Help - Search - Members - Calendar
Full Version: ავტონომიური არსებობა-პოსტკატაკლიზმური პერიოდი!
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > პარამეცნიერება > მე 4-5 სიმკვრივე
Pages: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26
default settings
მემგონი ამ თემაზე ბევრ თქვენგანს უფიქრია და არა ერთი სცენარით, საინტერესო იქნება ერთმანეთის აზრის და გამოცდილების გაზიარება.
გამოცდილება მაქვს ველურ პირობებში ცხოვრების, მარტო დავდივარ ტღე-ღრეში, ვსწავლობ სხვადასხვა სიტუაციებში სწორ ქცევას, ასევე ვწერ წიგნს "თვითგადარჩენა" ამ სახის ლიტერატურა ქართულ ენაზე ძაან მწირია.

ჩემი აზრით პოსტკატაკლიზმური პერიოდისთვის უნდა იყოს საშუალოდ 20-ი ადამიანისგან შემდგარი წინასწარ მომზადებული ჯგუფი, ალბათ აჯობებს სადმე მიყრუებულ ადგილას გამაგრება, რათა თავიდან აიცილო მარადიორებთან შეტაკებები, ესეთი ადგილი წინასწარ უნდა იქნეს შერჩეული და რაც მთავარია წყლის პრობლემა უნდა იყოს მოგვარებული.

დანარჩენი დაამატეთ ან მოაკელით და რაღაც ჩამოყალიბდება!
Zet
თუ ფიზიკურ გადარჩენაზეა ლაპარაკი, ამ წიგნში არის ყველაფერი ძალიან დეტალურად მოყვანილი:

http://books.iqbuy.ru/categories_offer/978...ikl-van-notrdam

ჩვენ ერთერთ ფორუმელს, შამანას აქვს ეს წიგნი ნაყიდი) ელექტრონული ვერსია ვერ ვიპოვე ინტერნეტში ჯერჯერობით)
Emigranti
ამ თემაზე ნენსიც ხშირად საუბრობს ხოლმე. მისი ძირითადი რჩევაა რომ ეს ჯგუფი (იმ დამიანებისა ვინც ავტონომიურ მეურნობას შექმნის) არ უნდა იყოს დიდი და აუცილებლად უნდა შედგებოდეს ისეთი ადამიანებისგან ვინც ერთმანეთს უკვე დიდი ხანია იცნობს და ენდობა.

zetatalk-ზე ვიპოვე რუსულად პატარა სტატია ამაზე http://www.zetatalk.com/russia/p19.htm თუმცა იქ ბევრად მეტიცაა. მოძებნა უნდა.

ქართულად ამ საკითხზე ინტერნეტში სამწუხაროდ ჯერ არაფერი შემხვედია.

აი აქ არის ინგლისურენოვანი გვერდი, რომელიც მხოლოდ იმ მიზნით შეიქმნა, რომ პოლუსთა გადაწევის შემდგომ ცხოვრებისათვის ინფორმაცია დააგროვოს http://www.ps-survival.com/


რამეს თუ ვიპოვი კიდევ დავდებ.
sesa
თეორიული ცოდნა 1% ია დანარჩენი 99% პრაქტიკიდან უნდა დააგროვო wink.gif
QUOTE
ia_Baggins
QUOTE
გამოცდილება მაქვს ველურ პირობებში ცხოვრების, მარტო დავდივარ ტღე-ღრეში, ვსწავლობ სხვადასხვა სიტუაციებში სწორ ქცევას

ძალიან კარგია, ფიზიკურად მომზადება აუცილებელია, მე ჯერ-ჯერობით ინტენსიურად პრაქტიკაზე არ გადავსულვარ : (

