით, ურანი 15-თ, ნეპტუნი 8 და პლუტონი ერთით. ამ სურათის გაანალიზებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოსმიური შეჯახება, რომელმაც პლანეტა ფაეტონის აფეთქება გამოიწვია (ეს ინფორმაცია ჩვენს მიღებულ გზავნილებში იყო გადმოცემული) არა მხოლოდ მზის სისტემაში არსებული ასტეროიდების სარტყელი შექმნა, არამედ დედამიწის და სხვა პლანეტების თანამგზავრებიც წარმოქმნა.

”ფაეტონის” აფეთქებისას, მისი დიდი რაოდენობით ფრაგმენტი გაიტყორცნა სივრცეში. მიზიდულობის ძალის ზემოქმედებით, ისინი პლანეტებისკენ გაემართნენ და დროთა განმავლობაში მათ თანამგზავრებად იქცნენ.


უცხო ცივილიზაციები “მარსზეც” ცხოვრობდნენ, მათაც მოუწიათ დედამიწაზე გადმოსვლა, რადგან პლანეტა “ფაეტონის” დაშლისას წარმოქმნილმა ასტეროიდების წვიმამ პლანეტა “მარსიც” დაბომბა.

ეს ფანტასტიური ინფორმაცია, რომლის ზოგიერთი ნაწილი შეიძლება უაზრობადაც გეჩვენოთ, სხვადასხვა რელიგიურ წყაროებშიც გვხდება. მათ შორის ებრაულში და ქრისტიანულში. იგი ასევე აისახა არქიტექტურაში და სხვა კულტურულ ძეგლებში.
ანანდა
”ფაეტონის” აფეთქებისას, მისი დიდი რაოდენობით ფრაგმენტი გაიტყორცნა სივრცეში. მიზიდულობის ძალის ზემოქმედებით, ისინი პლანეტებისკენ გაემართნენ და დროთა განმავლობაში მათ თანამგზავრებად იქცნენ.

შუმერულ მითოლოგიაში გადმოცემულია, ღმერთ “მარდუქსა” და და ქალღმერთ “თიამათს” შორის ბრძოლა. შეტაკებისას მარდუქმა ქალღმერთი ორ ნაწილად გაგლიჯა. ამ ნაწილებისაგან შეიქმნა შემდეგში დედამიწა და მთვარე.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ დიდი ხნის წინ, მზის სისტემაში ციური სხეულები შემოიჭრნენ, რომელთა დედამიწასთან შეჯახებამ, დიდი გეოლოგიური ცვლილებები გამოიწვია. ამ დიდი მატერიალური ობიექტების დედამიწაზე ჩამოვარდნამ კრატერები წარმოქმნა. სულ მათი რაოდენობა ოთხმოცდარვაა. ზოგიერთი კარგად ჩანს სიმაღლიდან ზოგის დანახვას კი სპეციალური მოწყობილობა სჭირდება, ასეთი სპეციალური საშუალებებით აღმოჩენილი იქნა კრატერი “ანანეკოგანი”, რომელიც კვებეკის მახლობლად, კანადაში მდებარეობს. მისი დიამეტრი 60 კილომეტრია. თვითმფრინავიდან, კარგად ჩანს ავსტრალიაში არსებული კრატერი “ალფა გროსე”. ამ ტერიტორიაზე ციური სხეულის ჩამოვარდნამ დიდი მთები წარმოქმნა.

დედამიწასთან დიდი ზომის ციური სხეულის შეჯახებამ კლიმატის შეცვლა გამოიწვია, ამან კი გიგანტური ხვლიკების, დინოზავრების ამოწყვეტას შეუწყო ხელი. ერთ-ერთი ასეთი დიდი ზომის ციური სხეული, მექსიკაში ნახევარკუნძულ “იუკატანზე” ჩამოვარდა მან წარმოშვა კრატერი, რომლის დიამეტრი 200 კმ .


იუდაიზმის მიხედვით, სამყარო „ელოჰიმების“ მიერ შეიქმნა. სიტყვა ”ელოჰიმ” ებრაულად ღმერთებს ნიშნავს. იუდაისტურ ტექსტებში ეს სიტყვა 270 ჯერ არის ნახსენები, მათი გადმოცემების მიხედვით ელოჰიმი ანგელოზის ძალაუფლების მქონე არსებაა.

თორას, მიხედვით, რომელიც ბიბლიის ებრაულ ნაწილს წარმოადგენს, ელოჰიმებს მიეწერებათ სამყაროს შექმნა. ღმერთის დამხმარედ განიხილავენ მათ ქრისტიანობაშიც.

ბიბლიური წყაროების მიხედვით. ადამის შექმნამდე ზეცაში ანგელოზთა შორის დაპირისპირება მოხდა, სადაც ერთი მათგანი დამარცხდა და დედამიწაზე იქნა ჩამოგდებული. ეს თემა ასევე გაშუქებულია, “კუმრანში” ნაპოვნ “მკვდარი ზღვის ჩანაწერებში”. გამოქვაბულში აღმოჩენილი იქნა ათასამდე გრაგნილი, რომელთა უმეტესობა არამეულ და ბერძნლ ენაზეა დაწერილი. ასევე ნაპოვნია, “თორას” ძველი ტექსტები, რომელსაც ქრისტიანობა როგორც ძველ აღქმად აღიარებს.

ამ ტექსტებში არსებობს თავი, სადაც გადმოცემულია ”ომი სინათლისა და ბნელეთის შვილებს შორის”, ეს ომი წარმოადგენს ზეცაში წარმოქმნილ დიდ ასტრალურ კონფლიქტს.

ეგვიპტეში მდებარე, დიდი ტაძრის “დეფერის” კედლებზე წარწერაა, რომ ეს წმინდა ქალაქი ეკუთვნის ღმერთ “ქორუსს”. ტაძრის კედლებზე აღმოჩენილ წარწერებში ასევე აღწერილია, “ქორუსსა” და მის მტრებს შორის გამართულ ომზე. ლეგენდის თანახმად, “ქორუსმა” დედამიწაზე, ლითონის ჩამომსხმელი ქარხანა შექმნა. ქარხანაში მას მზის დისკო ჰქონდა, რომლის დახმარებითაც, იგი ზეცაში დაფრინავდა. ტექსტის მიხედვით, ეს ამბავი ადამიანის გაჩენამდე ხდებოდა. “ქორუსი” მოგზაურობდა ზეცაში ღმერთ “რა”-სთან ერთად და ამ მგზავრობისთვის ფრთოსან დისკოს იყენებდა.

“ქორუსი” და “რა” გაერთიანდნენ და ბრძოლა გამართეს მტრულად განწყობილ არსებებთან. ვისაც მათთვის ლუმინესენცირებული გვირგვინის წართმევა უნდოდათ. ეს ცეცხლოვანი თავსაბური დედამიწაზე ძალაუფლების ქონას ნიშნავდა. 4000 წლის წინ, ასურელები და შუმერები თვლიდნენ, რომ ღმერთმა “ვაალმა” სამყარო ურჩხულის სხეულისგან შექმნა, რომელსაც იგი შეებრძოლა და დაამარცხა.

ინდუიზმის მიხედვით, რომელიც 5000 წლის წინ განვითარდა ინდოეთში, ვგებულობთ, რომ ადამიანი ღმერთებმა შექმნეს. თითქმის ყველა რელიგიური წყარო თანხმდება, რომ დასაწყისში იყვნენ ღმერთები და შემდეგ შეიქმნა ადამიანი.

მსოფლიო კულტურებში არსებობს ინფორმაცია, საკმაოდ წინ წასულ ცივილიზაციებზე, რომელიც ძველად ცხოვრობდნენ დედამიწაზე და შემდეგ გაქრნენ. მათ შორის მოხსენიებულია “ლემურიელები” რომლებიც კონტინენტ “მუ”-ზე სახლობდნენ. ისინი წყნარ ოკეანეში მომხდარი დიდი კატასტროფის შედეგად გაქრნენ. ეს ამბავი გადმოცემულია ფილოსოფიურ ტექსტებში და ასევე ნახსენებია რამდენიმე ინდურ წყაროში.

დაკარგული კონტინენტის შესახებ საუბრობენ ჰავაიზე პოლინეზიელები. ასევე არსებობს ცნობა კონტინენტზე “ჰივა”-ზე რომელიც “აღდგომის კუნძულებთან” ახლოს იყო და გაქრა წყნარ ოკეანეში. არსებობს ჩანაწერები, ლეგენდარულ ’’აცტლან-აცკეტაზე’’, “ატლანტანზე”, ან “აზატლენ ნორობაზე”. ასეთი ე.წ. “გამქრალი ტერიტორიები”, მრავლადაა ისტორიულ წყაროებში: “ტოია”-მაიას ტომელებისთვის, “ჰიპერბორნი” და “თული”-სკანდინავიელებისთვის, “ტინო ჰელიტი”-უელსებისთვის, “ლიონესკი”-ფრანგებისთვის.

ასევე საკმაოდაა ცნობილი “ატლანტიდა”, რომელიც მოხსენებული აქვს პლატონს. შეგვიძლია საკმაო არქეოლოგიური საბუთი მოვიძიოთ იმის დასამტკიცებლად რომ, წლების განმავლობაში ჩვენი პლანეტის გეოგრაფია, მისი ზედაპირი და თვით მისი პოლუსებიც შეიცვალა.

ანანდა
შესაძლებელია, ბევრი არქეოლოგიური ძეგლი ოკეანის ფსკერზეა მოქცეული. ოკეანის დონემ ამ ხნის განმავლობაში 100 მეტრით აიწია. ასე რომ უამრავი საიდუმლო წყლის ფსკერზეა მოქცეული. ასევე დედამიწის სიღრმეშიც, ბევრი საინტერესო ნივთია დამარხული. მაგალითისთვის გავიხსენოთ თუ როგორ ჩაიმარხა მიწაში, უძველესი ქალაქი “პომპეი”, ვულკან “ვეზუვის” ამოფრქვევის შედეგად ჩვ. წ. აღრიცხვამდე 79 წელს. მისი ნაშთები მხოლოდ 1719 წელს იქნა აღმოჩენილი, ან კიდევ “არაკატირე” კუნძულ “სინტორინზე”, რომელსაც ძველი ბერძნები “ტერსას” ან “კალისტას” ეძახდნენ და რომელიც საშინელი ვულკანის ამოფრქვევამ გაანადგურა 3500 წელს ჩვ.წ. აღრიცხვამდე. 1907 წელს მისი ნაშთებიც მიწის სიღრმეში, 9 მეტრის ქვეშ აღმოაჩინეს,.

ამ მაგალითების შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 250 მილიონი წლის წინ არსებული ცივილიზაციის ნაშთების აღმოჩენა პრაქტიკულად შეუძლებელია ალბათ არც მილიონი წლის წინ არსებულის! წარმოიდგინეთ რამდენად ღრმად უნდა იყოს მათი ნაშთები ზღვის ან მიწის ქვეშ ?!

ასევე ძნელია იმ ნივთის პოვნა, რომელიც დაამტკიცებს, რომ დედამიწაზე არსებობდა, ჩვენზე უფრო განვითარებული ცივილიზაცია, რომელიც მილიონი წლის წინ გაქრა.

მაგრამ რამდენიმე მნიშვნელოვანი აღმოჩენა მაინც გაკეთდა, რამაც შეიძლება ეს ჰიპოთეზა დაადასტუროს.

1851 წელს აშშ-ს ერთერთ შტატში, კერძოდ “ილინოისში”, 36 მეტრის სიღრმეში, ორი სპილენძის რგოლი აღმოაჩინეს. მოგვიანებით, ასევე ამერიკაში “მასაჩუსეტის” შტატში, “დორცესტერში” აფეთქების შემდეგ დედამიწის ზედაპირზე აღმოაჩინეს ქვის დიდი ლოდი, რომელზეც მეტალის ზარი იყო მიმაგრებული და მომართული.

1865 წელს ავსტრიაში აღმოჩენილი იქნა საინტერესო ლითონისგან დამზადებული კუბი, რომლის გამოკვლევის ნახშირბადული ანალიზის ჩატარების შემდეგ დადგინდა, რომ ეს საგანი სულ ცოტა 12-70 მილიონი წლისაა.

ინგლისში, ქალაქ “სოლსბერის”, ერთ-ერთ მუზეუმში, უფრო უცნაური ნივთია შენახული, იგი 1869 წელს იქნა აღმოჩენილი, მაგრამ თავისი მონაცემებით აღმოჩენა იმდროინდელ ინდუსტრიულ და ტექნიკური განვითარების დონეს არ შეესაბამებოდა. ნივთი აშშ-ში, კერძოდ “ნევადის” შტატში კლდის დამუშავებისას იპოვნეს, საგანზე უცნაური გრავირებაა გაკეთებული. ამ აღმოჩენამ, მთელი მეცნიერული სამყარო შეძრა. არტეფაქტი გამოიკვლია აშშ-ს, “სან ფრანცისკოს” მეცნიერებათა აკადემიამ.

ამავე პერიოდში კიდევ ერთი საინტერესო აღმოჩენა გაკეთდა, ეს იყო ადამიანის ნაკვლევი, ოღონდ ძალიან დიდი ზომის. იგი, “ტეხასში” “გლენ როუზის” მიდამოში მდებარე დამშრალი მდინარის კალაპოტში აღმოაჩინეს. აქ ადრე დინოზავრის ნაკვალევი იყო აღმოჩენილი. იგი “ცარცულ პერიოდს” მიეკუთვნებოდა. ეს ხანა დადგა მეზოზოური ერის ბოლოს. ასე რომ ეს ნაფეხურები სულ მცირე 140 მილიონი წლისაა.
td.........
ანანდა
თანამედროვე ცივილიზაციამ იმის მეათიატასედიც კი არ იცის რაც მანამდე იყო... რაც გვაქვს ისიც ზრაპრები გონია ბევრს... საინტერესო თემა გაქვს, ველი გაგრძელებას..smile.gif
ანანდა
. . . აბსურდულია არქეოლოგების ის შეხედულებები, სადაც აღნიშნულია რომ, “ჰომო ერექტუსი” 1,5 მილიონი წლისაა ხოლო “ჰომო საპიენსი” 100 000 წლის. 1931 წელს, დოქტორმა უილბერ ბაროუსმა, რომელიც აშშ-ს “კენტუკის” შტატის, “ბეროუს კოლეჯის” გეოლოგიურ განყოფილებაში მუშაობს. უძველესი ადამიანის ნაკვალევი აღმოაჩინა. ეს ადგილი ჩრდილო დასავლეთ “ვერნონის” მიდამოშია. როგორც შემდგომში გამოიკვლიეს, კვალი 250 000 წლის უნდა ყოფილიყო. ვიზუალურად იგი როგორც ჩვეულებრივი ადამიანის ხუთ თითიანი ნაფეხური, ისე გამოიყურება. ზომით: 23,73 /10, 25 სანტიმეტრზე.

1968 წელს, ბატონების, უილიამ მეოსტესის და ფერენს შტაფის მიერ აღმოჩენილი იქნა ახალი ნაკვალევი. ამ ადგილს “ანტილოპა სპრინგს” ეძახიან. იგი 43 მილითაა დაშორებული “იუტას” შტატში მდებარე ქალაქ დელტიდან. ეს იყო შემოსილი ფეხის გაქვავებული ნაშთი. ზომით, 32,5 სმ /11, 25 სმ.

ეს წარმოუდგენელი აღმოჩენა იყო, გასაკვირი აქ ის იყო, რომ ნაკვალევში ჩარჩენილია გაჭყლეტილი ტრილობიტის (უძველესი კიბოსნაირი) გაქვავებული ნაშთი. ეს არსება სულ მცირე 250 მილიონი წლის წინათ გადაშენდა.

გარდა ამისა, ციმბირში აღმოჩენილია ბიზონის თავის ქალა, რომელსაც აშკარად ეტყობა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ნატყვიარი. ამ სახეობის ბიზონი 10 000 წლის წინ გადაშენდა. ეს თავის ქალა შენახულია პეტერბურგის ბუნებისმეტყველების მუზეუმში. ასევე საყურადღებო აღმოჩენა გააკეთეს ბატონებმა მაიკ მიკეზლიმ, უორსონ ლანდომ და ვირჯინია მოლსომ. 1961 წლის 3 თებერვალს ქალაქ “ორლანდოში”, კალიფორნიის უნივერსიტეტში. ეს ადამიანები ეძებდნენ განსკუთრებულ წიაღისეულს. მინდვრის შპატებს და ნახევრად ძვირფას ქვებს.

იმ დღეს, მათ რამდენიმე ეგზემპლარის მოძებნა მოახერხეს. ეს საბადოები მდებარეობდა “აინესის” მიდამოში მდებარე ტბის მახლობლად 1300 მეტრზე ზღვის დონიდან. მაძიებლებმა საკმაოდ დიდი და მასიური ლოდები მოჭრეს და მათი დათვალიერება დაიწყეს. ამ ნატეხებში აღმოჩენილ, დეკორატიული ქვის ნიმუშებთან ერთად შეამჩნიეს, რომ კლდეში ჩამაგრებული იყო მინიატურული, 2 მილიმეტრის სიგრძის ლითონის ჯოხი. მასზე თხელი სპირალი იყო შემოხვეული. არტეფაქტის სრული ვარიანტი, არ იყო შემონახული. კვლევის შემდეგ გაირკვა, რომ ეს უცნობი ობიექტი შიდა წვის ძრავის ერთერთ დეტალს წააგავდა. აღმოჩენილი ნაშთი, რამდენიმე ათასი წელს ითვლიდა.

ასეთივე ექტრაორდინალური შემთხვევა იყო “ნამპას” პატარა ფიგურის აღმოჩენა, იგი სიმაღლით 26 სანტიმეტრი იყო. ეს ფიგურა აღმოაჩინეს აშშ-ში “აიდახოს” შტატის ერთ-ერთ სოფელ “ნამპაში”

აღმოჩენა გაკეთდა 1889 წელს. 90 მეტრის სიღრმეში. ობიექტი გამოიძია, დოქტორმა ვერკომ, “დევის პარკ”-ის მუზეუმში. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ეს ნივთი, სულ მცირე ერთი მილიონი წლისაა. ამასთან ერთად აღსანიშნავია 1936 წელს, გიგანტური ადამიანის ჩონჩხის აღმოჩენა გერმანელი არქეოლოგის დარსან კოლის მიერ, ”ელისის” ტყის მიდამოებში. ეს ადგილი ცენტრალურ აფრიკაში მდებარეობს. გერმანელების, გუსტავ ფონ კონიქსვალდისა და ფრანც ვუნვერიხის მიერ ქალაქ პეკინში ასეთივე გიგანტური ადამიანის ჩონჩხი იქნა აღმოჩენილი.

ისტორიული ცნობების გამოკვლევა და სიმართლის გამჟღავნება, კაცობრიობის წარსულშია დამალული და ჩვენ გველოდება.

ანანდა
როგორც ზემოთ იყო აღნიშნული 65 მილიონი წლის წინ ორიონის თანავარსკვლავედიდან გამოფრენილი მცირე ჯგუფი დედამიწაზე ჩამოვიდა, ეს თანავარსკვლავედი 500 სინათლის წლით არის დაშორებული მზის სისტემიდან.

ამ თანავარსკვლავედში შესული ვარსკვლავები ქმნიან “სამ მარაოს” პირველი სამის ასტრონომიული სახელწოდებებია ”მინიტაკა” “ალმანალი” და “ანიტაკი” ერთად დაჯგუფებულები არიან კიდევ სამი მათგანი: “როგელი”, “ალმინალი” და “ბელატრიქსი” მათი პლანეტის მზე ერთ-ერთი ამ ვარსკვლავთაგანია.

ორიონიდან მოსულმა კოლონიებმა შექმნეს მაღალ განვითარებული ცივილიზაცია, მაგრამ კოსმოსური კატასტროფის გამო, რომელმაც ეკოსისტემის განადგურება გამოიწვია, იძულებული გახდნენ პლანეტა დაეტოვებინათ.



ასეთი ჩანაწერები “ჰესიოდეს თეოგონიაშია” მოხსენიებული. ასევე ევრიპიდეს აქვს გადმოცემული თავის ტრაგედიებში. პლატონსაც აქვს აღწერილი თავის დიალოგებში და წიგნში “რესპუბლიკა”. მსგავსი წარმოდგენები გააჩნია ცნობილ წინასწარმეტყველს, ედგარ კეისს.

ლეგენდების უმეტესობა კონკრეტულ ადგილებს უკავშირდება. ჩანაწერებში მოთხრობილია, რომ დედამიწაზე ცხოვრობდნენ გიგანტები და სხვა უცნაური არსებები. ისინი ერთმანეთთან კონფლიქტში მოვიდნენ. ბრძოლაში, მათ თავიანთი საცხოვრებელი გაანადგურეს, რის გამოც ისინი ღმერთებმა დასაჯეს. ლეგენდებში რა თქმა უნდა სრული სიმართლე არაა აღწერილი. დროთა განმავლობაში სინამდვილე შეიცვალა, დამახინჯდა და ჩვენამდე მხოლოდ გაუგებარი მითების სახით მოაღწია.

ჰანიმედელების სოციალურ-პოლიტიკური სისტემა, ადრეულ პატრიარქატს და ძველ მესოპოტამიაში არსებულ მმართველობის ფორმას ჰგავს. იგი ასევე ახლოს დგას, ძველ რომში არსებულ მმართველობის ფორმა “არისტოკრატიასთან”.

მართველობის ასეთი ტიპი ვერტიკალურია, ქვეყანას მართავს “საბჭო,” რომელიც გარკვეული რაოდენობის ადამიანებითაა დაკომპლექტებული. საბჭო წარმართავს და კოორდინირებას უწევს, ქალაქის მთელ პოლიტიკურ და ეკონომიურ სტრუქტურას. საბჭოს წევრებმა უკეთ იციან , სად, როგორ და რა მიმართულებით უნდა ფუნქციონირებდეს მმართველობითი სისტემა.

მათი სოციალურ-პოლიტიკური სისტემა, ადრეულ პატრიარქატს და ძველ მესოპოტამიაში არსებულ მმართველობის ფორმას ჰგავს. იგი ასევე ახლოს დგას, ძველ რომში არსებულ მმართველობის ფორმა “არისტოკრატიასთან”.

მართველობის ასეთი ტიპი ვერტიკალურია, ქვეყანას მართავს “საბჭო,” რომელიც გარკვეული რაოდენობის ადამიანებითაა დაკომპლექტებული. საბჭო წარმართავს და კოორდინირებას უწევს, ქალაქის მთელ პოლიტიკურ და ეკონომიურ სტრუქტურას. მათ უკეთ იციან და ესმით, სად, როგორ და რა მიმართულებით უნდა ფუნქციონირებდეს სისტემა.


ჰანიმედელების ფილოსოფიის მიხედვით, ინდივიდუალიზმის სტიმულირება ადამიანში ეგოცენტრიზმს, ქედმაღლობას, ამბიციურობას აძლიერებს, რაც მთლიანობაში ხელს უშლის ადამიანთა ურთიერთობას, როგორც ჰორიზონტალურ ისე ვერტიკალურ დონეზე.



შეხვედრა ჰანიმედელთან
(ნაწყვეტი)


. . . გამოქვაბულისკენ გავემართეთ და შესასვლელში ფრთხილად შევიხედეთ, გამოქვაბულის სიღრმიდან მომწვანო ნათება გამოდიოდა. შიგნით შევედით. ისეთი განცდა იყო თითქოს უთვალავი ციცინათელა ერთად მოგროვილიყო გამოქვაბულის ჭერზე და ანათებდა. ჩვენს წინ კლდეში გამოკვეთილი ქვის დერეფანი გამოჩნდა. გზას ფრთხილად გავუყევით და მალე ვეებერთელა დარბაზში აღმოვჩნდით. დარბაზის ჭერი საკმაოდ მაღალი იქნებოდა, ალბათ ასე ექვს მეტრამდე, სიგრძე კი ძალიან დიდი. კედლის ორივე მხარეს უშველებელი ქვაში გამოკვეთილი თაროები, ერთმანეთის პარალელურად სიმაღლეზე იყო ჩამწკრივებული. ეს შენობა რაღაც მიწისქვეშა საწყობს ჰგავდა. თაროებზე სიმეტრიულად განთავსებული ოთხკუთხა ბლოკები ეწყო. მივუახლოვდი და შევამჩნიე, რომ ეს ბლოკები კი არა, ძალიან თხელი, ოქროსფერი, ერთმანეთზე დაწყობილი ლითონის ფირფიტები იყო. თითოეული ზომით 40 სანტიმეტრის სიგრძის და 20 სანტიმეტრი სიგანის იქნებოდა. მათზე მკაფიოდ ჩანდა იეროგლიფები, იდეოგრამები, ზოგან გრავიურები და გამჭვირვალე კრისტალები. ისინი მხოლოდ პირველ ფურცლებს ჰქონდა მიმაგრებული. თითოეული ასე კილოგრამს იწონიდა, ყველა აქ მოთავსებული ფირფიტა თითქმის ერთნაირი იყო ფორმითაც და მასალითაც, სხვაობა მათ გაფორმებაში და ალბათ მათში დაფიქსირებულ ინფორმაციაში იქნებოდა. ამ თაროებზე ათასობით ასეთი ფირფიტა იყო შენახული, მაგრამ ვის მიერ და რა მიზნით? ჯერჯერობით ჩემთვის გაურკვეველი იყო.

მოულოდნელად ჩვენს წინ უცნობი გაჩნდა. ეგზოტიკური და უცნაური მორთულობის ადამიანი. გარეგნულად შუა საუკუნეების დროინდელი “მრგვალი მაგიდის” რაინდს ჩამოჰგავდა, ლეგენდარული მეფე არტურის თანამედროვე მებრძოლს. იგი რაღაცით მითიურ ჯადოქარს მერილინსაც წააგავდა. ძალიან დაძაბული და შეშფოთებული ვიყავით. მისმა გამოჩენამ საკმაოდ აგვაფორიაქა. ეტყობა უცხომაც შეამჩნია ჩვენი მღელვარება და ამიტომ არ მოძრაობდა და ხმასაც არ იღებდა. მხოლოდ უხმოდ გვიცქერდა. ასე მდუმარედ მდგომთ არ ვიცოდით რა გვექნა. უცნობ მოხუცს ტანზე ტოგა ეცვა, რომელიც ტილოს მსგავსი ქსოვილისგან იყო შეკერილი, ფართო დაშვებული გრძელი სახელოებით და განიერი სარტყლით ეს სამოსი კიმონოს მოგაგონებდათ, ფეხზე ძველი რომაელების დროინდელი ტყავის სანდლების მსგავსი ფეხსაცმელები ეცვა, კათოლიკე ბერები რომ ატარებდნენ, ადრეულ ქრისტიანულ პერიოდში. მის გამოჩენისთანავე ჰაერში, ყვავილების ნაზი სურნელი დადგა, თან ისეთი ხმა ჩაგვესმოდა, როგორიც კონდენციონერსა აქვს მუშაობის დროს.

მოხუცი ჩუმად გვიმზერდა. ამ ხნის განმავლობაში მას არანაირი ჟესტი არ გამოუხატია და ბგერა არ გამოუცია. ამ ადამიანს სულში ჩამწვდომი და საოცრად ცოცხალი და სანდომიანი გამოხედვა ჰქონდა. გრძელი თეთრი თმები და შევერცხლილი ასევე თეთრი წვერი, უცნაურ კონტრასტს ქმნიდა. ათლეტურ სხეულს არანაირად არ შეესაბამებოდა მისი ხანშიშესული ასაკი. ჩვენი სიტუაცია იმას ჰგავდა, ბავშვებთან სანტა კლაუსი რომ გაჩნდება ხოლმე, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ჩვენს სტუმარს თავზე ჩაჩი არ ეხურა და ტკბილეულით სავსე ხურჯინი არ ეკავა ხელში. გრძელი და ფართო სახელოები მის ხელებს ვერ ფარავდნენ საოცრად ნატიფი ხელის მტევნები და გრძელი დახვეწილი თითები ჰქონდა.

რამდენიმე ხანში მოხუცმა სიჩუმე დაარღვია. მისი ხმა გრგვინვასავით გაისმა გამოქვაბულის კედლებში: “ნუ გეშინიათ! მე აქ იმიტომ ვარ რომ თქვენ დაგეხმაროთ. მე იოაკიმე მქვია, ამ ადგილის მცველი ვარ!”

მისმა სიტყვებმა ჩვენში ჯერ კიდევ დარჩენილი სიმამაცე თითქმის გააქრო, ძალიან დავიძაბეთ. შემდეგ ეს დაძაბულობა გაქრა და რაღაც უჩვეულო განცდა დაგვეუფლა, თითქოს მოხუცმ, რომელიღაც უცნობი კუნჭული გახსნა ჩვენს სულში. ეს იყო ერთმანეთში არეული, შიში, მოწიწება, ცნობისმოყვარეობა და კიდევ რაღაც უჩვეულო და თან ამავე დროს ნაცნობი განცდა. შეხვედრა ისეთ ემოციას იწვევდა, თითქოს ჩვენი დიდი ხნის უნახავი მეგობარი ვიხილეთ, ადამიანი რომელსაც უკვე ვიცნობდით და დიდი ხანია ველოდით.

აქ ამ ადგილზე წარსულის შესახებ სრული ისტორიული ნარკვევები ინახება, ეს კაცობრიობის განვითარების ისტორიაა. აღწერილია ყველაფერი ის თუ რა ხდებოდა სინამდვილეში ათობით ათასი წლის განმავლობაში დედამიწაზე. კაცობრიობის წარმატება თუ წარუმატებლობა, ამ ლითონის ფურცლებზეა ჩაწერილი. ამ ცოდნას ადამიანი დღესაც არ იცნობს. ეს ინფორმაცია პლანეტის განვითარების საწყისი ეტაპიდან იწყება, მაშინ როცა სიცოცხლე ახალი ჩასახული იყო დედამიწაზე.







ablabuda13
რა საინტერესოა smile.gif tender.gif
ანანდა
- ეს განსაკუთრებული ადგილია. იგი შეგიძლიათ როგორც მიწისქვეშა ბაზა ისე განიხილოთ. აქ მიწიერი საზოგადოება გალაქტიკურ ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად მნიშვნელოვან სამუშაოს აწარმოებს. გარკვეული აზრით მეც ამ სამყაროსეული, მიწიერი ვარ. ჩემი წინაპრები. დედამიწაზე მცხოვრები უძველესი რასაა. მათ პირველი პროტო ადამიანი შექმნეს. თქვენში ეს არსებები ჰომინიდებად იწოდებიან ამ ეპოქას კი “ატლანტების პერიოდს” უწოდებენ. ეს იყო მაღალ განვითარებული საზოგადოება, რომელიც ამ პლანეტაზე გარე ცივილიზაციების მიერ იყო ჩამოსხმული. თუმცა ჩვენი საზოგადოება კოსმიური რასების კონფედერაციაში, ჯერ კიდევ არ იყო გაწევრიანებული. ამ არსებებისთვის მხოლოდ დედამიწა იყო საცხოვრებელი ადგილი.

მათ გადაწყვიტეს საკუთარი ძალებით გაეუმჯობესებინათ საცხოვრებელი პირობები. დედამიწაზე ამათ გარდა არსებობდნენ სხვა ადამიანთა კოლონიები, რომლებიც ასევე უცხო ცივილიზაციების მიერ ადრე იქნენ ჩამოსხმულები.

ჩემმა წინაპრებმა გადაწყვიტეს დაკავშირებოდნენ ამ რასებს და მათაც შეძლებისდაგვარად საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებაში დახმარებოდნენ. ჩვენი საზოგადოების ამ მათთან ინტეგრაცია მოეხდინათ. საუბედუროდ ამ მცდელობამ დადებითი შედეგი არ მოგვიტანა.

ჩვენმა საზოგადოებამ უკუაგდო ძირითადი ზნეობრივი პრინციპები და უპასუხისმგებლოდ გადაწყვიტა ბუნების კანონებში ჩარევა და მისი მართვა. მათი აზრით საჭირო იყო დედამიწის კლიმატის შეცვლა, მეცნიერთა აზრით ამისთვის პლანეტის ორბიტის შეცვლა იყო აუცილებელი. მაგრამ ეს მცდელობა საუბედუროდ კრახით დასრულდა. ახალგაზრდა პლანეტა ჯერ ისევ არამდგრად წონასწორობაში იმყოფებოდა და არც საკმაო მომზადება და ტექნოლოგიები არ ჰქონდათ. ასეთი რადიკალური ცვლილება საშინელ ტრაგედიად გვექცა, პლანეტის ორბიტის შეცვლამ, დედამიწის ორიდან ერთი თანამგზავრის ჩამოვარდნა გამოიწვია, ამ კატასტროფამ პლანეტა ჯოჯოხეთად გადააქცია. წყობიდან გამოვიდა ეკოსისტემა, სიცოცხლის უდიდესი ნაწილი მოისპო, ჩვენი კულტურაც ამ კატასტროფამ მთლიანად გაანადგურა. ამ პლანეტარულმა კოლაპსმა ათიათასობით წლით უკან დაგვაბრუნა. ამის შემდეგ დიდი დრო დაგვჭირდა, რათა რამდენადმე აღგვედგინა დაკარგული შესაძლებლობები. ჩვენს საზოგადოებას ხელიდან გამოეცალა, მაღალი ტექნოლოგიები, ხოლო მთლიანად რასამ კლიმატის გაუარესების გამო დაკარგა რეპროდუქციის უნარი. გარკვეული დროის შემდეგ გადაშენების საშიშროების პირს დავდექით. რაღაც უნდა გვეღონა რომ გადავრჩენილიყავით. ჩვენს შორის იყო ერთი მეცნიერი სახელად “ლუციფერი”, ვინც გადაწყვიტა აერჩია რამდენიმე ჰომინიდი და დაეწყო გენეტიკური კვლევები, კვლევა ეხებოდა იმას, თუ რამდენად შესაძლებელი იყო პრიმიტიული ჰომინიდების გენეტიკური მონაცემები ჩვენი რასების გადასარჩენად გამოგვეყენებინა. ასევე იმისთვის, რომ ხელოვნურად შექმნილი არსებები, როგორც სამუშაო ძალა ისე გამოგვეყენებინა. ეს ისე უნდა მომხდარიყო, რომ საკუთარი მონაცემები და შესაძლებლობები მათთვის დაგვემალა. ამ ექსპერიმენტის შედეგად შეიქმნა იდეალური მუტანტი. პირველი ქმნილების გენერაცია წარმატებით განხორციელდა.

ეს არსებები ძლიერი ამტანობით, მაღალი შრომისუნარიანობით და მზის გამოსხივებისა და სხვა ავადმყოფობების მიმართ დაცვის უნარიანობით გამოირჩეოდნენ

-ეს ადამიანები დღეს დედამიწაზე ცნობილია, ე.წ. “ლურჯი რასის” სახელით. მათ შეეძლოთ დღე და ღამე შეუსვენებლად ემუშავათ, არ აშინებდათ არც სიცხე და არც სიცივე. მათ ორგანიზმში ძნელად აღწევდა პარაზიტები და თითქმის არ ავადდებოდნენ. მათში შენარჩუნებული იყო ინტელექტის ის დონე, რომ ჩვენი ბრძანებები მიეღოთ და შეესრულებინათ. თავიდან ეს ექსპერიმენტი წარმატებულად მიდიოდა, მათი მოქმედება კონტროლზე იყო აყვანილი, კარგი შედეგი მივიღეთ, ეს არსებები საუკეთესოდ გვემსახურებოდნენ. მაგრამ თანდათან სიტუაცია შეიცვალა. ისინი განვითარდნენ და მიხვდნენ, რომ ჩვენც მათი მსგავსნი ვიყავით, მათსავით ჩვეულებრივი მოკვდავნი, ისიც გაიგეს რომ მათ მხოლოდ პირადი გამორჩენის მიზნით, შავ მუშებად ვიყენებდით.

ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ მათი არსებობა ჩვენთვის სახიფათო გახდა. ეს ჰომინიდები ძალიან ადვილად და სწრაფად მრავლდებოდნენ, რაც დრო გადიოდა მათთან ურთიერთობაში ჩვენი სიცოცხლის ხელყოფის რისკი იზრდებოდა. ამიტომაც ჩვენმა საზოგადოებამ მათი სასწრაფოდ თავიდან მოშორება გადაწყვიტა.

ჩვენი ხალხი, გაამაყებული და გათავხედებული იყო. არ გვსურდა, რომ დედამიწის სხვა რასებიც ჩვენსავით განვითარებულიყვნენ, უფრო მისაღები იყო, რომ ისინი შავ მუშად დარჩენილიყვნენ.

ბოლოს და ბოლოს გალაქტიკური კონფედერაცია ამ პროცესში ჩაერია, მათ არ მოგვცეს საშუალება ასეთი საშინელი თვითნებობისა, არ დაუშვეს, რომ თავისი უპირატესობით გათავხედებულ ადამიანთა ჯგუფს სხვა დაუცველი არსებები ასე უსამართლოდ დაეჩაგრათ და პირადი ეგოისტური მიზნებისთვის გამოეყენებინათ. მაღალი ცივილიზაციები ასევე არ დაუშვებდნენ რომ ადამიანთა რასები მასობრივი ექსპერიმენტის საშუალებად ექციათ. ამიტომ დედამიწაზე არამიწიერი ცივილიზაციების ჯგუფი ჩამოფრინდა, რომელთაც “სანტა კიმრა” მეთაურობდა, ამ ჯგუფს გადაწყვეტილი ჰქონდა დედამიწაზე სიტუაცია გამოესწორებინა და ყველაფერი თავის ადგილზე დაებრუნებინა. მათი დახმარებით ჩვენმა ხალხმა აღიარა და გამოასწორა დაშვებული შეცდომები. ძირითადი ეგოისტური მოტივებით ნაკარნახევი დანაშაული.

ეს იყო კლიმატურ პირობებზე უგუნური ექსპერიმენტით გამოწვეული კოსმოსური კატასტროფა, რომლისგანაც გალაქტიკური კონფედერაციის დროულმა ჩარევამ გვიხსნა. დიდი მონანიებისა და შინაგანი განწმენდის შედეგად ჩვენ გადავრჩით და ამიტომაც დავრჩით დედამიწაზე. ჩვენ გადავწყვიტეთ დავხმარებოდით გალაქტიკურ კონფედრაციას იმ დიდ საქმეში, რასაც ადამიანის ბუნებრივი გზით განვითარება ჰქვია. გვინდოდა ამით გამოგვესწორებინა ის ქაოსი, რაც ჩვენმა უპასუხისმგებლო საქციელმა გამოიწვია. ასე რომ იქიდან რაც მოგიყევით შემიძლია გითხრათ, რომ მეც თქვენსავით დედამიწელი ვარ, უფრო ზუსტად მიწის სიღრმეში მცხოვრები დედამიწელი.

ამჟამად პლანეტაზე ძალიან ცოტანი დავრჩით, ჩვენი რასების ძირითადი ნაწილი უკან თავის პლანეტებზე დააბრუნეს.

დედამიწაზე რამდენიმე მიწისქვეშა ბაზა არსებობს და ყველა მათგანი გალაქტიკური ფედერაციის წარმომადგენლების მიერ იმართება. ყველა ჩვენც და ისინიც ჩართულები არიან “დიდი გეგმის” განხორციელებისთვის საჭირო მუშაობაში. თქვენც იმიტომ ხართ აქ, რომ ამ საერთო პროცესში მიიღოთ მონაწილეობა. ჩვენ ვცდილობთ, რომ იმ ადამიანებს ვინც ჩვენთან თანამშრომლობას გადაწყვეტს, შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ. ეს ის საქმეა, რომელიც ამ საშინელ რეალობის დასასრულს და ახალი სამყაროს დაბადებას ემსახურება. თქვენ ამ პროცესში მედიატორის როლი უნდა ითამაშოთ. თქვენი მომზადებისა და მიხედვით მოგეცემათ საშუალება სხვა ასეთ ადგილებს გაეცნოთ, ეს ცენტრები დედამიწაზე სხვადასხვა ადგილებშია განთავსებული. თქვენი ხელმძღვანელობის გარდა, ვინც აქ გადმოგიყვანათ ჩვენც დაგეხმარებით, იმ ამოცანის შესრულებაში, რაც თქვენ გაკისრიათ. ამ სიტყვებით მოხუცმა საუბარი შეწყვიტა.

განცვიფრებული დავრჩით. ერთმანეთს ვუცქერდით და არ ვიცოდით რა გვეთქვა. გამახსენდა ჩვენს მიერ გამოვლილი ისტორიები, წიგნებში წაკითხული ცოდნაც ამომიტივტივდა თავში, ღრმად ჩავისუნთქე, რათა ცოტა დავმშვიდებულიყავი, შემდეგ როგორც იქნა გავბედე და აზრებს ძლივს მოვუყარე თავი, ემოცია ლაპარაკის საშუალებას არ მაძლევდა. მოხუცი თვალებში მიცქერდა. ბოლოს როგორც იქნა წავილუღლუღე.

- თქვენმა სიტყვებმა, ის ისტორიები გამახსენა, რაც აქამდე მხოლოდ წიგნში მქონდა წაკითხული, მაგრამ მათი წაკითხვის მერე ჯერაც ვერ გამოვიტანე აზრი. თქვენი მონაყოლი ძალიან საინტერესოა და ჩემი აზრით იმ ტექსტებს ეხმაურება, რომელიც ჩვენში რელიგიური მიმდინარეობების სახით გავრცელდა. ყველაზე მეტად იგი იუდეურ და ქრისტიანულ რელიგიურ სწავლებებთან არის ახლოს. უფრო ზუსტად კი კატარების მიერ აღიარებულ ფსევდო იოანეს სახარებასთან, რომელიც ოფიციალურმა ეკლესიამ არაკანონიკურად შერაცხა. ამ აპოკრიფულ სახარებაში აღწერილია მაცხოვრისა და იოანე წინასწარმეტყველის დიალოგი, სადაც მაცხოვარი იოანეს უხსნის რომ ადამიანი დედამიწაზე ეშმაკის დახმარებით შეიქმნა და არა ღმერთის. ნიშნავს თუ არა ეს იგივეს, რაც თქვენ თქვით, რომ პირველი პროტო ადამიანი დედამიწაზე არსებული განვითარებული რასების მიერ შეიქმნა? რას გვეტყვით ადამიანების მიერ ჩადენილ პირველ ცოდვაზე?


იოაკიმემ გააგრძელა:

- როგორც გითხარი ჩვენი წინაპრები კოსმოსიდან იყვნენ მოსულები, თანდათანობით ჩვენი საზოგადოება განვითარდა და დიდ ტექნოლოგიები და ძალაუფლება მოიპოვა, ჩვენი მეცნიერები, ხელოვნური სულის შექმნაზეც მუშაობდნენ, ამ მიმართულებითაც გარკვეული წინსვლა გვქონდა. ამ უნარების დაუფლებით ისე გავთამამდით, რომ უნივერსალური კოსმიური კანონები დავივიწყეთ და მისი დარღვევაც ვცადეთ, ჩვენ შევქმენით პირველი პროტო ადამიანი, ე.წ. ლურჯი რასა. აი ამ ქცევისთვის ჩვენ დავისაჯეთ, არა მარტო ფიზიკურად არამედ სულიერადაც, თითქოს ყველაფერი სწორედ გავაკეთეთ, ეს დასჯა მოვიდა იმ ძალისგან, რომელიც კოსმოსს განაგებს და სამყაროს მართავს. ჩვენ საზოგადოებაში იყო ჯგუფი ვისაც ამ ხელოვნური ჰიბრიდის გამოყვანის იდეა ეკუთვნოდა, ამ ჯგუფს სათავეში ედგა პიროვნება სახელად “სატანაელი”, მას რა თქმა უნდა ჰყავდა მომხრეებიც, ამ ჯგუფის ძალისხმევით მოხდა, ხელოვნური პრიმიტიული ადამიანების შექმნა და შემდეგ მათი კერძო მიზნებისთვის გამოყენება. თუმცა დროში ამ არსებებმა მოახერხეს საკუთარი თავისა და ჩვენი იდენტურობის დაფიქსირება, მიხვდნენ რომ მათაც ჰქონდათ უნარი ჩვენი ტექნოლოგიური მიღწევები გამოეყენებინათ. ჩვენ რიცხობრივად ცოტანი ვიყავით, მათთან შედარებით, ამ უპირატესობის გამო მათთვის სიძნელეს არ წარმოადგენდა ჩვენი განადგურება, ამიტომ სანამ ეს მოხდებოდა დავასწარით და მათი უმრავლესობა ჩვენი ტერიტორიებიდან განვდევნეთ.

ჩვენგან გაქცეულნი სხვადასხვა მიმართულებით გაიფანტნენ. ეს იყო ალბათ ის პირველი ცოდვა, თუ კი შეიძლება რაიმე აქტს ცოდვა ეწოდოს. ჩვენ მათი თავიდან მოშორებით შევაჩერეთ მათი ჩვენზე ზემოქმედების ზრდა. წლების მერე ჩვენი აზრით მათი უპირატესობა ჩვენზე ათჯერ უფრო გაიზრდებოდა. დიდი ხნის განმავლობაში ვეცადეთ რომ ჰომინიდებზე ზეგავლენა ისევ დაგვებრუნებინა, რამდენიმე ჯგუფთან დაკონტაქტებაც მოვახერხეთ, მაგრამ ამ არსებებმა ჩვენგან თავი შორს დაიჭირეს. თქვენს რელიგიურ წიგნებში არის ამ თემებზე საუბარი, მაგრამ ყველა მოვლენა დამახინჯებულად არის გადმოცემული.

- კი მაგრამ, იოაკიმ! რას იტყვით ბიბლიაში მოთხრობილ მოვლენებზე? თუნდაც იმაზე, თუ როგორ წაიყვანა თან ღმერთმა ენოქი და ილია? ან როგორ და ვინ გამოეცხადა, მოსეს, იაკობს, ეზეკიელს და სხვებს?

- თქვენს რელიგიურ წიგნებში, ძირითადად ბიბლიაში, აღწერილია, მოვლენა, რომ ერთ-ერთი ანგელოზი აჯანყდა. მოხდა ამასა და სხვა ანგელოზთა იერარქიებს შორის ბრძოლა. ბრძოლაში ეს უკანასკნელი დამარცხდა და დედამიწაზე როგორც “ეშმაკი” იქნა ჩამოგდებული. ამ ლეგენდას უკეთესი იქნება, თუ ისე წარმოვიდგენთ, როგორც ჩვენი წინაპრების ჩამოსხმა, მზის სისტემაში, და შემდეგ დედამიწაზე.

აცტეკების, ეგვიპტელების და სხვა მესოპოტამიელი ხალხების ლეგენდებში, არსებობდა რწმენა, რომ ყოველი მზის ჩასვლის წინ, ღმერთები სისხლისმღვრელ ომს მართავენ დემონებთან. თუმცა როგორც უკვე გითხარით ეს ლგენდები უკავშირდება მზის სისტემის პლანეტაზე, კერძოდ კი დედამიწაზე მომხდარ რეალურ მოვლენებს.

როდესაც დედამიწაზე დიდი ციური სხეული ჩამოვარდა და საშინელი კატასტროფა მოხდა. ეს იყო აქტი, როდესაც ადამიანებმა საკუთარი ხელით თავისი საცხოვრებელი სახლი გაანადგურეს. ამის შემდეგ იძულებული გავხდით დედამიწის სხვადასხვა მიმართულებით წავსულიყავით, გვეხეტიალა, ახალი საცხოვრებელი ადგილი გვეძებნა და ყველაფერი თავიდან დაგვეწყო. ზოგიერთ წმინდა წიგნებში მოთხრობილია ამაზე და სხვა შემდგომ მოვლენებზეც.

- ის რასაც თქვენ ამბობთ ნახსენებია, კატარების მიერ აღიარებულ აპოკრიფულ სახარებაში, ფსევდო იოანეს მიერ დაწერილში, ასევე ენოქის წინასწარმეტყველებაში, სადაც აღწერილია როგორ აცდუნებდა მას ეშმაკი, ეუბნებოდა, რომ შენ უფალი ხარო. როგორც თქვენ თქვით წმინდა წიგნებში აღწერილია ამ მოვლენების შესახებ. ერთერთი ასეთია ენოქის წინასწარმეტყველების წიგნი ძველი აღთქმიდან, ეს ტექსტი სხვებისგან განსხვავდება თავისი არაორდინარულებით და არაა გასაკვირი, რომ როგორც იუდეველებმა, ასევე ქრისტიანებმა ეს ჩანაწერები ბიბლიიდან ამოიღეს და არა კანონიკურად გამოაცხადეს.

ენოქი წარღვნამდელი წინასწარმეტყველი იყო, ჯარედის შვილი, სეთის პირდაპირი შთამომავალი. სეთი ადამის და ევას მესამე შვილი იყო. ენეოქი მათუსალას მამა და ლამექის დიდი ბაბუა, ნოეს დიდი ბაბუის მამა იყო. ბიბლიის თანახმად იგი ზეცად იყო აყვანილი (შესქ; 5-24): მისი სახელი გაკვრით არის ნახსენები ახალ აღქმაში, იუდას წიგნში (1-4-16): ენოქის წიგნი კომენტირებულია წმინდა კლიმენტი ალექსანდრიელის მიერ, რომელიც საყოველთაოდ აღიარებულ რელიგიურ ავტორიტეტად ითვლება, ენოქის შესახებ ასევე დაწერილი აქვს ნეტარ ავგუსტინეს, თავის ნაშრომში “ღმერთის ქალაქი”. ჩემი კვლევებით აღმოვაჩინე, რომ ამ წიგნის 350 გვერდი ამოღებული იქნა, კათოლიკური ეკლესიის მიერ და ერესად იქნა შერაცხული, თუმცა ბიბლიაში 57 ფურცელი მაინც იქნა შენარჩუნებული, ძველ აღქმაში. ასევე ძველ ებრაულ რელიგიურ წიგნში “ირკა მიდრაში”. კერძოდ ამ წიგნის მერვე თავში აღწერილია, როგორ ასწავლიდა ენოქი, ნოეს, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო იგი წარღვნის დროს. ეს ტექსტები ასევე შენარჩუნებულია, “ქირჯათ სეფერში”, ანუ “წერილთა ქალაქში”, რომელიც ასევე ცნობილია “დებირი”-ს სახელით. ამ ტექსტებში, ენოქის მიერ აღნიშნულია, ის რაც თქვენ მოგვითხრეთ. მაგალითად, იგი აღნიშნავს, რომ დედამიწაზე ჩამოვიდა ანგელოზი “სემიასა” სხვა 200 ანგელოზთან ერთად. მას ასევე უწერია, რომ ღმერთს წარღვნამდე უკვე არჩეული ჰყავდა ადამიანი, ვინც მხსნელის სახით დედამიწაზე მოვიდოდა, რომ წარღვნა არ იყო აუცილებელი აქტი, რომ უთანხმოება ადამიანებსა და ღმერთს შორის უკვე დამთავრებული იყო. აქ წერია ისიც, რომ ეს ურთიერთობა არა ერთ ღმერთთან არამედ ღმერთების მთელ იერარქიებთან მიმდინარეობდა. ამაზე რას გვეტყვით?

ამ კითხვებს იმიტომ გისვამთ, რომ ჩემს მიერ სხვადასხვა რელიგიური წიგნებიდან მიღებული ინფორმაციით შექმნილი გაურკვევლობიდან გამოვიდე.

- ფაქტიურად, ჩვენს მიერ შექმნილი “პროტო ადამიანი” განვითარდა და გამრავლდა. დრო გადიოდა, ჩვენი საზოგადოება ფრაქციებად დაიყო, სუსტ და ძლიერ ნაწილებად, ზოგი მათგანი ჩვენი ქალაქიდან გააძევეს თავისი იდეის გამო. გარკვეულ ხანში ამათ შექმნეს დაჯგუფებები და პრიმიტიულ ადამიანებს შეერივნენ. ერთ-ერთი მათგანი იყო “სემიასა” ვინც ჩვენი საწინააღმდეგო დაჯგუფება ჩამოაყალიბა. თუმცა ეს დაჯგუფებაც გაუუვნებლეს გალაქტიკური ფედერაციის წარმომადგენლებმა. ამ ინფორმაციის დედამიწაზე გავრცელების მიზნით გალაქტიკურმა ფედერაციებმა გამოიყენეს ენოქი, მან ადამიანებს გადასცა ცოდნა, თუ როგორ დაისჯებოდნენ ისინი თუ უნივერსალურ კანონებს წინ აღუდგებოდნენ. ენოქმა ადამიანებს ისიც უთხრა, რომ მათ მიერ დაშვებული შეცდომები არ იყო გამოუსწორებელი საშინელება.

დედამიწაზე სიცოცხლის ჩასახვიდან დაწყებული, გალაქტიკური ფედერაცია ცდილობს კორექტივები შეიტანოს ადამიანის ცხოვრებაში. ჩვენ მათთან ერთად ვცდილობთ, ადამიანები სწორი და ბუნებასთან ჰარმონიაში მყოფი განვითარების გზისკენ მივმართოთ.

ჩვენ ყურადღებიდან არ გამოგვრჩენია, რომ გარემო პირობების შეცვლა მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ბიოლოგიური სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე. ამ პირობების შეცვლამ რა თქმა უნდა თქვენზეც უარყოფითად იმოქმედა. თუმცა მძიმე კოსმიური ავარიის დამანგრეველ შედეგს თქვენამდე არ არ მოუღწევია.

დედამიწაზე, გალაქტიკური ფედერაციის უმაღლესი მისიის გამოცხადების მერე, რომელსაც წმინდა კიმრა ხელმძღვანელობდა, ჩვენ მიგვითითეს, რომ დედამიწის ზედაპირზე არ უნდა გვეცხოვრა და მიწისქვეშა ხელოვნურ და ბუნებრივ გამოქვაბულებში დავსახლებულიყავით. ეს იმიტომ გახდა საჭირო, რომ ავარიის შედეგად წარმოქმნილ სახიფათო ბუნებრივ პირობებს გავრიდებოდით. მიუხედავად ამისა გაზრდილმა რადიაციულმა გამოსხივებამ თავისი ქნა, რადიაციულმა ფონმა ჩვენს გენეტიკაზე უარყოფითად იმოქმედა, ჩვენი საკვების ქიმიური შემადგენლობაც მკვეთრად გაუარესდა, ამან საგრძნობლად შეამცირა ჩვენი სიცოცხლისუნარიანობა და ასაკი. იმატა ფიზიკურმა და სულიერმა დაავადებებმა. რადგან ჩვენი წინაპრები სხვა რასებთანაც შევიდნენ კავშირში გარკვეულად ეს გენეტიკური დარღვევები მცირე რაოდენობით თქვენზეც გადმოვიდა.

თქვენთვის კარგად ცნობილი ისტორიული მოვლენები, ჩვენი და გალაქტიკური საძმოს საერთო მოქმედების შედეგია. წარღვნა რაღა თქმა უნდა იყო დედამიწაზე, ოღონდ არა პლანეტარული მასშტაბით, იყო მხოლოდ ლოკალური შემთხვევები. იმდროინდელი დედამიწა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ამჟამინდელისგან, იგი მზისგან სხვა მანძილით იყო დაცილებული და სხვა ორბიტაზე მოძრაობდა. ამ მოვლენებს ათიათასობით წლები გვაშორებს. ასეთი ლოკალური წარღვნები დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მოხდა და დაფიქსირდა ამ ხალხთა ლეგენდებში, “ჰუნო პაცაკუტის” სახელით-იანკების კულტურში, “ნაუა ატო”-აცკეტებში, “მანუს” ლეგენდის სახელით ინდურ წარმოდგენებში, “დეუკალიონე” და პრიარა-ბერძნულ მითებში, “ზაინ სუდრა” და “გილგამეში”-ს მითები-შუმერში. თქვენი ლეგენდების და რწმენის მიხედვით ეს ბუნებრივი კატაკლიზმები, ღმერთის რისხვას მიეწერება უფლის მიერ გამოგზავნილ სასჯელს ცოდვილი კაცობრიობისადმი, რომლის დანიშნულება იყო დედამიწა ცოდვილებისგან განეწმინდა. სინამდვილეში ეს ბუნებრივი მოვლენები იყო და არ ჩვენს მიერ, გალაქტიკური ფედერაციის, ან მითუმეტეს ღმერთის მიერ გამოგზავნილი დასჯა.

ანანდა
- როგორც ხედავ, ჩვენ მიწისქვეშა ქალაქში ვცხოვრობთ, მაგრამ დიდი ხნის წინათ ეს ასე არ იყო. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ქედმაღალი და უმწიფარი საზოგადოება ვიყავით,

ჩვენმა მეცნიერებმა პლანეტის ბუნების თავისებურად გადაკეთება გადაწყვიტეს, ეს პლანეტის ატმოსფეროს სტრუქტურის შეცვლას მოითხოვდა. საუბედუროდ ექსპერიმენტი, სერიოზული შეცდომების დაშვების გამო ჩავარდა. პლანეტის ატმოსფერული ბალანსი დაირღვა, ატმოსფეროს დამცავი შრე მწყობრიდან გამოვიდა და კოსმიური რადიაცია გავრცელდა. ამ კატასტროფამ პლანეტის ფლორა და ფაუნა მთლიანად გაანადგურა. მხოლოდ ისინი გადარჩნენ, ვინც ამ დროს სხვა პლანეტაზე იმყოფებოდა. ასე ამოწყდა ჩვენი პლანეტის თითქმის მთელი პოპულაცია.

გავიდა დრო, გადარჩენილმა კოლონიებმა გადავწყვიტეთ უკან დავბრუნებულიყავით და შეძლებისდაგვარად აღგვედგინა პლანეტა, თუმცა მისი ზედაპირი, უკვე ისე იყო გამოფიტული და გადამწვარი, რომ მასზე სიცოცხლე აღარ გაიხარებდა. მაშინ ჩვენ ავაგეთ უზარმაზარი გამოქვაბულები, ხელოვნური ადაპტირებული გარემო და ეკოსისტემა შევქმენით, ის ტერიტორია, კი სადაც ქალაქის ნანგრევები ახლაც მოჩანს, თვალსაჩინოებისთვის, ხელუხლებელი დავტოვეთ, რათა მომავალმა თაობებმა საკუთარი თვალით ნახონ, თუ სადამდე შეიძლება მიგიყვანოს, გაუგონარმა თავხედობამ, ტექნიკური განვითარებით გამოწვეულმა სიბეცემ, განდიდების მანიამ და უგუნურებამ.

პლანეტაზე, ოცდაოთხი ასეთი მიწისქვეშა ქალაქია გაშენებული. საცხოვრებელ ცენტრთან ერთად, ყველგან, სამეცნიერო კველევითი, ადმინისტრაციული, სამედიცინო და სხვა ცენტრებია აშენებული. მოკლედ ცივილიზაციის საცხოვრებლად საჭირო ყველა საშუალება გაგვაჩნია.

ხელოვნური გარემო, სრული ეკოლოგიური კონტროლით მუდმივად ნარჩუნდება. მსგავსი, სტაბილური ბიოსფეროს შესაქმნელად წლების განმავლობაში სხვა გალაქტიკებიდან, როგორც ფლორის ასევე ფაუნის სიცოცხლის ფორმების იმპორტირება ხდებოდა. მცენარეები, რომელსაც აქ ხედავ, არა მარტო სილამაზეს ქმნიან, არამედ ქალაქის ეკოსისტემის შემადგენელი ნაწილიცაა.

ატმოსფეროში საჭირო ჟანგბადის ბალანსი, ეკოკონტროლის საშუალებით მოწმდება, ასევე რეგულირდება სხვა გაზების პროცენტული რაოდენობა, ტემპერატურული ბალანსი, ჰაერის ტენიანობა და ა. შ.

ანანდა

ქალაქ ”ილუმენში” ჩემი მოგზაურობა გრძელდებოდა. ეს ქალაქი რამოდენიმე დამოუკიდებელ სექტორად იყო დაყოფილი. თითოეულ მათგანში განსხვავებული არქიტექტურული შენობები მრავალფეროვანი სტილით, ფორმით და კომპოზიციით ერთმანეთისგან მკვეთრად განირჩეოდნენ, ზოგან ფორმები ოვალური და მრგვალი იყო ზოგან კი სწორკუთხა და სიმეტრიული.

მალე ქალაქის ადმინისტრაციულ ცენტრში მივედით. ერთერთ სექტორს მივუახლოვდით და მაღალ გუმბათიან შენობაში შევედით. შენობაში დიდი დარბაზი იყო. ჭერის სიმაღლე ალბათ 50 მეტრამდე იქნებოდა, გვერდითა კედლებზე ბროლის კედლებიანი ურნები იყო განლაგებული. ყურში სასიამოვნო მელოდია ჩამესმა, ჯერ მეგონა, რომ დარბაზში მაღალი დონის აკუსტიკური სისტემა იყო დამონტაჟებული, თუმცა მოვტყუვდი. ერთერთ ურნასთან მივედით. მასში, როგორც უზარმაზარ ვიტრინაში ისე შევიხედე, შიგნით რაღაც ფიგურები მოძრაობდნენ, უფრო კარგად დავაკვირდი და სახტად დავრჩი. ეს ვიტრინები კი არა, დიდი ცხაურები აღმოჩნდა. სადაც უზარმაზარი პეპლის მაგვარი არსებები იყო მოთავსებული. თითოეული მათგანი ფრთებს აშრიალებდა, მათი ვიბრაცია, თავისებურ მუსიკალურ ბგერებს გამოსცემდა, საერთო ანსამბლში კი მსგავსი ბგერებით მელოდია იქმნებოდა. ამ საოცრებას პირდაღებული ვუყურებდი. ამის შემხედვარე გოდარს გაეღიმა.

დარბაზიდან, დერეფანში გადავინაცვლეთ. სწრაფად იარე! მანიშნა გოდარმა, გზა განვაგრძეთ და დერეფნის ბოლოში კარებს მივდექით, იგი ჩვენს თვალწინ გაიღო და მეორე დარბაზში აღმოვჩნდით. თუმცა წინასგან განსხვავებით, აქ სხვა სიტუაცია დამხვდა. ირგვლივ ბევრი სავარძელი იდგა. ერთი შეხედვით ეს ადგილი სასწავლო აუდიტორიას ჰგავდა. სავარძლები რამოდენიმე რიგად იდგა. დარბაზის შუაგულში, კი მოყვითალო ფერის, კუბის ფორმის გამჭვირვალე მაგიდა შევნიშნე. ეს ალბათ კინოდარბაზის მსგავსი განყოფილებაა, გავიფიქრე ჩემთვის. სავარძლების მოპირდაპირე კედელი, თაღებით იყო შემოფარგლული. ჭერიდან გამომავალი სინათლე, იქაურობას მქრქალი შუქით ანათებდა. იატაკი ხალიჩის მაგვარი მასალით იყო დაფარული. ზედაპირი რბილი იყო, თუმცა მასზე ფეხის დადგმისას კვალი არ რჩებოდა. ჰუმანოიდი ერთ–ერთ სავარძელში მოთავსდა და ხელით მანიშნა, მეც მის გვერდზე დავმჯდარიყავი.

ავეჯის სინთეტიკური მასალის ზედაპირი, სასიამოვნოდ ეხებოდა სხეულს. უზარმაზარ სავარძელში, თავი ცეროდენა პიგმეიდ ვიგრძენი. გოდარმა, ჩვენს წინ მოთავსებული უცნაური ფორმის მაგიდისკენ გაიწოდა ხელი, მოწყობილობაზე კუბის ფორმის გამჭვირვალე კრისტალები იყო ჩამონტაჟებული. ისინი დომინოს ქვებივით იყო ერთმანეთზე მიწყობილი და კლავიშებიან პულტს მოგაგონებდათ. ერთერთ კლავიშზე ნიშანიც მოჩანდა, ალბათ რაღაც ფუნქციის აღსანიშნავად.

ჰუმანოიდმა კრისტალს ხელი დააჭირა, და ჩვენს მოპირდაპირე კედელზე ეკრანი განათდა. იგი თითქმის მთელ კედელს მოიცავდა, ხოლო გამოსახულების ზომები ექვსიდან თორმეტ მეტრამდე აღწევდა. ამის შემხედვარე, კიდევ ერთხელ მომიცვა აღტაცებამ!


უზარმაზარ ეკრანზე, გამოსახულება შეიცვალა და ჩემს თვალწინ საომარი კონფლიქტის სცენები გამოჩნდა, როგორც მივხვდი, ეს ამერიკასა და ვიეტნამს შორის წარმოებული ომის კადრები იყო. ასეთი მაღალი დონის გამოსახულება ჯერ არსად მენახა, საოცრად ფერადოვანი, ცოცხალი და მკაფიო ფორმები იყო, ყველანაირი ხარვეზისა და ცდომილების გარეშე. ომის სცენები, ბუნების ლანდშაფტებმა შეცვალა, მერე ისევ ძალადობა, მკვლელობები, სიღარიბით და შიმშილით გაუბედურებული ხალხი, გაჩეხილი ტყეები, იავარქმნილი ბუნება, დაბინძურებული გარემო გამოჩნდა. ბოლოს ეს ყველაფერი გაქრა და უდაბნოს დიდი მასივები ვიხილე,
ანანდა
- თუმცა დედამიწელები განვითარებულ ცივილიზაციად თვლით თავს, თქვენი წარმოდგენები სივრცეში გადაადგილებაზე საკმაოდ შეზღუდულია. თქვენი საფრენი აპარატები ფრინველის ფრენის იმიტაციას ახდენს, ჩვენი ხომალდები კი პლანეტების მოძრაობის იმიტაციას.

დიდ მანძილზე მცირე დროში გადაადგილება რთული ამოცანაა.

თქვენს სამშობლოში პირველი საფრენი აპარატის გამოგონებიდან ხუთასი წელი გავიდა.

ამ დროის განმავლობაში გაუმჯობესდა ტექნოლოგიები, გაიზარდა აპარატების სიჩქარე, რამაც გადაადგილებაზე დახარჯული დრო შეამცირა. მაგრამ მანძილი ხომ იგივე დარჩა!? ამ თვალსაზრისით არაფერი არ შეცვლილა. მხოლოდ გადაადგილების საშუალებები გაუმჯობესდა.
წინათ, შორ მანძილებზე გემის საშუალებით მოგზაურობდით, ხომალდები ქარის და ზღვის ტალღების წინააღმდეგობას უმკლავდებოდნენ.

საფრენი აპარატების შემთხვევაში ეს წინააღმდეგობა აირთან ხახუნით გამოწვეული წინააღმდეგობით შეიცვალა. მომავალში შეიძლება ახალი, უფრო გაუმჯობესებული აპარატი გამოიგონოთ, რომელიც საშუალებას მოგცემთ გადაადგილებაში დახარჯული დროის რაოდენობა შეამციროთ და დანიშნულების ადგილზე უფრო სწრაფად მიხვიდეთ.

ჩვენს შემთხვევაში საქმე სხვა საშუალებასთან გვაქვს. ეს არის “სივრცითი კარი” რომლის მეშვეობითაც ჩვენ მცირე დროში ვახერხებთ კოსმოსური მანძილების გადალახვას. ეს სულ სხვა ტექნოლოგიაა, იგი მილისებურ სივრცით გვირაბს წარმოადგენს, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევამციროთ კოსმოსური მანძილები და ამ ფაქტორის პრაქტიკულად გაუქმების ხარჯზე მცირე დროში გადავადგილდეთ. წარმოიდგინე, თუ ჩვენი მგზავრობა ერთი ადგილიდან მეორეზე, სინათლის გავრცელების სიჩქარით მოხდება, მაშინ ამ მანძილის გადალახვისთვის ოთხი სინათლის წელი დაგვჭირდება, დრო კი თქვენი ათვლის სისტემით კიდევ უფრო ჩქარა გადის, ალბათ სახლს ათეული წლებით დაშორდები, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აქ სადღაც რვა წელი დარჩები, იქ ასეული წელი გავა, თუ ამ ფაქტორს გავითვალისწინებთ, მოგზაურობა ყოველგვარ აზრს კარგავს, რადგან უკან დაბრუნებულს, შინ სულ სხვა რეალობა დაგხვდება. ის ცოდნა, რომელსაც აქ მიიღებ, იმ მომენტისთვის უკვე გამოუსადეგარი გახდება!

ასე რომ, სინათლის სიჩქარით მოგზაურობაც არ მოგვცემდა სასურველ შედეგს. ამგვარად გვრჩებოდა ერთადერთი საშუალება, სივრცითი პორტალების გამოყენება. ამ გზით ჩვენ შეგვიძლია ვარეგულიროთ სამყაროს სხვადასხვა რეგიონებს შორის უსწრაფესი კავშირები.



მარტივია იმის გაგება, რომ ორ წერტილს შორის უმოკლესი მანძილი სწორი ხაზია. მაგალითად, როცა ლიმადან უდაბნოსკენ გადაადგილდებით, ეს მანძილი სწორი ხაზია? რა თქმა უნდა არა. თქვენი პლანეტა, ისე როგორც სხვები, სფეროსებურია, მას რომ შემოუაროთ, ამ მანძილის აღსანიშნავად მრუდს მიიღებთ. ისიც ცნობილია, რომ ვარსკვლავები, რომელსაც თქვენ ცაზე ხედავთ, სინამდვილეში ფიქციაა. მათი დანახვისას თქვენ წარსულს აღიქვამთ, უყურებთ იმ ფორმას, რომელიც სინათლის სხივებით გამოგზავნილია მილიონი წლების წინ.

გარდა ამისა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ როგორც სხვა მატერია, სინათლის სხივიც გრავიტაციული ველის ზემოქმედებას განიცდის, მისი გავლენით სინათლე მიმართულებას იცვლის. ასე რომ, რასაც თქვენ ვარსკვლავების სახით ხედავთ, სინამდვილეში რეალობის ფარდობითი სურათია, ეს გამოსახულება მუდმივ ცვლილებას განიცდის. საქმე გვაქვს ცდომილებასთან, როცა დიდ მანძილებზე სინათლის გამოსხივება მიზიდულობის ძალის ზეგავლენით ტრაექტორიას იცვლის.

თქვენი მეცნიერები, უმთავრესად ასტროფიზიკოსები, სამყაროს, სივრცის სამ განზომილებაში განიხილავენ. მათი აზრით სიმაღლე, სიგრძე და სიგანე, მატერიის სივრცეში განლაგების აღწერისთვის საჭირო და საკმარისი პარამეტრებია. ასეთი ათვლის სისტემა მისაღებია, მაგრამ ამ სისტემიდან დანახული უნდა იქნას ახალი პარამეტრი, სივრცის მეოთხე განზომილება, სამყარო განხილული უნდა იყოს ოთხ განზომილებაში. მეოთხე განზომილება, ეს არის სივრცის ბუნება, მისი ხასიათი-დაბადოს ენერგია, შექმნას ნედლეული, რომელიც აუცილებელია, სამყაროს თვით ფორმირებისთვის. სამყარო, სხვადასხვა სიხშირის ენერგიების ერთობლიობაა. თითოეული ენერგიის სახეობას შესაბამისი ვიბრაციის სიხშირე გააჩნია!

