Help - Search - Members - Calendar
Full Version: ტიბეტური სახარება!
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > პიროვნებები, გაერთიანებები, სწავლებები
jadobazi
ეს კიდევ ქართული გამოცემა
http://allshares.ge/download.php?id=A5A5112149
td.........
14-15 აკლია
jadobazi
QUOTE(td......... @ Jul 12 2011, 12:08 AM) *
14-15 აკლია

აქ აღარ აკლია wink.gif
http://allshares.ge/download.php?id=674504C326
იმედია რაიმე კომენტარსაც გააკეთებ, რახან მაგდენი შეამჩნიე wink.gif
Lashapoli
მე დავიწყე კითხვა და შუაში გავჩერდი, ბოლოში რო ჩავალ საბოლოო აზრსაც მერე ვიტყვი, ისე რაც წავიკითხე არსებითად ახალი და რაიმე საინტერესო არაფერი.
td.........
jadobazi
good.gif
kate
ვერაფრით ვერ ვხსნი და ხომ ვერ დამეხმარებით?
guest
QUOTE(kate @ 14th July 2011 - 08:10 PM) *
ვერაფრით ვერ ვხსნი და ხომ ვერ დამეხმარებით?

არქივს არ გიხსნის?
დასკანერებული ვერსიაა და jpg ფორმატშია. სულ 16 ფოტოა, შემიძლია ცალ-ცალკე მეილზე გამოგიგზავნო. ან რომელიმე ფოტოების ასატვირთ საიტზე ავტვირთო სათითაოდ, არ მეზარება smile.gif
mata
მადლობა jadobazi-ს ამ სახარების დადებისთვის.

წავიკითხე მთლიანად და ვფიქრობ ძვირფასი აზრებია გამოთქმული

mata
ციტატა
რამდენად სარწმუნოა?

ვფიქრობ სარწმუნოა და ნამდვილად იესოს სიტყვებია. შეიძლება უმნიშვნელო ცდომილებები იყოს, მარა ძირითადად სიმართლეა.

ერთადერთი რო წერია ღმერთი დასჯისო იმ ხალხსო ვინც სხვებს თავისი ძალაუფლების გამოყენებით ჩაგრავსო, ეგ გაზვიადებული აზრი მგონია.

მამაზეციერი არავის არ სჯის !
Zeus
ტიბეტური სახარება

ე. ლაზარევი. ტიბეტური თქმულება იესოს შესახებ

"წიგნებსაც თავისი ბედი აქვს". ეს ლათინური აფორიზმი სავსებით გამოყენებადია "ტიბეტური სახარების" - ისას (როგორც იესო ქრისტეს უწოდებენ აღმოსავლეთში) შესახებ ცენტრალურაზიური აპოკრიფული თქმულების მიმართ. თქმულების პირველი ევროპული (ფრანგული) თარგმანი 1894 წელს გამოიცა პარიზში. რუსული თარგმანი გამოიცა ხარკოვის ჟურნალში "ვერა ი რაზუმ" და ცალკე ბროშურის სახით პეტერბურგში, გამომცემლობა "ვესტნიკ ზნანია"-ში (1910 წ.).
ეს პუბლიკაციები არ შეიძლება მეცნიერული იწოდებოდეს სიტყვის თანამედროვე გაგებით: მათი ტექსტი რამდენადმე პოპულარიზებულია, არ არის განმმარტებელი კომენტარი. ამასთან ერთად აპოკრიფის შინაარსი უდავოდ საინტერესოა. იგი იესოს ცხოვრების იმ პერიოდის შესახებ მოგვითხრობს, რომლის შესახებაც კანონიკური სახარებები დუმან (მისი ცხოვრების 14-დან 29 წლამდე).
რას წარმოადგენს ტექსტის წინაისტორია? რუსი ჟურნალისტის, ფრანგული თარგმანის ავტორის, ნიკოლოზ ნოტოვიჩის სიტყვებით, მან ისას შესახებ ხელნაწერი 1887 წელს აღმოაჩინა. როდესაც ლადაკში (ჩრდილო ინდოეთი) მოგზაურობდა, მან ფეხი მოიტეხა და იძულებული იყო ბუდისტურ მონასტერში – ჰემისში – დიდი ხნით გაჩერებულიყო. მან შეიტყო, რომ მონასტრის ბიბლიოთეკაში ინახება ტიბეტურ ენაზე დაწერილი თხზულებები ისას შესახებ. როგორც ნოტოვიჩი იუწყება, ერთიანი ტექსტი არ იყო: ისას შესახებ დაქსაქსული მოთხრობები სხვადასხვა შინაარსის ხელნაწერთა კრებულში შედიოდა. ერთ-ერთი ლამას დახმარებით ნოტოვიჩმა ისინი ქრონოლოგიური მიმდევრობით განალაგა. ლამამ მას მონასტერში შემონახული ამ ტექსტების შესახებ უამბო. მისი სიტყვებით, თქმულებები ისას შესახებ ინდოეთში ჩაწერილი იყო პალის ენაზე ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში იმ ადამიანთა სიტყვებიდან, რომლებმაც ისა ნახეს, როდესაც იგი ინდოეთში და ნეპალში ცხოვრობდა, აგრეთვე ინდოელი ვაჭრების სიტყვებიდან, რომლებსაც იერუსალიმთან სავაჭრო კავშირი ჰქონდათ.

დაახლოებით 200 წელს პალიური გრაგნილები ნეპალიდან ტიბეტში ჩამოიტანეს. შემდეგ ისინი ტიბეტურ ენაზე გადათარგმნეს მარბურის მთაზე მდებარე მონასტერში, ლჰასის მახლობლად. ჰემისში ამ თარგმანების ასლები ინახებოდა. მეორე ევროპელი, რომელიც ხელნაწერთა არსებობას ადასტურებს, ნ.კ. რერიხი იყო. 1925 წელს, თავისი ცენტრალური აზიის ექსპედიციის დროს, იგი ლადაკს ეწვია. 1925 წლის 19 სექტემბერს საგზაო დღიურში რერიხმა ჩაწერა: "... ჩვენ ისაზე ხელნაწერის უტყუარობის შესახებ შევიტყეთ. ჰემში დევს მანუსკრიპტიდან ნამდვილად ძველი ტიბეტური თარგმანი, რომელიც პალის ენაზეა დაწერილი და ცნობილ მონასტერში იმყოფება ლჰასის მახლობლად... ზღაპრები ნაყალბევზე მოისპო... გასაგებია, ხელნაწერი პირადად ჰემში რატომ შენარჩუნდა. ეს არის ლადაკის ერთ-ერთი უძველესი მონასტერი, რომელიც მონღოლების შემოსევის დროს საბედნიეროდ არ დაინგრა". "ტიბეტური სახარებიდან" რერიხს ვრცელი ციტატები მოჰყავს. ნოტოვიჩის მიერ თარგმნილ ტექსტებთან მათი შედარება გვიჩვენებს, რომ რერიხი იმავე შინაარსს სხვა სიტყვებით გადმოსცემს; ზოგჯერ მას სხვა დაყოფა აქვს. მაგრამ სარგებლობდა თუ არა იგი 1910 წლის პეტერბურგის გამოცემით? ნაკლებ სავარაუდოა. მასთან იყო მისი ვაჟი, აღმოსავლეთმცოდნე ი.ნ რერიხი, რომელიც ტიბეტურ ენას სრულად ფლობდა. როგორც ჩანს, სწორედ იგი თარგმნიდა ხელნაწერს მამისთვის (ან ამ ხელნაწერის მიხედვით ნოტოვიჩის ტექსტის კორექტირებას ახდენდა).
რერიხმა ისას შესახებ კიდევ ერთი ხელნაწერის აღმოჩენა მოახერხა. ამ ხელნაწერიდან ნაწყვეტი, რომელიც საგზაო დღიურში იყო მოთავსებული, ნოტოვიჩის მიერ გამოცემულ ტექსტს ავსებს (ამ ნაწყვეტის რერიხისეული თარგმანი ქვემოთ მოგვყავს). ნოტოვიჩი ძალიან მოკლედ ამბობს ჰიმალაებსა და ტიბეტში ისას ყოფნის შესახებ, იმ დროს, როცა რერიხის მიერ მოყვანილი ნაწყვეტი მთლიანად ამ პერიოდს ეძღვნება. სიტყვამ მოიტანა და, მეორე ხელნაწერში, პირველისაგან განსხვავებით, ბუდისტური სწავლება ნახსენები არ არის, რაც ისტორიულ მონაცემებს შეესაბამება: ჩვ. წ. პირველ საუკუნეში ტიბეტში ბუდისტები ჯერ არ იყვნენ.
ბუდიზმამდე ტიბეტში გავრცელებული იყო რელიგია "ბონ", რომელიც ჩვენს დროშიაც კი არასაკმარისად არის გამოკვლეული. მხოლოდ 1967 წელს გახდა ევროპტლი მეცნიერებისთვის ხელმისაწვდომი ტრაქტატები ამ რელიგიის შესახებ, რომლებიც ინდოეთშია გამოქვეყნებული. და ერთ-ერთ მათგანში ნახსენებია "სასწაულმოქმედი ესეს ირანის ქვეყნიდან", რომელიც გამოჩნდა "ქვეყანაში შანშუნ-მარ" (ჩრდილო ტიბეტი). მისი გამოჩენის თარიღი დაახლოებით ჩვენი ერის დასაწყისს ემთხვევა. ბონის იკონოგრაფიაში ესეს-ი მთავარი ღმერთის ხელმარჯვნივ იყო გამოსახული. ქრისტიანულ ტრადიციაშიც ხომ ქრისტე მამის ხელმარჯვნივ" ტახტზე უნდა მჯდარიყო! ალბათ აქ შეიძლება ითქვას ძველ ტიბეტურ რელიგიაზე ქრისტიანობის გავლენის შესახებ, ამასთან ძალიან ადრინდელი გავლენისა: ბონის ტრადიცია ჩაკეტილობით გამოირჩეოდა. მით უფრო მნიშვნელოვანია მისი დაახლოება "ტიბეტურ სახარებასთან". ასევე გასაგებია მითითება - "სასწაულმოქმედი ... ირანის ქვეყნიდან": იერუსალიმიდან ტიბეტისკენ მიმავალი გზა, მართლაც, დიდი ალბათობით, ირანზე გადიოდა.
ასეთია ცნობები წარსულიდან. და ამჟამად? ახლახან, 1979 წელს, "ტიბეტური სახარების" ხელნაწერი ჰემისის მონასტერში ნახა ლ.ვ. შაპოშნიკოვამ, ცნობილმა საბჭოთა აღმოსავლეთმცოდნემ. დროის უკმარისობამ საშუალება არ მისცა მას გადაეთარგმნა. ხელნაწერს ასეთი სათაური ჰქონდა: "ცხოვრება წმინდა ისასი, ადამიანთა ძეებს შორის საუკეთესოსი". ხელნაწერის ასაკი? ლ.ვ. შაპოშნიკოვა მას განსაზღვრავს: ხუთი-ექვსი საუკუნე. შეიძლება, სწორედ მაშინ დამზადდა ლჰასის თარგმანის ასლი ჰემისის მონასტრისთვის.
გამოდის, რომ ტიბეტურმა თქმულებამ ისას სესახებ როგორც მინიმუმ სამმაგი თარგმანი განიცადა: პალიდან ტიბეტურზე, ტიბეტურიდან ფრანგულ ენაზე, და შემდეგ რუსულ ენაზე. თარგმანის დროს, როგორც ჩანს, ტექსტი რედაქტირებას განიცდიდა. მაგალითად, ნოტოვიჩის მიხედვით გეოგრაფიული დასახელებები მიეკუთვნება მე-15-19 საუკუნეებს. ეს გასაგებია: იგი ხომ ევროპელი მკითხველებისთვის ამზადებდა პუბლიკაციას და ძველი დასახელებები გაუგებარი იქნებოდა. თუმცა. ტიბეტელ მთარგმნელებს ან გადამწერებს შეეძლოთ უფრო გვიანდელი დასახელებებით შეეცვალათ. მაგალითად, "რომეების ქვეყანა' "რომის იმპერიის" მნიშვნელობით შუა საუკუნეებისაა, ბიზანტიურია, რომელიც არა უადრეს მეოთხე საუკუნისა წარმოიშვა, როცა კონსტანტინეპოლს – ბიზანტიის დედაქალაქს - "ახალი რომი" უწოდეს. "ჯაგერნატი", "რაჯპუტანი" ("ჯაგანათჰის", "რაჯასთჰანის" ნაცვლად) ინდოეთში ინგლისის კოლონიური ბატონობის დროინდელი დასახელებებია. შესაძლოა, ნოტოვიჩმა ისინი ტექსტის თავის ვარიანტში შეიტანა. ამავე დროს ინდუისტური (ვიშნუიტური) გადმოცემები იმ მთის თაყვანისცემას, სადაც ახლა ღმერთ ჯაგანათჰის ტაძარი დგას, "ოქროს ხანას" მიაკუთვნებენ, ანუ უხსოვარ დროს. შემთხვევითი არ არის ტექსტში ვიასას და კრიშნას მოხსენიება: ორივე ვიშნუს განსხეულებად ითვლება. ადგილობრივი მცხოვრებნი ჯაგანათჰს დღესაც კრიშნად მოიხსენიებენ., ასე რომ აქ ოდინდელი ინდური ტრადიციაა ასახული. ლადაკის ზეპირი გადმოცემებიც ახლოსაა ისას შესახებ ტიბეტურ ხელნაწერებთან, რაზედაც ნ.კ. რერიხი მიუთითებდა. ერთი სიტყვით, ის ფაქტი, რომ "ტიბეტური სახარების" სხვადასხვა დროის რედაქციის კვალი არსებობს, ეჭვგარეშეა. მაგრამ ამ სახარებაში საკმაოდ ძველი საფუძვლების არსებობაც სახეზეა. მაშ რა ვუყოთ ამ საინტერესო აპოკრიფის დაწვრილებით გამოკვლევას, მის შესაბამისობას ქრისტიანულ კანონებთან, ბუდისტურ და ინდუისტურ ტრადიციებთან? ჯერჯერობით ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ გავიმეოროთ სიტყვები, რომლებიც 80 წლის წინათ რუსული თარგმანის ავტორმა, არქიმანდრიტმა ქრ. (მისი სახელი უცნობი დარჩა) თქვა: "იესოს შესახებ ინდო-ტიბეტური თქმულებების გაუმჯობესებული თარგმანები მომავლის საქმეა".
მკითხველებს ვთავაზობთ 1910 წელს ნათარგმნ "ტიბეტურ სახარებას".

