Help - Search - Members - Calendar
Full Version: ვინ ვართ და საიდან მოვდივართ?!
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > ისტორია, ცივილიზაციები, რასები
Pages: 1, 2, 3, 4, 5, 6
kate
ამ ახალ თემაში მინდა მოგაწოდოთ, და თქვენგანაც მოვისმინო კოსმოლოგიური სურათი იმისა, თუ ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, როგორ აღმოვჩნდით ამ დუალისტურ ბოროტება-სიკეთის სამყაროში, რა არის საერთოდ ბოროტება და სიკეთე, ან ჩვენ რას ვაკეთებთ აქ ან სად მივდივართ..... არ იფიქროთ ამ დროის დასაწყისიდან არსებული კითხვების ზუსტი პასუხების შემოთავაზებას ვაპირებდე, ნამდვილად არ მაქვს ასეთი პრეტენზია smile.gif .
ზუსტად ამ სახის სურათს ალბათ ვერსად შეხვდებით, ბევრი რამე გაუგებრად და აბდაუბდად მოგეჩვენებათ, არც ზუსტად რომელიმე რელიგიასა თუ რწმენაში ჩაჯდება. და ვისშიც წინააღმდეგობას გამოიწვევს, უბრალოდ დაივიწყოს რასაც წაიკითხავს. და რაღა თქმა უნდა არ ჩათვალოთ სრულ ჭეშმარიტებად ყველაფერი smile.gif . ჭეშმარიტებას, ნამდვილ პასუხებს ყველა ჩვენთაგანი ატარებს, მის მისაგნებად კი, უფრო სწორად გასახსენებლად, უამრავი გზა არსებობს.
ის რასაც ჩვენი თვალსაწიერი წვდება, თუნდაც უახლესი ტელესკოპებით, მხოლოდ უმნიშვნელო ერთი ციდა ნაწილია იმ ფიზიკური სამყაროსი, რომელშიც ვცხოვრობთ, თვითონ ეს ფიზიკური სამყარო კი, მთლიანი, რეალური სამყაროს მხოლოდ ერთი განზომილება, მხოლოდ ერთი მცირე ნაწილია. და თუ შეძლებთ წარმოიდგინოთ ეს უსაბამო და დაუმთავრებელი უსასრულობა, მასში გამუდმებით, შეუჩერებლად მიმდინარე პროცესებით, როგორც ერთი ცოცხალი ორგანიზმი - თქვენ შეძლებთ ღმერთის წარმოდგენას.
ამ სამყაროში, რომელიც ერთი შეხედვით ქაოტურია, ყველაფერი კანონზომიერებით მიმდინარეობს. და ერთი ძალით, ერთი ენერგიით იმართება, ერთი ენერგია მართავს როგორც უმაღლესს ასევე უმდაბლეს განზომილებებს, განსხვავება ამ ენერგიის ინტენსიურობაში, მის ვიბრაციაშია. ეს არის სამყაროში ერთადერთი რეალურად არსებული შემოქმედი ენერგია - სინათლის და სიყვარულის ღვთიური ენერგია.(ტერმინოლოგია პირობითია smile.gif ) და თუ რეალური მხოლოდ ნათელი ენერგიაა, საიდან ვხვდებით ამდენ ბოროტებას, ამდენ სიბნელეს?! თავის დროზე, ამ კითხვაზეც ვუპასუხებ.....
ჩვენ უსასრულოდ დიდი ხანია ვარსებობთ, და ერთი საერთო საწყისიდან მოვდივართ, საწყისიდან პირველ სამყარომდე სულის მოგზაურობა ძალიან ძნელი აღსაქმელია და ადექვატური სიტყვები არ არსებობს (დანარჩენიც ასევე ძნელია smile.gif , ოღონდ უკვე ანალოგიების გაკეთება შეიძლება), აქ სხვადასხვა თემაში ეწერა სულის ფრაგმენტაციაზე, მის დაყოფაზე, სული მის ინდივიდუალობას, მხოლოდ მონადის ბოლო ეტაპზე, ფრაგმენტაციის შემდგომ ახერხებს, ამ დროს ის ჯერ კიდევ სრული მონადაა, გაწონასწორებული ქალური და მამაკაცური ენერგიებით, მაგრამ აქედან თავისი სრულყოფილების გამო, ვერ შეძლებს დაბლა დაშვებას და შესაბამისად ვერანაირ გამოცდილებას ვერ მიიღებს გარდა სრულყოფილებისა. ამიტომ იგი ყოფს მის დაბალანსებულ ენერგიას ქალურ და მამაკაცურ საწყისად და იწყებს პირველ და ერთადერთ რეალურ დაბადებას სამყაროში, მის მენტალურ პლანზე. იშენებს მენტალურ სხეულს. სულის ცნობიერება ერთდროულად იბადება ქალის და მამაკაცის სხეულში, სხვადსხვა ადგილას (მინუს-პლიუსის პრინციპით ერთმანეთი რომ არ მიიზიდონ), მაგრამ ეს ხდება არა ჩვენთან, არამედ გაცილებით ზედა განზომილებაში........
guest
kate
ველოდები გაგრძელებას gul.gif
earth
ever
QUOTE(ever @ 16th September 2011 - 03:24 AM) *
ველოდები გაგრძელებას

+1 smile.gif
David27
kate
ძალიან საინტერესოა! მეც ველოდები გაგრძელებას smile.gif
Atman
მოვდივართ სოფლიდან... რატომ წამოვედით? იხილეთ პირველი თავი გურამ დოჩანაშვილის წიგნში "სამოსელი პირველი" (დომენკოს და მამის გამოსამშვიდობებელი დიალოგი).

საბოლოოდ სად დავბრუნდებით? ისევ სოფელში! smile.gif
kate
Atman
მაგარია დოჩანაშვილი. ძალიან მიყვარს smile.gif
kate
........ეს არის ფორმების სამყარო, ანუ პირველი მატერიალური სამყარო, სადაც სული პირველად იწყებს ფორმების ჩამოყალიბებას, მის ზემოთ მხოლოდ სუფთა ენერგია, აბსოლუტური ინტელექტი, ვიბრაციაა რომელთა აღქმაც შეუძლებელია და არანაირი ფორმები, ჩვენი გაგებით არ არსებობს.
ამ სამყაროს შეგვიძლია ვუწოდოთ მეთორმეტე განზომილება, ესეც პირობითია, და აღებულია შვიდი ძირითადი განზომილების და მისი ხუთი ობერტონის მიხედვით, რეალურად კი თითოეულ განზომილებას გააჩნია შვიდი ძირითადი ქვეგანზომილება თავისი ხუთი ობერტონით, რასაც ისევ მაგიურ 144-მდე მივყავართ (საწყისს, ღმერთს გამოყოფილი სული თორმეტად ფრაგმენტირდება და თითოეული ისევ თორმეტად, ასე რომ საბოლოოდ 144 სრულყოფილი მონადაა), მაგრამ ქვეგანზომილებებს შორის დროის ბარიერი არ არსებობს და მათი საზღრების გადალახვა ადვილად ხდება ფიზიკურ პლანზე, როგორც პლანეტარულ ასევე ადამიანებისათვის, ეს თითქმის შეუმჩნეველია, მაგალითად ჩვენ უკვე გავიარეთ ჩვენი განზომილების ყველა ქვეგანზომილება, და დიდი კვალი არ დაუტოვებია, თუმცა ძნელი არ არის ამ ზღვრების პოვნა ჩვენს ისტორიაში, ნამდვილი ბარიერი ძირითად განზომილებებს შორის იმყოფება, მათ შორის დროის ბარიერი, და ახლა ჩვენ - როგორც კაცობრიობა, ისე მთლიანად მზის სისტემა, ასეთ ზღვართან ვიმყოფებით.
მეთორმეტე განზომილება არის ის რეალური სამყარო, სადაც ნამდვილი სიცოცხლე მიმდინარეობს, სადაც ნამდვილად რეალურად ვარსებობთ და საიდანაც იწყება ქვედა განზომილებების სამყაროების შექმნა, იქაური ცხოვრების წესის და "ტექნოლოგიების" აღწერის ყოველგვარი მცდელობა უბრალოდ წარმოუდგენელია, ეს არის ღმერთების თუ ნახევრადღმერთების, მეტატრონის, მთავარანგელოზების, სრულყოფილი არსებების ისეთების, როგორადაც ისინი წარმოგვიდგენია, სამყარო. იქ ჯერ კიდევ არ არის ასტრალური სხეული, ამის საჭიროება უბრალოდ არ არის. ენერგია უწყვეტი და ინტენსიურია, შესაძლებლობები ამოუწურავი.....
td.........
kate
როგორც ყოველთვის მოცოდების სიმარლეზე ხარ!

