Help - Search - Members - Calendar
Full Version: masonebi
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > პიროვნებები, გაერთიანებები, სწავლებები
Pages: 1, 2
supresor
გამარჯობათ მე მაინტერესებს მასონებზე თუ იცით რამე.......? უკაცრავად სათაური არასწორად დავწერე......და საიდან წარმოიშვნენ საერთოდ?
kate
მასონებზე უამავი ლეგენდა დადის, რომელთაგანაც უმეტესობა სიმართლეს არ შეეფარდება და ძირითადად განპიროვნებულია მათი გასაიდუმოებული სიმბოლიკით, ჟესტების ან მიმიკის ენით, რიტუალებით და ერთმანეთთან ურთირთობებით, ამას ისიც უწყობს ხელს, რომ არც ერთი მასონი სახალხოდ არ გამოვა და თავის მართლებას ან მათი მსოფლმხედველობის ახსნას არ დაიწყებს - ეს მათ პრინციპებს ეწინაარმდეგება. ასე რომ, მასონების წინააღმდეგ ცალმხრივი "ომი" მიმდინარეობს.
მასონური ორდერი უძველესი მისტიური ორგანისაციაა, რომლებიც სხვადასხვა ვარიანტით ესსეიბისგან იღებენ სათავეს (ამის გამო მეოცე საუკუნის შუა წლებამდე ესეები მხოლოდ მამაკაცთა საზოგადოებად ითვლებოდა, მხოლოდ ესეების ბიბლიოთეკის აღმოჩენის შემდეგ გაიგეს, რომ სინამდვილეში ესეები გარკვეული მისტიური სიბრძნის მქონე ადამიანთა საკმაოდ ჩაკეტილი დასახლება იყო, რომლებიც ჩვეულებრივი სოციალური წესებით ცხოვრობდნენ).
მასონები თავიანთ თავს იმ ხუროთმოძღვრების (სიტყვა მასონი - ქვაზე მომუშავეს ნიშნავს) შთამომავლებად თვლიან, ვინაც ააგო ბიბლიური სოლომონის ტაძარი და ეგვიპტის დიდი პირამიდა. და ამ ხნის მანძილზე ინახავენ და უფრთხილდებიან საკაცობრიო სიბრძნეს.
თუმცა იმ სახით როგორიც ახლა ვიცით მე-15, მე-16 საუკუნეებიდან იღებს სათავეს შოტლანდიასა და ირლანდიაში, ამ დროიდან ისინი როგორც ტავისუფალი მასონები ისე იწოდებიან. ეს არის მამაკაცთა საზოგადოება, სადაც ქალები არ დაიშვებიან, მე მგონი მხოლოდ საფრანგეთის მასონთა ლოჯამ დაუშვა გამონაკლისის სახით, რამოდენიმე ქალის ინიციაცია თავიანთ ლოჟაში, თუმცა მეოცე საუკუნეში უკვე შეიქმნა ქალთა მასონური საზოგადოებები, რომელთაგან ყველაზე ცნობილია "აღმოსავლეთის ვარსკვლავი".
მასონებში სამ საფეხურიანი დაყოფაა, პირველ საფეხურზე არიან განდობილები, და რომლებიც წარმოადგენენ მასონთა დიიიიიიიდ უმეტესობას, მეორე საფეხურზე უკვე გარკვეულ მისტიურ ცოდნას იღებენ, და მესამე საფეხურზე უკვე "ოსტატი მასონები" ეწოდებათ, რომელთა რაოდენობაც გაცილებით მცირეა (თუ მასონთა საერთო რაოდენობა მილიონობითაა, ოსტატი მასონები მხოლოდ ასეულები არიან). მაგრამ ოსტატი მასონები დაუფლებული ცოდნის მიხედვით იწევენ თავიანთ ხარისხს, რომელიც 4-დან 33-მდეა, 33-ს ზემოთ არანაირი ხარისხი არ არის, არის მხოლოდ 33 ხარისხიანთა შიდა წრე, საიდანაც რაიმე ინფორმაციის მიღება შეუძლებელია, თუნდაც მეორე საფეხურის ან სულაც მაღალხარისხიანი ოსტატ მასონთა მიერაც.
მასონებს არა აქვთ არც რაიმე ერთიანი რელიგიური შეხედულება, უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ განდობილი გახდე, აუცილებელია აღიარო "უმაღლესი არსების", ღმერთის არსებობა, მასონთა კანონის მიხედვით, ვალდებული არ ხარ და არც უნდა განმარტო ვინ ან რა მიგაჩნია ღმერთად, მთავარია აღიარო იგი "სამყაროს არქიტექტორად", ასე რომ არ არსებობს არანაირი რელიგიური შეზღუდვები, ყველა რელიგიის წარმომადგენელს შეუძლია გახდეს მასონი, და თან დარჩეს მისი რელიგიის ერთგული......
supresor
kate რაგაც ისტორიებს მეც მივაგენი როგორც გავიგე დავით აღმაშენებლის დროს 75 განდობილი ტამპლიერი ჩამოსულა საიდუმლო განძის წასაღებად რომელშიც საიდუმლო წიგნი ყოფილა და მას ჯვრის მონასტრის ბერები აქ საქართველოში ინახავდნენ ჯვაროსნებისგან დასაცავად. სწორედ მაშინ მიუგიათ დიდგორის ბრდზოლაში მონაწილეობა.........
Lashapoli
დავიწყოთ იქიდან, რომ მასონები არიან კიდე ეღთ-ერთი შიდა რგილი, ანუ დგანან სახელისუფლებო იერარქებზე მაღლა, მაგრამ მაგათ უკან არიან კიდე რაღაც ძალები რომლებიც არ ჩანან, ანუ ეს მასონები არიან როგორც შემსრულებელი საზოგადოოებასავით იმათ წინაშე ვინებიც სინამDვილეში წარმართავენ რაღაც-რაღაც საქმეებს. რაც შეეხება რელიგიას, როგორც მე ვიცი მასონებში არ არიან როგორც ესეთი ერთ პიროვნულად რელიგიური შეხედულებეის მქონე საზოგადოებები. ანუ მაგალითად ფრანგი მასონები არიან სატანისტები, ანუ სატანისტური მოძღვრების მიმდევბარნი, ინგლისური მასონური ჯგუფებუი კათოლიკეები და ასე შემდეგ, მაგრამ ამას როგორც ეტყობა გადამწყვეტი მნიშვნელობა არააქვს რადგან ეს ადამიანები, რომლებიც ამ გაერთიანების შეიგნით არიან არ წარმოადგენენ იდეოლოგიურ ჯგუფს, ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათ უკან დგას სხვა მოაზროვნე ძალა და ესნი არიან უბრალოდ ესე უხეშად რომ ვთქვათ პეშკები..
kate
QUOTE(supresor @ Jul 15 2011, 02:56 PM) *
kate რაგაც ისტორიებს მეც მივაგენი როგორც გავიგე დავით აღმაშენებლის დროს 75 განდობილი ტამპლიერი ჩამოსულა საიდუმლო განძის წასაღებად რომელშიც საიდუმლო წიგნი ყოფილა და მას ჯვრის მონასტრის ბერები აქ საქართველოში ინახავდნენ ჯვაროსნებისგან დასაცავად. სწორედ მაშინ მიუგიათ დიდგორის ბრდზოლაში მონაწილეობა.........