SAS Survival Handbook: For Any Climate, in Any Situation ეს წიგნი ვიყიდე ამაზონზე, გირჩევთ გაცნობას მართლა გამოსადეგი რამეა
ზაზა
მე ძალიან სასარგებლო ადამიანი ვარ, ვიცი ფიზიკა, ელექტროტექნიკა, ენერგიის ალტერნატიული წყაროები, კომპიუტერული და რადიოტექნიკა, ეზოთერიკა, ფსიქოლოგია და მედიცინა. შემიყვანეთ თქვენს ჯგუფში smile.gif
td.........
მე არაფერი არ ვიცი საერთოდ ,რაც ვიცი ისიც, რომ ვუფიქრდები არაფერი არაა.. ასე რომ ალბათ ჯგუფში ვერ მოვხვდები... smile.gif
ზაზა
როდესაც პოსტკატაკლიზმურ გადარჩენაზეა საუბარი, პირველ რიგში უნდა განვიხილოთ შესაძლო სცენარები. რადგან ყველა პრობლემას თავისებური მიდგომა ჭირდება.
თუ წყლის დონე აიწევს, მთაში გახიზვნაა საჭირო. თუ მზის რადიაცია გაიზრდება, გამოქვაბულებში და ბუნკერებში გახდება საჭირო გადასახლება. მაგრამ თუ მიწისძვრები იქნება, არა მგონია მიწისქვეშ იყოს უხიფათო ყოფნა. აი, თუ ეს რამდენიმე პრობლემა ერთდროულად დაგავატყდა თავს, აი მაშინ კი დაგვენძრევააა smile.gif მაშინ ალბად ერთადერთი უხიფათო ადგილი წყალქვეშა ნავზე იქნება. ოკეანის სიღრმეში. (რა ღირს ერთი ნახმარი ატომური წყალქვეშა ნავი ხომ არ იცით? )
არანაკლები პრობლემები შეიძლება შექმნას საყოველთაო ქაოსმა და პანიკამ
ზაზა
ასეთ პირობებში, როცა წინასწარ არ იცი რა პრობლემას უნდა მოელოდე და როგორ მოემზადო, საით გაიხიზნო, აუცილებელია ჯგუფში იყოს რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც ექნებათ წინასწარმეტყველური ნიჭი. ან ნათელმხილველური. რაც გინდათ დაარქვით.
მას უნდა შეეძლოს წინასწარ განჭვრიტოს რა სახის პრობლემა იქნება მოსალოდნელი და სად იქნება უხიფათო ადგილი. ასეთ ადამიანებს სასიცოცხლო მნიშვნელობა მიეცემა. ამიტომ უპირველეს საკითხად მიმაჩნია ასეთი ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანების მოძიება და მომზადება. მომზადებაში შედის ნიჭის გაღვივება, კომუნიკაციის მეთოდების შერჩევა და დახვეწა, შეცდომების გამორიცხვის მეთოდების შემუშავება.
მე მაქვს ასეთ ადამიანებთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება. ვინც თვლით რომ გაქვთ ძლიერი ინტუიცია, გაქვთ ხილვები, წინასწარმეტყველური სიზმრები , ჩაგესმით ხმები,
ან თუ იცნობთ ვინმე ასეთებს, გამომეხმაურეთ და(ან) დამაკავშირეთ მათთან. ოღონდ გაფრთხილებთ: ღადავი სხვა საკითხებისთვის შემოინახეთ. ეს სფერო უკიდურეს სერიოზულ დამოკიდებულებას და პატივისცემას მოითხოვს.
td.........
QUOTE(ზაზა @ 21st October 2010 - 08:18 PM) *
ვინც თვლით რომ გაქვთ ძლიერი ინტუიცია, გაქვთ ხილვები, წინასწარმეტყველური სიზმრები , ჩაგესმით ხმები,
ან თუ იცნობთ ვინმე ასეთებს, გამომეხმაურეთ და(ან) დამაკავშირეთ მათთან

ზაზა
პროფესორი ავლიპ ზურაბიშვილი smile.gif)


მე მაქვს ინტუიცია , სიზმრებიც და სხვა რამეებიც, ხმა მხოლოდ ერტხელ გავიგონე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისმიღებაში დამეხმარა, სეიძლება ითქვას ჩემი ცხოვრების განმსაზღვრელი არჩევანი გამაკეთებინა. : )
Atman
ხედვები და ჩვენებები მეც მქონდა, მაგრამ უფრო მაღალმა ხმამ მითხრა ზემოდან, დაანებე მაგაზე ფიქრს (მედიტაციას) თავი და უფრო მნიშვნელოვანზე იფიქრეო biggrin.gif ჰოდა მაგის მერე სიზმრებიც შეწყდააა biggrin.gif


ზაზა
ერთხელ ერთმა კაცმა გადაწყვიტა თავის თანამოქალაქეებს გახუმრებოდა. ყველას ეუბნებოდა ძალიან შეშინებული ხმით: ქალაქში საშინელი ეპიდემია გავრცელდა, მალე ყველას გადაგვედება და დავიხოცებითო. ჭორი სწრაფად გავრცელდა. ტელევიზიამ უკვე დააფიქსირა რამდენიმე სასიკვდილო შემთხვევა სავარაუდოდ უცნობი ვირუსისგან. ხალხმა ნიღბებით დაიწყო სიარული.
ცოტა ხნის შემდეგ თვითონ ხუმარამაც გაიკეთა ნიღაბი...

რაც მეტი ადამიანი დაიჯერებს სიცრუეს, მით უფრო მეტად სიმართლე ხდება იგი.

