Help - Search - Members - Calendar
Full Version: აღმოსავლური შეგონებანი
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > გამონათქვამების კუთხე
I AM
აღმოსავლური შეგონება 1:

ადამიანი სიყვარულის თვით განხორციელება უნდა გახდეს. როდესაც იგი სიყვარულითაა აღვსილი, მთელი სამყარო სიყვარულით სავსე ხდება. სანამ იგი სიძულვილითაა აღვსილი, მთელი სამყარო სიძულვილით მოცული ეჩვენება მას. როდესაც სიყვარული გაიმარჯვებს, სიკეთისა და ბოროტების დუალიზმი გადალახულ იქნება და ღვთაებრივთან ერთიანობის ბედნიერების განცდა მოხდება.


სხეული უნდა ვალის შესასრულებლად გამოიყენოთ, მაგრამ ზედმეტად არ უნდა მიებათ მას.
ვერც გულმოწყალება, ვერც მსხვერპლად შეწირვა,
ვერც განდეგილობა, ვერც საღვთო წერილების ცოდნა,
ვერც ღრმა მეცნიერული კვლევა,
ვერაფერი შეედრება
გრძნობებზე კონტროლის ძალას.
რა არის ცხოვრება? რა არის უმაღლესი მიზანი? ადამიანი უნდა ჩაუკვირდეს ამ ძირითად კითხვებს. თუმცა მას ჰგონია, რომ მისი უმაღლესი მიზანი საკვების, ტანსაცმლის, თავშესაფრისა და შთამომავლობის არსებობაა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, რამდენადმე აუცილებელია. მაგრამ ეს მხოლოდ არსებობას ეხება და ცხოვრების უმაღლეს მიზანთან არავითარ კავშირში არ იმყოფება. ჩვეულებრივი ცხოვრების პარალელურად ადამიანმა უმაღლეს მიზანს უნდა მიაქციოს ყურადღება.
რატომ ხდება არახელსაყრელი მოვლენები? მხოლოდ იმისთვის, რომ სიკეთეს დაეხმაროს. მათ გამწმენდი ეფექტი გააჩნიათ. ამაღლება და დაცემა ბუნებრივი მდგომარეობებია. როდესაც ასეთი მოვლენები ღვთაებრივთან უშუალო კავშირში ხდება, ისინი უნდა განიხილოთ როგორც პრელუდია რაღაც ამაღლებულისა და დიადისაკენ.
ვინც ღმერთის შეცნობისკენ ისწრაფის, მან უნდა სიმტკიცე იქონიოს და ღიმილით გადაიტანოს შეურაცხყოფა, გულისტკივილი და წამება.
ვისი გულიც თანაგრძნობით სავსეა, ვისი ხელებიც სხვების მსახურებასაა მიძღვნილი, ვისი სხეულიც მუდამ სხვებს ეხმარება, მისი ცხოვრება კურთხეული, კეთილშობილური და აზრით სავსეა.
ადამიანები გონებას იფუჭებენ. რელიგია წახდენილი არ არის. დღეს გონებათა ტრანსფორმაციაა საჭირო და არა ადამიანებისა. როდესაც გონება გარდაიქმნება, ადამიანები ავტომატურად შეიცვლებიან კარგისკენ. ადამიანის ცხოვრება ისე ეწყობა, როგორც მისი გონება ''ფიქრობს''. დღეს ადამიანებმა აზრებისა და გრძნობების სიწმინდეს უნდა მიაღწიონ.
ადამიანის ხასიათის ცუდი თვისებები საკვებისა და სხვა ჩვეულებების შედეგია და ატმადან არ მომდინარეობს. ისეთი მანკიერებები, როგორიცაა ჟინი, მრისხანება, შური და სიამაყე, არასწორი კვების, შეუფერებელი კამპანიის შედეგია და გარეშე ფაქტორთა პროდუქტებს წარმოადგენს. ისინი შიგნიდან არ ჩნდება. მაგრამ ისეთი თვისებები, როგორიცაა სიყვარული, თანაგრძნობა, სხვების მიმართ პატივისცემა, შინაგანი ''მე''-დან წარმოიქმნება. ეს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებია. ადამიანები ამ ღირებულებებს ივიწყებენ და ცხოველურ მიდრეკილებებს მიჰყვებიან, მათგვარი ცხოვრებით ცხოვრობენ. ეს არ არის სწორი. ისინი ისე უნდა ცხოვრობდნენ, რომ თავისი ადამიანური წოდება მუდამ ახსოვდეთ.
I AM
აღმოსავლური შეგონება 2:

სიმდიდრე შეიძლება მოვიდეს და წავიდეს. ძალა შეიძლება იზრდებოდეს ან ილეოდეს. სამყაროში შეიძლება ყველაფერი გაქრეს. მაგრამ არის ერთი რამ, რაც უხრწნადი და მარადიულია. ეს არის ღვთაებრივი სიყვარული. სიყვარულის ყველა დანარჩენი ფორმა ნამდვილ სიყვარულს არ წარმოადგენს. ეს დროებითი, ამქვეყნიური მიბმულობებია, რომლებიც ფიზიკურ, საზოგადოებრივ და სხვა სურვილებზეა დამყარებული.

სიყვარული ყოველ ადამიანში იმყოფება როგორც ნათება, რომლითაც მისი გრძნობებია მონიშნული. სიყვარული ცხოვრებაა და ცხოვრება სიყვარულია. ისევე, როგორც ცეცხლისთვის წვა და წყლისთვის გაგრილება ბუნებრივია, ასევე ადამიანისთვის სიყვარული ბუნებრივია. მის გარეშე იგი ადამიანად არსებობას წყვეტს.
სიყვარული ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა. ეს თვით ცხოვრების სუნთქვაა. ჩვენ პატარა ხეს დიდი სიყვარულით ვზრდით. როდესაც იგი იზრდება და ბოლოს და ბოლოს გამხმარ ხედ იქცევა, ყოველგვარი შეცოდების გარეშე ვჭრით მას. რა დიდი სიყვარულით ვუვლიდით პატარა ხეს! ვზრდიდით, სანამ მასში სიცოცხლე იყო. როდესაც იგი ხმელი და უსიცოცხლო გახდა, მისდამი ჩვენი სიყვარულიც დასრულდა. დედა ბავშვობიდან გვიყვარს, რომელმაც დაგვბადა და გაგვზარდა. მაგრამ როცა კვდება, მარხავენ და მასზე მიბმულობას არ განიცდიან. რა არის ის, რაც წინათ გვიყვარდა? ჩვენ ცოცხალი არსება გვიყვარდა. ამრიგად, სიყვარული და სიცოცხლე ურთიერთდაკავშირებულია.

ამჟამად ადამიანებს მიდრეკილება აქვთ დაივიწყონ სიყვარულისა და სიცოცხლის ურთიერთკავშირი. სიყვარული დღეს პირად ინტერესებშია შერეული. ყოველი ადამიანის ცხოვრების ხეზე არის სიყვარულის ნაყოფი. ამ ნაყოფით რომ დავტკბეთ, ჯერ ქერქი უნდა მოვაცილოთ მას. ასევე თესლებიც ნდა მოვაცილოთ. ამის შემდეგ ტკბილი წვენი შეგვიძლია დავლიოთ. ცხოვრების ხის ნაყოფის ქერქი აჰამკარაა (ეგოიზმია). თესლები – ადამიანის პირადი სურვილები. როდესაც ეგოიზმი და პირადი სურვილები მოცილებულ იქნება, სიყვარულის წვნით დატკბობა შესაძლებელი გახდება. უპანიშადები ამ სიყვარულს აღწერენ როგორც `ტკბილ წვენს, რომელიც არის ამრიტამ და უმაღლესი ბრაჰმანი~. ეს ნიშნავს, რომ სიყვარულის ნექტარი არის ჭეშმარიტად ბრაჰმანი (ღმერთი). ეს თვით ცხოვრებაა. ეს არის ღვთაებრივი ნათება – ტეჯასი.
I AM
აღმოსავლური შეგონება 3:

ჭეშმარიტი სიყვარული მხოლოდ და მხოლოდ ჰრიდაიას (გულს) ეხება. დღეს ადამიანი ასეთ უცვლელ და მარადიულ სიყვარულს უარყოფს. იგი დროებით ცდუნებებს მისდევს და დროს ტყუილად კარგავს. იგი, წუთიერ წვრილმან სიამოვნებებსაა გამოკიდებული, უაზროდ დაეხეტება და ყოველგვარ მწუხარებაში ვარდება. მას თავისი ჭეშმარიტი გზის პოვნა მხოლოდ სულიერი განათების ძიებაში შეუძლია. სულიერება რიტუალური ღვთისმსახურებით არ შემოიფარგლება. იგი ცხოველური თვისებების მოცილებას მოითხოვს. მხოლოდ ამ შემთხვევაში გაჩნდება ადამიანში წმინდა გრძნობები. ეს ნამდვილი სულიერებაა. ყველა არსება ღმერთის შვილად ჩათვალეთ. ბოროტ ნებას ნუ გამოავლენთ. სწორედ სიძულვილისა და ბოროტი ნების გამო ჩაერთო კაცობრიობა ძალადობასა და სისხლის ღვრაში. ადამიანის სისხლი თავდაპირველად სუფთა, ღვთაებრივი და უმწიკვლოა. ამის მიმართ არასწორი დამოკიდებულება ცხოველური ან დემონური ნატურის ნიშანია.

