Help - Search - Members - Calendar
Full Version: გაბრიელ ბერი.
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > პიროვნებები, გაერთიანებები, სწავლებები
Pages: 1, 2
visama vritti pranayama
ვფიქრობ საინტერესო იქნება ამ დიდ პიროვნებაზე საუბარი...

ჩემთვის საინტერესოა "უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე" - ში ამოკითითხული რამოდენიმე რამ.

"აქ მხოლოდ სიყვარულია, სიყავრული და სხვა არაფერი, ადამიანი მთლიანად განუშორებლად მყოფბს ღმერთან, რაც სრული ერთობაა. გონება ჩერდება, აზრები თავიდან სრულიად ქრება და უჩინარდება, აღარც არაფერს ფიქრობს, არამედ მხოლოდ ღმერთს ჭვრეტს და რასაც ღვთისგან ხედავს და ისმენს, მას აკეთებს და ამბობს".

"აბა, რაღა ერთობა და ღმერთთან ყოფნაა ის, როდესაც გონება მოქმედია, აზრები დიდად თუ მცირედ მყოფს შენში და გონება დაკავებულია რაიმე საფიქრალით. სრული ერთობა ღმერთთან გარდაუვალია გონების გაჩერების და აზრების გაქრობის არათუ ნაწილობრივ, არამედ სრულიად გაქრობის გარეშე."

ათასი სახელიდან ამ მდგომარეობას მედიტაციასაც უწოდებენ.

მისივე საფლავზე - ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია.
LAIRA
გაბრიელი პირველი დიდი სალოსი ბერია,რომელმაც გზა გაუხსნა საიდუმლო ცოდნას,რომელსაც ეწოდება სამონასტრო ცოდნა და არ არის ხელმისაწვდომი ყველასთვის.

მამა გაბრიელი ამბობდა
მე ძალიან ძველი სული ვარ(სულთა გადაადგილების,ხელახლა დაბადების თეორია)
მე ვეფხისტყაოსნის პერსონაჟიც ვარ
ჩემი სახელი მრავალჯერ არის ჩაწერილი ისტორიაში

საინტერესოა ვინ იყო ეს დიდი სული?

როგორც გადმოცემით ვიცით გაბრიელი როდესაც აშენებდა საკუთარ ეზოში ეკლესიას,მას ქვიშით და ცემენტით სავსე ვედროები თავისით აეწოდებოდა ხარაჩოზე.

გაბრიელი ფლობდა დროს სივრცესა და მატერიას.

http://www.myvideo.ge/?video_id=776491
მისი გასაოცარი სიმამაცის და შეუპოვრობის მაგალითი

Untitled_11
visama vritti pranayama

"ღმერთში" რას გულისხმობდა ?
ბარემ ეგეც დაწერეთ, ასე მიჭირს გააზრება, ჩემს გამოცდილ ფირებს ვერ ვუკავშირებ
tikoroma
ანა

მე არ მაქვს წაკითხული არაფერი, თუ რას ფიქრობდა იგი ღმერთზე და საერთოდ ყველაფერზე, ასე რომ სხვებისგან ველოდები ინფორმაციებს... smile.gif

მით უმეტეს, თუ მან
QUOTE(LAIRA @ 1st December 2011 - 06:45 PM) *
გზა გაუხსნა საიდუმლო ცოდნას,რომელსაც ეწოდება სამონასტრო ცოდნა და არ არის ხელმისაწვდომი ყველასთვის.

ძალიან მაინტერესებს..

ეს გაბრიელ ბერის ანდერძი.

დიდება ქრისტე ღმერთს, უწმინდესისაგან და უნეტარესისაგან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქისაგან ილიაII- ისგან ვიღებ შენდობასა და ლოცვა- კურთხევას. სამღვდელო და სამონაზვნო დასს ყველას გიტოვებთ ლოცვა - კურთხევას და შენდობა-პატიებას. ღმერთი არს სიყვარული, რომელიც რომ მე ბევრი ვეცადე, ვერ მივაღწიე ღმერთისა და მოყვასის სიყვარულს მაცხოვრის მცნებით. სიყვარულშია მთელი ადამიანის ამ ხილულ ქვეყანაზე სასუფევლის პოვნა და მარადისობაში დამკვიდრება. უკუბოვოდ, მანტიით დამმარხონ. იყავით კეთილნი და მდაბალნი, სიმდაბლესა შინა მოგვიხსენა ჩვენ უფალმა. მდაბალთა მოსცეს მადლი. ყველა დაბადებული ადამიანის წინაშე სიმდაბლით, სიკეთით და სიყვარულით იყავით. ყველას სიყვარული მიმაქვს-მართმადიდებელი ერისა და დაბადებული ადამიანისა. მიზანი სიცოცხლისა, ხილული ქვეყნისა არის სასუფევლის პოვნა და ღმერთთან მიახლოებადა მარადისობაში დამკვიდრება. და მეცა ამას გისურვებთ სულ ყველას, ლოცვა-კურთხევით დამიტოვებია, რომ არავინ დაჰკარგოს ღვთის დიდი წყალობა და ყველა ღირსი გახდეს სასუფეველში დამკვიდრებისა. არა არს კაცი სცხონდეს და არა სცოდოს. მხოლოდ მე ვარ დიდი ცოდვილი, დიდი უღირსი, დიდი უძლური, ყველას გთხოვთ მთელი სიყვარულით, ოდეს გაივლით ჩემი საფლავის გვერდით, შენდობა სთქვით დიდი ცოდვილისა, მიწა ვიყავ, მიწად მივიქეც. ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია.
tikoroma
visama vritti pranayama

