Help - Search - Members - Calendar
Full Version: თაია და თამარი...
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > ისტორია, ცივილიზაციები, რასები
Pages: 1, 2, 3, 4
თამარი
ჩვენ მზად ვართ კითხვებზე პასუხისთვის, მხოლოდ 20 ივლისის შემდეგ. smile.gif

JC_cupidgirl.gif
თაია
ორი სული ერთ სხეულში... smile.gif
და ორივე თქვენთან, თქვენს გვერდით ვიქნებით!
elli
თაია
ორი სული ერთ სხეულში...
და ორივე თქვენთან, თქვენს გვერდით ვიქნებით!
და ორივე ერთად ხართ ამ ჟამად?
თამარი
არა, ელი... თაიამ მთხოვა, მისი ძველი ავატარისა და სტატუსის დაბრუნება და... რადგან შემოსული ვიყავი, მისი სახელითაც დავპოსტე...
ჩვენ ერთდროულად არასოდეს ვართ სხეულში.

აბა წარმოიდგინე:

აიღე ბოთლი და ჩაასხი ღვინო.
შემდაეგ ღვინო გადმოასხი და ჩაასხი წყალი...
შემდეგ ისევ ღვინო, მერე წყალი...

ანუ, ერთსა და იმავე ბოთლში ხან ღვინო გექნება და ხან წყალი... და ვერ იტყვი, რომელი სჯობს, ღვინო თუ წყალი, - მათ თავ-თავისი დანიშნულება აქვთ. საქეიფოდ ღვინო სჯობს და... ყავის დალევა თუ გინდა, ღვინო ვერაფერ სამსახურს გაგიწევს, ასე არ არის?

ახლა კი აიღე და ბოთლში ერთდროულად ჩაასხი წყალიც და ღვინოც... რა დაგრჩება?
წყალწყალა ღვინო, რომელიც არც ღვინოდ ივარგებს და არც წყლად!
ასე ვართ ჩვენც.
მგონი გარკვევით ავხსენი. smile.gif
elli
თამარი
გასაგებია რასაც ამბობ, შენმა პოსტმა დამაბნია...
და რა მაინტერესებს ყოფით ცხოვრებაში როგორ ეგუებიან ამ ცვლილებებს, ანუ შენ და თაიას? ქმარი, შვილი, სანათესაო
თამარი
smile.gif
ქმარი - ”თანაბრად” გვღებულობს... და მისთვის სულერთია, რომელი ვართ სხეულში.
შვილი - მაშინვე ხვდება ცვლილებას, მაგრამ მასაც ორივე თანაბრად ვუყვარვართ...
სანათესაოში - ძალიან ცოტამ იცის ეს, - ყველა ვერ გაიგებდა და არც იყო საჭირო!
სამეგობრო წრე, - გვყავს საერთო მეგობრებიც და პირადებიც. პირადები - ჩემთვის არიან ძვირფასნი და მათი ნახვა მინდება-ხოლმე...
თაიას - მისი საკუთარი სამეგობრო-ც ჰყავს და მათ მოინახულებს-ხოლმე ჩამოსვლისთანავე.
smile.gif
ბევრს უკვირს ეს, - ”ხან გახსოვარ და მოდიხარ და ხან - სულ არ გახსენდებიო”... smile.gif)
მაგრამ ყველას ვერც ამას ვეუბნებით, - რა არის ამის მიზეზი, - ეს მე და თაიამ ვიცით და... სრულიად საკმარისია! smile.gif)))
td.........
21-ია:როლლ:
თამარი
21 კი არის, მაგრამ შეკითხვებს ვერ ვხედავ და... smile.gif))
საკუთარ თვს ხომ არ გავუმართავ კითხვა-პასუხის საღამოს?

l_daisy.gif wub.gif
mata
თამარი

თამარ ჩვენ არ ვიცით ვინ ხარ, რა ხარ, რაზე უნდა გესაუბროთ. თაიამ თავიდანვე ისეთი ინფორმაციები დაგვიდო, რომ ბუნებრივად გაგვიჩნდა უამრავი კითხვა.
შენ არ გველაპარაკები, არაფერს არ გვიყვები და აბა რა უნდა გკითხოთ
zura2
მე მაქვს კითხვა: ჰიქსის ბოზონი არსებობს?
თუ არ იცი ეგ რა არის, არ გეგონოს გეკაიფები, მილიარდები იხარჯება მაგ კითხვაზე პასუხის გასაცემად
td.........
zura2
smile.gif
zura2
QUOTE(td......... @ Jul 21 2011, 09:26 PM) *
zura2
smile.gif

ნუ სხვებმა თუ იცით, არ მოგერიდოთ, სხვებმაც დაწერეთ
რეალისტი
ზურაბ 2
არსებობს ბატონო ზურაბ და ღვთაებრივი ნაწილაკებიც არსებობს კოლაიდერში. ცერნის ლაბორატორია. იქ ქართველებიც მუშაობენ ამ პროგრამაში. პროექტს ქვია ატლასი. ოღონს იქ თაიელები თუ მონაწილეობენ არ ვიცი
პატივისცემით
რეალისტი
zura2
QUOTE(რეალისტი @ Jul 21 2011, 09:31 PM) *
ზურაბ 2
არსებობს ბატონო ზურაბ და ღვთაებრივი ნაწილაკებიც არსებობს კოლაიდერში. ცერნის ლაბორატორია. იქ ქართველებიც მუშაობენ ამ პროგრამაში. პროექტს ქვია ატლასი. ოღონს იქ თაიელები თუ მონაწილეობენ არ ვიცი
პატივისცემით
რეალისტი

კოლაიდერის შედეგები იმხელაა რამდენიმე წელი ვერ დაამუშავებენ
ჰიქსის ბოზონი კი ჯერ ვერ იპოვეს
რეალისტი
ბატონო ზურაბ
ეს ამონაბეჭდი
Выступая с докладом на научной конференции во Франции, Джованни Пунци (Giovanni Punzi), сотрудник коллаборации CDF, одного из детекторов коллайдера "Теватрон", принадлежащего Национальной лаборатории ускорителей им. Ферми, то есть фактически конкурента LHC, поскольку там тоже ведутся поиски бозона Хиггса, хотя и с исчезающей надеждой на успех, придал гласности детали эксперимента на ATLAS, которые послужили толчком к появлению упомянутой записки для служебного пользования. Он показал собравшимся несколько слайдов с треками и графики, сделанные на основе этих слайдов.