სიყვარული ყოველი ადამიანის უდიდესი თვისებაა. როდესაც სიყვარული არ არის, თავს წამოყოფენ ისეთი ბილწი თვისებები, როგორიცაა სიძულვილი და ეჭვი. თქვენი ცხოვრების სუნთქვად აქციეთ სიყვარული.

I AM
აღმოსავლური შეგონება 4: babu.gif babu.gif

ადამიანები თავის სარწმუნოებას უმაღლესად თვლიან და სხვა სარწმუნოებებს დასცინიან. ამის უფლება არავის აქვს. ძალიანაც თუ აფასებთ თქვენს სარწმუნოებას, უნდა გაიგოთ, რომ სხვებსაც აქვთ უფლება თავის სარწმუნოებას აფასებდნენ. შეგიძლიათ ღრმად პატივს სცემდეთ თქვენს რელიგიას. ეს ასეც უნდა იყოს. მაგრამ ნუ აკრიტიკებთ და ნუ შეიძულებთ სხვა ადამიანთა რელიგიას. სამწუხაროდ ხალხმა სხვა რელიგიების მიმართ პატივისცემის გრძნობა დაკარგა. თუ ამას ყველა გაიგებს, მსოფლიოში კონფლიქტებსა და უთანხმოებებს ადგილი არ ექნება.

დღეს ადამიანები ერის დაცვაზე ლაპარაკობენ. ერი დაცვას არ საჭიროებს. თუ ჭეშმარიტებას და მართლქმედებას იცავთ, ერი ავტომატურად იქნება დაცული. ერის დაცვის საბაბით ბომბები და იარაღი გროვდება, რომლებიც ერს შლის.

ყველა უბედურების ფესვი ადამიანის ეგოიზმია. საკუთარ ინტერესებზე ზოგიერთი ზრუნვა გამართლებულია. მაგრამ რაც ბუნებრივ ზღვრებს სცილდება, უბედურება ხდება. ადამიანს გარჩევის უნარი აქვს მიცემული, რათა თავისი სურვილების კონტროლი შეძლოს. ეს უნარი იმაში უნდა გამოიყენოთ, რომ ყოველი შემთხვევის დროს გადაწყვიტოთ, არის თუ არა მოქმედება გამართლებული.

ნურავის მიმართ ნუ გექნებათ ცუდი გრძნობები. ისინი თქვენ უფრო მეტად გავნებენ, ვიდრე სხვებს. როგორც ანდაზა ამბობს ტელუგუზე: ''მრისხანება შენი მტერია, სიმშვიდე - მეგობარი და ძმა. ბედნიერება შენი სამოთხეა, მწუხარება – შენი ჯოჯოხეთი''. განავითარეთ წმინდა და სუფთა გრძნობები. ჩვენ ადამიანთა დაბადების დღეებს ვზეიმობთ. მაგრამ ჭეშმარიტი დაბადების დღე მაშინაა, როდესაც ადამიანში კარგი აზრები იბადება.

გაგრძელება იქნება smile.gif
I AM

Alpha

QUOTE
ეგ შეგონებები საიდან არის?


ჩემი შეგროვებულია wink.gif
-------------------------------------------------------
აღმოსავლური შეგონება 5: babu.gif


გონება უკიდურესად ძლიერია. იგი

უდიდესი სიჩქარით მოძრაობს. იგი უფრო ფაქიზია, ვიდრე ცა და ელექტრობაც კი. როცა ასეთი გონება ცუდ მიზნებზე გამოიყენება, ადამიანი ყველა სახის მწუხარების მსხვერპლი ხდება.

გონებას სინათლეზე უფრო სწრაფად შეუძლია მოძრაობა. გონება მოქმედებს რადიოტალღების მსგავსად. გონებიდან გამომავალი აზრითი ტალღები ასევე რადიოტალღების თვისებებს იძენს. გონების ოკეანიდან გამოვლენილ ტალღებს დასასრული არ აქვს.

უდიდესია გონების ძალა. გონება ადამიანის სხეულზე მეტს ცოცხლობს. აზრითი ტალღები ისევე გამოსხივდებიან, როგორც სითბური, რადიო- ან სინათლის ტალღები. აზრითი ტალღები ადამიანის ბედნიერების ან უბედურების, ჯანმრთელობის ან ავადმყოფობის, დაბადებისა და სიკვდილის წყაროა. საჭიროა ამ ტალღების შესაძლებლობანი გვესმოდეს და ამ გაცნობიერებაზე ვაწარმოოთ ჩვენი ქცევები.

როდესაც კარგი აზრები, კარგი გრძნობები და კარგი განზრახვები ჭარბობს, გონება სუფთა ხდება. მხოლოდ სუფთა გონების დროს ხდება მოქმედებები და მათი შედეგები სუფთა.
დღეს ჩვენ აზრების თესლს – კარმას – ვთესავთ და მოქმედებათა მოსავალს ვიმკით. კარმის თესლიდან სვაბჰავა (ქცევის ნაყოფი) იზრდება. ქცევის თესლიდან ხასიათის ნაყოფი ჩნდება. ხასიათის თესლი ადრიშტამის (ბედის) ნაყოფს წარმოშობს. ასე შეიძლება დავაკვირდეთ ადამიანის პროგრესის ეტაპებს – აზრიდან ბედისკენ. ასეთნაირადაა ჩვენი წარმატებები და წარუმატებლობები აზრებთან დაკავშირებული. ცუდი აზრებით გადატვირთული გონება გაუღწეველ სიბნელეში აგდებს ადამიანს. იგივე გონებას, ოღონდ კარგი აზრებით, უმაღლეს მწვერვალებამდე შეუძლია ადამიანი აიყვანოს. ამიტომ ადამიანისთვის აზრებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ისინი მის სასიცოცხლო სუნთქვას შეადგენს. ამის გაგების გარეშე ადამიანი ნებას რთავს გონებაში შეაღწიოს ცუდმა მიდრეკილებებმა, ისეთმა, როგორიცაა მრისხანება, შური, სიძულვილი და პატივმოყვარეობა და თვითონ იგდებს თავს უბედურებაში.

ადამიანი, რომელიც ცდილობს სხვებს გული ატკინოს, მრავალ ცუდ აზრს უყრის თავს გონებაში. მაგრამ ეს აზრები ათჯერ უფრო მეტად ვნებს საკუთარ თავს, ვიდრე გარშემომყოფებს. მან არ იცის ეს ჭეშმარიტება. იგი აღვსილია სურვილით სხვებს ავნოს და აწყენინოს. მაგრამ ''სხვები'' არ არსებობს, ყველა ღმერთის მანიფესტაციაა. ადამიანს არ ესმის სხვა ადამიანებში ღვთაებრიობა და ცდილობს ავნოს მათ. მაგრამ ის, ვინც სხვებზე მახვილს სწევს, მახვილით კვდება. ზიანი, რომელსაც ის სხვებს აყენებს, მასვე დაუბრუნდება. ვინც სხვებს აწყენინებს, თვითონვე იქნება წყენინების სამიზნე. როგორიცაა აზრები, ისეთივეა შედეგი. ადამიანის არსებობა აზრებსა და შედეგებზეა დამყარებული.
I AM
welcomeani.gif

აღმოსავლური შეგონება 6: babu.gif

ადამიანი ყოველთვის ცდილობს თავისი ნაკლოვანებები დამალოს, როგორც სირაქლემა, რომელიც თავს ქვიშაში მალავს იმ იმედით, რომ მონადირე ვერ დაინახავს მას. მაგრამ მონადირესთვის სირაქლემა იოლი ნადავლი ხდება. ზუსტად ასევე, ეგოთი და ბოროტებით აღვსილი ადამიანი ფიქრობს, რომ მისი აზრები არავისთვის ცნობილი არ არის. მაგრამ ადამიანის გონება გრამაფონის ჩანაწერს ჰგავს. მისი კარგი და ცუდი აზრები მის სახეზე აისახება, თუმცა თვითონ ამას ვერ ამჩნევს. მაგრამ ნებისმიერი გარეშე დამკვირვებელი ამას ადვილად შენიშნავს. ბოროტი აზრებით აღვსილი ადამიანის სახე ძველ თიხის დოქს ჰგავს. სახე ეკრანი ხდება, რომელიც გვიჩვენებს იმას, რაც გონებაში ხდება.

როგორც აზრები მოქმედებებს გამოიწვევს, ასევე ადამიანის ქცევა და ლაპარაკი გონების მიდრეკილებებზე ახდენს გავლენას და კარგი ან ცუდი იმპულსების აღძვრას უწყობს ხელს. ადამიანი ფიქრობს, რომ არავის შეუძლია მისი აზრების ცოდნა. იგი თავს იკატუნებს, რომ გარშემომყოფნი მისთვის სასიამოვნო ადამიანებია, ფარულად კი მათზე ცუდი აზრები აქვს. მაგრამ ფაქტიურად სხვებს კი არა, საკუთარ თავს ატყუებს, ვინაიდან როდესაც თავში ცუდ აზრებს ატარებს, იგი დეგრადაციას განიცდის.

ადამიანის გულის ბუნებრივი მდგომარეობა სისუფთავეა. მაგრამ როდესაც ბოროტი აზრების შხამიან გველებს ნებას რთავს შიგნით შევიდნენ, ადამიანი თავის თავში მღელვარებას უშვებს.
როგორ შეიძლება ადამიანი წყნარად იყოს იმ სახლში, სადაც გველი დასახლდა? გონებაში ცუდი აზრები სახლში მყოფ შხამიან გველებზე უარესია. აბსოლუტურად არავითარი ადგილი არ უნდა მივცეთ ბოროტ აზრებს.

