Help - Search - Members - Calendar
Full Version: რას გრძნობს ადამიანი ჩაკრის გახსნისას?
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > სულიერი და ფიზიკური პრაქტიკები
Pages: 1, 2
androabuladze
არამგონია რომელიმეს განცდილი გქონდეთ ეს, მაგრამ იქნებ იცით რას გრძნობს ადამიანი ჩაკრის გახსნისას.
Atman
androabuladze

თავიდან მწველი შეგრძნებაა, თითქოს თან გტკივა და თან გსიამოვნებს. მერე უკვე უფრო სიამოვნებაში გადადის, ბოლოს კი ეჩვევი და უფრო მეტი სიამოვნება გინდა, ამიტომ სხვა ჩაკრაზე ჩალიჩობ biggrin.gif
jonjol first

მე სირბილის დროს ვგრძნობ ))
androabuladze
Atman

გიგრძვნია თუ ისე იცი?


Atman
androabuladze

QUOTE(androabuladze @ 27th April 2011 - 02:54 PM) *
გიგრძვნია თუ ისე იცი?


პაწა ვიგრძენისავით, ოღონდ ვერ დავადასტურებ რომ მართლა ჩაკრა იყო, შეიზლება ფილტვების ანთება მქონდა, ან ემოციურ ნიადაგზე განცდილი ფანტომური შეგრძნებები biggrin.gif

სიამოვნებას რაც შეეხება უფრო თეორიულად ვიცი, ჯერ არ მიგრძვნია დიდად smile.gif
Gopi
ცოტა ისეთი კითხვაა მარა მაინც biggrin.gif
აი ჩაკრა რო გაგეხსნება ადამიანს, მთელი სიცოცხლე გახსნილია თუ იკეტება ისევ? wacko.gif
Atman
QUOTE(Gopi @ 27th April 2011 - 08:15 PM) *
ცოტა ისეთი კითხვაა მარა მაინც
აი ჩაკრა რო გაგეხსნება ადამიანს, მთელი სიცოცხლე გახსნილია თუ იკეტება ისევ?


ჩაკრაა "პრახადნოი დვორი" ხომ არაა ღია რომ დარჩეს biggrin.gif
Gopi
lol.gif lol.gif lol.gif
kate
ჩაკრების გახსნა, ეს ცოტა პირობითი ტერმინია და ასე პირდაპირ გაგება, მე მგონი არასწორი იქნება. დარწმუნებული ვარ ბევრმა იცით რას წარმოადგენს ეს ე.წ. ჩაკრები (თუმცა ეს თემაა უზარმაზარია და ძალიან რთული), შევეცდები რამოდენინე ყველაზე ცნობილი მსოფლმხედველობის მიხედვით მოგაწოდოთ ჩაკრული სისტემის და მისი ფუნქციების რამდენადაც შევძლებ მარტივი სურათი, პირველ რიგში, რაც შეეხება კითხვას "როგორ გრძნობ ჩაკრის გახსნასო" - თვითონ კითხვა მგონია არასწორად დასმული, რადგან სხვა რომ არაფერი, შეგრძნება ფიზიკურია და ჩაკრები სულიერ სფეროს განეკუთვნება და თუ არ მედიტირებ ჩაკრებზე ვიზუალიზაციით, არა მგონია რაიმე ფიზიკურ შეგრძნებას ქონდეს ადგილი.
ჩაკრები ჩვენს ენერგეტიკულ არხზე - შუშუმნაზე, საიდანაც ვიღებთ პრანას განლაგებული პრანული ენერგეტიკული ვორტექსებია, მორევებია, რომლების წრიულად მოძრაობენ და რომლებიც იმ ადგილებშია განლაგებული სადაც ენერგიის სპირალები - ნადები ერთმანეთს კვეთენ (შუშუმნას გასწვრივ ორი (ეს მარტივად) ნადი მოძრაობს სპირალურად, იდა - ქალური ენერგია და პანდალა - მამაკაცური),
ჩვენს ფიზიკურ სხეულში ასეთი დიდი კვეთის ადგილი შვიდია (თუმცა არის მცირე ნადების კვეთის სხვა ადგილებიც, და სხვა ჩაკრებიც, მაგრამ ეს უკვე ძალიან რთულია), და შესაბამისად შვიდი ძირითადი ჩაკრა, პირველი არის ხერხემლის ბოლოს, კუდუსუნის ძვალთან და ბოლო - მეშვიდე, თავის წვეროზე, თუმცა არის მერვე და ძალიან მნიშვნელოვანი ჩაკრა, მეშვიდეს ზემოთ, უკვე ფიზიკური სხეულის გარეთ.
როდესაც ატმანი გამოეყოფა ბრაჰმანს სამყაროს შესაცნობად (შეადარეთ სულის ფრაგმენტაცია, უმაღლესი მე, ღმერთთან ერთიანობა) იგი გამოყოფს სხივს, სულს ფიზიკური სამყაროს შესაცნობად, რომელიც მერვე ჩაკრიდან შედის ფიზიკურ სხეულში და შვიდივე ჩაკრის გავლით ჩადის პირველში, საიდანაც უკვე ქვემოდან ზემოთ იწყებს შემეცნებას. ჩაკრების გახსნას როდესაც ვამბობთ, უფრო იგულისხმება რომელი ჩაკრის აღვიქვამთ რეალობას.
პირველი სამი ჩაკრა, ეს არის ჩვენი, "ბიორობოტის" smile.gif , ჩვენი სხეულის საარსებოდ აუცილებელი ენერგია, რომლებიც გვაძლევენ 1. თვიტგადარჩენის. 2. სექსუალურ და 3. ჯგუფური ცხოვრების ინსტიქტებს და ენერგიას.მეოთხე - გულის ჩაკრაა. რაც მეტ ენერგიას ვიღებთ ამ ჩაკრიდან ანუ რაც უფრო მეტად გვაქვს გახსნილი, მეტად შეგვიძლია სიყვარული, თანაგრძნობა.... მეხუთე, - ჩვენს კომუნიკალური ურთიერთობები ს, თვითგამოხატულაბის (ხელოვნებით, საუბრით)........ენერგიაა, მეექვსე, - მესამე თვალის, გირჩისებური ჟირკვლის მიდამოებშია და ინტუიციის, სულიერი ხედვის........... ენერგიაა. მეშვიდე კი მაღალი სულიერების, სამყაროს რეალურ სურათთან მიახლოების საშუალებაა ...........
ირმა
kate
კარგად თქვი..
მე ვიტყოდი ასევე, რომ ჩაკრა როცა გაიხსნება, ყველა ჩაკრას თავისი შესაბამისი დამახასიათებელი გამოვლინება ექნება, მაგრამ შეიძლება გასნილი ჩაკრა ისევ დაიკეტოს yes.gif
kate
QUOTE(ირინი @ 28th April 2011 - 01:13 PM) *
გასნილი ჩაკრა ისევ დაიკეტოს

