Help - Search - Members - Calendar
Full Version: წერილი ღმერთს
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > თავისუფალი განყოფილება
Pages: 1, 2
Atman
მოდი სიახლე შემოვიტანოთ ფორუმზე. ყველამ, ვისაც შეგვიძლია და ვისაც გვინდა წერილი დავუწეროთ ღმერთს. წარმოვიდგინოთ, რომ ღმერთი პიროვნებაა, რომელიც ამ ჩვენს წერილებს გულისყურით წაიკითხავს (და იმედია რაღაც ფორმით გვიპასუხებს კიდეც)...

მე ჯერ არ ვიცი რა დავწერო. თუ სათქმელი გამიჩნდება აუცილებლად დავწერ.

იქნებ ვინმეს უნდა რამე დაწეროს? თუნდაც ორი სიტყვა... თუნდაც დიიიდი წერილი... smile.gif
kate
Atman
თამაშის წესებით ჯერ შენ უნდა დაწერო smile.gif
Atman
QUOTE(kate @ 1st June 2011 - 10:09 PM) *
თამაშის წესებით ჯერ შენ უნდა დაწერო


я так не играю tongue.gif
elli
გურული ხომ იცით როგორ გაუგზავნიდა წერილს?


angel1.gif



--რომ ხარ ქე ვიცი,
--რა მინდა კე იცი,
-აბა შენ იცი!!!!
ირმა
elli
QUOTE(elli @ 2nd June 2011 - 11:08 PM) *
--რომ ხარ ქე ვიცი,
--რა მინდა კე იცი,
-აბა შენ იცი!!!!

მაგარი წერილია biggrin.gif მართალია კაცი biggrin.gif
sentimennte
.
ციტატა
წარმოვიდგინოთ, რომ ღმერთი პიროვნებაა,

ჩემთვის ეს ისედაც მასეა wink.gif
ყველაზე გაბედული მე გამოვდექი? smile.gif(გავხსენი თემა)

ჩემი წერილი ღმერთს ასე ვუთხარი ..წერილი კი მინდოდა მაგრამ ლექსი გამომივიდა...
*****
ინათა და დილის სხივი,
წამომადგა თავზედა,
ადექიო- მეუბნება ხალისიან ხმაზედა,
ავუყვები საფეხურებს ხეტა გარემოცვაში,
ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ,
ქრისტე ღმერთის ლოცვაში.
თუ ზარის ხმა წამომასწრებს
ჩემთან როდის მოხვალო?
-ამ კიბესაც ამოვირბენ
და მოვდივარ უპალო!
შენს სიყვარულს შემომატკბობ,
თუმცა არ ვარ ღირსიო,
სახლი შვილებით გაივსო
შენიცა და სხვისიო.
ჩუმად,გულში ხმას შეუწყობ
შენს მადლიან გალობას
გმადლობ ღმერთო რომ მიგზავნი
განსაცდელს და წყალობას.
ზოგჯერ ბევრს რომ შემოგბედავ,
გთხოვ ნუ მიწყენ იესო,
ყველას შენ შემოგავედრებ
მწყურვალსაც და მშიერსო,
როცა ხორბლის მარცვლებივით
თვალებიდან ცრემლი მცვივა,
მხოლოდ შენთვის გამინდვია,
თუ ვინმესთვის გული მტკივა,
იცი როგორ მთელ არსებით
მინდა ხოლმე დროდადრო,
ვერ გავბედავ მოგეფერო,
მკერდზე თავი მოგაყრდნო.
შენც ხომ იცი როგორ ვხარობ
რომ მოდიხარ ჩემშიო,
უშენოდ ხომ ვერც ვისუნთქებ,
დავინტქმები "ბნელშიო"..
მომეც ძალა,გიერთგულო,
სიყვარულში ვიწვოდე,
ჩემ სიცოცხლის ყოველ დღისით
შენს საქებელს ვიქმოდე.
როცა გავალ რას ვინატრებ?
შენ ჩემთან და მე შენთანა,
რომ მოუხმონ დაკარგულ ცხვარს
დამბადებელ ღმერთთანა,
ამოვხედავ მაღლა ზეცას
გავიღიმებ თვალებით,
შენსკენ სავალ გზას ვადგავარ,
მარხვით,ლოცვით,წვალებ​ით,
მე ვიტყვი და შენ ისმინე,
გეხვეწები იესო,
ერთი თხოვნა შემისრულე,
გულის გულში მიდევსო,
ჩემი მამა დამილოცე,
ჩემი და-ძმა,წიწილების სადარი,
შენი მძლე და ცოცხალი 'ჯვართამაღლება'
და პატარა წმიდა ნინოს ტაძარი!