დღეს ადამიანებს არ ესმით გონების უდიდესი ძალა. ხუთი ელემენტი, ხუთი სასიცოცხლო სუნთქვა, გრძნობათა ხუთი ორგანო, ხუთი გარსი – ყველა ისინი გონებაზეა დამყარებული. სწორედ იმის გამო, რომ გონების გიგანტური სიმძლავრე არ ცნობიერდება, ადამიანური ცხოვრება იშლება. ადამიანი დაბლა აყენებს გონებას და საკუთარი თავის დეჰუმანიზაციას ახდენს, ცხოველის ან დემონის მსგავსად იქცევა. როცა ადამიანი ხედვას აფართოებს, მას შეუძლია თავისი ღვთაებრიობა გააცნობიეროს.

თუ გსურთ, რომ ერი ვითარდებოდეს და პროგრესირებდეს, თუ ღვთაებრიობის გამოცდილებისაკენ ისწრაფით, რომელი ღვთაებრიობაც მთელ კოსმოსს გამსჭვალავს, კარგ აზრებს უნდა უფრთხილდებოდეთ და ზრდიდეთ. ნუ მოეპყრობით აზრებს როგორც რაღაც უმნიშვნელოს. ვეებერთელა ბანიანის ხე პატარა თესლიდან იზრდება. ტელუგუს ენაზე არის ანდაზური თქმა, რომ პატარა გველსაც კი დიდი ჯოხი უნდა ურტყა. ასევე, ცუდ აზრს, პატარასაც კი, კი უნდა მოერიდო.


დასაწყისი ამ თემიდან.... http://www.esoteric.ge/forum/index.php?sho...=920&st=600

გაგრძელება იქნება................ smile.gif
I AM
აღმოსავლური შეგონება 7: babu.gif

სამყაროში ყოველ პადართჰაში (ობიექტში) უცვლელად იმყოფება პარართჰა (ტრანცენდენტული). პადართჰა გრძნობებით აღიქვება. პარართჰა მასში იმყოფება როგორც ენერგია. მიუხედავად იმისა, რომ პადართჰა (მატერია) და პარართჰა (ენერგია) ორ სხვადასხვა არსებად გვეჩვენება, მათი ერთიანობა შეადგენს ღვთაებრივ საწყისს, რომელიც კოსმოსში იმყოფება. ენერგია არის ფაქიზი საფუძველი, მატერია – მისი უხეში გამოსახვა. ისინი განუყოფლადაა ერთმანეთთან დაკავშირებული. გიტა მათს ურთიერთდამოკიდებულებას აღწერს როგორც ქშეტრა (ველი) და ქშეტრაჯნია (ველის მცოდნე). მთელი ბუნება ქშეტრაა. ქშეტრაჯნია არის ის, ვინც მთელ ბუნებას გამსჭვალავს და აცოცხლებს მას. ქშეტრაჯნიას (მცოდნის) გარეშე ქშეტრას არსებობა არ შეუძლია. ქშეტრას გარეშე ქშეტრაჯნია ვერ აღიქვება. ბჰაგავად გიტაში კრიშნა ამტკიცებს: ''მიცან მე, როგორც ქშეტრას მცოდნე''.

ამასთან დაკავშირებით უნდა გავიგოთ, რომ სწორედ გონების სიმძლავრის წყალობით ხდება შექმნა, შენარჩუნება და მოშლა კოსმოსში. ეს ჭეშმარიტება ბრაჰმა სუტრაში შემდეგნაირადაა გამოსახული: ''ტატ ჯალან'' (ყველაფერი მისიდან მჟღავნდება, მის მიერ ნარჩუნდება და მასში ზავდება).

სანამ ადამიანი გრძნობით მისწრაფებებშია ჩაფლული, მას არ შეუძლია თავისი ჭეშმარიტი ბუნების ბრწყინვალება გამოსცადოს. როცა იგი არამიბმულობას ავითარებს და ესმის, რომ გრძნობითი სიამოვნებები წარმავალია, თავისი ჭეშმარიტი არსის გაცნობიერებას იწყებს. რიტუალური ღვთისმსახურების ყველა ფორმა თავისთავად უსარგებლოა, რამდენადაც იგი დუალიზმზეა დაფუძნებული. ადამიანმა უნდა გადაზარდოს ეს მდგომარეობა და ღმერთთან თავისი ერთიანობა გააცნობიეროს.

ადამიანი განუწყვეტლივ ღმერთის ხედვას ეძებს, მაგრამ ვერ გაუგია, რომ ღმერთი ყველგანაა კოსმოსში. სამყაროს ხილულ ობიექტებში ღვთაებრიობის დანახვის უუნარობა უმეცრების ნიშანია. გამჟღავნებულ სამყაროში ყველაფერი ღმერთითაა გამსჭვალული. თქვენ კი უყურებთ ბუნებას და მის მხოლოდ ამქვეყნიურ ასპექტს ხედავთ. როდესაც გონების ყურადღება ღმერთზეა მოკრებილი, თქვენ ყველაფერში ღმერთს ხედავთ. ამრიგად, ნაკლი თქვენს დრიშტიშია (ხედვაში), და რა სრიშტიში (ქმნილებაში). შეცვალეთ თქვენი ხედვა.

გაგრძელება იქნება............
Alpha
მომწონს l_book.gif
I AM
დამიანები ერთმანეთს ხშირად ურჩევენ გული გაიფართოონ. მაგრამ გულის გაფართოება გაიძულებთ კარდიოლოგს მიმართოთ! თქვენთვის გონების, ხედვის გაფართოებაა საჭირო. სულიერი გული, და არა ფიზიკური, თავიდანვე ფართოა. მას კოსმოსური ცნობიერება გააჩნია. არ არის მისი გაფართოების საჭიროება. მხოლოდ ფართო გონებაა საჭირო, რომ სულიერი გულის სიფართოვე გააცნობიეროს. ვიწროდ აზროვნება უნდა მოისპოს. მთლიანად უნდა გამოირიცხოს შეზღუდული იდეები ''მე''და ''ჩემი'' ყველა ფორმასა და გამოვლინებაში.

დამიანები ერთმანეთს ხშირად ურჩევენ გული გაიფართოონ. მაგრამ გულის გაფართოება გაიძულებთ კარდიოლოგს მიმართოთ! თქვენთვის გონების, ხედვის გაფართოებაა საჭირო. სულიერი გული, და არა ფიზიკური, თავიდანვე ფართოა. მას კოსმოსური ცნობიერება გააჩნია. არ არის მისი გაფართოების საჭიროება. მხოლოდ ფართო გონებაა საჭირო, რომ სულიერი გულის სიფართოვე გააცნობიეროს. ვიწროდ აზროვნება უნდა მოისპოს. მთლიანად უნდა გამოირიცხოს შეზღუდული იდეები ''მე''და ''ჩემი'' ყველა ფორმასა და გამოვლინებაში.

ბჰაქთი და ჯნიანა (ერთგულება და ცოდნა) ოთხთვალაში შებმულ ორ ხარს ჰგავს; ორივემ ერთად უნდა გასწიონ ჭაპანი. თითოეული ხარი უნდა მშვიდობიანად იყოს მეორესთან და ტვირთის უფრო ჩქარ გადატანაში ეხმარებოდეს. ჯნიანა უნდა ერთგულებას ეხმარებოდეს ზრდაში; ერთგულებამ ხელი უნდა გაუმართოს ჯნიანას ზრდაში.

რატომაა ინტელექტი ასე მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ გრძნობათა ორგანოები სხეულზე მაღლა დგას, გონება გრძნობით ორგანოებზე მაღლა დგას, ინტელექტი კი გონებაზე მაღლა დგას. ამგვარად, ინტელექტი ყველაზე უფრო ახლოს დგას ''მე''-სთან, და მას შეუძლია მეტი შესაძლებლობები და ნათება მიიღოს ატმასგან. ამიტომ, ადამიანმა უნდა ინტელექტი გამოიყენოს ატმას გაგებისთვის და შეგრძნობისთვის და ბედნიერი ცხოვრებისთვის.

დაბადებიდან სიკვდილამდე ადამიანი ჭამაში და ძილში ხარჯავს დროს. ეს არის მიღწევა, ადამიანის სტატუსს რომ შეეფერება? ზოგიერთებმა შესაძლოა დაიტრაბახონ თავისი განათლებით, სალოცავებში სიარულით, მსახურებისა და რიტუალების შესრულებით, თავისი მაღალი მდგომარეობით. სინამდვილეში, მსგავს მიღწევათა საფუძველზე თავის დიდად დაფასება ცოდვაა.
როდესაც ადამიანი გულწრფელად გაიგებს, რომ მთელი თავისი მიღწევებისთვის ღმერთის წყალობას უნდა უმადლოდეს, მისი ცხოვრება ფუჭად არ ჩაივლის. ადამიანს თავისი ცხოვრება დემონურამდე დაჰყავს, როცა იგი ფიქრობს ერთს, ამბობს მეორეს, აკეთებს მესამეს, და მოღვაწეობის ამ სამ სახეს შორის აუცილებელ ჰარმონიას არღვევს.


გაგრძელება იქნება......
Atman
I AM

ეს ბოლო ვისი სიტყვები იყო?
I AM
QUOTE
ეს ბოლო ვისი სიტყვები იყო?


