Help - Search - Members - Calendar
Full Version: კანთან დაკავშირებული პრობლემები
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > ჯანმრთელობა და სულიერი განვითარება
Pages: 1, 2
Zet
აბა დაწერეთ ვინ იყავით წინა ცხოვრებებში, ნუ ვინც არიცით ეჭვები მაინც დაწერეთ)))
Katabua
ვაა, რა მკვეთრი ხაზია! smile.gif ცოტა უნდა დავფიქრდე, რომელიმე "ფორმა" არ გამომრჩეს..
მანამდე კი შენ მოყევი, რა, ზეტ, შენი თავგადასავალი, იქნებ იცი..
აი, უმამ იტალიაში ვიყავიო. "ცუდად" მოვიქეცი და დამახრჩვესო..
ჩემი ფრაგმენტები ვიცი მარტო. "პროფესიები" კი არა.. ერთხელ ვნახე, ვიღაც მონადირის ცოლი, biggrin.gif რომ ვიყავი რაღაც ქოხში. ერთი ბიჭუნა გვყავდა და ტყეში ვცხოვრობდით. ძალიან მორჩილი ქალი ვიყავი, რამაც გამაკვირვა hilarioustu8.gif ძალიან აუტანელი იყო ეს მონადირე. დღესაც ვერ ვიტან "ჯიგიტ" ტიპებს. biggrin.gif
ერთხელ კიდე რუსეთში, სოფელში ვიყავი მუნჯი გოგო, გრძელი ნაწნავით. მარტო ჩემს ძმას ესმოდა ჩემი, ისიც ტელეპატურად. მე კი ფაფას ვუცხელებდი. მას კი "ვარენიე" უყვარდა. ხოო, მართლა. sticktongue.gif ასე 7 წლის ვიქნებოდი. ჩემი ძმა 3-ის. ძალიან ქერა და ცელქი იყო. წითელი ლოყებით. ჩემს წინ მიდიოდა, რომ ხალხთან ჩემს მაგივრად ელაპარაკა. მე კი აზრებს გადავცემდი. ამიტომ ვლაპარაკობ ბევრს Just_Cuz_01.gif
დანარჩენებს მერე გეტყვით. თუ.. თქვენც მეტყვით. l_sunny.gif
cowboy
მე არ ვიცი ვინ ვიყავი ან ვიყავი თუ არა საერთოდsmile.gif)) მაგრამ რატომღაც მგონია რომ რუსეთში "კაკ მინიმუმ" ნამყოფი მაინც ვიქნებოდი. ერთხელ ისეთი "დეჟა ვუ" მქონდა რომ სახლი, რომელშიც არასდროს ვყოფილვარ, და ეზო, ძალიან კარგად ვიცოდი, არადა იმ მხარეში არც მანამდე და არც მერე არ ვყოფილვარ. ეს ბავშვობაში იყო, ეხლა იმ კინოს არ იყოს ვფიქრობ, მართლა მქონდა ეს დეჟა ვუ თუ მომეჩვენა...smile.gif))
Zet
წინა ცხოვრებაში იტალიაში ნეოპოლთან ვცხოვრობდი და ოპერის მომღერალი ვიყავი, ოღონდ გვარი და სახელი არ ვიცი ჯერ sad.gif მარა მაგრა მინდა გავარკვიო..
უმა ჩემი მეზობელი იყო სხვათაშორის smile.gif