ისტორიულად ცნობილია რომ დიდგორის ბრძოლაში "100 ფრანკი ჯვაროსანი" იღებდა მონაწილეობას, და სავარაუდოა რომ ეს ჯვაროსნები ტამპლიერები იყვნენ, მაგრამ მათ მანამდელ და შემდგომ ბედზე, ან იმ მიზანზე რისთვისაც იყვნენ საქართველოში, გარდა ბრძოლაში დახმარებისა, რამდენადაც ვიცი ისტორიული ფაქტები არ არის.
ხოლო რაც შეეხება ტამპლიერებისა და მასონების კავშირს, ეს დღემდე საკამათო თემაა, თვით მასონებს შორის. ტამპლიერ რაინდთა ორდერი, რომელიც დღესაც არსებობს მასონური ორდერია, ოღონდ მასში გაერთიანება შეუძლიათ მხოლოდ ქრისტიან ოსტატ მასონებს, რომლებსაც გარკვეული გამოსაცდელი ვადის შემდეგ რაინდის წოდება ეძლევათ. მაგრამ რაც შეეხება შუა საუკუნეების ტამპლიერთა ორდენს, ანუ მანამ სანამ დაარბევდნენ და ჯაკ დე მოლიეს კოცონზე დაწვავდნენ, არანაირი ისტორიული ფაქტით არ მტკიცდება მათი კავშირი მასონებთან, უფრო სწორად მაშინ ჯერ კიდევ არ იყო თავისუფალ მასონთა გაერთიანება, როგორც ასეთი ცნობილი. ასე რომ პირველი ტამპლიერები წამოვიდნენ ე.წ. ქვის მასონებისაგან და დარბევისა და გაფანტვის შემდეგ ჩამოაყალიბეს თავისუფალ მასონთა საზოგადოება, თუ პირიქით, თავისუფალმა მასონებმა შეიფარეს დევნილი ტამპლიერები, ძალიან ძნელი გასარკვევია. ცნობილმა კანადელმა ჟურნალიტმა და მასონმა და ტამპლიერთა ორდენის რაინდმა სტეფან დე ფოემ რამოდენიმე წიგნი დაწერა მასონების ისტორიაზე და ერთ-ერთში "ფარგალი და ჯვარი" მასონების და ტამპლიერების ისტორიას და კავშირებს იკვლევდა და საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ეს ქათმისა და კვერცხის პირველადობის კვლევას გავდა. თუმცა საბოლოოდ მაინც იქეთკენ იხრება რომ პირველი ტამპლიერები მასონებისგან დამოუკიდებელი ორგანიზაცია იყო, ხოლო ქვის მასონების მემკვიდრე თავისუფალმა მასონებმა აღადგინეს ტამპლიერთა ორდერი
kate
Lashapoli
QUOTE(Lashapoli @ 15th July 2011 - 04:40 PM) *
დავიწყოთ იქიდან, რომ მასონები არიან კიდე ეღთ-ერთი შიდა რგილი, ანუ დგანან სახელისუფლებო იერარქებზე მაღლა

