Help - Search - Members - Calendar
Full Version: "ვეფხიტყაოსანი"
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > გამონათქვამების კუთხე
Pages: 1, 2
Untitled_11
ეს თემა არ იყო გახსნილიიიი? shok.gif თუ მე ვერ ვანხე??? ვეფხისტყაოსანზე განხილვები აქ არ გაქვთ??? გავგიჟდი და გადავირიე smile.gif))))))))))))))))
Existence

ეგ სკოლაში შემაზიზღეს პწიჩკებით რო მინიშნავდნენ საზეპიროებს... ისე ერთი უნდა ჩავუჯდე მაგას იქნებ რაღაც ეზოთერულად აღვიქვა და მარტო ქართულ ჯიგრულ ვაჭკაცობის მაგალითად არ ასოცირდებოდეს.......

Qocho
ეს სტატია ადრე ვიპოვე ინტერნეტში სადღაც, შევინახე და ახლა აქანა ჩავაკოპირებ smile.gif
თუ არ დაგეზარათ წაიკითხეთ smile.gif
საინტერესოა, wink.gif

----------------------------------------------------

რუსთაველი, სულ ცოტა რამ სიბრძნის ოკეანიდან
ლევან რამიშვილი


სტატია არ გამოქვეყნდა ჟურნალ "ანაბეჭდში"

გაღმერთებული, კერპად ქცეული და მაინც ვერგაგებული...

ერთი აღმოსავლელი, ქართველი ბრძენის ჯერ კიდევ დაუმთავრებელი ამბავი

მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო, სწორედ წელს აღმოვაჩინე ჩემთვის გასაოცარი და გამაოგნებელი რამ _ ის, რომ ვეფხისტყაოსანი არის წმინდა წიგნი, ანუ რელიგიური პირველწყარო.
ამ აღმოჩენამ ისე გამაოგნა, რომ ვერაფრით ვეღარ მოვეშვი ამ თემას. მალე გამოვა წიგნი, რომელშიც ყველაფერს დაწვრილებით მოგახსენებთ, ახლა კი შვეცდები, როგორმე ორიოდ გვერდში გადმოსცე ის, რასაც ორასგვერდიან წიგნშიც ძლივს ვაბამ თავს, რაც, როგორც ვატყობ არც ისე ადვილია. ამიტომ წინასწარ ბოდიშს ვიხდი, თუU რაიმე განუმარტავი დარჩა.
ნელ-ნელა ისიც გამოჩნდა, რომ ინფორმაცია ამის შესახებ მთელს რუსთველოლოგიურ ლიტერატურაშია გაბნეული, ოღონდ ძალიან მკრთალად, მხოლოდ ბუნდოვანი მინიშნებების სახით. მაგალითად ვეფხისტყაოსნის პირველი გამომცემელი, ვახტანგ მეექვსე წერს, ეს წიგნი `საბოზო~ კი არ არის, როგორც ეს გონიათ, არამედ `საღმრთოაო~. ასევე `საღმრთოდ~ ესმოდა იგი დავით გურამიშვილს. მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის რუსთველოლოგებიც ხედავდნენ პოემაში რელიგიურ შინაარსს, მაგრამ ვაი ამ დანახვას _ მაჰმადიანიო, მანიქეველიო, ქრისტიანიო... ხან რას აბრალებდნენ საწყალ შოთას, ხან რას.
მხოლოდ აქა იქ თუ შეხვდებით მინიშნებას იმის შესახებ, რომ რუსთაველი დამოუკიდებელი და ყოველგვარი `იზმებისგან~ თავისუფალი მოაზროვნეა; რომ ის რელიგიური მოაზროვნეა და რომ მისი რელიგია მსოფლიოში არსებულ არცერთი რელიგიის ჩარჩოებში არ ეტევა, არცერთ აღმსარებლობას არ ემთხვევა და არ იმეორებს. მაგალითად გაიოზ იმედაშვილი რამოდენიმეგან წერს, რომ რუსთაველი `ქრისტიანობის ნიადაგზე ქმნის ახალ რელიგიას~. ეს მართალია, ოღონდ რატომ მხოლოდ ქრისტიანობის ნიადაგზე, ეს გაუგებარია...
პირველად ვეფხისტყაოსნის ეზოთერული შინაარსი კარგად და საფუძვლიანად ზვიად გამსახურდიამ შეისწავლა, რითაც არნახული საქმე გაუკეთა თავის ქვეყანას, თუმცა ცოდვა გამხელილი ჯობია, მიუხედავად იმ უდიდესი შრომისა, რაც მან გასწია, მიუხედავად ფანტასტიური ერუდიციისა და უამრავი პარალელისა, რომელიც მან მსოფლიო ლიტერატურაში დაძებნა, საბოლოოდ მან ყველაფერი მაინც რაღაც მომესიანისტო გაუგებრობით დააგვირგვინა, რაზეც მე პირადად ძალიან მწყდება გული. საბოლოოდ გამსახურდიამ ყველაფერი რატომღაც ერთი შუასაუკუნეობრივი სექტანტური თეორიით ახსნა. იყო ასეთი თეორია, რომლის მიმდევრები თამარ მეფეს ღვთაებად ასაღებდნენ. გამსახურდიაც ამ თეორიას მიემხრო. მისი რწმენით, ყველაზე კარგი რელიგია ქრისტიანობაა, ყველაზე კარგი ქრისტიანობა კი _ შუა საუკუნეების ქართული ქრისტიანობა, რომელიც თამარ მეფეს ღმერთად აცხადებდა... ამ სექტანტური მიმდინარეობის მამამთავრად დაგვისახა ზვიადმა შოთა რუსთაველი _ მსოფლიო პოეტი და მარადიული სიბრნის მატარებელი...
მოკლედ გამსახურდია `ამაოდ დაშვრა~ _ ჩვენი რუსთაველი ისევ `ობოლ მარგალიტად~ დარჩა.
სხვა ოდნავ მაინც სერიოზული მცდელობა, გაეშიფრათ ვეფხისტყაოსანში კოდირებული საიდუმლო ცოდნა, საქართველოში არ ყოფილა. სამაგიეროდ ამის მცდელობები იყო საზღვარგარეთ. ინგლისელი მკვლევარი, კეთრინ ვივიანი წერს:

`დავით აღმაშენებელი კარგად იყო გათვითცნობიერებული მაჰმადიანურ სწავლებაში და განჯელ ყადებთან ერთად ყურანის თემებზე მოწყობილ თეოლოგიურ დისკუსიებში მონაწილეობდა. დავითმა მუსულმან და სუფია პოეტებს ცენტრი აუშენა და მის შესანახ თანხასაც იღებდა... ორივე პოეტი (ჩახრუხაძე და შოთა, ლ.რ.) რელიგიური თვალთახედვით წერს, მაგრამ ორთოდოქსულ ქრისტიანობაზე ბევრად უფრო ფართო თვალთახედვით... ალუზიები მათ პოემებში გვიჩვენებს, რომ ისინი სპარსელი და არაბი პოეტების შემოქმედებასაც კარგად იცნობდნენ...
`თამარიანის~ შექმნის შემდეგ ჩახრუხაძემ თამარის სასახლე დატოვა... ის ირანსა და არაბულ ქვეყნებშიც გამოჩნდა და თავის ლექსებს ირანულსა და არაბულ ენებზე კითხულობდა... ირკვევა, რომ იგი ისე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, როგორც ისინი, ვინც სუფიათა გზას მისდევდა.
`...რას გვარგებს ფილოსოფოსთა ცოდნა~, კითხულობს ავთანდილი, `თუ მის მიხედვით არ ვიმოქმედებთ?~ შოთას სწავლების მიზანი ჩვენი საკუთარი ბუნების სრულყოფა და ზეციურ არსებებამდე ამაღლება იყო... `სიყვარული აგვამაღლებს!~
...აქ იგი საუბრობს მეგობრობაზე, რომელიც იმ სიყვარულის ფორმაა, თვითსრულყოფის გზას რომ წარმოადგენს...~
აქ არ შემიძლია არ დავამატო, რომ იმას, ვინც არაა ნაზიარები თვითრეალიზაციის აღმოსავლურ სკოლებს, სიტყვები `ბრძენი~, `თვითსრულყოფა~ და `ამაღლება~ ყოველთვის უსაგნოდ, აბსტრაქტულად ესმის, მაშინ როცა აღმოსავლეთში (იგივე სუფიზმში) ამ სიტყვებს სრულიად კონკრეტული, პრაქტიკული აზრი აქვს. სუფია, ისევე, როგორც ინდოელი იოგი, ან დაოსელი ბერი, მედიტაციისა თუ სხვადასხვა სახის ფსიქოტექნიკის გამოყენებით სრულიად კონკრეტულად, გნებავთ `ფიზიკურად~ უერთდება თავის თავში მიღმიერ სამყაროს, ღმერთს. იგივეს ამბობს შოთაც:
`არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს, ფილოსოფოსთა ბრძნობისა!
მით ვისწავლებით, მოგვეცეს, შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა~.
შოთას იდეალია ბრძენი, მაგრამ არა უბრალოდ `ჭკვიანის~, არამედ ამ სიტყვის სწორედ აღმოსავლური გაგებით _ ადამიანი, რომელმაც დისციპლინისა და ფსიქოტექნიკის გამოყენებით საკუთარი ფიზიკური და ფსიქიკური მოცემულობა შეცვალა და სულ სხვა არსებად იქცა _ მიაღწია იმ მდგომარეობას, როცა მატერიალური სამყარო მასზე ვეღარავითარ გავლენას ვეღარ ახდენს, როცა მასზე ფიზიკურად ვერ მოქმედებს სიცხე და სიცივე და როცა მისი გასხივოსნებული ცნობიერებისთვის უმნიშვნელოა ნებისმიერი ადამიანური ბედნიერება თუ უბედურება. ასეთი მდგომარეობა უამრავ აღმოსავლურ წმინდა წიგნშია აღწერილი, მაგალითად ბჰაგავადგიტაში:
`არცა ცოცხლებზე და არცა მკვდრებზე არა სწუხს ბრძენი და ცრემლსაც არ ღვრის~.
`ვინც ბრძენია და სიბრძნით მოქმედი, ვისთვის ერთია ოქრო და მიწა~
`ქვეყნად სიმწარეს და სიტკბოებას ვინც ერთნაირად, გულმტკიცედ ხვდება,
ვისაც ვერცერთი ვეღარას აკლებს, ცად უკვდავების ღირსი ის ხდება.~ და სხვა.
ახლა კი შოთას მოვუსმინოთ:
`ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი,
არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი, ზედა-ზედი~...

