Help - Search - Members - Calendar
Full Version: ეშმაკის რაობა – ლუციფერი და არიმანი
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > პიროვნებები, გაერთიანებები, სწავლებები
Pages: 1, 2
Molen
ლუციფერი და არიმანი


ხშირად ეშმაკს წარმოგვისახავენ როგორც რქებიან, ჩლიქებიან, თმებიან, გაბრუძგნულ, წიელთვალება არსებად რომელიც მუდმივარ დაპირისპირებულია ღმერთთან, და ბოროტ ძალებს უდგას სათავეში. მისი მიზანი სიკეთის განადგურება და ბოროტების გამარჯვებაა რასაც უნდა მოჰყვეს ტოტალური მორჩილება და მართვა.

აღნიშნული თეორია ძირშივე მცდარია.
არ შეიძლება ეშმაკსა და ღმერთს შორის მიმდინარეობსდეს მუდმივი ბრძოალა რომელიც აუცილებლად ღვთის გამარჯვებით უნდა დასრულდეს. ესეთი შეხედულება მიგვიყვანდა აბსურდამდე, რადგან ვიცით, რომ ღმერთი ყოვლისშემძლე და ყოვლიმცდონეა და მის გარეშე არაფერი ხდება. ეს კი პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ეშმაკი კი არ ებრძვის ღმერთს არამედ მის ბრძანებას ასრულებს და სულებს გამოცდას უწყობს აქ, მის სამფლობელოში. ამასგარდა მისი განდგომა მოხდა ისევ და ისევ ღმერთის ნებით, რადგან მის გარეშე (როგორც ბიბლია მოგვითხრობს) ადამიანს თმის ღერიც კი არ ჩამოუვარდება თავიდანო. ისიც სისულელეა როდესაც ეშმაკის საშინელს გარეგნობაზე ვსაუბრობთ, რადგან სანამ მას ამპატავზენა აიტანდა, სწორედ რომ სრულყოფილი იყო ყოველმხრივ, მით უფრო გარეგნობით, მისი ჩამომხობის შემდეგ კი არსებითად არც არაფერი შეცვლილა.

თუ ჩემს მიერ დაწერილი მცდარია, გამოდის, რომ ეშმაკი თავისი ნებით, ისე რომ ღმერთმა არაფერი არ იცოდა, განუდგა უფალს და ახლა დაუნდობელ ბრძოლაშია მასთან რისი საბოლოო შედეგიც არც არავინ ვიცით. ეს კი ასე არ არის. უფალი ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე და უძლეველია.

მაგრამ ეს თემა ამისათვის არ გამიხსნია.
არსებობს ბოროტი საწყისის ორი მხარე – ლუციფერი და არიმანი.
ლუციფერი წმინდა ეშმაკისეული წარმონაქმნია, რაც ნიშნავს იმას, რომ მასში ამპარტავნება, შური და ძალაუფლებისაკენ სწრაფვა არსებობს და სულაც არ არის მიმართული უშუალოდ ადამიანთა განადგურებაზე. ლუციფერი, სიბრძნის, სილამაზისა და ყოვლისმომცველობის ღვთაება გახლდათ, სწორედ ის ვინც ღმერთს აუჯანყდა (ესაია წინაწარმეტყველის ქრონიკები), მაგრამ უშედეგოდ. დღეს კი მისი გამოსახულებები სწორედ ამპარტანვებაში, ფულში, ძალაუფლებსა და მუსიკაშია, რაც თავისთავად ემოციასაც (გრძნობებს) მოიცავს.

სხვა სახეა არიმანი, რაც უფრო ბოროტი საწყისის სატანურ სახეს წამოადგენს.
არიმანი ადამიანის მოძულე არსებაა, რომლიც უმნიშვმნელოვანესი მისია ადამიანთა ტოტალური გათიშვა, დაზოიმბირება და მართვაა. ის ვერ იტანს ადამიანს. საერთოდ სიტყვა “სატანა” უფრო შეეფერება მას ვიდრე “ეშმაკი” რადგან ეს უკანასკენლი უფრო ლუციფერული საწყისია.

ფილოსოფოსთა აზრით XXI საუკუნე არიმანული პერიოდის საწყისი ეტაპია, როდესაც ადამიანთა ტოტალური მართვა უფრო ხელმისაწვდომი და ადვილიგახდა. მათი ფიქრით ლუციფერული საწყისი კვდება და ქრება, თუმცა არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ სანამ ერთი ადამიანი მაინც იარსებებს მასში, სადღაც შორს მაინც იარსებებს ლუციფერი, რომელიც ისევ შეეცდება მართვას და ბოროტი მიზნის მიღწევას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიძინებული მკვდარს არ ნინშვანვს… საბოლოო გადასახედიდან კი თვით ბოროტ ძალებს შორისაც კი არის სხვაობა. არც მათ შორის გამარჯვებულს უწყის ვინმე. ლუციფერი?! არიმანი?!

ანუ სინამდვილეში არავინ არაფერი არ ვიცით და ერთი შეხედვით, ჭეშმარიტი თეორიები შეიძლება უაზრი ნაფლეთებად გვექცნენ. და გვახსოვდეს ისიც, რომ დედამიწა ეშმაკის უშუალო სამფლობელოა სადაც ყველა სული მოსულია დროებით საასპარეზოდ. ეს კი ნიშანია იმისა, რომ ყველაფერი დროებითია და ეს მხოლოდ გრძელი გამოცდაა, სადაც შეგიძლია მარტომ იბრძოლო შეგიძლია კი სხვა, ამ შემთხვევაში კი ლუციფერი ან არიმანი მიიხმარო.

თუმცა ამ დროებითობაშიც არის რაღაც ხიბლი და მათ შორის ღვთის ნება, რადგან ყველაფერი რაც ხდება მაინც უფლის სურვილია, რადგან მის გარეშე ამ სამყაროში არაფერი არ ხდება. ლუციფერი და არიმანი კი უბრალო არსბები არიან ერთ ყოვლისმომცველი ფენომენიდან რომელსაც ღმერთი ეწოდება.

არიმანი შუა საუკუნეების ქრისტიანულ (მათ შორის ბიზანტიურ წყაროებში, იუსტინიანეს დროს) მოიხსენიება როგორც ბოროტი სული აჰრიმან. ამის შესახებ წერია აღმოსავლურ რელიგიურ წყაროებშიც. განსაკუთრებით კარგად კი არიმანის საკითხს ავრცობს რუდოლფ შტაინერი, გერმანელი რელიგიათმცოდნე, ფილოსოფოსი და მეცნიერი. ნიცშეს ფილოსოფია გაკვრით ახსენებს არიმანს, თუმცა ხანდახან ლუციფერულსა და არიმანულ საწყისებს ან ერთ არსში მოიხსენიებს ან საერთოდ უარყოფს.