როგორც ტელე და რადიო ტალღები თანა არსებობენ ერთმანეთთან, ისე, რომ მათი სიხშირეები ერთმანეთს ხელს არ უშლიან გავრცელებაში, ასევე უსასრულო რაოდენობის სამყაროები, თანაარსებობენ სხვადასხვა დონეზე და მდგომარეობაში. მათი მასები მანიფესტირებულია, სხვადასხვა სიხშირეზე და ვიბრაციაზე.

”ქსენდრა” გვირაბში შესასვლელი კარია, რომელიც სივრცის მეოთხე განზომილებასთან გვაკავშირებს. იგი ამავე დროს, სამყაროსეული ენერგიების სიხშირეთა უნივერსალური დეკოდერია. მისი მეშვეობით, ჩვენ განვმსჭვალავთ დროსა და სივრცეს. ამ ხერხით გადაადგილებისას, დანიშნულების ადგილამდე მანძილი თითქმის ანულირდება, ასევე ანულირდება ტრანსპორტირებული სხეულის მასაც.



- როგორც ხედავ, ჩვენ მიწისქვეშა ქალაქში ვცხოვრობთ, მაგრამ დიდი ხნის წინათ ეს ასე არ იყო. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ქედმაღალი და უმწიფარი საზოგადოება ვიყავით, ჩვენმა მეცნიერებმა პლანეტის ბუნების თავისებურად გადაკეთება გადაწყვიტეს, ეს პლანეტის ატმოსფეროს სტრუქტურის შეცვლას მოითხოვდა. საუბედუროდ ექსპერიმენტი, სერიოზული შეცდომების დაშვების გამო ჩავარდა. პლანეტის ატმოსფერული ბალანსი დაირღვა, ატმოსფეროს დამცავი შრე მწყობრიდან გამოვიდა და კოსმიური რადიაცია გავრცელდა. ამ კატასტროფამ პლანეტის ფლორა და ფაუნა მთლიანად გაანადგურა. მხოლოდ ისინი გადარჩნენ, ვინც ამ დროს სხვა პლანეტაზე იმყოფებოდა. ასე ამოწყდა ჩვენი პლანეტის თითქმის მთელი პოპულაცია.

გავიდა დრო, გადარჩენილმა კოლონიებმა გადავწყვიტეთ უკან დავბრუნებულიყავით და შეძლებისდაგვარად აღგვედგინა პლანეტა, თუმცა მისი ზედაპირი, უკვე ისე იყო გამოფიტული და გადამწვარი, რომ მასზე სიცოცხლე აღარ გაიხარებდა. მაშინ ჩვენ ავაგეთ უზარმაზარი გამოქვაბულები, ხელოვნური ადაპტირებული გარემო და ეკოსისტემა შევქმენით, ის ტერიტორია, კი სადაც ქალაქის ნანგრევები ახლაც მოჩანს, თვალსაჩინოებისთვის, ხელუხლებელი დავტოვეთ, რათა მომავალმა თაობებმა საკუთარი თვალით ნახონ, თუ სადამდე შეიძლება მიგიყვანოს, გაუგონარმა თავხედობამ, ტექნიკური განვითარებით გამოწვეულმა სიბეცემ, განდიდების მანიამ და უგუნურებამ.

პლანეტაზე, ოცდაოთხი ასეთი მიწისქვეშა ქალაქია გაშენებული. საცხოვრებელ ცენტრთან ერთად, ყველგან, სამეცნიერო კველევითი, ადმინისტრაციული, სამედიცინო და სხვა ცენტრებია აშენებული. მოკლედ ცივილიზაციის საცხოვრებლად საჭირო ყველა საშუალება გაგვაჩნია.

ხელოვნური გარემო, სრული ეკოლოგიური კონტროლით მუდმივად ნარჩუნდება. მსგავსი, სტაბილური ბიოსფეროს შესაქმნელად წლების განმავლობაში სხვა გალაქტიკებიდან, როგორც ფლორის ასევე ფაუნის სიცოცხლის ფორმების იმპორტირება ხდებოდა. მცენარეები, რომელსაც აქ ხედავ, არა მარტო სილამაზეს ქმნიან, არამედ ქალაქის ეკოსისტემის შემადგენელი ნაწილიცაა.

ატმოსფეროში საჭირო ჟანგბადის ბალანსი, ეკოკონტროლის საშუალებით მოწმდება, ასევე რეგულირდება სხვა გაზების პროცენტული რაოდენობა, ტემპერატურული ბალანსი, ჰაერის ტენიანობა და ა. შ.



- ჩვენი პლანეტის პრიმიტიული ადამიანები, ანუ შორეული წინაპრები, ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდნენ. ათასწლეულების გავლის შემდეგ, გენური ინჟინერიის გამოყენებით მათი გარეგნობა შევცვალეთ და ისეთი გახდნენ როგორებიც დღეს არიან.

- რას წარმოადგენს ეს ეკრანი?

იმ დარბაზს “კოსმოსური დროის” დარბაზი ჰქვია, იქ მოთავსებულ მოწყობილობას, კოსმოსის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ცივილიზაციების შესახებ ინფორმაციის მოგროვება შეუძლია. ეს აპარატურა, მიღებულ ინფორმაციას აანალიზებს და შესაბამისი გადამუშავების შემდეგ, დასკვნით გამოსახულებას ქმნის. ამ ეკრანს მიმდინარე, ან წარსულში მომხდარი ისტორიული მოვლენის შესახებ, რეალური, ბგერითი და ხატოვანი სიგნალების მიღებაც შეუძლია. ეს აპარატი, იგივე პრინციპით მუშაობს, როგორც დიდი ტელესკოპები. ისე როგორც თქვენ შეგიძლიათ ვარსკვლავის წარმოშობის და დაღუპვის ისტორიის ფიქსაცია, ასევე ჩვენ, ათასჯერ გაზრდილი შესაძლებლობებით, ადვილად ვახერხებთ ნებისმიერი პლანეტის ცივილიზაციის განვითარების შესახებ სრული, უტყუარი ინფორმაციის მიღებას. ამ ინფორმაციის ანალიზით და შემდეგ მოვლენათა მოდელირებით, საშუალება გვეძლევა, ცივილიზაციათა ინდივიდუალური განვითარების პროგნოზირება მოვახდინოთ. სცენები, რომელსაც შენ უყურებ, წარსულია, მაგრამ ამავე დროს ისევე რეალურია, როგორც ახლა ჩვენ ვსხედვართ ამ დარბაზში. ყველაფერი ზუსტად ისე მიმდინარეობდა როგორც ხედავ, შორეულ წარსულშიც და ამჟამადაც, ყველანაირი შელამაზების გარეშე. იქნება ეს ომები, ცივილიზაციებს შორის დაპირისპირება, სოციალური, პოლიტიკური, თუ რელიგიური კონფლიქტები. ეს მექანიზმი საშუალებას გვაძლევს დავინახოთ შეცდომები, რომელმაც ამა თუ იმ მძიმე მოვლენამდე მიიყვანა საზოგადოება, ქვეყანა, თუ მთლიანად ცივილიზაცია. გარდა ამისა, დროის კოსმიურ ცენტრში, ხელოვნური მოდელირების გზით, შეგვიძლია ისეთი ვარიანტები დავამუშაოთ, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო ვერ განხორციელდა, ან შესაძლებელია მოხდეს. ამ მეთოდით, მომავლის პროგნოზირებას ვახდენთ. მაგალითად, როცა ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, ხიროსიმაში ატომური ბომბის ჩამოგდების შესახებ, ამის პარალელურად ომის გაგრძელების სხვადასხვა ვარიანტების იმიტირება მოვახდინეთ, ეს ბომბი არ ჩაეგდოთ, როგორ და რამდენ ხანში დამთავრდებოდა ომი, რას მოუტანდა ეს კაცობრიობას შემდგომში. და ა. შ.

უნივერსალური ტექნოლოგია, ცივილიზაციის მიერ გავლილი გზის დანახვის საშუალებას გვაძლევს. მის ევოლუციას, ჩასახვიდან სრულ ფორმირებამდე, ან დაღუპვამდე. აქ კარგად ჩანს განვითარების გზაზე დაშვებული კულტურული გადაცდომები, ამა თუ იმ მოვლენის დადებითი, თუ უარყოფითი ზეგავლენა ადამიანის ჩამოყალიბებაზე.

irma
ანანდა
ძალიან საინტერესოა smile.gif
Nicolas13
თუ შეგიდზლია წყარო მიაწერე რა. საინტერესოა აშკარად
ანანდა
http://www.scribd.com/doc/17293883/Sowers-...ts-in-Peru-1974
ქართული ვერსია მთლიანად ჯერ არსად არ დევს
ანანდა
-კოსმოსში განთავსებული სამყაროები, ვარსკვლავები, გალაქტიკები, პლანეტარული სისტემები და მათ შორის დედამიწაც, ბუნების სხვადასხვა კონგლომერატს წარმოადგენს. ამ უსასრულო რაოდენობის მატერიალური ობიექტების არსებობას, ერთი დანიშნულება აქვთ: იარსებონ და მუდმივი სასიცოცხლო თავშესაფარი შექმნან.

რაც არ უნდა უცნაურად და მარტივად მოგეჩვენოთ ეს არის სისტემის დანიშნულება.

უნდა გაიგოთ, რომ სიცოცხლე ვერ განვითარდება, თუ მას არ ექნა სასიცოცხლო არეალი, თავშესაფარი ან ბინა, სადაც სავსე ცხოვრებაა შესაძლებელი. მოკლედ და პირდაპირ რომ ვთქვათ: საცხოვრებელი გარემოსა და ადგილის გარეშე სიცოცხლის შექმნა ყოველგვარ აზრს კარგავს!

სივრცესა და სამყაროს ყველა ელემენტს შორის უახლოესი და უშუალო დამოკიდებულებაა. ისინი, ერთმანეთის გარეშე პრაქტიკულად არც კი არსებობენ. სახეზეა დინამიკური სუბსტანცია, რომელიც თავისუფლად მოქმედებს და მასში არსებულ მარტივ და რთულ სისტემებს გარდაქმნის. სამყაროში არსებული ცოცხალი არეალის შენარჩუნებისთვის ეს გარდაქმნა აუცილებელია.

კოსმოსი, სიცოცხლის გარეშე, სივრცეში უმიზნოდ გამოკიდებულ უსულო ქვის ნატეხს დაემსგავსებოდა!

სიცოცხლის ყველა ფორმა პლანეტის მდგომარეობაზე, კლიმატზე, კონკრეტულ არეალში შესაბამისად რეაგირებს და საერთო ჯამში მთლიანად ევოლუციაზე მოქმედებს.

პლანეტარული ეკოსისტემა ელემენტების ჯგუფია, სადაც თითოეული ელემენტი ზემოქმედებს მეორეზე, მესამეზე, მეოთხეზე და ასე შემდეგ. ეს მთლიანობაში წრეს ქმნის.

იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე ცოცხალი არსება ამ დინამიკურ ბალანსს არღვევს და ურთიერთ კომპენსაცია რაღაცით ფერხდება, მაშინ სავალალო რეზულტატს ვიღებთ.

ასეთი შედეგი რა თქმა უნდა ხელისშემშლელი აგენტის განვითარების დონეზეა დამოკიდებული, სისტემას გააჩნია უნარი, დამანგრეველი ფაქტორით გამოწვეული დანაკარგი აღიდგინოს, იგი საშუალებას იძლევა დისბალანსი შეძლებისდაგვარად პირვანდელ სტაბილურ მდგომარეობას დაუბრუნდეს.

უნივერსალურ ეკოსისტემაში, სიცოცხლე რთული და ერთობ მნიშვნელოვანი მექანიზმივით მოქმედებს, იგი თავისთავად გიგანტურ ორგანიზმში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებს ემსახურება. მისი ფუნქციაა, ქვესისტემის ჯგუფს უფლება მისცეს, იქამდე განვითარდეს, სანამ სიცოცხლის ახალ, უფრო მაღალ არეალში გაგრძელების უნარს არ დაამტკიცებს.

ასევე მისი ფუნქციაა, “აღმოაჩინოს” აქვთ თუ არა, რიგით ცოცხალ ორგანიზმებს, გიგანტური ორგანიზმის გამყარების უნარი და საშუალება, რომ ამ ვეებერთელა სისტემასთან ერთად სამყაროს უწყვეტი და მუდმივი არსებობის ღირსნი გახდნენ.

სხვანაირად რომ ვთქვათ, სამყარო, უკვდავების მისაღწევად, სხვადასხვა სისტემების დამოუკიდებელი განვითარებიდან, საუკეთესო, ოპტიმალურ ვარიანტს “ირჩევს”, ერთგვარ “პირად ექსპერიმენტს” ატარებს, რომლის შედეგად, იგი სახიფათო აგენტებს და განვითარების ნეგატიურ ვერსიებს საბოლოოდ უკუაგდებს და აქრობს. ყველა ობიექტს, რომელსაც შეუძლია ევოლუციას ხელი შეუშალოს აუვნებლებს. გამქრალი აგენტების ნაცვლად, გზას სიცოცხლის ახალ ვარიაციებს უთავისუფლებს.

თუ პროცესი, სიცოცხლის ჰარმონიული და გონივრული მიმართულებით განვითარებისკენ წარიმართა, იმ დონემდე მივიდა, სადაც დიდი სისტემის ყველა მოთხოვნის განხორციელება გარანტირებულია, მაშინ ეს სამყარო პრივილეგიას ღებულობს, გაიზარდოს, გაფართოვდეს და უფრო დიდ სისტემაში ჩაერთოს, რათა საერთო კოსმიური ბალანსი განამტკიცოს.

ამ პროცესში დიდი სისტემა, ევოლუციის ყველა ეტაპზე მიღებულ რღვევებს და დანაკარგებს შეძლებისდაგვარად ინაზღაურებს.

სიცოცხლე სხვადასხვა მიმართულებით და განსხვავებული ეკოსისტემური პროექტებით უსასრულოდ ვრცელდება. ზოგ სამყაროს შეუძლია უწყვეტ არსებობას მიაღწიოს და უნივერსალური ეკოსისტემის შემადგენელი უკვდავი ნაწილი გახდეს, თუმცა ზოგიერთს ეს არ ძალუძს.

სამყაროს მოძრაობა, შეიძლება გარკვეულად სკოლას ადამიანი კი მოწაფეს შევადაროთ. როცა მოწაფე, ერთი კლასიდან მეორე უფრო მაღალ კლასში გადადის, სწავლების დონე და შესაბამისად მოთხოვნებიც იზრდება, შემდეგ კლასში უფრო მეტი მოთხოვნა იქნება, მერე უფრო მეტი და ა. შ.

უნდა გაიგოთ, რომ მოაზროვნე არსების წარმოქმნა, პლანეტაზე ეკოსისტემის განვითარების უმნიშვნელოვანესი სტადიაა, მისი არსებობა განსაზღვრავს, ექნება თუ არა ამა თუ იმ პლანეტას და ცივილიზაციას უწყვეტი არსებობის უნარი.

მოაზროვნე არსებები ამ შემთხვევაში გადამწყვეტ როლს თამაშობენ, ადგან ყველაზე მეტად მათ ძალუძთ დადებითი ან უარყოფითი ზეგავლენა მოახდინონ პლანეტის ცივილიზაციის განვითარებაზე.

ქვესისტემის ადეკვატური რეაქციები ევოლუციის სხვადასხვა ეტაპზე, შესაბამისი ნიშანია განვითარების ერთი სტადიის გავლისა და მორიგი ახალი სტადიის დაწყებისა. გახსოვდეთ, რომ ადამიანი ერთადერთია, ვისაც ძალუძს გარემოზე უშუალოდ იმოქმედოს, წინ აღუდგეს ბუნების მკაცრ გამოვლინებებს, მთლიანად შეცვალოს პლანეტარული ეკოსისტემის მოცემული ფორმა და ჩაანაცვლოს იგი სრულიად ახალი, მანამდე არარსებულით, მართოს ბუნების კანონები პლანეტარული ბიოსფეროს ფარგლებში.

ასეთი ცვლილებები სკრუპულოზურად უნდა განხორციელდეს, რადგან საკმარისია ერთი საბედისწერო შეცდომა, რომ დამანგრეველი პროცესი შეუქცევადი გახდეს. ამაზეც უნდა დაფიქრდეთ.

გონიერ არსებებს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვება, მხოლოდ ქვესისტემის საზღვრების გათვალისწინებით შეუძლიათ.

თანდათანობითი განვითარების უმაღლეს სტადიაზე, ცივილიზაცია ეუფლება “უზენაეს ძალაუფლებას” ამ დონის ცივილიზაციას, უკვე ხელეწიფება და აქვს უფლება საკუთარი ევოლუცია მართოს.

კარგად იცით, რომ როცა ადამიანისორგანიზმს შეუტევენ ვირუსები და ბაქტერიები იგი ამჟღავნებს დამცავ რეაქციას, რათა ავადმყოფობის მაპროვოცირებელი მიზეზი მოსპოს.

შედეგი ორნაირია, ორგანიზმი ან უმკლავდება და ანადგურებს აგრესორს-ინეფქციურ აგენტს და იმარჯვებს მასზე, ან პირიქით ხდება ორგანიზმის დაღუპვა.

მას შემდეგ, რაც ორგანიზმი აგრესორს იცილებს, მისი თავდაცვისუნარიანობა დამანგრეველ აგენტზე იზრდება, მისი წინააღმდეგობის უნარი მატულობს.

ამ გაგებით, ზოგიერთი პლანეტარული ცივილიზაცია, ერები ან ადამიანთა ჯგუფები დიდ სისტემასთან მიმართებაში შეიძლება ბაქტერიებს და ვირუსებს შევადაროთ,

ასეთი დამოკიდებულებები შეიძლება ანალოგიების სახით განვაზოგადოთ როგორც, ადამიანი დედამიწასთან მიმართებაში, დედამიწა-ადამიანთან, ადამიანი-ადამიანთან, ადამიანი-საზოგადოება, ადამიანი-სამყარო, სამყარო-ადამიანი.

სამყარო ცდილობს ადამიანი უნივერსალური ეკოსისტემის დამაბალანსირებელ აგენტად აქციოს, ეს იმას ნიშნავს, რომ მოაზროვნე არსებები გამოყენებულ იქნენ ერთგვარ ”ქვესისტემის გამომცდელებად.” ქვესისტემებია: პლანეტები ადგილობრივი ბიოსფეროთი და ეკოსისტემით, ცივილიზაციები საკუთარი კულტურით, საზოგადოება განვითარების დონით.

ადამიანი, უნდა წარმოვიდგინოთ როგორც, პლანეტარული განვითარებისთვის აუცილებელი ფუნქციონალური პროცესების, მაპროვოცირებელი აგენტი. მისი დახმარებით ირკვევა გეზი, თუ საით უნდა წავიდეს კაცობრიობა, აშკარავდება ის მიზეზები, რაც ხელს უშლის ან პირიქით ხელს უწყობს ბიოლოგიურ, ეკოლოგიურ, სოციალურ, პოლიტიკურ, ფილოსოფიური თუ რელიგიური სისტემების სწორ ფუნქციონირებას.

კერძო ინდივიდები, ადამიანთა ჯგუფები, საზოგადოებები და ერები კონფლიქტურ სიტუაციებს ქმნიან, რაც აუცილებელია გადარჩევის პროცესის დასაჩქარებლად და სისტემის ერთი დაბალი სტადიიდან, მეორე უფრო უკეთეს, ან თუნდაც უარეს სტადიაში გადასასვლელად. მსგავსი კონფლიქტებით ისინი საზოგადოებრივ სისტემებს აიძულებენ განვითარდნენ ცვლილებებისაკენ. ეს პროცესი რა თქმა უნდა არათანმიმდევრული და უწესრიგოა. მოქმედების არეალი ნელა იზრდება, დროში ფართოვდება სხვაზე გადადის და თან გადააქვს თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებები, თუმცა ამ გზაზე ზოგიერთი კარგი ან ცუდი თვისება, შეიძლება გამოხშირული და დაკარგული იქნას.

კაცობრიობის განვითარების ისტორია აჩვენებს მსგავსი გადარჩევის პროცესის მიმდინარეობას, რაღა თქმა უნდა ამ პროცესის მექანიზმებიც არსებობს. იგი განუწყვეტლივ მუშაობს, ზემოქმედებს ყველა ობიექტზე, თუ სუბიექტზე და მიდრეკილია, დიდ სისტემაში არსებული ქვესისტემის დროებითი წონასწორობის შენარჩუნებისაკენ. ყოველ ჯერზე, როცა ცხოველი, ადამიანი, საზოგადოება, ერი, კვდება, მომავალში იქმნება შესაძლებლობა, მათი ადგილი სხვა ახალმა ელემენტმა დაიკავოს.

უნივერსალური სისტემისთვის ეს ის შემთხვევაა, როცა “ექსპერიმენტი” წარუმატებლად მთავრდება. ასეთ შემთხვევაში ადგილი ეთმობა სხვა ვარიანტს.

რეალობაში ასე ხდება მაშინ, როცა კაცობრიობა არასწორი გზით ვითარდება, როცა საზოგადოების პოტენციალი არადანიშნულებისამებრ გამოიყენება. ამ დროს სისტემა, სადაც ასეთი გარემოა, იწყებს დაცვითი ფუნქციის გააქტიურებას, რაც საფრთხის გამომწვევი აგრესორის განადგურებით მთავრდება.
მთლიანობაში დიდი სისტემა და ქვესისტემა გადადიან საერთო მოქმედების რეჟიმში, ისინი ყველა საშუალებით ცდილობენ საერთო სტაბილიზაციის მიღწევას და კოსმოსის ჰარმონიული, უნივერსალური წესრიგისკენ წარმართვას.

უნივერსალურ კანონებს, არანაირი პირადი დაინტერესება, ან ტენდენცია არ გააჩნიათ. უნივერსალური, ანუ დიდი ეკოსისტემა, წააგავს ვეებერთელა ორგანიზმს, რომელიც მუდმივი არსებობის შენარჩუნებას ცდილობს და ამისთვის იმ სიცოცხლის ფორმებს ირჩევს, ვინც ევოლუციის პროცესში სისტემის ბალანსის და ჰარმონიულობის შემანარჩუნებელ ძლიერ ერთეულებად ჩამოყალიბდნენ. მათ კი, ვინც მას უკვდავებისაკენ მოძრაობაში ხელს უშლის აუვნებლებს.

პროცესის სვლა არანაირ ძალას არ ემორჩილება, არც ჩვენ, და არც არანაირ ღვთაებებს.





უსასრულო სამყაროები ისე თანა არსებობენ, რომ ერთმანეთის განვითარებაში არ ერევიან. ის რაც კვდება შეიძლება ისევ აღდგეს. ადამიანში ღრმა ვლინდება მასზე ფიქრის დროს, იმის შემეცნებით თუ როგორია მის მიერ წარმოქმნილი სამყაროები.

ყველაფერი უწყვეტ ტრანსფორმაციას განიცდის, არ არსებობს საგანი, რომელსაც შეუძლია სტატიკურ წონასწორობაში დარჩეს, ნებისმიერი სტატიკურობა ირღვევა განუწყვეტელი ზემოქმედებით მანამ, სანამ იგი ორგანიზებულ დინამიკურ წონასწორობას არ მიაღწევს, ეს მდგომარეობაა ღმერთის საბოლოო მიზანი!

სამყაროში ორი მოცემულობაა: უწყვეტობა და კვდომა. პროცესები ევოლუციური განვითარების კანონთა ჯაჭვით კონტროლდება, თუ ადამიანი, საზოგადოება, ცივილიზაცია, ამ კანონებს ემორჩილება, მაშინ იგი წარმატებას და აღმასვლას აღწევს, თუ არა და მას დეგრადაცია, ქაოსი და კვდომა ელოდება.

ადამიანში არსებული განუვითარებლობა და ეგოიზმი, ჯერ კიდევ არ ნიშნავს რომ იგი ცუდია. თქვენს საზოგადოებას, რეალობის გასარკვევად, ცოდნა, სწორი წარმოდგენები აკლია, თქვენ არ იცით, რომ ყველა არასწორი საქციელი, თქვენვე გაზიანებთ და განგრევთ!

ბოროტება უნდა განვიხილოთ, როგორც უგუნურებით გამოწვეული საქციელი, რომელსაც გაქრობამდე-სიკვდილამდე მიჰყავხართ! ისევ გიმეორებ, ბოროტება და სიკეთე თქვენეული გაგებით არ არსებობს. სიკეთე არასრულფასოვნების, უგუნურების, სიბრიყვის გადალახვაა, რომელსაც სიმწიფემდე მივყავართ და პირიქით ბოროტება-უგუნურება, არცოდნა და განუვითარებლობაა, რომელსაც გადაშენება და კვდომა მოაქვს.

ცხოვრებაში, თქვენ უამრავ სისასტიკეს, ძალადობას, ჩაგვრას აწყდებით, ეს ყველაფერი პრიმიტიული და უგუნური საზოგადოების თვისებაა. თქვენთან ბოროტებას პერსონფიცირებული სახე აქვს, იგი ერთეულ სუბიექტებს, ან მითიურ პერსონაჟებს მიეწერებათ. ასევეა სიკეთეც. ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი იმ ბოროტი ადამიანების და ავი სულების ბრალია, ვინც ყოველ დღე თქვენზე სანადიროდ დაძრწის. იმ პირების ბრალია, ვინც ძალაუფლებას ფლობს. ისინი მიგაჩნიათ ყველა ბოროტების, თქვენს თავზე არსებული ყველა პრობლემის სათავედ. შემდეგ რა ხდება!? მორწმუნე ხალხი ამ რეალობას უარყოფს, განუდგება, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევას არც ფიქრობს, რადგან მათი რწმენით ყველაფერი ღვთის ნებაა. აი ეს მდგომარეობაა ბოროტება, ეს უშლის ხელს თქვენს განვითარებას და პროგრესისკენ სვლას! თქვენ ხომ თავიდან იხსნით მთელ ვალდებულებას, საკუთარი და თანამოძმის ამ მძიმე ხვედრზე, აბარებთ რა მთელ პასუხისმგებლობას იმ ძალას, რომელსაც უფალს უწოდებთ, რომლის ხელშიც თავი მარიონეტებად წარმოგიდგენიათ.

პოზიცია, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა აქვს, რომ ყველაფერი ღმერთის ნებით ხდება, თქვენთან ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან არსებობს. ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, თქვენს პლანეტაზე უამრავი ადამიანი იქნა ფიზიკურად განადგურებული. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, თითქმის არაფერი არ შეცვლილა, თქვენთან ამ აზრზე მაინც ბევრია, მხოლოდ ტექნოლოგიები დაიხვეწა, წარმოების საშუალებები გაიზარდა და ჩაცმულობა გამოიცვალა, დანარჩენი იგივე დარჩა. უფრო მეტიც, ფიზიკურ სიკვდილს, თქვენს რეალობაში სულიერი სიკვდილი დაემატა. ცხოვრების მიმართ შიში გაიზარდა და ცრუმორწმუნეობის ზეგავლენა დღეს თქვენთან გაცილებით მეტია, ვიდრე ეს ოდესმე იყო.

სამყაროში ორი მოცემულობაა: უწყვეტობა და კვდომა. პროცესები ევოლუციური განვითარების კანონთა ჯაჭვით კონტროლდება, თუ ადამიანი, საზოგადოება, ცივილიზაცია, ამ კანონებს ემორჩილება, მაშინ იგი წარმატებას და აღმასვლას აღწევს, თუ არა და მას დეგრადაცია, ქაოსი და კვდომა ელოდება.

ადამიანში არსებული განუვითარებლობა და ეგოიზმი, ჯერ კიდევ არ ნიშნავს რომ იგი ცუდია. თქვენს საზოგადოებას, რეალობის გასარკვევად, ცოდნა, სწორი წარმოდგენები აკლია, თქვენ არ იცით, რომ ყველა არასწორი საქციელი, თქვენვე გაზიანებთ და განგრევთ!

ბოროტება უნდა განვიხილოთ, როგორც უგუნურებით გამოწვეული საქციელი, რომელსაც გაქრობამდე-სიკვდილამდე მიჰყავხართ! ისევ გიმეორებ, ბოროტება და სიკეთე თქვენეული გაგებით არ არსებობს. სიკეთე არასრულფასოვნების, უგუნურების, სიბრიყვის გადალახვაა, რომელსაც სიმწიფემდე მივყავართ და პირიქით ბოროტება-უგუნურება, არცოდნა და განუვითარებლობაა, რომელსაც გადაშენება და კვდომა მოაქვს.

ცხოვრებაში, თქვენ უამრავ სისასტიკეს, ძალადობას, ჩაგვრას აწყდებით, ეს ყველაფერი პრიმიტიული და უგუნური საზოგადოების თვისებაა. თქვენთან ბოროტებას პერსონფიცირებული სახე აქვს, იგი ერთეულ სუბიექტებს, ან მითიურ პერსონაჟებს მიეწერებათ. ასევეა სიკეთეც. ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი იმ ბოროტი ადამიანების და ავი სულების ბრალია, ვინც ყოველ დღე თქვენზე სანადიროდ დაძრწის. იმ პირების ბრალია, ვინც ძალაუფლებას ფლობს. ისინი მიგაჩნიათ ყველა ბოროტების, თქვენს თავზე არსებული ყველა პრობლემის სათავედ. შემდეგ რა ხდება!? მორწმუნე ხალხი ამ რეალობას უარყოფს, განუდგება, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევას არც ფიქრობს, რადგან მათი რწმენით ყველაფერი ღვთის ნებაა. აი ეს მდგომარეობაა ბოროტება, ეს უშლის ხელს თქვენს განვითარებას და პროგრესისკენ სვლას! თქვენ ხომ თავიდან იხსნით მთელ ვალდებულებას, საკუთარი და თანამოძმის ამ მძიმე ხვედრზე, აბარებთ რა მთელ პასუხისმგებლობას იმ ძალას, რომელსაც უფალს უწოდებთ, რომლის ხელშიც თავი მარიონეტებად წარმოგიდგენიათ.

პოზიცია, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა აქვს, რომ ყველაფერი ღმერთის ნებით ხდება, თქვენთან ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან არსებობს. ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, თქვენს პლანეტაზე უამრავი ადამიანი იქნა ფიზიკურად განადგურებული. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, თითქმის არაფერი არ შეცვლილა, თქვენთან ამ აზრზე მაინც ბევრია, მხოლოდ ტექნოლოგიები დაიხვეწა, წარმოების საშუალებები გაიზარდა და ჩაცმულობა გამოიცვალა, დანარჩენი იგივე დარჩა. უფრო მეტიც, ფიზიკურ სიკვდილს, თქვენს რეალობაში სულიერი სიკვდილი დაემატა. ცხოვრების მიმართ შიში გაიზარდა და ცრუმორწმუნეობის ზეგავლენა დღეს თქვენთან გაცილებით მეტია, ვიდრე ეს ოდესმე იყო.

ცხოველები და ადამიანები ერთმანეთისგან უნდა განასხვაოთ! ცხოველები ინსტინქტებით მოქმედებენ, მათ ქცევებში არ არის ცუდი და კარგი საქციელი, ისინი თანმიმდევრულად რეაგირებენ ბუნებასთან, და გარემო პირობების შესატყვისად მრავლდებიან. მათგან განსხვავებით, ადამიანი მოაზროვნე არსებაა, იგი აღჭურვილია დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებისა და გარემოსთან გამიჯვნის უნარით. მას ინტელექტის გამოყენებით, საკუთარი მოთხოვნილებების და ქცევების რეგულირება შეუძლია.

თქვენმა პოპულაციამ, ინსტინქტის უგულებელყოფით, შინაგანი ხმის მოსმენის უნარი დაკარგა, რამაც საზოგადოებას სიცოცხლის შენარჩუნების ბუნებრივი საყრდენი გამოაცალა.

ადამიანი თავს მოაზროვნე არსებად კი თვლის, მაგრამ სიბრძნის დაუფლებამდე, იგი ჯერ კიდევ შორსაა, მისი ემოციები, გონიერებაზე უფრო ძლიერია, რაც მასში ერთობ დელიკატურ პრობლემას ქმნის.

თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ემოციები და გრძნობები, ერთმანეთში არ აგერიოთ. გრძნობების ერთდროული განცდა, მნიშვნელოვნად განსხვავდება, თქვენში გუნება განწყობის ცვალებადობასთან, ეს ორივე, ერთი და იგივე არ გახლავთ.

ვიმეორებ, ადამიანებმა ინტელექტის განვითარებასთან ერთად მიატოვეს ინსტინქტები და რეალობასთან ურთიერთობაში გონებრივი რესურსების გამოყენება არჩიეს, ცხადია ამან შემეცნების უნარი გაზარდა, ბევრი ცოდნა და გამოცდილება შესძინა.

მაგრამ პარალელურად გაჩნდა საშიშროება, ამ ყველაფრის არადანიშნულებისამებრ გამოყენებისა. ასეთი ცვლილებებით, ადამიანმა დაკარგა საჭირო უნარები, რაც ევოლუციის გზაზე, სწორი გეზის არჩევაში დაეხმარებოდა.

ეს საკმაოდ რთული მდგომარეობაა! მოაზროვნე არსებათა უმრავლესობა ვერ გარკვეულა, როგორ უნდა გაანაწილოს გონების, გრძნობების და ემოციების ფუნქციები ისე, რომ რეალობის ადეკვატური შეფასება შეძლოს, ამის სავალალო შედეგი სახეზე გაქვთ!

უნდა გაიგოთ, რომ ინტუიციას, ან თუნდაც შეგრძნებათა სრულ კომპლექსსაც არ ძალუძთ, დაგაზღვიონ სერიოზულ შეცდომების დაშვებისგან. უნდა მიხვდეთ, რომ როგორც ემოციებისა და გრძნობების, ასევე მათი მოქმედების სფეროც შემოსაზღვრულია.

გონიერი არსებების ქმედება, ზემოთ აღნიშნული ყველა პარამეტრის დაბალანსების ფარგლებში უნდა ხდებოდეს. ქცევა გაანალიზებული და ორგანიზებული უნდა იყოს, რათა საშუალება მოგეცეთ, ადეკვატურად ასახოთ, თქვენი გრძნობები და განცდები. გონების, გრძნობის და ემოციების ბუნებრივი თანმიმდევრობა არ უნდა დაირღვეს.

არ გეგონოთ, რომ ამ შემთხვევაში თქვენ ცივი და უგრძნობი გახდებით, პირიქით, თქვენ შეძლებთ განიცადოთ გრძნობათა კომპლექსის მთელი სპექტრი. უნდა გახსოვდეთ, რომ ეს უნარი მაშინ მიიღწევა, როცა თვით ამ გრძნობების სიღრმეს და არსს ჩასწვდებით.

მდგომარეობა-როცა შეიგრძნობ და თან ამ გრძნობების შესახებ ყველაფერი იცი-საქმის კურსში ხარ, საშუალებას იძლევა გრძნობათა ინტენსიურობა გაზარდო და მათი მოქმედების დრო გაახანგრძლივო. ასეთი ცნობიერების მქონე ადამიანის გრძნობათა ამპლიტუდა, მნიშვნელოვნად მაღალი და დახვეწილია. სწორედ ეს განასხვავებს ადამიანს ცხოველისაგან.

მაგრამ რაოდენ საწყენია, რომ თითქმის ყველა ადამიანი უკუღმა იქცევა, იმართლებს რა თავს ცხოვრების მძიმე პირობებით, სრულად იქვეითებს ბუნებრივ ინსტინქტს, გრძნობათა უნარს სამყაროს რეალური აღქმისა.

დანახვა და შეგრძნება, მარტო ის კი არ არის, ავტომატური რეაქცია მოვახდინოთ შინაგან და გარეგან გამღიზიანებელზე, ან ის, რომ ყველას ვაჩვენოთ როგორი ემოციები გვაქვს; ადამიანი თავის გრძნობებს ხარისხობრივად უყურებს და სხვადასხვა ინტენსიურობით მაღალ ვარიაციებად აღიქვამს, ისეთი გრძნობები როგორიცაა სიახლოვე, სიმპათია, ანტიპათია, სიყვარული, უშუალო და სიღრმისეული უნდა იყოს, ისინი სწორად უნდა იქნან იდენტიფიცირებულნი და შეფასებულნი;

ნებისმიერი არსება, რეალობის ამსახველი, სხვადასხვა ტიპის დეტექტორია, მათ შესაბამისი ხარისხით შეუძლიათ, ინფორმაციის მიღება და მისი ინტერპრეტაცია.

რა დონეზეც არის განვითარებული ცოცხალი არსება, ისეთი სიზუსტით შეუძლია: ბგერებით, მეტყველებით, მოძრაობით ან სხვა ფორმით გადმოცემული ინფორმაციის მიღება, დეკოდირება; ადამიანი, სხვა არსებებისგან განსხვავებით, ამას ყველაზე კარგად ახერხებს, რადგან მას აქვს უნარი, თავის შეგრძნებებს გაემიჯნოს და ისე ასახოს რეალობა, სხვებს ეს უნარი არ გააჩნიათ.

ევოლუციის პროცესი ნელა მიმდინარეობს, ეს რთული გზაა, ყოველ ეტაპზე, ხელისშემშლელ ფაქტორებსაა აქვთ ადგილი, ისინი თითქმის ყველა ქმნილებაშია განაწილებული.

ადამიანი ამ ფაქტორებს კი არ აღმოფხვრის, არამედ ხელოვნურად ცდილობს სხვა ალტერნატიული გარემო შექმნას. ასეთი ხერხით იგი დღემდე თავს არიდებს პასუხისმგებლობას და ასე იადვილებს ცხოვრებას.

უმრავლესობა, ცდილობს მუდმივად რაღაცით იყოს დაკავებული, რათა საკუთარი შინაგანი კონტროლის მექანიზმიდან წამოსული უარყოფითი სიგნალები ვერ გაიგოს. მათი აზრით მძიმე ყოველდღიურობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ რაიმე ამაღლებულზე იფიქრო.

მასის ძირითადი მიზანია, დროის გატარება და გართობა, რაც ცხოვრების ერთფეროვნებისგან გაქცევის საუკეთესო თავდაცვითი საშუალებაა.

სიცოცხლე თქვენი აზრით იმისთვის არსებობს, რომ შრომაში და გარჯაში დაიხარჯო, და ასე მუშაობაში გალიო დღენი!?

ასეთი ყოფა გამართლებული ხდება, თქვენთან არსებული სახელმწიფოებრივი მოთხოვნებით, და იმაზე არავინ არ ფიქრობს რომ ცხოვრების ეს წესი არასოდეს არ მოგცემთ შანსს ღმერთის და სიცოცხლის არსის შემეცნებისას, არ მოგცემთ საკუთარი შესაძლებლობების, პოტენციალის გამოვლინების საშუალებას.

იმისთვის რომ შემოქმედი შეიმეცნოთ, შეისწავლოთ მისი მიზნები და მექანიზმები, რომლითაც ეს ძალა ვლინდება, ხელოვნური თვით შეზღუდვები უნდა მოიხსნათ.

ევოლუციის პროცესში აუცილებელია საზოგადოების სწორი ორიენტაცია. მიზანმიმართული და თანამიმდევრული გარდაქმნები სასიცოცხლო და მნიშვნელოვანი მომენტია ცივილიზაციის განვითარებისთვის.

განვითარებული საზოგადოება რეაქციას მოახდენს თითოეულ ინდივიდზე და მასში კონსტუქციული და ჰარმონიული ცნობიერების ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობს!

რა თქმა უნდა ადვილია მოსახერხებელ სიტუაციაში ყოფნა, მარტივია ისეთ გარემოში ყოფნა სადაც ყველასთვის მისაღები პრინციპებით იცხოვრებ, ადვილია ასე იარო გაკვალული ბილიკებით, ვიდრე ჭეშმარიტების ძიების რთულ და სახიფათო გზას დაადგე, ცხოვრების მძიმე პირობებით გაჭირვებული ადამიანისთვის, კი ძალზედ ძნელია, კარგად შენიღბული და ათასი ილუზიებით დევალვირებული ჭეშმარიტების ძიება.

სიყვარულის უნარი, პატივისცემა, შემოქმედება, ვალდებულების გრძნობა, ამ თვისებებით ცხოვრება, არც თუ ისე ადვილია, ეს ყველაფერი სიკეთეა, იგი თქვენშია და არა სადმე წიგნებში ან კულტურულ გადმოცემებში. შინაგანი პოტენციალის რეალიზაციის გზაზე ეს გრძნობები თანდათანობით გაიხსნება თქვენში.

ეს ერთგვარი დიალოგია შინაგან და გარე სამყაროსთან, სიძნელეების გადალახვის გზაა, ურთიერთგაგების და აღმოჩენის გზაა, იმ კოსმიური პიროვნების აღმოჩენისა, რომელიც სამყაროს ეგზისტენციაში ძევს და თავისი არსით სრულყოფილებასა და საყოველთაო ჰარმონიას წარმოადგენს.

ეს პროცესი ცნობიერი აქტია, რომელიც მაშინ მიიღწევა, როცა ადამიანის სულიერება მის ცოდნასა და გონიერებზე იქნება დავანებული, სიბრძნეზე იქნება ორიენტირებული, როცა საკუთარ თავზე აიღებ მთელ პასუხისმგებლობას სიმართლის დაცვაში, აკეთებ იმ საქმეს, რომელიც ბევრ სიკეთეს გაშორებს. ამ გზაზე თქვენ სხვა ცოდნას შეიძენთ, არა ისეთს, რომლის სისწორეშიც ადრე ეჭვი გეპარებოდათ, და რომელიც დრო და დრო გატყუებდათ, ამ მდგომარეობაში თქვენ ერთი უნივერსალური ჭეშმარიტების მფლობელი ხდებით!

თუ კაცობრიობა განუდგება, საერთო, საზოგადოებრივ, სოციალურ, და კულტურულ განვითარების კანონებს, მაშინ ვერც ცალკეული ინდივიდი და ვერც მთელი პოპულაცია ამ მდგომარეობას ვერ მიაღწევს.


ერთადერთი რეალური და სწორი ნაბიჯი ევოლუციის გზაზე თქვენი ცნობიერების გარდაქმნა, თვალსაწიერის გაფართოვებაა, რათა თქვენი არსებული მენტალიტეტი, მაღალ, უნივერსალურ ცნობიერებაში გადავიდეს. ამით თქვენ მოგეცემათ საშუალება ღრმად შეიცნოთ და იგრძნოთ სიცოცხლის არსი და მისი ჭეშმარიტი გამოვლინება. ეს ცოდნა მოგეცემათ, იმისთვის, რათა მომავალში სხვასაც გადასცეთ. თქვენი გამოცდილება და სიხარული სხვებსაც გაუნაწილოთ. დაეხმაროთ, მსგავსი უნარების, საკუთარ თავში აღმოჩენაში. ხელი უნდა გაუმართოთ იმ ხალხს, ვინც თქვენსავით დაინტერესებულია სამყაროსეული საიდუმლოების შეცნობაში, რათა ამ გზით ჭეშმარიტ თავისუფლებას ეზიაროს!

გიგანტურმა ეკრანმა ისევ მიიქცია ჩემი ყურადღება, მაგრამ ის უკვე გამორთული იყო, მთელი დარბაზი თითქოს გოდარის საუბრისგან ვიბრირებდა, რამდენი შეცდომები აქვს კაცობრიობას დაშვებული, როგორ უნდა მოიქცეს დედამიწის ცივილიზაცია, რომ ამ მძიმე სიტუაციიდან გამოვიდეს!? გავიფიქრე ჩემთვის, თუმცა გოდარის ნაამბობიდან, უკვე შემეძლო პასუხის გაცემაც, მაგრამ პასუხი არა ერთმნიშვნელოვანია, და ადამიანთა უმეტესობა მას ვერც გაიგებს, მათ ხომ დაქვეითებული აქვთ რეალობის ადეკვატური აღქმის უნარი და შედეგად მათი წარმოდგენები ისევ იმ საბაზისო პარადიგმებით იქნება განმტკიცებული, რაც დღემდე არსებობს მათ წარმოდგენებში, თუმცა ზოგიერთმა შეიძლება ინტუიციურად მიაგნოს კიდეც სწორ გზას, შეიმეცნოს ჭეშმარიტების ის ნაწილი, რომელიც მიახვედრებს ამ პრობლემის გადაჭრის ხერხს, მაგრამ ერთეული პირებისთვის ეს გლობალური პრობლემა, არც თუ ისე ადვილად გადასაწყვეტი იქნება.

იგი მთლიანობაში, უნდა განვიხილოთ, როგორც ადამიანთა სიმრავლის ევოლუცია, როცა ჩვენი სული და გონება მწიფობის მისაღწევად მიზანმიმართულად იქნება გამოყენებული, როცა ადამიანთა ჯგუფები დაუკავშირდებიან ერთურთს და მზად იქნებიან ახალი ცნობიერების მისაღებად, აი სწორედ მაშინ დავუბრუნდებით იმ გზას, რომლიდანაც გადავუხვიეთ. აზროვნების უნარი და სულიერება მოგვცემს “სასწაულის”, დედამიწაზე უნივერსალური სიცოცხლის შექმნის საშუალებას.

გოდარის სიტყვები გამახსენდა: “თქვენ ადამიანებს მათი გარეგნობის მიხედვით აფასებთ, ყურადღებას მხოლოდ აშკარა რეალობაზე ამახვილებთ-აქცენტს აკეთებთ მის მატერიალურ მხარეზე. ადამიანის გარჩევის უნარიანობის ასეთი დონე ძალიან დაბალია.

იმის მაგივრად, რომ ცნობიერების არეალი გაიფართოვოთ და კოსმოსი უკეთესად შეიმეცნოთ, თქვენ ძალიან ვიწრო თვალსაწიერით ოპერირებთ, თქვენი ყურადღება, მხოლოდ რეალობის ხილულ ნაწილზეა კონცენტრირებული”.



რას წარმოადგენს სინამდვილეში ადამიანი, რომელსაც საკუთარი პოტენციალი, როგორც აღმშენებლობის, ასევე ნგრევისთვისაც შეუძლია გამოიყენოს. დიდ რბილ სავარძელში ამ ფიქრებში გართული ვიჯექი და კითხვებზე პასუხებს ვეძებდი.

გოდარი თითქოს ჩემს ფიქრებს კითხულობსო, საუბარში ჩაერთო:

- სამყაროს საიდუმლო, რომ უკეთესად შეიცნო, ჯერ მისი აგებულება უნდა გააცნობიერო, იგი ერთი, მთლიანი, რთული ორგანიზმია. მისი თითოეული ნაწილი, ასევე ამ ორგანიზმის დეტალია. ყველაფერ ამას, ჩვენ ”უნივერსალურ ეკოსისტემას” ვუწოდებთ.

ეს ადგილია, სადაც სიცოცხლე ვითარდება, ორგანიზმები იბადებიან, ვითარდებიან, გარემოსთან შეთავსებას, ადაპტირებას ცდილობენ და პარალელურად იმავე გარემოს გარდაქმნაშიც მონაწილეობენ, სადაც ცხოვრობენ.

კოსმოსში არსებული უამრავი პლანეტა ერთმანეთისგან ფლორითა და ფაუნით განსხვავდება, ამ სხვაობას არსებული შინაგანი და გარეგანი ფაქტორები განაპირობებენ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ პლანეტაზე არსებული სიცოცხლის სხვადასხვაობა გამოწვეულია მასზე მაცხოვრებელი ცოცხალი ორგანიზმების განსხვავებული ცხოვრების წესით და პლანეტის გარემოს ჩამოყალიბებაში მონაწილეობით. რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ცივილიზაცია თავის კონტროლის ქვეშ აქცევს პლანეტის ეკოსისტემის განვითარებას. ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლებთან ერთად აკონტროლებს პლანეტის მეტაბოლიზმს, რაც ზემოქმედებას ახდენს მასზე და ერთ გიგანტურ თვით შემნახავ სისტემად გარდაქმნის.

თქვენს მეცნიერებს, უკვე დიდი დრო აღარ დასჭირდებათ იმის აღმოსაჩენად, რომ ჟანგბადი, რომელიც სიცოცხლის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს, ორი მილიარდი წლის წინათ თქვენს პლანეტაზე ჯერ კიდევ არ არსებობდა, მისი წარმოქმნა პირველი მცენარეების გაჩენამ გამოიწვია, მცენარეთა სამყარო ფოტოსინთეზის რეაქციის შედეგად აკონტროლებს ატმოსფეროში არსებულ აირებს, ტემპერატურას, ტენიანობას, ზემოქმედებს კლიმატის შექმნაზე და მის სტაბილიზაცია, შენარჩუნებაზე. ტყეების გაჩეხვამ, ზღვებისა და ოკეანეების დაბინძურებამ, მიწის გამოშრობამ და ეროზიამ, თქვენს პლანეტაზე შეიძლება ბუნებრივი კატაკლიზმები გამოიწვიოს, რაც ადამიანისთვის უბედურების მომტანია.



- მცენარე არა არის ის ერთადერთი წყარო, რითაც დედამიწის ატმოსფერო ჟანგბადით მდიდრდება. ზღვაში და ოკეანეში ბინადრობს მიკროსკოპული ორგანიზმი, რომელსაც თქვენი მეცნიერები პლანქტონს ეძახიან.

პლანქტონი, დედამიწაზე ჟანგბადის წარმოქმნის ერთერთი მთავარი გენერატორია. პლანქტონების სხვა სახეობებიც არსებობენ, რომლებიც ჰაერში აორთქლების შემდეგ ქიმიურ ელემენტებად გარდაიქმნებიან და ღრუბლების სიმკვრივის კორექტირებაში მონაწილეობას ღებულობენ.

სიცოცხლის ნებისმიერი ფორმა, როგორც უზარმაზარი ორგანიზმის რიგითი ელემენტი, თავის როლს ასრულებს ადგილობრივი ეკოსისტემის შენარჩუნებაში. სამყაროში ზედმეტი არაფერია, ყველაფერს, რაც არსებობს, თავის აზრი და დანიშნულება გააჩნია..

ყველაფერი მომართულია ერთი განსაზღვრული მიზნისკენ.

თითოეული მათგანი, თავის როლს ასრულებს სრულყოფილი ბალანსის ჩამოყალიბებაში. თუ ამ მიმართულებისაკენ სვლაში შეფერხებები ჩნდება, მაშინ პროცესის რეფორმირება იწყება.

პლანეტარული ორგანიზმი ბალანსის დამრღვევ აგენტზე რეაგირებას ამჟღავნებს, მსგავსად იმისა, როგორც ცოცხალი ორგანიზმი ვირუსზე ან ბაქტერიაზე რეაგირებას იწყებს, და ამ შემაფერხებელ აგენტს ანადგურებს.

ადამიანი, იმის მაგივრად რომ ამ პროცესში საერთო პლანეტარულ ორგანიზმთან თანამშრომლობდეს, პლანეტის ეკოსისტემას იცავდეს და ამით საკუთარ სიცოცხლესაც ინარჩუნებდეს, როგორ იქცევა?

პლანეტის სიმდიდრეს, მის ბუნებრივ რესურსებს უყაირათოდ ხარჯავს, გარემოს ეკო სტრუქტურაზე დამანგრეველად მოქმედებს. თუ ასე გაგრძელდა და არ მოხდა პლანეტის გამოჯანსაღება, ეს მდგომარეობა კატასტროფულ შედეგს მოიტანს, ბუნებაში ჟანგბადის რაოდენობა დაიკლებს და სუნთქვის პროცესი გართულდება.

ამასთან ერთად ეს ატმოსფეროს შემადგენლობაზეც იმოქმედებს და მის დამცავ შრეს მწყობრიდან გამოიყვანს, რადიაციული გამოსხივება გაიზრდება, რაც ადამიანის გენეტიკაზე იმოქმედებს, მუტაციები გახშირდება.

ენერგეტიკული რესურსის უმისამართოდ ხარჯვით, მისი მარაგი დედამიწაზე ამოიწურება, მიწის უშველებელი მასივები, მოსავლის მისაღებად გამოუსადეგარი გახდება. ჯაჭვური რეაქცია დაიწყება, რაც მთელი დედამიწის ეკონომიურ კრიზისს გამოიწვევს. ამას სოციალური ქაოსი მოჰყვება, რაც მომავალში სავალალო შედეგებს მოიტანს.


ანანდა
-გოდარ, მას შემდეგ რაც რაც ჩვენ შევხვდით უკვე ახალი სამყაროსეული აღქმა ჩამომიყალიბდა, მაგრამ ბევრი სიღრმისეული საკითხი, ის რაც ამ მსოფლმხედველობაში ფართო აღქმას აყალიბებს, ჯერ ისევ გაურკვეველი მაქვს.


-თქვენ საკუთარი სამყაროს ისტორია არც კი გაქვთ გარკვეული, თქვენთვის გაურკვეველია ის მომენტი თუ როდის გადაუხვიეთ განვითარების ბუნებრივ მიმართულებას, ვერ გაგიგიათ, თუ რა არის იმის მიზეზი რომ რეალობას ასე მახინჯად აღიქვამთ. რა იცით საკუთარ თავზე?

- ჩვენ შესახებ რა გითხრათ, ვინ ვართ ახლა? ალბათ არა სწორე და არა რეალური ხედვის რეზულტატი!? თუ მოაზროვნე არსების კარიკატურა? კაცობრიობა სერიოზულად არც არასდროს დაფიქრებულა თავის ბედზე, არ გაუანალიზებია ის თუ, რა არის მისი ასეთი უმსგავსო ცხოვრების მიზეზი, ადამიანთა უმეტესობამ მთელი თავისი ცხოვრება უაზრობას შეალია!

ხალხთა უმრავლესობა სულ იმას ცდილობდა და ცდილობს თავისი გაჭირვებული ყოფა სხვადასხვა ტრივიალური მიზეზით გაამართლოს. მაგრამ რატომ? რატომ ვართ ასე დაბრმავებულები? ვიკითხე შეწუხებულმა.

-საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანის სულში მისთვის და რა თქმა უნდა სხვისთვის შეუმჩნეველი, უხილავი პარადიგმებია ჩაწერილი, თქვენ შეძლება ვერც წარმოგიდგენიათ თუ რამდენად სახიფათო და დრამატულია თქვენთან გაბატონებული და თქვენში ჩადებული პარადიგმებით (სტანდარტებით) ცხოვრება. პარადიგმა ერთგვარი მაკონტროლებელი მექანიზმია, რომელიც მიუხედავად იმისა, თუ რა განვითარებისაა ადამიანი, რა სოციალური სტატუსი აქვს, მაღალ ინტელექტუალურია, თუ არა, მაინც დიდი ხიფათს შეიცავს. იგი მთელი ცხოვრება მოქმედებს ადამიანში და დროთა განმავლობაში მის აღქმის უნარს ამახინჯებს და ინტელექტს აზიანებს რის გამოც ფსიქიკა რეალობას შესაბამისი ხარვეზებით აღიქვამს. ასეთი სუბიექტი, ცხოვრებაში სინამდვილის დამახინჯებული ინტერპრეტაციით მოქმედებს, მთელი სიცოცხლე მისი ყოფა, რეალობის სუროგატული სურათის მიხედვით მიმდინარეობს. ასე რომ, ადამიანთა ძირითადი ნაწილის ქმედება, მისი პირადი, ან საზოგადოებრივი სტანდარტების მიხედვით ჩამოყალიბებული ქცევათა ნაკრებით და შესაბამისი შინაგანი დარწმუნებულების ხარისხის მიხედვით ხორციელდება.

კაცობრიობის განვითარების ყველა ეტაპზე, შესაბამისი ზეგავლენის მქონე პარადიგმები არსებობდა და არსებობს, ეს საზოგადოებრივი თუ კულტურული ნორმები, ყოველ ფეხის ნაბიჯზე, თან ახლდა ადამიანს და მისი შინაგანი სამყაროსა და ინტელექტის განვითარებაზე მოქმედებდა.

პარადიგმა, ადამიანის შიდა და გარე სამყაროს აღქმის ორგანოებს შორის მოთავსებულ, ერთგვარი ფილტრის როლს ასრულებს. ამ ფილტრში გასული ინფორმაცია, სუბიექტისთვის მისაღებ, მის მიერ თავისებურად ინტერპრეტირებული რეალობის სურათს იძლევა, ეს უკანასკნელი ცხოვრებაში ამ სურათის მიხედვით ორიენტირებს.

ომის, შიმშილის, ავადმყოფობის თუ სხვა საშინელი სინამდვილის დამნახავი სუბიექტი, შესაბამის რეაქციას იძლევა. მეტ ნაკლებად ყველა ადამიანს უჩნდება კითხვა, თუ რატომ, ან რის გამო ხდება ეს და როგორ უნდა გამოსწორდეს ყველაფერი ისე, რომ ცხოვრებას აზრი მიეცეს. ამის პასუხად ადამიანები განსხვავებულ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ, ზოგიერთი ძალიან ბანალურ პასუხს იძლევა, ზოგი მისტიურს, ზოგიც რომანტიკულს. ზოგი კი რომელსაც ასეთი რეალობა ხვდება წინ, თავიდან უხერხულ მდგომარეობაში ვარდება, თუმცა მერე მის მიმართ ინდიფერენტული ხდება და ყველაფერს ადვილად ივიწყებს, ყოველდღიურობა ხომ ამის საუკეთესო საშუალებაა. ასეთმა ადამიანმა რომც მოინდომოს რეალობის გარკვევა, ვერაფერს გააწყობს, სათანადო პასუხს ვერც კი მოძებნის. ასეთი განუვითარებელი სუბიექტის დამოკიდებულება პრობლემის მიმართ ყოველთვის არა ადეკვატურია და მისი ნათქვამი არანაირად არ დააკმაყოფილებს დასმულ კითხვას, მის მიერ განცდილი შედეგიც, მაღალი რიგის ფრუსტრაცია იქნება. ამ შემთხვევაში, ერთადერთი გამოსავალი ასეთ პირს ის რჩება, რომ ისეთი რაღაც მოძებნოს, რაც შინაგან გაურკვევლობას და დაუკმაყოფილებლობის გრძნობით გამოწვეულ ტკივილს მოუხსნის. ასეთ პირს აუცილებლად სჭირდება იმგვარი ცოდნა, რაც მის გულგრილობას და უპასუხისმგებლობას გაამართლებს. ამ მიზნით ყველაზე კარგი, ისეთი შეხედულებების მოგონება, ან უკვე მომზადებულის მიღებაა, რომელიც ბუნდოვანი, გაუგებარი და საიდუმლოებით მოცული იქნება.

ანუ მძიმე რეალობისგან დამცავი მოდელი, (რომელმაც ცხოვრებისეული პრობლემების გადაწყვეტაში გარკვეულობა უნდა შეიტანოს). ყველაზე ეფექტური მაშინა არის, რაც უფრო შეუცნობელი და მისტიურობით მოცული იქნება. ასეთმა წარმოდგენებმა, რაც შეიძლება მალე და უმტკივნეულოდ უნდა გაფანტოს ყოველდღიური სირთულეებით შექმნილი გაურკვევლობის ბურუსი და ზოგიერთ შემთხვევაში პრაგმატული სახე მისცეს მნიშვნელოვანი, ძირეული საკითხების გადაწყვეტას.

ადამიანთა ეს კატეგორია ყოველთვის ვიღაცის იმედზე არიან ჩაფრენილები, მათ დამოუკიდებლად არ ძალუძთ საღ აზრს მიაგნონ. მათი გაგებით, რაიმე დამხმარე საშუალება თუ გამოჩნდა, იგი აუცილებლად რადიკალური უნდა იყოს. მაგალითად, ერთნი ფიქრობენ, რომ ისევ ვულგარულ და უხეშ მატერიალისტურაღქმას უნდა დაემორჩილონ, მეორენი კი თვლიან რომ უკიდურეს მისტიციზმში დაუბრუნდნენ, სადაც ფანტაზიები და ოცნებები უფრო მისაღებია, ვიდრე საღი გონება და ანალიზის უნარი.

როგორც უკვე აღვნიშნე, ადამიანმა დიდი ხანი არაა, რაც საკუთარ თავს კითხვა დაუსვა, თუ რატომაა, იგი ამ კონფლიქტური ურთიერთ დაპირისპირებული საზოგადოების მსხვერპლი. რატომ ხდება ის, რაც ხდება. პასუხად მას რამდენიმე გზას, გამოსავალს, მიმართულებას სთავაზობენ.

რაც შეეხება არსებობას, ამის შესახებ, ერთმა თქვენებურმა (დეკარტემ) გამოთქვა: “კოგნიტო ერგო სუმ”-ანუ: ვაზროვნებ ესე იგი ვარსებობო, თუმცა ვეჭვობ, რომ თქვენი ყოფა თქვენ აზროვნებასთან რამენაირად იყოს კავშირში, უკეთესი იქნებოდა ეს გამონათქვამი ასე შეგესწორებინათ: “ვაზროვნებ ე.ი ვცოცხლობ”, აზროვნება როგორც ასეთი არ არის აუცილებელი პირობა არსებობისთვის. იგი დაკავშირებულია ცნობიერებასთან, მისი საშუალებით შესაძლებელი ხდება სიცოცხლის საზრისის შემეცნება, იმის გაგება თუ რომელი ძალები მოქმედებენ სინამდვილის უნივერსალურ სცენაზე, იმის აღმოჩენა, თუ რა დანიშნულება აქვს ინტელექტუალურ არსებას სამყაროში, ვინ ვართ, საით უნდა წავიდეთ და რა როლი უნდა შევასრულოთ. დედამიწაზე გავრცელებულია მცდარი და მანკიერი შეხედულება, თითქოს სამყარო მოაზროვნე და ცოცხალი არსებაა, მაგრამ ეს ილუზიაა და არა ჭეშმარიტება.

ადამიანისთვის აუცილებელია შეგრძნების, ინფორმაციის მიღების და სიცოცხლის შეფასების უნარი, მაგრამ ეს უნარები თქვენ შემთხვევაში განუვითარებელია, თქვენი აღქმა არა ადეკვატურია. და საერთოდ აზროვნების უნარი არასაკმარისია, რათა სინამდვილე, მისი ჭეშმარიტი მნიშვნელობა შეიცნო.

სიცოცხლის ნამდვილი არსის გასაგებად, არც გრძნობა და ინტუიციაა საკმარისი.

ცნობიერი აქტის ჩატარებისას, აუცილებელია ყველაფერი კარგად გამოითვალოს გაანალიზდეს და აიწონ-დაიწონოს, სხვა შემთხვევაში ეს ქცევა არ შეიძლება ინტელექტუალურად ჩაითვალოს, იგი უფრო იმპულსური და ირაციონალური იქნება. როგორც უკვე გითხარი რაციონალურობა არ ნიშნავს იყო გულცივი და ინდიფერენტული, ისე როგორც ზოგიერთი თქვენგანი ჯერაც თვლის.

რაციონალურობასთან ერთად ადამიანი უნდა იყოს მგრძნობიარე და რეფლექტორული. ცნობიერი და მენტალური პროცესების დროს იმ შემზღუდავი ჩარჩოების შეცნობას უნდა ცდილობდეთ, რომელიც გარემომცველი სამყაროს ადეკვატურ აღქმაში ხელს გიშლით.

რაციონალურობა, გაბატონებული პარადიგმებისგან გავლენისგან თავდაცვაში დაგეხმარებათ, ისინი ხომ საშუალებას არ გაძლევენ სინამდვილე მკაფიოდ აღიქვათ. ეს აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ ცხოვრების საზრისი გაიგოთ.

აზროვნების დაწყებისთანავე ადამიანს, შემოქმედებითი უნარებიც უყალიბდება. დროთა განმავლობაში იგი იმდენად ვითარდება რომ უკვე ეძლევა შანსი საცხოვრებელ არეალში გაბატონებული მზა პარადიგმების ზეგავლენის ქვეშ მოექცეს.

ასეთი ზემოქმედება უმთავრესად იმ წყაროდან (იქნება ის კერძო პირი თუ სხვა რაიმე ავტორიტეტული ინსტიტუტი) ხდებოდა და ხდება, რომელსაც ესა თუ ის ინდივიდი ან კოლექტივი მისთვის მისაღებად თვლის და ამ ინსტანციას დირექტივების გაცემის უფლებამოსილებას აძლევს.

თქვენს სამყაროში სიცოცხლის შექმნა ოდიდანვე უდიდესი საიდუმლოდ ითვლებოდა.

ევოლუციის პროცესში, პირველი დიდი ნახტომი მაშინ მოხდა, როცა პრიმიტიულმა ადამიანმა იარაღის დამზადება შეძლო, ამის შემდეგ, იგი გამოეყო ცხოველთა სამყაროს და შემოქმედად გადაიქცა. ამ აქტით ადამიანმა ბუნებასთან განსხვავებული ურთიერთობა დაიწყო. პირველყოფილმა არსებამ, ახალი, ბუნებაში მანამდე არარსებული საგანი, ფორმა შექმნა. ისეთი როგორიც პრიმიტიული სამუშაო ხელჯოხი ან ხელცული იყო. ამ ქმედებით მაშინდელმა ადამიანმა თავისი პრიმიტიული მონაცემების სრული რეალიზაცია მოახდინა. ამ მომენტიდან, იგი უკვე აღარ იყო ბუნებასთან ჭიდილში ხელცარიელი, მან უკვე სამუშაო და თავდაცვითი იარაღის წარმოება შეძლო.

ქვის ხანის პირველყოფილმა ადამიანებმა თანდათანობით რეალობის აღქმა და მისი ფიქსაცია დაიწყეს. ისინი ამას გამოქვაბულის კედელზე ნახატების გამოსახვით ახდენდნენ, ამ ფორმით პირველყოფილმა არსებამ წარმოსახვითი უნარის დახმარებით, ცხოველის იდეა, ფორმაში, ნახატში გადაიტანა და თავისებურად, საკუთარი ხელით გააცოცხლა. და რას იფიქრებდა, იგი მაშინ, რომ მის არსებობასაც ასეთივე საფუძველი ჰქონდა, რომ იგი ვიღაცამ ან რაღაცამ ასეთივე გზით შექმნა და ასევე მან შექმნა სამყარო, სადაც იგი ცხოვრობდა.

როგორც ჯადოსნური ჯოხის დაკვრამ, ამ საქციელმა ადამიანი ცხოველზე მაღლა დააყენა და იმის საშუალება მისცა, რომ ახალი ცნობიერება ჩამოეყალიბებინა. აღმოჩნდა, რომ იგი რიგით არსებას კი არ წარმოადგენს, არამედ სხვა განსაზღვრული ადგილი აქვს სამყაროში, რომ ადამიანის არსებობას თავისი მიზანი გააჩნია.

ადამიანი ევოლუციის სხვადასხვა ეტაპზე სამყაროს თავისებურად აღიქვამდა, განიხილავდა და მის აგებულებას საკუთარ ინტერპრეტაციას აძლევდა. კონკრეტული დროის მომენტში იგი შესაბამისი განვითარების საფეხურზე იდგა. საწყის ეტაპზე რა თქმა უნდა ადამიანი შეზღუდული ხედვის უნარით, ვიწრო თვალსაწიერით და სინამდვილის დაბალი გარჩევის უნარიანობით იყო აღჭურვილი და შესაბამისად მის გარემოს აღქმაც პრიმიტიული იყო.

ამ პერიოდშიც არსებობდა სამყაროს თავისებური ასახვა, ყოველი ადამიანი ვინც ასეთ რამეს ფლობდა, ცდილობდა სინამდვილის მისეული ინტერპრეტაცია სიმართლედ გაესაღებინა. სინამდვილეში კი მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, პრიმიტიული გონებით და შესაბამისი სუბიექტური პარადიგმებით გაფილტრული სინამდვილის სუროგატი იყო და არა ჭეშმარიტება, მათი მონაცემები რეალობის სრული დანახვის საშუალებას არ იძლეოდა, დაბალ განვითრებული ადამიანი უძლური იყო ბუნებრივი მოვლენების წარმოშობის რეალური მიზეზები შეეცნო, ცხოვრებაში ნანახი სინამდვილის რთული ნიშნები და სიგნალები დაეფიქსირებინა. ერთადერთი რაც მის ჯერ კიდევ ახალგაზრდა გონებას შეეძლო იყო ის, რომ ბუნებრივი მოვლენებისგან თავდასაცავი საშუალებები მოეძებნა. ამ მოვლენათა ახსნამ, პირველყოფილ კულტურებში ლეგენდების, მითებისა და რიტუალების სახე მიიღო. უამრავი ადგილობრივი ცრუ რწმენა ჩამოყალიბდა, ამ მარტივი და პრიმიტიული ფორმით, პირველყოფილი არსება თავისებურ ახსნას უძებნიდა ბუნებრივი კატაკლიზმების არსებობას და პასუხს სცემდა იმ კითხვებს, რომელიც შესაბამის უარყოფით გამოცდილებებს თან სდევდა.

ისტორიულად, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად ადამიანის მხრიდან ყოველთვის იყო იმ იდეის დაფიქსირების მცდელობა, რომ სამყაროში ყველა ცხოვრებისეულ კითხვაზე შესაბამისი პასუხების შემცველი ცოდნა, არსებობს. თუმცა შემდეგ ასეთი შეხედულება იგნორირებული იქნა.

დღესაც ბევრი საიდუმლო გაქვთ გასახსნელი დედამიწის მცხოვრებთ, თუმცა თქვენ ახლაც ვერ წარმოგიდგენიათ, რომ ამ ფანტასტიკურ კოსმოსში შეიძლება ისეთი ცოდნა არსებობდეს, რომელიც ადამიანის მიერ წამოჭრილ ყველა კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს. რომ სამყაროში არსებული ყველა საიდუმლოს გასაღები არსებობს. შესაძლებელია იგი არც ფიზიკური და არც მისტიური აღმოჩნდეს და რომ სამყაროში არსებობენ სხვა არსებები ვისაც ხელთ ეს გასაღები უპყრია. ასევე ის რომ მისი დაუფლება სხვა გონიერ არსებასაც შეუძლია. მაგრამ ადამიანთა უმრავლესობას არ ძალუძს და არც სურს თავი გაწიროს ამ უნივერსალური ცოდნის მიღებისთვის, მათთვის ეს მიუღწეველი და უფრო მეტად არაფრის მომცემი მიზანია.

