Help - Search - Members - Calendar
Full Version: ცაციები
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > თავისუფალი განყოფილება
Pages: 1, 2
kate
ძალიან მაინტერესებ დაახლოებით რამდენი ცაცია არის აქ, აუცილებელი არ არის მარცხენათი წერდეთ! თუ არ დაგეზარებათ ცაციებმა შემომეხმაურეთ!
Existence
kate

მე მაგალითად მარცხენა ფეხით ვთამაშობ ფეხბურთს ( იმას თუ თამაში ქვია blush.gif ) და საერთოდ მარცხენა უფრო მაქვს ხმარებაში biggrin.gif

ოღონდ ფეხი მარტო... huh.gif
kate
Existence
ეტყობა მაინც მარცხენა მხარე გაქვს დომინანტი. ეს ერთი.
სხვა არავინააა?
Existence
QUOTE(kate @ 1st March 2011 - 05:40 PM) *
ეტყობა მაინც მარცხენა მხარე გაქვს დომინანტი. ეს ერთი.
სხვა არავინააა?


ნუ გვაინტრიგებ ეხლა შენ biggrin.gif
td.........
kate
მე 2 კლასამდე ცაცია ვიყავი, სამწუხაროდ საბჭოთა წარსულის მსხვერპლი ვარ ამ გაგებით biggrin.gif მაგრამ ეხლაც სურვილის შემთხვევაში შემიძლია დავწერო, დავხატო.. რაღაც ტესტებიტაც ცაციობა დამიდასტურეს და უმცროს შვილს გამოყვა კიდევ ეგ.. smile.gif


და რატო გაინტერესებს?smile.gif
old_man
td.........
QUOTE(td......... @ 1st March 2011 - 07:36 PM) *
და რატო გაინტერესებს?

ცნობილია რომ ცაციები სხვანაირად აზროვნებენ. ნიჭიერებიც არიან. smile.gif
შეიძლება ქეითს რაღაც ექსპერიმენტისთვის უნდიხართ ))
td.........
old_man

smile.gif ქეთი ექსპერიმენტატორი გვყავს ფორუმზე! smile.gif
kate
არა, ექსპერიმენტი არა, მაგრამ საინტერესო თეორია კი მაქვს, ოღონდ უფრო მეტი ცაცია მჭირდება.
ნაღდად საინტერესოა.
kate
td.........
ნამდვილად ცაცია ხარ, ისედაც გეტყობა!
td.........
kate
დასახიცჰრებული ცაცია ვარ...biggrin.gif ეხლა მარჯვენათი ვწერ, მაგრამ ნამდვილად დავიბადე ცაციად და კაი ხანი ვიყავი კიდეც სანამ არ გადამაცჰვიეს, ისეთი პერიოდიც იყო ორივე ხელით ვწერდი ვხატავდი.. ეხლა მარჯვენათი ვწერ. უცნაური ისაა, რომ სხეულის მარცხენა მხარე სუსტი მაქვს, რამე კავშირშია ნეტა ამ ყველაფერთან? თუ იცი მომწერე კაი?
old_man
ადრე სადღაც წავიკითხე ერთი ქალის ინტერვიუ. ბავშვობაში ცაცია ვიყავი და დედა ხელს მიბამდა რომ მარცხენა არ მეხმარა და ამის გამო ვტიროდი, ვჭირვეულობდი და ბოლოს ნევროზი დამემართაო... მერეც სულ მეჩხუბებოდა მარცხება ხელის ხმარებას თუ არ გადაეჩვევი, ვერ გათხოვდებიო ))
sad.gif( საწყალი ბავშვი...რა სიგიჟეა....
ირმა
QUOTE(old_man @ 1st March 2011 - 10:45 PM) *
ადრე სადღაც წავიკითხე ერთი ქალის ინტერვიუ. ბავშვობაში ცაცია ვიყავი და დედა ხელს მიბამდა რომ მარცხენა არ მეხმარა და ამის გამო ვტიროდი, ვჭირვეულობდი და ბოლოს ნევროზი დამემართაო... მერეც სულ მეჩხუბებოდა მარცხება ხელის ხმარებას თუ არ გადაეჩვევი, ვერ გათხოვდებიო ))
( საწყალი ბავშვი...რა სიგიჟეა....

