Help - Search - Members - Calendar
Full Version: სარკე
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > ეზოთერული განყოფილება
Pages: 1, 2, 3
old_man
სარკე არის პორტალი სამყაროებს შორის, მისი საშუალებით შემოდიან სულები და არსებები სხვადასხვა განზომილებიდან..
სარკის საშუალებით მკითხაობენ... ხედავენ წარსულს და მომავალს..
სარკის დახმარებით შეიძლება სივრცეში გადაადგილება-ტელეპორტაცია...
სარკეში დიდხანს ყურებით შეიძლება დავინახოთ ჩვენი წინა ინკარნაციები..
არსებობს ოშოს საინტერესო მედიტაცია: ვჯდებით სარკის წინ და ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში (მიბრუნებული ლამფის ან სანთლის შუქზე) ვუყურებთ საკუთარ გამოსახულებას თვალებში 40 წუთის მანძილზე. რამდენიმე წუთში შეამჩნევთ, რომ სივრცე იწყებს გაბუნდოვანებას და ლივლივს, იკარგება რეალობის განცდა. სარკეში ჩნდება სხვადასხვა სახეები, იკარგება ჩვენი გამოსახულებაც. შემდეგ, ერთი კვირის პრაქტიკის შემდეგ უფრო საინტერესო რამეები ხდება. გააკეთეთ და ნახავთ ))

მოკლედ ვისაუბროთ სარკის ფენომენზე. ვინ რა იცის, რა წაუკითხავს, რა გაუგია, რა პრაქტიკები არსებობს სარკის საშუალებით და ა.შ.
viannen_51.gif
Existence
QUOTE(old_man @ 16th August 2011 - 11:20 PM) *
გააკეთეთ და ნახავთ ))

ეგ ტექნიკა შენ გაგიკეთებია თვითოონ ?

sky
1) მიყურებია, გავბუნდოვანებულვარ, შემშინებია, შევშვებივარ..
2) მიყურებია, ჩარჩო გახსნილა და პირდაპირ ხელებში ჩამვარდნია დიდი, მრგვალი სარკე
3) "გასწორებული ფოკუსით" როცა ვიყურები, ყოველთვის კარგ განწყობაზე ვდგები და ენერგია მემატება
4) მეტი არაფერი biggrin.gif
vano kazbegi
ეს გამომაცდევინა ჩემმა დეიდამ, ახლა თქვენ რასაც წერს. დეიდაჩემს ძალიან აინტერესებდა თუ რა შედეგი მოყვებოდა. გამოვცადე - და საერთოდ გავქრი სარკეც კი არ ჩანდა - რაღაც ფრენასავით ვგრძნობდი - მეგონა ვფრინავდი... შემდეგ კი გამოჩნდა მანათობელი ადამიანის ფიგურა - სხეულში ჩემი გულის ხმა მესმოდა. თანდათან გაქრა და სულ სხვა რაღას დავინახე მოხუცებული თეთრად გამოწყობილი ხელში ჯოხი და მის თავზე მოელვარე ადამიანის ერთადერთი თვალი ჩანდა-წამებში გაქრა ყველაფერი. და საბოლოოდ ჩემ თავს ვხედავდი სარკეში. სულ ეგ იყო.
ყველა ადამიანში რაღასა ილუზიები ააქვს შინაგან ტვინში. ის სარკეში კი არ იყვნენ - თვალი გიჭრელდება და როგორც სიზმარს ისე უყურებს სხადლივ.
kate
vano kazbegi
მაინტერესებს სარკის ენერგიას თუ ხედავ. აი, სხვადასხვა სარკეს სხვადასხვანაირი დასხივება, ნაპერწკლები თუ აქვს?
old_man
Existence
QUOTE(Existence @ 16th August 2011 - 11:33 PM) *
ეგ ტექნიკა შენ გაგიკეთებია თვითოონ ?

იეს
sky
QUOTE(sky @ 16th August 2011 - 11:41 PM) *
მეტი არაფერი

მეტი რაღა გინდა. დასაწყისისთვის ესეც საკმარისია ))

guest
QUOTE(old_man @ 17th August 2011 - 12:20 AM) *
არსებობს ოშოს საინტერესო მედიტაცია: ვჯდებით სარკის წინ და ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში (მიბრუნებული ლამფის ან სანთლის შუქზე) ვუყურებთ საკუთარ გამოსახულებას თვალებში 40 წუთის მანძილზე. რამდენიმე წუთში შეამჩნევთ, რომ სივრცე იწყებს გაბუნდოვანებას და ლივლივს, იკარგება რეალობის განცდა. სარკეში ჩნდება სხვადასხვა სახეები, იკარგება ჩვენი გამოსახულებაც. შემდეგ, ერთი კვირის პრაქტიკის შემდეგ უფრო საინტერესო რამეები ხდება. გააკეთეთ და ნახავთ ))

ამის მოსინჯვა შეიძლება.