ციტატა(visama vritti pranayama @ 1st December 2011 - 12:42 AM) *
"აბა, რაღა ერთობა და ღმერთთან ყოფნაა ის, როდესაც გონება მოქმედია, აზრები დიდად თუ მცირედ მყოფს შენში და გონება დაკავებულია რაიმე საფიქრალით. სრული ერთობა ღმერთთან გარდაუვალია გონების გაჩერების და აზრების გაქრობის არათუ ნაწილობრივ, არამედ სრულიად გაქრობის გარეშე."

ათასი სახელიდან ამ მდგომარეობას მედიტაციასაც უწოდებენ.

ქრისტიანულ ლიტერატურაში სხვაგანაც შემხვედრია მსგავსი ინფორმაცია (მამა პაისი თუნდაც), მით უმეტეს როცა შინაგანი დიალოგის შეწყვეტაზეა საუბარი. smile.gif ამიტომ ამ კუთხით თუ განვიხილავთ ქრისტიანულ ტექსტებს, მგონი აკრძალვა არ შეგვეხება ... smile.gif

რაც შეეხება მედიტაციას, მე უბრალოდ ვერ ვხვდები მის აზრს თუ მიზანი არ არის ღმერთთან ერთობა, სხვა რა მიზნებს ემსახურება?
(მხოლოდ სიყვარულის გაგზავნა, რაღაც ენერგიების მოზიდვა, არსებული შესაძლებლობების გაზრდა და სხვ. რაც შეიძლება რომელიმე კონკრეტული მედიტაციით მიიღწევა, - ჩემი აზრით, ეს ყველაფერი საშუალებაა ერთი დიდი მიზნის მისაღწევად, და ეს მიზანი თუ უფალთან (უმაღლესთან) მისვლა არაა, სხვა რა უნდა იყოს? (იგივე პრობლემას ვხედავ თოლია ჯონათან ლივინგსტონშიც, ეს მოთხრობა დასრულებული არაა)

ძალიან გვთხოვთ, არარელიგიურმა წევრებმა მიპასუხეთ, თუნდაც PM-ში babu.gif kiss1.gif
გრიფონი
გაბრიელ ბერი crazy.gif yes.gif
old_man
tikoroma
QUOTE
ქრისტიანულ ლიტერატურაში სხვაგანაც შემხვედრია მსგავსი ინფორმაცია (მამა პაისი თუნდაც), მით უმეტეს როცა შინაგანი დიალოგის შეწყვეტაზეა საუბარი. ამიტომ ამ კუთხით თუ განვიხილავთ ქრისტიანულ ტექსტებს, მგონი აკრძალვა არ შეგვეხება ...

რაც შეეხება მედიტაციას, მე უბრალოდ ვერ ვხვდები მის აზრს თუ მიზანი არ არის ღმერთთან ერთობა, სხვა რა მიზნებს ემსახურება?
(მხოლოდ სიყვარულის გაგზავნა, რაღაც ენერგიების მოზიდვა, არსებული შესაძლებლობების გაზრდა და სხვ. რაც შეიძლება რომელიმე კონკრეტული მედიტაციით მიიღწევა, - ჩემი აზრით, ეს ყველაფერი საშუალებაა ერთი დიდი მიზნის მისაღწევად, და ეს მიზანი თუ უფალთან (უმაღლესთან) მისვლა არაა, სხვა რა უნდა იყოს?