ცხოვრებამ დამანახა თუ რა არის რელიგიური აგრესიის მიზეზი. არა ზოგადად რელიგიაა აგრესიის მიზეზი, არამედ რწმენის მცდელობა. ადამიანი თვითონ ირჩევს რა წამდეს. უფრო სწორედ, უნდა რომ წამდეს, მაგრამ რწმენა არც ისე ადვილია. ადამიანი ხშირად იმასაც კი ვერ იჯერებს რასაც ხედავს.რაღა გასაკვირია, რომ ის დაიჯეროს, რასაც ვერ ხედავს.
რაიმე იდეა, სანამ მას არ ირწმუნებ, სიცრუეა შენთვის. საკუთარ თავში სიცრუის ტარება უკვე იწვევს შინაგან კონფლიქტს. ამას ეჭვს, ურწმუნოებას ეძახიან. რაც უფრო შორს არის შენი რწმენის საგანი ობიექტური რეალობისგან და რაც უფრო მეტს მოითხოვს შენი რწმენა შენგან, მით უფრო ძლიერდება ეჭვი და შედეგად შინაგანი კონფლიქტი.
ბევრი "მორწმუნე" აქედან გამოსავალს შემდეგნაირად ხედავს: რაც უფრო მეტ ადამიანს დააჯერებს საკუთარ რწმენაში, ანუ ჯერჯერობით კი სიცრუეში,(რადგან თვითონაც არ ჯერა და ცდილობს დაიჯეროს) მით უფრო მორწმუნე გახდება თვითონ. ასეთ ადამიანებს ჩვენ ყველგან ვხედავთ: გვარწმუნებენ, გვაშინებენ, გვიქადაგებენ, გვიქადაგებენ... ჩვენს გადარჩენას ცდილობენ (კუდა ხარი თავისთვის არ იყო, სხვებს ბუზებს უგერიებდაო ) და საშინლად ბრაზდებიან, თუ მათი არ გვჯერა. კიდევ უფრო მეტად ცოფდებიან, თუ ვიღაც სხვა სულ სხვა რაღაცას ქადაგებს. თუნდაც ეს სხვა რაღაცა სუუულ ოდნავ განსხვავდებოდეს მისი "რწმენისგან"
გარდა ამისა, ეს ქადაგება და მასწავლებლობა ხომ ეგოს დამკვიდრების შესანიშნავი საშუალებაა. გუშინ შენ ერთი რიგითი, საშუალო სტატისტიკური ადამიანი იყავი. დღეს კი რაღაცა იცი, რაც სხვებმა არ იციან. და შენ მათ ასწავლი,უხსნი, მათ გადარჩენას ცდილობ, ჭეშმარიტების გზაზე მოაქცევ. და ისინი გისმენენ, გისმენენ... უუუხ, მუაგარია smile.gif
და ამ დროს ვიღაცა მოდის და ამ გემრიელ ლუკმას გაცლის პირიდან. გაბრაზდები მა რა მოგივა smile.gif საკუთარ თავს კი დაარწმუნებ, რომ სხვა ადამიანების სულებზე ზრუნავ და იმიტომ ბრაზობ.
td.........
ადამიანი , რომელსაც ოდნავ მაინც აქვს გახსნილი სამყაროს ხედვა არასდროსარ გაღიზიანდება სხვის სისუსტეებსა და შეცდომებზე.. სიყვარულის მქონე არ დაიწყებს მუდმივად სხვების დათვალიერებასა და განსჯას მისი სიმართლისა.. ვისაც რისიც სწამს იმის მიხედვით მიეცემა smile.gif
Atman
არსებობს ფუტკრის ცნობიერება და ბუზის ცნობიერება. ბუზი რაც არ უნდა კარგს ხედავდეს გარშემო, ნეხვისკენ მიდის და კარგად ეფლობა შიგნით, ფუტკარი კი მხოლოდ ნექტარს ეძებს და ცუდისკენ არ იყურება. ხოლო როცა იპოვის, სხვა ფუტკრებისთვის მიაქვს ის და თვითონ არ ტკბება მარტო.

ჩვენ ამ ორ ცნობიერებას შორის ვართ, მთავარია ტენდენცია საით უფრო გვექნება.

Atman
ვფიქრობ პოსტკატაკლიზმურ ჯგუფებს უნდა ყავდეთ ერთი კონკრეტული ლიდერი, რომელსაც ყველა დაემორჩილება გადამწყვეტ სიტუაციებში. ასეთ სიტუაციებში ყველაზე მთავარი სამხედრო დისციპლინაა და კარგი ლიდერი უნდა აკმაყოფილებდეს ორ პირობას: უნდა ჰქონდეს ლიდერული თვისებები და მაღალი მორალი. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელ ჯგუფს უფსკრულში გადაიყოლებს. დემოკრატიული პრინციპით ჯგუფები ვერ გადარჩებიან!
ზაზა
პოსტკატაკლიზმურ პერიოდში იმდენად მცირე იქნება გადარჩენის ალბათობა, რომ თუ ვინმე გადარჩება,მხოლოდ ღმერთის ნებით გადარჩება. ისიც კონკრეტული მისიით-დაუდოს საფუძველი ახალ კაცობრიობას. რაც შეეხება მმართველობას, გარდა დემოკრატიისა და ავტოკრატიისა, არსებობს მმართველობის სხვა სახეც-თეოკრატია. ამ დროს ღმერთის სული უშუალოდ მართავს ადამიანებს წინასწარმეტყველის საშუალებით. შეიძლება წინასწარმეტყველი ერთი ადამიანი იყოს, შიძლება ადამიანების ჯგუფი. რა თქმა უნდა, არსებობს აღმასრულებელი ხელისუფლებაც. ბელადი ან მეფე, მაგრამ ის წინასწარმეტყველს ემორჩილება
Simulated
მე არ ვიცი არაფერი მაგრამ მე თქვენ გამოგადგებით,ან თქვენ მე biggrin.gif
ხმა მაღალი ნათქვამია?
old_man
საერთოდ ადამიანთა უმეტესობა, ისეთებიც კი ვინც წინ არიან წაწეულების სულიერი განვითარების გზაზე, გადამეტებულ ყურადღებას აქცევენ კატაკლიზმების პერიოდში ფიზიკური გადარჩენის საკითხს. გასაგებია, რომ მოქმედებს თვითგადარჩენის ინსტიქტი, მაგრამ თუ ადამიანი გაითავისებს, რომ ფიზიკური სხეული მხოლოდ სკაფანდრია სულის, რომელიც სხვადასხვა ფორმით კიდევ ექნება ან არ ექნება სხვა სამყაროებში მაშინ უფრო მშვიდად შეხედავს სამყაროში მიმდინარე ცვლილებებს. და კიდე თუ მას აკისრია როლი პოსტკატაკლიზმურ პერიოდში კაცობრიობას რაღაც ასწავლოს, ის ისედაც გადარჩება )) საერთოდ სხვადასხვა ჩენელინგებში ის ინფორმაცია უფრო მოდის, რომ მოსალოდნელი ცვლილებები ფიზიკურ დონეზე უფრო მეტად სულიერ ასპექტებში გამოვლინდება....
Atman
old_man

აბა შენ ეგა თქვი! შეიძლება ხვალ მოვკვდეთ, ან ყოველ წამს, მაგისგან არავინაა დაზღვეული და რაღა მაინცდამაინც 2012 წელზე უნდა ვინერვიულოთ?