Atman

rolleyes.gif ??? ვერ გავიგე...
Atman
I AM
QUOTE(I AM @ 11th November 2010 - 10:07 AM) *
დამიანები ერთმანეთს ხშირად ურჩევენ გული გაიფართოონ. მაგრამ გულის გაფართოება გაიძულებთ კარდიოლოგს მიმართოთ! თქვენთვის გონების, ხედვის გაფართოებაა საჭირო. სულიერი გული, და არა ფიზიკური, თავიდანვე ფართოა. მას კოსმოსური ცნობიერება გააჩნია. არ არის მისი გაფართოების საჭიროება. მხოლოდ ფართო გონებაა საჭირო, რომ სულიერი გულის სიფართოვე გააცნობიეროს. ვიწროდ აზროვნება უნდა მოისპოს. მთლიანად უნდა გამოირიცხოს შეზღუდული იდეები ''მე''და ''ჩემი'' ყველა ფორმასა და გამოვლინებაში.

დამიანები ერთმანეთს ხშირად ურჩევენ გული გაიფართოონ. მაგრამ გულის გაფართოება გაიძულებთ კარდიოლოგს მიმართოთ! თქვენთვის გონების, ხედვის გაფართოებაა საჭირო. სულიერი გული, და არა ფიზიკური, თავიდანვე ფართოა. მას კოსმოსური ცნობიერება გააჩნია. არ არის მისი გაფართოების საჭიროება. მხოლოდ ფართო გონებაა საჭირო, რომ სულიერი გულის სიფართოვე გააცნობიეროს. ვიწროდ აზროვნება უნდა მოისპოს. მთლიანად უნდა გამოირიცხოს შეზღუდული იდეები ''მე''და ''ჩემი'' ყველა ფორმასა და გამოვლინებაში.

ბჰაქთი და ჯნიანა (ერთგულება და ცოდნა) ოთხთვალაში შებმულ ორ ხარს ჰგავს; ორივემ ერთად უნდა გასწიონ ჭაპანი. თითოეული ხარი უნდა მშვიდობიანად იყოს მეორესთან და ტვირთის უფრო ჩქარ გადატანაში ეხმარებოდეს. ჯნიანა უნდა ერთგულებას ეხმარებოდეს ზრდაში; ერთგულებამ ხელი უნდა გაუმართოს ჯნიანას ზრდაში.

რატომაა ინტელექტი ასე მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ გრძნობათა ორგანოები სხეულზე მაღლა დგას, გონება გრძნობით ორგანოებზე მაღლა დგას, ინტელექტი კი გონებაზე მაღლა დგას. ამგვარად, ინტელექტი ყველაზე უფრო ახლოს დგას ''მე''-სთან, და მას შეუძლია მეტი შესაძლებლობები და ნათება მიიღოს ატმასგან. ამიტომ, ადამიანმა უნდა ინტელექტი გამოიყენოს ატმას გაგებისთვის და შეგრძნობისთვის და ბედნიერი ცხოვრებისთვის.

დაბადებიდან სიკვდილამდე ადამიანი ჭამაში და ძილში ხარჯავს დროს. ეს არის მიღწევა, ადამიანის სტატუსს რომ შეეფერება? ზოგიერთებმა შესაძლოა დაიტრაბახონ თავისი განათლებით, სალოცავებში სიარულით, მსახურებისა და რიტუალების შესრულებით, თავისი მაღალი მდგომარეობით. სინამდვილეში, მსგავს მიღწევათა საფუძველზე თავის დიდად დაფასება ცოდვაა.
როდესაც ადამიანი გულწრფელად გაიგებს, რომ მთელი თავისი მიღწევებისთვის ღმერთის წყალობას უნდა უმადლოდეს, მისი ცხოვრება ფუჭად არ ჩაივლის. ადამიანს თავისი ცხოვრება დემონურამდე დაჰყავს, როცა იგი ფიქრობს ერთს, ამბობს მეორეს, აკეთებს მესამეს, და მოღვაწეობის ამ სამ სახეს შორის აუცილებელ ჰარმონიას არღვევს.


ეს ვისი სიტყვებია-მეთქი?
I AM
Atman

QUOTE
ეს ვისი სიტყვებია-მეთქი?


მნიშვნელოვანია არა სიტყვების ავტორი, არამედ სიტყვების არსი wink.gif
Atman
I AM

ერთიც მნიშვნელოვანია და მეორეც. თუმცა წერილობითი ფორმით დიდი მნიშვნელობა არა აქვს.


I AM
აღმოსავლუ8რი შეგონება 9: babu.gif

გავრცელებულია აზრი, რომ მხოლოდ ისეთი მოქმედებები ითვლება ცოდვად, როგორიცაა დაბრალება, წყენინება ან ფიზიკური ტკივილის მიყენება. მაგრამ არსებობს ცოდვა, რომელსაც ადამიანთა უმრავლესობა სჩადის: ისინი ფიქრობენ ერთს, ამბობენ მეორეს და აკეთებენ მესამეს. როცა ადამიანი ამგვარ მოქმედებებზე უარს იტყვის და თავის ფიქრებში, სიტყვებში და საქმეებში ჰარმონიას დაიცავს, იგი შეიძლება პურნა მანავად (სრულყოფილ ადამიანად) ჩაითვალოს. ამიტომ უპანიშადები ამტკიცებენ, რომ მაჰატმა (დიადი სული) არის ის, ვინც აზრის, სიტყვისა და საქმის სიწმინდესა და ერთიანობას პრაქტიკაში ატარებს; ხოლო ისინი, ვისი აზრები, სიტყვები და საქმეებიც განსხვავებულია, დურატმას (ცოდვილებს) წარმოადგენენ. ამასთან დაკავშირებით გონება კრიტიკულ როლს თამაშობს, და მას შეუძლია ადამიანი დიდ სიმაღლეებზეც ასწიოს, და უფსკრულშიც ჩააგდოს. ჩვენ უნდა გონების ბატონები ვიყოთ, და არა მონები. გონების სათანადო მართვა მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომელიც დღეს კაცობრიობის წინაშე დგას.
td.........
QUOTE(I AM @ 11th November 2010 - 12:14 PM) *
ისინი ფიქრობენ ერთს, ამბობენ მეორეს და აკეთებენ მესამეს

მარტივად ომ ვთქვათ სიცრუეა ეს..smile.gif
I AM
Atman

QUOTE
ერთიც მნიშვნელოვანია და მეორეც. თუმცა წერილობითი ფორმით დიდი მნიშვნელობა არა აქვს

yes.gif

თან ეს პიროვნება საკმაოდ კარგად იცნობს ვედურ ფილოსოფიას





აღმოსავლური შეგონება 10: babu.gif


ადამიანის ცხოვრების მთავარი მიზანი თავისი ჭეშმარიტი არსის გაცნობიერებაა. როდესაც ადამიანური ცხოვრების მთელ სიწმინდეს გააცნობიერებთ, ღვთაებრივის შეგნებას შესძლებთ. ადამიანის ჩათვლა მხოლოდ სხეულის, გრძნობებისა და გონების კომბინაციად, რომლებიც მხოლოდ უპადჰია (სათავსი), ნამდვილი უმეცრებაა. საკუთარი თავის სხეულად ჩათვლა ისევე აბსურდულია, როგორც თავისი თავის სახლად ჩათვლა, სადაც თქვენ ცხოვრობთ, ან მანქანად, რითაც მოგზაურობთ. საჭიროა ინსტრუმენტების - სხეულის, გონებისა და ინტელექტის - დახმარებით თქვენი ღვთაებრივი არსის ჭეშმარიტება გააცნობიეროთ. ღვთაებრივ შინაგან ''მე''-ს რამდენიმე სინონიმი აქვს, მაგალითად, დრიშტა (მხედველი), ჩიტ (გაცნობიერება), ჩაიტანია (ცნობიერება), სატ-ჩიტ-ანანდა (ყოფიერება-ცნობიერება-ნეტარება) და სხვა. იგი, ეს ''მე'', არის პარიპურნამ (სრული, მთლიანი) და სთჰირამ (უცვლელი). თქვენ შეგიძლიათ გამოიკვლიოთ, წარმოადგენს თუ არა შინაგანი `მე~ ფაქიზ, მიზეზობრივ ან ზე-მიზეზობრივ სხეულს, ბჰაქთის (ერთგულებას) თუ ჯნიანის (სიბრძნეს), ინერტულს თუ შემცნობს, ჰირანიაგარბჰას (კოსმოსურ კვერცხს) თუ ვიშვას (კოსმოსს), პინდას (მიკროკოსმოსს) თუ ბრაჰმაანდას (მაკროკოსმოსს), არის თუ არა იგი საწყისი, შუა ან ბოლო. პასუხი უარყოფითი იქნება. ყველა ეს კატეგორია ორობითს განეკუთვნება, მაშინ როდესაც ჭეშმარიტი ''მე''არაორობითია. ''ეკამევა ადვიტიიამ'' (არის მხოლოდ ერთი და მეორე არ არსებობს


ადამიანი თავისებურების ორი სახის შეთავსებაა. ერთი ცხოველური ბუნებაა. მეორე – ღვთაებრივი. როდესაც ადამიანი ცუდ თვისებებს ემორჩილება, ისეთებს, როგორიცაა ჟინი, მრისხანება, სიხარბე, მოტყუება, სიამაყე და ეგოიზმი (ადამიანის ექვსი მტერი), მას ცხოველის დონემდე დაჰყავს თავი. მეორეს მხრივ, ის, ვინც სწორად იყენებს ღმერთის მიერ მოცემულ კარგ თვისებებს, ისეთებს, როგორიცაა გონება, სიბრძნე და ზნეობრიობა, ჭეშმარიტებისა და სიმართლის გზით მიდის, წმინდა საქმეებს უძღვნის თავს, იგი, ბოლოს და ბოლოს ღვთაებრივს აღწევს. ადამიანს შეუძლია არჩევანი გააკეთოს – მიჰყვეს იმ გზას, რომელიც მას ცხოველურ მდგომარეობამდე მიიყვანს, ან იმ გზას, რომელიც ღვთაებრიობამდე მიიყვანს, რადგან ორივე უნარი მასში თანაბარი ზომით იმყოფება. მნიშვნელოვანია არჩევანი, რომელსაც ის აკეთებს. ''როგორიცაა აზრები, ისეთივეა ბოლო''. გონება განსაზღვრავს მიზანს, რომელსაც ადამიანი მიჰყვება. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია გონება სწორ გზაზე მივმართოთ და ადამიანის არსებობის ჭეშმარიტი სიდიადე გავაცნობიეროთ. დანის საშუალებით შეგიძლიათ ბოსტნეული დაჭრათ და გემრიელი საჭმელი დაამზადოთ. ამავე დანით, თუ დემონურ გზას დაადგებით და ადამიანად არსებობას შეწყვეტთ, თქვენ შეგიძლიათ სხვა ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმოთ.