ეჰ, რამდენი შეცდომები იქნა დაშვებული ამ ცაცია ხალხზე. რამხელა ტანჯვა იყო მათთვის. წარმოიდგინეთ რომ დაგაძალონ მარცხენა ხელის ხმარება.
საბედნიეროდ ეს ამბები ისტორიას ჩაბარდა, მაგრამ ვფიქრობ ზოგი ამ საკითხის უცოდინარი მშობელი ისევ აგრძელებს ამ მიდგომას.
ზემოთ kate კითხულობს ვინ არიან ცაციები, არაა გამორიცხული იყო ცაცია და არ იცოდე, რადგან ასე ჩამოგაყალიბებს. ეს შესაძლებელია, რადგან არსებობს უამრავი შემთხვევა, დიდი თემაა...
kate
ირმა
მარცხენათი წერა არ არის მემარცხენეობის განმსაზღვრელი თვისება, მით უმეტეს კომუნისტურ სკოლაგამოვლილთათვის, როცა ცაცია ხარ უბრალოდ იცი ეს მხარე გაცილებით მოსახერხებელია, საინტერესოა რომ კაცები უმეტესად ფეხის აქტიურობით ადგენენ ცაციობას, მარტო ქართველები რომ იყოს სხვანაირად ვიფიქრებდი.
მოკლედ სხვა არავინ არ ხართ აქ ცაცია?????????
tikoroma
გიზო ვაშაკიძე - ციური ექსპრესი. თავი II
ცაცია მასწავლებლები

ძველი ცივილიზაციების წარმომადგენლები ინფორმაციას იწერდნენ მარჯვნიდან მარცხნივ, თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც. გავიდა საუკუნეები, დედამიწის მკვიდრთა უმეტესობამ შეცვალა ძველი ტრადიციები და დაიწყო წერა მარცხნიდან მარჯვნივ. ამას უბრალო ახსნა აქვს: მემარჯვენისათვის წერა მარცხნიდან მარჯვნივ გაცილებით ადვილია, ვიდრე - მარჯვნიდან მარცხნივ მარცხნიდან წერისას მემარჯვენეს ხელის მტევანი არ ეფარება ახალდაწერილ ტექსტს. მტევანი მუდამ სუფთა ფურცელზე მისრიალებს, რის გამოც არც ხელი ისვრება, არც ხელნაწერი. შეიძლება ითქვას, რომ მემარჯვენისათვის მარცხნიდან წერა გაცილებით მოსახერხებელია, ვიდრე პირიქით შესაბამისად, ცაციებისთვის წერა გაცილებით მოსახერხებელია მარჯვნიდან მარცხნივ, აქედან გამომდინარე ჩვენი პლანეტის სტუმრები, რომლებმაც ასწავლეს ადამიანებს წერა მარჯვნიდან მარცხნივ, შესაძლოა ყოფილიყვნენ ცაციები - როგორც ვიცით ეგვიპტელები დამწერლობის მასწავლებლებს ციდან მოსულ ღვთაებებს უწოდებდნენ, ეგვიპტურ ობელისკებსა და პაპირუსებზე აღნიშნულ ღვთაებათა გამოსახულებები დღემდეა შემორჩენილი. #41 სურათზე ჩვენთვის მეტად საინტერესო გარემოება ფიქსირდება, სურათზე გამოსახულ იმ 'ღვთაებებს' რომელთაც ცხოველთა, ფრინველთა და მწერთა მსგავსი თავები (თუ ნიღბები) აქვთ მეტად მოზრდილი ჯოხები უჭირავთ სწორედ მარცხენა ხელში. თუკი მოზრდილი ჯოხის ჭერა მარცხენა ხელში უადვილდებოდათ, არ არის გამორიცხული, რომ კალამიც მარცხენაში მოეხელთებინათ, რა შემთხვევაშიც წერა მარჯვნიდან მარცხნივ გაცილებით გაუადვილდებოდათ. იქიდან გამომდინარე დიდი ალბათობაა იმისა, რომ სტუმრები ცაციები ყოფილიყვნენ.