`რუსთაველი ორთოდოქსულ ქრისტიანობასთან არავითარ კავშირს არ ამჟღავნებს~ განაგრძობს კეთრინ ვივიანი, `მის პოემაში არის ორი თუUსამი ციტატა ბიბლიიდან, მაგრამ არავითარი ხსენება ქრისტესი ან ქალწული მარიამის, ან რომელიმე ქრისტიანული რიტუალის... ანონიმურ წყაროზე მითითება (`ესე ამბავი სპარსული...~, ლ.რ.), ისეთ წყაროზე, რომლის ამოცნობაც შეუძლებელი იყო, ზოგჯერ თავის დამცავ საშუალებას წარმოადგენდა და მწერალს პროგრესული თუ არაორთოდოქსული შეხედულებების გამოთქმის საშუალებას აძლევდა. იმ შეხედულებების, რომელთა გამოც მას შეიძლება ეკლესია ან სახელმწიფო დასხმოდა თავს.~
როგორც ხედავთ, აქ კეთრინ ვივიანი ცდილობს დაგვანახოს, რომ რუსთაველი დამოუკიდებელი, თავისუფალი მოაზროვნე იყო და რომ შესაძლოა მას უშუალო კავშირი ქონოდა სუფიებთან.
სუფიზმი მუსულმანურ წიაღში აღმოცენებული არაორთოდოქსული, თავისუფალი შემეცნების მომხრე მიმდინარეობაა. სუფიზმი გამოირჩევა `არსებობის ერთიანობის~ თეორიით, ანუ იმის რწმენით, რომ ყველაფერი, რაც არსებობს, ერთი მთლიანობაა. მათ ასევე ჯერათ, რომ ღმერთი სამყაროს ერთადერთი წყაროა. უფრო მეტიც, მათი რწმენით, `არ არსებობს არაფერი გარდა ღმერთისა~, ანუ ყველაფერი, რაც არსებობს, ღმერთია, რადგან სხვა რამემ, უბრალოდ შეუძლებელია იარსებოს. აქედან გამომდინარე, ღმერთი არ არის სადმე სხვაგან, ცაში ან მიწაში, ის თვით ადამიანშია და მის საპოვნელად ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის სრულყოფა და თავის თავში ჩაღრმავება სჭირდება. ამ იდეებს ბევრი სუფია შეეწირა. ერთ-ერთი სუფია პოეტი, მანსური (ალ-ჰალაჯი), იმისთვის დაწვეს, რომ ხმამაღლა განაცხადა, `მე ვარ ღმერთიო~ და ეს გადატანითი მნიშვნელობით კი არ თქვა, როგორც ეს შეიძლებოდა ყველაზე თამამ ქრისტიანს ან მაჰმადიანს ეთქვა, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით, როგორც ეს ჰინდურ თუ ბუდისტურ რელიგიური ტრადიციებშია მიღებული. ანუ არა `ღმერთთან მიახლების~ მნიშვნელობით, არამედ მასთან სრული შერწყმის, მეცნიერული ენით რომ ვთქვათ, `სუბსტანციონალური შეერთების~ მნიშვნელობით (რუსთაველის ენაზე ამას `შერთვა~ ეწოდება). სუფიზმი მუსულმანური და ინდური სამყაროების საზღვარზე გაჩნდა. ზოგჯერ მას `მუსულმანურ ჰინდუიზმსაც~ უწოდებენ.
სუფიზმი იმით გამოირჩევა, რომ მისი გზა მიჯნურობის, ანუ ექსტაზში ღმერთის სიყვარულით თრობის გზაა, თვით ღმერთი კი უპიროვნოა, მაშინ როცა მსოფლიოში არსებული ყველა `სიყვარულის რელიგიის~ ღმერთი პიროვნული ღმერთია. რუსთაველის გზაც ექსტატიური სიყვარულის გზაა, და რუსთაველის ღმერთიც უპიროვნოა (`რომელმან შექმნა სამყარო...~).
სუფიები აღიარებენ, რომ ღმერთი ადამიანშია. რუსთაველიც ასე ხედავს (`მზე უშენოდ ვერ იქმნების, რადგან შენ ხარ მისი წილი~ და სხვა). სუფიათა სწავლებით ღმერთთან აქვე, ამ ცხოვრებაში შეიძლება შეერთება. რუსთაველის რელიგიაც იგივეს აღიარებს.
რუსთაველის მიჯნურიც სხვა არაფერია, თუ არა არაბული `მაჯნუნი~ _ ღმერთის სიყვარულით მთვრალი და `შმაგი~. თუმცა ამას თვითონ შოთაც გვეუბნება _ `მიჯნური შმაგსა გვიქვია არაბულითა ენითაო~. გვეუბნება, მაგრამ ვინ უსმენს... სუფიურ პოეზიაში ღვთაებრივი სიყვარული ყოველთვის ერთი სიმბოლოთი _ მიწიერი სიყვარულით არის გამოხატული, ღმერთისა და მიღმიერი მშვენიერების სიმბოლო აქ ქალი და მისი სილამაზეა... ისევე როგორც ვეფხისტყაოსანში. ნესტანი და თინათინი პოემის შინაგან ეზოთერულ განზომილებაში სწორედ ღვთაებრივი ცნობიერებისა და მშვენიერების სიმბოლოები არიან. პოემის შინაგან, ეზოთერულ შრეში ტარიელი და ავთანდილი სწორედ მიღმიერ ცნობიერებას დაეძებენ საკუთარ თავში და არა უბრალოდ ტარიელის სატრფოს...
კეთრინ ვივიანი წერს: `...ვეფხისტყაოსანი იმ ნაწარმოების შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც იმისთვისაა შექმნილი, რომ სპეციფიური, წინასწარ გათვლილი ეფექტი მოახდინოს... ლექსი პროზაზე უფრო ადვილი დასამაზსოვრებელია, უფრო ნაკლებად ექვემდებარება დამახინჯებას... ეს იყო სიყვარულის დოქტრინის დასაცავად და გადასაცემად მარჯვედ, ჯადოქრულად ნაკეთი ჯავშანი.
როგორც ირკვევა, რუსთაველს უშუალო კავშირი არა მხოლოდ სუფიზმთან აქვს, არამედ შორეული ინდოეთის საკრალურ ლიტერატურასთანაც:
`ვეფხისტყაოსანს, წერს ვივიანი, `რაღაც საერთო აქვს უძველეს ჰინდურ რელიგიურ ეპოსთან, `რამაიანასთან~... რომანტიკულ პოეზიაში რუსთაველის პოემას ის უჩვეულო თავისებურება გამოარჩევს, რომ მის გმირ ქალს ერთი გმირი, მისი სატრფო ტარიელი კი არ იხსნის ტყვეობიდან, არამედ სამი გმირი. ოსტატური დახასიათების წყალობით ისინი ადვილად შეგვიძლია გავარჩიოთ ერთმანეთისგან... ტარიელში, მაშინაც კი, როცა ის უკიდურეს მწუხარებაშია, ყველა, ვინც მას ხვდება, უმაღლესიი ნიშნით აღბეჭდილ ტიპს ხედავს, ლამის ღმერთის მსგავსს, მანათობელ არსებას (`შენსა მე ვეძებ ნათელსაო~, პირდაპირ ეუბნება ავთანდილი ტარიელს, ლ.რ.). იგი ვეფხვის ტყავს ატარებს. ჰინდუთა ღმერთი, შივა ვეფხის ტყავით არის შემოსილი.~ (უნდა დავამატო: შივას დაწინწკლული ვეფხის ტყავი კოსმოსის ცნობილი სიმბოლოა. ტარიელი, ისევე როგორც შივა, კოსმოსითაა შემოსილი, ანუ განასახიერებს სამყაროს ცენტრს _ სულს, რომელსაც კოსმოსი, მატერია მოსავს, მთლიანობაში ტარიელი, რომელიც ერთდროულად ღვთაებაც არის და ღვთაების მაძიებელი მოკვდავიც, იმის გამოსახატადაა შექმნილი, რომ ღმერთი ადამიანშია, ნებისმიერ მოკვდავში და არა მის გარეთ. ლ.რ.)
`ტარიელი~, განაგრძობს ვივიანი, `მიუხედავად მისი ღვთაებრივი ბუნებისა, ქვეყნიურ საქმეებში დაბნეულია და მოვლენებთან ადაპტირების უნარი არ შესწევს... მას სიკვდილისგან იხსნის და სატრფოს ძიებაში ეხმარება ავთანდილი, კიდევ ერთი მანათობელი ფიგურა, თუმცა არა იმავე სიბრტყეზე, როგორც ტარიელი. ავთანდილი პრაქტიკულია, კარგად ართმევს თავს ადამიანებთან ურთიერთობას, საქმეებს. მას გონება მართავს და არასოდეს კარგავს თავს, როგორც ეს ტარიელს მოსდის. ორივე, ის და ტარიელი, მარტო მოგზაურობს, არავინ ახლავს, თუ არ ჩავთვლით ტარიელის ერთგულ მსახურს, ასმათს. მესამე გმირიც, ნურადინ ფრიდონიც უფლისწულია. მისი სამეფო პატარაა, და ის სრულიად დაქვემდებარებულია დანარჩენ ორ გმირს. იგი არ არის მარტო: მათს საქმეს ის ჯარით და აღჭურვილობით ეხმარება. ფრიდონი არის ის, ვინც ტარიელს მის ქარის უსწრაფეს ცხენს აჩუქებს.
რამასა და სიტას ამბავშიც რაღაც მსგავსს შეიძლება გავადევნოთ თვალი. სიტას დემონები დაატყვევებენ _ იმავე სახის არსებები, როგორებმაც ნესტან-დარეჯანი მოიტაცეს. რამა მის გადასარჩენად მიდის თავისი ერთგული ძმის, ლაქშმანის თანხლებით... სიტას ხსნის საქმეში მათ მესამე მოკავშირე ეხმარება _ მაიმუნთა მეფე, თავისი კარგად გაწრთვნილი მაიმუნთა ჯარით... მაიმუნთა მეფემ დაინახა, როგორ წარატყვევნეს დემონებმა სიტა და, ამის შესახებ რამას აცნობა. ფრიდონმაც დაინახა მონების ხელში ჩავარდნილი, დატყვევებული ნესტანი და ტარიელს მისი ბედნიერების პირველი გასაღები მისცა. რამა მაიმუნთა ხელმწიფის გვერდიგვერდ იბრძოდა და მას სამეფოს დაბრუნებაში დაეხმარა, რის სანაცვლოდაც მისი მოკავშირეობა მიიღო. ტარიელიც იბრძოდა ფრიდონის მხარდამხარ, ფრიდონის მემკვიდრეობის დასაბრუნებლად, შემდეგ კი მისი დახმარება მიიღო. არ არსებობს არავითარი საბუთი იმისა, რომ რუსთაველი იცნობდა რამას ისტორიას, თუმცა თუU გავითვალისწინებთ, როგორ მიმოდიაოდა მსოფლიოში ლეგენდები და ისტორიები, ამაში დაუჯერებელი არაფერია. შეიძლება მაინც დავსვათ კითხვა _ იქნებ ორივე ნაშრომის ძირითადი სტრუქტურა ბუნებრივ კანონთა ერთნაირი აღქმის შედეგია? ინდივიდის შკალაში გული და გონება მხოლობითი ერთეულია _ როგორც რამა და ტარიელი (გული), ლაქშმანი და ავთანდილი (გონება). სხეული, ანუ ფრიდონისა და მაიმუნთა მეფის ჯარები, ბევრი ნაწილისგან შედგება. სამივე ეს ელემენტი უნდა გაერთიანდეს, რომ სული მისი ბნელი საკნიდან ნათელ ცნობიერებაში გაიყვანოს.~
ასე ესმის კეთრინ ვივიანს ვეფხისტყაოსნის სიუჟეტის ეზოთერული მნიშვნელობა. თუმცა ეს ახსნა ამომწურავი არ არის. ამას შეიძლება დავამატოთ, რომ სიტყვა რამა სანსკრიტზე `შავს~ ნიშნავს. ტარიელის ფერიც შავია და სხვა.
რა ამომწურაობაზეა საუბარი, როცა ვეფხისტყაოსანში არ არსებობს არცერთი სტროფი, მასში ფარული, ეზოთერული ცოდნა რომ არ იყოს კოდირებული. და ეს არც ჩემი ფანტაზიაა, და არც კეთრინ ვივიანის. საქმე ისაა, რომ უძველეს მსოფლიო ლიტერატურას თავისი სიმბოლური, ალეგორიული ენა აქვს, რომელიც მსოფლიოს უამრავი დიდი პოემისთვის საერთოა. ასეთი სიმბოლური მეტყველება აერთიანებს გილგამეშს, რამაიანას, მაჰაბჰარატას, დანტეს `ღვთაებრივ კომედიას~ და სხვა მსოფლიო ნაწარმოებებს... შოთაც, იმისათვის, რომ მისი პოემა ბოლომდე ამოუცნობი არ დარჩეს, ამ საყოველთაო სიმბოლიზმის კანონებს იყენებს. ასე გვაძლევს ის თავის პოემაში უმაღლესი ჭეშმარიტების ცოდნას და აღგვიწერს მისი მიღწევის პრაქტიკულ გზას.
ისევე, როგორც აღმოსავლეთის წმინდა წიგნებში, რამაიანაში, მაჰაბჰარატაში და სხვა, ვეფხისტყაოსანშიც სიუჟეტი ადამიანის მიერ მიღმიერ სამყაროსთან დაკავშირების პრაქტიკული გზის სიმბოლური გამოხატვაა. აქ ყველა დეტალს, ყველა პერსონაჟსა თუ მოვლენას სიმბოლური დატვირთვა აქვს. მაგალითად 12 მონა, რომელსაც როსტევანი ტარიელს მიუგზავნის, თორმეტი თვის, ანუ მატერიალური დროის სიმბოლოა. ტარიელის მიერ მათი დახოცვა მის შინაგან გზაზე გადადგმულ ნაბიჯს _ მედიტაციაში მატერიელური სამყაროს მიღმა გასვლას განასახიერებს. `ქვაბი~, რომელშიც ტარიელი ცხოვრობს, მედიტაციის, საკუთარ თავში დანთქმის სიმბოლოა, მხეცები, რომლებსაც ტარიელი ხოცავს, ხორციელ ვნებებს, ინსტიქტებს აღნიშნავენ და ა.შ. მთლიანად სიუჟეტი _ გმირების მიერ ნესტანის გამოხსნა ადამიანის მიერ დაკარგული ღვთაებრიობის დაბრუნებას, მიღმიერებასთან შეერთებას ნიშნავს, რადგან დადგენილია, რომ ნესტან-დარეჯანი იშიფრება, როგორც `ის, რაც აქ არ არის~ (სპარს.), ანუ მეტერიალურ სამყაროში არ მოიპოვება.
მაშ ასე _ გული, გონება და სხეული უნდა გამთლიანდეს, სრულ ჰარმონიაში უნდა მოვიდეს, რომ ადამიანი საკუთარ სულში ჩაიძიროს, თავისთავში მარადიული რეალობა იპოვოს და მას შეუერთდეს. ასეთია რამაიანასა და ვეფხისტყაოსნის შინაგანი, საკრალური სიუჟეტების მნიშვნელობა.
ვეფხისტყაოსანში კიდევ ბევრი რამ არის გამაოგნებელი. მაგალითად ის, რომ ნიუტონამდე ბევრად ადრე ის შავით თეთრზე წერს ინერციისა და მიზიდულობის კანონების შესახებ (ერთ-ერთი პლანეტის პირით შოთა ამბობს: `მზე მაბრუნებს, არ გამიშვებს...~)
რუსთაველს იგივე მნიშვნელობა აქვს მსოფლიოსთვის, რა მნიშვნელობაც აქვთ ბუდას, ლაო-ძის, ქრისტეს, კრიშნას... ის იგივე რანგის პოეტია, როგორი რანგისაც იყვნენ მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილი პოეტი-წმინდანები ვიასა, ქაბირი, ვალმიკი, იბნ ალ არაბი, ჯალალედინ რუმი...
არ ვიცი, რას დავაბრალო, რომ მსოფლიო დღემდე ისე კარგად არ იცნობს შოთას, როგორც თუნდაც ზემოთჩამოთვლილ პოეტებს. პირველ რიგში ალბათ იმას, რომ დღემდე მსოფლიოს არც ერთ ენაზე არ არსებობს ვეფხისტყაოსნის მეცნიერული თარგმანი. საქმე ისაა, რომ ასეთი ტიპის საკრალური ტექსტები მთელს მსოფლიოში სიტყვა-სიტყვით ითარგმნება, რომ არ დაიკარგოს აზრის არცერთი ნიუანსი და უცხო ენაზე მკითხველმა გაიგოს, რა წერია შიგ. უმეტეს შემთხვევაში ასეთი ზუსტი თარგმანიც კი არაა ხოლმე საკმარისი და უამრავი განმარტების დართვა ხდება საჭირო. ასეთი პოემის მხატვრული თარგმნა მის ართარგმნას ნიშნავს. რა თქმა უნდა, მხატვრული თარგმანებიც უნდა არსებობდეს, მაგრამ არა მხოლოდ მხატვრული თარგმანები. თუმცა არც დღემდე შესრულებული მხატვრული თარგმანების უმეტესობა უქნია დიდად ღმერთს...
ვეფხისტყაოსნის ყველა თარგმანში აბსოლუტურად დაკარგულია მთელი მისი შინაგანი, საკრალური შინაარსი. ამიტომ, ჩემი აზრით, ქართველები ძირითადად ვეფხისტყაოსნის თარგმნითადა განმარტებით უნდა ვიყოთ დაკავებულები, ისევე როგორც ჩინელები, იაპონელები, ინდოელები, ტიბეტელები და სხვები არიან დაკავებული თავ-თავიანთი საკრალური ლიტერატურის ევროპულ ენებზე თარგმნითა და განმარტებით. ჯერ კიდევ ერთი საკუკუნის წინ ევროპა არც ლაო-ძის იცნობდა რიგიანად, არც ბუდასა და კრიშნას, დღეს კი ევროპასა და ამერიკაში ვერ ნახავთ ვერცერთ წიგნის მაღაზიას, აღმოსავლური საკრალური ლიტერატურის უზარმაზარი განყოფილება რომ არ ჰქონდეს. უკვე ათეული წლებია, რაც დასავლეთში გაჩნდა აღმოსავლურ სიბრძნეს დაწაფებული ხალხის უზარმაზარი მასა. დასავლეთის ნებისმიერ ქალაქსა თუ დაბაში არსებობს სხვადასხვა აღმოსავლური თვითსრულყოფის გზის შემსწავლელი ცენტრები... დასავლეთი რუსთაველსაც მიიღებს, მაგრამ ვინმემ ხომ უნდა მიაწოდოს, უთარგმნოს მაინც? ოღონდ უნდა მიაწოდოს, როგორც მარადიული სიბრძნის ერთ-ერთი გაბრწყინება და არა როგორც `მეთორმეტე საუკუნის გენიალური ქართველი პოეტი~. თანამედროვე ადამიანს შუა საუკუნეების ქართული პოეზია არ აინტერესებს.
გვინდა თუ არა, ოდესმე მაინც უნდა გავაცნოთ რუსთაველის მარადიული სიბრძნე მსოფლიოს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ყველაზე მომგებიანი საქმეა ჩვენი ქვეყნისთვის, რაც კი ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ. საქმე ისაა, რომ დასავლეთს ჩვენში თავისთავის დანახვა კი არ სურს (რის ჩვენებასაც ჩვენ ასე გამწარებულები ვცდილობთ), არამედ რაღაც ახალი, მისგან განსხვავებული სამყაროსი. დასავლეთს დიდი ხანია მობეზრდა საკუთარი თავისი რაციონალიზმი, პრაქტიციზმი, ათეიზმი... ის სულიერად დაიშრიტა და ახალ საზრდოს ეძებს. ამიტომ მიაწყდა ასე მასიურად აღმოსავლურ სწავლებებს. ამიტომ დაეხეტება მილიონობით ევროპელი და ამერიკელი ინდოეთში, ტიბეტსა თუ ნეპალში. იქ მათ იმ სულთან უშუალო შეხება სურთ, რომელსაც წიგნებში ეზიარენ. ევროპელს იმიტომ უნდა ჩინეთში თუ ტიბეტში მოგზაურობა, რომ მის აღქმაში ეს ბუდას ქვეყნებია და არა უბრალოდ იმიტომ, რომ იქ ძალიან ძველი შენობები დგას.
საქართველომაც, თუ მას მართლა სურს ტურიზმის განვითარება და ინვესტიციების მოზიდვა, ჯერ თავისი კულტურა უნდა გაიტანოს მსოფლიოში. ჩვენ თავი უნდა დავიმკვიდროთ, როგორც `რუსთაველის ქვეყანამ~. მსოფლიოს არა მხოლოდ უნდა წაართვა და გამოგლიჯო, არამედ რაღაც უნდა მისცე კიდეც, რაღაც უნდა შესძინო, რადგან ურთიერთობა ყოველთვის ორმხრივია და უფასო ყველი მხოლოდ ხაფანგშია. ჩვენ კი ჯერჯერობით ესა გვაქვს, რაც გვაქვს და რისი მიცემაც შეგვიძლია _ ვეფხისტყაოსანია ის, რამაც მსოფლიო ყველაზე მეტად შეიძლება დააინტერესოს საქართველოში.
ჩემი აზრით, უნდა შეიქმნას გრძელვადიანი და მრავალმხრივი სახელმწიფო (ან რაიმე სხვა სახის) პროგრამა, რომელიც დააფინანსებს ვეფხისტყაოსნის მსოფლიოს ენებზე მეცნიერულად და მხატვრულად თარგმნას, ასევე მისი განმმმარტავი ლიტერატურის შექმნასა და თარგმნას, სხვადასხვა ენებზე ადაპტირებული (საბავშვო, საყმაწვილო და სხვ.) ვეფხისტყაოსნის გამოცემას, კონფერენციებს დასავლეთისა და აღმოსავლეთის სხვადასხვა ქალაქებში, პუბლიკაციებს შოთას შესახებ, დოკუმენტურ და სატელევიზიო ფილმებს სხვადასხვა ქვეყნების ტელეარხებზე და სხვა.