წყაროებსაც თუ მითითებს ძალიან გამიხარდება!:)) ვიცი რომ ერტI წყაროთი არ სარგებოლობ, მაგრამ ძირიტადი მაინც..წინასწარ გმადლობ..smile.gif
HERMES555
Kate
ამ ახალ თემაში მინდა მოგაწოდოთ, და თქვენგანაც მოვისმინო კოსმოლოგიური სურათი იმისა, თუ ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, როგორ აღმოვჩნდით ამ დუალისტურ ბოროტება-სიკეთის სამყაროში, რა არის საერთოდ ბოროტება და სიკეთე, ან ჩვენ რას ვაკეთებთ აქ ან სად მივდივართ.....
===============================================================================

გურჯიევის "ბელზებულის ზღაპრები მის შვილიშვილს" არის ჩემი პასუხი.
kate
td.........
ამ კითხვას თუ არ გეწყინებათ, უპასუხოდ დავტოვებ, ან გადავდებ ცოტა ხნით, უფრო მეტი დაბნეულობა რომ არ შემოვიტანო smile.gif .იმას კი ვიტყვი, რომ მართალია, ამ სახით ვერსად ნახავთ, ამ სურათის ბევრ ნაწილს, თითქმის ყველა რელიგიასა და მსოფლმხედველობაში ნახავთ გაფანტულს, ზოგიც სრულიად ახალი და უჩვეულო მოგეცვენებათ, მაგრამ არ არსებობს არაფერი ახალი, ყველაფერი, რაც ახალი გვგონია, უბრალოდ დავიწყებულია.
kate
......ასეთი სამყაროები უამრავია, კოსმოსში, ჩვენთვის ნაცნობ თანავარსკვლავებზე ჩვენივე გალაქტიკაშიც, მაგრამ არა ჩვენთვის ნაცნობ და ხილულ სამგანზომილებიან სივრცეში.
მას შემდეგ, რაც სული სხეულით შეიმოსება ამ სამყაროში, იწყებს თავისი შესაძლებლობების გამოცდას, მისი შესაძლებლობები, როგორც ავღნიშნე შეუზღუდავია, მაგრამ სანამ შექმნას დაიწყებდეს, გამოცდილება უნდა მიიღოს, ანუ გაიაროს ქმნილების ყველა ის ასპექტი, რისი შექმნაც მას შეუძლია, ამიტომაც იწყებს დაბლა დაშვებას. ამისათვის სული, უფრო სწორად სულის ცნობიერება (სული ყუველთვის იმყოფება მონადაში, რომელიც მატერიალურ სამყაროს ზემოთაა), ტოვებს სხეულს, მთელი ინფორმაცია განთავსებულია მხოლოდ ერთ ფიზიკურ ატომში, რომელიც უცვლელია ყველა განზომილებაში და სულს ყველა ტრანსფორმაციისას უცვლელად მიყვება.
რომ დავინახოთ როგორ მოგზაურობს სული, უფრო შორიდან დავიწყოთ, მივყვეთ იმ სულების გზას, რომელთაც გაირეს ყველა შესაძლო განზომილება ჯერ ზემოდან ქვემოთ, მერე ქვემოდან ზემოთ და უკან თავიანთ სამყაროში, თავიანთ სხეულებში დაბრუნდნენ, ასეთი გამოცდილება მიღებულ სულებს, შეუძლიათ დაუბრუნდნენ ღვთიურ საწყისს ან იწყებენ "მსახურებას", რომელიც მრავალგვარია. უმეტესობის ალბათ ვერაფერს გავიგებთ, მაგრამ ერთერთი და ჩვენთვის საინტერესო არის ქვედა განზომილებების შექმნა, ასეთი სულები იწყებენ ახალი სამყაროების შექმნას ზემოდან ქვემოთ, შექმნა იწყება ზედა სამყაროს ანალოგიურად, მაგრამ თავისთავად ნაკლები ღვთიური ენერგიით, შემდეგ ამ შექმნილ სამყაროში "ჩამოდიან" აქედან ისევ იწყებენ ქვედა სამყაროების შექმნას... როგორც დაახლოებით წარმოიდგინოთ, კიბის ზედა საფეხურზე დგახარ, ქვედა კი შენ უნდა დააგო, რომ ჩამოხვიდე და ასე შემდეგ, სანამ ბოლო საფეხურამდე, ანუ ჩვენნაირ ფიზიკურ სამყაროში არ დაეშვები. და აქედან ისევ ზემოთ იწყებენ ასვლას უკვე მათი დაგებული საფეხურებით. ეს რაც შეიძლება ზოგადად, მერე ვეცდები, უფრო კონკრეტულად ავღწერო
ჩვენ ახლა ერთ-ერთ ასეთ აგებულ სამყაროში ვცხოვრობთ, ეს სამყარო ჩვენ არ აგვიგია, ჯერ მხოლოდ გამოცდილების ნახევარი, უფრო სწორად თითქმის მთელი გამოცდილება გავიარეთ, ოღონდ უკან ისევ იგივე საფეხურებით, მაგრამ გაცილებით ნაკლები ინტერვალებით უნდა დავბრუნდეთ. ის სულები ვინც გაიარეს მთელი გამოცდილება, ეს სამყარო "შექმნეს" და ჩვენი მეგზურები არიან ამ სამყაროში მელქისედეკები არიან........
progress
ერთი ის ვიცი რომ წინა ინკარნაციაში გაყოყოჩებული მბრძანებელი ვიყავი
kate
......უფრო სწორად, მელქისედეკები ისინი არიან, ვინც განვითარების ორივე - დაღმავალი და აღმავალი გზა გაირა, შემდეგ სამყაროს შექმნაში მიიღო მონაწილეობა, და საბოლოო "მსახურების" გზად ამ სამყაროში განზომილებათა შორის მოგზაურობა-მოძრაობის "მოწესრიგება" დაიკისრა. მოძრაობა, ჩვენი გაგებით, სხეულის სივრცეში, გარკვეულ მანძილზე, გარკვეულ დროის მონაკვეთში გადაადგილებაა, რაც სრულიად არ შეესაბამება იმ პროცესს, რაც ერთი განზომილებიდან მეორეში გადასვლისას ხდება, რადიკალურად განსხვავებულია იმისაგან, რასაც ჩვენ მოგზაურობას თუ საერთოდ მოძრაობას ვუწოდებთ. ცნობიერების ბოლომდე შენარჩუნებით განზომილებების გადაკვეთა მერკაბის საშუალებით ხდება, მერკაბა - ცოცხალი ენერგეტიკული ველია, რომელიც სხივური სხეულის ირგვლივაა აგებული. სხივური სხეულის პროეცირება ხდება ჯერ კიდევ პირველ სხეულში მყოფი სულის მიერ, სანამ სხეულს დატოვებდეს, და მას შემდეგ, სანამ მილიონობით წლების შემდეგ (ჩვენი გაგებით), კვლავ თავის სხეულში დაბრუნდება, სულს ყოველთვის, ყველა განზომილებაში და ცხოვრებაში შეუძლია ცნობიერება გადაიტანოს სხივურ სხეულში და გააცოცხლოს მისი მერკაბა.
დავუბრუნდეთ ისევ მეთორმეტე განზომილებას, ერთადერთ რეალურ სამყაროს, სადაც დრო, ისეთი როგორც ვიცით, არ არსებობს, სადაც მხოლოდ ღვთიური სიყვარული და სრულყოფილებაა, სადაც სულ სხვა, არაჩვეულებრივი ურთიერთობებია, სადაც ნამდვილი ცხოვრება და ნადვილი სახლია, ნამდვილი მეგობრები და ნამდვილი ოჯახია. და საიდანაც სული იწყებს დაბლა დაშვებას გამოცდილების შესაძენად და ყველა იმ შესაძლებლობების სანახავად რისი შექმნაც ან რაღაც მსგავსის, მერე შეეძლებათ. გარკვეული მომზადების შემდეგ, როდესაც უკვე მზადყოფნას გრძნობს, ქმნის სხივურ სხეულს და მერკაბის საშუალებით ეშვება ერთი განზომილებით დაბლა, მისი სხეული ამ დროს რაღაც ანაბიოზისმაგვარ მდგომარეობაშია მზრუნველი ყურადღების ქვეშ, სული კი (სულის ცნობიერება) - სხივურ სხეულში, რომელიც სხეულთან ენერგეტიკული არხით არის დაკავშირებული, ეს ენერგეტიკული არხი უწყვეტია სულის მთელი მოგზაურობის მანძილზე......
kate
.......თვითონ პირველი სხეული იგივე ენერტგეტიკული არხით დაკავშირებულია სულთან - სრულყოფილ მონადასთან, რომელიც თავის მხვრივ აბსოლუტურ სრულყოფილებასთან, პირვესაწყისთან არის პირდაპირ კავშირში, რომელიც ასევე ამ ენერგიის ერთადერთი უშრეტი წყაროა და რომლის აღსაწერადაც ერთადერთი სიტყვა არსებობს ჩვენს ცნობიერებაში - ღმერთი. ეს არის ის ერთადერთი ენერგია (რამდენი ერთადერთი გამომივიდა smile.gif ), რომელიც რეალურად არსებობს სამყაროში, სუფთა სინათლის და უპირობო სიყვარულის ენერგია, და რომელიც იტოტება, იყოფა, სახეს იცვლის, ტრანსფორმირდება, აშენებს და ანგრევს სამყაროებს როცა დაბლა ეშვება, როცა დაბალ განზომილებებს ქმნის, მაგრამ მისი არსი უცვლელი რჩება. როდესაც სული განვითარების ყველა საფეხურს გაივლის, დაუბრუნდება სხეულს, მერე ისევ დაბლა დაეშვება ახალი სამყაროების შესაქმნელად, და თავისივე შექმნილი სამყაროების გზით ისევ უკან დაბრუნდება, და იპოვის თავისივე თავის ნაწილს, თავის წყვილს, არჩევანი აქვს დაბრუნდეს მონადაში, დაიწყოს ზემოთ ასვლა ენერგეტული გზით სათითაოდ შეუერთდეს ყველა მის ფრაგმენტს, ამგვარად გაერთიანებული სული უზარმაზარ ენერგიას აგროვებს და შეუძლია არა მარტო გამოეყოს პირვესაწყისს, არამედ უკვე თვითონ გახდეს იგივე ენერგიის ახალი უშრეტი წყარო და პირველსაწყისი, ახალი სამყაროს დასაბამი........
guest..
kate
ქეთინო ეს ჩემთვის ჩინურ sad.gif
kate
Barmalei
მაპატიე smile.gif, ამაზე მეტად გამარტივება ვერ შევძელი sad.gif , მაგრამ გული არ დაგწყდეს თუ ყველაფერს ან ვერაფერს ვერ გაიგებ აქედან.
პირობას გაძლევ, მერე თანდათან გაადვილდება და უფრო გასაგები გახდება smile.gif .
guest..
QUOTE(kate @ Sep 18 2011, 08:14 PM) *
Barmalei
მაპატიე smile.gif, ამაზე მეტად გამარტივება ვერ შევძელი sad.gif , მაგრამ გული არ დაგწყდეს თუ ყველაფერს ან ვერაფერს ვერ გაიგებ აქედან.
პირობას გაძლევ, მერე თანდათან გაადვილდება და უფრო გასაგები გახდება smile.gif .