ნ.კ. რერიხის საგზაო დღიურებიდან
ლჰასის მახლობლად იყო ხელნაწერებით მდიდარი სწავლების ტაძარი. იესოს სურდა თვითონ გაცნობოდა მათ. მინგ-სტე, მთელი აღმოსავლეთის დიდი ბრძენი, ამ ტაძარში იყო. დიდი დროის შემდეგ, უდიდესი საფრთხის ქვეშ, იესომ, გამყოლთან ერთად, ამ ტაძარს მიაღწია ტიბეტში. მინგ-სტემ და ყველა მასწავლებელმა ებრაელ ბრძენს ფართოდ გაუღეს კარი და მიესალმნენ. მინგ-სტე ხშირად ესაუბრებოდა იესოს მომავალი საუკუნის შესახებ და წმინდა მოვალეობაზე, რომელიც ამ საუკუნის ხალხმა მიიღო. ბოლოს იესომ მთის გასასვლელს მიაღწია და ლადაკის მთავარ ქალაქ ლე-ში იგი სიხარულით მიიღეს ბერებმა და დაბალი მდგომარეობის ადამიანებმა. და იესო ასწავლიდა მონასტრებსა და ბაზრებში; სადაც უბრალო ხალხი იკრიბებოდა, სწორედ იქ ასწავლიდა.
მახლობლად ცხოვრობდა ქალი, რომელსაც ვაჟი მოუკვდა, და ქალმა იგი იესოს მიუყვანა. უამრავი ხალხის თანდასწრებით იესომ ბავშვს ხელი დაადო, და ბავშვი ჯანმრთელი გახდა. ბევრს მოჰყავდა ბავშვები და იესო კურნავდა მათ.
ლადაკელებთან იესომ მრავალი დღე გაატარა; იგი ასწავლიდა მკურნალობას და იმას, დედამიწა სიხარულის ცად როგორ ექციათ. და მათ შეიყვარეს იესო. როდესაც მისი წასვლის დღე დადგა, ისინი ბავშვებივით ნაღვლობდნენ. დილით მრავალი ადამიანი მოვიდა გამოსამშვიდობებლად.
იესო იმეორებდა: "მე მოვედი, რომ ადამიანის შესაძლებლობები გაჩვენოთ. ყოველ ადამიანს შეუძლია აკეთოს ის, რასაც მე ვაკეთებ. და ის, რაც მე ვარ, ყოველი ადამიანი იქნება. ეს საჩუქრები ყოველი ქვეყნის ხალხს ეკუთვნის – ეს არის ცხოვრების წყალი და პური".
იესომ დახელოვნებულ მომღერლებზე თქვა: "საიდანაა მათი ნიჭი და ეს ძალა? ერთ მოკლე ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, მათ არ შეეძლოთ დაეგროვებინათ ხმის ხარისხიც და თანაჟღერის კანონთა ცოდნაც. არის თუ არა ეს სასწაული? არა, რადგან ყველაფერი ბუნებრივი კანონებიდან ხდება. ათასობით წლების წინათ ეს ადამიანები უკვე აწყობდნენ თავის ჰარმონიას და ხარისხს. და ისინი კვლავ მოდიან, რომ კიდევ ისწავლონ სხვადასხვა გამოვლინებებისგან"
LAIRA
QUOTE(mata @ Jul 14 2011, 09:39 PM) *
ვფიქრობ სარწმუნოა და ნამდვილად იესოს სიტყვებია. შეიძლება უმნიშვნელო ცდომილებები იყოს, მარა ძირითადად სიმართლეა.

ერთადერთი რო წერია ღმერთი დასჯისო იმ ხალხსო ვინც სხვებს თავისი ძალაუფლების გამოყენებით ჩაგრავსო, ეგ გაზვიადებული აზრი მგონია.

მამაზეციერი არავის არ სჯის !

ძალიან ცდები მატა smile.gif მამაზეციერი სასტიკად სჯის
ძველ აღთქმაში მებრძოლ ღმერთს საბაოთ უფალს უწოდებენ,ის ბრძოლებში თავად მონაწილეობს და იჭერს სამართლიანობის მხარეს.
ამბობენ რომ ქართველთა ღმერთს ქვია გიორგი,ის არაერთხელ უნახიათ თუ როგორ მიუძღოდა ხილულად ბრძოლაში თეთრ რაინდზე ამხედრებული.ხშირად ბრძოლის ბედიც სწორედ ამ რაინდს გადაუწყვეტია რომელიც ბრძოლის შემდეგ უკვალოდ ქრებოდა.
Zeus
QUOTE(LAIRA @ Mar 24 2012, 03:04 PM) *
ძალიან ცდები მატა smile.gif მამაზეციერი სასტიკად სჯის
ძველ აღთქმაში მებრძოლ ღმერთს საბაოთ უფალს უწოდებენ,ის ბრძოლებში თავად მონაწილეობს და იჭერს სამართლიანობის მხარეს.
ამბობენ რომ ქართველთა ღმერთს ქვია გიორგი,ის არაერთხელ უნახიათ თუ როგორ მიუძღოდა ხილულად ბრძოლაში თეთრ რაინდზე ამხედრებული.ხშირად ბრძოლის ბედიც სწორედ ამ რაინდს გადაუწყვეტია რომელიც ბრძოლის შემდეგ უკვალოდ ქრებოდა.

წმინდა გიორგის რაც შეეხება,ეგ მიაჩნდათ,რომ ქართველები ეგოისტობდნენ და იბრალებდნენ,მაგრამ სპარსულ ისტორიულ წყაროებშიც აღმოაჩინეს მაგ ამბების შესახებ,ასე,რომ მართალია,ხშირად ჩვენ თვალწინ ხდება სასწაულები და არ ვიჯერებთ და ძალიანაც ვცდებით smile.gif
LAIRA
QUOTE(Zeus @ Mar 24 2012, 06:16 PM) *
წმინდა გიორგის რაც შეეხება,ეგ მიაჩნდათ,რომ ქართველები ეგოისტობდნენ და იბრალებდნენ,მაგრამ სპარსულ ისტორიულ წყაროებშიც აღმოაჩინეს მაგ ამბების შესახებ,ასე,რომ მართალია,ხშირად ჩვენ თვალწინ ხდება სასწაულები და არ ვიჯერებთ და ძალიანაც ვცდებით smile.gif

უნდა მეთქვა თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდი თქო biggrin.gif
დიახ სპარსულ წყაროებშიცაა და საერთოდ მე მჯერა რომ ასე იქნებოდა
Zeus
QUOTE(LAIRA @ Mar 24 2012, 06:25 PM) *
უნდა მეთქვა თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდი თქო biggrin.gif
დიახ სპარსულ წყაროებშიცაა და საერთოდ მე მჯერა რომ ასე იქნებოდა

აგაშენა ღმერთმა! smile.gif
ჯი-ნია-ნი
თავიდან ხომ ვერ დადებდით ლინკს?
natuka
ხვალ დავდებ, მანამდე ტუ ვინმემ არ დადო
natuka
http://allshares.ge/download.php?id=B3F93F1149
I AM
ტიბეტური სახარება