ძაან გამაკვირვე. ვინ გითხრა რომ მედიტაციის მიზანი ეს არ არის? smile.gif
მედიტაციის უმაღლესი მიზანი არის სწორედ ღმერთის როგორც სუფთა ენერგიის საკუთარ თავში ჩაღრმავებით აღმოჩენა და მასთან შერწყმა...
ყველა რელიგიას აქვს თავისებური მედიტაცია. ლოცვაც ქრისტიანული მედიტაციაა ფაქტობრივად, მაგრამ ამ დროს ღმერთთან კავშირი არ ხდება საკუთარ თავში ჩაღრმავების გზით, იგი სხვა პრინციპზეა...
გააჩნია ადამიანისთვის რომელი რელიგიური მედიტატიური საშუალებაა ახლო.
თუმცა, შეიძლება არც ერთ რელიგიაზე და მედიტაციაზე წარმოდგენა არ გქონდეს და შენი შინაგანიდან წამოსულით მედიტირებდე, მაგრამ მერე რომ წაიკითხო აღმოაჩინო რომ ვთქვათ ბუდას გზას მიჰყვები...ან სხვა რომელიმე სულიერ პრაქტიკას.
tikoroma
old_man
ძაან გამაკვირვე. ვინ გითხრა რომ მედიტაციის მიზანი ეს არ არის?

ჰო მაგრამ ვისაც ღმერთი არ სწამს?
old_man
tikoroma
QUOTE
ჰო მაგრამ ვისაც ღმერთი არ სწამს?

არამგონია ათეისტები მედიტირებდნენ. )))
ვისაც ღმერთის არ სწამს, იმას არც სულის არსებობის სჯერავს და არც სულიერ პრაქტიკებს აკეთებს
td.........

მამა გაბრიელი ყოველთვის მამა სერაფიმე საროველს მახსენებდა ,მ არ ვიცი რატომ.. ისიც ამბობდა უარყავით საკუთარი თავი და მოიხვეჭეთ სულიწმინდა "Отвергайтесь себя и стяжайте Духа Святого!" , ამის გარეშე უფალს ვერ შეუერთდები მთლიანად.

მქონდა ბედნიერება მამა გაბრიელი მის სიცოცხლეში გამეცნო. ჩემი ხლობელიც გადაარჩინა, და ეხლაც ყოველთვის ვგრძნობ მას. ის უდიდესი მასწავლებელი იყო და არის.
Untitled_11
დედაჩემი მამა გაბრიელის ზეთ ისვამდა და განიკურნა. თვითშთაგონება იყი პლაცებოს ეფექტი თუ მართლა სასწაული არ ვიცი.. ფაქტია განიკურნა smile.gif
და მეტი ინფორმაცია დაგედოთ იქნებ..
elli
სკოლიდან მცხეთაში ექსკურსიაზე ვიყავით და რა თქმა უნდა ყველას შარვლები გვეცვა, არც ვიცოდით მამა გაბრიელის შესახებ, მახსოვს ჩემს მეგობართან ერთი ბერი მოვიდა და ჩემს დაქალს ეუბნება: არა გრცხვენია მონაზონი შარვლით დადიხარო? იმის შემდეგ 20 წელზე მეტი გავიდფა და ის გოგო მარტლა მონაზონია
xrashuna
ძაან მიყვარს მამა გაბრიელი. დიდი სულია ნამდვილად JC_cupidgirl.gif მისი ცხოვრების გაცნობით დავიწყე სულიერ სამყაროში შემოსვლა.
vano kazbegi
მამა გაბრიელის საფლავზე ვარ ნამყოფი და საინტერესო ის არის რომ მისი საფლავი სულ სხვაა დასხივებაა.
natuka
QUOTE(davithet @ 31st December 2011 - 12:52 AM) *
მამა გაბრიელის საფლავზე ვარ ნამყოფი და საინტერესო ის არის რომ მისი საფლავი სულ სხვაა დასხივებაა.

სულ სვხა დასხიბეა რას ნიშნავს?
vano kazbegi
QUOTE(natuka @ Dec 31 2011, 01:43 AM) *
სულ სვხა დასხიბეა რას ნიშნავს?

კარგი აურაა
td.........
ციტატა
კარგი აურაა

smile.gif წარმომიდგენია თვითონ არს გიპასუხებდა ამაზე..biggrin.gifbiggrin.gif:D საკმაოდ კარგი იუმორი ჰქონდა..
LAIRA
QUOTE(td......... @ Jan 1 2012, 06:46 PM) *
smile.gif წარმომიდგენია თვითონ არს გიპასუხებდა ამაზე..biggrin.gifbiggrin.gif:D საკმაოდ კარგი იუმორი ჰქონდა..

კარგად აურ ევ შენ ო biggrin.gif
GIORGI LELUASHVILI
მოგესალმებით ყველას და პირველ რიგში მოგილოცავთ ახალ წელსsmile.gif

მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესგან!