აღსანიშნავია, რომ იმავე სურათზე გამოსახულ ეგვიპტურ ღვთაებებს ადამიანის ჩვეულებრივი სახეების მქონეთ, იმავე ტიპის ჯოხები მარჯვენა ხელში უჭირავთ - მოგეხსენებათ, ეგვიპტელებს 'ღვთაების' რანგში არა მარტო ციდან ჩამოსულები აჰყავდათ, არამედ ზოგიერთი მიწიერი ადამიანიც მისი განსაკუთრებული ნიჭის გამო. მაგალითად, ყველასათვის ცნობილია ინხოტეპი, რომელიც ეგვიპტელებმა პტოლომეების ეპოქაში, მედიცინაში მიღწეული წარმატებების გამო, მკურნალობის ღვთაების რანგში აიყვანეს.
იყვნენ თუ არა 'სტურები' ცაციები? ამაზე გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რომ იეროგლიფური დამწერლობა და პიქტოგრაფიული ნახატები, ორივე მარჯვნიდან მარცხნივ არის შესრულებული, რაც 'სტუმართა' და ეგვიპტელთა 'მასწავლებლების' იდენტურობას ადასტურებს.
tikoroma
kate
ცაციობას რაც შეეხება ძალიან დიდი ხანია მაინტერესებს ეს საკითხი, უამრავი თეორია არსებობს, მაგრამ არავინ იცის ზუსტად რა იწვევს ცაციობას ან თუნდაც რატომ არის მარჯვენა მხარე დომინანტი მოსახლეიბის 90 პროცენტისთვის, ის რომ ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო სხეულის მარცხენა ნაწილს მართავს და პირიქით, არ ხსნის თვითონ ცალი მხარის დომინანტობას, არც ის მიკვირს საზოგადოება ნეგატიურად რომ უყურებდა ცაციებს, თითქმის მთელ მსიფლიოში, იშვიათი გამონაკლისის გარდა - საზოგადოება ყოველთვის უფრთხის და ეშინია რაც სხვანაირია, მის ნორმებში არ ჯდება.თან ცაციები ისედაც განსხვავებულები არიან,აზროვნებით,მსოფლშეხედუ
ლებებით, გამოკვეთილად არა, მაგრამ თუ ამას საკმაო ხანია აკვირდები ადვილად ხვდები (ჩემთვის მაგალითად ასეა,როდესაც საერთოდ უცნობი პიროვნების მიმართ რაღაც სხვანაირი სიმპათია მიჩნდება, მნიშვნელობა არა აქვს ქალი, კაცი , ბავშვი - რაღაც სიახლოვის, კარგი შეგრძნება, ასეთი პიროვნება როგორც წესი, ცაცია აღმოჩნდება, თუმცა აუცილებელი არ არის ეს შეგრძნება მარტო ცაციამ გამოიწვიოს, მაგრამ ჯერ არ ყოფილა შემთხვევა ჩემში ნეგატიურო ემოციები გამოეწვია ცაციას, ამით იმას კი არ ვამბობ ყველა ცაცია კარგი პიროვნებაა-თქო, - არავითარ შემთხვევაში, მე ჩემს სუბიექტურ დაკვირვების შესახებ ვწერ, ამიტომაც მაინტერესებდა ცაციების აზრი - ჰქონდათ თუ არა მსგავსი შეგრძნებები სხვა ცაციების მიმართ
mata
მემგონი ცაციებზე თემა უნდა გაიხსნას