ე. ლაზარევი. ტიბეტური თქმულება იესოს შესახებ

"წიგნებსაც თავისი ბედი აქვს". ეს ლათინური აფორიზმი სავსებით გამოყენებადია "ტიბეტური სახარების" - ისას (როგორც იესო ქრისტეს უწოდებენ აღმოსავლეთში) შესახებ ცენტრალურაზიური აპოკრიფული თქმულების მიმართ. თქმულების პირველი ევროპული (ფრანგული) თარგმანი 1894 წელს გამოიცა პარიზში. რუსული თარგმანი გამოიცა ხარკოვის ჟურნალში "ვერა ი რაზუმ" და ცალკე ბროშურის სახით პეტერბურგში, გამომცემლობა "ვესტნიკ ზნანია"-ში (1910 წ.).
ეს პუბლიკაციები არ შეიძლება მეცნიერული იწოდებოდეს სიტყვის თანამედროვე გაგებით: მათი ტექსტი რამდენადმე პოპულარიზებულია, არ არის განმმარტებელი კომენტარი. ამასთან ერთად აპოკრიფის შინაარსი უდავოდ საინტერესოა. იგი იესოს ცხოვრების იმ პერიოდის შესახებ მოგვითხრობს, რომლის შესახებაც კანონიკური სახარებები დუმან (მისი ცხოვრების 14-დან 29 წლამდე).
რას წარმოადგენს ტექსტის წინაისტორია? რუსი ჟურნალისტის, ფრანგული თარგმანის ავტორის, ნიკოლოზ ნოტოვიჩის სიტყვებით, მან ისას შესახებ ხელნაწერი 1887 წელს აღმოაჩინა. როდესაც ლადაკში (ჩრდილო ინდოეთი) მოგზაურობდა, მან ფეხი მოიტეხა და იძულებული იყო ბუდისტურ მონასტერში – ჰემისში – დიდი ხნით გაჩერებულიყო. მან შეიტყო, რომ მონასტრის ბიბლიოთეკაში ინახება ტიბეტურ ენაზე დაწერილი თხზულებები ისას შესახებ. როგორც ნოტოვიჩი იუწყება, ერთიანი ტექსტი არ იყო: ისას შესახებ დაქსაქსული მოთხრობები სხვადასხვა შინაარსის ხელნაწერთა კრებულში შედიოდა. ერთ-ერთი ლამას დახმარებით ნოტოვიჩმა ისინი ქრონოლოგიური მიმდევრობით განალაგა. ლამამ მას მონასტერში შემონახული ამ ტექსტების შესახებ უამბო. მისი სიტყვებით, თქმულებები ისას შესახებ ინდოეთში ჩაწერილი იყო პალის ენაზე ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში იმ ადამიანთა სიტყვებიდან, რომლებმაც ისა ნახეს, როდესაც იგი ინდოეთში და ნეპალში ცხოვრობდა, აგრეთვე ინდოელი ვაჭრების სიტყვებიდან, რომლებსაც იერუსალიმთან სავაჭრო კავშირი ჰქონდათ.

დაახლოებით 200 წელს პალიური გრაგნილები ნეპალიდან ტიბეტში ჩამოიტანეს. შემდეგ ისინი ტიბეტურ ენაზე გადათარგმნეს მარბურის მთაზე მდებარე მონასტერში, ლჰასის მახლობლად. ჰემისში ამ თარგმანების ასლები ინახებოდა. მეორე ევროპელი, რომელიც ხელნაწერთა არსებობას ადასტურებს, ნ.კ. რერიხი იყო. 1925 წელს, თავისი ცენტრალური აზიის ექსპედიციის დროს, იგი ლადაკს ეწვია. 1925 წლის 19 სექტემბერს საგზაო დღიურში რერიხმა ჩაწერა: "... ჩვენ ისაზე ხელნაწერის უტყუარობის შესახებ შევიტყეთ. ჰემში დევს მანუსკრიპტიდან ნამდვილად ძველი ტიბეტური თარგმანი, რომელიც პალის ენაზეა დაწერილი და ცნობილ მონასტერში იმყოფება ლჰასის მახლობლად... ზღაპრები ნაყალბევზე მოისპო... გასაგებია, ხელნაწერი პირადად ჰემში რატომ შენარჩუნდა. ეს არის ლადაკის ერთ-ერთი უძველესი მონასტერი, რომელიც მონღოლების შემოსევის დროს საბედნიეროდ არ დაინგრა". "ტიბეტური სახარებიდან" რერიხს ვრცელი ციტატები მოჰყავს. ნოტოვიჩის მიერ თარგმნილ ტექსტებთან მათი შედარება გვიჩვენებს, რომ რერიხი იმავე შინაარსს სხვა სიტყვებით გადმოსცემს; ზოგჯერ მას სხვა დაყოფა აქვს. მაგრამ სარგებლობდა თუ არა იგი 1910 წლის პეტერბურგის გამოცემით? ნაკლებ სავარაუდოა. მასთან იყო მისი ვაჟი, აღმოსავლეთმცოდნე ი.ნ რერიხი, რომელიც ტიბეტურ ენას სრულად ფლობდა. როგორც ჩანს, სწორედ იგი თარგმნიდა ხელნაწერს მამისთვის (ან ამ ხელნაწერის მიხედვით ნოტოვიჩის ტექსტის კორექტირებას ახდენდა).
რერიხმა ისას შესახებ კიდევ ერთი ხელნაწერის აღმოჩენა მოახერხა. ამ ხელნაწერიდან ნაწყვეტი, რომელიც საგზაო დღიურში იყო მოთავსებული, ნოტოვიჩის მიერ გამოცემულ ტექსტს ავსებს (ამ ნაწყვეტის რერიხისეული თარგმანი ქვემოთ მოგვყავს). ნოტოვიჩი ძალიან მოკლედ ამბობს ჰიმალაებსა და ტიბეტში ისას ყოფნის შესახებ, იმ დროს, როცა რერიხის მიერ მოყვანილი ნაწყვეტი მთლიანად ამ პერიოდს ეძღვნება. სიტყვამ მოიტანა და, მეორე ხელნაწერში, პირველისაგან განსხვავებით, ბუდისტური სწავლება ნახსენები არ არის, რაც ისტორიულ მონაცემებს შეესაბამება: ჩვ. წ. პირველ საუკუნეში ტიბეტში ბუდისტები ჯერ არ იყვნენ.
ბუდიზმამდე ტიბეტში გავრცელებული იყო რელიგია "ბონ", რომელიც ჩვენს დროშიაც კი არასაკმარისად არის გამოკვლეული. მხოლოდ 1967 წელს გახდა ევროპტლი მეცნიერებისთვის ხელმისაწვდომი ტრაქტატები ამ რელიგიის შესახებ, რომლებიც ინდოეთშია გამოქვეყნებული. და ერთ-ერთ მათგანში ნახსენებია "სასწაულმოქმედი ესეს ირანის ქვეყნიდან", რომელიც გამოჩნდა "ქვეყანაში შანშუნ-მარ" (ჩრდილო ტიბეტი). მისი გამოჩენის თარიღი დაახლოებით ჩვენი ერის დასაწყისს ემთხვევა. ბონის იკონოგრაფიაში ესეს-ი მთავარი ღმერთის ხელმარჯვნივ იყო გამოსახული. ქრისტიანულ ტრადიციაშიც ხომ ქრისტე მამის ხელმარჯვნივ" ტახტზე უნდა მჯდარიყო! ალბათ აქ შეიძლება ითქვას ძველ ტიბეტურ რელიგიაზე ქრისტიანობის გავლენის შესახებ, ამასთან ძალიან ადრინდელი გავლენისა: ბონის ტრადიცია ჩაკეტილობით გამოირჩეოდა. მით უფრო მნიშვნელოვანია მისი დაახლოება "ტიბეტურ სახარებასთან". ასევე გასაგებია მითითება - "სასწაულმოქმედი ... ირანის ქვეყნიდან": იერუსალიმიდან ტიბეტისკენ მიმავალი გზა, მართლაც, დიდი ალბათობით, ირანზე გადიოდა.
ასეთია ცნობები წარსულიდან. და ამჟამად? ახლახან, 1979 წელს, "ტიბეტური სახარების" ხელნაწერი ჰემისის მონასტერში ნახა ლ.ვ. შაპოშნიკოვამ, ცნობილმა საბჭოთა აღმოსავლეთმცოდნემ. დროის უკმარისობამ საშუალება არ მისცა მას გადაეთარგმნა. ხელნაწერს ასეთი სათაური ჰქონდა: "ცხოვრება წმინდა ისასი, ადამიანთა ძეებს შორის საუკეთესოსი". ხელნაწერის ასაკი? ლ.ვ. შაპოშნიკოვა მას განსაზღვრავს: ხუთი-ექვსი საუკუნე. შეიძლება, სწორედ მაშინ დამზადდა ლჰასის თარგმანის ასლი ჰემისის მონასტრისთვის.
გამოდის, რომ ტიბეტურმა თქმულებამ ისას სესახებ როგორც მინიმუმ სამმაგი თარგმანი განიცადა: პალიდან ტიბეტურზე, ტიბეტურიდან ფრანგულ ენაზე, და შემდეგ რუსულ ენაზე. თარგმანის დროს, როგორც ჩანს, ტექსტი რედაქტირებას განიცდიდა. მაგალითად, ნოტოვიჩის მიხედვით გეოგრაფიული დასახელებები მიეკუთვნება მე-15-19 საუკუნეებს. ეს გასაგებია: იგი ხომ ევროპელი მკითხველებისთვის ამზადებდა პუბლიკაციას და ძველი დასახელებები გაუგებარი იქნებოდა. თუმცა. ტიბეტელ მთარგმნელებს ან გადამწერებს შეეძლოთ უფრო გვიანდელი დასახელებებით შეეცვალათ. მაგალითად, "რომეების ქვეყანა' "რომის იმპერიის" მნიშვნელობით შუა საუკუნეებისაა, ბიზანტიურია, რომელიც არა უადრეს მეოთხე საუკუნისა წარმოიშვა, როცა კონსტანტინეპოლს – ბიზანტიის დედაქალაქს - "ახალი რომი" უწოდეს. "ჯაგერნატი", "რაჯპუტანი" ("ჯაგანათჰის", "რაჯასთჰანის" ნაცვლად) ინდოეთში ინგლისის კოლონიური ბატონობის დროინდელი დასახელებებია. შესაძლოა, ნოტოვიჩმა ისინი ტექსტის თავის ვარიანტში შეიტანა. ამავე დროს ინდუისტური (ვიშნუიტური) გადმოცემები იმ მთის თაყვანისცემას, სადაც ახლა ღმერთ ჯაგანათჰის ტაძარი დგას, "ოქროს ხანას" მიაკუთვნებენ, ანუ უხსოვარ დროს. შემთხვევითი არ არის ტექსტში ვიასას და კრიშნას მოხსენიება: ორივე ვიშნუს განსხეულებად ითვლება. ადგილობრივი მცხოვრებნი ჯაგანათჰს დღესაც კრიშნად მოიხსენიებენ., ასე რომ აქ ოდინდელი ინდური ტრადიციაა ასახული. ლადაკის ზეპირი გადმოცემებიც ახლოსაა ისას შესახებ ტიბეტურ ხელნაწერებთან, რაზედაც ნ.კ. რერიხი მიუთითებდა. ერთი სიტყვით, ის ფაქტი, რომ "ტიბეტური სახარების" სხვადასხვა დროის რედაქციის კვალი არსებობს, ეჭვგარეშეა. მაგრამ ამ სახარებაში საკმაოდ ძველი საფუძვლების არსებობაც სახეზეა. მაშ რა ვუყოთ ამ საინტერესო აპოკრიფის დაწვრილებით გამოკვლევას, მის შესაბამისობას ქრისტიანულ კანონებთან, ბუდისტურ და ინდუისტურ ტრადიციებთან? ჯერჯერობით ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ გავიმეოროთ სიტყვები, რომლებიც 80 წლის წინათ რუსული თარგმანის ავტორმა, არქიმანდრიტმა ქრ. (მისი სახელი უცნობი დარჩა) თქვა: "იესოს შესახებ ინდო-ტიბეტური თქმულებების გაუმჯობესებული თარგმანები მომავლის საქმეა".
მკითხველებს ვთავაზობთ 1910 წელს ნათარგმნ "ტიბეტურ სახარებას".