ჩაკრა არ იხსნება და არ იკეტება, როგორც ასეთი, ამ ტერმინით აღნიშნავენ ჩაკრის ჰარმონიულად ფუნქციონირებას, ანუ ენერგიის, პრანის აღებას ამ ჩაკრიდან. პირველ სამზე არ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ეს პირველი სამი ჩაკრა თავისთავად ფუნქციონირებს ყველასთვის, თუმცა არ ნიშნავს რომ ყველასთვის ჰარმონიულად. მხოლოდ მეოთხე ჩაკრიდან იწყება სულიერი შემეცნება და თუ ადამიანს გულის ჩაკრა "გახსნილი" აქვს, ანუ დაადგა სულიერი შემეცნების გზას, ის უკვე აღმავალი გზით მიდის და უკან არ ბრუნდება.
მოკლედ ასეთი რამ ხდება, ვეცდები მარტივად: როცა ატმანის სხივი, სული, როგორც ზემოთ ვთქვი მერვედან პირველ ჩაკრაში ჩადის ანუ ინკარნირდება ფიზიკურ სხეულში, აქ უკვე იკეტება მისი მეხსიერება და მხოლოდ პირველი სამი ჩაკრით ხედავს, (მესამე და მეოთხე ჩაკრას შორის არის კედელი, სულმა უკვე აღარ იცის რომ მესამის ზემოთ რამე არსებობს, ის მხოლოდ კედელს ხედავს) ანუ ჯერ კიდევ ახალდაბადებული ეძებს საკვებს და სითბოს(პირველი ჩაკრა), წამოიზრდება და უჩნდება სექსუალური ურთიერთობების, გამრავლების სურვილი,(მეორე ჩაკრა) და თან აუცილებლად ჭირდება განვითარებისათვის თანამოძმენი, მარტო ვერ განვითარდება(მესამე ჩაკრა), ეს არის სულ ჩვენი მესამე განზომილება, ჩვენი რეალობა, ჩვენი ფიზიკური სამყარო და სრულიად საკმარისი პირობები დედამიწაზე საცხოვრებლად.
მაგრამ როდესაც სული იწყებს ძებნას ან გააზრებას რომ შეიძლება ასე მარტივი არ იყოს ყველაფერი და ყველაფერი მხოლოდ დაბადებით არ იწყებოდეს და სიკვდილით არ მთავრდებოდეს, უჩნდება კითხვები, მაშინ იწყება მესამე და მეოთხე ჩაკრის გამყოფი კედლის ნგრევა და სული გადადის მეოთხე გულის ჩაკრაში, როცა აღმოაჩენს რომ სიყვარული მარტო სექსუალური და ინსტიქტური არ არის, უკვე მეოთხე ჩაკრიდან ხედავს ზედა მეხუთე მეექვსე და მეშვიდე ჩაკრებს, მერვეს ჯერ ვერ ხედავს, (მეშვიდე და მერვეს შორის ასევე კედელია სადაც მისასვლელად ფიზიკური სხეული უნდა დატოვოს) და იწყებს შემეცნებას ზემოთკენ, მან უკვე იცის ყველა ჩაკრის, ანუ შემეცნედის ყველა საშუალების არსებობა, ასე რომ "გახსნილი" ჩაკრის ისევ "დაკეტვა" არანაირად არ გამოდის, უბრალოდ გააჩნია რამდენ ენერგიას, პრანას ვიღებთ თითოეული ჩაკრიდან იმდენად ვვითარდებით.
მესმის რომ საკმაოდ რთული გასაგებია, მაგრამ უფრო მარტივად ვერ ვახერხებ.
I AM
QUOTE
პაწა ვიგრძენისავით, ოღონდ ვერ დავადასტურებ რომ მართლა ჩაკრა იყო, შეიზლება ფილტვების ანთება მქონდა


Just_Cuz_01.gif

ოხ ატმან ატმან.. მაგას ჰალუცინაციები ქვია

old_man
არ ვიცი შეიძლება გულის ჩაკრის გახსნა იყო, მაგრამ მედიტაციისას, ორჯერ ისეთი ბედნიერების, სიამოვნების და სიყვარულის განცდები დამეუფლა, რომ არ ვიცი...ვერავითარი ფიზიკური შეგრძნება ვერ შეედრებოდა... ნელ-ნელა ტალღებივით წამოვიდა, რამდენიმე წუთი გაგრძელდა და ლამის გავგიჟდი ბედნიერებისგან, თან ისეთი შეგრძნება დამეუფლა რომ მეგონა ვეღარ გავუძლებდი ისეთი ვიბრაციული ძალა ჰქონდა...
ეს იყო კოსმიური მასშტაბების სიყვარულის განცდა...
ვინმეს ხომ არ განგიცდიათ მსგავსი?
Existence
QUOTE(old_man @ 4th July 2011 - 10:20 PM) *
თან ისეთი შეგრძნება დამეუფლა რომ მეგონა ვეღარ გავუძლებდი ისეთი ვიბრაციული ძალა ჰქონდა...



მაგ დროს მაქსიმალურად შეინარჩუნე დამკვირვებელი ანუ გაცნობიერება რომ ეგ მდგომარეობა შენ მოგდის მაგრამ შენ ეგ არა ხარ
და საერთოდ ჩემგან დაიმახსოვრე სანამ რაიმე განცდა გექნება მედიტაციის დროს ყოველთვის შეინარჩუნე დამკვირვებელი

როცა დამკვირვებელი აღარ იქნება საჭირო იქ უკვე ესეთ კითხვებს აღარ დასვავ ........ wink.gif

ეგეთი ან სხვა უმაღლესი ბედნიერების გრძნობა რო გექნება გაიხსენე ზევით რაც გითხარი ....თორე ბევრი მინახავს მე მაგ გზაზე არასწორად გავლისას დაავადმყოფებული და გაგიჟებული ადამიანიც

თუ ღრმად გაყვები და უბრალოდ არ მაიმუნობ smile.gif მაგ გზის გავლა სწორედ რაც ზევით დავწერე აუცილებლად მოგიწევს ....