სარკით რომ მკითხაობენ გამიგია, თან ათასნაირი მეთოდებით. თუმცა არასოდეს მიცდია.
Existence
QUOTE(old_man @ 16th August 2011 - 11:55 PM) *
იეს

იეს კი არა... biggrin.gif ..დაწერე მერე რა ნახე.... არ მომიჭრა....

ისე უაზრო ინტერესისთვის თუ გამოდგება ეგ თორე სულიერ პრაქტიკაში ეგ არის 0

vano kazbegi
QUOTE(kate @ Aug 16 2011, 11:55 PM) *
vano kazbegi
მაინტერესებს სარკის ენერგიას თუ ხედავ. აი, სხვადასხვა სარკეს სხვადასხვანაირი დასხივება, ნაპერწკლები თუ აქვს?

სარკეს და სხვა საგნებს აქვს ნაპერწკლები - ანუ ეგრეს წოდებული აურა.
სარკეს ენერგიას კი ვხედავ ანუ ანარეკლს სხვა სახელწოდება არ ვიცი.
kate
vano kazbegi
ყველა სარკეს ერთნაირად ხედავ, განსხვავება თუ არის სარკის სხვადასხვა სარკის ანარეკლებს შორის, რომელთაც შენ ხედავ?
old_man
Existence
QUOTE(Existence @ 17th August 2011 - 12:03 AM) *
იეს კი არა... ..დაწერე მერე რა ნახე.... არ მომიჭრა....

ის არ გაგიგია, გაგარინი რომ დათვრებოდა საბუტილნიკებს აგიჟებდა-თქვენ რა იცით მე კოსმოსში რა ვნახეო.... ღმერთი ვნახეო biggrin.gif
QUOTE
ისე უაზრო ინტერესისთვის თუ გამოდგება ეგ თორე სულიერ პრაქტიკაში ეგ არის 0

ნწწწ... საერთოდ იცი რა არის ნებისმიერი მედიტაციური ტექნიკის საერთო??? საერთო მიზანზე არ ვამბობ.
სარკე ამ მედიტაციისას იმიტომ კი არ გამოიყენება რომ შიგ რაღაცეები და ვიღაცეები ნახო )) ამ შემთხვევაში მედიტაციური მდგომარეობის მისაღწევად და ცნობიერების სხვა მდგომარეობაში გადასასვლელად გამოიყენება სარკე, ისევე როგორც სხვა მედიტაციისას გამოიყენებ სუნთქვაზე ან ნებისმიერ ვიზუალურ ხატებაზე კონცენტრაციას.

ოშოს უწერია, რომ ამ მედიტაციის ბოლო საფეხურზე პირისპირ რჩები ქვეცნობიერთან, რჩები ცარიელი ქვეცნობიერი და შეიძლება გაგიჭირდეს შეხედვა...
აქამდე არ მივსულვარ თუ გაინტერესებს wink.gif
vano kazbegi
QUOTE(kate @ Aug 17 2011, 12:15 AM) *
vano kazbegi
ყველა სარკეს ერთნაირად ხედავ, განსხვავება თუ არის სარკის სხვადასხვა სარკის ანარეკლებს შორის, რომელთაც შენ ხედავ?

კი არის განსხვავება . გააჩნია სარკის დამზადებას. ძველი სარკეები უფრო ფოსფორიანია ვიდრე ეხლანდელი.
Existence
QUOTE(old_man @ 17th August 2011 - 12:35 AM) *
ის არ გაგიგია, გაგარინი რომ დათვრებოდა საბუტილნიკებს აგიჟებდა-თქვენ რა იცით მე კოსმოსში რა ვნახეო.... ღმერთი ვნახეო

აგიჟებ ბავშვებს ხო..... biggrin.gif ...გაანებე რააა...ძამაო ..თავი..დადიან მერე და ეძებენ კარაქიან პურებს.......... lol.gif
აუუუ ..105 მომენატრა რა კარგი რადიო იყო რაააა sad.gif .......არა მაინც რა ქვეყანა დააანგრიეს.......... angry.gif

QUOTE(old_man @ 17th August 2011 - 12:35 AM) *
ამ შემთხვევაში მედიტაციური მდგომარეობის მისაღწევად და ცნობიერების სხვა მდგომარეობაში გადასასვლელად გამოიყენება სარკე, ისევე როგორც სხვა მედიტაციისას გამოიყენებ სუნთქვაზე ან ნებისმიერ ვიზუალურ ხატებაზე კონცენტრაციას.

