Help - Search - Members - Calendar
Full Version: კითხვა - პასუხი
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > ოჯახი - პლანეტა დედამიწა > ბავშვის აღზრდა
Pages: 1, 2
elli


მყავს სამი წლის ძმიშვილი, ბიჭი. მოკლედ ერთად არ ვცხოვრობთ, დღეს ჩემთან მინდოდა წამოყვანა და ქუჩაში რომ გამოვიყვანე ისტერიკაში ჩამივარდა. ყველანაირი მანქანის ეშინია, არადა ერთი კვირის წინ იგივე ნამდვილად არ სჭირდა და პირიქით ძალიან უყვარდა. შემეშინდა ისეტი ისტერიკა დაემარტა ტაქსში რომ ვჯდეოდი, იზულებული გავხდი ფეხით წამოვსულიყავი. ვერ მივხვდი როგორ მოვიქცე... დედამისს ვკითხე და სამი დღეა ასე დაიწყო და მიზიზი არც მან არ იცის. იქნებ ვინმემ მირჩიოს როგორ გამოვიყვანო ამ შიშიდან?
ირმა
ვინ იცის რამ გამოიწვია, თუ ამბობ რომ ადრე არ ეშინოდა, მაშინ რამეზე მანქანის შეეშინდა, რაღაც მოხდა. ამას აქ ძნელად აგიხსნის ვინმე,–ჩემი აზრია ნუ დააძალებთ მანქანებთან სიახლოვეს, ცოტა დრო მიეცით და ასე ვთქვათ შორიდან აუხსენით... შეეცადეთ არ ჩასვათ მანქანაში ცოტა ხანი...
მზეონა
elli
მართალია ირმა, ძნელია ამ სიტუაციაზე რამის თქმა, უბრალოდ არ დააძალოთ და შეიძლება როგორც დაეწყო, ისე გადაუაროს კიდეც. დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ანუ არ გაუმძაფროთ, ამის თქმა მინდა, დაძალება არ შეიძლება wink.gif


elli
ირმა
მზეონა
გაიხარეთ, დიდი მადლობა... მარტო მანქანის შიშს ავიტანდი გუშინ მაგნიტოფონზეც უარესი დაემართა, არადა დაბადებიდან უსმენდა. ვერ ვხდები რა არის მიზეზი...
ირმა
elli
ახლა უფრო გასაგებია, ე.ი. მანქანის კი არ ეშინია, ხმაურის. ალბათ უფრო სწორად, რომ ვთქვათ არ სიამოვნებს ხმაური. შეეცადეთ სიწყნარეში გყავდეთ და გირჩევდი ვინმეს აჩვენეთ ბავშვი, ვინმემ გასინჯოს.
elli
ირმა
ჩემი ძმა და რძალი დაშორდნენ ორი კვირაა მე მეშინია მიზეზი ეს არ იყოს
ირმა
elli
QUOTE(elli @ 22nd April 2011 - 12:50 AM) *
ჩემი ძმა და რძალი დაშორდნენ ორი კვირაა მე მეშინია მიზეზი ეს არ იყოს

რათქმაუნდა, რათქმაუნდა ეს იქნება მიზეზი... ბავშვები ყველაფერს გრძნობენ. ასევე თუ დაშორებისას იჩხუბეს და ბავშვის წინაშე, ამან შეიძლება გამოიწვია შენი ძმისშვილის ასეთი რეაგირება. გირჩევდი სიწყნარეში გყავდეთ, მასთან ერთად არ ილაპარაკოთ არაფერ ცუდზე, ნუ გგონიათ რომ ვერ მიხვდება, მხოლოდ გაცინებული და მხიარული აჩვენეთ თქვენი თავი.
ვინ იცის რას ფიქრობს პაწია ანგელოზიsad.gif((
td.........
elli
ეს იქნება მიზეზი, მართალია ირმა ,თუ ჩხუბით დაშორდნენ მითუმეტეს სრესი აქვს ბავსვს.. ეცადონ მშობლება ერთამნეთზე არაფერი ცუდი არ უთხრან და ბავშვის ხათრით ხშირად მინახულონ და გაატარონ მასთან დრო.. როგორც არ უნდა განაწყოს რომელიმე მშობელმა ბავშვი მეორეს მიმართ, ის იზრდება და ბოლოს თვიტონ აკეთებს დასკვნებს.. ამიტომ დაშორებულ მშობლებს ჯობია ცივილური ურთიერთობა ჰქონდეთ ხოლმე ერთმანეთთან, ნუ ბავშვის თანდასწრებით მაინც. მიუხედავად 3 წელი ბევრს ცოტა ჰგონია, სინამდვილეში ამ ასაკში ბავშვი ყველაფერს კარგად ხვდება და უფრო მეტად განიცდის ვიდრე ჩვენ შეიძლება წარმოვიდგინოთ..
შენ ეცადე რძალთან კარგი ურთერთობა შეინარჩუნო და ხშირად მოიყვანე მამიკოსთან პატარა.. sad.gif( ცუდია , როდესაც ოდესრაც მოსიყვარულე ადამიანები კარგავენ მაკავშირებელ ძაფს და შორდებიან.. sad.gif(
მზეონა
საჭიროებამ მოითხოვა და ცალკე თემა გავხსენი wink.gif