პატივისცემით თვით მე

gio.geoo
რა გრძნობაა და სადაც ჩაკრაა განთავსებული გრძნობა გიჩნდება თითქოს პატარა ბურთია შიგნით და კონცენტრაციის და გარკვეული ვარჯიშების შემდეგ დიდდება.
ჩაკრა არ იხურება ვერანაირად. 1 ვარიანტია თუ დაკარგავ მის ენერგიას.
kate
old_man
ჩაკრების "გახსნა-დაკეტვაზე" უკვე დავწერე. მაგრამ რასაც შენ აღწერ აშკარად გავს კუნდალინის ენერგიის გულის ანუ მეოთხე ჩაკრამდე ასვლას. რაც ძალიან, ძალიან სერიოზულია, და თუ კარგი წარმოდგენა არ გაქვს კუნდალინზე, გთხოვ ყარადღებით წაიკითხო ეს პოსტი. ვეცდები მარტივად რაც შეიძლება ბევრი აუცილებელი ინფორმაცია მოგაწოდო.
მთელს სამყაროში არსებობს მხოლოდ ხუთი შემომქმედი(creation) ენერგია, ჩვენს სამყაროში მათგან მხოლოდ ორია. ეს არის სექსუალური ენერგია და კუნდალინის ენერგია. კუნდალინი ეს შეკრული, დახვეული ენერგიის ბირთვია, რომელიც ჩვენი ხერხემლის დასაწყისში, პირველ ჩაკრასთან მდებარეობს და შეუძლია ნადების (ენერგეტიკული არხები) საშუალებით პირველიდან მეშვიდე ჩაკრამდე ავიდეს. კუნდალინს ტრადიციულად ერთმანეთზე გადახლართული გველის სახით გამოხატავენ. ჰერმესის ცნობილი კადუცი - რომელიც ახლა მედიცინის სიმბოლოა, ზუსტად კუნდალინის მოძრაობას აღწერს - ორი გველი სპირალურად ერთმანეთს გადახვეული ბოლოში ფრთებით. stewart-ის პოსტებში ბევრი მსგავსი სურათი იყო და თუმცა ნაწილობრივ სწორად ქონდა განმარტებული, მთავარი გამოტოვებული იყო, კერძოდ ყველა ეს სურათი კუნდალინის მოძრაობას და მის მეექვსე ჩაკრამდე(გირჩისებური ჯირკვალი) ასვლას აღწერს. ხოლო კუნდალინის მეექვსე ჩაკრაში ასვლა სულიერი ენერგიის მთლიანად გამოთავისუფლებას და სულთან პირდაპირ კავშირს ნიშნავს (ამას აღნიშნავს ფრთები), რადგან მეექვსედან მეშვიდემდე აღარაფერი ეღობება. ანუ როგორც კი კუნდალინი ტვინამდე ააღწევს ელექტრული მუხტის მსგავსად ტვინის ყველა უჯრედს წამიერად მოივლის და გამოაცოცხლებს, მათ შორის მათაც რომელთაც მთელი სიცოცხლის მანძილზე არ ვამოქმედებთ ალქიმიკოსების ფილოსოფიური ქვაა, ეს კუნდალინის ცეცხლოვანი ენერგიის ყველა ჩაკრაში გავლის შედეგად ორგანიზმის მიერ წარმოქმნილი კრისტალია.
არსებობს კუნდალინი იოგა, რომელიც ამ ენერგიის ნელნელა უსაფრთხო ათვისებას სწავლობს, არის სხვადასხვა ტრადიციული სწავლებები კუნდალინის ასამოძრავებლად. ასევე შეიძლება მედიტაციის შედეგად კუნდალინის სპონტანურად ამოძრავება. ყველა შემთხვევაში გასათვალისწინებელია რომ ეს არის უზარმაზარი, ცეცხლოვანი, ძალიან ძლიერი ენერგია, რომელსაც როგორც შემოქმედება, უდიდეს სულიერ სიმაღლეებზე ასვლა, ასევე ფიზიკური სხეულის დანგრევა შეუძლია. უმართავი კუნდალინის ორგანიზმზე მიყენებული ზიანი, თითქმის შეუქცევადია, ძირითადად ეს არის ქრონიკული დეპრესია, აგრესია, პარკინსონის დაავადების მსგავსი კანკალი...
პირველ სამ ჩაკრაში კუნდალინის მოძრაობისას ხშირად განსაკუთრებული ფიზიკური შეგრძნებები არ ახლავს (თუმცა ესეც ინდივიდუალურია), მაგრამ გულის ჩაკრასთან მიახლოებისას გამორიცხულია არ იგრძნოს ვინმეს, ეს პირველ რიგში საოცრად სასიამოვნო შეგრძნებაა, რომელის სიტყვებით აღწერა თითმქის შეუძლებელია, ეს არის გაცემული და მიღებული სიყვარულის ერთდროულად აღქმა განუზომლად დიდი მასშტაბით, რომელსაც თითქმის ფიზიკურად ტკივილამდე სასიამოვნოდ აღიქვამ.
კუნდალინზე მედიტაცია და მისი ამოძრავება ძალიან სერიოზულია, და როგორც წესი, საჭიროა გამოცდილი მასწავლებელი, მაგრამ როცა მისი სპონტანურად ამოძრავება ხდება, როგორც წესი რაღაცნაირად "შემთხვევით", მაინც იღებ ინფორმაციას, გულის ჩაკრიდან შეიძლება მრავალი წელი დაჭირდეს კუნდალინს მეექვსე ჩაკრამდე ასასვლელად, მაგრამ შეიძლება მეორე დღესვე ამოძრავდეს, ამიტომ აუცილებელია იცოდე რას ელოდო, პირველ რიგში უსმინე გულს, ყოველთვის გაგრძნობინებს რა არის საჭირო, არაფერი წაკითხული და მოსმენილი არ მიიღი ზუსტ ინსტრუქციად. მედიტირებისას თუ დისკომფორტს იგრძნობ, განსაკუთრებით სიცხის ან სიცივის მკვეთრ შეგრძნებას, მაშინვე ხელისგულებით იატაკს შეეხე (ათივე თითი უნდა ეხებოდეს იატაკს), ეს საუკეთესო საშუალებაა მედიტაციის მყისიერად შესაწყვეტად. კითხვები თუ გაგიჩნდეს, გთხოვ მკითხე, რამდენადაც შევძლებ გიპასუხებ.
old_man
kate
QUOTE(kate @ 5th July 2011 - 08:00 AM) *
ჩაკრების "გახსნა-დაკეტვაზე" უკვე დავწერე. მაგრამ რასაც შენ აღწერ აშკარად გავს კუნდალინის ენერგიის გულის ანუ მეოთხე ჩაკრამდე ასვლას.

ყურადღებით წავიკითხე. smile.gif ეჭვი მქონდა კუნდალინის ენერგიაზე, მაგრამ საბოლოოდ დავრწმუნდი შენი პოსტის შემდეგ.
QUOTE(kate @ 5th July 2011 - 08:00 AM) *
ასევე შეიძლება მედიტაციის შედეგად კუნდალინის სპონტანურად ამოძრავება. ყველა შემთხვევაში გასათვალისწინებელია რომ ეს არის უზარმაზარი, ცეცხლოვანი, ძალიან ძლიერი ენერგია, რომელსაც როგორც შემოქმედება, უდიდეს სულიერ სიმაღლეებზე ასვლა, ასევე ფიზიკური სხეულის დანგრევა შეუძლია.

კონკრეტულად შეგიძლია მითხრა რა დადებითი შეიძლება მომიტანის ფიზიკურ სხეულში ყოფნისას ჩემს სულს ამ ენერგიაზე მუშაობამ?
QUOTE(kate @ 5th July 2011 - 08:00 AM) *
როცა მისი სპონტანურად ამოძრავება ხდება, როგორც წესი რაღაცნაირად "შემთხვევით", მაინც იღებ ინფორმაციას, გულის ჩაკრიდან შეიძლება მრავალი წელი დაჭირდეს კუნდალინს მეექვსე ჩაკრამდე ასასვლელად, მაგრამ შეიძლება მეორე დღესვე ამოძრავდეს,

საერთოდ იშვიათად ვმედიტირებ. მედიტაცია კი ასეთი იყო: ძილის წინ დავწექი გულაღმა, ჯერ სრულად მოვადუნე სხეული, მერე გავთიშე ყველა აზრი, ყველა ფიქრი და ასე გავიდა საათი, საათნახევარი სრულ სიცარიელეში. და ამ დროს სპონტანურად წამოვიდა ეს შეგრძნებები.
kate
QUOTE(old_man @ 5th July 2011 - 01:01 AM) *
რა დადებითი შეიძლება მომიტანის ფიზიკურ სხეულში ყოფნისას ჩემს სულს ამ ენერგიაზე მუშაობამ?