ეს საიდუმლო დაფარული ცოდნა წყაროა მთელი რიგი მზა პასუხებისა, რომელსაც თქვენი სამყაროს უამრავი ადამიანი ეძებდა, მისტიკოსები, რელიგიური პირები, ფილოსოფოსები, მეცნიერები, მოაზროვნეები. მათი მხრიდან სულ იყო მცდელობა ამ საკრალურ ცოდნას მისწვდომოდნენ.

გზა ამ ცოდნის დაუფლებისკენ რა თქმა უნდა რთული და გრძელია

თითოეული მათგანი თავისებურად გადმოსცემდა ამ ცოდნას, მითებით მოთხრობებით გმირული ლეგენდებით, თეორიებით ბრძნული აზრებით და კიდევ ბევრი სხვა ფორმით. ზოგიერთმა პიროვნებამ ამ საფუძველზე საკუთარი მოძღვრება, მიმდინარეობა, რელიგია თუ რელიგიური ორიენტაციის მქონე მიმდინარეობა და სექტა შექმნა. .

ამ ფორმით ისინი თავის გადმოცემულ ცოდნას სისტემატიზაციას უკეთებდნენ, ხოლო შემდეგ ერთადერთ სწორ და ჭეშმარიტ გზად ასაღებდნენ. გითხარი და ისევ გაგიმეორებ რომ, ეს ხალხი ცდებოდა! მათი უმრავლესობა ვერ ხვდებოდა რომ ამ გზით ჭეშმარიტებას და რეალობის ნამდვილ სურათს კი არ გაწვდიდნენ და გიხატავდნენ, არამედ სინამდვილის პერსონალურ პარადიგმაში გაფილტრულ და ამგვარად სახეცვლილ, დამახინჯებულ სუროგატს გთავაზობენ. სხვანაირად რომ ვთქვათ, მათ მიერ მოწოდებული პროდუქციის ხასიათს და შინაარსს, მათი ცნობიერების მდგომარეობა, ისტორიული მომენტი, პირადი დაინტერესება, სურვილები, ლოკალური გარემო და დროებითი მოთხოვნლებები განსაზღვრავდა.

ზოგადად ამ საფუძვლით მოტივირდებოდა ჭეშმარიტების ძებნა და შემდეგ მისი რაიმე ფორმით გადმოცემა. ამ მოძღვრებებს ადამიანი შეუცნობელი ფანტასტიური სამყაროსკენ მიჰყავდა, ამ გზაზე მიღებული ცოდნაც რა თქმა უნდა ფანტაზიებს და ოცნებებს ეფუძნებოდა და შესაბამისად იცვლებოდა კიდეც. ნებისმიერ ასეთ გზაზე დამდგარი ადამიანისგან, თითოეული მოძღვრების დამფუძნებელი დაუფიქრებელ მორჩილებას მოითხოვდა, რადგან მათი აზრით საკმარისი იყო მორწმუნეს ფიქრი დაეწყო, მარტივი აბსტრაგირება მოეხდინა, რომ იგი ყველაფერს გააფუჭებდა, ასეთი საშიშროება, ყველას ემუქრებოდა ვინც ჭეშმარიტ გზას დაადგა. მათი გაგებით, ამ გზაზე საკმარისი იყო ერთი მცდარი ნაბიჯის გადადგმა და ყველაფერი დაიკარგებოდა.

რა თქმა უნდა სულიერებისაკენ მიმავალი გზა რთულია, ამ ბილიკის გაყოლა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, იგი გზაა იმ ძვირფასეულობისაკენ, რომელიც უნდა მოიპოვო, მაგრამ უნდა გახსოვდეს რომ იგი სავსეა ხიფათით.

ისტორიულად ცნობილია, რომ განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, საზოგადოებაში მიღებული და აღიარებული იყო ერთი უმაღლესი სულიერი ცოდნის მომწოდებელი წყარო და ერთი უმაღლესი ავტორიტეტი ან ინსტანცია, რომ არსებობს ის აბსოლუტური ცოდნა, რომელიც ყველასთვის მიუღწეველია.

ყველაფერი ის რაც არსებობს, თავის როლს თამაშობს კოსმოსური ევოლუციის რთულ გზაზე. რაც შეეხება კაცობრიობას, და კერძოდ მოაზროვნე ადამიანს უნდა ითქვას რომ მათი უმრავლესობა უაზროდ დგას ამ გრძელ გზაზე და ავერ გაუგია, თუ რა მანძილია გასავლელი, საით არის დასასრული.

უნდა შეიგნოთ, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ მდგომარეობიდან ისაა, რომ შეიმეცნო, თუ სად მიდიხარ და როგორ უნდა იმგზავრო. გზა რომ კარგად გაიკვლიო შეიცნო მისი არსი, ამისთვის ხედვა უნდა აიმაღლო, რაც საშუალებას მოგცემს იმ გამოცანის პასუხები აღმოაჩინო, რომელიც შენი ცხოვრების აზრს განსაზღვრავს, სიცოცხლის აზრს აფიქსირებს და ადამიანის საბოლოო ბედს აყალიბებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დროს გაფლანგავთ და უაზროდ გალევთ წუთისოფელს. მთელი თქვენი ცხოვრება მოჯადოებულ წრეზე მოძრაობას დაემსგავსება. ამ გზაზე ისე დაიღუპებით, რომ ვერ გაიგებდით ჭეშმარიტი ცოდნის არსებობას და ვერ შეიგრძნობთ მისი შემეცნებით მიღებულ კმაყოფილებას.

ჭეშმარიტი ცოდნა მისთვისაა, რომ ადამიანმა იგი აღმოაჩინოს, გონება გაეხსნას და სინამდვილე დაინახოს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გასხივოსნების პროცესი საკმაოდ რთული მისაღწევია. იგი კონკრეტულ, მკაფიო და განსაზღვრულ მიზნებს, განსაკუთრებულ მცდელობას, გამძლეობას და ძლიერ ნებისყოფას მოითხოვს.

სამყაროს უსასრულო და შეუზღუდავ გამოსახულების შიგნით მშვენიერი ქმნილება, ადამიანი ძევს. იგი იმ რთული სისტემის ნაწილია, რომელიც ერთი ადგილიდან მეორეზე ინაცვლებს, მოქმედებს და ყალიბდება.

ადამიანი ფიქრობს ზემოქმედებს გარემოზე შეუძლია საგნებზე მანიპულაცია და მათი გარდაქმნა. მას ყველაზე უკეთესად ძალუძს დაინახოს და შეიმეცნოს სინამდვილე, ვიდრე დანარჩენ ცოცხალ არსებებს. ცნობიერების, აზროვნების უნარის გარდა მას აქვს სიღრმისეული უნარი აბსტრაგირების და რეტროსპექტული წარმოდგენისა, რაც ცხოველებს არ გააჩნიათ. ადამიანებს და ცხოველებს რა თქმა უნდა აქვთ საერთო დამახასიათებელი ნიშნები, მათ ორივეს გააჩნიათ ინსტინქტები.

ცხოველებსაც გააჩნიათ გარემოს აღქმის და რეალობის ელემენტების ერთმანეთთან დაკავშირების უნარი, ზოგიერთ მათგანს პრიმიტიული დამხმარე საგნის შექმნაც შეუძლია, აქვთ მადლიერებისა და სიყვარულის გრძნობა, მაგრამ მათ ადამიანის მსგავსად არ შეუძლიათ საკუთარი შინაგანი სამყაროს შემეცნება, ისინი ვერასოდეს ვერ შეიტყობენ იმას თუ რას ნიშნავს სიცოცხლე და ვერ განიცდიან თავს ცოცხალ არსებად.

ადამიანს, კი უამრავი სურვილებისა გარდა მაღალი გრძნობები და ინტელექტუალური მოთხოვნილებები გააჩნია. როცა ინდივიდი ძირითად სასიცოცხლო მოთხოვნილებებს ისრულებს და ვიტალური სურვილებისგან თავისუფლდება, იგი საკუთარ თავში უფრო მაღალი გრძნობების და სურვილების აღმოჩენას იწყებს, რომლის აღქმა მხოლოდ გონიერი არსებისთვისაა დამახასიათებელი, თუმცა არც ისე რთულია საკუთარი თვით იდენტიფიკაციის განცდის და მისი მოთხოვნილების აღმოჩენა, იგი ხომ იმას გულისხმობს, ადამიანს უნდოდეს გაიგოს, თუ ვინ არის? როგორ გაჩნდა? რატომ არის ასეთი და რა ელოდება მომავალში? მაგრამ ამ კითხვებზე პასუხები მას ან უკვე მზად მიეცემა, ან მისთვის სხვადასხვა გზით დაფარული და მიჩქმალულია. სწორედ ეს მზა მოცემულობებია, ის ხელის შემშლელი ბარიერი, რაც ხელს უშლის ადამიანს დამოუკიდებლად, თავისი ძალით აღმოაჩინოს კითხვებზე პასუხები და დამოუკიდებლად განვითარდეს. ერთხელ დაშვებული შეცდომის, მიღებული მცდარი პასუხის და არასწორ გზაზე დადგომის შემდეგ, ინდივიდს არ ძალუძს და არც უნდა შეცდომის გამოსწორება, მას უჭირს ყველაფრის თავიდან დაწყება და აქედან გამომდინარე შესაბამისი სავალალო შედეგებიც თქვენს სამყაროში სახეზეა.

ევოლუციის ამ რთულ და გრძელ გზაზე დაკარგული ბუნდოვანი პასუხებით გზააბნეული ადამიანი ცდილობდა და ცდილობს როგორმე თავი გადაირჩინოს, ამ მიზნით იგი ცდილობს გაამარტივოს რეალობა და გაიადვილოს გამოსავალი. იგი არამცთუ უარყოფს რთულ გზას გასხივოსნებისკენ არამედ საერთოდ იგნორირებას უკეთებს ამ ფენომენს, რითაც კიდევ უფრო ამყარებს თავის უმეცრებას.

რას წარმოადგენს სინამდვილეში ადამიანი? ვინ არის იგი? არსება, რომელიც გიგანტური უმეცრების ქსელში გაბმულა და საიდანაც თავის დაღწევას ცდილობს, ბავშვი ვისაც ღამის სიბნელეში გზა დაებნა, დაიკარგა და უსუსურად ცდილობს როგორმე შინ დასაბრუნებელი გზა მოძებნოს, თუ დაუცველი ქმნილება, რომლის ყურადღება მხოლოდ იმაზეა მიპყრობილი, როგორმე საკუთარი პირადი მდგომარეობა გაიუმჯობესოს, სხვა არავინ და არაფერი არ ანაღვლებს.

ადამიანს ვერ გაუგია, ან არ უნდა იმის გაგება, რომ ასეთი ქმედება დროის ტყუილი ფლანგვაა. ეს იმას ჰგავს რაიმე მიმართულებით მოძრაობდე და იმის მაგივრად გზას აკვირდებოდე, გზიდან გადახვიდე და ირგვლივ არსებულ ბუნების სურათებს დაუწყო უაზროდ თვალიერება, ამით გართულს და ნასიამოვნებს აღარ გაინტერესებდეს არც გზა და აღარც მისი მიმართულება, და მხოლოდ იმით კმაყოფილდებოდე, რაც ამ გზის მხოლოდ გარეგნულ მორთულობას წარმოადგენს. ასეთი სუბიექტი, ცხოვრების გალამაზებას, დროებითი ფასეულობის შეძენით ცდილობს.

უჭკუო და ქედმაღალი, ჯიუტად დგას გზის გადაღმა და არანაირი შენიშვნის მიღება არ სურს, არ ექვემდებარება კორექციას, არ უნდა გაიგოს, რომ არასწორად იქცევა, რომ გზა დაებნა და ერთ ადგილს უაზროდ ტკეპნის.

ყველამ უკვე კარგა ხანია მიივიწყა რომ ადამიანს მშვენიერი უნარები გააჩნია, მას ძალუძს რეალობა ორ მოცემულობაში განიხილოს, მენტალურ-რაციონალურად და გრძნობისმიერ-ნატიფ სიღრმისეულად.

საუკუნეების განმავლობაში ადამიანი სულს და სულიერ სამყაროს, როგორც მიღმისეულ მოვლენას ისე განიხილავდა. მის წარმოსახვაში, ეს რაღაც ალტერნატიული იყო, ისეთი რამ რასაც იგი გაჭირვების დროს შეეფარებოდა, თავს მშვიდად და დაცულად იგრძნობდა, ყოველდღიურ ცხოვრებისეულ პრობლემებს წუთით მაინც დაივიწყებდა. მისთვის სულიერი სამყარო ისეთი რამ იყო რაც მძიმე ყოფას და ტანჯვას შეუმსუბუქებდა და ცხოვრებაში მის უმოქმედობას რამენაირად გაამართლებდა.

მაგრამ სინამდვილეში რა არის სულიერება? უფრო სწორად ვინ შეიძლება მაღალ სულიერებაში მყოფ პირად ჩაითვალოს?

მიწიერ ცოდნაში სულიერების ირგვლივ სხვადასხვა განსაზღვრებები გაქვთ, ერთ ფილოსოფიაში სულიერება აღქმის, შეგრძნების ფორმა, გონების მიერ მოცემული პირობაა, მეორეში საგანთა მატერიალური ფიზიკური თვისებების ცოდნა, ასევე გაქვთ უფრო თანამედროვე განსაზღვრება რომელიც სულიერებაში ადამიანის გარდაცვლილ სულებთან დაკავშირების და ამ მიზნით სხვადასხვა რიტუალების ჩატარებას უნარს მოიაზრებს.

თქვენთან არიან პიროვნებები ვინც სულს როგორც ყველასთვის მისაღებ და ხელშეუხებელ რეალობად განიხილავენ. მათი წარმოდგენით მიუღებელია ის მსოფლგაგება, რომელიც ამტკიცებს, რომ ამ სამყაროში ყველაფერი მატერიალურია და არანაირი სული არ არსებობს. ასეთი შეხედულება მიწიერ რეალობაში საკმაოდ გავრცელებულია და ბევრ ტრადიციებშია ასახული. ერთადერთი რასაც ყველა მიწიერი კულტურა აფიქსირებს და ეთანხმება ისაა, რომ გარდაცვლილი ადამიანი, სულს კარგავს, თუ სულს ეყრება.

-ბოლოს და ბოლოს, რა არის სული სინამდვილეში? ვეღარ მოვითმინე მე!

გოდარს პირდაპირი პასუხი არ გაუცია, ისევ ჩვენი ისტორიული წარმოდგენების მიმოხილვა გააგრძელა.

ყველაზე ფართოდ გავრცელებული განმარტება რაც შეიძლება თქვენს ისტორიაში მოიძებნოს და რამოდენიმე ფრაზით გადმოიცეს ასეთია: სული უფორმო და არამატერიალური, სუბსტანცია-პრინციპია. სულს აქვს უნარი ადამიანი ისეთი მაღალი უნარებით აღჭურვოს როგორიცაა: შემეცნება, ფიქრი, ინფორმაციის მიღება და ასახვა. იგი პირდაპირ ზემოქმედებს ადამიანის ინტელექტის გაძლიერებაზე და დასუსტებაზე.

სიტყვა-“სული” მიწიერ წარმოდგენაში მითოლოგიური წყაროებიდან გაჩნდა და დამკვიდრდა. მისი ფესვები უმთავრესად სემიტური და შუმერული კულტურებიდან მოდის.

თქვენ ამ ცნობილი ტერმინის “სული”-ს (რომლითაც განსახილველ ობიექტს აღნიშნავენ), სხვადასხვა განმარტება ინტერპრეტაცია, გაქვთ, რაც მთელ რიგ გართულებებს იძლევა.

ამ სიტყვას, ორი განსხვავებული ობიექტის, როგორც სულის ასევე სამშვინველის აღსანიშნავად გამოიყენებთ. სული თქვენს ტექსტებში ზოგან ადამიანის ძლიერების სინონიმად იხმარება. ძველ სემიტებში ხმარობდნენ ფრაზას “რუაჩ”, ძველი ბერძნები კი “პნევმატიკოს”. სემიტებისთვის ეს სიტყვა ასოცირდებოდა ქართან, ქროლვასთან სუნთქვასთან, გულიდან წამოსულ სასიცოცხლო ძალასთან, ბერძნებსაც თითქმის იდენტური განმარტება ჰქონდათ. ასეთი განმარტებები თქვენთან დღესაც მიღებულია, როცა ლაპარაკში იყენებთ ფრაზებს, “მებრძოლი სული”, “მსხვერპლად შეწირული სული”, “მამაცი სული” და სხვა. ამით ადამიანის სიძლიერეს და მის შინაგან მდგომარეობის აღნიშნავთ და სიტყვა “სულთან” აკავშირებთ. მაგრამ რატომღაც არასოდეს არ განიხილავთ სულს, როგორც ინდივიდუალურ დამოუკიდებელ ობიექტს.

რელიგიურ სწავლებებში “სული” ისე გაქვთ წარმოდგენილი, როგორც რომელიმე პერსონის ხასიათის თვისება და მისი გამოვლინება. შეცდომაა, როცა სულს, სამშვინველში ურევთ. მაგალითად ქრისტიანულ, რელიგიურ ტექსტებში, მსგავსი დაშვებული შეცდომების კარგი მაგალითებია: (ლუკა 23:46) სადაც იესო ამბობს: მამაო შენ გაბარებ ჩემ სულს, (აქ რაღა თქმა უნდა სიტყვა “სულში იგულისხმება სამშვინველი) ან სხვა სახარებისეული პასაჟი (იოანე 4:24) იგივე იესო ამბობს: ღმერთი სულია! ეს გამოთქმა წინააღმდგობაში მოდის მარკოზთან (14:38) სადაც ვკითხულობთ: სული ძლიერია სხეული, კი სუსტია! ან ლუკასთან (11:13) თუ კი თქვენ ბოროტმან იცით რა უნდა მისცეთ შვილებს, განა სული წმინდა არ მოგცემთ ყველაფერს, თუ კი მას სთხოვთ.

ბიბლიურ ტექსტებში ამ თემის ირგვლივ სახეზეა გაურკვევლობა, ძნელი გასაგებია სად იგულისხმება აქ “სული” და სად “სამშვინველი”. რა თვისებების მატარებელია თითოეული? რა ატრიბუტები გააჩნიათ მათ როგორც ფსიქოლოგიურ ასევე ფიზიკურ და მედიუმურ ასპექტში? ამ მაგალითებიდან ნათლად ჩანს, რომ საქმე გვაქვს ორ ერთმანეთისგან განსხვავებულ ობიექტთან და შესაბამისად ორი სხვადასხვა განმარტება უნდა გვქონდეს. მოცემული ფრაგმენტებიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ სული აქ გაგებულია ერთი მხრივ როგორც სიცოცხლის არსი, აქტიური შემოქმედებითი მზაობის მქონე რამ და მეორეს მხრივ ინდივიდუალური, უნივერსალური ობიექტი, რომელიც სხეულს სიკვდილის შემდეგ ტოვებს. აქ შეცდომით სამშვინველის თვისებები სულს მიეწერება.

ეს საკმაოდ მძიმე შეცდომაა, სამშვინველი თქვენი რეალური ინდივიდუალური მეობაა, თქვენი ნამდვილი სახეა, იგი ადამიანის კოსმიური რაობის, მისი იდენტიფიკაციისთვის საჭირო ობიექტია. ხოლო რაც შეეხება სულს, იგი სამშვინველისგან სრულიად განსხვავებული რამაა.

ასე რომ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ სულზე, სულიერებაზე და გვინდა მისი არსი გავიგოთ, ფრთხილად უნდა ვიყოთ, კარგად უნდა წარმოვიდგინოთ, თუ რას აღვნიშნავთ ამ ტერმინებით, რომელი დოქტრინის მიხედვით განვიხილავთ მათ ანიმისტური-რომლის თანახმად ყველაფერს თავისი სული აქვს, თუ სხვა აზრით, რომლის მიხედვით სული მხოლოდ ცოცხალი არსების თვისებად, მის პრეროგატივად მიგვაჩნია, სადაც მას შეუძლია განვითარება.

იმ მომენტში რომელ დონეზეც იგი იმყოფება შესაბამისი ნიშნები, სახე და მახასიათებლები აქვს. გააჩნია უნარი და პოტენცია თავისი განვითარების გზაზე როგორც გარე, ასევე შიდა სამყაროში ახალი რამ აღმოაჩინოს.

სულის და სულიერების რამდენიმე განსაზღვრების არსებობა. ადამიანში საკმაოდ დიდ გაურკვევლობას წარმოშობს. ამ სიტყვის განმარტება თქვენთან არსებულ ავტორიტეტულ ტექსტებში საკმაოდ დამახინჯებულია.

ხალხთა უმრავლესობისთვის, სულიერებაში მყოფი პირი, სულიერ ადეპტს უნდა წარმოადგენდეს. იგი აუცილებლად სპირიტისტი უნდა იყოს, ანუ ისეთი ადამიანი რომელიც კარგად ერკვევა სამშვინველის მისტერიული ფუნქციებში. უფრო ობიექტური სხვა განმარტებაც არსებობს, რომლის მიხედვით მაღალ სულიერებში მყოფი ადამიანისთვის მთავარია მისი შინაგანი სამყარო, აზროვნების და შემეცნების უნარი, მისი დამოკიდებულება საკუთარ იდენტობასთან.

თქვენში სულიერებაში მყოფი სუბიექტის ორი გაგება არსებობს, ერთი მასში გულისხმობს ადამიანს, რომელსაც შეუძლია იმ ქვეყნისა და გარდაცვლილი სულების შესახებ ინფორმაცია მოგვცეს და დაგვაკავშიროს მათთან და მეორე ვისაც სიკვდილისა სიცოცხლის საიდუმლოების ახსნა შეუძლია.

თუმცა უნდა ითქვას, რომ ორივეს ერთი ძირითადი მიზანი და მოტივაცია აქვთ, მოამზადონ ხალხი ფიზიკური სიცოცხლის დასასრულის, სიკვდილთან შესახვედრად.

მაგრამ ეს არაა საკმარისი იმისთვის, რომ პიროვნება მაღალ სულიერებაში მყოფად ჩაითვალოს, ამისთვის ადამიანს უნდა შეეძლოს იმის ახსნაც, თუ როგორ და რა მექანიზმებით უნდა ხდებოდეს სიცოცხლის გაგრძელება სიკვდილის შემდეგ. უნდა იცნობდეს თვით ადამიანის ბუნებას, თუ რატომ და როგორ შეუძლიათ მოაზროვნე არსებებს ფიქრი, შეგრძნება თუ რითი ჰგავს ადამიანი ცხოველს და რითი განსხვავდება მათგან, რატომ გაჩნდა იგი ამ ქვეყანაზე და რა არის მისი დანიშნულება.

მაღალ სულიერებაში მყოფი ადამიანი უნდა აერიდოს დოგმატურ აზროვნებას. ჭეშმარიტების დამადასტურებელ ნიშნებად სასწაულები არ უნდა მიიღოს. წინააღმდეგობის მიუხედავად არ უნდა შეწყვიტოს ჭეშმარიტების ძიება, სულით არ უნდა დაეცეს და არ გატყდეს, რაც შეიძლება ფრთხილად უნდა იყოს, რომ არ მოტყუვდეს.

თქვენს სამყაროში სულიერების განსაზღვრება, რელიგიური და მისტიური სამყაროდან შემოვიდა, იგი ამ წყაროების მიხედვით ალტერნატიულ საიდუმლო სულიერ ცოდნასთან იყო კავშირში.

პოპულარული აზრის მიხედვით, ამ ცოდნას ის ადამიანი ფლობდა, ვისაც საზოგადოება სულიერად ამაღლებულ ავტორიტეტად თვლიდა. თავის მხრივ “ხალხის მიერ აღიარებული პიროვნება” ცდილობდა მათ ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრაში დახმარებოდა. ასეთი პრობლემები ისტორიულად და სოციალურად გაჭირვებულ და დაჩაგრულ ხალხს ყოველთვის ჰქონდა. სულიერი მამები მატერიალურად შეჭირვებულ მასებს თავისებურად ეხმარებოდნენ. გაუსაძლისი ცხოვრების პირობების გაუმჯობესების ძირითადი საშუალება მათი ქადაგება იყო. ისინი, ხალხის მატერიალური სიმდიდრის უმნიშვნელობაში დარწმუნებას ცდილობდნენ, მასებს შთააგონებდნენ, რომ ამქვეყნიური სიამოვნება და მატერიალური სიმდიდრე სულის ცხონებისთვის შემაფერხებელი საცდური იყო.

თქვენ სამყაროში გავრცელებული შეხედულებით, სულიერებაში მყოფი ადამიანი მატერიალურ სამყაროს უნდა უარყოფდეს. სიმდიდრე, თანამედროვე ტექნოლოგიები და კომფორტი არ უნდა აინტერესებდეს და ისევ ძველ პრიმიტიულ ცხოვრებას უნდა დაუბრუნდეს ყოველგვარი მატერიალური მოთხოვნილებების გარეშე.

სულიერად მაღალ განვითარებული პიროვნება თქვენს კულტურებში ისეთ ადამიანადაა წარმოდგენილი, ვინც უარყო რეალური სამყარო, თანამედროვე ცხოვრება თავისი მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევებით, საზოგადოებას განუდგა და მისგან მოშორებით მოღვაწეობს. ხალხში თვლიან, რომ რაც უფრო შორსაა ასეთი ადამიანი საზოგადოებისაგან, მით უკეთესია მისთვის.

თქვენთან გავრცელებული კონცეფციის მიხედვით, რაც უფრო პრიმიტიულია ამ სუბიექტის ცხოვრების სტილი, მით უფრო მაღალ სულიერებაში მყოფად განიხილავენ მას.

სულიერად დახვეწილი ადამიანის გარჩევის ასეთი ნიშნები და სტანდარტები უმეტესად რელიგიური წარმოდგენების მიხედვით გავრცელდა, დაინერგა და განმტკიცდა. გარდა იმისა, რომ ადამიანის სულიერი მდგომარეობა მისი ნააზრევის მიხედვით ირჩეოდა, ასევე განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა და ექცევა მის იმიჯს და ცხოვრების წესს. სულიერებაში მყოფი ადამიანი გარეგნული ნიშნებითაც უნდა გამოირჩეოდეს, მას ღარიბული და გაცვეთილი ტანსაცმელი უნდა ეცვას, გრძელი თმა და მოშვებული წვერი უნდა ჰქონდეს, როგორც ეს მღვდელს ან რაბინებსა აქვთ. პატარა მოკრძალებულ ბინაში უნდა ცხოვრობდეს, სადაც ბევრი რელიგიური, სარიტუალო ნივთი და ინვენტარი იქნება მოთავსებული. მწირი საჭმლით უნდა იკვებებოდეს, უნდა ჰყავდეს ბევრი შვილი და დამოუკიდებელი აზრის არ მქონე წყნარი ოჯახი, სადაც მხოლოდ ოჯახის უფროსის ბრძანებაა უთქმელად მიღებული და აღსრულებული. ასეთი მორჩილება, კი მისი მხრიდან წარმოდგენილია, როგორც სიყვარული.

აი ეს თვისებები მიეწერება თქვენეული გაგებით მაღალ სულიერებაში მყოფ ადამიანს. მხოლოდ ამ თვისებების მქონე პიროვნება შეიძლება იყოს სულიერი ავტორიტეტი. პიროვნება, ვინც გადალახა მიწიერი ცხოვრების საცდურნი, მატერიალური სამყაროს საზღვრები და დღესა და ღამეს საკუთარი შინაგანი მე-ს დახვეწაში ასწორებს. სწორედ ასეთი უნდა იყოს, თქვენი წარმოდგენით ადამიანი, რომ მისი მაღალი სულიერება დაიჯეროთ და სულიერ მოძღვრად მიიღოთ.

იმ შემთხვევაში, თუ ამა თუ იმ პირის ყოფაქცევა, მოცემულ სტანდარტებში არ თავსდება, ვინც არ უარყოფს ამქვეყნიურ სამყაროს და მატერიალურ კეთილდღეობას, არ ემტერება შრომის შემსუბუქებისთვის საჭირო ტექნიკურ საშუალებებს, არა მგონია თქვენში მაღალი სულიერების მქონე ადამიანად ჩაითვალოს.

რაღა თქმა უნდა ეს შეცდომაა! დამიანი, ვინც მატერიალურ სამყაროს უარყოფს, არ ითვალისწინებს მეცნიერების და ტექნიკის მიღწევებს, სამყაროს ადეკვატურ აღქმას და მისი შემეცნებას ვერ შეძლებს და შესაბამისად შეუძლებელია მან მაღალ სულიერებას მიაღწიოს.

თქვენი სამყაროსთვის ერთობ მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ სულიერი მდგომარეობის განხილვის დროს ასეთი სტანდარტებით მიდგომა არ გამოგადგებათ. მსგავსმა სტერეოტიპებმა კარგი არაფერი მოგიტანათ! დოგმატური და რადიკალური შეხედულებებით აღჭურვილი ხალხი და საზოგადოება, საბოლოოდ დაზარალდება! ამდაგვარი წარმოდგენები, მხოლოდ ადამიანთა რეალობისგან მოწყვეტას უწყობს ხელს. ეს კი რეალური ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრას ხელს უშლის და ყოველ ასეთ ცდას იმედგაცრუება მოსდევს.

შემდგომში ბოდიშების მოხდა და “არ ვიცოდის” თქმა ვერცერთ უმაქნის და უპასუხისმგებლო საქციელში ვერ გაგამართლებთ. ცხოვრების არცოდნა ვერ წაგადგებათ პრობლემების გადაჭრაში. თავის მართლება ვერაფერში ვერ დაგეხმარებათ. გადაუჭრელი პრობლემები დროთა განმავლობაში, ისევ წინ დაგიხვდებათ. ჩუმი პროტესტი, კი რასაც თქვენი შინაგანი და გარეგანი სამყაროს ურთიერთ დაპირისპირება წარმოქმნის უკვე ვეღარაფერს შეცვლის. მსგავსი პოზიციებით, ადრე თუ გვიან, თქვენი შიდა სამყარო გარე რეალობას დაეჯახება.

ნუ გგონიათ, რომ ამ მდგომარეობიდან თავს რეალობის უარყოფით დააღწევთ! სინამდვილისგან გაქცევა და ილუზიებით ცხოვრება კარგს არაფერს მოგიტანთ! ნუ ეცდებით იმის დაჯერებას, რომ რეალურ ცხოვრებაში თქვენს მოქმედებას აზრი არა აქვს! ასეთი წარმოდგენები და განწყობები, მმართველი, მჩაგვრელი, გაბატონებული, ომის გამჩაღებელი სისტემის მხრიდან ხელოვნურადაა თქვენში შემოტანილი, გამყარებული და პოპულარიზირებული.

ამგვარ მდგომარეობაში მყოფნი, გაბატონებულ ძალას ეფექტურ წინააღმდეგობას ვერ გაუწევთ! ხელთ არ გექნებათ მისი საწინააღმდეგო არანაირი იარაღი და ამის გამო ვერც ბრძოლის საწყის ფაზაში შეხვალთ და ვერც საჭირო მიმართულებით ვერ განავითარებთ საწინააღმდეგო მოძრაობას. ცხოვრება ომს ჰგავს. იმისთვის რომ განადგურება არ დაგემუქროთ ან ვერ უნდა ამოგიცნონ, ან ისე უნდა დაიმალოთ რომ ვერ გხედავდნენ. მტრის უარყოფით მას ვერ მოსპობ, იგი მხოლოდ ორ შემთხვევაში დაგანებებთ თავს, როცა ის აღარ არსებობს, ან როცა თქვენ აღარ იარსებებთ.

რისი დანახვაც არ გინდა და ამის გამო თვალებზე ხელს იფარებ, არ ნიშნავს იმას, რომ იგი აღარ არსებობს. იმისთვის, კი რომ რაიმე დაინახო, მაგალითად ადამიანი, იგი ჯერ უნდა დაიბადოს.

როცა ჩვენ მატერიალურ სამყაროს ვხედავთ, მის ფორმებს ვაცნობიერებთ, მისი სივრცეში განფენილობას, ბუნების და კოსმოსის კანონებს შევიმეცნებთ, ჩვენ სიცოცხლის გამოვლინებას შევიგრძნობთ. სილამაზის ხილვა გვსიამოვნებს. ჩვენ რეალობას ცხოვრებაში მიღებული ტკივილით და სიამოვნებით ვაცნობიერებთ, ვიზრდებით, გვემატება გამოცდილება, ვსწავლობთ სხვადასხვა შეგრძნებებთან ურთიერთობას. ეს ყველაფერი რეალური კონკრეტული მატერიალური სამყაროს და მასში არსებული ცოცხალი და არაცოცხალი მატერიის გამო ხდება, ამის შედეგია, რომ ჩვენ გვაქვს სტიმულები, რეაქციები, შეგრძნებები, ეს უკანასკნელნი აუცილებელი ინსტრუმენტებია იმისთვის, რომ შემოქმედებითი, აღმშენებლობითი და თუნდაც დამანგრეველი, დესტრუქციული ქცევები განვახორციელოთ.
ანანდა
დედამიწაზე მცხოვრები გონიერი არსებები არასწორი მიმართულებით განვითარდნენ, მათი ფასეულობები, კულტურა და ცივილიზაცია უნივერსალური კანონის საწინააღმდეგოდ მიემართა. რეზულტატი, კი ის დამანგრეველი შედეგია, რასაც ვხედავთ. ამ საშინელებას შეუძლია უბედურება მოუტანოს, არა მარტო დედამიწას, არამედ მთელ მზის სისტემას. ამიტომაც იძულებული გახდნენ ჩვენს განვითარებაში ჩარეულიყვნენ. რა ხდება თქვენთან!? როცა ერთი კულტურის წარმომადგენლები ებრძვიან მეორეს, ამით კი არ თრგუნავენ არამედ თავდასხმის მოტივაციას უქმნიან მოწინააღმდეგეს, მეცნიერების ისეთი დარგების მიღწევებმა, როგორიცაა: ბირთვული ფიზიკა, ქვანტური ფიზიკა, კოსმონავტიკა და სხვა, არამცთუ დადებითი მიმართულებით განავითარა ადამიანი, არამედ დედამიწაზე მთელი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო-ამას, ასევე თან დაერთო ადამიანთა მიერ, საკუთარი პარანორმალური შესაძლებლობების არამიზნობრივი გამოყენებაც. დღეს მეცნიერების განვითარებით მიღწეული ტექნოლოგიები და ფსიქიკური შესაძლებლობები, უგუნური და ეგოცენტრიკი ბავშვების (სწორედ ასეთ დონეზე დგანან დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების უმრავლესობა) ადამიანების ხელშია. დედამიწელების განვითარება, ძალიან ჰგავს ჩვენი პლანეტის ცივილიზაციის განვითარებას.

ადამიანი, რეალობისგან, მოწყვეტილია, დაცილებულია იმ კანონს, რომელიც სამყაროს მართავს. მიწიერ კულტურებში, გადმოცემული ღმერთები და ნახევრადღმერთების სახეები კი იმ მიზნითაა შექმნილი, რომ ხალხს, უსუსურობით გამოწვეული უბედურების განცდა და ტანჯვითი ტკივილები შეუმსუბუქოს.

მიუხედავად იმისა, რომ რელიგია, როგორც ასეთი, განვითარების პროცესის თანმხლები ბუნებრივი პირობაა, უნდა ითქვას, რომ დღეს დედამიწაზე არსებული რელიგიები ადამიანთა დამთრგუნველ მახედ გადაიქცა.

საზოგადოებისთვის აუცილებელი ფასეულობები და ღირებულებათა სისტემა უნდა დაფუძნდეს კოსმოსის ბუნებრივ კანონებზე, თუნდაც ისეთზე, რომელსაც მისდევენ დედამიწაზე არსებული, სიცოცხლის მარტივი ფორმები-ცხოველები. ისინი, ხომ არასოდეს ღალატობენ საკუთარ თავს, საკუთარ ინსტიქტს და ცდილობენ ბუნებასთან ერთად ჰარმონიულად განვითარდნენ. ადამიანები, კი მიუხედავათ მათი მაღალი სიცოცხლის შეგრძნებისა-ღალატობენ საკუთარ ინსტიქტს და რეგიონალურ, ეროვნულ და სხვა ლოკალურ ღირებულებებს მისდევენ. ეს უკანასკნელნი, კი თავისთავად, მათ მიერვე, საკუთარი ფარდობითი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვისაა შექმნილი და შემდგომში რომელიმე რეგიონში ადაპტირებული. ამ წესებს, ხომ თავისთავად, რაიმე ღირებულება და მდგრადობა არ გააჩნია, და დროთა განმავლობაში საკუთარი თავის ყელგამოსაჭრელ დანად იქცევა ხოლმე.

თქვენს საზოგადოებაში გაბატონებულ ფასეულობებს, თან უამრავი ინტერპრეტაცია ახლავს. მათი რაოდენობა იმდენივეა, რამდენი ადამიანიცაა დედამიწაზე. სხვადასხვა ტერიტორიებზე დასახლებული ადამიანთა ჯგუფები, და მათ მიერვე დაფუძნებული ორგანიზაციები, განსხვავებული წესებით იმართებიან. ინდივიდთა მორალური ღირებულებები, იმდენად ფარდობითია, რამდენადაც განსხვავებულია, მათი საცხოვრებელი ადგილი, ან თუნდაც ჩაცმულობა. კაცობრიობაში არსებული გაგება, სიკვდილ-სიცოცხლეზე, სიკეთეზე და ბოროტებაზე, ურთიერთსაწინააღმდეგო და გაურკვეველია. მაგალითად ისაც კმარა, რომ დედამიწის ერთ ადგილას, კაციჭამიობა ჩევულებრივი მოვლენაა, მეორე ადგილზე, კი ამაზრზენი საქციელია. ქალაქში ჩადენილი მკვლელობა-დანაშაულია, ომში, კი გმირობაა, თუ საკუთარი პრინციპებით ცდილობ იცხოვრო-ეს სისულელედ გეთვლება, სახელმწიფო კანონების მორჩილება, კი წარმატების მთავარი პირობაა.

მოკლედ-კაცობრიობა, თავისი განვითარების მანძილზე, ისეთ უფსკრულს მიადგა, სადაც გადაჩეხვის შემთხვევაში, ყველაფერი ფატალურად დამთავრდება.ადამიანი, დღეს იმ გარემოში ცხოვრობს, რომელიც ავტორიტარული სახელმწიფოების მიერ წარმოებული დაპყრობითი ომების გზით შეიქმნა. დამპყრობლებმა საკუთარი ნება, მთელ რიგ ტერიტორიებზე, ძალით გაავრცელეს. მათივე წამოწყებით, ამ ქვეყნებში დაიწყო ნაციონალიზაციის პროცესი, რომელიც გაბატონებული ჯგუფების ძირითად დასაყრდენს წარმოადგენდა. შედეგად შეიქმნა პრივილეგირებული დაჯგუფებები, ვინც ძალ ღონეს არ იშურებს ძალაუფლების გამყარების მიზნით, ამ პროცესის გასაძლიერებლად. თავისთავად, ამ მიზნით მომართული ნაციონალიზაცია, იყო და არის, გაუთავებელი ომების, კულტურული რეკომბინაციებისა და კომერციული გარიგებებისთვის საჭირო, ნოყიერი ნიადაგი.

ასეთ ნიადაგზე აღმოცენებული ცივილიზაციები, რიგით ფსევდო ცივილიზაციების ნაზავს წარმოადგენენ და რეზულტატში, სხვადასხვა, უსახური და მახინჯი ცივილიზაციების ჰიბრიდს ვღებულობთ..მსგავს ცივილიზაციებში დაბადებული და განვითარებული ინდივიდი, მოთხოვნილებათა ბაზრის საგანს, ნივთს წარმოადგენს. შეურაცხყოფილი, დაბეჩავებული და დაგლახავებული, იმავე ინფრასტრუქტურის ნაწილადაა ქცეული, რომელიც მასვე ჩაგრავს. მახინჯი რეალობით დარეტიანებული ადამიანი, მუდმივი განსაცდელის მოლოდინშია, მთელი ძალისხმევით, უიმედოდ ცდილობს გადარჩენას. ემსახურება რა, მჩაგვრელ სტრუქტურას, რათა მიიღოს ელემენტარული სარჩო, შექმნას ოჯახი და გამრავლდეს. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, ორგანიზაციები, სკოლები, ძირითადათ, გაბატონებული სისტემისთვის სასარგებლო, მისი განმამტკიცებელი ღირებულებების პროპაგანდით, და ცხოვრებაში დანერგვით არიან დაკავებულნი. ეს ინსტიტუტები, ყველანაირად ცდილობენ, სისტემის მიერ შეთავაზებული თამაშის წესების, საზოგადოებაში გატარებას. ხალხის ცნობიერებაში ჩანერგვას. ადამიანებს ბავშვობიდანვე კონკურენციას ასწავლიან, ცხოვრების არენაზე გამოსასვლელად რომაელი გლადიატორივით ამზადებენ. ძალმომრეობას, და ღალატს აჩვევენ. ასეთ პირობებში, ხომ ყველაზე ეშმაკი და მოხერხებული იმარჯვებს. გამარჯვებული კი ყველგან მიღებულია: ოჯახში, სამსახურში, საზოგადოებაში და არავინ არ კითხულობს, თუ რა საშუალება გამოიყენა მან, ასეთი შედეგის მისაღწევად!

ყოველდღიური ბრძოლის გამო, ადამიანი გადაიღალა. ახალგაზრდობა, საზოგადოების ყველაზე ხალასი ნაწილი, პასიური გახდა, საკუთარ თავში ჩაიკეტა. ამ ყველაფრის შემხედვარემ, ნდობა და რწმენა დაკარგა. ისინი, ხომ კონკურენცია გამძლე სუბიექტებად აღიზარდნენ. მათ ასწავლეს, რომ მთელი სამყარო მათ წინააღმდეგ არის მომართული, რომ ყოველი ადამიანი, მისი პოტენციური კონკურენტია, და თუ რაიმე ძალისხმევა არ იხმარეს, მოწინააღმდეგე ისე გაუსწორდება, როგორც ჯალათი თავის მსხვერპლს. ყოველდღიური ბრძოლით გასავათებული ხალხი, წუთიერ სიამოვნებას ეტანება, რომ ყოველდღიური, პრობლემებით აღსავსე ცხოვრებით მიღებული ტანჯვა და ტკივილი ამ გზით განიქარვოს. შეშლილი მსოფლიოს ზეწოლა, როგორღაც შეიმსუბუქოს. ბევრ მათგანს, ქვეშეცნეულად არ სურს ადამიანობა დაკარგოს, მაგრამ მოჯადოვებული წრიდან გამოსვლას, მაინც ვერ ახერხებს. ასეთი, რუტინული ცხოვრების ფონზე, ხალხთა მასამ საკუთარი თავის რწმენა, ყველაფრისადმი ინტერესი დაკარგა, გულგრილი და გულცივი გახდა. მათ შორის, მხოლოდ ერთეულები თუ ახერხებენ გაემიჯნონ ამ რეალობას, ხვდებიან რა, რომ ადამიანი უფრო მეტია და მაღლა დგას, ვიდრე რომელიმე ცხოველი. უმრავლესობა, კი დაბნეული და იმედგაცრუებულია, მათ აღარ სჯერათ თავისუფლების და უკვე აღარც სწყურათ თავისუფლება, აღარც იმისი სწამთ, რომ ოდესმე რაიმე სასიკეთოდ შეიცვლება. იმ გარემოებათა გამო, რომ ყოველი მომდევნო დღე, შეიძლება მათი უკანასკნელი გახდეს, შიშით იძინებენ და იღვიძებენ. ადამიანის ერთადერთი მიზანი თვითგადარჩენაღაა. ამ შიშსა და ზაფრაში, იგი არა თუ ცხოვრობს სავსე ცხოვრებით და ხალისით, არამედ არსებობს და როგორღაც აძაღლებს სიცოცხლეს! თუმცა, გულის სიღრმეში, არ სურს ცხოვრების ასე გაგრძელება. ქვეცნობიერად აღარ სურს იტანჯოს. აღარ უნდა ამ საშინელ სცენარში მონაწილეობა მიიღოს!

ამ წინააღმდეგობებით აღსავსე გარემოში, გაფანტული ხალხთა მასები უაზროდ მოძრაობენ. თუმცა ზოგიერთი გონიერი ადამიანი ხედავს ამ მძიმე რეალობის გამომწვევ მიზეზს, აცნობიერებს, რომ უმოქმედობა დროს უხანგრძლივებს იმ საზიზღრობას, რომელიც ირგვლივ გამეფებულა, რომლის განადგურებაც, მათ აგრე რიგად სურთ. თუმცა იგებს რა, რომ მას არ ძალუძს იმ მონსტრის განადგურება, რომელიც სიცოცხლეს უმოკლებს, სტანჯავს და რომ ძნელია მოერიო, ურჩხულს, რომელიც ადამიანების სულებს ყლაპავს. მოქმედებას წყვეტს. შემდეგ კი ყველა საშუალებებით ცდილობს გონება გაითიშოს, თვალები დაიბრმავოს და ასე მოიხსნას უმოქმედობით გამოწვეული პასუხისმგებლობის გრძნობა და დანაშაულის განცდა. სხვა სტრატეგიაც არსებობს, როცა ადამიანი იგნორირებას უკეთებს, არ უნდა დაინახოს რეალური საფრთხე, ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის უაზროდ რისკავს და შედეგად უფრო საშინელ დღეში ვარდება. მისი კრედო მარტივია, საკუთარი კეთილდღეობისთვის, ყველა წუთის და მომენტის გამოყენება. ასეთი ინდივიდი სულ ჩქარობს, ხვდება რა, რომ დრო მის საწინააღმდეგოდ მუშაობს. ჰგონია, რომ ყველაფერი მაშინ გამოსწორდება, როცა სისტემასთან ურთიერთობით წარმოქმნილი პრობლემები გადაწყდება. ამიტომ მთელ ძალიხმევას, მსგავსი წინაღმდეგობების გამოსწორებასა და გაუვნებელყოფაში ხარჯავს და ვერ ხვდება, რომ შედეგი ყოველთვის მისი განადგურება იქნება-სისტემა გაიმარჯვებს, ჯერ სუბიექტზე და შემდეგ მთელ საზოგადოებაზე! ადამიანთა უმრავლესობა იძულებულია, საძულველი რეალობის მიმართ განკუთვნილი საბედიწერო დარტყმა საკუთარი თავისკენ მიმართოს! ეს არის თვითგანადგურებისკენ მოგეზილი კაცობრიობის არსი და მიზეზი.

არსებობა ავადმყოფური და მტანჯველი რომ გახდა, ფაქტია. სახეზეა ტოტალური განუკითხაობა, ქაოსი. ადამიანის ყოველდღიურობა, მონა-გლადიატორის ცხოვრებას დაემსგავსა.

ხალხთა უმრავლესობა, იძულებულია საკუთარი სიცოცხლის გადარჩენისთვის მოძმეს დაუპირისპირდეს. რათა სისტემის მხრიდან სიმპათია დაიმსახუროს და ოდნავ მაინც გაიუმჯობესოს და ამით გაიხანგრძლივოს სიცოცხლე, მაგრამ ვერ გაუგია ის, რომ გამარჯვებული მონა, ისევ მონა რჩება! ასევეა ე.წ. წარმატებული ადამიანიც, რომელიც სადაც არ უნდა წავიდეს, ასეც და ისეც სისტემის ტყვეა. მასაც როგორც მონას, თავისუფლება, ერთ შემთხვევაში ეკუთვნის-როცა მისი ცხოვრება სიკვდილით დასრულდება! ამ ყველაფერს გაბატონებული სისტემა აკანონებს! იგი, როგორც კოლიზეუმში იმპერატორი, ისე ზის ტახტზე და “გლადიატორების” ყველა ქმედებას წყნარად და დაკვირვებით თვალს ადევნებს. უკეთეს შემთხვევაში მებრძოლთა სიცოცხლის გადარჩენა ძალის და მოხერხებულობის შედეგია, თუმცა როგორც გლადიატორი, ყოველი მომდევნო გამარჯვების შემდეგ, ისევ არენას უბრუნდება ასევეა ცხოვრებაშიც, მოძლიერებულ სუბიექტს, ყოველდღიური ძალისხმევა სჭირდება, რომ არ დაკარგოს ფორმა და ჟინი მოწინააღმდეგის განადგურებისა.

იმის მაგივრად, რომ ჩაუფიქრდეს ცხოვრების განუკითხაობის რეალურ მიზეზებს, ადამიანი საბედისწერო სვლას აკეთებს, წამიერ და წუთიერ თვითკმაყოფილებას ირჩევს და ვერ ხვდება, რომ მისი არჩევანი ფიქტიური, არაფრისმთქმელი და გაუფასურებული აწყმოა, სადაც საკუთარ თავთან მარტო დარჩენის შიშით ცხოვრობს.

თუმცა ამ შიშისაც ხელოვნურად გაურბის. ცდილობს რა ყოველი თავისუფალი წამი, თავის გამართლების ან თავდავიწყების მომგვრელი საშუალებებით შეავსოს. თავი არ შეიწუხოს იმაზე ფიქრით, თუ რა იქნება ხვალ. იქნება თუ არა ხვალინდელი დღე, უარესი ვიდრე დღევანდელი.რაოდენ სამწუხაროა, რომ ეს შენელებული, თანდათანობთი თვითმკვლელობა, კაცობრიობის ძლისხმევით შენიღბული, ან იგნორირებული სინდისის თანხმობით მიმდინარეობს. ხალხის მასების ერთადერთი მამოძრავებელი და მოტივაციის წყარო, იმის იმედი და რწმენაღაა, რომ ერთ მშვენიერ დღეს, მოხდება სასწაული და უეცრად ყველაფერი გამოსწორდება.

ადამიანი, ბუნებით ბოროტი არაა, იგი უფრო გაამაყებული და შეუგნებელი არსებაა. იმის შიშით, რომ გარემომცველმა კულტურულმა მექნიზმებმა, საკუთარ შეცდომებზე პასუხი არ მოსთხოვონ, რომ თავის პირადი ურიერთობები-ოჯახური იქნება ეს, თუ ტრადიციული არ დაერღვეს. არ გაიგოს, რომ, რაც აქამდე მის ტომს და ოჯახს შეუქმნია, ყველაფერი უვარგისი და წუნია ამ გზით, მან თავი გაინთავისუფლა, მისივე დაშვებული შეცდომებით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან. ასეთი პოზიციით ადამიანმა კიდევ უფრო შეავიწროვა კაცობრიობის თვალსაწიერი და უფრო მკვეთრად გადაუხვია გზიდან.

მას საკუთარი თავი სამყაროს ცენტრად მიაჩნია! ადამიანმა დაიჯერა, რომ იგი ერთადერთი გონიერი არსებაა სამყაროში. დღეს კაცობრიობის ინტელექტუალური ნაწილი გაუთავებლად იმეორებს, რომ მან ყველაფერი უკვე იცის და ყველაფერი ძალუძს. ამ უკიდურესმა ეგოცენტრიზმმა წარმოქმნა ჩიხი. ეს ის მდგომარეობაა, როცა ადამიანს ჰგონია, რომ ყველანაირ ცოდნას ფლობს, გაყოყოჩებულია და არავის არ უსმენს.

სინამდვილეში კი ადამიანი სულიერად ღარიბი და მარტოსულია. მას კომპენსაციის მიზნით, ყოველდღიურობის, უამრავი თაშესაქცევი, გასართობი საშუალებებით შევსება უხდება. მისთვის ყველაზე ეფექტური, “დამაწყნარებელი” საშუალება, ზღაპრებისა და ლეგენდების სამყაროა, რომლის ეთნიკურ და ნაციონალურ ლაბირინთებში, გაუთავებლად და უშედეგოდ ცდილობს ცხოვრების საზრისის პოვნას. თუმცა ეს ყველაფერი უშედეგო ძალისხმევაა და ასეთი უაზრო შრომა სიკეთეს არ მოიტანს. გამოსავალი ერთია, ყველაფრის რეორგანიზება და ახლიდან დაწყებაა საჭირო.

ათქვენ უკვე იცით, რა მომავლი ელოდება მსოფლიოს, თუმცა წინასწარ განსაზღვრული არაფერია. ეს შეიძლება მოხდეს 20, 30, სულაც 40 წლის მერე, მაგრამ თუ დედამიწელები, არ შეცვლით განვითარების გეზს, ადრე თუ გვიან ასეთი მომავალი გელოდებათ. იცოდეთ რომ, ეს არ არის გარდაუვალი, თქვენ შეგიძლიათ ამ საბედისწერო მომავალის ცვლილება. თუ ადამიანი ამ ჩიხიდან თავს დააღწევს, იგი გაიუმჯობესებს ცხოვრების პირობებს და სხვა სამყაროებსაც დაუკავშირდება. მაგრამ, თუ თავისას არ მოიშლის და გააგრძელებს გარემოსა და საკუთარი თავის დაბინძურებას, გაამძაფრებს ქაოსს, დეგრადაციის გზიდან არ გადაუხვევს, მაშინ მას დაღუპვა ელის.

ადამიანებთან მასობრივი კონტაქტისგან ჩვენ თავს ვიკავებთ. ეს იმ მიზეზითაა გამოწვეული, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც გადმოგცემთ, დედამიწის ხელისუფალნი, საკუთარი ეგოისტური ზრახვების განსახორციელებლად, თავიანთი ძალაუფლების გასაზრდელად და თანამოძმეთა ექსპლუატაციისათვის გამოყენებენ. მათთვის ეს, კიდევ ერთი ძლიერი საშუალება იქნება, სუსტი ადამიანების დაჩაგვრის, მათი გათელვის, და დაპყრობისაკენ, ახალი გავლენის და პრივილეგიების მისაღწევად. ჩვენ არ ვართ დაინტერესებულნი იმით, რომ რომელიმე ნაციას დავეხმაროთ, მათ ხელისუფლებას პრივილეგია მივანიჭოთ.

კაცობრიობა, მედიდურობის, ეგოიზმის და ქედმაღლობის ტყვეობაშია. იგი მომავალში, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, მზის სისტემის პლანეტებს მიაღწევს, და ჩვენთან შეხვედრას შეეცდება. განვითარების ის სიმაღლე და ცოდნა, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ იმდენად რთული მისაღებია თქვენთვის, რომ შეხვედრა, შეიძლება ფატალურადაც დამთავრდეს. ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ კაცობრიობის მომზადებას. მნიშვნელოვანია, რომ ეს კონტაქტი დედამიწელების თვითგანადგურებამდე შედგეს, რაც ორივე მხარეს წაადგება! არჩევანი თქვენზეა. ეს დავალებაა, იმისთვის, რომ კაცობრიობას უკეთესი მომავალი შევუქმნათ. ჩვენ თქვენთან ერთად ვიქნებით, რომ ამ მისიის განხორციელებაში დაგეხმაროთ.

ჩვენ გაძლევთ შანსს, შემოგვიერთდეთ საქმეში, რომელსაც დედამიწაზე ახალი უნივერსალური წესრიგის დამყარებას ვუწოდებთ! ეს საქმე იქნება ერთობლივი, საერთო მიზანი!თუ მიიღებთ ამ წინადადებას, ჩვენი მხრიდან დაგეხმარებით ახალი ცოდნის და ჩვევების ათვისებაში. თუ თქვენთვის ეს რთულია და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებთ, მაშინ დაგტოვებთ, კონტაქტს გავწყვეტთ და სხვა ადამიანებს მოვძებნით. მათ, ვინც ამ საქმეში გამოგვადგება
ანანდა
გიდმა ლანგარზე მიმანიშნა და მთხოვა საჭმელი მიმეღო, მისი თქმით, ეს ენერგიის აღსადგენად მჭირდებოდა. საჭმელი მშრალი იყო, გემოთი უცხიმო ტორტს ჩამოჰგავდა, ჭიქიდანაც მოვსვი, ბლანტ სითხეს მომჟავო გემო დაჰკრავდა, ერთი ყლუპი ძლივს დავლიე და ზიზღით დავიმანჭე, გოდარი ტელეპატიის გარეშეც მიხვდა ჩემს გასაჭირს და საჭმლის მიღება აღარ დაუძალებია.

გოდარს მივმართე:

- დედამიწაზე ბევრი ფილოსოფიურ-რელიგიური მიმდინარეობა, სექტა, ეზოთერული ჯგუფი და ფილოსოფიური სკოლაა. ჩემი აზრით მათი შექმნის მიზანი, ალბათ ის იყო, რომ ადამიანის მიერ წამოჭრილი კითხვები აეხსნა, პრობლემები გაერკვია, პასუხი გაეცა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორიცაა, ღმერთი, სიცოცხლე, სიკვდილი, საიდან მოვდივართ და რაშია ცხოვრების აზრი. თუმცა არა მგონია რომელიმემ მეტ–ნაკლები დამაჯერებლობით ახსნა და განმარტა ეს საკითხები. კაცობრიობის განვითარების ისტორიამ გვაჩვენა, რომ მათ მიერ მოწოდებული აზრები სინამდვილეს არ შეესაბამება.

რელიგიები, დედამიწაზე სხვადასხვა გზით ჩაისახა, ქრისტიანობა, როგორც ვიცით იესოს მოძღვრებაზე დაყრდნობით გაჩნდა. დროთა განმავლობაში, იგი სხვადასხვა მიმართულებად დაიშალა. ასევე მოხდა ბუდიზმშიც და სხვა რელიგიებშიც. მათ გარდა ბევრი სხვა ეზოთერული რელიგიური მიმდინარეობაც არსებობს. ყველა ამ რელიგიურ სწავლებას თითოეული ადამიანი თავისებურ ინტერპრეტაციას უკეთებს.

ის, რაც ადრე ჭეშმარიტებად მიაჩნდათ, ისტორიის განვითარების მანძილზე სახეს და შინაარსს იცვლიდა. მაგალითად, ძველ ბერძნებს ეგონათ, რომ სამყარო დიდ ტიტანს, ატლასს ეკავა მხრებით, შუმერებს სწამდათ, რომ დედამიწა გიგანტურ კუზე იყო მოთავსებული, ხოლო კუ, კი უზარმაზარ სპილოებს ეკავათ. ბიბლიის მიხედვით, ღმერთმა სამყარო ექვს დღეში შექმნა, მანვე შექმნა ადამი და ევა, ვინც შემდგომში მთელ კაცობრიობას დაუდო დასაბამი. სხვა მოძღვრებაში ეს პროცესი რამოდენიმე ეტაპად არის დაყოფილი.

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერულ-ტექნიკურმა პროგრესმა ბევრი რამ შეასწორა და ახალი გაგებები მოგვცა, ბევრს ისევ ამ ლეგენდების სჯერა.

საინტერესოა, ამერიკა კოლუმბმა აღმოაჩინა, თუ ვინმე ერიკსონმა? ელექტრონული მუხტის არსებობა ვინ დაამტკიცა გალვანიმ, თუ ვოლტამ? ისიც საინტერესოა, რომ როცა ვოლტამ ელექტროობის ფენომენი აღმოაჩინა, ბევრმა არც იცოდა, რომ ელექტრულ მუხტს, ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 500 წელს, უკვე ძველ ბაბილონში იყენებდნენ.

დღევანდელი მეცნიერები, კერძოდ კი ანთროპოლოგები, თავს ჯერაც ვერ შეთანხმებულან ადამიანის ევოლუციურ განვითარებაზე და ამ განვითარების ეტაპებზე. მათ ჯერ კიდევ ვერ აღმოაჩინეს ადამიანის ნამდვილი გენეოლოგია. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებამ დიდი ნაბიჯები გადადგა პროგრესის მიმართულებით, ადამიანის ცხოვრება, არაფრით არ გაუმჯობესებულა.

მეცნიერული აღმოჩენებით მიღებულ ცოდნას და ინფორმაციას გაბატონებული კლასები ფლობენ და ამ იარაღით საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით მანიპულირებენ. ისინი ხელოვნურ გამოცანებს ქმნიან, რათა მეცნიერების მიერ დადგენილი სიმართლე, ტყუილის ბურუსში გაახვიონ. ეს ხდება არა მარტო მეცნიერებაში, არამედ პოლიტიკურ, რელიგიურ და ეკონომიკურ სფეროშიც.

გაბატონებულმა ინსტიტუტებმა, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, სულიერ სფეროში არსებული ჭეშმარიტება, მისტიკის საბურველში გაახვიეს. სისტემამ ყველა საჭირო ინფორმაცია, გაასაიდუმლოა და მიუღწეველი გახადა. ეს იდუმალი და დაფარული ინფორმაცია ადამიანის ეგოზე მაცდუნებელ ზეგავლენას ახდენს.

ჩვენში არსებული რელიგიური მიმართულებები დოგმატიზმში და სექტანტობაში არიან ჩაფლულნი. პროზელიტიზმით არიან დაკავებულნი. თითოეული მათგანი თავის თავს, ერთადერთ, სწორ და აბსოლუტური ჭეშმარიტების მფლობელ მიმართულებად თვლის, მაგრამ არა მგონია, ეს სიმართლე იყოს. ეს უფრო მათი პრეტენზია და პოეტური ფანტაზიაა? არა?

საუბრის დროს გოდარს შევცქეროდი, მის სახეზე ამ ხნის განმავლობაში არავითარი რეაქცია არ შემიმჩნევია, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ არცერთ ჩემს აზრს მის გონებამდე არ მიუღწევია, ავღელდი და ემოციურად ფეხზე წამოვხტი.

ჰუმანოიდს გაეღიმა და ხელით მანიშნა ადგილზე დავმჯდარიყავი.

ჩემი გამოსვლა ისევ გავაგრძელე:

- რამდენი ადამიანიცაა დედამიწაზე, იმდენივე გზა, ფილოსოფიური მიმდინარეობა, კულტი, რელიგია და ალტერნატიული მოძღვრებაა. ზოგი ამათგანი მარტივია, ზოგიც რთული. მოკლედ, ყველა მსურველისთვის შესატყვისი, მათ გემოვნებაზე გათვლილი პროდუქტი არსებობს.

ადამიანთა მორწმუნე მასა მიდრეკილია, ამა თუ იმ გზას დაადგეს. წმინდა ადგილებში სალოცავად გაემგზავროს, დღესასწაულებში, რიტუალებში, ათასგვარ ცერემონიებსა, თუ ინიციაციებში მონაწილეობა მიიღოს, მოწყალება გაიღოს და ქველმოქმედებით დაკავდეს.

მათ სწამთ, რომ ეს ყველაფერი, საიდუმლოებით მოცული, დაფარული ცოდნის გაგების, უფალთან მიახლოების და ცხოვრების ჭეშმარიტი არსის შეცნობის საშუალებას იძლევა.

სულ მიჩნდებოდა კითხვა, განა არ შეიძლება ერთი, ყველასთვის მისაღები და გასაგები გზა არსებობდეს? განა ხალხს ლეგენდების და მითების ისევ ისე უნდა უნდა სჯეროდეს როგორც ადრე ?

როცა ცაში ელვა გაკრთება, იფიქრონ, რომ ეს ზევსი განრისხდა და გრდემლს კვერთხი დაჰკრა, ან კიდევ თორი გადაადგილდება ზეცაში ცეცხლოვანი ეტლით? ვფიქრობ, რომ სამყაროში მიმდინარე მოვლენებს ყველასთვის გასაგები ერთი განმარტება უნდა ჰქონდეს.

განა ეს შეუძლებელია? თუნდაც ის მაინც უნდა ვიცოდეთ, თუ რომელ გზას უნდა დაადგეს ადამიანი!
ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, როცა ჩემში ეს ესაა გაიხსნა სიმართლე და საღათი ძილიდან გამოვფხიზლდი, როცა უკვე თითქმის გასაგები გახდა სიცოცხლის საზრისი, მაინც უამრავი პასუხი ჩნდებოდა ჩემს გონებაში. ის ცოდნა, რაც აქამდე გამაჩნდა არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ ჩემში არსებული შინაგანი წინააღმდეგობა გადამელახა.

ისიც მაინტერესებს, ჩემთვის და ყველა ჩემნაირი ამ ცხოვრებით გადაღლილი ეგოცენტრიკისათვის, რომელსაც ცხოვრება სასტიკად თელავს, ხან ერთ მხარეს მოისვრის, ხან მეორეზე, არსებობს კი რაიმე იმედი იმისა, რომ ეს მძიმე რეალობა გამოსწორდება, ან როდესმე გვეღირსება, კი უკეთესი ცხოვრება?

გოდარს შევხედე, ამ მზერაში, ვეცადე ჩემი გაურკვევლობა, დაბნეულობა, დარდი და უცოდინრობით გამოწვეული შიში გამომეხატა, რომ აუცილებელია, ის მიმართულება ვიცოდეთ საითკენაც სვლით სწორე პასუხებს მივიღებთ, რომ ამ გზაზე ადამიანის სისუსტის დასაფარავად გათვლილი ხაფანგი არ დაგვხვდება.

ჰუმანოიდმა ყურადღებით შემომხედა და როგორც იქნა სიჩუმე დაარღვია, ტუჩების მოძრაობის გარეშე მისი სიტყვები ჩემს აზრებს შეერია.

- თუ ოთხი ადამიანი, ერთმანეთისგან მოშორებით, წრეზე დასხდება, ცენტრში თქვენებურ ავტომობილს მოვათავსებთ, ხოლო შემდეგ თითოეული ამ ავტომობილის აღწერას დაიწყებს, რას მივიღებთ?

ვინც წინიდან შეხედავს, იტყვის რომ ობიექტს, ორი ბორბალი, ორი ფარი და საქარე მინაა აქვს. გვერდიდან მაყურებელი იტყვის: მას ორი ბორბალი, ორი კარები და ორი ფანჯარა აქვსო, უკანა მხარის დამნახავი, სხვა სურათს აღწერს. რომელი პასუხი იქნება ზუსტი? ყველა იმას იტყვის, რაც დაინახა, მაგრამ ეს ინფორმაცია არასრული იქნება. ობიექტის შესახებ სრული ცოდნა ისაა, რომელიც მის ყველა დეტალს და მონაცემს ზუსტად აღწერს.

ჩვენს კონკრეტულ მაგალითზე თუ გაგავაგრძელებთ მსჯელობას, უნდა ვთქვათ, რომ აღნიშნული ობიექტის აღსაწერად, რამდენიმე ადამიანი კიდევ დაგვჭირდება, ის ვინც ზევიდან დახედავს მანქანას, მეორე, ვინც ქვევიდან შეხედავს და კიდევ ორი, ვინც შიგნით უნდა იჯდეს და ვინც ძრავს და საბარგულს ხედავს, აი ყველა ამ მონაცემების ზუსტად გადმოცემისას, უკვე შეგვეძლება ობიექტის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია, ცოდნა მივიღოთ.

რაც უფრო რთულია საგანი, მოვლენა, ობიექტი, მით უფრო ძნელია მისი სრული აღქმა და აღწერა, რა გასაკვირია, რომ თქვენ სამყაროში მიმდინარე მოვლენების, საგნებისა და ობიექტების შესახებ სრული ინფორმაციის მიღება ვერ მოახერხეთ. ყოველი თქვენგანი რეალობას, მხოლოდ თავისი ათვლის წერტილიდან შესაბამისი მხედველობის უნარით და ხედვის კუთხით აღიქვამს, ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, ყოველი თქვენგანი იმას ხედავს, რისი უნარიც აქვს და რაც მის მხედველობის არეალშია მოქცეული, რეალობის ასეთი ასახვა რა თქმა უნდა ვიწრო და შეზღუდულია.

შეუძლებელია რაიმე მოვლენა, ან საგანი სხვადასხვა ადგილიდან, ყველამ ერთნაირად დაინახოს. შესაბამისად იგი ვერც იქნება ყველას მიერ ერთ ფაქტად აღქმული და გადმოცემული.

განუვითარებელ ადამიანებს, რაიმე შემთხვევის, ფაქტის, შემადგენელი ყველა დეტალის დანახვა უჭირთ, ასე რომ არ იყოს, მაშინ მათ ერთმანეთთან ურთიერთობის, კომუნიკაციის სურვილი გაუქრებოდათ, დანახულის ერთმანეთისთვის მოყოლა, შედარება და ფაქტის სისწორის გადამოწმება აღარ დასჭირდებოდათ.

გამოცდილებამ აჩვენა, რომ აზროვნება საზოგადოებრივი პროდუქტია. იგი ადამიანის გარემოსთან ურთიერთობაში ვითარდება და იხვეწება.

ადამიანი იძულებული იყო უამრავი გადამთიელი მომხდურისგან და გარეული ცხოველებისგან თავი დაეცვა, იგი საგნებს და მოვლენებს აკვირდებოდა, სხვადასხვა სიტუაციებს ერთმანეთს ადარებდა, საკვების, უსაფრთხო გარემოსა, თუ ცხოვრების პირობების გაუმჯობესების ძებნაში, კოლექტივი ერთმანეთთან ურთიერთობდა. თანდათან უკეთესად ერკვეოდა რეალობაში და შესაბამისად უკეთესად მომზადებული ხვდებოდა ახალ საფრთხეებს. ასე და ამგვარად ადამიანის სახეობა თანდათან ვითარდებოდა.

გარდა ამისა, თითოეული ინდივიდი მიღებულ გამოცდილებას სხვას უზიარებდა, ცოდნის სისწორეს მასთან მიმართებაში ამოწმებდა, შემდეგ კი ამ გადამოწმებულ გამოცდილებას მეხსიერებაში ინახავდა.

ჯგუფებად ყოფნა და ინტეგრაცია სხვათა და პირადი გამოცდილების ერთმანეთთან შედარებაში და ამ გზით ახალი ცოდნის მიღებაში გვეხმარება. იგი ცხოვრებისეული პრობლემების უკეთესად გადაწყვეტის საშუალებას გვაძლევს, ანუ სხვებისა და საკუთარი წარმატების, ან წარუმატებლობის მაგალითზე, დროში შეძლებისდაგვარად უშეცდომოდ მოქმედების უნარს გამოვიმუშავებთ.

სხვების გამოცდილების გაცნობით, ძველი და ახალი ცოდნის ერთმანეთთან შედარებით, მათი გარკვევით და შეჯერებით, საშუალება გეძლევათ, სამყაროზე უფრო სრული და ზუსტი წარმოდგენა გქონდეთ.