ხო
kiss1.gif
td.........
kate
ძალიან საინტერესოა, ქეით, მიუხედავად იმისა , რომ პირადად ჩემი აღქმა რადიკალურად განსხვავებულია ამ ყველაფრისგან, გარკვეულ მომენტებს ვიზიარებ.. smile.gif
kate
......ახლა დავეშვათ დაბლა ჩვენს ფიზიკურ სამყაროში smile.gif
მაგრამ მანანდე ორიოდე სიტყვით თვითონ შექმნაზე, ქმნილების პროცესზე. შექმნა ხდება ერთი საფეხურით მაღალ განზომილებაში სუფთა ღვთიური გონის, აზრის პროეცირებით სივრცეში, რომელიც იგივე სამყაროს მსგავსია, მაგრამ არა იდენტური. ყველაფერი იწყება ქაოსით, ან უფრო სწორად რაც ქაოსად ჩანს, მასში უდიდესი წესრიგი და კანონზომიერებაა, ყველა ატომს მისი ზუსტად განსაზღვრული ადგილი და სივრცე უჭირავს, ეს პროცესი მილიონჯერ თუ მილიარდჯერ აჩქარებული რომ დაინახოთ, იხილავდით საკრალური გეომეტრიის საოცრად ზუსტ და ულამაზეს ფორმებს, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლებიან გარკვეული კანონზომიერებით და ერთი პროცესი მიმდინარეობს პლანეტების გაზობრივი ფორმებიდან მყარ სხეულებად ჩამოყალიბებისა თუ მზის სისტემის და გალაქტიკების შექმნაში, ასევე თუნდაც ერთუჯრედიანი ცოცხალი არსების განვითარებაში, და ყველა პროცესი მხოლოდ და მხოლოდ ღვთიური ნებით და ენერგიით მიმდინარეობს.
როგორც ვთქვი, ქვედა სამყაროები, ზედების ანალოგიურად, მაგრამ არა ზუსტად იქმნება. ერთ უხეშ მაგალითს მოვიყვან შედარებისთვის: წარმოიდგინეთ ხართ საოცრად ლამაზ ბუნებაში, უამრავი ულამაზესი ყვავილი, ჩიტების გალობა, გვერდით ჩანჩქერი, რომლიდანაც გრილი სიო უბერავს, გამჭვირვალე წყალში ნაირფერი თევზები დაცურავენ, ირგვივ ყვავილების არომატი იფრქვევა......., შეგიძლია ყველა წუთში წამოდგე და ირგვლივ არანაკლები სილამაზით დატკბე. შემდეგ ეტაპზე იგივე სცენას ხედავ 3D-ში, ვიზუალურად კარგად აღიქვამ, მაგრამ არომატები, სიოს ქროლა.. იკარგება, თან შენი ნებით ვერც ერთ მხარეს ვერ დაათვალიერებ, მხოლოდ იმ ადგილს ხედავ რაც შემოთავაზებულია, ამის შემდეგ - ჩვეულებრივ ეკრანზე სადაც სცენა იგივეა, მაგრამ არც ისე რეალური, მერე კარგი დონის ფერად პანოზე ან ჰელიო სურათზე, სადაც ფერებსაც და სილამაზესაც ასე თუ ისე აღიქვამ, მაგრამ არც არომატებია, არც ჩიტების გალობა და რეალობის შეგრძნებაც - ძალიან მცირე, და ბოლოს წარმოიდგინეთ ამ სცენის ცუდი ხარისხის შავ-თეთრი ფოტო. - ეს არის ჩვენი სამგანზომილებიანი ფიზიკური სამყარო რომელშიც ახლა ვიმყოფებით, ჩვენი ნამდვილ სამყაროსთან შედარებით. და აქამდე ნელნელა ეტაპობრივად თუ არ დავეშვით, ვერაფრით ვერ შევძლებთ აქ გაჩერებას, მაგალითადად: ტუ ერთბაშად დავლევთ ერთ კოვზ რომელიმე შხამს - აუცილებლად მოგვკლავს, მაგრამ თუ ამ შხამს, უკვე დიდი ხანია ორგანიზმს ვაჩვევთ მცირე დოზებით, ის რაც სხვისთვის სასიკვდილო დოზა იქნება, მიჩვეულ ორგანიზმში შეიძლება მხოლოდ უსიამოვნო შეგრძნებები გამოიწვიოს......
David27
kate
ძალიან საინტერესოა! smile.gif
Atman
kate

თუ ნებას მომცემთ აქვე მივუთითებ ლინკს "შრიმად-ბჰაგავატამის" იმ თავზე, სადაც მატერიალური სამყაროს შექმნის პროცესია აღწერილი:

Шримад Бхагаватам 3.3 Глава 26.
Начала материальной природы

http://vyasa.ru/books/ShrimadBhagavatam/?id=344

იმედია შეავსებს ამ თემას smile.gif
kate
......ჩვენ ახლა ვიმყოფებით განვითარების დაღმავალი გზის ბოლო წერტილში, ანუ თუ წარმოვიდგენთ განითარების გზას, როგორც სწორკუთხა სამკუთხედს, წვერით ზემოთ, განზომილებები კი ამ სამკუთხედში გავლებული პარალელური ხაზებია, ჩვენ ამ სამკუთხედის ბოლოში ვართ და ერთი ქვედა წვეროდან მეორე ქვედა წვრომდე უკვე მივედით და ახლა ზემოთ ასვლა უნდა დავიწყოთ. ერთი საფეხურით ზემოთ რომ ავიწოით 90 გრადუსიანი კუთხით უნდა მოვბრუნდეთ ორ ნაბიჯად - 45 გრადუსი სამკუთხედის ფერდზე და 45 გრადუსით, პარალელზე შესასვლელად და ასე შემდგომ ზედა წვერომდე, იგივე Z მაგვარი სვლებით, რითაც ჩამოვედით, როგორც ვთქვი, ცნობიერების განზიმილებებს შორის გადასვლას არ შეეფარდება მოძრაობის აღმნიშვნელი არც ერთი ტერმინი, თუმცა მის შესახებ ეგვიპტელებმაც იცოდნენ, და მისტერიის სკოლებში 24 წლიანი წვრთნის შემდეგ, ახერხებდნენ ფიზიკური სხეულის შენარჩუნებით ზედა განზომილებებში მოგზაურობას, სხეული ამ დროს უმეტეს შემთხვევაში დიდი პირამიდის მეფეთა დარბაზში, სარკოფაგში იმყოფებოდა, როგორც ორი, 45 გრადუსიანი კუთხით, ასევე, ერთი 90 გრადუსიანი ნაბიჯით, მაგრამ ეს სხვა თემაა....

ახლა ნამდვილად დავეშვათ მიწაზე smile.gif , ახლა ვეცადოთ გავიგოთ რა არის ამდენი ტკივილი, ამდენი სიბნელე ამდენი ბოროტება, ეშმაკი, ჯანდაბა და დოზანა და საიდან მოვიდნენ, თუ კი ასეთი ღვთიური და სრულყოფილები ვართ და თუ ასე ღვთიურად და სრულყოფილად არის შექმნილი ეს სამყარო. ვერავინ ვერ უარყოფს, რომ ბოროტება მართლაც არსებობს, თითქმის ყოველდღე ვხვდებით ახალ ამბებში, ჩვენი ისტორია ხომ სავსეა სისხლიანი დაუნდობელი ომებით, მკველობებით, უდანასაულოთა დასჯით, უსამართლოებებით, ვისაც მაგიასთან შეხება ქონია, მათ იციან რომ, რომ ეს ძალაც არსებობს... თუ კი ვამბობთ, რომ რეალური მხოლოდ ღმერთი და სიყვარულის ენერგიაა რა ვუყოთ ამ რეალობას?!. პირველ რიგში, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს (თუმცა, დამერწმუნებით ალბათ, ადვილი, ნამდვილი არ არის), რომ ყველა, უკლებლივ ყველა ადამიანი, რომელსაც ოდესმე უცოცხლია და რომელიც ახლა ცოცხალია და დედამიწაზე დადის, იგივე ღვთის შვილი, იგივე ღვთიური ნაპერწკალია, როგორც თვითოეული ჩვენთაგანი, იგივე საწყისიდან მოდის, იმდაგვარივე გზა გაუვლია: ჰიტლერსაც და სტალინსაც, ბინ ლადენსაც ობამასაც, მეზობლის დორბლიან იდიოტ ბავშვსაც და აინშტაინსაც, სერიულ მკველსაც და მის მსხვერპლებსაც, გრიგოლ ხანძთელსაც და თემურ ლენგსაც, რომის პაპსაც და იმამსაც.... უკლებლივ ყველას!
განსხვავება ყოფიერების ამ ეტაპზე, ჩვენს მიერ გაკეთებულ არჩევანშია........
kate
.......იმის გასაგებად თუ რა არის დუალიზმი, სიკეთისა და ბოროტების, სიმათლისა და სიბნელის, ღმერთებისა და ეშმაკების ეს ჩვენი სამყარო, კიდევ ერთ უხეშ მაგალითს მოვიტან. წარმოიდგინეთ ფართო ტრიალი მინდორი შუადღის კაშკაშა მზე, არსად არც ერთი ჩრდილის ნასახი არ არის, რადგან არც შენ ხარ ამ მინდორში არც ხე და ბალახი, როგორც კი შუა მინდორში დადგები და მზე ზუსტად ზენიტშია, ჩრდილს ვერსად ხედავ, იგი შენს ქვემოთაა, რახან შენ არსებობ, ჩრდილიც არსებობს პოტენციურად, უბრალოდ შენ იცი რაც არის ჩრდილი, და ამდენად არანაირად არ გაწუხებს. ეს ჩვენი პირველი და ერთადერთი რეალური სამყაროა, როცა დაბლა ვეშვებით ჩრდილი იზრდება (მზის ჩასვლასთანან ერთად), სანამ შენს სიმაღლეს გაუსწორდებოდეს, დიდად ყურადღებას არ აქცევ და თან ჯერ კიდევ გახსოვს ყველაფერი, მაგრამ როდესაც ჩრდილი შენს სიმაღლეს გაუსწორდება და აგრძელებს გადიდებას ეს უკვე გაშინებს, ეს უკვე ჩვენი სამყაროა, სადაც მეხსიერება უკვე დაკარგული გაქვს, გარკვევით ხედავ ჩრდილს, მაგრამ არა საკუთარ თავს და არ იცი რომ ამ ჩრდილს მხოლოდ შენ ქმნი მატერიალურ სამყაროში შენივე არსებობით, ესეც ერთერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილია. შეშინებული და დაბნეული გაურბიხარ საკუთარ ჩრდილს, უკან მიხედვის გეშინია, რადგან იცი რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მოგყვება, გზადაგზა ყველას აფრთხილებ (რელიგიური ფანატიზმი) ან უარესი, ჩრდილისკენ ბრუნდები აკვირდები და შეისწავლი, ხედავ ხელების მოძრაობას, რომელიც რაღაცნაირად დაგეხმარა (რა ვიცი, თავი მოიფხანე და გესიამოვნა, რაღაც ამდაგვარი biggrin.gif ), მაგრამ არ იცი რომ ეს შენ მოქმედებ, რომ ჩრდილი არაფერია უშენოდ, და ერთადერთი რეალური ძალა ჩრდილი გგონია, ამიტომაც ზურგს აქცევ სინათლეს და მხოლოდ ჩრდილის მხარეს ხარ მიბრუნებული, გეშინია, სხვასაც აშინებ და ეთაყვანები ( კულტიზმი, სატანიზმი, მაგია...).
ახლა ჩვენ, დაახლოებით საღამოსპირას ვიმყოფებით, როცა მზე უკვე ჩადის, და ჩრდილებიც ძალიან გრძელია, მაგრამ ღამის შემდეგ (სიბნელისა და სიცარიელის სამი დღე-ღამე), მზეს მეორე მხრიდან დავინახავთ, ჩრდილები ისევ ძალიან გრძელი იქნება და საშიშად მოგვეჩვენება, მაგრამ თუ გავუძლებთ და არ შევშინდებათ, დავინახავთ ჩვენს თვალწინვე როგორ დაპატარავდება, მეხსიერებაც ნელ-ნელა დაგვიბრუნდება, ხოლო როცა მზე კვლავ ზენიტში დადგება, სრული ციკლი დამთავრდება და უკვე სახლში ვიქნებით, თუმცა მანამდე მართლაც არსებობს რეალური საშიშროებები.......
Atman
kate

კარგი შედარება იყო!