თუ ამისთვის მზად ხარ ეს არის უმაღლეს მესთან, ღვთიურთან პირდაპირი კავშირის საშუალება. ამ საშუალებას იყენებენ უძველესი ხალხი გაუცნობიერებლად, მათთვის ეს ბუნებრივია, ჩვენ დავკარგეთ ყველაფერი (შამანების რიტმული, რიტუალური ცეკვები, სანამ სულებს დაუკავშირდებიან, კუნდალინის გასაღვიძებელი ფიზიკური მოძრაობებია), წარმოიდგინე, ჩვენი ტვინი ახლა ჩამქრალი ნათურაა, კუნდალინი კი ელექტროობა, თუ მას მოულოდნელად დიდი რაოდენობით მივაწოდებთ, ნათურა გადაიწვება, და იმას ვეღარ შეაკეთებ, ან ზუსტი რაოდენოდით უნდა მიეწოდოს, ან ნელნელა გაიზარდოს ძაბვა სანამ ნათურა არ აინთება. ზემოთ ვწერდი, რომ მეშვიდე და მერვე ჩაკრას შორის არის კედელი, ჰოდა კუნდალინის ენერგიით ეს კედელიც ინგრევა და პირდაპირ უკავშირდები ზედა განზომილებებს. ფიზიკურ პლანზე ეს სხვადასხვა სიდხებია.
Qocho
ციტატა(old_man @ Jul 4 2011, 10:20 PM) *
ეს იყო კოსმიური მასშტაბების სიყვარულის განცდა...
ვინმეს ხომ არ განგიცდიათ მსგავსი?


მაგარია, გილოცავ smile.gif
რაღაც ნეტარების შეგრძნება არ გრძელდება ახლაც? (ნაწილობრივ)

ასეთი ნამდვილად არ მქონია, გულზე მედიტაციის დროს კი, საოცარი შეგრძნება მეუფლება, ვგრძნობ რომ სხვას არაფერს აზრი არ აქვს...
td.........
QUOTE(Qocho @ 5th July 2011 - 11:44 PM) *
ეს იყო კოსმიური მასშტაბების სიყვარულის განცდა...
ვინმეს ხომ არ განგიცდიათ მსგავსი?

მე მქონია, მაგრამ მედიტაციის დროს არა, არც ლოცვის, პირიქით საშინელ სტრესში აღმოვჩნდი.. და ამ დროს იყო ეს განცდა, როდესაც საოცარი , აუწერელი მაშტაბის სიყვარული მოვიდა,ყოვლისმომცველი, ულევი, ძნელია ამის აღწერა... ის ადამიანები კი, ვინც იქ იყო, აღარ იყვნენ ადამიანები, მიწიერი გაგებით.. მე მათ სულებს ვხედავდი და განვიცდიდი..
ეს ერთხელ იყო ცხადში, მაგრამ სხვა დროს სიზმარში ყოფილა მსგავსი განცდა,ოღონდ ბევრად უფრო სუსტი...
litasi
მგონი ამას მედიტაცია არ უნდა... ხანდახან თავისთავადაც იხსნება ხოლმე.... და მოდის ესეთი შეგრძნება smile.gif განუმეორებელია
David27
მსგავსი შეგრძნების დროს მკვეთრად ემიჯნება სული სხეულს, ყველაფერი ''ზანზარებს'' შიგნით , სხეული ცრემლად იღვრება და ძლიერი სინანული ჩნდება..
old_man
QUOTE(Qocho @ 5th July 2011 - 11:44 PM) *
რაღაც ნეტარების შეგრძნება არ გრძელდება ახლაც? (ნაწილობრივ)

სამწუხაროდ არა..
Atman
ნეტარების შეგრძნება "პაბოჩნი ეფექტი" უნდა იყოს და არა თვითმიზანი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შეგრძნება დროებითი იქნება.
old_man
QUOTE(atman @ 6th July 2011 - 02:20 PM) *
ნეტარების შეგრძნება "პაბოჩნი ეფექტი" უნდა იყოს და არა თვითმიზანი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შეგრძნება დროებითი იქნება.

რა თქმა უნდა. შეიძლება ასევე ძლიერი ნეტარება მიიღო ნარკოტიკით, მაგრამ მერე...?
აი პრიმიტიული მაგალითი, დაახლოებით იგივეა როცა რაღაცისკენ რომ ისწრაფი, ვთქვათ ჩემპიონობისკენ რომელიმე სპორტში და გახდი როგორც იქნა ჩემპიონი და დაგეუფლა ამ მიღწევით ნეტარების განცდა...
და შეიძლება გინდოდეს ეს განცდა ისე დაგეუფლოს რომ ჩემპიონი ვერ გახდე? რა თქმა უნდა არა )) თუმცა, შეიძლება გინდოდეს და ვთქვათ დაგეუფლა, მაგრამ ამას აზრი ექნება?
guest..
QUOTE(old_man @ Jul 6 2011, 03:33 PM) *
რა თქმა უნდა. შეიძლება ასევე ძლიერი ნეტარება მიიღო ნარკოტიკით, მაგრამ მერე...?

მერე ჩალიჩობ ნარკოტიკს რომ კიდევ და კიდევ და კიდევ განიცადო biggrin.gif
kate
QUOTE(old_man @ 6th July 2011 - 06:33 AM) *
და შეიძლება გინდოდეს ეს განცდა ისე დაგეუფლოს რომ ჩემპიონი ვერ გახდე? რა თქმა უნდა არა )) თუმცა, შეიძლება გინდოდეს და ვთქვათ დაგეუფლა, მაგრამ ამას აზრი ექნება?

მე ცოტა სხვანაირად ვიტყოდი, ამ განცდას რაც შეეხება, კი, იმ დროს მართლაც საოცარი ნეტარების განცდაა, მაგრამ, როგორც Atman-ი წერს, ეს განცდა კი არ არის ნმიშვნელოვანი, არამედ ის გრძნობა რასაც ეს განცდა ახლავს თან. ანუ უპირობო სიყვარულის შეგრძნება, და თუ ეს ერთხელ გამოგიცდია, არასდროს გავიწყდება. უბრალოდ უკვე იცი რა არის სიყვარული და ეს არის აქ მთავარი. ფიზიკურ ნეტარებას სულიერი გრძნობით განიცდი, და ამის შემდეგ იცი რომ ნეტარების სხვაგან ძებნა, მითუმეტეს ნარკოტიკში, რომელიც მერე შენში სინანულის და დანაშაულის მთელ გროვას ტოვებს და სულიერადაც უკან გწევს, უბრალოდ უაზრობა და სისულელეა. უბრალოდ უკვე იცი, მართლა იცი, რომ სიყვარულზე უდიდესი ძალა და ენერგია არ არსებობს არსად.
თაია
ციტატა(kate @ 6th July 2011 - 10:40 PM) *
მე ცოტა სხვანაირად ვიტყოდი, ამ განცდას რაც შეეხება, კი, იმ დროს მართლაც საოცარი ნეტარების განცდაა, მაგრამ, როგორც Atman-ი წერს, ეს განცდა კი არ არის ნმიშვნელოვანი, არამედ ის გრძნობა რასაც ეს განცდა ახლავს თან. ანუ უპირობო სიყვარულის შეგრძნება, და თუ ეს ერთხელ გამოგიცდია, არასდროს გავიწყდება. უბრალოდ უკვე იცი რა არის სიყვარული და ეს არის აქ მთავარი. ფიზიკურ ნეტარებას სულიერი გრძნობით განიცდი, და ამის შემდეგ იცი რომ ნეტარების სხვაგან ძებნა, მითუმეტეს ნარკოტიკში, რომელიც მერე შენში სინანულის და დანაშაულის მთელ გროვას ტოვებს და სულიერადაც უკან გწევს, უბრალოდ უაზრობა და სისულელეა. უბრალოდ უკვე იცი, მართლა იცი, რომ სიყვარულზე უდიდესი ძალა და ენერგია არ არსებობს არსად.



