Help - Search - Members - Calendar
Full Version: თალეს შონია
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > ისტორია, ცივილიზაციები, რასები
Pages: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14
old_man
80-იანი წლების ბოლოს და 90-იან წლების დასაწყისში ბევრს ეხსომება უცხოპლანატელების ბუმი საქართველოში.
თალეს შონია იყო ძაან საინტერესო პიროვნება, მოყვარული უფოლოგი, რომელსაც ჰქონდა კონტაქტი სხვა სამყაროების არსებებთან. მასზე ბევრი იწერებოდა და ტელევიზიითაც იყო გადაცემები. მაგრამ, საქართველოში მაშინ ამ საკითხში გათვითცნობიერების დონე იყო ძაან დაბალი და შესაბამისად ამ კაცს და მის საქმიანობას ხშირად აშარჟებდნენ, დასცინოდნენ. როგორც თვითონ ამბობდა, მას ხშირად სტუმრობდნენ არსებები სხვა განზომილებებიდან, რომლებიც დაკვირვებებს აწარმოებდნენ ადამიანებზე. მამაჩემი მას კარგად იცნობდა და თავადაც გახდა მოწმე მათი სტუმრობის მის ოჯახში, როდესაც და ყველამ დაინახა, რომ უცებ მაგიდიდან გაქრა რაღაც ნივთი და აღმოჩნდა იქვე ვიღაცის ჯიბეში. ეს არსებები ხატავდნენ სურათებს, თავის პორტრეტებს, ისწავლეს ქართული წერა და წერდნენ რაღაც სასაცილო წინადადებებს. ერთხელ დავესწარი თალესის მოწყობილ გამოფენას, სადაც წარმოდგენილი იყო ბევრი საინტერესო მასალა. დღეს ეს ადამიანი ცოცხალი აღარაა, მაგრამ როგორც ვიცი მისი შვილი აგრძელებს მამის დაწყებულ საქმიანობას.
მაინტერებს თქვენ თუ რამე იცით დამატებით ყველაფერ ამაზე
Emigranti
QUOTE(old_man @ Dec 9 2010, 12:02 AM) *

პროფილში იყო მემგონი რეპორტაჟი თალეს შონიაზე, მისი შვილიც გამოვიდა

პროფილი - საიდუმლო მასალები 20.05.10 აქ უნდა იყოს მგონი http://www.rustavi2.com/news/inserts.php?f...p;l=68&prt=

მართალი გითხრა სულ ყოველთვის მაინტერესებდა რისი მიღწევა უნდოდა თალესს. იმის რომ ხალხს დაეჯერებინა, რომ უცხოპლანეტელები არსებობენ?
ირმა
ხო, მე მახსოვს გადაცემები თალეს შონიაზე. იყო პერიოდი რომ საუბრობდნენ საყურეების(და სხვა ნივთების, მაგრამ მახსოვს იმ უცხოპლანეტელს საყურეები უყვარსო) დაკარგვასა და მის აღმოჩენაზე. მართლაც არავინ მაშინ ეს სერიოზულად არ მიიღო. ჯერ ერთი, ალბათ იმიტომ რომ კომუნისტური ათეიზმის შემდეგ პირველი ლაპარაკობდა ამ მოვლენებზე. მე პირადად არ ვიცი რა მოვლენასთან იყო საქმე. მაშინ პატარაც ვიყავი და რასაც დიდები მეტყოდნენ იმას ვიჯერებდი. მახსოვს ერთი კურიოზი, რომელიც მაშინ დედაჩემს გადახდა. წასული ვიყავით რაიონში და დედაჩემი ერთ მეზობელ ქალს უყვებოდა თალეს შონიაზე და დასცინოდა საყურეების აღმოჩენა-დაკარგვის ისტორიებს. ამ ლაპარაკში მოიკიდა ყურზე ხელი და ერთი საყურე არ ეკეთა. ახალი ოქროს საყურე ეკეთა, რომელიც ადვილად არ გივარდებოდა ყურიდან. რამდენი ვეძებეთ... biggrin.gif სხვათაშორის ვიპოვეთ, არ მახსოვს კარგად სად ვიპოვეთ, მაგრამ მას შემდეგ დედაჩემს თალესისათვის აღარ დაუცინია. გაკვეთილი მიიღოwink.gif
Existence
ძალიან საიმტერესო პიროვნება იყო ნეტა ბევრი გვყავდეს მისნაირი
მისი შვილი თუ წაიკითხავს ამ ნაწერს wub.gif ძალიან ვთხოვ რონ იქნებ როგორმე საიტი შექმნას მამამისის შესახებ ან რამე ნაირად მოახდინოს იმ უამრავი იმფორმაციის დაინტერესებულ ადამიანებამდე მიტანა რომელიც მამამის ქონდა და მასაც გააჩნია
მემგონო მოვიდა საქართველოში დრო რომ საზოგადოება მარტო შავ და თეთრ ფერებში არ ცხოვრობდეს და გაიგოს რა საოცრად საინტერესო სამყაროში ვცხოვრობთ.

