ციტატა(priad eshmak @ Mar 6 2012, 01:22 PM)
ე.ი. ეს ფორუმი იყოფა პროზაიკოსებად, ლირიკოსებად და მისტიკოსებად!
მეც დავდებ რამეს
ყამარისგან
Cosmiuri Deda Manana Eloshvili-ის მიერ 2012 წლის 20 02, ორშაბათი, 7:09-ზე ·
Manana Eloshvili
ღრუბელთა ხელმწიფის შვილს ცრემლები,
ციცქნა ლექსებად დამდენია.
ზეცამ წამიღო, წიწილივით
ქორისგან წაღებული,გამთენია...
ახლა ამიღე და გადამშალე
წიგნივით.გულის ბზარზე ნაწერი მაქვს:
"ვინც წამიკითხავდეს აიტაცეთ,
ის მზის ხელისგულზე სამზერია".
ერთმანეთს ვაზივით ვეხვეოდეთ,
სამება სარივით ერთდებოდეს,
მზის თვალნი "რ"–ს თვალთან ერთდებოდეს,
ცხრა თვალი რად გინდათ ერთს ვებმოდეთ,
"რ"–ს თვალი "რუ"–ს თავ ველით იღებოდეს,
"რ"–ს თავ ველს "რო"–ს ტევანი(ტევადი) წარმოაჩენს,
მერე დაიბნევა ქვეყანაზე
თავ–თავები და აღმოვაჩენთ,
რომ "რ" მეცნიერის არსის ხეა.
"რ"–სთან ვაიგივებთ თუკი მზესაც,
ეს ნიშნავს –ხედვას,რომლმაც გვშვა
ახალ საქართველოდ –ვაზის ქვეყნად.
ლექსი
Cosmiuri Deda Manana Eloshvili-ის მიერ 2012 წლის 07 03, ოთხშაბათი, 1:26-ზე ·
მე რომ ლექსს დავწერ არ გეგენოთ ლექსი განმსაზღვრავს, ყოველი ლექსი დიდი განცდის მხოლოდ წამია.
ზეცას ზეციურ ანგელოზთა დასი განსაზღვრავს,
ხოლო ლექსები ცის და მიწის დასაბამია.
ლექსს თუ მიჰყვებით გეგონებათ რომ პრინცესად ვარ,
რომელიც ფეხსაც არ აკარებს თითქოსდა მიწას,
ლექსს თუ მიჰყვებით ლექსი ჩემი სამალავია,
ლექსი მიწასთან შეხების დროს ტანჯვისგან მიცავს.
ლექსის გარეშე ისე ვცხოვრობ როგორც კონკია,
სამი კაკალიც კი არ მერგო– ბოლო ჟამიდან.
ლექსს თუ მიჰყვებით ლექსი ჩემი სამალავია...
ცისა და მიწის დასაბამთან მე ლექსად დამდეს.
ახლა ეს ლექსიც ისეთივე ასახსნელია,
როგორც ზესკნელი, ცის კარიბჭე ან ძის არია.