ნ.კ. რერიხის საგზაო დღიურებიდან
ლჰასის მახლობლად იყო ხელნაწერებით მდიდარი სწავლების ტაძარი. იესოს სურდა თვითონ გაცნობოდა მათ. მინგ-სტე, მთელი აღმოსავლეთის დიდი ბრძენი, ამ ტაძარში იყო. დიდი დროის შემდეგ, უდიდესი საფრთხის ქვეშ, იესომ, გამყოლთან ერთად, ამ ტაძარს მიაღწია ტიბეტში. მინგ-სტემ და ყველა მასწავლებელმა ებრაელ ბრძენს ფართოდ გაუღეს კარი და მიესალმნენ. მინგ-სტე ხშირად ესაუბრებოდა იესოს მომავალი საუკუნის შესახებ და წმინდა მოვალეობაზე, რომელიც ამ საუკუნის ხალხმა მიიღო. ბოლოს იესომ მთის გასასვლელს მიაღწია და ლადაკის მთავარ ქალაქ ლე-ში იგი სიხარულით მიიღეს ბერებმა და დაბალი მდგომარეობის ადამიანებმა. და იესო ასწავლიდა მონასტრებსა და ბაზრებში; სადაც უბრალო ხალხი იკრიბებოდა, სწორედ იქ ასწავლიდა.
მახლობლად ცხოვრობდა ქალი, რომელსაც ვაჟი მოუკვდა, და ქალმა იგი იესოს მიუყვანა. უამრავი ხალხის თანდასწრებით იესომ ბავშვს ხელი დაადო, და ბავშვი ჯანმრთელი გახდა. ბევრს მოჰყავდა ბავშვები და იესო კურნავდა მათ.
ლადაკელებთან იესომ მრავალი დღე გაატარა; იგი ასწავლიდა მკურნალობას და იმას, დედამიწა სიხარულის ცად როგორ ექციათ. და მათ შეიყვარეს იესო. როდესაც მისი წასვლის დღე დადგა, ისინი ბავშვებივით ნაღვლობდნენ. დილით მრავალი ადამიანი მოვიდა გამოსამშვიდობებლად.
იესო იმეორებდა: "მე მოვედი, რომ ადამიანის შესაძლებლობები გაჩვენოთ. ყოველ ადამიანს შეუძლია აკეთოს ის, რასაც მე ვაკეთებ. და ის, რაც მე ვარ, ყოველი ადამიანი იქნება. ეს საჩუქრები ყოველი ქვეყნის ხალხს ეკუთვნის – ეს არის ცხოვრების წყალი და პური".
იესომ დახელოვნებულ მომღერლებზე თქვა: "საიდანაა მათი ნიჭი და ეს ძალა? ერთ მოკლე ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, მათ არ შეეძლოთ დაეგროვებინათ ხმის ხარისხიც და თანაჟღერის კანონთა ცოდნაც. არის თუ არა ეს სასწაული? არა, რადგან ყველაფერი ბუნებრივი კანონებიდან ხდება. ათასობით წლების წინათ ეს ადამიანები უკვე აწყობდნენ თავის ჰარმონიას და ხარისხს. და ისინი კვლავ მოდიან, რომ კიდევ ისწავლონ სხვადასხვა გამოვლინებებისგან".

ცხოვრება წმინდა ისა-სი,
ადამიანთა ძეებს შორის საუკეთესოსი.

1

1. მიწა იძროდა, ზეცა ტიროდა უდიდესი ბოროტების გამო, რომელიც სულ ახლახან მოხდა ისრაელის ქვეყანაში.
2. იქ სულ ახლახან აწამეს და სიკვდილით დასაჯეს უდიდესი წმინდანი ისა, რომელშიაც სამყაროს სული ბინადრობდა,
3. რომელიც უბრალო მოკვდავში განსხეულდა, რომ ყველა ადამიანისთვის სიკეთე გაეკეთებინა და მათიდან ცუდი აზრები ამოეძირკვა,
4. ცხოვრებაში მშვიდობა, სიყვარული აღედგინა სიკეთისა და ადამიანის მიმართ, რომელიც ცოდვებითაა შერცხვენილი, ადამიანები დააბრუნოს ერთიან და განუყოფელ შემქმნელთან, უსაზღვროდ გულმოწყალესთან.
5. აი რას ყვებოდა ამის შესახებ ვაჭარი ხალხი, რომელიც ისრაელის ქვეყანაში დადიოდა.

2

1. ძალიან ნაყოფიერ მიწაზე (რომელიც წელიწადში ორ მოსავალს იძლეოდა) მცხოვრებმა ისრაელის ხალხმა, დიდი ნახირის პატრონმა, თავისი ცოდვების გამო ღვთის მრისხანება გამოიწვია,
2. რომელმაც საშინლად დასაჯა იგი – წაართვა მიწა, მსხვლფეხა და წვრილფეხა საქონელი და მთელი მისი მდგომარეობა; ისრაელი მონად აქციეს ძლიერმა და მდიდარმა ფარაონებმა, რომლებიც მაშინ ეგვიპტეში მეფობდნენ.
3. ისინი ისრაელთ ცხოველზე უარესად ეპყრობოდნენ, მძიმე სამუშაოთი ტვირთავდნენ და ბორკილებს ადებდნენ, ჭრილობებს აყენებდნენ, დაჭრილებს კი საჭმელს და ჭერქვეშ ცხოვრების უფლებას არ აძლევდნენ,
4. რომ მუდამ შიშის ქვეშ ჰყოლადათ სახემწიფოში და ყოველივე ადამიანური წაერთვათ მათთვის.
5. ასეთი უდიდესი უბედურების დროს ისრაელმა ხალხმა გაიხსენა თავისი ზეციური მფარველის შესახებ, მიმართა მას და წყალობა და გულმოწყალება სთხოვა.
6. იმ დროს ეგვიპტეში მეფობდა სახელგანთქმული ფარაონი, მრავალრიცხოვანი გამარჯვებით, დაგროვებული სიმდიდრითა და ვრცელი სასახლეებით ცნობილი, რომლებიც მონებმა საკუთარი ხელებით აუშენეს.
7. ამ ფარაონს ორი ვაჟი ჰყავდა, რომელთაგან უმცროსს ერქვა მოსა; ბრძენმა ისრაელებმა მას სხვადასხვა მეცნიერება შეასწავლეს.
8. და მოსა უყვარდათ ეგვიპტეში მისი სიკეთისა და თანაგრძნობის გამო, რომელსაც იგი ყველა ტანჯულის მიმართ იჩენდა.
9. ხედავდა რა, რომ ისრაელთ, აუტანელ წამებაში მყოფებსაც კი, არ უნდოდათ თავის ღმერთზე უარის თქმა, რომ ადამიანის ხელით გაკეთებული ადგილობრივი ღმერთებისათვის ეცათ თაყვანი,
10. მოსამ იწამა მათი უხილავი ღმერთი, რომელმაც არ დაუშვა, რომ მათი სუსტი ძალები მოტეხილიყო.
11. ისრაელ მასწავლებლებს უყვარდათ მოსას გულმოდგინება და სთხოვდნენ მას ფარაონთან, მამამისთან, ეშუამდგომლა მათ ერთმორწმუნეთა მიმართ მოწყალების თაობაზე.
12. პრინცი მოსა სთხოვდა უბედურთა ხვედრი შეემსუბუქებინა, მაგრამ ფარაონი მხოლოდ განრისხდა მასზე და მონების წამება უფრო გააძლიერა.
13. ამის შემდეგ, სულ მალე, ეგვიპტეს დიდი უბედურება დაატყდა თავს: გაჩნდა შავი ჭირი, რომელმაც მრავალ ახალგაზრდას და მოხუცს, ჯანმრთელს და ავადმყოფს წაართვა სიცოცხლე. ფარაონმა ეს ახსნა როგორც თავისი ღმერთების მრისხანება მის მიმართ.
14. მაგრამ პრინცმა მოსამ მამას უთხრა, რომ მისი მონების ღმერთმა გადაწყვიტა უბედურებს დახმარებოდა და ეგვიპტელები დასაჯა.
15. მაშინ ფარაონმა მოსას უბრძანა, რომ ებრაელთა თემის ყველა მონა ქალაქიდან გაეყვანა და დედაქალაქიდან შორ მანძილზე სხვა ქალაქი დაეარსებინა, და თვითონაც მათთან ეცხოვრა.
16. მოსამ ნიშანი მისცა ებრაელ-მონებს, რომ ღმერთის სახელით, ისრაელთა ღმერთისა, მან ისინი გაათავისუფლა. და წავიდა იგი მათთან ერთად ქალაქიდან და ეგვიპტის მიწიდან.
17. და ამგვარად მიიყვანა ისინი მიწაზე, რომელიც მათ ცოდვების გამო დაკარგეს, მისცა კანონები და არწმუნებდა მუდამ ელოცათ ღმერთისთვის, რომლის სიკეთეც უსაზღვროა.
18. პრინც მოსას სიკვდილის შემდეგ ისრაელები მკაცრად იცავდნენ მის კანონებს; ამიტომ ღმერთმა ისინი დააჯილდოვა ყველა უბედურების გამო, რომელიც მათ ეგვიპტეში დაატყდათ თავს.
19. მათი სამეფო ყველაზე ძლიერი გახდა მთელ დედამიწაზე, მათი მეფეები სიმდიდრით გახდნენ ცნობილნი, და ხანგრძლივი მშვიდობა მეფობდა ისრაელთა ხალხში.

