Help - Search - Members - Calendar
Full Version: შრი სატია საი ბაბა
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > პიროვნებები, გაერთიანებები, სწავლებები
Pages: 1, 2, 3
I AM


რა გსმენით ამ პიროვნების შესახებ? საინტერესოა თქვენი აზრი...

მცირე ბიოგრაფია:

დაიბადა 1926 წლის 23 ნოემბერს ინდოეთში


1950 წელს დაარსა თავისი აშრამი-"პრაშანტი ნილაიამ". დღეს ეს აშრამი უზრმაზარი ქალაქია თავისი ინფრასტრუქტურით

საი ბაბა ყოველდღიურად კითხულობს ლექციებს ათასობით მსმენელის წინაშე და მოჰყავს მაგალითები მსოფლიო რელიგიების ისტორიიდან იმის დასტურად რომ ყველა რელიგია თანასწორია(ყველა რელიგიაში არის ჭეშმარიტების მარცვალი)


მისი მოძღვრების ძირითადი პოსტულატებია:


1 სამყაროში არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი, რომელსაც ადამიანები სხვადასხვა სახელს უწოდებენ

2 მისდიეთ თვენს რელიგიას-იყავით გულწრფელნი

3 პატივი ეცით ყველა რელიგიას

4 დაეხმარეთ გაჭირვებულთ და ნუ იფიქრებთ პირად გამორჩენაზე

5 განავითარეთ საკუთარ თავში სამართლიანობის გრძნობა, სიმშვიდე, სიყვარული, არაძალადობის პრინციპი-ეს საერთო ადმიანური ფასეულობები წარმოადგენს მისი მოძღვრების საფუძველს


საი ბაბა ფლობს მისტიკურ შესაძლებლობებს. მსოფლიოში ათობით მილიონი ადამიანი ჰყავს მიმდევარი

დღესდღეობით ინტერნეტში საი ბაბას შესახებ უამრავი ინფორმაციაა გავრცელებული, როგორც სიმართლე, ისე სიცრუე.

ზოგი მას ავატარს უწოდებს და უდიდეს პატივს მიაგებს, ზოგის აზრით იგი ერთ-ერთი შარლატანი და მატყუარაა, რომელიც იაფფასიანი ტრიუკებით ასულელებს ხალხს
მიუხედავად ყოველივესი მისი მოძღვრების პოპულარობა სულ უფრო იზრდება და მსოფლიოს 170-ზე მატ ქვეყანაში მისი ასეულობით ცენტრი არსებობს

ბოლო პერიოდში მის შესახებ ქართულადაც ითარგმნა წიგნები.

Existence
biggrin.gif ohmy.gif : აი მისი სასწაულები biggrin.gif უყურეთ ვიდეოს ყურადღებით (ნებისმიერი რელიგია თუ ადამიანი რომელიც ეყრდნობა მხოლოდე ეწ. სასწაულებს არის ყალბი )

http://www.youtube.com/watch?v=Yblhsr1O4IQ...feature=related
I AM

მაგის გარდა უამრავი ბინძური ამბებია საიზე გავრცელებული, მათ შორის მკვლელობებშიც ადანაშაულებენ ,
რას ვიზამთ, ეგეთია ადმიანის ბუნება, რაც არ უნდა სიკეთეს ქადაგებდე და საქმითაც ამტკიცებდე, აუცილებლად გამოჩნდებიან ადმიანები, რომლებიც ლაფის სროლას დაგიწყებენ და უამრავ სიბინძურეს გაგივრცელებნ, ......

მაგრამ გონება იმისთვის არსებობს, რომ გაიაზროს, წაიკითხეთ საის წიგნები და თქვენ მიხვდებით რა არის სიმართლე და ტყუილი მის შესახებ
* * *
Zet
საიბაბა ერთერთი განვითარებული არსების ფრაგმენტია, ვინც კი ეხლა დაბადებულია დედამიწაზე.
td.........
ვიდეოები და ჭორები არ ვიცი, ჩემი ბიცოლა დ აბიზაშვილი ხშირად სტუმრობდნენ მისლექციებს ინდოეთსი და საოცარი სიყვარულით საუბრობენ ამ ადამიანზე.. ფაქტი ერთია, ცემი ბიზაშვილი 33 წელი ეპილეფსიით იტანჯებოდა, დაბადებიდან ჰქონდა, მშობიარობის ტრავმის გამო.. ეხლა ჯანმრთელია, ცოლიც ყავს და შვილიც.. როგორც თვიტონ ამბობს, საი ბაბას დახმარებით შეაძლო დაეძლია ეს ნაკლი...
I AM
http://www.koob.ru/sai_baba/

ეს საის წიგნებია, ქართულადაცაა 5 წიგნი ნათარგმნი, წაიკითხეთ და მიხვდებით მისი მოძღვრების არსს (იგი ამბობს რომ ახალს არაფერს ქადაგებს, უბრალოდ გასაგებად, თანამედროვე ადამიანის ენაზე ხსნის იმ ცოდნას, რომელიც ქრისტემ და სხვა დიდმა სულიერმა მასწავლებლებმა მოიტანეს დედამიწაზე).

იგი უდიდეს აქცენტს აკეთებს სიყვარულის მნიშვნელობაზე და ამბობს რომ ღმერთი სიყვარულია ("ღმერთი სიყვარული არს"-ქრისტეს პასუხი ბიბლიიდან კითხვაზე თუ ვინ არის ღმერთი) და როცა ადამიანი საკუთარ თავში ავითარებს სიყვარულს, იგი უახლოვდება უფლის შემეცნებას. სხვათა შორის ლაზარევის ინტერვიუ, რომლის ლინკიც: http://vipof.com/648-snlazarev-gs-peterbur...2010-den-1.html დადო Existence -მ იგივეს საუბრობს ადამიანის ღვთაებრივი ბუნების და ადამიანური ბუნების შესახებ საინტერესო მოსაზრებაა.

ძალიან საინტერესო ადამიანია............
I AM
td.........
QUOTE
ვიდეოები და ჭორები არ ვიცი, ჩემი ბიცოლა დ აბიზაშვილი ხშირად სტუმრობდნენ მისლექციებს ინდოეთსი და საოცარი სიყვარულით საუბრობენ ამ ადამიანზე.. ფაქტი ერთია, ცემი ბიზაშვილი 33 წელი ეპილეფსიით იტანჯებოდა, დაბადებიდან ჰქონდა, მშობიარობის ტრავმის გამო.. ეხლა ჯანმრთელია, ცოლიც ყავს და შვილიც.. როგორც თვიტონ ამბობს, საი ბაბას დახმარებით შეაძლო დაეძლია ეს ნაკლი...


ძალიან საინტერესოა.. სამწუხაროდ პირადად არ შევხვედრივარ ადამიანს, რომელიც ნამყოფია საისთან, არადა ჩემი ერთ-ერთი ოცნებაა საი ბაბას ნახვა. როდის იყვნენ თქვენი ახლობლები ინდოეთში? მაინტერესებს როგორ შემიძლია საი ბაბასთან შეხვედრა და ა.შ. შეგიძლიათ მეტი ინფორმაცია მომწეროთ პირადში ამ საკითხთან დაკავშირებით?
დიდი მადლობა წინასწარ smile.gif



საი ბაბას ინდოეთში თუ
დასავლეთში მილიონობით ადამიანი ეთაყვანება როგორც
უდიდეს წმინდანს, მასწავლებელს. მაღალი სულის ადამიანები
სასწაულებს შემდეგი კრიტერიუმებით განსაზღვრავენ:
ყოვლისმცოდნეობა, გონების გაბრწყინების წყალობა,
ავადმყოფთა განკურნება, მკვდრეთით აღდგინება,
მატერიალიზაცია, ლევიტაცია, ერთდროულად რამდენიმე
ადგილას ყოფნა და ა.შ. მაგრამ ყველაზე დიდი
სასწაული სიყვარულის სასწაულია, გულის
გარდაქმნის სასწაული. ამჟამად მსოფლიოში
ცხოვრობს ათიათასობით თვითმხილველი და
მონაწილე იმ სასწაულების რომლებიც სატია საი ბაბას
გარშემო ხდებოდა.