ღირსეული ცხოვრების პირობები, თანამიმდევრული ქმედება, ჰარმონიული ურთიერთობები, მშვიდი სინდისი, თავისუფალი მოქმედებით და აზროვნებით მიღებული კმაყოფილება, ეს ყველაფერი ბედნიერებაა, იგი ცივილიზაციის სწორი განვითარების აუცილებელი შედეგი უნდა იყოს, თუმცა მისი უზრუნველყოფა, მხოლოდ მაშინ ხდება, როცა იგი მმართველი სისტემის მიერ, მიღებული და დაცულია, კოლექტივს, კი უკვე გაცნობიერებული აქვს საერთო მიზანი და ამ მიზნისკენ მისაღწევად ძალისხმევას არ იშურებს.

საზოგადოების გონიერმა ნაწილმა უნდა აღიაროს, რომ თითოეულ მათგანის მიერ მთელის მხოლოდ მცირე ნაწილია დანახული და გაგებული, ისიც უნდა აღიაროს, რომ აღქმული, შეიძლება არაადეკვატურად და არასწორად იყოს გადმოცემული, ინტერპრეტირებული.

ადამიანთა ეს ტენდენცია, ვიწრო, პირადი ინტერესებით, კონკრეტულად კი თვით შენახვის ინსტინქტითაა გამოწვეული, გარდა ამისა მთელი რიგი შეცდომების მიზეზი, თვით ამ ინფორმაციის გადმოცემის ფორმაშია.

სალაპარაკო ენა, ჭეშმარიტების სრულად გადმოსაცემად არასაკმარისია, სალაპარაკო ენის საშუალებით შეუძლებელია საგნებისა და მოვლენებს შორის არსებული ჰომოგენური კავშირების ზუსტი ასახვა და სამყაროს რეალური მნიშვნელობის გადმოცემა.

მეტყველების საშუალებით მოწოდებული საგანთა და მოვლენათა განმარტება, რომელიც ენის საშუალებით მოგვეწოდება არასზუსტია. ხოლო ამ ფორმით გადმოცემული სინამდვილე არასრულია. ენაში კოდირებული ინფორმაცია, უამრავ ცდომილებას, ხარვეზს შეიცავს და მოცემული ცოდნა ფაქტიურად აბსურდამდე დადის.

ამ კატეგორიის ცოდნის რეალობასთან შესატყვისი ჯაჭვის მოძებნა, კიდევ უფრო რთულდება მაშინ, როცა იგი ერთი ადამიანიდან– მეორეს, მეორედან–მესამეს და ა. შ. მეტყველების საშუალებით გადაეცემა.

ამის მიზეზია კიდევ ის, რომ ნებისმიერი, თუნდაც სამყაროს შესახებ ჭეშმარიტი ცოდნა, სუბიექტის მხრიდან ტენდენციურ შესწორებას ექვემდებარება.

ნებისმიერი ობიექტის, იქნება ეს ნივთი, ნიშანი, სიმბოლო, ან სხვა რამ, უნივერსალური განმარტება, სამყაროს ყველა ინტელექტუალური არსებისთვის ერთი და იგივე უნდა იყოს და არა ისე, როგორც თქვენთანაა, როცა რეალურ მარტივ მოვლენაზეც, კი ყველა თქვენგანს, თავისი ინტერპრეტაცია გააჩნია.

ისეთი რთული ცნებების მნიშვნელობა როგორიცაა: სიყვარული, სიკეთე, თვისებრიობა, არსი, წინასწარგანზრახულობა, რა თქმა უნდა განსხვავებულია.

ჩარლი, როგორ გესმის, რა არის სიყვარული? არ მქონდა პასუხი და ხმა არ ამომიღია.
ანანდა
გოდარმა, ხელით მანიშნა, რომ ახლოს მივსულიყავი. საკმაოდ დაძაბული და ემოციებით აღსავსე მაგიდას მივუახლოვდი და ჰუმანოიდების წინ გავჩერდი. ღრმად ჩავისუნთქე მინდოდა მოვშვებულიყავი, რომ საუბარი უკეთ შემძლებოდა. როგორც კი სასაუბროდ განვეწყე, გოდარის ხმა ჩამესმა გონებაში:

“ძალიან მძიმე პერიოდი დგას თქვენი სამყაროში! ჩვენი პროგნოზით და იმ ტენდენციით, რაც თქვენს ცივილიზაციაში დაიკვირვება, მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება, მაგრამ ამ მძიმე გარემოს შეცვლა, არც თუ ისე რთულია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ თუმცა, იცოდეთ, რომ ამ სიტუაციიდან გამოსავალს თავისი ფასი აქვს.

ადამიანთა უმრავლესობას, ვერ წარმოუდგენია, რომ ამ მძიმე სიტუაციიდან გამოსვლა, საკუთარი ძალების მობილიზაციით შეიძლება. ამ პოზიციის გამოა რომ ასეთი არასახარბიელო გარემოდან თავის დახსნას ვერ ახერხებთ. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ამ პრობლემის მოგვარება საკუთარი ძალებით შეძლოთ. მზად ვართ დახმარება გაგიწიოთ, ახალი უკეთესი ცხოვრების მიღწევაში.

ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობას, იმ ხალხთან ვინც დაინტერესებულია, ჩვენთან ერთად ძალისხმევა არ დაიშუროს არსებული პრობლემების გადალახვაში, ეს ის ადამიანებია ვისაც შეუძლია გაბატონებული პოზიციების შეცვლა და სინამდვილეზე ახალი შეხედულებების მიღება.

ჩვენ არ ვაპირებთ დროის კარგვას იმ ჯგუფთან, ვისაც ჩვენთან კონტაქტის დამყარება ცნობისმოყვარეობის, პოპულარობის მოხვეჭის, ან სხვა პირადი დაინტერესების გამო სურთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი კონტინგენტის მოძებნა, ვისაც შეუძლია, პრაქტიკული წვლილი შეიტანოს, იმ საქმეში რასაც დედამიწის ცივილიზაციის მაღალ ცნობიერებაში გადასვლას ემსახურება.

წლების განმავლობაში. ჩვენ თქვენ გვერდით ვიყავით, თვალყურს გადევნებდით ვაკვირდებოდით თქვენ მოქმედებას, ყველაფრის საქმის კურსში ვართ, ვიცით თუ რა იყო თქვენ ქმედებაში მნიშვნელოვანი, რა განაპირობებდა თქვენ, ამა თუ იმ საქციელს, როგორ ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება, თუ მისი განხორციელება.

ადამიანის მოქმედებისას, ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ ფაქტორებს როგორიცაა, მეგობრობა, სიმამაცე, საკუთარ თავში დარწმუნებულება, მორჩილება არცერთ შემთხვევაში, თვით მოტყუება სხვადასხვა ემოციურ ფონზე შექმნილი წარმოდგენები რაც იწვევს რეალობის ნაცვლად მისტიურ სამყაროში გადასვლას და თავისუფლების მაგივრად კი აყალიბებს დოგმატიზმს.

ათასობით ჩვენთან კონტაქტში მყოფ ადამიანში, მხოლოდ ზოგიერთი შეიძლება მივაკუთვნოთ იმ კატეგორიის, ვინც მიღებულ ცოდნას, პირადი განდიდების მიზნით არ დაამახინჯებს. ჩვენთან კონტაქტში შემოსულთა მართვა ძნელდება. დროთა განმავლობაში, მათ აღარ ძალუძთ შინაგანი მობილიზაცია და ენერგიის საჭირო მიმართულებით ხარჯვა. გარდა ამისა, ასეთ ხალხს, უჭირთ დაშვებული შეცდომების გამოსწორება, ამ ადამიანების მოღვაწეობაში ბევრია დაშვებული შეცდომები. ძალიან ცოტაა კონტაქტიორთა შორის ისეთი, ვისაც შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს ახალი მსოფლიოს ჩამოყალიბებაში.

ჩვენ, მომავალში, ახალი, შეცვლილი ტაქტიკით ვიმოქმედებთ და ადამიანებთან ურთიერთობის სხვა ფორმას განვავითარებთ.

ჩვენთან კონტაქტს, მხოლოდ იმ კატეგორიის ადამიანები გააგრძელებენ, ვისაც ჭეშმარიტების მიღება შეუძლია, ვისაც არ გაუძნელდება გაიგოს სიმართლე და შემდეგ ასე განახორციელოს მოქმედება სავსე, ჰარმონიული, შეგნებული და ბედნიერი ცხოვრების ასაშენებლად”

ამ სიტყვებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, მაგრამ რატომღაც იმ თემაზე, რაც კონკრეტულად ჩვენი ჯგუფის მოღვაწეობას შეეხებოდა, გოდარს არაფერი უხსენებია.

ჩვენი ადამიანებთან ურთიერთობა, არაფრით არ შეიცვლება, მიზანი იგივე რჩება. ერთადერთი სხვაობა, კონტაქტში, ის იქნება, რომ ამჯერად თქვენთან დამოკიდებულება, უფრო უშუალო იქნება. ვიმეორებ დროს აღარ დავხარჯავთ, იმ პირებთან, ვისაც გააჩნია ტენდენცია, ჩვენგან მიღებული ინფორმაცია, პირადი ინტერესების სასარგებლოდ დაამახინჯოს.

დედამიწაზე არსებობენ ჯგუფები, ვინც ჩვენთან კონტაქტში იყვნენ, მაგრამ დღეს დღეობით ამ ჯგუფებში მძიმე სურათია, მათი უდიდესი ნაწილი სრულ ანარქიაში იმყოფებიან, ისინი მახინჯი და აბსურდული მისტიფიკაციის ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ, ეს იმან გამოიწვია, რომ მათ ჯერ მთლიანად დაკარგეს ჩვენს მიერ გადაცემული ცოდნის პირვანდელი სახე. რის შემდეგაც დიდ გაურკვევლობაში ჩავარდნენ. ის რაც მათ შექმნეს და რა საქმეშიც ახლა მონაწილეობენ, უკეთეს შემთხვევაში მათ მიერ შეთხზული ბელეტრისტიკული ჟანრის ნაწარმოებია, ამ ადამიანებმა განუვითარებელი ბავშვური ლოგიკით, ერთმანეთში აურიეს მითი და სინამდვილე არამიწიერ ცივილიზაციებზე. ჩვენს შესახებ ჭეშმარიტი ინფორმაცია, ჩვენი არსებობის ბუნებრივი ფაქტორი, ან სრულიად იგნორირებულია ანდა ისეა სახეცვლილი და დამახინჯებული, რომ საერთოდ არ ჩანს, არც ჩვენი არსებობა და არც ჩვენი მოქმედების არეალი, ან თუ ჩანს, ისეა შეცვლილი, რომ ვერავინ გაარჩევს ამ ცოდნაში, ვინ ვართ, რა გვინდა და რა ძალა ვლინდება ბუნებაში ჩვენი სახით.

ისინი, იმ კატეგორიის ადამიანებს მიეკუთვნებიან, ვინც ეძებდა და ძალიან სურდა რაიმე მისტიკური უნიკალური გამოცდილება მიეღო და რომელიც ბოლოს და ბოლოს შედგა. შემდეგში კი მოვლენები ისე განვითარდა, რომ მათ ყურადღების მიღმა დატოვეს ამ ფაქტის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და დანიშნულება.

მათში კერძო ინტერესების დაკმაყოფილებისაკენ მიდრეკილება და აქცენტი უფრო ძლიერი და მძაფრი აღმოჩნდა, ვიდრე ობიექტური სინამდვილე და საღი აზრი. თუმცა მათ შორის ისეთნიც არიან ვისაც კიდევ დარჩა შანსი დაშვებული შეცდომები გამოასწოროს.

- როგორც მე გავიგე, ჩვენი მიმართულებით ისევ ისე გაგრძელდება ურთიერთობა, როგორც ადრე იყო, მართალია? კონკრეტულად რა შეიცვლება ჩვენ ჯგუფთან მიმართებაში? შეიძლება თუ არა ჩვენი ჯგუფის მსგავსი ჯგუფები სხვა ქვეყნებშიც შევქმნათ?


-ჩვენ მხოლოდ იმ ადამიანებთან გავაგრძელებთ ურთიერთობას, ვინც ამ თავდაპირველ მიზანს არ გადაუხვია და ჭეშმარიტების ერთგული დარჩა. ვინც შეინარჩუნა პირვანდელი სახე და არ გახდა ადგილობრივი სახელისუფლო ძალების, მთავრობების და სხვა ბიუროკრატიული სისტემის ზემოქმედების მსხვერპლი, ვინც არ დათმო ჭეშმარიტება პირადი ინტერესების სასარგებლოდ.
რა თქმა უნდა, რთული იყო იმის განჭვრეტა, რომ ორი ათასი წლის შემდეგაც დედამიწაზე იგივე სურათი იქნებოდა და ისევ იმ პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებოდით, როგორც ძველი პროექტის ”ემანუელი”-ს დროს მოხდა. სადაც ჩვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ძალიან დამახინჯდა. რაოდენ სამწუხაროა, დღესაც იგივე სიტუაციას ვხედავთ! რეალობამ გვაჩვენა, რომ, როგორი ხილული ფიზიკური მაგალითიც, არ უნდა აჩვენო ადამიანებს, რაც არ უნდა მარტივი და გასაგები ენით ესაუბრო, მაინც ანალოგიური ტენდენციები ჩნდება.

ჩვენს მიერ მიწოდებული ცოდნა და საჭირო ინფორმაცია, გარკვეული კატეგორიის ადამიანთა მიერ, სხვადასხვა მიმდინარეობის რელიგიებად გარდაიქმნა. ამის ძირითადი მიზეზი ის ხალხია, ვისაც ნაკლებად ანაღვლებდა ჭეშმარიტება და ამ ცოდნით, საკუთარი ეგოისტური მიზნების სასარგებლოდ მანიპულირებდა.

ჩვენი აზრით, ასეთივე შემთხვევები შესაძლებელია ისევ განმეორდეს, რადგან ამ ხნის განმავლობაში ადამიანი არც კი შეცვლილა. მათი უმრავლესობა კვლავ უუნაროა, იმისთვის, რომ ჩვენს მიერ მოწოდებული ცოდნის ღრმა და დეტალიზებული ანალიზი მოახდინოს და შემდეგ ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობით კონსტრუქციულად იმოქმედოს. სამწუხაროა რომ ამის შესრულება მათთვის რთული აღმოჩნდა.

კონტაქტიორთა უმეტესობა, ცდილობდა მიღებული ცოდნა თავისი პიროვნების პრესტიჟის ასამაღლებლად, ან სხვა ეგოისტური მიზნებისთვის გამოეყენებინა..

წარმოიდგინეთ, გასული ეპოქის “რჩეულები” რომ გამოჩენილიყვნენ თქვენს სახელმწიფოში, რა ბედი ეწეოდათ მათ!? ამ ადამიანებს ჯვარზე გაკვრის ნაცვლად, ისე მოიშორებდნენ, რომ ვერც კი მიხვდებოდით მათ ჭეშმარიტ მიზნებს. თქვენს სამყაროში ასეთ პიროვნებებს გაანადგურებდნენ, როგორც პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს, როგორც ანარქისტს, ან ტერორისტს. მსგავსი რჩეული ადამიანების უპირველესი და ყველაზე დაუძინებელი მტერი ის ეკლესია იქნებოდა, რომელიც მათი სახელით და მათ სხეულზე იქნა დაფუძნებული. ამ უნიკალური პიროვნებების გამოჩენა, გაბატონებული რელიგიის მსახურთ და ეკლესიის მამებს თავისი შეხედულებების და პოპულარული დოქტრინის მთლიანად შეცვლას მოსთხოვდა.

დასანანია, რომ თქვენი პროექტი “რამა”-ს შემთხვევაშიც იგივე მოხდა. ამ პროექტში ხალხი სულ სხვა მოტივით ერთიანდებოდა, უმრავლესობა თქვენთან როგორც თავშესაფარში ისე მოდიოდა, მათ მხოლოდ თავისი სულიერი პრობლემები, მარტოობით და უიმედობით გამოწვეული ტკივილის მოხსნა სურდა და არა ჭეშმარიტების ინტერესების დაცვა ან იმ საქმის წინსვლა, რასაც ჩვენ თქვენგან მოვითხოვთ!

ამ ხალხმა ეს წარმოუდგენლად დიდი შანსი ხელიდან გაუშვა, მათ ვერ გაიგეს და სათანადო მნიშვნელობა არ მიანიჭეს იმას, თუ სად, რა გარემოში მოხვდნენ. მათ შეეძლოთ ბევრ რამეს მიმხვდარიყვნენ, შეეტყოდ სინამდვილე და საკუთარი ძალისხმევით შეექმნათ ის პირობები, რაც მათ და სხვათა ცხოვრებას გააუმჯობესებდა.

- საინტერესოა, ის ხალხი ვინც თქვენთან კონტაქტს აპირებს, მოახერხებს თუ არა ამის განხორციელებას, თუ იმ შინაგანი მდგომარეობიდან არ განთავისუფლდებიან, რაც გარემოში ბუნებაში არსებული მუტაციის შედეგად განვითარდა და რომელიც მათში სულიერ დეფიციტს ქმნის?

- ეს დეფიციტი აუცილებლად უნდა შეივსოს! დღეს ძალიან მცირე ნაწილი, მაგრამ მაინც ახერხებს, მსგავსი შინაგანი პრობლემების დაძლევას და მსგავსი სიტუაციიდან თავის დაღწევას.. ეს არასახარბიელო მდგომარეობა ბუნებაში მიმდინარე მუტაციამ გამოიწვია.

დედამიწაზე, მუტაციის გამომწვევი ბევრი ფაქტორი არსებობდა და არსებობს, იქნება ეს ეკოლოგია, ქიმიური ზემოქმედება, ბუნებრივი თუ ხელოვნური გამოსხივებები. მთლიანობაში, ყველაფერმა ადამიანის გენომზე უარყოფითად იმოქმედა, განვითარდა გენეტიკური პათოლოგია.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს დედამიწაზე მსგავსი ნეგატიური აგენტის მოქმედების სიმძაფრე მინიმიზებულია, ადამიანში ეს პათოლოგია მაინც არსებობს.

ადამიანის სახეობაში ერთდროულად ფიგურირებს წინაპრებისგან გადმოცემული გენეტიკური პათოლოგია და ჩვენგან გამოყოლილი გენი.

დღეს თქვენს პლანეტაზე, ძალიან ცოტაა ისეთი, რომელიც ამ ნეგატიური და პათოლოგიური მონაცემებისგან მთლიანად იყოს განთავისუფლებული. ეს ის ტვირთია, რომელიც ახალ მაღალ საფეხურზე გადასვლისას ადამიანმა უნდა მოიშოროს.. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, რეალობა ასეთია და მას ვერსად ვერ გავექცევით.

- კიდევ ერთი საკითხი მაინტერესებს.

ჩვენში დაიკვირვება შემთხვევები, როდესაც ადამიანები უცხოპლანეტელებთან კონტაქტში შედიოდნენ, შემდეგში კი რა აღარ ახსოვდათ თუ რა ხდებოდა მათ თავს სინამდვილეში.

შეიძლება თუ არა ეს სიმართლე იყოს? და თუ ეს მართალია, მაშინ რატომ ახდენთ ადამიანებზე ასეთ ზემოქმედებას? განა ამ ხნის განმავლობაში არ მოაგროვეთ საკმარისი ინფორმაცია ჩვენს შესახებ? რა საჭიროა ეს ექსპერიმენტები?

- გახსოვდეთ, რომ ადამიანი სუბპროდუქტია, ჩვენს მიერ მილიონობით წლის წინ ჩამოსხმული კოლონიებში განვითარებული მუტაციისა. ყოველი ნეგატიური ფაქტორი რაც კი დედამიწაზე ადამიანის სახეობის განვითარებაზე მოქმედებს, ბუნებრივი მოვლენები, კლიმატი, საკვები, სასმელი, ფიზიკური და სულიერი ზეგავლენა, ორგანიზმში სხვადასხვა სახის ბიოქიმიურ რეაქციებს წარმოშობს. ეს ფაქტორები მოქმედებს ადამიანის ფსიქო-ფიზიოლოგიურ მონაცემებზე, მის ინტელექტუალურ შესაძლებლობაზე და ზოგადად მის გენეტიკურ კოდზე.

გენეტიკური მონაცემები, თავის მხრივ გავლენას ახდენს ადამიანის თავის ტვინის განვითარებაზე. ყველა ეს ნეგატიური ფაქტორი, ადამიანს სულიერად და ფიზიკურად ამახინჯებს. ამ უარყოფითმა ძალებმა დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩვენს მიერ გადმოსხმულ ადამიანთა პირველ კოლონიებზე და მათი გენეტიკური მონაცემები და ქცევები შეცვალეს. ამის გამო, ადამიანთა რასებმა დაკარგეს რეალობის ადეკვატური აღქმა, რამაც გაამრუდა მათი კოორდინაცია გარემოში. შედეგად ადამიანის სახეობაში ჩადებული ფანტასტიური მონაცემები, უნარები, პოტენციური შესაძლებლობები დაზიანდა. კაცობრიობის ევოლუციის განმავლობაში ეს გენეტიკური ინფორმაცია დაიკარგა.

რა თქმა უნდა, ამ მოვლენამ ცივილიზაციის კულტურული საფუძვლების ჩამოყალიბებაზეც უარყოფითი გავლენა იქონია, მასზე დროთა განმავლობაში აისახა, ყველა ის ნეგატივი, რაც ადამიანის სახეობას გააჩნდა, იქნებოდა ეს გონება შეზღუდულობა, თუ ფსიქიკის სხვადასხვა დეფექტური კონფიგურაცია.

ევოლუციის პერიოდში მუტაციით გამოწვეული სხვადასხვა პათოლოგიები, ბუნებრივი გადარჩევით უნდა გამოსწორდეს.

ამ პრინციპის მიხედვით, ცოცხალ ბუნებაში არსებული გენეტიკურად სუსტი და განუვითარებელი ინდივიდები, მათში არსებული უამრავი დეფექტები, სიმახინჯეები და გადახრები, დროთა განმავლობაში გაიფილტრებიან. დედამიწაზე მხოლოდ ის სახეობა დარჩება, ვინც ძლიერ და ჯანმრთელ გენს გადასცემს მომავალ თაობას.
ანანდა
მატერიის არსებობა აუცილებელია იმისთვის, რომ ადამიანმა სამყაროში არსებული საიდუმლოება შეიცნოს, იგი ამ გზით უნდა იქნას დანახული და გამოკვლეული, შემდეგ კი თანდათანობით მიღებული.

თუმცა იგივე მატერიალურმა სამყარომ შეიძლება უამრავი პრობლემა შეგიქმნათ. იმ შემთხვევაში, თუ აღქმა არაადეკვატური და დარღვეულია, მაშინ სამყაროში არსებული მოვლენების შესახებ მიღებული ცოდნაც გაურკვეველი იქნება. ამ ყველაფერს ემატება საზოგადოების მხრიდან მოწოდებული მზა პარადიგმები. ცხოვრების მანძილზე, ეს გამზადებული ცოდნა გინდათ თუ არა, ყოველი ფეხის ნაბიჯზე წინ დაგიხვდებათ და გარემოს რეალურ შეცნობაში ხელს შეგიშლით. გაურკვევლობა, წარმოქმნის ხიფათს, შიშის განცდას, რაც ჯამში ტოტალური დესტრუქციული ქცევისკენ გიბიძგებთ.

სამყაროში მიმდინარე პროცესების შესწავლამ გვაჩვენა, რომ ბუნებრივი გადარჩევა, გარემოში მიმდინარე ცვლილებებით ზემოქმედებს, ცოცხალი მატერიის სახეცვლილებაზე და ხელს უწყობს მისი ფორმირების პროცესს. ეს შედეგად სიცოცხლის ფორმებს ახალ სახეცვლილ გარემოსთან ადაპტირებისაკენ უბიძგებს. ის სახეობები ვისაც გადარჩენის უნარი აქვთ წყვილდებიან და გამრავლების გზით უკვე ახალ გენეტიკურ კოდს გადასცემენ შთამომავლობას; ამით ისინი საკუთარი სახეობის გადარჩენას მის შენარჩუნებას ცდილობენ. იმ შემთხვევაში, თუ ადაპტაცია დაგვიანდა ან გენეტიკური მონაცემები დაიკარგა, ვითარდება მუტაცია და პირვანდელი სახეობა გარეგნულ ნიშნებს იცვლის. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გადაშენებას ექვემდებარება. ცხოველის ბუნებასთან ურთიერთობა და არსებობის შენარჩუნების გარანტია ინსტინქტით განისაზღვრება, ეს შინაგანი მამოძრავებელი ძალა ბრძანებებს გასცემს, რისი მიხედვითაც ცხოველი მოქმედებს, იგი მიჰყვება ნატურალურ იმპულსს, მის მდგომარეობაზე ბუნებრივი ინს
ანანდა
ინსტინქტით განისაზღვრება, ეს შინაგანი მამოძრავებელი ძალა ბრძანებებს გასცემს, რისი მიხედვითაც ცხოველი მოქმედებს, იგი მიჰყვება ნატურალურ იმპულსს, მის მდგომარეობაზე ბუნებრივი ინსტინქტი დომინირებს, ცხოველი ორიენტაციას ინსტინქტურად აკეთებს, მისი სიცოცხლე დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად შეესატყვისება მისი რეაქცია, შინაგან ძახილს.

განვითარების შემდგომ ეტაპზე, როცა ევოლუციამ ცოცხალ არსებას ინტელექტი მისცა, ინსტინქტმა გზა დაუთმო აზროვნებას და ქცევას უკვე უმეტესად ემოციები აღარ განსაზღვრავდნენ, ამან კი შესაბამისად ახალი ცხოვრებისეული ხიფათი წარმოშვა.

ბუნებას თავისი კანონები აქვს, რომელიც პლანეტარული ეკოსისტემის ბალანსის შენარჩუნებას ემსახურება. სხვადასხვა ჯურის მტაცებელი ცხოველების აგრესიულმა ქმედებამ და ბუნებრივმა ავადმყოფობებმა მათი სახეცვლილება გამოიწვია. ბუნებრივი გადარჩევის პრინციპი მთელ რიგ გარემოებებს ითვალისწინებს, რომ გადარჩენის გარანტია იმას ექნება, ვინც ახალ ბუნებრივ პირობებთან ადაპტირებას მოახდენს და სიცოცხლის შენარჩუნებისთვის კარგად იქნება მომზადებული.

ევოლუციის გზაზე, ინტელექტის გაჩენა რაღა თქმა უნდა დიდი პროგრესი იყო, მან ადამიანში ბუნებრივი სელექციის ტრადიციული მიმართულება და საშუალება გაზარდა, სასიცოცხლო არეალი გააუმჯობესა, ცხოვრების პირობები დახვეწა, რამაც თავის მხრივ სიცოცხლის უნარიანობა გაზარდა. ამ ყველაფერმა სახეობის გამრავლების სიჩქარეზე იმოქმედა, ახალი თაობების დაბადებამ ხელი შეუწყო ადამიანთა სახეობის გადარჩენას. გაჩნდა შანსი, რომ ავადმყოფობებისა და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმების მიუხედავად უფრო მეტი ინდივიდი დარჩენილიყო ცოცხალი. აზროვნების უნარმა, გარემოსთან ურთიერთობის ინტერფერენციის პროცესს დაუდო სათავე. გაადვილდა თავდაცვა. გაჩნდა ბუნებაზე ზემოქმდების და მისი საკუთარი მიზნების სასარგებლოდ გამოყენების საშუალება.

რევოლუციამ აჩვენა, რომ ბუნებას შეუძლია თავი გაართვას ღრმა და რადიკალურ ცვლილებებს. ცოცხალ არსებაზე თავისებური კორექცია განახორციელოს, დაწყებული კურსი შეცვალოს, ე.წ. გადარჩევა მოახდინოს.

მეორეს მხრივ, ინტელექტის განვითარებამ, ბუნებრივი სელექციის გარდა, ხელოვნური გადარჩევის ბერკეტებიც წარმოქმნა. ადამიანში გაჩნდა სტიმული ურთიერთ დაპყრობისაკენ, ადამიანთა ჯგუფებს შორის გაღვივდა ომები.

კონფლიქტებმა და ურთიერთ დაპირისპირებამ საკმაოდ დიდი უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა ბუნებრივი გადარჩევის პროცესზე და კაცობრიობის გენეტიკურ ფონდზე. ომში ორივე მხრიდან მონაწილე მეომართა უმრავლესობა ძლიერი გენეტიკის მატარებელი იყო. ბრძოლებში უამრავი ადამიანი იღუპებოდა, ისინი ვინც ბრძოლის ველზე კვდებოდა და მეორე, გადარჩენილი, ტყვედ ჩავარდნილი ნაწილი, რომელთაც ბრძოლის შემდეგ უმოწყალოდ ხოცავდნენ. ომის შემდეგ დამპყრობელი მოწინააღმდეგის ტერიტორიას ეუფლებოდა და მიტაცებულ მიწაზე ცოცხალს იმას ტოვებდა, ვისი მხრიდანაც დამპყრობლებს წინააღმდეგობის გაწევა და ძალის გამოყენების საშიშროება არ ემუქრებოდათ ეს ის კონტინგენტი იყო, ვინც მათ მოსამსახურედ გამოდგებოდა. ასე რომ მათი მხრიდან ცოცხალი, მხოლოდ სუსტი და ავადმყოფი პოპულაცია რჩებოდა.

ომებმა, ადამიანთა, ძლიერი, ახალგაზრდა და ჯანმრთელი ნაწილი იმსხვერპლა, ამ ფაქტმა უარყოფითი გავლენა იქონია კაცობრიობის გენეტიკურ ფონდზე.

ომების გარდა გენეტიკური ფონდის გაღარიბებაზე უარყოფითად საზოგადოებრივი პარადიგმები, და ტრადიციები მოქმედებს.

ადამიანთა გადარჩევის საკუთარ ხელოვნურ საშუალებას, სახელმწიფო და მასში გაბატონებული კანონები ქმნიან. ისინი მმართველი სისტემა, რომელიც მომხმარებლური მიზნებით არის მოტივირებული, ყურადღების კონცენტრაციას ისეთი კანონების შექმნაზე აკეთებს, ისეთ სისტემას ადგენენ რომელიც ადამიანთა შორის ყალბ განსხვავებას და მათ მხრიდან გაბატონებული კლასის სასარგებლო დამოკიდებულებას აწესებს. ყალიბდება სახელმწიფო სისტემა, სადაც სახეზეა სოციალური უთანასწორობა.

ასეთი მდგომარეობა ადამიანთა შორის შუღლს და ურთიერთ დაპირისპირებას იწვევს, ვითარდება მტრობა, შური, ზიზღი. ეს სიტუაცია დროში არ იცვლება რაც ადამიანებში იმედგაცრუებას და ნიჰილიზმს იწვევს. ასეთი კანონების დაწესებით ყველა სახელმწიფო ხელოვნური გადარჩევის საკუთარ სისტემას ქმნის. ამ მიმართულებით უმეტესად არასახარბიელო სურათი დაიკვირვება.

სახეზეა საზოგადოებრივ-ეკონომიური სისტემები, სადაც ადაპტირებას ძირითადად ის ინდივიდები ახერხებენ, ვისაც მოტყუება, ძარცვა გლეჯა, აგრესია შეუძლიათ. ასეთ სისტემებში იმარჯვებს ძალადობა და უსამართლობა. ამ პირობებში რთულდება არსებობა, რადგან გაბატონებული სისტემის მიერ დაკანონებულია, თავისუფლების შეზღუდვა, შესაძლებლობების შეზღუდვა, ცხოვრებისთვის საჭირო აუცილებელი პირობების არქონა, მოხმარებისთვის აუცილებელი ნივთებზე ფასების განუწყვეტელი ზრდა.

ფაქტია რომ სოციალურად გაჭირვებული და დაბალი შემოსავლის მქონე და ეკონომიურად არასტაბილური ოჯახები უფრო მრავლდებიან, ვიდრე შეძლებული ოჯახები. ადვილი გასაგებია, რომ ელემენტარული პირობების არმქონე ოჯახში უმთავრესად სუსტი გენეტიკის მქონე შთამომავლობა მიიღება. გასაგებია, რომ ასეთ პირობებში სუსტი და განუვითარებელი ადამიანების რაოდენობა დედამიწაზე საგრძნობლად გაიზრდება.

ხელოვნური გადარჩევისას, უხარისხო, განუვითარებელი ინდივიდების ჩამოყალიბებას ხელს ყველაზე მეტად საზოგადოებაში გაბატონებული პარადიგმები და შემდეგ მათგან წარმოებული ადამიანში ჩასახული არაცნობიერი მოდელები უწყობს, ეს ყველაზე სახიფათო იარაღია, რადგანაც ისინი განაპირობებენ ზემოთ ჩამოთვლილი უთანასწორობის და უსამართლობისთვის არსებობისთვის დროის გახანგრძლივებას. ადამიანზე მათ ზეგავლენას და სიძლიერეს. ეს სტეროტიპები მოქმედებენ ინდივიდის ქცევაზე მის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. ისინი თავის გავლენას და კვალს საზოგადოების ყველა სეგმენტზე ამჩნევენ. რაც უფრო ფარულია ასეთი სტანდარტების მავნე ზეგავლენა, რაც უფრო დამალულია მისი ნამდვილი არსი, მით უფრო ეფექტურია მისი უარყოფითი ზემოქმედება და შესაბამისად მით უფრო დიდი საფრთხის შემცველია იგი თითოეული ადამიანისთვის და ზოგადად მთელი საზოგადოებისთვის.

ეს გაბატონებული სტანდარტები, ადამიანის ქცევის, მისი არჩევანის და ზოგადად მისი მომავლის ძირითად მაპროვაცირებელ ფაქტორს წარმოადგენს. მათი ზემოქმედებით ხდება ადამიანის შემდგომი ინტელექტუალური თუ სულიერი ევოლუცია, ცხოვრებისეული კურსის არჩევა. მათზეა დამოკიდებული, თუ რა მიმართულებით და რა სიჩქარით მოხდება ადამიანის გარდაქმნა დადებითი ან უარყოფითი მიმართულებით.

ასეთი სტანდარტები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის სულიერ და გონებრივ მახასიათებლებზე და რაღა თქმა უნდა თავს იჩენს მისი ცხოვრებისეული არჩევანის გაკეთების დროს.

ამასთან ერთად, ნუ დავივიწყებთ, რომ სამყაროში ხელოვნური გადარჩევის პარალელურად, ბუნებრივი სელექციაც მოქმედებს. მას თავისი პირობები და კანონები გააჩნია. ამ კანონების მოქმედების მიზანია, თანდათანობით გააუმჯობესოს ადამიანის სახეობა, მისცეს რეაქცია სუბიექტის მხრიდან გარემოს მიმართ ჩადენილ დადებით თუ უარყოფით საქციელზე, ადეკვატური თუ არაადეკვატური მოქმედებაზე. ამ პროცესში ორი საბოლოო ალტერნატივაა. გადარჩენა, ან თანდათანობითი თვით ამორტიზაცია, რომელიც გარემომცველი სამყაროსა და მისი თანამოძმეთა მიმართ უსამართლო მოპყრობას მოჰყვება.

თეორიულად, თითოეული ინდივიდისთვის, საუკეთესო ის ცხოვრების კურსი უნდა იყოს, რომელსაც იგი ენდობა, თვით მან აღმოაჩინა დამოუკიდებლად. ეს იქნება მისთვის ოპტიმალური გზა, რათა მან თავის დასახულ მიზანს მიაღწიოს. ეს უნდა იყოს მისთვის განკუთვნილი საუკეთესო და უმოკლესი გზა. ამასთან ერთად თუ შესაძლებელია ადამიანმა წინასწარ უნდა იცოდეს რომ მისთვის ეს მიმართულება ყველაზე საუკეთესოა, სწორედ მას ესაჭიროება. ამ გზაზე განსაზღვრული უნდა იყოს გზის დასაწყისი და საბოლოო მიზანი, ნათელი უნდა იყოს ის იდეა, რომელიც ამ გზაზე იქნება მიღწეული. ასევე განსაზღვრული უნდა იქნას, რას ან ვის შეუძლია დაგეხმაროს ან ხელი შეგიშალოს დასახული მიზნის მიღწევაში.

თქვენს სამყაროში მცხოვრებ ადამიანთა უმრავლესობაში გავრცელებული და პოპულარულია პარადიგმა, რომ არსებული ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრის და მათი მოხსნის ერთადერთი და საუკეთესო საშუალება თანამედროვე მიღწევები და ახალი ტექნოლოგიებია. ეს უმთავრესად ტექნოკრატების მიერ გავრცელებული და დანერგილი პარადიგმაა, ტექნოკრატი ადამიანების ძირითადი ნიშანი მატერიალისტური მსოფლმხედველობაა, მათ არ სჯერათ ღმერთის და სულის არსებობა. ტექნოკრატი ინტელექტუალები, დღე და ღამე ურთიერთ კონკურენციასა მათზე დამთრგუნველი ზემოქმედების მქონე სისტემაში არიან ჩართულები,

მათი გაგება და ფილოსოფია განმარტავს, რომ კონკურენცია და კონკურენტ უნარიანობაა აუცილებელი პირობა, რათა საუკეთესო გზა მოინახოს გადარჩენისაკენ, რომ მხოლოდ ახალ ტექნოლოგიებს ძალუძთ ადამიანის ხსნა, მათთვის მისაღებია კონფორმიზმი და გაბატონებული სისტემის მიმართ ლოიალურობა. თუმცა ასეთი ფილოსოფია ვერ ეხმარება მათ უკმაყოფილობის გრძნობისა და სიმარტოვის განცდისგან განთავისუფლებაში.

ცხოვრების ამ მძიმე ბრძოლაში ასეთ ინდივიდებს მუდამ თან სდევთ წარუმატებლობის და ასაკის მატებასთან ერთად შემოპარული შრომისუნარიანობის დაკარგვის შიში. იგი მათში შფოთვას და შინაგან კონფლიქტს იწვევს. ასეთ რთულ პირობებს და მდგომარეობას ადამიანი ვერ უძლებს და ცდილობს ან სისტემას გაექცეს, ან საკუთარ შინაგან ტკივილებს. ამ მიზნით, იგი რაიმე დამაწყნარებელი საშუალების, ობიექტის ან სუბიექტის ძებნას იწყებს. შორს წასვლაც არ სჭირდება. ზოგი მკითხავს, ან ასტროლოგს მიაკითხავს, ზოგიც მისტიკოსს, მოძღვარს მიმართავს.

ასეთ ყოფაში ჩავარდნილი სუბიექტი, ცდილობს თავი ასეთი ცრუ “ექიმების” ზემოქმედებით შექმნილ, ხელოვნურ სამყაროს შეაფაროს, დაემორჩილოს მიწოდებულ რჩევებს, რომელიც გაამართლებს, მის კაპიტულაციას, მატერიალურ სამყაროში გამეფებული მახინჯი სტანდარტებისადმი ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის სურვილის არქონას.
ანანდა
რა ეშველება კაცობრიობას, რომელსაც ჯერაც ვერ მოუწყვია ნორმალური, ადამიანისთვის საკადრისი ცხოვრება, რატომ არსებობს ეს ყველაფერი? რისთვის ცოცხლობს ადამიანი? მხოლოდ იმისთვის გავჩნდით, რომ ვიომოთ, ვიბრძოლოთ, შვილები ვზარდოთ და მერე დავიხოცოთ? ესაა მთელი ცხოვრება? რაშია სიცოცხლის აზრი? ნუთუ ასე რთულია მისი გაგება? იქნებ ეს ღმერთის საიდუმლოა?

უცხოპლანეტელი ჩემს კითხვებს ყურადღებით ისმენდა, თუმცა სახეზე ვერანაირი ემოცია ვერ შევამჩნიე. ცოტა ხანში თქვა:

- ადამიანს დიდი დრო სჭირდება, სანამ თავისი ნამდვილ ბუნების შეიცნობს. იგი გაჩენის დღიდანვე არსებობისთვის იბრძვის, საუკუნეები ესაჭიროება იმას, რომ პირველყოფილმა ადამიანმა კაციჭამია ცხოველებისა და არანაკლებად საშიში თავისი მსგავსი არსებებისაგან თავი დაიხსნას.

ხოლო მას შემდეგ, რაც იგი ამ საფრთხისგან თავისუფლდება და ევოლუციის ახალ ეტაპზე გადადის, სხვა პრობლემები დგება მის წინაშე. იმის მაგივრად რომ სულიერად გაიზარდოს და შემოქმედებითად იღვაწოს, მთელი ენერგიას საკუთარი ტალანტის და შესაძლებლობების განვითარებას ახმარს. ამ მიზნით, იგი არა მხოლოდ თანამოძმეების ჩაგვრას, მათ ფიზიკურ განადგურებასაც არ ერიდება.

მეცნიერული აღმოჩენების უდიდესი ნაწილი, უმთავრესად ენერგეტიკული პრობლემების გადაჭრას ხმარდება და არა ცხოვრების სულიერი დონის ამაღლებას,

ტექნიკური მიღწევები, კი მხოლოდ გასაყიდი ნივთის ხარისხის ამაღლებისთვის და მოსამსახურე ინფრასტრუქტურის დასახვეწად გამოიყენება.

თქვენი ცივილიზაციის დიდი მინუსი, მოკლე მეხსიერებაა! ყველა ადრინდელი ისტორიული გამოცდილების დავიწყებას ცდილობს, მაგრამ ვერავინ ვერ წაიწევს წინ, თუ წარსულში დაშვებულ შეცდომებს არ გაითვალისწინებს და არ გამოასწორებს!

დედამიწის ცივილიზაციის განვითარების მოტივებია: ეგოცენტრიზმი, შური, ძალაუფლებისკენ სწრაფვა, პატივმოყვარეობა, ჩაკეტილობა და სხვისი დისკრიმინაცია.

სულ ტყუილად ფიქრობთ, რომ ადამიანი ერთადერთი ინტელექტუალური ქმნილებაა სამყაროში, რომ ყველაფერი თქვენს ირგვლივ ბრუნავს, რომ ადამიანი ღმერთის მსგავსადაა შექმნილი და მას განვიტარებისთვის არაფერი აღარ სჭირდება.

ისეთი ქედმაღალნი გახდით, რომ არანაირ შესწორებას აღარ ექვემდებარებით, ისე იქცევით, თითქოს მთელი სამყაროს უნივერსალური ცოდნა, თქვენს ხელშია. დედამიწის ეკოსისტემა, კი მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ საკუთარი ეგოისტური მიზნებისთვის, უაზროდ გააჩანაგოთ. იმასაც ბედავთ, რომ უგუნურად გაიძახით, ერთადერთი უნიკალური არსებები ვართ, უსასრულო კოსმოსშიო. თითქოს ღმერთის გწამთ და გგონიათ რომ ყველაფერ იმას, რასაც ჩადით, ეკოსისტემის გაჩანაგებიდან დაწყებული, თანამოძმეების ჩაგვრით დამთავრებული, მხოლოდ მონანიების აქტით დაიხსნით თავს!? ან რით გინდათ გაამართლოთ ასეთი სისასტიკე, სიცოცხლის შენარჩუნების მოტივებით? თუ უმრავლესობის კეთილდღეობის მიზნით გადადგმული “კეთილი ნაბიჯებით”

ეს მორიგი მოხერხებული ტრიუკია თქვენი მხრიდან! კაცობრიობამ თავისი არასრულფასოვნების და აგრესიულობის შესანიღბავად უამრავი ცრუ იდეა შექმნა!

ადამიანები, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ, არ თანაუგრძნობენ, არა თუ უცხოს, არამედ მოყვასსაც!

ჯერ კიდევ პირველყოფილი ადამიანის ცხოვრება, იმ პრინციპით ვითარდებოდა, რომ არა მარტო საკუთარი თავი, არამედ მთელი კოლექტივი დაეცვა.

ადამიანის ინსტინქტი, ინდივიდს, ჯერ გადარჩენისკენ, შემდეგ კი საბოლოო უკვდავებისკენ უბიძგებს. ინსტინქტური ბრძანებების ნაკრები, რომელიც ადამიანის გენშია ჩაწერილი, დროში არ იცვლება, იგი მუდმივად ერთი და იგივეს იმეორებს!

პრიმიტიული ადამიანები, შინაგანი ხმის მოსმენას და შესაბამისად ქცევების კორექტირებას ახერხებდნენ, ეს კი ბუნებრივი, ჰარმონიული განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა.

ბუნება, ადამიანთან ყოველთვის თანამშრომლობს. ცხოვრებისეული პრობლემების გადაწყვეტის მომენტში, იგი მის სასიცოცხლო ძალებს ააქტიურებს, დაშვებული შეცდომებით გამოწვეული დისბალანსის აღდგენას ცდილობს, მაგრამ თანამედროვე ადამიანი ამას ვერ აცნობიერებს და შეცდომას შეცდომაზე უშვებს.

ამ ფაქტორის გახშირებამ, თავდაცვის ეს მექანიზმი მწყობრიდან გამოიყვანა.

ადამიანმა, თავი ბუნების მბრძანებლად წარმოიდგინა და ყველაფრის თავის ჭკუაზე გადაკეთება დაისახა მიზნად. ბუნებრივი განვითარების პროცესებში იგი უხეშად ჩარია.

ძალის დომინირებამ და უგუნურმა ექსპერიმენტებმა, კარგი არაფერი მოგცათ, რადგან უამრავი ხელოვნური ამაჩქარებელი აგენტის, ბუნებრივი განვითარების პროცესში ჩართვამ, ცუდი შედეგები მოიტანა.

ინტელექტის განვითარება, გაბატონებულმა სისტემამ თავის სასარგებლოდ გამოიყენა და საჯაროდ დაიწყო საკუთარი ძალის დემონსტრირება, ინტელექტუალური მიღწევები მან საბრძოლო საშუალების დახვეწისკენ მიმართა, რითაც მან გაიადვილა ხალხთა ჩაგვრა და დამონებული მასის საკუთარი მიზნისთვის გამოყენება.

გაბატონებულმა სისტემამ, ამ ქცევის გასამართლებლად ახალი მოტივატორების დანერგვა და გავრცელება დაიწყო. პოპულარული გახდა აზრი, რომ განვითარების სტიმული, მხოლოდ თავისუფალი კონკურენციაა. იდეური უთანხმოების გადაჭრის საშუალებად კი მხოლოდ ომი დარჩა, რადგან თავის დროზე დაპირისპირებულ მხარეთა შორის აზრთა გაცვლის სიტყვიერი ფორმა, იგნორირებულ იქნა.

ეს ყველაფერი, გაბატონებულ სისტემას აწყობდა, რათა ომის პროპაგანდა გაეჩაღებინა და ამ ხერხით იარაღის შექმნა და მისი ყიდვა გაყიდვა ხელოვნურად გაეზარდა.

ასე და ამგვარად დედამიწაზე დაიწყო, ე.წ. „გამალებული შეიარაღების“ ხანა! დასანანია, მაგრამ ეს ფაქტია!

კაცობრიობა საკუთარ დაგებულ მახეში გაება. იგი მოჯადოებულ წრეზე მოძრაობს. ხან ერთ, ხან მეორე ცდაზე, ჯიუტად ცდილობს ამ ხაფანგიდან თავის დაღწევას, მაგრამ ამაოდ. შედეგი სავალალოა. ასე გაგრძელდება უსასრულოდ, ვიდრე ხალხი არ დაინახავს დაშვებულ შეცდომებს და მოძრაობის მარშრუტს არ შეცვლის.

რაც დრო გადის, ეს ყველაფერი, ერთ დიდ აბსურდის თეატრს ემსგავსება. ადამიანს დღითი დღე ეკარგება რეალობის ადეკვატური აღქმის უნარი. შესაბამისად მისთვის ცხოვრება რთული და უსიამოვნო გამოცანა ხდება!

- ჩარლი, როგორ გგონია, რატომ არსებობენ სამყაროში გონიერი არსებები?

კითხვამ საგონებელში ჩამაგდო, პასუხს ვერა და ვერ მოვუყარე თავი.

ისევ გოდარმა გააგრძელა:

- სიცოცხლე საიდუმლოა მათთვის, ვისაც არ ძალუძს არსებობის ფაქტის რეალობად აღქმა, და ჩაფიქრება იმაზე, რატომ არსებობს სიცოცხლე და ბოლოს და ბოლოს ვინ შეგვქმნა ჩვენ!

თუ ჩვენ გამოვალთ იმ იდეიდან, რომ ადამიანი ღმერთმა შექმნა, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ამ აქტისთვის ღმერთს, საკუთარი განზრახვა, მოქმედებათა განხორციელების ლოგიკური ჯაჭვი და კარგად განსაზღვრული მიზანი უნდა ჰქონოდა.

თუ არსებობს მიზანი, მას თან უნდა ახლდეს მიზნის მიღწევის გეგმა.

სადაც განზრახვა და მიზანდასახულობაა, იქვეა, წარმოდგენა, ფიქრი, განსჯა და აზროვნება.

თუ ჩვენ ამას დავუშვებთ, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღმერთი, ფიქრობს, (აქვს ფსიქიკური პროცესების წარმოქმნის უნარი) და გააჩნია, შესაბამისი მოტივები, განზრახვები, ნება-სურვილები, ინტერესები, მიზნები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იგი არა არის ყოვლისმცოდნე.

ყოვლისმცოდნეობა ნიშნავს: ყველაფერი იცოდე, წარსულში, აწმყოში და მომავალში განორციელებულ, თუ განსახორციელებელ ხდომილებებზე.

თუ ამ მაორგანიზებელ ძალას, იმისთვის, რომ იმოქმედოს, აზროვნება სჭირდება, მაშინ იგი კორელაციაში უნდა იყოს იმ საგნებთან, რომელზეც ზემოქმედებს.

ასევე, თუ ჩავთვლით, რომ ამავე ძალამ შექმნა სამყარო და სიცოცხლე, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს განვითარების რაღაც ეტაპია.

მაგრამ აქვე შეგვიძლია დავსვათ კითხვა, თუ მისი ძალაუფლება ყველაფერს სწვდება და მას ყველაფერი ძალუძს მაშინ, რატომ თავიდანვე არ შექმნა ისეთი პირობები, რომ ყველა ადამიანი იდეალური ყოფილიყო. ყველას იდეალური და ჰარმონიზირებულ გარემოში ეცხოვრა?

ფაქტია, რომ ეს ასე არ არის! სახეზეა არასრულყოფილი ადამიანების სიმრავლე.

თუ ვიტყვით, რომ ადამიანის არასრულყოფილება მისივე თავისუფალი ნების ბრალია, ეს ღმერთის მიმართ არაკორექტული იქნება, ანუ იგი ჯერ გვაძლევს თავისუფალ ნებას და მერე ცდას ატარებს: აბა დავუშვებთ თუ არა თავისუფალი ნების გამო შეცდომას.

მან ვინც შეგვქმნა, ისიც უნდა სცოდნოდა, როგორი ვიქნებოდით, ამა თუ იმ სიტუაციაში, დავუშვებდით შეცდომებს თუ არა. ყოვლისმცოდნე შემოქმედს ყველაფერი წინასწარ უნდა გაეთვალა, უნდა სცოდნოდა, ასეთ მძიმე პირობებში გავუძლებდით, თუ არა ცდუნებას, გადავრჩებოდით, თუ დავიღუპებოდით. ყოვლისმცოდნე შემოქმედმა, ისაც წინასწარ უნდა იცოდეს, მიაღწევს სასურველ მიზანს, თუ ვერა.

შემქმნელმა, ხომ ყველაზე უკეთესად იცის ქმნილების დადებითი და უარყოფითი მხარეები, მისი ყველა ნაბიჯი შემოქმედს გათვლილი უნდა ჰქონდეს. ყოვლისმცოდნემ ისიც უნდა იცოდეს, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სხვადასხვა სიტუაციაში მისი ქმნილება. . .

ძნელია იმის გაგება, რომ შემოქმედს, რომელსაც ძალუძს არაფრისგან შექმნას უსასრულო კოსმოსი, არ შეუძლია მართოს ადამიანი ისე, როგორც საჭიროა მისი მიზნის მისაღწევად?

რატომ არ შეუძლია მას ადამიანი ისეთი შექმნას, რომ მან შეცდომაც არ დაუშვას და ამავე დროს ჰქონდეს თავისუფალი ნება?

ან რატომ არ შეუძლია ღმერთს, წინასწარ ჰქონდეს გაწერილი ნებისმიერი არსების მოქმედება დროის ნებისმიერ მომენტში?

იმ შემთხვევაში, თუ ვიტყვით, რომ ეს თვისება შემოქმედს არ გააჩნია, მაშინ მას ავტომატურად ეკარგება უნარი ადეკვატური რეაქცია მოახდინოს წარსულ ცოდვებზე, ან ზუსტად იწინასწარმეტყველოს, თუ რას მოიმოქმედებს სუბიექტი მომავალში.

ღმერთი რომელსაც არ ექნება ყოვლისმცოდნეობის უნარი რა თქმა უნდა ვერ შეძლებს ჩაერიოს ადამიანის ქცევაში და წინასწარ დააზღვიოს იგი შეცდომის დაშვებისგან.

ასეთი შემოქმედს, ადამიანთა უმრავლესობის თვალში დაეკარგება უფლებამოსილება, რადგან მათთვის, იგი ვერ ჩაითვლება უმაღლეს ინსტანციად.

რაც შეეხება თავისუფალ ნებას, აქ გვაქვს ორი ალტერნატივა, პირველ შემთხვევაში ადამიანს გააჩნია უფლება თვითონ აირჩიოს თავისი საქციელი, ანუ მოიქცეს ისე როგორც სურს. ოღონდ მხოლოდ თეორიულად, რადგან ყოვლისმცოდნეს უკვე წინასწარ ეცოდინება, თუ ვინ რას და როგორ მოიმოქმედებს და შეეძლება პირდაპირ ჩაერიოს ადამიანის ნებისმიერ ქცევაში. აქ უკვე ვაწყდებით გართულებას, კერძოდ იმას, რომ თავისუფალი ნება ქრება.

სახეზეა აბსურდული სიტუაცია, როცა შემოქმედს შეუძლია შეუზღდოს საკუთარ ქმნილებას თავისუფალი არჩევანის უფლება და ამის მიუხედავად, მაინც ვერ ახერხებს მის დამორჩილებას.

თუ ღმერთმა წინასწარ იცის ყველაფერი (თუ იგი ყოვლისმცოდნეა) და ამ პირობებში, ადამიანი მაინც ვერ იქცევა ისე როგორც ღმერთს სურს, უშვებს შეცდომებს, მაშინ ნებისმიერი ინდივიდის საქციელის, მტყუან მართლის, სიკეთის ან ბოროტების კონცეფციით მიდგომა არამართებული იქნება, რადგან ამ შემთხვევაში შეცდომების დაშვება მარტო სუბიექტის მიზეზით არ ხდება, არამედ იმ ძალის მიზეზითაც, რომელსაც თქვენ ღმერთს ეძახით.

ანუ თუ იმ პოზიციას მივიღებთ რომ ღმერთი ყოვლისმცოდნეა, მაშინ რომ შემოქმედმაც უნდა გაიზიაროს თვისი შექმნილის მიერ დაშვებული შეცდომის პასუხისმგებლობა.

სხვანაირად რომ ვთქვათ, თუ ადამიანის მიერ ჩადენილი არასწორი საქციელი, ან დაშვებული შეცდომა, მხოლოდ მისი მიზეზით არ ხდება, თუ ღმერთმა იცოდა, რა შეძლება ჩაედინა მის შექმნილს, წინასწარ საქმის კურსში იყო, რას გააკეთებდა ნებისმიერი ადამიანი, დაბადებიდან სიკვდილამდე, მაშინ აზრს კარგავს მისი დასჯა ან წახალისება. უფრო მეტიც, სუბიექტის მიერ ნებისმიერი არასწორი ქცევის, ბოროტების ჩადენის შემთხვევაში, ღმერთი ამ საქციელის თანამონაწილე ხდება.

თუ შემოქმედი ყოვლისმცოდნეა, მაშინ მას შეუძლია წინასწარ იცოდეს რას გადაწყვეტილებას მიიღებს ადამიანი ამა თუ იმ სიტუაციაში პირდაპირ იმოქმედოს მასზე და იგი შეცდომებისაგან დააზღვიოს.

თუ ეს მართლაც ასეა და ამ თვისების მიუხედავად, შემოქმედი მაინც ვერ იმორჩილებს თავის შექმნილს, მაშინ ლოგიკიურად მივდივართ შემდეგ შეხედულებამდე:

1. ღმერთის კონცეფცია ტყუილია;
2. ღმერთმა ადამიანის შექმნაში შეცდომები დაუშვა;
3. იგი არ არის ყოვლისმცოდნე და ეს მის შესაძლებლობებში არ შედის;

უნდა მიიღოთ სხვა იდეა, რომ ჩვენ–ადამიანები, აზროვნების და ფიქრის მერე მიღებული გადაწყვეტილების შედეგი არ ვართ!

”ღრმა” არ ფიქრობს, იგი მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვის ანალიზით, ან დანაკარგის და მოგების მიხედვით არ მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას, რაიმე ქცევის, ან მოქმედების განხორციელებისთვის ფსიქიკური პროცესები არ სჭირდება.

ჩვენ, უსასრულო სამყაროში მოქმედი, იმ კომპლექსური ძალების შემადგენელ ნაწილს წარმოვადგენთ, რომელიც მუდმივ ზრდაშია.

ყველა გონიერი არსება, უსასრულო სამყაროში მიმდინარე ევოლუციური პროცესის ნაწილია და ამ ევოლუციას აქვს მიზანი.

იმის მიუხედავად, რომ ადამიანები ამ ზრდის პროცესის ნაწილი ვართ, გვაქვს სრული თავისუფლება, დამოუკიდებლად ვიმოქმედოთ კოსმოსის არენაზე.

უკვე ვთქვი, რომ ძალა, რომელსაც ჩვენ “ღრმა”-ს ვეძახით, განზრახვების, ფიქრის და გადაწყვეტილების მიღების შედეგად არ მოქმედებს.

განვითარება, საერთო პირობების, თანდათანობითი გაუმჯობესების პრინციპით ხორციელდება. ეს კურსი, არ იცვლება დროსა და სივრცეში, იგი შეიძლება წარმოვიდგინოთ კოსმიური ძალის (ღმერთის) თვით დამკვიდრების პროცესი, რომელიც რამოდენიმე სტადიად იყოფა.

თითოეული ადამიანი თავისუფალია საკუთარ არჩევანში. თუ როგორ მოიქცევა იგი, სწორედ თუ მრუდედ, ეს მისი უზენაესი უფლებაა. მისი საქციელი განიხილება, საერთო, ან ინდივიდუალური. ადგილობრივი, ან უნივერსალური პირობების მიხედვით.

“ღრმა”-მ (როგორც ჩვენ ვუწოდებთ ღმერთს), სამყაროსა და ადამიანის შექმნის შემდეგკი არ დაიწყო ფუნქციონირება. იგი ყოველთვის წარმოადგენდა და წარმოადგენს კანონთა ნაკრებს, რომელიც კოსმოსში სიცოცხლის გენერირებას ახდენს. ყოველი არსება აღჭურვილია სასიცოცხლო მოცემულობებით. მათ შორის კი მხოლოდ ადამიანს კი აქვს შანსი არა მარტო გადარჩეს და იარსებოს, არამედ გააცნობიეროს, რომ მისი სიცოცხლის მიზეზი, გონიერი საწყისია.

თუ ვიტყვით, რომ “ღრმა”, მხოლოდ ბიძგებს იძლევა პროგრესის მიმართულებით და იგი არაა ყოვლისმცოდნე !

რა თქმა უნდა ძნელი იქნება ადამიანისთვის ამ იდეის მიღება, რადგან იგი თავს მიტოვებულად და მარტოსულად იგრძნობს.

ღმერთის თქვენეული კონცეფცია, მხოლოდ დარდების და ტკივილების გასაქარვებლად გამოდგება. ადამიანებმა ისეთი ღმერთის სახე შექმნეს, როგორიც დარდისა და წუხილის გამზიარებელ, ნუგეშისმცემელ პიროვნებას ექნებოდა.

ასე რომ, მათთვის, ღმერთთან ურთიერთობის განსხვავებული ფორმა მიუღებელი იქნება.

იმის გამო, რომ ადამიანი სახიფათო გარემოს და შინაგანი სიმარტოვით გამოწვეულ ტკივილებს ვერ უმკლავდება, მან „საკუთარი ღმერთის“ იდეა შეიმუშავა, ფიქრობს, რომ ამ ქვეყანაზე მიღებული ტანჯვის სანაცვლოდ იგი სამოთხეში დასაჩუქრდება.

ადამიანთა მორწმუნე ნაწილი ყოველდღე ელოდება ღმერთის ჩარევას მის ყოფაში და სჯერა, რომ მისი ცხოვრება, მხოლოდ ასე გამოსწორდება.

ასეთი პოზიცია რა თქმა უნდა შეცდომაა! ევოლუციის გრძელ და რთულ გზაზე დაკარგულმა კაცობრიობამ, მითებისა და კერპების სამყარო შექმნა, რათა არ მოახდინოს რეაქცია იმ მიზეზებზე, რომელიც მას თრგუნავს, თან როგორმე გაამართლოს თავისი უმოქმედობა. ამ იდილიურმა კონცეფციამ, გარკვეულად შეამსუბუქა ადამიანთა ტანჯვა და ტკივილი, და გაალამაზა სიცოცხლე. მაგრამ ეს ილუზიაა..

გადის დრო, შეცდომას, შეცდომა მოსდევს, ადამიანი უფრო და უფრო სცილდება რეალობას, მან თითქმის დაკარგა, შემეცნების, გრძნობათა სიძლიერის, ბუნების და ინტელექტუალური სილამაზის დანახვის უნარი,

ადამიანის სახეობა ერთადერთია ცოცხალ არსებებს შორის, ვისაც ძალუძს სილამაზის სხვადასხვა რიგის გამოვლინებების აღქმა. ამ გრძნობებს ხომ არა აქვთ არანაირი საზღვრები.

სიცოცხლე თავისი არსით სიყვარულის აქტთან არის დაკავშირებული, ეს ის ღრმა გრძნობაა, რომელიც ადამიანსა და ცხოველს შორის ზღვარს სდებს

“ღრმა” ანუ ღმერთი, არ წარმოადგენს არსებას, იგი მიზეზია სიცოცხლის წარმოქმნისა და მისი სინთეზისა, იგი კოსმოსის ევოლუციის და ტრანსფორმაციის მაგენერირებელი, დაუსრულებელი ძალაა, იგი პროგრესისა და სრულყოფილებისაკენ მიმართული დინამიკური იმპულსია,.

“ღრმა” ერთი შეხედვით შეიძლება ინერტულად და ცივად მოგეჩვენოთ, თითქოს მას არ უნდა აინტერესებდეს ჩვენი ქცევა, თითქოს იგი ძალიან შორსაა ჩვენგან.

არა! იგი წყაროა, იმ მიღწევების და სულისკვეთებისა, რაც ასაზრდოებს ადამიანის აღმაფრენას, შემოქმედების, პიროვნების თავისუფლების, სიყვარულისა და ღირსეული სიცოცხლისაკენ.

“ღრმა”, მკაფიო და განსაზღვრული მიზნის მქონე ძალაა, მისი მიზანია გაიზარდოს, გამრავლდეს და უსასრულოდ გაფართოვდეს კოსმოსში. მისი მოქმედება, არ არის ფიქრის და აზროვნების შედეგი. ყველაფერი, თვით მისი ბუნების, ხასიათის გამოვლინებაა.

ღრმა ძალაა, რომელიც ამოძრავებს ცხოველებს, სიცოცხლის შენარჩუნებისთვის იბრძოლონ, იგი შინაგანი ხმაა, რომელიც აიძულებს ადამიანებს შორ მანძილზე იმოგზაურონ, მოძებნონ თანასწორი მოპირდაპირე სქესის ადამიანი და შინაგანი კმაყოფილების განცდა მიიღონ, იგრძნონ სიყვარულის ზემოქმედება, მისი სინაზე და უბრალო მოფერებით გამოწვეული სიხარული. იგი მოყვასის მიმართ თანალმობის განცდაა. ყველა ამ უნარებში და გრძნობებში, მისი მოქმედება უნდა დავინახოთ,

იგი ყველა ჩვენგანში ვლინდება, მაშინ როცა შინაგანი თვით მართვის ორგანოსთან (სინდისთან) ვურთიერთობთ. როცა ჩვენ ვწყვეტთ მსჯელობას, ფიქრს და ვქმნით ინტუიციურ არხს.

თქვენ ჯერ კიდევ არ იცით, რა შეგიძლიათ! ვერ მონახეთ შინაგანი რესურსი და საშუალება, არ იცით, თუ რა ურთიერთობა უნდა გქონდეთ ღმერთთან. რომელიც ისეთივე ძველია, როგორც კოსმოსი, და იმავე დროს ახალგაზრდაა, ყოველი ახალი დაბადებით.

მას ვერაფერი ვერ შეედრება, ვერც დრო ვერც რაიმე სხვა ძალა მასზე ვერ მოქმედებს, სამაგიეროდ მისი მოქმედება და სამყაროს გაფართოება უკვე თქვენთვისაც ფაქტია.

თქვენს სამყაროში, ღმერთი ასოცირდება სიკეთესთან, ეშმაკი კი ბოროტებასთან. ასეთი მარტივი განმარტებები, მათ მოიგონეს, ვისაც გართულებებისგან თავი არიდება სურდა.

უნდა ითქვას, რომ თუ სამყაროს წარმოქმნის ავტორი, ან ინსპირატორი ღმერთია, მაშინ ეშმაკის წარმოქმნაც იგივე მიზეზით მოხდებოდა.

სიკეთე და ბოროტება ურთიერთ საწინააღმდეგო, ანტაგონისტური ძალებია.. ორივე აგენტის თანაარსებობა საფუძვლიანი მიზეზითაა გამოწვეული, მათი არსებობა აუცილებელია, რათა მოხდეს ევოლუციური პროცესის განსაზღვრულობა და დაჩქარდეს პროგრესი.

როგორც ეშმაკის, ასევე ბოროტების არსებობა, აუცილებლობითაა განპირობებული. ეშმაკი არსებობს, არა როგორც სამყაროსგან დამოუკიდებელი რომელიმე ინდივიდუალური სუბიექტი და პიროვნება, რომელიც დროის სვლას არ ემორჩილება. არამედ იგი შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც ღმერთის ახალდაბადებული ნაწილი, მისი გაგრძელება.

ტრადიციული, რელიგიური წარმოდგენებით, ეშმაკი, ღმერთის მოწინააღმდეგე, დაცემული ანგელოზი, ანუ ლუციფერია, რომელიც აჯანყდა. ასეთი შეხედულების სფუძველზე უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთმა მისი შექმნით, ან საბედისწერო შეცდომა დაუშვა, ან უცოდინრობით მოუვიდა, ვერ გათვალა ეს ანგელოზი როგორ მოიქცეოდა. ასეთი წარმოდგენა, რა თქმა უნდა სრული აბსურდი და უგუნურებაა.

ღმერთი უნდა მოქმედებდეს ყველა მიმართულებით, მაგრამ მას არ შეუძლია იყოს უნივერსალური ცნობიერება და იგი ვერ იქნება ცალმხრივი. სისულელეა ვიფიქროთ, რომ კარგი შედეგი მოაქვს, მხოლოდ სიკეთეს, ხოლო ცუდი, კი მხოლოდ ბოროტებას. პოლარულობა, სამყაროს უნივერსალური პირობაა. იგი არსებული რეალობის ორი მხარეა. შავი-თეთრი ფერის საწინააღმდეგოა! თუმცა თეთრი სხივი, მხოლოდ სხვა ფერის სინათლის სხივების შეკრებით მიიღება. მაგნიტს აქვს დადებითი და უარყოფითი პოლუსები, თუმცა ორივე ერთი და იგივე მასის შემადგენელი ნაწილებია. ყველაფერს აქვს თეზა და ანტითეზა, რომელიც ერთი მთელის ნაწილებად მოიაზრება. ბოროტება არსებობს, როგორც განუვითარებლობის, პრიმიტიულობის, გამოვლინება, ან რეაქცია. სიკეთე, კი განვითარებული, რთული სისტემების, ხარსხოვნების თვისებაა, იგი სრულყოფილებაა, რომელიც სამყაროს კანონებთან ჰარმონიულ თანაარსებობაში გამოიხატება.

სამყაროს განვითარება, მისი პროგრესისკენ სვლა, კონფლიქტური ძალების ურთიერთქმედების შედეგია.

ძნელია გაიგო სინათლის ბუნება, თუ მისი სიბნელესთან დაპირისპირება არ მოახდინე, ვერ გახდები კარგი, თუ შენში პრიმიტივიზმი, უგუნურება და ბოროტება არ გადალახე.

განვითარება შეუძლებელია წინააღმდეგობების გარეშე, თუ არ იქნებოდა სიკეთე და ბოროტება, პრიმიტიულობა და სირთულე, დეგრადაცია და წინსვლა, ქაოსი და წესრიგი, ღმერთი ვერ შეძლებდა სიცოცხლის გაჩენას და მის სრულყოფას. ვერ შედგებოდა ევოლუცია.


ანანდა
“ღრმა” გვევლინება, როგორც კოსმიური ევოლუციის ავტორი!

კოსმოსში ავარიული სიტუაციებიც ხდება, სახეზეა სრულყოფილებაც და განუვითარებლობაც. ორივე აგენტის არსებობა აუცილებლობითაა გამოწვეული. კოსმოსში ყველაფერი დინამიკაშია, დინამიკას, კი სიკეთეც სჭირდება და ბოროტებაც.

ღმერთი, ენერგიის წარმოქმნის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს, მის გარეშე არაფერი არ იარსებებდა! იგი ცოცხალი და არაცოცხალი სამყაროს, ენერგიით აღმჭურველი გენერატორია, მასში შემავალი ელემენტების ურთიერთქმედებით, ტრანსფორმაციით და ადაპტაციით, მრუდე თუ სწორი ქმედებებით, დამარცხებით თუ გამარჯვებით, ხდება მატერიის მოძრაობა და ევოლუცია.

ღრმა, ვლინდება მატერიაში. იგი ყველა იმ ელემენტში აქტიურობს. რომლისგანაც მთელი სამყაროა აგებული.

სიცოცხლე გვევლინება, როგორც ცნობიერი მოქმედების აქტი, იგი უსასრულოდ მეორდება. არსებობს უსასრულო კოსმოსი, უსასრულო სამყაროებით, გალაქტიკებით, სისტემებით, ცოცხალი არსებებით. ეს ყველაფერი ერთად ძნელი წარმოსადგენია. ხოლო თვით ამ უსასრულო ორგანიზმში არსებული, „ღრმას“ არსებობა, მისი წარმოქმნის ისტორია, ახსნას არ ექვემდებარება. იგი ყოველთვის არსებობდა და მუდმივად იარსებებს გვინდა ეს ჩვენ, თუ არა.