ასევე ვიცი რომ ცენტრი იყო საქართველოში ამოუცნობი მოვლენების შესწავლის მაგრამ 2007 წლიდან დაფინანსების არ ქონის გამო შეწყვიტა მუშაობა sad.gif
old_man
QUOTE(Existence @ 9th December 2010 - 10:00 PM) *
მისი შვილი თუ წაიკითხავს ამ ნაწერს ძალიან ვთხოვ რონ იქნებ როგორმე საიტი შექმნას მამამისის შესახებ ან რამე ნაირად მოახდინოს იმ უამრავი იმფორმაციის დაინტერესებულ ადამიანებამდე მიტანა რომელიც მამამის ქონდა და მასაც გააჩნია

ჰო ეს ძაან კარგი იქნება. ან თუ სურვილი ექნება ამ ფორუმის საშუალებით გაგვიზიაროს ის ცოდნა და მასალები რასაც თალეს შონია ფლობდა.
საქართველოში ამ ყველაფერზე იციან ძაან ზოგადად, უაზრო ყვითელი პრესის საშუალებით და "I want to believe"- ის დონეზე
Existence
QUOTE(old_man @ 9th December 2010 - 10:46 PM) *
თუ სურვილი ექნება ამ ფორუმის საშუალებით გაგვიზიაროს ის ცოდნა და მასალები რასაც თალეს შონია ფლობდა.
good.gif

ძალიან კარგი იქნება შენ რაც დაწერე მაგრამ
მე გამიგია მას აქვს ნათქვამი რომ რა მნიშვნელობა აქვს ამ მასალების გამოქვეყნებას ეს მაინც ჭორაობის დონეზე დარჩებაო
შეიძლება მართალიც იყოს ამ ყველაფერს სერიოზული მიდგომა ჭირდება ნორმალურად დაფინანსებული კვლევითი ცენტრის შექმნის სახით
აქ ვინაა ამზე თავის შემწუხებელი
ისე თუ იგი გადაწყვეტს რომ თავად შექმნას ესეთი ორგანიზაცია პირადად მე და დარწმუნებული ვარ ამ ფორუმიდან სხვებიც რითიც შეგვიძლია გვერდში დავუდგებით სრულიად უანგაროდ
tsisakura
http://www.radiotavisupleba.ge/content/haw...ns/2278824.html ჰოუკინგიც კი გვაფრთხილებს, მე მჯერა რომ არსებობენ wub.gif ამ კაცზე თითქმის არაფერი ვიცი იქნებ დაწეროთ ცოტა მეტი, დავინტრიგდი smile.gif
kate
თალეს შონია მართლა ძალიან საინტერესო პიროვნება იყო და ძალიან საინტერესო მასალებს ფლობდა, მე მგონი, თუმცა დარწმუნებული არა ვარ მისი შვილის რედაქტორობით გამოდიოდა და შეიძლება ისევ გამოდის გაზეთი თუ ჟურნალი პარანორმალურ მოვლენებზე, არ მახსოვს "ფენომენი" თუ უცნაური" თუ საოცრებათა კიდობანი მოკლედ რაღაც მაგდაგვარი, ვინც თბილისში ხართ ადვილად შეიძლება მოინახოს მასთან დაკავშირების გზა რომ ამ ფორუმზე მოიპატიჟოთ, დარწმუნებული ვარ უარს არ იტყვის და ბევრიც ექნება სათქმელი, უბრალოდ ვინმემ აიღეთ თქვენ თავზე მაგალითად old man რახან დაიწყე
td.........
სოციალური ქსელის მეშვეობით დავუკავშირდი თალეს შონიას შვილს, ერეკლეს. ვთხოვე ეს ფორუმი ენახა. მომწერა, რომ ამჟამად მუშაობს დოკუმენტური ფილმების ციკლზე, რომელიც რეგიონ ტი.ვის საშუალებით გავა, პირველი ფილმი უკვე გასულა. ციკლს ჰქვია "ნეიზვესტნი კავკაზ". ვფიქრობ საინტერესო ფილმები იქნება. ერტი ფილმი უფოლოგიას მიეძღვნებაო. ასე, რომ ვისაც გაინტერესებთ ადევნეთ თვალი ამ ტელევიზიის პროგრამას. მე პირადად აუცილებლად ვნახავ.დარწმუნებული ვარ, საინტერესო იქნება. smile.gif

აი ეს ფილმი, რომელიც გასულა 25 მარტს.

http://www.youtube.com/watch?v=1kO0TDj8x8M
Guru
ციტატა(td......... @ 1st April 2011 - 09:08 AM) *

საინტერესოა!

http://www.youtube.com/watch?v=AV2febzNn5g
td.........
მალე დასრულდება კიდევ ერთი სერია უფოზე...
td.........
ციტატა(td......... @ 3rd May 2011 - 12:22 AM) *
სერია უფოზე...