ისე, გაბრიელის სიტყვებს მცირედ მაინც რომ გაუგო, მისი სულის უნდა იყო...
Lashapoli
QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Jan 1 2012, 10:52 PM) *
მოგესალმებით ყველას და პირველ რიგში მოგილოცავთ ახალ წელსsmile.gif

მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესგან!
ისე, გაბრიელის სიტყვებს მცირედ მაინც რომ გაუგო, მისი სულის უნდა იყო...

გიორგის გაუმარჯოს smile.gif
ამიხსენი ერთი თუ ძმა ხარ რას ნიშნავს მისი სულის??
Untitled_11
ვერც ამ "პაკაზუხა მართლმადიდებლებს " ვიტან და მითუმეტეს ვერც იმათ რომ გიმტკიცებენ თითქოს მხოლოდ ადამიანის გარკვეულ კატეგორიას შეეძლოს რაღაცის გაგება, ან მე ვდგავარ მაღალ საფეხურზეო და ის არაო.. არადა ნაკითხი ხალხია და ელემეტარულ შეცდომებს რომ უშვებენ ვერც ხვდებიან kos.gif

QUOTE
წარმომიდგენია თვითონ არს გიპასუხებდა ამაზე..biggrin.gif საკმაოდ კარგი იუმორი ჰქონდა..

მე ნამდვილ მოძღვრებს, ნამდვილ ამაღლებულ ადამიანებს ამით ვცნობ.. ყველაფერზე ხუმრობენ და არასოდეს უკითხავენ ვინმეს მორალს ან აძლევენ შენიშვნას smile.gif მყავს ასეთი ნაცნობი, თვალებში რომ ჩახედავ მიხვდები როგორ ანათებს, სასწაული ვინმეა.. და არა ისეთები, უმეტესობა როგორიცაა. დედის გინებით და ჯოჯოხეთის მუქარით რომ მოუწოდებენ სხვებს ღმერთი იწამონ და ეკლესიაში იაროან sad.gif
Untitled_11
ღმერთი არ იძლევა დიდი ნიჭს დიდი განსაცდელის გარეშე. ღმერთო ყველა იმ ზომით მოგვივლენს განსაცდელს რისი ატანაც შეგვიძლია, შესაბამისად გვეძლევა ღვთის მადლიც.

მღვდელმა ზიარებისთვის პირველად მოსული მიუხედავად მისი ცოდვების სიმძიმისა აუცილებლად უნდა აზიაროს.

ყველა უნდა გიყვარდეს, მაგრამ თუ ვერ შეძელი ყველას სიყვარული, კეთილი მაინც ყველასთვის უნდა გინდოდეს.

QUOTE
წმინდა წინასწარმეტყველების ენუქისა და ელიას ბრძოლას ანტიქრისტესთან - ტელევიზიით გადასცემენ.
??? ეს რომელი ენუქია კაცო? უცხოპლანეტელები რომ გამოეცხადნენ და ოქროსფერ ხომალდში წაიყვანეს კაპიტანთან?

დრო დიდი წყალობაა ღვთისაგან. დროში შეიძლება ადამიანი ცხონდეს. შეიძლება წარწყმდეს.

QUOTE
თუ ხედავ რაიმეს იპარავენ და არ შეგიძლია წინააღმდეგობის გაწევა, არ ჩაერიო. ილოცე ”მამო ჩვენო”. ქურდობის ცოდვას მკვლელობის ცოდვას ნუ დაამატებინებ. მოყვასზედაც იფიქრე.
Untitled_11
ოქრომჭედელი ქურაში ადნობს და დიდი ტემპერატურით ამუშავებს ოქროს. სანამ არ გაათავისუფლებს ზედმეტი მინარევებისაგან და არ მიიღებს ბაჯაღლოს, ანუ სუფთა ოქროს.

ბოლო ჟამს საქართველო გაბრწყინდება, სწორედ ეს გაბრწყინება იქნება რელიგიური აღმავლობა და არა დოლარების ფრიალი, ზოგს რომ ჰგონია. უამრავი მორწმუნე მოიყრის საქართველოში თავს. რაც კომუნისტებმა გააკეთეს, არის შესავალი და ახლა იწყება უფრო მნიშვნელოვანი. ქვეყნის დასაბამიდან ასეთი განსაცდელი არ ყოფილა დედამიწაზე, ეს არის ბოლო. წარმოიდგინე დედა, რომელსაც ხუთი შვილი ჰყავს, როგორ გამოკვებოს ეს ხუთი შვილი, თუ ბეჭედი არ მიიღო. ხედავ რამხელა მახეს უგებს ანტიქრისტე ადამიანს? თავდაპირველად იქნება ნებით, მაგრამ როცა გამეფდება და გახდება მსოფლიო მბრძანებელი, აიძულებს ყველას, რომ ეს ბეჭედი მიიღოს, ვინც არ მიიღებს ასეთ ადამიანებს გამოაცხადებს სამშობლოს მოღალატეებად და ხალხი უნდა გაიქცეს ტყეში, ათი - თხუთმეტი ერთად, ერთი და ორი ვერ გადარჩება. ასეთ ხალხს სულიწმიდა შეინახავს. რაც არ უნდა მოხდეს ღმერთის იმედი არასოდეს დაკარგო. უფალი მოგცემს სიბრძნეს როგორ მოიქცე.
Untitled_11
ადამიანი ისე უნდა ამხილო, რომ გული სიყვარულით გქონდეს სავსე.