Emigranti
ალბათ ბავშვის დედას აქვს გადაულახავი შიშები და სტრესები და ეს ბავშვზე გადადის. შიშებზე უნდა იმუშაოს არა ბავშვმა, არამედ დედამ.

თუ მისთვის მისაღები იქნება იოგას სტილის ვარჯიშები, შემიძლია დასაწყისისთვის ეს კურსი ვურჩიო --> http://www.esoteric.ge/forum/index.php?sho...ic=625&st=0

მაგრამ მხოლოდ ეს ცოტა იქნება. ვფიქრობ იქ ბევრი სამუშაოა...

მზეონა
გუშინ საინტერესო ლექციაზე ვიყავი. თემის ძირითადი შინაარსი ასე ჟღერდა - როგორ მივხვდეთ რომ ბავშვი სასკოლოდ მზადაა?.. და ამ აქტუალურმა საკითხმა საკმაოდ დაგვაფიქრა და ჩაგვაფიქრა უფროსები (ვფიქრობ უმეტესმა თავის ბავშვობასაც გადახედა და ამოიოხრა კიდეც sad.gif )
იმედია იქ მყოფი მშობლები არ გაწირავენ თავიან შვილებს სკოლაში ადრე მიყვანით. იმიტომ რომ ბავშვის ადრე მიყვანა უფროსობაში 40 წლის მერე ძალიან ბევრ დაავადებებს იწვევს, იქამდე ჭარბ კომპლექსებზე რომ არაფერი ვთქვათ! (
tikoroma
Katabua
ციტატა(Katabua @ 21st January 2009 - 07:21 PM) *
სასაცილო იქნება, ანტილოპას რომ კითხო, რად გინდოდა "ბავშვიო"..

"სანამ ბუნების ნაწილი ხარ, დაემორჩილე მის კანონებს.." ბრძანეს (დაოსიზმი და რამე)
რადგან ბუნების კანონზომიერება არსებობს.. ჰმ. მოკლედ, ლაბორატორია ასეა დაპროგრამებული, და დედამიწაზე სიცოცხლის არსებობა განაგრძობს მუშაობას.. ალბათ მისია "დედამიწა" ჯერ არ დასრულებულა..

მეორე მხრივ, ისიც მართალია, რომ ეს თვითგადარჩენის ინსტიქტი, ანუ ბრძლა არსებობისთვის გამრვლებასაც "შეიცავს.."
ანუ გმრავლება არის თვითგადარჩენის სახე;

თუმცა ასეთი ეგოისტური მიდგომა, რომ ჩემნაირი უნდა გავაჩინოოო .. არასწორია.
ჰმ. პირიქით. მანდ მშობელი არაფერ შუაშია.
სული დმოუკიდებელი მისიით მოდის, და მშობელს რაც შეუძლია არის მხოლოდ, - შეუწყოს ხელი მისიის შესრულებაში.


ვიფიქრე და გადავწყვიტე ცალკე თემა აღარ გავხსნა, აქვე ვიკითხავ... smile.gif
რატომ უნდა გავაჩინო შვილი?
ბუნების კანონის გამო, ახალ სულს ვეხმარებით, გამრავლებისთვის?...
რამდენად ვართ მერე პასუხისმგებელი მასზე, მის სულიერ განვითარებაზე პირველ რიგში.
ამას გარდა რა საჭიროა ოჯახის სახით მატერიალური ტვირთის აკიდება, როცა სულის განვითარებას მთელი ცხოვრება უნდა დაუთმო ისედაც?

ყველას ვთხოვ აზრი გამოთქვას, არ დამაიგნოროთ mail1.gif



old_man
QUOTE
რატომ უნდა გავაჩინო შვილი?ბუნების კანონის გამო, ახალ სულს ვეხმარებით, გამრავლებისთვის?...