ჩვენ, ქართველებს რუსთაველი გაფეტიშებული გვყავს. ჩვენთვის ის `სიწმინდეა~, კერპი, და ჩვენც მას ისე ვექცევით, როგორიც ნამდვილი კერპთაყვანისმცემლები თავიანთ კერპებს _ ისტერიკა გვემართება, თუ ვინმე მას შეეხო. ვეფხისტყაოსანი ჩვენთვის მკვდარია, ის თაროზე უნდა იდოს, ის სკოლაში უნდა დაიზეპირო და დაივიწყო. სინამდვილეში კი ის ცოცხალია და სუნთქავს, ეს ჩვენ ვართ მკვდრები. ჩვენ რომ ცოცხლები ვიყოთ, ფილმებსაც გადავიღებდით ვეფხისტყაოსანზე, მულტფილმებსაც და კომიქსებსაც გავაკეთებდით... და დღემდე მსოფლიოშიც ათასჯერ გავიტანდით _ მოკლედ ჩვენი ცხოვრებით ვიცხოვრებდით, რადგან სწორედ ესაა ჩვენი ცხოვრება, ჩვენი მოვალეობა... ლაო-ძის ან რუსთაველის დონის პიროვნების ყოლა ნებისმიერი ერისთვის პასუხისმგებლობაა. რუსთაველმა მოგვცა ჩვენ ყველაფერი, რაც გაგვაჩნია, ჩვენ კი რას ვაკეთებთ მისთვის? _ მხოლოდ იმას, რომ უტვინო სწავლებით ბავშვებს ვაძულებთ, თაროებზე გვიწყვია და არც ჩვენ გვესმის და ვერც სხვას ვაგებინებთ. საქართველო ვალშია რუსთაველთან და ამ ვალს გადახდა უნდა. სწორედ თავისი მოვალეობის შესრულებაა ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის ნამდვილი ცხოვრება და არა მისგან გაქცევა.
გასაკვირია, თუ მილიონობით ჩინელი ცხოვრობს და სულდგმულობს ბუდათი და ლაო-ძით, მილიონობით ინდოელი კი რამათი და კრიშნათი, ჩვენ რითი ვართ მათზე უკეთესები _ ევროპელები გავხდით? სასაცილოა, ევროპელმა თვითონ არ იცის, სად დაემალოს თავისთავს _ საკუთარ სიცარიელეს და ეგზისტენციალურ კრიზისს, ჩვენ კი ევროპელები გავხდით... საერთოდ ვინ ვართ?
Untitled_11
მეც მინდა ახლა დავიწყო კითხვა. რა ცი რა დამიტოვა წინაპარმა.. იქნებ აღარ მჭირდება გადმთიელების, იაპონელების დაათასი ლიტერტურის დევნა.. დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდ ადგილი უკავია ამ წიგს მსოფლიო ცნობიერებაში. კარგი იქნებოდა უფრო გეაქტიურად. ბევრია სალაპარაკო
visama vritti pranayama
გირჩევთ ლევან გველესიანის ვეფხისტყაოსნის განხილვა წაიკითხოთ
visama vritti pranayama
ვეფხისტყაოსანი...ქართული ბიბლია, ქართული ბჰაგავატ-გიტაა, თუ მოვიცალე, რამოდენიმე განხილვას გავაკეთებ smile.gif