გაიხარე, ქეთი... შენ ისეთ რამეს ამბობ ახლა, რასაც მთელი სიცოცხლეა ვამტკიცებ!

old_man
QUOTE(kate @ 6th July 2011 - 10:40 PM) *
ანუ უპირობო სიყვარულის შეგრძნება, და თუ ეს ერთხელ გამოგიცდია, არასდროს გავიწყდება. უბრალოდ უკვე იცი რა არის სიყვარული და ეს არის აქ მთავარი. ფიზიკურ ნეტარებას სულიერი გრძნობით განიცდი,

ჰო ეს მართალია... მე უკვე ვიცი, რა გრძნობაა ეს, რადგან გამოვცადე.. და უკვე ვიცი რისკენ უნდა ვისწრაფოდე. და ეს სიყვარულია სამყაროს ჭეშმარიტება. მაგრამ ყოველდღიურ რუტინაში დავიწყება იცის sad.gif თუმცა ეს ფორუმი არ მაძლევს საშუალებას რომ დავივიწყო ))
თაია
ციტატა(old_man @ 7th July 2011 - 03:45 PM) *
ჰო ეს მართალია... მე უკვე ვიცი, რა გრძნობაა ეს, რადგან გამოვცადე.. და უკვე ვიცი რისკენ უნდა ვისწრაფოდე. და ეს სიყვარულია სამყაროს ჭეშმარიტება. მაგრამ ყოველდღიურ რუტინაში დავიწყება იცის ))


შენც გაიხარე, ”მოხუცო”... smile.gif))

ლამისაა მოგხვიოთ ხელი და ყველა ერთად წაგიყვანოთ ექსკურსიაზე ან სამუდამოდ თაიაზე...
მომეწონეთ ყველანი!

(წაყვანა - მართალი არ გეგონოთ, ეს შეუძლებელია!) smile.gif)))
old_man
თაია

QUOTE(თაია @ 7th July 2011 - 03:56 PM) *
ლამისაა მოგხვიოთ ხელი და ყველა ერთად წაგიყვანოთ ექსკურსიაზე ან სამუდამოდ თაიაზე...
მომეწონეთ ყველანი!

(წაყვანა - მართალი არ გეგონოთ, ეს შეუძლებელია!) )))

ექსკურსიაზე მაინც წაგვიყვანე რა smile.gif)
თაია
ციტატა(old_man @ 7th July 2011 - 05:58 PM) *
ექსკურსიაზე მაინც წაგვიყვანე რა )



ჯერ კუს ტბაზე წადით... smile.gif))
Τρισμέγιστος
QUOTE
ეჭვი მქონდა კუნდალინის ენერგიაზე, მაგრამ საბოლოოდ დავრწმუნდი შენი პოსტის შემდეგ.

ტყუილად დარწმუნდი. არ არის ის კუნდალინი, რასაც შენ აღწერ.
და "გულის ჩაკრაც" არაფერ შუაშია ამასთან.
გამოსხივება, სინათლე თუ აღიქვი.
ეგ არი მანდ მთავარი.
რასაც შენ აღწერ ის უფრო კარმულ მომენტს ჰგავს, გახსენებას.smile.gif
Τρισμέγιστος
QUOTE
პრანის აღებას ამ ჩაკრიდან
kate
დღეს პრანას ვეღარ აიღებ ჩაკრადან ერთი მარტივი მიზეზის გამო. პრანა აღარ არსებობს იმ აურაში სადაც ჩვენ ვიმყოფებით და საიდანაც გასული არიან ის სულიერი არსებები, რასაც ძველი ეპოქების ადამიანი შეისუნთქვდა.
კუნდალინზეც არასწორად წერთ.smile.gif
რატომ აბნევთ ადამიანებს, დაფიქრდით...smile.gif
kate
QUOTE(Τρισμέγιστος @ Nov 9 2011, 06:04 AM) *
kate
დღეს პრანას ვეღარ აიღებ ჩაკრადან ერთი მარტივი მიზეზის გამო. პრანა აღარ არსებობს იმ აურაში სადაც ჩვენ ვიმყოფებით და საიდანაც გასული არიან ის სულიერი არსებები, რასაც ძველი ეპოქების ადამიანი შეისუნთქვდა.
კუნდალინზეც არასწორად წერთ.smile.gif
რატომ აბნევთ ადამიანებს, დაფიქრდით...smile.gif

პრანა რომ არ არსებობდეს, ჩვენც ვეღარ ვიარსებებდით.
და შენ თვითონ რატომ იბნევი smile.gif?, მე მხოლოდ ჩემს ცოდნას და ინფორმაციას ვწერ, ისე როგორც მესმის, შენ შენი შემოგვთავაზე.
Τρισμέγιστος
QUOTE
პრანა რომ არ არსებობდეს, ჩვენც ვეღარ ვიარსებებდით.
და შენ თვითონ რატომ იბნევი?
ყურადღებით წაიკითხეsmile.gif
QUOTE
დღეს
QUOTE
პრანა აღარ არსებობსიმ აურაში სადაც ჩვენ ვიმყოფებით და საიდანაც გასული არიან ის სულიერი არსებები, რასაც ძველი ეპოქების ადამიანი შეისუნთქვდა.

ის იყო გარეთ, და ახლა შემოსულია შიგნით. ეს ვთქვი მე, როგორც ეზოთერულ ენაზე მოსაუბრე ადამიანთა შორის. მაგრამ,... smile.gif
ადრე, უძველეს ეპოქებში ადამიანი ჩაკრებზე მუშაობდა გარედან. გამოსული თავისი სხეულიდან. დღეს, ამგვარი მუშაობა, ეს მეთოდი არასწორია. არადა ისევ ამ მეთოდს მიმართავენ. ადამიანები იბადებიან,ინკარნირდებიან ძველი, არათანადროული სამშვინველებით და ამიტომაც აქვთ მიდრეკილება იმ ძველი მეთოდებისადმი. ამიტომაც ისმენენ და განისწავლებიან ლუციფერის იმპულსით აღბეჭდილი სულიერ-ეზოთერული სწავლებებით. იმ მეთოდებით, რაც მათ მისცემს ილუზიას და არა სინამდვილეს. ხოლო მოგეხსენებათ, რომ სულიერ პლანზე, მითუფრო დამწყებისათვის ძალიან ძნელია ილუზიისა და სინამდვილის გარჩევა. სად უნდა ვისწავლოთ მათი გარჩევა თუ არა აქ-მიწიერ სხეულში, ცნობიერ სამშვინველში? სულიერ სამყაროში ამას ვერ ვისწავლით. გავებმევით ილუზიაში, მოვა ძია ლუციფერი და შეახრამუნებს ჩვენს სამშვინველსbiggrin.gif ძია არიმანი კი ჩვენი სამშვინველის სხეულს. არ გადაგაგდებთ. მაგ გზას მიუყვება კაცობრიობის დიდი ნაწილი. ემართებათ.
ამა თუ იმ მეთოდისადმი თქვენს მიდრეკილებაზე გააკეთეთ მედიტაცია.
შენ შენი შემოგვთავაზე.
კარგი აზრია. smile.gif
Τρισμέγιστος
კარგი აზრია, მაგრამ შემზადება უნდა ამას. ჯერ სხვადასხვა სულიერი აზრებით. ვნახოთ, ვსინჯოთ. დროის ფაქტორიც უნდა გავითვალისწინოთ.
vladimer0110
...გავებმევით ილუზიაში, მოვა ძია ლუციფერი და შეახრამუნებს ჩვენს სამშვინველს ძია არიმანი კი ჩვენი სამშვინველის სხეულს...

