Help - Search - Members - Calendar
Full Version: ტამპლიერები და როზენკროიცერები
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > პიროვნებები, გაერთიანებები, სწავლებები
david6david
ეხლა დავაკვირდი რომ ეს ორი ტრადიცია, რომელიც ძალზე ახლოსაა დაკავშირებული ტრადიციულ ეზოთერიკასთან ამ ფორუმზე არ არის. ამიტომ გადავწყვიტე ასეთი თემა დამემატებინა. თუ გინდათ თქვენ დაწერეთ ანუ დაიწყეთ რამე, ან მე მოგვიანებით აუცილებლად დავწერ რაიმე სასაუბრო საკითხს. მე პირადად მიმაჩნია რომ ეზოთერიკის არაერთი გასაღები ამ ტრადიციებშიც არის მოსაძებნი. საინტერესოა ვინ რითი დაიწყებდა ამ თემაზე საუბარს.
MamuuK
აუ ბუნდოვნად მახსოვს ტამპლიერებზე რაცხა- რუცხაები

დიდ, არა ძალიან დიდი ხნის წინ სადღაც შორეულ ევროპაში (კერძოდ საფრანგეთში) 9 რაინდს წამოუარა და ტამპლიერების (ფრანგულად "ტემპლე" დაძარს ნიშნავს) ორდენის დაარსება გადაწყვიტეს.
ორდენის წევრები სიღარიბის და უქონლობის აღთქმას დებდა(ეს თავიდან თორე მერე გათახსირდნენ), როგორც ამბობენ ორდენის წესდება წმინდა ბერნარმა შეადგინა ხოლო 1128 წელს რომის პაპმა ევგენი მესამემ დაამტკიცა......

მათი საბრძოლო შეძახილი : "ნონ ნობის ომინე"- 113 ფსალმუნის დასაწყისი რომელიც ასე ითარგმნება: "არა ჩვენ უფალო არა ჩვენ არამედ შენს სახელს მოჰფინე დიდება" ..............

უკანასკნელი დიდ მაგისტრი ჟაკ დე მოლიე 1314 წელს კოცონზე დაწვეს, ასე დამთავრდა მათ პარპაში.....
მნიშვნელოვანი მეტი არაფერი მახსოვს wink.gif ....
david6david
როზენკროიცერული მარცვალ-ბგერები

მეეეეი - მოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე და მზის წნულზე. წარმოქმნის მოყვითალო-მომწვანო აურას და ეხმარება ფსიქიკური უნარების მატერიალურში გადატანაში. წარმოითქმება ნოტა დო-ზე შუა ოქტავის.

ეეეერ - აქვს პოზიტიური და მასტიმულირებელი ეფექტი, მოქმედებს პანკრეასის ჯირკვალზე. აურაში ნათელ ფერს იწვევს. წარმოითქმება ასევე შუა ოქტავის ნოტა დო-ზე.

ეეეეი - მოქმედებს წყლის ელემნტზე. ეფექტურია მათთვის ვისაც აქვს მცირე დაავადებები და სისხლის დარღვევები. იწვევს წითლად შეფერილ აურას. წარმოითქმება ასევე შუა ოქტავის ნოტა დო-ზე.

ეს სამი მარცვალ-ბგერა მიეკუთვნება მთვარეს, ორშაბათ დღეს და წარმოითქმება ნოტა დო-ზე შუა ოქტავის ან იგივე ნოტაზე რომელიმე უფრო მოსახერხებელი ოქტავის.
david6david
თოოოო - ასტიმულირებს თიროიდის ჯირკვალს, რომელიც პასუხისმგებელია ზრდაზე და სწავლის უნარზე, ასევე მენტალური და მუსკულარული აქტიურობის ენერგიებზე. წარმოქმნის იისფერ აურას. წარმოითქმება ნოტა ფა დიეზზე შუა ოქტავის ზემოთ.

ეს ბგერა არის მარსის, დღე სამშაბათი.
david6david
ეიიიიმ - სიმშვიდის წამომქმნელი ბგერა, ასტიმულირებს თიმუსის ჯირკვალს და აწყნარებს ნერვულ სისტემას. ამსუბუქებს ტკივილის და ტანჯვას. წარმოითქმება ნოტა სი-ზე შუა ოქტავის ზემოთ.

მერკურის ბგერაა, დღე ოთხშაბათი.
david6david
კეიიიი - წარმოქმნის იასამნისფერ ან ლავანდისფერ ნათელ აურას. კარგია ზოგადი ჯანმრთელობისთვის, მაღალი სპირიტუალური ინსპირაციებისთვის და ემოციებისთვის. წარმოითქმება ნოტა მი-ზე შუა ოქტავის ზემოთ.

ეკუთვნის იუპიტერს, მისი დღე არის ხუთშაბათი.
david6david
რაააა - მასკულინური, მოქმედებს სიმპათეტიურ ნერვულ სისტემაზე, ადამიანის აურაზე და ფსიქიკურ სხეულზე.

მაააა - რა-ს კომპანიონი ბგერა, ფემინური, აძლიერებს და იცავს აურას. მოქმედებს პარასიმპათეტიურ ნერვულ სისტემაზე. ეს ორი ბგერა ასტიმულირებს ლორწოს წარმომქმნელ ჯირკვალს, სადაც მიიჩნევა რომ მდებარეობს ცნობიერება, როგორც ფსიქიკური, ასევე ფიზიკური.

ეს ორი ბგერა წარმოითქმება ნოტა ლა-ზე შუა ოქტავის ზემოთ.
ისინი ეკუთვნიან ვენერას, მათი დღე არის პარასკევი.
david6david
ოოოომ - სიცოცხლის მარადიულობა დასაწყისის და დასასრულის გარეშე, სიმწიფე. წარმოითქმბა ნოტა რე-ზე შუა ოქტავის ზემოთ.