ვეფხისტყაოსანი სულიერებაა... აზრით, გაგებით, რეინკარნაციით...

ქართულ სულიერ სამყაროს ორი ტიტანი ჰყავს ვაჟა და რუსთაველი.... ქართულ სულიერ ლიტარატურას კი ორი განძი "გველის მჭამელი" და "ვეფხისტყაოსანი"

Untitled_11
visama vritti pranayama

მოიცალე გეთაყვა, გელი smile.gif
LAIRA
QUOTE(visama vritti pranayama @ Nov 16 2011, 03:01 PM) *
ვეფხისტყაოსანი...ქართული ბიბლია, ქართული ბჰაგავატ-გიტაა, თუ მოვიცალე, რამოდენიმე განხილვას გავაკეთებ smile.gif

ვეფხისტყაოსანი სულიერებაა... აზრით, გაგებით, რეინკარნაციით...

ქართულ სულიერ სამყაროს ორი ტიტანი ჰყავს ვაჟა და რუსთაველი.... ქართულ სულიერ ლიტარატურას კი ორი განძი "გველის მჭამელი" და "ვეფხისტყაოსანი"

მართალია
ვეეფხისტყაოსანი არის სასულიერო ნაწარმოები
მასში გადმოცემულია მართლმადიდებლური დოგამტიკის ძირითადი ხერხემალი და სამების დოგმატის სისავსით ახსნა.
ვეფხისტყაოსანის მეშვეობით ქართველმა ერმა შეისისხლხორცა ქრისტეს მიერ ბოლოს დატოვებული ცივილიზაციის გადარჩენის საიდუმლო.
td.........
visama vritti pranayama
ზუსტ, მოკლე და ბევრისმომცველ პოსტებს წერ smile.gif
visama vritti pranayama
td.........
დიდი მადლობა smile.gif
earth
visama vritti pranayama
QUOTE(visama vritti pranayama @ 16th November 2011 - 04:01 PM) *
ვეფხისტყაოსანი...ქართული ბიბლია, ქართული ბჰაგავატ-გიტაა, თუ მოვიცალე, რამოდენიმე განხილვას გავაკეთებ

ვეფხისტყაოსანი სულიერებაა... აზრით, გაგებით, რეინკარნაციით...

ქართულ სულიერ სამყაროს ორი ტიტანი ჰყავს ვაჟა და რუსთაველი.... ქართულ სულიერ ლიტარატურას კი ორი განძი "გველის მჭამელი" და "ვეფხისტყაოსანი"



--------------------

საინტერესო იქნებოდა თქვენი განხილვა ამ თემაში smile.gif
მართალია ანა , ეს თემა ძალიან აუცილებელი თემაა ჩვენს ფორუმზე, ხშირად მიფიქრია, მაგრამ ვერ გავრისკე ამ თემასთან შეჭიდება, ძალიან სათუთია.
ვეფხისტყაოსანი განძია, რომელიც გადმოგვეცა და ჯერ არც გვაქვს წარმოდგენა რა დიდი სიღრმე აქვს ამ ნაწარმოებს.

visama vritti pranayama
მცირედ ჩემებურ განხილვას შემოგთავაზებთ smile.gif

დავიწყოთ სათაურით - "ვეფხისტყაოსანი" ვეფხვი - სურვილებია... ვეფხისტყაოსანი კი პიროვნება ვინც "სურვილს ტყავი გააძრო" ანუ ის ვინც მატერიალურ სამყაროზე ზემოთ ავიდა.

ტარიელი - რომელმაც დაძლია სურვილების და დაბრკოლებების კორიანტელი... რომელმაც მიიღო წყალობა - ნესტან-დარეჯანი ანუ სიყვარული.

(შოთა რუსთაველის და თვით ნაწორმების "პრობლემაზე" სხვა დროს ვისაუბრებ. პს. ნაწარმოებს პრობელმა არ ჰქონია...დაბრკოლება კი რელიგიას შეექმნა - შედეგად "ვეფხისტყაოსანი" არაერთხელ დამწვარა ცეხლზე და ავტორი უგზოუკვლოდ განდევნილი)

ახლა კი მცირედი მონაკვეთი

ნახე, თუ ოქრო რასა იქმს კვერთხი ეშმაკთა ძირისა!
ვა, ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა,
დღეიდ სიკვდილმდის სიხარბე შეაქმნევს კბილთა ღრჭენასა
შესდის და გასდის, აკლია ემდურვის ეტლთა რბენასა
კვლა აქა სულსა დაუბამს დაუშლის აღმაფრენასა.

1. ტაეპი. მატერიალური სურვილი - ოქრო.
2. ტაეპი. მატერიალური სურვილი, რომელიც არადოეს მოგცემს ლხენას.
3. ტაეპი. ადამიანი სიკვიდალმდე დაკავებულია ამ მატერიალური სურვილებით.
4. ტაეპი. ერთს აისრულებს - მეორე უნდა...თუ ვერ აისრულა...ემდურის კაცობრიობას, დროებას, ღმერთსაც სავარაუდოდ wink.gif(ეტლთა რბენასა)
5. ტაეპი. "კვლა აქა სულსა დაუბამს" - მანამ სანამ არსებობს ეს მატერიალური სურვილი ადამიანში... კვლავ აქ იქნება სული დაბმლული!!! ანუ კვლავ დაიბადები!!! ეს კი რეინკარნაციაა smile.gif "დაუშლის აღმაფრენასა" - ამის განმარტება ზედმეტად მიმაჩნია smile.gif
Untitled_11
დღეს დავიწყე კითხვა smile.gif საბავშო წიგნის პროლოგმაც კი გამაკვირვა, აქამდე სად ვიყავითქო.. მიხარია რომ თემაც გავხსენი და პარაელურად გავარჩევთ smile.gif


visama vritti pranayama

უბრალოდ, გკითხულობთ smile.gif
LAIRA
QUOTE(visama vritti pranayama @ Nov 16 2011, 11:02 PM) *
მცირედ ჩემებურ განხილვას შემოგთავაზებთ smile.gif

დავიწყოთ სათაურით - "ვეფხისტყაოსანი" ვეფხვი - სურვილებია... ვეფხისტყაოსანი კი პიროვნება ვინც "სურვილს ტყავი გააძრო" ანუ ის ვინც მატერიალურ სამყაროზე ზემოთ ავიდა.