სამწუხაროდ მარტო ეს ვიცი ჩემი წარსული ცხოვრებებიდან ჯერჯერობით ...
Katabua
cowboy, იქნებ მოგვიყვე როგორი იყო შენი შეგრძნებები, რა და როგორ განიცადე. საინტერესო იქნება მოსმენა, რადგან ასეთი შთაბეჭდილება მოახდინა შენზე.
ჩემთვის წინა ცხოვრების მოგონებებს ახალგაცნობილი ადამიანება ან ამოუხსნელ საკითხზე ფიქრი იწვევს. ვიზუალური ფორმით, კადრებივით, თავისით მოდის ინფორმაცია და ლაგდება როგორც ფაქტი, სინამდვილე. მე ვიღებ და ვცდილობ გადავამუშავო, რამდენადაც შემიძლიაა.. smile.gif
old_man
მე მგონია, რომ წინა ცხოვრებაში ჯარისკაცი ვიყავი და რომელიღაც ომში მომკლეს. იმიტომ, რომ რაღაც ომის ფრაგმენტები ამომიტივტივდება ხოლმე მეხსიერებაში. თან ბავშვობიდან ომები მაგრა მაინტერესებდა. 3-4 წლის ბავშვი გაშტერებული ვიჯექი და ომებზე საბჭოთა ფილმებს ვუყურებდი sticktongue.gif . მერე კითხვაზე გადავერთე და გადავიკითხე ომებზე მთელი მხატვრული და დოკუმენტური ლიტერატურა. l_book.gif
მოკლედ ჩვემი ახლანდელი ცხოვრების ინტერესები რაღაც კავშირში უნდა იყოს ჩვენს წინა ცხოვრებასთან.
Alpha
აზრზე არ ვარ, თან არც ეჭვები არ მაქ huh.gif
სკლეზორი დამეწყო მემგონი biggrin.gif
cowboy
zustad ver getyvi, ar maxsovs, magram rac mexsierebaSi damrCa ars rom cklis dasalevad shevedit mgzavrebi ert ert ezoSi (matareblit mivdiodit moskovshi da didxans gacherda, sasmeli ckali gamogvelia) hoda am ezoshi rom shevedi, ise nacnobi iyo, rom cha da kvelaferi mgoni vicodi sad unda kofiliko. axlac meshinia imaze fiqris:) ai ase iyo... shegrdznebebidan shishi... shishi da interesi, ai es maqvs:)
Katabua
მაგარია!
მასეთი შეგრძნება მეც დამემართა. საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე, - კეფალონიაში ვიყავი. ექსკურსიაზე წავედით, რაღაც კლდეზე ავძვერი და ქვემოთ გადავიხედე. კლდიდან ლურჯი ზღვის ყურე ჩანდა. გავშეშდი. .. ამ ადგილზე ვმდგარვარ ადრე, ზუსტად ამ ხედისთვის მიყურებია-მეთქი, ვფიქრობდი. ძალიან ახლობელი იყო ეს ადგილი. თვითონ კუნძულზეც ასეთი შეგრძნება დამრჩა. .. და დიდხანს ვიყავი შოკში. ხო, შიშის განცდაც იყო. მაგრამ დღემდე ვერ ვხსნი ზუსტად რა მოხდა. რა "გადატრიალდა." blink.gif
ძალიან საინტერესოა ამაზე პასუხი, თუ რა არის ეს.. blink.gif
TeO
მე არ ვიცი ჩემი წინა ცხოვრებები, მაგრამ არაჩვეულებრივად მიზიდავს აღმოსავლური კულტურა და მასთან შეხებით ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს, სულს, არაჩვეულებრივად მშვიდად ვარsmile.gif განსაკუთრებით იაპონური სული მეშინაურება და ასევე ქართული მთის სულც ჩემი ნაწილია, ხევსურეთსა და ფშავში თავს ისე ვგრძნობ თითქოს საკუთარ სახლში ვიყო, განსაკუთრებით ხევსურეთი... ოღონდ განდგომილად ბუნება, რადგან ხალხთან, მოსახლეობასთან კონტაქტი მიჭირს (იმიტომ რომ ბუნებას ძალიან დაშორდნენ ახალი აზროვნებით) ძალიან მცირრე პროცენტი დარჩა ბუნებასთან ახლოს!:(
Alpha
Uma
QUOTE(old_man @ May 13 2008, 02:50 PM) *
მე მგონია, რომ წინა ცხოვრებაში ჯარისკაცი ვიყავი და რომელიღაც ომში მომკლეს. იმიტომ, რომ რაღაც ომის ფრაგმენტები ამომიტივტივდება ხოლმე მეხსიერებაში. თან ბავშვობიდან ომები მაგრა მაინტერესებდა. 3-4 წლის ბავშვი გაშტერებული ვიჯექი და ომებზე საბჭოთა ფილმებს ვუყურებდი sticktongue.gif . მერე კითხვაზე გადავერთე და გადავიკითხე ომებზე მთელი მხატვრული და დოკუმენტური ლიტერატურა. l_book.gif
მოკლედ ჩვემი ახლანდელი ცხოვრების ინტერესები რაღაც კავშირში უნდა იყოს ჩვენს წინა ცხოვრებასთან.

