Help - Search - Members - Calendar
Full Version: კლიმატის არაპროგნოზირებადობა
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > პარამეცნიერება > მე 4-5 სიმკვრივე
Pages: 1, 2
Emigranti
გუშინ სახლში რომ მოვედი და ცოტათი გავთბი, ჩემებს ვკითხე - ასეთი ცივი აპრილი ოდესმე ყოფილათქო თბილისში? არა, არ გვახსოვსო. შარშანდელთან შედარებით, ზედმეტად ცივი და წვიმიანი ჩანს. კლიმატი თითქოს არანაირად არ შეესასბამება წარსულის კანონზომიერებებს.

შეიძლება ეს ჯერჯერობით მხოლოდდამხოლოდ მიკროკლიმატის ცვლილება იყოს, ეკოლოგიური დაბინძურებაო და ა.შ. მაგრამ მინდა სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ფორუმელებს ვკითხო, ისინი როგორ აღიქვამენ ამჟამინდელ ამინდს წარსულთან შედარებით (მათ საცხოვრებელ ადგილას)? რამდენად შეესაბამება იგი წინა წლების იმავე დროის მონაკვეთს?


საქართველოში კი ეს არაპროგნოსტიცირებადობა სულ უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება. ადრე სოფლის მეურნეობაში ჩართული ხალხისგან მესმოდა - ის ნიშნები და კანონზომიერებები რითიც აქამდე ვსაზღვრავდით ამინდს, აღარ მართლდებაო. არანაირ კანონზომიერებას აღარ ექვემდებარება კლიმატიო. შემდეგ - ეს მოსავლების ჩავარდნები, რომელზეც ყველა ალაპარაკდა. ეხლა კი ქალაქში მცხოვრებნიც ატყობენ რომ ამინდი აშკარად აირია.


ეს ყველაფერი რატომ დავწერე? მნიშვნელოვანია გამოჩნდს ეს ლოკალურად ხდება თუ გლობალურად, მთელს დედამიწაზე. რადგან თუ ეს მთელს დედამიწას ეხება, მაშინ გამოდის რომ აქ ისეთ ზეგავლენებზეა საუბარი, რომლებიც დედამიწაზე მასშტაბურია, ანუ კოსმიურ-გალაქტიკური დონისაა. ვიცი ყველა ეზოთერიკმა იცის ეს რაც არის და როგორ მოქმედებს. ამ პოსტში უბრალოდ მინდოდა არაეზოთერული მასალები შეგვეკრიბა. უბრალო ფაქტები და დაკვირვებები. ვფიქრობ ეს კარგ ბაზას შექმნის ადამიანების თვალის ასახელად. პირდაპირ ეზოთერული წყაროებით საუბარი ძალიან აფრთხობს ხალხს. უჭირთ გაგება რაზე საუბრობ.

მოდით აქ დავდოთ ყველა კლიმატის არაკანონზომიერობის ცნობები (წარსულთან შედარებით) რასაც სადმე წავაწყდებით. კიდევ უფრო საინეტერესოა თქვენი პირადი დაკვირვებები.


მზეონა
QUOTE(Emigranti @ 18th April 2011 - 12:02 PM) *
კლიმატის არაპროგნოსტიცირებადობა

უფრო სწორი იქნებოდა დაგეწერა- არაპროგნოზირებადობა wink.gif (ენის გასატეხშია ეს სიტყვა შესატანი biggrin.gif )

რაც შეეხება ისეთ მოვლენებს, რომელიც კანონზომიერებას არ შეესაბამება. ყველა დაკვირვებულხართ ალბათ, რომ ყვავილები,რომლებიც წინად გარკვეულ თვეში ყვაოდნენ, ახლა სულ სხვა დროს ყვავილობენ.