მისი არსებობა ლოგიკურად უნდა განვსაჯოთ, თუ ვეთანხმებით იმას, რომ სამყარო შექმნილია და მისაღებია ისაც, რომ სამყაროში მოქმედებს, ენერგიის მუდმივობის, გრავიტაციის, სიცოცხლის, ევოლუციის და სხვა ბრძნული კანონები, მაშინ უნდა გავაცნობიეროდ ისიც, რომ ნებისმიერ კანონს, თან უნდა სდევდეს მაორგანიზებელი აგენტი, ძალა. რომლის საშუალებითაც, მატერიის სტრუქტურებში ინფორმაციის დაფიქსირება ხდება. მაგალითად: როგორც იწერება ინფორმაცია გენში, ან როგორც იგება ატომის სტრუქტურა, ისე რომ ელექტრული მუხტი გადაეცემა ელექტრონს.

როგორც უკვე აღვნიშნე, ყველაფერი ეს, ფიქრისა და განსჯის შედეგად კი არ ხდება, როგორც თქვენ გგონიათ, არამედ იგი შედეგია დიფერენცირებული პროცესისა, რომელიც უხსოვარი დროიდან მოქმედებს, როგორც უცვლელი ალგორითმი, ავტომატური იმპულსი.

“ღრმა” ასევე მოქმედებს, როგორც მატერიალურ სამყაროსა და მასში მიმდინარე გარდაქმნებს შორის შუამავალი, ყველა ის, ვინც ამ შუამავლის ნებას დაემორჩილება, ჩამოყალიბების გზაზე ბევრი სიურპრიზი ელის. ღმერთს არ სჭირდება თაყვანისცემა, იგი გვევლინება როგორც სიცოცხლის საზრისი და წყარო, რომელიც გონიერმა არსებებმა თვითონ უნდა შეიმეცნონ.

ჩვენი ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს, მისი განუწყვეტელი მოქმედების ხასიათი სრულად დავინახოთ.

უსასრულო სამყაროები ისე თანაარსებობენ, რომ ერთმანეთის განვითარებაში არ ერევიან. ის რაც კვდება შეიძლება ისევ აღდგეს. ადამიანში ღრმა მასზე ფიქრის დროს ვლინდება, იმის შემეცნებით თუ როგორია მის მიერ წარმოქმნილი სამყაროები.

ყველაფერი უწყვეტ ტრანსფორმაციას განიცდის, არ არსებობს საგანი, რომელსაც შეუძლია სტატიკურ წონასწორობაში დარჩეს, ნებისმიერი სტატიკურობა ირღვევა განუწყვეტელი ზემოქმედებით მანამ, სანამ იგი ორგანიზებულ დინამიკურ წონასწორობაში არ მოვა, ამ მდგომარეობის მიღწევაა ღმერთის საბოლოო მიზანი!

ამ ინფორმაციამ დამთრგუნა და საგონებელში ჩამაგდო. ყოველ ჩვენგანს ერთი წუთით მაინც უფიქრია შემოქმედზე, კაცობრიობის განვითარების მანძილზე ღმერთის რწმენა მიზეზთა გამო, ხან იზრდებოდა ხან მცირდებოდა, თუმცა ყოველთვის უკავშირდებოდა ადამიანსა და საზოგადოებას.

ამ ცოდნის მიღება ძალიან გამიჭირდა.

გოდარი წუთით შეჩერდა და მკითხა,

- რას გრძნობ ამ წუთას?

- პასუხი ვერ გავეცი

- თვალები დახუჭე, მოდუნდი და კარგად ჩაუკვირდი შენ შინაგან მე-ს, იგრძნობ უსიამოვნებას, რომელიც შენი მე-ს მაკონტროლებელი ორგანოს რეაქციაა, ეს არის ტკივილი, რომელიც დისკომფორტს გიქმნის და გთხოვს გამაღიზიანებელი აგენტის მოცილებას, ანუ გთხოვს სულიერ კომფორტს. ეს ინსტრუმენტი ყველა ადამიანშია, მაგრამ მისი ხმის გაგება ბევრს არ ძალუძს. ეს აუცილებელი ტკივილი სხვადასხვა ინტენსივობისაა და განსხვავებულ სიტუაციებში იცვლება. მისი აქტივობა, ძირითადად რაიმე საქციელის ჩადენის შემდეგ შეინიშნება, იგი სიკეთესა და ბოროტების გზაზე, ცუდისა და კარგის გარჩევის საშუალებად გვევლინება. მისი არსებობით, ადამიანში ზნეობა ყალიბდება.

– უნდა გითხრა, რომ თქვენეული განმარტებები და წარმოდგენები სიკეთეზე და ბოროტებაზე, მცდარია!

სამყაროში ორი მოცემულობაა: უწყვეტობა და კვდომა. პროცესები ევოლუციური განვითარების კანონთა ჯაჭვით კონტროლდება, თუ ადამიანი, საზოგადოება, ცივილიზაცია, ამ კანონებს ემორჩილება, მაშინ ის წარმატებას და აღმასვლას აღწევს, თუ არა და გარკვეული დროის განმავლობაში მას დეგრადაცია, ქაოსი და კვდომა ელოდება.

ადამიანში არსებული განუვითარებლობა და ეგოიზმი, ჯერ კიდევ არ ნიშნავს რომ იგი მიუღებელი და ცუდია. თქვენს საზოგადოებას, რეალობის გასარკვევად, ცოდნა, სწორი წარმოდგენები აკლია, თქვენ არ იცით, რომ ყველა არასწორი საქციელი, თქვენვე გაზიანებთ და განგრევთ!

ბოროტება უნდა განვიხილოთ, როგორც უგუნურებით გამოწვეული საქციელი, რომელსაც გაქრობამდე-სიკვდილამდე მიჰყავხართ! ისევ გიმეორებ, თქვენეული გაგებით მიღებული ბოროტება და სიკეთე არ არსებობს. სიკეთე არასრულფასოვნების, უგუნურების, სიბრიყვის გადალახვაა, რომელსაც სიმწიფემდე მივყავართ და პირიქით ბოროტება-უგუნურება, არცოდნა და განუვითარებლობაა, რომელსაც გადაშენება და კვდომა მოაქვს.

ცხოვრებაში, თქვენ უამრავ სისასტიკეს, ძალადობას, ჩაგვრას აწყდებით, ეს პრიმიტიული და უგუნური საზოგადოების თვისებაა. თქვენთან ბოროტებას პერსონფიცირებული სახე აქვს, იგი ერთეულ სუბიექტებს, ან მითიურ პერსონაჟებს მიეწერებათ. ასევეა სიკეთეც. ფიქრობთ, რომ ყველა ეს უკეთურება იმ ბოროტი ადამიანების და ავი სულების ბრალია, ვინც ყოველ დღე თქვენზე სანადიროდ დაძრწიან. იმ პირების ბრალია, ვინც ძალაუფლებას ფლობს. ისინი მიგაჩნიათ ყველა ბოროტებისა და პრობლემის სათავედ. შემდეგ რა ხდება!? მორწმუნე ხალხი ამ რეალობას უარყოფს, განუდგება, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევას არც ფიქრობს, რადგან მათი რწმენით ყველაფერი ღვთის ნებაა. სინამდვილეში, ეს მდგომარეობაა ბოროტებას წყარო ასეთი რწმენა უშლის ხელს თქვენს განვითარებას და პროგრესისკენ სვლას! თქვენ ხომ თავიდან იხსნით ვალდებულებას, საკუთარი თანამოძმის მძიმე ხვედრზე და მთელ პასუხისმგებლობას იმ ძალას აბარებთ, რომელსაც უფალს უწოდებთ, რომლის ხელშიც თავი მარიონეტებად წარმოგიდგენიათ.

გავრცელებული პოზიცია, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა აქვს, რომ ყველაფერი ღმერთის ნებით ხდება, თქვენთან ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან არსებობს. ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, თქვენს პლანეტაზე უამრავი ადამიანი იქნა ფიზიკურად განადგურებული. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, თითქმის არაფერი არ შეცვლილა, თქვენთან ამ აზრზე მაინც ბევრია, მხოლოდ ტექნოლოგიები დაიხვეწა, წარმოების საშუალებები გაიზარდა და ჩაცმულობა გამოიცვალა, დანარჩენი იგივე დარჩა. უფრო მეტიც, ფიზიკურ სიკვდილს, თქვენს რეალობაში სულიერი სიკვდილი დაემატა. ცხოვრების მიმართ შიში გაიზარდა და ცრუმორწმუნეობის ზეგავლენა დღეს თქვენთან გაცილებით მეტია, ვიდრე ეს ოდესმე იყო.

იმისთვის, რომ გააცნობიეროთ, თუ რას წარმოადგენს „ღრმა ძალა“ (ღმერთი), მას ადამიანური, ფანტასტიურ-მისტიური ატრიბუტები და რელიგიური საფარველი უნდა მოაცილოთ, უნდა გაიგოთ, რომ იგი თვითკმარია! იგი თავისთავში მოიცავს ყველაფერს, რაც აუცილებელია სიცოცხლის ევოლუციური გზით ფორმირებისათვის, მისი ნულოვანი მდგომარეობიდან დაწყებული, სიცოცხლის ურთულესი გამოვლინებით დამთავრებული.
ანანდა
ცხოველები და ადამიანები ერთმანეთისგან უნდა განასხვაოთ! ცხოველები ინსტინქტებით მოქმედებენ, მათ ქცევებში არ არის ცუდი და კარგი საქციელი, ისინი თანმიმდევრულად რეაგირებენ ბუნებასთან და გარემო პირობების შესატყვისად მრავლდებიან. მათგან განსხვავებით, ადამიანი მოაზროვნე არსებაა, იგი აღჭურვილია დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებისა და გარემოსთან გამიჯვნის უნარით. მას ინტელექტის გამოყენებით, საკუთარი მოთხოვნილებების და ქცევების რეგულირება შეუძლია.

თქვენმა პოპულაციამ, ინსტინქტის უგულებელყოფით, შინაგანი ხმის მოსმენის უნარი დაკარგა, რამაც საზოგადოებას სიცოცხლის შენარჩუნების ბუნებრივი საყრდენი გამოაცალა.

ადამიანი თავს მოაზროვნე არსებად კი თვლის, მაგრამ სიბრძნის დაუფლებამდე, იგი ჯერ კიდევ შორსაა, მისი ემოციები, გონიერებაზე უფრო ძლიერია, რაც მასში ერთობ დელიკატურ პრობლემას ქმნის.

ემოციები და გრძნობები, ერთმანეთში არ უნდა აურიოთ, ეს ორივე, ერთი და იგივე არ გახლავთ.. ადამინში გრძნობების ერთდროული განცდა, მნიშვნელოვნად განსხვავდება, გუნება განწყობის ცვალებადობასთან,

ვიმეორებ, ადამიანებმა ინტელექტის განვითარებასთან ერთად მიატოვეს ინსტინქტები და რეალობასთან ურთიერთობაში გონებრივი რესურსების გამოყენება არჩიეს, ცხადია ამან ინდივიდის შემეცნების უნარი გაზარდა და მას ბევრი ცოდნა და გამოცდილება შესძინა.

მაგრამ პარალელურად გაჩნდა საშიშროება, ამ ყველაფრის არადანიშნულებისამებრ გამოყენებისა. ასეთი ცვლილებებით, ადამიანმა დაკარგა ყველა ის საჭირო უნარი, რაც ევოლუციის გზაზე, სწორი გეზის არჩევაში დაეხმარებოდა.

დღეს საკმაოდ რთული მდგომარეობაა! მოაზროვნე არსებათა უმრავლესობა ვერ გარკვეულა, როგორ უნდა გაანაწილოს გონების, გრძნობების და ემოციების ფუნქციები ისე, რომ რეალობის ადეკვატური შეფასება შეძლოს, ამის სავალალო შედეგი სახეზე გაქვთ!

უნდა გაიგოთ, რომ ინტუიციას, ან თუნდაც შეგრძნებათა სრულ კომპლექსსაც არ ძალუძთ, დაგაზღვიონ სერიოზული შეცდომების დაშვებისგან. უნდა მიხვდეთ, რომ როგორც ემოციებისა და გრძნობების, ასევე მათი მოქმედების სფეროც შემოსაზღვრულია.

გონიერი არსების ქმედება, ზემოთ აღნიშნული ყველა პარამეტრის დაბალანსებით უნდა ხდებოდეს. სუბიექტის ქცევა გაანალიზებული და ორგანიზებული უნდა იყოს, რათა ადეკვატურად ასახოთ, თქვენი გრძნობები და განცდები. გონების, გრძნობის და ემოციების ბუნებრივი თანმიმდევრობა არ უნდა დაარღვიოთ.

არ გეგონოთ, რომ ამ შემთხვევაში თქვენ ცივი და უგრძნობი გახდებით, პირიქით, თქვენ შეძლებთ განიცადოთ გრძნობათა კომპლექსის მთელი სპექტრი. უნდა გახსოვდეთ, რომ ეს უნარი მაშინ მიიღწევა, როცა თვით ამ გრძნობების სიღრმეს და არსს ჩასწვდებით.

მდგომარეობა-როცა შეიგრძნობ და თან ამ გრძნობათა შესახებ ყველაფერი იცი-საქმის კურსში ხარ, საშუალებას იძლევა გრძნობის ინტენსიურობა გაზარდო და მისი მოქმედების დრო გაახანგრძლივო. ასეთი ცნობიერების მქონე ადამიანის გრძნობათა ამპლიტუდა, მნიშვნელოვნად მაღალი და დახვეწილია. სწორედ ეს განასხვავებს ადამიანს ცხოველისაგან.

მაგრამ რაოდენ საწყენია, რომ თითქმის ყველა ადამიანი უკუღმა იქცევა, იმართლებს რა თავს ცხოვრების მძიმე პირობებით, სრულად იქვეითებს ბუნებრივ ინსტინქტს, უნარს სამყაროს რეალური აღქმისა.

დანახვა და შეგრძნება, მარტო ის კი არ არის, ავტომატური რეაქცია მოვახდინოთ შინაგან და გარეგან გამღიზიანებელზე, ან ის, რომ ყველას ვაჩვენოთ როგორი ემოციები გვაქვს; ადამიანი თავის გრძნობებს ხარისხობრივად განიცდის და სხვადასხვა ინტენსიურობით მაღალ ვარიაციებად აღიქვამს, ისეთი გრძნობები როგორიცაა სიახლოვე, სიმპათია, ანტიპათია, სიყვარული, უშუალო და სიღრმისეული უნდა იყოს, ისინი სწორად უნდა იქნან იდენტიფიცირებულნი და შეფასებულნი;

ნებისმიერი არსება, რეალობის ამსახველი, სხვადასხვა ტიპის დეტექტორია, მას თავისი დახვეწილობის ხარისხის შეუძლია შეუძლია, ინფორმაციის მიღება და მისი ინტერპრეტაცია.

განვითარების რა დონეზეცაა ცოცხალი არსება, ისეთი სიზუსტით შეუძლია: ბგერებით, მეტყველებით, მოძრაობით ან სხვა ფორმით გადმოცემული ინფორმაციის მიღება, დეკოდირება; ადამიანი, სხვა არსებებისგან განსხვავებით, ამას ყველაზე კარგად ახერხებს, რადგან მას გააჩნია უნარი, თავის შეგრძნებებს გაემიჯნოს და ისე ასახოს რეალობა, სხვა ცოცხალ არსებებს ეს უნარი არა აქვთ.

ევოლუციის პროცესი ნელა მიმდინარეობს, ეს რთული გზაა, ყოველ ეტაპზე, ხელისშემშლელ ფაქტორებსაა აქვთ ადგილი, ისინი თითქმის ყველა ქმნილებაშია განაწილებული.

სამწუხაროდ ადამიანი მსგავსი ფაქტორების აღმოფხვრას კი არ ცდილობს, არამედ სხვა ალტერნატიულ, ხელოვნურ გარემოს ქმნის. ასეთი ხერხით იგი დღემდე თავს არიდებს პასუხისმგებლობას და იადვილებს ცხოვრებას.

უმრავლესობა, ცდილობს მუდმივად რაღაცით იყოს დაკავებული, რათა საკუთარი შინაგანი კონტროლის მექანიზმიდან წამოსული უარყოფითი სიგნალები ვერ გაიგოს. მათი აზრით მძიმე ყოველდღიურობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ რაიმე ამაღლებულზე იფიქრო.

მასის ძირითადი მიზანია, დროის გატარება და გართობა, რაც ცხოვრების ერთფეროვნებისგან გაქცევის საუკეთესო თავდაცვითი საშუალებაა.

სიცოცხლე თქვენი აზრით იმისთვის არსებობს, რომ შრომაში და გარჯაში დაიხარჯო, და ასე მუშაობაში გალიო დღენი!?

ასეთი ყოფა გამართლებული ხდება, თქვენთან არსებული სახელმწიფოებრივი მოთხოვნებით, იმაზე კი არავინ არ ფიქრობს, რომ ცხოვრების ასეთი წესი არასოდეს არ მოგცემთ შანსს ღმერთის და სიცოცხლის არსის შემეცნებისა, არ მოგცემთ საკუთარი შესაძლებლობების, პოტენციალის გამოვლინების საშუალებას.

იმისთვის, რომ შემოქმედი შეიმეცნოთ, შეისწავლოთ მისი მიზნები და მექანიზმები, რომლითაც ეს ძალა ვლინდება, ხელოვნური თვით შეზღუდვები უნდა მოიხსნათ.

ევოლუციის პროცესში აუცილებელია საზოგადოების სწორი ორიენტაცია. მიზანმიმართული და თანამიმდევრული გარდაქმნები სასიცოცხლო და მნიშვნელოვანი მომენტია ცივილიზაციის განვითარებისთვის.

განვითარებული საზოგადოება რეაქციას მოახდენს თითოეულ ინდივიდზე და მასში კონსტუქციული და ჰარმონიული ცნობიერების ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობს!

ღმერთი სამყაროს შექმნამდე მატერიის მოძრაობის წესების დამცავ კანონებს არ წერდა;

თქვენი საზოგადოების მართვა გამგეობა წერითი ფორმით გადმოცემული კანონებით და წესებით ხდება, რომელთა დარღვევაც ადამიანთა დასჯა მოჰყვება. ასეთ წიაღში დამოუკიდებელი და ჯანსაღი ცნობიერება ვერ ჩამოყალიბდება.

კოსმოსი მთელისა და ნაწილის ერთიანი მოქმედების შედეგია. ჭეშმარიტი კანონები, ცხოვრების კანონებია, რომელიც ყოველ ცოცხალ და არაცოცხალ ქმნილებაშია მოთავსებული, თქვენ უნდა მოძებნოთ ისინი და მათი მოქმედების წესები გაშიფროთ.

იმისთვის რომ “ღრმა” შეიმეცნოთ, ჯერ საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოთ.

ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებებს თავისი აზრი აქვს, ყველა ცვლილება ერთ გამოკვეთილ მიზანს ემსახურება, თქვენც ამ მთლიანობის ნაწილი ხართ.

სიცოცხლის საზრისი, სამყაროს ყველა საიდუმლოს ამოხსნაში ძევს, ეს ცოდნა საშუალებას იძლევა, ყველა პრობლემა გადალახული იქნას. იგი თქვენში ჩადებული თვით მართვის მექანიზმის მოთხოვნაა, რაც მიღწეულ უნდა იქნას, იგი პიროვნების თავისუფლებისთვის საჭირო აუცილებელ ბერკეტებს გვაძლევს.

ღმერთის შემეცნებით ადამიანი საკუთარ სამყაროში მის არსებობასაც იმეცნებს, ამ დროს მასში კოსმიური პიროვნების ზრდა იწყება. პროცესი დროში გრძელდება, ამ ხნის განმავლობაში პიროვნებაში თანდათანობით ახალი ცნობიერება ყალიბდება.

სამყაროში სხვა ძალაუფლება „ღრმა“–ს გარდა არ არსებობს. მან სიყვარულისა და ჭეშმარიტების ძალით შექმნა რეალობა.

ჭეშმარიტება სხვა არაფერია, თუ არა სუფთა, უცვლელი, უწყვეტი სიცოცხლე და ამასთან ცოდნა, რომელიც მისკენ მიმავალ გზაზე სიარულში გამოგვადგება.

ღმერთთან ინტეგრაცია, ყველა ცნობიერი და ინტელექტუალური არსების მოწოდება უნდა იყოს, ეს ყოველივე კი მოხდება მაშინ, როდესაც ახალ სხივმოსილ, ღრმა თავისუფალ ცნობიერებას შეიძენთ.

თქვენთან მიღებულია, თითქოს როდესაც ადამიანი ღმერთის სახელს ახსენებს, იგი მასთან უკვე ინტეგრირებულია, მაგრამ ეს ილუზიაა.

თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, რომ თქვენს მიერ ღმერთად აღიარებული არსება სინამდვილეში ჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც ყოვლისმომცველ ჭეშმარიტებას ფლობს.

რა თქმა უნდა მარტივი და მოსახერხებელია ისეთ სიტუაციაში და გარემოში ყოფნა სადაც ყველასთვის მისაღები პრინციპებით ცხოვრობ, გაცილებით ადვილია გაკვალული ბილიკებით სიარული, ვიდრე ჭეშმარიტების ძიების რთულ და სახიფათო გზაზე დადგომა. ცხოვრების მძიმე პირობებით შეჭირვებული ადამიანისთვის, კი მოგეხსენებათ ძალზედ ძნელია, კარგად შენიღბული და ათასი ილუზიებით დევალვირებული ჭეშმარიტების ძიება.

სიყვარულის უნარი, პატივისცემა, ვალდებულების გრძნობა, ამ თვისებებით ცხოვრება, არც თუ ისე ადვილია, ეს ყველაფერი სიკეთეა, იგი თქვენშია და არა სადმე წიგნებში, ან კულტურულ გადმოცემებში. შინაგანი პოტენციალის რეალიზაციის გზაზე ეს გრძნობები თანდათანობით გაიხსნება თქვენში.

ეს ერთგვარი დიალოგია შიდა და გარე სამყაროსთან, იგი ცხოვრებისეული სიძნელეების გადალახვის გზაა, ურთიერთგაგების და აღმოჩენის გზაა! იმ კოსმიური პიროვნების აღმოჩენისა, რომელიც სამყაროს ეგზისტენციაში ძევს და თავისი არსით სრულყოფილებასა და საყოველთაო ჰარმონიას წარმოადგენს.

ეს პროცესი ცნობიერი აქტია, რომელიც მაშინ მიიღწევა, როცა ადამიანის სულიერება მის ცოდნასა და გონიერებზე იქნება დავანებული, სიბრძნეზე იქნება ორიენტირებული, როცა საკუთარ თავზე აიღებ მთელ პასუხისმგებლობას სიმართლის დაცვაში, აკეთებ იმ საქმეს, რომელიც ბევრ სიკეთეს გაშორებს. ამ გზაზე თქვენ სხვა ცოდნას შეიძენთ, არა ისეთს, რომლის სისწორეშიც ადრე ეჭვი გეპარებოდათ და რომელის გამოც დრო და დრო ტყუვდებოდით, ამ მდგომარეობაში თქვენ ერთი უნივერსალური ჭეშმარიტების მფლობელი ხდებით!

თუ კაცობრიობა განუდგება, საერთო, საზოგადოებრივი, სოციალური და კულტურული განვითარების კანონებს, მაშინ ვერც ცალკეული ინდივიდი და ვერც მთელი პოპულაცია ამ მდგომარეობას ვერ მიაღწევს.

ერთადერთი რეალური და სწორი ნაბიჯი ევოლუციის გზაზე, თქვენი ცნობიერების გარდაქმნა, თვალსაწიერის გაფართოვებაა, რათა თქვენი არსებული მენტალიტეტი, მაღალ, უნივერსალურ ცნობიერებაში გადავიდეს. ამით თქვენ გეძლევათ საშუალება ღრმად შეიცნოთ და იგრძნოთ სიცოცხლის არსი და მისი ჭეშმარიტი გამოვლინება. ეს ცოდნა მოგეცემათ, იმისთვის, რათა იგი სხვასაც გადასცეთ. თქვენი გამოცდილება და სიხარული სხვებსაც გაუნაწილოთ. დაეხმაროთ, მსგავსი უნარების აღმოჩენაში. ხელი უნდა გაუმართოთ იმ ხალხს, ვინც თქვენსავით დაინტერესებულია სამყაროსეული საიდუმლოების შეცნობაში, რათა ამ გზით ჭეშმარიტ თავისუფლებას ეზიაროს!

გოდარმა საუბარი დაამთავრა, მისი განზრახვა ჩემთვის გასაგები იყო, ეს ინფორმაცია საყურადღებო და მნიშვნელოვანი იყო, არა მარტო ჩემთვის, არამედ მთელი კაცობრიობისათვის.

მისი არგუმენტები დამაჯერებელი და მყარი იყო, თვით ჩემი წარმოდგენები სამყაროზე, არანაირად არ ეთანხმებოდა მის მოწოდებულ მსოფლმხედველობას, ვხვდებოდი რომ ჩემი აზრები, თანდათანობით უნდა შეცვლილიყო.

თუკი კაცობრიობის განვითარების უკეთესობისკენ მიმართვა შესაძლებელია, ამ საქმეში საკუთარი ღვაწლი მეც უნდა გამეღო, აუცილებლად უნდა დავხმარებოდი ჰუმანოიდებს ამ რთულ და მნიშვნელოვან საქმეში.

უცხოპლანეტელის საუბარმა ღრმად ჩამაფიქრა. რამდენი ტკივილი, გაჭირვება, შიმშილი, მიუსაფრობა და ტანჯვაა დღეს დედამიწაზე, რამდენი გაუბედურებული ადამიანი, მოხუცი, ქალი, თუ ბავშვი მინახავს ჩემს ქალაქში, ბედის ანაბარა მიტოვებული, რა სასტიკია ჩვენი სამყარო.
ანანდა
გოდარმა საუბარი გააგრძელა

... გზააბნეული ადამიანი, ცდილობს რამენაირი წამალი მოძებნოს სულიერი ტკივილების მოსახსნელად, რომელიც მარტოობით და სიყვარულის უკმარისობითაა გამოწვეული. შესაძლებელია ზოგიერთმა ასეთი რამ მონახოს კიდეც და შინაგანი დისკომფორტი მოიხსნას. თუმცა ეს დამაკმაყოფილებელი შედეგი რაღა თქმა უნდა უმთავრესად თავის მოტყუებით მიიღწევა.

შინაგანი წუხილი, გაურკვევლობა, მომავლის შიში, ამ ხერხით ქრება, მისი გამომწვევი მიზეზი უცნობი, გაუგებარი, მისტიური საბურვლით იფარება. ასეთი ე.წ. “სასარგებლო საზოგადოებრივი ინსტიტუტები” ადამიანს ხელოვნურ იმედს უქმნიან, შთააგონებენ რა რომ რაღაც არაამქვეყნიური ძალით საქმე მოგვარდება და ყველაფერი კარგად დამთავრდება.

საზოგადოებაში უმთავრესად ორი ალტერნატიული გაგებაა პოპულარული და მიღებული. ერთი მხრივ არსებობს ადამიანთა ისეთი კატეგორია, ვისაც მატერიალური დოვლათის და ფინანსური საშუალებების დაგროვება მიაჩნია ცხოვრების უმთავრეს მიზნად და მეორე, ვისთვისაც მთავარი სულიერებაა და სჯერა, რომ საკუთარი სულიერი მდგომარეობა გადაარჩენს.

ადამიანს ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრის გზაზე ეს ორი გაბატონებული პარადიგმა ამოძრავებს, მატერიალური სიძლიერისა და ზებუნებრივი ძალის იმედი.

საკუთარი უნარებიდან და საშუალებიდან გამომდინარე, ამ ორი გამოსავლიდან, იგი რომელიმეს ირჩევს. ან ფულის დაგროვებას ცდილობს და ამ მიზნისთვის გამოსადეგ ლიდერს ეძებს, იქნება ეს: მაგნატი, პოლიტიკოსი, პრეზიდენტი თუ სხვა. ან ეცდება, ვიღაცას და რაღაცას მიენდოს, გაჰყვეს; სულიერ მოძღვარს, წმინდანს, რელიგიურ სწავლებას. ზოგი მათგანი ხსნას უფლისგან ელის, ზოგიც უცხო ცივილიზაციას ელოდება დახმარებისთვის. მაგრამ ეს შეცდომაა! რადგან ასეთი განწყობა, ადამიანს მუდმივი მოლოდინის რეჟიმში აცხოვრებს, საკუთარი თავის რწმენას, შესაძლებლობებს და ძალებს ავიწყებინებს, ამ ფორმით იგი ხომ თავის თავს ანულირებას უკეთებს და არაფრად აგდებს.

ეს ერთგვარ უსასრულო მოჯადოებულ წრეს ქმნის, ამ წრის გარღვევა, მხოლოდ მას ძალუძს, ვინც გაბატონებულ პარადიგმებს რეფორმულირებას გაუკეთებს. შეიცვლის გეზს, მიმართულებას, სულს და სულიერ გზას.

ხელისშემშლელი პარადიგმების აღმოჩენით და მათი იგნორირებით ადამიანი მათი მახინჯი ზეგავლენისგან განთავისუფლდება და ჰარმონიულად გააგრძელებს ევოლუციის გზას თვით რეალიზაციისა და ბედნიერებისაკენ. სხვა გამოსავალი არ არსებობს! რამდენიც არ უნდა ეძებოთ, ირგვლივ გამეფებულ ამ დამპალ სტრუქტურაში, უკეთეს ცხოვრებას მაინც ვერსად ვერ აღმოაჩენთ.

ყველა გაბატონებული სისტემა ადამიანის ინტელექტუალური და სულიერი ევოლუციის წინააღმდეგაა მიმართული. ასე რომ რაიმე უკეთესის მონახვის შანსი წარმოუდგენელია.

ასე რომ ამ ხასიათის მოქმედება რა თქმა უნდა შეცდომაა და მცდარი გზაა. რაც დრო გავა მით უფრო გაგიძნელდებათ იმის გაგება, რომ ეს დროის ტყუილი ხარჯვაა. ბედის ირონიაა ის, რომ სინამდვილე თქვენთან ახლოცაა და იმავდროულად ძალიან შორსაც.

მთელი კაცობრიობა, მახინჯი პარადიგმებით შემოსაზღვრულ წრეზე ტრიალებს. ადამიანთა ერთი ნაწილი ამ მოძრაობას ნებით მიჰყვება, სხვა ძალით, ზოგი ინერციით. ზოგიც ელოდება, რომ გამოჩნდება ვინმე, კეთილი ადამიანი ან რაღაც ზებუნებრივი ძალა, რომელიც თქვენს გვერდზე და თქვენში არსებულ გამოსავალს გიჩვენებთ.

და ბოლოს მინდა გითხრა, რომ სულიერად ამაღლებულობა, განვითარებული სპირიტუალისტობა არ ნიშნავს იმას რომ ამავე დროს, იყო განდეგილი, გაბატონებული სისტემის შეურიგებელი ოპონენტი, ჯიუტი დემაგოგი, აბსოლუტური რეაქციონერი, საზოგადოებიდან გარიყული, ანარქისტი, ან მისტიკოსი. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პოზიციას თავისი უკიდურესი და რადიკალური პარადიგმები გააჩნიათ, სპირიტუალისტი ის პირია, რომელიც ყველაზე წინ ადამიანთა შორის ურთიერთობას აყენებს და საერთოდ ადამიანის რაობა ესმის, გარკვეულია იმ კანონებშიც, რომელიც მატერიალურ სამყაროს აყალიბებს და მართავს.

იგი ესწრაფვის იმას, რომ თავისი შინაგანი ძალისხმევა მიზანმიმართულად, შეგნებულად მომართოს საკუთარი არასრულფასოვნების გადასალახავად, რათა შემდეგ თავისი სხეული გამოიყენოს როგორც იარაღი და საშუალება, მატერიალური სამყაროს მიღმა არსებულის აღმოჩენაში.

პარადიგმების გადალახვა და მათი გაუვნებლება, ძველი გაგების მკაფიო და სწრაფ ცვლილებებით, პროგრესისკენ განუწყვეტელ დინამიკურ სვლაში მიიღწევა. ამ პროცესში აუცილებლად უნდა გამოირიცხოს ისეთი მძიმე შეცდომა, რომელიც სამყაროს შეუცნობლად და ფანტასტიკური იდეებით შემოფარგლულად განიხილავს.

ეს ტოტალური სახეცვლილება მიიღწევა არა მარტო სენსორული საშუალებებით, გრძნობის მხედველობის და სმენის ორგანოების გამოყენებით, რაც ნებისმიერი მატერიალური მარტივი ობიექტის აღსაქმელად და დასახასიათებლად გამოდგება, არამედ აუცილებელია ობიექტის არსის შეცნობა და მისი გადმოცემა ასოციაციური და რაციონალური გზით.

გრძნობები და შეგრძნებები საგნის დანიშნულების გარდა სხვა ინფორმაციასაც გაწვდიან, იქნება ეს ესთეტიკა, სიმპათია, სილამაზე, მეგობრობა.

ნივთი შეიძლება იდეალიზებული იქნეს თქვენს გონებაში, მაგრამ მისი მატერიალიზაცია რეალურად შეუძლებელია და იგი მხოლოდ წარმოსახვით სამყაროში იარსებებს. კონკრეტული საგანი შეძლების და გვარად ხდება წარმოსახულის თვისებების მატარებელი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ წარმოსახვას, ფიქრს და ოცნებას შედეგი არ მოაქვს, თუ მას რეალობაში არ განვახორციელებთ. მარტო სურვილებით და ნატვრებით ცხოვრება არ გაუმჯობესდება. ამისათვის კონკრეტული გაცნობიერებული და ზუსტი მოქმედებაა საჭირო. ჯერი უნდა შეიმეცნოთ ის, რაც ცხოვრების შეცვლისთვისაა აუცილებელი და ხოლო შემდეგ კი მათი რეალობაში რეალიზაცია უნდა მოახერხოთ. ყველაფერი ეს, მკაფიოდ დასახული მიზნების მიხედვით უნდა განხორციელდეს. ამისთვის აუცილებელია ფიზიკური მოქმედება, მანამდე წარმოდგენილ იდეალს, მის ფორმას და არქიტექტურას უნდა ეფუძნებოდეს, ანუ მოქმედება საიმედო, მყარ და იდეალური პროექტის მატერიალიზაციას უნდა წარმოადგენდეს..

ნამდვილი სულიერი ექსპერტი ისაა, ვინც პასუხისმგებლობას და ვალდებულებას საკუთარ თავზე აიღებს და მის მიერ შეცნობილი, შესწავლილი და შემდეგ სისტემატიზირებული იდეების, ცხოვრებაში რეალიზაციას მოახდენს. ამასთან ეს ყველაფერი მას საშუალებას მისცემს გადავიდეს, ახალ დინამიკურ მდგომარეობაში. ეს არის თავისუფალი, ფართო, ნათელი და ღრმა ცნობიერება, სადაც განუზღვრელობა, შიშები, სისუსტე, შური და ეგოიზმი აღარ არსებობს. ასეთ სუბიექტს აქვს დიდი მოთმინება და უნარი უამრავ მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხი გასცეს. იქნება ეს კითხვები, საკუთარ გამოცდილებაზე, გარემოზე, სამყაროში არსებულ კანონებზე, ცხოვრების ცვალებადობაზე, ამ ახალ მდგომარეობაში ადამიანს ეძლევა უნარი ცხოვრებაში არსებული რეალური მოვლენების მიზეზების, სიცოცხლისა და ბუნების საკრალური, ფარული უნივერსალური ცნობიერების შემეცნებისა. ამ სულიერი მდგომარეობის მიღწევით ადამიანი ეუფლება პირად ბედნიერებას.

ადამიანი სულიერად ამაღლებული, სპირიტუალისტი მაშინ არის, როცა იგი თავის განვითარების გზაზე სამყაროს ძირითად სულიერ არსს აღმოაჩენს, შეიცნობს უდიდეს საიდუმლოს-სიცოცხლის საზრისს. მისი აღმოჩენა ნიშნავს, ისეთი დაუსრულებელი სამფლობელოს მიგნებას, რომელიც ადამიანს თავისუფალი არსებობის საშუალება აძლევს!

ეს იმ სახლის მიგნებას ჰგავს, სადაც პიროვნებას ვალდებულებასთან ერთად და აქვს საშუალება, თავი დაცულად იგრძნოს.

თავისუფლებაში ცხოვრება თქვენი განვითარების დონეზეც არ უნდა იყოს უცხო, ეს არის გამოწვევა და ამავე დროს შედეგი ადამიანის ბუნებრივი გადარჩევის პროცესისა.

სამყაროს საოცარ და არამატერიალურ სიღრმეში უნდა უნდა შეაღწიოთ, გაიგოთ, რომ სიცოცხლე მთლიანობაში-მარტივი და უწყვეტი მოძრაობაა. უდიდესი ძალის მქონე ენერგიაა, რომელიც განუწყვეტლივ, მუდმივად მოქმედებს. ვინც ამ ენერგიას არ მიჰყვება, იგი სიცოცხლის არეალს ტოვებს, ხოლო ვინც აღმოაჩენს ამ სიცოცხლის კანონს და მის ნებას დაჰყვება, საშუალება მიეცემა, შეიგრძნოს სიცოცხლით მიღებული სიამოვნება, სიყვარული. მას შეეძლება უსასრულო სიცოცხლის ისეთი ნაწილი გახდეს, რაც ტრანსფორმაციას არ ექვემდებარება.

სიცოცხლის არსი, ახლოა სულის არსთან. სულის არსის შეცნობასთან ერთად, აუცილებელია საკუთარი შინაგანი “მე”-ც შეიცნოთ. თუ ამას ვერ შეძლებთ სიცოცხლის აზრსაც ვერ შეიტყობთ. საკუთარ თავში ღმერთის არსებობას და მის რაობას ვერ იგრძნობთ, ამ საქციელით ინტელექტს შეიზღუდავთ და თავს მარტოობისთვის გაწირავთ. ვერ მიიღებთ სულის არსის აღმოჩენით გამოწვეულ სიამოვნებას, სიხარულს და სიმშვიდეს.

სპირიტუალისტი არ უნდა ცხოვრობდეს საკუთარი ინტელექტის, გრძნობების, ემოციების, შეგრძნებების ტყვეობაში! იგი ყველაფერ ამას, უნდა იყენებდეს როგორც შუამავალს, საშუალებას, ერთგვარ გასაღებს, საკრალური კარისა, რომელიც თითოეულ ადამიანს თვით რეალიზაციისგან აშორებს. ამ კარში შეღწევით, არა მხოლოდ იმგვარ ცოდნას ეუფლებით, რომელიც დამაჯერებელ პასუხებს იძლევა უამრავ საჭირო კითხვაზე, არამედ უახლოვდებით სრულ ნატიფ სამყაროს, რომელთანაც ერთიანდებით და ამავე დროს მისი დისკრეტული ნაწილი ხდებით.

ადამიანისთვის შინაგანი სამყარო იარაღია. თუ მას დანიშნულებისამებრ გამოიყენებთ, მაშინ საშუალება მოგეცემათ ახალ ფართო ცნობიერებას დაეუფლოთ, სადაც ადგილი აღარ ექნება სიყალბეს, სიცრუეს, ილუზიას, სადაც სიყვარული უკვე მარტივი, ჩვეულებრივი გრძნობა კი აღარ იქნება, არამედ იგი სიცოცხლის აზრი და მისი რეალიზაცია გახდება. ეს იქნება ტოტალური უნიკალური სიცოცხლე, სიცოცხლე რომელიც თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებისეულ რუტინაშია ინტეგრირებული.

ამ გზაზე თქვენ დაეუფლებით ჭეშმარიტ მშვიდობას და ბედნიერებას.

თქვენი შინაგანი სამყარო და გარემო უკვე შედგენილი ახალი გაგებებით გამოცდილებით და აღმოჩენებით სავსე შესაბამისი იქნება, იმ ცნობიერების რომელიც ადამიანის არსებობის აზრის შეცნობით იქნა მიღებული. სადაც ჩანს რომ ბედნიერება მოდის სიცოცხლის სიყვარულიდან და საკუთარი თავის უმაღლესი დანიშნულების მქონე ობიექტად მიღებით. ეს სიყვარული განსხვავებულია, იგი არაა ინდივიდუალიზირებული (ეგოისტური) და ათას ნაწილად დანაწევრებული. იგი მუდმივი სუფთა და უკვდავი გრძნობაა. თუმცა ჯერ თქვენთვის ეს ოცნების სფეროა, მაგრამ საწყისი მონახაზები ამ მიმართულებით უკვე უნდა მონიშნოთ საკუთარ თავში.

ამ მიზანს რომ მიაღწიოთ თქვენში ღრმა, რადიკალური შინაგანი რევოლუცია უნდა მოხდეს, ეს შესაძლებელია! იგი უნდა განხორციელდეს, როგორც თქვენში, ასევე თქვენს ახლობლებში და მეგობრებში. ასეთი სულიერი გარდაქმნის შემდეგ ადამიანში იცვლება შინაგანი სამყარო. აღარ იარსებებს არანაირი გაბატონებული ტენდენცია, რომელიც მანამდე ასე ტრივიალური და პირველყოფილი იყო მასში. ამგვარი აქტით ადამიანის სულიერ სამყაროში უდიდესი რეფორმა უნდა მოხდეს.

სულიერი ამაღლება ერთერთი ძირითადი საშუალებაა თავისუფლებისა. სულიერი ქმნილება მაშინ გრძნობს თავს თავისუფლად, როცა ცხოვრებას საკუთარი მოთხოვნილების თავისუფალი დაკმაყოფილებით მიღებული სიამოვნებით ატარებს, როცა იგი არანაირი პრობლემით არაა შეზღუდული, როცა მას აღარ აწუხებს სამყაროში გაბატონებული კლასიკური პარადიგმები. ამ დროს იგი იმყოფება მუდმივ მუტაციაში. სულიერი აღმასვლა საშუალებას იძლევა მაცოცხლებელმა ძალამ ინდივიდში ისე იჩქეფოს, როგორაც იგი სამყაროში მოძრაობს და მიედინება. ამ მდგომარეობას მიღწეული ადამიანი უკვე ისე მოძრაობს, როგორც მთელი კოსმოსი. თვითონაც მუდმივად ცოცხლობს როგორც კოსმოსი და გაცნობიერებული აქვს თავისი არსებობის უწყვეტობის შესახებ.

ამგვარი პიროვნება, მთელი თავისი არსით წარმოაჩენს ადამიანური ბუნების მიმართ სიყვარულს და ცდილობს ეს სიყვარული გაავრცელოს სხვებზეც, თავის მეგობრებზე და მათზეც კი ვინც შეიძლება ამას არ იმსახურებდეს, მტრებზეც კი. ასეთ ადამიანს, უკვე ერთი და მუდმივი ნება აქვს, მისი ცოდნა და სიბრძნე იზრდება. შეგრძნებები თანდათან უფრო იხვეწება და იგი სულიერად წმინდა ხდება.

მსგავს მდგომარეობაზე, ჯერ კიდევ 2000 წლის წინათ გითხრეს: იმისთვის რომ ადამიანი ჩასწვდეს სიცოცხლის ჭეშმარიტ არსს, ხელმეორედ უნდა დაიბადოს. ამ მდგომარეობაში თქვენ აღარ იქნებით განუვითარებელი სუბიექტი, უკვე დასრულებული პიროვნება გახდებით და მიხვდებით, რომ აღარ ხართ საკუთარი სისუსტის და სიბრმავის მონა, აღარ ხართ ის ადამიანი, ვინც კონფორმიზმისა და უგუნურების გამო სამყაროს უნივერსალური ხედვა დაკარგა.

ამ მდგომარეობაში უკვე მზად იქნებით ახალი ცხოვრებისთვის, ამ დროს თქვენი გრძნობები და ფიქრები აღარ საზრდოობს მარტივი გამოცდილებიდან, შინაგანი სისუსტეებიდან, ადრე არსებული ეთიკური ნორმებიდან, არამედ თქვენი სტიმულები ახალი გამოცდილებიდან და სურვილებიდან მოდის. ეს იმდაგვარი მდგომარეობაა, როცა შენ გსურს და გრძნობ მას, რაც მაღალ გასულიერებულ ცნობიერებას სურს და ძალუძს.

თუმცა ისიც უნდა გაიგოთ, რომ ნუ ეცდებით სხვებს აიძულოთ, ან თუნდაც დაეხმაროთ გახდეს ისეთი, რასაც თქვენ მიაღწევთ. ამას თქვენ ვერ შეძლებთ.

მალე ახალი იმედი გაჩნდება, ახალი მომავალი ერისა. ქაოტური და უსამართლო სამყაროდან დაიბადება სიახლე, ახალი ამინდი, რომელიც შობს ახალი უკეთესი ცხოვრების იმედს. ყველაფერი ეს, მაშინ მოხდება, როცა არჩევანი უკვე გაკეთებული იქნება, მედლის ორივე მხარე კი განსაზღვრული.

- ჩარლი ჩვენ ბევრი რამ ვთქვით, მაგრამ ბევრიც სათქმელი დაგვრჩა, ნახვამდის იმედია ისევ შევხვდებით!

- ნახვამდის გოდარ!

ჩვენი საუბარი აქ დამთავრდა.

ამ საუბარმა უფრო ფართოდ გამაცნო ადამიანის ბუნების ნამდვილი არსი, კიდევ უფრო ნათლად დამანახა ის ალტერნატიული გზა რომელსაც შეუძლია გაგვათავისუფლოს იმ უამრავი კომპლექსისგან, რაც ხელს გვიშლის თვით რეალიზაციის გზაზე, თუმცა მისმა ბოლო ფრაზებმა მძაფრი ინტერესი გამიჩინა, რას უნდა ნიშნავდეს სიტყვები

” როცა არჩევანი უკვე გაკეთებული იქნება, მედლის ორივე მხარე კი განსაზღვრული.” ამ საუბარმა ისე გადამღალა, რომ იმის თავიც აღარ მქონდა ამ სიტყვების შესახებ გოდარისთვის კითხვა დამესვა. თუმცა საუბარმა, მთლიანად გაფანტა ის ეჭვები, რაც ჩემში ჯერარდოსთან კამათმა წარმოშვა. დღეს თუ ხვალ გოდარი ალბათ მეტყოდა ამ სიტყვების მნიშვნელობას და ასევე იმასაც ამიხსნიდა, თუ რა დანიშნულება ჰქონდა აპუზე ნანახ ადამიანთა სკულპტურებს.











ანანდა
ალბათ მკითხველს აინტერესებს როგორ დაიწყო ეს კონტაქტი, ამიტომ წიგნის ერთი თავიდან მოგაწვდით ნაწყვეტს


პირველი შემთხვევა 1973 წელს, სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ ტრასაზე მოხდა. გზაზე მოძრავმა ავტომობილმა, უეცრად კონტროლი დაკარგა გზიდან გადავიდა და ჯერ იქვე მდგარ ხეს შეეჯახა, შემდეგ, კი ხრამში გადაიჩეხა. ავარიის დანახვაზე ტრასაზე მოძრაობა შეჩერდა. რამოდენიმე მგზავრი მანქანიდან გადმოვიდა, რათა დაზარალებულისთვის დახმარება აღმოეჩინა. ისინი ხევში ჩავიდნენ, რომ მძღოლი ავტომობილიდან გადმოეყვანათ, მაგრამ მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა დაინახეს, რომ ავტომობილში მძღოლი არ დახვდათ.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია მოვიდა, მათ ტრანსპორტი გულდასმით დაათვალიერეს და მისი იდენტიფიცირება მოახდინეს. აღმოჩნდა, რომ იგი აშშ-ში მცხოვრებ ვენესუელის მოქალაქეს ეკუთვნოდა. ავტომობილის მფლობელი, ტექნიკური განათლების მქონე სტუდენტი იყო, რომელიც ადგილობრივ ატომურ ელექტროსადგურში მუშაობდა. ხანგრძლივი გამოძიების მიუხედავად, პოლიციამ მეტი ვერაფერი ვერ დაადგინა, ვერც ადგილობრივმა მთავრობამ ვერ მიაკვლია დაკარგულს. სად გაქრა ამ უბედური შემთხვევის შემდეგ მძღოლი ვერავინ ვერ გაიგო. ეს ფაქტი იდუმალებით იყო მოცული. ამ ადამიანს, ვერც მკვდარს და ვერც ცოცხალს, ვერსად ვერ მიაგნეს. საოცარი ის იყო, რომ მისი გაქრობა დღისით მზისით ცენტრალურ ტრასაზე მოხდა, იქ სადაც უამრავი სხვა ავტომობილი მოძრაობდა. ამ შემთხვევამ დიდი თავსატეხი გაუჩინა ადგილობრივ პოლიციას. დაკარგულის მშობლები დიპლომატიურ სამსახურებსაც დაუკავშირდნენ, მაგრამ ამაოდ ეს კაცი უკვალოდ, ისე გაქრა, თითქოს მიწამ უყო პირიო.

დაზარალებული პირი კარაკასში, ერთ პატარა დაბაში ცხოვრობდა. ოჯახმა ადგილობრივი მთავრობისგან შეტყობინება მიიღო, დაკარგულის შესახებ. ინფორმაცია გაურკვეველი და ბუნდოვანი ჩანდა, დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ მისი გაქრობა გაურკვეველ პირობებში მოხდა.

ეს უცნაური შემთხვევა ურთიერთ გამომრიცხავ ფაქტებს შეიცავდა. ამერიკის მთავრობამ ამ შემთხვევას, შურისძიების მიზნით იყო მოწყობილი დაგეგმილი მკვლელობის კვალიფიკაცია მისცა. ადგილობრივმა მთავრობამ, რადგან მიცვალებული ვერ აღმოაჩინეს, ახლობლებს მხოლოდ დაღუპულის ნივთები გაუგზავნა. ოჯახი იძულებული გახდა ყველანაირი ახსნა განმარტების გარეშე მიეღო სამწუხარო დანაკარგი.

გარდაცვლილის ოჯახის წევრებს საკუთარი წარმოდგენა გააჩნდათ სიკვდილზე და გარდაცვალებაზე. მათ სჯეროდათ, სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობის შესახებ. ჭირისუფლებმა გადაწყვიტეს, სპირიტისტული სეანსისა და მედიუმის დახმარებით გარდაცვლილის სული გამოეძახათ და პირადად მისგან მიეღოთ ინფორმაცია, იმაზე თუ რა მოხდა სინამდვილეში.

ოჯახის წევრებმა სეანსის მოსაწყობად დაღუპულის მეგობრები და ნათესავები მოიწვიეს, მედიუმობა კი ამ ახალგაზრდა კაცის ძველმა მეგობარმა იკისრა. (იმისთვის რომ მათი ეს მცდელობა სხვებსაც გაეგოთ, საუბრის ჩანაწერიც კი გააკეთეს).

ყველაფერი წესისამებრ მომზადდა, ბნელი ოთახი, ანთებული სანთლები, წყნარი ადგილი. მალე მედიუმი ტრანსში შევიდა. ყველას იმედი ჰქონდა, რომ გარდაცვლილის სულთან კავშირი მოხდებოდა. მცირე ხანში, მაგიდის ირგვლივ ნისლისმაგვარი რაღაც ჩამოწვა, რომელმაც მომრგვალებული ფორმა მიიღო. ეს უცნაური ფორმის, ფლუროესენცირებული, სიგარეტის კვამლის მაგვარი გარემო იყო, მისი ინტენსივობა თანდათანობით გაიზარდა, პულსირება დაიწყო და ნისლისებური ღრუბელი, ნახევარმთვარედ იქცა. ღრუბლის ცენტრში გამოიკვეთა ლანდი, რომელმაც ჰუმანოიდის ფორმა მიიღო. ფიგურა ერთდროულად ადამიანსაც ჰგავდა და ანგელოზსაც.

გამოცხადებული არსების სახე ლამაზი, დახვეწილი და ამავე დროს სერიოზული იყო. თვალები ნათელი და ოდნავ დახრილი, თმა გრძელი, სწორი და უკან გადავარცხნილი. ჰუმანოიდის სპორტული აღნაგობის პროპორციული სხეული სიმაღლით 180 სანტიმეტრს აღწევდა. მისი ყველა კუნთი ნატიფი და სრულფასოვანი იყო. ტანთ თავისუფალი, კომბინეზონის ტიპის ტანსაცმელი ემოსა, რომლის სახელოები მანჟეტებით მთავრდებოდა. ფეხზე მაღალყელიანი ფეხსაცმელი ეცვა, წელზე კი განიერი ქამარი ერტყა.

ფიგურა სინათლეში იდგა და მკაცრი სახით უცქერდა მაგიდასთან მსხდომ შეშფოთებულ ადამიანებს. უეცრად იგი ალაპარაკდა: ნუ გეშინიათ, მე არაფერს გავნებთ! მე პლანეტა ჰანიმედიდან მოვედი, ჩემი სახელია “აშტარ შერანი”, მე კოსმოსური ხომალდების ესკადრილიის მეთაური ვარ.

თქვენი შვილი არც დაკარგულია და არც მომკვდარა, ჩვენთან იმყოფება! იგი საკუთარი ნებით მოვიდა და ჩვენთან სურს დარჩენა. ნუ ინერვიულებთ, იგი კარგად გრძნობს თავს და მომავალშიც კარგად იქნება.

ჰუმანოიდმა სხვა თემებზეც ისაუბრა, იმაზე თუ რა შეიძლება მომხდარიყო მომდევნო წლებში...

ლაპარაკი მან შემდეგი სიტყვებით დაამთავრა: კაცობრიობას თვით განადგურება ემუქრება! ეს სხვადასხვანაირად შეიძლება მოხდეს: შეიძლება წარმოიშვას პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც დიდი ზეგავლენა ექნება ხალხთა მასზე, რომელიც გაერთიანებულ ქვეყნებშია თავმოყრილი. ამ პიროვნებას ექნება დომინირების საშუალება, ჩაერევა სხვა ქვეყნების პოლიტიკურ თუ ეკონომიურ საქმიანობაში. მას მხარს დაუჭერენ ექსპერტები, ის პირები ვისაც თითქოს გამოცდილება აქვთ მეტაფიზიკურ სფეროში. ეს პოლიტიკოსი პროვოკაციებს მოახდენს და დიდი ძალებით შეიჭრება სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე. პირველ რიგში ეს იქნება ქვეყანა სახელად ვიეტნამი. გარკვეული ხნის შემდეგ ამას მოჰყვება ახალი დიდი კონფლიქტი არაბებსა და ებრაელებს შორის, ამ ომის დროს ბევრი დაიხოცება, ასევე იქნება დიდი მიწისძვრები, რომელიც დაანგრევს დიდ ქალაქებს, ჩვენ ყველანაირად შევეცდებით რამენაირად შევაკავოთ ეს უბედურება და უფრო დიდ და დამანგრეველ ძალას აგარიდოთ. . .

ამ სიტყვების დამთავრებისთანავე იგი სინათლის ღრუბელში შებრუნდა და გაქრა.

ეს შემთხვევა გამოიკვლია კოლუმბიაში მცხოვრებმა ინჟინერმა ენრიკე კასტილიო რინკონმა, იგი ეცადა დამხმარე ჯგუფთან ერთად ასეთივე ექსპერიმენტი ჩაეტარებინა, ამისთვის მან შეკრიბა რამდენიმე ექსტრასენსი და სცადა ტელეპატიური კონტაქტი დაემყარებინა უცხო ცივილიზაციებთან.

ცდების ჩატარება ინჟინერმა 1973 წლის ბოლოდან დაიწყო, მაგრამ რამდენიმე კვირის მცდელობამ შედეგი არ მოიტანა, ბოლოს ერთ-ერთმა ჯგუფის წევრმა ინფორმაციის მიღება შეძლო ოღონდ აქ სხვა მექანიზმი იქნა გამოყენებული.

ჯგუფმა გადაწყვიტა კონტაქტის უფრო მჭიდროდ დასამყარებლად რადიო სიგნალი გამოეყენებინა, კონტაქტი შედგა, თუმცა ჯგუფის წევრებმა ამის დასამტკიცებელი საბუთი მოითხოვეს უცხო ცივილიზაციებისგან. მათი მხრიდან პასუხი მოვიდა, რომ ისინი ცალკე ქალაქიდან მოშორებით შეხვდებოდნენ ინჟინერ კასტილიო რინკონს. მიუხედავად იმისა, რომ ცნობას ყველა სკეპტიკურად შეხვდა ცნობისმოყვარეობამ თავისი ქნა და დანიშნულ ადგილზე დათქმულ დროს მაინც გადაწყვიტეს წასვლა.

ყველა ქალაქგარეთ ერთი მიყრუებულ ადგილისკენ გაეშურა მისულებმა ლოდინი დაიწყეს, მართლაც დათქმულ დროს მათ თავზე დისკოსებურმა ობიექტმა გადაიფრინა
განცვიფრებული ხალხი ერთმანეთს უცქერდა, თუმცა ჯერ კარგად არც კი ჰქონდათ გაცნობიერებული, თუ რა მოხდა. ამ დროს ერთ-ერთმა წევრმა მიიღო ინფორმაცია, რომ შეკრებილი ხალხიდან, მხოლოდ ერთ მათგანს შეხვდებოდნენ. ყველა საგონებელში ჩავარდა. მათთვის ძნელი იყო ამორჩევა იმისა, თუ ვინ უნდა წასულიყო შეხვედრაზე. ყველას სურდა საკუთარ თავზე განეცადა ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა. ახალმა ინფორმაციამ ყველაფერი გადაწყვიტა: თქვენში დიდი ეგოცენტრიზმია გამეფებული, ერთმანეთს არ უთმობთ ეჯიბრებით და მხოლოდ პირადი ამბიციები გამოძრავებთ. ჩვენ აღარ შემოვალთ კონტაქტში, რადგან ამჯერად მზად არ აღმოჩნდით. ჩვენ გვსურს ისეთ ადამიანებს დავუკავშირდეთ, ვისაც შეუძლია შეიცვალოს ძველი რწმენა და შეხედულებები. ეს აუცილებელი პირობაა, იმისთვის, რომ ჩვენთან კონტაქტი წარმატებით განხორციელდეს. ასევე აუცილებელია ამ ადამიანს ჩვენი სჯეროდეს. ახლა წადით და მოემზადეთ ახალი შეხვედრისათვის. საბოლოოდ ეს შეხვედრა შედგა, როგორც ინჟინერთან, ასევე ამ ჯგუფის სხვა წევრებთანაც.

მონათხრობმა მსმენელზე იმოქმედა, აუდიტორიაში ბევრი კითხვა გაჩნდა, უმეტესობისთვის ძნელი იყო ამ ამბის დაჯერება, მხოლოდ იქ მსხდომი ორი მსმენელი დარჩა ამ ისტორიით ღრმად შეძრული. მე და სიქსტო ისე აგვაღელვა ნაამბობმა, რომ გადავწყვიტეთ ასეთი ექსპერიმენტი ჩვენც ჩაგვეტარებინა.

სახლში დაბრუნებისთანავე მის მოწყობაზე დავიწყეთ ფიქრი. ამ მიზნით ჯგუფი უნდა შეგვექმნა, მოგვეწვია ჩვენი მეგობრები და ისეთივე ცდა ჩაგვეტარებინა, როგორიც ინჟინერმა რინკონმა განახორციელა.

სიქსტო ძლივს იკავებდა თავს, აზრმა, რომ ასეთი გზით უცხოპლანეტელებთან კონტაქტის დამყარება შეიძლებოდა ისე მოხიბლა რომ, არ იცოდა რა ექნა. ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს დენმა დაარტყაო, მეც მსგავს მდგომარეობაში ვიყავი.

ექსპერიმენტისთვის მოვიწვიეთ, ბიძაშვილი რობერტო, მეზობლები, ალფრედო და ხუან კარლოსი, ინსტიტუტიდან ხუანი, ხენრიკე. სკოლის მეგობრები, მიტო, ოსკარი და არდენიო. ყველა ზუსტად დათქმულ დროს მოვიდა. მე და სიქსტომ ავუხსენით მათ, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა. ვუთხარით, რომ გვინდოდა უცხოპლანეტელებთან კონტაქტი განგვეხორციელებინა. ამის გაგონებამ ყველა ააღელვა, თუმცა ცნობისმოყვარეობამ სძლია და ამ პროცესში მონაწილეობაზე თანხმობა მოგვცეს.

ის ღამე საკმაოდ რთული იყო ჩვენთვის. მე და სიქსტომ თეთრად გავათენეთ, თვალზე რული არ გვეკარებოდა ფანტასტიურ მოვლენებზე ვფიქრობდით. როგორც იყო გათენდა და ექსპერიმენტის ჩატარების დღეც დადგა.

დათქმულ დროს 19 საათზე და 00 წუთზე ყველა ჩვენს სახლში გამოცხადდა. დედას (რომელსაც მოფერებით “მოჩის” ვეძახდით) სტუმრების დანახვა ძალიან გაუკვირდა. მას ვერ გაეგო რა ხდებოდა მის ბინაში.

უჩუმრად შევედით სასტუმრო ოთახში და კარები შიგნიდან ჩავკეტეთ. ჩვენმა საქციელმა მოჩი განაცვიფრა, “ნეტა რა უნდათ ამ ბავშვების” ფიქრობდა იგი. დედა გვერდზე ოთახში შევიდა და ცდილობდა გაეგო, თუ რითი ვიყავით დაკავებული ამდენი ბიჭი ერთად.

მაგიდასთან დავსხედით, უბის წიგნაკები და ფანქარი მოვიმარჯვეთ. გადაწყვეტილი გვქონდა კონტაქტი ფსიქოგრაფიის მეთოდის გამოყენებით ჩაგვეტარებინა, (ეს ტელეპათიური კომუნიკაციის ერთერთი ფორმაა, მეორენაირად მას ავტომატურ წერასაც უწოდებენ. ექპერტების აზრით ფსიქოგრაფიის დროს აზრობრივი იმპულსები, რომელსაც გონება იღებს, კუნთური სტიმულებით გადაეცემა ხელის მტევანს და ელემენტარული ჩანაწერი კეთდება.)

მე ხალხის ინფორმირება დავიწყე, ვცდილობდი ყველასთვის გასაგებად ამეხსნა, თუ რის გაკეთებას ვაპირებდით. აღვწერე ექსპერიმენტის ტექნიკური ასპექტები, ვახსენე ტელეპატიაც ჩემმა ძმამ, თავის მხრივ რამდენიმე მეთოდი წარმოადგინა. სიქსტოს მიაჩნდა, რომ კონტაქტის დროს აუცილებელი იყო მოდუნება, მისი აზრით ეს მდგომარეობა კომუნიკაციას გააადვილებდა.

დამსწრეთა დამაჯერებლობის ასამაღლებლად ერთი მაგალითი მოვიყვანე, რომელიც თავს გადახდა ჩრდილო ამერიკის საზღვაო ფლოტის ფლაგმანის ოფიცერს, იგი თავის პატაკში წერდა თუ როგორ დაამყარა ტელეპატიური კავშირი, ვაშინგტონში, კერძოდ პენტაგონში მყოფ მის მეგობარ ოფიცერთან. ასევე მოვყევი შემთხვევა ასტრონავტზე ნ. მიტჩელზე, რომელიც 1971 წელს მთვარეზე დაშვებული ხომალდის “აპოლონ 13”-ით ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი იყო, ეს პიროვნება მთვარეზე უმნიშვნელოვანეს მისას ასრულებდა. მიტჩელი თავის მემუარებში წერდა თუ როგორ დაამყარა ტელეპატიური კავშირი თავის ახლობლებთან დედამიწაზე. ზემოთ მოყვანილ შემთხვევებზე დაყრდნობით მეგობრებს განვუცხადე, რომ ეს ჩვენც შეიძლება გამოგვსვლოდა.

ის მეთოდიკა და ვარჯიშები, რაც ჩვენ უნდა შეგვესრულებინა ძალიან მარტივი იყო, მსგავსი პრაქტიკა უკვე გავლილი გვქონდა, “სირდ”-ში პარაფსიქოლოგიის კურსებზე. ჯერ უნდა მოვდუნებულიყავით, შემდეგ კი ყურადღების კონცენტრაცია. უნდა მოგვეხდინა. ამ მეთოდით შესაძლებელი იყო გონებრივი ტალღის კოსმოსში გაგვეგზავნა, რომელსაც ჩვენი აზრით უცხოპლანეტელები მიიღებდნენ და შესატყვის პასუხს გამოგვიგზავნიდნენ. ჩვენამდე მოსული ინფორმაცია კი ფსიქოგრაფიული მეთოდით უნდა დაგვეფიქსირებინა.

ამ მეთოდიკიდან ვიცოდით, რომ თუ საპასუხო სიგნალი ტელეპატიურად ჩვენამდე მოაღწევდა, იგი იმპულსური მოქმედებაში ხელის მტევნის კუნთების სპონტანურ მოძრაობად, შეკუმშვად, ან გაშეშებაში გამოვლინდებოდა. იმპულსები გამოიწვევდა ფანქრის გადაადგილებას ფურცელზე და ინფორმაცია ანბანის საშუალებით დაფიქსირდებოდა. (თუმცა ნაწერი ზუსტი და მკაფიო შეიძლება არც კი ყოფილიყო). მთელი ჯგუფი წრეზე ვისხედით. ყველაზე უფრო ძლიერი სენსიტივები კი შუაგულში მოთავსდნენ. თითოეული ჩვენთაგანი, მიმღების როლს თანამიმდევრულად ასრულებდა, ეს მიმდევრობა წინასწარ გვქონდა დაგეგმილი.

ჩვენი მცდელობა და ვარჯიში, ნახევარი საათი გრძელდებოდა. თითოეული რიგრიგობით ვცდილობდით ტელეპატიურ კავშირზე გასვლას. ჯერ ერთი იწყებდა აზრების კოსმოსისკენ მიმართვას, შემდეგ კი მეორეს ჯერი დგებოდა. ასე გაგრძელდა მანამდე, ვიდრე არაქათი არ გამოგვეცალა. შედეგი წარუმატებელი იყო. სიქსტოს რიგიც მოვიდა (მიუხედავად იმისა რომ ექსპერიმენტის ჩატარების იდეა და მექანიზმი მისი იდეა იყო სიქსტოს კონტაქტზე გასვლა ბოლოს უწევდა ხოლმე) ჩემმა ძმამ მზადყოფნა გამოაცხადა, ყველამ მას ავუბით მხარი, ღრმად ვსუნთქავდით და ვცდილობდით კონცენტრირებული აზრები გონების საშუალებით კოსმოსისკენ მიგვემართა. ეს ჩვენი ბოლო ცდა იყო და ძალ-ღონეს არ ვიშურებდით, რომ შედეგისთვის მიგვეღწია. უეცრად ოთახში ტემპერატურა შეიცვალა ყველამ უცნაური სითბო ვიგრძენით. სიქსტოს ხელი გაუშეშდა და მტევანში რამოდენიმე მძლავრი ბიძგი იგრძნო. შეშინებულმა ხელიდან ფანქარი გააგდო და უცნაური ხმით განაცხადა დღეისთვის საკმარისია, ხვალ გავაგრძელოთო. ყველამ მას შეხედა, სიქსტო გაფითრებული ჩანდა თვითონაც ვერ გაეგო რა დაემართა. საკმაოდ უსუსურად გამოიყურებოდა, როცა დაინახა თუ როგორ ამოძრავდა მისი მკლავი და მტევანი.

ჩემმა ძმამ ამ კონტაქტის რეალობა არ დაიჯერა. მომხდარს სინამდვილედ არ თვლიდა, იგი ფიქრობდა, რომ ყველაფერი გადაღლილობის, ან თვითშთაგონების გამო მოხდა.

მიუხედავად წარუმატებელი შედეგის, იმედგაცრუებისა და ჯგუფში რთული მდგომარეობისა მაინც გადავწყვიტეთ ისევ შევკრებილიყავით და ექსპერიმენტი გაგვეგრძელებინა.
ანანდა
ვცდილობდით შეკრება რაც შეიძლება მალე მოგვეწყო. მე და ალფრედომ და ხუანმა სახლი დავტოვეთ და ქალაქში გავისეირნეთ.

ჩემი ძმა გამოვიდა სასტუმრო ოთახიდან და თავისი ოთახისკენ გაემართა, გზაში მას დედა და ჩემი დაიკო შემოეყარა, მოჩიმ იგი შეაჩერა და ახსნა განმარტება მოსთხოვა, მას ძალიან აინტერესებდა თუ რა ხდებოდა ჩვენს შეკრებაზე. სიქსტოსაც სხვა რა გზა ჰქონდა ყველაფერი მოუყვა ექპერიმენტის ჩატარების მცდელობაზე. დედა და როზა განცვიფრდნენ, მოჩიმ სთხოვა, ეჩვენებინა მათთვისაც, რას და როგორ აკეთებდნენ, სიქსტოც დასთანხმდა.

ისინი ისევ სასტუმრო ოთახში შებრუნდნენ და სიქსტო მათ თვალწინ კომუნიკაციის დემონსტრირება მოახდინა. მას ამჯერად როზა და დედაჩემი ეხმარებოდნენ.

ყველაფერი წესისამებრ შესრულდა, სიქსტო მიმღების როლს ასრულებდა, დედა და დაიკო როზა, კი ჯგუფის მაგივრობას სწევდნენ (კომუნიკატორის მოვალეობას ასრულებდნენ). მათი გადმოცემით სიქსტო ისე მოქმედებდა, თითქოს რაღაცას მალავდა, რაღაცას უძალიანდებოდა. მას თითქოს არ უნდოდა კონტაქტში შესვლა. ექსპერიმენტის გამეორების წინ ყოყმანობდა და რამდენჯერმე კიდეც აღნიშნა, რომ თითქოს მას ჩატარების წესები აღარ ახსოვდა.

ასე იყო, თუ ისე 1974 წლის 22 იანვარს 21:30 წუთზე, უცნობმა ძალამ კარგად შეანჯღრია ჩემი ძმა, მისი ხელის მტევანი მომართა და ყველასთვის მოულოდნელად ფურცელზე ასოები გამოჩნდა. ამ დროს სიქსტო დამფრთხალი და შეშინებული იყო, გაფითრებული უყურებდა ფანქარს; მას ვერ გაეგო, თუ რა ემართებოდა, რა ხდებოდა, ან რატომ ხდებოდა მის თავს. დედა და დაც აღელდნენ, თუმცა ამის შეჩერება არც უცდიათ, რადგანაც ისინიც პანიკაში ჩავარდნენ. ბოლოს სიქსტომ როგორც იქნა თავი ხელში აიყვანა და ფანქარი ხელიდან გააგდო. აღელვებულმა ნაწერს დახედა, მასზე გაკრული ხელით, თუმცა გარკვევით ეწერა:

“სასტუმრო ოთახი საუკეთესო ადგილია კომუნიკაციისთვის, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ თქვენი პლანეტის შესახებ, მე მქვია ოქსალქი და ვარ პლანეტა იუპიტერის თანამგზავრ ჰანიმედიდან, ჩვენ შეგვიძლია ურთიერთობა გავაგრძელოთ.”