QUOTE(Lashapoli @ 15th July 2011 - 04:40 PM) *
როგორც მე ვიცი მასონებში არ არიან როგორც ესეთი ერთ პიროვნულად რელიგიური შეხედულებეის მქონე საზოგადოებები. ანუ მაგალითად ფრანგი მასონები არიან სატანისტები, ანუ სატანისტური მოძღვრების მიმდევბარნი, ინგლისური მასონური ჯგუფებუი კათოლიკეები და ასე შემდეგ,

აი, ასეთი და სხვა ამდაგვარი ლეგენდები და ბრალდებები დადის მასონებზე, როდესაც სინამდვილეში მასონები დღესდღეობით არ წარმოადგენენ იმ ძალას რომელსაც მსოფლიოს მართვის უნარი შესწევს. არ ვუარყოფ ე.წ, "საიდუმლო მთავრობას", რომელიც აკონტროლებს და მართავს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს, რომელიც ხშირად მასონებთან იდენტიფირდება. "საიდუმლო მთავრობა" გაცილებით რთული და კომპლექსურია.
მასონების მთავარი პრინციპი არის ღმერთის "უმაღლესი არსების" აღიარება (მნიშვნელობა არა აქვს თითოეული მასონი ვის აღიარებს: წმინდა სამებას, იაჰვეს, ალაჰს, ბრაჰმას....), საკუთარ თავში ღვთიურის(სულის) არსებობის ცოდნა, სიყვარული ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების მიმართ, თანაგრძნობა, დახმარების გაწევა ერთმანეთის და არამასონთა მიმართ....
არც ერთი მასონური ლოჯა რელიგიის მიხედვით არ იყოფა, შეიძლება რელიგიების მიხედვით იყოს ცალკე მასონური დაჯგუფება, როგორიცაა ქრისტიან მასონთა ტამპლიერების ორდერი, მაგრამ მასში გაერთიანებული არიან სხვადასხვა ლოჯის წევრები, რომელსაც რელიგიასთან არანაირი კავშირი არა აქვს.
რაც შეეხება სატანისტებს, სატანისტები სიმორცხვით არ გამოირჩევიან და რომელიმე ორგანიზაციას ან მიმდინარეობას არ აფარებენ თავს, თავისი ეკლესიაც აქვთ და არც იმალებიან. საზოგადოებაში, სამწუხაროდ მიღებულია უბრალოდ, თუ კი რამე ძნელად გასაგებია და თუ მითუმეტეს იდუმალების და მისტერიის კვალი ეტყობა სატანურად მოინათლოს.
vano kazbegi
მე მყავდა უცხოელი ტურისტი მისი ოჯახის წევრები მასონებია. მასთან ერთად მთებში ვიხეტიალეთ და ძალიან საინტერესო თემებზე მესაუბრა,ასე მეგონა, მას უნდოდა ,მეც მასონის კლანში ვყოფილვიყავი.და ვკითხე მასონი ხარ- პასუხად- ათეისტი ვარო .
kate
vano kazbegi
QUOTE(davithet @ 25th July 2011 - 01:13 PM) *
.და ვკითხე მასონი ხარ- პასუხად- ათეისტი ვარო .

არც ერთი მასონი არ იტყვის, რომ ათეისტია, რადგან მასონების პირველ პირობა ღმერთის (ზოგადად) აღიარებაა, და არა უარყოფა. ალბათ მასონი არ იყო.
vano kazbegi
QUOTE(kate @ Jul 25 2011, 10:43 PM) *
vano kazbegi

არც ერთი მასონი არ იტყვის, რომ ათეისტია, რადგან მასონების პირველ პირობა ღმერთის (ზოგადად) აღიარებაა, და არა უარყოფა. ალბათ მასონი არ იყო.