ase holotropkis dros momelanda samamulo omis scena:), jariskacebi avtomatebit isrodnen da med da darboda. vifiqre iqneb wina cxovrebis scena iyo da mediumma mitxra italiis shemdeg ar dabadebulxaro da ra vici ra vici...
cowboy
იცით რა მაინტერესებს? გენეტიკურ მეხსიერებაზე თუ გაგიგიათ რამე ან თუ გჯერათ? აი მაგალითად, თუ გჯერათ ან თუ შეილება ადამიანის მეხსიერებაში გაიხსნას მისი წინაპრის ტვინში შენახული ინფორმაცია? ამას იმიტომ გეკითხებით რომ ერთმა ძალიან საინტერესო ადამიანმა ასეთი ახსნაც მოუძებნა ამ უცნაური რამეების გახსენებას, იმან თქვა რომ ეს ყოველთვის არაა წინა ცხოვრების გახსენება, ხანდახან შეილება ბაბუის ან დიდი ბაბუის "ცოდნა" გაგვახსენდესო.
აი მაგალითად UMA, შენი წინაპარი ვინმე იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში?
და KAტABUA რომ შეგვპირდა კიდევ მოგვიყვეს რაღაცეები რააა, დამაინტერესააააა l_book.gif
Zet
ხო გახსენებით რაღაცის დადგენა მემგონი არარეალურია, მეც ბევრ რამეებს ვიხსენებ და ვხედავ ხოლმე მარა ეს წინა ცხოვრებასთან კავშირში არარის და უბრალოდ ფანტაზიის ნაყოფია ან რაღაც სცენები რომელიც მეხსიერებაში შემთხვევით ხვდება სხვადასხვა გზებიდან, და ეს გზები ბევრია....

Katabua
"აღმოცენებული" კადრები არის თუ არა წინა ცხოვრებასთან კავშირში, ამის დადგენა თავისუფლად შეიძლება. არის რამდენიმე საშუალება. ამით ადვილად განვასხვავებთ ფანტაზიას, წარმოდგენასა, და .. ჰმ. აქ უნდა დავწერო ეს საშუალებებიიი? rolleyes.gif
1. "ბევრისთვის" ადვილად მისაღები გზა: პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ "სად" აღმოცენდა ეს განცდები (ან კადრები) თავში, სხეულში (თავისებურად "გარდავისახეთ"), გვიჩურჩულეს, დაგვესიზმრა.. biggrin.gif მდააა.. ეს მეთოდი ანალიზთანაა დაკავშირებული და არც ისე მომწოონს..
2. თავს ვიკავებ.. wink.gif იცით რა.. ვნახოთ ჯერ, როგორ განვითარდება ეს თემა..
დანარჩენს წერილობით, ან.. სხვა საშუალებებით მოგაწვდით.. secret.gif
crazy.gif ტუ-ტუუუ, ტუ-ტუუუ.. Just_Cuz_01.gif

TT111
არაბი ან ჩინელი, სხვადასხვა ინკარნაციებში და მემგონი არაერთხელ smile.gif ინტუიცია ამას მკარნახობს biggrin.gif

TT111
ატლანტიდაში ინკარნაციების გასახსენებლად ეს წიგნი დაგეხმარებათ )))

Георгий Бореев
Инопланетные цивилизации Атлантиды
http://www.link.ge/file/42723/boreev1.zip.html
Zet
ატლანტიდას ვინც მოესწრო ის დამწყები სული ვერიქნება.. beard.gif როგორც ვიცი ატლანტიდა კაი ხნის წინ იყო.. smile.gif
TT111
ვინც ამ ფორუმმა მოიზიდა, უმეტესობა არა მგონია 'დამწყებები' იყვნენ
old_man
QUOTE
ვინც ამ ფორუმმა მოიზიდა, უმეტესობა არა მგონია 'დამწყებები' იყვნენ