ეზოთერულად პირველ რიგში ახალ სულს ეხმარები რომ მატერიალურ სამყაროში მოვიდეს და თავისი მისია შეასრულოს.
ამ შემთხვევაში უნდა გრძნობდე პასუხისმგებლობას, რომ რაღაც ეტაპზე მას დაეხმარო.
შეიძლება ადამიანს უბრალოდ გამრავლების ინსტინქტი ჰქონდეს ძლიერი და ამიტომ უნდოდეს შვილი.
სამწუხაროდ პატრიარქალურმა საზოგადოებამ შექმნა სტერეოტიპი, სადაც შვილის ყოლის გარეშე ადამიანს აცხადებს არასრულყოფილად. რაც არის აბსურდი რა თქმა უნდა.
თუ ადამიანი არ გრძნობს მოთხოვნილებას და შვილის ყოლის აუცილებლობას, არ უნდა აყვეს საზოგადოების სტერეოტიპებს.
ჯობია იყო მართლა ბედნიერი, ვიდრე იმას ცდილობდე საზოგადოების თვალში ბედნიერი ჩანდე და სინამდვილეში იყო უბედური ))
tikoroma
ანუ ჩვენი მიზანია ბედნიერი ვიყოთ?
საერთოდ რომ არ გავაჩინოთ შვილები, ანუ ახალი - გამოუცდელი სულები არ მოვავლინოთ, ვიზრუნოთ მხოლოდ საკუთარი სულის გადარჩენაზე, მერე ყველანი რომ განვვითარდებით და მაღალცნობიერებას მივაღწევთ სამოთხე დამკვიდრდება დედამიწაზე confetti.gif






















tikoroma
ანუ ჩვენი მიზანია ბედნიერი ვიყოთ?
საერთოდ რომ არ გავაჩინოთ შვილები, ანუ ახალი - გამოუცდელი სულები არ მოვავლინოთ, ვიზრუნოთ მხოლოდ საკუთარი სულის გადარჩენაზე, მერე ყველანი რომ განვვითარდებით და მაღალცნობიერებას მივაღწევთ სამოთხე დამკვიდრდება დედამიწაზე confetti.gif
old_man
QUOTE
ანუ ჩვენი მიზანია ბედნიერი ვიყოთ?საერთოდ რომ არ გავაჩინოთ შვილები, ანუ ახალი - გამოუცდელი სულები არ მოვავლინოთ, ვიზრუნოთ მხოლოდ საკუთარი სულის გადარჩენაზე, მერე ყველანი რომ განვვითარდებით და მაღალცნობიერებას მივაღწევთ სამოთხე დამკვიდრდება დედამიწაზე

ჩვენი მიზანია პირველ რიგში სულიერად განვითარდეთ და ვიყოთ ბედნიერი
ახალი სულებს რას ერჩი? მათაც უნდათ განვითარება მატერიალური სამყაროს დახმარებით. smile.gif)
რაღაც ეტაპზე თუ იგრძნობ რომ გინდა ასეთ სულს დაეხმარო დაბადებაში, ადამიანების ენაზე ერქმევა ამას შვილის ყოლის სურვილი.
სანამ ეს სურვილი იარსებებს ადამიანებში, ესეიგი საჭიროა რომ ახალი სულები იბადებოდნენ დედამიწაზე
tikoroma
ანუ ეს პროცესი არ უნდა დასრულდეს?
old_man
დასრულდება როცა იქნება ))) როცა პროექტი სახელად დედამიწა შეწყვეტს არსებობას. smile.gif მაშინ სულთა ნაწილი უკვე დაბრუნებული იქნება თავის პირველსაწყისთან. ნაწილები სულები ისევ დაიბადებიან ოღონდ სხვა პლანეტებზე და გააგრძელებენ მოგზაურობას ............
tikoroma
old_man
და მერე იქ გავაგრძელებთ გზას უფრო მაღალ საფეხურზე ასასვლელად?

ოკ. შვილისთვის აღზრდისთვის, სწავლისთვის, ცხოვრების მოსაწყობად ყველაფერს ვაკეთებთ და მისი სულიერი განვითარებისთვის კი ბევრი არაფერის გაკეთება არ შეგვიძლია, არადა მთავარი ეგაა ჩემი აზრით
td.........
ციტატა(tikoroma @ 8th November 2011 - 03:24 PM) *
ოკ. შვილისთვის აღზრდისთვის, სწავლისთვის, ცხოვრების მოსაწყობად ყველაფერს ვაკეთებთ და მისი სულიერი განვითარებისთვის კი ბევრი არაფერის გაკეთება არ შეგვიძლია, არადა მთავარი ეგაა ჩემი აზრით