21:30 დან
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=re...07-2011+21%3A37
vano kazbegi
სალამი ყველა ფორუმელებს .
მე პირადად ვმუშაობდი ბატ. თალეს შონიასთან-5 წელი. ჩემი თვალის ბევრი რამ მაქვს დანახული მაგრამ ყველა არა. თალესმა უბრალოდ მიმიღო როგორც ფენომენი - ეგრეს წოდებულ აურას რადგან ვხედავდი და ვგებულობდი მოსალოდნელ საშიშროებას და ა.შ.
თავიდან არც წარმოდგენა მქონდა მოლეკულებზე და ფერადოვან დასხივებაზე.
ბავშვობიდან მეგონა, აურას ყველა ხედავდა სხვა რა უნდა მეფიქრა. თან ვხატავდი რასაც ვხედავდი. ლაპარაკი და სმენა მიჭირდა, თან როგორ უნდა ამეხსნა მეც თვითონ არ ვიცოდი.
ბატ.თალესისგან ვისწავლე სიტყვის მარაგი და სახეწოდებები.

old_man
vano kazbegi
QUOTE(davithet @ 20th July 2011 - 06:12 PM) *
მე პირადად ვმუშაობდი ბატ. თალეს შონიასთან-5 წელი. ჩემი თვალის ბევრი რამ მაქვს დანახული მაგრამ ყველა არა.

შეგიძლია უფრო მეტი გაგვიზიარო? რა გაქვს დანახული?
vano kazbegi
QUOTE(old_man @ Jul 20 2011, 06:20 PM) *
vano kazbegi

შეგიძლია უფრო მეტი გაგვიზიარო? რა გაქვს დანახული?

არ ვიცი საიდან დავიწყო წერა. უბრალოდ ძალიან ძნელია მთელი ისტორია დავწერო. მე თვითონ ქართულ გრამატიკულ შეცდომებ ვწერ და სამწუხაროდ ჩემ დაწერილს ვერ გაიგებს..
old_man
vano kazbegi
QUOTE(davithet @ 20th July 2011 - 06:33 PM) *
არ ვიცი საიდან დავიწყო წერა. უბრალოდ ძალიან ძნელია მთელი ისტორია დავწერო. მე თვითონ ქართულ გრამატიკულ შეცდომებ ვწერ და სამწუხაროდ ჩემ დაწერილს ვერ გაიგებს..

ეს იმდენად საინტერესო თემაა, რომ არამგონია გრამატიკულმა შეცდომებმა დაგვაბნიოს ))
თუ სურვილი გექნება შეგიძლია რუსულად ან ინგლისურად დაწერო და ვინც ვერ გაიგებს იმათთვის ვთარგმნით
vano kazbegi
QUOTE(old_man @ Jul 20 2011, 06:38 PM) *
vano kazbegi

ეს იმდენად საინტერესო თემაა, რომ არამგონია გრამატიკულმა შეცდომებმა დაგვაბნიოს ))
თუ სურვილი გექნება შეგიძლია რუსულად ან ინგლისურად დაწერო და ვინც ვერ გაიგებს იმათთვის ვთარგმნით

კარგით, საიდან დავიწყოს ხომ უნდა ვიცოდე , რა თემაზე ვწერ.
old_man
QUOTE(davithet @ 20th July 2011 - 06:55 PM) *
კარგით, საიდან დავიწყოს ხომ უნდა ვიცოდე , რა თემაზე ვწერ.

თემა რაზეცაა smile.gif
QUOTE(davithet @ 20th July 2011 - 06:55 PM) *
მე პირადად ვმუშაობდი ბატ. თალეს შონიასთან-5 წელი. ჩემი თვალის ბევრი რამ მაქვს დანახული მაგრამ ყველა არა. თალესმა უბრალოდ მიმიღო როგორც ფენომენი - ეგრეს წოდებულ აურას რადგან ვხედავდი და ვგებულობდი მოსალოდნელ საშიშროებას და ა.შ.

რაზე მუშაობდით თალესთან ერთად? რა გაქვთ დანახული და ა.შ.
td.........
vano kazbegi
ერთი კითხვა მაქვს, ზემოთ ნახატზე, ქვედა ნაწილში, მაგიდა რომ ხატია, წერტილებით და სილუეტებით-ამაში რა გაქვთ გადმოცემული. მსგავს რარაცეებს მეც ვხედავ , ოღონდ სხვა ფერებში და მაინტერესებს თქვენ რა გაქვთ გადმოცემული ამ ნახატში.
vano kazbegi
QUOTE(old_man @ Jul 20 2011, 06:58 PM) *
თემა რაზეცაა smile.gif

რაზე მუშაობდით თალესთან ერთად? რა გაქვთ დანახული და ა.შ.