მართალია! (თვითკმაყოფილი სმაილიკი)
Tamo_Tamo
მეც სულ მაინტერესებდაა ვინ ვიყავიი დაა ხშირად ვფიქრობდი მაგაზე, და ერთხელაც მედიტაციის დროს DNK-ასთან დაკავშირებით რაც მოვყევი, რაზეც თვინი გავბურგე ალბათ biggrin.gif აი მაშინ დავინახე და რატომგაც დარწმუნებული ვარ რო ფანტაზია არ იყო! კაცი წიგნით ხელში დავინახე და მთელს ოთახში ჭერამე, წიგნებით გატენილი თაროები ჰქონდა... აუუ ეხლააა წესით ტვინი უნდა გადმომდიოდეეს, და თავს ხელით უნდა ვიჭერდე, მაგრამ თავზე ხელს რო ვიკიდებ თმების გარდა ვერაფერს ვგრძნობ hilarioustu8.gif ჰუჰუ Just_Cuz_01.gif
mariko
მე წინა ცხოვრებაში აღმოსავლეთში ვცხოვრობდი , და საშინელი ადამიანი ვყოფილვარ. ესე გამოჩნდა პირად ჰოროსკოპსჰი
Zet
პირადი ჰოროსკოპით ამის გამოთვლა უდიდესი აფსურდი და არალოგიკური მგონია, თუმცა რავიცი..
old_man
პირად ჰოროსკოპში ჩვენი წინა ცხოვრებები ვერანაირად ვერ გამოჩნდება. შესაძლოა გამოჩნდეს გარკვეული ნაწილი ხასიათის და იმ თვისებების რაც ამჟამინდელ განსხეულებაში გვაქვს.
Mirabella
ეჭვი მაქვს წინა ცხოვრებაში ბიჭი ვიყავი.... და კიდევ მგონი ომში ვიბრძოდი....
Tamo_Tamo
საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს წინა ცხოვრებაში ვინ ვიყავით?! იმას მაინც ვერ დაადგენ რა ცხოვრებით ვცხოვრობდით, მეც დავინახე ვინც ვიყავი, მაგრამ ამან რა მომცა არც არაფერი... ჯობია იფიქრო ასე..., გააცნობიერო ყველა ის თვისება რაც გაქვს, აქედან ხელისშემშლელი თვისებები ამოყარო დაა ეცადო მის გამოსწორებას, ეს ყველაზე კარგი განწმენდის საშვალებაა მე თუ მკითხავთ... wink.gif კარმას ჩვენთვითონვე ვაბინძურებთ, და ჩვენ ამჟამინდელ ცხოვრებას ჩვენვე ვირჩევთ, ამიტომ არ ღირს იტანჯო რატო უკეთესი არ დავიბადე და რა უბედური ვარო... smile.gif
blanca
წინა ცხოვრება.. რეინკარნაცია .. როგორ გვინდა მარადიულობას მოვებღაუჭოთ biggrin.gif
ნუ ესე მგონია რა რო ვებღაუჭებით როცა ამაზე ვფიქრობთ და ვმსჯელობთ ..

ერთი ცხოვრება მაქვს. წინა ცხოვრება არ მქონია. არ ვიყავი სანამ დავიბადებოდი და არ ვიქნები ცხოვრების მერე ..

შეიზლება ის რაც მომეცა, გამოცდილება, ნიჭი თუ უნიჭობა, უბრალოდ დაბორიალობდა კოსმოსში ჩემამდე და მე მომეცა, ჩემში მოთავსდა .. ესაა ანუ რეინკარნაცია? არ მჟერა რა