თქვენი არ ვიცი და მე კი მისმენს ნამდვილადsmile.gifხანდახან ისე სწრაფადაც მისრულებს თხოვნას ცოტათი მეშინია კიდეცsmile.gif
GuddaX
მე ესეგი ეგეთი წერილი მაქ ერთ დღეში მინდა ბოდიბილდერი გავხდე biggrin.gif
ირმა
საუბარი ღმერთთან
უფალო, შენთან საუბარი მინდა. ჩემი ტკივილი მინდა რომ აგიღწერო. მიყვარხარ უფალო და მწამს რომ არსებობ და შენი ძალა ყველა ძალაზე უფრო დიდია. ღმერთო, ვიცი რომ მისმენ. მისმენ როდესაც ვლოცულობ და ვიცი ასევე როცა ჩემი ლოცვა ჩემი გულიდან გამოდის, მაშინ შენ მისრულებ თხოვნას, რაც ლოცვის დროს წარმოვთქვი.
ღმერთო, მომეცი ძალა გულიდან გამოსული გრძნობით ვილოცო. იყავი ჩემში უფალო და ხელი შეახე ჩემს გრძნობას, რომელიც გულიდან გამოდის, ხელი შემიხე უფალო და გამოუშვი გარეთ, გამოუშვი გარეთ ის უდიდესი, უზარმაზარი, უსასრულო სიყვარული, გამოუშვი სიყვარული, რომელიც შენ მომეცი და მათხოვნინე სიყვარულით.
ღმერთო, მაპატიე, მაპატიე რომ მუდამ შენში არა ვარ, მაპატიე რომ მუდამ ჩემში არ გგრძნობ, მაპატიე რომ ამ ბედნიერ წუთებს მუდმივობად არ ვაქცევ და ვცხოვრობ, ვხცხოვრობ ისე როგორც ყველა. ვცდილობ ვისწავლო ბევრი რამ , შენზე ცოდნა უფალო სწავლით გავიღრმავე, მაგრამ სწავლით არ გამიგია. მე მუდამ ვიცოდი რომ შენ არსებობ, არასოდეს არ მახსოვს რომ მეფიქრა რომ არ არსებობ, იყო ხშირად რომ შენს სახელს არც კი ვახსენებდი, მაგრამ ყოველთვის მწამდა შენი. სიყვარული და იმედი ხშირად მაკლდა. იმედი კიდევ უფრო მეტი. ახლა სიყვარული იდგამს ფესვებს ჩემში და ძლიერდება. ახლა ვიცვლები და გული ჩემი ნაზ ვარდთა ფოთოლთა ფრიალს მაგონებს. რა სილამაზეა ვარდის პეტალში. ღმერთო, განსხეულდი ჩემში, მომეცი სიყვარული, გამითბე გული, სითბო მოატარე მთელს სხეულს და მაშორე ტკივილები და ავადმყოფობა. შენით მატარე, შენთან მამყოფე...
ძნელია ეს გზა უფალო სრულად, მთლიანად... მე შენ მიყვარხარ უფალო, მაგრამ სიცოცხლეც მიყვარს. მომეცი ღმერთო სილამაზე რომელიც შეჰქმენ. მომეცი ღმერთო, ვარდების ბაღი, ყვავილები, ლამაზი მცენარეები. მასწავლე მათთან ლაპარაკი და მაცხოვრე ღმერთო ამ ცხოვრებით.
ღმერთო მოგვეცი პური. ღმერთო მომხედე, მომეცი ძალა, იყავი ღმერთო ჩემთან ყოველ დღე, ყოველ საათს, ყოველ წუთსა და ყოველ წამს.
მადლობთ რომ მომეცი ამ ლოცვის თქმის უფლება.
8 იანვარი 2009 წელი ხუთშაბათი
kate
ერთი კვირის წინ გადაცემა ვნახე შიზოფრენიკ ბავშვებზე,(ან უფრო სწორად, რასაც შიზოფრენიას ეძახიან) დეტალებს არ მოგიყვებით, ძალიან მძიმეა. თითქოს მესმის და შემიძლია "ვიფილოსოფოსო", რა და რატომ ხდება, სად არის ლოგიკა - ისე რომ სხვა დავარწმუნო, მაგრამ საშინელ ტკივილს და უსამართლობის შეგრძნებას ვერ ვიშორებ.
რატომ, ღმერთო?!
Atman
kate
QUOTE(kate @ 26th July 2011 - 05:34 PM) *
რატომ, ღმერთო?!