კაცმა გზა თვითონ უნდა დაილოცოს თავისი კეთილიკ გადაწყვეტილებით. როგორც ივლი, გზაც ისეთი გექნება, ადამიანს ღმერთმა თავისუფალი ნება მისცა... მე რა უფლება მაქვს ან ასე ვთქვა, ან ისე.

td.........
smile.gif
GIORGI LELUASHVILI
Lashapoli
ციტატა(Lashapoli @ 2nd January 2012 - 02:44 AM) *
გიორგის გაუმარჯოს

გაუმარჯოს!
გილოცავ შობასsmile.gif
ციტატა(Lashapoli @ 2nd January 2012 - 02:44 AM) *
ამიხსენი ერთი თუ ძმა ხარ რას ნიშნავს მისი სულის??

მოკლედ და კონკრეტულად გეტყვი: მინიმუმ მართლმადიდებელ ქრისტიანად მაინც უნდა თვლიდე თავს, ანუ იმ აღმსარებლობის იყო, რასაც არქიმანდრიტი ატარებდა.
Lashapoli
QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Jan 7 2012, 08:52 PM) *
Lashapoli

გაუმარჯოს!
გილოცავ შობასsmile.gif
მოკლედ და კონკრეტულად გეტყვი: მინიმუმ მართლმადიდებელ ქრისტიანად მაინც უნდა თვლიდე თავს, ანუ იმ აღმსარებლობის იყო, რასაც არქიმანდრიტი ატარებდა.

ეგ შენი აზრია??
Lashapoli
QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Jan 7 2012, 08:52 PM) *
Lashapoli
!
გილოცავ შობასsmile.gif

მეც გილოცავ გიორგი, მრავალს დაეწარი.
გოგა
გამიგია რო დიდი ადამიანი ბრძანდებოდა მამა გაბრიელი..

ოფფტოპიკ:
მაგრამ აი ფეისბუქსზე შესვლა აღარ მინდა ვიღაცის მიერ გაკეთებული მამა გაბრიელის ფანპეიჯის გამო :|
GIORGI LELUASHVILI
Lashapoli
ციტატა(Lashapoli @ 7th January 2012 - 09:43 PM) *
ეგ შენი აზრია??

რატომ მეკითხები?
არ მეთანხმები, რომ ადამიანმა ადამინს რომ გაუგოს, ამისათვის რაღაც დამაკავშირებელი ძალა უნდა არსებობდეს მათ შორის?
ციტატა(Lashapoli @ 7th January 2012 - 09:44 PM) *
მეც გილოცავ გიორგი, მრავალს დაეწარი.

იცოცხლე! smile.gif

გოგა
ციტატა(Gog1ch @ 7th January 2012 - 09:57 PM) *
გამიგია რო დიდი ადამიანი ბრძანდებოდა მამა გაბრიელი..

ამბობენ, რომ XX საუკუნემ მასზე დიდი ბერი უბრალოდ არ იცის...
ციტატა(Gog1ch @ 7th January 2012 - 09:57 PM) *
მაგრამ აი ფეისბუქსზე შესვლა აღარ მინდა ვიღაცის მიერ გაკეთებული მამა გაბრიელის ფანპეიჯის გამო :|

ეცადე, რომ ყველაფერში კარგი დაინახო და იმაზე გააკეთო აქცენტი, რაც შენ სარგებლობას მოგიტანს სულიერ წინსვლაში.
ფუტკარს უნდა დაემსგავსო, რომელიც ყვავილიდან (როგორიც არ უნდა იყოს იგი) მხოლოდ კარგს იღებს.

ამას ჭკუის დარიგებად ნუ მიიღებ, ქრისტიანული რჩევაა უბრალოდsmile.gif
earth
GIORGI LELUASHVILI
QUOTE(gamocxadeba @ 7th January 2012 - 11:24 PM) *
ეცადე, რომ ყველაფერში კარგი დაინახო და იმაზე გააკეთო აქცენტი, რაც შენ სარგებლობას მოგიტანს სულიერ წინსვლაში.
ფუტკარს უნდა დაემსგავსო, რომელიც ყვავილიდან (როგორიც არ უნდა იყოს იგი) მხოლოდ კარგს იღებს.