აუ........ მაგის დაწერაც მინდოდა ზუსტად იმის ქვევით რო ... 0 ია
დამეზარა რაა...... tongue.gif
Fee
არ მიყვარს სარკე და არც მასში დიდხანს ყურება, მღლის. თუ ცუდ ხასიათზე ვარ საერთოდ არ ვიყურები ხოლმე biggrin.gif

ახალგარდაცვლილის სახლში რატომ ააფარებენ ხოლმე სარკეს?
old_man
QUOTE(dunduri @ 17th August 2011 - 12:26 PM) *
ახალგარდაცვლილის სახლში რატომ ააფარებენ ხოლმე სარკეს?

ჰოო ასეთი შეხედულება არსებობს, რომ სარკე ხელს უშლის მიცვალებულის სულს ეს სამყარო დატოვოსო... არ ვიცი რამდენად სიმართლეა. კიდე გამიგია იმიტომ აფარებენ, სარკეში რომ ჩაიხედავს სული და თავის გამოსახულებას რომ ვეღარ დაინახავს შეეშინდებაო და რომ არ შეეშინდესო ))))
ისე ძველ ხალხურ ჩვეულებებში, თქმულებებში, ზღაპრებში არის ხოლმე სიმართლის მარცვლები... ზღაპრები განსაკუთრებით საინტერესოა. გავიხსენოთ ქართული ზღაპრები, სარკეში იხედებიან და ხედავენ ცხრა მთას იქით წასულ სატრფოს, ზღვაში ჩამალულ საუნჯეებს smile.gif)
Guru
სარკე იმახსოვრებ ყველას იმათ ვინც მაში ჩაიხედა. შესაბამისად უმჯობესია ხშირად გაიწმინდოს არა მარტო მტვერისგან არამედ ენერგტიკულადაც . ნაკურთხი წყლი და სანთელი კარგად წმინდავს. ასევე თუა შესაძლებელი მზეზე უნდა გააჩერო რომ მზის ენერგია მიიღოს. გატეხილი სარკე ხომ საერთოდ არ ვარგა სახში.
არსებობს ცალკე სარკის მაგია. აგრეთვე სწორი გამოყენებისას სარკე შესაძლოა კიდევაც დაგიმეგობრდეს და დაგეხმაროს საკუთარ თავთან მუშაობაზე.

სარკის დამზედების ტექნიკა კაი ხნის განმავლობაში ვენეციელი ოსტატების საიდუმლო ოყო.
old_man
QUOTE(guruli @ 17th August 2011 - 02:30 PM) *
არსებობს ცალკე სარკის მაგია. აგრეთვე სწორი გამოყენებისას სარკე შესაძლოა კიდევაც დაგიმეგობრდეს და დაგეხმაროს საკუთარ თავთან მუშაობაზე.

თუ იცი დაწერე კონკრეტულად სარკის მაგიის შესახებ. როგორ დავიმეგობროთ სარკე
Atman
old_man
QUOTE(old_man @ 17th August 2011 - 04:32 PM) *
როგორ დავიმეგობროთ სარკე

როგორ უნდა დაიმეგობრო და ჰკითხე:

"აააბა მაჩვენე, ვინ არის ამქვეყნად ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე ძლიერი, ყველაზე..."