საერთო დასკვნა არიმანის შესახებ ასეთია:
არიმანი მიილტვის სრული ბატონობისა და ხალხთა დაზომბირებისაკენ, სადაც ინდივიდი უნდა გაქრეს და დარჩენილი მასა უნდა იმართოს. არიმანის ტექნიკასა და ტოტალიტარიზმში გამოიხატება, სადაც რობოტული საწყისები ბატონობენ. სატელევიზიო, საკომუნიკაცია და სხვადასხვა პროპაგანდა, მართველობის აქამდე უცნობი მეთოდიკა და ხერხები და ასე შემდეგ, მთლიანად არიმანულ მიზნებს უკანშირდება. თუმცა ეს ყველაფერი მაინც ემსახურება ერთადერთ მიზანს – არიმანი ვერ იტანს ადამიანს, ის უნდა გადანდგურდეს! არიმანი ითხოვს მორჩილებას და მონობას მისდამი, ლუციფერი კი პიქირით, ამპარტავნულ ცნობიერის გაღვიძებაში ეხმარება ადამიანს. არიმანი გაუნათლებლობისაკენ მიისწრაფის, ლუციფეირი კი ყველასა და ყველაფრის შეცნობისაკენ მოგვიწოდებს.

თუ ლუციფერის ე.წ. “ერა” ქრისტეს შობამდე III ათასწლეულში დადგა, ახლა არიმანის ეპოქა იწყება.

თუმცა ვიმეორებ, ლუფერი, როგორც ამპარტავანი, ლამაზი, მცოდნე, მაცდური სული მანამ იარსებებს და მართავს დედამიწის სამყაროს სანამ ადამიანი იარსებებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, როგორც შტაინერი იტყოდა, ბოროტ საწყოსებს შორის ბრძოლა არასდროს დამთავრდება, მით უფრო, რომ ორივეს განსხეულება სხვადასხვა საშუალებით ხდებაო. საბოლოოდ კი ორივე მათგანზე (ლუციფერსა თუ არიმანზე) შეიძლება ითქვას ერთი, ისინი მიმზიდველი მარგალიტები არიან, რომლებიც ადამიანთა ავ საწყისებს მიზნის მიღწევაში დაეხმარებიან, მაგრამ ასეთი ბედნიერებიდან უფსკრულამდე ერთი ნაბიჯია.

მაგრამ მაინც, ვინ არის ანიქრისტე? ვინ მოვა მეორედ მოსვლის დროს? ამ კითხვაზე დეტაურ პასუხს ვერავინ გაგვცემს, მაგრამ ცხადია, მასში იბობოქრებს როგორც ლუფიერული ისე არიმანული საწყისი. თუმცა ლუციფერული საწყისი ბევრად უფრო საშიშია, რადგან ის, არიმანისაგან განსხვავებით, თესავს და ანადგურებს კიდეც, არიმანი კი მხოლოდ ანადგურებს.

და მაინც ეს ყველაფერი ემსახურება ერთ მიზანს, ადამიანის დავრდომილი სულის გამოწრთობას, რადგან ეს სამყარო გამოცდაა, რომელიც ღმერთის ნებით დაწესდა და მას წინ ვერავინ გადაუდგება. თუმცა ლუციფერი და არიმანი სწორედ ამ გამოცდაზე “ჩასაჭრელად” არიან მოვლენილნი, რადგან ამ სამყაროში ყველაფერი, თვით ეშმაკისა თუ სატანის არსებობა, მხოლოდ ღმერთის ნებას ემსახურება.



http://geword.wordpress.com/2010/11/30/ე...ერი-დ/
Atman
Molen

როგორც გამიგია არიმანი და ლუციფერი წონასწორული მდგომარეობის ორი დარღვევაა, ერთია გაუცნობიერებელი მოქმედება, მეორეა გაცნობიერებული უმოქმედობა (ანუ ვაკეთებ, მაგრამ მიზანი არ ვიცი და ყველაფერი ვიცი, მაგრამ ვერაფერს ვერ ვაკეთებ).

მაგრამ არა მგონია რომ არიმანის და ლუციფერის "წონასწორობას" "ღმერთი" ეწოდებოდეს biggrin.gif

მოკლედ ჩემთვის ეს ცოტა დამაბნეველი ლექსიკონია. უფრო მარტივია მაიას (ილუზიის) სხვადასხვა ასპექტები და სახელები. მაია კი ღმერთის ენერგიაა, შესაბამისად ღმერთის ნების გარეშე მართლაც არაფერი ხდება, მაგრამ მაის ბოლომდე დაძლევა ჩვენი საკუთარი ძალისხმევით, ღმერთის წყალობის და დახმარების გარეშე შეუძლებელია.
Alpha
ვეთანხმები სტატიას

ასევე, მე მგონია, რომ ლუციფერი/ეშმაკი ვიღაც არსება კი არა ადამიანის სულის მდგომარეობაა
lily
ეს ვიცოდი ადრეც წამიკითხავს
Kaspar Hausser
შტაინერი რულამს.. smile.gif smile.gif

biggrin.gif biggrin.gif
bajo13
http://www.insiderrevelations.ru/index3.html საინტერესოა wink.gif
kardinal
es yvelaperi gasagebia magrammmm ... ? ! vin aris bolo bolo antiqriste ? ... luciferi ? arinami ? chemi azrit arc erti da arc meore radgan mati azrovneba da scrapva sruliad ecinaagmdegeba ertmanets da ganizidavs mat ... gmertma samotxidan gamoadzeva eshmaki , is iyo 1 da luciferi da arumani saidan (gaichiten biggrin.gif) magis gageba dznelia shesadzlebelia eshmaki tavis ampartavnuli sulis gamo romelic gmerts ecinaagmdegeba 3 at (gaiyo) rogorc ( mama gmerti , dze gmerti da sulicminda)... 1.lucifer 2.aruman 3. ? ... naxsenebia rom rodesac meored mosvla iqneba dedamicaze mova namdvili eshmaki da chemi azrit es arc arumani iqneba da arc luciferi ...
maqvs nanaxi ert erti adaminais interviu romelsac qonda egred codebuli ( klinikuri sikvdili ) da man agnishna rom rodesac chemi suli jojoxets miuaxlovdao me aranair ( adamiianur ) grdzobas ar ganvicdidio da davinaxe rogori damangreveli yvirilit morboden chemsken 3 eshmakio chemi sulis casayvanado ... shesadzloa rom am 3 eshmakidan 2 zemot xsenebulni iyvnen ? ... mokled es yvelaperi dzalian chaxlartulia da amazrzeni moxdeba vitom rodesme meored mosvla ? ... agretve arsebobs teoria rom dzalian adre rodesac adamiani im doneze ganvitarda rom ukve metyveleba sheedzlo ertma gonierma adaminama gamoigona miti saxelad gmerti shemdeg da shemdeg tandatan ganavcrces ... amis ert erti magalitia kerptayvanismcemloba da kidev bevri ram tundac mzis gmerti ( RA ) ...
mokled aravin ar icis ra xdeba da ra aris sinamdvileshi magram 1 cxadia rom chven vart 21 saukuneshi smile.gif)))
Gia Amilaxvari
Molen
QUOTE(Molen @ 30th November 2010 - 10:23 PM) *
ხშირად ეშმაკს წარმოგვისახავენ როგორც რქებიან, ჩლიქებიან, თმებიან, გაბრუძგნულ, წიელთვალება არსებად რომელიც მუდმივარ დაპირისპირებულია ღმერთთან, და ბოროტ ძალებს უდგას სათავეში. მისი მიზანი სიკეთის განადგურება და ბოროტების გამარჯვებაა რასაც უნდა მოჰყვეს ტოტალური მორჩილება და მართვა.

