სოფიკო QUOTE(გვირილა @ 12th August 2018 - 07:37 PM)
შევარჩიე ნეკერჩხალი და როგორი მოსავლელია?
ეგ ალბათ დაჯუჯავებული ხეა ქოთანში ხო?
დაჯუჯავება როცა ხდება მცენარისა, მას აჭრიან ძირითად ფესვს და უტოვებენ პატარა ფესვებს, ასე ხე არ იზრდება და ჯუჯა რჩება. მერე წლების მერე მცენარე ცდილობს და ისევ გამოაქვს შუა ფესვი, რომელსაც ისევ ამოიღებენ და ისევ აჭრიან მთავარ ფესვს.
მეც მომწონდა ერთი პერიოდი ჯუჯა მცენარეები, მაგრამ რომ გავიგე რა მეთოდით მიიღება ასეთი მცენარე, რაღაცნაირად შემეცოდა და მას შემდეგ არ მინდა ასეთი მცენარე.
აღარ ვეძებ ასეთ რამეს.
ადვილი მოსავლელი გერანია, სულ ყვავის, არ გაწუხებს თავს, ბევრი მოთხოვნები არ აქვს, ასევე სხვადასხვაფერებია. ტოტს მოტეხავ, ჩარგავ და ფესვს იკეთებს. მშვენიერია
ასევე ალოე, და კაქტუსის ოჯახის მცენარეები, მათ არ უნდათ ბევრი მოვლა.