P.S. თუ ვინმეს გაქვთ რაიმე ბრძნული შეგონებანი, დადეთ რა... smile.gif
I AM
აღმოსავლური შეგონება 11: babu.gif


ადამიანები სამყაროს მრავალფეროვნად აღიქვამენ. მაგრამ საღვთო წერილები აცხადებენ: ''არის მხოლოდ ერთი. ბრძენები მას მრავალ სახელს უწოდებენ''. ადამიანები განიცდიან სიცხეს და სიცივეს, ბედნიერებას და მწუხარებას, სიბნელეს და სინათლეს, სიმდიდრეს და გაკოტრებას. ეს ყველაფერი ერთის დაპირისპირებული ასპექტებია, და არა ორი განსხვავებული რამ. მაგალითად, სიბნელე გვეხმარება, რომ სინათლით დავტკბეთ. სიბნელე რომ არ ყოფილიყო სინათლე არ იქნებოდა ასეთი მნიშვნელოვანი. სიბნელე სინათლის არარსებობაა. სინათლე სიბნელის არარსებობაა. სიბნელე ღირებულებას აძლევს სინათლეს. მწუხარება ღირებულებას აძლევს ბედნიერებას.

ადამიანისთვის ყველაზე უფრო შესაფერისი სადჰანაა აუღელვებლობის განვითარება, უნარისა მწუხარებას არ ემორჩილებოდეს და სიხარულისგან არ ზეიმობდეს. ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანები ბედნიერებისა და უბედურებების ყველა სახეს განიცდიან. წერილები ამტკიცებენ: ''თანაბრად მოეპყარით სიხარულს და მწუხარებას, მოპოვებას და კარგვას''.


ადამიანები მხოლოდ თავისი თავის და საკუთარი ინტერესების ზრუნვით არიან დაკავებული. ისინი კითხულობენ: ''ეს წმინდა ტაძარია. როგორ შეიძლება ასეთ წმინდა ადგილზე რაიმე ბიწიერი იყოს?'' ისინი საგნებს ვიწროდ უყურებენ. მათ არ ესმით, რომ ღმერთისთვის მთელი სამყარო ტაძარს წარმოადგენს. რაც არ უნდა და სადაც არ უნდა ხდებოდეს, ეს ხდება ღმერთის ტაძარში. კოსმოსი ღმერთის ფორმაა. ღმერთი ველგანაა. როდესაც ტაძარი მიწის ნაკვეთზეა აგებული, ეს მიწა ტაძარი ხდება. როდესაც ტაძარი ინგრევა, მიწა კვლავ მიწად იქცევა. ღმერთისთვის ნებისმიერი ადგილი ტაძარია. ''მისი ფეხები და ხელები, მისი პირი, თვალები და ყურები ველგანაა. იგი ყველაფერს მოიცავს და ყველაფერს გამსჭვალავს'' (სტროფი გიტადან).


იცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა ან შემცირება თქვენს ხელშია. როდესაც მშვიდი ხართ, ბედნიერებითა და სუფთა აზრებით ხართ აღვსილი, თქვენი სიცოცხლე ხანგრძლივდება. როდესაც შურით, მრისხანებით, სიძულვილითა და სიამაყით ივსებით, თქვენი სიცოცხლე ხანმოკლე ხდება.


QUOTE
P.S. თუ ვინმეს გაქვთ რაიმე ბრძნული შეგონებანი, დადეთ რა...
Anna
I AM

kiss1.gif good.gif good.gif

Good job!
Existence
QUOTE(I AM @ 13th November 2010 - 09:38 AM) *
ადამიანები სამყაროს მრავალფეროვნად აღიქვამენ. მაგრამ საღვთო წერილები აცხადებენ: ''არის მხოლოდ ერთი. ბრძენები მას მრავალ სახელს უწოდებენ''. ადამიანები განიცდიან სიცხეს და სიცივეს, ბედნიერებას და მწუხარებას, სიბნელეს და სინათლეს, სიმდიდრეს და გაკოტრებას. ეს ყველაფერი ერთის დაპირისპირებული ასპექტებია, და არა ორი განსხვავებული რამ. მაგალითად, სიბნელე გვეხმარება, რომ სინათლით დავტკბეთ. სიბნელე რომ არ ყოფილიყო სინათლე არ იქნებოდა ასეთი მნიშვნელოვანი. სიბნელე სინათლის არარსებობაა. სინათლე სიბნელის არარსებობაა. სიბნელე ღირებულებას აძლევს სინათლეს. მწუხარება ღირებულებას აძლევს ბედნიერებას.


yes.gif

გმადლობთ . ის მრავალ სახე არის ყველაფერი და ის ყველაფერი ვართ ჩვენ.
I AM
Anna
Existence


მადლობა თქვენ და ყველას, ვინც კითხულობთ smile.gif


აღმოსავლური შეგონება 12: babu.gif


მრისხანება ადამიანის ღვთაებრივ შესაძლებლობათა მოშლის მიზეზია. სიძულვილი გულ-სისხლძარღვთა სისტემას აზიანებს. შური ადამიანს ჭკუიდან შლის, ძილს უკარგავს. ამ პირობებში მისთვის საჭმელიც კარგავს თავის სიამეს. ამრიგად, ეს სამი ცუდი თვისება – სიძულვილი, შური და მრისხანება – დამაუძლურებელი ავადმყოფობებია.

მრისხანების გამო ადამიანის ძალა საგრძნობლად მცირდება. ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა შურის, მრისხანებისა და სიძულვილის მაკრატლით იჭრება ნაჭრებად. შური ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირების მთავარი მიზეზია; როდესაც ადამიანი მრისხანებაშია, მისი სხეული მთლიანად ძაგძაგებს. სისხლი ცხელდება. ამის შემდეგ სამი თვეა საჭირო, რომ სისხლი გაგრილდეს. მრისხანების ერთ მომენტს ექვს თვეში მიღებული საჭმლის ენერგია შეუძლია შთანთქას.


შვიდი და სუფთა ცხოვრებით იცხოვრეთ. ღმერთის ერთგულად თვლიდეთ თავს და სხვებს შურით უყურებდეთ, უხამსობაა. ჭეშმარიტი ერთგული მუდამ უნდა იღიმოდეს. გადმოაფრქვიეთ ბედნიერება. როდესაც საკუთარი თავის ღმერთთან ერთიანობას შეიგრძნობთ თქვენ შიგნით, ეს ბედნიერება თვითონ გამოვლინდება. თუ ბედნიერი არ ხართ, ეს იმიტომ, რომ ღმერთთან ერთიანობას არ გრძნობთ.


ნუ სწუხხართ იმის გამო, რაც მოხდა, ხდება ან შესაძლოა მოხდეს. დაე მოვლენები მოხდეს ისე, როგორც ბედი გადაწყვეტს. მაგრამ ის, რაც მოხდა, თქვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს. ''ტასმათ ჯაგრათჰა! ჯაგრათჰა!'' (ამიტომ ფხიზლად იყავი! ფხიზლად იყავი!). მრავალ საკითხში ადამიანები დაუდევრები არიან. დროდადრო უსიამოვნებები ხდება, რომ ფხიზლად ვიყოთ. გაიგეთ, რომ რაც კი რამ ხდება, თქვენ სასიკეთოდ ხდება. ისიც კი, რაც ცუდი გგონიათ, თქვენ სასიკეთოდ კეთდება. ცილისწამებაც კი დიდების მაუწყებელია. გაკიცხვის გვერდით ქება იზრდება, ისევე, როგორც ამოთხრილ ორმოს გვერდით ყრილი იქმნება. ეძებეთ კარგი სახელი, რომელიც თქვენ გელით. ნუ ზრუნავთ მომხდარ წვრილმანებზე. არ არის საჭირო ბრალს სდებდეთ ან ლანძღავდეთ სხვებს. ფხიზლად იყავით და თქვენს კარგ ბუნებას გაუფრთხილდით. თქვენი სიკეთე გარშემომყოფებს გაუზიარეთ და შეიგრძნეთ ბედნიერება, რომელიც ამ დროს იბადება.
ირმა
I AM
QUOTE(I AM @ 13th November 2010 - 10:07 PM) *
მრისხანების გამო ადამიანის ძალა საგრძნობლად მცირდება. ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა შურის, მრისხანებისა და სიძულვილის მაკრატლით იჭრება ნაჭრებად. შური ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირების მთავარი მიზეზია; როდესაც ადამიანი მრისხანებაშია, მისი სხეული მთლიანად ძაგძაგებს. სისხლი ცხელდება. ამის შემდეგ სამი თვეა საჭირო, რომ სისხლი გაგრილდეს. მრისხანების ერთ მომენტს ექვს თვეში მიღებული საჭმლის ენერგია შეუძლია შთანთქას.