აღნიშნული თეორია ძირშივე მცდარია.

მცდარი არ არის ვინაიდან ეშმაკს ძალუძს სხვადასხვა ჩვენთვის ცნობილი ფორმების მიღება და თავის ასე წარმოჩინება, მათ შორის ჩლიქებიან რქიან და თმააბურძგნულ ფორმებად გარდასახვა.
რაც შეეხება მიზანს სწორედ ეგ მიზანი აქვს რაც დაასახელეთ.
გრიფონი
ის თუ იცით რომ არსებობს ლუციფერის სახარება , ზუსთად არ მახსოვს ,მოკლედ მგონი 15 საუკუნეში ერთმა კატოლიკე ბერმა დაწერა, რომელმაც ეშმაკს აღუთქვა მორჩილებაო, კინოც არის მაგ აზე გადაგებული მაგ წიგნზე
Lashapoli
QUOTE(გრიფონი @ Aug 8 2011, 08:38 PM) *
ის თუ იცით რომ არსებობს ლუციფერის სახარება , ზუსთად არ მახსოვს ,მოკლედ მგონი 15 საუკუნეში ერთმა კატოლიკე ბერმა დაწერა, რომელმაც ეშმაკს აღუთქვა მორჩილებაო, კინოც არის მაგ აზე გადაგებული მაგ წიგნზე

დოკუმენტური ფილმი მაქვს მაგაზე ნანახი, და ზუსტად აღარ მახსოვს რა წერია, თუ არ ვცდები ვატიკანში ინახება
steward
ყველაფერს აქვს უარყოფითი სიმძიმის ცენტრი და წერტილი რომელიც მთლიანს წონასწორობის დაცვაში ეხმარება, ასეთ ცენტრად ქცევა ყველას როდი შეუძლია. ყველას თავისი ფუნქცია და მისია აქვს, თუნდაც ლუციფერს. განვითარებისთვის კი მისი არსი კარგა ხანია ადამიანში შემოვიდა (შეიყვანეს) რადგან ადამიანმა ესეც უნდა გაითავისოს, აითვისოს და დახვეწოს, ისე სრულყოფილებისაკენ სწრაფვა და განვითარება არ მოხდებოდა, არამედ ადამიანი მხოლოდ ერთი მიმართულებით ივლიდა და ხედვის ერთი წერტილი ექნებოდა. ის რომ ლუციფერს ხშირად მოიხსენიებენ სინათლის მატარებლად (მისი სახელი ლუციფერი კი ასე ითარგმნება ლათინურიდან, მისი ადრინდელი სახელია სამაელი) ეს სიახლე არაა, აგრეთვე მისი სიბრძნე უღრმესია, როდესაც უნდათ რომ ბარტყს ფრენა ასწავლონ, მას ძალით აგდებენ სიმაღლიდან, თუ არადა ის ვერ გადარჩება და მოკვდება, ადამიანს ცხოვრებას ასწავლიან, ცხოვრებას სამყაროში რომელიც უკიდეგანოა და მარტო ჩვენი პლანეტით და აქ არსებული ხედვით არ შემოიფარგლება, თუ კი ადამიანმა ეს არ გადალახა ის თავის თავს ვერც დაიმკვიდრებს იმ შემდეგ ფენებსა და საფეხურებზე, არადა ის მართლაც ჯერ ბარტყის დონეზეა. ადამიანი არის პროექტი, ექსპერიმენტი, ახალი ჩანასახი, უფრო სრულყოფილი რომელსაც გაცილებით მეტი დრო და შრომის გაღება უწევს რომ განვითარდეს ვიდრე სხვას, ეს არ არის ერთი არსების წამოწყება არამედ მთელი დასია ამაში ჩართული და ამაზეა მათი არსებობის გაგრძელება დამოკიდებული, დასი სადაც ყველა თავისას ასწავლის, ზოგი ცუდს, ზოგიც კარგს, აჩვენებენ რა ორივე მხარეს დუალიზმის რათა შემდგომი ეტაპი სამება დადგეს. მოდით ნუ შევიძულებთ კონკრეტულ მასწავლებელს რადგან მისი საგანი რთულია ან მტკივნეული, არამედ მთლიანობაში შევხედოთ ყველაფერს. მერე გაქრება კეთილის და ბოროტის შეგრძნება და დარჩება უნივერსალური სამყაროსეული აღქმა. რასაც უკვე სხვა გარემო და გაკვეთილები მოსდევს და ასე შემდეგ. ეს კი გიგანტურია და კოლოსალური.
Star Child
QUOTE(გრიფონი @ 8th August 2011 - 08:38 PM) *
ის თუ იცით რომ არსებობს ლუციფერის სახარება , ზუსთად არ მახსოვს ,მოკლედ მგონი 15 საუკუნეში ერთმა კატოლიკე ბერმა დაწერა, რომელმაც ეშმაკს აღუთქვა მორჩილებაო, კინოც არის მაგ აზე გადაგებული მაგ წიგნზე



გრიფონი
გიგასის კოდექსზე ამბობ ?
გრიფონი
ხო, ეგა მგონი
LUCIFER
ეს თემა ჩემზე ყოფილა )))))))) რა პოპულარული ვყოფილვარ და არ ვიცოდი ))))))))) არიმანი -ანგრო მაინიუ, ახრიმან, ეს ერთ ერთი ძველი პროტოტიპია ქაოსთან არსებული ღვთაების, ლუციფერი როგორც სინათლის მომტანი, იგივე გელელ ბენ იახარ (ზოხარ), ძე ნათელისა, ყველაფერს ასე მუქი ფერებით რატომ უყურებთ ხალხნო, ეს ორი პერსონაჟი თქვენს წაწყმენდილ სულებში ეზებეთ და თქვენი ცოდვილი წარსულის სიღრმეებში მოიძიეთ, თორე არც ეშმაკია დამნაშავე და არც ღმერთი, ყველაფერში ადამიანის ცხოველური ბუნების ბრალია, ანუ 666 ესეც ერთ ერთი ცხოველური ბუნების გამომხატველი რიცხვია და აქ რაიმეს წერას ჯობია ჩვენს სულებში ჩავიხედოთ
Helen
QUOTE
არიმანი გაუნათლებლობისაკენ მიისწრაფის, ლუციფეირი კი ყველასა და ყველაფრის შეცნობისაკენ მოგვიწოდებს.


ერთი რაღაც მაინტერესებს

ამ ფრაზის მიხედვით თვით ეზოთერიზმიც ხომ ლუციფერისკენაა მიმართული?

QUOTE
ცოტაოდენი სიტყვის წარმოშობის შესახებ:

ეზოთერიკოსი ბერძნული სიტყვიდან - “ჩახედული”


ანუ ეზოთერიზმიც ყველაფრის შეცნობას ემსახურება...