პ.ს. მე არ ვარ ცაცია, მემარჯვენე ვარ rolleyes.gif
ირმა
ბევრი საინტერესო პოსტი დაგროვდა თავისუფალ თემაში, ამიტომ ვფიქრობ რომ არ დაიკარგოს ცალკე თემაა საჭირო smile.gif
ამიტომაც ყველა აქ გადმოვიტანე.
ირმა
tikoroma
QUOTE(tikoroma @ 2nd March 2011 - 07:14 PM) *
სურათზე ჩვენთვის მეტად საინტერესო გარემოება ფიქსირდება, სურათზე გამოსახულ იმ 'ღვთაებებს' რომელთაც ცხოველთა, ფრინველთა და მწერთა მსგავსი თავები (თუ ნიღბები) აქვთ მეტად მოზრდილი ჯოხები უჭირავთ სწორედ მარცხენა ხელში.

მართლაც მკვეთრად ჩანს, რა საინტერესოა...
Simulated
მე არვარ ცაცია , ვწერ ვხატავ მარჯვენით და თითქმის ყველაფერს მარჯვენით ვაკეთებ.
ერთადერთი რაც მახსოვს ბაბუაჩემი რაზეც მეჩხუბებოდა სულ სოფელში ეს იყო რო ნაჯახი,ფიწალი და მსგავსი ორი ხელით სახმარი იარაღები ისე მიჭირავს როგორც ცაციებს.ვერაფერით ვერ ვიჭერ სხვანაირად. ეხლაც მასე ვარ ამ ერთადერთ შემთხვევაში.
Simulated
რაღაც მინდა ვიკითხო და მოდერატორს ვთხოვ მიუჩინოს ადგილი თუაქსაკითხავი არარის biggrin.gif

მოკლედ რას ფიქრობთ თქვენ ამის შესახებ მაინტერესებს.
ბავშვობიდან მარჯვენა ხელზე მაჯიდან იდაყვამდე ამ ტერიტორიაზე სულ მქონდა შეგრძნება....შეგრძნება ვერ აგიღწერთ როგორია მაგრამ ხშირად ვფიქრობდი რომ ამ ადგილზე მესიამოვნებოდა ძაღლს რო ეკბინა ანუ რაღაც ტკივილის განცდა მესიამოვნებოდა. მახსოვს რამდენიმეჯერ როცა მესიზმრებოდა რაიმე სიზმარი ცხოველი საკბენად მოდის ან რამე სულ ამ ხელს ვუშვერდი ამ კონკრეტულ ადგილს და სასიამოვნო იყო.
ასევე არის მსოფლიო მაშტაბით სხვადასხვა შემთხვევები როცა ადამიანებს სურთ არაფრის გამო ფეხის ,ხელის ამპუტაცია იმის გამო რომ შეგრძნება აქვთ რომ ეს ნაწილი მისი არარის უცხოა (კიდეკაი მე ამას არვგრძნობ biggrin.gif ) და კიდე უამრავი სხვადასხვა შემთხვევებია.

რასფიქრობთ უკავშირდება ეს წინა რეინკარნაციას,სიზმარს,ტვინს,
არალელურ განზომილებებს თუ რას.
kate
QUOTE(Simulated @ Mar 2 2011, 07:22 PM) *
მე არვარ ცაცია , ვწერ ვხატავ მარჯვენით და თითქმის ყველაფერს მარჯვენით ვაკეთებ.
ერთადერთი რაც მახსოვს ბაბუაჩემი რაზეც მეჩხუბებოდა სულ სოფელში ეს იყო რო ნაჯახი,ფიწალი და მსგავსი ორი ხელით სახმარი იარაღები ისე მიჭირავს როგორც ცაციებს.ვერაფერით ვერ ვიჭერ სხვანაირად. ეხლაც მასე ვარ ამ ერთადერთ შემთხვევაში.