ეს ბგერა არის სატურნის, დღე შაბათი.
david6david
ეეეიიიიიეეეეე - დამამშვიდებელი და სასიამოვნო ენერგიების წარმომქმნელი ბგერა. აღძრავს სიმპათიას მოყვასის მიმართ. აძლევს ღრმა წითელ შეფერილობას აურას. წარმოითქმება ნოტა სოლ-ზე შუა ოქტავის ზემოთ.

არის მზის ბგერა, მისი დღე არის კვირა.
david6david
ამ ბგერებიდან რა გათვალისწინებულია დღის საათებისთვის, რადგან ძალზე აქტიურია. წარმოთქმის რაოდენობა არის 3 დასაწყისისთვის დღეში ერთხელ, ანუ შუალედების დაცვით.
david6david
როზენკროიცერული მარცვალ-ბგერები ჩაწერილი ხეოფსის პირამიდის სამეფო პალატაში.
http://www.youtube.com/watch?v=LglMc2CCJ7c...feature=related
david6david
და ვისაც გაინტერესებთ ეს თემა, არის ასეთი ახალი შექმნილი გვერდი ფეისბუკზე, სახელწოდებით:
ტრადიციული ვარდის და ჯვრის თბილისის კლუბი
tikoroma
ტრადიციული ვარდის და ჯვრის თბილისის კლუბი

ვერ ვიპოვე
td.........
ალბათ დახურული ჯგუფია
Guru


http://www.amorc.it/
david6david
ციტატა(tikoroma @ Apr 30 2011, 07:09 PM) *
ტრადიციული ვარდის და ჯვრის თბილისის კლუბი