სატია საი ბაბა იმისთვის კი არ მოსულა, რომ
ინდუიზმზე მოაქციოს ხალხი, ან თავისი სწავლება
მოახვიოს თავს. იგი ხაზს ავლებს რელიგიას
(როგორც თაყვანისცემის დადგენილ ფორმას) და
სულიერებას შორის, რომელიც ნებისმიერი რელიგიის
არსია. საი ბაბა ყველა ადამიანს მოუწოდებს მოვიდეს
და გეცნოს მას, თავის რელიგიურ გარემოში დაბრუნების
შემდეგ კი გახდეს უფრო კარგი ქრისტიანი, ბუდისტი,
მუსლიმანი ან ნებისმიერი სხვა სარწმუნოების მიმდევარი.
იგი ამბობს, რომ არავისთვის არაა საჭირო თავისი
რელიგიოუს შეცვლა. ნებისმიერ რელიგიაშია ჭეშმარიტება.
აუცილებელია შეიცნო ეს ჭეშმარიტება. სატია საი ბაბა
ამბობს: დაე იარსებონ სხვადასხვა რელიგიებმა. დაე
აყვავდნენ ისინი. დაე ყველა ენაზე და ხმაზე იგალობონ
ღვთის საგალობელი.
td.........
QUOTE(I AM @ 18th December 2010 - 11:04 PM) *
ძალიან საინტერესოა.. სამწუხაროდ პირადად არ შევხვედრივარ ადამიანს, რომელიც ნამყოფია საისთან, არადა ჩემი ერთ-ერთი ოცნებაა საი ბაბას ნახვა. როდის იყვნენ თქვენი ახლობლები ინდოეთში? მაინტერესებს როგორ შემიძლია საი ბაბასთან შეხვედრა და ა.შ. შეგიძლიათ მეტი ინფორმაცია მომწეროთ პირადში ამ საკითხთან დაკავშირებით?
დიდი მადლობა წინასწარ

I AM
თითქმის ყოველ წელს დადიან ინდოეთში... დავაზუსტებ როგორ შეიძლება მასტან მოხვედრა.. რამდენადაც ვიცი ძაალიან ბევრი მნახველი და მომლოცველია ხოლმე და საკმაოდ რთულია მასტან მოხვედრა... ესენი ხშირად დადიან და პირადადაც ხშირად შეხვედრიან.. როგორც ჩემი ბიძაშვილი ყვება საოცარი ენერგია აქვს და დიდი სიყვარული.. რაც ყველაზე საოცარია, მასთან ვიზიტების შემდეგ ჩემი ბიძაშვილი მათლმადიდებლად მოიათლა, მანმდე მონატლული არ იყო, ა ყველაფერის შემდეგ მისი ცხოვრება ძალიან შეიცვალა, თანაც სასიკეთოდ.. შექმნა ოჯახი, რომელზეც არც კი ოცნებობდა, გამოჯანმრთლედა და ბავშვიც შეეძინა. დავაზუსტებ და პირადში მოგწერთ.
I AM
ნაწყვეტები საი ბაბას წიგნებიდან:

ჯონ ჰისლოპის და საის საუბარი


მე ვკითხე სვამის:"რა საჭიროა პირადი, პერსონალური ღმერთის ამორჩევა, როდესაც ყოველთვის და ყველგან არსებობს იგი? ის უნივერსალურია. მხოლოდ ის არსებობს, მაშ რატომ მიგვითითებ პირადი ღმერთის ამორჩევაზე?"
მან მიპასუხა: `ჰისლოპ, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია. თქვენ არ შეგიძლიათ გიყვარდეთ რომელიღაც აბსტრაქტული იდეა, რომლის წარმოდგენასაც თვითონვე ძნელად შეძლებთ. თქვენ შეგიძლიათ გიყვარდეთ მხოლოდ ის, ვისაც ხედავთ და ვისთანაც შეგიძლიათ რომ იმყოფებოდეთ, აი სწორედ ეს არის თქვენი პირადი ღმერთი. და როდესაც შეიყვარებთ თქვენს ღმერთს მთელი გულით, როდესაც ძალიან ერთგული იქნებით მისი, მაშინ ბოლოს და ბოლოს იწყებთ მის დანახვს ყველგან, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ. სადაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან თქვენი ღმერთი იქნება. და მაშინ მას უფრო მეტად შეიყვარებთ, თქვენში უფრო დიდი სიყვარული და ერთგულება გაიზრდება მის მიმართ.

ამ სტადიაზე თქვენ შეძლებთ შეიცნოთ უპიროვნო ღმერთი, აბსტრაქტული ღმერთი სახელისა და ფორმის გარეშე. მაგრამ დასაწყისში თქვენთვის აუცილებელია პერსონალური ღმერთის ამორჩევა.
Atman
QUOTE(I AM @ 21st December 2010 - 11:55 PM) *
ამ სტადიაზე თქვენ შეძლებთ შეიცნოთ უპიროვნო ღმერთი, აბსტრაქტული ღმერთი სახელისა და ფორმის გარეშე. მაგრამ დასაწყისში თქვენთვის აუცილებელია პერსონალური ღმერთის ამორჩევა.


რა კეთილია საი, დასაწყისში მაინც გვირჩევს პერსონალურ ღმერთს biggrin.gif


ნაწილობრივ ვეთანხმები - თავიდან ირჩევ (ან გარჩევინებენ) ღმერთის პერსონალურ ფორმას, რომელსაც მატერიალური თვალსაზრისით აღიქვამ და ამბობ, რომ ესაა ჭეშმარიტი და სხვა ფორმები ცრუა. უფრო მაღალ სტადიაზე ხვდები, რომ ყველაფერი ერთია, ხოლო საბოლოოდ, ყველაზე მაღალ სტადიაზე (რომელამდეც ვერც საიმ და ვერც ერთმა ჩვენგანმა ვერ მიაღწია ჯერ), ხვდები, რომ ღმერთის უპიროვნო ფორმას - ბრაჰმანსა და მისი პიროვნული ფორმების ჩვენეულ აღქმაზე მაღლა მისი ჭეშმარიტი სულიერი ფორმები დგანან, რომლების წარმოდგენაც მატერიალური გრძნობებით შეუძლებელია.

ადამიანების თვალით დანახული პიროვნული ღმერთი მართლაც არ შეესაბამება რეალობას და ეს ადამიანის განვითარების დაბალ სტადიებზე ხდება, მაგრამ ყველაზე უზენაესი რეალობა პიროვნულია და არა უპიროვნო. ამაში საი ბაბუა ცდება!

ეს ისე, მომავლისთვის რომ ვიცოდეთ, თორემ ჩვენ ჯერ ბრაჰმანის დონეც არ შეგვიცვნია... wink.gif
Alpha
რაღაც ვერ გავიგე, ერთის მხრივ დიშოვი ტრუკებით აოცებს საზოგადოებას, და მეორეს მხრივ მისი სიტყვებიში სიბრძნე იგრძნობა blink.gif
Atman
ნაღდი რეალიზაცია თუ გაინტერესებთ ამ კაცს მოუსმინეთ. ესეც იმპერსონალისტია თითქოს, მაგრამ რაღაცა უფრო მეტს ვგრძნობ მასში smile.gif

http://www.youtube.com/watch?v=WtIL_a0z0O0...feature=related

ყოველ შემთხვევაში "დიშოვი ტრიუკებს" ნამდვილად არ ატარებს.


პ.ს. ვფიქრობ საი ბაბას მართლა აქვს მისტიკური ძალები, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. მაგის სიბრძნეს კიდევ "აშტავაკრა გიტა" მირჩევნია იმპერსონალიზმის თვალსაზრისით, შანკარაჩარიაზე რომ აღარაფერი ვთქვათ...
I AM
Alpha

CODE
რაღაც ვერ გავიგე, ერთის მხრივ დიშოვი ტრუკებით აოცებს საზოგადოებას, და მეორეს მხრივ მისი სიტყვებიში სიბრძნე იგრძნობა


არაა იაფფასიანი ტრიუკები, მას მართლაც აქვს ზებუნებრივი უნარები: შუძლია ნივთების მატერიალიზება, ერთდროულად მრავალ ადგილას ყოფნა და ა.შ. ანუ იგი ფლობ იოგის მისტიკურ ძალებს, მაგრამ მათ იყენებს იმისთვის რომ ადამიანები დაარწმუნოს თავისი სიტყვების ჭეშმარიტებაში, რომ რასაც ამბობს იცის არა წიგნებიდან, არამედ საკუთარი გამოცდილებიდან. იგი ამბობს რომ წმინდა წიგნები მხოლოდ რუკებია სულიერ სამყაროში სამოგზაუროდ, მაგრამ მათი შესწავლით ვერასოდეს მოვხვდებით იქ, ვინაიდან რუკის დანიშნულება გზის ჩვენებაა, მაგრამ კიდევ უფრო სარწმუნოა იმ ადამიანის, რომელმაც თავად იმოგზაურა ასეტ სამყაროში და საკუთარი გამოცდილებიტ იცის გზები და იგი უფრო საიმედო მეგზურია წიგნებთან შედარებით (სულიერი ლიტერატურის ტარგმნისა მრავალი შეცდომაა დაშვებული, რაც ხშირად ართულებს მის სწორად გაგებას)

დამიჯერეთ, წაიკითხეთ მისი წიგნები (ქართულადაცაა) და თქვენ მიხვდებით ვინაა საი სინამდვილეში, ნუ ენდობით ბინძურ ხალხს, რომელიც ყველანაირად ცდილობს ჩირქი მოცხოს მის სახელს და დაადანაშაულოს არამარტო "იაფფასიან ტრიუკებში", არამედ თავიანტი ფანტაზიაში ისე შორს წავიდნენ რომ მკვლელობაშიც კი ადანაშაულებენ.....