Пунци не утверждал, что физики из коллаборации ATLAS действительно поймали легендарный бозон Хиггса. Избегая собственных комментариев, он всего лишь сообщил детали того, что послужило причиной информационной утечки. То есть фактически ничего не изменилось. Все так же это может свидетельствовать об обнаружении бозона Хиггса, о какой-то ошибке или еще о чем-нибудь, что к бозону Хиггса отношения не имеет.
ეს ჩემი მსჯელობა _ თქქვენ ნამდვილად გნებავთ რომ აღმოაჩინონ?
მერე რა ეშველება სხვა განზომილების არსებებს, სამყაროს წარმოქმნის ორ დიამეტრალურად საწინააღმდეგო მოსაზრებების მომხრეებს? (შეგნებულად არ ვამბობ სამყაროს ჰიპოტეზური ზღაპარ-ფანტასტიკურ და მწარეთ მატერიალისტურ მიმდევრებზედ).
დანარჩენი მივანდოთ გემოვნებას და თუ, ევოლუციურ განვითარების რომელ დონეზე დგანან ესა, თუ ის ინტელექტუალები
პატივიცემით
რეალისტი

kate
რეალისტი
ბატონო რეალისტ,
2011 წლის აპრილში გაკეთებული განცხადება, თუმცა ეს ოფიციალური არასდროს ყოფილა, ჰიგსის ბოსონის აღმოჩენის შესახებ, მალევე აღმოჩნდა რომ სიმართლეს არ შეეფერება. ისეთივე ექსპერიმენტები რასაც cern-ი ატარებს, პარალელურად კეთდება fermilab-ის კოლაიდერშიც, სადაც მსგავსი ანაბეჭდი არ ყოფილა. თუმცა ჩემი აზრით, რომც აღმოაჩინინონ ეს ლეგენდარული ბოსონი, რომელსაც მეორენაირად "ღვთიურ ნაწილაკს" უწოდებენ, სულაც არ იწნება იმის წინაპირობა, მატერიის, და საერთოდ სამყაროს აგებულება გაიგონ, რადგან იგი აღმოჩენასთან ერთად (თუ აღმოაჩინეს), უამრავ კითხვებს მოიტანს, ნუთუ ვერ ხედავთ ახალ აღმოჩენებთან ერთად, როგორ იძრდება კითხვები და ახალი პარადოქსები?!.
ვინც არ იცის რაზეა საუბარი: მას შემდეგ რაც ატომი დაყვეს უამრავი სხვადასხვა კატეგორიის ნაწილაკები, კვანტები აღმოაჩინეს, მათი ფუნქციების მიხედვით მრავალ ჯგყფად არის დაყოფილი, ესენია კვარკები, ლენტონები, ჰედრონები, ბარიონები.... ნაწილაკებს, რომლებიც რაიმე ძალის მატარებლები არიან, ისეთები როგორიცაა ფოტონები, გლუონები, W და Z ნაწილაკები, ბოსონები ქვია, ჰიგსის ბოსონო, კი თეორიულად არსებული ნაწილაკია, რომელიც, რომელიც რაღაც კატალიზატორისმაგვარად სხვა ნაწილაკებს აძლევს მასას, ამით, იმედი აქვთ იმ პირველ საშენ აგურს მიაგნებენ, რითაც აგებულია მატერია, რადგან ჯერჯერობით, რაც გამოიკვლიეს, ფაქტიურად არ არსებობს. smile.gif smile.gif smile.gif

Existence

აუ კარგით რაააა............


ჯერ არავითარი ბოზონი არ არის აღმოჩენილი........

ჩემი ბავშობის ძმაკაცის მამაა პროფესორი ლაშა შარმაზანაშვილი რომელიც წლებია ცერნში მუშაობს სხვა ქართველებთან ერთად
ჩემი ძმაკაციც ჟენევაში ცხოვრობს მთელი ოჯახით და თუ რამე ოდანვ საინტერესოა მომდის იმეილით ინფორმაცია


და ჯერ სრული დატვირთვითავ არ არის ჩართული ..........

........отдыхайте.........

თუ რამე საინტერესო იქნება მოგწერთ .