ვერ ვიპოვე


http://www.facebook.com/pages/%E1%83%95%E1...186359484744034

ეს არის გვერდი, და ჯგუფი ალბათ დახურულია.
td.........
david6david
არ არის დახურული. უნდა დაალაიქო .
< 9
people like this> smile.gif)
david6david
9 ლიმიტია ასეთ ორდენებში. შენ დაალაიქე და გამოვიდა?
axilevs
წმ. წერილში ნახსენებია „ურჯულოების საიდუმლო“, რომელიც უკვე პირველ საუკუნეში არსებობდა და უკვე მაშინ ამზადებდა ნიადაგს ანტიქრისტეს მოსასვლელად (2 თესალონიკელთა 2: 7).
თავიანთი მიზნის მისაღწევად – მსოფლიო ბატონიბის მოსაპოვებლად და თავიანთი ცრუ მესიისათვის გზის მოსამზადებლად „სიონის ბრძენებმა“ დაგეგმეს მსოფლიო ფინანსების ხელში ჩაგდება, მსოფლიოში არსებული ეროვნული სტრუქტურის მქონე ყველა სახელმწიფოს და ყველა რელიგიის (იუდაიზმის გარდა) სრული დაშლა–განადგურება და ამის წყალობით მთელი კაცობრიობის ერთ ებრაულ მსოფლიო ზესახელმწიფოში გაერთიანება ერთიანი ფულით და ერთი რელიგიური იდეოლოგიით.
არადა ფარისევლების ამ გეგმას საკმაოდ ძველი ისტორიული ფესვები აქვს და ეპიზოდურად მიმოვიხილავ.
თავიანთი მიზნის მისაღწევად „სიონის ბრძენებმა“ შექმნეს და დღემდე იყენებენ საიდუმლო ორგანიზაციებს – ე. წ. მასონურ ორდენებს.
1095 წელს რომის პაპმა ურბან მეორემ ჯვაროსნული ლაშქრობა გამოაცხადა და ევროპელი რაინდები წმინდა მიწის დასახსნელად დაიძრნენ. მათ დასახსნელად იქმნებოდნენ სამხედრო–სამონაზვნო ორდენები, რომელთა ფუნქცია დაჭრილი და ავადმყოფი მეომრების და პილიგრიმების მოვლა და მათთვის თავშესაფარის მიცემა იყო. 1113 წელს შეიქმნა ჰოსპიტალიელთა – წმ. იოანე იერუსალიმელის სახელობის ორდენი. ეს ორდენი პალესტინაში საომარი მოქმედებისას დაუკავშირდა სატანისტ – „ილუმინატური“ ორდენის „ღმერთის მეგობრების“ ერთ–ერთი განშტოების ებრაელ–კალატოზთა „სიონის ორდენს“. ევროპელი რაინდები მის შემადგენლობაში შევიდნენ და მას თავიანთი ორდენის სახელწოდება მისცეს. სამაგიეროდ, ეზიარნენ საიდუმლო სატანურ სწავლებას და რიტუალებს. იოანიტებმა სწრაფად შექმნეს თავიანთი წესდება და სტრუქტურა, რომელიც რომის პაპმა დაამტკიცა, ამიერიდან ისინი პაპის მფარველობით და პრივილეგიებით სარგებლობენ.
1119 წელს „იოანიტმა“ რაინდებმა დააარსეს „ტამპლიერთა“ (ლათ. ტემპლ–ტაძარი) „სოლომონის ტაძრის მაშენებელთა“ (იგივე მეტაძრეთა) ორდენი. ისინი ფლობდნენ უდიდეს სატანურ საიდუმლოებებს. მათი ფესვები მოდიოდა ძველი ეგვიპტიდან, ბაბილონიდან და ალექსანდრიიდან. ტამპლიერები თაყვანს სცემდნენ ბაბილონელთა „ბაალის“ ერთ–ერთი სახეობის „ბაფომეტის“ კერპს, ყაჩაღობდნენ, ეძლეოდნენ სოდომურ ცოდვას. ორდენის რიგებში რაინდად მიღებისათვის აუცილებელი რიტუალი ქრისტესაგან საჯაროდ განდგომა და ჯვარზე დანერწყვება იყო. ტამპლიერთა ორდენის მეორე, უფრო მაღალი და შესაბამისად უფრო საიდუმლო კურთხევისას „განდობილი“ „წოდებით აღმატებულს“ სამჯერ უნდა მთხვეოდა ტუჩებზე, ჭიპსა და საჯდომზე. ეს წესი ძალიან უახლოვდება სატანური შაბაშის ერთ–ერთ რიტუალს. პოლიტიკური შეთქმულების მოწყობის გამო. 1307 წელს პაპ კლიმენტი მეხუთის ბრძანებით ინკვიზიციამ და მეფე ფილიპე მეოთხემ (ლამაზმა) ორდენი გაანადგურეს. ორდენის უმაღლესი ხელმძღვანელი – „დიდი მაგისტრი“ ჟაკ დე მოლე 1314 წელს კოცონზე დაწვეს. დევნილი ტამპლიერები შოტლანდიაში გაიქცნენ და იქ ჩამოაყალიბეს შოტლანდიური (ფარული, ოკულტური) რიტუალის ორდენები. ზოგი ტამპლიერი შევიდა ჩვეულებრივ ქვისმთლელ–კალატოზთა (ფრანკ–მასონთა) ამქარში. ტამპლიერებმა ისინი აზიარეს თავიანთ საიდუმლო სატანურ რიტუალებს. ასე ამოეფარნენ სატანისტი ტამპლიერები მშვიდობიანი კალატოზების ფრანკ–მასონების სახელს. ტამპლიერთა ორდენიდან შემდგომში მრავალი დასახელების მასონური ორდენი წარმოიშვა.
მეთექვსმეტე საუკუნეში მასონური ორდენებიდან მოხდა მასონური ლოჟების გამოყოფა. 1717 წელს რამოდენიმე ინგლისური ლოჟის ნებაყოფილობითი გაერთიანების შედეგად შეიქმნა „ინგლისის დიადი ლოჟა“ (მსოფლიოს დედა ლოჟა). ინგლისიდან მასონობა გავრცელდა ირლანდიაში, საფრანგეთში, ესპანეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში. 1731 წლიდან – რუსეთში, იქიდან – საქართველოში: ტფილისის და ქუთაისის გუბერნიებში.
მასონების მიერ არის ორგანიზებული დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მომხდარი ყველა რევოლუცია და გადატრიალება.