ეგრევე შენი საუკეთესო მეგობარი გახდება! biggrin.gif
guest
QUOTE(old_man @ 17th August 2011 - 01:37 PM) *
ზღაპრები განსაკუთრებით საინტერესოა. გავიხსენოთ ქართული ზღაპრები, სარკეში იხედებიან და ხედავენ ცხრა მთას იქით წასულ სატრფოს

ეგ მობილურის 3G სერვისია biggrin.gif წინასწარ იცოდნენ ალბათ, ან პირიქით ძველი ცივილიზაციებიდან შემორჩათ მეხსიერება ან თქმულება ან რავიცი... smile.gif
td.........
ციტატა(old_man @ 16th August 2011 - 11:20 PM) *
სარკე არის პორტალი სამყაროებს შორის, მისი საშუალებით შემოდიან სულები და არსებები სხვადასხვა განზომილებიდან..
სარკის საშუალებით მკითხაობენ... ხედავენ წარსულს და მომავალს..
სარკის დახმარებით შეიძლება სივრცეში გადაადგილება-ტელეპორტაცია...
სარკეში დიდხანს ყურებით შეიძლება დავინახოთ ჩვენი წინა ინკარნაციები..
არსებობს ოშოს საინტერესო მედიტაცია: ვჯდებით სარკის წინ და ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში (მიბრუნებული ლამფის ან სანთლის შუქზე) ვუყურებთ საკუთარ გამოსახულებას თვალებში 40 წუთის მანძილზე. რამდენიმე წუთში შეამჩნევთ, რომ სივრცე იწყებს გაბუნდოვანებას და ლივლივს, იკარგება რეალობის განცდა. სარკეში ჩნდება სხვადასხვა სახეები, იკარგება ჩვენი გამოსახულებაც. შემდეგ, ერთი კვირის პრაქტიკის შემდეგ უფრო საინტერესო რამეები ხდება. გააკეთეთ და ნახავთ ))

მოკლედ ვისაუბროთ სარკის ფენომენზე. ვინ რა იცის, რა წაუკითხავს, რა გაუგია, რა პრაქტიკები არსებობს სარკის საშუალებით და ა.შ.

ისე სხვადასხვა ეპოქაში სარკედ სხვადასხვა რამეს იყენებდნენ, დაწყებული გუბეებიტადა წყაროებით, გაპრიელებული ლითონის მქონე ზედაპირიანი ნივტებით და საბოლოოდ სარკის ტექნოლოგიის გამოყენებიტ ექმნილ სარკეებს. იგივე ეფექტის მიღწვა სეიძლება სუფთა კრისტალში ყურებიტ და სხვა...

დაახლოებით 14-15 წლის ასაკში სოფელში ბავშვებმა სარკეში ჩავიხედო\ტ საბეოდებს ვნახავთო.. მტელი რიტუალის დაცვით გავაკეთეთ და შემიძ;ლია დავიფიცო, ჩემი ნახევარი დავინახე, თან ინტერაქტივში. სხვების საბედოებიც დავინახე. smile.gifსაინტერესო იყო და ეხლა სახალისოდ მახსენდება.

elli
Fee
ციტატა(dunduri @ 17th August 2011 - 12:26 PM) *
ახალგარდაცვლილის სახლში რატომ ააფარებენ ხოლმე სარკეს?

ხო ეგ მეც მითხრეს და დედაჩემი რომ კვდებოდა ჩამომაფარებინეს სარკეზე მუქი ფარდა. დედაჩემს მეტასტაზები ქონდა ფილტვებში და ერთ მხარეზე იწვამხოლოდ, ანი სარკის მხარეს ვერ ხედავდა საერთოდ, რომ ჩამოვაფარე ეძინა, როგორც კი გაიღვძა მკითხა, ფანჯარაზე ფარდა რატომ ჩამოაფარე შუკი აღარ შემოდის საერთოდ ხომ ხედავო, გამიკვირდა, ფარდა ისედაც გამჭირვალე იყო და ფანჯარა ღია, ძვლივს ლაპარაკობდა ძალიან უჭირდა საუბარი და ძვლივს მთხოვდა ფარდა გადაწიე სულ დაბნელდა ოთახიო, ძვლივს მივხვდი სარკეზე ჩამომეხსნა ფარდა, როგორც კი მოვხსენი ნაჭერი, ამოვისუნთქეო, ძვლივს არ განათდა ოთახიო? მერე ვინარ მეხვეწა ჩამოუვარე სარკეზე, არ ვარგაო მაგრამ აღარ ჩაომიფარებია
Guru
old_man
ციტატა(old_man @ 17th August 2011 - 04:32 PM) *
თუ იცი დაწერე კონკრეტულად სარკის მაგიის შესახებ. როგორ დავიმეგობროთ სარკე

კონკერტულად სარკის მაგიაზე ორი სიტყვით მოყოლა შეუძლებეია . უმეტესად იმფორმაცია სხვდსხვა სტილებშია გაფანტული და უნდა მოიპოვო wink.gif

შავი მაგი როდესაც სადმე მიდის სტუმრად და სარკეში იყურება იქიდან ეგრევე იგებს იმფორმაცია ვისთანაა მისული.