შეგიძლია განავრცო ეს წინადადება თემის სახით?
Τρισμέγιστος
QUOTE
მთელს სამყაროში არსებობს მხოლოდ ხუთი შემომქმედი(creation) ენერგია, ჩვენს სამყაროში მათგან მხოლოდ ორია. ეს არის სექსუალური ენერგია და კუნდალინის ენერგია.

შობას გილოცავsmile.gif
მაგრამ ეს აზრი სინამდვილეს არ შეესაბამება.
5 "ელემენტი" ნამდვილად არის (ხომ ვერ დაგვისახელებ?) მაგრამ ის, რომ "ჩვენს სამყაროში მხოლოდ ორია" არასწორი აზრია. ეგეც არ იყოს, კუნდალინი თვითონ წარმოადგენს 2 ენერგიასsmile.gif ხომ ვერ გვეტყვი კერძოდ რა და რას?
და ზუსტად იგივეა ქალ–კაცური (როგორც შენ მას უწოდებ –"სექსუალური") ელემენტები. რა ელემენტებია ეს ელემენტები, შეგიძლია რომ დაასახელო?

ვფიქრობ, რომ საჭიროა ამ საკითხებზე ცოტა გახსნილად საუბარი,რათა ადამიანებს თავგზა არ დაებნეთ და გაუგებრობაში არ ჩაცვივდნენ.
Untitled_11
QUOTE(Atman @ Apr 25 2011, 07:58 PM) *
თავიდან მწველი შეგრძნებაა, თითქოს თან გტკივა და თან გსიამოვნებს. მერე უკვე უფრო სიამოვნებაში გადადის, ბოლოს კი ეჩვევი და უფრო მეტი სიამოვნება გინდა, ამიტომ სხვა ჩაკრაზე ჩალიჩობ biggrin.gif


Just_Cuz_01.gif

აშკარად ამას ვგრძნობ smile.gif)))))))))
და მერე რა ხდება?
kate
Τρισμέγιστος
QUOTE(Τρισμέγιστος @ 25th December 2011 - 12:54 AM) *
მაგრამ ეს აზრი სინამდვილეს არ შეესაბამება

კეთილი იყოს შენი დაბრუნება, მაგრამ ერთ საკითხში თუ შევთანხმდებით, მართლა კარგი იქნება - კატეგორიული გამოთქმა "ეს სინამდვილეს არ შეეფარდება", თავისთავში გულისხმობს რომ შენ იცი, რა შეეფარდება სინამდვილეს. ხოლო იმ საკითხებში, რაზედაც ამ ფორუმზე ვმსჯელობთ არავინაა ექსპერტი ჭეშმარიტების და არა მარტო ჩვენს ფორუმზე, უბრალოდ არ არის ასეთი ადამიანი, რადგან ეს ყველაფერი სულიერ სფეროს განეკუთვნება, და არა წიგნებიდან ან სხვა წყაროებიდან მიღებულ ცოდნას, რომელსაც უტყუარობის გარანტია მოყვება. ასეთი ინფორმაციის ან გჯერა ან არა, იღებ ან არა, გრძნობ კავშირს ან არა, რეზონირებს შენთან ან არა...... ყველა ეჭვი, ვარაუდი, არდაჯერება - მისაღებია. მაგრამ კატეგორიული უარყოფა (როდესაც სარწმუნოს ან უკეთესს ვერაფერს მთავაზობს) ან კატეგორიულად ჭეშმარიტების მტკიცება - კამათის ან თუნდაც საუბრის ყოველგვარ აზრზს და სურვილს კლავს, რადგან ასეთ ადამიანს სერიოზულად ვერ მივიღებ. ახლა კი ისე ვუპასუხებ შენს კითხვებს, თითქოს მართლა იმიტომ დასვი, რომ გაინტერესებს და თითქოს ვერ მივხვდი ირონია smile.gif
kate
Τρισμέγιστος
QUOTE(Τρισμέγιστος @ 25th December 2011 - 12:54 AM) *
5 "ელემენტი" ნამდვილად არის (ხომ ვერ დაგვისახელებ