tikoroma
ამისთვის პირველ რიგში შენი სულიერი განვითარებისთვის უნდა გააკეთო რამე, რამე კი არა უნდა ცდილობდე სულიერად განვითარებას , როგორც კი შეიტყობ რომ ბავშვი გეყოლება, მას როგორც დამოუკიდებელ სულს ისე უნდა აღიქვამდე და პატივს სცემდე მას როგორც პიროვნებას. არ უნდა შეუშალო ხელი მის გაზრდას.. ანუ არ უნდა დაშტამპო იმ სტერეოტიპებით, რითიც თავის დროზე შენ გშტამპავდნენ. რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი, და კიდევ ერთი შვილის ქცევების დაკვირვებით დაინახავ საკუთარ თავს და მიხვდები სად გიცურდება ფეხი ყველაზე ხშირად..) შვილი მხოლოდ ახალი სულის დაბადებისათვის რა გვეძლევა , ისინი ჩვენ გვეხმარებიან საკუთარი თავის შეცნობაში და სულიერ ზრდაში.
tikoroma
td.........
ციტატა(td......... @ 8th November 2011 - 07:26 PM) *
მისთვის პირველ რიგში შენი სულიერი განვითარებისთვის უნდა გააკეთო რამე, რამე კი არა უნდა ცდილობდე სულიერად განვითარებას , როგორც კი შეიტყობ რომ ბავშვი გეყოლება, მას როგორც დამოუკიდებელ სულს ისე უნდა აღიქვამდე და პატივს სცემდე მას როგორც პიროვნებას. არ უნდა შეუშალო ხელი მის გაზრდას.. ანუ არ უნდა დაშტამპო იმ სტერეოტიპებით, რითიც თავის დროზე შენ გშტამპავდნენ. რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი, და კიდევ ერთი შვილის ქცევების დაკვირვებით დაინახავ საკუთარ თავს და მიხვდები სად გიცურდება ფეხი ყველაზე ხშირად..) შვილი მხოლოდ ახალი სულის დაბადებისათვის რა გვეძლევა , ისინი ჩვენ გვეხმარებიან საკუთარი თავის შეცნობაში და სულიერ ზრდაში.

გეთანხმები ყველაფეში ამის გარდა - და კიდევ ერთი შვილის ქცევების დაკვირვებით დაინახავ საკუთარ თავს და მიხვდები სად გიცურდება ფეხი ყველაზე ხშირად..) - ეს ვერ გავიგე და იმიტომ biggrin.gif

old_man
td.........
ე.ი. გავაჩინო? huh.gif rolleyes.gif
მზეონა
tikoroma თუ არ გეწყინება კითხვა-პასუხში გადავიტან შენ კშეითხვას და სხვების პასუხებს.. თემატურად იქ უფრო შეეფერება :*

ვფიქრობ შენს შეკითხვაზე უკეთ შვილიანი ფორუმელები გიპასუხებენ smile.gif ამიტომ მე ჩუმად ვარ, თუმცა თდ-მ რაც დაწერა, ეგ მართალია, ბავშვი მშობლების სარკეა.. ის ყველაფერს მომენტალურად იწოვს ღრუბელივით, შენს ცუდსა თუ კარგს და აქედან გამომდინარე მასთან ყოველ წამს ფხიზლად და ფრთხილად უნდა იყო,.. თვითკონტროლია საჭირო.. შეგონება კი არა შენი ქმედება ზრდის, აქედანაა გამოთქმა კვიცი გვარზე ხტისო, ან იაბლოკა ოტ იაბლონი.. smile.gif

ჰოდა რთულია შვილის გაჩენა და აღზრდა, თუმცა მას დიდი პლიუსებიც აქვს wink.gif
guest
QUOTE(tikoroma @ 8th November 2011 - 02:30 AM) *
რატომ უნდა გავაჩინო შვილი?

უამრავი მიზეზის ჩამოთვლა შეიძლება, რატომ უნდა გააჩინო. უამრავი +ის -ის, პრობლემის, სიხარულის, მაგრამ მე მგონია რომ ამ ყველაფერზე პასუხი ძალიან მარტივია, უბრალოდ სიყვარული smile.gif
თუ გრძნობ რომ უნდა გააჩნო, რომ მზად ხარ, თუ ეს მხოლოდ ინსტინქტი არ არის, არც იმიტომ რომ "სხვებს რომ ყავთ, მეც მინდა" biggrin.gif მაშინ უნდა გააჩინო. რაღაც სიტყვა გაჩენა არ მომწონს, მოვლენა ჯობია smile.gif