არის ხალხი, ვისთვისაც ამ საკითხებზე ნერვიულობა ჯობია იმაზე ფიქრს, რაზეც ახლა ფიქრობენ, მაგრამ თუ სულიერ პრაქტიკას მისდევს ადამიანი, ჯობია მთელიკონცენტრაცია ამ პრაქტიკაზე გააკეთოს და გააცნობიეროს, რომ უკვდავი სულია და ვერაფერი ვერ გაანადგურებს მას.

აი აქუბარდიამ კი ჯობია მართლა 2012 წელზე ინერვიულოს biggrin.gif
ირმა
მართალია... ჩვენი ფიქრები მხოლოდ სულიერის გადასარჩენად უნდა იყოს.
მახსოვს ჩემს ბავშვობაში რამდენს ლაპარაკობდნენ 2000 წლის მოსალოდნენ სამყაროს დასასრულზე biggrin.gif ახლა კიდევ 2012... ხო, ახლა კიდევ იმას ამბობენ მგონი შეცდომაა მაიას კალენდარში ეს თარიღიოwink.gif ნუ ახალი „საშიში“ თარიღი გამოჩნდება მალე yes.gif
“არავინ უწყის დღე ან საათი, არც ანგელზოებმა, თუ არა მხოლოდ მამამ ჩემმა” (მათეს სახარებიდან)
ასე რომ მთავარია დრო ტყუილად არ დავკარგოთ, რათა სული გავზარდოთ ჩვენში და როცა დადგება ის დღე,– გადარჩენის გზა მაშინ გამოჩნდება.
l_daisy.gif l_daisy.gif l_daisy.gif l_sunny.gif l_sunny.gif l_sunny.gif angel-12.gif
ზაზა
სხვისი არ ვიცი და მე კი არ ვნერვიულობ კატაკლიზმებზე, სინამდვილეში ძალიან მინდა რომ დადგეს ბოლოსდაბოლოს ეს პერიოდი. მიტომაც ვლაპარაკობ სიამოვნებით ამ თემაზე. რატომ მინდა? მიყვარს ცვლილებები. თუმცა ცოტა მეშინია კიდეც ცვლილებების როგორც ყველას.
ერთი სული მაქვს როდის ჩამოიშლება ეს სიცრუის და მონობის სისტემა: პოლიტიკა, რელიგია, მორალი, ეკონომიკა, შოუბიზნესი, მასმედია, ენერგეტიკა, მედიცინა, განათლების სისტემა... ყველაფრი გაიხრწნა და და მხოლოდ მასების გამოთაყვანებას და დამონებას ემსახურება.
old_man
QUOTE(ზაზა @ 29th October 2010 - 12:15 PM) *
ერთი სული მაქვს როდის ჩამოიშლება ეს სიცრუის და მონობის სისტემა: პოლიტიკა, რელიგია, მორალი, ეკონომიკა, შოუბიზნესი, მასმედია, ენერგეტიკა, მედიცინა, განათლების სისტემა... ყველაფრი გაიხრწნა და და მხოლოდ მასების გამოთაყვანებას და დამონებას ემსახურება.

ჰოო ეგ კარგია გეთანხმები, მაგრამ ამას გრძელვადიანი ანარქია მოჰყვება და ამისთვის ერთეულები იქნებიან მზად... მაგრამ ადრე თუ გვიან ეს უნდა მოხდეს. ანარქიის თეორიის ფუძემდებელს პიერ ჟოზეფ პრუდონს უწერია, რომ "ანარქია წესრიგის დედაა" (სამყაროს წესრიგის და არა სისტემის) და რომ დაფიქრდე ეს მართლაც ასეა.
ანარქია ბევრს არასწორად ესმის და ადამიანების მიერ ეთიკურ-მორალურ ღირებულებებზე უარის თქმა ჰქგონიათ - როცა მომინდება მოვკლავ, წავართმევ, გავაუპატიურებ, ამ დროს ანარქია პიროვნულ თავისუფლებას გულისხმობს, თავსმოხვეული სისტემისგან თავის დაღწევას, მაგრამ ამ თავისუფლებისთვის 90% არ არის მზად და მონობა ურჩევნია, ამიტომ ერევათ ანარქია ქაოსში.
ირმა
ზაზა
QUOTE(ზაზა @ 29th October 2010 - 01:15 PM) *
სხვისი არ ვიცი და მე კი არ ვნერვიულობ კატაკლიზმებზე, სინამდვილეში ძალიან მინდა რომ დადგეს ბოლოსდაბოლოს ეს პერიოდი. მიტომაც ვლაპარაკობ სიამოვნებით ამ თემაზე. რატომ მინდა? მიყვარს ცვლილებები. თუმცა ცოტა მეშინია კიდეც ცვლილებების როგორც ყველას.
ერთი სული მაქვს როდის ჩამოიშლება ეს სიცრუის და მონობის სისტემა: პოლიტიკა, რელიგია, მორალი, ეკონომიკა, შოუბიზნესი, მასმედია, ენერგეტიკა, მედიცინა, განათლების სისტემა... ყველაფრი გაიხრწნა და და მხოლოდ მასების გამოთაყვანებას და დამონებას ემსახურება.