წინააღმდეგ შემთხვევაში სული მარადიულად ჩაეფლობოდა ჭუჭყში. ტანჯვის (კარმის) მექანიზმი სიყვარულის და ნების თავისუფლების უპირობო გამოვლინებაა.

ძალიან ძნელი მისაღებია, მითუმეტეს როცა ახლობელი ადამიანია ასეთ დღეში, მაგრამ... საბედნიეროდ ეს დროებითია...
kate
Atman
საქმეც, იმაშია, რომ მე თვითონ შემიძლია ავხსნა რატომ და როგორ, ისე რომ სხვას ტკივილი შევუმსუბუქო, მაგრამ მე თვითონ ვერ ვიშორებ ამ ტკივილს და უსამართლობის შეგრძნებას ერთი კვირაა უკვე. და თუ კი ვხვდები, რატომ მტკივა ასე ძალიან?!
მაგრამ ვერც მე და ვერც შენ ღმერთობაზე თავს ვერ დავდებთsmile.gif .....
Atman
kate
QUOTE(kate @ 26th July 2011 - 07:05 PM) *
და თუ კი ვხვდები, რატომ მტკივა ასე ძალიან?!


მხოლოდ თეორიულად "ვიცით" და იმიტომ. ისევე, როგორც ვიცით, რომ სიკვდილის არ უნდა გვეშინოდეს, მაგრამ ინსტიქტურად მაინც გვეშინია...



vano kazbegi
ღმერთმა იცის რას შენს გულშია . ის როგორი ღმერთია თუ არ ეცოდინება ადამიანის გონება.
td.........
სულ "ვწერდი" ღმერთს წერილებს, სულ გულისტკივილი მქონდა და საოცარი უსამართლობის გრძნობა მკალვდა.. მერე ერთხელ ერთმა ადამიანმა მითხრა სამარტალს აქ მაინც ვერ იპოვნი და ტყუილად წვალობო.. მერე უცებ ყველაფერი ტავის ადგილას დალაგდა. პროტესტი არ განელებულა ადამიანური პროტესტი, მაგრამ მოვიდა გაგება, რატომ ....

ეხლა ღმერთს მხოლოდ მადლობის წერილებს ვწერ ხოლმე ან უბრალოდ ვსაუბრობთ სხვადასხვა ტემებზე...
elli
Atman
ციტატა(atman @ 26th July 2011 - 06:20 PM) *
საბედნიეროდ ეს დროებითია...

და ეს დროებითი იმდენად იწელება დროში, რომ მერე ჩვევაში გადადის და ეჩვევი ტკივილში ცხოვრებას. მე არ მგონია მიწაზე ცხოვრობდეს ადამიანი და დღეში ერთხელ მაინც არ ეკითხებოდეს ღმერთს ,, რატომ ღმერთო?"
mata
ციტატა(elli @ 27th July 2011 - 12:26 AM) *
მე არ მგონია მიწაზე ცხოვრობდეს ადამიანი და დღეში ერთხელ მაინც არ ეკითხებოდეს ღმერთს ,, რატომ ღმერთო?"