ან ხეები, ჩემთან მაგალითად ვაშლები მეორე კრუგზე აყვავდნენ, შემოდგომაზე და პატარა ვაშლის გამოკვანძვაც კი მოასწრე P. მეტი რა დამტკიცება გინდათ ))
Emigranti
QUOTE(მზეონა @ Apr 18 2011, 11:34 AM) *
უფრო სწორი იქნებოდა დაგეწერა- არაპროგნოზირებადობა wink.gif (ენის გასატეხშია ეს სიტყვა შესატანი biggrin.gif )
ჰო მართალია. მასე უფრო სწორია. მე რაღაც გერმანულ-ქართულით დავწერე tongue.gif biggrin.gif
ვთხოვ მოდერატორს ან ადმინისტრატორს შემიცვალონ სათაური.
ირმა
Emigranti ეეჰ, სამწუხაროდ მგონი გლობალურია...
მაგალითად საბერძნეთში, დეკემბერში საახალწლოდ ვნატრობდით ცოტა აციებულიყო, რომ ახალი წელი გვეგრძნო, იანვარიც თბილი იყო, ახლა ამ თვეში ყველა დაღლილია ამდენი წვიმებით და დღეს აცივდა კიდეც.
რაც შეეხება მცენარეებს,–არ იკითხო.. sad.gif(( დეკემბერში ყვაოდნენ ხეები და რავიცი გაზაფხულზე უკვე ძალა არა აქვთ რომ იგივე ძალით აყვავდნენ...
td.........
მე მახსოვს მაისის შუა რიცხვებში რომ მოთოვა..wink.gif
Emigranti
QUOTE(td......... @ Apr 19 2011, 08:32 AM) *
მე მახსოვს მაისის შუა რიცხვებში რომ მოთოვა..wink.gif
ეგ გამონაკლისი იყო ალბათ. მასეთი რამ ერთხელ მოხდა მარტო, დიდი ხნის მანძილზე. ახლა კი ყოველი თვე ასე არეული ჩანს.
td.........
QUOTE(Emigranti @ 19th April 2011 - 03:01 PM) *
ეგ გამონაკლისი იყო ალბათ. მასეთი რამ ერთხელ მოხდა მარტო, დიდი ხნის მანძილზე. ახლა კი ყოველი თვე ასე არეული ჩანს.

Emigranti ბოლო ხანებში კი აირია ამინდები, უფრო სწორად , ჩემი დაკვირვებით დროებმა გადაინაცვლეს ..ანუ ეხლა ადრეული გაზაფხულია,ან ზამთრის ბოლო, ზაფხული 1-2 თვით გადავიდა შემოდგომაში, ზამტარმაც ასევე გაზაფხულისკენ გადმოინაცვლა.. და ამას დაემატა საერთო ტემპერატურის მომატება მსოფლიოში. მაგრამ მიუხედავად იმისა მთად 10 წლის მოხუცი არ ვარ, რაც თავი მახსოვს , 5-6 წელიწადში ერთხელ ხდებოდა ხოლმე გარკვეული ანომალიები, იანვარში ხეების ყვავილობა და მარტში საშინელი ყინვები, მაისში თოვლი..გაგრძელებული შემოდგომა ან ზაფხულის არარსებობა.. ასეთებიც იყო...
tikoroma
ეს სურათი 2004 წლის 4 აპრილსაა გადაღებული გურიაში. კაი დიდი თოვლი მოვიდა მოულოდნელად smile.gif

90-იანი წლების დასაწყისში მოულოდნელად სამრეთიდან ცხელი ქარების შემოჭრაც მახსოვს, ასევე გურიაში. ზაფხულში, მოულოდნელად საქონელი ატეხდა ბღავილს და წრიალს, და ამას მოყვებოდა ცხელი გრიგალი, რომელიც ხეებს თხრიდა ძირიანად. ერთ ზაფხულს რამდენჯერმე განმეორდა, მასეთი ჩემს ბებია-ბაბუას არ ახსოვდათ. იმის მერე აღარ განმეორებულა საბედნიეროდ...