პ.ს. ამ საკითხებში ბევრი არაფერი გამეგება, უბრალოდ ძალიან მაინტერესებს ეზოტერული თემები
old_man
Helen
QUOTE
ამ ფრაზის მიხედვით თვით ეზოთერიზმიც ხომ ლუციფერისკენაა მიმართული?
კი ასე გამოდის smile.gif
QUOTE
ანუ ეზოთერიზმიც ყველაფრის შეცნობას ემსახურება...

კი და პირველ რიგში საკუთარი თავის...

Helen
და ისე ეზოთერიზმი ქრისტიანი მართლმადიდებელისთვის ცოდვად ითვლება?
old_man
არ ვიცი ცოდვად უთვლიან თუ არა, მაგრამ რომ უკრძალავენ ეზოთერული ლიტერატურის კითხვას კი ვიცი laugh.gif

განა შეიძლება თვითშემეცნება ცოდვა იყოს? smile.gif)
tikoroma
old_man
თვითშემეცნება ქრისტიანული ლიტერატურითაც შესაძლებელია, ვინც ამ გზას აირჩევს სასურველია სხვა თემებს მოერიდოს რომ არ მოსწყდეს გონებით და გულით არჩეულ გზას.
ეს აკრძალვა არ არის, რჩევაა და ვინც ქრისტიანობას ირჩევს, მან თავის მოძღვარს უნდა დაუჯეროს თუ უნდა განვითარდეს smile.gif
td.........
ციტატა
თვითშემეცნება ქრისტიანული ლიტერატურითაც შესაძლებელია, ვინც ამ გზას აირჩევს სასურველია სხვა თემებს მოერიდოს რომ არ მოსწყდეს გონებით და გულით არჩეულ გზას.
ეს აკრძალვა არ არის, რჩევაა და ვინც ქრისტიანობას ირჩევს, მან თავის მოძღვარს უნდა დაუჯეროს თუ უნდა განვითარდეს smile.gif

tikoroma

გეთანხმები, ეს ისევ ადამიანის დასაცავად ხდება, თუმცა ჩვენ დროში ვთვლი, რომ ჯობია ყველა სფეროში გათვითცნობერებული იყო, რომ გესმოდეს რატომ ირჩევ ქრისტიანობას და არა ბუდიზმს.. რომელიც ბევრ რამეში გავს ერთმანეთს, რატომ ირჩევ რომელიმე კონფესიას, რატომ თვლი , რომ იეღოველები ცდებიან? ასე უბრალოდ თქმა ის ცდება და მე ვიცი ჭეშმარიტებაო ზედაპირული და არასერიოზულია. დღეს მართლმადიდებლობას იმიტომაც აკრიტიკებენ, რომ ძალიან ზედაპრული გახდა. კითხევბის დასმაც კი არ შეიძლება ხოლმე, თუმცა ისიც მართალია, რომ ხშირ შემტხვევაში კითხვები არასწორად ისმება.. მაგასაც ცოდნა უნდა. მე მაგალითად ცოდვად დამისახელეს მაცის დაგემოვნება და სინაგოგაში შესვლა. smile.gif არადა ძალიან ბევრი ახლობელი მყავს ებრაელი და მითუმეტეს ადრე, როდესაც ოჯახი უფრო სრული მყავდა , მაცა ჩვენთან ისეთივე ჩვეულებრივი რამე იყო , როგორც ხაჭაპური... smile.gif))
old_man
tikoroma
QUOTE
თვითშემეცნება ქრისტიანული ლიტერატურითაც შესაძლებელია, ვინც ამ გზას აირჩევს სასურველია სხვა თემებს მოერიდოს რომ არ მოსწყდეს გონებით და გულით არჩეულ გზას.

კი მართალია, მაგრამ რაშია საქმე.... ქრისტე მოვიდა და გვაჩვენა გზა... მერე მის გზაზე შექმნეს რელიგია, ეს რელიგია ქრისტეს ნათქვამის გარდა შედგება სხვადასხვა სასულიერო პირთა განმარტებებისგან, ნააზრევისგან, სხვადასხვა მიხვეულ-მოხვეულისგან რომელიც აისახა დოგმებსა და რადიკალიზმში სხვადასხვა ფორმით და ამის გამო ბევრი იბნევა და თავს აჯერებს რომ ეს დოგმატიზმია ჭეშმარიტება და სულიერი ცხოვრება...
მე როცა ამას მივხდი ქრისტე მივიღე სუფთა სახით... და ძაან მიყვარს ის, ასევე მომწონს ბუდას გზა biggrin.gif მაგრამ ბუდიზმშიც იგივე მოხდა. შეიქმნა უამრავი მიმდინარეობა, განშტოება. ბუდა ამბობდა ყველას შეგიძლიათ ბუდა გახდეთ, მე ღმერთი არ ვარ.... ზოგმა მისმა მიმდინარეობამ კი რა გააკეთა? ამის მთქმელი კერპად გაიხადა და ეთაყვანება...ჰმ...
tikoroma
old_man

რაც შექმნა ქრისტიანობამ, მაგ გზით ნამდვილად არის შესაძლებელი სულის განვითარება და ამაში მარწმუნებს უამრავი ქრისტიანი წმინდანის არსებობა - არ ვგულისხმობ მოწამეებს, არამედ იმ ღვთისმეტყველებს რომელთა წიგნებსაც ვკითხულობ.
მათი მსგავსი ცხოვრება მიმაღწევინებს მსგავს შედეგამდე. აგრეთვე არ ვგულისხმობ სამარხვო კატლეტებით და სამარხვო ხაჭაპურით მარხვის მსგავს მეთოდებს smile.gif
ეკლესია ამ ფორმით რაც არსებობს საკმარისია დამწყები მორწმუნისათვის, ვისაც მეტი უნდა - გამოეყოს ერს და ისწავლოს მეტი ბერებისაგან.
შენ როგორ წარმოგიდგენია ერში ცხოვრება და უმაღლესი სულიერების მიღწევა?
ნებისმიერი მიმდინარეობა მოითხოვს სხვაზე ჩამოშორებას.
აგერ მერლინიც კი ითხოვს რასაც მე გეტყვით მხოლოდ ის შეასრულეთო, თუ გინდათ რა მიზანიც დაგისახეთ იმას მივაღწიოთო, თუმცა რა დაგვისახა არ გვიმხელს ჯერ biggrin.gif
td.........
ციტატა
შენ როგორ წარმოგიდგენია ერში ცხოვრება და უმაღლესი სულიერების მიღწევა?
tikoroma
ამის მაგალიტებიც არის ისტორიაში.. თუ მოინდომებ ეს შესაძლებელაი ერში ყოფნის დროსაც და განდეგილობაშიც, შეიძლება დატოვო ერი, განმარტოვდე გამოქვაბულში და იქ დაკონსერვდე და დეგრადირდე კიდევაც სულიერად..
Untitled_11
მე მიყვარს ქართული ლიტერატურა და ზეპირსიტყვიერება, ზღაპრები და იაგვები. მგონია რომ მანდ ყველაფერია და არავითარი ბუდიზმი ან კრიშნაიზმი არაა საჭირო.. მაგრამ აი ბებიის გამოცხვარი ახალი პური, მისი გამოყვანილი ყველი და ღვინო რომ გიყვარს ისაა, ის რაც შენთვისაა შექმნილი, შენი ჯანმრთელობისთვის და და სულიერი ამაღლებულობისთვის, მარტივი ჭესშმარტი ბედნირებისთვის, როცა უბრალოდ იცი რომ ხარ და ბედნიერი ხარ smile.gif და მერე ბებია რომ გარდაიცვლება და აღარავინ გიცხობს პურს და აღარ გასმევენ ღვინოს.სხვადსხვა რესტორნებში დადიხარ, პიცას, ბაყაყის დელიკატესს და ათას რაღაცას ედები, ზოგი მოგწონს.. მაგრამ ის რაც რეალურად გჭირდება იქაა, წარსულში და დაუბრუნდები ოდესმე smile.gif

