Help - Search - Members - Calendar
Full Version: საკუთარი ფიქრების კონტროლი
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > ჯანმრთელობა და სულიერი განვითარება
გოგა
გამარჯობათ ძვირფასო ეზოთერიეკბო ..

მოკლედ რაშია საქმე..

როგორც კი ვცდილობრო საკუთარ ფიქრებს დავუკვირდე და ზედმეტი აზრები მოვიშორო მეწყება საშინელი ტკივილი, ავხწერ ამ ტკივილსაც:

ნუ თვალებს ვხუჭავ, ვცდილობ მოვიცილო ზედმეტი აზრები და მეწყება საშინელი ტკივილი თვალებთან..რაღაცა აწვება თითქოს შიგნიდანო, შუბლთანაც მტკივდება თან იმენა შიგნიდან რაღაც დებულირად... ნუ მიდნა ხოლმე რო ცოტა ხანი მაიცნ გავუძლო მარა ისეთი შეგრძნებაა თითქოს თავი გასკდებბბა სადაცააო ... ნუ მერე ჩვეუელბრივ ვდგები ნერვებმოშლილი მარა ეს თვალების და შუბლის ტკივილი კიდე კაი ხანი მიმყვება ხოლმე... და ან რისი ბრალია ის მითხარით.. ან როგორ მვოახერხო ცოტა ხანი გოენბის გათიშვა ან ხზ რამე მირჩიეტ biggrin.gif
გოგა
უპ
Atman
გოგა

აზრებს ეგრე ვერ აკონტროლებ და მითუმეტეს ვერ მოიშორებ. არის ორი მეთოდი: მედიტაცია და კონცენტრაცია.

მედიტაცია ნიშნავს დაკვირვებას, ჩარევის გარეშე. უბრალოდ აკვირდები შენ ფიქრებს როგორც ღრუბლებს და რაც მეტად აკვირდები და არ ერევი ამაში, ეს ღრუბლები თხელდება.

კონცენტრაცია ნიშნავს გონების (ყურადღების) რაიმე საგანზე, გამოსახულებაზე ან მანტრაზე მიმაგრებას.

პირადად ჩემი გამოცდილებით მანტრა-მედიტაცია ყველაზე საუკეთესო საშუალებაა, იმიტომ რომ ერთდროულად კონცენტრაციაცაა და მედიტაციაც.

მანტრა შენი სურვილის მიხედვით შეარჩიე. ბგერა ეთერულია და გამოსახულებაზე (ცეცხლზე) მაღლა დგას თავისი ძალით, ასე რომ გირჩევ... smile.gif
გოგა
Atman
პირველ რიგში მადლობა რჩევისთვის..


QUOTE(atman @ 1st October 2010 - 05:53 PM) *
შენ ფიქრებს როგორც ღრუბლებს და რაც მეტად აკვირდები და არ ერევი

აი ამას ვცდილობ ხოლმე ზუსტად.. და ნუ მინდა ხოლმე ამ დაკვირვების შედეგად უაზრო ფიქრები განვდევნო ხოდა ის საშIნელი ტკივილი მეწყება..
Atman
გოგა
QUOTE(Gog1ch @ 1st October 2010 - 06:59 PM) *
აი ამას ვცდილობ ხოლმე ზუსტად.. და ნუ მინდა ხოლმე ამ დაკვირვების შედეგად უაზრო ფიქრები განვდევნო ხოდა ის საშIნელი ტკივილი მეწყება..


ტკივილზე ვერაფერს გეტყვი, მითუმეტეს მხოლოდ მაგ სიმპტომებით...

გირჩევ ეს წიგნი წაიკითხო. ძალიან კარგი რჩევებია და შენი პრობლემისთვისაც გამოგადგება დარწმუნებული ვარ:

http://allshares.ge/download.php?id=E4FAE48A44
გოგა
Atman
გადმვოწერ ეხვე, მადლობა...