განსხვავებით სხვა ე.წ. სულიერი მოძღვრებისგან, რომლებიც მხოლოდ ბჰაგავად-გიტას იზეპირებდნენ და ხალხს თავიანთი ავტორიტეტულობით აბოლებდნენ, საი პრაქტიკოსი ადამიანი, აი წიგნების დაზეპირება კი ბევრს შეუძლია, მაგრამ აბა ცადეთ პრაქტიკა....თეორეტიკოსი "გურუები' ვერ იტანენ საის, რადგან მათ არ გააჩნიათ პრაქტიკული ცოდნა, რომელისტვისაც მარტო წიგნების დააზეპირება არ კმარა.....

პერიოდულად დავდებ მისი წიგნებიდან ნაწყვეტებს.....
I AM
თემა რო არ გადავტვირთო, აი ამ ლინკზეა http://allshares.ge/download.php?id=C63F139626 საი ბაბას წიგნებიდან ნაწყვეტები, მისი რჩევები, საუბრები და ვისაც გაინტერესებთ წაიკითხეთ smile.gif
I AM
ღმერთმა თავისი საკუთარი ხატების მსგავსად შექმნა ადამიანი და თავისუფალი ნება მისცა მას. ამაშია ღმერთის თამაში, თამაში, რომელშიც ღმერთი სრულ კონტროლს ინარჩუნებს, მაგრამ ნებას აძლევს ადამიანს თავისი არჩეული გზით იაროს. დღეს ნათელი ხდება, რომ ადამიანმა ილუზიის უდაბნოში ამოყო თავი; იგი გატაცებულია ამ ილუზიით – იმ მცდარი ღირებულებებითა და სურვილებით, რომლებიც ადამიანის ცხოვრებაში იპარება, როდესაც ადამიანი თავის "მე"-სა და ცხოვრების რეალობის შემეცნებას წყვეტს. მაგრამ ყველაზე ბნელ მომენტებშიც კი, როდესაც ადამიანი სრულ ჯოჯოხეთამდე აღწევს, ღმერთი მუდამ მასთან იმყოფება როგორც მარადიული მოწმე.

თვით ცხოვრება მარადისობაა, და ამ მარადისობის რაღაც მომენტში ადამიანი იღვიძებს და თავისი საკუთარი შინაგანი ღვთაებრიობის შეცნებას იწყებს. სწორედ ამ დროს ჭეშმარიტება გაფურჩქნას იწყებს, მოდის ღმერთის შეცნება, ჭეშმარიტება, რომ ყველაფერი ღმერთია, რომ არსებობს მხოლოდ ღმერთი. რა მშვენიერი მომენტია! ძალიან ნელა თანდათან დნობას იწყებს მატერიალური ცხოვრებისა და ყველა მცდარი ღირებულებების ილუზია და თავის მოჩვენებით მომხიბვლელობას კარგავს. მხოლოდ მაშინ შეუძლია ღმერთს გაიხსნას როგორც სუფთა ღვთაებრიობა, რომელიც ყველაფრის საფუძველია სამყაროში, თვით ადამიანის ჩათვლით.

დიახ, სამოთხე ყოველი ადამიანის შიგნით იმყოფება, სწორედ იქ უნდა ეძებოთ იგი, როდესაც მზად ხართ უარი თქვათ ილუზიაში ცხოვრებაზე და ჭეშმარიტების გზას გაჰყვეთ. ეს გზა მუდამ არსებობს, იგი მუდამ იყო და მუდმ იქნება.

ღმერთი თქვენს გულში იმყოფება, და ამაშია მთელი ჭეშმარიტების ნამდვილი წყარო. როდესაც გახსნით საკუთარ გულს, ღვთაებრივი სიყვარული იწყებს თქვენს შევსებას; სწორედ სიყვარულის ეს ძალაა ღვთაებრივი ენერგია. სიყვარულთან ერთად მოვა ჭეშმარიტება, და ყველა წარსული ილუზია ლანდად იქცევა. გაბრწყინდება ახალი სინათლე, ახალი გამოღვიძება, ახალი განთიადი.
old_man
საიაბის წიგნები სად იყიდება ხომ არ იცით?
I AM
old_man


QUOTE
საიაბის წიგნები სად იყიდება ხომ არ იცით?


გამომცემლობა "სამშობლოს" წინ, წიგნებს რო ყიდდნენ იქ ჰქონდათ და ეხლა რო გადაიტანეს დედაენის ძეგლთან ალბათ იქ ექნებათ.

ისე 5 წიგნი, რომლებიც ქართულადაა ნათარგმნი, საჯარო ბიბლიოთეკაში აქვთ
natalia
ციტატა(old_man @ 23rd December 2010 - 11:29 PM) *
საიაბის წიგნები სად იყიდება ხომ არ იცით?


"პარნასში" ჭავჭავაძეზე, თიბისი ბანკთან ახლოს.
old_man
QUOTE(natalia @ 24th December 2010 - 01:27 PM) *
"პარნასში" ჭავჭავაძეზე, თიბისი ბანკთან ახლოს.

ძაან კარგი ჩემს მეზობლად ყოფილა. მადლობა smile.gif
QUOTE
ისე 5 წიგნი, რომლებიც ქართულადაა ნათარგმნი, საჯარო ბიბლიოთეკაში აქვთ

მეყო საჯაროში ჯდომა სტუდენტობისას )))


I AM
როდესაც სინათლე თქვენი გულიდან გამოდის, გაიხედ-გამოიხედეთ და ყველგან ღმერთს დაინახავთ: იგი ყველა ფორმითა და სახით მჟღავნდება სამყაროში. თქვენ ირგვლივ ყველას უყურეთ, როგორც ღმერთის გამოვლინებას, იცით რა, რომ მათში იგივე ღვთაებრიობა იმყოფება, დაფარულიც თუა იგი. ჭეშმარიტების ეს შეცნება საშუალებას გაძლევთ ყოველი ადამიანი მიიღოთ ისეთი, როგორსაც ხედავთ მას, "კარგს"თუ "ცუდს", რადგანაც ყველა ერთი და იგივე ღვთაებრიობის გამოსახვაა, მაგრამ ცნობიერების სხვადასხვა დონეზე.
ღმერთი სიყვარულია, ჭეშმარიტება ღვთაებრივია,
სხვა ყველაფერი ილუზიაა.
I AM
ცხოვრების მიზანი
ცხოვრება ძვირფასია, ცხოვრება ღვთაებრივია – ეს ღმერთის საჩუქარია.
შეგიძლიათ ღმერთი შეიგრძნოთ თქვენში? უფალი თქვენს გულში იმყოფება და იგი თქვენთვის დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს ღვთაებრიობასთან და მარადისობასთან.
როდესაც ამ ქვეყნის უბედურებანი და მღელვარებანი გჯაბნიან, ჩაიხედეთ თქვენ თავში და ყოველ დღე რაღაც დრო ყოვლისშემძლეს თანდასწრებაში გაატარეთ. ელაპარაკეთ მას, გიყვარდეთ იგი, თაყვანი ეცით და ეცადეთ მასთან ერთიანი გახდეთ. და მაშინ თქვენი უბედურებები შეწყვეტს არსებობას.
ცხოვრებაში ადამიანი მხედველობიდან კარგავს ღმერთს და იშვიათად ჩერდება, რომ დაფიქრდეს ცხოვრების მიზანზე. მაგრამ თუ ღმერთთან დაამყარებთ კონტაქტს, თქვენი ცხოვრება ცვლილებას დაიწყებს. ღვთაებრივი ძალის უსაზღვრო წყარო არსებობს ყოველთვის და ყველასთვის.
ბევრი თქვენგანი ჩერდება, რომ ჩაიხედოს თავის თავში? სამწუხაროდ, უმრავლესობა ხელის ცეცებით მიდის სიბნელეში, იმ გზებით, რომლებსაც არა აქვს ბოლო და არსაით მიჰყავს.
ჩაიხედეთ თქვენს თავში, და იცხოვრეთ ჰარმონიაში ყოვლისშემძლე ღმერთთან, რათა იპოვოთ სიმშვიდე, ბედნიერება და განხორციელება. შეიცნო შენი ღვთაებრიობა და იპოვო უკან, ღმერთთან დასაბრუნებელი გზა – ამაშია ცხოვრების მიზანი.