მე ასეთი დამოკიდებულება მაქვს
Untitled_11
და ლუციფერს რაც შეეხება, რათქმუნდა ის ყველა ჩვენგანშია. ამპარტავნება, მამაზე მაღლა დგომის სურვილი, შური და ა.შ.. smile.gif))))) თუმცა ვაღიარებ ჯერ ვერ გამოვსულვარ supernaturale_ში რომ ლუციფერი და მიხაილი საუბრობენ, იმის გავლენიდან, ფანტსტიური ტექსტია. ჯერ ჩემი გონება მეტს ვერ წვდება ყოველ შემთხვევაში biggrin.gif biggrin.gif
tikoroma
td.........
ციტატა
ამის მაგალიტებიც არის ისტორიაში.. თუ მოინდომებ ეს შესაძლებელაი ერში ყოფნის დროსაც და განდეგილობაშიც, შეიძლება დატოვო ერი, განმარტოვდე გამოქვაბულში და იქ დაკონსერვდე და დეგრადირდე კიდევაც სულიერად..

ხო რა თქმა უნდა, მე ძაან რადიკალურად ვუდგები, მე რომ ვერ ვახერხებ ალბათ მაგიტომ მგონია შეუძლებელი biggrin.gif
Untitled_11
ზოგჯერ ვერ უძლებენ და თავს იკლავენ......... აბუ sad.gif
free man
მე მყავსნანახი ეშმაკი თუ რავიცი რა ვუწუდო, აი უცხოპლანეტელებს რო აგწერენ ეგეთი
daliela
QUOTE(გრიფონი @ Aug 13 2011, 05:30 PM) *
ხო, ეგა მგონი



http://ucnauri.com/170184/%E1%83%92%E1%83%...83%A1%E1%83%98/



ვოტ !
X-Man
ეშმაკი რატოა წარმოდგეილი საშინელ არსებად რქებით კუდდ ,და ასეთებად? ადრე საუკუნეებშიც ასე იყო? არამგონია რაგაც თუ ბიბლიაში ან სადმეა აგჭერილი? ან რამე გამოსახულება ან ფრესკები არის ძველი სდაც ეშმაკი ხატია,? ძველ ეკლესიებში არ სად არის , და ეხლა კი ისწავლეს ხატვა
steward
X-Man

პლუს დაამატე ისიც რომ არავის უნახავს მაგრამ მაინც დიდი მონდომებით აფორმებენ ხოლმე, ყველაზე დიდ როლს ადამიანის წარმოსახვა თამაშობს მაინც. როგორია დახატო ის რაც არ გინახავს. ამით კი მგონი ადვილია ნებისმიერი ადამიანის შეცდომაში შეყვანა, მერე მცირე ჩრდილსაც მაგას მიამგვანებენ.
fukoshima
QUOTE
ეშმაკის რაობა –

ეშმაკის რაობა – იგივეა რაც პატრიარქის მზაობა lol.gif
givi
ЛЮЦИФЕР – НЕ “ДЬЯВОЛ”

Ра: В этом контексте вы можете видеть: тот, кого вы называете Люцифером, на самом деле принес Свет познания добра и зла, пронизывающий сущности этого Логоса (творца галактики). Он принес Свет из райского условия постоянной удовлетворенности и создал импульс двигаться, работать и учиться. (Кн.4, стр.21)
daliela
ახლა არიმანის ეპოქა გვიდგას.. მექანიკური რუტინა ,მატერიალიზმის მეფობის ხანა ..
ლუციფერი კიდევ ჯობია არიმანს...
მაგრამ არცერთის გარეშეც არ სეიძლება,ერთმანეთი უნდა აბალანსონ
ყველა ჩვენგანშია ლუციფერიც და არიმანიც
მ,თავარია მხოლოდ მათი მონაცვლეობით არ შემოიფარგლოს ჩვენი ქცევები და გონება... ამ ყოველივეს უნდა დაუპირისპირდეს სიყვარული ,მოთმინება და რაც მთავარია სიმშვიდე
<3
Shinning Star
ჩემი აზრით ბიბლიური ეშმაკი ძალიან არარეალურია.
თან ყველაზე გონიერი არსება ეწოდება და თან ძალიან სულელურად იქცევა.
რა უნდოდა და რას მიაღწია ვერ ვხვდები.
კამიკაძეა რომ ოღონდ ხალხი დაღუპოს და თავსაც იღუპავს? biggrin.gif
მოკლედ ძალიან ულოგიკოა მისი ქცევა, მითუმეტეს მასეთი გონიერი არსებისთვისს რომელიც ყველა ანგელოზზე მაღლა იდგა.
სწორედ ამიტომ მის არსებობაში ეჭვი მეპარება.
მგონია ეშმაკი როგორც პიროვნება არ არსებობს, ეშმაკი ეწოდება უბრალოდ ჩვენს არასწორ სურვილებს და საქციელს რომელიც ხელს უშლის სულს განვითარებაში.
old_man
QUOTE
მოკლედ ძალიან ულოგიკოა მისი ქცევა, მითუმეტეს მასეთი გონიერი არსებისთვისს რომელიც ყველა ანგელოზზე მაღლა იდგა.სწორედ ამიტომ მის არსებობაში ეჭვი მეპარება.მგონია ეშმაკი როგორც პიროვნება არ არსებობს, ეშმაკი ეწოდება უბრალოდ ჩვენს არასწორ სურვილებს და საქციელს რომელიც ხელს უშლის სულს განვითარებაში.

გეთანხმები Laie_61.gif
არა მარტო ეშმაკი. ბევრი რამე პირდაპირაა გაგებული.
იგივე ედემის ბაღიდან გამოგდება. ადამმა შესცოდა და გამოაპანღურეს და მას შემდეგ ადამიანი ცოდვილი იბადება.
იქნებ სამოთხის ბაღიდან გამოგდება, ისე უნდა გავიგოთ როგორც სულის სურვილი დაბალი მატერიალური სიმკვრივეებიდან სწრაფვა მაღლისკენ, თავის პირველსაწყისისკენ ანუ ედემის ბაღისკენ. როგორც სულის ნებაყოფლობითი სურვილი გაიაროს დედამიწის ეს სკოლა შესაცნობად, განსავითარებლად და არა როგორც მისი წინაპრის ცოდვის, შეცდომის შედეგად, რის გამოც ამ გაუგებრობაში მოხვდა. wink.gif
Asmodeus
Shinning Star
QUOTE(Shinning Star @ 30th April 2012 - 10:33 AM) *
მოკლედ ძალიან ულოგიკოა მისი ქცევა

რატომ? როგორც თავად ამბობს ტირანიისაგან გათავისუფლდა.
Shinning Star
QUOTE
რატომ? როგორც თავად ამბობს ტირანიისაგან გათავისუფლდა.