ამას ჭკუის დარიგებად ნუ მიიღებ, ქრისტიანული რჩევაა უბრალოდ

ეს ძალიან კარგი რჩევაა smile.gif
Untitled_11
GIORGI LELUAS...

QUOTE
მოკლედ და კონკრეტულად გეტყვი: მინიმუმ მართლმადიდებელ ქრისტიანად მაინც უნდა თვლიდე თავს, ანუ იმ აღმსარებლობის იყო, რასაც არქიმანდრიტი ატარებდა.

მოდი ნიძლავი, რო არაა ასე! biggrin.gif
GIORGI LELUASHVILI
earth
ციტატა(earth @ 7th January 2012 - 11:31 PM) *
ეს ძალიან კარგი რჩევაა

გაიხარე!

ანა
ციტატა(ანა @ 8th January 2012 - 12:20 AM) *
მოდი ნიძლავი, რო არაა ასე!

აბა როგორაა შენ ამიხსენი smile.gif
Untitled_11
GIORGI LELUAS...

QUOTE
მართლმადიდებელ ქრისტიანი

მართლმადიდებელი ქრისტიანი ის არაა ვინც ჯვარს ატარებს, არც ის ვიცნ ეკლესიაში დადის და წირვებს ესწრება, არც ისაა ვინც ზეპირად იცი ცნებები და ხალში ავრცელებს.. სენ წარმოიდგინე არც ის ჯვარს რომ ატარებს და არც ის, ეკლესიური ცხოვრების წესით რომ ცხოვრობს. ეს ცნობიების მდგომარეობაა.. აზროვნების რომელიც ახლოსაა თავისუფლებასთან,გონებრივ თავისუფლებასთან და ამას კი მარკები არ სჭირდება smile.gif ასე მგონია რომ რელიგიები ბრენდებია.. მართლა, ბრენდი ხომ იცი რა არი? კოკა-კოლა და პეპსი სასმელია. სხვადასხვა ბრენდები არიან და ადამიანი ირჩევს. არადა სინამდვილეში მთავარი წყალია ორგანიზმისთვის. ხო და ამიტომ ჩემო კარგო, ეს ტერმინი "მართლმადიდებელ ქრისტიანი" ზედმეტად მეჩვენება.. ცნობიერების მდგომარეობას ნებისმიერი ეროვნები და აღმსარებლობის ადამიანი მიაღწევს თუ ჩაუღღმავდა თავს და გაიხედა ცხვირს იქით.. და მითუმეტეს, ყველას, ყველა ადამიანს აქვს უფლება იმისა რომ წაიკიტხოს და გაიაზროს გაბრიელ ბერის სიტყვები. ჩემთვის პირადად ასეა და მომიდა გამეზიარებინა შენთვისაც.. smile.gif
GIORGI LELUASHVILI
ანა
ციტატა(ანა @ 8th January 2012 - 12:50 AM) *
მართლმადიდებელი ქრისტიანი ის არაა ვინც ჯვარს ატარებს, არც ის ვიცნ ეკლესიაში დადის და წირვებს ესწრება, არც ისაა ვინც ზეპირად იცი ცნებები და ხალში ავრცელებს.. სენ წარმოიდგინე არც ის ჯვარს რომ ატარებს და არც ის, ეკლესიური ცხოვრების წესით რომ ცხოვრობს. ეს ცნობიების მდგომარეობაა..

აქამდე სწორია smile.gif
ციტატა(ანა @ 8th January 2012 - 12:50 AM) *
ასე მგონია რომ რელიგიები ბრენდებია.. მართლა, ბრენდი ხომ იცი რა არი? კოკა-კოლა და პეპსი სასმელია. სხვადასხვა ბრენდები არიან და ადამიანი ირჩევს.

ძალიან ორიგინალურად ამიხსენი, განმანათლე პირდაპირlaugh.gif
ციტატა(ანა @ 8th January 2012 - 12:50 AM) *
ხო და ამიტომ ჩემო კარგო, ეს ტერმინი "მართლმადიდებელ ქრისტიანი" ზედმეტად მეჩვენება..
მოდი აქ შევჩერდეთ...
შენ რა როგორ გეჩვენება, არც ერთი ჭეშმარიტი მართლმადიდებლისთვის მნიშვნელობის მატარებელი არ იქნება, ამიტომ უფრო ჩავუღრმავდეთ საკითხს და წმინდა წერილით თუ არა, ლოგიკურად მაინც ვიმსჯელოთ.
ჯერ გკითხავ: შენი აზრით რა არის ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა?
ციტატა(ანა @ 8th January 2012 - 12:50 AM) *
ცნობიერების მდგომარეობას ნებისმიერი ეროვნები და აღმსარებლობის ადამიანი მიაღწევს თუ ჩაუღღმავდა თავს და გაიხედა ცხვირს იქით..