td.........
ციტატა(tikoroma @ 8th November 2011 - 09:25 PM) *
გეთანხმები ყველაფეში ამის გარდა - და კიდევ ერთი შვილის ქცევების დაკვირვებით დაინახავ საკუთარ თავს და მიხვდები სად გიცურდება ფეხი ყველაზე ხშირად..) - ეს ვერ გავიგე და იმიტომ biggrin.gif

tikoroma

გარდა იმისა, რომ ბავშვი დამოუკიდებელი პიროვნებაა ის ხშირად ითვისებს იმ ქცევებს, რომელისახ ხედავს მის გარშემომყოფებში. კარგის გარდა ნეგატიურს უფრო ადვილად ითვისებს და შემდეგ ახდენს მის დემონსტრირებას საოგადოებაში. აი თუ ბავშვი წუწუნაა ან ყვირის, ან ალიან ხმამაღლა ლაპარაკობს, სასტიკია და დაუნდობელი,უნწია, მშიშარაა.. და ასე შემდეგ.. ეს ხშირად ის თვისებებია, რომელსაც მშობლებში ხედავს. ან გამოხატავს მშობლების დამოკიდებულებას მის მიმართ. მე პირადად მქონია ასეთი შემთხევვა, ბავშვის პრობლემაში ამოვიკითხე ჩემი შეცდომები და , საკუთარ თავე მუშაობით შევეცადე მათთან გამკლავებას. ხომ ამბობენ ბავშვი მშობლისთვის სარკეაო...smile.gif

ციტატა(tikoroma @ 8th November 2011 - 09:25 PM) *
old_man
td.........
ე.ი. გავაჩინო? huh.gif rolleyes.gif


მე როგორც დედა გეტყვი, რომ ეს განუმეორებელი საოცრებაა ქალის ცხოვრებაში. smile.gif
თუმცა არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ თუ ქალმა არ შვა ის თავის პირდაპირ დანიშნულებას არ ასრულებსო.. მზეზთა გამო ბევრ ქალს საერთოდ არ უჩნდება შვილი , მაგრამ ეს მათ სულაც არ უნდა აკნინებდეს. მაგრამ ჩვენი საზოგადოება სამწუხაროდ გარკვეული სტერეოტიპებით აზროვნებს.
David27
ბავშვის გაჩენა ძალიან დიდი პასუხისმგბლობაა რომელსაც ბევრი ქალი გაურბის. კარგი იქენბა თუ ყველა მშობელი გაათვიცნობიერებს ამას და მთელი სერიოზულობით, მონდომებით შეუდგება ბავშვის აღზრდას.
უბრალოდ ჩაუღრმავდით სიტყვა მშობელს... smile.gif
tikoroma
პასუხისმგებლობას არ გავურბი. მაგის გამო არ ვკითხულობ..
მატერიალური ინტერესები დაკარგული მაქვს საერთოდ, ფული, კარიერა, პრესტიჟი, რეპუტაცია, ოჯახისადმი ინტერესიც კი (ბინის მოწყობა, მეზობლებთან შეჯიბრი თავისმოწონება და ა.შ. laugh.gif ) მინიმუმადე მაქ ეს მოთხოვნილებები დაყვანილი, ყოველ შემთხვევაში რაც არის, თავისთავად არის და რაიმე მწვერვალების მისაღწევად არაფერს გავაკეთებ. შვილის გამო კი გაცილებით მეტის გაკეთება მომიწევს. ფინანსურ კეთილდღეობას არ ვპირდები, არაა ეგ საჭირო laugh.gif მაგრამ სკოლასა და უმაღლესში სწავლაც კი საკმაო ხარჯებთანაა უკვე დაკავშირებული ...

მგონი მე უფრო მუშაობა მეზარება Just_Cuz_01.gif
old_man
tikoroma
დედობრივი ინსტიქტი რა დონეზე გაქვს საინტერესოა. ეს ბევრ რამეს გაარკვევს.
აი სხვა ქალს რომ უყურებ პატარა შვილთან, რომ ეალერსება და კოცნის
ან ფეხმძიმე ქალს უყურებ რამე გრძნობა გიჩნდება?
გინდება იგივე?
td.........
David27
ციტატა(David27 @ 9th November 2011 - 10:36 AM) *
ავშვის გაჩენა ძალიან დიდი პასუხისმგბლობაა რომელსაც ბევრი ქალი გაურბის.


მე ვიტყოდი კაცები უფრო გაურბიან..smile.gif)) თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ბავშვი თუ ამის ობიექტური მეზეზები არ არსებობს, ორივე მსჰობელმა უნდა გაზარდოს.