დიახაც და საშინელებაა მრისხანება.

I AM good.gif
I AM
აღმოსავლური შეგონება 13: babu.gif

როგორ უნდა გადაწყვიტოთ, ვინ კარგია და ვინ ცუდი? ამ საკითხზე კარგად დაფიქრდით. ის, ვინც კარგში ცუდს ხედავს, ცუდი ადამიანია. ის, ვინც ცუდშიც კი კარგს ხედავს, კარგი ადამიანია. ამიტომ მხოლოდ კარგ ადამიანთა კამპანია ეძებეთ.

ნათქვამია, რომ ადამიანი ჭეშმარიტებისა და მართლქმედების შეთავსებაა. ჭეშმარიტება ღმერთია. მართლქმედება ღვთაებრივია. არ არსებობს ჭეშმარიტების ერთგულებაზე უფრო მეტი მართლქმედება. ჩვენ უნდა სიმშვიდის სასახლეში ვცხოვრობდეთ, რომელიც ჭეშმარიტების საძირკველზე დგას, რომლის კედლებია მართლქმედება, სახურავი კი – სიყვარული.

ყველა ქვეყანაში უნდა აღდგეს ჭეშმარიტ ღირებულებათა გრძნობა და ღმერთის რწმენა. მსოფლიომ უნდა თავიდან მოიცილოს შეზღუდული ცოდნის შედეგები და ბრმა სიამაყე, რომელიც დაცემის წინამორბედია.

შეიგნეთ, რომ შეუძლებელია ღმერთის გზებს ბოლომდე ჩასწვდეთ. განამტკიცეთ ღმერთის რწმენა, შეასრულეთ მისი დარიგებები, შეიგრძნეთ აქედან მოსული ნეტარება და თქვენი ცხოვრების მიზნისაკენ ისწრაფეთ. უსარგებლო სჯა-ბაასსა და კამათს ნუ მიეცემით. ყველაფერი ღვთაებრივის ასპექტებია. ყველაფერი, რაც ხდება, თქვენდა სასიკეთოდ ხდება. ამ რწმენით შეავსეთ თქვენი გულები. ყველაფერი ღმერთისგან მოვლენილი ჩათვალეთ თქვენდა სასიკეთოდ. რმერთმა იცის, თქვენთვის რა არის კარგი, ისევე, როგორც მოსიყვარულე დედამ იცის, ბავშვს რა სჭირდება. არავინ უნდა ელოდოს თავისი ლოცვების აღსრულებას, რადგან უმეცრების გამო მას შეუძლია ითხოვოს ის, რაც მისთვის კარგი არ არის. ბრძენი ადამიანი ღმერთისგან არაფერს ითხოვს. იგი ყველაფერს ღმერთს უტოვებს.
Existence
QUOTE(I AM @ 14th November 2010 - 10:34 AM) *
ბრძენი ადამიანი ღმერთისგან არაფერს ითხოვს. იგი ყველაფერს ღმერთს უტოვებს.


I AM good.gif

აი ამ შეგონებას ყველა ტაძრის ჭიშკარზე გამოვაკრავდი.

უმრავლესობა ადამიანებისა ღმერთს აღიქვავს როგორც თხოვნის ბიუროს,ხალხი ლოცულობს ჯამრთელობიდან დაწყებული ბავშვის ინსტიტუტში ჩაბარებამდე დამთავრებული ყველაფერზე არადა ერთადერთი ლოცვის დანიშნულება შინაგანი კავშირია ღმერთთან აბსოლუტის განცდა შენში
და ერთადერთი რაც შეიძლება თხოვო ღმერთს ეს არის ტრანსცედენტული სიყვარულის განცდა.
ცოდვა სხვა არაფერია თუ არა შენი თავის იდენტიფიკაცია მხოლოდ ჯამრთელობასთან წარმატებასთან და სექსთან შენ შეიძლება ქონდეს ეს ყველაფერი ყოველგავარი პრობლემის და ლოცვის გარეშეც როდესაც შენ თავს აღიქვავ როგორც აერთს აბსოლუტთან და პირველ რიგში ამის განცდას ეძიებ.

(უწინარეს ყოვლისა ეძიეთ ღვთის სასუფეველი და მისი სიმართლე სხვა ყოველივე შეგემატებათ - იესო )
I AM

Existence


QUOTE
აი ამ შეგონებას ყველა ტაძრის ჭიშკარზე გამოვაკრავდი.

უმრავლესობა ადამიანებისა ღმერთს აღიქვავს როგორც თხოვნის ბიუროს,ხალხი ლოცულობს ჯამრთელობიდან დაწყებული ბავშვის ინსტიტუტში ჩაბარებამდე დამთავრებული ყველაფერზე არადა ერთადერთი ლოცვის დანიშნულება შინაგანი კავშირია ღმერთთან აბსოლუტის განცდა შენში
და ერთადერთი რაც შეიძლება თხოვო ღმერთს ეს არის ტრანსცედენტული სიყვარულის განცდა.
ცოდვა სხვა არაფერია თუ არა შენი თავის იდენტიფიკაცია მხოლოდ ჯამრთელობასთან წარმატებასთან და სექსთან შენ შეიძლება ქონდეს ეს ყველაფერი ყოველგავარი პრობლემის და ლოცვის გარეშეც როდესაც შენ თავს აღიქვავ როგორც აერთს აბსოლუტთან და პირველ რიგში ამის განცდას ეძიებ.

(უწინარეს ყოვლისა ეძიეთ ღვთის სასუფეველი და მისი სიმართლე სხვა ყოველივე შეგემატებათ - იესო )


yes.gif

-------------------------------------------



აღმოსავლური შეგონება 14: babu.gif

ყველა უნდა ცდილობდეს სიყვარულის მუდმივად განვითარებას. ძველად ადამიანებს ცოდვის ეშინოდათ. ღმერთის მცნება ასეთი იყო: ცოდვის გეშინოდეთ, ღმერთი გიყვარდეთ. სამწუხაროდ ახლა, კალი-იუგაში (განხეთქილებათა ეპოქაში), ადამიანებს ცოდვა უყვართ და ღმერთს ზურგს აქცევენ. რატომ უნდა გეშინოდეთ ღმერთის? ადამიანებს ცოდვის ჩადენის უნდა ეშინოდეთ, მათ კი ღმერთის ეშინიათ. იმის მაგიერ, რომ ღმერთი უყვარდეთ, მათ ცოდვა უყვართ. ასე შეუფერებლად ატარებენ ისინი ცხოვრებას.

დღეს ჰაერი გაჭუჭყიანებულია. ბგერითი ვიბრციებიც კი ეთერში, ჰაერში, ცეცხლში, წყალში და მიწაში გაჭუჭყიანებულია. როგორ უნდა გავწმინდოთ ისინი? თითოეულმა ადამიანმა უნდა ასუფთაოს და აკურთხოს ატმოსფერო უფლის სახელის დიდების გზით. ადამიანიდან გამოსული ყოველი ბგერა ატმოსფეროში შედის და სამუდამოდ იწერება. თუ დღეს ბგერითი ტალღები გაჭუჭყიანებულია, ეს უწმინდური სიტყვების გამოა, ადამიანები რომ წარმოთქვამენ. ბგერითი ტალღები ატმოსფეროში უფლის სახელის დიდებით უნდა განიწმინდოს. ამ ტალღებს უდიდესი ტრანსფორმაციის შესრულება შეუძლიათ. როგორც ამბობენ, მსოფლიო ატომური ბომბით შეიძლება დაიქცეს. ნაკურთხ ბგერით ტალღებს უფრო მეტი შეუძლიათ. მათ ახალი მსოფლიოს შექმნა შეუძლიათ

თუ გული სუფთაა, მაშინ ყოველივე ის, რასაც ფიქრობთ და აკეთებთ, სუფთა იქნება, ისევე, როგორც სუფთა წყლით შევსილი ავზიდან ჩამოსხმული წყალი ნებისმიერ ჭიქაში სუფთა იქნება. თუ თქვენი აზრები და მოქმედებები უსუფთაო, მიზეზი თქვენ ხართ, რადგან გული სუფთა არ გაქვთ. თვითონ ხართ თქვენი ბედნიერებისა და უბედურების მიზეზი. თქვენს უბედურებებში სხვებს ნუ ადანაშაულებთ. ეს ცოდვაა. თქვენი მდგომარეობა საკუთარ თავს დააბრალეთ
ირმა
QUOTE(I AM @ 15th November 2010 - 11:53 PM) *
დღეს ჰაერი გაჭუჭყიანებულია. ბგერითი ვიბრციებიც კი ეთერში, ჰაერში, ცეცხლში, წყალში და მიწაში გაჭუჭყიანებულია. როგორ უნდა გავწმინდოთ ისინი? თითოეულმა ადამიანმა უნდა ასუფთაოს და აკურთხოს ატმოსფერო უფლის სახელის დიდების გზით. ადამიანიდან გამოსული ყოველი ბგერა ატმოსფეროში შედის და სამუდამოდ იწერება. თუ დღეს ბგერითი ტალღები გაჭუჭყიანებულია, ეს უწმინდური სიტყვების გამოა, ადამიანები რომ წარმოთქვამენ. ბგერითი ტალღები ატმოსფეროში უფლის სახელის დიდებით უნდა განიწმინდოს. ამ ტალღებს უდიდესი ტრანსფორმაციის შესრულება შეუძლიათ. როგორც ამბობენ, მსოფლიო ატომური ბომბით შეიძლება დაიქცეს. ნაკურთხ ბგერით ტალღებს უფრო მეტი შეუძლიათ. მათ ახალი მსოფლიოს შექმნა შეუძლიათ