ეს ერთეული შემთხვევებია, მაგრამ მთლიანად რომ შევადარო ბოლო 15 წლის განმავლობაში ძალიან დათბა. ჩემი სოფელი არც ისე დიდ სიმაღლეზეა გურიაში, მაგრამ ზამთარში მაინც იკეტებოდა, ზოგჯერ მხოლოდ 2-იოდ კვირით მარა მაინც. პირველი თოვლი ნოემბრის დასაწყისშივე მოდიოდა, დეკემბრის თოვლი კი მარტამდე იდო ხოლმე. ასეთი თოვლი და სიცივე ახლა იქ იშვიათია. ოქტომბერ-ნოემბერი თბილია და ზამთარს ისეთი ძალა აღარ აქვს.
ირმა
tikoroma
QUOTE(tikoroma @ 21st April 2011 - 11:11 PM) *
ეს ერთეული შემთხვევებია, მაგრამ მთლიანად რომ შევადარო ბოლო 15 წლის განმავლობაში ძალიან დათბა. ჩემი სოფელი არც ისე დიდ სიმაღლეზეა გურიაში, მაგრამ ზამთარში მაინც იკეტებოდა, ზოგჯერ მხოლოდ 2-იოდ კვირით მარა მაინც. პირველი თოვლი ნოემბრის დასაწყისშივე მოდიოდა, დეკემბრის თოვლი კი მარტამდე იდო ხოლმე. ასეთი თოვლი და სიცივე ახლა იქ იშვიათია. ოქტომბერ-ნოემბერი თბილია და ზამთარს ისეთი ძალა აღარ აქვს.

ხოო, სწორედ მაგაშია საქმე... ადრე 50 წელიწადში ერთხელ შეიძლებოდა მომხდარიყო სასწაული ბუნებაში, ისტორიულადაც არის ასეთი ფაქტები აღწერილი, მაგრამ პერიოდი ამ ფაქტებს შორის ძალიან დიდი იყო. ახლა სხვანაირადაა, ახლა ყოველ წელს, უფრო სწორედ ყოველ დღე(მანდ ვართ თითქმის) რაღაცა ხდება.

ძალიან გაიზარდა სიჩქარე ყველგან და ყველაფერში, ძალიან დიდი სისწრაფით მივრბივართ, მაგრამ სად? არ ვიცი...
td.........
QUOTE(ირინი @ 22nd April 2011 - 08:28 AM) *
ძალიან გაიზარდა სიჩქარე ყველგან და ყველაფერში, ძალიან დიდი სისწრაფით მივრბივართ, მაგრამ სად?

ირმა
დრო დაჩქარდა ..
david6david
td.... (წერტილებს ვერ ვითვლი მაპატიე), დრო დაჩქარდა და მადლობა რემარკისთვის. არის ასეთი მატრიცა 11:11 და ამასთან არის დაკავშირებული დროის დაჩქარება. ეს ინფორმაცია ბევრია ინტერნეტში და ამ ფორუმზეც არის ამის შესახებ. ხდება როგორც არის ეს ტერმინი "ამაღლება" ახალ ვიბრაციაში და განზომილებაში. ეს პროცესი ორად იყოფა - გამოღვიძება და ამაღლება. არის ადამიანების კატეგორია, რომელიც რომელიმეში ტავსდება საკუთარი მგრძნობელობით და მიღებით. რეკომენდირებულია, რომ მათ ჰქონდეთ ერთმანეთთან კავშირი. საერთოდ ვინც ამ დროში არის დაბადებული და ამ საკითხებზე ლაპარაკობს, შემთხვევით არ არის.
td.........
david6davidწერტილებზე მგონი უკვე შევთანხმდით.................................. აი დანარცენი პოსტი მომეწონა, შემთხვევით საერთოდ მგონი არაფერი არ არის. F.B რომ იყოს დავალაიქებდი ამ პოსტს! smile.gif)
Molen
თავისუფლად შესაძლებელია ეკოლოგიური ცვლილებების ფონზე კლიმატის ცვლილებაც, თუმცა როგორც არ უნდა იყოს პრაქტიკულად წარმოუდგენელია საქართველოში გლობალურმა დათბობამ გლობალური აციება არ გამოიწვიოს, რადგან თუ გლობალურმა დათმბობამ გაალღვო ჩრდილოყინულოვანი და სამხრეთ პოლუსის ყინულოვანი საფარი ის აუცილებლად იმოქმედებს ატლანტის ოკეანის აუზსა და კონკრეტულად გოლფსტრიმის თბილ დინებაზე, რომელიც ევროპის კონტინენტის სითბოს უზრუნველყოფს. შესაბამისად დინების ცვლილება გამოიწვევს იმას, რომ ევროპასა და მათ შორის კავკასიაში იქნება არამხოლოდ ზომიერი სარტყელისათვის დამახასიათებელი გარემო, არამედ ზოგიერთი ევროპული რაიონი სუბარქტიკულიც კი გახდება.