ბ.თ.შონიამ დამაყენა ლაბორატორიოლ გამოსაკვლევად და მიხსნიდა თუ რა უნდა გამეკეთებინა, რადგან ახალგაზრდა გამოუცდელი ვიყავი მეცნიერულ დარგში.
უბრალოდ ლაპარაკი მიჭირდა და ვხედავდი ეგრეს წოდებულ აურას. ვხატავდი იმას რასაც ვხედავდი. მერე თვითონ ჩემ ნახატს აკვირდებოდა, თუ რა ხდებოდა ჩემ დანახულზე ამოუცნობ ობიექტების მიერ დატოვებულ კვალს ანუ დაჯდომის ადგილები.
ძალიან დიდი სხვაობა იყო - ფრინავი თეფშებისა და ჩვენი მიწიერი ფრინავითეფშების განსხვავება.
იყო სემთხვევა ვითომ უცხო პლანეტელები იყვნენ, და ა.შ. ბ.თ.შონია იკვლევდა - რეალურ შედეგებს და ა.შ.
იყო შემთხვევა რუსეთის მიერ გამოგონილი ეგრეს წოდებული ფრინავი თეფშების გამოჩენაც და ხალხის მოტყუება და ა.შ.
თალესი თავს იკავებდა ისეთ ფაქტებს სადაც სინამდვილეს არ შეედარება ან თუ ვერ ამოიცნო ამ ორ ობიექტს შორის იწერდა დროს წელს და ამინდის ტემპერატურას და ა.შ.
მე პირადად არადროს დავინტერესებულვარ ფრინავი ობიექტებზე - მოგვიანებით ჩემი საკუთარი თვალის დავინახე და შევისწავლე ამოუცნობი ობიექტის დასხივების ფერადოვანი აურა.
წამიყვანა ისეთ ადგილებში და მახატვინებდა თუ რაც ვხედავდი იმ ტერიტორიულ დასხივებაზე.
ბ.თ.შონიამ მთხოვა რომ ყველა დეტალურად დამეხატა და შედარება გამეკეთებინა.- მე კი გამოუცდელი ვუხსნიდი თუ რომელი აურა ახლოა იმ სხვა ტერიტორიებზე. და ა.შ.

ბ.თ.შ ამოწმებდა სპეციალურ ხელსაწყოებს და ზომავდა . ერთხელს ვუთხარი რომ მგონი მიწისძვრის ველია ახლა ამოიფრქვა მოლეკულები და ფერები ირევა.
თალესი მიხვდა და თქვა - იმატებს კიდევო? - კი ვუპასუხე- სამი დღის შემდეგ მიწისძვრა მოხდა თურქეთში.
თალესს ვუთხარი- გახსოვს თქვენ რომ მიჩვენე ის დასხივებული ადგილი ... უკვე ასხივებს ჰაერზე ჩანს .თალესი მიხვდა და დაურეკა რომ დროულად მომზადებული იყო გადაღებაზე. მათ გადაიღეს ფრინავი ობიექტი და მაგრამ დაუგვიანდათ მთლიანად გადაღება.
ერთი კვირის შემდეგ თალესმა წაგვიყვანა დასამოწმებლად თან მითხრა რომ თუ რამეს დაინახავო არ გაამხილო მათთანო- მეც მასე შევასრულე ან რა უნდა გამემხილებინა ლაპარაკი მიჭირდა.|
მივედის ერთ ერთ ოჯახში და დავინახე რომ ეგრეს წოდებული უცხოპანეტელი წამში გაუჩინარდა. ოჯახის წევრები კი ეუბნებიან თალეს რომ- ჩვენ სახლში ქვები და ხმები ისმისო- მე არ მესმოდა ხმა- სმენაც მიჭირდა. მაგრამ მე ვხედავდი მოძრავს ენერგიას და რადგან თალესიმ გამაფრთხილა არაფერი თქვა თუ რამე დაინახეო.
ეგრეს წოდებული უცხოპლანეტელის აურა თუ ველი მოძრაობდა მერე შორდებოდა და ა.შ.
ვხედავ რომ ეგრეს წოდებული უცხოპლანეტელმა ქაღალდი აიღო და რაღაც წერდა მე მისგან შორს ვდგავარ და ვუყურებდი- ბ.თ.შონია და ოჯახის წევრები ვერ ხედავენ და უბრალოდ იგრძნეს რომ აქ არიანო. ფრინავი თეფში არსად მინახია მაგ ადგილზე მაგრამ საკითხავია რანაირად მოდიან ეგენი-გავიფიქრე.
ჩემი დაფიქრება და წერილის გადმოგდება ერთი იყო. და ეწერა ქართულ ენაზე და შემდეგ თავის საკუთარ ენაზეც- ( მე ქართული ენა დიდი ხანია თქვენ ოჯახში ვისწავლე ) . ამის დამაინტერესდა მათი იეროგლიფების შესწავლა ჩემი ინტერესების გამო.
და ა.შ.
ცოტა არეულად ვწერს - მგონი ვერავინ გაიგებ ჩემ გრამატიკულ შეცდომებ.
vano kazbegi
QUOTE(td......... @ Jul 20 2011, 07:32 PM) *
vano kazbegi
ერთი კითხვა მაქვს, ზემოთ ნახატზე, ქვედა ნაწილში, მაგიდა რომ ხატია, წერტილებით და სილუეტებით-ამაში რა გაქვთ გადმოცემული. მსგავს რარაცეებს მეც ვხედავ , ოღონდ სხვა ფერებში და მაინტერესებს თქვენ რა გაქვთ გადმოცემული ამ ნახატში.