ხო მაგრამ ადამიანებს რატომ ერჩის?
რატომ უნდა მოტყუებით აცდუნოს და დაღუპოს. ისე იქცევა თითქოს ღმერთის ქვეშევრდომია, ვინც ღმერთს არ ემორჩიულება იმათ სჯის. არა და მისი მხარდამჭერები პირიქით არ უნდა დააჯილდოვოს? მანიაკია ხალხის წამება სიამოვნებს?
და რას იღებს ამით რომ აწამებს? ღმერთს ემსახურება თუ საკუთარ ავადმყოფურ გადახრებს იკმაყოფილებს? biggrin.gif
უბრალოდ არ მესმის რა უნდა.

თუ მხარდამჭერები უნდა, ვინც ყავს იმათ რატომ ექცევა ცუდად და რატომ აწამებს და ანადგურებს?
თუ თავისუფლება უნდოდა და ხალხსაც თავისუფლებისკენ მოუწოდებს, ვინც ასე ვთქვათ "თავისუფლდება" ღვთის კანონებისგან რატომ ერჩის იმათ და ყავს ცუდ დღეში?

ისეთი შთაბეჭდილება მექმნება რომ ადამაინები ისე ეზიზღება ოღონდ აწამოს და ანადგუროს მეტი არაფერი არ უნდა.
და რატომ სძულს ასე ამაზე პასუხს ვერ ვპულობ.
ამიტომ ვამბობ ულოგიკოა მისი ქცევა.
Asmodeus
Shinning Star
QUOTE(Shinning Star @ 30th April 2012 - 02:42 PM) *
ხო მაგრამ ადამიანებს რატომ ერჩის?

და ვინ გითხრა რომ ერჩის? მღვდელმა? და თუ ერჩის ვისი ნებით ერჩის, მაშინ როდესაც ღვთის ნების გარეშე ბალახიც კი არ ირხევა?
QUOTE(Shinning Star @ 30th April 2012 - 02:42 PM) *
რატომ უნდა მოტყუებით აცდუნოს და დაღუპოს. ისე იქცევა თითქოს ღმერთის ქვეშევრდომია, ვინც ღმერთს არ ემორჩიულება იმათ სჯის. არა და მისი მხარდამჭერები პირიქით არ უნდა დააჯილდოვოს? მანიაკია ხალხის წამება სიამოვნებს?

არასწორი წარმოდგენების ქვეშ იმყოფები დამიჯერე რაც იმით არის განპირობებული რომ ბავშვობიდანვე ადამიანს დაცემულ ანგელოზს რქიან და კუდიან ურჩხულად უხატავენ.
QUOTE(Shinning Star @ 30th April 2012 - 02:42 PM) *
თუ მხარდამჭერები უნდა, ვინც ყავს იმათ რატომ ექცევა ცუდად და რატომ აწამებს და ანადგურებს?

დამიჯერე, სამაელი იგივე სატანა საკუთარ მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს გაცილებით უკეთ ექცევა ვიდრე ეს რომელიმეს წარმოუდგენია, ის მათ ყველაფერს აძლევს რასაც მოისურვებენ, ეს წუთისოფელი მისი სამეფო და სამფლობელოა, წმინდა წერილში მას წუთისოფლის ღმერთი ქვია და თავის სამეფოში ყველა მის ერთგულს აჯილდოვებს, გავიხსენოთ აბა როდესაც მან უფალი იესო წაიყვანა მაღალ მთაზე და აჩვენა წუთისოფელი და მთელი მისი სისავსე რა უთხრა? "ყოველივე ამას შენ მოგცემ თუ დამხობილი თაყვანს მცემ" ჰო და როგორ მისცემდა შეპირებას დიდების მიცემის თაობაზე თუ მას არ ეკუთვნოდა ის რის მიცემასაც პირდებოდა? თავის მხარდამჭერთ ასევე თავის ანგელოზთ ის ძალიან ლოიალურად და პატივისცემით ებყრობა, არ არის რა ასე ბუად რომ ხატავენ სატანას.
QUOTE(Shinning Star @ 30th April 2012 - 02:42 PM) *
თუ თავისუფლება უნდოდა და ხალხსაც თავისუფლებისკენ მოუწოდებს, ვინც ასე ვთქვათ "თავისუფლდება" ღვთის კანონებისგან რატომ ერჩის იმათ და ყავს ცუდ დღეში?

და იქნებ ღმერთი ერჩის? თქვენ რა დარწმუნებული ხართ რომ სატანა ერჩის?
ვინ დახოცა წარღვნით კაცობრიობა გარდა 8 სულისა?
ვინ გაწყვიტა ეგვიპტელთა პირველშობილნი?
ვინ გაანადგურა სოდომი და გომორი?
ვინ გაანადგურა იერიქონი და მისი შემოგარენი?
ვინ გპირდება აპოკალიფსს?
სატანა?
ვინ გამოგაძევა სამოთხიდან? სატანამ?
ვინ დაგიქვემდებარა სიკვდილს? სატანამ?
QUOTE(Shinning Star @ 30th April 2012 - 02:42 PM) *
ისეთი შთაბეჭდილება მექმნება რომ ადამაინები ისე ეზიზღება ოღონდ აწამოს და ანადგუროს მეტი არაფერი არ უნდა.

მას არ ეზიზღება ადამიანები პირიქით იყო დრო როდესაც მან ადამიანს ძალიან ბევრი რამ შეასწავლა რათა ღვთის მიერ აქ მატერიაში დაცემული ადამიანი გადარჩენილიყო და კომფორტულად ეცხოვრა.
ის მოსულელო მოლაყბეებს ვერ იტანს და ასეთები არც არიან ასატანები, ამპარტავნული ხიბლით დაბრმავებულნი და ამადმოუბარნი ყოველთვის საკუთარ სისუსტეებს სხვას აბრალებენ, სატანა ცოდვილი ხელის შესაწმენდი პირსახოცი არ არის.
QUOTE(Shinning Star @ 30th April 2012 - 02:42 PM) *
და რატომ სძულს ასე ამაზე პასუხს ვერ ვპულობ.

არ სძულს, ეს შენ გეუბნებოდნენ ბავშვობიდან რომ სძუულს და ასე შემდეგ, მაგრამ თუ ისწავლი სატანისათვის ობიექტური თვალით შეხედვას მიხვდები რომ არანაირად არ სძულს.
tikoroma
Asmodeus
პრომეთე და შუმერული მითები გამახსენდა biggrin.gif biggrin.gif
ვერ გავიგე რას ამბობ ამ დაპირისპირებით, სატანას ვუყვარვართ და ღმერთს არა?
ამ წუთისოფელში აჯიდლოვებს სატანა თავის მომხრეებს, მაგრამ სიკვდილის შემდეგ რა ხდება? ესეც დაგეწერა smile.gif
Asmodeus
tikoroma
QUOTE(tikoroma @ 30th April 2012 - 03:53 PM) *
ვერ გავიგე რას ამბობ ამ დაპირისპირებით, სატანას ვუყვარვართ და ღმერთს არა?