ტარიელი - რომელმაც დაძლია სურვილების და დაბრკოლებების კორიანტელი... რომელმაც მიიღო წყალობა - ნესტან-დარეჯანი ანუ სიყვარული.

(შოთა რუსთაველის და თვით ნაწორმების "პრობლემაზე" სხვა დროს ვისაუბრებ. პს. ნაწარმოებს პრობელმა არ ჰქონია...დაბრკოლება კი რელიგიას შეექმნა - შედეგად "ვეფხისტყაოსანი" არაერთხელ დამწვარა ცეხლზე და ავტორი უგზოუკვლოდ განდევნილი)

ახლა კი მცირედი მონაკვეთი

ნახე, თუ ოქრო რასა იქმს კვერთხი ეშმაკთა ძირისა!
ვა, ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა,
დღეიდ სიკვდილმდის სიხარბე შეაქმნევს კბილთა ღრჭენასა
შესდის და გასდის, აკლია ემდურვის ეტლთა რბენასა
კვლა აქა სულსა დაუბამს დაუშლის აღმაფრენასა.

1. ტაეპი. მატერიალური სურვილი - ოქრო.
2. ტაეპი. მატერიალური სურვილი, რომელიც არადოეს მოგცემს ლხენას.
3. ტაეპი. ადამიანი სიკვიდალმდე დაკავებულია ამ მატერიალური სურვილებით.
4. ტაეპი. ერთს აისრულებს - მეორე უნდა...თუ ვერ აისრულა...ემდურის კაცობრიობას, დროებას, ღმერთსაც სავარაუდოდ wink.gif(ეტლთა რბენასა)
5. ტაეპი. "კვლა აქა სულსა დაუბამს" - მანამ სანამ არსებობს ეს მატერიალური სურვილი ადამიანში... კვლავ აქ იქნება სული დაბმლული!!! ანუ კვლავ დაიბადები!!! ეს კი რეინკარნაციაა smile.gif "დაუშლის აღმაფრენასა" - ამის განმარტება ზედმეტად მიმაჩნია smile.gif

ვეფხისტყაოსანი დასანანია რომ თვაიდანვე იგი აღიარებულ იქნა მხოლოდ საგმირო-სატრფიალო პოეზიის შედევრად და ახლაც ასეა.ამ მხრივ განსაცვიფრებელია წარსულის საეკლესიო მოღვაწეთა დუმილი "ვეფხისტყაოსნის" მიმართ,მაშინ როდესაც თვით რუსთველი ამბობს : "შეფარვით მითქვამს..."

"იტყვის :"ჰე მზეო,ვინ ხატად გთქვეს მზიანისა ღამისად,
ერთ-არსებისა ერთისა,მის უჟამოსა ჟამისად,
ვინ გმორჩილებენ ციერნი ერთის იოტის წამისად,
და ბედსა ნუ მიცვლი,მიაჯე,შეყრამდის ჩემად და მისად".

ამ სტროფის მეორე პწკარი შეიძლება წაკითხულ იქნას როგორც:

"ერთ არსებისა ერთ-სამ ის უჟამოსა ჟამისად"



მაშასადამე დიოფიზიტების ძირითადი მრწამსი-ერთისა და სამის,ანუ სამების ერთარსებობის შესახებ სახეზეა.

"...არ ახსენებს სამებასა ერთარსულად,
არას გვარგებს საუკუნოდ რა დღე იქმნას აღსასრულად."


რუსთველის მრწამსის აშკარა გამოხატულება:

"ანუ მომცეს განკურნება ანუ მიწა მე სამარი"

რომელიც მეორენაირი წაკითხვით იქნება :

"...ანუ მიწა მესა მარი"

მესამენაირი წაკითხვით იქნება:

"...ანუ მიწამე სამ არი"

აქ ჩანს რომ უნდა ვიწამოთ სამი არე.სამი სახე,სამება.

"მე სოფელმან მომაშორვა ,უკეთესსა ჩემსა მზესა"

ანუ

"ჩემ სამ ზესა"

სამი ზე არსება


გავაგრძელოთ? smile.gif
Untitled_11
LAIRA

girl_witch.gif
LAIRA
QUOTE(ანა @ Nov 17 2011, 12:23 AM) *
LAIRA

girl_witch.gif


:მე სოფელმან მომაშორვა , უკეთესსა ჩემსა მზესა"

ანუ

"...ჩემ სამ ზესა"

ჩემ სამ-ზე ნათელს სოფელმან მომაშორვაო,აცხადებს.
გარდა ყოველივე ზემო მოყვანილისა რუსთველი ახსენებს : მირონს,ხარებას,მოციქულს,ასე მაგალითად :

სტრ.72 :

"დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი".

ანუ "....ნაზარდის ოსანი"

სიტყვა "ნაზარ" როგორც ცნობილია ნიშნავს ყვავილს და ნაზარეველი იყო ქრისტე ,ოსანას შეძახილით ხვდებოდნენ იერუსალიმში.

სტრ 377 :

"სჯობს საყვარელსა უჩვენე საქმენი საგმირონია"

ანუ

"..საგ მირონი"

შეიძლება გაგებულ იქნას როგორც მირონის გასაგი საქმე.

სტრ. 324 :


"ფარსადან დაჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა."

აქ ნაჩვენებია , რომ ფარსადანმა იზეიმა ხარება დღე.

სტრ. 791 :

"წაგიკითხავს , სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ წერენ? "

აქედან ჩანს , რომ რუსთველი ყურადღებას სიყვარულზე ამახვილებს,რომელიც ღმერთთან მიახლების ერთადერთი გზა არის smile.gif


სტრ.821 :

"სად წაჰხე და სად დაჰკარგენ სინათლისა ეგე სვეტნი ? "

სვეტი ნათელი საყოველთაოდ ცნობილია

სტრ.1184:

"სხვაგან არის სხვაგან ფრინავს,გონება უც ვითა ტრედი"

ცნობილია , რომ სულიწმინდა მტრედის სახით მოჩანდა წმინდანებთან.ბასილი დიდი,კაბადოკიელი ასე იხილა ეფრემ ასურმა.

ნათლად ჩანს რომ რუსთაველი ვეფხისტყაოსნით მკაფიოდ გადმოგვცემს ქრისტიანულ მრწამსს :

სტრ.836:

"ერთ არსებისა ერთისა მის უჟამოსა ჟამისად" ანუ "...ერთი სამის..."

ამის მიხედვით სამების ერთარსებობა ნათელია.რუსთველი ძეს პირდაპირაც ახსენებს:

სტრ.47

"მეფე სწვრთის : მამა ყოველი ძისაგან ითავსებოდა"

აქ მამა - ღმერთი , ყოველი - სულიწმინდა , ძე - ქრისტე ერთ არსს წარმოადგენს smile.gif






Untitled_11
ავნერვიულდი kos.gif
LAIRA
QUOTE(ანა @ Nov 17 2011, 12:57 AM) *
ავნერვიულდი kos.gif

kiss1.gif
ხვალ გავაგრძელოთ
კიდევ ბევრი რამის თქმა მინდა
kate
visama vritti pranayama
QUOTE(visama vritti pranayama @ 16th November 2011 - 02:02 PM) *
ნახე, თუ ოქრო რასა იქმს კვერთხი ეშმაკთა ძირისა!
ვა, ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა,
დღეიდ სიკვდილმდის სიხარბე შეაქმნევს კბილთა ღრჭენასა
შესდის და გასდის, აკლია ემდურვის ეტლთა რბენასა
კვლა აქა სულსა დაუბამს დაუშლის აღმაფრენასა.

1. ტაეპი. მატერიალური სურვილი - ოქრო.
2. ტაეპი. მატერიალური სურვილი, რომელიც არადოეს მოგცემს ლხენას.
3. ტაეპი. ადამიანი სიკვიდალმდე დაკავებულია ამ მატერიალური სურვილებით.
4. ტაეპი. ერთს აისრულებს - მეორე უნდა...თუ ვერ აისრულა...ემდურის კაცობრიობას, დროებას, ღმერთსაც სავარაუდოდ (ეტლთა რბენასა)
5. ტაეპი. "კვლა აქა სულსა დაუბამს" - მანამ სანამ არსებობს ეს მატერიალური სურვილი ადამიანში... კვლავ აქ იქნება სული დაბმლული!!! ანუ კვლავ დაიბადები!!! ეს კი რეინკარნაციაა "დაუშლის აღმაფრენასა" - ამის განმარტება ზედმეტად მიმაჩნია

ძალიან საინტერესოა, და მე მგონი ისაა, რასაც ბევრი ჩვენთაგანი ეძებს ვეფხისტყაოსანში და ვერ უპოვია. იმედია გააგრძელებ smile.gif
Existence
QUOTE(visama vritti pranayama @ 16th November 2011 - 03:01 PM) *
ქართულ სულიერ სამყაროს ორი ტიტანი ჰყავს ვაჟა და რუსთაველი....


გეთანხმები.... დანარჩენი პაპასავიკები არიან .. გამონათებებით
Untitled_11
LAIRA

ვარდის ფურცლობის ნიშანი.. დღეს ხვალაა და გელი smile.gif
LAIRA
QUOTE(ანა @ Nov 17 2011, 06:13 PM) *
LAIRA

ვარდის ფურცლობის ნიშანი.. დღეს ხვალაა და გელი smile.gif

წუხანდელი უძილო ღამის შედეგი
ძალიან მეძინება და დღესაც ვერ დავჯექი გულიანად
კიდევ გადვადოთ და ხვალ დავდებ რამოდენიმე ფურცელს კიდევ smile.gif))))
visama vritti pranayama
LAIRA
"იტყვის :"ჰე მზეო,ვინ ხატად გთქვეს მზიანისა ღამისად,
ერთ-არსებისა ერთისა,მის უჟამოსა ჟამისად,
ვინ გმორჩილებენ ციერნი ერთის იოტის წამისად,
და ბედსა ნუ მიცვლი,მიაჯე,შეყრამდის ჩემად და მისად".