ბა ვშვი
kate
tikoroma
QUOTE(tikoroma @ 9th November 2011 - 04:24 AM) *
მგონი მე უფრო მუშაობა მეზარება

მე მგონი უფრო გეშინია პასუხისმგებლობის, რაც შვილთან ერთად მოდის smile.gif , და ამ შიშს სხვა სახელებით ნიღბავ, და ისიც მგონია მზად ხარ დედობისთვის, არა გამრავლების ბუნებრივი ინსტიქტით, რაც უფრო ხშირია ქალებში ვიდრე შეგნებული დედობა, არამედ უკვე შეგნებულად. ხოლო ის, თუ რა მომავალი ექნება შენს შვილს, რა მოხდება და არ მოხდება და სად მოუწევს ცხოვრება, ან მოუწევს საერთოდ, იმ სულის არჩევანია, რომელიც შვილად მოგევლინება smile.gif . საბოლოო გადაწყვტილების მიღებას ვერავინ გირჩევს, იმას კი გპირდები როგორც კი პატარას ხელში დაიჭერ, მიხვდები რომ სწორი გადაწყვეტილება მიგიღია smile.gif
tikoroma
kate
უბრალოდ ყოველდღიურ საზრუნავში ჩაფვლა არ მინდა biggrin.gif

ბავშვი კი მინდა, დიდი ხანია არ მიჩნდება მაგრამ არ მაშფოთებდა მაინცდამაინც, ახლა ავწრიალდი რაღაც biggrin.gif
tikoroma
old_man
ბავშვები კი მიყვარს მოსაფერებლად და სათამაშოდ biggrin.gif ჩემი ბიძაშვილები და მეზობლის ბავშვები სულ ჩემს კალთაზე იყვნენ მობმულები და ვიძახდი, იმდენი ბავშვი გამიზრდია დავისვენო ცოტა ხანი ბავშვებისაგან-მეთქი. მაგრამ ახლა საკუთარიც მომინდა ;D
td.........
tikoroma
თუ მოგინდა გეყოლება smile.gif
guest
ამ ბავშვებზე ჭკუა მეკეტება
http://www.youtube.com/watch?v=_JmA2ClUvUY

აი, აი არ ვიცი რაააა smile.gif

Qocho
tikoroma
ციტატა(tikoroma @ 8th November 2011 - 02:10 PM) *
გამოუცდელი სულები არ მოვავლინოთ, ვიზრუნოთ მხოლოდ საკუთარი სულის გადარჩენაზე


შენს მშობლებს რომ ასე ეფიქრათ? unsure.gif
აუცილებელი ნამდვილად არ არის ბავშვის ყოლა, მაგრამ ჩვენი დონის სულებისთვის აუცილებელია ფიზიკური სხეული. ვინ უნდა მისცეს თუ არა ჩვენ?
თუმცა სიჩქარე არ ღირს, ჯობია ადამიანმა კარგად გაიაზროს რამხელა პასუხისმგებლობაა ეს.
Untitled_11
old_man

QUOTE
დედობრივი ინსტიქტი რა დონეზე გაქვს საინტერესოა. ეს ბევრ რამეს გაარკვევს.
აი სხვა ქალს რომ უყურებ პატარა შვილთან, რომ ეალერსება და კოცნის
ან ფეხმძიმე ქალს უყურებ რამე გრძნობა გიჩნდება?
გინდება იგივე?


ფსიქოლოგი სიზმებს მირჩევდა და დამდგინა დედობსი შში, ორსულობის და დედობის შიში. საიდან არ ვიცი.. ალბათ წინა ცხოვრებიდან მომდევს. დარწმუნებული ვარ რომ შვილი მომიკვდება და ვერ გაზრდი ადამიანს, არ ვიცი რატომ ვთვლი ასე sad.gif
td.........
ანა
შენ შიშს დააკვირდი და მიხვდები, რომ რაც მეტად კვებავ შენი ყურადღებით მით უფრო იზრდება და უფრო ხატოვანი ხდება.. თორე ფანტაზია რას არ დაგიხატავს წარმოსახვაში... რომ აყვე შეიძლება ფსიქიატრიულში ამოყო თავი. აკონტროლე შენი შიში. smile.gif

natuka
ანა
მე კი რატომგაც მგონია,რომ თუ გავთხოვდი ქამრი მომკლას sad.gif
Untitled_11
natuka

შენ "1001 ღამე" გაქვს ეტყობა წაკითხული ბავშობაში smile.gif))))) და პირიქით დაგამახსოვრდა :*
tikoroma
Qocho
ციტატა(Qocho @ 10th November 2011 - 11:21 PM) *
შენს მშობლებს რომ ასე ეფიქრათ? unsure.gif