ეგ სადმე დავწერე? სატანასაც და ღმერთსაც თავისი მიმდევრები უყვართ მხოლოდ.
QUOTE(tikoroma @ 30th April 2012 - 03:53 PM) *
ამ წუთისოფელში აჯიდლოვებს სატანა თავის მომხრეებს, მაგრამ სიკვდილის შემდეგ რა ხდება?

სიკვდილის შემდეგ რა ხდება ეგ არავინ არ იცის, ამის შესახებ მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეიძლება ვისაუბროთ, აგერ ღმერთი თუ სასუფეველს, სამოთხეს და მარადიულ ნეტარებას პირდება, სატანა კი თავის სამეფოში ერთ ერთი მთავრის ადგილს დემონთა ლეგიონების მმართველის თანამდებობას და განცხრომას პირდება ადამიანს.
Asmodeus
X-Man
QUOTE(X-Man @ 26th February 2012 - 12:18 PM) *
ეშმაკი რატოა წარმოდგეილი საშინელ არსებად რქებით კუდდ ,და ასეთებად?

თეისტთა შესაშინებლად, პატარებს ბუათი აშინებენ დიდებს ეშმაკით.
რაში ჭირდებათ შიშის თესვა? ოოოოოო ეს უკვე რთული თემაააsmile.gif
priad eshmak
ეშმაკებო, გრძნეულებო, ჯადოქრებო, მაგებო, ექსტრასენსებო, მედიუმებო..სატანისტებო, ემოებო, გოთებოო... გეყოთ ამდენი მელანქოლია...დაუბრუნდით რეალობაას!!!
Asmodeus
priad eshmak
QUOTE(eshmak @ 30th April 2012 - 04:59 PM) *
.დაუბრუნდით რეალობაას!!!

და შენ დარწმუნებული ხარ რომ ეხლა აი ამ წუთას რეალობაში იმყოფები?
priad eshmak
კი. რეალობას ვანსხვავებ- სიყალბისგან!!! შენ ვერ წარმოიდგენ რა "ხედვა" მაქვს.....
მარა აი შენ რატომ ხარ დარწმუნებული საკუთარ ბოდვაში არ მესმის!
Asmodeus
priad eshmak
QUOTE(eshmak @ 30th April 2012 - 05:21 PM) *
კი. რეალობას ვანსხვავებ- სიყალბისგან!!! შენ ვერ წარმოიდგენ რა "ხედვა" მაქვს.....

რავიცი, რა ვიცი, მე შემიძლია ექსპერიმენტიც კი შემოგთავაზო, შეგიქმნა სხვა რეალობა და ცოტა ხნით გამყოფო იქ, შემდეგ დაგაბრუნო ისევ ამ ჩვენს რეალობაში და გკითხო ხედავ რაიმე განსხვავებას იმ რეალობასა და ამ რეალობას შორის? იცი შენ ვერანაირ განსხვავებას ვერ დაინახავ და სულ მცირე დაფიქრდები თუ ის ილუზია იყო, რატომ არ შეიძლება ეს რეალობაც ანალოგიური ილუზია იყოს?
QUOTE(eshmak @ 30th April 2012 - 05:21 PM) *
მარა აი შენ რატომ ხარ დარწმუნებული საკუთარ ბოდვაში არ მესმის!

ყოველთვის მიკვირდა რატომ ითხოვენ ასე აქტიურად ადამიანები რომ შეურაცვჰყო და შემდეგ წამებულის მანტიამორგებულმა მოდერებს შეაცოდონ თავები, ამჯერად არ გიწყენ, უბრალოდ გეტყვი მე ჩემს სიტყვებში იმიტომ ვარ დარწმუნებული რომ გადამოწმების ექსპერიმენტის ჩატარების საშუალება მაქვს.
Shinning Star
QUOTE
და ვინ გითხრა რომ ერჩის? მღვდელმა?
მღვდელიბის არ მჯერა, რელიგიური არ ვარ. smile.gif

QUOTE
და თუ ერჩის ვისი ნებით ერჩის, მაშინ როდესაც ღვთის ნების გარეშე ბალახიც კი არ ირხევა?

სწორედ მაგას ვკითხულობ მეც, ღმერთის ქვეშევრდომია მის სურვილებს რომ ასრულებს?

QUOTE
არასწორი წარმოდგენების ქვეშ იმყოფები დამიჯერე რაც იმით არის განპირობებული რომ ბავშვობიდანვე ადამიანს დაცემულ ანგელოზს რქიან და კუდიან ურჩხულად უხატავენ.
პირიქით სატანა ყველაზე ლამაზად წარმომიდგენია, თუმცა ძნელია წარმოვიდგინო მისი გარეგნობა მას ხომ ფიზიკური სხეული არ ააქვს. ურჩხულად ხატავენ იმიტომ რომ ამით მის შინაგან პიროვნებას წარმოიაჩენენ და არა გარეგნობას.
რაც შეეხება ჩემს აზრს ეს ისევ მისი ქცევიდან გამომდინარე მაქვს.
თუ რამე სათქმელი აქვს და უსმართლოდ ადანაშაულებენ თქვას, რას იმალება მიწისქვეშეთში?

QUOTE
სატანასაც და ღმერთსაც თავისი მიმდევრები უყვართ მხოლოდ.

ეჰ მე კი მეგონა ადამაინებზე ოდნავ მეტად მაღლა მაინც იდგნენ განვითარებით, თურმე ჩვეულებრივი პოზიცია ოპოზიცია ყოფილან.

კარგით რა ეს არარეალურია, სწორედ ამიტომ ვამბობ სილულელეა და მეტი არაფერი.
შეხედეთ სამყაროს მასშტაბებს, წარმოიგდინეთ ამ ყველაფრის შემოქმედნი რამხელა ინტელექტის და შეგნების მფლობელნი არიან,
ჯერ მე რომელიც უბრალდო ვცდილობ ვისწავლო სიყვარული, უკვე ვაცნობიერებ რომ დაყოფა სისულელეა, რომ ჩემი მოწინააღმდეგეები სიყვარულით უნდა გავანეიტრალო. რომ სამყარო ეს უბრალოდ უსაზღვრო სიყვარულია.
და იმის გამო რომ ვინმემ სხვა რელიგია აირჩია ადამიანი მოსაკლავად და საწამებლად გაიმეტო, სრული უაზრობაა.

უბრალოდ ძალიან დაბალი დონის არსება გამოდის ღმერთიც და ეშმაკიც. და ჩემთვის ეს ულოგიკოა, ამხელა სმაყაროს მმართველნი ასეთ დაბალ დონეზე ვერ იქნებიან. ეს ადამინის დონეა, ისიც ძალიან დაბალ საფეხურზე მდგომი ადამიანის.
და ვერ ვიჯერებ უბრალოდ რომ ღმერთი ან ეშმაკი ასეთ დაბალ საფეზურზე იდგებიან...


Asmodeus
Shinning Star
QUOTE(Shinning Star @ 30th April 2012 - 06:25 PM) *
სწორედ მაგას ვკითხულობ მეც, ღმერთის ქვეშევრდომია მის სურვილებს რომ ასრულებს?