ირმა
I AM
QUOTE(I AM @ 26th December 2010 - 09:47 PM) *
ცხოვრების მიზანი
ცხოვრება ძვირფასია, ცხოვრება ღვთაებრივია – ეს ღმერთის საჩუქარია.
შეგიძლიათ ღმერთი შეიგრძნოთ თქვენში? უფალი თქვენს გულში იმყოფება და იგი თქვენთვის დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს ღვთაებრიობასთან და მარადისობასთან.
როდესაც ამ ქვეყნის უბედურებანი და მღელვარებანი გჯაბნიან, ჩაიხედეთ თქვენ თავში და ყოველ დღე რაღაც დრო ყოვლისშემძლეს თანდასწრებაში გაატარეთ. ელაპარაკეთ მას, გიყვარდეთ იგი, თაყვანი ეცით და ეცადეთ მასთან ერთიანი გახდეთ. და მაშინ თქვენი უბედურებები შეწყვეტს არსებობას.
ცხოვრებაში ადამიანი მხედველობიდან კარგავს ღმერთს და იშვიათად ჩერდება, რომ დაფიქრდეს ცხოვრების მიზანზე. მაგრამ თუ ღმერთთან დაამყარებთ კონტაქტს, თქვენი ცხოვრება ცვლილებას დაიწყებს. ღვთაებრივი ძალის უსაზღვრო წყარო არსებობს ყოველთვის და ყველასთვის.
ბევრი თქვენგანი ჩერდება, რომ ჩაიხედოს თავის თავში? სამწუხაროდ, უმრავლესობა ხელის ცეცებით მიდის სიბნელეში, იმ გზებით, რომლებსაც არა აქვს ბოლო და არსაით მიჰყავს.
ჩაიხედეთ თქვენს თავში, და იცხოვრეთ ჰარმონიაში ყოვლისშემძლე ღმერთთან, რათა იპოვოთ სიმშვიდე, ბედნიერება და განხორციელება. შეიცნო შენი ღვთაებრიობა და იპოვო უკან, ღმერთთან დასაბრუნებელი გზა – ამაშია ცხოვრების მიზანი.

რა ახლოსაა ეს სიტყვები ჩემთან. არაფერი ახალი არ არის ჩემთვის, თითქოს ეს სიტყვები მთლიანად ჩემია, ამიტომაც ვეთანხმები 100 %–ით.
I AM
ირმა

საი ბაბა მართლაც გენიალური ადამიანია, მაგრამ ხალხი საუბედუროდ იმ არარსებულ ბინძურ ჭორებს აქცევს ყურადღებას, რომელსაც მის შესახებ შეგნებულად ავრცელებენ რათა დააკნინონ მისი პიროვნება, ვინაიდან მისი მოძღვრების გაცნობის შემდგომ იცვლება ადამიანის ფასეულობანი, აზრს კარგავს მატერიალური, ეგოისტური ცხოვრება, ზოგიერთებს კი ეს არ აწყობთ რადგან რაც მეტი ადამიანია უმეცრებაში და ღორული (მომხმარებლური) სურვილებით ცხოვრობს, მით ადვილია მათი მართვა , კიდევ უფო დიდი უბედურება ისაა რომ ადამიანები ისე მიეჩვივნენ ასეტ ცხოვრებას, რო თუ ეტყვი შენ ადამიანი ხარ, ღვთის ხატი და არ გცხვენია ასე რო ცხოვრობო? მოსმენის ნაცვლად ღრუტუნს დაგიწყებენ, აი ესაა ადამიანთა ტრაგიზმი სამწუხაროდ.....არადა დროა გაიღვიძოს ადამიანთა ცნობიერებამ


მარადისობა
მარადისობა არსებობს ახლა და იყო ყოველთვის; ეს ღმერთის ქმნილებაა. მთელი მარადისობა ღმერთის ხელში იმყოფება, რომელმაც ყველაფერი იცის. წარსული, აწმყო და მომავალი – ყველაფერი ეს აქ და ახლაა. მთელი დრო ახლაა; ახლა ყოველთვისაა.
ღმერთი სამყაროს მარადიული შემოქმედია, დედა და მამაა. ადამიანი ბავშვია, მაგრამ სინამდვილეში ყველა ერთიანია.
ადამიანს შეუძლია მარადისობაზე ილაპარაკოს, მაგრამ მარადისობა სხვა დონეზეა, შეზღუდული გონების აღქმის საზღვრებს მიღმა. მარადისობა უსასრულოა. მარადისობა და უსასრულობა ღმერთის საიდუმლოს ნაწილია, საიდუმლოსი, რომელიც ყოველთვის არსებობს.
ადამიანს შეუძლია ღმერთი ეძებოს; მას შეუძლია ღმერთის თანდასწრება გამოსცადოს. მაგრამ ბოლოს და ბოლოს იგი შეიგნებს, რომ ღმერთი მის საკუთარ გულში იმყოფება. ეს არის პირველი გამოღვიძება, და აქედან წარმოიშვება ღმერთთან უფრო მეტი დაახლოების შესაძლებლობა იმისათვის. რომ შესაძლებელი გახდეს აღუწერელი სიყვარულის განცდა, რომელიც გულიდან მოდის.
როდესაც ადამიანი სხეულთან აიგივებს თავს, იგი მთლიანად დაკარგულია. მხოლოდ გამოღვიძებისას პოულობს იგი თავის თავში ჭეშმარიტ "მე"-ს, სულს, ღვთაებრივ ნაპერწკალს, ღვთაების უკვდავ წვეთს. და მაშინ ამ ქვეყნის მღელვარებანი დნობას იწყებს, იმიტომ რომ ისინი ის არ არის, რადაც გვეჩვენება. ეს უბრალოდ ლივლივია ცხოვრების ზღვის ზედაპირზე.
ადამიანის ღმერთთან დაახლოებასა და მასთან მთლიან ჰარმონიაში ცხოვრების დაწყებასთან ერთად, იგი სულ უფრო მეტად იგნებს დროისაგან დამოუკიდებელი ქმნილების ბუნებას. იგი იწყებს ღვთაებრივი სიყვარულის განცდას, რომელიც ღმერთისგან მოდის, და სინათლეს, რომელიც ყველგან იმყოფება; იგი იგნებს ღმერთს თავის თავში, ღმერთს მის გარეთ, ღვთაებრივ ძალას, რომელიც აბსოლუტურია და ტოტალურია. და მაშინ ადამიანს ესმის, რომ იგი მთლიანის ნაწილია, ღვთაებრივი ქმნილებაა და ნაწილია მარადისობისა, რომელიც არის ღმერთი.
Simulated
QUOTE(Atman @ Dec 22 2010, 11:57 AM) *
ნაღდი რეალიზაცია თუ გაინტერესებთ ამ კაცს მოუსმინეთ. ესეც იმპერსონალისტია თითქოს, მაგრამ რაღაცა უფრო მეტს ვგრძნობ მასში smile.gif

http://www.youtube.com/watch?v=WtIL_a0z0O0...feature=related

ყოველ შემთხვევაში "დიშოვი ტრიუკებს" ნამდვილად არ ატარებს.
პ.ს. ვფიქრობ საი ბაბას მართლა აქვს მისტიკური ძალები, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. მაგის სიბრძნეს კიდევ "აშტავაკრა გიტა" მირჩევნია იმპერსონალიზმის თვალსაზრისით, შანკარაჩარიაზე რომ აღარაფერი ვთქვათ...

ძალიან ბევრ რამეში დაემთხვა ჩემი და ამ გიორგის აზრები. ესე ფაქტიურად არც არავის დავმთხვევივარ : ))
Atman
Simulated
QUOTE(Simulated @ 28th December 2010 - 10:05 PM) *
ძალიან ბევრ რამეში დაემთხვა ჩემი და ამ გიორგის აზრები. ესე ფაქტიურად არც არავის დავმთხვევივარ : ))


Laie_61.gif
I AM
სიყვარული
სიყვარული განმკურნავი ძალაა, რომელიც ასე აუცილებელია ჩვენს დროში. სხვაგვარად როგორ შეიძლება ერთობისა და ჰარმონიის აღდგენა თქვენს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში?