ცოტა ხნის წინ მადლობას ვეტყოდი biggrin.gif ახლა აღარ ვიცი
tikoroma
ჩემთვის და სხვა ეჭვიანი დედებისთვის (და მომავალი დედებისთვის) ეს სტატია:

ერთი ისტორია: იაპონელმა დედამ მიწისძვრის დროს 3 თვის შვილი გადაარჩინა და სახსოვრად sms დაუტოვა


ლაშა ბერულავა
20:15 05.10.2011

იაპონიაში მომხდარი საშინელი მიწისძვრის შემდეგ, როცა მაშველები ერთი ახალგაზრდა ქალის სახლთან მივიდნენ, კედლების ნაპრალებიდან მათ ქალის უძრავი სხეული შენიშნეს. მისი პოზა ძალიან უცნაური იყო: მუხლებზე იდგა, როგორც მლოცველი, სხეული წინ იყო გადახრილი, ხელები ქვემოთ ჰქონდა ჩაშვებული და ოდნავ წინ გადაწეული. ყველაფრიდან ჩანდა, რომ ჩამონგრეული კედლები მას თავსა და ზურგში დასცემოდა.

დიდი წვალების შემდეგ მაშველთა ჯგუფის უფროსმა ხელი კედლების ნაპრალებში გაჰყო, რათა ქალის სხეულს შეხებოდა და დაედგინა, იყო თუ არა ის ცოცხალი. ქალის გაცივებულმა სხეულმა მაშველს საიმედო ვერაფერი უთხრა და, რადგან თავდაპირველად ცოცხლებს უნდა მიხმარებოდნენ, სახლი სქემაზე მონიშნა, მერე კი ჯგუფთან ერთად სხვა სახლის ნანგრევებისკენ გაეშურა.

როგორც შემდეგ მაშველთა ჯგუფის ხელმძღვანელი იხსენებდა, ფეხები უკან რჩებოდა და უხილავი ძალა სახლისკენ ეწეოდა. მას ადრეც ჰქონია მსგავსი შემთხვევა და უნანია, რომ შინაგან ხმას არ მოუსმინა, ამიტომ უყოყმანოდ მიბრუნდა, სახლის ნანგრევებთან მივიდა, ჯერ დაიჩოქა და ისე გაიჭყიტა ნაპრალებში, შემდეგ გაწვა, ცოტა ხნის შემდეგ ჭუჭრუტანა იპოვა და თვალებგაფართოებულს ხმამაღლა აღმოხდა: „ბავშვი! იქ ბავშვია!!!“.

მაშველების ჯგუფი ფრთხილად, მაგრამ აჩქარებით შლიდა კედლებს, აწყობდა ნაშალ ქვებს, თხრიდა მიწას, რათა როგორმე ჩაეღწიათ სანახევროდ მიწაში ჩაფლულ ბავშვამდე, თუმცა, ბავშვს ჯერ ვერავინ ხედავდა და არც ის იცოდნენ, ცოცხალი იყო თუ გარდაცვლილი.

როცა გარდაცვლილ ქალს მიწა და კედლების ნაშალი საბოლოოდ შემოაცალეს, ფერად პლედში გახვეული 3 თვის ბიჭუნა იპოვეს. ცხადი იყო, რომ დედამ თავი გაწირა, რათა შვილი გადაერჩინა. როგორც ჩანს, პირველი მიწისქვეშა ბიძგებისთანავე ქალმა შვილი პლედში გაახვია და ყველაზე მყარი სკამის ქვეშ შეაცურა ისე, რომ ზემოდან საკუთარი სხეულით გადაეფარა.

პატარას ჯერაც მშვიდად ეძინა, როცა მაშველთა ჯგუფის უფროსმა იგი ხელში აიყვანა. ექიმი სწრაფად მოვიდა, რათა ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოეკვლია. როცა მან პლედი გახსნა, მობილური ტელეფონი იპოვა. ეკრანზე, ტექსტური შეტყობინების მენიუში ჩანდა აკრეფილი ტექსტი, რომელიც არცერთ ნომერზე არ იყო გაგზავნილი: „თუ შენ გადარჩი, გახსოვდეს, რომ ძალიან მიყვარდი...“
მზეონა
QUOTE(tikoroma @ 13th November 2011 - 03:51 PM) *
„თუ შენ გადარჩი, გახსოვდეს, რომ ძალიან მიყვარდი...“