ეს ,მოლეკულებია და მერე დასხივებებია - აგრეთვე მიწის-ძვრის ველისაა და ორეულიც. ყველაფერი ერთად მივახატე.
Existence
vano kazbegi

საინტერესოა

kate
vano kazbegi
გამარჯობა და ძალიან სასიამოვნოა ამ ფორუმზე შენი ყოფნა. ყველაფერი გვაინტერესებს, რასაც ბატონ თალეს შონიასთან მუშაობის პერიოდიდან გაიხსენებ, და საერთოდ რაც შეგიძლია გაგვიზიარო, შეცდომებზე კი არც იფიქრო, ძალიან გასაგებად წერ ყველაფერს, შეცდომებს, კი ყველანი ვუშვებთ smile.gif welcomeani.gif
old_man
vano kazbegi
QUOTE(davithet @ 20th July 2011 - 07:40 PM) *
ვხედავ რომ ეგრეს წოდებული უცხოპლანეტელმა ქაღალდი აიღო და რაღაც წერდა მე მისგან შორს ვდგავარ და ვუყურებდი- ბ.თ.შონია და ოჯახის წევრები ვერ ხედავენ და უბრალოდ იგრძნეს რომ აქ არიანო. ფრინავი თეფში არსად მინახია მაგ ადგილზე მაგრამ საკითხავია რანაირად მოდიან ეგენი-გავიფიქრე.
ჩემი დაფიქრება და წერილის გადმოგდება ერთი იყო. და ეწერა ქართულ ენაზე და შემდეგ თავის საკუთარ ენაზეც- ( მე ქართული ენა დიდი ხანია თქვენ ოჯახში ვისწავლე ) . ამის დამაინტერესდა მათი იეროგლიფების შესწავლა ჩემი ინტერესების გამო.

ხომ არ იცი თალესს რომელი პლანეტიდან სტუმრობდნენ უცხოპლანეტელები? ან რა განვითარების დონეზე იყვნენ, რა აინტერესებდათ და რა მიზნები ჰქონდათ
Existence
QUOTE(davithet @ 20th July 2011 - 07:40 PM) *
ჩემი დაფიქრება და წერილის გადმოგდება ერთი იყო

და რა ეწერა წერილში შეგიძლიათ გვითხრაათ?

ანუ როგორ მოდიან ?
old_man
QUOTE(Existence @ 20th July 2011 - 08:48 PM) *
და რა ეწერა წერილში შეგიძლიათ გვითხრაათ?

ეს ეწერა თუ სწორად გავიგე:
QUOTE(Existence @ 20th July 2011 - 08:48 PM) *
( მე ქართული ენა დიდი ხანია თქვენ ოჯახში ვისწავლე )

მათი ნაწერები მეც ნანახი მაქვს თალესის მიერ მოწყობილ გამოფენაზე. და როგორც ვიცი ქართულ წერას დიდი მონდომებით სწავლობდნენ
Existence

მაშინ ეს კითხვა მაინტერესებს მეც
QUOTE(old_man @ 20th July 2011 - 08:56 PM) *
( მე ქართული ენა დიდი ხანია თქვენ ოჯახში ვისწავლე )

ხო მარა ...მეტი არაფერიიი ?

QUOTE(old_man @ 20th July 2011 - 08:46 PM) *
ხომ არ იცი თალესს რომელი პლანეტიდან სტუმრობდნენ უცხოპლანეტელები? ან რა განვითარების დონეზე იყვნენ, რა აინტერესებდათ და რა მიზნები ჰქონდათ

ეს კითხვა მეც მაინტერესებს
vano kazbegi
QUOTE(old_man @ Jul 20 2011, 08:46 PM) *
vano kazbegi

ხომ არ იცი თალესს რომელი პლანეტიდან სტუმრობდნენ უცხოპლანეტელები? ან რა განვითარების დონეზე იყვნენ, რა აინტერესებდათ და რა მიზნები ჰქონდათ