როცა მზეს ზურგს ვაქცევთ, მხოლოდ ჩრდილს ვხედავთ, რომელიც თანდათან იზრდება. თუმცა მზისკენ შებრუნება ახლაც შეგვიძლია და არაა საჭირო სამი დღე-ღამის ლოდინი smile.gif
kate
QUOTE(David27 @ Sep 19 2011, 04:23 PM) *
kate
ძალიან საინტერესოა! smile.gif

bigarmhug.gif
kate
Atman
შედარებისას მხოლოდ ორი ასპექტი გამოვიყენე - ჩრდილისგან გაქცევა და მისკენ მიბრუნება, თუმცა ბევრი ვარიანტია, მხოლოდ მზისკენ შებრუნება - ჭეშმარიტად და გულით ღვთის რწმენა აღმსარებლობას არა აქვს მნიშვნელობა, მხოლოდ საკუთარი თავის შეგრძნება და მზის, ჩრდილის და ნათელი მხარის იგნორირება - სკეპტიციზმი, გაცნობიერება, რომ ჩრდილსაც და ნათელსაც შენ ქმნი ამ კონკრეტულ წერტილში და დიდხანს თუ იდგები, მზე ზენიტში მაინც დადგება - გასხივოსნება, მაგრამ შემდეგ საფეხურზე იმ სიბნელე-სიცარიელის გარეშე ასვლა მაინც არ არსებობს. ეს ჩვენთვის კარგად ნაცნობი მაგრამ დავიწყებული გზაა. დიდი ხანია ამ გზის ნახევარს წინ და უკან დავდივართ, ყოველი გარდაცვალება 45 გრადუსიანი ნაბიჯია, რომელსაც დაბადებისას ისევ უკან ვდგამთ და ასე მრავალჯერ, სანამ მზად არ ვიქნებით ზემოთ გადავინაცვლოთ , ანუ მაშინვე გადავდგათ კიდევ ერთი 45 გრადუსიანი ნაბიჯი, ან გამოვიყენოთ შანსი რომელიც პირველად გვექმნება 26 ათასი წლის მანძილზე და გადავინაცვლოთ ერთი 90 გრადუსიანი კუთხითsmile.gif
Atman
kate

კონკრეტულად გამოსავალს რაში ხედავთ? უბრალოდ დაველოდოთ ამ პერიოდს და "სწორად გადავიტანოთ?"
kate
Atman
გამოსავალი როგორ არ არის smile.gif ბევრმა მოახერხა ფიზიკური ილუზიიდან თავის დაღწევა, მათ შორის ბევრნი, მაინც აქ დარჩა სხვების დასახმარებლად, ბევრიც ზედა განზომილებებში გველოდება, მაგრამ სახლში ყველანი ერთად უნდა დავბრუნდეთ. თუ რატომ, ამაზე შემდგომ პოსტში დავწერ.
პირველ რიგში ის უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ აქ არც დასჯილები ვართ და არც იმიტომ რომ კარგები არ ვართ. აქ ყველანი ჩვენივე სურვილით, ჩვენი არჩევანით მოვედით გამოცდილების მისაღებად, ყველა ვერ ახერხებს ყოფიერების ამ პლანზე გაჩერებას და დროზე ადრე გადის "თამაშიდან" - ესეც დასაშვებია გარკვეულ ეტაპამდე. ბევრნი კი საერთოდ არ ინკარნირდებიან ფიზიკურ პლანზე და სულიერ პლანზე რჩებიან ჩვენს დამხმარეებად და მფარველებად, ოღონდ ჩვენივე სამყაროში, ასე რომ მეხსიერება მათაც ებლოკებათ ნაწილობრივ, მათთვის ჩვენ გმირები ვართ.
kate
.......ცოტას გადავუხვევ თემიდან.
სანამ განვითარების დაღმავალ გზაზე დავეშვებოდეთ, ერთიანდება ამ "მოგზაურობაში" მონაწილე სულთა ცნობიერება, და იქმნება ერთი საერთო ცნობიერება, რომლის შიგნითაც თითოეული სული თავის ინდივიდუალობას აცნობიერებს, მაგრამ მთლიანობაში ეს ერთი ცნობიერებაა, ამის გაგება და აღქმა ძალიან ძნელია, თითქმის შეუძლებელია ჩვენთვის ახლა. ძველ ხალხში - ინდიელებში, მაორებში ჯერ კიდევ არის დარჩენილი მოგონება საერთო ცნობიერებაზე, ინდიელებს აქვთ მისალმება "ინლეკეჩ", რომელიც ასე ითარგმნება - "შენ მეორე მე ხარ", ავსტრალიელ აბორიგენებს უნარი აქვთ, სიტყვების გარეშე გადასცენ ერთმანეთს შთაბეჭდილება, ახალ ზელანდიელი მაორები, საჭიროების შემთხვევაში, მთელი სოფელი საერთო სიზმარს ხედავს, რომელსაც წინ უძღვის "ერთად სუნთქვის" რიტუალი. ეს მხოლოდ უმნიშვნელო ნაშთია საერთო ცნობიერების, რომლის ნაწილსაც თითოეული ჩვენთაგანი წარმოადგენს სინამდვილეში და ახლა კი ერთიანობის ნაცვლად ერთმანეთს მტრად ან მეგობრად, კეთილმოსურნედ ან ბოროტად, შავად და თეთრად..... აღვიქვამთ.
ეს საერთო ცნობიერება ე.წ. ქრისტეს ცნობიერებაა, ყველა დიდი მასწავლებელი კაცობრიობის ისტორიაში ამ საერთო ცნობიერების მატარებლები იყვნენ,(მასწავლებლები, რომლებიც ყველა ეტაპზე გვყავდა და სხვადასხვა სახელით ვიცნობთ, სხვა თემაა და ამაზე ცოტა მოგვიანებით დავწერ, მკითხველი თუ შემრჩა smile.gif) მათი მიზანი ჩვენი გამოფხიზლება იყო, რომ ძალიან ღრმად არ ჩავძირულიყავით ამ დანაწევრებულ სამყაროში. არ გავმხდარიყავით მატერიალური სამყაროს, წუთიერი სიამოვნებების მონა, რადგან ეს არ არის ჩვენი აქ ყოფნის მიზანი. ჩვენი მთავარი მიზანი ამ მატერიალურ სამყაროში ნაკლებად საჭირო სულიერი ღირებულებების, პირველ რიგში სიყვარულის შენარჩუნებაა: როდესაც ვინმეზე იცი რომ ძმაა შენი, კიდეც გიყვარს და ბევრსაც მიუტევებ, ამაში რაა გასაკვირი, მაგრამ როდესაც მოსისხლე მტერში ეცდები ძმა დაინახო, ისევე შეიყვარო და ისევე მიუტევო როგორც საკუთარ ძმას _ ეს არის ჩვენი გაკვეთილი.
ჩვენ რომ აქ ისევ საერთო ცნობიერება გვქონდეს, უმცირეს ტკივილსაც ვერ მივაყენებთ ვერავის, რადგან იმ ტკივილს პირველ რიგში ჩვენვე ვიგრძნობთ. ახლა კი შეგვიძლია ვინმეს საოცრად დიდი ტკივილი მივაყენოთ, ფიზიკური თუ სულიერი, და მერე მშვიდად დავიძინოთ, დაგვაგიწყდეს და ვერ ვხვდებით რომ იგივე ტკივილს ჩვენ თვითონაც ვგრძნობთ, ტკივილს ვეღარ ვგრძნობთ, რადგან ანესთეზია - დაბლოკილი მეხსიერება მოქმედებს. შედეგებს კი კარმა აწესრიგებს, რომელიც ჩვენი სასჯელი კი არ არის, როგორც ბევრს ჰგონია, არამედ ჩვენს ქმედებათა დამბალანსებელია, მაგრამ ესეც სხვა თემაა......
td.........
ციტატა(kate @ 22nd September 2011 - 10:59 PM) *
მკითხველი თუ შემრჩა