ცდები, საერთოდ არ მიჩნდება ასეთი კითხვები.
Gopi
ციტატა(ირმა @ Jul 26 2011, 09:32 AM) *
საუბარი ღმერთთან
უფალო, შენთან საუბარი მინდა. ჩემი ტკივილი მინდა რომ აგიღწერო. მიყვარხარ უფალო და მწამს რომ არსებობ და შენი ძალა ყველა ძალაზე უფრო დიდია. ღმერთო, ვიცი რომ მისმენ. მისმენ როდესაც ვლოცულობ და ვიცი ასევე როცა ჩემი ლოცვა ჩემი გულიდან გამოდის, მაშინ შენ მისრულებ თხოვნას, რაც ლოცვის დროს წარმოვთქვი.
ღმერთო, მომეცი ძალა გულიდან გამოსული გრძნობით ვილოცო. იყავი ჩემში უფალო და ხელი შეახე ჩემს გრძნობას, რომელიც გულიდან გამოდის, ხელი შემიხე უფალო და გამოუშვი გარეთ, გამოუშვი გარეთ ის უდიდესი, უზარმაზარი, უსასრულო სიყვარული, გამოუშვი სიყვარული, რომელიც შენ მომეცი და მათხოვნინე სიყვარულით.
ღმერთო, მაპატიე, მაპატიე რომ მუდამ შენში არა ვარ, მაპატიე რომ მუდამ ჩემში არ გგრძნობ, მაპატიე რომ ამ ბედნიერ წუთებს მუდმივობად არ ვაქცევ და ვცხოვრობ, ვხცხოვრობ ისე როგორც ყველა. ვცდილობ ვისწავლო ბევრი რამ , შენზე ცოდნა უფალო სწავლით გავიღრმავე, მაგრამ სწავლით არ გამიგია. მე მუდამ ვიცოდი რომ შენ არსებობ, არასოდეს არ მახსოვს რომ მეფიქრა რომ არ არსებობ, იყო ხშირად რომ შენს სახელს არც კი ვახსენებდი, მაგრამ ყოველთვის მწამდა შენი. სიყვარული და იმედი ხშირად მაკლდა. იმედი კიდევ უფრო მეტი. ახლა სიყვარული იდგამს ფესვებს ჩემში და ძლიერდება. ახლა ვიცვლები და გული ჩემი ნაზ ვარდთა ფოთოლთა ფრიალს მაგონებს. რა სილამაზეა ვარდის პეტალში. ღმერთო, განსხეულდი ჩემში, მომეცი სიყვარული, გამითბე გული, სითბო მოატარე მთელს სხეულს და მაშორე ტკივილები და ავადმყოფობა. შენით მატარე, შენთან მამყოფე...
ძნელია ეს გზა უფალო სრულად, მთლიანად... მე შენ მიყვარხარ უფალო, მაგრამ სიცოცხლეც მიყვარს. მომეცი ღმერთო სილამაზე რომელიც შეჰქმენ. მომეცი ღმერთო, ვარდების ბაღი, ყვავილები, ლამაზი მცენარეები. მასწავლე მათთან ლაპარაკი და მაცხოვრე ღმერთო ამ ცხოვრებით.
ღმერთო მოგვეცი პური. ღმერთო მომხედე, მომეცი ძალა, იყავი ღმერთო ჩემთან ყოველ დღე, ყოველ საათს, ყოველ წუთსა და ყოველ წამს.
მადლობთ რომ მომეცი ამ ლოცვის თქმის უფლება.
8 იანვარი 2009 წელი ხუთშაბათი


ირმა შენმა ლოცვამ რაღაც ძალიან დიდი მაჩუქა. მადლობ
Existence
QUOTE(mata @ 27th July 2011 - 09:35 AM) *
ცდები, საერთოდ არ მიჩნდება ასეთი კითხვები.


არც მე smile.gif

თუ მიჩნდება ვაკვირდები .....შესაბამისად მე არ მიჩნდება უჩნდება ბიო რობოტს ..............
ანანდა
ნილ დონალდ უოლჩის "საუბრები ღმერთთან" ნახეთ:

http://lib.aldebaran.ru/author/uolsh_nil/u...kniga_1__5.html
guest
QUOTE(kate @ 26th July 2011 - 06:34 PM) *
ერთი კვირის წინ გადაცემა ვნახე შიზოფრენიკ ბავშვებზე,(ან უფრო სწორად, რასაც შიზოფრენიას ეძახიან) დეტალებს არ მოგიყვებით, ძალიან მძიმეა. თითქოს მესმის და შემიძლია "ვიფილოსოფოსო", რა და რატომ ხდება, სად არის ლოგიკა - ისე რომ სხვა დავარწმუნო, მაგრამ საშინელ ტკივილს და უსამართლობის შეგრძნებას ვერ ვიშორებ.
რატომ, ღმერთო?!

როგორ კარგად მესმის შენი იცი?!
მე ეგეთ პაციენტებს ყოველდღე ვნახულობდი. გული მეფლითებოდა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
პედიატრიაში, ჩვილ ბავშვთა განყოფილებაში ძალიან ბევრი იყო დაუნის სინდრომიანი ბავშვი, სულ პაწაწუნები. თითქმის უმეტესობა, უმეტესობა კი არა ყველა, მშობლებმა დატოვეს და იქ უვლიდნენ სანამ გადაიყვანდნენ ბავშვთა სახლში. მიუხედავად იმისა რომ ძალიან პატარები იყვნენ, როგორ გრძნობდნენ და ჭირდებოდათ სიყვარული ვერ აგიღწერთ. როგორც კი ვინმე ხელში აიყვანდა ჩუმდებოდნენ და სიცხეც უწევდათ (პნევმონია ქონდა რამოდენიმეს).
არ ვიცი რატომ ხდება ესე. როცა მახსენდება ის მიტოვებული ავადმყოფი ბავშვები გული მიჩერდება. რატომ უნდა იტანჯებოდეს პატარა ესე? ან რატომ ტოვებენ მშობლები?
შიზოფრენია და დეპრესიული ფსიქოზები ხო საერთოდ. გახსენებაც არ მინდა sad.gif

Existence
QUOTE(haeri @ 27th July 2011 - 01:11 PM) *
ნილ დონალდ უოლჩის "საუბრები ღმერთთან" ნახეთ:

http://lib.aldebaran.ru/author/uolsh_nil/u...kniga_1__5.html



აუუუუუუუუუ ............... ოღონდ ეგ არა....... sad.gif

Atman
QUOTE(Existence @ 27th July 2011 - 03:57 PM) *
აუუუუუუუუუ ............... ოღონდ ეგ არა.......