თამარი
აუუუ, ვერაფრით დავწერ იმავე ტექსტს, რაც უკვე დავწერე და წამეშალა... smile.gif))))
თამარი
ეტყობა ჯერ არ უნდა მეთქვა! 2 გვერდი დავწერე და... sad.gif
kate
თამარი
შენ ამბობ, შენ და თაიას ყოველთვის, როცა გინდათ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ერთმანეთს, როგორ ხდება ეს კავშირი, აზრობრივად, ტელეპათიურად, თუ როგორ და კიდევ, როდესაც თაია არის შენს სხეულში, იმ დროის სრული მეხსიერება გაქვს თუ მხოლოდ შენი დაბრუნების მერე იწყებ გახსენებას.?
რეალისტი
ქალბატონო ქეთევან!
ეს იმ მომენტია, როდესაც აბსოლუტურად გეთანხმებით. სწორედ ეგ ავღნიშნე , როდესაც მოვიყვანე ფერმის ლაბორატორიის წარმომადგენელის Giovanni Punzi აზრი.
მაგრამ ეს თეორიული, ჰიპოტეზური ნაწილაკი გამოგიტყდებით აღიზიანებს დადებითად ჩემს გონებას. უბრალოდ შესაძლებლობა მიჩნდება ზოგჯერ მეტისმეტად განსხვავებულად ვიოცნობო, და არა ორდინალურად, მაგრამ სუბიექტურად შევხედო გარკვეულ სტერეოტიპებს. სხვა ამ საკითხზე მეტი არაფერი.
რეალისტი
ექსისტენს ცნობისათვის,
მე არ ვიცნობ თქვენს მეგობარს მაგრამ ჩემი ძველი კოლეგაა ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი ბერნში. სწორედ იქიდან ვიღებ ხოლმე მომენტ მომენტ პატარა ინფორმაციებს. სხვათა შორის ჩემ საიტზე მისი აურის შესახებ ვიდეოჩანაწერი დევს.
kate
რეალისტი
QUOTE(რეალისტი @ 21st July 2011 - 03:11 PM) *
ზოგჯერ მეტისმეტად განსხვავებულად ვიოცნობო, და არა ორდინალურად

მერე, მიეცით თქვენს თავს შანსი, ყველაფრის პასუხები არ ეძებოთ, უბრალოდ იოცნებეთ, ლევან, ჭეშმარიტება ზოგჯერ გაცილებით მარტივია და გაცილებით ახლოს smile.gif
თამარი
ციტატა(kate @ 22nd July 2011 - 12:04 AM) *
თამარი
შენ ამბობ, შენ და თაიას ყოველთვის, როცა გინდათ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ერთმანეთს, როგორ ხდება ეს კავშირი, აზრობრივად, ტელეპათიურად, თუ როგორ და კიდევ, როდესაც თაია არის შენს სხეულში, იმ დროის სრული მეხსიერება გაქვს თუ მხოლოდ შენი დაბრუნების მერე იწყებ გახსენებას.?


სიმართლე გითხრა, ვერ ვხვდები, რა განსხვავებაა აზრობრივად და ტელეპატიურად კავშირებს შორის.... იქნებ არის კიდეც და მე არ ვიცი? :-?

მთავარია, რომ მეხსიერება მაქვს ოივეს ნაცვლად...
მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვი, როცა მე აქ ვარ და თაიაა წასული. მე აერ ვიცი, სადაა ახლა თაია და რას საქმიანობს. მაგრამ როცა თაია ჩემს სხეულშია, - მაშინ დეტალურად ვიცი მის და ჩემი ყოველი ნაბიჯი.

სხვათა შორის, როცა მე ვარ გასული, ჩემი მოგზაურობის დეტალებიც კი იცის თაიამ.
იქნებ მან ახლაც იცის, მე რა მომენტში რას ვაკეთებ? smile.gif))

წეღან პიქტოგრამის აგებას ვშიფრავდი და... უცებ გაქრა ყველაფერი. საიტს მიღმაც კი აღმოვჩნდი. თავიდან შემოვედი საიტზე.
ანუ, ეს ნიშნავდა:
”არ თქვა”!

ვიდრე ნებას არ მომცემენ, ვერაფერს გეტყვით ამ პიქტოგრამის რაობის შესახებ. smile.gif
თამარი
ციტატა(mata @ 21st July 2011 - 08:05 PM) *
თამარ ჩვენ არ ვიცით ვინ ხარ, რა ხარ, რაზე უნდა გესაუბროთ. თაიამ თავიდანვე ისეთი ინფორმაციები დაგვიდო, რომ ბუნებრივად გაგვიჩნდა უამრავი კითხვა.
შენ არ გველაპარაკები, არაფერს არ გვიყვები და აბა რა უნდა გკითხოთ


მე ჩემი გვარ-სახელიც კი გავამხილე...
ემიგრანტმა ისე დამახასიათა, მეგონა გვერდით მიზის-მეთქი...

რა დაგიწეროთ, ასაკი?

1958 წლის 26 მარტს ვარ დაბადებული! smile.gif))
რეალისტი
ქალბატონო ქეთევან !
თქვენ მეუბნებით ისეთ სურვილს რაც შეუსაბამობაა ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის. მაგის თავი ჭეშმატიტად რომ ჰქონდეს ადამიანს მაშინ ინი და იანს შორის რაღაც ჰარმონია დაირღვევოდა ადამიანში. ვიმეორებ ადამიანში და არა სამყაროში. ესეც ჩემთვის საინტერესო უტოპიური მაგრამ გამოცანაა, რომელსაც აქვს უფლება იარსებოს ადამიანის გონებაში. რა თქმა უნდა არა ყველა ადამიანის.
პატივისცემით
რეალისტი
თამარი
სხვათა შორის, მე რომ პროზის გვერდი გავხსენი, იქაც შეგიძლიათ შესვლა და ჩემი გაცნობა... smile.gif
ანუ, მე ვწერ იმას, რასაც ვფიქრობ და ვგრძნობ. smile.gif girl_sigh.gif mail1.gif
kate
QUOTE(თამარი @ 21st July 2011 - 03:22 PM) *
რა განსხვავებაა აზრობრივად და ტელეპატიურად კავშირებს შორის.... იქნებ არის კიდეც და მე არ ვიცი

ჩათვალე რომ აზრობრივსა და ტელეპათიურს შორის ანუ მიწერია.
QUOTE(თამარი @ 21st July 2011 - 03:22 PM) *
მაგრამ როცა თაია ჩემს სხეულშია, - მაშინ დეტალურად ვიცი მის და ჩემი ყოველი ნაბიჯი.