მოკლედ ზან საინტერესოა ეს ყველაფერი

აზრის ძიებაა ეს ყველაფერი და ვინ პოულობს ამ აზრს?
არ მითხრათ ეხლა შენ უნდა ჩადოო აზრი. ნუ ვერ ვდებ
არ მაინტერესებს
ვხატავდი მომწყინდა
მუსიკას უსმენდი მომწყინდა
ვსწავლობდი მომწყინდა
ახალს ვნახულობდი მომწყინდა
ყველაფერი მომწყინდა
რაღაც მინდა სიცოცხლეზე მეტი
ეს სიტყვებიც მომწყინდა და მაღიზიანებს
მოკლედ დეპრესიაც მომწყინდა რაა .. რაღაცა ახალი მინდა და რაარის ეს ახალი არ ვიცი sad.gif
ხო, ეზოთერული ლიტერატურის კითხვაც მომწყინდა, ბევრი არ წამიკითხავს მაგრამ რაც წავიკითხე მაინც ერთმანეთის გადამღერებაა ..........
Zet
თქვენ მემგონი არასწორედ გაიგეთ თემა, აქ არავის არუთქვია რომ წინა ცხოვრებების ცოდნამ შეიძლება რამე ზეგავლენა მოახდინოს ამ ცხოვრებაზე..
წინაცხოვრებების ცოდნა არ დააჩკვიანებს არავის და არც პირიქით, არც ხელფასი არ მოემატება და არც უფრო ღონიერი არ გახდება, თუ აქამდე ოცი კილოს აწევა შეეძლო ამის მერეც ოც კილოს აწევს... smile.gif))
ეს არის უბრალოდ გართობა, უფროსწორედ რაღაც ინტერესის დაკმაყოფილება და მეტი არაფერი..
რაღაცის ცოდნა ესარის უბრალოდ არაფერი, მეორე საკითხია შენ რა გზა გაიარე რო ეს რაღაც გაგეგო...

მოვიყვან ერთ მაგალითს:
ტელევიზორში იყო გადაცემა პირამიდებზე, ლაპარაკობდა მეცნიერი რომელიც ბევრი წლების მანძილზე იკვლევდა თუ რა გზაბით შენდებოდა პირამიდები..
ანუ მან მთელი ცხოვრება დაუთმო პირამიდების კვლევას... როგორ შენდება პირამიდები ამას გაგებას რა უნდა ჯერესერთი ბევრ წიგნშიც წერია ან ერთი საათის ამბავია რო მიხვიდე მედიუმთან და კითხო და მიიღებ პასუხს, ან ამ მეცნიერმა არიცოდა დაბადებამდე როგორ შენდებოდა პირამიდები? მარა ეს იყო ის მისია რაც ამ კაცმა მოისურვა... მას რო ამ ცხოვრებაში ერთ საათში გაეგო როგორ შენდებოდა პირამიდები რა უნდა ეკეთებინა მთელი ცხოვრება, ხო მაგარ დეპრესიას აკიდებდა)))) მთავარი არის ძიების პროცესი და არა შედეგი.. ესოთერიული საკითხების ცოდნა ეს არაფერს არაძლევს ადამიანს საერთოდ პირიქით შეიძლება ცხოვრებაში ძალიან შეუშალოს ხელი... ეს ცხოვრება არის თამაში რომლიდანაც ჩვენ გამოცდილებას ვღებულობთ... და ეს გამოცდილება რათგვინდა ეგ კიდე სხვა საკითხია...
Sophia
მინდა ვიცოდე, მაგრამ სიურპრიზების მეშინია, არ აღმოჩნდესო რომ კაცი ვიყავი, ცოტა მეწყინება, არადა ამის დიდი შანსია. biggrin.gif მაგრამ ერთხელ ხომ არ ვიქნებოდი მხოლოდ დედამიწაზე? ახლა ვარიაციები თემაზე ჩემი წინა ცხოვრება:
სავარაუდოდ ბოლოს მეყოლებოდა ბევრი შვილები. ანდა რაღაც შეემთხვა ჩემს შვილებს. რადგანაც პატარაობიდან სულ ბავსვებს დავეძებდი. ისე ვექცეოდი თანატოლებს თითქოს ჩემი შვილები იყვნენ. ზოგიერთზე ვამბობდი რომ "ჩემები" იყვნენ. ანუ "ჩემი ზურიკო", "ჩემი მარიკო" და სულ კუდში დავსდევდი laugh.gif მოკლედ დედური ინსტინქტი მაქვს გაძლიერებული. კლასელები დედიკოს მეძახიან დღემდე... ნეტავ რა შეემთხვათ ჩემს შვილებს? superstition.gif მედეა ხომ არ ვიყავი და უნებლიედ ხომ არ დავხოცე ისინი??? ohmy.gif dash2.gif
ბავშვობაში მითხრეს რომ რომში ვიყავი არქიტექტორი ქალი - ასეთი რამ თითქმის წარმოუდგენელია, თუმცა კოლიზეუმში ისე ვიწანწალე არ დავიკარგე და ვინ იცის, არქიტექტორი თუ არა, გლადიატორების ზედამხედველი ქალი უთუოდ ვიქნებოდი, მათხრახით ხელში hilarioustu8.gif იფ, უთუოდ ჯავრებს ვიყრიდი მთელი მსოფლიოს ქალების სახელით...
რაღაც კავშირი მექნებოდა მუსიკასთან. კლასიკასთან. თუ ვიმსჯელებთ იმით რომ ბავშვებს, პატარებს შეიძლება რაღაც ქვეცნობიერად მაინც ახსოვდეთ, მაშინ ასეა. სულ პატარა კლასიკის გაგონებაზე ბღავილს ვიწყებდი და მაინც ვითხოვდი ჩაერთოთ. რაც შეეხება ოპერას, ჩემს სახლში ვერ იტანენ. მე კი მაბოდებს. ვერ ვიტყვი რომ მიყვარს, მაგრამ რაღაცეები მემართება. ნუ ტირილი თავისთავად, თვალცრემლიანი ვზივარ ხოლმე ოპერის თეატრში , ამფეთეატრის მესამე რიგის შუა კიბიდან მარჯვნივ, პირველივე სკამზე. გოგო რომ ზის ხოლმე თმაგაწეწილი და მტირალი, მიცნობდეთ, ეს მე ვარ beard.gif
ოპერომანები არიან კიდევ სხვებიც ამ ფორუმზე? ამოდით, თეატრში გეპატიჟებით l_sunny.gif
Tvalebi
აქა მშიდობა smile.gif