იგივე “სიონის ბრძენების“ ინიციატივით მოხდა პაპისტურ საკრებულოში პროტესტანტიზმის თესლის ჩათესვა, ხოლო მასონები ყოველთვის ხელს უწყობდნენ „ადამიანების უფლებების“ და პროტესტანტიზმის განვითარებას. უფრო მეტიც, ყოველი ლოჟა პასუხისმგებელი იყო პროტესტანტიზმის განვითარებაზე.
ხოლო ებრაული კუდი რომ ყველა მსგავს სექტასა თუ ორდენს უნდა ამოეჩაროს ლაჯებში ამას თავად მასონ სატანისტებიც არ უარჰყოფენ.
ცნობილი სატანისტი ელიფას ლევი ამტკიცებდა: „ეს ცოდნა – კაბალა ჩვენ გადმოვიღეთ ებრაელებისაგან, ხოლო მათ იგი მიიღეს ქამის შთამომავალი საბეისტი ქალდეველებისაგან“. ებრაული კაბალა წარმოადგნს ფრანკმასონობის ფილოსოფიურ საფუძველს და მის გასაღებს. ელიფას ლევი ამატებს: „ყველა ილუმინატის – იაკობ ძების, სვედენბორგის, სენ–მარტენის რელიგიური რიტუალები ნასესხებია კაბალიდან. იგივე კაბალიდან გადაიღეს თავიანთი ყველა სიმბოლოები და საიდუმლოებები ყველა მასონურმა საზოგადოებებმა“. სატანიზმისა და მასონობას უახლოეს კავშირს და მათ იდენტურობას ადასტურებს მათი საერთო ტიტულები: მაგალითად, სატანისტების (ცალკეული ჯგუფის) ხელძღვანელი იწოდება „დიდ ოსტატად“, იგივე ტიტული გააჩნია მასონური ორდენის ხელმძღვანელსაც, ხოლო იმ პირებს, ვინც მიაღწევს შავ მაგიაში უმაღლეს ცოდნას, უწოდებენ „ილუმინატებს“ (სწორედ ეს სახელი გააჩნია ერთ–ერთ უძველეს მასონურ ორდენს). აღსანიშნავია, რომ „აღმოსავლეთის ტამპლიერთა“ ორდენის ერთ–ერთი სახელგანთქმული წარმომადგენელი ალისტერ კროული თანამედროვე სატანიზმის იდეოლოგად არის აღიარებული, ხოლო „წმინდა პალადიუმის“ სატანური ორდენის ხელმძღვანელები იმავდროულად „დამსახურებული მასონები“ არიან.
რაბინი ისააკ უაიზი წერდა: „მასონობა არის იუდაური დაწესებულება, რომლის ისტორიაც, ხარისხებიც, თანამდებობებიც, ლოზუნგებიც და კანონებიც თავიდან ბოლომდე იუდაურია.“ გენერალ ერიჰ ლუდენფორდის სიტყვით, მასონურ ლოჯაში შესული, ახალგანდობილი ადამიანი, რომელსაც მასონური რიტუალის თანახმად, „დიდი ოსტატის’ ადონარიმ – ქირამის სიმბოლურ კუბოში აწვენენ, კუბოდან წამოდგომის შემდეგ ხელოვნურ ებრაელად წარმმოდგება, ხოლო 1906 წელს გამოცემული „მასონური ენციკლოპედიის“ თანახმად, „თითოეული ლოჟა (მასონების შესაკრებელი ადგილი) არის იუდაური ტაძრის სიმბოლო, ისევე, როგორც „სკამის ყოველი ოსტატი“ (მასონური ტიტული) არის იუდეველთა მეფის წარმომადგენელი, ხოლო თითოეული ფრანკ–მასონი უნდა განასახიერებდეს იუდაურ მუშაკს.“
„სიონის ბრძენთა ოქმებში“ ისინი ამბობენ: „მხოლოდ ჩვენ წარვმართავთ მასონთა მოძრაობას, რადგან ვიცით მისი საბოლოო მიზანი“
შოტლანდიური რიტუალის მასონობის სისტემა 33 საფეხურისაგან შედგება და ისევე როგორც ფარისეველთა ორდენის სტრუქტურაში, დამწყებმა მასონებმა მასონობის ნამდვილი მოძღვრების, მათი ნამდვილი ღმერთის და ნამდვილი მიზნის შესახებ არაფერი იციან. ასეთ არაგანდობილ (პროფან) მასონებს „უფროსი ძმები“ ეუბნებიან: „მასონობა არც ეკლესიაა და არც რელიგია, და იმისათვის, რომ ნამდვილად რჯულსემწყნარებელი იყოს, მან თავი უნდა აარიდოს ქრისტეს სახელის ხსენებას“; შემდეგ მიუთითებენ, რომ მასონობა ნებისმიერ რელიგიაზე უფართოესია, რადგან ყველა რელიგიას თავს უყრის ერთ, საყოველთაო რელიგიაში; შემდეგ გადადიან ბუნების გაღმერთებაზე (ბაბილონურ–ქალდეურ პანთეისტური ფილოსოფია), რომლის უმაღლესი გამოვლინება – ადამიანია; მხოლოდ უმაღლეს ხარისხს მიღწეული მასონების (მასონების 90 პროცენტი ამ საფეხურზე ვერ ადის) წინაშე იხსნება იქამდე საგულდაგულოდ დაფარული სატანის კულტი. „ჩვენ, მასონები ლუციფერის მოდგმას მივეკუთვნებით“ წერს ლოჟა „ლესინგის „ალტმეისტერი“ (მასონური ხარისხი) ბროკლინი. 1912 წელს ჟურნალში „სპირიტისტთა კავშირი“ დაიბეჭდა ცნობილი მასონის, ოსვალდ ვირტის მოხსენება, სადაც იგი წერს: „მასონობის კავშირი ამბოხებულ ანგელოზთან სავსებით გასაგებია“, ვირტის აზრით, ლუციფერი „ღვთაებრივი ადმინისტრაციის აღმაშფოთებელი უსამართლობის გამო აღუდგა ღმერთს“. „არსებითად სინათლის ანგელოზი (ლუციფერი) წარმოადგენს თავისუფლების სულს და ამ მნიშვნელობით მასონობა სავსებით შეიწყნარებს ლუციფერიანელობას“, წერს იგი. თავიანთ გაბუნდოვნებულ ენაზე მასონები სატანას „სინათლის ღმერთს“, „უზენაეს არსებას“, ანდა „სამყაროს დიად არქიტექტორს“ ეძახიან, რასაც საგულდაგულოდ მალავენ პროფანებისაგან.