ეს იმას ნიშნავს რომ ცაცია ხარ. წერ დახატავ მარჯვენათი იმიტომ რომ ასე გასწავლეს თავიდანვე, მაგრამ სხვა იარაღების ხმარება დარწმუნებული ვარ შენით დაიწყე, სწავლების გარეშე, იმიტომ რომ შენთვის ეს ანუ ცაცია იყო ბუნებრივი.
ირმა
Simulated
სხვათაშორის მეც მქონდა ერთი პერიოდი ფიქრი, იქნებ მეც ცაცია ვარ მეთქი. ეს ფიქრი გამიჩნდა, როცა ერთ პერიოდში რაღაც სამუშაოზე ვმუშაობდი და იმ საქმის გაკეთება თავიდან ძნელი იყო ჩემთვის, მაგრამ როგორც კი მარცხენა ხელით დავიწყე, ძალიან სწრაფი ვიყავი. მხოლოდ ერთმა საკითხმა მაფიქრებინა, რომ ცაცია არ ვიყავი, გავაკეთე ერთი ცდა,– დავთესე ბამბაზე, სამ თეფშზე ხორბალი და ბიოენერგიით დავამუშავე. ერთი მარჯვენით, ერთი მარცხენით და ერთი არ დამიმუშავებია. შედეგი ის იყო, რომ მარჯვენით დამუშავებული იყო მარცხენით დამუშავებულზე ცოტა დიდი. ხო, დაუმუშავებელი ყველაზე პატარა დარჩა.
ამით ის ვიფიქრე, რომ არ ვარ ცაცია...smile.gif

QUOTE(Simulated @ 3rd March 2011 - 04:35 AM) *
ბავშვობიდან მარჯვენა ხელზე მაჯიდან იდაყვამდე ამ ტერიტორიაზე სულ მქონდა შეგრძნება....შეგრძნება ვერ აგიღწერთ როგორია მაგრამ ხშირად ვფიქრობდი რომ ამ ადგილზე მესიამოვნებოდა ძაღლს რო ეკბინა ანუ რაღაც ტკივილის განცდა მესიამოვნებოდა. მახსოვს რამდენიმეჯერ როცა მესიზმრებოდა რაიმე სიზმარი ცხოველი საკბენად მოდის ან რამე სულ ამ ხელს ვუშვერდი ამ კონკრეტულ ადგილს და სასიამოვნო იყო.

ეს არ ვიცი რა არის, საინტერესოა... ალბათ წინა ცხოვრებების ინფორმაციაა ამაში...
Simulated
QUOTE(kate @ Mar 3 2011, 06:27 AM) *
ეს იმას ნიშნავს რომ ცაცია ხარ. წერ დახატავ მარჯვენათი იმიტომ რომ ასე გასწავლეს თავიდანვე, მაგრამ სხვა იარაღების ხმარება დარწმუნებული ვარ შენით დაიწყე, სწავლების გარეშე, იმიტომ რომ შენთვის ეს ანუ ცაცია იყო ბუნებრივი.