ჰო აბა? სწორედ რომ ასეა, ღმერთი ხომ სულთა უზენაესი მბრძანებელია? აბა როგორ წარმოგიდგენია ღმერთმა ბრძანოს და სატანამ არ გააკეთოს მაშინ გამოდის რომ სატანა ყოფილა ღმერთი, როდესაც შენი ნების გარეშე არაფერი ხდება, ეს იმას ნიშნავს რომ რაც ხდება ყველაფერი შენი დაშვებით ხდება. ანუ ნებართვას, ლიცენზიას შენ იძლევი.


QUOTE(Shinning Star @ 30th April 2012 - 06:25 PM) *
მღვდელიბის არ მჯერა, რელიგიური არ ვარ.

ძალიან კარგი ეს წინ გადადგმული ნაბიჯია.
QUOTE(Shinning Star @ 30th April 2012 - 06:25 PM) *
პირიქით სატანა ყველაზე ლამაზად წარმომიდგენია, თუმცა ძნელია წარმოვიდგინო მისი გარეგნობა მას ხომ ფიზიკური სხეული არ ააქვს.

ფიზიკური სხეული არ აქვს მაგრამ სულიერი სხეული ააქვს და თან მართალი ხარ ძალიან ლამაზი. თუმცა მას ძალუძს გარეგნობის ცვლა და სხვადასხვა ფორმით გამოცხადება, მატერიალური სხეულით ტრანსფორმირებაც ძალუძს.
QUOTE(Shinning Star @ 30th April 2012 - 06:25 PM) *
ეჰ მე კი მეგონა ადამაინებზე ოდნავ მეტად მაღლა მაინც იდგნენ განვითარებით, თურმე ჩვეულებრივი პოზიცია ოპოზიცია ყოფილან.

ეს ადამიანური აღქმიდან, სინამდვილეში კი სატანაც და იაჰვეც ერთი ძალის უპიროვნო უფლის ანუ ღმერთის ორი სხვადასხვა მხარეა, ანუ გამოვლინება.
QUOTE(Shinning Star @ 30th April 2012 - 06:25 PM) *
უბრალოდ ძალიან დაბალი დონის არსება გამოდის ღმერთიც და ეშმაკიც.

კი ეს იმიტომ ხდება რომ ადამიანებს უჭირთ მათი აღქმა და საკუთარი წარმოსახვით ხატავენ ცრუ პეიზაჟებს.
QUOTE(Shinning Star @ 30th April 2012 - 06:25 PM) *
ამხელა სმაყაროს მმართველნი ასეთ დაბალ დონეზე ვერ იქნებიან.


ამხელა სამყაროს მმართველი ხარ შენ, იმიტომ რომ შენ ხარ ის ღმერთი ვისაც ეთაყვანები.
შენშია ღვთის ორი გამოვლინება ნათელიც და ბნელიც, ადამიანი განსაკუთრებულია როგორც ქმნილება ის თავის თავში იტევს ორ საწყისს სიკეთესაც და ბოროტებასაც, რომელს განავითარებ საკუთარ თავში ამაზეა დამოკიდებული შენი მომავალი მდგომარეობა თუ ვინ იქნები ბნელი წყვდიადის წარმომადგენელი თუ ნათლით მოსილი ნათელი, ორივე შემთხვევაში მაინც ერთი მთლიანი ძალის ნაწილი იქნები.
Shinning Star
QUOTE
ეს ადამიანური აღქმიდან, სინამდვილეში კი სატანაც და იაჰვეც ერთი ძალის უპიროვნო უფლის ანუ ღმერთის ორი სხვადასხვა მხარეა, ანუ გამოვლინება.
მეც დაახლოებით ასე ვფიქრობ, ამიტომ ვამბობ რომ მათი პიროვნებად წარმოჩენა სისულელე გამოდის.
მე მათ აღვიქვამ როგორ ძალას. ორ ძალას, დადებითს და უარყოფითს. რომლებიც მართავენ სამყაროს. ბნელი ძალა და ნათელი ძალა. და მათი პიროვნებად ქცევა და ადამიანური თვისებების მინიჭება ძალიან ბავშვობა და ზღაპრის დონე გამოდის.

QUOTE
შენშია ღვთის ორი გამოვლინება ნათელიც და ბნელიც, ადამიანი განსაკუთრებულია როგორც ქმნილება ის თავის თავში იტევს ორ საწყისს სიკეთესაც და ბოროტებასაც, რომელს განავითარებ საკუთარ თავში ამაზეა დამოკიდებული შენი მომავალი მდგომარეობა თუ ვინ იქნები ბნელი წყვდიადის წარმომადგენელი თუ ნათლით მოსილი ნათელი, ორივე შემთხვევაში მაინც ერთი მთლიანი ძალის ნაწილი იქნები.

გეთანხმები, კარგად გადმოეცი ჩემი სათქმელი. smile.gif
ეშმაკი და ღმერთი ორივე ჩვენშია, ვის მხარეს ავირჩევთ ეს ჩვენზე დამოკიდებული, სწორედ ამიტომ ვართ თავისუფლები. და ეს არჩევანი განსაზღვრავს ბნელი ძალის ნაწილი ვართ თუ ნათლის.
სამყაროს ერთი მთლიანი ძალა მართავს ორი გამოვლინებით, და ეს ძალა ტახტზე მჯდომი პიროვნება არ არის. ეს არის უბრალოდ დადებითი და უარყოფით ენერგია.
ყოველშემთხვევაში მე ასე ვგრძნობ როცა სამყაროს ვუკვირდები...
Asmodeus
Shinning Star
QUOTE(Shinning Star @ 30th April 2012 - 07:12 PM) *
მეც დაახლოებით ასე ვფიქრობ, ამიტომ ვამბობ რომ მათი პიროვნებად წარმოჩენა სისულელე გამოდის.
მე მათ აღვიქვამ როგორ ძალას. ორ ძალას, დადებითს და უარყოფითს. რომლებიც მართავენ სამყაროს. ბნელი ძალა და ნათელი ძალა. და მათი პიროვნებად ქცევა და ადამიანური თვისებების მინიჭება ძალიან ბავშვობა და ზღაპრის დონე გამოდის.

ამ ძალის განპიროვნებას ქვია სწორედ ქმნილების ქმნა შემოქმედისაგან, ასე რომ პიროვნებები არიან მაგრამ არა უმაღლეს რეალობაში, უმაღლეს რეალობაში მხოლოდ ერთი, განუყოფელი ნათელია, უცვლელი, რომელიც თავის წიაღში მოიცავს ყოველივეს.
QUOTE(Shinning Star @ 30th April 2012 - 07:12 PM) *
და ეს ძალა ტახტზე მჯდომი პიროვნება არ არის.

სამყაროსეულ ქვედა დონეებზე არის.
იაჰვე სწორედ ეს ძალაა გამოხატული პიროვნებით სატანა კი იგივე ძალის ბნელი მხარე გამოხატული პიროვნებით შენ კი როგორც ადამიანი იგივე ძალა ხარ გამოვლენილი ორივე საწყისით ანუ შენში სიბნელეც არის და ნათელიც.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.