kate
axilevs
ჯერ-ჯერობოთ მხოლოდ ტამპლიერებს შევეხები. დიდ დროს უთმობთ იმ სატანური რიტუალების აღწერას რასაც თითქოსდა ტამპლიერბი ეწეოდნენ და ძალიან ცოტა დროს თუ რატომ და როგორ მოხდა ორდენის განადგურება.
ახლად არჩეულმა პაპ კლემენტ მეხუთემ 1304 წელს თავისთან დაიბარა ტამპლიერებისა და ჰოსპიტალიელთა ორდენის მასტერები, რათა მათი ორდენების გაერთიანება შეეთავაზებინა, ამასთანავე უნდა განეხილა ტამპლიერების სახელზე ორი წლის წინ შემოსული საჩივრები. თუმცა ჯვაროსნული ომები დამთავრებული იყო და ტამპლიერთა ორდენიც შედარებით შესუსტებული იყო, ისინი კვლავ უზარმაზარ ქონებას ფლობდნენ მთელი ევროპის ტერიტორიაზე, მათ შექნმეს ახლანდელი ბანკური სისტემის მაგვარი ქსელი, ქონება ტაძრებში ინახებოდა და თან რომ ეტარებინათ ყველა ტაძარში შეეძლოთ აეღოთ შესაბამისი წერილით. თვითონ ორდენის წევრები ძალიან უბრალოდ ცხოვრობდნენ და არანაირ პირად ქონებას არ ფლობდნენ მათ სიღარიბის აღქმა ჰქონდათ დადებული, რისი ხსენებაც დაგავიწყდათ, თორემ დარწმუნებული ვარ იცით, დიდ ქველმოქმედებას ეწეოდნენ. პაპთან შეხვედრაზე პირველი ჟაკ დე მოლიე მივიდა და ისტორიული წყაროების მითითებით პაპი და მოლიერი შეთანხმდნენ ბრალდებების უსაფუძვლობაში. პაპ კლემენტი მეხუთემ საფრანგეთის მეფეს ფილიპ ლამაზს წერილი გაუგზავნა რომ მონაწილეობა მიეღო ამ შეხვედრაში. ფილიპე მეოთხეს იმ დროისათვის ტამპლიერების უზარმაზარი ვალი ემართა,(ინგლისთან ომის გამო) რისი გადახდის არანაირი საშუალებაც არ ქონდა და მისთვის საუკეთესო შანსი იყო ვატიკანი განეწყო ტამპლიერების წინაარმდეგ. ისიც ისტორიული ფაქტია, რომ პაპმა და ვატიკანმა ტამპლიერების ორდენის საწინააღმდეგო კამპანია ფილიპე მეოთხეს ზეწოლით დაიწყო.
1307 წელს დაიწყო ჯვაროსნების დაპატიმრება და ინკვიზიციას სრული თავისუფლება მიეცა, როგორც ყოველთვის, აღიარებების მისაღებად, ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ბრალდება, რიტუალების აღწერით საშინელი, არაადამიანური ტანჯვა-წამების ქვეშ მიცემული თორმეტიოდე ჩვენებიდანაა, რომელმაც გადაწყვიტა ტამპლიერთა ორდენის ბედი, ჯვარზე დანერწყვება კი ერთ 21 წლის (გვარი არ მახსოვს) ჯვაროსანს "აღიარებინეს", თუმცა ყველა მათგანი უარყოფდა შემდეგ ყველა სიტყვას, ამის გამო 1310 წელს პაპ კლემენტი მეხუთემ თანხმობა გასცა სასამართლოების ჩატარებაზე მაგრამ ისევ ფილიპე ლამაზის გავლენითა და ზეწოლით ინკვიზიციის მიერ ჩამორთმეული "ჩვენებები" დატოვეს ძალაში. დარწმუნებული ვარ, ვატიკანი დღემდე ინახავს ამ ჩვენებებს.
1314 წლის 18 მარტს ჯაკ დე მოლიე, რომელიც ბოლომდე ამტკიცებდა თავის უდანაშაულობას, პარიზში კოცონზე დაწვეს
მისი ბოლო თხოვნა იყო ისე მიებათ ბოძზე, რომ შეძლებოდა ღვთიშობლის ტაძრისთვის ეცქირა, ბოლო სიტყვებით კი პაპსა და ფილიპეს მიმართა "მალე გნახავთ ღმერთის სამსჯავროზე, ღმერთმა იცის, ვინ არის უდანაშაულო და ვინ ცოდვილი"
ეს ყველაფერი ისტორიული ფაქტებია.
axilevs
პირველ რიგში აღვნიშნავ იმას, რომ ტამპლიარების მიერ სატანური რიტუალების "თითქოს შესრულებას" კი არა, "მართლა შესრულებას" დიდ დროს იმიტომ ვუთმობ, რომ თავად ტამპლიარები უთმობდნენ ამ რიტუალების შესრულებას უფრო დიდ დროს, ვიდრე მე ვუთმობ მათ აქ ფორუმზე განხილვას, მე შეგნებულად არ გამოვაქვეყნე მათ მიერ დემონური ძალების კარნახით შესრულებული გრიმუარები და ორდენის წარმოშვებისა და ლიკვიდაციის შესახებ ამბის თხრობა ისტორიულ ჭრილში გადავიტანე, თორემ მათ მიერ ჩადენილი "ავ-კარგნაზავი" საქმეები რომ როგორც თეოლოგმა ისე განვიხილო თეოლოგიურ - ფილოსოფიური თვალსაზრისით, მართლად დიდი დროის დათმობა მომიწევს და ამ ორდენის, რეალური საქმიანობისა და თანამედროვე სატანიზმს შორის სრული ანალოგების პოვნა.