ამ საკითხში არ ვიცი ვინ რომელი გალაქტიკიდან სტუმრობდა. ის , უცხო პლანეტელები სხვადასხვა გალაქტიკებიდან არიან მაგრამ როგორც გამიგია ჩვენი გალაქტიკიდან იყო კავშირში ბ.თ.შონიასთან - მიზეზი ნამდვილად არ ვიცი მაგრამ როგორც წერილებიდან ჩანს რომ - ჩვენი გალაქტიკის უბედურება ერთია მათვის. ანუ თუ დედამიწას საფრთხე ემუქრება - მათაც ემუქრება და ამიტომ უბედურება რომ არ მოხდეთ - ცდილობენ ჩვენი დედამიწის უსაფრთხოებას და ა.შ.
როგორც მე წავიკითხე იმათი წერილები- ასეთი რამ ეწერა- ჩვენ დიდი ხანია საქართველოში ვართ- ჩვენ თქვენ უნდა დაგეხმაროთ- აგრესიულები რომ არ ყოფილიყავით გაგვიადვილდებოდათ თქვენთან კავშირში - ჩვენი ღმერთი იგივე თქვენი ღმერთია- და ა.შ.
ქრისტეს უწოდებდნენ ნოშღიმ . ანუ ქართულად მხსნელი. იყო უამრავი შეკითხვებიც და რავიცი .ეს ხდებოდა რუსთავში - ლეონიძესთან ახლოს.
როგორც თავად ამბობენ - საქართველოს ღმერთი დაიკავებო თუ რაღას მადგვარი წერილი არ მახსოვს.-იმიტომ რომ მე თავად ვერ ვიყავი რელიგიაში სახედული.
vano kazbegi
QUOTE(Existence @ Jul 20 2011, 08:48 PM) *
და რა ეწერა წერილში შეგიძლიათ გვითხრაათ?

ანუ როგორ მოდიან ?

მე პირადად არ მინახავ როგორ მოდიან ისინი. მე ისეთ მომენტში შევედი რომ მოსულები იყვნენ.
Existence
QUOTE(davithet @ 20th July 2011 - 09:30 PM) *
ჩვენ თქვენ უნდა დაგეხმაროთ- აგრესიულები რომ არ ყოფილიყავით გაგვიადვილდებოდათ თქვენთან კავშირში

ვა საინტერესოა........

ეს მეც მსმენია ოღონდ სულ სხვა წყაროდან........

და ეხლა ბოლო დროს რაიმე გამხვავებას გრძნოობთ ენერგეტიკაში ან უცხოპლანეტელებთან კონტაქტების მომრავლებაში

აი 2012 წელიო რო იძახიან და ტრანსფორმაციიის პერიოდი იწყებაო ..ამიტომ გეკითხებით?
vano kazbegi
QUOTE(Existence @ Jul 20 2011, 09:55 PM) *
ვა საინტერესოა........

ეს მეც მსმენია ოღონდ სულ სხვა წყაროდან........

და ეხლა ბოლო დროს რაიმე გამხვავებას გრძნოობთ ენერგეტიკაში ან უცხოპლანეტელებთან კონტაქტების მომრავლებაში

აი 2012 წელიო რო იძახიან და ტრანსფორმაციიის პერიოდი იწყებაო ..ამიტომ გეკითხებით?

2012 წელს დედამიწა არ განადგურდება და არც დასასრულდება. უბრალოდ ბუნება და დედამიწის გადახრები იქნება საწყისი წელია.
უცხოპლანეტელებისგან არადროს მომისმენია და ვერ გიპასუხებ- არადროს დავინტერესებულვარ მაგ დროს. შეიძლება ბ.თ.შონიამ დაუსვა ეს შეკითხვა .
უფრო მის შვილს ერეკლე შონიამ უნდა იცოდეს . მის ხელშია წერილები.
ირმა
vano kazbegi
საინტერესოა ყველაფერი, არ იდარდო გრამატიკულ შეცდომებზე, გასაგებად წერ smile.gif
Qocho
ციტატა(vano kazbegi @ Jul 20 2011, 11:06 PM) *
უფრო მის შვილს ერეკლე შონიამ უნდა იცოდეს . მის ხელშია წერილები.

ეს წერილები ირაკლი შონიას გასაიდუმლოებული აქვს? თუ რაიმე სახით გამოქვეყნებულა სადმე?
vano kazbegi
QUOTE(Qocho @ Jul 20 2011, 10:19 PM) *
ეს წერილები ირაკლი შონიას გასაიდუმლოებული აქვს? თუ რაიმე სახით გამოქვეყნებულა სადმე?

საიდუმლო არ არის . უბრალოდ ხალხი რომ არ შეშინდეს იმის გამო არც არის საჭირო ამის ცოდნა. მე თვითონ არ ვიცი რა წერია .
vano kazbegi
QUOTE(ირმა @ Jul 20 2011, 10:09 PM) *
vano kazbegi
საინტერესოა ყველაფერი, არ იდარდო გრამატიკულ შეცდომებზე, გასაგებად წერ smile.gif

ეჰ ირმა - რომ იცოდე - ვწერ და წავსლი ისევ . ვწერ და მერიდება წერა .
ირმა
vano kazbegi
smile.gif
ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. wink.gif კარგად რომ ვერ წერ იმასაც...
ნუ გერიდებაsmile.gif თუ რამე ვერ გავიგეთ შეგეკითხებით. ამ ფორუმის იუზერთა დიდი უმრავლესობა იმ ხასიათისაა, რომ არასოდეს დაგცინებს.
უბრალოდ რასაც წერ ძალინ საინტერესოა ყველასათვის და სამწუხარო იქნება, რომ არ დაწერო მაგ პატარა მიზეზის გამოsmile.gif
kiss1.gif
sky
vano kazbegi
ციტატა(davithet @ 20th July 2011 - 10:31 PM) *
უბრალოდ ხალხი რომ არ შეშინდეს იმის გამო არც არის საჭირო ამის ცოდნა.