ჯერ ერთი აქ საუბარი იყო ხუთ შემოქმედ, შემქნელ ენერგიებზე, და არა ელემენტებზე. საერთოდ კი ძირითადი ენერგია მხოლოდ ერთია, გინდა მას ღვთიური ენერგია უწოდე გინდა სიყვარულის. მხოლოდ ერთი ენერგია და ამ ენერგიის ერთი წყარო არსებობს, რომელის არსებობის სხვადასხვა დონეზე, ქმნილების სხვადასხვა საფეხურზე, იყოფა და ტრანსფორმირდება, ჩვენს სამყაროში შემქმნელი, შემოქმედი, ანუ ის რომელსაც რაიმეს შექმნა შეუძლია მხოლოდ ორია სექსუალური, რომელიც სექსთან და ორგაზმთან არ ასოცირდება, და კუნდალინის.
ახლა რაც შეეხება ელემენტებს, ჩინური უო-სინის მიხედვით მართლაც ხუთი ელემენტია (რომლითაც ძირითადად ჩინური ტრადიციული მედიცინა და ფენ-შუი ხელმძღვანელობა) - ხე, ცეცხლი, მიწა, მეტალი, წყალი (ჩინური პენტაგრამა), მაგრამ, მათ უფრო ხუთ საფეხურს, ხუთ მოძრაობას უწოდებენ, რადგან ერთმანეთში გადადიან და წარმოქმნიან ერთმანეთს, ეს არის მატერიალური სამყაროს შენების მოძრაობები. ეზოთერული გაგებით სამყაროს საწყისი ელემენტები ცოტა სხვანაირად გამოიყურება, მატერიალური სამყარო აგებულია ოთხი ძირითადი ელემენტით - ცეცხლი, მიწა, ჰაერი, წყალი, მაგრამ ამ მატერიალური სამყაროს მდგრადობას, არსებობას, სიცოცხლეს განაპირობებს მეხუთე ელემენტი, რომელსაც სხვადასხვა მსოფლმხედველობა სხვადასხვა სახელით ცნობს - პლატონი მას ქვისესტენსს - მეხუთე ელემენტს უწოდებდა, იგივე ეთერს (პლატონის სოლიდებიდან, იმედია გაგიგია, მას დოდეკაედრი შეესაბამებოდა და ამდენად ყველაზე საკრალურ ფიგურად ითვლებოდა), ჰერმეს-ტრისმაგუსტი, იგივე ტოტი მხოლოდ ოთხ საწყის ელემენტს ასახელებს მეხუთედ კი შეუცნობელს, ყველგან შემღწევადს, ასევე ძველი ეგვიპტელები, ინდური მსოფლმხედველობით, მეხუთე ელემენტად აკაშა სახელდება, ასევე ტიბეტელები თვლიან რომ ჩვენი სხეული, ისევე როგორც მთელი სამყარო ამ ოთხი ელემენტისაგან შედგება, მაგრამ მეხუთე განაპირობებს მის არსებობას, სიკვდილის წინ კი, და ეს კარგად არის აღწერილი "ტიბეტელთა მკვდართა წიგნში" ყველა ელემენტი სათითაოდ ტოვებს ორგანიზმს. უძველესი ხალხი, როგორიცაა ინდიელები, ვაიტახა, მაორები, ზულუსები.... ცნობენ ოთხივე ელემენტს და მეხუთედ დიად სულს აღიარებენ. ყველა მათგანის მიხედვით კი ოთხივე ელემენტთან გაცნობიერებული და გაერთიანებული ადამიანი წარმოადგენს მეხუთე ელემენტს.
დავუბრუნდეთ ისევ შემქმნელ ენერგიებს (არ ვიცი, რამდენად სწორად ჟღერს ქართულად), სექსუალური ენერგია ამ შემთხვევაში არ განიხილება როგორც ქალურ-კაცური ენერგია, არამედ როგორც ერთი მთლიანად დაბალანსებული ენერგია (ამიტომაც ითვლება ამ დუალისტურ სამყაროში მხოლოდ ეს ორი ენერგია შემქმნელად, თუ რატომ და როგორ არის მხოლოდ ეს ორი ენერგია არა დუალისტური და სრულ ბალანსში, სხვა დიდი და საინტერესო თემაა), რომლითაც შეუძლია ისარგებლოს როგორც მამრობითმა საწყისმა, ასევე მდედრობითმა, ამ ენერგიით ხდება მატერიალურ სამყაროში მატერიალური სამყაროსვე შექმნა, ამ ენერგიით სარგებლობს, იქმნება და მრავლდება კრისტალები, მცენარეები... ადამიანები, უკვე ვახსენე, რომ სექსუალური ენერგია არ უნდა ავურიოთ სექსში და ორგაზმში, ეს ამ ენერგიის ფიზიკური გამოვლინებაა, და არა შექმნის პროცესი. ყველა შექმნის, გამრავლების პროცესი სექსუალური ენერგიით იმართება, თუმცა ვიცით, რომ არსებობს არასქესობრივი გამრავლება, როგორც მცენარეებში ასევე ცხოველებშიც.
მატერიალურ სამყაროს თუ სექსუალური ენერგია ქმნის, ამ მატერიალურ სამყაროში სულიერი სამყაროს "ხედვის"
"შექმნის" საშუალებას კუნდალინის ენერგია იძლევა. ეს ორი ენერგია(და არა მარტო, მაგრამ ჩვენთან მხოლოდ ეს ორი არსებობს) მთელს სამყაროში, მის ყველა განზომილებაში არსებობს, პირველი ქმნის იგივე სამყაროში, მეორე ზედა სამყაროს გასაღებია.
soi
ციტატა(old_man @ Jul 4 2011, 10:20 PM) *
არ ვიცი შეიძლება გულის ჩაკრის გახსნა იყო, მაგრამ მედიტაციისას, ორჯერ ისეთი ბედნიერების, სიამოვნების და სიყვარულის განცდები დამეუფლა, რომ არ ვიცი...ვერავითარი ფიზიკური შეგრძნება ვერ შეედრებოდა... ნელ-ნელა ტალღებივით წამოვიდა, რამდენიმე წუთი გაგრძელდა და ლამის გავგიჟდი ბედნიერებისგან, თან ისეთი შეგრძნება დამეუფლა რომ მეგონა ვეღარ გავუძლებდი ისეთი ვიბრაციული ძალა ჰქონდა...
ეს იყო კოსმიური მასშტაბების სიყვარულის განცდა...
ვინმეს ხომ არ განგიცდიათ მსგავსი?


რამდენჯერმე დამემათა ესე ჩემ თავზე მუშაობა რომ გადავწყვიტე, nlp რაღაცეებს ვკითხულობდი და გადამეკეტა.. biggrin.gif სიყვარულის შეგრძნება იხსნება უსაზღვროდ, მთელი ძალით მოდის და მგონია რომ ვეღარ გავძლებ, სული მეხუთება ზედმეტი სიყვარულისგან..თითქის ღიაა ჩემი სული და თავს და კოსმოსს შორის მაგნიტია, მიიზიდავენ ერთმანეთს და ყველაფერი შემიძლია იმ დროს და მოკლედ ვერ აღვწერ შოკი მემართება.. angel1.gif
Τρισμέγιστος
kate
სწავლებები იცვლება დროში. ევოლუციას განიცდის.სხვადასხვა ეტაპზე სრულყოფის განსხვავებული ხარისხით არის შესაძლებელი დანახვა. რაც დაასახელე ეგ ყველა ცოდნა არის ხელდასხმის სხვადასხვა სკოლებიდან, სხვადასხვა მისტერიებიდან,ამიტომ არის სხვადასხვა ენით გამოხატული და მათი გაგება თუ სწორი არ არის დიდ აჯაფსანდალს იწვევს.
ასე, მაგალითად, ფენ შუის მიხედვით დასახელებული 5 ელემენტიდან 4 მთგანი სინამდვილეში ელემენტები კი არაა არამედ ელემენტების შედეგებია, როგორც სტიქიები.smile.gif
4 სტიქია არის 4 ელემენტის შედეგი.რაც შეეხება მეხუთეს, ცხადია მათ მხედველობაში არა აქვთ ხე, როგორც ასეთი. ასეთი გაგება კომიკურ სიტუაციას გამოიწვევდა და გამოიწვევს, თუ ვინმეს ასე წარმოუდგენია, რომ მეხუთე ელემენტი (ანუ პირველი) არის ნაძვი, ან ალვისხეsmile.gif საუბარია ეთერულ სუბსტანციაზე, სიცოცხლის სუბსტანციაზე.
QUOTE
ეზოთერული გაგებით სამყაროს საწყისი ელემენტები ცოტა სხვანაირად გამოიყურება, მატერიალური სამყარო აგებულია ოთხი ძირითადი ელემენტით - ცეცხლი, მიწა, ჰაერი, წყალი, მაგრამ ამ მატერიალური სამყაროს მდგრადობას, არსებობას, სიცოცხლეს განაპირობებს მეხუთე ელემენტი, რომელსაც სხვადასხვა მსოფლმხედველობა სხვადასხვა სახელით ცნობს - პლატონი მას ქვისესტენსს - მეხუთე ელემენტს უწოდებდა, იგივე ეთერს (პლატონის სოლიდებიდან, იმედია გაგიგია, მას დოდეკაედრი შეესაბამებოდა
დოდეკაედრი მარტო პლატონთან არ გამიგია.ეგვიპტური კალენდარი ეფუძნებოდა.მანამდე 12 ზოდიაქო წარმოადგენს დოდეკაედრს- 5-ისა და 7-ის ჯამს.
სალვადორ დალისაც აქვს, ისეsmile.gif
რაც შეეხება ეზოთერული ხედვით,სინამდვილე ასე გამოიყურება: (ეზოთერულად თანმიმდევრობა განსხვავებით ლაგდება, მოგეხსენება)
2 ძირითადი ელმენტია (ჯერ აქ არ დავასახელებ) და მისი შედეგია ის, რასაც ქალ-კაცურს უწოდებენ.ქალ-კაცურს უზოგადესი გაგებით.იმას რასაც შენი წყარო უთითებს, როგორც სექსუალურს, ეს არ არის სექსუალური, არამედ გამანაყოფიერებელი- ოპლოდოტვორიაიუშჩი, რასაც არავითარი კავშირი არა აქვს სექსუალურთან. ეს მცდარი გაგებაა.
ამ 2 ძირითადი ელემენტის (გნებავთ უწოდეთ მას ორერთიანი ელემენტი -დვუედინნი ) ენერგიიდან გამომდინარეობს მესამე- შუალედური ელემენტი, და შემკრები მეოთხე ელემენტი.
ამ ელემენტებიდან წარმოიქმნება შემდგომში, ხანგრძლივი ეონების მანძილზე (7+5) ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ 4 სტიქიას.smile.gif
ხოლო მეხუთე ელემენტი სწორედაც რომ გახლავთ აკაშა. უნივერსუმი.არაფრადი და ყოველივე. ამიტომ ვერ ვუწოდებთ (პრინციპში) მას სიყვარულის ელემენტს.smile.gif
ამ გარემოების გამო, უდიდესი გნოსტიკოსი ხელდასხმულები ძეს უფრო მაღლა აყენებდნენ ვიდრე მამასsmile.gif
QUOTE
ჰერმეს-ტრისმაგუსტი,