თითო წინადადება სხვებმაც დააწერონ ეგებ biggrin.gif
გოგა
QUOTE(atman @ 1st October 2010 - 06:06 PM) *


აუ ვერადავერ გადმოვწერე... შენახვას რო ვაწვები რამდენი ხანიც გიდნა ველოდო არ აგდებს შეკითხვას სად შევიანხოვო და შესაბამსაიდ არც გადმწოერას იწყებს..
Atman
აქედან გადმოწერე მაშინ:

http://bin.ge/file/15300/-----------------...------.doc.html
გოგა
Atman
მაქედან წამოიღო... კიდევ ერთხელ დიდი მადლობა smile.gif
Atman
გოგა

გაიხარე! smile.gif
ირმა
გოგა
QUOTE(Gog1ch @ 28th September 2010 - 09:50 PM) *
როგორც კი ვცდილობრო საკუთარ ფიქრებს დავუკვირდე და ზედმეტი აზრები მოვიშორო მეწყება საშინელი ტკივილი


აბა სცადე სხვა მეთოდი – გზა, არასაჭირო ფიქრების მოშორებისათვის. არ დაგვავიწყდეს, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ყველამ შეიძლება თავისი, სრულიად განსხვავებული გზა აირჩიოს განსავითარებლად. აბა რამე ახალი სცადე))))
გოგა
ირმა
იქნებ შენც გერჩია სხვადასვა ვარიანტი smile.gif
ირმა
ჩემი ვარიანტი ალბათ მათი მოშორება რბილი ხერხებით იქნება, მაგ: კი არ განვდევნო შინაგანი ბრძანების ხმით, არამედ მივაყუჩო და ისე გავაქრო, ჰაერად ვაქციო... ხო.. ხანაც შეიძლება წარმოდგენით ცეცხლში დავწვა...
ყველა ინდივიდუალურია, მაგრამ მგონი ყველა გზა სწორია, შედეგის მიღწევაა მთავარი. არსებობენ ადამიანები, რომლებიც წარმოიდგენენ თოფს და წარმოდგენაში ხვრეტავენ ამ ფიქრებს. ასე რომ მოძებნე... მოძებნე შენი თავი, რა ადამიანი ხარ? აქ თუ გინდა ნუ იტყვი, მაგრამ შენ მხოლოდ მასე იპოვი შენს გზასwink.gif
olmek
თავი დაანებე, ყურადგებას ნუ აქცევ მაგ ფიქრებს, ეგენი შენ არ გეკუთვნის, იყავი მხოლოდ დამკვირვებელი! ეგ აზრები "სხვისია" და სანამ მას არ მოიშორებ - აზრებიც იქნება! მოგვიანებით, როცა მიეჩვევი დამკვირვებლად ყოფნას, შემდეგ უკვე შეგიძლია საკუთარი აზრებით ჩაანაცვლო, ანუ გადახვიდე საჭირო აზრისა და გრძნობის კვლავწარმოქნის პრაქტიკაზე.
td.........
გოგა
მეც მგონია რომ აზრების მოშორება და მითუმეტეს განდევნა უაზრობაა. როგორც მდინარეში რომ ცადგე და ცადო წყლის დინების გაჩერება ან გაქრობა იგივეა..
გოგა
ირმა
olmek
td.........


ხალხო დიდი მადლობა პირველ რიგში smile.gif



აუცილებლად გავითვალისინებ თქვენ რჩევებს...
უღმრესი მადლობა smile.gif
Molen
ფიქრების დევნა ჩრდილის დევნას გავს... ჩრდილი ადამიანის ანარეკლია. ასევეა ფიქრებიც, ის ემოციების აჩრდილია, მუდამ ბნელი, უგრძნობი და უსულო. ამიტომ თუ გვინდა ფიქრებზე ზემოქმედება პირველ რიგში ემოციები უნდა შევცვალოთ. ემოციების შეცვლა კი თუნდაც მუსიკის მეშვეობით, ახალი ნასყიდობით ან ცხოვრებისეული ქარ-ცეცხლითაც კი შეიძლება.

ზოგადად ამ თემასთან რაღაც მხრივ კავშირშია და წაკითხვად ღირს:

http://geword.wordpress.com/2010/11/26/ე...ვისა/
old_man
QUOTE(Molen @ 27th November 2010 - 09:44 AM) *
ამიტომ თუ გვინდა ფიქრებზე ზემოქმედება პირველ რიგში ემოციები უნდა შევცვალოთ.