ანუ დეტალურად იცი და ფიზიკურადაც განიცდი ყველაფერს რასაც თაია აკეთებს და ასევე დეტალურად იცი და განიცდი შენს მოგზაურობებს? და თუ ორივე შეგრძნება ერთდროულად ხდება რომელ რეალობაში აღიქვამ ამ ყველაფერს დედამიწის თუ იმ პლანეტის სადაც იმყოფები?
თამარი
აღვიქვამ - იმას, სადაც ვარ... და ვიცი - ორივე, სადაც ვარ და აქაურიც... smile.gif
kate
რეალისტი
QUOTE(რეალისტი @ 21st July 2011 - 03:29 PM) *
მაშინ ინი და იანს შორის რაღაც ჰარმონია დაირღვევოდა ადამიანში.

ეგებ სწორედ ასე შეიძლება ინისა და იანის სრული ჰარმონიის მიღწევა, რადგან ყველაფერი რასაც ვეძებთ ჩვენშია,
"ჩვენ კი არ ვიბადებით სამყაროებში, არამედ სამყაროები იბადება ჩვენში"
თამარი
ძალიან უცნაური ასახსნელი იქნება, მაგრამ...

ის, ვინც უყვარდა თაიას, - მიყვარს მეც...
ვინც მიყვარს მე, - უყვარს თაიასაც...

თაიას არავინ სძულდა, ამდენად არავინ მძულს მეც... მაგრამ ზოგიერთი მათგანის მიმართ, ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვარ სრულიად ნეიტრალური. არც მიყვარს და არც მძულს.

ტყუილი ვთქვი, თაიას არავინ სძულდა კი არა, ყველა უყვარდა! და ეს იყო ჩემთვის ყველაზე მიუღებელი იქიდან, რასაც ის აკეთებდა!
იმდენად ადვილად შედის კონტაქტში ნებისმიერთან, და იმდენად სწრაფად შეუძლია თავი შეაყვაროს ნებისმიერს, რომ.... მაოგნებდა მისი ეს უნარი! smile.gif))))

მაგრამ, საბოლოო ჯამში, - მე და თაიას ვერ გვარჩევენ ერთმანეთისგან და სულ უკვირთ, - რა გჭირს, რა დაგემართაო?
არა და, ყველას ხომ ვერ აუხსნი, მე თამრიკო ვარ და 3 დღის წინ რომ იცნობდი, ის მე არ ვიყავი... ის - თაია იყოო? smile.gif)))
ხალხს ისედაც ”პ-არანორმალური” ვგონივარ ამის გამო! tongue.gif
და ვინ იცის, რას აღარ ჭორაბენ ჩემს ზურგს-უკან... secret.gif smile.gif
რეალისტი
დაბალანსება ახალ დაბალანსებას გამოიწვევს, ახალი დაბალანსება ისევ ქაოსია, ქაოსი სამყაროს კანონზომიერებაა, ოღონდ ყველაფერი ეს მხოლოდ ადამიანის გონებაში. მის გარეთ რაც ხდება ალბათ სპირალის ძალიან მაღალ დონეზე ადამიანის გადაჯგუფების და არა ევოლუციურად გადასვლის დროს გამოჩნდება. ჰოდა ალბათ ისევ სპირალის ახალი ხვეული დაიწყება ? ? ? ........ მივალთ გრავიტონამდე ???
zura2
QUOTE(Existence @ Jul 21 2011, 11:37 PM) *
აუ კარგით რაააა............
ჯერ არავითარი ბოზონი არ არის აღმოჩენილი........

ჩემი ბავშობის ძმაკაცის მამაა პროფესორი ლაშა შარმაზანაშვილი რომელიც წლებია ცერნში მუშაობს სხვა ქართველებთან ერთად
ჩემი ძმაკაციც ჟენევაში ცხოვრობს მთელი ოჯახით და თუ რამე ოდანვ საინტერესოა მომდის იმეილით ინფორმაცია
და ჯერ სრული დატვირთვითავ არ არის ჩართული ..........

........отдыхайте.........

თუ რამე საინტერესო იქნება მოგწერთ .

კარგი იქნება
თორე მე თქვენსავით არ მომდის ინფორმაცია, ძირითადად ინტერნეტში ვკითხულობ ხოლმე და მანდ მილიონ ნაგავში უნდა გამოარჩიო რა სიმართლეა და რა ტყუილი
zura2
QUOTE(რეალისტი @ Jul 22 2011, 12:57 AM) *
მივალთ გრავიტონამდე ???

კი
td.........
პარადი და ფეერვერკიbiggrin.gifbiggrin.gif
თამარი
ჩემი ბედნიერებაც და უბედურებაც რა არის, იცით?
ამ თემების გარშემო არ მიყვარს ინტერნეტში ქექვა და ჩემი ყველა ინფორმაცია მხოლოდ ჩემი საკუთარი აღქმებიდან და იქ მიღებული ცოდნიდან მაქვს.

არც ამ თემაზე გადაღებული ფილმების ყურება მიყვარს, - იმდენად არაადექვატურად არის გადმოცემული ყველაფერი.

შარშან ჩემს მესამე რომანს ვწერდი, - "შორია დედამიწამდე..."
24 თავი მაქვს დაწერილი და.... მერე ვიღაცამ მითხრა, - "ავატარი აქვს ხალხს ნანახი და ამით ვერ გააკვირვებო".
არავის გაკვირვებას ვაპირებდი, უბრალოდ, მინდოდა იმის გადატანა ქაღალდზე, რაც მაქვს ნანახი და რისი ცოდნაც საინტერესო იქნებოდა სხვათათვისაც...