თვითონ არ იყო მასონი - მისი მშობლები ყავდა მასონები. სურათებიც კი მაქვს დათვალირებული
ანუ მამამისი და პაპამისი იყვნენ მასონები. დედა ბაბუა არც ერთი არ იყო მასონი.
მისი ძმა კი მასონია ანუ ნახევარ ძმა -
kate
vano kazbegi
ახლა გასაგებია smile.gif
I AM
მეგობრებო გადავაწყდი ასეთ ფილმების სერიას და ამ ნაწილმა http://megavideo.ge/video/51232/saiudmlo-m...axeb-nawili-7-a ყველაზე მეტად დამაფიქრა, სიმართლეა ეს (რისიც მე არ მჯერა პირადად) თუ არა, მაშინ რას ემსახურება მსგავსი ფილმები 15 წუთიანი ფილმია და გადახედეთ, მემგონი სინათლის გაიგივება სატანასთან და მასონებთან უაზრობა.. რას იტყვით?

Qocho
I AM
მასონებზე ბევრი არაფერი გამეგება,მაგრამ ერთი ჩვეულებრივი რუსული ანტიდასავლური ფილმია, ''გამაგრებული'' რელიგიური დოგმებით.
ისე იმ ფოტოზე სადაც გაეროს სხდომაა, სამ ექვსიან ანახებენ, არადა გაეროს 60 წლისთავია 2005 წელს გადაღბული და უბრალოდ ფოტოზე სამ ადგილას ჩანს ეს ციფრი. 2015-ში 70 წლისთავზე ''777'' გახდებიან, biggrin.gif რაში ხარჯავენ დროს...

ყველაფერი ეზოთერული საშინელება ყოფილა laugh.gif
I AM
Qocho


მართალი ხარ, ყურადღებით ვუყურე და მივხვდი რომ ეს ყველაფერი ისეთივე ნაგავია, როგორც მაგალითად "ცაიტგეიტსი" (დროის სული) yes.gif

თან ეს უნამუსოები ისე ოსტატურად (ვინც ვერ ერკვევა ესეთ სფეროებში) ურევენ ტყუილ-მართალს რომ სიმართლის ელფერს აძლევენ biggrin.gif


მარა ერთი რამ კარგად ვერ გავიგე: რას ემსახურება მსგავსი ნაგავი? unsure.gif
td.........
ციტატა(I AM @ 28th October 2011 - 08:27 PM) *
რას ემსახურება მსგავსი ნაგავი? unsure.gif