ხოო...
წინა ცხოვრებაში როგორც აღმოვაჩინე მაგარი ცუდი ტიპი (უფროსწორედ ტიპშა) ვიყავი biggrin.gif
XVIII საუკუნის ესპანეთში ვიყავი ერთ-ერთი საროსკიფოს "შეფი" biggrin.gif
Katabua
აი, სულ ვფიქრობ, - ის ადამიანები რომელიც არსად გინახავს მანამდე და მხოლოდ ახლა გაიცანი, საერთოდაც არასოდეს უცხოვრიათ შენს ქალაქში კი არა, სადაც ცხოვრობ იმ კონტინენტზეც კი, - არადა, გაცნობის პირველი წუთებიდანვე გრძნობ, რომ კარგად იცნობ..
.. იმას გარდა რომ იცი, - ეს ახლობელია, ძმაა რა.. იცნობ კი არა, ყველაფერი იცი ამ ტიპზე (ტიპშაზე);
ვა, და ახლა უნდა ვიძიო რატო და როგორ..?
ისე, ხშირად მემართება, და როცა ვუხსნი ასეთ ადამიანს როგორი გრძნობა მაქვს, ვეუბნები "ეს მუდამ ასე იყო"..
ნუუუ, რატომღაც არ უკვირთ.. ალბათ თვითონაც იციან..
Shou
QUOTE(Katabua @ Jul 20 2008, 06:21 PM) *
აი, სულ ვფიქრობ, - ის ადამიანები რომელიც არსად გინახავს მანამდე და მხოლოდ ახლა გაიცანი, საერთოდაც არასოდეს უცხოვრიათ შენს ქალაქში კი არა, სადაც ცხოვრობ იმ კონტინენტზეც კი, - არადა, გაცნობის პირველი წუთებიდანვე გრძნობ, რომ კარგად იცნობ..
.. იმას გარდა რომ იცი, - ეს ახლობელია, ძმაა რა.. იცნობ კი არა, ყველაფერი იცი ამ ტიპზე (ტიპშაზე);
ვა, და ახლა უნდა ვიძიო რატო და როგორ..?
ისე, ხშირად მემართება, და როცა ვუხსნი ასეთ ადამიანს როგორი გრძნობა მაქვს, ვეუბნები "ეს მუდამ ასე იყო"..
ნუუუ, რატომღაც არ უკვირთ.. ალბათ თვითონაც იციან..