დედა და დაიკო უხმოდ ისხდნენ და სიქსტოს უყურებდნენ, იგი გაბრაზდა და თქვა, რომ ეს ნაწერი შეიძლება მისი ფანტაზიისა და თვითშთაგონების ნაყოფი ყოფილიყო და არა სინამდვილე. მან ოთახი დატოვა და გარეთ გამოვიდა. მოჩი და როზა ერთმანეთს ჩაეკითხნენ, იმაზე თუ რა მოხდა, არცერთს ამ მოვლენაზე პასუხი არ ჰქონდათ, მაგრამ იმას კი მიხვდნენ, რომ მათ თვალწინ საოცრება მოხდა.

ჩემმა დაიკომ მომხდარის შესახებ ყველას, მათ შორის ექსპერიმენტში მონაწილე ჯგუფის წევრებსაც მოუყვა. მე ამ დროს შინ არ ვიყავი, მეგობრებთან ერთად სხვა ქალაქში პიკნიკზე ვიყავი წასული.

ამ ამბის გაგონების შემდეგ, ისევ სთხოვეს სიქსტოს, რომ ცდა გაემეორებინა. არც თუ ისე დიდი ენთუზიაზმით, მაგრამ სიქსტო მაინც დასთანხმდა, მასაც უნდოდა გაერკვია, რაც მოხდა მართალი იყო, თუ მისი თვით შთგონებისა და ფანტაზიის ნაყოფი. სიქსტო ფიქრობდა, რომ სიმართლეს იგი მხოლოდ ექსპერიმენტის ახლიდან ჩატარების შემდეგ გაიგებდა. ამჯერად შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ეს ფაქტი ყველასთვის მოულოდნელი და ამავე დროს სასიამოვნო სიურპრიზი იყო. ოქსალქი ამჯერადაც შემოვიდა კონტაქტში. დასმულ შეკითხვებზე, იგი საკმაოდ დალაგებულ და ღრმა ცოდნას იძლეოდა. კითხვები იქ დამსწრე ხალხიდან უწყვეტად მოდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობა საკმაოდ მარტივი და ტრივიალური იყო, პასუხები საკმაოდ ნათელი და ფილოსოფიური იყო.

ამ ურთიერთობით ჩემმა მეგობრებმა და ახლობლებმა საინტერესო და უჩვეულო გასართობი შეიძინეს, ისეთი ბავშვები, რომ თამაშობენ “კითხვა პასუხობანას”. აქ განსხვავება იმაში იყო, რომ პასუხებს არა უფროსი ადამიანი მაგივრად უცხოპლანეტელი იძლეოდა.

რამდენიმე დღის შემდეგ სახლში დავბრუნდი და გავიგე, რაც მოხდა. ნაამბობი მე სინამდვილედ არ მივიღე, არც ჩანაწერები მივიჩნიე სარწმუნოდ. გასაგებია, რომ გჯეროდეს კოსმოსში ინტელექტუალური სიცოცხლის არსებობისა, მაგრამ იმის დაჯერება, რომ რომელიმე მათგანს გაუჩნდა იდეა ბავშვებს დაკონტაქტებოდა და მათ მიერ დასმული სრულიად უაზრო კითხვებისთვის პასუხები გაეცა ეს ჩემთვის მიუღებელი იყო. ეს აბსურდია! განვუცხადე მე იქ მყოფთ და მშობლებს.

ჩემი პროტესტის მიუხედავად, ბინაში თითქმის ყოველდღე იკრიბებოდნენ ახლობლები და მეზობლები. სიქსტოს მიერ გაკვალულ საპლანეტაშორისო არხს იყენებდნენ და ცდილობდნენ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიეღოთ “ბატონი ოქსალქისგან”.
ჩემთვის ამის ატანა შეუძლებელი გახდა, იმაში დარწმუნებული, რომ ეს ყოველივე ჩემი ძმის თვითშთაგონების ნაყოფი იყო. გადავწყვიტე იგი გამომეაშკარავებინა, რადგან ვთვლიდი, რომ საქმის ასეთი ფორმით გაგრძელება, ჩვენ კარგს არაფერს არ მოგვიტანდა. ამ მიზნით გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო ერთ-ერთ ასეთ სეანსში და ჩემი კითხვებით სიქსტო ტყუილებში გამომეჭირა. ვფიქრობდი, რომ ამ გზით საიდუმლოებით მოცულ ამბავს ნათელს მოვფენდი და ყველაფერს თავის ადგილს მივუჩენდი.

მორიგ შეხვედრაზე, რამოდენიმე სპეციფიკური და საინტერესო ფაქტი მოხდა. როგორც უკვე აღვნიშნე დასმული კითხვების უმეტესობა არაფრის მთქმელი და უინტერესო იყო, ქალბატონმა, რომელიც ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა მორიგი კითხვა დასვა, მას ჩანთაში წიგნი ჰქონდა, იგი უცხოპლანეტელს შეეკითხა, იცოდა თუ არა არამიწიერმა არსებამ, რამდენი ფურცელი იყო ამ წიგნში, რა ერქვა ავტორს და რომელ ფურცელზე ჰქონდა სანიშნე ჩადებული. კარგი კითხვაა! ამ კითხვიდან ბევრი რამე გაირკვევა გავიფიქრე მე, მაგრამ ჩემდა გასაოცრად, ამ კითხვაზე მიღებული პასუხიც დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა.

მოკლედ სიქსტომ, თავისი პასუხებით ხალხში პატივისცემა და ავტორიტეტი მოიპოვა, ის თუ ვინ იყო ამ პასუხების ავტორი, ჩემი ძმა, თუ არამიწიერი არსება, არავის არ აინტერესებდა. ბოლოს, როგორც იქნა გადავწყვიტე სიცხადე შემეტანა საქმის ვითარებაში და მეც მოვითხოვე შეკითხვის დასმა:

- თქვენ მართლა უცხოპლანეტელი ხართ? ჩემი პირველი პირველი კითხვა ეს იყო.

- დიახ! მიპასუხა მან ქაღალდზე სიქსტოს ხელით.

- თქვენც ისეთივე სხეული გაქვთ, როგორც ჩვენ?

- დიახ!

- შეგიძლიათ თუ არა, თქვენი არსებობა დაგვიმტკიცოთ?

- დიახ! ისევ დაადასტურა მან.

- კარგი, მაშინ შეიძლება გნახოთ თქვენ, ან თქვენი კოსმიური ხომალდი?

- დიახ! სწრაფად მოვიდა პასუხი.

- მაშინ გვითხარით, სად და როდის? ვიკითხე ირონიულად!

- 7 თებერვალს, ლიმას სამხრეთით 60 კილომეტრის მანძილზე, მხოლოდ თქვენი ჯგუფი
. გაჩნდა ნაწერი ფურცელზე.

ჩემთვის ეს უკვე მეტისმეტი იყო! ნუთუ სიქტოს არ ესმის რას აკეთებს? ბოლოს და ბოლოს, მან უნდა აღიაროს, რომ ეს მისი ფანტაზიებია! თუმცა არა უშავს, კარგი! ამ ინფორმაციით მე დავამტკიცებ, რომ ეს სიყალბეა! ბოლოს მოვუღებ ტყუილებს და გამოვააშკარავებ სიქსტოს და მის მთელ სიცრუეს, ვფიქრობდი ჩემთვის გაღიზიანებული.

ჩემი ძმის სასარგებლოდ მინდა ვთქვა, რომ ეს სიტუაცია მისთვისაც მოულოდნელი იყო, მასაც აღელვებდა ეს მდგომარეობა და ვერ გაეგო, სინამდვილეში რაში იყო საქმე, ეს პასუხები მართლა არამიწიერი არსების კარნახი იყო, თუ მისი გონების და ფანტაზიის ნაყოფი. იგი ძალიან მძიმედ გრძნობდა თავს. დაბნეულს ვერ გაერჩია, მართლა პარანორმალური მდგომარეობა იყო ის, რასაც მიაღწია, თუ ფსიქიკური აშლილობის ნიშნები? იგი ჩაფიქრებული და დაძაბული ჩანდა. ჩემმა კითხვებმა და სურვილმა, რომ გაგვერკვია, რასთან გვქონდა საქმე სინამდვილეში, მასაც ინტერესი აღუძრა. ბოლო პასუხები ჩემი ძმისთვისაც მაცდუნებელი იყო. თუ ეს სიმართლე აღმოჩნდებოდა სიქსტოს ეჭვებიც გაქარწყლდებოდა. შეხვედრის ადგილზე წასვლაზე, ყველამ თანხმობა გამოთქვა

გადავწყვიტეთ ეს ამბავი მშობლებისთვის გვეთქვა. მართლაც ასე მოვიქეცით და ვუთხარით, თუ როგორ მოხდა კონტაქტი და როგორ დაგვინიშნეს შეხვედრა, მათგან რჩევა გვინდოდა თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო ამ თემასთან დაკავშირებით. მშობლებმა გვითხრეს, რომ შეხვედრაზე უნდა წავსულიყავით.

მამამ ცალკე გაიხმო სიქსტო და თავის ეჭვებზე ელაპარაკა. უცხოპლანეტელებზე საუბრისას მთელი ოჯახი უხერხულად ვგრძნობდით თავს. საზაფხულო არდადეგების პერიოდი იყო და ჩვენი ქალაქგარეთ გამგზავრება, არავის გაუკვირდებოდა. იმასაც ვერავინ გაიგებდა, რომ ამჯერად ჩვენს გამგზავრებას სხვა მიზნები ჰქონდა.

თითოეული ჩვენგანი, ხვდებოდა, რომ ეს მოგზაურობა დიდი თავგადასავალი დასაწყისი იქნებოდა. დანიშნულ ადგილზე მისასვლელად მარშრუტი უნდა გაგვერკვია, სამგზავროდაც უნდა მოვმზადებულიყავით, რადგან პერუს უდაბნოს აუტანელი სიცხეში მოგვიწევდა სიარული, სადაც, წყლის და საკვების შოვნა თითქმის შეუძლებელი იყო. მგზავრობისას ეს ფაქტი აუცილებლად უნდა გაგვეთვალისწინებინა. ისიც საყურადღებო იყო, რომ ამ უკაცრიელ ადგილას, რაიმე პრობლემის შემთხვევაში დახმარებას ვერავინ გაგვიწევდა. მორალური მხარეც ძალიან გვაწუხებდა, რომ იქ მისულებს შეიძლება არაფერი დაგვხვედროდა, არც ხომალდი და არც ოქსალქის მსგავსი ვინმე.

დადებითი ვერსიის, მე ნაკლებად მჯეროდა. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდებოდა უდაბნოში მოგზაურობა გართობად მაინც შეგვრჩებოდა. გავისეირნებდით ქალაქგარეთ და ისევ უკან დავბრუნდებოდით.

სიქსტოც ჩაფიქრებული დადიოდა, და ყველაზე უარესისთვის ემზადებოდა. მოსალოდნელი ფიასკო მასაც აშინებდა. ყველანი მოუთმენლად ველოდით ამ დღის დადგომას, გვაინტერესებდა, თუ რით დამთავრდებოდა ყველაფერი. შეიძლება ეს ჩვენი ბედის გამოცდაც იყო.





ანანდა
გამგზავრების დღეც დადგა. ცხრა ახალგაზრდა ყმაწვილი, ჩემი სახლის წინ შევგროვდით.

მამამ გაგვაფრთხილა, რომ შესაძლოა ეს ყველაფერი ტყუილი აღმოჩენილიყო და რომ ამისთვის მზად უნდა ვყოფილიყავით.

ალფრედო, ხუან კარლოსი, რობერტო, ხუანი, ჰენრიკე, ლალო -იგივე ედუარდო, გულერმო, რომელსაც მოფერებით მიტოს ვეძახდით, სიქსტო და მე. დათქმულ დღეს, მითითებული ადგილისკენ გავემგზავრეთ.

შეხვედრის ადგილი, პატარა სოფლის მახლობლად მდებარეობდა. რომელსაც “პაპა ლეონ XII”-ს ეძახდნენ. სოფელი ახლოს იყო “ჩილკას” უდაბნოსთან და “პან ამერიკა”-ს ტრასასთან.. აქ ხშირად ჩამოდიოდნენ ტურისტები და ექპედიციებს აწყობდნენ.

ჯერ ”პაპა ლეონე XII”-ში გვინდოდა ჩასვლა. იქ საკუთარი სახლში, ჩვენი თანამგზავრის, ხუანის დეიდა, დონა მარუჯა ცხოვრობდა. ხუანი ხშირად ჩადიოდა დეიდასთან, საზაფხულო არდადეგების გასატარებლად.


პირველი წარუმატებელი მგზავრობით გაღიზიანებულები ვიყავით, მაგრამ მიუხედავად ამ იმედგაცრუებისა მე და სიქსტო მტკიცედ ვიყავით განწყობილი, რომ უკან დავბრუნებულიყავით და ამ გაურკვევლობისთვის ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაგვესვა.
სიქსტოს ვთხოვეთ კომუნიკაცია განეახლებინა და შეხვედრის დრო დაეზუსტებინა. პასუხი იგივე იყო 21 საათი. ამ დროს უნდა მომხდარიყო შეხვედრა, როცა ჩვენ დამამტკიცებელი პასუხის მოწმე გავხდებოდით, რაც ჩვენს ეჭვს გაქრობდა.

როგორც კი მზე მთების უკან გადაიწვერა, ყველა გზას გავუდექით, უფრო სწრაფად მივდიოდით რადგან გზა უკვე კარგად ვიცოდით, შეჩერების და დასვენების აუცილებლობაც აღარ იყო, უხმოდ მივაბიჯებდით უდაბნოს რთულ გზაზე, რაც უფრო ვუახლოვდებოდით დანიშნულ ადგილს, ჩვენი დაძაბულობა მით უფრო მატულობდა, ბოლოს როგორც იქნა მივედით. ჯგუფის წევრები აქეთიქით გაიფანტნენ. ყველას უნდოდა უკეთესი ადგილი მოეძებნა. საიდანაც მათი აზრით უკეთესად გამოჩნდებოდა გარემო. ეს ქცევა უჩვეულო და უცნაური ჩანდა, იმათგან, რომელთა უმრავლესობას არ სჯეროდა, რომ რაიმე მნიშვნელოვანი მოხდებოდა.

წინასწარ შეთანხმებული დრო მოახლოვდა. ცივი უსიამოვნო და უმთვარო ღამე იყო, გრილი ღამის ქარი პირდაპირ სახეში გვცემდა. ჯგუფის წევრთა განწყობილება შეიცვალა. ჩვენი დაძაბულობა და ნერვიულობა ყოველ წუთს იზრდებოდა. ჯგუფში მღელვარებამ მოუთმენლობამ და შიშმა დაისადგურა.
მე და ჩემი კომპანიონები გაფაციცებით ვაკვირდებოდით გარემოს, ვუყურებდით ჰორიზონტს, ჩვენამდე მხოლოდ შორს გაშენებული სოფლებიდან მოსული სინათლე და შოსეზე მოძრავი ავტომობილების შუქფარების ციმციმი აღწევდა.

ირგვლივ ჩქამიც არ ისმოდა, ეს სამარისებური სიჩუმე ჩვენს შიშს კიდევ უფრო ამძაფრებდა.

ისრები თითქმის 9 საათს აჩვენებდა. ერთ-ერთმა ჩვენგანმა შეჰყვირა და დანარჩენების ყურადღება მიიპყრო. “ზღვის მხრიდან მომავალ სინათლეს ვხედავ”! მართლაც ჰორიზონტზე მანათობელი ვარსკვლავი გამოჩნდა, რომელიც ჩვენი მიმართულებით მოიწევდა.

ზუსტად 9 საათზე საერთო განცვიფრების ფონზე ”ვარსკვლავი” ჩვენს ბანაკს მოუახლოვდა.

“ეს ალბათ თვითმფრინავია”, “საჰაერო ბურთია” ყველა ცდილობდა თავისებური ახსნა მოეძებნა მოძრავი ვარსკვლავისთვის. მეც შეშინებული ვცდილობდი რაიმე რაციონალური ახსნა მომეძებნა ამ სინათლის გამომწვევი მიზეზის.

ობიექტი კიდევ უფრო მოახლოვდა, რამაც მისი ზომები უფრო შთამბეჭდავი გახადა. საბოლოოდ მან შეანელა სვლა და ჩვენგან მარჯვნივ ჰაერში გაჩერდა!

ხომალდს ოვალური ფორმა ჰქონდა. ზომით 25-30 მეტრის დიამეტრის იქნებოდა. ცენტრალურ ნაწილზე კარგად ჩანდა ექვსი მოლურჯო ფერის ილუმინატორი. ფიუზელაჟი უცნაური ფაქტურის გლუვი და პრიალა ლითონით იყო დაფარული, ზედაპირი მოყვითალო შუქით ანათებდა, გარეშემო კი ცისფრად და ნარინჯისფრად აციმციმებული ნათურები ერტყა რკალად რაც ხომალდს თავისებურ მორთულობას აძლევდა. საფრენი აპარატი მაღალ ტემპერატურას გამოსცემდა, მაგრამ არ წვავდა!

თვალს არ ვუჯერებდით!

დისკო ბანაკიდან ასიოდე მეტრით იყო დაშორებული, მიწიდან კი ალბათ 15 მეტრის სიმაღლეზე. ჰაერში უძრავად გამოკიდებული ხომალდი უხმოდ ლივლივებდა. მხოლოდ დაბალ ზუზუნა ბგერებს გამოსცემდა, ფუტკრები რომ ზუზუნებენ სკაში ისეთს

გაკვირვებულები თვალს ვერ ვაშორებდით ამ ენითაუწერელ სანახაობას. ასე გაშეშებულნი ერთხანს ვიდექით და ამ საოცრებას ვუცქერდით, ვიდრე ერთერთმა რაღაც აზრი არ გამოთქვა.

ყველა სიქსტოს მივუბრუნდით და შეკითხვები დააყარეს.

ამჯერად ჩემი ცნობისმოყვარეობა უფრო ძლიერი იყო, ვიდრე შიში და ხიფათი და გადავწყვიტე უჩუმრად მივახლოებოდი დისკოს. მინდოდა უფრო ახლოდან მენახა ხომალდის ფორმა და მისი ტექნიკური მონაცემები უკეთ გამერჩია.

ამ დროს ჯგუფში სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა, არ ვიცოდით რა გვექნა, ერთი ნაწილი სიქსტოსგან ითხოვდა, როგორმე ხომალდი უკან გაეგზავნა. სხვები მოითხოვდნენ გაეგო დაეშვებოდა თუ არა ობიექტი მიწაზე.

სიქსტო ისე იყო შეშფოთებული, რომ ფიქრის თავი არ ჰქონდა. ხომალდის დანახვაზე იმხელა ემოცია მიიღო რომ გაშეშებული იდგა.

ბოლოს იგი გამოერკვა და ჩვენს სიტყვებს ყური დაუგდო. სიქსტოს ვთხოვდით გაერკვია, თუ რას გვიპირებდნენ მოსულები, ხომ არ გაგვანადგურებდნენ?

სიქსტომ როგორღაც მოახერხა ტელეპატიური გზით მიეღო პასუხი, კითხვაზე, აპირებდა ხომალდი დაშვებას თუ არა?

გზავნილი ასეთი იყო: ახლა ეს არ მოხდება, დაძაბული და შეშინებულები ხართ! ჩვენი დანახვისას, თავს ვერ გააკონტროლებთ. სჯობს დაშვება შემდეგისთვის გადავდოთ, ახალ ადგილს და დროს შეგატყობინებთ!

ხომალდი ნელა დაიძრა. იგი თავისი წარმოსახვითი ღერძის ირგვლივ მოძრაობდა. ხმაური თანდათან გაძლიერდა, მე თითქმის ხომალდის ქვევით ვიდექი, ხმამ ისე შემაშინა, რომ მიწაზე პირქვე ჩავემხე და თავი ხელებში ჩავრგე, მეგონა, რომ ხომალდიდან საშიშროება მემუქრებოდა. დაფეთებული ფორთხვით წავედი ბანაკისაკენ, რომ თავი გადამერჩინა.

დისკო ადგილს მოსწყდა და სანაპიროს მიმართულებით გაფრინდა! მთელი ჯგუფი მას მივშტერებოდით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი 20-25 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, ჩვენთვის საუკუნე გავიდა.

ნანახით მიღებული ემოციური დარტყმა იმდენად დიდი იყო, რომ კაი ხანი დაგვჭირდა, სანამ აზრზე მოვიდოდით. პირველი შთაბეჭდილებები თანდათანობით ჩაცხრა. გონზე მოვეგეთ და უკან სოფელში გავბრუნდით. გზაში მხოლოდ იმას ვფიქრობდით რაც შეიძლება სწრაფად შეგვეკრა ბარგი და ლიმაში წავსულიყავით.

დონა მარუჯასთან მისვლის მერე, დავმშვიდდით და ყველა ერთად ავლაპარაკდით. საუბრისას ყველას გვეტყობოდა ისტერიული ფონი, მე სასწრაფოდ ნივთების ჩალაგება დავიწყე, ხუანს კი დარჩენა სურდა. უნდოდა ყველაფერი დეიდისათვის ეამბნა. სხვა რა გზა გვქონდა, ენრიკე და ხუანი სახლში დავტოვეთ დანარჩენები კი ავტობუსის გაჩერებისკენ წავედით.

გზაში ათასჯერ შევეკითხე სიქსტოს, თუ როგორ ახერხებდა კომუნიკაციას, მაგრამ იგი პასუხს თავიდან იცილებდა, სახეზე ეტყობოდა, რომ ისევ უდაბნოში იყო და ხომალდს ხედავდა.

ამ შეხვედრის შემდეგ, ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა. კონტაქტი რეალურია! ხომალდი არსებობს და ჩვენ მასთან შეხვედრა მოვახერხეთ.

სასწრაფოდ მივიღე გადაწყვეტილება, ყველაფერი მამასთვის მომეყოლა. ჩემი აზრით ის რაც ჩვენ თავს გადაგვხდა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ამ ამბავს ასევე მნიშვნელობა ჰქონდა მამაჩემის ინსტიტუტისთვის.

როგორც იქნა ლიმაში ჩავედით, ახალი გათენებული იყო როცა შინ მივედით და ყველას ეძინა. გადავწყვიტე მამა გამეღვიძებინა. დილაადრიანად ლოგინიდან წამოგდებული კარლოსი ჩვენს დამშვიდებას ცდილობდა. მეც და სიქსტოც აღელვებული ვლაპარაკობდით და სათქმელს ერთმანეთს არ ვაცლიდით. გვინდოდა, როგორმე აგვეხსნა ის, რაც რამდენიმე საათის წინ ჩილკას უდაბნოში მოხდა. ჩვენი შთაბეჭდილებების ყველასთვის გაზიარება გვსურდა. მამამ მონაყოლის სინამდვილეში, ეჭვი შეიტანა, ეს შეიძლება სულაც ვარსკვლავი ან მეტეორი იყო, თქვენ კი იგი ხომალდში აგერიათო. აღნიშნა მან. ორივე აღშფოთებამ მოგვიცვა.

მე ყველანაირად ვცდილობდი მამის გადარწმუნებას, ვუმტკიცებდი, რომ ეს ნამდვილად ხომალდი იყო, შიგნით მოსიარულე არსებების ჩრდილებიც კი შეინიშნებოდა, რომ მე ასეთი რამ ვარსკვლავში არ შეიძლებოდა ამრეოდა. ვუხსნიდი რომ ეს არც მირაჟი იყო და არც ჩვენი ჰალუცინაციის ნაყოფი.

ამაზე შემდეგში ვილაპარაკოთ, მკაცრად აღნიშნა მამამ და საწოლ ოთახში შებრუნდა.

მისი მოქმედებით, იმედგაცრუებული და ნაწყენი დავრჩი, მეც და სიქსტოც იდიოტურად გამოვიყურებოდით, არცერთს არ გვჯეროდა, რომ საკუთარი მამა, რომელიც ამ საქმის ერთ-ერთი წამომწყები იყო ჩვენს ნათქვამს არ დაიჯერებდა.

სასტუმრო ოთახში შევედით. იქ ჩვენი მეგობრები გველოდნენ. გვკითხეს, თუ რა თქვა კარლოსმა. მამის ნათქვამმა ისინიც გაანაწყენა. იმ ღამეს არცერთს არ გვძინებია, ღამესვე გადავწყვიტეთ დავკავშირებოდით ოქსალქს და ახალი შეხვედრის მოწყობა შეგვეთავაზებინა, სადაც ერთ-ერთი დამსწრე კარლოსიც იქნებოდა. ახალი პასუხი მალე მივიღეთ-შემდეგ შაბათს, 16 საათზე იმავე ადგილას. შესაძლებელი იყო თან სხვა პირებიც გვხლებოდნენ.

მეორე დღეს, მე და სიქსტო მღელვარებით ველოდით მამის ოფისიდან დაბრუნებას, დიდი გამოწვევის წინაშე ვიდექით, როგორმე უნდა მოგვეხერხებინა მისი გადარწმუნება, და დაგვეთანხმებინა იგი უცხოპლანეტელებთან შეხვედრაზე წამოსასვლელად.


...................................
უცხოპლანეტელებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ უნდა გაგრძელებულიყო ჩვენს შორის კავშირი. ჩვენი ურთიერთობისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო არსებული რეალობა, ადგილი და გარემო. არამიწიერი არსებები მკაცრად გვაფრთხილებდნენ, რომ მათი მხრიდან მიღებული შეტყობინება, ჩვენს ქვეცნობიერში ღრმად ჩამალული ცოდნის ზეგავლენის ქვეშ ექცეოდა, იმყოფებოდა იმ ინფორმაციის ზემოქმედებაში, რომელმაც ჩვენს სულიერ, გონებრივ და პროფესიონალურ ფორმირებას შეუწყო ხელი.

ჩვენსა და უცხოელებს შორის მოხდა შეთანხმება. იმისთვის რომ რომელიმე კომუნიკაციის დროს ჩვენს მიერ დამახინჯებული ან საეჭვო ცოდნა არ დაგვეფიქსირებინა, მათი მხრიდან კონტაქტის დროს ჩვენზე ფიზიკური რეაქცია განხორციელდებოდა, რაც იმას გულისხმობდა, რომ კომუნიკაციის ფორმა და სახე შეიცვლებოდა. კონკრეტულად ეს მათ მიერ ინსპირირებული ფიზიკურ ნიშნებში გამოვლინდებოდა.

მათი მოწოდებული სიგნალები, მიღებული ინფორმაციის სინამდვილეს ან დაადასტურებდა ან პირიქით უარყოფდა. კომუნიკაციის ეს ფორმა ჩვენ ადვილად ავითვისეთ და მას წარმატებით ვიყენებდით. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ უცხოპლანეტელებმა ახალი რამ შემოგვთავაზეს.

ეს ვარჯიშების ციკლი იყო, რომელსაც ისინი “თვითკონტროლის პრაქტიკას” უწოდებდნენ. მისი არსი შემდეგში მდგომარეობდა: ჩვენს ჯგუფს უნდა განეხორციელებინა საველე გასვლები წინასწარ მითითებულ ადგილზე, რომელიც, აუცილებლად ცივილიზაციისგან მოწყვეტილი და უდაბური უნდა ყოფილიყო. ამ ადგილის არჩევა იმით იყო განპირობებული, რომ იქ მოულოდნელად უცხო ადამიანი არ გამოჩენილიყო. ეს ცივილიზაციისგან მოწყვეტილი გარემო ასევე იმისთვის იყო საჭირო, რომ არ შექმნილიყო ისეთი გაუთვალისწინებელი სიტუაცია, რაც ხელს შეგვიშლიდა კომუნიკაციაში.

ამ ტერიტორიებს უმთავრესად წარმოადგენდა, ხრიოკი უდაბნო, მიყრუებული ზღვის სანაპირო, უცნობი მთის მასივი. ეს ადგილები პრაქტიკულად გამორიცხავდა იქ რომელიმე უცხო პირის გამოჩენას და სხვა მოულოდნელ სიურპრიზებს.

აქ, ამ მიდამოში ჩვენ ისეთი სავარჯიშოები უნდა ჩაგვეტარებინა, რომლის მსგავსიც აქამდე, არც გაგვიკეთებია, და წარმოდგენაც არ გვქონდა.

პირველ ფაზაში, ადამიანი უნდა მისულიყო იმ ადგილზე, რომელიც უცხოპლანეტელების მიერ იქნებოდა წინასწარ მითითებული. მას შემდეგ როცა ერთ-ერთი ჩვენგანი იქ მივიდოდა. გიდები მას ახალ მარშრუტს აურჩევდნენ და მოცემული მიმართულებით გააგზავნიდნენ, ისევ იგივე ტერიტორიაზე ოღონდ უფრო მოშორებით.

მათგან მოწოდებული გვქონდა სია, თუ როგორი თანმიმდევრობით უნდა მომხდარიყო მითითებული ადგილებისკენ გადაადგილება, სიაში აღნიშნული იყო ვინ ვის შემდეგ იქნებოდა.

იქ მისულნი, ჩუმად უნდა მსხდარიყვნენ და ღამის სიბნელეში უნდა დალოდებოდნენ ურთიერთობას უცხოპლანეტელებთან და ამავე დროს ყოფილიყვნენ გიდების მეთვალყურეობის ქვეშ.

ეს ურთიერთობა, რაღაცით სადისტურ ქმედებას წააგავდა, თუმცა მისი დანიშნულება იყო ჩვენი მომზადება, ახალი სიტუაციებისთვის. იდეა 17 ან 45 წუთი მარტოდმარტო, მთაში ან სხვა მიყრუებულ ადგილას, სადაც ძეხორციელი არ დაიარებოდა, არც თუ ისე მიმზიდველი იყო ჩვენთვის, მაგრამ ამას მნიშვნელოვანი მიზეზი ჰქონდა.

ჩვენ, სრული იზოლაციის პირობებში, გიდების დახმარებით, ზედმეტი ფანტაზიებისა და შიშების გონებიდან განდევნა უნდა მოგვეხერხებინა. ამავე ხერხით უნდა მოგვეცილებინა ჩვენში ღრმად ჩამალული ნეგატიური ფაქტორები.

ნებისმიერი ბუნებრივი ხმაური, ჩრდილები და მოძრაობა გარეული ცხოველის მოახლოებად გვეჩვენებოდა. ისეთი განცდა გვქონდა თითქოს სადღაც ახლოს მტაცებელი იყო დამალული და ჩვენზე თავდასასხმელად ემზადებოდა.

ასე, ხდებოდა, ჩვენი კონტაქტისთვის მომზადება. ეს მეთოდი აუცილებელი იყო, რომ მიღებული ინფორმაცია მეტი სიზუსტით და დამაჯერებლობით ისე დაგვეფიქსირებინა რომ, შემდეგ მისი გადამოწმება აღარ დაგვჭირებოდა.

გრძნობების მართვის სავარჯიშოების გათავისების შემდეგ, წინ უფრო დიდი ცვლილება გველოდა, უნდა მიგვეღო გასხივოსნება, მიგვეღწია ახალი მდგომარეობისათვის და კარგად შეგვეგნო, რომ ამ მიზნის მიღწევა მსხვერპლს მოითხოვს.

მსგავსი გამოცდილება, უნივერსალური სინამდვილის, საშუალებას მოგვცემდა, მდგომარეობისა, რომელიც ადამიანის ცნობიერების გაზრდას და სიმწიფის იმ სტადიის მიღწევას გულისხმობს, როცა ცოცხლობ და ამავე დროს შეგიძლია ახალი გარე და შინაგანი ჰორიზონტების აღმოჩენა.
ჩვენ სწავლების განსაკუთრებულ პროცესში ვიყავით ჩართულნი. ეს ვარჯიშები, ადამიანის მიერ აქამდე შექმნილი სულიერი ზრდის მეთოდისა და შემუშავებული სასწავლო პროგრამისგან სრულიად განსხვავდებოდა.

ასეთი დიდაქტიკა საშუალებას იძლეოდა, საკუთარ თავში მნიშვნელოვანი დეტალები აღმოგეჩინა. დარწმუნებული ვიყავით, რომ ჩვენი ჯგუფი, რაღაც ახლის და მნიშვნელოვნის, გამორჩეულის ნაწილი გავხდით, იმისიც გვჯეროდა რომ, როდესმე მომავალში, გვექნებოდა საშუალება, სწავლებით მიღებული გამოცდილება და ცოდნა სხვებისთვის გაგვეზიარებინა. ისიც გასაგები იყო, რომ ამ სწავლებას და მზადებას რაღაც მიზანი აუცილებლად ჰქონდა, მაგრამ რა?

სწავლების პერიოდში, უნდა აღმოგვეჩინა ჩვენი სულში ღრმად ჩამალული ნეგატივები, შემდეგ როგორმე ისინი უნდა გადაგველახა და გონებრივი და ემოციური ბალანსისთვის მიგვეღწია.

ეს აუცილებელი იყო, იმისთვის რომ, ჩვენსა და უცხოპლანეტელებს შორის ფიზიკური შეხვედრა შემდგარიყო. ეს საკმაოდ მძიმე პროცესი იყო.

საწყის ეტაპზე, მანამ არამიწიერ გიდებთან, პირდაპირი და ღია ფიზიკური კონტაქტს დავამყარებდით თვითკონტროლის ვარჯიშები უნდა გვეკეთებინა. ვიმედოვნებდით, რომ კონტაქტის უკეთესად დამყარებისთვის ისინი კიდევ ბევრ რამეს გვასწავლიდნენ.

რამოდენიმე კვირა პიკნიკებს ვაწყობდით და თვითკონტროლის ვარჯიშებს ვასრულებდით. უმრავლესობამ ისწავლა, საკუთარ თავში ჩაღრმავება, აღმოაჩინა და შეამჩნია შინაგანი კონფლიქტის ძირითადი მიზეზი. უფრო ახლოს შეიცნო თავისი თავი.

ვარჯიშების დასაწყისში, გვქონდა სიძნელეებიც, რაც უმეტესად პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულებას ახლდა თან.

ჩვენი მდგომარეობა დღითი დღე უმჯობესდებოდა. საწყის ეტაპზე არსებული შინაგანი წინააღმდეგობა, თვით დარწმუნებამ შეცვალა

გაუგებრობა, წუხილი და საფრთხის განცდა შემცირდა იგი ახალი შემოქმედებითი უნარის გამოვლინებამ და მოვლენების მიმართ კრიტიკულმა დამოკიდებულებამ შეცვალა. ჩვენი ცნობიერება ამაღლდა.

მაისის თვეში, ერთ-ერთი ასეთი საველე გასვლისას, მოგვივიდა შეტყობინება, სადაც აღნიშნული იყო, რომ არსებობს ე.წ. “დიდი პროექტი”. გეგმა, რომელშიც ჩვენი გიდები და სხვა მათი მსგავსი არსებები მონაწილეობენ. გადმოცემის თანახმად, ეს გეგმა დიდი ხნის წინათ იქნა დასახული. ”დიდი პროექტი” მთელ კაცობრიობას ეხება. ჩვენთან უცხოპლანეტელების ურთიერთობა, კი ამ პროექტის ნაწილია.

ასე და ამგვარად, აღმოჩნდა, რომ ჩვენი კონტაქტი, უბრალო შემთხვევითობა არ ყოფილა. გავიგეთ ისიც, რომ არამიწიერი გიდები, ასეთივე კონტაქტებს, დედამიწაზე მცხოვრებ სხვა ადამიანებთანაც ამყარებდნენ. ვიმედოვნებდით, რომ მოვიდოდა დრო და უცხოპლანეტელები ყველაფრის საქმის კურსში ჩაგვაყენებდნენ. საწყის ეტაპზე, ჩვენთვის ეს ინფორმაცია, ხომ დაფარული იყო.

სულიერ ზრდასთან ერთად იზრდებოდა ჩვენი ცნობისმოყვარეობა და მატულობდა იმ კითხვების რაოდენობა, რომელთა შესახებაც პასუხებს მოუთმენლად ველოდით. შეტყობინებები სიქსტოსთან ფსიქოგრაფიის მეთოდით მოგვდიოდა, ჩემთან კი აზრობრივად ტელეპატიურად.

ძმისგან განსხვავებით, მე სხვა ამოცანის წინაშე ვიდექი. ჯერ უნდა დამემახსოვრებინა ინფორმაცია, ხოლო შემდეგ კი მასალა უნდა გამეშიფრა. ჩემთან კომუნიკაციის შედეგად მოსული ინფორმაციის რაოდენობა დღითი დღე მატულობდა.

მე ისევ ვღელავდი და იმაზე ვეჭვობდი, ნამდვილი იყო თუ არა მიღებული ინფორმაცია. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ინფორმაციის იდენტიფიცირება და ქაღალდზე გადატანა გაადვილდა. ჩემს მიერ დაწერილ ტექსტებში კოლოსალური ცოდნა იყო. ამ ტექსტების გაშიფვრა და მათი შინაარსის გაგება, საკმაოდ რთული იყო.

ამ ტექსტებს, თითქოს უნდა გაექრო ჩვენი კითხვები. თუმცა ასე არ მოხდა. ერთადერთი საშუალება ჩვენი ეჭვების გაბათილებისა უცხოპლანეტელებთან პირისპირ შეხვედრა რჩებოდა.


ანანდა
. . . . ჩვეულებისამებრ ჩვენი ჯგუფი კოსმიურ ხომალდებთან შესახვედრად გაემზადა. ”ჩვენს ადგილზე” მთათა სისტემის ერთ-ერთ გორაკთან, 18 საათისთვის უნდა მივსულიყავით. ამ ადგილისკენ გავეშურეთ. მალე შემოგვაღამდა. გზის გასაკვლევად, ჯიბის ფანრები მოვმართეთ. ჩვენი ჯგუფის წევრები, სიქსტო და იაკუი, წინ მიდიოდნენ.

უეცრად სიქსტო გაქრა. ყველანი სახტად დავრჩით. განცვიფრებული ვუხმობდით მას, მაგრამ იგი არსად არ ჩანდა.

სიქსტო ამ დროს, თურმე “მაინის” დიუნებთან ახლოს გაჩნდა, თვითონაც ვერ გაეგო, თუ რა ხდებოდა მის თავს. დაბნეული, შეშინებული გვეძახდა, მაგრამ ჩვენ მისი ხმა არ გვესმოდა. მან გადაწყვიტა იქვე მახლობელ გორაკზე ასულიყო და იქიდან დაეთვალიერებინა გარემო, იმედოვნებდა, რომ ჩვენი ფანრის შუქს მოჰკრავდა თვალს, თუმცა უშედეგოდ. ირგვლივ არაფერი ჩანდა. იგი შიშმა აიტანა. ხუმრობა ხომ არ იყო ამ ღამეს უდაბნოში მარტო დარჩენა. ბოლოს გადაწყვიტა მთიდან ჩამოსულიყო და დათქმულ ადგილას მისულიყო, რადგან გაახსენდა, რომ ჯგუფიც იქ აპირებდა მისვლას.

გზად მიმავალმა უცნაური ნათება შენიშნა. გორაკებს შორის რაღაც ციმციმებდა. სიქსტოს თავიდან ეს ფანრის შუქი ეგონა და გახარებულმა იქით გასწია, მაგრამ მიახლოებულმა, სულ სხვა რამ დაინახა! მის წინ, უცნაური ფლუროესენცირებული სინათლის გროვა ნისლივით იყო ჩამოწოლილი.

გადმობრუნებული ნახევარმთვარის ფორმის სინათლის ფარდა მოცულობით ათი მეტრის რადიუსის იქნებოდა. შუქი, ერთ ადგილზე იყო კონცენტრირებული და ლოკალიზებული, იგი გარემოში არ ვრცელდებოდა. ჩემმა ძმამ თავიდან იფიქრა, რომ ეს კოსმოსური ხომალდი იყო, მაგრამ როცა ამ უცნაურ ნათებას მიუახლოვდა, მიხვდა, რომ მოტყუვდა. ეს არ იყო ხომალდი და არც სხვა რაიმე საგანი. სინათლე, რკალის შიგნიდან გამოსჭვიოდა! ეს იყო რაღაც მკვრივი, მოცისფრო, კვამლისმაგვარი სინათლის გროვა, რომელსაც აშკარად ეტყობოდა არაამქვეყნიური ნიშნები.

დაახლოებით, ასე შვიდი მეტრის მანძილზე, რომ მიუახლოვდა, უცაბედად შეჩერდა. იგი ძლიერმა მღელვარებამ მოიცვა, მაგრამ ისევ ცნობისმოყვარეობამ სძლია და ამ უცნაური მოვლენის დაკვირვება განაგრძო. უეცრად ამ ნისლისებური სინათლის რგოლიდან ადამიანის სილუეტი გამოიკვეთა. ეს ჰუმანოიდი იყო. იგი ნისლიდან, მისი მიმართულებით გამოემართა. ფიგურა ნელა მოძრაობდა, მარჯვენა ხელი, მისალმების ნიშნად მაღლა ჰქონდა აღმართული.

სიქსტო შიშისაგან პანიკაში ჩავარდა და გაქცევა სცადა. ფეხები აღარ ემორჩილებოდა. საკუთარ სხეულზე კონტროლი დაკარგა. მღელვარებისაგან ოფლმა დაასხა და ალბათ გონებასაც დაკარგავდა, რომ არა რაღაც ძალა, რომელიც მიწაზე ამაგრებდა! ამ ემოციონალური დაძაბულობის ფონზე, გონებაში მკაფიოდ ჩაესმა სიტყვები: დამშვიდდი! მე არაფერს დაგიშავებ, გაიხსენე მე ოქსალქი ვარ!

სიქსტო ცოტა დაწყნარდა და მის წინ მდგომი ფიგურა ყურადღებით შეათვალიერა, ეს იყო ორ მეტრამდე სიმაღლის, ქერათმიანი, ათლეტური აღნაგობის მამაკაცი. ადამიანისგან არაფრით განსხვავდებოდა, სწორი ნაკვთები, მაღალი შუბლი და უკან გადავარცხნილი გრძელი თმა ჰქონდა, თვალების ჭრილი კი ვიწრო, როგორც მონგოლოიდური რასის ადამიანებს აქვთ. ტანთ თეთრი, მუხლებამდე დაშვებული ტუნიკა ეცვა, რომელიც ძველ რომაულ ტოგას წააგავდა. ხოლო ფეხზე, მაღალყელიანი, ოქროსფერი მეტალის მსგავსი ფეხსაცმელები ეცვა.

ამ შუქმა ჩვენც მიგვიზიდა და იქით გავემართეთ, რადგან სიქსტო იქ გვეგულებოდა. ნანახმა გაგვაოგნა. პირველად ვხედავდით არსებას, რომელთანაც ამდენი ხანია ტელეპატიური კონტაქტი გვქონდა.

სიქსტო, თითქოს ტრანსშიაო, ჰუმანოიდს თვალს არ აცილებდა. მეც ოდნავ შეშინებული, მაგრამ ცნობისმოყვარეობით აღსავსე, ამ ობიექტს საპირისპირო მხრიდან მივუახლოვდი. მინდოდა ეს არსება ახლოდან შემეთვალიერებინა. ჯგუფის წევრები, დაჰიპნოზებული, უძრავად იდგნენ. ჰუმანოიდი, თითქოს სიქსტოსთან საუბარი დაამთავრაო, უეცრად შეტრიალდა და უკან სინათლის რგოლში შეაბიჯა. ამ ფაქტს ყურადღებით ვაკვირდებოდი და დავინახე, რომ, იგი დანის პირის სისქის სინათლემ ისე შთანთქა, რომ მეორე მხარეს მისი სხეული, არც კი გამოჩენილა.

მოულოდნელობისგან ქვიშაში ჩავჯექი. საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდი. ეს ჩემთვის წარმოუდგენელი იყო.
როცა ყველაფერი დამთავრდა და ტრანსიდან გამოვედით, ერთმანეთს შთაბეჭდილებები გავუზიარეთ.

ყველა სიქსტოს აყრიდა კითხვებს. აღელვებულმა, მხოლოდ ის გვითხრა, რომ ეს ჰოლოგრამა იყო და არა ნამდვილი ჰუმანოიდი, და რომ მან შეხვედრის ახალი ადგილი და დრო შეატყობინა. იგი მომავალ კვირას იყო დანიშნული. გადავწყვიტეთ, რომ ამ შეხვედრისთვის კარგად მოვმზადებულიყავით;

ოქსალქმა სიქსტოს უთხრა, რომ “სინათლის კარს” საიდანაც ფიგურა გამოვიდა “ქსენდრა” ეწოდებოდა.

„ქსენდრა“ მეოთხე განზომილებაში გასასვლელია, რომელსაც უცხოპლანეტელები, არა მხოლოდ კონკრეტული ჰოლოგრამების პროექტირებისთვის იყენებენ, არამედ მისი ძირითადი დანიშნულება, საგნის მანძილზე ტრანსპორტირებაა. (მატერიალური ობიექტის მცირე დროის განმავლობაში ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა). კოსმოსში ხომალდებით მოგზაურობის დროს, ამ სივრცითი პორტალის გამოყენებით დროის ეკონომია ხდება.

ოქსალქის ნაამბობიდან გავიგეთ, რომ მეოთხე განზომილებაში გასასვლელი “პორტალის” სულ ოთხი ტიპია. ისეთი “ქსენდრაც” არსებობს, რომელიც ენერგიის მიღების საშუალებას იძლევა. იგი ერთგვარ ენერგეტიკულ ველს გამოყოფს, საიდანაც ადვილად შეიძლება ჰოლოგრამული გამოსახულების პროექტირება და მისი მართვა.

ამ შემთხვევის შემდეგ, ჩვენი ჯგუფი ლიმაში დაბრუნდა. შთაბეჭდილებების ქვეშ ვიმყოფებოდით. შეხვედრამ, კიდევ ერთი, ახალი გამოცდილება შეგვძინა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საერთო სიხარულს მამა არ იზიარებდა და ამ შეხვედრების მნიშვნელობაში ეჭვი ეპარებოდა, მაინც კმაყოფილი და ბედნიერი ვიყავით, ვხვდებოდით რა, რომ ჩვენსა და არამიწიერ ცივილიზაციებს შორის, ურთიერთობის ახალი ფაზა იწყებოდა.
ანანდა
მთელი კვირის განმავლობაში ამ შემთხვევის შესახებ, ბევრს ვბჭობდით, ვფიქრობდით, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები. თუნდაც არაფერი აღარ მომხდარიყო, ის რაც ვნახეთ, საკმარისი იყო იმისთვის, რომ უკვე სხვანაირად შეგვეხედა რეალობისთვის.

შაბათიც დადგა. ჩვენ ახალ შეხვედრაზე ვაპირებდით წასვლას, რაღაც ოჯახური პირობების გამო, ორმა მათგანმა წამოსვლა ვერ შეძლო. სახლიდან უთენია გამოვედით და ჩვენი შტაბ ბინისაკენ, დონა მარუჯოს სახლისაკენ გავემართეთ. ჩვეულებისამებრ იქ ვიკრიბებოდით და ლაშქრობის წინ ვემზადებოდით. მართლაც, გემრიელი ვახშმისა და დასვენების შემდეგ, ბარგი შევკარით და “ჩვენი ადგილის” გორაკებისკენ გავემართეთ.

ღამის სიჩუმეში უდაბნოს ქვიშებს მივიკვლევდით. გზაში ყველაფერს გულდასმით ვაკვირდებოდით და აქა–იქ ახალი ქსენდრას გამოჩენას ველოდით. სხვა ბევრი მოულოდნელობაც, შეიძლება მომხდარიყო, რასაც მომზადებული უნდა დავხვედროდით. ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა. ბანაკს ისე მივაღწიეთ, რომ მსგავსი არაფერი არ მომხდარა. იქ ტვირთი მოვიხსენით, დავსხედით და დავიწყეთ ლოდინი.

ზოგიერთი ჩვენგანი გიდებთან კომუნიკაციას მედიტაციის საშუალებით ცდილობდა, ზოგიც გამალებით აკვირდებოდა ღამის ცას, პასუხმაც არ დააყოვნა: შეხვედრისთვის მოემზადეთ! ეს იყო აზრობრივი სიგნალი!

მდუმარედ ვისხედით და ცას გავყურებდით. მალე, ჩვენგან არც თუ ისე შორს, მოციმციმე წერტილი შევამჩნიეთ, იგი მოყვითალო-მოცისფრო ნათებას გამოსცემდა (იმ პლანეტების მსგავსად, ღამის უღრუბლო ცაზე რომ ჩანან ხოლმე). მნათი წერტილი სწარაფად გადაადგილდებოდა. უცბად ობიექტმა მანევრირება დაიწყო, შემობრუნდა და ჩვენი მიმართულებით წამოვიდა. ამის დანახვაზე ძალიან ავღელდით. გული ამოვარდნაზე გვქონდა. ჩვენდა გასაოცრად, უცნობი ობიექტი კილომეტრის მოშორებით ძირს დაეშვა.

ეს იყო ორმხრივ ამოზნექილი ლინზის მსგავსი, ხომალდი. ზომით ასე 25-30 მეტრის დიამეტრის. დისკო მიწიდან ორი მეტრის სიმაღლეზე, ყოველგვარი საყრდენის გარეშე უძრავად ეკიდა. გარეთა განათება არ ეტყობოდა. ფიუზელაჟი მოვერცხლისფრო და აბსოლუტურად გლუვი იყო. გარედან, არც ფანჯარა და არც რაიმე ილუმინატორის მსგავსი არ ჰქონდა.

რამდენიმე წამში, ობიექტის ქვედა მხარეს, ზუსტად შუაში, ლუქი გაიღო და პლატფორმის მსგავსი მოწყობილობა ჩამოეშვა. ეს ერთადერთი ნაწილი იყო, რომლითაც ხომალდი მიწას შეეხო.

თავს ძლივს ვიკავებდით, რომ არ გავქცეულიყავით. გული ძალუმად გვიცემდა. ტანზე ცივმა ოფლმა დაგვასხა, უამრავი უაზრობა ამოგვიტივტივდა თავში. ძალიან შევშინდით!

ხომალდიდან უეცრად სინათლემ გამოანათა. შუქმა იქაურობა მოთეთრო სხივებით აავსო. სინათლის ფონზე ადამიანის სილუეტი გამოჩნდა. უცნობი ფიგურა ლუქიდან გადმოვიდა. ეს ეკიპაჟის წევრი იყო. უარყოფითი ემოციები მოგვეძალა. თითქოს ვიღაცის ბრძანებას დავემორჩილეთო, ორგანიზებულად უკან დავიხიეთ. ჩვენი მომზადება, წინასწარი მუშაობა, ტესტები, სავარჯიშოები.. მთელი შრომა წყალში ჩაგვეყარა. ეს უკვე აღარ იყო ჰოლოგრამა, ჩვენს წინაშე ხორცშესხმული არსება იდგა-ყველაზე საშიში კი ის იყო, რომ მას ჩვენთან შეხვედრა უნდოდა!

პლატფორმაზე მდგომი ჰუმანოიდი ძირს დაეშვა და მარჯვენა ხელი დაგვიქნია. ყველამ ერთი გზავნილი მივიღეთ: ნუ გეშინიათ, არაფერს დაგიშავებთ. აქ თქვენი გულისთვის მოვედით!

ზურგს უკან ანთებული შუქის სიმძაფრის გამო, ჰუმანოიდის სახის ნაკვთების გარჩევა ჭირდა. სილუეტი, კი ოქსალქს მოგვაგონებდა, იმ ჰოლოგრამულ პროექციას, რომელსაც გასულ კვირას შევხვდით. პულსი ჩაგვიწყნარდა, დავმშვიდდით, გონებაში აზრი დაგვიბრუნდა, უკვე მზად ვიყავით ჩვენთვის უცნობ რეალობას შევხვედროდით.

უცხოპლანეტელმა ხელი ისევ დაგვიქნია, იგი თავისკენ გვიხმობდა. ოდნავ დაბნეულმა, ჯგუფის წევრებს გადავხედე-რა ვქნათ? აღელვებულმა სიქსტომ მკაცრად გაგვაფრთხილა: თუ ახლა გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, მაშინ უცხოპლანეტელები, ჩვენს შესაძლებლობებში დაეჭვდებიან, ასეთი შემთხვევა კი მომავალში აღარ გვექნებაო. მეც ყველას ხომალდის მიმართულებით ვუბიძგე.

შეშინებული და ამავე დროს ცნობისმოყვარეობით აღსავსე, ნელი ნაბიჯით დავიძარით. ყოველი ნაბიჯის გადადგმისას, ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდებოდა, ამ მზერით ერთმანეთს ვამხნევებდით. ასე ნელ–ნელა, პლატფორმის კიდეს მივუახლოვდით. პლატფორმა ზევით დაიძრა. შევამჩნიეთ, რომ კიბის ბოლოს ვიღაც გველოდა! მასაც, როგორც ოქსალქს, ტანთ ყვითელი ფერის სამოსი ეცვა. ტანსაცმელი მეტალის მსგავსი ქსოვილით, იყო შეკერილი, კოსტიუმი ტანზე მომდგარი ჰქონდა. თავისუფლად დაშვებული სახელოები, ფართო მანჟეტებით ბოლოვდებოდა. საკისრეთი შემოფარგლული საყელო, გრძელდებოდა და წინა მხრიდან სამკერდეს ქმნიდა. მანჟეტები, განიერი სარტყელი და მაღალყელიანი ფეხსაცმელებიც ისე გამოიყურებოდა როგორც მეტალი.

უცნობს, შეშინებული და დაძაბული მივუახლოვდით. იგი კარის ჭრილში შევიდა და ხელი დაგვიქნია, ასეთი ჟესტით, იგი ხომალდში გვიწვევდა. ვუცქერდი მას და არ მჯეროდა, თავი ფანტასტიურ სიზმარში მეგონა. რეალობის შეგრძნება, რომ დამებრუნებინა, ხომალდის ფიუზელაჟს შევეხე. ჩვენმა თანმხლებმა ეს შეამჩნია და გაიღიმა. მივხვდი, რომ ყურადღებით გვადევნებდნენ თვალს. თავი უხერხულად ვიგრძენი, გამაღიზიანა იმ გრძნობამ, რომ ჩვენ ასეთი განუვითარებლები ვიყავით, და იმანაც, რომ დაკვირვების ობიექტებად ვიქეცით.

მთელი ჯგუფი ხომალდში შევედით.

დიდ, კარგად განათებულ, მომრგვალებულ სათავსოში, ხუთი ჰუმანოიდი დაგვხვდა. ორი ენით აუწერელი სილამაზის ქალი და სამი ანგელოსისებური გარეგნობის, ათლეტური აღნაგობის მამაკაცი. ხუთივე ყურადღებით გვაკვირდებოდა. ტანზე გრძელი ტუნიკები ემოსათ, იმ განსხვავებით, რომ, ქალთა სამოსს თან კაპიუშონის მსგავსი თავსაბურავი ახლდა, (ისეთი აკვალანგისტების კოსტიუმებს რომ აქვთ). კაპიუშონი, თავს ფარავდა და მხოლოდ სახეებს აჩენდა. მოთეთრო მოვერცხლისფრო გრძელი თმები, მხოლოდ კეფის არეში მოუჩანდათ.

ქალები ჩვენგან მოშორებით იდგნენ, მაგრამ მაინც შევამჩნიე, რომ სახეზე კოსმეტიკა არ ესვათ. მათი კანი სუფთა და ჯანსაღი იყო, რაც მათ ნაკვთებს ანგელოსისებრ გამომსახველობას ანიჭებდა. უცხოპლანეტელი მამაკაცები თავსაბურის გარეშე იყვნენ. ეკიპაჟის წევრთა განსხვავებული ფერის სამოსი, მეტალის მსგავს ლიკრას წააგავდა. (როგორც მერე გავიგეთ ეს ფერები, მათ სხვადასხვა ფუნქციას აღნიშნავდა).

ყველას მუქი ბრინჯაოსფერი, მაღალყელიანი ფეხსაცმელი ეცვა, რომელიც ოქროსფერი, ლითონის მსგავსი დეტალებით იყო გაწყობილი. ტანსაცმელზე რაიმე სიმბოლო-ემბლემა, ან იდენტიფიკაციის ნიშანი არ ჰქონდათ.

როგორც შემდგომში გაირკვა, ჰუმანოიდები “ალფა ცენტავრას” სისტემაში მდებარე პლანეტა “აპუ”-დან იყვნენ. ისინი ერთმანეთისგან ასაკით არ განირჩეოდნენ. განსხვავება, მხოლოდ გარეგნობაში იყო. სიმაღლით ორ მეტრს აჭარბებდნენ, სქესობრივი ნიშნები მკვეთრად ჰქონდათ გამოხატული. თმები სწორი და გრძელი ესხათ, მოთეთრო მოვერცხლისფრო, მბრწყინავი ნათებით. თვალები დიდი და ნუშისებრი ფორმის, ოდნავ ცხვირისკენ დახრილი, ფართო ჭრილით. მომწვანო ზღვისფერი და მოვარდისფრო ლურჯი. თვალების ასეთი ფერი, ოდნავ შესამჩნევი მოთეთრო მოვერცხლისფრო წამწამები და წარბები, მათ ღია ბრინჯაოსფერ კანს კონტრასტულად ეხამებოდა და განსაცვიფრებელ, ეგზოტიკურ ფერთა კომბინაციას ქმნიდა. ჰუმანოიდების ლამაზი და დახვეწილი გარეგნობა, მთლიანობაში, სასიამოვნო სანახავი იყო.

მან, ვინც ხომალდში შეგვიძღვა, თავი „ანტარ შერარტად“ წარმოგვიდგინა. მისი თქმით, იგი მზის სისტემაში მოძრავი კოსმოსური ხომალდების მეთაური იყო. ეს სახელი ჩვენთვის ნაცნობი იყო. თუმცა დამეთანხმებით, სად ტელეპატიური და სად უშუალო, პირისპირ კონტაქტი. ამ რეალობამ შოკში ჩაგვაგდო. განსაკუთრებით, კი ჩემზე და სიქსტოზე იმოქმედა, ამ ფაქტმა ჩვენს ცნობიერებაში არსებული ეჭვი საბოლოოდ გააქარწყლა.

ოთახი, სადაც ჩვენ შევედით, ლამაზად გამოიყურებოდა, ეს იყო ორ დონიანი შენობა. ხომალდის ძირითადი ნაწილი, თითქოს ამაღლებულ ბორცვზე იყო განთავსებული. აქედან ხომალდის მართვა ხდებოდა.

იატაკი სინთეტიკური ხალიჩის მსგავსი მასალით იყო დაფარული. კედლები, კი გლუვი მეტალის იყო. შუქი პირდაპირ კედლებიდან გამოდიოდა. განათების სხვა წყარო, სანათი ან ნათურა არ ჩანდა. სინათლე თითქმის ყველგან ვრცელდებოდა, ისე რომ თვალებს არ ჭრიდა. ოთახის ცენტრში, ასე მეტრ ნახევარი სიმაღლის ცილინდრი იდგა. მას გვერდებზე პანელები, ზედაპირზე, კი გამჭვირვალე გუმბათი ჰქონდა დამაგრებული. პანელებზე განლაგებული ნათურები ათასფერად ციმციმებდნენ. ოთახის ოთხივე მხარეს დიდი დასაჯდომი იდგა, გვერდებზე კი ასევე კედელში ჩამონტაჟებული ფერადი ნათურებიანი პანელები მოჩანდა. მთელი სათავსო ექვსი მეტრის სიმაღლის იქნებოდა. ჭერის შუაგულში, ამოზნექილი გუმბათისებური დეტალი მოჩანდა.

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ეკიპაჟი სამუშაო რეჟიმში იმყოფებოდა. აივნის მსგავს ალაგზე მჯდომი ქალები ჩვენ გვაკვირდებოდნენ. ეს ადგილი დასასვენებელ ოთახს მოგაგონებდათ.

ერთ–ერთი მამაკაცი სავარძელში იჯდა. ეს ავეჯი ძალზე მოხერხებულად გამოიყურებოდა. მას მბრუნავი და სივრცეში მოძრავი მოწყობილობა ახლდა. რბილი და ანატომიური ფორმის სავარძელი იატაკზე მყარად იყო დამაგრებული.

ერთი ასტრონავტი პანელთან იჯდა და ტელევიზორის მონიტორის მსგავს ეკრანს მართავდა. სხვები კი მეორე პანელთან ისხდნენ.

ოთახს, კუთხეები და წახნაგები არ გააჩნდა, ყველაფერი მომრგვალებული იყო, რაც ვიზუალურად ძალზე კომფორტულად გამოიყურებოდა. შენობის დიზაინი, მთლიანობაში ჰარმონიულად იყო გადაწყვეტილი. ცნობისმოყვარეობამ მძლია და კითხვა დავსვი, თუ რას წარმოადგენდა, ოთახის ცენტრში მოთავსებული ცილინდრი, ანტარმა გვითხრა, რომ ეს “ამომცნობი ეკრანია”, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია, სივრცის ჰოლოგრამული აღქმა და მასში ხომალდით მოძრაობა. იგი ასევე, გარემოს, გეოგრაფიული რელიეფის, სივრცეში განლაგებული ყველა ობიექტის დეტალური გარჩევის საშუალებას იძლევა.

პასუხები ყველას ერთდროულად მოგვდიოდა თავში. ის, კი ვინც გვპასუხობდა რეალურად ხმას არ გამოსცემდა. სიტყვები ტელეპატიურად-აზრობრივად, ისე მკაფიოდ აღმოცენდებოდა ხოლმე გონებაში, თითქოს გელაპარაკებიანო.

ანტარმა მონიტორთან მიგვიყვანა და ეკრანზე მიგვითითა. ამ დროს ეკიპაჟის ერთ–ერთმა წევრმა, რომელიც სავარძელში იჯდა, ხელი მის წინ მოთავსებული სფეროების ირგვლივ გაატარა. სფეროებმა ფერი იცვალა, ეკრანი განათდა და მონიტორზე პერუს დედაქალაქის-ლიმას ხედები გამოჩნდა. გამოსახულება ფერადი იყო, რაც ჩვენთვის სიურპრიზი და სიახლე იყო, რადგან ფერადი გადაცემები პერუში, ჯერ ვერ ხორციელდებოდა. ეკრანზე ლიმას სხვადასხვა ადგილები გამოჩნდა. მივხვდი, რომ ეს წინასწარ გადაღებული კადრები იყო.
ანანდა
ასეთივე შემთხვევა, რომელიც “სივრცითი კარების” არსებობას ადასტურებდა, მოგვიანებით მოხდა. კერძოდ 1977 წლის 25 აპრილს, ჩილეში.
ე.წ “ჩილეს ფენომენი” განხორციელდა პერუსა და ჩილეს საზღვრის 150-ე კილომეტრზე, დაახლოებით 4 საათსა 15 წუთზე, როცა კაპრალი არამანდო ვალდეს გორიდო და მისი შვიდი ჯარისკაცი, “სიკაგუას პოლკიდან”, პატარა მთიანეთში “პიუტრეში” იმყოფებოდნენ, იგი “ლუსკუმას პამპასებთან” ახლოს მდებარეობს. ჯარისკაცების რაზმი, ამ რეგიონში კონტრაბანდისტებს ეძებდა.

მოულოდნელად მათ ზევით ცაზე რამდენიმე ცეცხლოვანი ნათება გაჩნდა. იგი შორიდან ვარსკვლავს ჰგავდა. ერთ-ერთი მათგანი რაზმის მოშორებით 500 მეტრის მანძილზე მიწაზე დაეშვა, ეს უცნაური ობიექტი ძლიერ მოცისფრო შუქს გამოსცემდა, რომელიც კონცენტრირებულ ლუმინესენცირებულ ნისლს წააგავდა. ეს უცნაური ნათება ჯარისკაცებისკენ მოძრაობდა. კაპრალმა გადაწყვიტა ამ საოცარი მოვლენის სანახავად წასულიყო, მან ჯარისკაცებს უბრძანა საბრძოლო მზადყოფნაში ყოფილიყვნენ. ოფიცერი ამ უცნაურ ნათებას მიუახლოვდა და მასში გაუჩინარდა. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ, იგი ისევ გამოჩნდა, კაპრალი ძალიან დაძაბული და შეშფოთებული ჩანდა, თვალებ-ჩაწითლებული ერთი კვირის წვერგაუპარსავივით გამოიყურებოდა. გორიდო თითქოს ტრანსშიაო რაღაცას ლუღლუღებდა. მისი მაჯის საათი 4 საათსა და 30 წუთს უჩვენებდა, კალენდარი, კი ხუთი დღით ჩამორჩებოდა. სანამ გრძნობას დაკარგავდა, რამდენიმე სიტყვის თქმა მოასწრო, „თქვენ არ იცით, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ, ალბათ ჩვენ დავბრუნდებით იქ“. როცა კაპრალი გონს მოვიდა, ვერაფრით ვერ გაიხსენა, თუ სად იყო და რა გადახდა თავს.

Atman
ანანდა

კარგი ნაწარმოები ჩანს. ვწუხვარ რომ დრო არ მაქვს წასაკითხად.
tikoroma
Atman
ციტატა(atman @ 13th January 2011 - 01:56 PM) *
ანანდა

კარგი ნაწარმოები ჩანს. ვწუხვარ რომ დრო არ მაქვს წასაკითხად.

რა ნაწარმოები, მეგონია ნამდვილ ამბავს თარგმნის smile.gif
ანანდა
http://www.ufoevidence.org/cases/case460.htm

არმანდო ვალდეს გორიდოს შემთხვევა
ანანდა


ეს ყველაფერი ერთ ჩვეულებრივ დღეს სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე დაიწყო, სადაც მზის სხივები ზღვის სანაპიროზე აღმართულ მთათა სისტემას ეფინება და იმ კლდოვან ადგილებს ანათებს, რომელსაც ჯერ კიდევ არ შეხებია წყნარი ოკეანის ცივი და მღვრიე წყალი.

ეს საოცარი და რომანტიკული ადგილი თავისკენ იზიდავს უამრავ მნახველს, პოეტებს, მეოცნებე მწერლებს, მოგზაურებს. ხალხს, ვისი სანუკვარი ოცნებაც, ძველი ინკების საიდუმლო ცივილიზაციასთან შეხებაა.

მთათა სისტემების, უდაბნოსა და ზღვის სანაპიროში ჩაკარგულა პერუს ათასწლოვანი დედაქალაქი ლიმა. იგი ლეგენდარული ესპანელი დამპყრობლის ფრანცისკო პისაროს მიერ იქნა დაარსებული 1535 წელს.

ლიმა წყნარი და მშვიდი ქალაქია, თავისი 50-იანი წლების დაბალ სართულიანი შენობებით.

თუმცა ამ ერთი შეხედვით წყნარი ქალაქის ერთ მხარეს, არც თუ ისე კარგად იყო საქმე.

წარმოიდგინეთ ქალაქის დიდი საავადმყოფო, ადამიანთა უსიამოვნო სახეები, აჩქარებული ნაბიჯით მოძრავი ექიმები და მედდები, ავადმყოფთა კვნესა. ხმაურია შემოსასვლელში, საოპერაციოში ახალგაზრდა კაცი შემოჰყავთ, იგი სერიოზულადაა დაშავებული, ეს მძიმე შემთხვევა მოტოციკლით განხორციელებული ავტოავარიის შედეგია. დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია, მისი სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია ახალგაზრდა მძღოლის სიცოცხლე ექიმთა ოსტატობაზეა დამოკიდებული. იმ შემთხვევაშიც, კი თუ იგი სასწაულად გადარჩა, კომატოზური მდგომარეობა და სამუდამოდ ინვალიდობა ელოდება.

ახალგაზრდას დედა ვირჯინია, (ქვრივი რომელმაც ავტოკატასტროფაში უფროსი შვილი დაკარგა) დღეს და ღამეს ლოცვაში ასწორებდა, ღმერთს შესთხოვდა დახმარებას რომ მისი შვილი გადაერჩინა. დედას, ქალიშვილი (სახელად ასევე ვირჯინია) და ღვიძლი და როზა ამშვიდებდნენ.

ვირჯინია სულიერად ძლიერი ქალი იყო იგი ბედს არ ურიგდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ შვილის გადარჩენის შანსი მცირე იყო, მან საავადმყოფოში მოძებნა საუკეთესო სპეციალისტები და მათი დახმარებით შვილი სიკვდილისგან იხსნა. ექიმებმა როგორც იტყვიან შეუძლებელი შეძლეს.

სასიკვდილოდ გადადებული ავადმყოფი სპეციალური ქირურგიული ჩარევისა და ინტენსიური თერაპიის შემდეგ ცხოვრებას დაუბრუნდა. თუმცა მის სრულიად გამოჯანმრთელებაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ახალგაზრდას ცნობიერების დროებითი დაკარგვა, ამნეზია განუვითარდა. ავარიის შემდეგ, სახეზე უამრავი იარები და ნაკერები დარჩა, უბედურმა შემთხვევამ, მას მხედველობაც დაუზიანა და შემდგომში სიელმე განუვითარდა. მართალია მისი ფინანსური შესაძლებლობა გაკეთებული ოპერაციის ხარჯებს აუვიდა, მისი ფიზიკური და სულიერი დანაკარგები ბევრად დიდი და აუნაზღაურებელი იყო.

საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ მან გადაწყვიტა კერძო ბიზნესი,
(მოტოციკლების ყიდვა გაყიდვა), შეეწყვიტა და ხელი სხვა საქმისთვის მოეკიდა.

ფიზიკური დეფექტები, რაც ავარიის შემდეგ მიიღო, მას აიძულებდა ბიზნეს პარტნიორებისგან თავი შორს დაეჭირა და უმეტესი დრო შინ გაეტარებინა.

მოკლედ ეს ის კარლოსი აღარ იყო, ვისაც აქამდე ხალხი იცნობდა. ქედმაღალი და უპასუხისმგებლო ახალგაზრდა უცნაურ და ჩაკეტილ ადამიანად გადაიქცა. იგი არა მარტო მეგობრებთან სიახლოვეს გაურბოდა, არამედ ოჯახის წევრებთან კონტაქტსაც თავს არიდებდა. თუმცა არც მისი ფიზიკური ნაკლი, სახეზე ნაიარევი და არც მოტო მრბოლელის მხრიდან ასეთი ავარიის მოხდენით გამოწვეული უხერხულობის განცდა არ იყო ამის მიზეზი. მასში რაღაც სულიერი ცვლილებაც მოხდა.