მაგრამ ალარმისტი არ გახლავართ და მიმაჩნია, რომ ეს პროცესი ნელია და ნაკლებად სავარაუდოა 2012 წლისათვის რაიმე შეიცვალოს.
LAIRA
გლობალური დათბობის რელური საფრთხე დგას რა საფრთხეს გვიქადის?
ან როგორ შეგვიძლია გავაჩეროთ ეს კატასტროფა?
td.........
LAIRA
ვერანაირად....smile.gif
David27
LAIRA
შეუქცევადი პროცესია.. ექსტრემალური კლიმატის პირობებში გვიწევს და მოგვიწევს ცხოვრება smile.gif
LAIRA
QUOTE(David27 @ Mar 31 2012, 09:26 AM) *
LAIRA
შეუქცევადი პროცესია.. ექსტრემალური კლიმატის პირობებში გვიწევს და მოგვიწევს ცხოვრება smile.gif

წნევის წამლები მოიმარაგეთო
სპეციალურად ვიღაც ექიმი ჩამოვიდა და ახალი პრეპარატის რეკლამა მოახდინა რომელიც არტერიულ წნევას აკონტროლებს კლიმატის არევის გამო.დავიჯერო წამალი გადაგვატანინებს სიცხეს?
კონდინცირების სისტემის დაყენება გახდება აქტუალური
td.........
მე , რომ მკიტხო კონდინციონერი უარესია... ეჩვევი და მერე უფრო მეტი შანსია დარტყმამიიღო სიცხისგან.. ჯობია ორგანიზმი თვითონ გადაეწყოს ტემპერატურაზე... ან საერტოდ რა უნდაგახვიდე გარეტ მაშინ... და იჯდე კონდინციონერთან. არადა რომ გაუთშოს მერე დაგერხევა ეგრევე..D ესაა ბუნებრივი გადარჩევის პროცესი..smile.gif)
ჯი-ნია-ნი
ნიუსი:
ინდოეთში ნაადრევად დადგა 40 გრადუსიანი სიცხეები. ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში ჰაერის ტემპერატურა +41–საც აჭარბებს. ყველაზე ცხელი თვე ჰინდუსტანში მაისია, წელიწადის ამ დროს მზე ყველაზე უხვადაა და 40 გრადუსიანი სიცხეები ჩვეულებრივი მოვლენაა კონტინენტალური რაიონებისთვის. ივნისში ნესტიანი მუსონი მოდის თავისი წვიმებით, რომლებიც ჰაერს იმდენად დათბობის საშუალებას არ აძლევენ, როგორც ეს მაისში ხდება. ზაფხულის 3 კალენდარული თვე ინდოეთში მეტნაკლებად გრილია, ვიდრე ცხელი მაისი.
td.........
ჩემი დაკვირვებით ჩვენთან სეზონებმა გადაინაცვლა, რამდენი წელიწადია უკვე, 1-2 თვით გადაიწია წელიწადის დროებმა..
LAIRA
ერთი საათი სინათლის გამორთვა გვიშველის ვითომ? biggrin.gif რაღაც არა მგონია
natuka
სიტყვა ნასესხები რომ აღარ მესმის, რაგა მომკლავს biggrin.gif
natuka
სიტყვა ნასესხები რომ აღარ მესმის, რაგა მომკლავს biggrin.gif
David27
LAIRA
QUOTE
წნევის წამლები მოიმარაგეთო
მაგნიტური ქარიშხლების მატებაა მზის აქტივობის ციკლის პიკის გამო(მაქსიმუმს 2013-ში ვარაუდობენ). ეს შესაბამისად მსოფლიო კლიმატზე და ადამიანთა ჯანმრთელობაზე იმოქმედებს(განსაკუთრების გულ-სისხლძარძვთა პრობლემის მქონე ადამიანებს შეექმნებათ გართულებები)
td.........
QUOTE
ჩემი დაკვირვებით ჩვენთან სეზონებმა გადაინაცვლა, რამდენი წელიწადია უკვე, 1-2 თვით გადაიწია წელიწადის დროებმა..