ამ სტროფის მეორე პწკარი შეიძლება წაკითხულ იქნას როგორც:

"ერთ არსებისა ერთ-სამ ის უჟამოსა ჟამისად
"

სიმრთლე გითხარათ...სამი საიდან განჩნდა ჩემთვის გაუგებარია...სიამოვნებით წავიკითხვ თქვენს განმარტებას ამის შესახებ.

"მე სოფელმან მომაშორვა ,უკეთესსა ჩემსა მზესა"

ანუ

"ჩემ სამ ზესა


შთაბეჭდილება რჩება...სიტყვით თამაშია...ჩემის აზრით კი აქ შემდეგი აზრია (მე ამ სოფელმა...სურვილება...მომაშორა უფრო დიდ რამეს უკეთესს ვიდრე ეს სოფელია ანუ ჩემს მზეს...ანუ ნათელს)

სტრ 377 :

"სჯობს საყვარელსა უჩვენე საქმენი საგმირონია"

ანუ

"..საგ მირონი"

შეიძლება გაგებულ იქნას როგორც მირონის გასაგი საქმე.


გადამეტებულად მეჩვენება ესეც...1) მირონი, მხოლოდ ქრისტიანებითვის არაა. 2) საყვარელი ამ შეთხვევაში ითველბა მიზანი...მიზანი კი ღმერთია...ანუ უჩვენე უფალს საქმენი საგმირონი,რომ დაამარცხე გრძნობები, რომელბიც გიშლიან შენ სულიერ ზრდაში

სტრ. 324 :


"ფარსადან დაჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა."

აქ ნაჩვენებია , რომ ფარსადანმა იზეიმა ხარება დღე


აბსურდად მეჩვენება.


სტრ.821 :

"სად წაჰხე და სად დაჰკარგენ სინათლისა ეგე სვეტნი ? "

სვეტი ნათელი საყოველთაოდ ცნობილია


ნათელი და სვეტი...სხვა რელიგებს და ურელიგიო ადამიანებსაც ააქვთ.
LAIRA
QUOTE(visama vritti pranayama @ Nov 19 2011, 12:04 AM) *
LAIRA
"იტყვის :"ჰე მზეო,ვინ ხატად გთქვეს მზიანისა ღამისად,
ერთ-არსებისა ერთისა,მის უჟამოსა ჟამისად,
ვინ გმორჩილებენ ციერნი ერთის იოტის წამისად,
და ბედსა ნუ მიცვლი,მიაჯე,შეყრამდის ჩემად და მისად".


ამ სტროფის მეორე პწკარი შეიძლება წაკითხულ იქნას როგორც:

"ერთ არსებისა ერთ-სამ ის უჟამოსა ჟამისად
"

სიმრთლე გითხარათ...სამი საიდან განჩნდა ჩემთვის გაუგებარია...სიამოვნებით წავიკითხვ თქვენს განმარტებას ამის შესახებ.

"მე სოფელმან მომაშორვა ,უკეთესსა ჩემსა მზესა"

ანუ

"ჩემ სამ ზესა


შთაბეჭდილება რჩება...სიტყვით თამაშია...ჩემის აზრით კი აქ შემდეგი აზრია (მე ამ სოფელმა...სურვილება...მომაშორა უფრო დიდ რამეს უკეთესს ვიდრე ეს სოფელია ანუ ჩემს მზეს...ანუ ნათელს)

სტრ 377 :

"სჯობს საყვარელსა უჩვენე საქმენი საგმირონია"

ანუ

"..საგ მირონი"

შეიძლება გაგებულ იქნას როგორც მირონის გასაგი საქმე.


გადამეტებულად მეჩვენება ესეც...1) მირონი, მხოლოდ ქრისტიანებითვის არაა. 2) საყვარელი ამ შეთხვევაში ითველბა მიზანი...მიზანი კი ღმერთია...ანუ უჩვენე უფალს საქმენი საგმირონი,რომ დაამარცხე გრძნობები, რომელბიც გიშლიან შენ სულიერ ზრდაში

სტრ. 324 :
"ფარსადან დაჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა."

აქ ნაჩვენებია , რომ ფარსადანმა იზეიმა ხარება დღე


აბსურდად მეჩვენება.


სტრ.821 :

"სად წაჰხე და სად დაჰკარგენ სინათლისა ეგე სვეტნი ? "

სვეტი ნათელი საყოველთაოდ ცნობილია


ნათელი და სვეტი...სხვა რელიგებს და ურელიგიო ადამიანებსაც ააქვთ.

აა თქვენ ჩემი გგონისათ ეს დასკვნები?
ცდებით )))
გადმოვიწერე
მე მესაინტერესოება და თქვენი არ ვიცი
LAIRA
visama vritti pranayama
QUOTE(visama vritti pranayama @ 19th November 2011 - 12:04 AM) *
ნათელი და სვეტი...სხვა რელიგებს და ურელიგიო ადამიანებსაც ააქვთ.

რა თქმა უნდა აქვთ
რელიგია და მიკერძოება არაფერ შუაშია.
ტენდენციური მიდგომებისგან ძალიან შორს ვარ
LAIRA
ცოტას კიდევ გადავწერ
რაც მე ძალიან საინტერესოდ მიმაჩნია გაგიზიარებთ )))


LAIRA
ახლა გამახსენდა მარგალიტებზე
ვწყვეტ წერას.
td.........
visama vritti pranayama
მარტივად და გასაგებად წერთ და ისეთი გრძნობა რჩება, ჰოო! აქამდე როგორ ვერ ვხედავდი! smile.gif) გააგრძელეთ! smile.gif)

მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი სკოლაში ვეფხისტყაოსნის იმ ფორმით სწავლებისა, როგორც ჩვენთან ხდებოდა.. ბავშვებს არაფერი რჩებოდათ თავში გარდა უსიამოვნო მოგონებებისა.smile.gif ნუ უმეტესობასsmile.gif
td.........
ძალიან დიდი დრო გავიდა იმის მერე, რაც სკოლა დავამთავრე და შოთას მივუბრუნდიsmile.gif
kate
LAIRA
"მარგალიტებს" რაც შეეხება, ყველა ნაწარმოებში შეიძლება მათი პოვნა, თუ მაგ კუთხით მივუდგებით, მითუმეტეს ისეთ მასშტაბურში, როგორიც ვეფხისტყაოსანია, თან ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია, რატომ უნდა გადაემა და დაეშიფრა ქრისტიანული შეხედულებები?!
მეორე მხვრივ, ვეთანხმები td.... ს, visama vritti pranayma-ს მიერ შემოთავაზებული განმარტებები, იმდენად გასაგები და მისაღებია, მართლა თითქოს იმას გაძლევს რასაც ეძებდი როცა გინდოდა გაგეგო ვეფხისტყაოსნის გენიალურობა, მე პირადად ვერ მივაგენი, ვიცი. რადგან როცა მთელი ბავშვობა გიმეორებენ რაღაცის გენიალობას და ზედაპირზე ვერაფერს ისეთს განსაკუთრებულს ვერ ხედავ, აღარ ენდობი (ისე ეს ჩემს, თაობას უფრო ეხება). ახლა კი, მართლა ძალიან მომინდა გადავიკითხო, და ველოდები ახალ განმარტებებს smile.gif
LAIRA
QUOTE(kate @ Nov 19 2011, 07:39 PM) *
LAIRA
"მარგალიტებს" რაც შეეხება, ყველა ნაწარმოებში შეიძლება მათი პოვნა, თუ მაგ კუთხით მივუდგებით, მითუმეტეს ისეთ მასშტაბურში, როგორიც ვეფხისტყაოსანია, თან ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია, რატომ უნდა გადაემა და დაეშიფრა ქრისტიანული შეხედულებები?!
მეორე მხვრივ, ვეთანხმები td.... ს, visama vritti pranayma-ს მიერ შემოთავაზებული განმარტებები, იმდენად გასაგები და მისაღებია, მართლა თითქოს იმას გაძლევს რასაც ეძებდი როცა გინდოდა გაგეგო ვეფხისტყაოსნის გენიალურობა, მე პირადად ვერ მივაგენი, ვიცი. რადგან როცა მთელი ბავშვობა გიმეორებენ რაღაცის გენიალობას და ზედაპირზე ვერაფერს ისეთს განსაკუთრებულს ვერ ხედავ, აღარ ენდობი (ისე ეს ჩემს, თაობას უფრო ეხება). ახლა კი, მართლა ძალიან მომინდა გადავიკითხო, და ველოდები ახალ განმარტებებს smile.gif

ქალბატონო ქეით
პატივისცემით ვარ განმსჭვალილი თქვენს მიმართ და მგონია რომ თქვენგან ბერი რამის სწავლა და გაგება შეიძლება და გიფასებთ თქვენს არსებობას ამ ფორუმზე.
ერთ რამეს ვამჩნევ აქ.ყოველი აზრი მაშინვე აღიქმება საწინააღმდეგო შეხედულებად და განსაკუთრებით თუ ეს ქრისტიანობას ეხება.მე ეს შთაბეჭდილება მაქვს დარჩენილი ამ ფორუმზე და თუ ასე არაა მაშინ მომიტევეთ.
მესმის რომ ბვევრი რამ იცით ბევრიც წაგიკითხავთ და ვხვდები რომ რასაც ამბობთ არაა საფუძველს მოკლებული.სამწუხაროდ ჩემი შინაგანი ხმის მიხედვით,ამას ნამდვილად არ ვაპირებ ყვეალფერი ვიკითხო რაც არ მეინტერსება,და თუ მეინტერესება მოკრძალებულად წარმოგიდგენთ ჩემს შეხედულებას,რომელსაც არამც და არამც თავს არ მოგახვევთ,ასევე სხვის შეხედულებებს მე არ დავუწყებ "სისულელეას"იარლიყის მირტმას და ამ მდაბიური ჟესტიც არ ვეცდები საკუთარი რეიტინგის (თუკი საერთოდ არის აქ ასეთი რამ)გამყარებას.
მე არ მესმის რატომ უნდა თქვათ ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია იმაზე,რაც სიღრმისეულად არ გესმით.(მესმის ეს თქვას რუსთვევლოლოგმა ან კომპეტენტურმა პირმა).
თქვენ ალბად როცა ამას წერდით არ გაგახსენდათ რომ იერუსალიმში,მონასტერში აღესრულა რუსთველი და არსებობს ცნობები რომ ის იყო საეკლესიო მოღვაწე.
მე რასაკვირველია არ ვეთანხმები და ეჭვი მეაპრება ზოგადად ბევრ რამეში რაც ამ ფორუმზე წამიკითხავს ,მაგრამ არც მომივა აზრად აქ ვარკვიო ტყუილ მართალი,დრო მოვა და თავად გაარკვევს ფატების და მოვლენების სიზუსტეს.