I AM
ადამიანების ყურადღების მათთვის საჭირო თემებზე გადატანას.. ასეთი ნაგვით გამოტენილი გონება არასდროს დაფიქრდება ღირებულზე და მისი მართვა გაცილებით მარტივია.., თუნდაც ასეთი ფილმებით. მითუმეტეს თუ ადამიანს გარკვეული ამბიციები აქვს "სულეირებაზე","ეზოტერიულობაზე","კრეატიულობაზე"და სხვა მდაბიო ადამიანებს ზემოდან უყურებს გადასარევი საკვებია მათთვის.
Guru
ჩვენ პლანეტაზე ფინანსების 95% - 5% ადამიანების ხელშია . ამ მცირერიცხოვან კასტას კლანებს ორდენებს თუ ლოჟებს უპირველეს ყოვლისა აინტერესებთ მასების ტოტალური კონტროლი. ბილდენბერგის ჯგუფი , თავის ქალის და ძვლის ორდენი , კომისია 300 , ილუმინატები და ა.შ. ათასი საეხობის ოკულტისტური გაერთიანებები არსებობენ . თემა საინტერესოა და ქართულ რესურსებში ტაბუ დადებული. ერთი ზვიად გამსახურდია ლაპარაკობდა ხმამაღლა მასონებზე და რა ბედი ეწია..
ხო გამახსენდა , წაკითხული მაქვს კოსტანტინე გამსახურდიას აქვს კიდევ წიგნი დაწერილი ორდენებზე და ამდაგვარ ჯგუფებზე .
გრიფონი
მასონთა იერარქია 1)მოსწავლე; შეგირდი
2)ქვეოსტატი
3)ოსტატი (ჩამოყალიბების გრადუსი---"წითელი მასონობა")
4)საიდუმლო ოსტატი
5)სრულყოფილი ოსტატი
6)საიდუმლო მდივანი
7)ზედამხედველი და მსაჯული
8)მშენებლობის ზედამხედველი
9)ცხრათა შორის რჩეული
10)სახელოვანი ოსტატი (რაინდი)-თხუთმეტთა შორის რჩეული
11)დიდი რჩეული რაინდი
12)დიდი ოსტატი-არქიტექტორი
13)ენოქის სამეფო რაინდი
14)უმაღლესი, სრულყოფილი ქვისმთლელი ისტორიული---ფილოსოფიური გრადუსი (ვარდისა და ჯვრისსაზოგადოება-წითელი მასონობა)
15)აღმოსავლეთის ანუ მახვილის რაინდი
16)იერუსალიმის და დასავლეთის რაინდი
17)აღმოსავლეთის რაინდი
18)თავადი როზენკრეიცერი-ტრადიციონალური და რაინდული გრადუსი (კადოშის აეროპაგი) "შავი მასონობა" )
19)ციური იერუსალიმის დიდი პანტიფიკატი
20)დიდი ოსტატი ყველა სიმბოლური ლოჟისა "Ad Vitam"
21)დიდი ნოეს პატრიარქი
22)სამეფო ნაჯახის ანუ ლივანის რაინდი
23)სკინიის რაინდი
24)სკინიის თავადი
25)სპილენძის გველის რაინდი
26)მოწყალების რაინდი (თავადი)
27)რაინდი-ტაძრის კომანდორი
28)მზის რაინდი
29)წმინდა ანდრეას დიდი რაინდი_ადმინისტრაციული გრადუსი-("თეთრი მასონობა")
30)კადოშის დიდი რჩეული რაინდი ანუ შავ-თეთრი არწივის რაინდი (არეოპაგი)
31)დიდი კომანდორი-ინსპექტორ ინკვიზიტორი (ტრიბუნალი)
32)სამეფო საიდუმლოს უმაღლესი თავადი (კონსისტორია) საპატიო გრადუსი
33) დიდი მაგისტრი (უმაღლესი საბჭო)
გრიფონი
სხვა თაშორის საქართველოშიც არის მასონთა საძმო, მასონობა ეს არის ფილოსოფიურ ეზოთერული გაერთიანება
გრიფონი
ისე მხ.ფილმ მატრიცაში ბევრი რამ დამაფიქრებელია
გრიფონი
smile.gif
vano kazbegi
QUOTE(გრიფონი @ Oct 30 2011, 12:19 PM) *
სხვა თაშორის საქართველოშიც არის მასონთა საძმო, მასონობა ეს არის ფილოსოფიურ ეზოთერული გაერთიანება

საინტერესოა - მეც გამიგია საიტებზე- ქართველი მასონებზე.
ისე სიმართლე გითხრა, წარმოდგენა არ მაქვს მასონებზე თუ რა აინტერესებს და რითი ცხოვრობენ მასონები?( გამიგია ძმური ურთიერთობა და ერთად აგვარებენ შეუძლებელ საქმეებს).
წიგნი მათხოვეთ გამსახურდიას დროს ( MASON ) სათაური - ძველ ინგლისურ ენაზე იყო დაწერილი, სრულყოფილად არ ვიცოდი ინგლისური ენა მაგრამ, მისი ჰიეროგლიფები მაქვს დაზეპირებული, და ვკითხულობ თავისუფლად. (ხანდახან მერევა).
მგონი შენ უფრო ერკვევი მასონების ცხოვრებას და წაკითხულიც კი გექნება.
გრიფონი
როდესაც ვეკითხებით მასონს არის თუ არა მასონობა საიდუმლო საზოგადოება, მათი უმეტესობა გიპასუხებთ რომ ეს არის „საზოგადოება საიდუმლოებით“. არის გარკვეული საკითხები რომელთა ცოდნაც მხოლოდ საზოგადოების წევრისთვის არის დასაშვები და ხელმისაწვდომი. მაგრამ, დღევანდელ რეალობაში მასონები არ იმალებიან, მათი ტაძრები (Temples), შეხვედრის ადგილები (Massonic Halls, Lodges) ბევრ ქვეყანაში მრავალი ქალაქის ცენრშია განთავსებული, ყოველგვარი კონსპირაციის გარეშე. მასონები ეწევიან საქველმოქმედო საქმიანობას, ბევრ ლოჟას გააჩნია მრავალი სოციალური პროექტი, მსოფლიო ინტერნეტის ქსელში მრავალ ლოჟას გააჩნია საკუთარი ვებ გვერდი და გარკვეული ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებისთვის არის მისაწვდომი. ბევრი წიგნი დაწერილი მასონებზე, ბევრი ფილმი თუ გადაცემა გვინახავს ტელევიზიით. სამწუხაროდ, ბევრი მსგავსი გამოცემა თუ სატელევიზიო გადაცემა ორიენტირებულია სწორედ „გაყიდვებზე“ და არა რეალობის ასახვაზე. რომელ წიგნს უფრო იყიდით, ლამაზი სურათებითა და საშინელი ამბებით გაჯერებულს, სადაც მრავალი „მხილებაა“ წარმოდგენილი თუ ისეთ წიგნს, სადაც მასონური იდეალები, იდეები, აზრები და ფილოსოფიაა წარმოდგენილი?! რათქმაუნდა მასონონაც დღეს მრავალი კომპანიისთვის ჩვეულებრივი შოუ-ბიზნესია, ამის ნათელი მაგალითია ბოლო წლებში ჰოლუვიდის მიერ რამოდენიმე გახმაურებული ფილმი და მრავალი ავტორის მყვირალა სათაურიანი გამოცემა. შესაბამისად, საზოგადოება (მისი დიდი ნაწილი) რომელიც ამ ყველაფერს კითხულობს და ეცნობა, გარკვეულ შიშებს განიცდის მასონების მიმართ. პოპულარულია იერუსალიმის ტაძრის, როსლინის ეკლესიის და ცნობილი მანეი პიტის თემებიც.