სიყვარული ღვთაებრივი ნექტარია, რომელიც მუდამ არსებობს, მაგრამ მრავალი ადამიანის მიერ იგნორირებულია. და მაინც სიყვარული ერთადერთი წამალია, რომელიც შეახორცებს ჭრილობებს უთანხმოების დროს, როდესაც ასე მცირეა ჰარმონია.

სიყვარული ინტელექტიდან არ წარმოიშვება. ეს არის სულიერი ენერგია, რომელიც გულიდან მოედინება. გული თავისთავად არხის მსგავსია, რომელშიც ღვთაებრივ სიყვარულს შეუძლია გაიაროს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც გული გახსნილია. ჩვენს დროში ეს არხი ხშირად დაბრკოლებულია ნეგატიური აზრებით, რომლებიც, როგორც წესი, ადამიანს ღმერთისგან აცალკევებს.

ადამიანმა თავისი საკუთარი გზით სვლა გადაწყვიტა. ამაში მას დაეხმარნენ მთელი ეს ნეგატიური ძალები: ეგოიზმი, ხელისუფლების ძიება, ეჭვიანობა და ყოველგვარი სურვილები. ამ გზას შეუძლია მხოლოდ უდაბნოში მიიყვანოს იგი, სადაც არავითარი ჭეშმარიტი ღირებულებები არ არის. ეს არის ცხოვრება ილუზიაში.

დადგა ცვლილებების დრო; დრო ღმერთისკენ მიმავალ გზაზე დადგომისა. სცადეთ წარმოიდგინოთ ქვეყანა ან მთელი მსოფლიო, სადაც სიყვარული ყოველი აზრისა და მოქმედების მმართველი ძალაა. ამაში გამოიხატება ღვთაებრივი გეგმა.

დღეს, როდესაც თქვენ აქ შეიკრიბეთ, დაფიქრდით შესაძლებლობაზე ამ წამოწყების კატალიზატორი გახდეთ, მსოფლიოს ამ ცვლილებებისა – ღმერთისკენ მიმავალ გზაზე დადგომისა. დაივიწყეთ წარსული და გულისყური მოკრიბეთ შესაძლებლობაზე გახდეთ ერთ-ერთი იმ ღვთაებრივ სულთაგანი, რომელნიც დაეხმარებიან მსოფლიოს შეცვლაში და იმ ტანჯვისგან გათავისუფლებაში, რომლის მოწმენიც დღეს თქვენ ხართ. გაერთიანდით ღმერთის სიყვარულში. ყოველი წარსული ღმერთს ჩაბარეთ და ახალი გზით იარეთ, ღვთაებრივი გზით, რომელიც ღმერთთან დაგაბრუნებთ.
ირმა
I AM
მადლობა, სიამოვნებით ვკითხულობ პოსტებს))))
I AM
სიმშვიდე გონების მდგომარეობაა. როდესაც გონება დაწყნარებულია, კარი ღიაა იმისათვის, რომ უმაღლეს "მე"-ზე, ღმერთზე ავეწყოთ ჩვენში.

აწარმოეთ მედიტაცია ამ აზრებზე და ეცადეთ ამ შინაგან სიმშვიდეს მიაღწიოთ, რათა შეძლოთ ღვთაებრივი ენერგია და სიყვარული გამოასხივოთ, რომლებიც თქვენთანაა ყოველთვის, ცდაშია რომ გამჟღავნდეს და გაწმინდოს სამყარო თქვენ ირგვლივ.

იცხოვრეთ ჰარმონიაში ღვთაებრივი ენერგიით, სიყვარულისა და სინათლის ამ წყაროთი, რომელიც არსია თქვენი ყოფიერებისა. უყურეთ, როგორ ჩაგივლით გვერდით წუთისოფელი, მაგრამ ნუ მიებმებით მას და ნუ აგაცდენთ გზას რაიმე სურვილი, - მხოლოდ ღმერთთან ერთიანობა გსურდეთ.
I AM
ნებისმიერი განათლების ფასი ნულის ტოლია, თუკი ეს განათლება არ გვასწავლის ჭეშმარიტებას, მართლქმედებას, სიყვარულს და სიმშვიდეს. მათ გარეშე ჩვენი მოღვაწეობა უშედეგოა, რა მაღალი თანამდებობაც არ უნდა გვქონდეს დაკავებული. მარადიული დჰარმა – სანატანა დჰარმა – ამ ოთხ ბურჯზეა დამყარებული.

განათლებაში ორი ასპექტია. პირველი დაკავშირებულია გარეშე, საერო განათლებასთან, რომელიც წიგნური ცოდნის დაუფლებაში გამოიხატება და გრძნობათა ორგანოების დახმარებითაა მიღებული. იგი არ შეიძლება სიბრძნედ იწოდებოდეს. საერო განათლება გამცურავ ღრუბელს ჰგავს. იგი მოდის და მიდის. მარადიულ პრინციპს შიდა რეალობა წარმოადგენს. თანამედროვე განათლება სურვილების წარმოშობას უწყობს ხელს, ეს კი დაბადებათა რიგს იწვევს. სურვილების კონტროლი კი მხოლოდ შინაგანი ღირსებების დახმარებით შეიძლება.

განათლების მეორე ასპექტი ცნობილია როგორც "ედუქარე" (ლათ. სიტყვა) და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს (ჭეშმარიტება, მართლქმედება, სიმშვიდე, სიყვარული, არაძალადობა) განეკუთვნება. სიტყვა "ედუქარე"ნიშნავს იმის ამოღებას, რაც შიგნით იმყოფება. ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები ყოველ ადამიანშია დაფარული. შეუძლებელია მათი გარედან მიღება, ისინი შიგნიდან უნდა ამოვიღოთ. მაგრამ ადამიანმა დაივიწყა მასში დაფარული ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები და უნარი არ აქვს გამოავლინოს ისინი. "ედუქარე" ნიშნავს მათ გახსნას. გახსნა ნიშნავს მოქმედებაში მათ დანერგვას.
"ედუქარე" გვჩუქნის უკვდავებას, მდგომარეობას, როდესაც უკვე აღარ იქნება ახალი განხორციელებები.
I AM
http://rutube.ru/tracks/1177634.html?v=f9c...4193ec8df4cf7b4


http://kivicom.net/news/2008-08-04-982 ფილმები საი ბაბაზე
I AM
ადამიანი აღჭურვილია პანჩა პრანათი, სასიცოცხლო სუნთქვის ხუთი სახით; ესაა: პრანა, აპანა, ვიანა, უდანა და სამანა. ესენი ადამიანში დაფარული ღვთაებრივი ძალებია. ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები სხვა არა არის რა, თუ არა სასიცოცხლო სუნთქვის ამ ხუთი სახის გამოვლინება. მაგრამ ადამიანი ისე ხარჯავს თავის განხორციელებას ადამიანურ სხეულში, რომ არ აცნობიერებს ამ უფაქიზეს პრინციპებს.

განათლების მიზანია არა მხოლოდ ზსღ-ის განვითარება, არამედ ღვთაებრიობის მიღწევაც. განათლება ცხოვრებისთვისაა განკუთვნილი, და არა არსებობისთვის. არ აცნობიერებენ რა ამ ჭეშმარიტებას, ადამიანები ფულის შოვნის შესაძლებლობების გულისთვის მრავალ ხაფანგში ებმებიან.

ზსღ არის ღირებულებები, რომლებიც ყველა რასის, სარწმუნოების, ქვეყნის ადამიანისთვისაა დამახასიათებელი. სწორედ ამიტომ ჰქვია მათ ზოგადსაკაცობრიო.