დამიჯერებთ, რომ დღეს ვნახე ეს "ავატარი"?
და ცრემლები გადმომცვივდა, - მაინც, რა დაუნდობლები ვართ დედამიწელები....
არა თუ სხვა პლანეტის მაცხოვრებლები, ადამიანებს ერთმანეთიც კი არ გვიყვარს... უაზროდ ვხოცავთ ერთმანეთს და მერე დროშას ავაფრიალებთ, - გავიმარჯვეთო...
არა და, ვისაც ვხოცავთ, ისინიც ხომ ჩვენნაირები არიან?!
მათაც ისევე უყვართ ვიღაც, ისევე ზრდიდნენ მშობლები და მათაც ისევე უნდა გაზარდონ შვილები, როგორც ჩვენ?!

რატომ უკვირს ძალიან ბევრს, რომ მე უბრალოდ მიყვარს ადამიანი, ისე, უბრალოდ... ყოველგვარი გამორჩენის გარეშე?!
ნუთუ ასე ძნელია, სიცოცხლე გაუხალისო შენს ახლობელს თუ შორებელს?
რატომ ხრავს 95 % პროცენტს ადამინებისა ეჭვის ჭია?! ნდობაზე ადვილია უნდობლობა?

ღ$მერთო, რამდენი კითხვა მიგროვდება-ხოლმე ყოველი ჩამოსვლის შემდეგ?!
პასუხის გამცემი კი - არავინაა!
guest..
თამარი
შენი წიგნები სად იყიდება?
თამარი
გამოცემული - მხოლოდ ერთი წიგნი მაქვს.
”გაცვლა” - იყიდებოდა რუსთაველზე, ლაღიძის წყლების ეზოში რომ არის წიგნების მაღაზია ”საუნჯე”, იქ.
ღირდა 13 ლარი. ახლა კარგა ხანია, აღარ შევხმიანებივარ და ისიც კი არ ვიცი, არის დარჩენილი თუ არა.

მეორე წიგნი ”მაგდა” ან სპონსორს ელოდება გამოსაცემად და ან ჩემს გამდიდრებას... smile.gif ეს სრულიად დამოუკიდებელი რომანია დიდ სიყვარუულზე.

მესამე - ”შორია დედამიწამდე...” - ფაქტიურად, ტრილოგიის მეორე წიგნია:
1. ”გაცვლა”;
2. ”შორია დედამიწამდე...”;
3. ”დაბრუნება”.

მთავარია - დავწერო, თორემ გონებაში - სამივე წიგნი აკინძულიც კი არის, არა თუ მოფიქრებული! smile.gif))
აი, საწერად ვეღარ მოვიცალე!
ცოტა შეჯიჯღინება მჭირდება, ალბათ! smile.gif)))
kate
თამარი
QUOTE(თამარი @ 23rd July 2011 - 05:19 PM) *
რატომ უკვირს ძალიან ბევრს, რომ მე უბრალოდ მიყვარს ადამიანი, ისე, უბრალოდ... ყოველგვარი გამორჩენის გარეშე?!
ნუთუ ასე ძნელია, სიცოცხლე გაუხალისო შენს ახლობელს თუ შორებელს?
რატომ ხრავს 95 % პროცენტს ადამინებისა ეჭვის ჭია?! ნდობაზე ადვილია უნდობლობა?

რატომ გგონია რომ ადამიანთა 95% პროცენტი შორსაა სიყვარულისაგან და მხოლოდ გამორჩენაზე ფიქრობს.?!, ეს ხომ დაახლოებით იმას ნიშნავს, რომ შენს ოც ნაცნობში, მხოლოდ ერთია, შენს გარდა, რომელსაც სიყვარული შეუძლია, და ადამიანთა ნდობა აქვს?!, ნუთუ ასე დაბალი წარმოდგენა გაქვს გარშემომყოფებზე?, რა თქმა უნდა სრულყოფილი არავინაა (არა მგონია ფიქრობდე, რომ შენ ხარ), ჩვენ სამყაროში სრულყოფილი უბრალოდ ვერ იქნები. ნაკლოვანებები მეტ-ნაკლებად ყველას აქვს, მაგრამ მასაც კი ვინც ბოროტების განსახიერებად გვეჩვენება, აქვს რაღაც დადებითი, არ მახსოვს ვისი სიტყვებია - ადამიანი რელიეფი კი არ არის, რომ ერთი მხრიდან შეხედო, არამედ სტატუა, ყველა მხრიდან რომ შეგიძლია დაინახო.
მე კი პირადად მგონია ადამიანთა 95% კი არა 99% მაინც, არაჩვეულებრივი, საინტერესო, განუმეორებელი, მოსიყვარულე.... არსებაა, მერე რა რომ, ხანდახან ეჭვი, აწუხებს, მერე რა რომ მე გამაბრაზა ან უსამართლოდ მომექცა, მერე რა რომ ხანდახან გაბრაზებულია და უხეში, მერე რა რომ ხან იქურდა, ხან იმრუშა.... საბოლოო ჯამში სიყვარულიც დიდი შეუძლია და სიყვარულისთვის ბრძოლაც, გვერდზე დადგომაც და თანაგრძნობაც....
თამარი
რატომ ხრავს 95 % პროცენტს ადამინებისა ეჭვის ჭია?! ნდობაზე ადვილია უნდობლობა?kate

ციტატა(kate @ 24th July 2011 - 06:31 PM) *
რატომ გგონია რომ ადამიანთა 95% პროცენტი შორსაა სიყვარულისაგან და მხოლოდ გამორჩენაზე ფიქრობს.?!, ეს ხომ დაახლოებით იმას ნიშნავს, რომ შენს ოც ნაცნობში, მხოლოდ ერთია, შენს გარდა, რომელსაც სიყვარული შეუძლია, და ადამიანთა ნდობა აქვს?!, ნუთუ ასე დაბალი წარმოდგენა გაქვს გარშემომყოფებზე?,


ქეთი, არ გეჩვენება, რომ მე და შენ სხვადასხვა 95 % გამოვყავით ახლა?
smile.gif))

რატომ არ გიყვართ უფრო დაკვირვებით კითხვა?
და რატომ ეძებთ საკამათო თემას იქ, სადაც ის არ არის? smile.gif
kate
თამარი
არ გეკამათები, მითუმეტეს საკამათოს არ ვეძებ, არც ის მგონია ვერ გამეგოს რა გეწერა.
შენ შენი აზრი დაწერე, მე ჩემი. ეს არის მხოლოდ smile.gif
თამარი
ოკ...