ზუსტად იგივე ფიქრები მაქვს მეც... ალბათ მეც ცვლილებები მიყვარს. თუმცა არ იქნება ადვილი, მაგრამ მოსახდენი მოხდეს. მაინც არ აგვცდება როგორც ჩანს.
old_man
QUOTE(old_man @ 29th October 2010 - 02:03 PM) *
მაგრამ ამ თავისუფლებისთვის 90% არ არის მზად და მონობა ურჩევნია, ამიტომ ერევათ ანარქია ქაოსში.

yes.gif
ძალიან რბილია სავარძელი, უმეტესობა მოკალათებულია სავარძელში და გათიშულია ტელევიზორითა და მისი რეკლამებით biggrin.gif
Atman
"სულიერ მეომარს" ვკითხულობდი ახლა და იქაც ვიპოვე მინიშნება კატაკლიზმების პერიოდზე. მოვიყვან ციტატას (პირველი ტომიდან):

"Помимо прочего, каждые два тысячелетия происходят глобальные потрясения. Сейчас мы вступаем в фазу потрясения, которое очень скоро достигнет апогея. Многие из вас пришли на эту планету именно в это время, чтобы сыграть свою роль в грядущей трансформации, и эти знания помогут вам понять и осуществить свое предназначение в будущем."

მგონი პირველი ტომი უნდა მეთარგმნა ჯერ. ძალიან საინტერესო რაღაცეები წერია sad.gif
priad ubralo
ukve damtkicebuli mecnierebis mier tu sad iqneba yvelaze uxifato yofna. (Tu momxsnit am blocs ufro mets gaigebt tu arada chem fexebs gaigebt smile.gif winaswarmetyveluri nichi tu natelmxilveluri es yvelaferi sisulelea.
td.........
ფიზიკურ საფრთხეებს რატომღაც ამხელა მნიშვნელობას ანიჭებს ყველა.. გასაგებია , რომ ადამიანს ჩადებული აქვს თვითგადარჩენისკენ სწრაფვა, მაგრამ მაინც.. მთავარ საფრთხეებს არავინ ამჩნევს, ფიზიკურად კი ადრე თუ გვიან ყველანი დავტოვებთ ამ ადგილს..
ზაზა
ციტატა(priad ubralo @ 31st October 2010 - 02:22 AM) *
ukve damtkicebuli mecnierebis mier tu sad iqneba yvelaze uxifato yofna

უსაფრთხო ადგილი თუ გაბაზრდება, ის უსაფრთხო აღარ იქნება, რადგან ყველა იქ მიაწყდება. ასე რომ priad ubraloვ, შენ წადი შენს დამტკიცებულ უსაფრთხო ადგილას და ჩვენ ჩვენსას ვეცდებით smile.gif
mari
ციტატა(td......... @ Oct 22 2010, 10:07 AM) *
ზაზა
პროფესორი ავლიპ ზურაბიშვილი smile.gif)
მე მაქვს ინტუიცია , სიზმრებიც და სხვა რამეებიც, ხმა მხოლოდ ერტხელ გავიგონე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისმიღებაში დამეხმარა, სეიძლება ითქვას ჩემი ცხოვრების განმსაზღვრელი არჩევანი გამაკეთებინა. : )


ცოტა თემას კი გადავუხვევ მგონი მარა ჩემი დახმარება იქნებ შეგიძლიათ ... გამუდმებით,ძალიან ხშირად ჩამესმის ხმა ''ოთხი, ოთხიო" და ვერ ვხვდები რას ნიშნავს ... არადა ცოტა ფსიქოლოგიური პრობლემა ხომ არაათქო უკვე მეფიქრინებაsad.gif
ზაზა
mari
ციტატა(astromaria @ 1st November 2010 - 10:34 PM) *
,ძალიან ხშირად ჩამესმის ხმა ''ოთხი, ოთხიო" და ვერ ვხვდები რას ნიშნავს

ხუთი ხუთი თქო, უთხარი. რაის ხუთიო გკითხავს. აბა რაის ოთხი თქო კითხე და გიპასუხებს სხვა რა გზა ექნება
default settings
სალამი ყველას! მე მაპატიეთ ამდენი ხანი დავიკარგე, თან მე გავხსენი ეს თემა და არც დამიპოსტავს, ეს ბოლო თვე ძაან დაძაბულ რეჟიმში ვიყავი ეხლა თავისუფლად ვარ და შეგვიძლია ვისაუბროთ. "ბევრი"

ზაზა

შენი პოსტები ძაან მომეწონა! 5!

ერთი სული მაქვს როდის ჩამოიშლება ეს სიცრუის და მონობის სისტემა: პოლიტიკა, რელიგია, მორალი, ეკონომიკა, შოუბიზნესი, მასმედია, ენერგეტიკა, მედიცინა, განათლების სისტემა... ყველაფრი გაიხრწნა და და მხოლოდ მასების გამოთაყვანებას და დამონებას ემსახურება.

მეც ერთი სული მაქვს!

ძაან მეშლება ნერვები, იმაზე ფიქრით, რომ ადამიანს რაც დრო მოგეცა შენი ცხოვრებისთვის იმ დროს ყიდი, და თან რად ლუკმა პურად. სისტემაა ეგრე მოწყობილი, მარა არაუშავს ყველას მოევლება wink.gif
ზაზა
nibiru3013
კარგი. აბა, რას ვაკეთებთ? smile.gif
default settings
რას ვაკეთებთ და მემგონი ჯერ ჯგუფის შექმნაა საჭირო, მერე არა ვირტუალური საუბარი და ჩამოყალიბება ანუ მიმართულების აღება, ადგილ-მდებარეობის შეთანხმება და სამზადისის განაწილება: წყალი, მედიკამენტები, საკვები, იარაღი, ინსტრუმენტები და სხვა.