gul.gif rose-178.gif
natuka
tikoroma
gul.gif დედუცუნა... არადა მე რა ნერვებს ვუშლი ხოლმე dash2.gif
Untitled_11
დედაჩემსაც უნდა პატარა არსება. არა ერთი შვილი უნდა გყავდეს რა სალხში, მართლა smile.gif)) ჯერ ხომ ათასი შერავათი გაქვს თუ 10 წლამდე შვილი გყავს, მერე დედაშენი კმაყოფილია და ზრდის ბავშვს და ყველლა ზოგადა ბედნერია პატარა არსებით სალხში. იქნებ საიდანმე მოვიყვანო.. წეროებს მოყავდეთ ნეტადაკვეთით
td.........
ანა
ახალგაზრდა იქნება დედაშენი და უთხარი გააჩინოს smile.gif ტუ არადა აგერ ერთ კნუტს გაჩუქებთ smile.gif
old_man
QUOTE
ჯერ ხომ ათასი შეღავათი გაქვს თუ 10 წლამდე შვილი გყავს,

ეს რას ნიშნავს? რა შეღავათი?
Untitled_11
td.........

დედაჩემი 54 წლისაა და კატებს ვერ იტანს.


old_man

შეღავათები გაქვს სულ როცა "დედა" ხარ smile.gif)))) სამხურშიც, ეხლა საგამოცდო ცენტრში ვისაც შვილი ყავს თბილისში დარჩებითო და ვისაც არა შეიძლება გამოცდაზე ჭოპორტში გავიშვან. ბავშვი რომ გიჭირავს ავტობუსში ადგილს გითმობ, უფრო მეტი პატივისცემით გექცევიან, ლექტორები თუნდაც smile.gif) სასრგებლო რამე შვილი :დდ
td.........
ციტატა(ანა @ 16th November 2011 - 09:01 PM) *
შეღავათები გაქვს სულ როცა "დედა" ხარ smile.gif)))) სამხურშიც, ეხლა საგამოცდო ცენტრში ვისაც შვილი ყავს თბილისში დარჩებითო და ვისაც არა შეიძლება გამოცდაზე ჭოპორტში გავიშვან. ბავშვი რომ გიჭირავს ავტობუსში ადგილს გითმობ, უფრო მეტი პატივისცემით გექცევიან, ლექტორები თუნდაც smile.gif) სასრგებლო რამე შვილი :დდ

ანა
სპირვა გააჩინე, მერე გავარი!

სამსახურში ის შეღავათი მაქვს , რომ გაქაფული მიწევს აქეთ-იქით სირბილი თუ რამე მნიშვნელოვანი შეხვედრაა ან სემინარი ან მოხსენება, კონფერენციის დროს ხო საერთოდ.. უნდა მოვასწრო გახანგრძლივებულში გავვარდე, ბავშვით მოვვარდე და გაღიმებული კვლავ საქმიანი იერით შევუდგე სამსახურეობრივ მოვალეობებს.. გამოცდებზე კი ვინც გადის ყველას რაიონი ურჩევნია, რადგან თბილისში სიქას აძრობენ, ჭოპორტში კი პატივში და დაფასებაში არიან, თანაც რაიონულ სკოლებში ბევრად ნაკლები კონტინგენტია და შესაბამიად ნაკლები სამქეც, თანხა კი მეტი smile.gif

ავტობუსში კი დიდი ხანია არავინ არ გითმობს ადგილს, ისევ ძველი თაობის ხალხი თუ ადგება და დაგსვამს smile.gif ასე რომ ბავშვი შეღავტი კი არაა ცხოვრების საჩუქარია და ვარიანტი საკუთარ თავის შEსაცნობად.smile.gif
td.........
ციტატა(ანა @ 16th November 2011 - 09:01 PM) *
დედაჩემი 54 წლისაა და კატებს ვერ იტანს.

ანა
54 წელი კატასტროფა ნამდვილად არ არის.. აი კატებს რომ ვერ იტანს ცუდიაsmile.gif
Untitled_11
td.........

ახალგაზრდა არაა ანუ, ძმას ან დას ვერმიყიდის smile.gif))) გადსარევი დედიკო მყავს, ძალიან კარგიი. თალეს შონიაზეც იმდენი რამე მომიყვა :დდ ერთი ნაკლი აქვს კატებს ვერ იტანს და მეორე ბავშვები უყვარს. რა ვუყო მე )))

QUOTE
სპირვა გააჩინე, მერე გავარი!


კარგი, გეთანხმები ყველაფერში უკან მიმაქვს სიტყვები... მაგ მხრივ არ შემიხედავს. უკაცრავად tongue.gif
guest
ანა
QUOTE
აბა რა იცი რომ ბედნიერებაა?

არ არის აუცილებელი დედა ვიყო, რომ ვხვდებოდე როგორი ბედნიერებაა ბავშვი smile.gif პატარას დანახვა ძალიან დიდ სიხარულს მანიჭებს.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.