ხალხი რატომ უნდა შეშინდეს?
hellllo.gif საინტერესოა თქვენი გამოჩენა smile.gif
vano kazbegi

ამ ნახატში დავხატე- სადაც ფრინავი ობიექტი იყო და მის კვალს იძიებდა ბ.თ.შონია. მე კი დამახატვინა თუ რა მოჩანდა იმ ეგრეს წოდებულ აურაზე. შემდეგ ბ.თალესი ხვდებოდა და სხვა ადგილისკენ გავიდოდით საძიებლად. აღმოჩნდა რომ ამ ადგილად აღმოვაჩინეს დასხივება. ეს დასხივება იყო მაგნიტურ ველებთან კავშირი. ადამიანის აურა კი ირღვეოდა და იქ მდგომ მძღოლს თავბრუ დაეხვა. დროულად გამოვიყვანეთ ადგილიდან . თალესიმ მთხოვა რომ დასხივებულ ადგილზე არ გვევლოთ და სწორ გზაზე მეჩვენა მათვით. მეც მივყევი სადაც არ იყო დასხივება და ისინიც მომყვებოდა.
იყო ქვა, რომელიც წყალში არ იძირებოდა და ხელში კი ისეთი მძიმე იყო ალბათ დაახლოვებით 23 თუ 25 კილოგრამი იქნებოდა. ქვა ფიზიკურად ძალიან შავი ფერისა იყო და დასხივება სასწაულად მოძრაობდა.
მე ამ ადგილად ერთ ხეს მოვტეხე პატარა ლოგი - ზალიან ლამაზად ასხივებდა და თალესიმ კი მითხა ცუდად არ გახდეო. მე მისი დასხივება მომეწონა არცერთი არ ასხივებდა როგორც ის პატარა ლოგი ( ქართულად არ ვიცი ლოგი რა არის - სიტყვა ინგლისურია ლოგ).
სამუშაოდან რომ დავბრუნდი - ვხედავდი ჩემ აურაზე რაღაც ირღვეოდა - ვერ გავუმხილე ვერავის - ვიცოდი რომ შეცდომა იყო.
გავხდი ცუდად და გულის რევა საშინლად- და ა.შ. ჩემ ცხოვრებაში ასე არადროს მქონია.
ჩემი მეთოდით იმავე დასხივებული ლოგის დავიწყე ჩემი თავის გამოცდა თუ როგორ უნდა დამებრუნებინა ადრინდელ აურაზე.
ორი დღე ვიწვალე და სარკეში ვაკვირდებოდი ჩემს აურას და თანდათან გამოვკეთდი .
თალესი რა თქმა უნდა მიხვდა.
ჩემი მეგობარის ბებია იყო ცუდად- მე მათ ვუთხარი რომ პატარა დასხივებული ლოგი მაქვს და ვცადოთ ისედაც ცუდად არის და 4 წელია იტანჯება ლოგინზე და ეს გავუკეთოთ. გამოვცადე თითქმის სამი კვირა მომინდა მისი აურის გამოკეთება . და აი გამოკეთდა მისი ბებია - ლოგინიდან რომ ამდგარა - მეუბნებოდა- სიზმრად კოსმონავტები ვნახეო- და ა.შ.
მერე ეს ლოგი ჩემ მეგობარს ვაჩუქე და თვითონაც დაემართა ისე როგორც მე დამემართა. მივედი, მასთან და ის ვერ ხედავდა აურას როგორც მე. გამოვაკეთე და ვასწავლე რომ საშიშია ამის შენახვა სახლში.
vano kazbegi
QUOTE(sky @ Jul 20 2011, 10:54 PM) *
vano kazbegi
ხალხი რატომ უნდა შეშინდეს?
hellllo.gif საინტერესოა თქვენი გამოჩენა smile.gif

მე არ წამიკითხავს - რა ეწერა მაგ წერილებში არ ვიცი. ნამდვილად არაფერი ვიცი. ვერ დავწერ რას არ ვიცი.
თალესიმ არ მომცა ამ წერილის წაკითხვის უფლება. სამწუხაროდ არ ვიცი. შეიძლება მის ძმას ბ.გელა შონიას ეცოდინება.
td.........
vano kazbegi
ეს მოლეკულები , მარტლა მოლეკულებია ტუ ენერგიის ნაკადია.. რას გულისხმობ?
vano kazbegi
QUOTE(td......... @ Jul 20 2011, 11:25 PM) *
vano kazbegi
ეს მოლეკულები , მარტლა მოლეკულებია ტუ ენერგიის ნაკადია.. რას გულისხმობ?