ზოგჯერ პირიქით ხდება. ჯერ ფიქრია და მას მოჰყვება ემოცია. ამიტომ ფიქრების კონტროლი და გაფილტვრა ემოციებსაც გააკონტროლებს
Molen
QUOTE(old_man @ 27th November 2010 - 12:21 PM) *
ზოგჯერ პირიქით ხდება. ჯერ ფიქრია და მას მოჰყვება ემოცია. ამიტომ ფიქრების კონტროლი და გაფილტვრა ემოციებსაც გააკონტროლებს

ეს არ უარმიყვია და რა თქმა უნდა სწორია, მაგრამ ფიქრების დევნა ბევრად უფრო რთული და წარუმატებელია, ვიდრე ემოციების გამოწვევა და მისგან ჯანსაღი და ბედნიერი ფიქრების შობა, მით უფრო რომ შინაგანი ენერგია არა ფიქრებისაგან არამედ ემოციებისაგან იმართება.
td.........
QUOTE(Molen @ 27th November 2010 - 11:46 AM) *
ამიტომ ფიქრების კონტროლი და გაფილტვრა

ჩემი აზრით შუძლებელია... ფიქრების კონტროლი უკვე გულისხმობს ამ ფიქრების ტყვეობაში ყოფნას, ასევე მათი გაფილტვრა... ჯობია ისევ იმ ეფექტს მივყვეთ, როგორიცაა მომდინარე წყალში საგნის ყოფნა... საგანს გარს უვლის წყალი.. ასევე უნდა ვიყოთ ფიქრების წინაშე, და კონცენტრირება სიყვარულზე, დადებითზე გავაკეთოთ..
tsisakura
ჩემი აზრით ფიქრების კონტროლი საკუთარი მეს დატყვევების მცდელობაა, ჩვენი ფიქრები გვქმნიან ჩვენ და ამის მცდელობაც კი უკვე გარკვეული იდეების ტყვეობაში ყოფნას ნიშნავს, ისედაც ზობირებულ სოციალურ სივრცეებში საკუთარი თავის გადარჩენისთვის ბრძოლა მიწევს რომ არ დავისვარო და კიდევ ეს უკვე მეტისმეტი იქნება, მიეცით საშუალება ყველაზე ''გარყვნილ'' იდეებსაც და ფიქრებს საშუალება რომ იარსებონ შეგაწუხონ და იგრძნოთ რომ არსებობთ )))
ზაზა
ერთი პერიოდი ვცადე საკუთარი აზრების და სურვილების კონტროლი. კი მოვახერხე ადვილად, მაგრამ აქედან კარგი არაფერი გამოვიდა. აგრესიული და ეჭვიანი გავხდი. როგორც ინკვიზიტორი.
ადამიანს გააჩნია ლიბიდო და მორტიდო. ფარული და გაცნობიერებული. თუ ისინი არ გაცნობიერდა და არ დაკმაყოფილდა, იწყება ფსიქოლოგიური პრობლემები: ნევროზი, ფსიქოზი,პარანოია, მანიაკალური მიდრეკილებები. აგრეთვე ფიზიკური დაავადებები: გულის, საჭმლის მონელების,სასქესო და ა.შ.
ნუ გეშინიათ თქვენი საკუთარი სურვილების და აზრების. გეშინოდეთ მათი ჩახშობის შედეგად განვითარებული მეორადი მახინჯი სურვილების
Anna
ზაზა კონტროლისა და ჩახშობის გზით რა თქმა უნდა არაფერი გამოგივიდოდა, ეგ საკუთარ თავზე ძალადობას გავს.

აზრებს უნდა დააკვირდე, ძალიან დიდი ყურადღება კი ჭირდება ამ პროცესს, რთულია ყოველთვის სხვა კუთხიდან აფასებდე საკუთარ ქმედებებს, თუმცა ალბათ შეუძლებელი მაინც არაფერია smile.gif
Atman
საერთოდ საკუთარი თავისადმი დაძალებას და კონტროლს რაც შეეხება, ჭკუას ვერ ვაკონტროლებთ, თუ ენერგიის სწორ წყაროს არ მოვნახავთ. როცა ჭკუის პლატფორმაზე ვმოქმედებთ, შეუძლებელია პრობლემის მოგვარება. საჭიროა ჭკუის ტრანსფორმაცია და არა დათრგუნვა. ეს კი გონების პლატფორმიდან ხდება.