საძმოს წარმოქმნის ფესვების ძიებაში შეიძება დავიკარგოთ, თუმცა იმის თქმა თავისუფლად შეიძლება, რომ მასონური გილდიები უძველესი დროიდან არსებობენ და 18-ე საუკუნეში მოხდა მათი საბოლოო გარდაქმნა და ჩამოყალიბება, ერთიან და მსოფლიო საძმოთ. მშენებლები და მშენებლობა აერთიანებს მასონებს, უკეთესი ადამიანის მშენებლობა, უკეთესი საზოგადოებისა და უკეთესი მსოფლიოს შენება. მასონები ეძებენ სინათლეს და ამ სინათლის ძიებაში შეიძლება მრავალი წელი, მთელი ცხოვრება თუ არა, გავიდეს.

თითოეული მასონი თავისუფალია, თითოეული ლოჟა დამოიკიდებელი, მათი გაერთიანებით და სხვა უმაღლესი ლოჟების აღიარებით ინსტალირებული უმაღლესი (გრანდ) ლოჟა არ და ვერ ერევა მასში შემავალი ლოჟის შიდა საქმეებში. ყველა გრანდ ლოჟას გააჩნია თავისი იურისდიქცია, რომელიც გარკვეულ ტერიტორიაზე ვრცელდება. სხვადასხვა ლოჟაში თუ გრანდ ლოჟაში შეიძლება ვიხილოთ განსხვავებული რიტუალები, სიმბოლოები თუ შეხედულებები ამათუიმ საკითხებზე, მაგრამ საერთო ნიშნები (landmarks) უცვლელია და ერთია ყველასთვის. მასონები ხელმძღვანელობენ პრინციპით “გაუკეთა სხვას ის, რაც გინდა რომ სხვამ გაგიკეთოს შენ“, შესაბამისად სიკეთე, ქველმოქმედება, სიმტკიცე და გამბედაობა მასონის დამახასიათებელი თვისებებია. პირველ რიგში კი მასონი ჯენტლიმენია, ადამიანი რომელიც ყოველ დღე დაკავებულია და მიისწრაფის თვით განვითარებისკენ, ოჯახის კეთილდღეობისათვის და სამშობლოს სიყვარულით - ქვეყნის გაძლიერებისაკენ. საკუთარი თავის გაუმჯობესებით იგი მსოფლიოს გაუმჯობესებისაკენაც მიილტვის.

მასონებისთვის დიდ მნიშნვნელობას წარმოადგენს ძველი ივრითული, ძველი ბერძნული და ლათინური ენები. ებრაული ენა არის ბიბლიის გასაღები, როგორც თვლიან მასონები, და მასში დამალული სიბრძნისა და სიტყვის პოვნის საშუალება. ბერძნული არის ფილოსოფიისა და 7 ძირითადი მეცნიერების ენა, ლათინური კი საკრალური ენაა.

რა არის მასონობა?