ხუმრობ! smile.gif
kate
td.........
ever
kiss1.gif
kate
........თუ საერთო ცნობიერებაზე სულ მცირე, ბუნდოვანი წარმოდგენა მაინც შეგვექმნა, მაშინ შესაძლებელი გახდება დაახლოებით მაინც გავიგოთ რა არის კარმა, როგორ და რატომ მოქმედებს. უმეტესობა თვლის, რომ კარმა განვლილ ცხოვრებაში ჩადენილ დანაშაულობებზე სასჯელია, რომელიც შემდგომ ცხოვრებაში უნდა გადავიხადოთ. გარკვეულწილად ეს ასეა, რადგან ჩვენს ყველა ქმედებას მოყვება უკუქმედება, რომელიც ახალ ცხოვრებაზე აისახება, არსებობს ერთგვარი აქცია-რეაქციის ჯაჭვი, რომელსაც კარმის სახელით ვიცნობთ. მაგრამ კარმა მხოლოდ ჩადენილ ნეგატიურ ქმედებას არ ეხება, ეხება ჩვენს მიერ ჩადენილ ყველა მოქმედებას, როგორც დადებითს, ასევე უარყოფითს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ცნობიერება აქ და ახლა დანაწევრებულია, და ერტმანეთთან კავშირს ვეღარ ვგრძნობთ, ჩვენი საერთო ცნობიერება ისევ არსებობს, რადგან ფაქტიურად ჩვენ ერთდროულად ვარსებობთ ყველა განზომილებაში (ამის აღქმა ძალიან ძნელია, და არც არის საჭირო ვეცადოთ), ამდენად აქ და ახლა ჩვენს მიერ ნამოქმედარი გავლენას ახდენს საერთო ცნობიერებაზე, რომელიც დაბალანსებულია, ანუ ყველას ჩვენი თანაბარი ადგილი გვიჭირავს და რომლის ბალანსის დარღვევაც გამოიწვევს ამ საერთო ცნობიერების დაშლას, რაც შეუძლებელია, რადგან ჩვენ თვითონვე, როცა გავაერთიანეთ ცნობიერება, ჩავდეთ მისი მარეგულირებელი მექანიზმიც - რაც არ უნდა მოხდეს და სადაც არ უნდა მოხდეს ეს არ უნდა დაირღვას. ეს მარეგულირებელი მექანიზმია სწორედ - კარმა.
შედარებისთვის ისევ უხეშ მაგალითს მოვიტან: წარმოვიდგინოთ უზარმაზარი სფერო, როგორც საერთო ცნობიერება, ახლა ჩვენი თავი, ჩვენი ცნობიერება წარმოვიდგინოთ სფეროს შიგნით უამრავი მისივე იდენტური ციცქნა სფეროებით სახით, რომლებიც ამ სფეროს ავსებს, ერთმანეთს შორის ძალიან მცირე, მაგრამ ზუსტი ინტერვალით არიან დაშორებული, ეს სფერო კი კაშკაშა სინათლით არის განათებული და ყველა სფერო ერთმანეთს გარკვევით ხედავს. მერე წარმოვიდგინოთ ეს სფეროები ერთმანეთთან დაკავშირებულია სიმით, ელასტიკით, რა ვიცი, რეზინით, რა თქმა უნდა ეს რეზინი თუ სიმი თანაბრად არის დაჭიმული ამ სფეროებს შორის და ეს ასეა სანამ დედამიწაზე დავიწყებდეთ ინკარნაციას, მაგრამ ამ მყარ ფიზიკურ სამყაროში მოხვედრისთანავე, სინათლე ქრება, გარეთა დიდი სფერო უცვლელი რჩება, პატარა სფეროები კი ქაოტურად ერთმანეთს ეჯახებიან, აზრზე არ არიან ვინ ვის ეჯახება, მაგრამ დარჩენილია რეზინი, ასე რომ, თუ მარჯვნივ ძალიან გადაიხარე, მარცხენა მხრიდან რეზინი ზედმეტად დაიჭიმება, მარჯვნივ კი ზედმეტად შეიკუმშება, თან შენი მოძრაობით არა მარტო მარჯვენა და მარცხენა მეზობლის ბალანსს ცვლი, არამედ შენს ირგვლივ მყოფი ყველა სფერო კარგავს თავის ადგილს. ამ რეზინის დანიშნულებაა ისევ თავის ადგილზე დააბრუნოს ყველანი - ეს არის ჩვენი კარმა, რაც მეტად ეწინააღმდეგები (არ ასრულებ კარმულ ვალებს), მით უფრო მეტად იჭიმება რეზინი, მით უფრო მეტ სფეროებს ითრევს თავის გზაზე, უფრო მეტად იმძიმებს თავის ადგილისკენ მიმავალ გზას......
zura2
ცოტათი შემეშინდა
earth
kate
QUOTE(kate @ 22nd September 2011 - 11:07 PM) *
მათთვის ჩვენ გმირები ვართ.

მესიამოვნა ერთი წუთით, გმირობა smile.gif
QUOTE(kate @ 22nd September 2011 - 11:59 PM) *
მკითხველი თუ შემრჩა

kiss1.gif
ველოდები გაგრძელებასsmile.gif
QUOTE(kate @ 22nd September 2011 - 11:59 PM) *
ჩვენ რომ აქ ისევ საერთო ცნობიერება გვქონდეს, უმცირეს ტკივილსაც ვერ მივაყენებთ ვერავის, რადგან იმ ტკივილს პირველ რიგში ჩვენვე ვიგრძნობთ. ახლა კი შეგვიძლია ვინმეს საოცრად დიდი ტკივილი მივაყენოთ, ფიზიკური თუ სულიერი, და მერე მშვიდად დავიძინოთ, დაგვაგიწყდეს და ვერ ვხვდებით რომ იგივე ტკივილს ჩვენ თვითონაც ვგრძნობთ, ტკივილს ვეღარ ვგრძნობთ, რადგან ანესთეზია - დაბლოკილი მეხსიერება მოქმედებს. შედეგებს კი კარმა აწესრიგებს, რომელიც ჩვენი სასჯელი კი არ არის, როგორც ბევრს ჰგონია, არამედ ჩვენს ქმედებათა დამბალანსებელია, მაგრამ ესეც სხვა თემაა......

ეეჰ, როდის შევძლებთ, რომ არ მივაყენოთ არავის არანაირი ტკივილიsad.gif
David27
kate
ძალიან რთულს სასწაულად მარტივად ხსნი. გაოგნებული ვარ! smile.gif
მოუთმენლად ველი გაგრძელებას smile.gif
earth
QUOTE
ეეჰ, როდის შევძლებთ, რომ არ მივაყენოთ არავის არანაირი ტკივილი

იმედი მაქვს მალე დაგვიდგება ეგ დღე smile.gif
earth
David27
QUOTE(David27 @ 24th September 2011 - 12:37 AM) *
იმედი მაქვს მალე დაგვიდგება ეგ დღე

მიყვარს ასეთი პასუხი kiss1.gif bigarmhug.gif
Existence
huh.gif
tikoroma
kate
უბრალოდ ტკივილს კი არ ვაყენებთ, სასტიკები და ძალიან ბოროტები ვართ ხშირად და ეს დარღვევები რატომ განვითარდა ჩვენში ასეთი სიმძაფრით, როცა საწყისი უმაღლესი სიკეთე გვაქვს? მხოლოდ მეხსიერების დაბლოკვა ამის მიზეზი ვერ იქნება. მოკლედ ჩვენს გარეშე ბოროტება, ბოროტი ძალები არსებობენ თუ არა?
zura2
თურმე კვერნა იმაზე გაცილებით მეტ ქათამს კლავს, როცა საქათმეში შეძვრება, ვიდრე შეჭმა შეუძლია...
არადა მე მეგონა ადამიანი იყო ერთადერთი ცხოველი, რომელიც მაშინაც კლავდა, როცა არ შიოდა...
kate
QUOTE(zura2 @ Sep 23 2011, 11:52 AM) *
ცოტათი შემეშინდა

არაფრით არ მინდა ვინმეს რამე შიში გავუჩინო ან გავუღვიძო - პირიქით. თუ იმასაც დაწერ, კერძოდ, რისი შეგეშინდა, კარგი იქნება. რადგან საშიში ნამდვილად არაფერია smile.gif
kate
QUOTE(tikoroma @ Sep 24 2011, 03:37 AM) *
kate
უბრალოდ ტკივილს კი არ ვაყენებთ, სასტიკები და ძალიან ბოროტები ვართ ხშირად და ეს დარღვევები რატომ განვითარდა ჩვენში ასეთი სიმძაფრით, როცა საწყისი უმაღლესი სიკეთე გვაქვს? მხოლოდ მეხსიერების დაბლოკვა ამის მიზეზი ვერ იქნება. მოკლედ ჩვენს გარეშე ბოროტება, ბოროტი ძალები არსებობენ თუ არა?