სარკე რომ დაიმეგობრო ის პირდად მარტო შენი უნდა იყოს , თანაც მთლიანად უნდა ჩანდე ესიგი დიდი და მაგალი უნდა იყოს .

მე მქონდა ესეთი შემთხევა , ერთი ჩემი ნაცნობი მაჯლაჯუნა მაჯლაჯუნობდა ჩემზე . ვიგძენი და დავინახე როგორ იჯდა მისი სარკის წინ შავ მაინტიაში და ჩხირკედელობდა რაცხა რუცხაებს. სხვა შემთხვევებიც იყო მგრამ ამაზე სხვა დროს .

სახლიდან რომ გავდივარ სრკეში ჩემს ორეულს ვტოვებ და ვაძლევ ბრძანებას დაიცვას იქაურობა . viannen_51.gif
ირმა
Guru
ძალიან საინტერესო ინფორმაციაა სარკესთან დაკავშირებით. თუ შეგიძლია გვითხარი კიდევ რა იცი?
Guru
ირმა

ციტატა(ირინი @ 18th August 2011 - 09:03 PM) *
ძალიან საინტერესო ინფორმაციაა სარკესთან დაკავშირებით. თუ შეგიძლია გვითხარი კიდევ რა იცი?

ციტატა(guruli @ 18th August 2011 - 06:06 PM) *
შავი მაგი როდესაც სადმე მიდის სტუმრად და სარკეში იყურება იქიდან ეგრევე იგებს იმფორმაცია ვისთანაა მისული.

თუ იმ ადგილას მისი კოლეგაა მაშინ სარკე იმის მასკას აჩვენებს .
ჯადოქარებს აქვთ თავისი ილეთი სარკის დასაბეჩდათ.

ექსტრემალური პრობლემატური ვითარების შემთხვევაში , დაანთე სანთელი სარკის წინ და უყურე სანთლის ცეცხლს მანამდე სანამ გონება შუქით აგევსებოდეს. ოღონდ ეს მეთოდი გამოიყენება უკიდურეს შემთხევაში და იშვიათად.

ირმა
Guru
QUOTE(guruli @ 18th August 2011 - 10:27 PM) *

გაგიკეთებია?
რა შედეგი შეიძლება გქონდეს?
Guru
ირმა

ციტატა(ირინი @ 18th August 2011 - 09:41 PM) *
გაგიკეთებია?
რა შედეგი შეიძლება გქონდეს?

კი. შედეგი აქვს. პროლემა ენერგეტიკულად ნადგურდება. ოდნავ მტკივნეული პროცესია
ირმა
Guru
QUOTE(guruli @ 18th August 2011 - 10:44 PM) *
ოდნავ მტკივნეული პროცესია

მტკივნეულში რა ვიგულისხმო. პრობლემა შეიძლება იყოს მატერიალური.
Guru
ირმა

საშიში პრაქტიკა არაა. ცადე და შენ თვითონ იგრძნობ.
ირმა
QUOTE(guruli @ 18th August 2011 - 10:27 PM) *
ექსტრემალური პრობლემატური ვითარების შემთხვევაში , დაანთე სანთელი სარკის წინ და უყურე სანთლის ცეცხლს მანამდე სანამ გონება შუქით აგევსებოდეს. ოღონდ ეს მეთოდი გამოიყენება უკიდურეს შემთხევაში და იშვიათად.

Guru
ეს მხოლოდ სიბნელეში კეთდება? თუ დღის შუქზეც გამოდის?

ბევრ კითხვებს გისმევ smile.gif სანთელი ჩემი სისუსტეა, ძალიან მიყვარს
Guru
ირმა
ციტატა(ირინი @ 19th August 2011 - 10:01 AM) *
ეს მხოლოდ სიბნელეში კეთდება? თუ დღის შუქზეც გამოდის?