მასონობა არის მორალურ პრინციპებზე დაფუძნებული საძმო, რომლის საქმიანობაც დამყარებულია ალეგორიულ და სიმბოლიზმით აღსავზე რიტუალებზე. მასონების პრინციპია - ჩვენ ვქმნით კარგი ადამიანიდან უკეთესს! მასონური რიტუალები და სიმბოლიზმიც საიდუმლოს ნაწილია.
vano kazbegi
საინტერესოა
რა შედარებაა მასონები და ილუმინატებთან სხვაობა?
გრიფონი
ილუმინატებიი ეს ერთერთი მასონური საძმოა, რომელიც საკმაოდ ელიტარულად, ითვლებოდა და ითვლება მაში ბევრი ცნობილი სახეა
გრიფონი
საქართველოსთან მასონებს ასე რომ ვთქვათ პიირველი ''შეხება'' ცხრა საუკუნის წინ ქონდათ, ასევე 20 საუკუნის დასაწყიისში თუმცა რუსეთის ფაკტორმა იმოქმედა
vano kazbegi
QUOTE(გრიფონი @ Oct 30 2011, 03:11 PM) *
საქართველოსთან მასონებს ასე რომ ვთქვათ პიირველი ''შეხება'' ცხრა საუკუნის წინ ქონდათ, ასევე 20 საუკუნის დასაწყიისში თუმცა რუსეთის ფაკტორმა იმოქმედა

ანუ საქართველოში ადრესაც ყოფილან მასონები?
გრიფონი
დიახ smile.gif
გრიფონი
ერთერთი სიმბოლო-"ყოვლის მხედველი თვალი'' ეს სიმბოლო გვხვდება ეგვიპტის კულტურაში და ასევე ქრისტიანულ კულტურაში,''ყოვლის მხედველი თვალი'' შემოქმედს ნიშნავს
გრიფონი
გრიფონი
vano kazbegi
QUOTE(გრიფონი @ Oct 30 2011, 05:19 PM) *

მასონების ჰიეროგლიფები თუ იცი ?
გრიფონი
არა.
vano kazbegi
ისე კი მასონების ამბები რატომ დაგაინტერესა?
გრიფონი
აა ისე უბრალოდ smile.gif
vano kazbegi
QUOTE(გრიფონი @ Oct 30 2011, 06:37 PM) *
აა ისე უბრალოდ smile.gif

მასონებზე ამდენი რამე საიდან იცი ? თუ წიგნები გაქვს რაიმე მასონებზე?
გრიფონი
არა არანაირი წიგნი არ მაქ, უბრალოდ დიდი ხანია რაც მათ შესახებ (ინფორმაციას ვღებულობ) ისეე... იყოდრო როცა მათ ერთერთ სასწავლებელსში ვსწავლობდი , მანდ სპეციპიკურ განათლებას ვღებულობდი,ტუმცა შემდეგ გამოვედი მაქედან, და ალბაათ მეც მასონი გავხვდებოდი, თუმცა არც ეხლაა არა გვაიან biggrin.gif
vano kazbegi
QUOTE(გრიფონი @ Oct 30 2011, 06:59 PM) *
არა არანაირი წიგნი არ მაქ, უბრალოდ დიდი ხანია რაც მათ შესახებ (ინფორმაციას ვღებულობ) ისეე... იყოდრო როცა მათ ერთერთ სასწავლებელსში ვსწავლობდი , მანდ სპეციპიკურ განათლებას ვღებულობდი,ტუმცა შემდეგ გამოვედი მაქედან, და ალბაათ მეც მასონი გავხვდებოდი, თუმცა არც ეხლაა არა გვაიან biggrin.gif

ანუ არის საქართველოში მასონების სკოლა თუ სასწავლებელია სპეციალური?
გრიფონი
არა მე არ გამიგია
vano kazbegi
QUOTE(გრიფონი @ Oct 30 2011, 07:21 PM) *
არა მე არ გამიგია

პასუხისთვის დიდი მადლობა smile.gif
გრიფონი
smile.gif
ლილიანი
მართალია თითქმის არანაირი ინფორმაცია არ მაქვს მასონებზე მაგრამ ყოველთვის აღუწერელი სიმპათიით ვიყავი განწყობილი ასეთი ურყევი ერთობის მიმართ, რომელიც არსებობდა და არსებობს და არსებობს და არსებობს და მგონი ამდენჯერვე (თუ მეტი არა) იარესებებს და იარსებებს smile.gif
kate
http://www.esoteric.ge/forum/index.php?sho...amp;#entry48050
ეს თემა უკვე არსებობს ფორუმზე და კარგი იქნება, თუ მოდერი გააერთიანებს
Guru
მასონების საძმო არის მსოფლიო დონი ლახატრონი... თავისუფალი ქვისმთლელები უმეტესობა არის გარე წრის წევრები , ელიტა კი შიდა წრეში დგას და მხოლოთ მათმა იციან სიმართლე wink.gif


ციტატა(გრიფონი @ 30th October 2011 - 06:59 PM) *
და ალბაათ მეც მასონი გავხვდებოდი, თუმცა არც ეხლაა არა გვაიან


ინიციაცისს მერე გამოსვლა საძმოდან შეუძლებელია , ასე რომ დაფიქრდი სანამ ფეხ ჩადგამთ.

vano kazbegi
QUOTE(Guru @ Oct 31 2011, 01:07 PM) *
მასონების საძმო არის მსოფლიო დონი ლახატრონი... თავისუფალი ქვისმთლელები უმეტესობა არის გარე წრის წევრები , ელიტა კი შიდა წრეში დგას და მხოლოთ მათმა იციან სიმართლე wink.gif
ინიციაცისს მერე გამოსვლა საძმოდან შეუძლებელია , ასე რომ დაფიქრდი სანამ ფეხ ჩადგამთ.