3

1. დიდება ისრაელის სიმდიდრის შესახებ მთელ დედამიწაზე გავრცელდა, მეზობელ ხალხებს შურდათ მისი.
2. უზენაესი ამ ხალხებზე ებრაელთა ძლევამოსილ იარაღს მიმართავდა, და წარმართები მათზე თავდასხმას ვერ ბედავდნენ.
3. საუბედუროდ, ადამიანი ყოველთვის არ ემორჩილება საკუთარ თავს, ამიტომაც თავისი ღმერთის მიმართ ისრაელთა ერთგულება დიდხანს არ გრძელდებოდა.
4. მათ თანდათან დაივიწყეს ყველა ის მადლი, რასაც უფალი მათთვის არ იშურებდა, იშვიათად ახსენებდნენ მას და დახმარებისათვის ჯადოქრებს მიმართავდნენ.
5. მეფეები და ბელადები თავისი კანონებით ცვლიდნენ იმ კანონებს, რომლებიც მათ მოსამ მისცა; ღმერთის ტაძარი და ღვთისმსახურება მიტოვებულ იქნა, ხალხმა სიამოვნებას მისცა თავი და თავდაპირველი სიწმინდე დაკარგა.
6. ეგვიპტედან გამოსვლის შემდეგ მრავალი საუკუნე გავიდა, როცა ღმერთმა კვლავ გადაწყვიტა მათი დასჯა.
7. უცხოქვეყნელებმა ისრაელის მიწაზე იწყეს თავდასხმა. ისინი ანადგურებდნენ მინდვრებს, სოფლებს და მცხორებლები ტყვედ მიჰყავდათ.
8. წარმართები ზღვების იქითა მხრიდან მოვიდნენ, რომეების ქვეყნიდან; მათ დაიპყრეს ებრაელები და მხედართმთავრები დანიშნეს, რომლებიც კეისრის ბრძანებით მართავდნენ მათ.
9. ისინი ტაძრებს ანგრევდნენ, მცხოვრებლებს აიძულებდნენ უხილავი ღმერთისთვის თაყვანი აღარ ეცათ და წარმართთა ღმერთებისთვის შეეწირათ მსხვერპლი.
10. კეთილშობილებს მეომრებად ხდიდნენ, ქალები ცოლებად მიჰყავდათ, მონებად ქცეულ უბრალო ხალხს კი ზღვის იქით აგზავნიდნენ;
11. მათს ბავშვებსაც კი მახვილზე აგებდნენ. ისრაელის მთელ ქვეყანაში მხოლოდ ქვითინი და კვნესა ისმოდა.
12. ასეთ უკიდურეს უბედურებაში გაიხსენეს მათ თავისი დიადი ღმერთი: ევედრებოდნენ, წყალობას სთხოვდნენ, პატიებას ითხოვდნენ. და ჩვენმა მამამ თავისი დაუშრეტელი სიკეთით მათი ვედრება შეისმინა.

4

1. და აი სწორედ მაშინ დადგა ჟამი, რომელიც გულმოწყალე მოსამართლემ აირჩია, რომ ადამიანად განსხეულებულიყო.
2. და მარადიული სული, რომელიც სრული სიმშვიდისა და უმაღლესი ნეტარების სამეფოშია დასახლებული, აღიგზნა და გამჟღავნდა განუსაზღვრელი დროით მარადმსუფევიდან,
3. რომ ადამიანური გარეგნობა მიიღოს, ხალხს ღვთაებასთან მიერთების საშუალება მიუთითოს, რომ მარადიულ ნეტარებას მიაღწიოს;
4. რომ თავისი მაგალითით აჩვენოს, როგორ უნდა მიაღწიოს ადამიანმა ზნეობრივ სიწმინდეს, განაცალკევოს სული მისი უხეში გარსისგან, მიაღწიოს მის სრულყოფილებას, რაც დაულეველ ზეციურ სამეფოში ასვლისთვისაა აუცილებელი, სადაც მარადიული ნეტარებაა გამეფებული.
5. მალე ისრაელის მიწაზე საუცხოო ბავშვი დაიბადა; თვით ღმერთი ლაპარაკობდა ამ ბავშვის პირით სხეულის სიღატაკისა და სულის დიდების შესახებ.
6. ახალშობილის მშობლები საწყლები იყვნენ, მაგრამ წარმოშობით იმ მოდგმას ეკუთვნოდნენ, რომელიც ღვთისმოსაობით იყო ცნობილი, და თავისი წინანდელი დიდებულება დაივიწყა მიწაზე, რომ უფლის სახელი ედიდათ და მადლობა ეთქვათ უბედურებისთვის, რომელიც მან გამოუგზავნა, როგორც გამოცდა.
7. იმისათვის, რომ ჭეშმარიტების გზიდან არ გადავიდნენ, ღმერთმა მათი ოჯახის პირველშობილი დალოცა: მან იგი თავის რჩეულად დანიშნა და ცოდვაში ჩავარდნილთა დასახმარებლად და ტანჯულთა განსაკურნებლად გამოგზავნა.
8. ღვთაებრივმა პატარა ბავშვმა, რომელსაც ისა შეარქვეს, ერთიან და განუყოფელ ღმერთზე დაიწყო ლაპარაკი, გზააბნეულ სულებს არწმუნებდა ცოდვები მოენანიებინათ და განწმენდილიყვნენ.
9. მის მოსასმენლად ყოველი მხრიდან მოდიოდნენ. ბავშვის მიერ თქმული სიტყვების გამო გაოცებულები იყვნენ. ყველა ებრაელი თანხმდებოდა, რომ ამ ბავშვში მარადიული უმაღლესი სულია ჩასახლებული.
10. როდესაც ისამ 13 წელს მიაღწია (ამ ასაკში კი ყოველმა ებრაელმა ცოლი უნდა ამოირჩიოს),
11. მისი ღარიბი მშობლების სახლში მდიდარმა და წარჩინებულმა ხალხმა იწყო სიარული; მათ სურდათ ახალგაზრდა ისა ჰყოლოდათ სიძედ, რომელმაც უკვე სახელი გაითქვა თავისი სამოძღვრებო სიტყვებით უზენაესისთვის.
12. მაგრამ ისამ მშობლების სახლი ფარულად მიატოვა, იერუსალიმიდან წავიდა და ვაჭრებთან ერთად ინდისკენ გაემართა,
13. რომ საღვთო სუტყვაში სრულყოფილი გამხდარიყო და დიადი ბუდას კანონები ესწავლა.

5

1. თოთხმეტი წლის ახალგაზრდა ისა, ღვთის მიერ კურთხეული, ინდას მეორე ნაპირზე გადავიდა და დასახლდა არიელებთან, ღვთის მიერ კურთხეულ ქვეყანაში.
2. საუცხოო ყმაწვილის შესახებ დიდება ჩრდილოეთ ინდას სიღრმეში გავრცელდა; როდესაც იგი პენჯაპისა და რაჯპუტანას ქვეყანას გადიოდა, ღმერთ ჯაინის თაყვანისმცემლები სთხოვდნენ მათთან დასახლებულიყო.
3. მაგრამ მან მიატოვა შეცდომაში შესული ჯაინის თაყვანისმცემლები და ჯაგერნატში, ორსისის ქვეყანაში გაჩერდა, სადაც ვიასა-კრიშნას ნეშთი განისვენებს, და იქ ბრაჰმას თეთრმა ქურუმებმა იგი გულთბილად მიიღეს.
4. მათ ისას ასწავლეს კითხვა და ვედების გაგება, ლოცვებით განკურნება, ხალხისთვის საღმრთო წერილების სწავლება და განმარტება, ადამიანის სხეულიდან ავი სულის განდევნა და მისთვის ადამიანური სახის დაბრუნება.
5. ჯაგერნატში, რაჯაგრიჰში, ბენარესში და სხვა წმინდა ქალაქებში მან ექვსი წელი დაჰყო; ყვალას უყვარდა იგი, რადგან ისა ვაიშებთან (მიწათმოქმედთა, ხელოსანთა, ვაჭართა ვარნა, კასტა) და შუდრებთან (მონათა კასტა) მშვიდობიანად ცხოვრობდა, რომლებსაც იგი საღმრთო წერილებს ასწავლიდა.
6. მაგრამ ბრამინებმა (უმაღლესი კასტა) და ქშატრიებმა (მეორე კასტა, მეომართა ვარნა) უთხრეს მას, რომ დიადმა პარა-ბრაჰმამ აუკრძალა მათ მიახლოება მისი მუცლიდან და ფეხებიდან შექმნილებთან,
7. რომ ვაიშებს უფლება აქვთ მხოლოდ უსმინონ ვედების კითხვას, და ისიც მხოლოდ დღესასწაულის დროს,
8. შუდრებს კი ეკრძალებოდათ არა მხოლოდ ვედების კითხვაზე დასწრება, არამედ მათი ყურებაც კი; ისინი ვალდებულნი არიან მხოლოდ მუდამ ემსახურონ ბრამინებს, ქშატრიებსა და ვაიშებსაც კი.
9. "მხოლოდ სიკვდილს შეუძლია მათი მონობიდან გათავისუფლება, - თქვა პარა-ბრაჰმამ. – მიატოვე ისინი და წამოდი ჩვენთან, თაყვანი ვცეთ ღმერთებს, რომლებიც შენზე არიან განრისხებულნი დაუმორჩილებლობის გამო".
10. მაგრამ ისა მათს სიტყვებს არ უსმენდა და ბრამინებისა და ქშატრიების საწინააღმდეგოდ შუდრებთან დადიოდა ქადაგებისთვის.
11. იგი ამხედრდა იმის წინააღმდეგ, რომ ადამიანი თავის თავზე უფლებას იღებს ახლობლებს ადამიანური ღირსება წაართვას; იგი ამბობდა: "მამა-ღმერთი თავის შვილებს ერთმანეთისაგან არ ასხვავებს, მისთვის ისინი ერთნაირად ძვირფასნი არიან".
12. ისა უარყოფდა ვედებისა და პურანების ღვთაებრივ წარმოშობას, რადგან თავის მიმდევრებს ასწავლიდა, რომ კანონი ადამიანს მისი მოქმედებების სახელმძღვანელოდ მიეცა.
13. "გეშინოდეს შენი ღმერთის, მხოლოდ მის წინაშე მოიხარე მუხლი და მხოლოდ მას მიართვი მსხვერპლი, რომელიც მოგებიდან მიიღე".
14. ისა უარყოფდა ტრიმურტის და პარა-ბრაჰმას ვიშნუში, შივაში და სხვა ღმერთებში განხორციელებას; იგი ამბობდა:
15. "მარადიულმა გამსჯელმა, მარადიულმა უმაღლესმა სულმა შექმნა სული ერთადერთი და განუყოფელი სამყაროში; იგი ერთია, შექმნილი, ყველაფერს ინახავს და ასულდგმულებს".
16. "და მხოლოდ ის ერთი არსებობს, რომელსაც უნდა და ქმნის; იგი მარადისობისგან არსებობს, მის ყოფიერებას არა აქვს დასასრული, მისი მსგავსი არ არსებობს არც ზეცაში, არც დედამიწაზე".
17. "დიადმა შემქმნელმა თავისი ძალაუფლება არავის გაუყო, მით უმეტეს უსულო საგანს, ისე, როგორც თქვენ ამას გასწავლიდნენ, რადგან მხოლოდ მისი ყოვლისშემძლეობაა მპყრობელი".
18. "მან ისურვა, და სამყარო გაჩნდა; ღვთაებრივი აზრით მან წყლები შეკრიბა და მათგან დედამიწის სფეროს ხმელეთი გამოყო. იგი მიზეზია ადამიანის საიდუმლო სიცოცხლისა; ადამიანს მან თავისი ყოფიერების ნაწილაკი ჩაჰბერა".
19. "მან დაუმორჩილა ადამიანს მიწები, წყლები და ყოველივე ის, რაც შექმნა, უცვლელ წესრიგში უკავია, ყოველ საგანს მისი ზუსტი არსებობა დაუნიშნა".
20. "ადამიანის მიმართ ღმერთის მრისხანება მალე ბორკილს გაწყვეტს, რადგან მან დაივიწყა თავისი შემქმნელი, ტაძრები სისაძაგლით შეავსო, და ბრბო იმ არსებებს სცემს თაყვანს, რომლებიც ღმერთმა მას დაუმორჩილა".
21. "ვინაიდან, ქვებისა და მეტალების გულის მოსაგებად მას (ადმიანს) მსხვერპლად სწირავს ადამიანებს, რომლებშიც უზენაესის სულის ნაწილაკი ბინადრობს".
22. "იგი ამცირებს გულმოდგინედ მომუშავეებს, რომ მუქთამჭამლის წყალობა დაიმსახუროს, რომელიც მდიდრულ სუფრას უზის".
23. "ვინც თავის ძმებს ღვთაებრივი ნეტარება წაართვა, მას თვითონვე წაერთმევა იგი, და ბრამინები და ქშატრიები შუდრების (უზენაესი მუდამ მასთან იქნება) შუდრები გახდებიან".
24. "ვინაიდან უკანასკნელი სამსჯავროს დღეს შუდრები და ვაიშები შეწყალებულნი იქნებიან მათი უცოდინარობის გამო; პირიქით, ღმერთი მკაცრად დასჯის იმათ, ვინც მათზე უფლება მიითვისეს".
25. ვაიშები და შუდრები ძალიან გაოცდნენ და ისას ჰკითხეს იმის შესახებ, როგორ უნდა ელოცათ, რომ თავიანთი ნეტარება არ დაეღუპათ.
"თაყვანს ნუ სცემთ კერპებს, რადგან მათ არ ესმით თქვენი; ნუ მიჰყვებით ვედებს, სადაც ჭეშმარიტება დამახინჯებულია; ნუ თვლით თქვენს თავს ყოველთვის პირველებად და ნუ დაამცირებთ ახლობელს".
26. "დაეხმარეთ საწყლებს, დაიცავით სუსტები, არავის მიმართ ბოროტება არ ჩაიდინოთ, ნუ ისურვებთ იმას, რაც თქვენ არა გაქვთ და რასაც სხვების ხელებში ხედავთ".