ტრისმეგისტი. smile.gif
აბსოლუტურად ჭვრეტდა ჰერმეს ტრისმეგისტი. და ამ ხუთს განადიდებდა სამებაში.5+3=7
old_man
soi
QUOTE
რამდენჯერმე დამემათა ესე ჩემ თავზე მუშაობა რომ გადავწყვიტე, nlp რაღაცეებს ვკითხულობდი და გადამეკეტა.. სიყვარულის შეგრძნება იხსნება უსაზღვროდ, მთელი ძალით მოდის და მგონია რომ ვეღარ გავძლებ, სული მეხუთება ზედმეტი სიყვარულისგან..თითქის ღიაა ჩემი სული და თავს და კოსმოსს შორის მაგნიტია, მიიზიდავენ ერთმანეთს და ყველაფერი შემიძლია იმ დროს და მოკლედ ვერ აღვწერ შოკი მემართება..

მაგარია. ზუსტად აღწერე smile.gif მაგრამ ვერ გავიგე კარგად, ეს შეგრძნება თავისით მოვიდა, კითხვით? ))) თუ რამე პრაქტიკებს აკეთებდი?
Untitled_11
QUOTE
სული მეხუთება ზედმეტი სიყვარულისგან..თითქის ღიაა ჩემი სული და თავს და კოსმოსს შორის მაგნიტია, მიიზიდავენ ერთმანეთს და ყველაფერი შემიძლია იმ დროს და მოკლედ ვერ აღვწერ შოკი მემართება


2010 წელი
მარჯანიშვილის თეატრი "ფაუსტი" ლიტვური დადგმა
და ის.. და და და smile.gif)))))))))))

მასეთი რამ იმის მერე აღარ მიგრძვნია. მე ვფიქრობ რომ ადამიანმა შეიძლება კითხვის გარეშეც, ბუნებრივი მოვლენების და გარმომებებიდან გამოდინარე მიიღოს ეგ ყველაფერი. თუმცა თვითშთაგონებაც ბევრ რამეს ხნის..
soi
ციტატა(old_man @ Dec 28 2011, 01:09 PM) *
soi

მაგარია. ზუსტად აღწერე smile.gif მაგრამ ვერ გავიგე კარგად, ეს შეგრძნება თავისით მოვიდა, კითხვით? ))) თუ რამე პრაქტიკებს აკეთებდი?



მაგ პერიოდში ფსიქოლოგიის კურსებზე დავდიოდი და იქიდან სულ მოვფრინავდი დადებითი განწყობით..)) არ მახსოვს პრაქტიკას ვცდილობდი თუ არა, მაგრამ ღამე ოთახიდან ოთახში გიჟივით რომ დავრბოდი ბედნიერი ეს მახსოვს..ვერ ვჯდებოდი,ვეღარც ვიძინებდი ბედნიერებისგან,ისტერიული ბედნიერება მჭირდა,ლამის კანიდან ამოვხტი.. biggrin.gif საერთოდ ადვილად შევიგრძნობ და შეგრძნებითი მეხსიერება უფრო მაქვს..პრაქტიკის გარეშეც როცა ვკითხულობ ესეთ თემებზე,იმხელა ატმოსფერო იქმნება რომ ბედნიერი გაჭედვები მემართება.. JC_cupidgirl.gif
soi
ციტატა(ანა @ Dec 28 2011, 01:14 PM) *
2010 წელი
მარჯანიშვილის თეატრი "ფაუსტი" ლიტვური დადგმა
და ის.. და და და smile.gif)))))))))))

მასეთი რამ იმის მერე აღარ მიგრძვნია. მე ვფიქრობ რომ ადამიანმა შეიძლება კითხვის გარეშეც, ბუნებრივი მოვლენების და გარმომებებიდან გამოდინარე მიიღოს ეგ ყველაფერი. თუმცა თვითშთაგონებაც ბევრ რამეს ხნის..



ჯერ არ მინახავს..დამაინტერესა ჩემზეც თუ დატოვებს ესეთ შთაბეჭდილებას.. rolleyes.gif
Galahad
ანა
QUOTE(ანა @ 28th December 2011 - 01:14 PM) *
2010 წელი
მარჯანიშვილის თეატრი "ფაუსტი" ლიტვური დადგმა
და ის.. და და და )))))))))))

მასეთი რამ იმის მერე აღარ მიგრძვნია. მე ვფიქრობ რომ ადამიანმა შეიძლება კითხვის გარეშეც, ბუნებრივი მოვლენების და გარმომებებიდან გამოდინარე მიიღოს ეგ ყველაფერი. თუმცა თვითშთაგონებაც ბევრ რამეს ხნის..


პაზოლინის ნათქვამი მომწონს: კინემატოგრაფია ვერასოდეს მისწვდება ჯეროვნად ტექსტის პოეტურ სიმაღლეებს.

ამ შემთხვევაში თეატრზეა საუბარი, თუმცა მაინც ახლოს არის ნათქვამთან. ფაუსტის მიღება თუნდაც ერთი დადგმით შეუძლებელია, იმდენად რთული და უსაზღვროა. smile.gif
Untitled_13
ხშირად მაქვსხოლმე.
ენიტაუწერელი ბედნიერების და სამყაროს უპირობო სიყვარულის შეგრძნება smile.gif ეს იწყება გაცნობიერებიდან, მცენარიდან ატარა ფოთლიდან და უცებ ერთ წამში ყველაფერი იმდენად ნათელი ხდება, ხდებახოლმე.. მხოლოდ ვერ ვუზიარებ ვერავის, გვერდით შეიძლება იჯდეს ადამიანი და ტან ვხედავდე ის როგორი ჩაკეტილია და ეს უდიდეს სევდასმგვრის და მერე მეტირება. რომ შეგეეძლოს შენი ემოციის გადაცემა ხომ შეიძლლება? თუ შენთვის უნდა დაიტოვო? რატომ მაქვს მოტხოვნილება ყველას გავუზიარო.. სულ
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.