ცნობიერებას და თვითჩაღრმავებას რელიგიის გარეშეც შეძლებს ადამიანი (ნუ, გარკვეულწილად მაინც).
მაგრამ მე ვსაუბრობ ღმერთის ცნობიერებასა და მის მიღწევაზე, რაც ჭეშმარიტი გზის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია.
ციტატა(ანა @ 8th January 2012 - 12:50 AM) *
მითუმეტეს, ყველას, ყველა ადამიანს აქვს უფლება იმისა რომ წაიკიტხოს და გაიაზროს გაბრიელ ბერის სიტყვები.
რათქმაუნდა, ამ უფლებას ადამიანს ვერავინ წაართმევს, მაგრამ არ გეჩვენება, რომ უხერხულია საკუთარი ცნობიერებით და აზრებით გაბრიელ ბერის სიტყვებზე ეკამათო იმავე ხარისხსისა და იმავე ღმერთის თაყვანისმცემელს?
ციტატა(ანა @ 8th January 2012 - 12:50 AM) *
ჩემთვის პირადად ასეა და მომიდა გამეზიარებინა შენთვისაც..
ძალიან სასიამოვნოა.
ასეც უნდა იყოს. უნდა გავუზიაროთ ერთმანეთს აზრები და ჯანსაღად ვიმსჯელოთ.
ამას რა ჯობიაsmile.gif
Untitled_11
GIORGI LELUAS...

QUOTE
ასე მგონია რომ რელიგიები ბრენდებია.. მართლა, ბრენდი ხომ იცი რა არი? კოკა-კოლა და პეპსი სასმელია. სხვადასხვა ბრენდები არიან და ადამიანი ირჩევს. არადა სინამდვილეში მთავარი წყალია ორგანიზმისთვის.
ვაიმე რა კარგად ვთქვი ესს, ჩაიწრეთ ვინმემ smile.gif))))))))

მე გეუბნები, რომე ტერმინი 'ჭეშმარიტი მართლმადიდებელი" არ მომწონს, და შენ იმეორებ:

QUOTE
შენ რა როგორ გეჩვენება, არც ერთი ჭეშმარიტი მართლმადიდებლისთვის მნიშვნელობის მატარებელი არ იქნება

ბოდიში და გავკარი ყველა "ჭეშმარიტ მართლმადიდებელს", აი ასე, დავისაჯო ამ სიტყვებისთვის, მაგრამ ვერ ვიტან ამ მარკებს ))))) ადამიანია მთავარი და არა მისი აღმსარებლობა და ის რა ქვია.. wink.gif

QUOTE
ცნობიერებას და თვითჩაღრმავებას რელიგიის გარეშეც შეძლებს ადამიანი (ნუ, გარკვეულწილად მაინც).
მაგრამ მე ვსაუბრობ ღმერთის ცნობიერებასა და მის მიღწევაზე, რაც ჭეშმარიტი გზის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია.

თვითჩაღრმავება არის ჭეშმარიტი გზა smile.gif

QUOTE
მაგრამ არ გეჩვენება, რომ უხერხულია საკუთარი ცნობიერებით და აზრებით გაბრიელ ბერის სიტყვებზე ეკამათო იმავე ხარისხსისა და იმავე ღმერთის თაყვანისმცემელს?
შენ ჩემი სარწმუნეობის თაყვანიმცემელი არ ხარ, მე ამ ეტაპზე აზროვნებას და ძიებას ვცემ თაყვანს, შენ კი დაზეპირებულ სიტყვებს ამბობ smile.gif უხერხულობა არ არსებობს

QUOTE
ასეც უნდა იყოს. უნდა გავუზიაროთ ერთმანეთს აზრები და ჯანსაღად ვიმსჯელოთ.