კი მართლა მოლეკულებია -
td.........
vano kazbegi

და რა დროს კონცენტრირდება ეს მოლეკულები.. მაგიტი რისი დანახვა შეგიძლია?
vano kazbegi
ბატ. თალეს შონიას აინტერესებდა - უცხოპლანტელების მიერ დაწერილი ჰიეროგლიფების ამოკითხვა და ძალიან გადაღლილი იყო თავის საქმიანობაში.
და მეც დამაინტერესდა მათი ამოკითხვა. ბევრი ვეცადე და ბოლოს გავიფიქრე რომ- სადაც სახელი ეწერა- გიორგი, ოთარი, ნინო და ა.შ. იმის მიხედვით ვიძიებდი ასოების შედარებაზე თუ დაემტხვეოდა , ვიწერდი რათა ანბანი შემექმნა.
თანდათან ავყევი ანბაბის დაგროვებამდე და ჰიეროგლიფები გამოყოფაზე. სადაც ეწერა ( მე მოვალ . მე ვიქნები ) და ა.შ.ყველაფერ დრო სჭირდებოდა.
ნელნელა ვადარებდი ჩვენ საუკუნოვან ეგვიპტოლოგიურ და ძველ იუდაიზმს ხელ წერილებს აგრეთვე ქართულშიც კი.
თალესს ვეხმარებოდი წერილის გაციფრვაში და ვუწერდი თუ რა ეწერა მაგრამ მნიშვნელობები არ მესმოდა.
ბ.თალესს მოუვიდათ წერილი იაპონიიდან სადაც იყო უცხო პლანეტელების მიერ დაწერილი წერილი ორივე ენაზე - იაპონურად და თავის ენაზე .
თალესიმ მითხრა აბა ესეც გაშინჯეთ და შეადარეთ თუ ერთი და იგივე წერილიაო. მეც დავინტერესდი და აღმოჩნდა იაპონურ უცხოპლანეტის ჰიორეგლიფების ანბანი.
იძულებული გავხდი მესწავლა იაპონური წერა კითხვა და ვისწავლე რათა სხვა წერილები გამეციფრა .
ძალიან დაემთხვა !
გავოგნდი და თალესიმ მითხრა არვის უთხრა ეს- სწორი პასუხი უნდა დაემთხვესო.
ამის შემდეგ შევისწავლე ეგვიპტოლოგიური, ძველი უგარიტული , არამეული და ა.შ. ხანდახან ენასაც ვსწავლობდი. რათა გამერკვია ისტორიული წყაროები თუ რამე წერია უცხოპლანეტეებზე და ა.შ.

vano kazbegi
QUOTE(td......... @ Jul 20 2011, 11:30 PM) *
vano kazbegi

და რა დროს კონცენტრირდება ეს მოლეკულები.. მაგიტი რისი დანახვა შეგიძლია?

მოლეკულების მოძრაობა მეხმარება - მიწიძვრის ამოცნობაში, რაიმე დასხივებული ამოცნობაში, ავადმყოფურ ადგილებზე ამოცნობაში და მკურნალობაში. აგრეტვე სხვა რამეზე - დედამიწას თავისებური დასხივება ააქვს და როგორ მოძრაობ და რა შედეგ მიიღებ- მოლეკულები გვაძლევ ფერების გამოჩენას .
td.........
vano kazbegi
ხოდა ეგ მაინტერესებს ზუსტად, ფერები იცვლება და შენ რა ფერებით ხვდები?
vano kazbegi
QUOTE(td......... @ Jul 21 2011, 12:07 AM) *
vano kazbegi
ხოდა ეგ მაინტერესებს ზუსტად, ფერები იცვლება და შენ რა ფერებით ხვდები?

ფერებს არაფერი მნიშვნელობა არ გააცნია , მე ვხვდები მოლეკულების მიხედვით . ფერი არაფერც ნიშნავს როგორც კვამლი ისეა
td.........
vano kazbegi
მადლობა! smile.gif
vano kazbegi
QUOTE(td......... @ Jul 21 2011, 12:19 AM) *
vano kazbegi
მადლობა! smile.gif

smile.gif გაიხარე
Lashapoli
vano kazbegi გამარჯობათ. ძალიან საინტერესოა დამწერლობების შესახებ და თU შეიძლება რომ კიდე გააგრძელოთ smile.gif l_book.gif
vano kazbegi
QUOTE(Lashapoli @ Jul 21 2011, 01:05 AM) *
vano kazbegi გამარჯობათ. ძალიან საინტერესოა დამწერლობების შესახებ და თU შეიძლება რომ კიდე გააგრძელოთ smile.gif l_book.gif

გაგიმარჯოთ .
ვეცდები რომ გავაგრძელო, მიჭირს გრამატიკულად წერა .
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.