ბევრისგან გამიგია, რომ ის უნდა აკეთო, რასაც სხეული და ჭკუა გთხოვს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ბალანსი ირღვევა. საქმე იმაშია, რომ ბალანსი ისედაც დარღვეული გვაქვს და ეს დარღვეული წონასწორობის ცენტრი "ჰარმონიული მდგომარეობა" გვგონია. სანამ ჭკუა არ გასუფთავდება ნამდვილ ჰარმონიას ვერ მივაღწევთ. ჭკუის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით კი მისივე გასუფთავება შეუძლებელია.

ჭკუის კონტროლი აუცილებელია, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს გონებით და არა ჭკუით. და რაც მთავარია გონებას უნდა გააჩნდეს იმდენად ძლიერი და მაღალი მიზანი, რომ ჭკუის ახირებებს მოერიოს თავისი ენთუზიაზმის ხარჯზე.

თუ ჩვენ არ ვმართავთ ჭკუას, მაშინ ჭკუა გვმართავს ჩვენ. მესამე ვარიანტი არ არსებობს.

QUOTE(ზაზა @ 4th December 2010 - 04:30 PM) *
ადამიანს გააჩნია ლიბიდო და მორტიდო. ფარული და გაცნობიერებული. თუ ისინი არ გაცნობიერდა და არ დაკმაყოფილდა, იწყება ფსიქოლოგიური პრობლემები


საჭიროა ამის გაცნობიერება, მაგრამ დაკმაყოფილება არაა აუცილებელი. ისევ ვიმეორებ - ადამიანის მიზანს გააჩნია. თუ მიზანი სურვილების დაკმაყოფილებაა, მაშინ ჭკუა არ მოგასვენებს, სანამ არ დაიკმაყოფილებ... შეუძლებელია სურვილებისგან განთავისუფლება სურვილების დაკმაყოფილებით. ეს თეორია მოდაშია, განსაკუთრებით NEW AGE-ს ეპოქაში, მაგრამ არასწორია და მხოლოდ დროებით შედეგს იძლევა. სექსუალური სურვილის დათრგუნვა შეუძლებელია, მაგრამ დაკმაყოფილების ნაცვლად, უნდა მოხდეს მისი ტრანსფორმაცია.

ნევროზები, აგრესიები და მსგავსი ემოციები მათ ემართებათ, ვინც არასწორად წარმართავს "სექსუალურ ენერგიას'.
td.........
zaza namdvilad ver dagetanxmebi shen msjelobashi.. seizleba survilebis gacnobiereba da sheizlba survilebis gamomcvevi mizzebis gacobiereba. tu mizezi gaacnobiere da is tu saidan modis survili,is tavistavad gaqreba da agar iqneba survili, magram tu mxolod survili gaacnobiere da daikmakofile es gamoicvevs imas, rom shemdeg ufro gamzafrebuli da saxeshecvlili dagibrundeba.. sheni logikit gamodis , rom tu survili maqvs uzomod vchamo da vsva , an vinme vacvalo, an dauokebeli jini maqvs vinmes mimart es yvelaferi unda davikmakofilo xolme da mashin harmoniuli da bednieri cxovreba meneba, da tu ar davikmakofile mashin nevrastenikida agresiuli gavxdebi.. kibatoni sheizleba gaxde nevrasteniki da avadac gaxde, magram tu gaacnobiereb im ckaros saidanac es survilebi chndeba da sheecdebi dazlio ad transformireba gauketo am mizezebs mashi survilebi gaqreba.. es exeba rogorc "negatiur" survilen=bs ise "pozitiurs".. zogi imit tyuvdeba rom siketis ketebis dauzleveli survili aqvs xolme da daufireblad ketilismkofelobs.. es ki ert-erti xafangia chveni gonebistvis..