ხო, როდესაც რეინკარნაციაზე ვფიქრობ, რეალურად მხოლოდ ამ კუთხით არის ჩემთვის საინტერესო. ანუ უცხო ადამიანები როცა ძალიან ახლობელად მეჩვენება და საერთოდ სიტყვებიც რომ არაა საჭირო იმდენად ”იცნობ”. ყველაზე მაგრად ის მომენტი მახალისებს რომ გეგონება გარეგნობა (ფიზიკური სხეული) საერთოდ რაღაც ტანისამოსია და ამის მიღმა ხედავ და ეს თვალის ”თამაშები” უბრალოდ გახალისებს. შეიძლება ვერც კი აღწერო ის თუ როგორ გამოიყურება, რა ფერის თვალები აქვს ან თმები, მაღალია თუ დაბალი, მაგრამ როცა არ უნდა ნახო ყოველთვის იცნობ, არ შეგეშლება.

ეს ძალიან მიყვარს, ასეთ მომენტებში უფრო მორწმუნე ვხვდები:-)))
ირმა
არ ვიცი ვინ ვიყავი წინა ცხოვრებაში, მაგრამ ამ რამდენიმე წლის წინ მქონდა აკვიატებული ერთი ფიქრი, რომ რაღაც უდიდესი ცოდვა მაქვს ჩადენილი და უნდა გამოვასწორო. ამ რამდენიმე წლის წინ გავიცანი ერთი ადამიანი, რომელსაც(როგორც მან მითხრა) ჩემი მრავალი ცხოვრებები ჰქონდა ნანახი. მან მითხრა, რომ იყო ერთ–ერთი ჩემი „ძმა“. მე თვითონ ვგრძნობ, რომ რაღაც მევალება რომ გავაკეთო,–ეს დამიდასტურა იმ პიროვნებამაც. მე იმ პერიოდში „ის“ ვერ გავაკეთე და არ ვიცი, ალბათ თავი იმით ვინუგეშე რომ ვთქვი,–ყოველივე ღმერთის ნებაა მეთქი. ამ საიტამ ღრმა ძილიდან გამომიყვანა.(ამ ძილზეც, მიწინასწარმეტყველა იმ პიროვნებამ. მან გამაფრთხილა კვლავ არ დამეძინა, „როგორც მაშინ დავიძინე“)
მიხარია რომ ეს საიტი ვიპოვე. იქნებ თქვენთან საუბრით გამახსენდეს. მინდა , ძალიან მინდა გავაკეთო ის რაც მევალება. ღმერთმა მაპატიოს, თუ ეგო მალაპარაკებს.
ერთი პერიოდი ისეთი რამ ვიგრძენი, რომ მეგონა რომ გავგიჟდებოდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ დაბადებიდან „გიჟი“ ვიყავი.
blanca
უცხოეთში შეგრძნებები მძაფრდება biggrin.gif

რაც გევალება იმას აუცილებლად გააკეთებ, უკვე აკეთებ, ასე რომ ძალიან ნუ მოინდომებ ნურაფერს smile.gif
ირმა
QUOTE(blanca @ Jul 29 2008, 08:03 PM) *
უცხოეთში შეგრძნებები მძაფრდება biggrin.gif

რაც გევალება იმას აუცილებლად გააკეთებ, უკვე აკეთებ, ასე რომ ძალიან ნუ მოინდომებ ნურაფერს smile.gif

მართალია. ადამიანმა ყველაფერი მშვიდად უნდა მიიღოს. blush.gif
FEBRUARY
Sophia

ოპერომანები არიან კიდევ სხვებიც ამ ფორუმზე? ამოდით, თეატრში გეპატიჟებით l_sunny.gif
[/quote]

მე მიყვარს ოპერა, ვგიჟდები ბავშვობიდან. ოპერა, ბალეტი და კლასიკური მუსიკა. ბავშვობაში ერთ-ერთი ოცნება ლასკალაში თუნდაც დამლაგებლად მუშაობა მქონდა Just_Cuz_01.gif

რაც შეეხება წინ ცხოვრებას, მგონი ზუსტად ვიცი ვინც ვიყავი bf_nonew.gif
newbie
შეიძლება ძაან "ნუბ" შეკითხვას ვსვამ მაგრამ smile.gif შეიძლება თუ არა კანის პრობლემები (ფერიმჭამელა ან სხვ.) გამოწვეული იყოს იმით რომ როგორ ვთქვა, რაღაცას არასწორად აკეთებ, ენერგიის ნაკლებობა, ჩაკრები და ა.შ.