მე იმას ვხედავ, რომ ხალხმა ურთიერთნდობა და ურთიერთსიყვარული დაკარგა!
ვგრძნობ, როგორ ცდილობენ, ფეხი დაუდონ ერთმანეთს და ისე გადაასწრონ წინმავალს...
ყოველ წუთას მესმის, - ”ხო, ენდე, ენდე სხვებს და... კისერს რომ წაგატეხინებენ, მერე მოხვალ გონსო...”
ადამიანთა თვალებში ჩაბუდებულ სიცევესა და გაუტანლობას ვხედავ...

და საკუთარი შვილი თუ ოჯახი თუ უყვართ, ეს დიდი ვერაფერი შეღავათია...
თუმცა ყველას ისინიც აღარ უყვარს უკვე, - ტელევიზორი შიშით ვერ ჩამირთავს, - შვილმა დედა მოკლა ნაჯახის თავში დარტყმით...
ცოლმა ქმარი მოკლა პურის საჭრელი დანით მიყენებული 37 ჭრილობით...
დედამ შვილი მოკლა შეშის ნაპობის თავში დარტყმით!...

ესაა სიყვარულის უნარი?
ამდენი მათხოვარი ბავშვი... ამდენი უმწეო მოხუცი... რამდენს გავწვდები, რამდენს დავეხმარები?

და მერე მეტყვით, რომ მე მეჩვენება ეს გაუტანლობა?
არა, ჩემო კარგო!
ასეა ეს და... დროა სიმართლისთვის თვალის გასწორება ვისწავლოთ!
td.........
ციტატა(თამარი @ 24th July 2011 - 06:38 PM) *
რატომ არ გიყვართ უფრო დაკვირვებით კითხვა?

დაუკვირვებლობა არაფერ შუაშია, არც კამათი.. ქეითი მართალს ამბობს.

აი თქვენს ღიმილს smile.gif მიღმა კი რაღაცნაირი გაღიზიანება, თუ წამიერი აფორიაქება იგრძნობა ხოლმე , რაც ამ ფორუმზე ხართ, ალბათ ასე ღიად არ უნდა ვწერდე, მომიტევეთ, და არ გეწყინოთ, თუ ვცდები მხოლოდ გამიხარდება.. სხვატაშორის თაიასაც ამას ვატყობდი. შეიძლება სასაცილო რაღაც ვთქვა, აქ ამ ფორუმზე მხოლოდ 4 ადამიანს შევხვედრივარ ლაივში და მათი პოსტებიდან უფრო ნათლად შემიძლია ენერგეტიკისა დ აგანწყობის წაკითხვა, მაგრამ დანარჩენების ნაწერებიდანაც, (არა ტექსტიდან) მოდის გარკვეული იმპულსები.. თქვენი ნაწერები თავისი სისადავის და ღიაობის მიუხედავად ცოტა დაძაბულობის მატარებელიცაა.. და თაიას და თქვენი პოსტებიდან ერთნაირი ნაკადი მოდის. იდენტური.

სახელი თაია ძალიან მიყვარს.. ის ჩემთვის ძალიან ახლობელია და ძვირფასი, ამიტომ არანაირად არ განვეწყობოდი ეჭვით ამ ნიკის მქონე ადამიანის მიმართ. smile.gif
Zet
QUOTE(თამარი @ 24th July 2011 - 07:26 PM) *
ოკ...

მე იმას ვხედავ, რომ ხალხმა ურთიერთნდობა და ურთიერთსიყვარული დაკარგა!
ვგრძნობ, როგორ ცდილობენ, ფეხი დაუდონ ერთმანეთს და ისე გადაასწრონ წინმავალს...
ყოველ წუთას მესმის, - ”ხო, ენდე, ენდე სხვებს და... კისერს რომ წაგატეხინებენ, მერე მოხვალ გონსო...”
ადამიანთა თვალებში ჩაბუდებულ სიცევესა და გაუტანლობას ვხედავ...

და საკუთარი შვილი თუ ოჯახი თუ უყვართ, ეს დიდი ვერაფერი შეღავათია...
თუმცა ყველას ისინიც აღარ უყვარს უკვე, - ტელევიზორი შიშით ვერ ჩამირთავს, - შვილმა დედა მოკლა ნაჯახის თავში დარტყმით...
ცოლმა ქმარი მოკლა პურის საჭრელი დანით მიყენებული 37 ჭრილობით...
დედამ შვილი მოკლა შეშის ნაპობის თავში დარტყმით!...

ესაა სიყვარულის უნარი?
ამდენი მათხოვარი ბავშვი... ამდენი უმწეო მოხუცი... რამდენს გავწვდები, რამდენს დავეხმარები?

და მერე მეტყვით, რომ მე მეჩვენება ეს გაუტანლობა?
არა, ჩემო კარგო!
ასეა ეს და... დროა სიმართლისთვის თვალის გასწორება ვისწავლოთ!