მათ, რომ თანამედროვე ბანკური სისტემის მაგვარი ქსელის შექმნა შეძლეს, ეს ყველაფერი, მე ამბის თხრობის დასაწყისშივე აღვნიშნე, მააგრამ იდეა ასეთი სისტემის შექმნისა, რომ კაბალისტ ებრაელებს "სიონისტ ბრძენებს" ეკუთვნით და სწორედ რომ მათ ჩააწვეთეს ეს იდეა ტამპლიარებს და არა მარტო ტამპლიარებს ესეც ვთქვი, ხოლო თქვენ ალბათ იცით რა სახიფათოა მსგავსი საბანკო სისტემა "მსოფლიოს ეკონომიკისთვის" ეს სისტემა პირდაპირ ურტყავს და ანგრევს დამოუკიდებელ სახელმწიფოს ვინაიდან ფლობს რა ერთპიროვნულ მონოპოლიას მსოფლიო სავალუტო ბირჟაზე, ამ ბერკეტის მეშვეობით სახელმწიფოს ყოველთვის მოვალედ ანუ მონად აქცევს, თან სამუდამოდ იმიტომ რომ ძველი სესხის დასაფარად ახლებს გასცემს, მსოფლიო ფინანსების მართვის ძალაუფლება კი ვისაც აქვს, ის არის მსოფლიოს "ბატონ პატრონიც" რადგან, ფული ძველქართულ ანდაზას თუ დავუჯერებთ "ჯოჯოხეთს ანათებს" სიღარიბის აღთქმას რაც შეეხება ამ აღთქმას "რიგით რიცარებს" ადებინებდნენ, ადამიანებს, რომლებიც დონ კიხოტ ლამანჩელის სრული პროტოტიპი გახლდათ და "წმინდა იდეის" გულისთვის მზად იყვნენ ორდენის მთავარი "დიდი მაგისტრის" მიერ გამოგონებულ ვირტუალურ წისქვილებსაც კი შებმოდნენ, "სიღარიბის აღთქმის" დამდები ტამპლიარი რიცარი, დავით კლდიაშვილის "შემოდგომის აზნაურისგან" არაფრით განსხვავდებოდა ვინაიდან არც ამ აღთქმის დადებამდე გააჩნდა არანაირი ქონება. რაც შეეხება ორდენის ადმინისტრაციულ კორპუსს მათ ეს აღთქმა, "არ ეხებოდათ" და განცხრომაში ცხოვრობდნენ. ქველმოქმედებას რაც შეეხება მასეთ "ქველმოქმედებას" ბურჭულაძის ფონდი "იავნანაც" ეწევა, ოღონდ მას შემდეგ რაც ფონდის ბალანსზე ჩარიცხული ყოველი 1 ლარიდან 40 თეთრს ფონდის მფლობელთა ქისაში გადაუძახებს ხოლმე. იმას კი მართალს წერ რომ ამ ორდენის განადგურების ძირითადი მიზეზი საფრანგეთის მეფის მიერ "ვალის არგასტუმრების" საძაგელი ჩვევა იყო, მაგრამ ეს ვალი საფრანგეთზე ფილიპეს ლამაზი თვალების გამო კი არ იყო გაცემული, სწორედ რომ საფრანგეთის სახელმწიფოს სამართავად და დასაკნინებლად, ფრანგი მეფე მიხვდა ამ მზაკრულ გეგმას, ვინაიდან მას ვალის ნაწილის პატიების სანაცვლოდ ტამპლიარები სახელმწიფოს მაღალ თანამდებობებზე ,საკუთარი კანდიდატების დანიშვნას სთხოვდნენ. დღეს კი მიუხედავად იმისა, რომ სცენარი იგივე რჩება, ჩვენი მეფის ჩათვლით ამას ბევრი მეფე ვერ ხვდება, რა შედეგის მომტანია მსოფლიო სავალუტო ფონდიდან დაფინანსებული ვითომსახელმწიფოსგამაძლიერე
ელი პროექტები,.
ეხლა მივხედოთ "სიმართლისთვის დევნილ" "ბოროტი ინკვიზიტორების" მიერ მრავალტანჯულ ჯვაროსნებსაც, მათ მიერ ვითომ წამებით მოპოვებული აღიარებების მოსაპოვებლად ვატიკანს მეთოდი "წამება" არ გამოუყენებია და სწორედ იმიტომ, რომ შემდგომ არ გავრცელებულიყო ხმები ვითომც ეს აღიარებები წამებით იყო მოპოვებული, მაგრამ მიუხედავად ამისა ხმები მაინც გავრცელდა ოღონდ შოტლანდიაში გადახვეწილ ორდენის ნარჩენების მიერ, რათა საკუთარი თანამოძმეების მიერ აღიარებული ჩვენებები ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ სიმხდალე, გაემართლებინათ, რაში სჭირდებოდა კლიმენტი მეხუთეს ტურტლიანი რიცარის წამება, როდესაც მეც კი, ეხლავე რომ ავდგე და პურის საყიდლად ჩავიდე მაღაზიაში, გზაში მინიმუმ 3 ინტრიგან, პროვოკატორ, ცილისმწამებელს ვიპოვი, რომლებსაც ნახევარსაათიანი საუბრის შემდეგ, ვისზეც მინდა, რასაც მინდა და როგორც მინდა, იმ სახის ბრალდებას შევათხვზევინებ.
ჟაკ დე მოლეს საფინალო სიტყვები კი სიმართლეა, იმიტომ რომ არც კლიმენტი მეხუთე და არც ფილიპე ლამაზად და "კოხტად" წოდებული "უფრთო ანგელოზები" არ გახლდნენ და ტამპლიარებზე მეტი თუ არა არც ნაკლები არ ჰქონდათ მიქარული.
მე ამ შემთხვევაში ეს ორდენი განვიხილე როგორც ორგანიზმი რომლის ჩამოყალიბებასაც ბიძგი მისცა ებრაულ მასონურ კაბალისტურმა სექტამ ხოლო თავად უხილავი "სიონის ბრძენები" სწორედ ტამპლიარების და სხვა მსგავსი ორდენების მეშვეობით ცდილობდნენ მიზნის "მსოფლიო ბატონობის" მიღწევას, რასაც მათი მხრიდან "ინფორმაციაგაჟონილი ოქმებიც" ადასტურებს.
ეს ოქმები, რომლებსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ, მოპოვებულია სიონისტთა მთავარი კანცელარიის საიდუმლო საცავებიდან, რომელიც ახლა საფრანგეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ისინი ხელმოწერილია სიონის 33–ე (უმაღლესი) ხარისხის განდობის წარმომადგენლების მიერ. ეს ოქმები საიდუმლოდ იქნა ამოღებული ოქმების მთელი წიგნიდან, როგორც ახლა ვიცით, სიონისტთა პირველი კონგრესიდან, რომელიც ჩატარდა ბაზელში 1897 წლის აგვისტოში. ამ ოქმებმა მხოლოდ როტშილდების მიერ თავიდან გადამუშავების შემდეგ მიიღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ისინი 1901 წელს ხელში ჩაუვარდა სერგი ნილუსს, რომელმაც ეს ოქმები გამოაქვეყნა სათაურით „ებრაული საშიშროება“. 1921 წელს ეს ოქმები გადაითარგმნა ინგლისურ ენაზე.