მოკლედ დამოკიდებულებებს როცა დაიწმინდავთ განსხვავებული და გნებავთ თამამი აზრების მიმართ,მერე ვიმსჯელოთ ამაზე.
სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა დიდი არაფერი.
რატომღაც კი მგონია რომ ზუსტად ის აინტერესებთ ხოლმე ყველაზე მეტად, რასაც ესოდენ გააფთრებული რეაგირებით ხვდებიან.
smile.gif)))))))
kate
LAIRA
მე ვეფხიტყაოსანს ისე კარგად არ ვიცნობ, რომ თავს უფლება მივცე ვიკამათო. ჩემს პოსტს კი, არაფერი არ ქონდა მართმადიდებლობის და მითუმეტეს, პირადად შენი საწინააღმდეგო smile.gif, ჩემო კარგო. უბრალოდ მართლა არ მესმის, რაში უნდა დაჭირვებოდა მართმადიდებელ შოთა რუსთაველს მართმადიდებლურ ქვეყანაში, ასე მწარედ შეენიღბა და დაემალა მართმადიდებლური შეხედულებები, ამისათვის ვინ უსაყვედურებდა?! - ეს არის მხოლოდ.
LAIRA
QUOTE(kate @ Nov 19 2011, 09:01 PM) *
LAIRA
მე ვეფხიტყაოსანს ისე კარგად არ ვიცნობ, რომ თავს უფლება მივცე ვიკამათო. ჩემს პოსტს კი, არაფერი არ ქონდა მართმადიდებლობის და მითუმეტეს, პირადად შენი საწინააღმდეგო smile.gif, ჩემო კარგო. უბრალოდ მართლა არ მესმის, რაში უნდა დაჭირვებოდა მართმადიდებელ შოთა რუსთაველს მართმადიდებლურ ქვეყანაში, ასე მწარედ შეენიღბა და დაემალა მართმადიდებლური შეხედულებები, ამისათვის ვინ უსაყვედურებდა?! - ეს არის მხოლოდ.

თუ რაში ჭირდებოდა მე მაქვს ამის შესახებაც გარკვეული ინფორმაცია,მაგრამ რამდენად ზუტად გადმოვცემ არ ვიცი,რადგან არ გამაჩნია კომპეტენტური პირების მიერ დასაბუთებული მოსაზრებები,ზემოთ ჩემს მიერ დაწერილისგან განსხვავებით.
მოკლედ რომ ვთქვათ მართლმადიდებლობის ასეთი გაგებაა,საეკლესიო ანუ საერო,სახალხო,რაც უნდა სცოდნოდა მასებს და ემართათ მასები და სამონასტრო,დაფარული,მხოლოდ ბერებისთვის ხელმისაწვდომი,ფარული,რადგან იმდენად საიდუმლო იყო ეს ცოდნა,ყოვლისმომცველი,გლობალუ
რი რომ ჩვეულებრივი ადამანები ამის გაგებას ვერ შეძლებდნენ.
ზუსტად ეს ინფორმაციაა გადმოცემული იქ.რაც იყო დაფარული,თავისი რეინკარნაციებით და ყველაფრით რასაც ეზოთერიკები ზოგადად განიხილავთ smile.gif))))
LAIRA
QUOTE(earth @ Nov 19 2011, 11:52 PM) *
LAIRA

Internet Cоntraband-მა შენიშვნა მიიღო და ბანი დაედება თუ გაიმეორა. ამიტომ შენზე ნუ იმოქმედებს ეს მოვლენა wink.gif

მადლობთ ))))
visama vritti pranayama
LAIRA
kate
td.........

კეთილო ხალხნო smile.gif

სულიერება - ყველა რელიგიას მოერგება...
რელიგია კი - სულიერების მხოლოდ გამოვლინებაა.

"ვეფხისტყაოსანი" იმდენად წმინდაა, სათუთი და ყოვლისმოცველი, რომ ნებისმიერ რელიგიას მოერგება და მიუდგება. ამით იმის თქმა მინდა, რომ როდესაც ადამიანი არის მართმადიდებალი, ის ჭეშმარიტებას დაინახავს მართმადიდებლური გადმოსახედიდან...როდესაც ადამიანი არის ბუდისტი, ის ჭეშმარიტებას დაინახავს ბუდისტური გადმოსახედიდან smile.gif

რამოდენიმე ადამიანი სპილოს სხვადასხვა ადგილზე მოჰკიდებენ ხელს, ერთი ფეხში, ერთი ხელში, ერთიც ხორთუმში და შემდეგ დაობენ თუ რომელმა მათგან წაავლო ხელი ნადვილ ჭეშმარიტებას...სინამდვილეში მათ ხომ ერთ სპილოს ჩაავლეს ხელი?

ამით მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ადამიანი, როგორიც არის, რა კუთხითაც მიუდგება, ისე ხედავს სპილოს, ჭეშმარიტებას და ეს დასაგმობი სულაც არ არის...

მე ერთი ადამიანი ვარ რელიგიისგან თავისუფალი და "სპილოს", "ვეფხისტყაოსანს", "ჭეშმარიტებას" ჩემებური თვალით შევხედე... და ამოვიკითხე შემდეგი "მე არ ვეძებ რელიგიას, მე ღმერთს ვეძებ"


LAIRA

კეთილო ლიარა smile.gif მე არ ვებრძვი არც ერთ რელიგიას...რაღათქმა უნდა არც ქრისტიანობას smile.gif

მე უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთვი თქვენს მოტანილ განმარტებეზე და ჩემი აზრიც თქვენს მიერ დადებულ მაგალითებზე, თუ არ გეთანხმებით ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ან თქვენ, ან რომელიმე რელიგიას ვებრძვი...თუ ჩემს დასკვნებს აკლდა სინაზე ვარდისა...ნუ მიწყენთ smile.gif

ნუ შეგაშინებთ არ გავნებთ
მთიდან ყვირილი ხარისა

LAIRA
visama vritti pranayama
არ მიხსენებია ბრძოლა არსად და არც მიფიქრია.ეგ რომ მეფიქრა ამ თემაში ერთ სიტყავსაც კი არ დავწერდი,რადგან მიმაჩნია რომ რასაც დაცვა არ ჭირდბა იქ დამცველები ზედმეტია.
QUOTE(visama vritti pranayama @ 21st November 2011 - 10:26 PM) *
"ვეფხისტყაოსანი" იმდენად წმინდაა, სათუთი და ყოვლისმოცველი, რომ ნებისმიერ რელიგიას მოერგება და მიუდგება.

თქვენ ალბათ უნდა გაითვალისწინოთ ერთი გარემოება,"ვეფხისტყაოსანი" დაწერა სასულიერო პირმა რომელიც ქრისტეს უკანასკნელი მოსვლის შემდგომ მიმართული გზის მიმდევარია (ალბათ იცით რომ მართლმადიდებლობას არ გადაუხვევია არასოდეს მოციქულთა სწავლებისთვის).ამდენად იგივე სიტყვები შეიძლება ითქვას ბიბლიაზეც და იყენებენ კიდეც ამ წიგნს მოწმედ მრავალი სექტები,მაგრამ ბევრ მათგანში არაა ჭეშმარიტება,ამიტომ ეს საკითხი სიფრთხილით მიდგომას მოითხოვს და არა ზედაპირულ და ზერელე დამოკიდებულებას,
QUOTE(visama vritti pranayama @ 21st November 2011 - 10:26 PM) *
"მე არ ვეძებ რელიგიას, მე ღმერთს ვეძებ"

მისასალმებელია ნამდვილად და ყურადღებით წავიკითხე თქვენი პოსტები და მეამა smile.gif კარგად გიფიქრიათ,მაგრამ იქნებ მოუსმინოთ სხვის ნაფიქრსაც,იქნებ მეტი რამ იპოვოთ და აღმოაჩინოთ?
ამდენად მე რაც მესათუთება ამ ნაწარმოების მიმართ დავწერ და თქვენ რაც გესათუთებათ ის დაწერეთ,ნამდვიალდ არ ვიქნები თქვენი კრიტიკოსი მე ))))
kate
visama vritti pranayama
QUOTE(visama vritti pranayama @ 21st November 2011 - 02:26 PM) *
მე ერთი ადამიანი ვარ რელიგიისგან თავისუფალი და "სპილოს", "ვეფხისტყაოსანს", "ჭეშმარიტებას" ჩემებური თვალით შევხედე... და ამოვიკითხე შემდეგი "მე არ ვეძებ რელიგიას, მე ღმერთს ვეძებ"

smile.gif
უბრალოდ, არ ვიცი რა ვთქვა smile.gif
visama vritti pranayama
LAIRA

ძალიან მოხარული ვარ smile.gif თქვენი განმარტებიდან, მოგისმინეთ, წავიკითხე და ახალიც გავიგე. მიხარია თუ არ მიწყინეთ. დიდი სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს შემდგომ განმარტებეს...

ჰომ...მართლა არ დაგავიწყდეთ... ის რაც უბრალო და ბუნებრივია...

საცა სიმართლე ღაღადებს,
იქვეა აზრთა ცდომაცა. smile.gif
visama vritti pranayama
თქვენის ნებართვით გავაგრძელებ... კიდე ერთს მცირედ მონაკვეთს, რომელზედაც ფიქრზე ძალზედ დიდი დრო გავლიე. და მცირედ პარარელს მოგვიანებით გადავატყდი. თვითონ სტროფი...რაღაც მასში დაფარულის გარეშე...დიადია და ერთ-ერთი საუკეთესო...მაგალითი, მათთვის ვინც რომელ გზაზეა.

კაცო, ძალსა ნუ იქადი, ნუცა მოჰკვეხ ვითა მთრალი!
არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღმერთის ძალი!
დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაპერწკალი,
ღმერთი გფარავს, სწორედ გაჰკვეთს, შეშა ვის ჰკრა, თუნდა ხმალი
.


I ტაეპი. კაცო, ძალსა ნუ იქადი, ნუცა მოჰკვეხ ვითა მთრალი!