I AM მადლობა ამ სასიამოვნო სიტყვებისათვის.
და საერთოდ ამ თემისათვის smile.gif
Atman
QUOTE(ირინი @ 16th November 2010 - 12:12 AM) *
დღეს ჰაერი გაჭუჭყიანებულია. ბგერითი ვიბრციებიც კი ეთერში, ჰაერში, ცეცხლში, წყალში და მიწაში გაჭუჭყიანებულია. როგორ უნდა გავწმინდოთ ისინი? თითოეულმა ადამიანმა უნდა ასუფთაოს და აკურთხოს ატმოსფერო უფლის სახელის დიდების გზით. ადამიანიდან გამოსული ყოველი ბგერა ატმოსფეროში შედის და სამუდამოდ იწერება. თუ დღეს ბგერითი ტალღები გაჭუჭყიანებულია, ეს უწმინდური სიტყვების გამოა, ადამიანები რომ წარმოთქვამენ. ბგერითი ტალღები ატმოსფეროში უფლის სახელის დიდებით უნდა განიწმინდოს. ამ ტალღებს უდიდესი ტრანსფორმაციის შესრულება შეუძლიათ. როგორც ამბობენ, მსოფლიო ატომური ბომბით შეიძლება დაიქცეს. ნაკურთხ ბგერით ტალღებს უფრო მეტი შეუძლიათ. მათ ახალი მსოფლიოს შექმნა შეუძლიათ


უდიდესი ძალა აქვს ღმერთის სახელს! გამოყავით დღეში თუნდაც 10 წუთი იმისთვის, რომ ღმერთის სახელი იმეოროთ და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება!

http://www.youtube.com/watch?v=YoOzsX6Vsus...player_embedded

http://www.youtube.com/watch?v=xu12ZnFKNHk

http://www.youtube.com/watch?v=LxOTe5EFkPE

I AM
ირმა


QUOTE
I AM მადლობა ამ სასიამოვნო სიტყვებისათვის.
და საერთოდ ამ თემისათვის



გაიხარე smile.gif

------------------------

აღმოსავლური შეგონება 15: babu.gif


ჩვეულებრივად ძველ გაზეთებს პროდუქტების გასახვევად ვიყენებთ მაღაზიაში. თუ გაზეთში ჟასმინს შევახვევთ, ქაღალდს ჟასმინის სუნი ექნება. სხვა ადამიანს შეუძლია სხვა რამე შეახვიოს, მაგალითად პაკოდა (ტკბილი შემწვარი სიმინდი), და ქაღალდი ამ სუნს მიიღებს. თუ გამოყვანილ თევზს შევახვევთ, ქაღალდი გამოყვანილი თევზის სუნს მიიღებს. რადგან ქაღალდს საკუთარი სუნი არ გააჩნია, იგი იმ საგნის სუნს იღებს, რაც მასთან კონტაქტში იყო. ამის მსგავსად ჩვენი გონება ჭუჭყიანდება ილუზიის - "მე ვარ სხეული'' და მიბმულობის გამო. როდესაც მატერიალურ ობიექტზე ფიქრობთ, გონება ობიექტზე ახდენს ორიენტირებას, მაგრამ თუ მას სასიცოცხლო საწყისზე მიმართავთ, ეს ღვთისნიერს გახდის ცხოვრებას. თუ გონებას წუთისოფელზე მიმართავთ, იგი წუთისოფელზე მიგაბამთ

ღმერთის გაცნობიერებისთვის ნებისმიერი დროა ხელსაყრელი. საჭირო არ არის ახალი კულტურა, ახალი რელიგია ან ახალი ფილოსოფია. მხოლოდ სუფთა გულია საჭირო. თქვენ უნდა ჭუჭყისგან დაიცვათ გული. თქვენი ცხოვრება შეგიძლიათ კურთხეული გახადოთ, თუკი ოქროს წესს დაიცავთ; ''ყველას დაეხმარე და არავის აწყენიო''.

მსახურების აქტი ღირებულებისა და საჯაროობის საფუძველზე არ უნდა ფასდებოდეს; ეს შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ჭიქა წყალი, რომელიც მგზავრისთვისაა შეთავაზებული ჯუნგლებში. მიმღების გასაჭირი, გამცემის განწყობა – აი რა განსაზღვრავს, თქვენი მსხვერპლი ოქროს ზოდია თუ ტყვიის ნაჭერი.

ონება ადამიანის ყველა სიამოვნებისა და მწუხარების მიზეზია (მჩუქებელია). იგი ასევე საშუალებაა მუკთის (განთავისუფლების) მიღწევისათვის. სწორედ გონება ეხმარება ადამიანს ეფემერული სამყარო დაივიწყოს განვითარების პროცესში ადამიანიდან ღმერთისაკენ.

ადამიანი გონებითა და გრძნობებითაა შებოჭილი. სულიერების გზაზე ჯერ გონების კონტროლზე აყვანაა საჭიროა. როდესაც ჩვეულებრივი გონება გაჩერებულია, ზე-გონების მდგომარეობას შეგიძლიათ მიაღწიოთ. ამ მდგომარეობაში ფიზიკური ან წარმავალი ამქვეყნიური გრძნობები არ არსებობს. სანამ გული სუფთაა, ვერავითარი უკეთური ვერ შეაღწევს გულში. როდესაც იგი ცუდი გრძნობებითაა გაჭუჭყიანებული, ცუდი აზრებისთვის ნიადაგი მზადაა.
I AM
აღმოსავლური შეგონება 16: babu.gif


უნდა გავაცნობიეროთ ის ფაქტი, რომ ადამიანის ცხოვრება გონების ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული. ადამიანი ადამიანად რჩება მანმადე, სანამ მას გონება მართავს. როგორც კი გონების საზღვრებს გასცილდება, შეუძლია უსაზღვრო კოსმოსური ცნობიერებით დატკბეს. მაგალითად, თქვენ დიდ სახლს აშენებთ მრავალრიცხოვანი საძილე და სხვა ოთახებით, სამზარეულოებითა და სააბაზანოებით. უზარმაზარი სახლი მრავალ პატარა ოთახებზე დაყოფილად მოჩანს. ეს იმიტომ, რომ კედლები ოთახებად ყოფს მას. თუ კედლებს მოვაცილებთ, სახლი ერთ უზარმაზარ შენობად იქცევა. ამის მსგავსად, სხეული არის უპადჰი (საცავი), რომელიც ადამიანის აღქმას სხეულის ზღვრებით ზღუდავს. როდესაც ამ სხეულის ცნობიერებას მოიცილებთ, კოსმოსური ცნობიერების უზარმაზარ სივრცეს იგრძნობთ რომელიც მთელ სამყაროს გამსჭვალავს.


ადამიანი ბუდჰით (ინტელექტით) არის დაჯილდოებული, მაგრამ მას არ შეუძლია გრძნობები აკონტროლოს. საჭიროა გვესმოდეს ადამიანის ცხოვრების უდიდესი მნიშვნელობა, რომელიც ნებისმიერი სხვა არსების ცხოვრების მნიშვნელობაზე უფრო მეტია. სხეულთან გაიგივების გამო ადამიანი თავის ღვთაებრიობას ივიწყებს. თქვენ პრაკრიტის (ბუნების) და სამყაროს მოვლენების შესახებ ბევრ რამეს სწავლობთ და ხელოვნურ ცხოვრებას ეწევით, ამასთან არ გესმით, რომ გული ღმერთის ტახტია. თუ ცუდ აზრებს ნებას რთავთ, რომ გულში შევიდნენ, მაშინ იგი გაჭუჭყიანდება და ღმერთს იქ ადგილი აღარ რჩება.


დავუშვათ, ვერცხლისგან კრიშნას ქანდაკება გააკეთეთ. ქანდაკების ყველა ნაწილი ვერცხლია. როდესაც ქანდაკებაში კრიშნას ფორმას ხედავთ, თქვენ ვერცხლს ვერ ხედავთ. როდესაც მხოლოდ ვერცხლის დანახვა გსურთ, რისგანაც ქანდაკებაა დამზადებული, თქვენს მზერას ფორმა ხელიდან უსხლტება. ანალოგიურად, როდესაც გონებას მიმართავთ ღმერთისკენ, რომელიც მთელ სამყაროს გამსჭვალავს, გონება ღმერთით ივსება და სამყაროს ობიექტების ფორმებს შორის განსხვავებებს ვერ ხედავთ. თუ გონება სამყაროს ობიექტებისკენაა მიმართული, მაშინ ვერ დაინახავთ ღვთაებრივ საწყისს, რომელიც ყველა ამ ობიექტს გამსჭვალავს. ''ვიშვამ ვიშნუსვარუპამ'' - სამყარო ღმერთის ფორმაა. ღმერთი მიზეზია, სამყარო კი – შედეგი. მიზეზისა და შედეგის გაგების უუნარობას ადამიანი ცდომილებამდე მიჰყავს


სად მიდის ატმა სიკვდილის შემდეგ? ეს კითხვა ბევრ ადამიანს აწუხებს. რა ემართება ატმას, როცა სხეული კვდება და მომდევნო დაბადებამდე რა დროა საჭირო? ეს უაზრო შეკითხვებია. მოვიყვან მაგალითს. თუ ჩამრთველს გადაატრიალებთ, ნათურა აინთება, რადგან მასში ელექტრული ენერგია გაივლის. როდესაც ნათურას ამოხრახნიან, ენერგიას არაფერი ემართება, ის მაინც იმყოფება, მიუხედავად იმისა, რომ ნათურა აღარაა. ამის მსგავსად, სხეული მოდის და მიდის, ატმა კი მარადიულია.