სასტიკები და ბოროტები არ ვართ, უბრალოდ როცა ამ სამყაროში აღმოვჩნდით მარტო და დაკარგულებად ვიგრძენით თავი და ეს სისასტიკე გადარჩენისათვის ბრძოლამ მოიტანა ჩვენში, გადარჩენისათვის ბრძოლა, ჩვენი კი არა, ამ სამყაროს კანონია, აქ ადგილისათვის თუ არ იბრძოლე, ისე ვერ დაიმკვიდრებ, ყველა ბრძოლა კი სისასტიკეა, ერთხელ ჩადენილმა სისასტიკემ კარმის კანონი აამუშავა. ერთხელ ამუშავებული კარმა კი დომინოს პრინციპით გავრცელდა და გადაიხლართა, ამან კი მიგვიყვანა სიკეთის და ბოროტების ზღვარზე, არჩევანზე. რეალურად კი არანაირი ბოროტება, არანაირი ბნელი ძალები ჩვენს გარეშე და ჩვენი ნების გარეშე არ არსებობენ. ეს მხოლოდ არჩევანის იარაღია, სიკეთის სარკისებური ანაბეჭდია, გამოცდილების მისაღებად, ჩვენივე თავის გამოსაცდელად, შევძლებთ თუ არა თვალახვეულნი სწორი მიმართულების პოვნას, ის ძალა კი რაც ბოროტებას თუ ბნელ ძალებს აქვთ, და მართლა აქვთ ძალა, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენივე არჩევანით ჩვენს მიერვე მათთვის მიცემული ჩვენივე ენერგიაა. რომელსაც ისევ ერთმანეთის საწინააღმდეგოდ ვიყენებთ.
არავითარი დამოუკიდებელი ბნელი და ბოროტი ძალა, რომელსაც შეუძლია თავს დაგესხას და დაგძლიოს სამყაროში არ არსებობს. ეს რაც შეიძლება მოკლედ. ამაზე ცოტა ვრცლად დავწერ შემდეგ. იმედია ძალიან არეულად არ გიპასუხე smile.gif
zura2
QUOTE(kate @ Sep 24 2011, 05:26 PM) *
სასტიკები და ბოროტები არ ვართ, უბრალოდ როცა ამ სამყაროში აღმოვჩნდით მარტო და დაკარგულებად ვიგრძენით თავი და ეს სისასტიკე გადარჩენისათვის ბრძოლამ მოიტანა ჩვენში, გადარჩენისათვის ბრძოლა, ჩვენი კი არა, ამ სამყაროს კანონია, აქ ადგილისათვის თუ არ იბრძოლე, ისე ვერ დაიმკვიდრებ, ყველა ბრძოლა კი სისასტიკეა, ერთხელ ჩადენილმა სისასტიკემ კარმის კანონი აამუშავა. ერთხელ ამუშავებული კარმა კი დომინოს პრინციპით გავრცელდა და გადაიხლართა, ამან კი მიგვიყვანა სიკეთის და ბოროტების ზღვარზე, არჩევანზე. რეალურად კი არანაირი ბოროტება, არანაირი ბნელი ძალები ჩვენს გარეშე და ჩვენი ნების გარეშე არ არსებობენ. ეს მხოლოდ არჩევანის იარაღია, სიკეთის სარკისებური ანაბეჭდია, გამოცდილების მისაღებად, ჩვენივე თავის გამოსაცდელად, შევძლებთ თუ არა თვალახვეულნი სწორი მიმართულების პოვნას, ის ძალა კი რაც ბოროტებას თუ ბნელ ძალებს აქვთ, და მართლა აქვთ ძალა, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენივე არჩევანით ჩვენს მიერვე მათთვის მიცემული ჩვენივე ენერგიაა. რომელსაც ისევ ერთმანეთის საწინააღმდეგოდ ვიყენებთ.
არავითარი დამოუკიდებელი ბნელი და ბოროტი ძალა, რომელსაც შეუძლია თავს დაგესხას და დაგძლიოს სამყაროში არ არსებობს. ეს რაც შეიძლება მოკლედ. ამაზე ცოტა ვრცლად დავწერ შემდეგ. იმედია ძალიან არეულად არ გიპასუხე smile.gif

ამ სამყაროში ახლა სადაც ვართ ამას გულისხმობ თუ სულ პირველს?
და თუ ახლა სადაც ვართ ამას გულისხმობ ეს ხო ჩვენი შექმნილიაო და შესაბამისად მისი კანონებიც ჩვენი შექმნილი ყოფილა და რად გვინდოდა ეს გადარჩენისთვის ბრძოლა
kate
zura2
QUOTE(zura2 @ 24th September 2011 - 09:53 AM) *
ეს ხო ჩვენი შექმნილიაო და შესაბამისად მისი კანონებიც ჩვენი შექმნილი ყოფილა და რად გვინდოდა ეს გადარჩენისთვის ბრძოლა

ამ სამყაროში - ზუსტად ეს სამყარო იგულისხმება, სადაც ახლა ვართ და რომელიც ერთადერთი და განუმეორებელი რეალობა გვეჩვენება smile.gif , ასეთი მკაცრი კი იმიტომ შევქმენით ჩვენი შესაძლებლობები ბოლომდე რომ გამოვიყენოთ. პირველის შემდეგ, ყოველი მომდევნო სამყარო, ასე ვთქვათ ექხპერიმენტია, რომელიც თანდათან რთულდება, რომ დავადგინოთ ზღვარი, რამდენად გვაქვს უნარი ყველანაირ პირობებში შევინარჩუნოთ ჩვენი მთავარი, ძირითადი თვისება - სიყვარული, სად მთავრდება ჩვენი შესაძლებლობების საზღვარი. ჩვენი, ახლანდელი კაცობრიობის უნიკალურობა და ექსპერიმენტი კი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ შევძელით საკუთარი თავის და პლანეტის გაუნადგურებლად, გარედან აშკარა დახმარების გარეშე (თორემ ისე დამხმარეები არასდროს გვაკლდა, ახლა კი გაცილებით მეტია, ვიდრე ოდესმე, მაგრამ ესეც ცალკე თემაა) შევძელით ჩვენთვის განკუთვნილი ბუნებრივი ციკლის ბოლომდე გავლა, მიუხედავად იმისა, რომ ატლანტიდაში დაშვებული შეცდომის გამო, იმდენად დაბლა ჩამოვვარდით, როგორც ჩვენამდე არავინ ყოფილა, მაგრამ მოგვეცა შანსი და ეს შანსი გამოვიყენეთ, ოღონდ მას შემდეგ ვინც ვიბადებით, ყველანი ასე ვთქვათ "მოხალისეები" ვართ. ასე რომ, სულაც არა ვართ სასტიკები და ბოროტები, ბევრი ჩვენთაგანი უბრალოდ ძალიან გზააბნეულია smile.gif .
td.........
kate
მიუხედავად ყველაფრისა არსებობს ემოციიტ და სიტყვიტ გამოუტქმელი სისასტიკეები რასაც ადამიანები ჩადიან.. ეს რეალობაა.
kate
td.........
რა თქმა უნდა რეალობაა, ყველაფერი რაც აქ ხდება, ყველა სისასტიკე, ყველა ბოროტება - ჩვენი რეალობაა, ჩვენი სამწუხარო რეალობა. ამიტომაც ასე ძნელია ეს სამყარო, ამიტომაც ასე ძნელია "გიყვარდეს მტერი შენი, როგორც თავი შენი", ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი შევძლოთ მიტევება, შევძლოთ მტრის შეყვარება, კაცობრიობის მცირე ნაწილი რომ ამას ახერხებს უანგაროდ, ამიტომაც მოვედით აქამდე.
kate
.........ახლა იმ საშიშროაბაზე რაც ემუქრება სულს ჩვენს სამყაროში, კერძოდ შავი მაგია, ეშმაკი, სატანა და მისთანები, რა ძალას ფლობენ და რას წარმოადგენენ სინამდვილეში.
ჯერ პირველ ცოდვაზე ვილაპარაკოთ. გავიხსენოთ ყველასათვის კარგად ნაცნობი სიუჟეტი ბიბლიიდან, როდესაც ღმერთმა შექმნა სამყარო.... ადამი და ევა, მოუწყო ედემი და სიკვდილის და სიცოცხლის ხეც იქვე დაუდგა აკრძალვით - ყველაფერი თქვენია, ამ ხის ნაყოფი არ გასინჯოთო, ხოლო როცა გასინჯეს, სატანის რჩევით, (ან სატანა საიდან მოხვდა ედემში) სამოთხიდან გარეთ გამოყარა სამუდამოდ, და სამოთხეს მცველებიც დაუყენა, მიუხედავად იმისა რომ ბიბლიას არავინ აღიქვამს პირდაპირი მნიშვნელობით, არ გეჩვენებათ რომ ამ ეპიზოდს რაღაც აკლია და არალოგიკურია?!, ეს ხომ ძალიან გავს, ვთქვათ მშობელმა პატარა ბავშვს სათამაშოებში ნამდვილი იარაღი ჩაუდოს, თან გააფრთხილოს: აი, ამას ხელი არ ახლოო, ბავშვი რა თქმა უნდა პირველ რიგში იარაღით დაიწყებს თამაშს და მერე გაბრაზებულმა მშობელმა, ბავშვი შუაღამით გარეთ რომ გააგდოს ბედისანაბარა და სამუდამოდ დაუკეტოს კარები. არც ერთი გულქვა მშობელი ასე არ მოიქცევა, ასეთ საშიშ საცდურს შვილს არ დაუდებს, და თუ მაინც ასე გააკეთა შვილის სიყვარულის თუ მისი დამჯერლობის გამოსაცდელად, ქუჩაში მაინც არ გააგდებს. მაშინ რა გამოდის - არასრულყოფილი ცოდვილი ადამიანი უფრო გონიერია ვიდრე სამყაროს და ჩვენი შემქმნელი ღმერთი?! ან იგივე ადამიანს უფრო უყვარს მისი ცოდვით ნაშობი შვილი, ვიდრე ღმერთს, შემოქმედს მისი შექმნილი?! ლოგიკურად ასე გამოდის, მაშინ რატომ მთხოვს ეკლესია ვემსახურო და მიყვარდეს ღმერთი მთელი ჩემი არსებით და დღემდე მოვინანიო ადამისა და ევას ცოდვა, თუ თვითონ ღმერთი იყო სასტიკი და უსამართლო მათ მიმართ თვითონ დაუდო საცდური, სატანაც შეუშვა ედემში და მერე გარეთაც გამოყარა სამუდამოდ. და თან თუ იმ ხის ნაყოფს არ გასინჯავდნენ, არც მე და თქვენ ვიქნებოდით არანაირად, დღემდე სრულყოფილ ედემში იცხოვრებდა მხოლოდ ორი ბედნიერი და უზრუნველი არსება - ადამი და ევა. გამოდის რომ ღმერთს ჩვენ არ ვუნდოდით. მან მხოლოდ თავის გასართობად შექმნა სათამაშო, რომელმაც გამოცდას ვერ გაუძლო და გადააგდო. ამ ეპიზოდში ვერანაირად ვერ ვხედავ ღმერთს, მითუმეტეს ისეთს რომ მიყვარდეს და რომელსაც ვუყვარვარ. მოკლედ, მსოფლიოს სამი ფუნდამენტალური რელიგია ამ ისტორიას ეფუძვნება, რომელშიც ჩვენ ღმერთს არ ვუყვარვართ და არ ვუნდივართ, ან ყველა რელიგია შეგნებულად გვატყუებს, ან აქ სულ სხვა ისტორიაა გდმოცემული, რომელიც ჩვენამდე ასეთი დამახინჯებული სახით მოვიდა.
თუ იგივე ისტორიას სხვა კუთხით და სხვა ცოდნით შევხედავთ, და არ ვეცდებით მასში ხალხზე სამოქმედო და საკონტროლო, ადამიანის დასაშინებელი ელემენტები ვეძებოთ, მოვახერხებთ დავინახოთ ალეგორიული სურათი და მაშინ ლოგიკასაც ვიპოვით და სულ სხვა ისტორიას მივიღებთ........
Lashapoli
QUOTE(kate @ Sep 25 2011, 02:31 AM) *
ხოლო როცა გასინჯეს, სატანის რჩევით, (ან სატანა საიდან მოხვდა ედემში)