„სიონის ბრძენები“ აცხადებენ, რომ სახელმწიფო მმართველობის ერთადერთი მიზანშეწონილი ფორმა არის თვითმპყრობელობა (ოქმი 1), და აპირებენ იუდეველთა მეფის ტახტის აღდგენას (ოქმი 24), ისინი ამბობენ: „ყველა ჯურის ეგრეთწოდებული ლიბერალი ანარქისტია“, ხოლო „როდესაც ჩვენ არაებრაელების, სახელმწიფო ორგანიზმში ლიბერალიზმი შევიყვანეთ, მთელი მისი პოლიტიკური აგებულება ძირფესვიანად შეიცვალა: (გოების) სახელმწიფოები მომაკვდინებელი სნეულებებით დაავადდნენ, მათ სისხლი გაეხრწნათ ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ მათ აგონიას დაველოდოთ. ლიბერალიზმიდან იშვნენ კონსტიტუციური სახელმწიფოები, რომელთაც გოებისათვის მხსნელი თვითმპყრობელობა შეცვალეს. კონსტიტუცია კი თქვენც კარგად მოგეხსენებათ, სხვა არაფერია, თუ არა განხეთქილების, უთანხმოების, ურთიერთშეჯახების, უნაყოფო პარტიული აგიტაციის . . . შემომღები სკოლა, რომელიც . . . ძალას აკარგვინებს სახელმწიფოს საქმიანობას. ჩვენ გოებს ლიბერალიზმს ვუქადაგებთ, საკუთარი ერი კი, მათან ერთად ჩვენი აგენტებიც განუხრელ მორჩილებაში გვყავს მოქცეულნი, როცა ყველა უსიტყვოდ ასრულებს ბრძანებას . . . პოლიტიკური თავისუფლება – არის იდეა და არა ფაქტი. ეს იდეა საჭიროა გამოვიყენოთ, როდესაც საჭირო ხდება, იდეური სატყუარათი მივიზიდოთ სახალხო ძალები საკუთარ პარტიაში, თუკი ამან ჩაიფიქრა დაანგრიოს ძალაუფლებაში მყოფი პარტია. ეს ამოცანა იოლდება, თუკი მოწინააღმდეგე ავადდება თავისუფლების იდეით, ეგრეთწოდებული ლიბერალიზმით და ამ იდეისათვის შეელევა თავის ძალას. აქ კი გამოვლინდება ჩვენი თეორიის ძლევამოსილება: არსებობის კანონების თანახმად, ხელმძღვანელობის მიშვებული სადავეები მაშინვე ჩაუვარდება ხელში სხვებს, რადგან ხალხის ბრმა ძალას ერთი დღითაც კი არ შეუძლია გაძლოს ხელმძღვანელობის გარეშე და ახალი ხელისუფლება დაიკავებს ლიბერალიზმის მეშვეობით დაუძლურებული ძველი ხელისუფლების ადგილს. (ოქმი 1). ჩვენ ადრე ვცდილობდით, რომ გოებში გაგვეღვივებინა მეამბოხე სული, მათი სახელმწიფოების დასანგრევად. ამისათვის პრესაში და ჭკვიანურად შედგენილ (ანუ ფალსიფიცირებულ) ისტორიის სახელმძღვანელოებში შეთქმულთა მოწამეობას წარმოვაჩენდით, როგორც ხალხის სიკეთისათვის მიტანილ მსხვერპლს. ამ რეკლამამ გაამრავლა ლიბერალების კონტინგენტი და ასეთი გზით გოი აქცია ჩვენს ცოცხალ ინვენტარად. (ოქმი 19).
არ იფიქროთ, რომ ჩვენი მტკიცება უსაფუძვლოა, ყურადღება მიაქციეთ ჩვენს მიერ შექმნილი დარვინიზმის, მარქსიზმის, ნიცშეიტმის წარმატებებს, ამ სწავლებების გამრხწნელი ძალა ჩვენთვის აშკარაა. თანამედროვე სახელმწიფოების ხელში უდიდესი ძალა არის პრესა. პრესის როლია მიუთითოს აუცილებელ მოთხოვნილებებზე, გადმოსცეს ხალხთა მოთხოვნები, გამოხატოს უკმაყოფილებები. პრესაში ზეიმობს თავისუფლების ღაღადისი, მაგრამ სახელმწიფოებს არ შეუძლიათ გამოიყენონ ეს ძალა და პრესა ჩვენს ხელში აღმოჩნდა. პრესის საშუალებით ჩვენ მოვახერხეთ ჩრდილში დარჩენით ჩვენი ზეგავლენის ქვეშ მოგვექცია მკითხველები. მისი წყალობით დავაგროვეთ ოქრო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მას ვიღებდით სისხლისა და ცრემლის ნიაღვრიდან . . . მაგრამ ჩვენ მსხვერპლიც დიდი გავიღეთ ჩვენი ხალხიდან.
როცა ბოლოს და ბოლოს გავმეფდებით მთელ მსოფლიოში, ერთსა და იმავე დროს მომხდარი სახელმწიფო გადატრიალებების საშუალებით, შევეცდებით, რომ ჩვენს წინააღმდეგ უკვე აღარ იყოს შეთქმულება. ჩვენ შეუბრალებლად დავხოცავთ ყველას, ვინც კი იარაღით შეხვდება ჩვენს გამეფებას. სიკვდილით დაისჯება ყველა საიდუმლო საზოგადოება, რომელიც (იმ დროისათვის) ჩამოყალიბდება, ჩვენთვის ცნობილ საზოგადოებებს კი ჩვენ გავასახლებთ ევროპიდან შორს, ასევე მოვექცევით იმ მასონებს გოებისაგან, რომლებმაც ბევრი იციან; ხოლო ისინი, რომლებსაც შევიწყალებთ, მუდმივად იქნებიან გადასახლების შიშში. (ოქმი 15).
დღეს არსებული მთავრობა ხელმძღვანელობს ჩვენს მიერ დემორალიზებულ საზოგადოებას, რომელშიც ბობოქრობს ანარქიის ცეცხლი. ამ მთავრობის შემცვლელმა მეფემ უნდა გაანადგუროს ეს საზოგადოება, რომ შემდეგ აღადგინოს ორგანიზებული მხედრობის სახით, რომელიც შეგნებულად შეებრძოლება ყველანაირ გადამდებ სენს, რომელსაც შეეძლება სახელმწიფოს სხეული დააზიანოს (ოქმი 23).