ძლივს რაღაცაში დაგეთანხმე biggrin.gif
lasha
ჩემი ნაწერი ამ სათაურს სრულად არ მოიცავს თუმცა ნაწილობრივ ეხება და ის სულ რამოდენიმე წუთის წინ დავწერე, ალბათ ბევრს არ მოგეწონებათ, მაგრამ მე მაინც დავწერე, თუ რატომ ამას ნაწარმოებში წაიკითხავთ, და გთხოვთ ძალიანაც მკაცრად ნი განმსჯით.









ხადახან სიკვდილზე საშიში მარტოობაა, რადგან ეს უკანასკნელი სწორედ რომ სივდილის გამომწვევი მიზეზი ხდება, მეც მარტოობა მაწუხებს ხშირად, ხოდა მინდა რომ ამ ნაწერით ჩემი დარდი, მსოფლმხედველობა და მოსაზრება გავუზიარო ფართო საზოგადოებას, შეიზლება ვიღაცამ გულში ბოროტად თქვას, რაში მაინტერესებს ან მისი დარდი და ან რაიმე მოსაზრებაო, აბსოლუტუად მართალი ხართ ბატონო, დღეს ხომ ერთმანეთის არ მოსმენა და უპატივისმცემლობაა მოდაში.მოდა ეს დროის ერთერთი შემადგენელი ნაწილია, ის ფართოდაა გავრცელებული ჩვენში, მოდას აყოლიებული კი ბევრს ივიწყებ. ვარდები აწმყოში და უცბად მიფრინავ მომავალში, მაგრამ ეს ხომ წარსულის გარეშე ა რმოხდებოდა? პატივი მაინც ვცეთ ჩვენს წარსულსა და ღირსებას!
მოკლედ ძალიან უაზრობად მიგაჩნიათ ალბათ ჩემი საუბარი ხომ? არადა როგორ მიყვარს ჩემი აზრების გაფანტვა გაშლა, იმდენი აზრი მიტრიალებს თავში არც კი ვიცი რომელით დავიწყო, ან საერთოდ რა დავიწყო? უბრალოდ ისევე როგორც მწველი ადამიანი უშვებს კვამლს, აფრქვევს მას ცაში დიდი სიამოვნებით,შეიძლება იმასაც არ უფიქრდებოდეს რომ მოწევით ის არამარტო თავს არამედ სხვასაც ვნებს, თუმცა რა ? მას ხომ სიამოვნებს ბოლის გაშვება, რომ ჩაისუნთქავს და თითქოს დარდს ყლაპავს, ხოლო ამოისუნთქებს და დარდიც ქრება, მეც შემიძლია ჩემი თავი შევადარო მწეველს, ვდარდობ ბევრს, შემდეგ დავუჯდები ჩემს საწერ მაგიდას ჩემივე ოთახში, რომელიც საკმაოდ მოკრძალებულია და ჩემს წყვილთან ერთად,ჩემს კალამთან ერთად ვუფიქრდები ჩემს წარსულს, ვაანალიზებ აწყმოსა და ვგეგმავ მომავალს, ერთს ჩავისუნთქავ, აი ცჰავიდა დარდი, გონების ფანტაზიებში ცისარტყელისფერ ცხოვრებას ეკიდება დარდი, გამოჰქაჩავს და აი ამოვისუნთქე, როგორც იქნა ვიღაცას გავუზიარე ჩემი დარდი! ჩემი ფანტაზიები... ოჰჰ რამდენს ვწერ, აღარც ვიცი რა დავწერო თუმცა მაინც ვწერ, იმასაც დავწერ რომ ახლა ვზივარ მონიტორის წინ, ღამე ბნელ და არაფრისმთქმელ ოთახში,სადაც მხოლოდ მხიარული ჭრიჭინების ხმა ისმის,ალბათ ერთმანეთს ესალმებიან, ესიყვარულებიან, პატივს სცემენ, ისე ცოტა გამაზიანებელიცაა, რადგან ადამიანს ხომ არ ესმის მათი? მეც ვერ ვუგებ მათ, ვზივარ მდუმარე აზრებში ჩაფლული და ვგრძნობ ოფლის წვეთებს რომელიც ჯერ ცხელი მოფერებით შუბლზე დამივლის, შემდეგ ნაზად ლოყაზე მომეალერსება, ვგძნობ სითბოს, ის სველია ძალიან სველი, ჩემს გულში ნამყოფი ალბათ ტირის და გავარვარებული მეამბორება,ვგრძნობ როგორი სიცივით მტოვებს იგი,მშორდება, ცივად ალბათ იმიტომ რომ ჩემს წარსულში ღრმად ჩაიხედა, უნდოდა უფრო ღრმად ჩაედედა მაგრამ რაღაცამ იფეთქა იქ სიღრმეში და უცბად ამოაგდო...