კი, მასეა ჩემი დაკვირვებითაც.
LAIRA
David27
ანუ როგორც ტდ ამბობს გამოვიხშირებით girl_sigh.gif
bako
td.........
ამით რისი თქმა გინდა?ანუ არსებობს რაიმე კალენდარი რომელიც სინამდვილეში მართალია?ანუ ზაფხულში შეიძლება თოვლიც იყოს?
ruslan
კლიმატის გაუარესების გარდა ასევე გვემუქრება მსოფლიო მოსახლეობის მკვეთრი და ქაოტური ზრდა. ყოველწლიურად ჩვენი პლანეტა 12 მილიონ კვადრატკილომტრ სახნავ–სათეს მიწებს კარგავს კლიმატის გაუარესების გამო, ხოლო მსოფლიო მოსახლეობა წელიწადში 82 მილიონით იზრდება. წყარო ბერლინის სტატისტიკის სამსახური.
zeppelin
Emigranti
QUOTE
შეიძლება ეს ჯერჯერობით მხოლოდდამხოლოდ მიკროკლიმატის ცვლილება იყოს, ეკოლოგიური დაბინძურებაო და ა.შ. მაგრამ მინდა სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ფორუმელებს ვკითხო, ისინი როგორ აღიქვამენ ამჟამინდელ ამინდს წარსულთან შედარებით (მათ საცხოვრებელ ადგილას)? რამდენად შეესაბამება იგი წინა წლების იმავე დროის მონაკვეთს?


ამერიკაში შარშან იმხელა თოვლი იყო საერთოდ მანქანები აღარ ჩანდნენ. ნიუ იორკი რამოდენიმე დღე პარალიზებული იყო. არც მეტრო მუშაობდა არც ავტობუსი დიდი თოვლის გამო. წელს კიდე საერთოდ ორნავ მოთოვა და ვსიო. მარა ისე მიკვირდა იმიტომ რომ ბევრჯერ გამოაცხადეს თოვლი და იმ დღეს სულ მზე იყო ხოლმე. და ეგეთები. წელს არ მოსულა თოვლი. გატეხა მაგრად.


ისე აქაურები იძახიან რო არც ამხელა თოვლი გვინახავს აქ და არც ესეთი უთოვლობაო biggrin.gif
td.........
bako
არაფრის თქმა არ მინდა, უბრალოდ ჩემი დაკვირვება გავახმოვანე...