რაც შეეხება, ზევით იყო ნახსენები სულის გადარჩენაზე საუბარი, ეგ მართალია, მაგრამ ეს სკაფანდრ-სხეულები იმისთვის ჩამოგვაცვეს სულებზ, რომ სკაფანდრის მოშორების დროს ცოტა მაინც მზად გვქონდეს სული, ამას კი საკმაოდ დიდი ხანი ჭირდება თან ისეთ გარომოში რომელშიც ჩვენ გვიწევს არსებობა, ასე რომ მე ვთვლი სწორად
ბრძოლას გადარჩენისთვის! რათა გადარჩენილებმა ნახონ და იგრძნონ რისთვის მიეცათ თავისუფალი სკაფანდრი და არა ის რაც ეხლაა ადამიანებისგან გამოძერწილი შებოჭილობა.
მოკლედ გაუბერე wink.gif მე ის მინდა რომ არ არსებობდეს საათი მაშინ იქნები დროში და სივრცეში შერწყმული.
td.........
mari
4 ბევრ რამეს ნიშნავს.. რა გითხრა.. საკრალური ციფრია. საკმაოდ დიდი თემაა ამის ასახსნელას, ფილოსოფიასიც, რელიგიაშიც, ეზოტერიკაშიც , მეცნიერებაშიც.. ყველგან ბევრი მნიშვნელობა აქვს 4-იანს.. JC_cupidgirl.gif JC_cupidboy.gif ეგებ გეუბნება ის ხმა 4-ხივ გზით გზა გქონიაო... biggrin.gif ვიხუმრე.. რა დროს გესმის ხოლმე მაგას მიაქციე ყურადღება, ან თუ გინდა კარგი რჩევა და მეტად გამოსადეგი, სულ ნუ მიაქცევ.. უფალო შემიწყალე თქო, თქვი მაგ დროს..smile.gif ჩაციკვლა და მითუმეტეს სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა არ ღირს ..
default settings
აქ და საერთოდ ინეტში, იმდენი ხალხი საუბრობს კატაკლიზმებზე და აპოკალიფსზე თან სიხარულით, მემგონი მასიური მომხრეები ვართ სუიციდის smile.gif smile.gif smile.gif ყველას გონია თვითონ გადარჩება და იქნებ სხვანაირად განვითარდეს მოვლენები? smile.gif smile.gif smile.gif
td.........
QUOTE(nibiru3013 @ 5th November 2010 - 11:57 AM) *
აქ და საერთოდ ინეტში, იმდენი ხალხი საუბრობს კატაკლიზმებზე და აპოკალიფსზე თან სიხარულით, მემგონი მასიური მომხრეები ვართ სუიციდის ყველას გონია თვითონ გადარჩება და იქნებ სხვანაირად განვითარდეს მოვლენები?

nibiru3013
მე ვფიქრობ ეს იმი სბრალია, რომ ადამიანები გაზარმაცებულები ვართ.. მე არ ვფიქრობ სიხარულით ამაზე, მაგრამ არც სასოწარკვეთა მემართება ამი სწარმოდგენისას არც ისტერიკა.. უბრალოდ ეს მოვლენები ბერ ტკივილს მოიტანს, რათქმაუნდა გარდაუვალია როდსმე, მაგრამ არ მგონია ნეტმომხმარებელტა დაკვეთიტაც მოხდეს.. კატაკლიზმების აცილება კი საკუტარ თავზე მუშაობითაა შესაძლებელი, ყველა რომ გულწრფელად გაცერდეს და შეხედოს საკუტარ ტავს, შეიძლება კატაკლიზმებიც აღარ იყოს საჭირო.. სიყვარული დავივიწყეტ, ესაა ამ ყველაფრის მიზეზი..
ზაზა
გუშინ,4 რიცხვში, დაახლოვებით 4 საათზე ველოსიპედით დავიმტვერი. თან სერიოზულად.ვინმეს რომ ეთქვა ოთხი ოთხიო და თან დაეყოლებინა, 4ში სახლიდან არ გახვიდეო, დავემორჩილებოდი.
წინასწარმეტყველებას ან ჩვენებას, ან სიზმარს მაშინ აქვს სარგებლობა, როცა მას განმარტებაც ახლავს. თუ არაა განმარტება, უნდა ვეძებოთ ამის მიზეზები.