6

1. როდესაც ისას სიტყვები გაიგეს, თეთრმა ქურუმებმა და მეომრებმა მისი მოკვლა გადაწყვიტეს, რისთვისაც მსახურები გააგზავნეს, რომ ახალგაზრდა წინასწარმეტყველი მოეძებნათ.
2. მაგრამ შუდრებმა ისა ხიფათის შესახებ გააფრთხილეს და მან ღამით ჯაგერნატას მიდამოები მიატოვა და მთას მიაღწია. იგი გაუტამიდების ქვეყანაში დასახლდა ხალხთა შორის, რომელიც ერთიან და დიად ბრაჰმას სცემდა თაყვანს. ამ ქვეყანაში დიადი ბუდა საკია-მუნი დაიბადა.
3. წმინდანმა ისამ იქ პალის ენა სრულყოფილად შეისწავლა და სუტრების – წმინდა ტექსტების – შესწავლას მისცა თავი.
4. ექვსი წლის შემდეგ ისას, რომელიც ბუდამ თავისი წმინდა სიტყვის გასავრცელებლად აირჩია, სრულყოფილად შეეძლო წმინდა გრაგნილთა განმარტება.
5. მან ნეპალი და ჰიმალაები დატოვა, დაეშვა რაჯუპუტანას ველზე და დასავლეთისკენ გაემართა. გზად სხვადასხვა ხალხებს ადამიანის უმაღლეს სრულყოფილებაზე უქადაგებდა,
6. იმაზე, რომ ახლობლისთვის სიკეთის კეთება ყველაზე უფრო საიმედო საშუალებაა სწრაფად დაემორჩილო მარადიულ უმაღლეს სულს: "იმას, ვინც თავის თავდაპირველ სიწმინდეს დაიბრუნებს, - ამბობდა ისა, - ცოდვები ეპატიება და სიკვდილის შემდეგ უფლება ექნება ღმერთის დიდებულ სახეს უმზიროს".
7. როდესაც წარმართთა მხარეებს გადიოდა, ღვთაებრივი ისა ასწავლიდა, რომ ხილული ღმერთებისთვის თაყვანისცემა ბუნებრივ კანონს ეწინააღმდეგება.
8. "რადგან ადამიანს, - ამბობდა იგი, - არ გააჩნია უნარი ღმერთის სახეს უმზიროს და პირველადი ღვთაების მსგავსი მთელი გუნდი შექმნას".
9. "უფრო მეტიც, ადამიანის სინდისს არ უთავსდება ის, რომ ღვთაებრივი სიწმინდის დიდებულებას ცხოველებზე ან საგნებზე დაბლა აყენებენ, რომლებიც ადამიანის ხელითაა გაკეთებული "ქვისგან ან მეტალისგან".
10. "მარადიული კანონმდებელი ერთია, მის გარდა არ არსებობენ სხვა ღმერთები. მას სამყარო არ გაუყვია სხვა ვინმესთან, თავისი განზრახვების შესახებ არავისთან საუბრობს".
11. "როგორც მამა მოეპყრობოდა თავის შვილებს, ასევე თვით ღმერთი განსჯის ადამიანებს სიკვდილის შემდეგ თავისი მოწყალე კანონებით. არასოდეს დაამცირებს თავის შვილს და მის სულს არ აიძულებს გადასახლდე ცხოველის სხეულში, როგორც განსაწმენდელში".
12. "ზეციური კანონი, - ამბობდა შემქმნელი ისას პირით, - კერპისთვის ან ცხოველისთვის ადამიანის მსხვერპლად შეწირვის წინააღმდეგია; რადგან მე, ჩემი მხრივ, ადამიანს შევწირე ყველა ცხოველი და ყველაფერი, რაც სამყაროში იმყოფება".
13. "ყველაფერი ადამიანს მიეძღვნა, რომელიც ჩემთან, მის მამასთან უშუალო და მჭიდრო ერთიანობაში იმყოფება. ამიტომ მკაცრად განისჯება და დაისჯება ის, ვინც მე ძეს წამართმევს".
14. "ადამიანი არარაა მარადიული განმკითხველის წინაშე, ისევე როგორც ცხოველი ადამიანის წინაშე".
15. "და მე თქვენ გეუბნებით: მიატოვეთ კერპები და ნუ ასრულებთ იმ წეს-ჩვეულებებს, რომლებიც თქვენს მამასთან გაშორიშორებთ და ქურუმებთან გაკავშირებთ, რომლებსაც ზეცამ ზურგი შეაქცია".
16. "მათ ჭეშმარიტ ღმერთს აგაცდინეს, მათი ცრურწმენა და სისასტიკე სულს გიფუჭებთ და ყოველგვარ ზნეობრივ გრძნობას გიკარგავთ".

7

1. ისას სიტყვები წარმართთა შორის ვრცელდებოდა იმ ქვეყნებში, რომელზედაც იგი გადიოდა, და მცხოვრებლები თავიანთ კერპებს ტოვებდნენ.
2. ამის მნახველმა ქურუმებმა ხალხის თანდასწრებით მოსთხოვეს იმას, ვინც ღმერთს ადიდებდა, მათი გაკიცხვის ჭეშმარიტი მტკიცებულება, აგრეთვე კერპების არარაობის მტკიცება.
3. და ისამ უპასუხა: "თუ თქვენი კერპები და თქვენი ცხოველები ძლიერები არიან და სინამდვილეში ზებუნებრივ ძალაუფლებას ფლობენ, მაშ დაე ამ ადგილას მეხი დამცენ".
4. "მაშ გააკეთე სასწაული, - შეეპასუხენ ქურუმები. – დაე, შენმა ღმერთმა ჩვენი ღმერთები შეარცხვინოს, თუკი ისინი ზიზღს ჰგვრიან მას".
5. მაშინ ისამ უპასუხა: "ჩვენი ღმერთის სასწაულებმა გამოვლენა იწყო სამყაროს შექმნის პირველივე დღიდან; ვინც მათ ვერ ხედავს, იგი ცხოვრების ერთ-ერთ საუკეთესო ნიჭსაა მოკლებული".
6. "და არა ქვის, მეტალის ან ხის ნაჭრის (რომლებიც სრულიად უსულოა) წინააღმდეგ იქნება ღვთის რისხვა მიმართული; იგი იმ ადამიანებს დაატყდება თავს (რომ ამით ისინი გადარჩნენ), რომლებიც კერპების შექმნისთვის უნდა განადგურებულიყვნენ".
7. "როგორც ქვა ან ქვიშის ნამცეცი, ადამიანთან შედარებით უმნიშვნელონი, მორჩილად ელოდება იმ მომენტს, როცა ადამიანი აიღებს მათ, რომ მათგან რაიმე სასარგებლო ნივთი გააკეთოს,
8. ასევე ადამიანიც უნდა ელოდოს უდიდეს წყალობას, რომელსაც მას ღმერთი ჩუქნის – თავისი გადაწყვეტილებით აჯილდოებს".
9. "ვაი თქვენ, ხალხის მტრებო, თუ ეს ღვთის რისხვაა, და არა წყალობა, რომელსაც თქვენ ელით. ვაი თქვენ, თუ იმას ელით, რომ თავის ძლევამოსილებას ღმერთი სასწაულებით დაამოწმებს".
10. "თავისი მრისხანებით იგი არა მარტო კერპებს მოსპობს, არამედ იმათაც, რომლებიც ამ კერპებს ააგებენ; მათი გულები მარადიული ცეცხლის ნადავლი გახდება, ხოლო მათი დაფლეთილი სხეულები გარეულ ცხოველებს გააძღებს".
11. "ღმერთი განდევნის იმ ცხოველებს, რომლებმაც მისი ფარა წაბილწეს. მაგრამ გზააბნეულებს დაიბრუნებს, რომლებმაც თავის თავში ის ზეციური პატარა ნაწილაკი არ ცნეს, რომელიც მათში სახლობდა".
12. როდესაც თავისი ქურუმების უძლურობა დაინახეს, წარმართებმა ისას სიტყვები იწამეს და ღვთის რისხვის შიშით კერპები დაამსხვრიეს, ქურუმები კი ხალხის შურისძიების შიშით გაიქცნენ.
13. ისა კი წარმართებს აგრეთვე ასწავლიდა, რომ თავისი საკუთარი თვალებით კი არ ეცადათ მარადიული უმაღლესი სული დაენახათ, არამედ გულით ეგრძნოთ იგი და ჭეშმარიტად წმინდა სული გამხდარიყვნენ, რომელიც ღვთის წყალობის ღირსი იქნებოდა.
14. "არა მარტო ადამიანის მსხვერპლად შეწირვა არ უნდა ასრულოთ, - ეუბნებოდა იგი, - საერთოდ არც ერთი ცხოველი არ უნდა დაკლათ, რომელსაც სიცოცხლე მიეცა, ვინაიდან ყველაფერი ადამიანის სასარგებლოდ იქნა შექმნილი".
15. "ნუ მოიპარავთ სხვის ქონებას, ვინაიდან ეს იქნებოდა ახლობლის იმ ნივთების მოპარვა, რომელიც მან გულმოდგინე შრომით შეიძინა".
16. "ნურავის მოატყუებთ, რომ თქვენ თვითონ არ მოგატყუონ. ეცადეთ უკანასკნელ სამსჯავრომდე გაიმართლოთ თავი, მერე უკვე გვიან იქნება".
17. "ნუ იმრუშებთ: ეს ღვთის კანონებს ბილწავს".
18. "თქვენ უმაღლეს ნეტარებას მიაღწევთ, თუკი არა მარტო საკუთარ თავს გაწმენდთ, არამედ სხვებსაც უხელმძღვანელებთ იმ გზაზე, რომელიც მათ საშუალებას მისცემს პირველყოფილი სრულყოფილება შიძინონ".