ძან გაურვკევლად ვწერ ხომ? ალბათ არ მაქვს შესაბამისი ნიჭი, ეს რომ დავწერე მეგონა რომ მთავარი საქმე გავაკეთე, ახლა კიი იმაზე ვფიქრობ ავტვირთო თუ არა ეს ნაწერი? მთავარია როგორ მიმიღებს პუბლიკა, ეხლა ის მომენტია როდესაც ადამიანი სასამართლოს წინაშე დგება და დამსწრე საზოგადოება ურიცხვია, მე კი ვცდილობ თავი გავიმართლო და საპატიოდ წარვსდგე უპირველეს ყოვლისა მოსამართლის მიერ, თუ მოსამართლემ მიმიღ, ალბათ საზოგადოების ერუდირებული ნაწილიც მიმიღებს, მაგრამ მთავარია მოსამართლეს წინაშე წარვსდგე პირწმინდათ !
Existence
QUOTE(atman @ 27th July 2011 - 06:22 PM) *
ძლივს რაღაცაში დაგეთანხმე



tongue.gif
tikoroma
lasha
მე კი ყოველთვის მიყვარდა მარტოობაა. მაშინ მეძლეოდა საშუალება ჩემთვის საინტერესო თემებზე მეფიქრა და მეოცნება. ვწერდი მეც ჩემს აზრებს, მაგრამ შენსავით კარგად ვერა. ჩემი მაშინდელი ნაწერები და ლექსები ახლა სისულელედ მეჩვენება და არის კიდეც..
ციტატა(kalkucha_ @ 28th July 2011 - 12:56 AM) *
არადა როგორ მიყვარს ჩემი აზრების გაფანტვა გაშლა, იმდენი აზრი მიტრიალებს თავში არც კი ვიცი რომელით დავიწყო, ან საერთოდ რა დავიწყო? უბრალოდ ისევე როგორც მწველი ადამიანი უშვებს კვამლს, აფრქვევს მას ცაში დიდი სიამოვნებით,შეიძლება იმასაც არ უფიქრდებოდეს რომ მოწევით ის არამარტო თავს არამედ სხვასაც ვნებს, თუმცა რა ? მას ხომ სიამოვნებს ბოლის გაშვება, რომ ჩაისუნთქავს და თითქოს დარდს ყლაპავს, ხოლო ამოისუნთქებს და დარდიც ქრება, მეც შემიძლია ჩემი თავი შევადარო მწეველს, ვდარდობ ბევრს, შემდეგ დავუჯდები ჩემს საწერ მაგიდას ჩემივე ოთახში, რომელიც საკმაოდ მოკრძალებულია და ჩემს წყვილთან ერთად,ჩემს კალამთან ერთად ვუფიქრდები ჩემს წარსულს, ვაანალიზებ აწყმოსა და ვგეგმავ მომავალს, ერთს ჩავისუნთქავ, აი ცჰავიდა დარდი, გონების ფანტაზიებში ცისარტყელისფერ ცხოვრებას ეკიდება დარდი, გამოჰქაჩავს და აი ამოვისუნთქე, როგორც იქნა ვიღაცას გავუზიარე ჩემი დარდი! ჩემი ფანტაზიები..

წერა მართლაც კარგი საშუალებაა დარდის გასაფანტად smile.gif

ეს პატარა კომენტარი,შეფასებისგან კი თავს შევიკავებ.

sky
biggrin.gif
მიყვარხარ ღმერთო
ანანდა
QUOTE(Existence @ Jul 27 2011, 03:57 PM) *
აუუუუუუუუუ ............... ოღონდ ეგ არა....... sad.gif


ეს საშიში თემაა? თუ საუბრებს გააჩნია smile.gif
Pisces
რო გადახვალ გააჩერე რა
free man
რატომ არ გვეკონტაქტები ღმერთო?
Untitled_11
მაპატიე რომ მოვიტყუე დღეს ორჯერ. მიყვარს ეს ჯაშუოშობანა და ჟურნალისტობანა ხო იცი... მაპატიე, ფილმების გავლენის ქვეშ ვარ აი ბრედ პირი რო ჯაშუშია ))) ხო და არ ვიცი რა გთხოვო. შენ უკეთ იცი..