ადამიანური ღირებულებები განეკუთვნება ღვთაებრივს, და არა წუთისოფლისას. მთელი სამყარო ღმერთის ფორმაა. ბუნება ღვთის ნების გამჟღავნებაა. როდესაც სამყაროს ეგოიზმის პოზიციებიდან ვუყურებთ, იგი დამახინჯებულად გამოიყურება. როდესაც იგი ატმური (სულიერი) მხედველობით აღიქმება, ჩვენ შეგვიძლია სწორად დავინახოთ იგი. ამიტომ ადამიანური თვისებები ცარიელი სიტყვები არ არის. არ უნდა ვუყუროთ მათ ეგოს საბურვლის გამჭოლ, ჩვენ უნდა ატმის გამჭოლ "გავატაროთ" ისინი.
სვამი ზსღ-ს ხსნის როგორც მანტრას WATCH

Word (სიტყვა) – სატია, გვახსენებს საკუთარ სიტყვებზე
დაკვირვების სადჰანას (სულიერ პრაქტიკას).
Action (მოქმედება) – დჰარმა, გვახსენებს მოქმედებებზე
დაკვირვების სადჰანას.
Thougths (აზრები) – შანტი. T მიანიშნებს აზრებზე
დაკვირვების სადჰანაზე.
Character (ხასიათი) – პრემა. იგი გვასწავლის საკუთარ
ხასიათზე დაკვირვებას.
Heart (გული) – აჰიმსა.H გვასწავლის გულზე, მასში
წარმოქმნილ გრძნობებზე დაკვირვებას.
david6david
ციტატა(td......... @ Dec 18 2010, 09:40 PM) *
ვიდეოები და ჭორები არ ვიცი, ჩემი ბიცოლა დ აბიზაშვილი ხშირად სტუმრობდნენ მისლექციებს ინდოეთსი და საოცარი სიყვარულით საუბრობენ ამ ადამიანზე.. ფაქტი ერთია, ცემი ბიზაშვილი 33 წელი ეპილეფსიით იტანჯებოდა, დაბადებიდან ჰქონდა, მშობიარობის ტრავმის გამო.. ეხლა ჯანმრთელია, ცოლიც ყავს და შვილიც.. როგორც თვიტონ ამბობს, საი ბაბას დახმარებით შეაძლო დაეძლია ეს ნაკლი...


დიდი მადლობა ამ ინფორმაციის მოწოდებისთვის td. მაინც უშუალო ინფორმაციაა, თუმცა პირადად მე ისედაც მჯერა და გრძნობა ყოველთვის მკარნახობს როცა ღმერთის ენერგიაზე და მაღალ პიროვნებაზეა საუბარი.
david6david
დღეს დილით შრი სათია საი ბაბა გარდაიცვალა http://www.thehindu.com/news/national/article1763680.ece
td.........
მე კი I AM-ს პასუხი ვერა და ვერ ვაღირსე... ამასობაში კი ეს კაცი წავიდა კიდევაც...
mata
საი ბაბას დაკრძალვაზე ნახევარი მილიონი ადამიანი მივიდა



http://indoeti.blogspot.com/2011/04/blog-post_27.html
david6david
თბილისში ალბათ არ ყოფილა ხომ საი ბაბას პრაქტიკული ჯგუფი? თუ იყო?
I AM
საი ბაბას წასვლა ამ ქვეყნიდან მართლაც დიდი დანაკლისია მთელი მსოფლიოსთვის, ვინც ახლოს იცნობს მის მოძღვრებას ალბათ დამეთანხმება...

საი ბაბა იყო 20-ე საუკუნუის ერთ-ერთი უდიდესი გურუ, ადამიანი რომელიც ცდილობდა ქრისტეს მიერ მოტანილი სიბრძნე თანამედროვე ახსნით მიეტანა ადამიანთა გონებაში და გულებში და გაეღვიძებინა მათი შეგნება, რათა ადამიანები ჩაწვდომოდნენ საკუთარ თავს, შეეცნოთ საკუთარი თავი


საი ბაბამ იწინასწარმეტყველა რომ 96 წლის ასაკში გარდაიცვლებოდა და როდესაც 85 წლისა წავიდა, ამან სხვადასხვა სახის მითქმამოთქმა გამოიწვია, უბრალოდ შეგახსენებთ რომ ძველი ინდური მთვარის კალენდარის მიხედვით საი ბაბა მართლაც 96 წლის იყო, მისი თქმით ის კვლავ მოვა უკვე თავისი მესამე ინკარნაციით, რომლითაც დაასრულებს თავის მისიას, სიმბოლურია ის ფაქტიც, რომ საიმ 24 აპრილს, აღდგომა დღეს დატოვა დედამიწა


ბლოგი საი ბაბაზე: http://saibaba.ge/
Existence

I AM კაცურად მართლა 96 წლის რო გარდაცვლილიყო ეგ ინდური მთვარის კალენდარი ხო არავის გაახსენდებოდა ჰა ?

ამას იცი რატ ვწერ ეს წინასწარ მეტყველობები და რაღაც საოცრებებზე გამოკიდებები მაგარი ძიშოვია რა სულიერებაში.......

სულიერებაში ჩემი აზრით ერთადერთი ფასეულია ადამიანმა გამოაღვიძოს ღვთიური ან სიტყვით ან მდუმარებით
დანარჩენი როგორც გაუტამა სიდჰართა იტყოდა არის The Shadow of the Shadow






I AM
Existence

ოოოო.., ეგ "ძიშოვი" წინასწარმეტყველებებია რაცაა..., wink.gif


ერთი ბერძენი ფილოსოფოსი ამბობდა: "ადამიანი ნუთუ ქვისგანაა გამოკვეთილი? ნუთუ იმისათვის რომ მისგან რაიმე ნაპერწკალი გამოკვესო (რამე შეაგნებინო) აუცილებლად რაიმე მყარი უნდა ჩასცხო თავში?"

ხოდა ამ მყარი საგნის როლს ხშირად წინასწარმეტყველებები ასრულებს wink.gif
I AM
საი ბაბას გამონათქვამები:

ღმერთის შესაცნობად ადამიანმა აუცილებლად უნდა გაიგოს იმის ბუნება, რაც დროს არ ექვემდებარება. დრო შთანთქავს სხეულს. ღმერთი შთანთქავს დროს. ამის თაობაზე ვედები ამბობენ: "დრო უძლურია იმის წინაშე, ვინც დროის მბრძანებელში ჰპოვა თავშესაფარი" ადამიანის სიხარული და მწუხარება, ბედნიერება და უბედურება დროზე არ არის დამოკიდებული. მათ საფუძველში ადამიანის მოქმედებები ძევს. დროს არ გააჩნია ნათესავები და მეგობრები. დრო არავის ემორჩილება. ყველა დროის ქვეშევრდომს წარმოადგენს. შესაბამისად, ღმერთი, დროის მბრძანებელი, რომ მოიპოვოთ, აუცილებელია მისი მოთხოვნილებები შეასრულოთ. მხოლოდ ასეთ ადამიანებს უყურებს ღმერთი სიყვარულით.

ადამიანს, რომელსაც გააჩნია ფიზიკური სხეული, გრძნობები და გონება, არ შეუძლია გრძნობებისაგან სრულიად თავისუფალი იყოს ამ ვეყნად. მაშ როგორ უნდა გახდეს ის ანაპექშა (მოლოდინისგან თავისუფალი)? როდესაც ის მოქმედებებს ასრულებს და თავს მომქმედად თვლის, მისი ქცევები ბორკილებად იქცევა, მას რომ ბოჭავს. მოქმედებებს, რომლებიც ღმერთისთვის მსხვერპლშეწირვის სულისკვეთებით არის შესრულებული, არ მიჰყავს ადამიანი დამონებამდე. ისინი ანაპექშა (უანგარო მოქმედებები) ხდება. აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ ყოველი მოქმედება ხორციელდება ადამიანში მყოფი ღვთაებრივი პრინციპის მეშვეობით ადამიანის როგორც ინსტრუმენტის გამოყენებით. სანამ ადამიანი თავს მოღვაწედ და შედეგებით დამტკბარად თვლის, იგი ვერ შეძლებს გათავისუფლდეს თავის საქციელთა შედეგებისგან. თუ ადამიანი მიწის გარკვეულ ნაკვეთს თავისად თვლის, მასზე მოყვანილი მოსავალი მას ეკუთვნის. ბჰაგავად გიტა გვასწავლის, რომ როდესაც მოქმედებები სრულდება როგორც ღმერთისთვის მსხვერპლის შეწირვა, ისინი "არადაინტერესებული" მოქმედებები ხდება. ადამიანი იმისთვის იბადება, რომ თავისი ვალდებულებები ასრულოს, და არა იმისთვის, რომ ძალაუფლებით დატკბეს ან თავისი უფლებები დაიცვას. როდესაც ვალდებულებები შესრულებულია, უფლებები თავისთავად მოდის. დღეს ადამიანები თავის "უფლებებისთვის" იბრძვიან და ვალდებულებები ავიწყდებათ. ამგვარად, ვალდებულებების შესრულება პირველ ადგილზე დგას. სწორედ ვალის შესრულების წყალობით აღწევს ადამიანი ღმერთს.
mata
მაგარი ბჰაჯანი ვიპოვე საიზე smile.gif

http://www.youtube.com/watch?v=X1z6MkJfBvo
I AM
რა ღირსეული ამოცანებიც არ უნდა დაისახოთ ამქვეყნიურ ცხორებაში, მათი განხორციელების საწინდარი შინაგანი სიწმინდეა.