მე გეთანხმებით, ზუსტად ეგრეა, მაგრამ საქმე ისარი რომ ყველაფერი შედარებითია, თუ ავიღებთ და შევადარებთ ასტრალურ სამყაროს, ან ავიღებთ და სხვა უმეტეს პლანეტების ცხოვრებას შევადარებთ ჩვენს პლანეტას, მაშინ ეს პლანეტა ჩვენ ჯოჯოხეთი გამოგვივა, და ჯოჯოხეთში სიყვარულის მოთხოვნას აზრი არააქვს აქ ბავშვობიდან ზრდიან ხალხს რომ მან თავისი თავი უნდა გაიტანოს მარტო და სხვა ადამიანები არიან უბრალოდ მისი კონკურენტები, ჩვენ თუ ასტრალური მხრიდან შევხედავთ ჩვენ პლანეტას აქ მიმდინარეობს ომი, დიდი ენერგეტიკული ომი, და ამ ომში ყველა იღებს მონაწილეობას, ყველა ებრძოლება ყველას, ის სიყვარული რომლიც აქ არსებობს არის ეგოიზმზე დაფუძნებული, მაგრამ ის მომენტიც არის რომ ამ ომ გამოვლილ სულები ნადვილ სიყვარულს უფრო დააფასებენ საბოლოოდ, თუმცა ეს ჯერჯერობით ვერ მოხერხდა)) და ამიტომ ჩვენი პლანეტა ჯერჯერობით ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი პლანეტაა, მაგრამ უახლოეს მომავალში ეს გამოსწორდება ალბათ)
თამარი

ციტატა(td......... @ 24th July 2011 - 07:33 PM) *
შეიძლება სასაცილო რაღაც ვთქვა, აქ ამ ფორუმზე მხოლოდ 4 ადამიანს შევხვედრივარ ლაივში და მათი პოსტებიდან უფრო ნათლად შემიძლია ენერგეტიკისა დ აგანწყობის წაკითხვა, მაგრამ დანარჩენების ნაწერებიდანაც, (არა ტექსტიდან) მოდის გარკვეული იმპულსები.. თქვენი ნაწერები თავისი სისადავის და ღიაობის მიუხედავად ცოტა დაძაბულობის მატარებელიცაა.. და თაიას და თქვენი პოსტებიდან ერთნაირი ნაკადი მოდის. იდენტური.


td.........
სულ არ მიკვირს, თუ ამ დაძაბულობას ამჩნევ... მე პირველად ვარ საიტზე, სადაც თავის მართლება არ მიწევს იმის გამო, რომ რაღაც (სხვებისგან განსხვავებული) ვიცი...
ძალიან ძნელია, როცა აღსარებისთვის მღვდელთან მისულს გეუბნებიან, - შენ იმდენი იცი, რომ ამ ეკლესიაში აღარ მოხვიდე, შეიძლება ყველა კითხვაზე ვერ გაგცე პასუხი და ამიტომ უარს გეუბნები აღსარებიის ჩაბარებაზეო. (ჩემი მოძღვარი ქალაქში არ იყო მაშინ და სხვასთან მივედი... )

ძნელია, როცა ტელვიზიით კეთდება გადაცემა ჩემს შესახებ და... მეორე დღეს ვიღაც ქალმა სილამაზის სალონში მკითხა, - "გუშინ ტელევიზორში შენ გნახეო?"...
კი-მეთქი...
თმაში რომ მწვდა, ძლივს გააშვებინეს ხელი, - "ამას უნდა სხვისგან გამორჩეწული იყოს, თორემ რატომ აირჩევდნენ ამას იმ "სხვა" სულისთვისო?"
თაიას გულისხმობდა!
თქვენი აზრით, მომინდებოდა ისევ თაიაზე საუბარი? - არა, აღარ მომინდებოდა!
ამიტომაც გავბრაზდი სულ თავიდან, - ეკითხა ჯერ ჩემთვის და მერე გამოემზეურებინა თავისი თუ ჩემი ვინაობა-მეთქი...

ეს - მე და... თავად თაია რატომ მალავს-ხოლმე თავის თაიობას?
იცით, რა ამბავი აუტეხეს? რა უფლებით ამბობ, რომ უცხოპლანეტელი ხარო! იმის შემდეგ კიდევ თქვა, ვინც იყო?

მე რომ 23 წლისა ვიყო ახლა, ალბათ უფრო ადვილად გადავიტანდი ამ ყველაფერს...
მაგრამ მე 53 წლისა ვარ და... იცით, რამდენი მეკითხება, "ამ პროფესორ ქალს რა ძალა გადგას, რატომ ირთულებ ცხოვრებასო?"

არა და, ალბათ მართლაც აქ არის ის ადგილი, სადაც უფრო თავისუფლად შემიძლია ვიყო, დაძაბულობის გარეშე.

მე 16 წლისაც არ ვიყავი, როცა გამიყვანეს აქედან და სულ 12 წელია, რაც დამაბრუნეს... 16+12 = 28... smile.gif))
ასე რომ, ჩემი სული სულ 28 წლისაა დედამიწისეული გაგებით, რომელიც 53 წლის ქალის სხეულშია მოქცეული. ამის აღიარებაც არ არის-ხოლმე ჩემთვის იოლი. smile.gif

40 წლის ქალი - 25 წლისას ვგავდი... მართლა შემიძლია სურათის დადება, ტყუილად კი არ ვამბობ?

დავდებ ახლა... შავი კაბა მაცვია და დიადემა მადგას თავზე... მე და ჩემი სტუდენტები... ისინი - 20-22 წლისანი არიან და მე - 40... smile.gif))



kate
თამარი
Zet
QUOTE(თამარი @ 24th July 2011 - 10:26 AM) *
მე იმას ვხედავ, რომ ხალხმა ურთიერთნდობა და ურთიერთსიყვარული დაკარგა!