სიტყვას „თავისუფლება“ ადამიანთა საზოგადოებები ყოველგვარი ძალის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოჰყავს, ყოველგვარი ხელისუფლების წინააღმდეგ, დაე, თუნდაც ის ხელისუფლება ღვთაებრივი და ბუნებრივი იყოს. ამიტომ, ჩვენი გაბატონების შემდეგ ეს სიტყვა უნდა ამოვიღოთ ადამიანური ლექსიკონიდან, როგორც გამომხატველი ცხოველური ძალის პრინციპისა, რომელიც ხალხის ბრბოებს სისხლს მოწყურებულ მხეცებად აქცევს . . .
გაიგე ძვირფასო სატურნ ლიბერალების ტაქტიკური მონახაზი?
აი ესეც ისტორიული ფაქტები გახლავთ ბატონებო და მასონები, ტამპლიარების მეშვეობით შეძლებდნენ, დასახული მიზნის მიღწევას თუ "ბეგლარას ორდენის" მეშვეობით ააქვს რამე მნიშვნელობა?
kate
axilevs
პირველ რიგში, რომ ნამდვილად ვერ გეცოდინებათ ტამპლიერები რას უთმობდნენ დიდ დროს.
რაც შეეხება ინკვიზიციის მიერ ტამპლიერების სასტიკ წამებას, ეს ფაქტი ცნობილი იყო ორდენის საბოლო განადგურებამდე და მოლიეს დასჯამდე დიდი ხნით ადრე, ამიტომაც ეცადა პაპი სასამართლოების ჩატარებას, თუმცა ისიც ფაქტია რომ საბოლოო განაჩენი გამოტანილი იქნა მაინც ინკვიზიციის მიერ ჩატარებული დაკითხვების "ჩვენებების" მიხედვით, და თუ თქვენ იმის თქმა გინდათ რომ ინკვიზიცია თავის დაკითხვებს ყვავილებიან ნათელ ოთახში, დამამშვიდებელი მუსიკის ქვეშ ატარებდა, მაშინ არ ვიცი რა ვთქა, არც ის არის მართალი რომ მხოლოდ რიგითი რაინდებს ადებინებდნენ "სიღარიბის" აღთქმას, რომლების მაინც ღარიბნი იყვნენ, რაინდები, სანამ ორდენს შეუერთდებოდნენ, მთელ თავის ქონებას გადასცემდნენ ორდენს და ამის შემდეგ დებდნენ უქონლობის აღქმას, არც არაფერი არ ადასტურებს ჟაკ დე მოლიეს და სხვების ბოჰემურ ცხოვრებას, ის კი მართალია რომ იმდენად ძლიერნი იყვნენ რომ თითმის აღემატებოდნენ სახელმწიფოს და ვატიკანს თან მათი მიწების გადასახადებები უბრალო ხალხისთვის გაცილებით ნაკლები იყო სახელმწიფო და საეკლესიო გადასადებებიდან, და ამდენად ხალხშიც დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ. ვატიკანმა და მეფემ უბრალოდ ძლიერი მოწინააღმდეგე ჩამოიშორეს.
ახლა რაც შეეხება, თქვენს მიერ ასე ავტორიტეტულად მოყვანილ ე.წ. "სიონის უხუცესთა ოქმს", რომლის სრული ვერსიაც სერგეი ნილუსმა 1905 წელს თავის წიგნს "ველიკოე ვ მალომ" დაურთო, თომცა მცირე ნაწილი 1903 წელს გამოაქვეყნა. ეს დოკუმენტი ერტ-ერთი ყველაზე ცნობილი კლასიკური ყალბი დოკუმენტია, რომელიც სავარაუდოდ ასევე რუსეთში რუსულ ენაზე შეიქმნა 1897 სა და 1903 წლებს შორის და ყველაზე სავარაუდო ავტორად რუსული "საიდუმლო პოლიციის" პარიზის განყოფილების შეფი, თუ არ ვცდები - რაჩკოვსკი სახელდება, რომელმაც საფუძვლად გამოიყენა ფრანგი სატირისტის მაორისიო ჯოლის სატირისტული პამფლეტი "საუბრები ჯოჯოხეთში მაკიაველსა და მონტესკიეს შორის" და გერმანელი ანტისემიტის ჰერმან გოდშეს რომელიღაც ნაწარმოები. ეს ტექსტი მერე ითარგმნა ინგლისურად 20-იან წლებში და ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში ათასობით იბეჭდებოდა და ვრცელდებოდა ანტისემიტების მიერ, მიუხედავად იმისა რომ 30-იანი წლებიდან უკვე დაამტკიცეს დოკუმენტის სიყალბე, ჰიტლერი ლამის სკოლებში ასწავლიდა ამ დოკუმენტს და ზუსტად ეს გამოიყენა მასებზე ზემოქმედებისათვის ჰოლოკოსტის ებრაელთა გენოციდის გასამართლებლად, თუმცა თვითონ მშვენივრად იცოდა დოკუმენტის სიყალბის შესახებ.
ნამდვილად არ მეგულება არც ერთი სერიოზული მკვლევარი, ვინც ამ დოკუმენტის ორიგინალობას თუნდაც ვარაუდობდეს, თქვენ თუ დამისახელებთ ვინმე სერიოზულ ისტორიკოსს ან მკვლევარს კარგი იქნებოდა, ოღონდ მე ვგულისხმობ სერიოზულს და არა ფანატიკ ანტისემიტებს.
არ მეგონა, თუ დღეს ვინმე ამ დოკუმენტს დაასახელებდა თავისი არგუმენტის დასამტკიცებლად.

DISCIPLINE
axilevs

შენი პირველი პოსტი წავიკითხე და არ ვიცი რა გითხრა : )) საიდან დავიწყო კრიტიკა : )) მანდ მოხსენიებულ ვერცერთ ფაქტს ვერ დაადასტურებ, ზღაპარივით გისწავლია ჭორები და ყვები... ერთადერთი წლები გაქვს შედარებით ზუსტად მოცემული და დანარჩენი ყველაფერი სისულელეა.

უამრავ შეთქმულების თეორიას დაგიდებ და ყველას დაიჯერებ შენ ისეთი ხარ : ))
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.