ესეც მართალია - ძალიან გაუჭირდებოდა იქედან გამოსვლა
გრიფონი
დიახ, საძმოს წევრობიდან გამოსვლა როგორც ასეთი არ არსებობს, მეტიც შეიძლება დაისაჯო, „და თუ დავარღვევ მე ჩემს ფიცს, დაე ღირსი ვიყო გამომჭრან ყელი, ამომაგლიჯონ ენა და ჩემი უღირსი სხეული დაიმარხოს სანაპიროს იმ ნაწილში, სადაც ხშირია წყლისა და ქვიშის მიქცევ-მოქცევა“.

გრიფონი
პირველ რიგში როგორი ადამიანი უნდა იყო რო რო გაXდე
Guru


ციტატა(გრიფონი @ 31st October 2011 - 01:57 PM) *
პირველ რიგში როგორი ადამიანი უნდა იყო რო რო გაXდე


პირველრიგში მდიდადი wink.gif , კარგი სპეციალისტი მათთვის საჩირო სფეროში , თოჯინა რომელსაც დადგამენ სადაც უნდათ და გააკეთებინებენ რასაც უნდათ .
მასონურ საძმოში სხვადა სხვა კარებებია ინიციაციისთვის.
სხვათაშორის არ ისე ძნელია გახდე მათი წევრი .


ციტატა(davithet @ 31st October 2011 - 01:11 PM) *
ესეც მართალია - ძალიან გაუჭირდებოდა იქედან გამოსვლა

იტალიეი ლეო ძაგამი - Leo Zagami , ყოფილი ილუმინატი , დღეს დღეისობით მათი აქტიური მოწინააღმდეგე. (Лео Загами рассказывает о сатанизме среди Ватикана, иллюминатов, масонов и правительства. )


გრიფონი
1. 21 წლის მაინც 2. არ იყოს ნასამართლები 3. არ გააჩნდეს ვალები 4. იღოს ღირსეული და მის ცხოვრებაში არ იყოს არა ღირსეული საქციელი 5. სჯეროდეს შემქმნელის, ღმერთის 6. მამაკაცი 7. გააჩნდეს გარკვეული შემოსავალი 8. გააჩნდეს საკუთარი სურვილი, ანუ მხოლოდ საკუთარი სურვილით მიიღოს გადაწყვეტილება 9. იყოს ჯენტლიმენი
გრიფონი
ეგ რო თუნდაც ცოცალია და მაგ საქმეს აგრძელებს , ეგ მათი ნებაა
გრიფონი
ეგ რო თუნდაც ცოცალია და მაგ საქმეს აგრძელებს , ეგ მათი ნებაა
Guru
ციტატა(გრიფონი @ 31st October 2011 - 02:56 PM) *
სჯეროდეს შემქმნელის, ღმერთის


ღმერთის არსებობას სატანისტები სრულებით არ უარყოფენ .

ციტატა(გრიფონი @ 31st October 2011 - 02:56 PM) *
1. 21 წლის მაინც 2. არ იყოს ნასამართლები 3. არ გააჩნდეს ვალები 4. იღოს ღირსეული და მის ცხოვრებაში არ იყოს არა ღირსეული საქციელი 5. სჯეროდეს შემქმნელის, ღმერთის 6. მამაკაცი 7. გააჩნდეს გარკვეული შემოსავალი 8. გააჩნდეს საკუთარი სურვილი, ანუ მხოლოდ საკუთარი სურვილით მიიღოს გადაწყვეტილება 9. იყოს ჯენტლიმენი


ეგ მასესბისთვის აგიტაციური ლოზუნგებია სინამდვილეში ადამიანსაც კი შეწირავენ საკურთხეველზე ან ადამიანებს მათ შექმნილ მისარუბკაში - სამოქალაქო ომებში ეპიდემიებთ და ასე შემდეგ.
მასონურ საძმოს გააჩნია გარე წრე სადაც კეთილშობლური იდეებია ,თავისუფლება ძმობა და თანასწორუფლებიანოდა . შიდე წრე კი სულ სხვა რამ გახლავთ . მათი მთავარი მისიაა მსოფლიო ბატონობა ... რასაც ვერ ეღირსებიან !
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.