chinelebi piriqit aketeben , rac ar undat imas ezalebian-amas qvia kandzo.. bevri cminda mamis gamonatqvamebshc vcamiitxavs igive... rac zalian , gansakutrebulad ar ginda is unda aketo da gaikajeb suls da sxeuls..
aucilebelia survilis carmomshobi mizezis gacnobiereba da mere gamochndeba sachiroa ki am survils gavyvet..
emilie
Atman
იიისა თქვენ რაზეც ისაუბრეთ,ძალიან ჰგავს ფროიდის მოსაზრებებს.ჭკუა რომ იდის მივუსადაგოთ.ხოლო იდი კი მუდამ სიამოვნების დაკმაყოფილებისკენ ისწრაფვის.ხშირად ვცდილობ საკუთარი ფიქრებს დავაკვირდე,უფრო სწორად არაფერზე ვიფიქრო.გარკვეული დროის შემდეგ თითქოს ვითიშები,მერე უცბად ვაცნობიერებ,რომ ფიქრები თავისით მიედინება,თითქოს ვინმე ფიქრობს ჩემ მაგივრად. sad.gif იმედია,გასაგებად ავხსსენი.
Atman

QUOTE(atman @ 22nd December 2010 - 10:16 AM) *
ნევროზები, აგრესიები და მსგავსი ემოციები მათ ემართებათ, ვინც არასწორად წარმართავს "სექსუალურ ენერგიას'.

უხ,მე ვარ აქ ნევროზიანი და აგრესიული. biggrin.gif აი,უბრალოდ ძალიან მიჭირს მოშვება,სულ დაძაბული ვარ,ძალიან არეულად ვაზროვნებ.საკუთარი ფიქრების მართვაზე საუბარი ზედმეტია.ანუ,ჭკუა მძლავრობს ხომ ჩემზე? rolleyes.gif
Atman
emilie

რაღა დროს ფროიდია ეზოთერულ ფორუმზე ხარ უკვე biggrin.gif

QUOTE(emilie @ 22nd December 2010 - 10:22 PM) *
ანუ,ჭკუა მძლავრობს ხომ ჩემზე?


ალბათ? რა ვიცი... რა ვიცი... smile.gif
balian
QUOTE(tsisakura @ Nov 30 2010, 05:00 PM) *
ჩემი აზრით ფიქრების კონტროლი საკუთარი მეს დატყვევების მცდელობაა, ჩვენი ფიქრები გვქმნიან ჩვენ და ამის მცდელობაც კი უკვე გარკვეული იდეების ტყვეობაში ყოფნას ნიშნავს, ისედაც ზობირებულ სოციალურ სივრცეებში საკუთარი თავის გადარჩენისთვის ბრძოლა მიწევს რომ არ დავისვარო და კიდევ ეს უკვე მეტისმეტი იქნება, მიეცით საშუალება ყველაზე ''გარყვნილ'' იდეებსაც და ფიქრებს საშუალება რომ იარსებონ შეგაწუხონ და იგრძნოთ რომ არსებობთ )))

არაჩვეულებრივად გამოხატე საკუთარი აზრი (თუ იგი ჭეშმარიტად შენ გეკუთვნის), რაშიც სრულად გეთანხმები და ამიტომ არაფერს დავამატებ, მალადეც...

იქნებ დააზუსტო რა იგულისხმეbა მოცემულ წ-ში "ჩვენი ფიქრები გვქმნიან ჩვენ და ამის მცდელობაც კი უკვე გარკვეული იდეების ტყვეობაში ყოფნას ნიშნავს"
stalker
QUOTE(balian @ Dec 31 2010, 03:17 AM) *
არაჩვეულებრივად გამოხატე საკუთარი აზრი (თუ იგი ჭეშმარიტად შენ გეკუთვნის), რაშიც სრულად გეთანხმები და ამიტომ არაფერს დავამატებ, მალადეც...

იქნებ დააზუსტო რა იგულისხმეbა მოცემულ წ-ში "ჩვენი ფიქრები გვქმნიან ჩვენ და ამის მცდელობაც კი უკვე გარკვეული იდეების ტყვეობაში ყოფნას ნიშნავს"

ფილმი "შერეკილები" მახსენდება, მფრინავი იდეებით შეპყრობილი ადამიანები JC_cupidboy.gif
guest..
QUOTE(Atman @ Dec 22 2010, 09:16 AM) *
სექსუალური სურვილის დათრგუნვა შეუძლებელია, მაგრამ დაკმაყოფილების ნაცვლად, უნდა მოხდეს მისი ტრანსფორმაცია.