გახდა რა მენტალურ წამებათა მსხვერპლი, ადამიანი სრულიად იბნევა. ადამიანს წარსულის გამო დანაღვლიანება ახასიათებს. რა საჭიროა იტანჯებოდე იმის გამო, რაც უკვე წარსულშია? არ არის აგრეთვე საჭირო წუხდე მომავალზე, რომელიც უცნობი და დაბინდულია. მხოლოდ აწმყოზე იფიქრეთ. აწმყო არის წარსულის პროდუქტი და მომავლის მამა. თუ დღეს სწორად მოქმედებთ, მომავალი თვითონ იზრუნებს თავის თავზე. აკეთეთ ის, რაც ამ მომენტშია საჭირო. თუ მოლოდინი არ არის, გულგატეხილობაც არ იქნება.


ადამიანს ექვსი მტერი შლის: ჟინი, მრისხანება, სიცრუე, სიხარბე, სიამაყე და შური.


საკუთარი თავის მიმართ ინტერესის სრული აღმოფხვრა შეუძლებელია, მაგრამ მას ზღვარი უნდა ჰქონდეს. სამყაროში ყველაფერი, სხეულისა და მისი ნაწილების ჩათვლით, მაგალითად, თვალები, ყურები და სხვა, გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. როდესაც ისინი გადაჭარბებულია, მოდის ავადმყოფობა, და შედეგები შეიძლება სერიოზული იყოს.


წარმოიდგინეთ ოკეანე. ყველა მდინარე მასში ჩაედინება. იგი მთელ წყალს შთანთქავს, მაგრამ გარდა იმისა, რომ მისი დონე არ მატულობს, მასში ჩამავალი წყალი მლაშე ხდება. რა ემართება იმ წყალს, ოკეანიდან რომ ადის ორთქლისა და ღრუბლების სახით? იგი სუფთა და ტკბილი ხდება. საავდრო ღრუბლები ამაყად ამბობენ, რომ ზღვიდან მაღლა ასვლის შემდეგ მათ სიდიადესა და სიწმინდეს მიაღწიეს. უფრო მეტიც, ღრუბელი წვიმის სახით ჩამოდის მიწაზე და მოსავალი მოჰყავს. შეუძლია ოკეანის მლაშე წყალს მიწა მორწყას? არა. ეს ხდება მხოლოდ ზღვის წყლის ორთქლად და ღრუბლებად გარდაქმნის წყალობით. თუ გსურთ სულიერად მაღლა აიწიოთ, თქვენ უნდა ცნობიერების დაბალი დონიდან წახვიდეთ. მხოლოდ ამის შემდეგ შესძლებს ადამიანი სხვების მსახურებას მიუძღვნას თავი.
ირმა
I AM
QUOTE(I AM @ 2nd May 2011 - 09:19 PM) *
წარმოიდგინეთ ოკეანე. ყველა მდინარე მასში ჩაედინება. იგი მთელ წყალს შთანთქავს, მაგრამ გარდა იმისა, რომ მისი დონე არ მატულობს, მასში ჩამავალი წყალი მლაშე ხდება. რა ემართება იმ წყალს, ოკეანიდან რომ ადის ორთქლისა და ღრუბლების სახით? იგი სუფთა და ტკბილი ხდება. საავდრო ღრუბლები ამაყად ამბობენ, რომ ზღვიდან მაღლა ასვლის შემდეგ მათ სიდიადესა და სიწმინდეს მიაღწიეს. უფრო მეტიც, ღრუბელი წვიმის სახით ჩამოდის მიწაზე და მოსავალი მოჰყავს. შეუძლია ოკეანის მლაშე წყალს მიწა მორწყას? არა. ეს ხდება მხოლოდ ზღვის წყლის ორთქლად და ღრუბლებად გარდაქმნის წყალობით. თუ გსურთ სულიერად მაღლა აიწიოთ, თქვენ უნდა ცნობიერების დაბალი დონიდან წახვიდეთ. მხოლოდ ამის შემდეგ შესძლებს ადამიანი სხვების მსახურებას მიუძღვნას თავი.

რა საოცარი შედარებაა, ბრწყინვალეა gul.gif
I AM
ირმა

QUOTE
რა საოცარი შედარებაა, ბრწყინვალეა


smile.gif

დრო პასუხისმგებელი არ არის მთელ ქაოსზე და ძალადობაზე სახელმწიფოში და ყველა იმ სიძნელეზე, კაცობრიობა რომ განიცდის. ამ ყველაფერზე პასუხს აგებს ადამიანის აზრები. ეს აზრები ეგოიზმითაა აღსავსე. სწორედ ეგოისტური და ეგოცენრტრული ადამიანების გამო იტანჯება ერი მრავალრიცხოვანი პრობლემებით. შეუძლებელია ერთიანობა, სანამ წვრილმანი საკუთარი ინტერესები ჭარბობს. ერთიანობის გარეშე შეუძლებელია ბედნიერება განიცადო. მაშასადამე, ერთიანობა ყველასთვის მნიშვნელოვანია. როდესაც ერთიანობიდან გამომავალ ძალას ფლობთ, ნებისმიერი ამოცანის შესრულებას შესძლებთ. ერის სისუსტე ადამიანებს შორის გაზრდილი უთანხმოებიდან წარმოიქმნება. ერთიანობა დიდად მნიშვნელოვანია. ამიტომ საჭიროა ცოტა მაინც შევზღუდოთ ეგოიზმი.


დღეს მსოფლიოში ყველა პრობლემა ეგოიზმიდან მოდის. თითოეული ზრუნავს საკუთარი სიკეთისთვის და თავისი ოჯახის სიკეთისთვის და არ ფიქრობს, რა მოუვა დანარჩენ მსოფლიოს. უნდა შევიგნოთ, რომ ცალკეული ადამიანის კეთილდღეობა დამოკიდებულია საზოგადოების, ერისა და მსოფლიოს კეთილდღეობაზე. თქვენ უნდა უფრო ფართოდ უყუროთ საგნებს. ეგოიზმი და ვიწრო ხედვა უფრო განათლებულ ადამიანებს ახასიათებთ, ვიდრე გლეხებსა და უბრალო ხალხს. მანკიერ მიდრეკილებებს, რომლებიც დიდ ქალაქებშია დომინირებული, ჯუნგლებშიც კი ვერ ნახავთ. განათლებულმა ადამიანებმა უნდა განავითარონ გარჩევის უნარი, მორიდებულობა და ღირებულებათა უშეცდომო გრძნობა.


იესომ ბევრი კარგი რჩევა-დარიგება მისცა ხალხს. მუჰამედმა ბევრი მაღალი სწავლება მისცა ადამიანებს. რამამ და კრიშნამ ბევრი რამ ასწავლეს მსოფლიოს. რა შეითვისა ხალხმა აქედან? ბევრად წაიწია მან ამ ფასდაუდებელი გაკვეთილების პრაქტიკაში განხორციელების საქმეში? მრავალი ადამიანი ყოველდღიურად კითხულობს ბჰაგავად გიტას. ადამიანები ყოველ ქუჩაზე ქადაგებენ გიტას. მქადაგებელთა რიცხვი იზრდება, მაგრამ მცნებების პრაქტიკაში გამტარებელთა რიცხვი მცირდება.