8

1. მეზობელ ქვეყნებში ისას ქადაგებების შესახებ ხმა გავრცელდა, და როდესაც იგი სპარსეთში ჩავიდა, შეშინებულმა ქურუმებმა მცხოვრებლებს მისი მოსმენა აუკრძალეს.
2. მაგრამ როდესაც დაინახეს, რომ ხალხი მის ქადაგებებს სიხარულით და მოწიწებით ისმენს, განკარგულება გასცეს დაეჭირათ და დიდ ქურუმთან მიეყვანათ იგი, სადაც მას შემდეგი დაკითხვა მოუწყეს:
3. "რომელ ახალ ღმერთზე ლაპარაკობ? განა არ იცი, შე უბედურო, რომ წმინდა ზოროასტრს, ერთიან წმინდანს, პატივი ჰქონდა უმაღლეს არსებასთან ურთიერთობა ჰქონოდა?"
4. "მან ანგელოზებს უბრძანა ღვთის სიტყვა ჩაეწერათ თავისი ხალხისთვის, კანონები, რომლებიც ზოროასტრამ სამოთხეში მისცა".
5. "ვინ ხარ შენ, რომ ჩვენს ღმერთს კიცხავ და მორწმუნეთა გულებში ეჭვს თესავ?"
6. და ისა პასუხობდა: "ახალი ღმერთის შესახებ კი არ ვაუწყებ, არამედ ჩვენი ზეციური მამის შესახებ; იგი ყოველივეს დასაწყისამდე არსებობდა და მარადიული დასასრულის შემდეგაც იარსებებს".
7. "მის შესახებ ვესაუბრებოდი ხალხს, რომელსაც, როგორც უცოდველ ბავშვს, არ ძალუძს მხოლოდ თავისი გონების ძალით შეიგნოს ღმერთი და მის ღვთაებრივ და სულიერ დიდებას ჩასწვდეს".
8. "მაგრამ როგორც სიბნელეში ახალშობილი დედის ძუძუს პოულობს, ასევე თქვენი მცდარი სწავლებითა და რელიგიური წეს-ჩვეულებებით დაბნეულმა ხალხმაც თანდაყოლილი გულის წადილით თავისი მამა იცნო იმ მამაში, რომლის მაუწყებელსაც მე წარმოვადგენ".
9. "მარადიულმა არსებამ ჩემი პირით თქვენს ხალხს აუწყა: `თაყვანს ნუ სცემთ მზეს; იგი მხოლოდ ნაწილია სამყაროსი, რომელიც ჩემ მიერაა ადამიანისთვის შექმნილი".
10. "მზე ამოდის, რომ მუშაობის დროს გაგათბოთ; და ჩადის, რომ სიმშვიდე მოგცეთ მან, როგორც მე დავამყარე".
11. "მხოლოდ მე ერთს მეკუთვნის ყველაფერი, რასაც ფლობთ, რაც თქვენ გარშემოა, თქვენ ზემოთ ან თქვენ ქვემოთაა".
12. "მაგრამ, - შეეპასუხნენ ქურუმები, - როგორ შეეძლო ხალხს სამართლიანობის კანონებით ეცხოვრა, თუ მოძღვარი არ ეყოლებოდა?"
13. მაშინ ისამ უპასუხა: "სანამ ხალხებს ქურუმები არ ჰყავდათ, ბუნებრივი კანონი მართავდა მათ, და ისინი თავისი სულების უმანკოებას ინარჩუნებდნენ".
14. "მათი სულები ღმერთში იყვნენ, და ღმერთთან სასაუბროდ არ არის საჭირო რაიმე კერპის ან ცხოველის, ცეცხლის საშუალება, როგორც თქვენ მას აქ ხმარობთ".
15. "თქვენ ამტკიცებთ, რომ მზის, კეთილი სულის და ბოროტი სულის თაყვანისცემაა საჭირო; თქვენი სწავლება საძაგლობაა, გეუბნებით. მზე თვითნებურად კი არ მოქმედებს, არამედ უხილავი შემქმნელის ნებით, რომელმაც დასაწყისი მისცა მას".
16. "მას სურს, რომ ეს მნათობი დღისით ბრწყინავდეს, ადამიანის შრომას და ნათესს ათბობდეს".
17. "მარადიული უმაღლესი სული ყოველი სულიერის სულია, და თქვენ დიდ ცოდვას სჩადით, როდესაც მას ბოროტ და კეთილ სულებად ყოფთ, რადგან იგი მხოლოდ და მხოლოდ სიკეთის ღმერთია,
18. რომელიც, როგორც ოჯახის მამა, მხოლოდ სიკეთეს უკეთებს თავის შვილებს და გადაცდომებს პატიებს, თუკი ისინი მოინანიებენ".
19. "ბოროტი სული კი მიწაზე ცხოვრობს, ადამიანთა გულებში, რომელმაც ღვთის შვილები ვალის გზიდან გადაიყვანა".
20. "და მე გეუბნებით: გეშინოდეთ განკითხვის დღისა, როდესაც ღმერთი მძიმე სასჯელს დაადებს იმ ადამიანებს, რომლებიც უბრძანებდნენ მისი შვილები ჭეშმარიტების გზიდან გადაეყვანათ, ცრურწმენით აღევსოთ,
21. იმათ, ვინც მხედველობის მქონეთ აბრმავებდნენ, სიკეთის მატარებლებს გადამდებ სენს გადასცემდნენ, უქადაგებდნენ, რომ იმ საგნებისთვის ეცათ თაყვანი, რომლებიც ღმერთმა ადამიანს დაუქვემდებარა მისი საკუთარი კეთილდღეობისა და შრომაში დახმარებისათვის".
22. "ამგვარად, თქვენი სწავლება თქვენი მცდარობის შედეგია, ვინაიდან ჭეშმარიტების ღმერთთან მიახლოების სურვილით ცრუ ღმერთებს ქმნით".
23. ეს რომ მოისმინეს, მაგებმა გადაწყვიტეს თვითონ არ მიეყენებინათ მისთვის ვნება. ღამით, როდესაც მთელ სოფელს ეძინა, იგი კედლის იქით გაიყვანეს და მთავარ გზაზე დატოვეს იმ იმედით, რომ მალე გარეულ ცხოველთა ნადავლი გახდებოდა.
24. მაგრამ, ჩვენი უფალი ღმერთის მფარველობით წმინდანი ისა ფათერაკების გარეშე განაგრძობდა გზას.