პ.ს. მადლობთ წინასწარ პასუხისთვის atb_calendar.gif
newbie
როგორ უნდა გავარკვიო რომელი დონის სული ვარ? biggrin.gif
td.........
newbie
QUOTE(user @ 21st January 2011 - 07:44 PM) *
როგორ უნდა გავარკვიო რომელი დონის სული ვარ?

კედელთნ დადექი აღმოსავლეთისკენ პირით. უბრალო ფანქრით მოინიშნე კედელზე ადგილი საფეთქელტან... მერე იატაკიდენ გადაზომე 7 -7 სმ. სხვადასხბა ფერის ფანქრებით. პირველი წიტელი, მეორე ყვითელი, მესამე სტაფილოსფერი, მეოთხე მწვანე, მეხუტე ლურჯი, მეექვსე იისფერი, მეშვიდე თეთრი(ან შავი,) რომელ ფერზეც დამთავრდება შენი სიმაღლის ზომა იმ დონის სული ხარ... :roll: ეს ეხება ადამიანებს 25 წლის ზემოთ.
newbie
დაიცა მაგით რა გინდა თქვა რომ 2 მეტრიანი ხალხი ყველაზე მეტად არიან განვითარებულები ?
newbie
და რომელი ფერი რას ნიშნავს ?

P.ს. კანზეც მაგრა მაინტერესებს
td.........
newbie
ვიხუმრე, მომიტევე.. მეგონა მიხვდებოდი..smile.gif
Gopi
td.........


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
newbie
td.........
biggrin.gif კანზე მართლა გკითხე მეორე ვიხუმრე biggrin.gif კანზე მართლა მაინტერესებს და ვერ მოვძებნე ინფო ევრსად
old_man
რა ჭირს ამ თემას? huh.gif
თემას ჰქვია კანთან დაკავშირებული პრობლმები და პირველი პოსტი იწყება ასე - აბა დაწერეთ ვინ იყავით წინა ცხოვრებაში biggrin.gif
მგონი თემები შეერთდა თავისით. სად დაიარება მოდერატორი?
td.........
old_man
ხო ამიტომაც ცოტა გავიხუმრე.. თემა რარაც უცნაურად არასერიოზული მეჩვენა..biggrin.gif
guest
ხანდახან რამოდენიმე წამით ვითიშები და თითქოს სულ სხვაგან ვხვდები, სხვა სამყაროში, სადაც სულ სხვა ვიღაც ვარ და სხვა რაღაცეები ხდება
რამოდენიმე წამში ისევ "ვბრუნდები" აქ, ოღონდ იქ რა ხდებოდა არაფერი მახსოვს, მხოლოდ შეგრძნება, რომ სხვაგან ვიყავი.
არ ვიცი ეს წინა ცხოვრების flashback-ია, თუ პარალელური ცხოვრება, მაგრამ ძალიან მინდა გავიგო smile.gif
ძალიან უცნაური შეგრძნებაა.
ვინმეს გქონიათ მსგავსი შემთხვევა? smile.gif
natuka
საერთოდ არ მაქვს წარმოდგენა ვინ ვიყავი წინა ცხოვრებაში. ერთია მხოლოდ კაცი ვიქნებოდი უეჭველი smile.gif
მზეონა
ძველ ზეტ-ის დაკარგულ თემას ჩვენს წინა ინკარნაციებზე გადაება ახალი თემა და გაყოს ვინმემ პლზ smile.gif
guest..
და როგორ გავიგო ვინ ვიყავი წინა ცხოვრებაში? რაიმე მეთოდი არსებობს?
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.