და ეს ტრანსფორმაცია როგორ უნდა მოხდეს?
აქ ზაან ბევრი წავიკითხე რომ სექსი მავნეა თურმე smile.gif არადა უსექსობა მამაკაცის ჯანმრთელობაზე მაინცდამაინც სასარგებლო არ უნდა იყოს.
ეს თეორია უსექსობა კაიაო,მედიცინასთან საპირისპიროში მოდის smile.gif
Himmler
QUOTE
ფილმი "შერეკილები" მახსენდება, მფრინავი იდეებით შეპყრობილი ადამიანები

stalker კარგი იყო! აბი გლუკოოოოზა.....
beqa
არაფერი არ გააკეთო,უბრალოდ უყურე რაც ხდება მეტს ვარაფერს გეტყვი (ჩემმა გონებამ გამოარა ეგ მოენტი,ეხლაც ეგრეა უბრალოდ მე აგარ ვყვები,ფიქრები ეხლაც არის უბრალოდ მე აგარ ვაქცევ ყურადგებას,რაც არ უნდა გააკეთო ნუ გეშინია მაინც ყველაფერი მოხდება კარგიც ცუდიც.შენ უბრალოდ არაფერი არ გააკეთო უბრალოდ იყურე)
Untitled_12
ფიქრები შედეგია. ფიქრები შეიცვლება როცა შენ შიეცვლები.. ორი თვის წინს ხვა ფიქრები მომდიოდა, ახლა სხვა ფიქრები მომდის.
შენ შინაგანდ რომ გარდაიქმნები ფიქრების შეიცვლება და...................

ფიქრს უბრალოდ ანალიზი არ გაუეთო, არ გაეკიდო, არ აყვე, არ შეეწინააღდეგო, არც ვიზუალიზაციაში გადაიყვანო. უბრალოდ გაატარე.
დაგეგმე რაზე ფიქრი გჭირდება საერთოდ. ფიქრები იარაღია, ტვინი მანქანაა.
მე ბოლო დღეებია მფარველ ანგელოზს ვთხოვ, მომაშორე ეს ფიქრითქოდა ქრება რამდენიმე წამში. თან სიე რომ დარწმუნებული არ ინდევნება ქვეცნობერში, უბრალოდ ასხლეტვა ხდება smile.gif
ano
კარგı თემაა მერე წავıკıთხავ პıრველı ორı პოსტı წავıკıთხე rolleyes.gif და გავაგრძელებ მერე
gmerti2050
ამდენ ნონსეს რომ წერთ, არ დაიღალეთ სხეული, გონება, გრძნობები, თქვენ არ ხართ შესაბამისად გონებამ იფიქროს რამდენიც უნდა, გრძნობებმა კიდევ გამოყონ ემოციები, სხეულმა დაიკმაყოფილოს მოთხოვნილებები, .. გრძნობები ქმნიან სურვილებს , სურვილები ფიქრებს და ეს ყველაფერი გონებაში ხდება გონება იმიტოომაა რომ შექმნას პრობლემა და გადაწყვიტოს ის, შეუქმნას კომფორტი სხეულს და გრძნობებს ის კარგი მსახურია , მაგრამ ბოროტი ბატონი ის ვინც საკუთარ თავს ვერ იპოვის მუდამ გონების ტყვეობაში იქნება და მატერიალ სამყაროს ვერადროს გაცდება, ის ილუზიის ტყვეობაში იქნება. ასე რომ მოკლედ იმან ვინც საკუთარი მე ანუ სული, იგივე თავისუფლება იპოვა , მას არ სწირდება არაფრის კონტროლი,
გოგა
ჰეჰ ჩემი 4 წლის წინანდელი თემა smile.gif))

რამდენმა ფიქრმაც ჩემ გონებაში გაიარ გამოიარა ამ პერიოდშ იმდენი გახარება თქვენ იუზერებო რჩევებისათვის smile.gif)
ano
ციტატა(გოგა @ Aug 30 2014, 11:11 PM) *
ჰეჰ ჩემი 4 წლის წინანდელი თემა smile.gif))

რამდენმა ფიქრმაც ჩემ გონებაში გაიარ გამოიარა ამ პერიოდშ იმდენი გახარება თქვენ იუზერებო რჩევებისათვის smile.gif)


laugh.gif
tikoroma
სადღაც ერთი კვირა ვცდილობდი შეჩერებას და მერე ისე მაწუხებდა საკუთარი აზრები, არადა დავიღალე, ვერ გავძელი და მივატოვე პრაქტიკები
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.