სანთელთან მუშაობა ყოველთვის სიბნელეშია უმჯობესია.
ციტატა(ირინი @ 19th August 2011 - 10:01 AM) *
ბევრ კითხვებს გისმევ სანთელი ჩემი სისუსტეა, ძალიან მიყვარს

მაშინ სანთელთან დაკავშირებით საინტერესო და ეფეკტურ პრაკტიკას მოგწერ პმ ში. ოგონდ მოგვიანებით ეხლა უნდა გავიდე .
old_man
Guru
QUOTE(guruli @ 19th August 2011 - 01:25 PM) *
მაშინ სანთელთან დაკავშირებით საინტერესო და ეფეკტურ პრაკტიკას მოგწერ პმ ში. ოგონდ მოგვიანებით ეხლა უნდა გავიდე .

პმ-ში რატომ? აქ დაწერე რა, სხვებმაც გავიგოთ smile.gif)
თამარი
უნივერსიტეტში ჩემი სპეციალობა იყო სამრეწველო საქონელი, კერძოდ კი - მინა, კერამიკა, ავეჯი და საიუველირო ნაწარმი. აქედან გამომდინარე, კარგად ვიცნობ მინის წარმოების ტექნოლოგიასაც და... სარკეც ხომ მინის ერთ-ერთი ნაწარმია.

რატომ გავაკეთე ეს შესავალი: ყველაზე მაღალი ხარისხი ჰქონდა ვენეციურ სარკეს, რომლის მინის შემადგენლობაშიც, ნაცვლად ტყვიის ჟანგისა, შედიოდა ვერცხლის ჟანგი. ვერცხლის შემცველი ბროლი ყველაზე მაღალი სიბრწყინვალით ხასიათდება, თუმცა კი ის ფერთა ციმციმი არ ახასიათებს, რაც ტყვიისშემცველ ბროლს.

ვენეციური სარკის დამზადება - სახელმწიფო საიდუმლო იყო და... ახლაც არავინ იცის, რას ურევდნენ ვენეციელი ხელოსნები სარკის მინის შემადგენლობაში, თუმცა კი ცხადია, - ვენეციური მინის სარკე იმით გამოირჩევა სხვა სარკეებიდან, რომ... მასთან ახლოს მიტანილი სანთელის გამოსახულება 7-ჯერ მეორდება მის სიღრმეში!.

ხომ საოცარია? smile.gif
ირმა
თამარი
QUOTE(თამარი @ 19th August 2011 - 08:50 PM) *
ხომ საოცარია?

მართლაც საინტერესოა ...
Guru
QUOTE(guruli @ 19th August 2011 - 02:25 PM) *
მაშინ სანთელთან დაკავშირებით საინტერესო და ეფეკტურ პრაკტიკას მოგწერ პმ ში. ოგონდ მოგვიანებით ეხლა უნდა გავიდე .

წინასწარ მადლობა, თუმცა თუ შეიძლება ეს აქაც დადო კარგი იქნება. როგორც აჯობებს smile.gif

მე სანთლის ალის ყურება ბავშვობიდან მიყვარდა. მერე ვუყურებდი მესამე თვალის ასახელ სავარჯიშოდ ვიყენებდი. მერე ერთხელაც რაღაც პრობლემა მქონდა და სანთელს ვუყურებდი და უცებ თავში აზრმა გაანათასავით, ის აზრი მაშინ იმ პრობლემის გადაჭრის გზა იყო. მერე ერთი პერიოდი ხშირად ვაკეთებდი. თუმცა მაშინ უსარკოდ ვაკეთებდი. ამიტომაც დამაინტერესა ამ საკითხმა,– წარმომიდგენია სარკეს უფრო დიდი ეფექტი ექნებაsmile.gif
Guru
ირმა
წინასწარ მადლობა, თუმცა თუ შეიძლება ეს აქაც დადო კარგი იქნება. როგორც აჯობებ

მგონი აჯობებეს სანთელთან დაკავშირებით ცალკე თემა გავხსნათ .
ირმა
Guru
QUOTE(guruli @ 20th August 2011 - 01:42 AM) *
მგონი აჯობებეს სანთელთან დაკავშირებით ცალკე თემა გავხსნათ .