ამ შემთხვევიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, კარლოსს გაუჩნდა სურვილი, შეესწავლა ადამიანის სულიერი სამყარო, მოუნდა გაეგო თუ რა იყო ადამიანის ცხოვრების საზრისი. მოკლედ რომ ვთქვათ, იგი წიგნებს ჩაუჯდა.

ამ თემის ირგვლივ, რომელი წიგნზეც ხელი მიუწვდებოდა ყველაფერს კითხულობდა. ახალი ცოდნის შეძენამ მას თვალსაწიერი გაუფართოვა და ერუდიცია აუმაღლა. ამ საოცარი გადარჩენის შემდეგ, მის ცხოვრებაში ახალი ინტერესები გაჩნდა, ამ ადამიანის უკვე სხვა ღირებულებები აღელვებდა, უწინდებულისგან განსხვავებული მიზნები ამოძრავებდა.

1953 წელს, მან გადაწყვიტა პერუს ასტრონომიულ ასოციაციაში გაერთიანებულიყო. გარკვეული დროის შემდეგ იგი ამ ასოციაციის მდივნად დაინიშნა. მეცნიერების გარდა მის ცხოვრებაში სხვა ინტერესებიც გაჩნდა. კარლოსს სიყვარული ეწვია. მან გაიცნო და შემდეგ ცოლად შეირთო როზა მარი. ეს ადამიანი გახდა მისი მომავალი მეგობარი და ერთგული მეუღლე, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე, ჭირსა თუ ლხინში გვერდში ედგა. ამავე ქალისგან გაუჩნდა შვილებიც. პირველი ვაჟი იგივე სახელით კარლოსი (შემდეგში ჩარლი) ვინც ამ წიგნს წერს. მომდევნო ვაჟი სიქსტო და ქალიშვილი როზა.

იმ პერიოდში, როცა კარლოსი ოჯახს მოეკიდა, პირველად გავრცელდა ლიმაში ინფორმაცია ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ. ინფორმაცია აშშ-ს საინფორმაციო საშუალებებმა გადმოსცეს ოფიციალურ ცნობებში, იგი ამ თემამ ისე გაიტაცა და დააინტერესა, რომ ასტრონომიულ საზოგადოებას. სადაც იმჟამად მუშაობდა შესთავაზა, შეექმნათ ჯგუფი, რომელიც ამოუცნობი ობიექტების ფენომენს გამოიკვლევდა. ხელმძღვანელობას მან ისიც განუცხადა, რომ საინიციატივო ჯგუფს თვითონ ჩაუდგებოდა სათავეში. სამწუხაროდ შეთავაზებაზე უარით უპასუხეს.

ასტრონომიულ ასოციაციაში მომუშავე მეცნიერთა უმრავლესობის აზრით, დედამიწის გარე ცივილიზაციების არსებობა ფანტასტიკის სფეროს მიეკუთვნებოდა, რომ ეს თემა მხოლოდ ამ დარგში მოღვაწე მწერლებისთვის იქნებოდა საინტერესო და არა რომელიმე სერიოზული მეცნიერისთვის.

მიღებულმა უარმა, კარლოსი ვერ შეაჩერა, მან შეწყვიტა პერუს ასტრონომიულ საზოგადოებასთან თანამშრომლობა და იმ მიზნით, რომ მათთვის და სხვა სკეპტიკოსებისთვის დაემტკიცებინა არამიწიერი ცივილიზაციების არსებობა, 1955 წლის 31 იანვარს ახალი საზოგადოებრივი გაერთიანება ჩამოაყალიბა. საკმაოდ პრეტენზიული დასახელებით “პერუს საპლანეტაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი”.

მისი მხრიდან ეს საკმაოდ გაბედული განაცხადი იყო. ამ სახელწოდებას მისთვის რაიმე პატივი და ღირსება არ მოჰყოლია, რადგან ეს დასახელება საკმაოდ ცხადი, პირდაპირი, თავხედური და ამავე დროს შეურაცხმყოფელი, გამოწვევა იყო იმ ხალხისა, ვინც საწინააღმდეგო პოზიციაზე იდგა და ვისაც ამ საგნის ირგვლივ არაფრის გაგონება არ სურდა..

რას წარმოიდგენდა მაშინ მამაჩემი, რომ ამ დასახელების არჩევით, მისდა უნებურად წინასწარმეტყველურ აზრს აფიქსირებდა.

ასე და ამგვარად, პერუს მოქალაქე, ხოსე კარლოს პაზ გარსია კოროჩანომ, დაბადებულმა ქალაქ ლიმაში, ამ ინსტიტუტის დაარსებით, სათავე დაუდო ახალი მოვლენის განვითარებას, რომელმაც შემდეგში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მის ცხოვრებაში.

მამას მტკიცედ სჯეროდა, კოსმოსში სხვა ინტელექტუალური არსებების ყოფნის. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, ყველასთვის ეს აზრი დაემტკიცებინა და როგორმე თვითონაც გამხდარიყო მათთან ფიზიკური შეხვედრის მოწმე. ეს იდეა მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს საგნად იქცა. კარლოსი ცდილობდა, აღმოეჩინა რაიმე ინფორმაცია, წყარო, ან მასალა, რომ ამ სფეროში სიმართლე დაემტკიცებინა. თუმცა ისიც კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ სანამ რაიმე მნიშვნელოვან დამამტკიცებელ საბუთს მოიპოვებდა, ძალიან დიდი შემართება დასჭირდებოდა. ამ მიმართულებით გრძელი და რთული გზა იყო გასავლელი.

მართლაც საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა იმას, რომ ინსტიტუტი ოფიციალურად ეღიარებინათ. მისი ეგიდით, ბევრი სემინარი და ლექცია ჩატარდა, მოეწყო შეხვედრები უფოლოგიურ წრეებთან, როგორც ეროვნული ისე საერთაშორისო მასშტაბით. ინსტიტუტის პრესტიჟი და პირადად კარლოსის გავლენაც გაზარდა. მალე “ პერუს საპლანეტაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი”- (იპიარი). მსგავსი მიმართულების მქონე ორგანიზაციების ოფიციალური წევრი გახდა.

“იპაირ”-ი დღეს სრულუფლებიანი წევრია პარიზში არსებული ასტრონომიის საერთაშორისო ორგანიზაციისა. ატარებს საკონტინენტთაშორისო კვლევას ამოუცნობ ობიექტებზე. არის ნიუ-იორკში მდებარე “ნასას” ანალიტიკური ქსელის (“იკუფონის”) წევრი, (იგი სამხრეთ ამერიკის განყოფილებას წარმოადგენს).

“იპიარ”-ი ასევე წევრია, ამ თემატიკის ბრაზილიური ჯგუფის, (“ფიენატ ინვესტადორო მავიე ბრაზილ”) და ბუენოს აირესის პარაფსიქოლოგიური საზოგადოების.

დღეს კარლოს პაზ ველსი პან-ამერიკული სამეცნიერო-ფილოსოფიური კვლევების ფედერაციის ვიცე პრეზიდენტია, ასოცირებული წევრია არამიწიერი სიცოცხლის კვლევის ჯგუფისა, რომლის მთავარი ბიურო, ასევე ბუენეოს აირესშია. “იპიარი”, თანამშრომლობს ამ თემატიკით დაინტერესებულ უამრავ ჟურნალ-გაზეთებთან და ხშირად აძლევს მათ ინტერვიუს.

კარლოსთან მეგობრობენ, ისეთი ცნობილი პიროვნებები როგორიცაა: პროფესორი ვერნერ ფონ ბრუნი, რაკეტა “სატურნის” გამომგონებელი. ეს ის რაკეტაა, რომელიც “ნასამ” გამოიყენა პროექტში “აპოლონში”. მათი მეგობრობის ფონზე ბევრი სასარგებლო და საინტერესო ნოვაციები იქნა დასახული, იყო გამოკვლევებიც, რაც ორივე მხარეს სტიმულებს აძლევდა.

მამასთან ურთიერთობაში ძალიან ბევრი საინტერესო პირი შედიოდა და ამ თემაზე ინფორმაციას აწვდიდა, მათ შორის განსაკუთრებული იყო შემთხვევა, რომელიც კარლოსს ერთ-ერთ შეხვედრაზე მოუთხრეს.

1969 წელს კარლოსი და მისი მეუღლე სტუმრად იყვნენ მიპატიჟებული მეგობართან, რომელიც იმ პერიოდში დომენიკის რესპუბლიკაში დიპლომატიურ სამსახურში იმყოფებოდა. მან საინტერესო შემთხვევის შესახებ მოუთხრო სტუმრებს..

ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც დიპლომატი საკუთარი ავტომობილით მგზავრობდა, გზა უცნაური სინათლით განათდა. შუქი იმდენად მკვეთრი იყო, რომ თვალებს ვეღარ ახელდა. ავტომობილი მწყობრიდან გამოვიდა და გაჩერდა. შუქი თანდათან მინელდა. იქვე მოშორებით დისკოსებური უცნაური საფრენი ობიექტის კონტურები გამოჩნდა. ობიექტიდან, ორი ადამიანისმაგვარი არსება გადმოვიდა და მანქანას მოუახლოვდა. გარეგნულად ისე გამოიყურებოდნენ, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები, ოღონდ უფრო დახვეწილი ნაკვთები ჰქონდათ. ტანთ უცნაური ტანსაცმელი ემოსათ. უცხოებმა, მას გამართული ესპანურით მიმართეს და სთხოვეს დამშვიდებულიყო, რადგან ცუდი არაფერი შეემთხვეოდა. უცხოპლანეტელებმა აღნიშნეს, რომ ისინი პლანეტა “ჰანიმედიდან” იყვნენ მოსული, (პლანეტიდან, რომელიც იუპიტერის ერთ-ერთი თნამგზავრია). უცხოელებმა დიპლომატს ხომალდში შესვლა შესთავაზეს, რაზედაც იგი დასთანხმდა, (თუმცა რატომ მოიქცა ასე, მაშინ იგი ამას ვერ აცნობიერებდა). დიპლომატმა, ხომალდში ერთი საათი დაჰყო. ესაუბრა ჰუმანოიდებს და სამედიცინო შემოწმებაც გაიარა. უკან მალე დააბრუნეს, ავტომობილი თავისუფლად დაიქოქა და მან შინ გამომგზავრება შეძლო. სახლში მისვლის შემდეგ, ამ ამბავზე იგი კარგა ხანი ფიქრობდა.

ამავე წელს მამამ და ინსტიტუტის ერთ-ერთმა წევრმა რომელსაც იგი ენდობოდა, გამოსცეს წიგნი, რომელშიც ავტორი თავის ექტრაორდინალურ შემთხვევას აღწერდა, ჰანიმედიდან მოსულებზე, თუმცა სიუჟეტი ავტორის გამონაგონი იყო და არა სინამდვილე. წიგნმა გარკვეული კომერციული წარმატება მოიტანა და მკითხველიც შეიძინა. უნდა აღვნიშნო, რომ ეს წიგნი, მხოლოდ მეცნიერული ფანტასტიკა იყო და მკითხველს უცხოპლანეტელებზე არასწორ წარმოდგენებს უქმნიდა.

წიგნმა სამეცნიერო წრეებში პოლემიკა გამოიწვია. მოვლენას გამოეხმაურა პრესაც, იყო საზოგადოებრივი რეაქციაც. ბევრს ეგონა, რომ წიგნის ავტორი კარლოსი იყო, რამდენიმე ჟურნალისტმა მისი კომენტარის ჩაწერა მოითხოვა.

საერთო ჯამში წიგნმა გამოსვლას ნეგატიური გამოხმაურება მიიღო. კარლოსს მხარს ამ საქმეში, მხოლოდ ორი ადამიანი უჭერდა, ვაჟები, სიქსტო და ჩარლი. ჩვენ რა თქმა უნდა ბევრი რამ ვიცოდით მამის საქმიანობის შესახებ და მისი ქცევით აღტაცებული ვიყავით.

ამ მოვლენის შემდეგ, მამასთან შეხვედრის სურვილი საზოგადოების ბევრ ცნობილ წევრს გაუჩნდა, ასევე გახშირდა მოწვევები სხვადასხვა ცენტრებიდან. 1973 წელს, თავის ოფისში მიგვიწვია “ღვთაებრივი რეალიზაციის საერთაშორისო საზოგადოებამ” (სოსედად ინტერნაციონალ რეალიზაციონ დე დივანა შემოკლებით “სირდ”) ეს იყო იურიდიულად რეგისტრირებული ორგანიზაცია რომელიც “სვამი დევანანდა მახარაჯას” მოძღვრებას ავრცელებდა. პერუში მისი წარმომადგენლად ითვლებოდა სილვია რებერა დე მარანიდო. მას წაკითხული ჰქონდა კარლოსის გამოცემული წიგნი და მამისგან კომენტარს ითხოვდა.

ამ შეხვედრაზე მივედით. შეკრებაზე კარლოსის ბრწყინვალე გამოსვლამ, მსმენელები აღაფრთოვანა. მას ხალხი შემოეხვია და უამრავი შეკითხვა დააყარა. მე და სიქსტო, კი ამ ფილოსოფიური მოძრაობით დავინტერესდით და ქალბატონ რიბერას გავესაუბრეთ. რიბერამ თავის მხრივ თანამშრომლობა შემოგვთავაზა, ჩვენ შეგვეძლო დავსწრებოდით მის ლექციებს და ჩაგვეტარებინა, სამედიტაციო ვარჯიშები იოგაში. შემოთავაზებას სიხარულით დავთანხმდით.

გზაში მამას მოვუყევით ჩვენსა და “სირდის” ხელმძღვანელს შორის შემდგარი საუბრის შესახებ, ვუთხარით ის რაც ქალბატონმა რივერამ შემოგვთავაზა და ვკითხეთ რაიმე საწინააღმდეგო ხომ არ ექნებოდა ამაზე. ამ დროს ჩვენს თვალებში დიდი ცეცხლი და ლტოლვა ჩანდა, ალბათ ისეთი როგორიც მამას ჰქონდა მაშინ როცა იგი უფოლოგიაში მოღვაწეობას იწყებდა. კარლოსი ჩვენი სახით, თავისი მოღვაწეობის და მოქმედების გამაძლიერებელ ძალას ხედავდა. (ეს ინტერესები და მიდრეკილება ჩვენც ხომ მისგან გადმოგვეცა), ჩვენდა სასიხარულოდ მან თანხმობა მოგვცა და ამ სფეროში დახმარებაც აღგვითქვა.

მამა აგრძელებდა თავის მოღვაწეობას უფოლოგიაში, მე და სიქსტომ კი ახალი მოძღვრების შესწავლა დავიწყეთ. ეს საქმე ჩვენს ყოველდღიურობად იქცა, მასში შედიოდა იოგას ვარჯიშები, ვეგეტარიანული საკვები, მედიტაციები, ჭვრეტა, მოდუნება, ლიტერატურის გაცნობა. ჩვენი ძირითადი თავისუფალი დრო, მთლიანად ამ საგნის შესწავლას ეთმობოდა. თუმცა ამავე დროს ჩვენ არ ვივიწყებდით უფოლოგიას და უცხოპლანეტელების თემას.

შემდგომში, უნივერსიტეტში სწავლამ და სპორტით, კერძოდ ტანვარჯიშით დაინტერესებამ, (შეჯიბრებები პერუს ტანვარჯიშის ფედერაციის ეგიდით ტარდებოდა), მაიძულა ეს საზოგადოება დამეტოვებინა. უნდა ვაღიარო, რომ ამას ასევე ხელი შეუწყო ჩემმა სიზარმაცემაც. სიქსტო კი პირიქით, იგი “სირდის” აქტიური, ორგანიზებული თანამშრომელი და მსმენელი გახდა. მისი მისტიური ტენდენციები და ინტერესები როგორც იტყვიან, ამ სკოლის კედლებში გაიფურჩქნა.

1973 წლის ბოლო იყო. ინსტიტუტი განაგრძობდა მოღვაწეობას, მიმდინარეობდა სემინარები, შეხვედრები, ლექციები. მე და ჩემი ძმა, ყველა ამ შეკრებაში მონაწილეობას ვიღებდით. ინსტიტუტში პოპულარული გახდა ახალი თემა, პარფსიქოლოგია. მეცნიერება რომელიც ადამიანის ამოუცნობ გრძნობად მოვლენებს იკვლევს (აკვირდება ექტრასენსორულ შეგრძნებებს). მეცნიერების ამ დარგს საფუძველი, ფრანგმა მეცნიერმა სორბონის უნივერსიტეტის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა ჩარლზ რიკეტმა ჩაუყარა. იგი საინტერესო გამოკვლევას ატარებდა ექტრასენსორიკაში, კერძოდ ტელეპატიაში (ინფორმაციის გადაცემა, მანძილზე, ანუ მანძილზე გონებრივი კომუნიკაცია). ასეთივე გამოკვლევა, ოღონდ უფრო საფუძვლიანი ჩაატარა პროფესორმა ჯოზეფ ბენქსმა. იგი ჩრდილო კაროლინის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა, ამ თემამ ძალიან დამაინტერესა და დიდი ყურადღებით ვისმენდი ლექციებს, შემდეგში. შემდეგში ეს ცოდნა ძალიან გამომადგა.

ზაფხულის არდადეგები ახლოვდებოდა, რამდენიმე მეგობართან ერთად დაგეგმილი გვქონდა ექსკურსიები ანდებში და სხვა ღირშესანიშნავ ადგილებში. გვინდოდა დაგვეთვალიერებინა და კარგად გამოგვეკვლია, ის არქიტექტურული ძეგლები რომელიც აქ ჩამოსულ ტურისტებს და არქეოლოგიურ ჯგუფებს ასე იზიდავდა. ვერცერთი ჩვენგანი და ვერც ოჯახის ნებისმიერი წევრი ალბათ ვერასოდეს ვერ წარმოიდგენდა, რომ ჩვენი ეს ექსკურსიები რამხელა მნიშვნელობის იქნებოდა, რომ იგი დიდ ზეგავლენას მოახდენდა, არამარტო ჩვენი და ჩვენი მეგობრების ცხოვრების წესზე, არამედ მთელს მსოფლიოზე.

მაშინ წარმოუდგენელი იყო, რომ ჩვენი მოღვაწეობა, უმნიშვნელოვანეს ფურცელს ჩაწერდა კაცობრიობის განვითარების ისტორიაში და გახდებოდა პირველი უშუალო კავშირი დედამიწელებსა და არამიწიერ ცივილიზაციებს შორის.
ანანდა


ეს ის ბავშვებია ვინც 1974 წელს 22 იანვარს, პერუში, კონტაქტი დაამყარეს არამიწიერ ცივილიზაციებთან


გთავაზობთ ამონარიდს ამავე წიგნიდან, მისი გაცნობის შემდეგ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ რა სფეროს ეხება ეს თემა

ამბავი, რომელიც წინამდებარე წიგნშია აღწერილი. არ წარმოადგენს რაიმე განსაკუთრებულ, ან იზოლირებულ შემთხვევას არამიწიერ ცივილიზაციებთან კონტაქტისა, ასეთი ფაქტები კაცობრიობის მანძილზე ჩვენი აზრით ბევრი იყო, მაგრამ ჩვენი შემთხვევა ალბათ ერთადერთია, რომელმაც კონკრეტული დოკუმენტები და ობიექტური ინფორმაციული საფუძვლები წარმოადგინა. ამ კონკრეტულ შემთხვევას ოთხჯერ დაესწრო ჟურნალისტთა ჯგუფი, საქმის კურსში იყო მას მედიის საშუალებები, სატელევიზიო არხები თუ სხვა კერძო მკვლევარები. წინასწარ მომზადებულ კონტაქტზე დასასწრებად მოწვეული იყო დაინტერესებულ პირთა ჯგუფი.

პირველი ცნობები ჩვენი კონტაქტის შესახებ, რომელიც 1974 წელს შედგა, სადაც რამოდენიმე ადამიანთან ერთად ვინც უშუალო კონტაქტში იმყოფებოდა, დამსწრე პირებად მოწვეული იყვნენ ჟურნალისტები და მკვლევარები სხვადასხვა ქვეყნებიდან, ეს ამბავი მსოფლიოს პირველად ესპანეთში გამომავალმა გაზეთმა ”გაზეტა დე ლა ნორტემ” ამცნო. მან ვრცელი პუბლიკაცია გამოაქვეყნა ჟურნალისტის ხუან ხოსე ბენიტესის ავტორობით. ბენიტესი, ასევე ავტორია რამოდენიმე წიგნისა “ამო”-ს შესახებ, რომელთა უმრავლესობა ბესტსელერად იქცა, ამ თემაზე დაწერილ სხვა წიგნებთან ერთად, როგორიცაა “ოპერაცია ტროას ცხენი” “ლუციფერის ჯანყი და „წმინდა. იოანეს ანდერძი”.

იხ. http://www.planetabenitez.com/n-biografia.htm

მანამდე, სანამ ამ თემით დაინტერესდებოდა, ხუან ხოსე ბენიტესი ჩვენი ჯგუფის ინიციატივით მიწვეულ იქნა სტუმრადუცხოპლანეტელებთან ჩემს მიერ წინასწარ დაგეგმილ კონტაქტზე, რომელიც ჩილკას უდაბნოში განხორციელდა (ეს უდაბნო პერუს დედაქალაქ ლიმადან 60 კილომეტრზე მდებარეობს) 1974 წლის 7 სექტემბერს.

ამ მოვლენის შემდეგ მოგვიანებით მან გამოსცა თავისი პირველი ნაშრომი ”ამო SOS კაცობრიობას”, ეს წიგნი გამომცემლობა “პლაზა და ჯეინის” მიერ იქნა დასტამბული ბარსელონაში. ეს მისი პირველი ცდა იყო სამწერლო ასპარეზზე. შემდეგ იგი კვლავ ჩამოვიდა პერუში სხვა ჟურნალისტებთან და ფოტოგრაფთან ფერნანდო მუჩიკასთან ერთად. ახალი გამოცდილება და მასალები დააგროვა მომდევნო ნაშრომისთვის, რომელიც ერთი წლის მერე გამოსცა სახელწოდებით ”100 000 კილომეტრი ამოუცნობი ობიექტის-ს კვალდაკვალ”-იგივე გამომცემლობის მიერ დაბეჭდილი. ეს ეგზემპლარი ბრაზილიაშიც გამოიცა.

დღეს დღეობით ამ მოვლენაზე არსებობს საკმაო რაოდენობის მასალა, წიგნი, საგაზეთო სტატია, რადიო და სატელევიზიო გადაცემების საარქივო მასალები. მთლიანობაში მთელი ეს ინფორმაცია, შეეხება როგორც ადრინდელ, ასევე შემდგომ კონტაქტებს და ასევე დღეს არსებულ სიტუაციას.

მსგავსი კონტაქტი უცხოპლანეტელებთან განხორციელდა ჩილეში, 1992 წელს 23 იანვარს 23 საათზე 30 წუთზე, ქალაქ სანტიაგოს მახლობლად. ამ კონტაქტს ორგანიზაციას და კოორდინაციას უწევდა ბატონი როდრიგო ფენ სილვა და მისი ჯგუფი.

კონტაქტს, სტუმრის სტატუსით ესწრებოდა დოკუმენტური ფილმების მწარმოებელი დამოუკიდებელი სტუდია “ტერნოვა,” რომელსაც ჰქონდა საავტორო პროგრამა “თავისუფალი ზონა” და გადაიცემოდა სანტიაგოს ტელევიზიის “მეცხრე არხზე”.
გადაღებული იქნა მასალები, სადაც ჩანდა, ჩვენი კონტაქტი არამიწიერი ცივილიზაციების ხომალდებთან. აქვე აჩვენეს, სიუჟეტი სადაც კომენტარებს, ამავე არხზე მომუშავე ჟურნალისტები და მოწვეული პირები აკეთებდნენ, ის ხალხი ვინც ასევე პირადად ესწრებოდა კონტაქტს. ეს კადრები შენახული და დარეგისტრირებულია, ტელევიზიის არქივში.

ეს მასალები ტელევიზიით “მეცხრე არხმა” 1992 წლის ივლისში გადასცა, ტელე სიუჟეტების პარალელურად ნაჩვენები იყო ჟურნალისტების ინტერვიუები მოვლენის თვითმხილველ ექსპერტებთან, ისინი საკუთარ შთაბეჭდილებებს აღწერდნენ.

კონტაქტი, ჩვენი პროექტის “რამა”-ს ფარგლებში ხორციელდებოდა.

წინამდებარე წიგნი აღწერს, იმ შემთხვევებს, რომელიც წინ უძღვოდა ზემოხსენებულ კონტაქტს, თუ როგორ შეიქმნა პროექტი “რამა”. რა პრობლემები იდგა ჩვენს წინაშე. როგორ განვითარდა შემდგომში მოვლენები, რა სახეცვლილება განიცადა ჩვენმა ჯგუფმა წლების განმავლობაში.

აქ გადმოცემულია ჩვენი კონტაქტის ფორმები და პირისპირ შეხვედრები უცხოპლანეტელებთან, მათ მიერ გადმოცემული ფანტასტიური ცოდნა, უცხო პლანეტაზე მოგზაურობა. ასევე ის დიდი წინააღმდეგობები, რაც ამ წარმოუდგენელი თავგადასავლის დროს გადაგვხდა თავს, იქნებოდა ეს ობიექტური გარეშე ხელისშემშლელი მიზეზები, თუ ჩვენს შორის წარმოქმნილი ურთიერთ დაპირისპირება და კონფლიქტი.

წიგნში აღწერილი ამბავი, რეალურად მომხდარი სინამდვილეა. იგი ჩვენ შეგვემთხვა ამ გზის დასაწყისში და დღესაც გრძელდება.

წიგნში წარმოდგენილი მოვლენა, იმ უნივერსალური გონის გამოვლინებაა, რომელთანაც კაცობრიობა თავისი განვითარების მანძილზე, უწყვეტ ფარულ კავშირშია.

წიგნში გადმოცემული დიალოგები უცხოპლანეტელებთან ასევე რეალობაა, იგი სინამდვილეში მოხდა. ამ დიალოგების შედეგად მიღებული ინფორმაცია გაანალიზდა და დღევანდელი მკითხველის და საზოგადოების, სულიერებისა და ცნობიერების დონის შესაბამისად გადმოიცა.

ეს წიგნი, ჩემი მორიდებული შენატანია, იმ განსაკუთრებული ცოდნის სამყაროში, რომლის შესწავლაც აუცილებელია, რათა ახალ, ბედნიერ ცხოვრებას ვეზიაროთ!


კარლოს პაზ ველზი (ჩარლი)









ანანდა
ამბავმა, რომ ქალაქ პერუში მცხოვრებმა ბავშვებმა კონტაქტი დაამყარეს არამიწიერ არსებებთან-მთელი ქალაქი მოიარა, თავის საკვირაო ნომერში ჟურნალისტმა ჩვენს ნაამბობს თითქმის მთელი გვერდი დაუთმო და სენსაციის სახელწოდებით გამოაქვეყნა, აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეცვლილი იყო, რამაც ჩვენი უგუნებობა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ეს უსიამოვნო ფაქტი იყო ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ჩვენით ბევრი გაზეთი დაინტერესდა.

მათ შორის იყო ახალი ამბების სატელეგრაფო სააგენტო “აი-ეფ-ე”-ი რომელმაც ჩვენზე თავის ნიუსებში გამოაქვეყნა. ინფორმაცია ევროპაშიც გავიდა, უმეტესად ესპანეთში, კერძოდ: “ხუთმა ახალგაზრდა პერუელმა, რომელიც პერუს საპლანეტაშორისო ინსტიტუტის წევრები არიან კონტაქტი დაამყარეს არამიწიერ ცივილიზაციასთან, ისინი პლანეტა ჰანიმედიდან (იუპიტრის თანამგზავრი) არიან.

კონტაქტის მქონე ჯგუფი ხუთი დღე იმყოფებოდა მთათა სისტემა ანდების ერთერთ მარკახუასის პლატოზე რომელიც ლიმადან 90 კილომეტრზეა დაცილებული და ზღვის დონიდან 4200 მეტრზეა” ამ დროის განმავლობაში ბავშვებმა შეძლეს ფოტოების გადაღება და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება. ბატონმა პაზ გარსიამ რომელიც პერუს საპლანეტაშორისო ინსტიტუტის ხელმძღვანელია ისიც შეგვატყობინა რომ უცხოპლანეტელების ბავშვებთან კონტაქტი რვა თვის განმავლობაში გრძელდებოდა!

ამ ამბავმა ბევრი ქვეყანა მოიარა და მრავალი დისკუსია გამოიწვია. მას, ბევრი არ იჯერებდა. თუმცა გამოჩნდა ერთი ადამიანი რომლის ცხოვრებაც შემდგომში ჩვენ შემთხვევას მჭიდროდ დაუკავშირდა. ეს იყო ესპანეთის ახალი ამბების სააგენტო “ეიფ-ს” ახალგაზრდა ჟურნალისტი ხოსე ხუან ბენიტეს ლოპესი. იგი “ლა გაზეტა დე ლა ნორტეში” მუშაობდა კოროსპონდენტად. იგი დაინტერესდა ჩვენი ამბებით.

ხუან ბენიტეს ლოპესი არც ისე დიდი ხანის დაბრუნებული იყო ისრაელიდან, სადაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტების თემას იკვლევდა.

იგი ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ ინფორმაციით დაინტერესებული ადამიანი იყო, თუმცა წინასწარ დაგეგმილ კონტაქტებს იგი სკეპტიკურად უყურებდა, პერუდან წამოსული ცნობები მის წარმოდგენებს არღვევდა. მას შემდეგ, რაც ჩვენზე ინფორმაციამ მსოფლიო მოიარა, “გაზეტა დელა ნორტემ” მას დავალება მისცა, გამგზავრებულიყო პერუში ამ მოვლენის შესახებ ჟურნალისტური კვლევა ჩაეტარებინა. გაერკვია რა მოხდა ლიმაში სინამდვილეში. მოკლედ, მას ეს “პერუს მისტერია” უნდა ამოეხსნა. რას იფიქრებდა ბენიტესი რომ ამ მოგზაურობის შემდეგ მისი ცხოვრება ძირეულად შეიცვლებოდა.












ხუან–ხოსე ბენიტესის კონტაქტი არამიწიერ
ცივილიზაციებთან



ის აზრი რომ პერუს კონტაქტი წინასწარ იყო უცხოპლანეტელების მიერ დაგეგმილი. ბენიტესს, მისწრაფებას უქმნიდა, გამოეკვლია ეს თემა და ინფორმაცია პირველი პირისგან მიეღო. მგზავრობისას, იგი ფიქრობდა სამყაროში არსებულ მრავალ სიცოცხლეზე და ამ გამოცდილების მნიშვნელობაზე. მისი აზრით თუ მოწოდებული ცნობა მართალი აღმოჩნდებოდა მაშინ იგი იქნებოდა პირველი ვინც ამ ინფორმაციას ხელში ჩაიგდებდა, მათი გაზეთი კი გაავრცელებდა.

1974 წლის 26 აგვისტოს ბენიტესი ლიმაში ჩამოვიდა, სადაც ბეჭდური გამომცემლობა “ეიეფ”-ის შეხვდა. შემდეგ ჩვენთან მოვიდა სახლში. კვირა დღე იყო. შინ ოთახში ვისხედით და ჩვენს ამბავზე ვსაუბრობდით.

ბენიტესი სასტუმრო ოთახში შემოვიდა და წარმოგვიდგა, შემდეგ შემოგვიერთდა და ერთი საათის განმავლობაში ყურადღებით ისმენდა ჩვენს საუბარს, იმაზე რაც მარაკახუასი გადაგვხდა თავს. ასევე იმ დავალებას რაც აშტარ შერანმა გადმოგვცა, ის რომ ჩვენი ამბავი უნდა გაგვევრცელებინა მსოფლიოში, ის რომ ხალხს საშუალება მისცემოდა ინფორმაციას იმაზე გასცნობოდა, რომ არსებობს საშუალება და შესაძლებლობა თუ როგორ უნდა მოიქცეს კაცობრიობა რომ მოწინავე და სრულფასოვან განვითარების დონეს მიაღწიოს.

საუბრის დროს ღიად გავუსვი ხაზი რომ უცხოპლანეტელები პირველ რიგში ადამიანთა საზოგადოებაა, ისეთივე როგორც ჩვენი, იმ განსხვავებით, რომ მათ შეძლეს თავის დროზე ჩვენსავით უამრავი პრობლემა გადაელახად, სოციალური ეკონომიკური და ა. შ. მათ შექმნეს მდგრადი პოლიტიკურ ეკონომიკური სისტემა სადაც: საკვების, თავდაცვის, მომსახურების პრობლემები არ არსებობს. ამ საზოგადოებაში კონკურენცია და შეჯიბრი არაა, არც პიროვნების და არც საზოგადოების განვითარების სტიმული, ძალაუფლებისათვის ბრძოლა კი თვით რეალიზაციის საშუალება. ბენიტესზე ამ სიტყვებმა ძალიან იმოქმედა. საუბრის ბოლოს მან მორიდებულად გვთხოვა, რომ მეორე დღისთვის ისევ გვეწვეოდა და დიქტოფონზე ჩაეწერა ჩვენი საუბარი. ჩვენ რა თქმა უნდა დავთანხმდით. იგი მეორე დღეს, დილით ადრე მოვიდა. ამჯერად იგი ცდილობდა ჩვენი გამოცდილების შესახებ ყველაფერი დეტალურად გაეგო. ამიტომ უამრავ შეკითხვას გვისვამდა. მან პირველი ინტერვიუ მამასთან ჩაწერა. კარლოსმა ჩვენი ინსტიტუტის ჩამოყალიბების შესახებ ისაუბრა. აღნიშნა თუ როგორ და როდის დაიწყო ჩვენი შემთხვევა. შემდეგ ბენიტესმა კითხვებით ჩვენც მოგვმართა.

ბენიტესი: რატომ მოხდა ისე რომ თქვენ ხართ ერთადერთი ვისთანაც უცხოპლანეტელებმა კონტაქტი დაამყარეს?

ჩარლი: გიდების ნათქვამიდან გეტყვით, რომ ჩვენი და მათი კონტაქტი, პროექტის ნაწილია, რომელიც ასი წლის წინ იყო ჩაფიქრებული, ამას დაერქვა “რამა პროექტი” და როგორც ახლა ვეძახით “რამა მისია”. თვითონ ეს პროექტი ნაწილია დიდი პროექტისა, რომელსაც ასევე სხვა პლანეტიდან მოსულების აზრით 4300 წელი მიმდინარეობს, ჩვენ არ ვართ ერთადერთი ჯგუფი ვისთანაც ისინი შედიან ურთიერთობაში. არსებობენ სხვებიც. ვინც დედამიწის სხვადასხვა ადგილზე არიან განაწილებულნი. უცხოპლანეტელი გიდებმა სხვებთან ურთიერთობაც სცადეს, ვინც შეიძლება ამ პროექტში გამოსდგომოდათ, მაგრამ, ეს ხალხი დამოკიდებული აღმოჩნდა, პირად, პოლიტიკურ და რელიგიურ ინტერესებზე, ეს ბარიერები მათ მოქმედების საშუალებას არ აძლევდა და შეუძლებელი ხდებოდა მათთან ნებისმიერი დონის ურთიერთობა და აზრთა გაზიარება. იმ იდეებმა რის გადმოცემასაც ჩვენი გიდები აპირებენ უნდა მიგვიყვანოს სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიური და რელიგიურ-ფილოსოფიური ფასეულობების ცვლილებებთან. მათი დედამიწაზე გამოჩენა, დიდ რეაქცია გამოიწვევდა. უცხოპლანეტელებზე საუბარი ჩვენში სერიოზულად არ მიიჩნევა, ამ თემაზე საუბარი საჩოთიროა პოლიტიკურ და რელიგიური წრეებში, ეს უკანასკნელნი ამაზე საუბარს მათი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად აღიქვამენ. არამიწიერი ცივილიზაციები ფლობენ, საზოგადოებაში არსებულ და საჭირო მოთხოვნილების დასაკმაყოფილებელ საშუალებებს, ეკონომიურ სტრუქტურებს, აქვთ ფილოსოფიური წარმოდგენები. ეს ცივილიზაციები ისეთივე ცხოვრებით ცხოვრობენ, როგორც ნებისმიერი განვითარებული და ორგანიზებული ადამიანთა ჯგუფები, ან საზოგადოება. მათი განვითარების დონე რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რაც დღეს ჩვენ გაგვაჩნია. ამ არსებებთან კონტაქტი იძლევა იმის საშუალებას სრულიად განსხვავებული, ახალი სტრუქტურები ჩამოვაყალიბოთ, მოვახდინოთ ყველა სფეროს რეფორმაცია. ის რომ ჩვენმა განვითარებამ კრახი განიცადა და დედამიწის საზოგადოება ჩიხში შევიდა არც თუ ისე ძნელი დასანახია. ჩვენ მოცემული გვაქვს დავალება, მოვძებნოთ ის ადამიანები, ვინც ამ ახალ რეალობას მიიღებს, დაინახავს და დაგვეხმარება ამის ცხოვრებაში გატარებაში. მაგრამ ეს არ უნდა იყო არამიწიერი ცხოვრების გადმოღება, ან ფორმალური კოპირება, არამედ იგი რეალურად ჩვენში და ჩვენს გარეთ უნდა განხორციელდეს. უნდა შევიცნოთ ჩვენი კოსმიური რაობა და სიცოცხლის საზრისი. ჩვენ ჩვენეული საზოგადოების საუკეთესო მოდელი თვითონ უნდა ავაშენოთ და ეს იქნება საერთო რეზულტატი ჩვენი და სხვა კოსმიური რასების ერთობლივი შრომისა.

ბენიტესი: რამდენი ხანია რაც ეს არსებები დედამიწას სტუმრობენ?

სიქსტო: იმ ცოდნიდან გამომდინარე, რაც მათ გადმოგვცეს, მათი პირველი ორი ჯგუფი, პლანეტაზე 250 მილიონი წლის წინათ ჩამოვიდა. ეს ჯგუფები შემდეგ ერთმანეთთან კონფლიქტში მოვიდნენ, რამაც დიდი კატასტროფა გამოიწვია. შემდეგი ჯგუფი 80 მილიონი წლის შემდეგ ჩამოვიდა, ამ ჯგუფის შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ დედამიწაზე, თუმცა მცირე რაოდენობით, რადგან მათი ძირითადი ნაწილი კოსმიური კატაკლიზმის გამო დაიღუპა, ეს მოვლენა დედამიწაზე 65 მილიონი წლის წინათ მოხდა, იგი ციური სხეულის პლანეტაზე ჩამოვარდნამ გამოიწვია.

ის ძალები ვისთანაც ჩვენ კონტაქტში ვართ, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კაცობრიობის ევოლუციაზე, მათ მიერ განხორციელებული რამოდენიმე ასეთი კორექციის შედეგად მოხერხდა, კაცობრიობის მიერ აღებული არასწორი კურსის რამდენადმე ცვლილება, ამ საქმეში მათთან ერთად ჩართულები არიან დედამიწაზე მცხოვრები უძველესი რასები, ისინი ერთობლივი ძალებით მოქმედებენ და ელიან იმ დღეს როცა კაცობრიობა შეცვლის სამყაროს ძველ მოდელს და ადამიანი დაუბრკოლებლივ მიიღებს ცნობას, რომ ჩვენს გარდა კოსმოსში ადამიანებით დასახლებული უსასრულო რაოდენობის პლანეტები არსებობენ. ეს ახალი წარმოდგენა საშუალებას მისცემდა ადამიანებს, უფრო ახლო და რაციონალური კონტაქტი დაემყარებინა არამიწიერ ცივილიზაციებთან, მაგრამ კაცობრიობამ მისდა საუბედუროდ ისე შემოსაზღვრა საკუთარი თვალსაწიერი და ჩაიკეტა თავის ნაჭუჭში, რომ მსგავს ურთიერთობაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

ბენიტესი: ერთი წუთით! თქვენ გინდათ თქვათ, რომ საზოგადოება ვისაც თქვენ ეკონტაქტებით 250 მილიონ წელს ითვლის? ეს შეუძლებელია! მათ ხომ წარმოუდგენლად მაღალი ტექნიკური პროგრესისთვის ექნებათ მიღწეული, რომ არაფერი ვთქვათ მათი განვითარების, სხვა დონეზე, თუნდაც სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.

ჩარლი: თქვენ მართალს ბრძანებთ! საქმე იმაშია რომ მათ ვინც პირველებმა მოაღწიეს ჩვენს პლანეტას, მხოლოდ ცოტანი გადარჩნენ ცოცხალნი. იმ საზოგადოებამ ვისთანაც ჩვენ ვართ კონტაქტში, ჩვენსავით ბევრი პრობლემები გადაიტანა. მათაც ჰქონდათ დამანგრეველი პერიოდები, აღორძინებაც და თანაც რამდენჯერმე. ის ცივილიზაციები ვინც ჩვენთან კონტაქტობენ

თავიანთი წინაპრებისგან განსხვავდებიან, ისინი ევოლუციის ახალ სრულიად განსხვავებულ დონეზე იმყოფებიან.

ბენიტესი: რა ზემოქმედება მოახდინეს მათ დედამიწის განვითარებაზე?

ოსკარი: ათასობით წელი ამ ადამიანებმა დიდი გავლენა მოახდინეს კაცობრიობის გენეტიკურ განვითარებაზე, ევოლუციაზე და კულტურაზე. დედამიწაზე სხვადასხვა რასების არსებობა მათი მიზეზით არის გამოწვეული. მათ რომ ასე არ ემოქმედათ, დედამიწაზე სხვა სახის გონიერი არსება იარსებებდა, ასევე განსხვავებული სახის იქნებოდნენ ძუძუმწოვრები და რეპტილიები.

დინოზავრების გადაშენება, დედამიწაზე კერძოდ კარიბის ზღვაში ასტეროიდის ჩავარდნამ გამოიწვია, ეს შემთხვევა 65 მილიონი წლის წინათ მოხდა. დინოზავრები რომ არ დახოცილიყვნენ, აქ დომინირებული არსებები რეპტილიები იქნებოდნენ, და კიდევ “ლურჯი რასა” რომ არ შეექმნათ, შესაძლებელია ადამიანთა რასებიც სხვა სახის ყოფილიყვნენ.

ბენიტესი: თქვენ გულისხმობთ რომ ეს “მთვარის” თუ ასტეროიდის ჩამოვარდნა, უცხოპლანეტელებმა გამოიწვიეს? რას წარმოადგენს “ლურჯი რასა”?

დავითი: ერთი არამიწიერი ჯგუფის მიერ მოხდა დედამიწაზე ელექტრომაგნიტური ველის სახიფათო ცვლილება, შედეგი იმაზე უფრო მძიმე აღმოჩნდა ვიდრე ისინი ელოდნენ, კოსმიურმა კატაკლიზმამ მთელი ეკოსისტემა გაანადგურა. მათ მოასწრეს თავი მიწისქვეშეთისთვის შეეფარებინათ, მაგრამ თან თავისი ტექნოლოგიური საშუალებების წაღება ვერ შეძლეს. დედამიწაზე ციური სხეულის ჩამოვარდნამ უდიდესი მიწისძვრები და მოქცევითი ტალღები შექმნა.

ციური სხეულის დაჯახებამ დედამიწაზე არსებული ვულკანების გააქტიურება გამოიწვია, ჰაერში დიდ რაოდენობით ამოიფრქვა გოგირდი, ამას დაემატა სხვა აირები, რამაც გამოიწვია გადაუღებელი მჟავური წვიმები, საშინელმა კატასტროფამ ცხოველთა სამყარო მცენარეული საფარი გაანადგურა, უმთავრესად ამ მოვლენებმა გამოიწვია დინოზავრების გადაშენება. ეს გიგანტური არსებები დაბინძურებული ჰაერის კლიმატის შეცვლის და საკვები საშუალების უეცარი დაკარგვის გამო მოკლე ხანში გაქრნენ. დედამიწაზე დარჩენილ მოსახლეობას ისღა დარჩენოდათ ამ კატასტროფას მიწისქვეშა სათავსოებში გარიდებოდნენ, ადამიანთა ამ ჯგუფმა ათასწლეულების განმავლობაში მიწისქვეშეთში გააგრძელა ცხოვრება. თუმცა რადიაციულმა გამოსხივებამ, მათ ორგანიზმზე მძიმედ იმოქმედა. მუტაციის შედეგად მათმა გენეტიკურმა სტრუქტურამ ცვლილება განიცადა და ისინი რეპროდუქციის საშუალების გარეშე დარჩნენ, მათი განვითარება უკვე ძალიან რთულდებოდა. გამრავლების უნარის გარეშე ისინი გადაშენების პირას დადგნენ, ამიტომ ეს ხალხი იძულებული გახდა გადარჩენის ალტერნატიული საშუალება მოეძებნა. ამ მიზნით მათ დედამიწის ფაუნაში ისეთი არსება აღმოაჩინეს, რომელსაც მათი გენეტიკა შეეთავსებოდა და მისი გენეტიკური სტრუქტურა სახეცვლილების შედეგად მათთვის მისაღები გახდებოდა. მრავალი წლის ცდების და ექსპერიმენტების შედეგად, ისეთი არსება მოძებნეს ვისაც დადებითი შედეგის მოტანა შეეძლო მათთვის. ამ არსებებს ნერვიულ კვანძებში რომელიც პასუხისმგებელია ტვინის ნეირონების გამრავლებასა და განვითარებაზე თავისი გენები გადაუნერგეს. ამან და სხვა დამხმარე საშუალებების გამოყენებამ რაღა თქმა უნდა იმოქმედა. მათ მოახერხეს ახალი არსების-პროტო ადამიანის შექმნა. ამ არსებას თავისი საოცარი გენეტიკით დიდი შესაძლებლობები გააჩნდა. მათი ძირითადი დანიშნულება მძიმე სამუშაო შესრულება იყო. ამ ხელოვნურად გამოყვანილ რასას ისინი “ლუჯ რასას” უწოდებდნენ. ამ პერიოდში სხვა პლანეტებიდან მოსულებმა მოახერხეს მუტანტების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება და როგორღაც განახორციელეს თვით რეპროდუქცია, თუმცა შედეგი მაინც არ იყო სახარბიელო. გავიდა დრო ამ არსებებმა შეძლეს თავისი შესაძლებლობების და პირობების გაცნობიერება, ისინი მიხვდნენ რომ მათ არსებობას არანაირი ფასი არ ჰქონდათ და მხოლოდ საექსპერიმენტო დანიშნულებას წარმოადგენდნენ, გადარჩენის ინსტინქტმა მათში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, მუტანტების მხრიდან გაჩნდა დესტრუქციული ქცევის საშიშროება, ამიტომ ისინი გაძევებულნი იქნენ მიწისქვეშა ქალაქ გამოქვაბულებიდან.

ბენიტესი: ეს წარმოუდგენელია! ამ შეხედულებას მთელი ანთროპოლოგიური კონცეფციების შეცვლა შეუძლია.

ჩარლი: პირიქით ამას უფრო რაციონალურად შეუძლია ახსნას დინოზავრების გადაშენების მიზეზი და შეუძლია პასუხი გასცეს იმ კითხვებს რომელზე პასუხებსაც ჯერ კიდევ ვერ პოულობენ ანთროპოლოგები. პირველი ჰომინიდის გამოჩენა სხვა სამი ჯგუფის ჰომინიდთან ერთად მოხდა. ეს ჰომინიდი სხვა გამართულად მოსიარულე არსებებთან ერთად ცხოვრობდა. არც ისე რთულია მათი განვითარების ხის გამოკვლევა, მაგრამ ძალიან ძნელია იმის ახსნა თუ როგორ მოხდა ახალი არსებების გაჩენა ასე მცირე დროში. საინტერესოა რომ ეს არსებები დედამიწის მხოლოდ ერთ რეგიონში სახლობდნენ, ტანზანიაში, ეთიოპიაში, უგანდაში, კენიაში. აფრიკა ეს კაცობრიობის ანთროპოლოგიური აკვანია. სხვა არცერთ მხარეში არ მომხდარა, ჰომინიდების ერთდროული გამოჩენა. ბიბლიური ცნობები, სადაც აღწერილია სამოთხე. ადამი და ევას საცხოვრებელი, ის ადგილია რომელიც გადმოცემით არაბეთის ნახევარკუნძულზე მდებარეობდა, აფრიკასა და კენიასთან, წარმოუდგენელი დამთხვევაა?

ბენიტესი: რაც შეეხება რელიგიებს, ბიბლიას, სახარებას? უცხოპლანეტელებმა მათზეც იმოქმედეს?

ჩარლი: რელიგიები ცნობიერების განვითარებისთანავე წარმოიქმნნენ დედამიწაზე, მაშინ როდესაც ადამიანს გაუჩნდა შეკითხვები, რეალობის მიმართ, თუ რა იყო, სინამდვილის წარმოქმნის მიზეზი. იმ დროს როცა პირველყოფილი ადამიანი გამოქვაბულის კედელზე ნახატს ხატავდა, მაშინ უკვე გასაგები გახდა მისთვის, რომ ამ შემთხვევაში როგორ მან შექმნა ნახატი, ასევე ყველა არსება და სამყაროც, რაღაცა ძალის მიერაა შექმნილი. რელიგია დიდი ნაბიჯია, უნივერსალური ცნობიერებისაკენ, მაგრამ რელიგიებზე არ უნდა ვიყოთ ფანტასტიკურად დამოკიდებული. როგორც უკვე გითხრით დედამიწაზე არსებულ ლეგენდებში და მითებში, ბევრი შემთხვევაა აღწერილი როცა ადამიანებთან კონტაქტში არამიწიერი არსებები შედიოდნენ. ყველა ამ შემთხვევამ კვალი დაამჩნია მათ კულტურებს. ხალხს ეგონათ რომ მათთან კონტაქტში ანგელოზები, ღმერთები, ის ძალები იყვნენ ვინც მათი ლოცვა შეისმინა. ჩვენი წარსული უამრავი გამოუცნობი ფაქტით და რებუსებით არის სავსე. ეს ყველაფერი უკავშირდება დედამიწაზე უცხო ცივილიზაციების ყოფნას, სამწუხაროდ მათი არსებობა ადამიანთა განუვითარებლობამ ეშმაკებისა და ღმერთების მათ ცხოვრებაში ჩარევად განიხილა. რელიგიები რომელიც დღეს გვაქვს, რეალობის დამახინჯებული გადმოცემაა, ეს კი სინამდვილის აღქმას ხელს უშლის. რელიგიის მსახურთათვის იგი საუკეთესო საშუალებაა, რათა ჭეშმარიტება სიცრუის საბურველში გაახვიონ, თავიანთი არსებობა გაიხანგრძლივონ და გაუცნობიერებელ მასაზე ბატონობა შეინარჩუნონ.

როცა გალაქტიკურმა ფედერაციამ პლანეტაზე წესრიგის დამყარება გადაწყვიტა, ამ პროცესში სხვა ადამიანებიც იყვნენ ჩართულნი, რა თქმა უნდა ვისაც სურვილი ჰქონდა მათთან თანამშრომლობისა.

ბენიტესმა, ინტერვიუ კიდევ ოცდაათი კაცისგან აიღო, იმათგან ვინც აქტიურად მონაწილეობდა კონტაქტში. მისი კითხვები მიმართული იყო ამ არსებების წარმომავლობაზე, საიდან მოვიდნენ, როგორ გამოიყურებოდნენ გარეგნულად, რანაირი ხომალდები ჰქონდათ, ეძინათ თუ არა, რითი იკვებებოდნენ, რას წარმოადგენს მათი საზოგადოება, რა რწმენა აქვთ ღმერთზე და რა გზავნილი აქვთ კაცობრიობისადმი.

ამ შეკითხვებზე გაცემული პასუხებიდან იგი ჩვენმა შემდეგმა პასუხმა ააღელვა: დედამიწას საშინელი ხიფათი დაატყდება თავს. ეს მათ იციან და ცდილობენ დაგვეხმარონ, ამ სიტყვებმა ააფორიაქა ჟურნალისტი.

ჩარლი: როგორც აღვნიშნე მათ დედამიწის ბედი აწუხებთ, ის თუ როგორ უარყოფითად ვმოქმედებთ ბუნებაზე, გვითხრეს რომ პლანეტა ამისთვის “სამაგიეროს გადაგვიხდის” ეს “სამაგიერო” ბუნებრივი კატაკლიზმების გახშირება იქნება. ბევრი სხვა ხიფათის გვემუქრება. უცხოპლანეტელებმა გადაწყვეტილად ამაზეც გვითხრეს. ეს ხიფათებია. ეკონომიკური კრიზისი, რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი კონფლიქტები. მათი აზრით ჩვენი სამყარო ყველაზე დიდ ეკონომიკურ კრახს გადაიტანს. ეკონომიური განვითარების დონე დაეცემა, ამას უმთავრესად ნედლეულის უკმარისობა გამოიწვევს, ენერგეტიკული ბალანსისთვის საჭირო წიაღისეული, თანდათან უფრო მცირე და ძნელი მოსაპოვებელი გახდება, ამავე დროს კონკურენციის გამო ტექნოლოგიების გაუმჯობესებისაკენ სწრაფვა, გაზრდის უმუშევრობას. ამ გზაზე მსოფლიო ბევრ ერს გაწირავს! უმთავრესად მათ, ვინც სამუშაოს შენარჩუნების მიზნით ამ ტექნოლოგიების შექმნას შეეწინააღმდეგება. კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის, აუცილებელი გახდება ინდუსტრიული სტრუქტურების გაუმჯობესება, ეს უმუშევართა რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის. იდეოლოგიური პლურალიზმის სახის შექმნის მიზნით დაშვებული მრავალ პარტიულობა, მხოლოდ ერთი ჯგუფის პირადი მიზნების მიღწევის საშუალებად და ტრამპლინად იქცევა. ეს პლურალიზმი ბუტაფორიად და მოტყუების წყაროდ, გაბატონებული სისტემის გამყარების საშუალებად იქცევა. პოლიტიკური ჯგუფები კარგად გამოიყენებენ ცნობილ პრინციპს “დაყავი და იბატონე”.

იმის მაგივრად რომ მათ აინტერესებდეთ ადამიანის მძიმე ყოფა, და ამ პრობლემის გადაჭრისთვის ზრუნავდნენ, სინამდვილეში ამ პრობლემებს თვითონ ქმნიან და მათ გადაჭრასაც ისინი უწევენ წინააღმდეგობას. მათი ვითომ ხალხის ბედით დაინტერესება მოჩვენებითობა და დემაგოგიაა. იგი შენიღბვაა ჭეშმარიტი მიზნისა, მათ სინამდვილეში ეს ქცევა პირადი ინტერესების დაკმაყოფილებასა და სოციალურ კიბეზე აღმასვლისთვის სჭირდებათ.

მომავალში მოხდება კომუნისტური პოლიტიკური ბლოკის სრული კრახი, რასაც წარმოებისთვის საჭირო ორგანიზაციების არასაკმარისი რაოდენობა. წარმოებული დოვლათის ხარისხს და ავტონომიური მრეწველობის უგულებელყოფა, პროფესიონალი კონტინგენტის არასათანადო მომზადება, მიღებული პროდუქციის შეუსაბამო განაწილება ამ ქვეყნებს სოციალურ დეგრადაციამდე მიიყვანს.

კომუნისტური ბლოკის ქვეყნებში მაცხოვრებელ ხალხს მძიმე მდგომარეობა ფაქტი ევროპული ქვეყნებისკენ გასაქცევად უბიძგებს, იქ სადაც ქვეყნები სტაბილური ეკონომიკით და სიმდიდრით გამოირჩევიან. ხალხის მასის ერთ ადგილზე ევროპაში მოგროვება გამოიწვევს ამ ქვეყნებში სამუშაო ადგილების ხელოვნურ ზრდას. პერიფერიებიდან ქალაქისკენ ხალხთა მასების შესვლით მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება ქალაქის მოსახლეობა. მოსახლეობის სიჭარბე შეამცირებს მათ თავდაცვისუნარიანობას.

ეთნიკური სიჭრელის ზრდის გამო რიგ ევროპულ ქვეყნებში თავს იჩენს რასიზმი, ნეონაციზმი და ფაშიზმი. ეთნიკური სურათის ცვლილების ძირითადი მიზეზი იქნება, სოციალურად დაბალი, ეკონომიურად სუსტი და არასტაბილური ქვეყნებიდან, არაბების, აფრიკელების და ლათინო ამერიკელების მიგრაცია, მდიდარ, ამერიკასა და ევროპულ ქვეყნებში. ამასთან ერთად არაბული სამყარო, რომელიც თავს ყოველთვის დასავლური ქვეყნების მხრიდან დაჩაგრულად თვლიდა თავს და ამ ქვეყნების მიმართ ნეგატიურად იყო განწყობილი, საჭირო დროს დაელოდება, განსაზღვრულ ეტაპზე, თავისი გავლენის და სიძლიერით მოდუნებულ ამ ქვეყნებს დიდ დარტყმას მიაყენებს. ეს აგრესია მათში წლობით დაგროვილი ჩაგვრისა და კოლონიალიზმის პერიოდში მიღებული დამცირებისთვის საპასუხო რეაქცია იქნება, მთელი მსოფლიო შეძრწუნდება მათი შურისძიების ფორმებით.

დედამიწის ცივილიზაცია, გაერთანების მაგივრად უკიდურესი ინდივიდუალიზმისა და გამოცალკევების გზას დაადგება. ამას თან მოჰყვება ადამიანთა შორის გაუცხოება, იზოლაცია და ჩაკეტილობა. ამ მძიმე რეალობის ავტორი თვით ადამიანი იქნება, იგი თვითონ შეუწყობს ხელს ასეთი რეალობის შექმნას, იმის გამო რომ იგი ჭეშმარიტებას უგულებელყოფას მის სრულ იგნორირებას მოახდენს. ამის გარდა ამ მძიმე შედეგებისგან მიღებულ უარყოფით ნაყოფს იგი თავს აარიდებს და ეცდება საკუთარი მძიმე ყოფა, როგორმე თავის მოტყუებით გაამართლოს. ასეთ არჩევანს და ცხოვრებას, თავის ფასი ექნება. ნათქვამია “ტყუილს მოკლე ფეხი აქვსო”. ადამიანი ამის გამო დაისჯება, იგი საკუთარი თავის ჯალათი გახდება. ბიბლია ამბობს “თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილს,” კაცობრიობა, რასაც დასთესს, იმას მოიმკის! გაუტანლობა, სისასტიკე, უხეშობა, უსამართლობა და თვითნებობა იქნება მათი უგუნურების რეზულტატი.

ხოლო ის ვინც გააცნობიერებს რომ ცხოვრებაში მნიშვნელოვანია სიყვარული, ყველანაირი შეზღუდვის გარეშე და ის რომ ამ სირთულეების მიუხედავად უნდა ეცადო ააშენო ალტერნატიული ადგილი და შექმნა ჯგუფი ისეთი ადამიანებისა, ვისაც სურს თავი გაითავისუფლოს ასეთი ბედისგან, შეძლებენ ამ ქაოსის გამოვლას.

ბენიტესი: ეს ყველაფერი როდის მოხდება?

ჩარლი: ძნელი სათქმელია, იმ მონაცემებიდან გამომდინარე რაც გვაქვს, ამ პროცესის თავიდან ბოლომდე განვითარებისთვის საშუალოდ ოცდაათი ორმოცი წელი იქნება საჭირო. შეგვიძლია ვივარაუდოთ, სადღაც ოცდაექვსი წელი დარჩა ათასწლეულის ბოლომდე და შემდეგი ათწლეული ალბათ გადამწყვეტი იქნება მომავალი კაცობრიობისათვის.

ბენიტესი გაოგნდა, რაც გასაგები იყო, ის ინფორმაცია რა მან მიიღო ფანტასტიკური იყო. იგი ადამიანის დედამიწაზე გაჩენას და განვითარებას ყოველგვარი შელამაზების გარეშე აღწერდა. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი შეეჩვია, ყოველდღიურობას, სიღარიბეს, ათასგვარ სიძნელეს, ძალადობას და ეს ყველაფერი მათი მხრიდან იგნორირებული იყო, თითქოს ეს მათ არ ეხებათ. სხვის მძიმე მდგომარეობით ისინი თავს არც კი იწუხებენ, იმას, რომ მსოფლიოში დიდ გაჭირვებაა და ბევრი ადამიანი იტანჯება, ყურადღება არ მიაქციონ. ისინი ფიქრობენ რომ ასეთი რამ შეძლება მხოლოდ სხვას და არა მას შეემთხვას, ეს იმიტომ სჭირდებათ რომ მათი მძიმე ყოფა ამან კიდე უფრო არ დაამძიმოს, უფრო დიდი სევდა და ტკივილი არ გაუჩინოს, არ დათრგუნოს. ამის გამო მათი მომავლის პროგნოზი პესიმისტური და უიმედოა. ძნელი იყო ჩვენი საუბარი მათ მოესმინათ და კიდე მეტი უიმედობა არ გასჩენოდათ. ბენიტესმაც პატიოსნად და გასაგებად გვითხრა, რომ იგი ამ ინფორმაციას სკეპტიკურად უყურებდა. თუმცა მიუხედავად ამისა იგი ცდილობდა სერიოზულად მისდგომოდა ჩვენს ყოველ პასუხს.

ამ საუბრებში ჩვენ ძალიან დელიკატურ იესოს თემას შევეხეთ. ეს თემა ბენიტესში განსაკუთრებულ ინტერესს აღძრავდა. მან გვკითხა, მოგვცეს თუ არა უცხოპლანეტელებმა ამ პიროვნების შესახებ რაიმე ინფორმაცია?

- დიახ! ჩვენ ვკითხეთ მათ იესოზე და პასუხი გამაოგნებელი აღმოჩნდა! მათი გადმოცემული ცოდნის მიხედვით იესოს დაბადება დიდი პროექტის ერთი ნაწილი იყო, ეს პროექტი კაცობრიობის მომავალს ეხება. იგი არ იყო ასპროცენტიანი დედამიწელი, მასში დიდი ნაწილი ასე 75 პროცენტი არამიწიერი იყო. იესო ხელოვნური განაყოფიერების საშუალებით ჩაისახა. პიროვნება, ვინც ასეთი დიდი ზეგავლენა მოახდინა კაცობრიობის განვითარებაზე, სინამდვილეში სულ სხვა მიზნით იყო მოსული, მას წილად ხვდა ფანტასტიკური ამოცანის შესრულება, რომლის აზრიც მცირედმა თუ გაიგო. მთელი მისი სწავლება დამახინჯდა და დღესდღეობით გაბატონებული სისტემის კერძო ინტერესებს ემსახურება.

იესოს ქრისტიანობის გავრცელება არც უცდია, ეს მოციქულმა პავლემ განახორციელა. იგი თავიდან იუდეველი სავლე იყო, რომელმაც “გარდასახვა” დამასკოს გზაზე მიიღო.

სავლე ქრისტიანებს ებრძოდა და სდევნიდა, მის კისერზე იყო მოციქულ სტეფანეს მკვლელობაც. დამასკოს გზაზე მგზავრობისას მან მზის მძიმე დარტყმა მიიღო. ამ მდგომარეობაში მყოფს მხსნელად დამასკოს ქრისტიანული დაჯგუფების მეთაური ანანია მოევლინა, მან სავლე გადაარჩინა და უთხრა რომ იგი სიკვდილისგან იესომ იხსნა და ცოდვები მიუტევა. ამის გაგონების მერე, სავლეს, მოციქული სტეფანეს მკვლელობის შემდეგ გაჩენილი დანაშაულის განცდა მოეხსნა. დამასკოს გზაზე განცდილი მოვლენის შემდეგ, მან დაიწყო სახარების ქადაგება, რათა ამ საქციელით გამოესყიდა ჩადენილი ცოდვები. პავლე იესოს არ იცნობდა და არც არაფერი მოესმინა მისი სწავლებიდან, თავის ქადაგებაში, იგი ანანიას მიერ მიწოდებულ ცოდნას ეყრდნობოდა. მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე, იგი მხოლოდ ერთხელ, იერუსალიმში შეხვდა მოციქულ პეტრეს.

მოციქული პავლე, ისრაელში იმ საკითხის გასარკვევად ჩავიდა, არა ქრისტიან არა ებრაელებს წინადაცვეთა უნდა მიეღოთ თუ არა.. ქრონიკები გვიამბობენ რომ პავლესა და პეტრეს შორის შეხვედრისას ცხარე კამათი გაიმართა. მოციქულმა პეტრემ აუკრძალა მას იესოს სახელით ქადაგებას, რამეთუ იგი არასოდეს არ შეხვედროდა იესოს და ისიც არ მოუწონა, რომ მან მაცხოვრის ნამდვილი სახელი, ბერძნულ მითოლოგიაში გავრცელებული სახელით “ქრისტეთი” ან იესო ქრისტეთი შეცვალა. მას ამ სახელით არცერთი მოციქული არ მოიხსენიებდა, ისინი მას უბრალოდ მიმართავდნენ, ”რაბი”-რაც მოძღვარს ნიშნავს ებრაულად. გარდა ამისა პეტრე თვლიდა, რომ ქრისტიანობა, მხოლოდ ებრაელთა შორის უნდა დარჩენილიყო, პავლე კი სწავლების გავრცელებას პალესტინის გარეთაც ცდილობდა.

ამ შეხვედრის შემდეგ პავლე გაურბოდა პირველ მოციქულებს და საბოლოოდ გამოეყო კიდეც მათ. მისი ქადაგება უკვე განსხვავდებოდა საწყისი სწავლებისაგან.

ასე და ამგვარად იესოს სწავლებამ და მისმა სახემ ლათინურენოვან ქვეყნებს იმ ადამიანის საშუალებით მიაღწია, ვინც არასოდეს არ შეხვედრია იესოს და არ მოუსმენია მისი სიტყვა, ვინც შეცვალა მისი სახელი და მისი მოძღვრება თავისებურად გადააკეთა.

იესო, რომელსაც დღეს მსოფლიო ქრისტეს სახელით იცნობს-ეს პავლეს მიერ შექმნილი იესოს ფიგურაა და არა ნამდვილი. იესომ 2000 წლის წინ აღუთქვა ხალხს, რომ იგი დაბრუნდებოდა. მართლაც იგი აღასრულებს მოცემულ პირობას და ბოლო დღეებში მოვა, ეს მოხდება, მაშინ როცა წმინდა წერილის გახსნის დრო დადგება, ეს პიროვნება დაბრუნდება რათა აღასრულოს თავისი მისია. თქვენ უნდა გაიგოთ, რომ იგი არ მომკვდარა და ელოდება თავისი დროის მოსვლას. იესომ დაგვიტოვა თავისი მიმართვა, რომელიც რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ჩანაწერებშია კოდირებული. ინფორმაცია უმთავრესად მომავალს ეხება. იგი იმ დროს გამოჩნდა, როდესაც მისი საქციელი ყველაზე დიდ ზემოქმედებას მოახდენდა ხალხზე და იმ ადგილას სადაც მას ყველაზე უკეთესად შეეძლო ემოქმედა მთელ მსოფლიოზე, თუმცა მისი ზემოქმედება მხოლოდ რომის იმპერიის ფარგლებში დარჩა. ჩვენთვის იესო არც მოხეტიალე მქადაგებელია და არც ღმერთი, იგი თავისი მისიის ამსრულებლად გამოგზავნილია, იმ მისიისა რომელშიც ამჟამად ჩვენც ვიღებთ მონაწილეობას. დრო მოვიდა და უნდა ჩავიხედოთ წმინდა წერილში.

ბენიტესი: თუ იესო მეტ წილად არამიწიერი არსება იყო, აცნობიერებდა თუ არა იგი ამას?

ჩარლი: აბსოლუტურად! ახალი აღქმის ტექსტების უმრავლესობა, მის ცხოვრებას იმ მომენტიდან აღწერს, როცა იგი უკვე თავის ქადაგებას იწყებდა. მისი ადრინდელი ცხოვრების შესახებ, რაც მისი ოჯახის წევრებს ეხება, მხოლოდ ორ მოციქულს, ლუკას და ზედაპირულად მხოლოდ მათესაა აქვს გადმოცემული. იესოს ბავშვობა, საერთოდ საიდუმლოებითაა მოცული. თუმცა ამაზე ხშირად მოხსენიებულია ზოგიერთ აპოკრიფულ სახარებაში. თითქმის ყველა ეს ტექსტი ქრისტეს აქეთ 200-400 წლებში დაიწერა. ამ წერილებში აბსურდული შეცდომებია დაშვებული, რაც შეეხება, იუდეველთა რელიგიას და ადგილობრივ ტრადიციებს, თუ ელემენტარულ დეტალურ ანალიზს გავუკეთებთ ახალი აღქმაში უფრო მეტ სულელურ შეცდომებს აღმოაჩენთ, არა მარტო ისტორიულ ასპექტში, არამედ თითონ მოციქულთა წიგნებშიც. ხომ გახსოვთ, რომ ყველაზე ახალგაზრდა მოციქული იყო იოანე, რომელმაც ყველაზე დიდხანს იცოცხლა და ვისაც ყველზე ნათელი წარმოდგენები უნდა ჰქონოდა იქ მიმდინარე მოვლენებზე. იესოს ისტორიას თუ, მათეს მარკოზის და ლუკას მიხედვით განვიხილავთ, დავინახავთ, რომ იესომ პირველ მოციქულებად აირჩია პეტრე და ანდრია, ამ შემთხვევას იოანე სხვანაირად აღწერს, იგი წინა სამი სახარებისგან მთლიანად განსხვავდება. მოციქულები სამი წლის განმავლობაში იესოსთან ერთად იყვნენ და წარმოუდგენელია ამ დროის განმავლობაში მათ ერთმანეთთან ამა თუ იმ საკითხზე ურთიერთობა და აზრის გაცვლა გამოცვლა არ ჰქონოდათ. სხვა მნიშვნელოვანი ასპექტი ის არის, რომ მარკოზი თავის სახარებაში მოგვითხრობს იესოს რვა იგავზე, მათე ოცზე, ლუკას ოცდაშვიდი იგავი აქვს, იოანეს კი იესოს ყველაზე ახლობელ და საყვარელ მოწაფეს არცერთი. რატომ? ასევე გაუგებრობაა 12 მოციქულის სახელების ირგვლივ, ცნობილი აპოკრიფული ენოქის ტექსტი ახსენებს “რჩეულს” რომელიც დედამიწაზე უნდა გამოეგზავნათ, ეს ნიშნავს, რომ ღმერთს წარღვნამდე უკვე მოძებნილი ჰყავდა რჩეული. მაგრამ წარღვნის მერე რა უნდა გაეკეთებინა რჩეულს დედამიწაზე, სრულიად გაუგებარია, რა მისია უნდა ჰქონოდა მას? ამის გასარკვევად დიდი კვლევებია ჩასატარებელი, ჩვენ დარწმუნებული ვართ, ერთ რამეში, იესო ცოცხალია და იგი დაბრუნდება, არა როგორც ღმერთი, არამედ როგორც ძე კაცისა, იმის საჩვენებლად, თუ როგორი უნდა გახდეს ადამიანი.