I AM
მხოლოდ უფალს გააჩნია თავისუფალი ნება. ადამიანს აქვს მინიჭებული ნება, მაგრამ იგი არ არის თავისუფალი ნება. ადამიანის ნება მოქმედებას იწყებს მაშინ, როდესაც მოქმედებაში ღვთაებრივი თავისუფალი ნება ერთვის. ხეზე მრავალი ფოთოლია, მაგრამ არც ერთი ფოთოლი არ შეირხევა, თუ ქარი არ არის. ფოთლებს არ გააჩნიათ თავისუფალი ნება, მაგრამ მათ აქვთ ნება, რომელიც საშუალებას აძლევს მათ ირხეოდეს, როცა ქარი ქრის. ცხოვრების ხეზე ადამიანური არსებები არიან როგორც ფოთლები. ადამიანის ნება მოქმედებას იწყებს მაშინ, როცა ღვთაებრივი ნება "დაუბერავს". ამგვარად, აუცილებელია ადამიანის ნების ღვთაებრივ ნებასთან გაერთიანება. მაშინ ადამიანური ბუნების აყვავება დადგება. ადამიანს არაფრის მიღწევა არ შეუძლია საკუთარი მცდელობით. არის მიზნები, რომლებსაც ადამიანი სულ პატარა ძალის გამოყენებით აღწევს. არის სხვა მიზნები, რომელთა მიღწევაც, დიდი მცდელობის მიუხედავად, მას არ შეუძლია. რა არის ამის მიზეზი? მიზეზი ღვთაებრივი ნების თამაშში იმყოფება. ღვთაებრივის მოქმედებები შეიძლება გავიგოთ ორი მაგალითიდან, რომლებიც ყველასთვის არის ცნობილი თავისი საკუთარი მაგალითიდან. გულისცემა და ფილტვების სუნთქვა ადამიანის მხრიდან ყოველგვარი შეგნებული მცდელობის გარეშე ხდება. ეს არის ბუნების კანონების მოქმედება ღვთიური ნების თანახმად. ერთი მხრივ – ბუნება, მეორე მხრივ – ადამიანის ძალისხმევა. ისინი ჰარმონიულად უნდა მოქმედებდნენ. როდესაც ასეთი ერთობაა, თქვენ სიწმინდეს შეიძენთ. ეს სიწმინდე ღვთაებრიობასთან მიგიყვანთ. ერთიანობა, სიწმინდე და ღვთაებრიობა სამი სხვადასხვა მდგომარეობა კი არ არის, არამედ სამი სტადიაა ნაყოფის დამწიფების პროცესში.

ამ მიწიერ ცხოვრებაში ის, რასაც ადამიანები ჩვეულებრივად ჯნიანად (ცოდნად) თვლიან, სრულიადაც არ წარმოადგენს ნამდვილ ცოდნას. მხოლოდ ატმაჯნიანაა (საკუთარი თავის გაცნობიერება) ჭეშმარიტი ცოდნა. ატმა და ჯნიანა სინონიმებია. ჯნიანა საფუძველია. არ შეიძლება მისი შეძენა გრძნობებით განსჯისა და აღქმის გზით. ყველაფერი ის, რისი მიღწევაც ამქვეყნიური საგნების შეცნების გზით ხდება, არ არის ჯნიანა. ჯნიანა არის ის, რაც რჩება იმის შემდეგ, როდესაც გონების მუშაობა გაჩერებულია.

გახსოვდეთ, რომ დაკარგული სიმდიდრის კვლავ შეძენა შეიძლება, დაკარგული ჯანმრთელობა შეიძლება აღადგინოთ, მაგრამ დაკარგული დრო სამუდამოდაა დაკარგული. ამიტომ ნუ კარგავთ დროს. დრო ღმერთია. ღირსეული საქმეებით აკურთხეთ თქვენთვის გამოყოფილი დრო, შეიცნეთ ნეტარება და სხვებს გაუზიარეთ იგი.
axilevs
შრი სატია საი ბაბა, ისევე როგორც, შრი ჩინმოი, შრი აურობინდუ, შანკარაჩარია, შრი რამა კრიშნა, შრი ბუდა არის ავატარი, უფრო სწორედ ნეფიმილი, ნეფიმილი კი სხვა არაფერია თუ არა დემონი ადამიანის სხეულით. ფსევდოღმერთებმა, ანუ დემონებმა რომელნიც თავიანთ თავს ადამიანის წინაშე ღმერთად ასაღებენ, გადაწყვიტეს ასეთი ავატარების მიწაზე მოვლინება, ადამიანის შესაცდენათ და ჭეშმარიტი გზიდან სულისათვის დამღუპველ გზაზე გადასათრევად, ამ ფსევდოღმერთებად ამ შემთხვევაში გვევლინებიან
1. ბრაჰმა
2. შივა
3. ვიშნუ
აი ამ ტრიადის წევრებმა, მიიღეს გადაწყვეტილება კაცთა შესაცდენად მიწაზე წარმოეგზავნათ მათთვის დაქვემდებარებულ დემონთა სულები, რომლებსაც ფიზიკური სხეული შეუქმნეს და კაცობრიობას მოუვლინეს ზემოთდასახელებული პირები. ეს ხორცშესხმული დემონები, წერენ რელიგიურ წიგნებს, ქადაგებენ, ახდენენ სასწაულებს და თან ურცხვად იძახიან თითქოს იესოც მათნაირი ავატარია, განსხვავება მათსა და ქრისტეს შორის კი ის არის რომ იესო იშვა სულიწმინდისაგან, ესენი კი ლუციფერის სულისაგან, იესო ჭეშმარიტებას ქადაგებდა კაცთა სახსნელად, ესენი კი სასწაულებით შელამაზებულ სიცრუეს ქადაგებენ კაცთა დასაღუპავად, რიგვედა, ბჰაგავად გიტა, პატანჯალის ნაშრომები, რაგები, მანტრები, შრი ჩინმოის სწავლება მდუმარედ, აურობინდუსა და შანკარაჩარიას წიგნები, რამა კრიშნასა და ბუდას ზეპირი მოძღვრებები და ბოლოს ბუნჩულა საი ბაბას "სასწაულმოქმედება" სხვა არაფერია თუ არა ანტიქრისტეს მოსვლისთვის გზის განმამზადებელი ცრუ წინასწარმეტყველების უსუსური მცდელობა.
ჩემს სიტყვებზე პასუხს ვაგებ სრულიად და ვინც ნათქვამში შემეწინააღმდეგება იმისაგანაც ანალოგიურს მოვითხოვ, ის გასხივოსნება კი რომელსაც ეს მოძღვარნი პირდებიან ადამიანებს სხვა არაფერია თუ არა სინათლის ძის ლუციფერის შუქი.
Atman
axilevs
QUOTE(axilevs @ 10th May 2011 - 05:03 AM) *
ჩემს სიტყვებზე პასუხს ვაგებ სრულიად და ვინც ნათქვამში შემეწინააღმდეგება იმისაგანაც ანალოგიურს მოვითხოვ


შეგეწინააღმდეგები და გეტყვი, რომ ძალიან ცდები ბევრ რამეში. და ჩემ ნათქვამზე "ატვეჩაი" ვარ! biggrin.gif
axilevs
ჯერ ჯერობით არგუმენტები ვერ დავინახე საპირისპიროს დასამტკიცებლად და ისე ატვიჩაი რომ ხარ ეს დადებითი თვისებაა.
Atman
axilevs
QUOTE(axilevs @ 10th May 2011 - 05:51 AM) *
ჯერ ჯერობით არგუმენტები ვერ დავინახე საპირისპიროს დასამტკიცებლად და ისე ატვიჩაი რომ ხარ ეს დადებითი თვისებაა.


შენ ისეთ ვრცელ თემებზე დასვი საკითხი, თანაც ერთი ხელის მოსმით, რომ კამათი გამიჭირდება.

თუ საუბარი გინდა ჯობია კონკრეტულ საკითხზე ვიკამათოთ, თანაც შესაბამის თემებში. ეს საი ბაბას თემაა და ამ საკითზე ჩემი აზრი თუ გაინტერესებს გეტყვი, რომ საი ბაბა ღმერთის ავატარი არაა.
axilevs
QUOTE
შენ ისეთ ვრცელ თემებზე დასვი საკითხი, თანაც ერთი ხელის მოსმით, რომ კამათი გამიჭირდება.

ერთი ხელის მოსმით იმიტომ დავსვი საკითხი, რომ სანამ ხელს მოვუსმევდი 50 წელი შევალიე ინდუიზმის, ბრაჰმაიზმის, ვიშნუიზმის, ბუდიზმის, კრიშნაიზმის, იუდაიზმის, ისლამისა და ქრისტიანობის შესწავლას, ასე რომ ხელის მოსმის უფლებას, პროფესია თეოლოგობა და სამეცნიერო ხარისხი პროფესორობა მაძლევს. კამათი კი ალბათ მართლაც გაგიჭირდება.

თუ საუბარი გინდა ჯობია კონკრეტულ საკითხზე ვიკამათოთ.
მე ძალიან კონკრეტულად ვთქვი, რომ საი ბაბა ნეფიმილია, ანუ დემონი ადამიანის სხეულით და ვიკამათოთ ჰა.
თანაც შესაბამის თემებში.
რომელ თემაშიც გსურს იმ თემაში ვიკამათოთ.ეს საი ბაბას თემაა და ამ საკითზე ჩემი აზრი თუ გაინტერესებს გეტყვი, რომ საი ბაბა ღმერთის ავატარი არაა.
მართალი ხარ, საი ბაბა ღვთის ავატარი არ არის, ის ლუციფერის ავატარი გახლავთ.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.