არადა ჩემს მეხსიერებაში არარის ერთი ფაქტიც კი რო ჩემთვის ეთქვათ მარცხენა ხელით ნუ წერ ან ნუ ხატავო,ანუ მარჯვენათი ვაკეთებდი თავიდანვე ყველაფერს.დედაჩემსაც ვკითხე და დამიდასტურა რომ არასდროს არ ვიყენებდი მარცხენას.
kate
Simulated
თუ უფროსი და-ძმა არ გყავს. რომელთაგანაც ქვეშეცნეულად "ისწავლე" მარჯვენათი წერა, მაშინ შენ ემბბაიდექსტერი ხარ, ანუ ორივე მხარეს თანაბრად ფლობ, რასაც მაინც ცაციების რიგში გადაყავხარ.
რაც შეეხება იმ უცნაურ შეგრძნებას მარჯვენა ხელზე,მე პირადად დარწმუნებული ვარ რომელიღაც რეინკარნაციიდან არის გადმოყოლილი. მედიტაციის წინ გადაწყიტე არაფრით არ იფიქრო ხელზე, მერე როგორც კი იგრძნობ რომ სრულიად მოდუნებული ხარ, პირველივე შეგრძნება რაც გაგიჩნდება - იქნება შენი პასუხი რაც არ უნდა უცნაური მოგეჩვენოს, არ ელოდო წარსულის ხილვას ან რაიმე გამოკვეთილ პასუხს. თეორიები არ მინდა შემოგთავაზო გავლენა რომ არ იქონიოს.
მოსინჯე, შეიძლება გაგიგვირდეს ისეთი რამე აღმოაჩინო
Simulated
kate
ჰმ უფროსი და ძმა არ მყავს მაგრამ არის ერთი რამ, როცა მე უნდა დავბადებულიყავი 9 თვეში იმ თვეში დედაჩემს გარდაეცვალა პირველი შვილი (1 წლის იყო) რის შედეგადაც მე დავიბადე 10 თვეში დედაჩემის ნერვიულობის ფონზე.შეიძლება რაღაც გავლენა ამასაც ჰქონდეს ცაციობაზე არვიცი.
ირმა
Simulated
QUOTE(Simulated @ 3rd March 2011 - 06:44 PM) *
ჰმ უფროსი და ძმა არ მყავს მაგრამ არის ერთი რამ, როცა მე უნდა დავბადებულიყავი 9 თვეში იმ თვეში დედაჩემს გარდაეცვალა პირველი შვილი (1 წლის იყო) რის შედეგადაც მე დავიბადე 10 თვეში დედაჩემის ნერვიულობის ფონზე.შეიძლება რაღაც გავლენა ამასაც ჰქონდეს ცაციობაზე არვიცი.

ზუსტად ჩემი ამბავია,– დედაჩემს გარდაეცვალა პირველი შვილი, ოთხი თვის, მერე მე დავიბადე, მეც დედაჩემის ნერვიულობის ფონზეsad.gif
საოცარი მსგავსებაა...
td.........
აიღეთ ხელები და 10 თითი გადააჭდეთ ერთმანეთზე.. რომ იზამთ მერე მითხარით და პასუხს დავწერ..smile.gif
ირმა
td.........
QUOTE(td......... @ 4th March 2011 - 03:05 AM) *
აიღეთ ხელები და 10 თითი გადააჭდეთ ერთმანეთზე.. რომ იზამთ მერე მითხარით და პასუხს დავწერ..

მოკლედ ავიღე ჩემი ხელები თავისი თითებით biggrin.gif და გადავაჭდე ახლა რა ვქნა?
td.........
ირმა
ცერა თითი ზემოდან უნდა იყოს, მარცხენა ხელის ცერა თითია სულ ზევიდან თუ მარჯვენასი? თუ მარჯვენასია, მემარჯვენე ხარ, თუ მარცხენასი ცაცია.
ეს ერტ-Eრთი ტესტია ამის დასადგენად.
ირმა
td.........
მარცხენა ცერა თითია ზემოდან....
ამ ასაკში თუ დამტკიცდა, რომ მეც ამ სისტემის მსხვერპლი ვარ unsure.gif
რა ვთქვა...
td.........
ირმა
აბა რა გითხრა.. კომფორტლად ეგრე თუ გრძნობ თავს მაშინ, მართლაც ფარული ცაცია ხარ. მე მაგალიტად ვერანაირად ვერ ვიჭერ ხელებს ისე, რომ მარჯვენა ზემოდან გამოდიოდეს, სპეციალურადაც რომ გადავაჭდო, მაინც მოუხერხებლად ვარ ეგრე..smile.gif ნუ კიდე ამდაგვარი ტესტები არსებობს.. მერ ედავწერ.
ირმა
td.........
მე კი მარჯვენას თუ ზემოდან დავიჭერ დისკომფორტს მიქმნის.
არ მახსოვს ბავშვობაში რამე ისეთი რაც მომცემდა იმის ფიქრს რომ ცაცია ვარ. მარტო ერთი მინდა გავიხსენო, ძალიან გამიჭირდა ლამაზი წერის სწავლა, ხელი ოფლად მეღვრებოდა, ხუთები კი მეწერა, მაგრამ მე ვიცოდი რა ძვირად მიჯდებოდა ეს ხუთები. მეჯდა გვერდით დედაჩემი სახლში და მკლავდა თუ ლამაზად არ დავწერდიsad.gif საათობით მავარჯიშებდადა რა გჭირსო მეუბნებოდა.
elli
td.........
ციტატა(td......... @ 5th March 2011 - 12:39 PM) *
ცერა თითი ზემოდან უნდა იყოს, მარცხენა ხელის ცერა თითია სულ ზევიდან თუ მარჯვენასი? თუ მარჯვენასია, მემარჯვენე ხარ, თუ მარცხენასი ცაცია.
ეს ერტ-Eრთი ტესტია ამის დასადგენად.