ruslan
მართალი ხარ.. სახნავ სათესები კი იზრდება მთხოვნიდან გამომდინარე და არა მხოლოდ ეკოლოგიის გაუარესების გამო, ეს კი ბუნებრივი ეკოსისტემის დაზიანების და განადგურების ხარჯზე ხდება.. მოკლედ დახურული წრეა დ აამ ყველაფრის მიზეზი ადამიანიsmile.gif))
ruslan
ეს კლიმატური ცვლილებები შეიძლება მიკროკლიმატს დავაბრალოდ მაგრამ ისიც ხომ ფაკტია რომ ეგრეთ წოდებული დედამიწის ფილტვები ანუ ბრაზილიის ჯუნგლები ყოველწლიურად იკაფება უზარმაზარი ფართობები, და ეს ქმნის დიდ საშიშროებას.
ტედის ვეთანხმები რომ ჩვენ მოთხოვნის და მიხედვით ბევრ მიწებს ვამუშავებთ გასული წლებთან შედარებით.
და კიდევ რაც ეკო სისტემას ანგრევს არის ასე მომრავლებული მეგაპოლისები, (მიშასაც ხომ ოცნება აქვს თბილისი კავკასიურ მეგაპოლისად გადააქციოს და ასე შემდაგ) მთელს მსოფლიოში. მაგალითად ჩინეთში ყოველწლიურად მილიონ კვადრატ კილომეტრ ფართობს ათავისუფლებს სოფლის მეურნეობიდან და ქალაქებს აშენებს. ამას კი ეკონომიკური წინსვლისთვის უძებნის ახსნას. მაგრამ ნახავთ ამით რაც დაემართებათ.
დავუბრუნდები თემას, მაგალითისთვის მხოლოდ ბერლინში იმდენი ადამიანი ცხოვრობს რამდენიც მთელს საქართველოში, დაახლოებით 3.5 მილიონი ადამიანი და ბერლინთან შედარებით თბილისში ოთხჯერ უფრო მაღალია ტყვიის შემცველობა ჰაერში. და ის გამწვანებული პარკები რომლებიც ჩვენ ოცი წლის წინ გვქონდა დედაქალაქში, დღეს მათი დაახლოებით მესამედი არ იქნება დეარჩენილი, რადგან სიმწვანეს მავანებმა მომგებიანი სამშენებლო ბიზნესი არჩიეს და რაიონებიდან დამატებით 700 000 მოსახლე ჩამოიყვანეს და დაასახლეს. შედარებისთვის თბილისი დღეს ოცი წლის წინანდელთან შედარებით დაახლოებით 40 პროცენტით დიდია.
ჰაერში ტყვიის მაღალი შემცველობა პირველი წინა პირობაა სიმსივნური დავადებებისთვის.
და კიდევ ამ მაღალ შენობებს რომ აშენებენ და რაიონებიდან ჩამოსულ ხალხს რომ უხარიათ, აქაოდა თბილისელი გავხდებიო, რას ფიქრობენ ნეტავ რო ეს ქალაქი უფრო და უფრო რომ იხუთება და დიდ წილად გამონაბოლქვის სუნთქვა რომ უწევს ხალხს. ალბათ დადგება დრო როდესაც ადამიანები დაიწყებენ ბუნებაზე ზრუნვას. სხვა გვარად ჩვენი საქმე კარგათ ვერ მიდის. wacko2.gif blink.gif
ruslan
აქ თუ ვინმეს გერმანული კარგად ესმის შემოიძლია ლინკის მისამართები დავდო სადაც ძალიან საინტერესო მასალების ნახვაა შესაძლებელი.
სამწუხაროდ ქართულ ენაზე მსგავს არანაირინფოს ვერ ვპოულობ.
ruslan
ჰაიტელებმა (dedaqalaqi porto prensi kubastan aris akhlos) თავისი ტყეების 95 პროცენტი გაკაფეს და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში გაყიდეს, დღეს კი ეკოკატასტროფის წინაშე არიან და ყოველი წვიმას თან მეწყერები და ღვარცოფები სდევს. ჰაიტიში საშინელი სიდუხჭირე სუფევს, იქ საკვებად თიხის კექსებს მიირთმევენ. lehmkex. ეს ასე მზადდება:თიხას წმინდად სცრიან და ზეთთან ან კარაქთან ერთად და წყალთან ერთად ზილავენ. შემდექ მზეზე პატარა გუნდებად დაალაგებენ და ერთ საათში კექსიც მზად არის. დღეს ეს მათი ძირითადი საკვებია.
აი რა მოუტანა ადამიანს ბუნებრივი რესურსების არა მიზნობრივად გამოყენებამ და მხოლოდ მაიტა მაიტას ძახილმა. jawdrop.gif
David27
ruslan
რუსულ ან ინგლისურ ენაზე თუ მოგეპოვება იშვიათი, საინტერესო მასალები დიდი სიამოვნებით ვნახავდი smile.gif
natuka
ph34r.gif
Zeus
წვიმამ დაცხო,დაცხებს შეწყდება,დაცხებს შეყდება
elli
დღეს ოზურგეთში 29 გრადუსი სიცხეა
Zeus
QUOTE(elli @ Apr 8 2012, 04:05 PM) *
დღეს ოზურგეთში 29 გრადუსი სიცხეა