მაია ეშმაკურ ბადეში ახვევს ადამიანს. კოსმოსი ოცდახუთი კომპონენტისგან შედგება. ყველა ისინი ილუზიასაა დაქვემდებარებული. სიფხიზლის მდგომარეობაში თქვენ სხვადასხვა საგნებს ხედავთ, გესმით და შეიგრძნობთ. ძილის დროს სიზმრებში ეფლობით. ამ მდგომარეობაში სად მიდის თქვენი შეგრძნებები ''სიცხადეში''? ყველაფერი დავიწყებას ეცემა. თქვენ სიზმრის ხედვის გამოცდილებას რეალურად თვლით. ეს მანამადე გრძელდება, სანამ არ გამოიღვიძებთ. ამის შემდეგ ამ სიზმრებს თქვენთვის არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს. სადაა ჭეშმარიტება? სიფხიზლის გამოცდილებაა ჭეშმარიტება თუ სიზმრების ხედვის გამოცდილება? პირველია დღის სიზმარი, მეორე კი – ღამის სიზმარი. ერთიც და მეორეც სიზმარია

გაგრძელება იქნება....
I AM
აღმოსავლური შეგონება 17: babu.gif


ერთხელ მეფე ჯანაკამ, ვახშმის შემდეგ თავის ახლობლებს მოუყარა თავი. თათბირის დროს მეფეს ღრმად ჩაეძინა. ცოტა ხნის შემდეგ გაიღვიძა და შეკითხვების მიცემა დაიწყო: ''ესაა ჭეშმარიტება, თუ ისაა ჭეშმარიტება?'' მას სურდა სცოდნოდა, რა არის ჭეშმარიტება: ის, რაც მან სიზმარში განიცადა, თუ ის, რასაც იგი სიფხიზლის მდგომარეობაში განიცდიდა.


არავის შეეძლო ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. გამოიძახეს ბრძენი ვასიშთჰა, რომელმაც იოგური მედიტაციის შემდეგ ჯანაკას უპასუხა: ''თქვენო აღმატებულებავ! არც ის, არც ეს ჭეშმარიტი არ არის. თქვენ ხართ ერთადერთი რეალობა. თქვენ შეიგრძნობთ რაღაცა საგნებს სიზმარში და რაღაცას ცხადლივ. სიფხიზლეში ძილი არ არის. ძილში სიფხიზლე არ არის. მაგრამ თქვენ ძილშიც იმყოფებით და სიფხიზლეშიც. თქვენ ხართ გამოცდილების მიმღები ორივე მდგომარეობაში, თქვენ ხართ ჭეშმარიტება''. ეს ნიშნავს, რომ ''მე''ადამიანური არსების ყველა მდგომარეობაში იმყოფება. ეს ასევე ნიშნავს, რომ ''მე'' არსებობს წარსულში, აწმყოში და მომავალში. ამრიგად, ადამიანის არსი ღვთაებრივთანაა დაკავშირებული და იგი უბრალო არსებობას არ წარმოადგენს. ვედებისა და უპანიშადების ყველა ღვთაებრივი გამონათქვამი ადამიანს შეეხება.


ღმერთი აღიწერება როგორც რვა სახის სიმდიდრის მფლობელი. ფაქტიურად, ადამიანი დასაჩუქრებულია ყველა აშტაიშვარიათი (რვა სიმდიდრით): ნირგუნამ, ნირანჯანამ, სანატანამ, ნიკეტანამ, ნიტია შუდჰა, ბუდჰა, მუკტა და ნირმალა სვარუპინამ (თვისებების ზღვრებს მიღმა მყოფი, უმწიკვლო, მარადიული, უცვლელი, წმინდა, გონიერი, განთავისუფლებული და უმანკო). სისუსტის გრძნობის გამო ადამიანი თვლის, რომ ეს ატრიბუტები ღმერთს ეხება, და არა მას. ეს გრძნობა მთლიანად უნდა აღმოფხვრათ. შრადჰის (დიდი ძალისხმევის, მისწრაფების) გზით ყველაფრის მიღწევა შეიძლება.

როდესაც ადამიანი ვიწრო ეგოისტურ გრძნობებს მოიცილებს, რომლებიც უცოდინარობამ წარმოშვა, იგი ღმერთს შეიცნობს, როგორც ვედების ბრძენები ამტკიცებენ. ვედები ადამიანებს მოუწოდებენ ცხოვრების უმაღლესი მიზნების მისაღწევად საერთო ძალები გამოიყენონ. ვედების არსი ერთი სიტყვით შეიძლება გამოიხატოს: ეკაატმაბჰავა (ყველა ადამიანურ არსებათა სულიერი ერთიანობის გრძნობა). ეს არის ღვთაებრივის გაცნობიერება. ეს არის ჭეშმარიტი ადვაიტა (არადუალიზმი).
I AM
აღმოსავლური შეგონება 18: babu.gif babu.gif

ადამიანი ბუნების მიერ აღჭურვილია ცოდნით, ოსტატობით, სიდინჯითა და ინტუიციით, მაგრამ დღეს ადამიანში დარღვეულია წონასწორობა. მიზეზი იმაში უნდა ვეძებოთ, რომ ადამიანი ამჟამად კლავს ცოდნას, იმის მაგიერ რომ დახვეწოს იგი. რადგან ბალანსი დარღვეულია, ადამიანის შინაგანი მხედველობა სუსტდება და განვითარებას იღებს მხოლოდ გარე მხედველობა. ადამიანმა უარი უნდა თქვას მეტისმეტ გარეშე მისწრაფებებზე და შინაგან რეალობას მიმართოს. ადამიანმა აუცილებლად მტკიცედ უნდა იცოდეს, რომ იგი არ წარმოადგენს სხეულს, გრძნობებს და გონებასაც კი. როდესაც ამბობთ: "ეს ჩემი სხეულია, ჩემი გონებაა, ჩემი გრძნობებია", ეს იმაზე მიანიშნავს, რომ თქვენ არ ხართ არც სხეული, არც გონება და არც გრძნობები. თქვენ ხართ ჭეშმარიტი "მე".

მიბმულობის გრძნობა იწვევს ტკივილსა და მწუხარებას, ტანჯვასა და აღგზნებას. თქვენ ისე ხართ საგნებზე მიბმული, რომ სასამართლოში შეგაქვთ საჩივარი ადამიანზე, რომელმაც განცხადებები გააკრა თქვენ სახლზე. ამ უკიდურესობამდე თქვენს სახლზე მიბმულობის გამო მიდიხართ, მაგრამ როგორც კი სახლს გაყიდით, თქვენთვის უკვე სულ ერთი იქნება, ჭურვიც რომ დაეცეს მას. სწორედ მიბმულობის გრძნობა წარმოადგენს მიზეზს თქვენი დაინტერესებისა და თქვენი გულგრილობისა.

როცა უფლის თანდასწრებას შეიმეცნებთ თქვენში, სიძულვილისა და მიბმულობისაგან განთავისუფლდებით.
I AM
აღმოსავლური შეგონება 19: babu.gif

გონება პასუხისმგებელია აზრთა სხვადასხვაობაზე, სიმპათიასა და ანტიპათიაზე, პოზიციებში სხვადასხვაობაზე. სამყარო გონების მეშვეობით აღიქვება. გონების გარეშე სამყაროს არსებობა შეუძლებელია, აგრეთვე არ იქნება მიბმულობები და სიძულვილი, სიხარული და მწუხარება.


სწორედ მიბმულობებისა და სიძულვილის გამოა დღეს ადამიანი უბედურ მდგომარეობაში ჩავარდნილი. ვინაიდან გონებაა ყოველივე ამის მიზეზი, ადამიანმა, ღვთაებრივი რომ შეიგნოს, უნდა ჩვეულებრივი გონების ბუნებრივი უძლურობა გადალახოს და ზღვარსმიღმა გონებაში გადავიდეს.


სამივე მდგომარეობაში – სიფხიზლის, სიზმრების და ღრმა ძილისა – ადამიანი გონებითაა შებოჭილი. როდესაც ამ სამ სტადიას გადალახავს და თავის შიდა ხედვას განავითარებს, მას შეუძლია ადამიანური მდგომარეობიდან ღვთაებრივისკენ იმოძრაოს.


სანამ ადამიანი მხოლოდ ზერელე ხედვით იყურება, მას მხოლოდ გარე გამოცდილება შეუძლია მიიღოს. როდესაც იგი შიდა ხედვის განვითარებასა და შიგნით ღვთაებრივის შეგრძნებას დაიწყებს, კოსმოსი გამოვლინდება როგორც ღმერთის არეკვლა. ამას ეწოდება კოსმოსური ღვთაებრივი საწყისის შეგნება. რა განსხვავებაა კოსმოსურ ღვთაებრივ საწყისსა და ღვთაებრივ საწყისს შორის ადამიანში? არავითარი. მაგრამ როდესაც მას ინდივიდი განიცდის, იგი აღიწერება როგორც შიდა ღვთაებრიობა. როდესაც ინდივიდის გამოცდილება მთელ სამყაროზე ვრცელდება, მას კოსმოსური საწყისი ეწოდება.


This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.