ჩემიც მარცხენა აღმოჩნდა ზემოდან....

ირმა
ციტატა(ირინი @ 5th March 2011 - 10:57 PM) *
მე კი მარჯვენას თუ ზემოდან დავიჭერ დისკომფორტს მიქმნის.
არ მახსოვს ბავშვობაში რამე ისეთი რაც მომცემდა იმის ფიქრს რომ ცაცია ვარ. მარტო ერთი მინდა გავიხსენო, ძალიან გამიჭირდა ლამაზი წერის სწავლა, ხელი ოფლად მეღვრებოდა, ხუთები კი მეწერა, მაგრამ მე ვიცოდი რა ძვირად მიჯდებოდა ეს ხუთები. მეჯდა გვერდით დედაჩემი სახლში და მკლავდა თუ ლამაზად არ დავწერდი საათობით მავარჯიშებდადა რა გჭირსო მეუბნებოდა.

მეც ასევე დისკომფორტს მიქმნის მარჯვენა ცერა ზემოდან. წერა მეც ძალიან ძნელად ვისწავლე, ლამაზად ახლაც ვერ ვწერ... მაგრამ არ მახსოვს ვინმეს მოეშალოს მარცხენათი რატომ წერო, არადა ისე ღრმა ბავშვობიდან მახსოვს ყველაერი რომ ეგ არ დამავიწყდებოდა ნამდვილად
ირმა
elli
QUOTE(elli @ 15th March 2011 - 01:14 AM) *
მეც ასევე დისკომფორტს მიქმნის მარჯვენა ცერა ზემოდან. წერა მეც ძალიან ძნელად ვისწავლე, ლამაზად ახლაც ვერ ვწერ... მაგრამ არ მახსოვს ვინმეს მოეშალოს მარცხენათი რატომ წერო, არადა ისე ღრმა ბავშვობიდან მახსოვს ყველაერი რომ ეგ არ დამავიწყდებოდა ნამდვილად

საინტერესოა ძალიან...
ნეტა სხვა ტესტი არ არსებობს?
jonjol first

მე ვარ ცაცია smile.gif




გამარჯობათ , ჩემი პირველი პოსტი ამ ფორუმზე ))
elli
ირმა
ციტატა(ირინი @ 15th March 2011 - 07:57 AM) *
ნეტა სხვა ტესტი არ არსებობს?

ახლა მეც დამაინტერესა, არასდროს არ მიფიკრია რომ ცაცია ვარ არადა
td.........
QUOTE(elli @ 15th March 2011 - 04:53 PM) *
ნეტა სხვა ტესტი არ არსებობს?

ხელის ჰგულები დაატოლეთ , ცაციებს ცოტათი უფრო დიდი მტევანი მარცხენა უნდა ჰქონდეს.. არის კიდევ მოულოდნელობაზე აგებული ტესტები, მაგრამ რომ დავწერო და გააკეთოტ უკვე ჩაერთვება აზროვნება და შეიძლება არასწორი შედეგი მივიღოთ.
elli
td.........
ხელის ჰგულები დაატოლეთ , ცაციებს ცოტათი უფრო დიდი მტევანი მარცხენა უნდა ჰქონდეს.. არის კიდევ მოულოდნელობაზე აგებული ტესტები, მაგრამ რომ დავწერო და გააკეთოტ უკვე ჩაერთვება აზროვნება და შეიძლება არასწორი შედეგი მივიღოთ.