kate და სატანა რო არ არის ნახსენები მაგ სიტოაციაში?? შეიძლება ბიბლიის რომელიმე სხვა გამოცემაში წერია, მაგრამ მე რაზეც ხელი მიმიწვდება ყველგან ეს ტექსტია

1. ხოლო გუელი იყო უგონიერეს უფროჲს ყოველთა მჴეცთა ქუეყანასა ზედა, რომელნი ქმნნა უფალმან ღმერთმან და ჰრქუა გუელმან დედაკაცსა: რად რამეთუ თქუა უფალმან ღმერთმან: არა სჭამოთ ყოვლისაგან ხისა სამოთხისა.
kate
Lashapoli
არა მგონია ბიბლიის რომელიმე გამოცემაში პირდაპირ ეწეროს (თუმცა, შეიძლება ვცდებოდე), რომ გველის სახით სატანაა განოყვანილი, მაგრამ ყველა მიმართულების ქრისტიანული ეკლესია (სადაც მიკითხია, თუმცა კითხვაზე - საიდან მოხვდა ედემში სატანა - რაიმე დამაკმაყოფილებელი პასუხი არსად მიმიღია) ასეთ განმარტებას აძლევს გველს, ქადაგებაზეც მომისმენია, ასევე თვლიან ებრაელები და მუსულმანები, ჩემთის ნაცნობი ყველა ქრისტიანი თეოლოგი, ბიბლიის ამ ეპიზოდის განმარტებისას, ამბობენ რომ გველის სახით სატანამ აცდუნა ევა.
სხვათაშორის ძალიან კარგი კითხვაა, იმიტომ რომ გველი ბიბლიაში გამოყვანილია, როგორც ყველაზე ბრძენი ცხოველი, რაც კი ღმერთმა შექმნა, ბრძენი და ჭკვიანი, და არა ბოროტი და ცბიერი, ამაზე საინტერესო საუბარი მქონდა ერთ მეთოდისტ მღვდელთან, რომელმაც ასე განმიმარტა: ყველაზე ჭკვიანი რომ იყო, ამიტომ აირჩია სატანამო smile.gif
Lashapoli
QUOTE(kate @ Sep 25 2011, 04:26 AM) *
Lashapoli
არა მგონია ბიბლიის რომელიმე გამოცემაში პირდაპირ ეწეროს (თუმცა, შეიძლება ვცდებოდე), რომ გველის სახით სატანაა განოყვანილი, მაგრამ ყველა მიმართულების ქრისტიანული ეკლესია (სადაც მიკითხია, თუმცა კითხვაზე - საიდან მოხვდა ედემში სატანა - რაიმე დამაკმაყოფილებელი პასუხი არსად მიმიღია) ასეთ განმარტებას აძლევს გველს, ქადაგებაზეც მომისმენია, ასევე თვლიან ებრაელები და მუსულმანები, ჩემთის ნაცნობი ყველა ქრისტიანი თეოლოგი, ბიბლიის ამ ეპიზოდის განმარტებისას, ამბობენ რომ გველის სახით სატანამ აცდუნა ევა.
სხვათაშორის ძალიან კარგი კითხვაა, იმიტომ რომ გველი ბიბლიაში გამოყვანილია, როგორც ყველაზე ბრძენი ცხოველი, რაც კი ღმერთმა შექმნა, ბრძენი და ჭკვიანი, და არა ბოროტი და ცბიერი, ამაზე საინტერესო საუბარი მქონდა ერთ მეთოდისტ მღვდელთან, რომელმაც ასე განმიმარტა: ყველაზე ჭკვიანი რომ იყო, ამიტომ აირჩია სატანამო smile.gif

მემგონი კარგი თემა იყო თავიდან და ეხლა რაღაც რელიგიურ აბსურდებზე ლაპრაკი ცოტა გაუგებარია თქვენგან, მაგრა რავი თქვენი გახსნილი თემაა და თქვენი გადასაწყვეტი. მეთოდისტი მღვდლის პასუხს რაც შეეხება, ეგ პასუხი მომისმენია იმ მღვდლების ნახევარზე მეტისგან ვისთვისაც ეს კითხვა დამისვამს ან ამ თემაზე ულაპარაკიათ და მე პირადად ეგეთ მოსაზრებებს ნაკლებად ვაქცევ ყურადღებას, ცოტა არასერიოზული მგონია.
kate
Lashapoli
ყველა მღვდელი მაგასვე გიპასუხებს, ეს ეპიზოდი იმიტომ მოვიტანე, რომ ყველაზე ცნობილია მთელ მსოფლიოში. თითქმის ყველა ბავშვაც კი იცის და კარგად ჩანს რამდენად დამაბნეველი და ხანდახან არასერიოზულია, რომელიმე რელიგიის დოგმების მიხედვით კეთილისა და ბოროტის, ღმერთისა და ეშმაკის არსის განსაზღვრა. თუმცა ის არავინ იფიქროთ, სრული ჭეშმარიტების შემოთავაზებას მე ვაპირებდე smile.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.