9

1. ისას, რომელიც შემქმნელმა აირჩია, რომ მანკიერებაში ჩაფლული ხალხისთვის ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ შეეხსენებინა, 29 წელი შეუსრულდა, როცა იგი ისრაელის ქვეყანაში ჩავიდა.
2. ისას წასვლის შემდეგ წარმართები ისრაელის ხალხს აიძულებდნენ კიდევ უფრო სასტიკი წამება გადაეტანათ, და ისინი ძლიერი გულგატეხილობის მსხვერპლნი გახდნენ.
3. მრავალმა მათგანმა უკვე თავისი ღმერთისა და მოსას კანონების მიტოვება იწყეს იმ იმედით, რომ მათი დამპყრობლები შერბილდებოდნენ.
4. ასეთი მდგომარეობის გამო ისა თანამემამულეებს ურჩევდა იმედი არ დაეკარგათ, რადგან ცოდვების გამოსყიდვის დღე ახლოს იყო, და ამას მათი მამების ღმერთში მათი რწმენით ადასტურებდა.
5. "შვილებო, სასოწარკვეთილებაში ნუ ვარდებით, - თქვა მამა ზეციერმა ისას პირით, - რადგან გავიგე თქვენი ხმა, და თქვენმა გოდებამ ჩემამდე მოაღწია".
6. "ნუღარ ტირით, ჩემო საყვარელნო, რადგან თქვენმა ქვითინმა მამათქვენის გული შეძრა, და მან მოგიტევათ, როგორც თქვენს წინაპრებს მიუტევა".
7. "ნუ მიატოვებთ თქვენს ოჯახს, რომ გარყვნილებაში ჩაეფლოთ, ნუ დაღუპავთ თქვენი გრძნობების კეთილშობილებას და თაყვანს ნუ სცემთ კერპებს, რომლებიც თქვენი ხმის მიმართ ყრუნი დარჩებიან".
8. "იმედითა და მოთმინებით შეავსეთ ჩემი ტაძარი და ნუ განუდგებით თქვენი მამების რწმენას, რადგან მე მივუთითებდი მათ გზაზე და წყალობის კალთას ვაბერტყავდი".
9. "თქვენ წამოაყენებთ დაცემულთ, დააპურებთ მშივრებს და დაეხმარებით ავადმყოფებს რომ სრულიად სუფთა და მართალნი იყოთ განკითხვის დღეს, რომელსაც მე გიმზადებთ".
10. მრავალი ებრაელი ისმენდა ისას სიტყვებს და ეკითხებოდა, სად უნდა გამოეხატათ მადლიერება მამა ზეციერისთვის, თუკი მტერმა მათი ტაძრები დაანგრია და მათი წმინდა ჭურჭელი გაანადგურა.
11. ისა მათ პასუხობდა, რომ ღმერთს ის ტაძრები კი არ ჰქონდა მხედველობაში, რომლებიც ადამიანის ხელით იქნა აგებული, არამედ ადამიანთა გულები, რომლებიც ჭეშმარიტ ღვთის ტაძარს წარმოადგენს.
12. "შედით თქვენს ტაძარში, თქვენს გულში, გააშუქეთ იგი კეთილი აზრებით, მოთმინებითა და სასოებით, რომლებიც თქვენი მამის მიმართ უნდა გქონდეთ".
13. "და თქვენი წმინდა ჭურჭელი თქვენი ხელები და თვალებია; ღმერთისთვის სასიამოვნო იფიქრეთ და აკეთეთ, ვინაიდან თქვენს ახლობელს რომ უკეთებთ სიკეთეს, იმ წეს-ჩვეულებას ასრულებთ, რომელიც ტაძარს ამკობს, იმის სავანეს, ვინც თქვენ დღე მოგცათ",
14. "ღმერთმა შეგქმნათ ხატად და მსგავსად თავისდა, უცოდველნი, სუფთა გულით, სიკეთით აგავსოთ, დაადგინა, რომ ბოროტ განზრახვათა წარმოქმნის ადგილი კი არა, სიყვარულისა და სამართლიანობის ტაძარი იყოთ".
15. "მაშ ნუ წაბილწავთ თქვენს გულს, გეუბნებით, რადგან მასში მარადიული არსება ბინადრობს მუდამ".
16. "თუ გინდათ ღვთისმოსაობითა და სიყვარულით აღნიშნული საქმეები ასრულოთ, გულუხვობით აკეთეთ, დაე არც ერთი თქვენი მოქმედება არ გამომდინარეობდეს მოგებისა და ვაჭრული გათვლის იმედიდან".
17. "ასეთი სახის საქმეები ხსნასთან კი არ მიგაახლოებთ, არამედ ზნეობრივ დაცემამდე მიგიყვანთ, როდესაც ქურდობა, ტყუილი და მკვლელობა გაბედულ მოქმედებებად ითვლება".
ჯი-ნია-ნი
natuka
გმადლობ ^_^ :*
Zeus
ბევრ კარგ რაღაცას ისწავლის კაცი აქედან smile.gif
td.........
ლაკონურად გადმოცემულია ყველაფერი... smile.gif ისე ახალი არაფერი იყო, ნუ გარდა იმისა რაც იმ უნობ ცლებზე ეცერა, თუმცა ეს მგონი ისედაც იგულისხმება, რომ ამ პერიოდში ის ჩვეულებრივად ცხოვრობდა, სწავლობდა და ემზადეოდა მთავარი მიზნისათვის..
Zeus
და სხვაგან,რომ ყოფილა და მათთანაც ქადაგებდა?ეგ ხომ ბევრს ნიშნავს?
td.........
Zeus
ეგ სიახლე არ იყო, ძალიან დიდი ხნის წინ ვიცოდი ამის შესახებ, 20 წლის წინ პოპულარული თემაც იყო, და მაშინაც არ მიმიღია შოკი.. თითქოს ლოგიკური იყო ყველაფერი და ორგანულად ჯდებოდა ამ ისტორიაში...smile.gif
Zeus
QUOTE(td......... @ Mar 25 2012, 07:56 PM) *
Zeus
ეგ სიახლე არ იყო, ძალიან დიდი ხნის წინ ვიცოდი ამის შესახებ, 20 წლის წინ პოპულარული თემაც იყო, და მაშინაც არ მიმიღია შოკი.. თითქოს ლოგიკური იყო ყველაფერი და ორგანულად ჯდებოდა ამ ისტორიაში...smile.gif

ხომ იცი ჩემო კარგო იოანეს სახარება როგორ მთავრდება? 25.ბევრი სხვა რამეც მოიმოქმედა იესომ, მაგრამ ყველაფერი სათითაოდ რომ დაწერილიყო, ვგონებ, ქვეყანაც ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს. ამინ.
td.........
ამინsmile.gif)
Zeus
QUOTE(td......... @ Mar 25 2012, 08:07 PM) *
ამინsmile.gif)

აი დააკვირდი,სათითაოდო,ანუ მაგიტომ დაიწერა ამდენი სახარება,კიდევ ვინ იცის რამდენმა თვითმხილველმა აღწერა იესოს ცხოვრება,მიდი და იკვლიე ცალ-ცალკე,თუმცა არსი ხომ ერთია...
td.........
Zeus
ის რამაც მაღწია საკმაოდ გვიანდელი რედაქციება.. ასე, რომ თავიდან რა იყო რთული სათქმელია.. smile.gif
Zeus
QUOTE(td......... @ Mar 25 2012, 08:25 PM) *
Zeus
ის რამაც მაღწია საკმაოდ გვიანდელი რედაქციება.. ასე, რომ თავიდან რა იყო რთული სათქმელია.. smile.gif

ვეფხისტყაოსანიც შეგვიძლია სახარებების რიცხვში გავიყვანოთ,ბევრი ნამიოკია smile.gif

მე არ გავიყვანდი, მითუმეტეს ვეფხისტყაოსნის ნამდვილ ვერსიას თითქმის არავინ იცნობს მეცნიერების გარდა, გამოცემული არაა სრულად და თანაც ყველაზე ადრეული ვარიანტის მხოლოდ ფრაგმენტია შემოღცენილი , და ისიც 16 საუკუნით თარიღდება, რაც საკმაოდ გვიანდელია.. შედარებით სავსე ვერსია კი 17 საუკუნისაა. თანაც მე ვეფხისტყაოსანს უფრო რომელიმე ინდურ გადმოცემას შევადარებდი, ვიდრე სახარებას..smile.gif
Zeus
ესე ამბავი სპარსული,ქართულად ნათარგმანები
td.........
Zeus
ჰო, მაგრამ სიუჟეტის გარკვეული ფრაგმენტები მაგონებს რაღაცეებს..smile.gif სუბიექტური ჰაზრია..smile.gif
LAIRA
ვეფხისტყაოსანი სასულიერო ნაწარმოებია
მასში მართლმადიდებლური დოგმატიკაა, ძირითადი ბირთვი, რაზეც აგებულია მართლმადიდებლური თეოლოგია ვეფხისტყაოსანშია შეფარვით ნათარგმანები smile.gif ის ერთ ერთი უდიდესი ხელდასხმულის დაწერილია მისი სრული ვერსია რა თქმა უნდა არ გვაქვს სამაგიეროდ რაც გვაქვს ის საუკეთესოდ დებს ქვეცნობიერში ტესტებს რომელიც ყოველ ქართველ ადამიანს სისხლში აქვს გამჯდარი.განსაკუთრებით საგულისხმოა წმინდა სამების დოგმატი რომელიც მთელს ნაწარმოებს ლეიტმოტივად გასდევს.
ხანდახან მგონია რომ სწორედ ამ ქვეცნობიერით ვარჩევდით ჩვენ მეტრ მოყვარეს.
ეს პოსტი რა კავშირშია ამ თემასთან არ ვიცი biggrin.gif უბრალოდ ჩემი აზრი დავაფიქსირე
shotazi
QUOTE
ლჰასის მახლობლად იყო ხელნაწერებით მდიდარი სწავლების ტაძარი. იესოს სურდა თვითონ გაცნობოდა მათ. მინგ-სტე, მთელი აღმოსავლეთის დიდი ბრძენი, ამ ტაძარში იყო. დიდი დროის შემდეგ, უდიდესი საფრთხის ქვეშ, იესომ, გამყოლთან ერთად, ამ ტაძარს მიაღწია ტიბეტში. მინგ-სტემ და ყველა მასწავლებელმა ებრაელ ბრძენს ფართოდ გაუღეს კარი და მიესალმნენ. მინგ-სტე ხშირად ესაუბრებოდა იესოს მომავალი საუკუნის შესახებ და წმინდა მოვალეობაზე, რომელიც ამ საუკუნის ხალხმა მიიღო. ბოლოს იესომ მთის გასასვლელს მიაღწია და ლადაკის მთავარ ქალაქ ლე-ში იგი სიხარულით მიიღეს ბერებმა და დაბალი მდგომარეობის ადამიანებმა. და იესო ასწავლიდა მონასტრებსა და ბაზრებში; სადაც უბრალო ხალხი იკრიბებოდა, სწორედ იქ ასწავლიდა.
მახლობლად ცხოვრობდა ქალი, რომელსაც ვაჟი მოუკვდა, და ქალმა იგი იესოს მიუყვანა. უამრავი ხალხის თანდასწრებით იესომ ბავშვს ხელი დაადო, და ბავშვი ჯანმრთელი გახდა. ბევრს მოჰყავდა ბავშვები და იესო კურნავდა მათ.
ლადაკელებთან იესომ მრავალი დღე გაატარა; იგი ასწავლიდა მკურნალობას და იმას, დედამიწა სიხარულის ცად როგორ ექციათ. და მათ შეიყვარეს იესო. როდესაც მისი წასვლის დღე დადგა, ისინი ბავშვებივით ნაღვლობდნენ. დილით მრავალი ადამიანი მოვიდა გამოსამშვიდობებლად.
იესო იმეორებდა: "მე მოვედი, რომ ადამიანის შესაძლებლობები გაჩვენოთ. ყოველ ადამიანს შეუძლია აკეთოს ის, რასაც მე ვაკეთებ. და ის, რაც მე ვარ, ყოველი ადამიანი იქნება. ეს საჩუქრები ყოველი ქვეყნის ხალხს ეკუთვნის – ეს არის ცხოვრების წყალი და პური".
იესომ დახელოვნებულ მომღერლებზე თქვა: "საიდანაა მათი ნიჭი და ეს ძალა? ერთ მოკლე ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, მათ არ შეეძლოთ დაეგროვებინათ ხმის ხარისხიც და თანაჟღერის კანონთა ცოდნაც. არის თუ არა ეს სასწაული? არა, რადგან ყველაფერი ბუნებრივი კანონებიდან ხდება. ათასობით წლების წინათ ეს ადამიანები უკვე აწყობდნენ თავის ჰარმონიას და ხარისხს. და ისინი კვლავ მოდიან, რომ კიდევ ისწავლონ სხვადასხვა გამოვლინებებისგან".

ამ მონაკვეთის წაკითხვისას ჯიბრან ხალილ ჯიბრანის "წინასწარმეტყველი" დამიდგა თვალწინ : )
Zeus
მეგობარს წავაკითხე და ესე გამიშიფრა,რომ ეს ებრაელი მასონების გამოცემააო wink.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.