ვააა მარცხენა სულ ცოტათი დიდია
elli
td.........
ხელის ჰგულები დაატოლეთ , ცაციებს ცოტათი უფრო დიდი მტევანი მარცხენა უნდა ჰქონდეს.. არის კიდევ მოულოდნელობაზე აგებული ტესტები, მაგრამ რომ დავწერო და გააკეთოტ უკვე ჩაერთვება აზროვნება და შეიძლება არასწორი შედეგი მივიღოთ.

ვააა მარცხენა სულ ცოტათი დიდია
td.........
elli
smile.gif ცაცია ხარ ზნაჩიტ ანდერგრაუნდიbiggrin.gif
nutsa
2ვე ხელს ერთნაირად ვიყენებ. smile.gif ვგულისხმობ წერას და ხატვას . რამე მძიმე ს აგნის აწევა თუ მინდა მაშIნ მარცხენას . თუ რომელიმე ცაცია ხართ 2ვე ხელით ხატეტ სინქრონში ,ძალიან მაგარია. (ვიგულისმე ჩემი ტიპის ცაცია) ისე მათ ვისაც სისტემის გამო უშლიდნენ წერას მარცხენით ეხლა ცადეთ smile.gif
Joy ZAZA
რაღაც მეეჭვება ცერაზე, მეც მარცხენას ცერა მომიზია ზემოთ და არამგონია ცაცაი ვიყო biggrin.gif
td.........
Joy ZAZA
QUOTE(Joy ZAZA @ 19th April 2011 - 03:09 AM) *
რაღაც მეეჭვება ცერაზე, მეც მარცხენას ცერა მომიზია ზემოთ და არამგონია ცაცაი ვიყო

ამ ტესტის მნიშვნელოვანი ფაქტორი ისაა რომ გაუაზრებლად უნდა გააკეთო, შენ კარგად გადაიკითხე წინა პოსტები, გარკვეული დავალებები მიეცი საკუტარ თავს გაუცნობიერებლად და ამიტომ არაა გასაკვირი ასეთი შედეგი..wink.gif
Joy ZAZA
ციტატა(td......... @ Apr 19 2011, 08:39 AM) *
Joy ZAZA

ამ ტესტის მნიშვნელოვანი ფაქტორი ისაა რომ გაუაზრებლად უნდა გააკეთო, შენ კარგად გადაიკითხე წინა პოსტები, გარკვეული დავალებები მიეცი საკუტარ თავს გაუცნობიერებლად და ამიტომ არაა გასაკვირი ასეთი შედეგი..wink.gif

ხელი აშკარად უფრო კარგადმაქ როცა მარცხენას ცეზა ზემოთ არის მოქცეული :შ
td.........
Joy ZAZA
ეგებ გენიოსი ხარ და ორივე ნახევარსფერო ტვინისა ტანაბრად გაქვს განვიტარებული, მაგრამ ეს არ იცი ჯერ?biggrin.gifbiggrin.gif:D
Joy ZAZA
არამგონია გენიოსი ვიყო biggrin.gif

პ.ს. ისე ბევრი გავკეთებინე ეგრე და 30% თუ მეტს არა მარცხენა ცერა ზემოთ ააქვს
td.........
რამდენი გენიოსი ნაცნობი გყოლია, ფაქტია მსგავსი მსგავსს იზიდავს....
Joy ZAZA
ისე რამე სხვა ტესტები არ არსებობს?

(ზემოთ რა დავწერე მე თვითონ ვერ წავიკითხე, არ შეიმჩნიოთ დაღლის ბრალია biggrin.gif)
td.........
QUOTE(Joy ZAZA @ 21st April 2011 - 05:22 PM) *
ისე რამე სხვა ტესტები არ არსებობს?

Joy ZAZA
კი ,ცხვირზე მოიჭირე მარცხენა ხელის საჩვენებელი და ცერა თითები, მარჯვენა ფეხი მოხარე და წრიული მიმართულებით(საათის საპირისპირო) იხტუნავე...
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.