მართლაც... smile.gif
ამაში იმედია თემის მოდერი old_man დაგვეხმარება give_rose.gif
LUCIFER
სარკის თემა ეს უკვე ძალიან მომწონს, ჩემი ცოდვილი ცხოვრების გზაზე რა არ გამიკეთებია ამ სარკეებზე და არა მარტო სარკეებძე, მოკლედ ჩემს რამოდენიმე ისტორიას მოგიყვებით თუ რა თქმა უნდა მზად ხართ ამისთვის და მკრეხელად არ ჩამთვლით, თუმცა ეგაც ნაკლებად მაინტერესებს ))))))
mata
LUCIFER

მოგვიყევი, მოგვიყევი smile.gif
old_man
LUCIFER
QUOTE(lucifer @ 23rd August 2011 - 08:57 PM) *
თქმა უნდა მზად ხართ ამისთვის და მკრეხელად არ ჩამთვლით

მიდი, მიდი მოყევი. ეს მკრეხელების ფორუმია biggrin.gif
LUCIFER
ალბათ ყველას გაგიგიათ ცხედარი როცა შახლში ასვენია, სარკეებს ნაჭერს აფარებენ, მოკლედ ბებიაჩემის სულის ამოსვლის უკანასკნელ წუთებს დავესწარი, ბებია ჩემს ხელში დაიღუპა, ბოლო პერიოდი ძალიან ავადმყოფობდა და მიწევდა მისთვის საჭმლის მის ოთახში მიტანა და ხშირ შემთხვევაში მისთვის ჭმევა, მოკლედ საწოლის გვერდით იყო პატარა სარკე, და ეს სარე სახესთან ახლოს მივიტანე, როცა დალია სული, ეს სარკე გადავმალე, მოკლედ მთელი ეღტი კვირის განმავლობაში ეს სარკე ჩარჩოდან ამოღებული მისი სასახლის ქვეშ მქონდა ამოდებული, და გამოსვენებამდე ისევ გადავმალე, დასაფლავებამ ჩაიარა და ეს სარკე იმავე ღამეს დავმარხე ბებოს საფლავზე მთელი 40 დღე იყო ასეთ მდგომარეობაში, ამ სარკეს შემდგომ ძალიან ცუდი საქმეებისთვის ვიყენებდი, შეიძლება არ არის აქ დასაწერი ეს თემა მაგრამ, მაინც რომ იცოდეთ, ამას იმიტომ გიყვებით რომ არავინ მსგავსი შეცდომა არ დაუშვათ და არ დაიმძიმოთ თქვენი ისედაც წაწყმწმენდილი სული!!!! მოკლედ ჩემი მტერი კარგა ხნის განმავლობაში არ ცოცხლობდა, საკმარისი იყო ვინმესგან რამე მეგრძნო და სარკე ჩემი ყველაზე საშინელი იარაღი ხდებოდა, 7 დღე და ის ადამიანი ბებიაჩემის გზას ადგებოდა, მაგრამ მოხდა შემდეგ ასეთი ამბავი3 წლის შემდეგ გავხდი ძალიან ცუდად, მივიღე ინსულტი და საკმაოდ დიდი ხანი დამჭირდა ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, სისზმარში კი ბებოს სულმა მკაცრად გამაფრთხილა რომ ან ეს სარკე უნდა მდინარეში უნდა გატეხილიყო, ან მე სამუდამოდ დავრჩებოდი დამახინჯებული, მოკლედ დიდი ვაი ვაგლახით ძლივს დავითანხმეთ ერთი არანორმალური რომ ეს სარკე მდინარეში გაეტეხა, გატყდა სარკე და მეორე დღეს ისევ ისეთი ვიყავი როგორც ინსულტამდე, ჩემი მკურნალი ექიმი დღემდე გაოგნებით იხსენებს ამ ამბავს, არა და ჩვენი ოჯახის ექიმი გახდა!!!! ეხლა იცით ეს ამბავი სარკესთან დაკავშირებული, თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით არ მაინტერესებს უბრალოდ გადავწყვიტე რომ გცოდნოდათ!!!!
LUCIFER
old_man იუმორის გრძნობას არ უჩივით როგორც ჩანს))))))))))) ძალიან მაინტერესებს ნებისმიერ თქვენთაგანს რა ისტორია გაქვთ სარკესთან დაკავშირებით
old_man
QUOTE(lucifer @ 23rd August 2011 - 09:14 PM) *
ძალიან მაინტერესებს ნებისმიერ თქვენთაგანს რა ისტორია გაქვთ სარკესთან დაკავშირებით