1) როგორც ზემოთ ვახსენე, აქ ეზოთერული თვასაზრისის გარეშეც დიადი აზრია...კაცო ფიზიკურ ძალას ნუ იქქადიო. 2) კაცო...ნუ იქქადი შენს შინაგან ძალებს, რომელიც სულიერაბასთანაა დაკავშირებული... (სულიერი პიროვნებების...ზებუნებრივი შესაძლებლებებზე ყველამ კარგად ვიცით)

II ტაეპი. არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღმერთის ძალი!

1) ფიზიკურ.მატერიალური თვალსაზრისით, ეს ტაეპი ჩემს განხილვას არ საჭიროებს. 2) შინაგანი ძალები...თუ საკუთარ ინტერესებს მოახმარე, არ ივარგებს...შინაგანი ძალები, რომელიც ღმერთის წყალობაა და მასვე უნდა დაუკავშირო.

III ტაეპი. დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაპერწკალი

1) უდიდესი შედარება!... აზრით - დიდი ძალების დაკარვა...მცირედი "სურვილით" ან "ნაპერწკალით" ხდება...2) და ამავე აზრის ამოტრიალებული ვარიანტი! სწავლება - დიდი "ვნებების", "სურვილების" (ანუ ხე) დაძლევა... მცირედით იწყება...

IV ტაეპი. ღმერთი გფარავს, სწორედ გაჰკვეთს, შეშა ვის ჰკრა, თუნდა ხმალი

ყველაზე "საპრობლემო" ეს ადგილი იყო...

მე...უბრალო მოკვდავს...გზაზე დამხვდა...ყაჩაღი. მე არ ველოდები ღმერთის დახმარებას და ვიცავ თავს...ვიქნევ ხელს - ფეხს.
წინ წასულს...რომლსაც თავისი ინტერესები არ გააჩნია, რომელიც თავისთვის ხელ-ფეხს აღარ იქნევს... მასში უკვე ღმერთის ძალა იჩენს თავს...და თვითოვე წყვეტს "შეშა ვის ჰკრა, თუნდა ხმალი"

მცირედ პარალერს კი აქვე შემოგთავაზებთ... "შივა და თავის მეოღლე დასავენებლად იყვნენ...უცვად შივამ მეოღლეს უთხრა: უნდა დაგტოვო, რათა ჩემი მაძიებელი საფრთხეშია და ვიხსნაო... და შივაც გაემართა დასახმარებლად... უკავე კი მალე მობრუნდა...მეოღემ ჰკითხა: შივა ასე მალე რად მობრუნდიო? შივამ უპასუხა... მაძიებელმა თვითონ დაიწყო ხელისა და ხმლის ქნევაო smile.gif

სანამ" შენი-ჩემი" არსებობს..ხელ-ფეხი დასაცავად უნდა იქნიო...
როცა " შენი-ჩემი" ქრება...ის მოქმედებს შენში და სწორედ გაჰკვეთს "შეშა ვის ჰკრა, თუნდა ხმალი"

smile.gif
td.........
smile.gif
Qocho
visama vritti pranayama
good.gif

ამ თემის მერე გამიჩნდა ინტერესი მეც გადამეხედა ვეხსიტყაოსნისთვის. ადრე წავიკითხე თავი რომელიც ასტროლოგიას ეხებოდა, მაგრამ დეტალებამდე არ ჩავყევი, ახლა უკეთ მივხვდი რაღაც რაღაცეებს smile.gif
ამ თავში კარგადაა გადმოცემული პლანეტათა ენერგეტიკა და მათი გავლენა ადამიანებზე. უბრალოდ 2 სიტყვით დავწერ ამაზე და პარალელებს თქვენთვითონ ძალიან მარტივად გაავლებთ: wink.gif

მო,ზუალო, მომიმატე ცრემლი ცრემლსა, ჭირი ჭირსა,
გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ხშირსა,
შემომყარე კაეშანი, ტვირთი მძიმე, ვითა ვირსა,
მას უთხარ, თუ: "ნუ გასწირავ, შენია და შენთვის ტირს


პლანეტა ზუალი იგივე სატურნია, რომელიც წინაღობას ქმნის და სჯის ადამიანს.

ჰე მუშთარო, გეაჯები შენ, მართალსა ბრჭესა, ღმრთულსა,
მო და უყავ სამართალი, გაებრჭობის გული გულსა;
ნუ ამრუდებ უმართლესსა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა!
მართალი ვარ, გამიკითხე! რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა?


მუშთარი კი იუპიტერია, რომელიც წარმატების, სამართლიანობის პლანეტაა.

მოდი, მარიხო, უწყალოდ დამჭერ ლახვრითა შენითა,
შე-ცა-მღებე და შემსვარე წითლად სისხლისა დენითა,
მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი, მას გააგონენ ენითა,
რაგვარ გასრულ ვარ, შენ იცი, გული არღარას ლხენით-ა.


არიხი-მარსი, ყველაზე აგრესიული პლანეტა. პირდაპირ კავშირშია ადამიანის სხეულზე ჭრილობასთან.


მოდი, ასპიროზ, მარგე რა, მან დამწვა ცეცხლთა დაგითა,
ვინ მარგალიტსა გარეშე მოსცავს ძოწისა ბაგითა;
შენ დააშვენებ კეკლუცთა დაშვენებითა მაგითა,
ვისმე ჩემებრსა დააგდებ, გაჰხდი ცნობითა შმაგით


ასპიროზი ვენერაა, ყველაზე დადებითი ენერგეტიკის პლანეტა, იარების მოშუშებას ავთანდილი ვენერას სთხოვს.
ვენერა სილამაზის პლანეტაა - ''შენ დააშვენებ კეკლუცთა დაშვენებითა მაგითა'
'

ოტარიდო, შენგან კიდე არვის მიგავს საქმე სხვასა:
მზე მაბრუნვებს, არ გამიშვებს, შემიყრის და მიმცემს წვასა;
დაჯე წერად ჭირთა ჩემთა, მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა,
კალმად გიკვეთ გაწლობილსა ტანსა, წვრილსა ვითა თმასა
.

ოტარიდი-მერკური. აქ აღწერილი ისიცაა რომ მერკური ყველაზე ახლოსაა მზესთან, და მის გარშემო ბრუნავს. ჰელიცენტრული მზის სისტემაა ნაგულისხმევი. ohmy.gif
ენერგეტიკულად მერკური, კომუნიკაციის პლანეტაა, მართავს ცნობიერის ქვედა ნაწილს. ავთანდილი თავისი ტკივილის ფურცელზე გადმოტანას სწორედ მერკურის სხოვს ohmy.gif


ვხვდები ბევრად დიდი შინაარსი დევს ამ და სხვა სტროფებში რომელსაც ჯერ ვერ ვხვდები...
tikoroma
Qocho
გურამ ფანჯიკიძეს აქვს ვრცელი წერილი რუსთაველის ასტრონომიულ ცოდნაზე, წაკითხული მაქვს ადრე.
earth
kate
QUOTE(kate @ 21st November 2011 - 11:54 PM) *
უბრალოდ, არ ვიცი რა ვთქვა

ის რომ სასიხარულოა ასეთი პიროვნება რომ შეემატა ჩვენს ფორუმს visama vritti pranayama-ს სახით smile.gif

Internet Cоntraband
რეალურად არანაირი განსაკუთრებული მხატვრულ ღირებულება ვეფხისტყაოსანს არა აქვს. უბრალოდ, ძალიან დიდია!
ვეფხისტყაოსანი - მართლმადიდებლობასთან ერთად ქართველებისთვის მოჩვენებით ღირებულებებს წარმოადგენს. ჩვენ დიად ეპოქაში ვცხოვრობთ.(ყალბი ფასეულობების ნგრევის ეპოქაში.)ახლა ნგრევის დროა! დაანგრიეთ სტერეოტიპები, გათავისუფლდით მათგან!
visama vritti pranayama
Qocho

ძალიან საინტერესოდ ჩამოაყალიბეთ!!!

earth

დიდი მადლობა smile.gif
Existence
visama vritti pranayama

ხშირად პოსტე ხოლმე რა wink.gif .. რა მოგივა.... )))

ხო ...არამარტო ამ თემაში რა ! biggrin.gif
earth
ვეთანხმები Existence -ს smile.gif
visama vritti pranayama
Existence
earth

დიდი მადლობა smile.gif

განვიხილოთ ერთი მონაკვეთიც...მასში რამოდენიმე აზრია გაბნეული და ყველას შემოგთავაზებთ შეძლებისდაგვარად.

ვა, სოფელო, რას შიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა!
ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!
სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა!
მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა შენგან განაწირსა.


I ტაეპი. ვა, სოფელო, რას შიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა!

1)(სოფელი - ილუზია - სურვილი) ვინც თავის თავის შემეცნების გზას ცოტათი მაინც დაადგება მას წინ ეღობება "დაბრკოლება" სახელად ილუზია. შედეგად ილუზიის და სურვილის ზნეს შეუძლია ადამიანის ზრდა შეაფერხოს. 2) რას გვაბრუნებ - როგორც ილუზიას - ისევე სურვილს შეუძლია ადამიანის უკან მობრუნება - კარმა.

II ტაეპი. ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!

ეს კანონი ყველასთვის ერთიაო.

III ტაეპი. სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა!

აქ თავისუფლად მოვა აზრი ბედის შესახებ, კარმის შესახებ. "სოფელი", რომელიც (სად წაიყვან სადაურსა) დღეს აქ გავიშვებს ხვალ იქ.

IV ტაეპი. მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა შენგან განაწირსა

თავის ულამაზესი ადგილი...აქ კი გამიჯვნა ხდება ღმერთისა და სოფლისა. ღმერთი არ სჯის ადამიანს - ეს "სოფლის" კარმის კანონი მოქმედებს ადამიანზე. კი არ გწირავენ - გასწავლიან. (აქ დამატება მინდოდა, აზრისა, თუმცა შეიძლება არაობიექტურობა გამომივიდეს და ამჯერზე თავს შევიკავებ)

tikoroma
გაგრძელებას ველით smile.gif
Untitled_12
ავთანდილის ლოცვას ვკითხულობდი გშნ, ყველაფერია აქ..

809
ილოცავს, იტყვის: “მაღალო ღმერთო ხმელთა და ცათაო,
ზოგჯერ მომცემო პატიჟთა, ზოგჯერ კეთილთა მზათაო,
უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო,

მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულის-თქმათაო!

ლოცვაში ეგოისტური მიწიერი სურვილების დათმობას სთხოვს ის უფალს და უწოდებს გულის თქმატა მცოდნეს.. smile.gif სურვილებზე უარის თქმა.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.