მე არ ვემზადები სამყაროს აღსასრულისთვის. მე ვემზადები ახალი სამყაროს მოსვლისთვის და ვცდილობ ჩემი წვლილიც შევიტანო ახალი სამყაროს ჩამოყალიბებაში. მაგალითად, მაქვს ურთიერთობა ინდიგო ბავშვებთან, ვსწავლობ მათ ფსიქოლოგიას, რომ გამოვნახო მათთან საერთო ენა და დავეხმარო თვითრეალიზაციაში. თუ სპეციალური პირობები არ შეუქმენი, ისინი ძალიან დაძაბულები, ჯიუტები და ჩაკეტილები არიან.
გარდა ამისა, ვსწავლობ ავტონომიური არსებობისთვის ენერგიის წყაროების, წყლის გაფილტვრის, დეზინფექციის, საკვების შენახვისთვის სახელდახელო სამაცივრო დანადგარების კონსტრუქციებს, გათბობის და ვენტილაციის სისტემებს და ინდივიდუალური(არაფიჭური) კავშირგაბმულობის საშუალებებს. ბევრს ვფიქრობ ახალ პირობებში სოციალური მოწყობის საკითხებზე
default settings
ზაზა
კარგია ამ ყველაფერზე რომ ფიქრობ ზუსტად მაგისთვისაა ეს თემა, ერთმანეთს გაუზიაროთ ნაფიქრიც და პრაქტიკაში გამოცდილი საქმეებიც. რაღა დაგიმალო და მეც ახალი სამყაროს სანახავად ვემზადები და არა მარტო სანახავად wink.gif , აბა პოპკორნით და კოკაკოლით ხელში არავინ გვაყურებინებს და... smile.gif
default settings
ხო მართლა ინდიგოს ბავშვები საიდან გყავს სიახლოვეშ, თან ბევრი და რა ნიშვით არჩევ ინდიგოები რომ არიან? თუ საიდუმლო არაა wink.gif
ზაზა
nibiru3013 ინდიგოები არიან ძალიან დამოუკიდებლები, ასაკისთვის უჩვეულოდ ჭკვიანები, კარგად ერკვევიან კომპიუტერულ და სხვა ტექნიკაში. არიან ძალიან შთაბეჭდილებიანები და ემოციურები, მაგრამ არ გამოხატავენ ამას.თუ შესაბამისი პირობები არ შეუქმენი, არიან პასიურები, ჩაკეტილები და თავს იდებილებენ. ურთიერთობაში შემოდიან როცა როგორც დიდს ისე ექცევი. თან ბოლომდე გულწრფელი უნდა იყო, არ გაპატიებენ სიცრუეს.თუ შენს პრობლემებზე მოუყევი, კარგი ფსიქოლოგივით გაგირჩევენ საქმეს და ორიგინალურ გამოსავალს შემოგთავაზებენ. საზოგადოებაში არიან თეთრი ყვავებივით. და არიან რატომღაც საკმაოდ მხდალები, მაგრამ მე ვისწავლე როგორ გადავალახინო სიმხდალე.
ასევე წერენ, რომ ბევრია მათ შორის ზებუნებრივი ნიჭებით დაჯილდოვებული. მე ჯერ მათში რაიმე ასეთი ვერ აღმოვაჩინე გარდა ერთი 6 წლის ბიჭისა, რომელსაც ორი უცხოპლანეტელი ეცხადებოდა და საოცარი სიზუსტით კარნახობდა მომავალს, მაგრამ ამის გამო მშობლებს ის ეშმაკეული ეგონათ და იმდენი ცემეს, რომ ეს უცხოპლანეტელები წავიდნენ მისგან sad.gif . იმედი მაქვს, რომ ზებუნებრივი ნიჭები საჭირო დროს გამოვლინდება მათში.

ia_Baggins
ზაზა
QUOTE
ინდიგოები არიან ძალიან დამოუკიდებლები, ასაკისთვის უჩვეულოდ ჭკვიანები, კარგად ერკვევიან კომპიუტერულ და სხვა ტექნიკაში. არიან ძალიან შთაბეჭდილებიანები და ემოციურები, მაგრამ არ გამოხატავენ ამას.თუ შესაბამისი პირობები არ შეუქმენი, არიან პასიურები, ჩაკეტილები და თავს იდებილებენ. ურთიერთობაში შემოდიან როცა როგორც დიდს ისე ექცევი. თან ბოლომდე გულწრფელი უნდა იყო, არ გაპატიებენ სიცრუეს.თუ შენს პრობლემებზე მოუყევი, კარგი ფსიქოლოგივით გაგირჩევენ საქმეს და ორიგინალურ გამოსავალს შემოგთავაზებენ. საზოგადოებაში არიან თეთრი ყვავებივით. და არიან რატომღაც საკმაოდ მხდალები, მაგრამ მე ვისწავლე როგორ გადავალახინო სიმხდალე.

ასაკზე რას იტყვი? წამიკითხავს დაახლოებით 95-ის მერე იბადებიან მასიურადო და მართალია?....

პროფესიით ფსიქოლოგი ხარ?
default settings

ზაზა
ინდიგოზე საუბრით თემა ოფდედა, შენ რაც ჩამოთვალე მაგ ნიშნებს ვამჩნევ ჩემს ბავშვს და შენთანაც გადავამოწმე, ვნახოთ გაიზრდება და რა იქნება wink.gif
ზაზა
nibiru3013
ოფდება ვითომ? ინდიგოები სპეციალურად იმიტომ მოავლინეს დედამიწაზე, რომ დედამიწას გადარჩენის შანსი აქვს. მომავალი მაგათ უნდა ააშენონ. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ვეცადოთ მაინც რომ პირობები შევუქმნათ ამისთვის
ირმა
ზაზა
ინდიგო ბავშვებზე გვაქვს თემა ამ ფორუმზე: http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=148
თუ არ დაგეზარება საინტერესო იქნებოდა გადმოგეცა შენი აზრი ამ თემაზე, რათქმაუნდა შესაბამის თემაშიwink.gif
წინასწარ მადლობაsmile.gif
Atman
მგონი ამ თემას შეესაბამება:

«Характеристика нашей эпохи. Ведические предсказания будущего»
Предсказания и предсказатели. Феномен Нострадамуса. Предсказания о конце света. Что ждать от 2012 года? Ясновидение - мистическое совершенство. Дар предвидения. Ведические предсказания от Вьясадевы. Пришествие святых. Точные даты. Предсказания о веке Кали. Предсказания современных ученых. Регрессии. Пророческие сны. Послания Девы Марии. Как избежать катастрофы? Ведические предсказания в наши дни.
Парниковый эффект. Озоновые дыры. Ядерная война. Нефть - кровь земли. Контакты с другими существами. Виманы. Клонирование. Предвестники Кали юги.Влияние гун страсти и невежества. Качества людей в кали югу. Ювенальная преступность. Милосердие. Цели в жизни. Индустрия красоты. Искуственная еда. Деградация.Смена парадигмы. Принятие Верховного Бога.

http://www.vedamedia.ru/ayurveda-psihologi...ego-02-11-12-09
ზაზა
ის, რომ დედამიწას კრიტიკული პერიოდი მიუახლოვდა,ეს გარკვეულწილად არის იმის შედეგი, რომ ადამიანებმა უკვე გადაჭამეს და დააბინძურეს პლანეტა. მაგრამ მე ვფიქრობ მთავარი მიზეზია ადამიანების სულიერების კრიტიკულ ზღვრამდე დეგრადაცია. რასაც ხელს უწყობს მასმედია და მასკულტურა. მასრელიგიები თავიანთი ორმაგი სტანდარტებით მხოლოდ ნიჰილიზმს აღვივებენ.
მთავარი პრობლემა სიცრუეა. არა მარტო ისინი ვინც ცრუობენ, არამედ უფრო მეტად ისინიც ვისაც უნდა რომ მოატყუონ.
ზაზა
ყველაფერი სიცრუითაა გაჟღენთილი.სიცრუე ნორმად იქცა.
რას იწვევს სიცრუე? სიცრუე იწვევს დაშლას, დეგრადაციას, გაწყალწყალებას.
ამიტომ დედამიწაზე წყალი დაფარავს მიწის დიდ ნაწილს და მიწაც გახდება წყალივით დენადი.(მეწყერი და მიწისძვრა)
ვერავინ ვერ შეძლებს ასეთ პირობებში უხიფათო ადგილის მონახვას გარდა განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანებისა, რომლებიც გუმანით იგრძნობენ უახლოესი საათის განმავლობაში სად იქნება უხიფათო ადგილი.
მე მაქვს ასეთი ვარაუდი, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური ყველგანმავალი პლატფორმები, რომლებსაც შეეძლება წყალზეც გადაადგილება და მიწაზეც ისე, როგორც წყალზე. ზომით უნდა იყვნენ საკმაოდ დიდები, რომ გაუძლონ ტალღებს და არ ჩაცვივდნენ მიწის ბზარებში და ღრმულებში.ენერგიის და საკვების მარაგის შევსება წყლიდან უნდა მოხდეს, რადგან ხმელეთზე ასეთ პირობებში მცენარეები და ცხოველები ვერ გაძლებენ.

აუფ, ახალი ფანტასტიკური ტრილერის სიუჟეტი იბადება smile.gif
INA
ზაზა


მაიმე მე ისეთი ზამრაცი ვარ, დამეზარება ეგ ამბები, დავიწყობ გულზე ხელებს და გავძაგრავ ფეხებს, ახლა კიდევ კატაკლიზმები მალახინე. და წინასწარ ტრენინგები მატარებინეთ ტყეში თვითგადარჩენასთან დაკავშირებით და ეს პროდუქტები ,რომ ძვირდება რა გვეშველება ჰა?
რაღაც მიწის ნაკვეთებს არიგებენ იაფად და ხომ არ გადავსულიყავით ერთიანად, ეზოთერიკ-განათლებული მეზობლები მაინც მეყოლებოდა. smile.gif
ზაზა
ციტატა(ზაზა @ 6th November 2010 - 10:33 PM) *
უნდა შეიქმნას სპეციალური ყველგანმავალი პლატფორმები, რომლებსაც შეეძლება წყალზეც გადაადგილება და მიწაზეც ისე, როგორც წყალზე
აი დაახლოვებით ასეთი. http://www.youtube.com/watch?v=3mr_pCrhTkk
შთამბეჭდავია არა?

INA
ვაიმე ეს რა იყო, შოკში ვარ blink.gif შთამბეჭდავი კი არა და მაგარია. აუცილებელია კატაკლიზმებს დაველოდოთ? ახლავე შევიძინოთ და ვიხალისოთ.
ირმა
ზაზა
ამბობ რომ წყალი დაფარავს დედამიწასო, ეს გარკვეულად თითქოს ახლოვდება კიდეც. ეკოლოგიური კატასტროფა, თერმომეტრის აწევა, იწყება ყინულთა დნობა. ანტრაქტიდა...
რათქმაუნდა წყლის დონე აიწევს, ზოგიერთი ადგილი, კუნძული მთლიანად წყლით დაიფარება, მაგრამ... მაგრამ მგონი ეს მხოლოდ გარკვეულ ადგილებში იქნება და არა ყველგან. სხვაგან წყლის ნაკლებობა იქნება.
ზაზა რას იტყოდით ბიბლიურ ისტორიაზე, ცისარტყელას ისტორიაზე, ღმერთის აღთქმას რომ წყლის წარღვნა აღარ მოხდებაო?
ისე მე პირადად უფრო ცეცხლის მეშინია ამ ეტაპზე.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.