მე მოსაყოლი ბევრი არაფერი მაქვს...
მაგრამ შენი ნაამბობიდან აი რა მაინტერესებს:
QUOTE(lucifer @ 23rd August 2011 - 09:09 PM) *
ამ სარკეს შემდგომ ძალიან ცუდი საქმეებისთვის ვიყენებდი, შეიძლება არ არის აქ დასაწერი ეს თემა მაგრამ, მაინც რომ იცოდეთ, ამას იმიტომ გიყვებით რომ არავინ მსგავსი შეცდომა არ დაუშვათ და არ დაიმძიმოთ თქვენი ისედაც წაწყმწმენდილი სული!!!! მოკლედ ჩემი მტერი კარგა ხნის განმავლობაში არ ცოცხლობდა, საკმარისი იყო ვინმესგან რამე მეგრძნო და სარკე ჩემი ყველაზე საშინელი იარაღი ხდებოდა, 7 დღე და ის ადამიანი ბებიაჩემის გზას ადგებოდა,

კონკრეტულად როგორ იყენებდი მათ საზიანოდ? რამე რიტუალს ატარებდი, სარკეს ჩაუთქვამდი თუ როგორ ხდებოდა ეს?
ამაზე თუ შეიძლება უფრო დაწვრილებით რომ გვითხრა...

პ.ს. მე არაფერს ვაპირებ. მტრები არ მყავს. წყენას გულში არ ვიდებ smile.gif))
LUCIFER
QUOTE(old_man @ Aug 23 2011, 09:18 PM) *
მე მოსაყოლი ბევრი არაფერი მაქვს...
მაგრამ შენი ნაამბობიდან აი რა მაინტერესებს:

კონკრეტულად როგორ იყენებდი მათ საზიანოდ? რამე რიტუალს ატარებდი, სარკეს ჩაუთქვამდი თუ როგორ ხდებოდა ეს?
ამაზე თუ შეიძლება უფრო დაწვრილებით რომ გვითხრა...

პ.ს. მე არაფერს ვაპირებ. მტრები არ მყავს. წყენას გულში არ ვიდებ smile.gif))

დარწმუნებული ხარ რომ გინდა ამისი მოსმენა?????
LUCIFER
ყავას გავიკეთებ და მოვალ მალე ))))
old_man
QUOTE(lucifer @ 23rd August 2011 - 09:25 PM) *
დარწმუნებული ხარ რომ გინდა ამისი მოსმენა?????

შენ მე ნუ მიფრთხილდები
ამ ეზოთერულ ფორუმზე 4 წლის მანძილზე ბევრი რამ მომისმენია, უფრო სწორად წამიკითხავს smile.gif)
LUCIFER
მოკლედ, ამ სარკეს მცირე რიტუალური წესით ვიყენებდი, ორი სანთელი და მტრის ნებისმიერი ნივთი, ამ სარკეზე ვათავსებდი და შავ ნაჭერს ვაფარებდი და ვტოვებდი 7 დღე, მე-7 დღის იქეთ ვეღარ ქაჩავდა და იბრიდებოდა ადამიანი.
old_man
QUOTE(lucifer @ 23rd August 2011 - 09:35 PM) *
მე-7 დღის იქეთ ვეღარ ქაჩავდა და იბრიდებოდა ადამიანი.

როგორ კვდებოდნენ? უბედური შემთხვევით თუ ფიზიოლოგიური მიზეზებით-ინსულტი, ინფარქტი და ა.შ.
???
LUCIFER
ზოგი ჯანმრთელობის პრობლემით, ზოგი უბედური შემთხვევით, 2-მა ადამიანმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე!
old_man
LUCIFER
ეს ყველაფერი გასაგებია...
ახლა რა მაინტერესებს ისეთი რამ ხომ არ იცი რითაც სარკეს გამოვიყენებთ უფრო პოზიტიური მიზნებისთვის. უბრალოდ რამე ახლის შესაცნობად, რასაც მისტიციზმის ფარდა აქვს ჩამოფარებული. ან იქნებ რამე მედიტაცია იცი სარკით...ან რაგაც ეგეთი
LUCIFER
მედიტაცია არ შეიძლება სარკის წინ, მედიტაციის დროს სხეულიდან გამოსვლა ხდება და სარკეს აქვს ეთერული სხეულების შესრუტვის უნარი, როგორც მტვერსასრუტს, ამით შეიზლება საკუთარ სასიკვდილო განაჩენს ხელი შენი ნებით მოაწერო!!!!!!
LUCIFER
არის ერთი მეთოდი რომელიც გამოიყენება უმძიმესი წყევლის(ჯადო ან ავი თვალის) მოსაცილებლად, მაგრამ ამას როგორ მოახერხებთ არ ვიცი
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.