წმინდა ნიკოლოზი თუ სადმე შენთანაა უთხარი ანის ოჯახს მადლი არ მოაკლოს, მე ვერ მივალ მაგ ხატის სანახავად და იმ ადამიანმა ისე გულით დამპატიჟა, ვიცი მაგის დიდი ციფერი თვალები როგორი რიდით და მოკრძალებით იქნება ხატის წინ.. ხო და ძალიან მიყვარს ეგ გოგო, მაგის შვილებსაც და ქმარსაც ცუდი არაფერი შეახვედრო ამ ცხოვრებაში smile.gif თუნდაც ის რომ ეგ ადამიანი გამაცანი ნიშნავს რომ არსებობს და მადლობელი ვარ, მოკლედ თავს აღარ შეგაწყენ,
ძილის წინ შემოგეხმიანები კიდევ ალბათ :*
Zeus
ღმერთო ვერ გავიგე ვინ ხარ,მოკლედ მაგარი დაბნეული ვარ და ასეთი რა გადავწყვიტე,იესო ქრისტე მეუბნება,რომ მომყევით მე და ჩემი მეშვეობით მიხვალთო,ხოდა მეც მასე ვაპირებ smile.gif მოსულა?
elli
ბავშვობაში იმდენად მიყვარდი, რომ შენთან ვთამაშობდი. მერე ცოტა რომ მოვიზარდი, რჩევებს გეკითხებოდი და შესაბამისად ვცდილობდი დამჯერე ვყოფილიყავი, დიდ ხანს ვერ გავქაჩე და გაგეცალე, შენ შენთვის იყავი და მე ჩემთვის, დრო და დრო ვახსენებდით ერთმანეთს თავს და მოვიკითხავდით ხოლმე, მერე მომენატრე, მომენატრე ძალიან ძალიან და მოგნახე, გამახსენდა ბავშვობა, ჩვენი თამაშები, დაცემები და წამოდგომები, გამახსენდა სითბო, გამახსენდა სიცილი, რომელც ახლაც სასიამოვნო ჟრუანტელად მივლის ტანში... ახლა კი, ახლა შენ სხვა ნაპირზე ხარ, მე სხვა ნაპირზე, თითქოც აღარ მინდა შენამდე მოსვლა, რაღაც გაუცხოვდა ჩვენს შორის, არადა შენ რა შუაში ხარ? მაგრამ მაინც შენ იქეთ ხარ მე აქეთ? ამიტომაც არარ გესიმის ჩემი... არც მე მესმის შენი... მე არ ვბრაზდები, ეგ ეტაპიც გადავლახეთ მე და შენ, ამიტომაც ვიცი მოვა ისევ დრო როცა შენს სიცილს ისევ გავიგოენებ და სასიამოვნო ჟრუანტელი დამოვლის ტანში...
guest
მეც მომინდა მომეწერა შენთვის. არ მგონია რომ თეთრი წვერები და თბილი ღიმილი გაქვს. მაგრამ მაინც გგრძნობ და მიყვარხარ... უამრავი მიზეზის გამოც და უმიზეზოდაც.
ვგრძნობ რომ შენი ნაწილი ვარ და საკუთარ თავში გეძებ
ეხლა იმიტომ მოგწერე, რომ მინდოდა მადლობა მეთქვა, იცი შენ რატომაც.
მადლობა
Untitled_11
Zalian gTxov daexmare. me ar SemiZlia.. gaugzavne sizmrebi an mfarveli angelozebi damatebit
progress
ღმერთო რატომ მტანჯავ? ვიმსახურებ? მომეცი მითითებები რათა გამოვასწორო შეცდომები
ადრე უფრო მიყვარდი ვიდრე ახლა, თუმცა მე მაინც შენთვის ვიქნებიი ახლოს თუ შორს მაინც შენს გზაზე ვივლი
tikoroma
უფალო მომეცი ცოდნა და ძალა გაგიგო და გემსახურო
td.........
"დავიღალე....დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო! "
sentimennte
td.........
ციტატა
"დავიღალე....დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო! "


'აჰა მე თქუენ თანა ვარ ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა" smile.gif