........და ასე შემდეგ....
საქმე ისაა, რომ ყველაფერი ეს მარტო ახლა კი არ ხდება, ახლა კი არ შეიცვალა ხალხი, ჩვენ ჩვენს მამაებზე უარესი კი არ გავმხდარვართ, არამედ ეს არის ვინც ვართ!, ამ სამყაროში ჩვენ უკეთესები ვერ ვიქნებით. მაგრამ, მთლიანობაში კაცობრიობა მაინც მშვენიერია, რადგან მიუხედავად იმისა რომ, აქ უნდა იბრძოლო არსებობისთვის, და ამ ბრძოლას წესები არა აქვს, ადამიანმა მაინც შემოინახა დღემდე სიყვარული, მართალია ეს სიყვარული ღვთიური, უპირობი, ნამდვილი სიყვარული არ არის, მაგრამ მაინც სიყვარულია, და ისიც ახსოვს რომ არსებობს სხვა ჭეშმარიტი სიყვარული. ასტრალურ პლანზე, მართალია, ყველა ჩაბმული ვართ ამ ბრძოლაში, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ დუალისტურ სამყაროს (ახლა ნე ჩამქოლავთ ამისთვის smile.gif) ის უარყოფით ენერგეტიკა ისევე ჭირდება, როგორც სიყვარული, რადგან სხვანაირად თავისუფალი არჩევანი არ გვექნება, ეს კი სამყაროს უპირველესი კანონია, რადგან მის გარეშე სული ვერ განვითარდება. ეს ყველაფერი თამაშია, საკუთარი თავის გამოცდა, ჩვენ ვიყავით სრულყოფილები, მაგრამ შევქმენით არასრულყოფილი სამყაროები, სადაც არჩევანის გაკეთება შეგვიძლია. სადაც არჩევანის საშუალებაა, სადაც ბნელი და ნათელი, სიყვარული და სიძულვილი, ცუდი და კარგი..... ხან ერთ მხარეს გექაჩება, და ხან მეორე, საქმე ისაა შენ რას აირჩევ, შენ თუ სინათლესს სიბნელეს ანაცვალებ, იმას კი არ ნიშნავს რომ სიბნელე ცუდია, ის უბრალოდ თავის საქმეს აკეთებს, მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ცუდი არჩევანი გააკეთე, ეს გრძელდება მანამ, სანამ შენი "კარგი" არჩევნები არ გადაწონის "ცუდს", ან იმ გზის გასაყართან არ მიხვალ, სადაც ან თავიდან უნდა დაიწყო ყველაფერი ან დაინახო სახლის გზა. ამას შეიძლება მილიონობით და მილიარდობით წლები დაჭირდეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც "კარგი' არჩევანი გადაწონის, რადგან სული სრულყოფილია, უკვდავია, ვერ გაქრება, ვერ გადავა მეორე მხარეს, ბოროტების და სიბნელის მხარეს, რადგან ასეთი მხარე არ არსებობს, ეს ბოროტება მისივე მოგონილია სამოქმედო ჩარჩოები რომ შეექმნა, შეიძლება უსასრულოდ იხეტიალოს და უამრავი შეცდომები დაუშვას, ბევრჯერ მოუწიოს ერთი და იგივე გზის გავლა. ახლა ზუსტად ასეთ გზის გასაყარს ვუახლოვდებით, სადც "მაატის ფრთით" იწონება "კარგი" და "ცუდი", და მაინც მჯერა, რომ მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ, ადამიანებმა საბოლოო ჯამში უფრო მეტი "სწორი" არჩევანი გავაკეთეთ.
თამარი
Zet
ციტატა(ZipCode @ 24th July 2011 - 08:30 PM) *
და ამიტომ ჩვენი პლანეტა ჯერჯერობით ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი პლანეტაა, მაგრამ უახლოეს მომავალში ეს გამოსწორდება ალბათ)


არა, ზეტ... არაა დედამიწა ყველაზე დაუნდობელი პლანეტა! მასზე დაუნდობელია ვარფიმი... წითელი პლანეტა, რომელიც ანდრომედას გალაქტიკაში მდებარეობს!
მას პლანეტა-კოლონია ჰყავს... და ამ კოლონიას ტორი ეწოდება.

ტორიც ანდრომედას გალაქტიკის პლანეტაა. ტორზე ორი მზეა! ის ნარინჯისფერი პლანეტაა და შედარებით "ადამიანური" ბუნების არსებებით არის დასახლებული... არ არის ვარფიმივით გა-რობოტ-ებული, უსულგულო და უგრძნობი...
ლამისაა მძულს ვარფიმი, რადგან იქ არავის არავინ უყვარს არავინაა დაავადებული ამ ულამაზესი გრძნობით, რასაც სიყვარული ჰქვია!... იქ არ იციან არც დედა და არც შვილი... იქ არავინ კვდება საკუთარი სიკვდილით!
mata
ციტატა(თამარი @ 24th July 2011 - 09:28 PM) *
ვარფიმი... წითელი პლანეტა, რომელიც ანდრომედას გალაქტიკაში მდებარეობს!


აუუ დამაინტერესდა ეს პლანეტა. არ მეგონა თუ ჩვენზე უარესებიც იყვნენ სადმე.

ციტატა
იქ არავინ კვდება საკუთარი სიკვდილით!

ანუ ერთმანეთს ხოცავენ? რატომ?
td.........
თამარი
კარგი სურათია smile.gif)

ეხლა 53 წლის ხართ და რამდენზე გამოიყურებით?
თამარი
ახლანდელი სურათიც დავდო? smile.gif))

ბავშვებო, თქვენ სახელებს არ წერთ თქვენსას და... smile.gif
კაი, დავდებ... კი არ მეშინია?
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.