ჩვენმა პასუხებმა ბენიტესი გააღიზიანა. ის ფაქტი, რომ ბავშვებმა მისი თანდასწრებით ახლი ხედვა აღწერეს, რომელიც მათი უცხოპლანეტელებთან კონტაქტის შემდეგ ჰქონდათ მიღებული, რაღაც გაუგონარ შეშლილობას ჰგავდა. მის გონებაში ის აზრიც გაჩნდა, ხომ არ იყო ეს მის საწინააღმდეგოდ მოწყობილი შეთქმულება. თუმცა იგი არ იყო იმის შემძლე რომ ეს ინფორმაცია როგორმე უარეყო.

პირველ სექტემბერს ბენიტესმა დოქტორი კანბერა მოინახულა, ორი დღის მერე ისევ მოვიდა ჩვენთან, რათა დაგვმშვიდობებოდა, წასვლის წინ მან გვითხრა: ის რაც თქვენგან მოვისმინე, საოცარი და ამაღელვებელი იყო, რამდენიმე საათში ესპანეთში უნდა დავბრუნდე და ჩემს გამომცემელს შევატყობინებ რაც აქ მოვისმინე თქვენგან, რაც თქვენ მომითხრეთ ფანტასტიკური და შოკის მომგვრელია, იგი ღრმა ანალიზს, რეალობის სერიოზულ გადახედვას მოითხოვს და ისიც მნიშვნელოვანია, რომ ასე ამ ინფორმაციას არავინ არ დაგიჯერებს. დღემდე მე არ გამაჩნია ამ მოვლენის დამადასტურებელი არანაირი საბუთი, გარდა თქვენი ისტორიისა, მაგრამ იცოდეთ მსოფლიოზე გავლენა რომ მოახდინოთ, მარტო ისტორია არ კმარა. რაიმე ხელმოსაჭიდი საბუთი მჭირდება რომელსაც ჩემს გამომცემელს ვაჩვენებ.

თუ უცხოპლანეტელები თვლიან, რომ მე როგორც ჟურნალისტს, რაიმე სარგებლობის მოტანა შემიძლია, იქნება შეძლონ ჩემთან ფიზიკური შეხვედრა. თუ თქვენთვის ეს შესაძლებელია და ადვილად მისაღწევია, მეც შევძლებ თქვენთან ერთად წამოსვლას!

მისმა სიტყვებმა ჩაგვაფიქრა, და ცოტა არ იყოს შეგვაშინა, რადგან ამ მოვლენით ჩვენი მხრიდან მსოფლიოს გამოწვევა უნდა მომხდარიყო. ამ მომენტზე ადრეც გვიფიქრია და აი ეს დროც დადგა!

მე მტკიცედ ვუპასუხე: არჩევანის გაკეთება ჩვენ არ შეგვიძლია, თუ თქვენ თვლით რომ საჭიროა დამადასტურებელი ფაქტების არსებობა, ნუ გეშინიათ, ამისთვის ჩვენ გიდებს უნდა მოვეთათბიროთ, ისინი გვეტყვიან შესაძლებელია თუ არა ასეთი შეხვედრის მომზადება, კონკრეტულ ადგილს და დროსაც ისინი მოგვითითებენ. აქამდე ასეთ შეხვედრებს ისინი გეგმავდნენ. ჩვენ უცხოპლანეტელებს დაუკავშირდებით და თქვენს თხოვნას გადავცემთ, ვეცდებით რომ პასუხი რაც შეიძლება მალე მოგაწოდოთ. ჟურნალისტს არაფერი არ უთქვამს, დაგვემშვიდობა ავტომობილში ჩაჯდა და სასტუმროში გაემგზავრა.
ანანდა
(ნაწყვეტი წიგნიდან)




მას შემდეგ, რაც ადამიანმა ვარსკვლავებზე დაკვირვება დაიწყო და კალენდარი შექმნა, კაცობრიობამ ახალ ეპოქაში შეაბიჯა. სამყაროს კვლევისას ბევრი კონკრეტული აზრი გაჩნდა. უმეტეს მნიშვნელოვან კითხვას ისტორიის განმავლობაში პასუხი გაეცა, მაგრამ მათ შორის უმნიშვნელოვანესი რიგი კითხვები პასუხგაუცემელი დარჩა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომლის ირგვლივაც პოლემიკა ჯერ კიდევ გრძელდება, კოსმოსში სხვა ინტელექტუალური არსებების ყოფნას ეხება. დღეს ისევ აქტუალურია შეკითხვა, არსებობს თუ არა კოსმოსში ადამიანებით დასახლებული პლანეტები? თუ ეს მხოლოდ ფანტასტიკური რომანებისთვისაა მოგონილი?

მეცნიერების ისეთი დარგები, როგორიცაა ფიზიკა, და ასტრონომია, ამ თემის ირგვლივ საუბარს გაურბიან, ასევე ნეგატიურად უყურებს ამ საკითხს რელიგია. საერთო ჯამში ორივე მეცნიერებაც და რელიგიაც კატეგორიულად უარყოფს კოსმოსში სხვა დასახლებული პლანეტების არსებობას.

მიუხედავად ასეთი დამოკიდებულებისა, ეს თემა ყოველთვის წარმოჩნდება ხოლმე რიგი მეცნიერული გამოკვლევების დროს, ფაქტია, რომ არსებობენ მეცნიერები, ვინც გამონაკლისს წარმოადგენს და ამ საკითხს სერიოზულად უყურებს.

მეცნიერულ ტექნიკურმა პროგრესმა, ადამიანის ცხოვრება შეცვალა. კაცობრიობა დაეუფლა საავიაციო ტექნიკას, შეიქმნა თვითმფრინავი, გამოიგონეს რადარები, სამეცნიერო თუ სამხედრო ორგანიზაციებმა ჰაერში მოძრავ, საფრენ აპარატებზე რადარებით დაკვირვების დროს, მანამდე უცნობი საფრენი აპარატები შეამჩნიეს. ამ მოვლენის გარკვეული სიხშირით ფიქსაციის გამო, მეცნიერები იძულებული გახდნენ დედამიწის საჰაერო სივრცეში მოძრავი ამოუცნობი ობიექტებისთვის, ახსნა მოეძებნათ.

მეორე მსოფლიო ომის დროს, საავიაციო რადარების ეკრანზე ამ ობიექტების გამოჩენის სიხშირე კიდევ უფრო გაიზარდა. ამოუცნობი ობიექტები ერთმანეთის საწინააღმდეგო მხარეს მებრძოლი, ორივე ავიაციის მხრიდან იქნა შემჩნეული. იმათი ყოველი გამოჩენა პანიკასა და შიშს თესდა სამხედრო ნაწილებში, რადგან დაპირისპირებული ძალები, მათი სახით, მტრის მიერ შექმნილ, ახალ საიდუმლო იარაღს, ბომბდამშენს, ან ავია გამანადგურებელს ხედავდა.

ომის დასასრულს, რამდენიმე საინტერესო დოკუმენტი იქნა აღმოჩენილი, სადაც აღწერილია რადარების მიერ დაფიქსირებული ამოუცნობი საფრენი აპარატები. აღნიშნულია, რომ მათი ფრენის სიჩქარე და მანევრირება წარმოუდგენლად განსხვავდებოდა მანამდე არსებულისგან. ამ ფაქტმა საგონებელში ჩააგდო, სამხედროები, პილოტები და ინჟინერ-ტექნიკოსები. სამხედრო ექსპერტების მიერ ეს უცნაური ობიექტები კვალიფიცირებული იქნა, როგორც მოწინააღმდეგე მხრის მიერ შექმნილი ზე საიდუმლო იარაღი.

1944 წლის 24 ივნისს, სამოქალაქო პილოტმა კენეტ არნოლდმა, რომელიც ვაშინგტონში კერძო მისიით მიფრინავდა, მთის მასივების მიმართულებით მოძრავი, უცნობი საფრენი აპარატი შენიშნა. გარკვეული დროის ფრენისას, მან დაინახა, რომ თვითმფრინავის მარჯვენა მხარეს, დისკოს ფორმის კიდევ ცხრა ობიექტი მოძრაობდა. ისინი ახლოს მდებარე ვულკანისკენ გადაადგილდებოდნენ. პილოტმა შემდგომში აღწერა, რომ ისინი ზომით დაახლოებით თვითმფრინავი “ც-54” ზომის იქნებოდნენ. მან ამ უცნაურ დისკოებს “მფრინავი თეფშები” უწოდა. მისი შეფასებით ეს აპარატები 2800 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდნენ.
არნოლდის ასეთი უპასუხისმგებლო შეფასება და სახელდება “მფრინავი თეფში”, დღესაც ხმარებაშია. ამ სახელით ხდება უცნობი აპარატების იდენტიფიცირება.

მალევე 1948 წლის 7 იანვარს 11:15 წუთზე. საომარმა ბაზამ რომელიც მედისონვილში (კენტუკის შტატი) იყო განთავსებული, ავიაციის ბაზას “ბბს გუდმან”-ს შეატყობინა, რომ ოვალური ფორმის საფრენი აპარატი (20 მეტრის დიამეტრის ზომის) ფორტი “ენოქის”-ის მიმართულებით მოძრაობდა.

აშშ-ს შეიარაღებული ძალების საავიაციო ხაზის მეთვალყურემ 13:45 წუთზე ამ ობიექტის მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის განსაზღვრა მოითხოვა, აპარატის მოძრაობას ხმელეთიდან ჭოგრითაც აკვირდებოდნენ. საავიაციო ძალების მეთაურმა პოლკოვნიკმა ჰიქსმა რადიოგრამით ბრძანება გასცა, მან უცნობი აპარატის მიმართულებით, სამი ბომბდამშენის “ფ-51”-ის გაგზავნა და ობიექტის აყვანა მოითხოვა.

ბომბდამშენების ჯგუფს თომას მანცელი მეთაურობდა. ობიექტი 14:45 წუთზე დაფიქსირდა, გაიცა საბრძოლო მზადყოფნის ბრძანება. ორმა თვითმფრინავმა ოპერატორს გადმოსცა, რომ საწვავის დახარჯვის გამო იძულებული გახდა დაშვებულიყო.

მესამე ავიაგამანადგურებელი, რომელსაც ახალგაზრდა კაპიტანი თომას მენცელი მართავდა, არ დაეშვა. მან შეტყობინება გაუგზავნა ბაზას, რომ იგი ეცდებოდა უფრო ახლოს მისულიყო ამოუცნობ ობიექტთან, რათა მისი იდენტიფიკაცია უკეთესად მოეხდინა. 500 კმ/სთ სიჩქარით მოძრავმა მენცელმა, რომელიც 5000 მეტრის სიმაღლეზე იყო ასული, ბაზას შეატყობინა, რომ ეს იყო დიდი ზომის მეტალისებური ობიექტი, რომელიც მაღლა მიიწევდა, იგი უკვე 6000 მეტრზე მაღლა იყო ასული და ნელ-ნელა უფრო უმატებდა აღმასვლას. პილოტმა გადმოსცა რადიოსიგნალი, რომ იგი წყვეტდა დევნას, რადგან ჟანგბადის მარაგი უთავდებოდა. ეს მისი უკანასკნელი გზავნილი იყო. 16:00 წუთზე “ფ-51” რადარებიდან გაქრა.

საბოლოო ინფორმაციის მიხედვით, თვითმფრინავი ჩამოგდებული იქნა. ავია ექსპერტები კილომეტრის რადიუსში ეძებდნენ აპარატის ნამსხვრევებს. სამხედროების მცდელობამ დაღუპული პილოტის გვამი ეპოვათ, უშედეგოდ ჩაიარა. მიუხედავად იმისა, რომ საძიებელი სამუშაოები რამდენიმე დღეს გაგრძელდა მაშველებმა ვერაფერი ვერ აღმოაჩინეს.

ამ ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ, აშშ-ს საომარმა ძალებმა 1950 წელს პროექტი “სოუსერ” (თეფში) შეიმუშავეს, რომლის დანიშნულება უცნობი საფრენი აპარატებთან ( ე.წ. “მფრინავ თეფშებთან”) დაკავშირებული ინფორმაციის შეკრება და ფაქტების ფიქსაცია იყო. პროექტის პასუხისმგებელ პირად დევიდ ფორესტალი დაინიშნა. ეს პიროვნება თავდაცვის სამინისტროში მდივნად მუშაობდა. (იგი შემდეგ საიდუმლო ვითარებაში უკვალოდ გაუჩინარდა.)

პირველი პროექტის წარუმატებლობის გამო, ერთ წელიწადში 1951 წელს შემუშავდა, შეიქმნა მორიგი პროექტი სახელწოდებით -“ბლუ ბოოქს” (ლუჯი წიგნი), პროექტზე მომუშავე ჯგუფს ხელმძღვანელობდა, ჯო ედუარდ სისელტა. რომელიც ამ პოსტზე 1953 წლის სექტემბრამდე მუშაობდა.

1969 წელს 17 დეკემბერს, საჰაერო ჯგუფების კვლევის კომიტეტმა, რომელიც ქალაქ დეაციანში (ოჰაიოს შტატი) მდებარეობდა, პროექტი სახელწოდებით “ლურჯი წიგნი დახურულად გამოაცხადა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ამოუცნობი ობიექტების ფენომენის მკვლევარის ედუარდ კონდომის მიერ დაიდო დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო: “მოვლენის ირგვლივ წარმოდგენილი მასალების მიხედვით შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ აღნიშნულ მომენტში საქმე გვქონდა, მხოლოდ ილუზიასთან და არა რეალურ ფაქტებთან და რომ არანაირი ე.წ. “მფრინავი თეფშები” არ არსებობენ”.

თუმცა არც ისე მარტივად იყო საქმე, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. თავდაპირველი პროექტი სინამდვილეში იმის გამო შეწყდა, რომ ედუარდ ფონ რაპლეტმა კონფიდენციალური წერილი მიიღო ცენტრიდან, სადაც ეწერა, რომ კვლევის ფორმატი უნდა შეცვლილიყო და მას საიდუმლო ხასიათი უნდა მიეღო, კვლევის შედეგებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში არ უნდა გაეჟონა, რადგან ასეთი ცნობა ხიფათის შემცველი იყო.

ამერიკის თავდაცვის და უსაფრთხოების სამსახური მსგავს გამოცდილებას უკვე ფლობდა. იგი 1938 წლის 30 ოქტომბერს მოხდა, მაშინ როცა რადიოში ცნობილი ფანტასტის ჰერბერტ უელსის ნაწარმოების “სამყაროთა ომის” რადიო დადგმის ტრანსლაცია მიმდინარეობდა, ათობით ამერიკელი გულის შეტევით დაიღუპა. ამ ტრაგედიის ინსპირატორად დასახელდა ვინმე ორსონ ველზლი, ჟურნალისტი ვინც ეს თემა რადიოდადგმაში გაათამაშა.

ამ სფეროს გასაიდუმლოებაში, საბოლოო და გადამწყვეტი ნაბიჯი 1953 წლის 12 იანვარს გადაიდგა. პენტაგონში შედგა საიდუმლო შეკრება, რომელზეც მიწვეული იყვნენ ამერიკელი ექსპერტები და მეცნიერები, შეხვედრა ცნობილი იყო სახელწოდებით “დიდი ჟიური”.

სხდომა კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის პროფესორს, დოქტორ აზიექს რობერტსონს მიჰყავდა. მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: ბერკლის უნივერსიტეტის, ლორენცის სახელობის ლაბორატორიის პროფესორი, ლუის ალვარესი, 1968 წლის ნობელის პრემიის მფლობელი ფიზიკის დარგში. პროფესორები ტორნსინგტონიდან: ლლოიდ. ვ.ტერენესი, სამუელ გოლდსმიტი, ბრიგადის გენერალი ჰარლანდი, ბატონები, მარშალ ჰედვილი და რაფაელ კლარკი ცენტრალური სადაზვერვო განყოფილებიდან და ასევე “ცრუ”ს მეცნიერ მრჩეველი, პროფესორი ალენ ჰაინეკი.

შეკრების შემდეგ “დიდმა ჟიურიმ” და მთავარმა კომიტეტმა აშშ-ს საჰაერო ძალების მაღალ ჩინოსნებთან ერთად შემდეგი დასკვნა მოამზადა:

1. ყველა ის შეტყობინება, რაც უკავშირდება ე.წ “მფრინავ თეფშებს” შეგვიძლია ბუნებრივ გამოვლინებად ჩავთვალოთ.
2. აღნიშნული თემის ირგვლივ არსებული მწირი ინფორმაციის გამო, საბოლოო დასკვნის გაკეთება შეუძლებელია.
3. ე.წ. “მფრინავი თეფშები” სინამდვილეში არსებობენ! შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ისინი არამიწიერი ტექნოლოგიებით შექმნილ საფრენ აპარატებს წარმოადგენენ.

ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, მთავარი კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა დოუელ ფორესტმა, რომელიც სპეციალურად სწავლობდა ამოუცნობი საფრენი აპარატების მანევრირებას, წარმოადგინა დასკვნა, სადაც იგი აღნიშნავდა: ეჭვგარეშეა, რომ ეს უცნობი ობიექტები არამიწიერი ტექნოლოგიების გამოყენებით უცხოპლანეტელების მიერ არის შექმნილი. მომდევნო დამამტკიცებელი შეხვედრისთვის უნდა მომზადებულიყო დამატებითი ინფორმაცია, რის შემდეგაც კომიტეტის მიერ საბოლოო დასკვნა უნდა დადებულიყო. ამ დოკუმენტში მოვლენის მიმართ ქვეყნის პოლიტიკური დამოკიდებულება უნდა განსაზღვრულიყო, მაგრამ აქ საქმეში (“ცრუ”)- ცენტრალური სადაზვერვო განყოფილება ჩაერია, მათ კატეგორიულად მოითხოვეს, რომ შემდეგი სხდომისთვის ნებისმიერი ახალი ინფორმაცია საიდუმლო გრიფით შემოსულიყო. სამხედრო, სახმელეთო და საჰაერო ბაზებს, ამ მიმართულებით ყველა ინფორმაცია უნდა ჩაეხშოთ, ისე რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ამაზე ვერაფერი შეეტყოთ. მათი მხრიდან ასეთი კატეგორიული მოთხოვნა, იმ მოტივით გამართლდა, რომ ამ დროს მსოფლიოში კაპიტალისტურ და სოციალისტურ ბანაკებს შორის დაპირისპირება იყო, მიმდინარეობდა ე.წ. “ცივი ომი”.

თუმცა ამავე პერიოდში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, კერძოდ 1947 წელს როზუელის უდაბნოში ჩამოვარდნილი ამოუცნობი ობიექტის შესახებ. სადაც იუწყებოდნენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალებში მოსამსახურე სამხედრომ ჩამოვარდნილი “ამოუცნობი მფრინავი ობიექტის” ნამსხვრევები აღმოაჩინა.

ავარია როზუელის უდაბნოში მოხდა (ნიუ მექსიკოს შტატი) ამ მოვლენის გამოძიება “ფბრ”-ს წარმომადგენელმა ჯეიმს მარკელმა და გენერალმა რანკმა დაიწყეს. ჟურნალისტების მიეწოდათ ინფორმაცია, რომ სინამდვილეში საქმე ეხებოდა საჰაერო ზონდის ჩამოვარდნის შედეგად ადგილზე გაფანტულ ნამსხვრევებს, რომელიც შეცდომით ავარიის შედეგად ჩამოვარდნილ ამოუცნობ მფრინავ ობიექტად ჩათვალეს.

ამ მოვლენის დაფიქსირების შემდეგ, ავიაგამანადგურებელი ბომბდამშენი ვ-29, საიდუმლო მისიით გაფრინდა როზუელის მიმართულებით, მას თან ახლდა საჰაერო ესკორტი, რომლის დახმარებითაც თითქოს, მათ შემთხვევის ადგილიდან დამსხვრეული აპარატის ნაწილები და დაღუპული პილოტების გვამები გადაიტანეს.

1980 წელს ამერიკაში გამოვიდა კინოფილმი სახელწოდებით “ანგარ-18” რომლის სცენარიც ამ მოვლენების მიხედვით იყო დაწერილი. ფილმის სიუჟეტი, ეხება ამერიკაში მიმდინარე მოვლენას სადაც ქვეყნის ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს სახელმწიფოსთვის ხიფათის შემცველი ინფორმაციის ნეიტრალიზებას, იმ ცნობის გაბათილებას, რაც ამოუცნობ ობიექტებს ეხებოდა.

ფილმში ნაჩვენებია, თუ როგორ უკავშირდება ეს თემა მაღალი თანამდებობის მქონე ჩინოვნიკების პოლიტიკურ მანიპულაციებს, რაც საზოგადოებრივი აზრის ამ მოვლენების მიმართ დადებით თუ უარყოფით განწყობის შექმნაში გამოიხატება. ჩემი აზრით, ასეთივე მოვლენასთან უნდა გვქონოდა საქმე, როზუელის ფენომენის შემთხვევაში.

ამ დახურულ თემასთან დაკავშირებულმა ინფორმაციამ მასმედიაში მაინც გაჟონა, კერძოდ, ტელევიზიით ნაჩვენები იქნა წერილები. სადაც აშშ-ს საჰაერო სამხედრო ძალები შეტყობინებას უგზავნის უმაღლეს მთავარსარდლობას. ეს ტექსტი “ფბრ-ს იმ დროინდელ ხელმძღვანელ ედგარ სომერსს უკავშირდება, მასალების მიხედვით იგი მთავარსარდლობისგან ეკიპაჟის დაღუპული წევრების ჩვენებას მოითხოვს, რაზეც მას უარს ეუბნებიან.

“ამოუცნობი მფრინავი ობიექტების” ირგვლივ მსჯელობამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ზოგიერთი მკვლევარი და მეცნიერი თვლიდა, რომ ინფორმაცია “ამოუცნობი მფრინავი ობიექტების“ შესახებ უწყვეტად გასდევდა კაცობრიობის განვითარების ისტორიას და რომ ეს არ იყო დროში შეზღუდული მოვლენა, ამ თემაზე სტატიები გამოაქვეყნეს არქეოლოგებმა, ანთროპოლოგებმა, ზოგიერთი ავტორი როგორებიც არიან, პეტრო კოლეზიმო, ერიხ ფონ დენიკენი, სერჟო ციცენი, ლუი პანვალესი, ჟაკ ბერჟე და მათ შორის “ნასას” კონსულტანტი ზახარია სიჩინი, საჭიროდ თვლიდნენ, რომ საზოგადოებისთვის აუცილებლად უნდა წარმოედგინათ არქეოლოგიური აღმოჩენებით დაფიქსირებული საერთო სურათი, რომელიც ამოუცნობ საფრენ აპარატებს შეეხებოდა. საჯარო უნდა გამხდარიყო ინფორმაცია ამოუცნობი საფრენი ხომალდების შესახებ, რომელიც იტყობინებოდა რომ ცნობები იდუმალი ობიექტების შესახებ, დიდი ხანია არსებობდა მატიანეებში და პოპულარულ წიგნებში, რომ მოვლენას, რომელმაც ასეთი წინააღმდეგობა შექმნა თანამედროვე მეცნიერებში, ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს.

გაბატონებული სისტემის მხრიდან, არამიწიერი ცივილიზაციების ფენომენის დაფარულ რეჟიმში დატოვება და მოვლენის მიმართ ასეთი მიდგომის გამართლების ერთერთი ვერსია შემდეგში მდგომარეობს: დღევანდელი მსოფლიო მზად არაა იმისთვის, რომ იმ თემის ირგვლივ არსებული, უტყუარი ინფორმაცია მიიღოს! ოფიციოზი თვლის, რომ ამ ფაქტების გახმაურებით მსოფლიო შოკირებული დარჩება.

დღეს არსებობენ ჯგუფები, ვინც ამოუცნობი ობიექტების წარმოშობის მიზეზებს არკვევს, ეძებს იმ დამადასტურებელ ფაქტებს, რაც მათი აზრით საბოლოო და ქმედითი იქნება. რაც არ უნდა გასაკვირი იყო მიუხედავად ამისა, გვაქვს გაურკვეველი სიტუაცია, როცა მოვლენის უამრავი თვითმხილველი არსებობს, მაგრამ რატომღაც, არავის არ გააჩნია მათი სინამდვილის დამადასტურებელი, უტყუარი ფაქტი.

გაბატონებული სისტემის მხრიდან, რაიმე მცდელობა ამ გაურკვევლობაში სიცხადის შეტანისა არ დაიკვირვება, უფრო მეტიც, ამის საპირისპიროდ, ოფიციოზის მიერ მიმდინარეობს ამ თემით მანიპულაცია და მსგავსი შემთხვევების ფილტრაცია. საინფორმაციო საშუალებებით გასულ ნიუსებში, ხშირად ჩნდება ინფორმაცია, სადაც იკვეთება ცენზურა და მოვლენის მიმართ ქმედითი თავდაცვითი ბერკეტების არსებობა.

ამ დამცავი მექანიზმების ამამოქმედებელთა მიზანია, მუდმივ კონტროლში ჰყავდეთ მასობრივი მედიის საშუალებები, რომ მათთვის მიუღებელმა ინფორმაციამ სადმე არ გაჟონოს.

თანამედროვე სახელმწიფოების მთავრობის სახით უახლეს ისტორიაში ვლინდება, პოლიტიკური და ეკონომიური ბერკეტების გამოყენებით ძალაუფლების მქონე ელიტის ზეგავლენა სოციუმზე და მისი სპეციფიკური მართვა, რაც უმთავრესად მასობრივი საინფორმაციო საშუალებების გამოყენებით საზოგადოების აზრის ჩამოყალიბებაში მდგომარეობს, ამ მეთოდით ხდება ადამიანებზე ღია, თუ ფარული მანიპულირება.

ასე და ამგვარად, ჩვენ და სხვებმაც, ვიცით მხოლოდ ის, რასაც ზემდგომი, მმართველი ძალები ჩათვლიან საჭიროდ, რომ უნდა ვიცოდეთ.

ისტორიული გამოცდილება, ამ პოზიციას უფრო გვიმტკიცებს. ყოველი ინფორმაცია, ცოდნა რომელიც უთანხმოებას წარმოქმნის სისტემასთან და არგუმენტებს ქმნის ჭეშმარიტების სასარგებლოდ, ან იძლევა შანსს, სისტემის მიერ დაკანონებული წესების რეფორმირებისა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში არსებული ცენზურის მიერ იბლოკება და იგი ხალხს არ მიეწოდება.

ასე, რომ ის ინფორმაცია, რაც გაბატონებულ სისტემას დაემუქრება, მუდმივად დამალული იქნება ხალხთა გონებისთვის. მას-მედიის საშუალებებით კი უმეტესად იმის პროპაგანდა და გადაცემა მოხდება, რაც სისტემის სიძლიერეს განამტკიცებს, მასის მართვას გააუმჯობესებს და გააადვილებს.

ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ზემოთ აღნიშნული ამერიკული (და არა მხოლოდ ამერიკული) პროექტები სინამდვილეში ამოუცნობი ობიექტების არსებობის დადგენას და მათ შესახებ არსებული სიმართლის ხალხისთვის გაცნობას არ ემსახურებოდა!

ამ ჯგუფებს, რომელიც სპეცსამსახურების თანამშრომლებით იყო დაკომპლექტებული, ევალებოდათ აღმოჩენილი ხომალდების წარმოშობისა და ტექნიკური მახასიათებლების გაგება. სამხედრო ექსპერტებს უნდა მოეხდინათ ამ აპარატების იდენტიფიკაცია, გაერკვიათ იყო თუ არა ეს ხომალდი სინამდვილეში მტრული ქვეყნის მიერ შექმნილი ახალი იარაღი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდებოდა რომ ამოუცნობი ობიექტები არამიწიერი ცივილიზაციის მიერაა შექმნილი ეს ხალხისთვის დაემალათ, ან დეზინფორმაცია გაევრცელებინათ.

სამხედრო ძალებმა თავიანთ ჯგუფებში გაავრცელეს ინსტრუქცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ იმ შემთხვევაში თუ შეიტყობდნენ, რომ ვინმე მსგავსი ფენომენის მოწმე გახდა.

საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლები აუცილებლად უნდა დაკავშირდებოდნენ ამ პირს და მისთვის უნდა შთაეგონებინათ, (ან უკიდურეს შემთხვევაში დაეშინებინათ), რომ მომხდარი მოვლენის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ქვეყნის მიერ წარმოებულ პოლიტიკას და სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა.

ის იდეოლოგიური და კულტურული ცვლილებები, რაც შეიძლება დედამიწაზე “დაუპატიჟებელი სტუმრების” გამოჩენამ გამოიწვიოს, ძალიან აფრთხობს და აფორიაქებს გაბატონებულ ძალებს. ეთნიკურ, რასობრივ, პოლიტიკურ, სოციალურ და რელიგიურ ჯგუფებად დაყოფილ სახელმწიფოებს და ისეთ მსოფლიოს, როგორიც ჩვენია, არამიწიერი ცივილიზაციების გამოცხადება, რევოლუციად მოევლინება. მათ ხომ არანაირად არ აწყობთ, იმ ძალის გამოჩენა, რომელიც შესწორებას შეიტანს მართვის დომინირებულ ფორმაში. ცვლილებებს მოახდენს არსებულ მძიმე რეალობაზე. გააბათილებს, იმ ცრუ იდეებს, რაც გაბატონებულმა სისტემამ ხალხს თავზე მოახვია და გამოასწორებს გარემოს, სადაც მმართველი ელიტის მიერ გაბითურებული ადამიანებია მოქცეული.

გასაგებია, რომ პრივილეგირებულ და ქვეყნის სათავეში მოქცეულ ძალებს არ სურთ ხელში ჩაგდებული ძალაუფლების დაკარგვა, ისინი თუნდაც იმისთვის არ გაირჯებიან, რომ ეს მოქმედება შეიძლება კაცობრიობისთვის სასარგებლო იყოს. ამ დომინირებულ სისტემას აწყობს, რომ ქვეყანაში გაუგებრობა, გაურკვევლობა და სიბნელე შენარჩუნდეს, რადგან ასეთ ვითარებაში მყოფი ხალხი, ოფიციოზის მიმართ უპრეტენზიო და უმოქმედო დარჩება, დაიჯერებს ათას სიცრუეს და ადვილად დაემორჩილება გაბატონებული სისტემის კაპრიზებს.

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტებია, სწორედ იმის მიზეზი, თუ რატომაა უცხო ცივილიზაციების თემა დღეს ასე ბუნდოვანი და გაურკვეველი. ჩვენს სინამდვილეში ცხადია არავის არ აწყობს იმის აღიარება, რომ ჩვენი პატარა სამყაროს მიღმა სხვა არამიწიერი ცივილიზაციები არსებობენ. რომელთა რწმენას, ეთიკას და ჭეშმარიტების გაგებას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რასაც ჩვენ ვაღიარებთ და რომლის მიხედვითაც ვცხოვრობთ.

მსოფლიოში ცნობილი პირები, ვინც ამ სფეროს იკვლევს და მასალებს აგროვებს, წესით და რიგით სხვებთან შედარებით უფრო გასაგებ და მკაფიო პოზიციას უნდა იკავებდნენ, თუმცა იმის გამო, რომ არც ისინი არიან გარეშე ძალების მანიპულაციისგან თავისუფალი, მეტ-ნაკლებ დეზინფორმაციას ისინიც ავრცელებენ.

უკეთეს შემთხვევაში ეს ადამიანები, ამ სფეროში საკუთარი თეორიების გამყარებას ცდილობენ როცა აღიარებენ დედამიწის გარეთ სიცოცხლის არსებობას.

საოცარი ისაა, რომ მიუხედავად ამისა არცერთი მათგანი არ აცხადებს, რომ აუცილებელია მათთან კონტაქტზე გასვლა.

უმეტესობა, უცხოპლანეტელების არსებობას ბელეტრისტიკის სფეროს მიაკუთვნებს. მათთვის ეს ეს უფრო გართობის ან ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებელი საგანია.

ზოგიერთი მკვლევარი როცა თავის აღმოჩენაზე ან უცხო ცივილიზაციებთან ურთიერთობის შესახებ საკუთარ გამოცდილებაზე, ინფორმაციას ავრცელებს, სინამდვილეში ამ ფანტასტიკურ ამბავზე საუბრით პირადი პოპულარობის გაზრდას და ამ თემით საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ცდილობს.

საზოგადოების განწყობა ამ მოვლენის ირგვლივ საკმაოდ ნეგატიურია, ნებისმიერი პირი მსგავსი ინფორმაციის გაგებისთანავე მზადაა აგრესიულად დაგესხას თავს.

ასეთი პიროვნებების სახით სოციუმში წარმოჩნდებიან ე.წ. “თანამედროვე ინკვიზიტორები”,ვისაც “წმინდა ძალისგან” თითქოსდა მიღებული აქვს ვალდებულება, წინ აღუდგეს ამ უწმინდურებას და დაიცვას ხალხი ასეთი საცდუნებლისგან.

აქვე მინდა ვთქვა, რომ არსებობს ადამიანთა, ძალიან მცირე ნაწილი, ვინც პატიოსნად ცდილობს საქმის ვითარებაში გარკვევას, ცდილობს როგორმე გაარღვიოს და გააბათილოს გაბატონებული სისტემის მიერ ამ თემის ირგვლივ შექმნილი სტერეოტიპები და გამოააშკარაოს მათი მაქინაციები. მაგრამ საუბედუროდ, ამ ბარიერების გადალახვა და იმ სიცრუის საფარველის ჩამოხსნა, რაც დღემდე აქვს ამ თემას ჩამოფარებული ძალიან რთულია. მათი მცდელობა, რა თქმა უნდა პატივისცემის ღირსია, მაგრამ ეს კონტინგენტი, მიუხედავად იმისა, რომ უკეთეს პოზიციებზე დგას, მაინც აკლიათ იმის რწმენა, რომ ადრე თუ გვიან მათი საქმიანობა წარმატებით დაგვირგვინდება. ეს ხალხი აწყობს ექსპედიციებს, აგროვებს მასალებს, აფიქსირებს ფენომენის დამადასტურებელ ფაქტებს, თვითმხილველებთან ინტერვიუებს იწერს ფირზე, აკეთებს მოხსენებებს სხვადასხვა შეკრებაზე, თუ სემინარებზე, თან ამის პარალელურად იგი ცნობილი მკვლევარის სტატუსსაც იძენს. მაგრამ ისევ ვიმეორებ, რომ ეს კონტინგენტიც აუცილებელ ცენზურას ემორჩილება, რომელიც გაბატონებული სისტემის ეგოცენტრული ინტერესების დასაცავადაა, ღიად თუ ფარულად ამოქმედებული. დასანანია, რომ მათი პოზიციები და დამოკიდებულება ამ მოვლენის მიმართ, არამყარია. ეს ფაქტი ნათლად აჩვენებს, იმას, რომ კონკრეტული მკვლევარები, ჯერ კიდევ შორს დგანან იმ დონიდან, რაც მართლა მიზანმიმართულ და კეთილსინდისიერ კვლევას სჭირდება.

და ბოლოს, ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა მათზე, ვინც ამ სფეროს კარგად იყენებს პირადი გამორჩენისთვის. ეს ორგანიზაციები თუ კერძო პირები, ამ სფეროს ტრადიციულ ჩარჩოებში აქცევენ და მას როგორც ერთ-ერთ მეცნიერულ მსოფლმხედველობას ისე ასაღებენ. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ თავიანთი პირადი ინტერესების სასარგებლოდ, ეს ადამიანები ხალხით მანიპულირებასაც არ ერიდებიან. ეს ჯგუფები დაკავშირებულნი არიან გარკვეულ საიდუმლო სამსახურებთან, რომელთა ქმედება მიმართულია იქითკენ, რომ არამიწიერი ცივილიზაციების მხრიდან მიღებული ცოდნით, მათი მაღალი ტექნოლოგიების ხელში ჩაგდებით, ან მეცნიერული შესწავლით ხალხის მასაზე მანიპულირება მოახდინონ. ზოგიერთი იმასაც კი ბედავს, რომ თავს ისეთ კონტაქტიორად ასაღებს, ვინც თითქოს ხელში ჩაიგდო “ახალი ტექნიკური საშუალება” და ცდილობს იგი რომელიმე კერძო, ან სახელმწიფო ინსტიტუტებს მიჰყიდოს.

გასაგებია, რომ სახელმწიფო სტრუქტურაში არსებული საიდუმლო ორგანიზაციების მიზანია რომ უცხოპლანეტელთა ზე ახალი ტექნოლოგიების დაუფლებით, აიმაღლონ მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის დონე, ხელში ჩაიგდონ უახლესი იარაღი, შეიძინონ ის ძალა, რაც მათ ქვეყანას სხვებთან შედარებით აშკარა სამხედრო უპირატესობას მიანიჭებს.

ამ უმნიშვნელოვანეს სფეროში ასეთი სამარცხვინო პოზიციების მქონეთ, რას უნდა ველოდოთ? განა მხოლოდ ტექნიკური პროგრესია იგი, რაც გარე ცივილიზაციებს შეუძლიათ შემოგვთავაზონ? ჩვენ კი სამაგიეროდ რას ვთავაზობთ მათ? მივაღწიეთ კი ჩვენ სიმწიფის იმ დონეს, რომ გავიგოთ და მივიღოთ ის, რაც მათ სურთ გადმოგვცენ?




ანანდა
გთავაზობთ ჰუმანოიდების გარეგნობის ამსახველ ილუსტრაციებს ხუან ხოსე ბენიტესის წიგნიდან "ამო. სოს. კაცობრიობას" ილუსტრაციების ავტორია კარლოს რობერტო პაზ ველზი

cerBERus
თუ შეგიძლია დადე ეგ წიგნი ძალიან მაინტერესებს
ანანდა









ეს წიგნი ესპანურად მაქვს "შემიძლია რამდენიმე თავი გადავთარგმნო, თუ გსურთ!
Legatus
კი, თუ ძალიან არ შეწუხდებით. smile.gif ძალიან საინტერესოა. smile.gif

წიგნი სხვა ენაზე რუსულად ან ინგლისურად არის?
ანანდა
ეს წიგნი, არც ინგლისურად და არც რუსულად არსად არ დევს, ჩემი მწირი ესპანურით რამეს მოვახერხებ.

მანამდე ისევ ეს ნახეთ

. . . აგვისტოს დადგომამ ახალი მნიშვნელოვანი გამოცდილებები მოიტანა, ზეციური ხომალდები ჩვენს შორიახლოს ზეცაში გამოჩნდნენ მართალია მათ ახლო კონტაქტი არ უცდიათ, მაგრამ დღე ისე არ გავიდოდა, რომ რომელიმე ჩვენგანს ცაში მათი მოძრაობა არ შეემჩნია. ერთი ხომალდი იმ ადგილზეც დავინახეთ სადაც ჩვენი პირველი შეხვედრა მოხდა.

მალე ჩემმა ძმამ მიიღო შეტყობინება, ჯგუფური კონტაქტის მომზადების შესახებ. იგი 3 აგვისტოს შაბათს უნდა შემდგარიყო ჩილკას დიუნებში. შეხვედრისთვის ხუთი ადამიანი შეირჩა.

მოწვევამ გაგვახარა. წინა გამოცდილებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ ამ შეხვედრის შესახებ არავისთვის არ გვეთქვა. თუ ვინმე გვკითხავდა, ვეტყოდით, რომ ეს ჩვენი ჩვეულებრივი გასეირნება იყო ქალაქგარეთ. ვფიქრობდით რომ ამ კონტაქტს სხვა სახე ექნებოდა, მაგრამ კონკრეტულად რა ფორმა ვერ ვხვდებოდით. შეიძლება სხვა სამყაროში გადასვლა მომხდარიყო როგორც ადრე, ან უშუალო პირისპირ შეხვედრა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ამჯერად ჩვენი ურთიერთობის სახე შეიცვლებოდა, მაგრამ როგორ და რა მიზნით ეს არ ვიცოდით.

შაბათი დღეც დადგა, ჩვენი ჯგუფი დათქმულ ადგილას, დიუნებში მდებარე ე.წ. “მაინას შახტის” მიმართულებით გაემართა. იქ მისულები წრეზე დავსხედით და უცხოპლანეტელების გამოჩენას მოთმინებით დავუწყეთ ლოდინი. გიდების მხრიდან ახალი ინსტრუქციის მიღებას ვუცდიდით.

მიტომ, ზეცაში ორი მანათობელი ობიექტი შეამჩნია და მათკენ მიგვითითა. ეს ობიექტები შახტის თავზე გაჩერდნენ. თითქოს რაღაცა ძალამ გვიბიძგაო მათ დანახვაზე ფეხზე წამოვხტით და ხომალდებს მივაშტერდით. რამდენიმე წუთში ჩემმა ძმამ ოქსალქისგან ინსტრუქცია მიიღო, რომლის მიხედვით ეს ადგილი უნდა დაგვეტოვებინა და სხვადასხვა მიმართულებით უნდა წავსულიყავით, მითითების თანახმად სიქსტოს და მიტოს ცალკე, პაკოსაც და ხუანსაც ცალკე, მარტო მხოლოდ მე უნდა მემოძრავა.

ინსტრუქციის მიხედვით დავწყვილდით და ერთმანეთს წარმატება ვუსურვეთ, მღელვარების მიუხედავად ვიმედოვნებდი, რომ საშიში და ცუდი არაფერი გველოდა. ეს გრძნობა ძალას გვმატებდა.

მე ძველი გზით წავედი იმ მიმართულებით, რომელმაც ქსენდრასთან მიმიყვანა და რომლის საშუალებითაც პლანეტა „ილუმენზე“ მოვხვდი.

დანიშნულების ადგილისაკენ. ოდნავ დაძაბული მივაბიჯებდი. გორაკს მივუახლოვდი ზევით ავედი და ძირს გადავიხედე, აქედან კარგად მოჩანდა ჩემი მეგობრების მოძრაობა, მიუხედავად იმასა რომ უკვე დაღამებული იყო მათ მიერ ანთებული ფარნის შუქი მაინც შესამჩნევი იყო ფანრები ციცინათელებვით ციმციმებდნენ

როგორც იქნა მთის მწვერვალს მივაღწიე, ზუსტად იმ ადგილას გავჩერდი სადაც გოდარმა სივრცითი კარები გახსნა. სულის მოსათქმელად ჩამოვჯექი და ირგვლივ მიმოვიხედე. ღამის ცაზე ხომალდები ისევ მოჩანდნენ. მოულოდნელად ერთი მათგანი ჩემი ძმის მიმართულებით გადაადგილდა მეორე კი ჩემგან ორი კილომეტრის მოშორებით მიწაზე დაეშვა.

ეს საფრენი აპარატი, ჩემს მიერ აქამდე ნანახ ხომალდებისგან განსხვავდებოდა მას უცნაური ფორმა ჰქონდა. რამდენიმე სეგმენტად დაყოფილ ზედაპირს, კონუსისებრი საფუძველი ჰქონდა, ერთი შეხედვით იგი უზარმაზარ ზარს მოგაგონებდათ. ორი დიდი რგოლი ერთმანეთზე იყო დამაგრებული, ცენტრში კი ცილინდრის ფორმის კოშკისებური კორპუსი იყო.

ხომალდს რამდენიმე განათებული ილუმინატორი და ასევე განათებული თაღი ჰქონდა. მიწაზე დაშვებისას, დიდი ცილინდრის ფორმის კორპუსს შედარებით მომცრო ზომის ცილინდრი გამოეყო და გიროსკოპული მოძრაობით მიწაზე გადაადგილდა. თავიდან იგი ამ ხომალდიდან ჩამოშვებული მოდული მეგონა, თუმცა როცა ის მოახლოვდა მივხვდი რომ ეს ლიფტის მსგავსი მოწყობილობა იყო.

ხომალდი უხმოდ ლივლივებდა ჰაერში, ხომალდიდან ძირს პლატფორმა იყო ჩამოშვებული, აპარატს აშკარად ეტყობოდა გარე განათება, კორპუსზე ანთებული ნათურები ათასფერად ციმციმებდნენ, ობიექტი ხმას არ გამოსცემდა. გული დამწყდა რომ ამ გრანდიოზულ სანახაობას ჩემი მეგობრები არ ესწრებოდნენ.

გონებაში გოდარის ხმა ჩამესმა, რომელიც ხომალდთან მიახლოვებას მთხოვდა. შევყოყმანდი, მარტო ვიყავი და ცოტა არ იყოს მეშინოდა, როგორც იქნა ხომალდისკენ გავემართე.

ობიექტს რომ მივუახლოვდი ფეხები დამიმძიმდა და ნაბიჯების გადადგმა გამიძნელდა, ხომალდის გამოსახულება გაბუნდოვანდა; დაღლილობამ მთლიანად მომიცვა, დიდი ძალისხმევით როგორც იქნა ხომალდიდან ჩამოშვებულ ლიფტის ფორმის ცილინდრს მივაღწიე, ლიფტის კარი გაიღო, მივიღე ბრძანება, რომ შიგ შევსულიყავი, დაღლილობის მიუხედავად თავს ძალა დავატანე და სათავსოში შევედი; შემდეგ რა მოხდა აღარ მახსოვს. უცაბედად გონება დავკარგე.

ამ დროს სიქსტო და მიტოც მფრინავ ობიექტს წააწყდნენ, რომელიც გორაკის უკან დაეშვა, შორიდანაც კარგად მოსჩანდა მისი ფორმები, იგი 60 მეტრზე დიდი ზომის და ოვალური ფორმისა იყო. უცბად მათ წინ საიდანღაც ორი ჰუმანოიდი გაჩნდა. ისინი სიმაღლით ორ მეტრამდე იქნებოდნენ, ტანთ მოთხილამურის ფორმის მსგავსი კომბინეზონები ემოსათ, მაღალყელიანი ფეხსაცმელი ეცვათ ხოლო წელზე ფართო სარტყელი ერტყათ. ქერა, თითქმის თეთრი თმა მხრებამდე ჰქონდათ დაშვებული. ჩემი მეგობრები უძრავად იდგნენ და ამ სიურპრიზს გაკვირვებული უცქერდნენ.

ერთმა მათგანმა გაშლილი ხელი მაღლა აღმართა. ეს ჟესტი იმას ნიშნავდა, რომ საშიშია აქ არაფერი იყო. სიქსტომ და მიტომ ტელეპატიური გზით მიიღეს შეტყობინება, რომ შემდეგი შეხვედრის ადგილი უნდა შეცვლილიყო, ამისთვის უფრო შორს მდებარე ტერიტორია უნდა აგვერჩია, რადგან ჩვენსა და მათ შორის ურთიერთობის ახალი ფაზა იწყებოდა. მათი აზრით, უკვე მოვიდა იმის დრო, რომ ჩვენს ჯგუფს ენახა ის საიდუმლო ადგილი, რომელიც კაცობრიობისთვის ჯერ კიდევ დაფარული იყო. ჯგუფი უნდა გასცნობოდა ისტორიას, რომელსაც ადამიანის ეგოისტური მოტივებით გამოწვეული დამახინჯება და გამრუდება არ განუცდია, არ დამჩნევია დოგმების, პირადი ინტერესებისთვის ბრძოლისა და სხვა უარყოფითი ზეგავლენის კვალი, ისტორიას, რომელიც ემყარება რეალურ ფაქტებს, კაცობრიობის წარმატებასა და წარუმატებლობას, “ზეციდან მოსული ღმერთების” ვიზიტებს და მათი სწავლების მნიშვნელობას.

ამ ცოდნის შესხებ, ჯერ არავინ იცის. მისი მდებარეობა ათასწლეულების განმავლობაში საიდუმლოს წარმოადგენდა. ეს ადგილი საიმედოდაა დაცული, ჰუმანოიდების მიერ დანიშნული ადამიანებით, რომლებიც “დაკარგული ჭეშმარიტების“ მცველებად იწოდებიან.

უცხოპლანეტელებმა აღნიშნეს, რომ ჩვენი ახალი შეხვედრა მარკოხუასის მაღლობზე შედგებოდა, ცენტრალური ანდების ტერიტორიაზე, ლიმას მახლობელ მიდამოებში. მათი აზრით, ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ექნებოდა ჩვენი მომავალი მოღვაწეობისათვის, იგი ჩვენი კომუნიკაციის დონეს აამაღლებდა და მოწოდებულ ცოდნას უფრო დეტალურს გახდიდა.

თავდაპირველი შეხვედრები “მაინის შახტაში” იმიტომ ხდებოდა, რომ ეს ტერიტორია, წყნარი ოკეანის ფსკერზე მდებარე კოსმიური ხომალდების ბაზასთან ახლოს მდებარეობდა. კიდევ ის, რომ საწყის ეტაპზე ჩვენთვის ასე სჯობდა.
სიქსტოს და მიტოს უცხოპლანეტელებმა უთხრეს, რომ ობიექტური მიზეზების გამო ისინი მათ ხომალდზე ვერ მოხვდებოდნენ, ამის საშუალება მომავალში აუცილებლად მიეცემოდათ.

უცხოპლანეტელებმა ისაც აღნიშნეს, რომ ჩვენს ქვეცნობიერში მათ ის ინფორმაცია ჩადეს, რაც საჭიროების შემთხვევაში ჩვენს ცნობიერებას მიაღწევდა. ამ სიტყვები დამთავრების შემდეგ ისინი ბიჭებს დაემშვიდობნენ და უკან ხომალდში შევიდნენ.

სიქსტო და მიტო უძრავად იდგნენ და უცქერდნენ, როგორ მოწყდა ხომალდი დედამიწას და ზეცაში გაფრინდა. რამდენიმე წუთში ყველაფერი დამთავრდა. “ღამეული რანდევუს” შემდეგ ორივე უკან, ბანკში დაბრუნდა.

თანდათან გონზე მოვედი და დავიწყე იმის გახსენება, თუ რა გადამხდა თავს. კოსმიური ხომალდი გამახსენდა ისიც მახსოვდა რომ ჰიპნოზურ ტრანსში ჩავვარდი, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ხომალდი ჩემს მოძრაობას აკონტროლებდა. შემდეგ კი მასში აღმოვჩნდი. მივხვდი რომ ეს ობიექტი ჩემზე ზემოქმედებას ახდენდა მაგრამ როგორ და რა საშუალებით ვერ გამეგო. ხოლო ის თუ რა მოხდა იქ ხომალდში ჩემი შესვლის შემდეგ ვეღარ გავიხსენე. გონებაში წამიერად გამიელვა ადამიანის ფიგურამ, რომელსაც იქ შევხვდი. ეს იყო მაღალი, ღია წაბლისფერი, თითქმის ქერათმიანი, საკმაოდ სიმპათიური მამაკაცი, სულში ჩამწვდომი ლურჯი თვალებით და ელეგანტური წვერ-ულვაშით. მისი გარეგნობა საიდანღაც მეცნობოდა. იგი ძალიან ჰგავდა აპუზე ნანახ სკულპტურას. რატომ მოვხვდი ამ ხომალდში? რეალურად რა გადამხდა თავს ჩემთვის გაურკვეველი დარჩა.

რა ვიცოდი მაშინ, რომ სინამდვილეს იმაზე, რაც იქ მოხდა ერთი წლის შემდეგ გავიგებდი.

ცოტა ხანში თავი უკეთესად ვიგრძენი და შეხვედრის ადგილისკენ გავემგზავრე.

ადგილზე მისულს ჩემმა ძმამ დიდი ენთუზიაზმით მომიყვა უცხოპლანეტელების შეტყობინება. პაკოც და ხუანიც აღელვებული იყვნენ, მათაც განაცხადეს, რომ ძალიან ახლოს იხილეს კოსმიური ხომალდი. მე ჩემი გამოცდილება მოვუყევი, ის თუ როგორ დავკარგე გონება და ჰიპნოზურ მდგომარეობაში მყოფი როგორ მოვხვდი ხომალდში, აღმოჩნდა რომ პაკოსაც და ხუანსაც მსგავსი მდგომარეობა ჰქონიათ მაშინ, როცა მათთან კონტაქტში უცხოპლანეტელთა ჰოლოგრამული პროექცია შევიდა. ერთმანეთს ღამეული შთაბეჭდილებები გავუზიარეთ და გადავწყვიტეთ ახალი შეხვედრისთვის კარგად მოვმზადებულიყავით. საბედნიეროდ არდადეგები იწყებოდა და ამ შეხვედრის მოსაწყობად მეტი დრო გვექნებოდა.

სიქსტომ ოქსალქისგან მიიღო შეტყობინება, რომ შეხვედრა 19 აგვისტოს შაბათს უნდა შემდგარიყო და ეს შეხვედრა რამდენიმე დღე გაგრძელდებოდა. ამ სპეციალურად დაგეგმილ შეხვედრაზე ყველა ჩვენგანი ვერ წავიდოდა, გიდების ინსტრუქციის თანახმად აქ ის წევრები უნდა წასულიყვნენ ვინც პირველ შეხვედრას ესწრებოდა, ეს ალბათ ჩვენი სწავლების ახალი ეტაპი და ამავე დროს საბოლოო გამოცდა იქნებოდა. ჩვენ ხომ უცხოპლანეტელები შესახებ ბევრი ოფიციალური ინფორმაციით ვიყავით გაჭუჭყიანებული. ვფიქრობდი რომ ამ შეხვედრის შემდეგ თვისობრივად განსხვავებული ეტაპი დაიწყებოდა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში. რომ ჩვენთვის ბევრი საიდუმლო ცოდნა გაიხსნებოდა თუმცა მაინც ძნელი იყო წინასწარ იმის თქმა, თუ რა გველოდა მომავალში.


შემდეგი კონტაქტისას ოქსალქთან სიქსტომ დააზუსტა შეხვედრის დრო და ადგილი, იგი უნდა მომხდარიყო 1974 წელს 19 აგვისტოს შაბათ დღეს, ლიმადან 90 კილომეტრით დაშორებით მთიან პლატოზე. ცენტრალური ანდების მახლობლად ზღვის დონიდან 4200 მეტრის სიმაღლეზე.

ამ ადგილს ადგილობრივ დიალექტზე „მარაკოხუასი“ ერქვა რაც ორსართულიან სახლს ნიშნავს.



ინკების ცივილიზაციის პერიოდში აქ “მასმას” ტომები სახლობდნენ. ეს ადგილი, პირველად ხულიო ცელიომ მოიხსენია თავის ნაშრომში. ესპანელი მკვლევარი დონ პედრო სესა დელ ლეონესი, თავის ნაწარმოებში აღნიშნავდა, რომ აქ მოსახლე ინდიელებში გავრცელებული ლეგენდის მიხედვით, მთებში დიდი გამოქვაბული იყო სადაც თეთრი, ქერათმიანი ადამიანი ცხოვრობდა. ამ პიროვნებას ისინი „ადგილის მცველს“ ან „მთის სულს“ ეძახდნენ.

მარაკოხუასის პლატო ცნობილი გახდა პერუელი არქეოლოგის დანიელ რუსოს ნაშრომებშიც მათში ადგილობრივი ტომების კულტურა. რუსოს აზრით იგი ყველაზე ძველი იყო ამერიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხთა შორის.

ეს კულტურები ისევე როგორც ინკების ტომები უეცრად გაქრნენ ამ ადგილებიდან. მეცნიერი ამ თემით მას შემდეგ დაინტერესება, როცა 1952 წლის 16 თებერვალს ენრიკე დემერტემ რომელიც ამ კულტურებს იკვლევდა მარაკოხუასის პლატოზე გადაღებული ფანტასტიკური ფოტოები მოიტანა მასთან სახლში.

ფოტოსურათებზე გამოსახული იყო კლდეში გამოკვეთილი გიგანტური სკულპტურები. ქვაში გამოკვეთილ ფიგურებს იქაური ტომები “პეცა გადას” ეძახდნენ, რაც ადგილობრივ დიალექტზე თავის გამოსახულებას. ან სხვანაირად “ინკის” თავს ნიშნავდა.

რუსომ ამ ადგილებში სხვა ისტორიამდელი კულტურის ნაშთებიც აღმოაჩინა, ეს იყო მანამდე უცნობი კლდეში ნაკვეთი გამოსახულებები. აქედან რუსო გაემგავრა “სანტა ეულალიას” ველების ტერიტორიის გამოსაკვლევად. ამ ვეებერთელა მინდვრებზე რომელსაც მასმას მიწას ეძახიან, გადმოცემის მიხედვით “ჰუამგას” ტომის ინდიელები ცხოვრობდნენ.. ამ ადგილებში რუსომ უზარმაზარი სკულპტურული კლდე აღმოაჩინა, აქვე იპოვნაა უძველესი ქალაქის ნაშთებიც. ხელოვნური ჯებირები და არხები რომლიც ალბათ წვიმის წყლის დასაგროვებლად გამოიყენებოდა, ქალაქს იყო რთული სარწყავი სისტემა გააჩნდა, ისეთივე როგორიც ინკების ტომის მცხოვრებლებს ჰქონდათ. აქვე აღმოჩნდა ციხე კოშკები, საკულტო და სარიტუალო ნაგებობები.
ქალაქის გარშემო კლდეებზე დიდი რაოდენობით კლდეში გამოკვეთილი ქანდაკებები ჩანდა. რუსომ შეამჩნია, რომ მათი განლაგება არ იყო შემთხვევითი, ერთი სკულპტურა უკანა ფეხებზე შემდგარი ბეჰემოთი, ჰგავდა ქალღმერთ სუერისს, რომელიც ეგვიპტური ღმერთების პანთეონის ერთიერთ ქალღმერთად იწოდებოდა და მასაც ასევე ბეჰემოთის ფორმით გამოსახავდნენ. რუსო ამ გამოსახულების ხილვამ დააფიქრა, სად ეგვიპტე და სად სამხრეთ ამერიკა? რა საერთო უნდა ჰქონოდა ერთმანეთთან ეგვიპტის კულტურას და “მასმას” ტომებს? მაშინ ამ კითხვაზე რუსომ პასუხი ვერ მოძებნა.

ერთ ღამეს, როცა იგი ამ ფიგურებს აკვირდებოდა, შეამჩნია, რომ მათგან გაჩენილი ჩრდილები უცნაურ ერთ საერთო ანსამბლს, ახალ მოცემულობას ქმნიდა, ფიგურებმა თავისი პირვანდელი სახე ჩრდილებში იცვალეს და მთვარის შუქზე აცეკვდნენ.

ეს ფაქტი, რა თქმა უნდა ამ ტომების დიდი კულტურისა და განვითარების დონეზე მიუთითებდა, მაგრამ რამ გამოიწვია მათი უეცარი გაქრობა? ეს კითხვა მეცნიერს უპასუხოდ დარჩა.

მეცნიერი, მარკახუასში 1960 წლამდე დარჩა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მან კვლევა შეწყვიტა. რუსო ვარაუდობდა რომ ამ ძველი კულტურების გაქრობა დიდმა ბუნებრივმა კატასტროფამ, კერძოდ კი ვულკანის საშინელმა ამოფრქვევამ გამოიწვია, ამოფრქვეულმა ლავამ და თეთრი ფერის თიხის ქანებმა, ეს ერთგვაროვანი 300 მეტრის სიგრძის ველი წარმოქმნა. ხოლო დანარჩენმა მასამ კი კლდოვანი წარმონაქმნები. დანიელ რუსო მიხვდა, რომ კლდოვანი ქანდაკების ფერის სიმუქე მისი შემადგენლობის ცვლილებით იყო განპირობებული. კლდოვანმა ქანმა მუქი ფერი რომ მიიღოს 10 000 წელია საჭირო. რუსოს აზრით ალბათ ამდენი ხნის უნდა ყოფილიყო ეს ქანდაკებები.

თავისი გამოკვლევების შესახებ რუსომ დაწერა წიგნი “ფანტასტიკური აღმოჩენის ისტორია” სადაც იგი დაწვრილებით აღწერს თავისი აღმოჩენების შესახებ. იგი თვლიდა, რომ მარაკოხუასის პლატოზე არსებული ცივილიზაციის ნაშთები უძველესია სამხრეთ ამერიკის ცივილიზაციათა შორის და შესაძლებელია ამ კულტურებს კავშირი აქვთ ეგვიპტურ კულტურასთან.

ამ ცოდნამ, კიდევ უფრო მკაფიო წარმოდგენა შემიქმნა იმ ადგილის შესახებ სადაც შეხვედრა იყო დანიშნული. მიღებული ინფორმაცია ისეთივე საიდუმლოებით მოცული და ფანტასტიკური იყო, როგორც ჩვენი თავგადასავალი.
მომდევნო დღეც მძიმე გამოდგა ჩვენთვის. უნდა გადაგვეწყვიტა ჩვენი ჯგუფიდან ვინ უნდა გამგზავრებულიყო გიდებთან შესახვედრად. ამის თაობაზე ჰუმანოიდებთან გვქონდა კონსულტაცია, გვინდოდა რომ ამ თემაზე განსაზღვრული ინფორმაცია მათგან მიგვეღო.

გიდების დახმარებით უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება იმაზე, თუ ვინ მიიღებდა ამ საბოლოო ექსპედიციაში მონაწილეობას. ბოლოს და ბოლოს, დამღლელი ანალიზისა და განხილვის შემდეგ შევთანხმდით, რომ ედუარდო, პაკო, ოსკარი, დავითი, სიქსტო და მე პლატოზე უნდა წავსულიყავით. ხუანი, მიტო, კოგუი და კიდევ რამოდენიმე ლიმაში უნდა დარჩენილიყვნენ.

გადაწყდა, დანიშნულების ადგილისკენ, რომელსაც ადგილობრივი მაცხოვრებლები „ღმერთების ამბიონს“ ეძახდნენ, ექვსნი უნდა წავსულიყავით.

გარდა ამისა, გიდებისგან დამატებით მივიღეთ ახალი გზავნილი, რომელიც იტყობინებოდა რომ გზაში შეხვედრის ადგილის ზუსტ კოორდინატებს, იქაური გლეხები მიგვასწავლიდნენ. სხვა სუბიექტებთან ურთიერთობისთვის თავი უნდა აგვერიდებინა, რათა გზაში რაიმე მოულოდნელი სიურპრიზი არ შეგვხვედროდა ..

ჩვენი არჩეული მარშრუტი კორდილიერებისკენ მიმავალ გზაზე იწყებოდა. იგი რთული და ძნელად გადასალახი იყო, ვიწრო გზა წრეს უვლიდა მთას და მისი მწვერვალისკენ ადიოდა. ამ გზით მთის მწვერვალამდე, მხოლოდ სპეციალური ფართო საბურავიანი მანქანა თუ მოახერხებდა ასვლას.

19 აგვისტოს 8 საათზე, ედუარდო ჩვენს სახლთან თავისი ძველი “შევროლეთი” მოვიდა. გამსვლელი ჯგუფი, უკვე მზად იყო.

ჯგუფში შედიოდნენ, პაკო, დავითი, ედუარდო, ოსკარი და მე. დანარჩენი წევრები, ისინი ვინც ლიმაში რჩებოდა ჩვენს გასაცილებლად მოვიდნენ.

მათი საუბრიდან ჩანდა, რომ ისინიც მოუთმენლად ელოდნენ ამ შეხვედრის შედეგებს, ყველა გვამხნევებდა და მხარს გვიჭერდა ჩვენი მიღწევა იმავდროულად, ხომ მათიც იქნებოდა. ამ განწყობას ჩვენც დიდი სიხარულით ვიზიარებდით. ყველას ესმოდა, რომ ეს არა მარტო ჩვენ ექვსს არამედ მთელ ჯგუფს ეხებოდა.

გვამხნევებდა ის აზრი, რომ ჩვენს ერთწლიან ძალისხმევას და შრომას უქმად არ ჩაუვლია, საერთო ძალებით მივაღწიეთ იმას, რომ ეს შეხვედრა შედგა.

ბიჭებმა წარმატებული და მშვიდობიანი მგზავრობა გვისურვეს.

„ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის“ ამ დევიზით დავცილდით ერთმანეთს.

ჩვენი პატარა ჯგუფი, ახალი თავგადასავლების საძებნელად გაეშურა.

მიუხედავად დიდი ენთუზიაზმისა საკმაოდ დაძაბული, ოდნავ ეიფორიაში ვიყავით. ერთი რამის კი ნამდვილად გვჯეროდა, იმისა, რომ როგორც არ უნდა დამთავრებულიყო ეს შეხვედრა, იგი, მაინც დიდ გავლენას მოახდენდა ჩვენს მომავალ ცხოვრებაზე.



Legatus
დიდი მადლობა, smile.gif
ანანდა
ჯერ მხოლოდ ეს გადავთარგმნე და ცალკე თემას გავხსნი თუ შევძელი. . .თარგმნა ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს და თანაც ასეთი მნიშვნელოვანი თემის


"ამო“ სოს კაცობრიობას
(ნაწყვეტები)


. . .ჩემი ურთიერთობა ძმებ პაზ ველზებთან არაორდინალური იყო, ეს ადამიანები აცხადებდნენ, რომ კონტაქტში იყვნენ არამიწიერ არსებებთან. მათ გარდა იყო სხვ ჯგუფი ადამიანებისა ასე ორმოც კაცამდე ვინც იგივეს ადასტურებდა. მათ შორის იყვნენ სტუდნტები, ინჟინერები, სახელმწიფო მოხელეები. მათი განცხადებით ისინი წარმოადგენდნენ საკონტაქტო ჯგუფს.

საკონტაქტო საშუალება იყო ფსიქოგრაფია(ავტომატური წერა) „იპიარი“–ს წევრები ამისთვის ჩვეულებრივ ქაღალდს და საწერ კალამს, ან ფანქარს იყენებდნენ.

როგორც პროფესიონალი ჟურნალისტი, მე არაფრის დამტკიცებას არ ვცდილობ, მხოლოდ მსურს გადმოვცე ის ატმოსფერო, რაც პერუს „საპლანეტაშორისო ინსტიტუტში“იპიარ“–ში სუფევდა. .

ფსიქოგრაფიის ტექნიკას ამ ჯგუფის რამდენიმე წევრი ფლობდა. ისინი კონტაქტში შედიოდნენ კოსმიურ გიდებთან, (მასწავლებლებთან) და მათგან ღებულობდნენ ინფორმაციას.

მე რა თქმა უნდა ვნახე ეს ჩანაწერები. ისინი მართლაც ქაღალდზე შესრულებული ტექსტები იყო. ასოები ბეჭდური იყო და მათი გარჩევა ადვილად შეიძლებოდა.

ორი კვირის განმავლობაში საშულება მქონდა ასეთ უამრავ ჩანაწერებს გავცნობოდი.
მსურდა უკეთესად გამეგო, თუ რას წარმოადგენდა ე.წ. ტელეპატიური კომუნიკაციის ტექნიკა. ჯგუფის წევრებმა ეს მარტივად ამიხსნეს, კომუნიკაცია იწყება შინაგანი ხმით, რომელიც წარმოიშვება ადამიანის ტვინში, ხოლო ჩვენ კი ამ ხმას ვაფიქსირებთ. შედეგად ვიღებთ ტექსტებს, ეს ჩანაწერი აუცილებელია იმისთვის, რომ მოწოდებული ინფორმაცია არ დაგვავიწყდეს.. .

ტექსტების უმეტესობა ფილოსოფიური ხასიათის იყო. მათში გადმოცემული იყო უამრავი პასუხი „იპიარ“–ს წევრთა მიერ დასმულ სხვადასხვა თემატიკის კითხვაზე. ყველა წევრი, კითხვას დამოუკიდებლად სვამდა და საოცარი ის იყო, რომ ერთიდაიგივე კითხვაზე თითოეულ წევრთან იდენტური პასუხები მოდიოდა.

ვეცდები ჩემი წიგნის საშუალებით მკითხველს შეძლებისდაგვარად ნათელი წარმოდგენა შეუქმნა იმაზე თუ რასთან მქონდა სინამდვილეში საქმე.

სასტუმროში ყავას შევექცეოდი და ვფიქრობდი სიქსტო და კარლოს პაზ ველზების ნაამბობზე, . .სამყაროს შეცნობა ძალზედ რთულია და ის ხომ უამრავი საიდუმლოებითაა სავსე. .

ძმები პაზ ველზების აზრით მათი მისია ის იყო, რომ მსოფლიოში რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაეგო უცხოპლანეტელების არსებობის შესახებ.

პირველი რაც ყველაზე მნისვნელოვანი იყო ჩემთვის, უნდა გამეგო თუ ვინ იყვნენ ის არსებები ვიასც „იპიარ“–ის წევრები "გიდებს"–მასწავლებლებს ეძახდნენ

„გიდი“ იგივე კოსმიური მასწავლებელია, ეს ის პიროვნებაა ვინც ინფორმაციას გვაწვდის, ფსიქოგრაფიული მეთოდით, მათთან ასევე გვქონდა ფიზიკური შეხვედრა“, აღნიშნეს ჯგუფის წევრებმა.

გიდები რამოდენიმე იყო, მათ ჰქონდათ პირობითი სახელები: „გოდარი“ „ასტარი“ ‘ქულბა“ „ზორაქი’’ „ქსანქსა’’ და სხვა.

კითხვაზე, თუ რატომ შემოვიდნენ ეს არსებები კონტაქტში? პასუხი იყო გამაოგნებელი, ეს არსებები ცდილობენ აგვაცილონ მოსალოდნელი კატასტროფა, რომელიც შესაძლებელია დედამიწის ცივილაციას დაატყდეს თავს.

ეს არის უცხოპლანეტელების და მთელი გალაქტიკური საძმოს მისია–‘’მისია რამა“ რომელიც უკვე ასი წელია ხორციელდება მათი ხელით.

„მისია რამა“, „გალაქტიკური საძმო“ ეს სახლები ვერანაირად ვერ ჯდებოდა ჩემს გონებაში, „დედამიწის გადარჩენა“, რა იდო ამ სიტყვებში სინამდვილეში ? როგორ აპირებდნენ უცხოპლანეტელები ამ ბავშვების მეშვეობით დედამიწის გადარჩენას? ეს კითხვები ამომიტივტივდა თავში...
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.