ჩემში ხარ და ჩემთან ხარ,მაინც სულ გეძებ,სულ გეძახი,მომეცი ძალა შეგიყვარო ბოლომდე,ბედნიერებით ვივსები,როცა ვიცი,შენ მიცნობ,შენ იცი ვინც ვარ,და როგორიც არ უნდა ვიყო,მაინც ჩემი იმედი გაქვს,არც ერთი წამი შენს გარეშე და ვიწრო კარი მარადისობაში შესასვლელად smile.gif შენ ხარ ნათელი,გზა და ჭეშმარიტება,მიხარია შენ რომ ხარ,განმიცდია შენთან ყოფნა და ბედნიერად ჩამითვლია თავი,მე ვიცი შენ ხარ,შენ ცოცხალი ხარ,შენ სიყვარული ხარ,შენ ხარ ის ვინც მე დამიძახა და შენით შევძლებ შენამდე მოვიდე. და ვერავინ წამართმევს შენს თავს, იმიტომ რომ შენ ხარ! smile.gif ,ხვალ შეგეხები smile.gif ))) gul.gif gul.gif gul.gif
td.........
sentimennte bigarmhug.gif




ვიცი რომ აქ ხარ, ჩემთან, მაგრამ დედამიწაზე მცხოვრებთ გულმავიწყობა გვჩემდება..ვიბნევით, ვიკარგებით, ამაოება გვითრევს და ამ უაზრო საქმეებში გახლართულები ისე ვიქანცებით, ცოცხალ-მკვდრებივით უმიზნოდ ვატარებთ დარჩენილ დროს... ამიტომ გეძახი... დავიღალე, ვეღარ გხედავ, აღარ მახსოვს ვინ ვარ და რისთვის.. მოდი ჩემთან უფალო!
sentimennte
td.........
შენთანაა სულ სულ შენთანა და გელოდება,ერთ პაწაწა ნაბიჯს ელოდება შენგან რომ მერე თვითონ თითქმის გამოიქცეს შენსკენ და გულში ჩაგიკრას! smile.gif
kindatma
ხო მართლაც.ღმერთი ჩვენ სულ გველაპარაკება,უბარლოდ ჩვენ არ გვესმის.არ განრისხდეთ სინათლის არსებებო,ღმერთი თქვენში ცხოვროოოობს! bigarmhug.gif bigarmhug.gif bigarmhug.gif bigarmhug.gif bigarmhug.gif
earth
l_daisy.gif bigarmhug.gif
Untitled_11
შენ მომეცი ძალა რომ დავამარცხო ბოროტი, შენი კეთილი ნება იყოს და რწმენა გამიძლიერე
matashi
იმედია ჩემი მოკრძალებული ჩანახატი მოგეწონებათ.


“ღვრთის ნიშანი“
ცა,მოწმენდილი, ვარსკვლავებით მოჭედილი ღამის ცა,და მე ამ ცის ქვეშ მწოლი. შემვედრე,შემვედრე ღმერთს:
-ღმერთო,მწამს შენი!
-მწამს რომ შეისმენ ჩემს თხოვნას,და ამისრულებ მას,ღმერთო,თუკი ოდესმე მომანიჭებ იმ ბედნიერებას,რასაც შვილი ჰქვია,გთხოვ ნუ წამართმევ მას,გევედრები თუ ის იქნება სიკვდილისთვის განწირული მე წამიყვანე,მე,არ დაუშვა მისი სიკვდილი,ღმერთო არ განმაცნდევინო ეს ტანჯვა,შენ ხომ იცი რა არის შვილი დაკარგვა.შენი შთაგონებით ხალხმა ყველაფერს უპოვა სახელი გარდა ამისა.
მე ველოდი,ველოდი ნიშანს ღმერთისგან, ჩემი გონება,ჩემი სხეული,სული,იყო მოლოდინში, მოლოდინში სასწაულისა.
ციდან ვარსკვლავი ჩამოვარდა,და ამასთან ერთად დაიბადა ახალი რომელსაც,შვილი დავარქვი.და მე ვიცი რომ ღმერთმა ისმინა ჩემი ლოცვა
sentimennte
matashi
საჩუქარი სიყვარულით,სიყვრაულისგან და სიყვარულისთვის smile.gif wub.gif l_daisy.gif l_daisy.gif l_daisy.gif
matashi
გაიხარე give_rose.gif l_daisy.gif
Mel
ღმერთო ბედნიერება მაღირსე და გაურკვევლობის უთავბოლო ქსელიდან გამომიყვანე, რომელიც ძლიერ მოქმედებს ჩემს ფსიქიკასა და ტვინზე.

P.S Beats By Dre Studio - ს ყურსასმენები მინდა მაგრად ..
sky
აი აი აი აი აი
mata
მე კიდე ფილიპსის ფოტოეპილატორი მინდა
აი ეს

Untitled_13
მადლობა. დღეისთვისაც smile.gif

ერთი ნიშნაიც მინდა, ვსწავლობ.. ერთი ნიშანიც და მიმართულება..
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.