ოზურგეთში იმყოფები?
elli
ციტატა(Zeus @ Apr 8 2012, 04:45 PM) *
ოზურგეთში იმყოფები?

კი აქ ვცხოვრობ
tikoroma
Zeus
ციტატა
წვიმამ დაცხო,დაცხებს შეწყდება,დაცხებს შეყდება

ჩვენ მხრებზე გადაიარა biggrin.gif
Zeus
QUOTE(tikoroma @ Apr 8 2012, 08:59 PM) *
Zeus

ჩვენ მხრებზე გადაიარა biggrin.gif

შაგიშალათ ხელი?
td.........
ნწ....
gio.geoo
td.........
ჩემმა მეზობელმა, რომელიც ამბობს რომ ნათელმხილველია, (ბევრი რამე აუხდა) და რო არ ვთქვა არ არის ნატელმხილველი არ გამოდის ჩემი მხრიდან biggrin.gif კაი ხნის წინ მითხრა 1 თვით არისო გადაწეული წელწადის დროებიო, როგორ შენ თქვი.

რა გამოვიდა ზამთრის მერე ზაფხული მოვიდა? წინა კვირას 8 გრადუსი იყო და მეორე დღეს 25 გრადუსამდე აიწია. ესეთი უეცარი ცვლილება ამინდის ცუდია smile.gif
td.........
gio.geoo
ზნაჩიტ ეგრეა! wink.gif biggrin.gifbiggrin.gif
ruslan
თუ აღდგომის წინ არ იწვიმა ჩათვალეთ რომ დაგვერხევა. აღდგომამდე ერთი კვირა მაინც უნდა იყოს წვიმიანი. angelchik.gif
Lashapoli
QUOTE(ruslan @ Apr 10 2012, 01:13 AM) *
თუ აღდგომის წინ არ იწვიმა ჩათვალეთ რომ დაგვერხევა. აღდგომამდე ერთი კვირა მაინც უნდა იყოს წვიმიანი. angelchik.gif

ანუ დარხევაში გვალვებს თუ სწორად მივხვდი..
td.........
ruslan
უსათუოდ იწვიმებს... განსაკუთრებით აღდგომა დღეს...smile.gif
ruslan
ციტატა(Lashapoli @ Apr 10 2012, 04:53 AM) *
ანუ დარხევაში გვალვებს თუ სწორად მივხვდი..

ხო გვაულვები ვიგულისხმე. ისე რომ ვაკვირდები წელს საქართველოში ბევრი სურსათია, განსაკუთრებით ბოსტნეული და საკმაოდ იაფადაც.
ვნახოთ ეს წელიწადი როგორი გამოვა.
Qocho
და მაინც, ყველაფერი კარგად იქნება

ruslan
ციტატა(Qocho @ Apr 10 2012, 10:21 PM) *
და მაინც, ყველაფერი კარგად იქნება


იმედი ვიქონიოთ.
td.........
იმედის ქონა არ კმარა, უნდა გჯეროდეს კიდეც...
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.