და სხვის ნათქვამსაც დავუკვირდეთ, რადგან ყველა ადამიანშია ღმერთი და ყველას ბაგეთაგან თუ თითუნებთანგან რომელიც კლავიატურაზე აწკაპუნებს გველაპარაკება ის, ზოგეჯრ გვამწომებს, ზოგჯერ გვასწავლის, ზოგჯერ უბრალოდ გვიღიმის smile.gif
Lashapoli
გიორგი მემგონი იმდენად შეგნებული უნდა იყო, რო მიხვდე ნუ გვიმტკიცებ სხვას იმას რაც შენთვის, შენი გაგებით ჭეშმარიტებაა. შენ რო ეგრე ფიქრობ, იმას არ ნიშნავს რო სხვა რასაც ფიქრობს არააქვს ისეივე არსებობის უფლება, როგორც შენს აზრს და იგივე. სვხას თუ სხვანაირად ესმის ღმერთი, იმას არ ნიშნავს რო შენი გადმოსახედიდან ის ცდება, ყველას თავისის გზა აქვს და გთხოვ მეტი ამაზე არ იკამათო, აქ ყოველშემთხვევაში და მიიღე ეს, როგორც რჩევა..
LAIRA
ნუ კამათობთ რა
visama vritti pranayama
QUOTE(Lashapoli @ Jan 8 2012, 03:12 AM) *
გიორგი მემგონი იმდენად შეგნებული უნდა იყო, რო მიხვდე ნუ გვიმტკიცებ სხვას იმას რაც შენთვის, შენი გაგებით ჭეშმარიტებაა. შენ რო ეგრე ფიქრობ, იმას არ ნიშნავს რო სხვა რასაც ფიქრობს არააქვს ისეივე არსებობის უფლება, როგორც შენს აზრს და იგივე. სვხას თუ სხვანაირად ესმის ღმერთი, იმას არ ნიშნავს რო შენი გადმოსახედიდან ის ცდება, ყველას თავისის გზა აქვს და გთხოვ მეტი ამაზე არ იკამათო, აქ ყოველშემთხვევაში და მიიღე ეს, როგორც რჩევა..

დიდება ქვეყნის შემოქმედს
რა კარგად დაგიწერია smile.gif

LAIRA

Untitled_11
გავიბუტე
Zet
GIORGI LELUASHVILI
ჯერესერთი ნეგატიური პროგრამირების მინაწერები (signature) წაშალე, წაიკითხე შენთითონ რამდენი ნეგატიური სიტყვა წერია) ეშმაკიო, ცელიო.....
ამ ბრენდის დანერგვა ამ ფორუმზე არ გამოვა რასაც შენ ცდილობ, ვიცი ამ ბრენდის წესები, რომ ყველგან უნდა გაავრცელო უნდათ არუნდათ ყველგან უნდა შეტენო ძალით თუ ნებაყოფლობით)))
ესარის უბრენდო ფორუმი, და ეს წესებშიც წერია wink.gif ეგრე მგონია შენ კი არა ამ ბრენდის ეგრეგორი წერს ამ ყველაფერს, და აქ შენი ინდივიდუალურობა და აზრი არჩანს საერთოდ wink.gif
დაწერე ის რაც არეხება ამ ბრენდს შენი აზრებიდან გამომდინარე wink.gif
GIORGI LELUASHVILI
რა მაგრები ხართsmile.gif
ესეიგი მე მომიწოდებთ სხვას ჭკუას არ ვარიგებდე (მაგრამ მე არავის ვარიგებ!) და ამ დროს თავად მარიგებთ ჭკუას.

და კიდევ, ნუ ჩაიციკლებით ამ "მართლმადიდებლობისა" და "დოგმების" ცნებებში, ჯერ გაარკვიეთ, გაიგეთ რას ნიშნავს ან ერთი, ან მეორე.

მე კი არავის არაფერს "ვუქადაგებ" და არავის არაფერს "ვასწავლი"!
თქვენ გამოთქვამთ თქვენ აზრებს, აფიქსირებთ საკუთარ მსოფლმხედველობას და მე არ მაძლევთ ამის საშუალებას.

რატომ გგონიათ, რომ ჩემი შეხედულებების დაფიქსირება "მართლმადიდებლობის ქადაგებაა"?
მე ვსაუბრობ როგორც მართლმადიდებელი ადამიანი. იქნებ არ მაქვს ამის უფლება? ესეც მითხარით.

თქვენ თუ ამბობთ, რომ ღმერთი თურმე ერთია და სხდასახვა სახელებსა და მსახურების ფორმებს ატარებს და რომ არ არსებობს ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია; თუკი თქვენ გაქვთ ამის თქმის უფლება, მე რატომ არ უნდა მქონდეს ამის საპირისპიროს თქმის უფლება?

დიახ, ვიტყვი: არსებობს მხოლოდ ერთი და სრულყოფილი გზა, რომელიც ღმერთამდე მიმყვანია და სხვა გზები ან ნაკლულევანია, ან საერთოდ ცრუა.
ეს ჩემი აზრია და ძალიან გთხოვთ ნუ ცდილობთ რომ ამის თქმაში შემზღუდოთ.

თქვენ ერთს ამბობთ, მე მეორეს და რაა ამაში გასაკვირი?
რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენი აზრია.
თქვენ გნებავთ, რომ მე არ მოგხვიოთ ჩემი აზრები თავს, მაგრამ თქვენ რატომ მახვევთ თქვენ აზრებს თავს?

თუ რაიმეში არ ვეთანხმებით ერთმანეთს, დავწეროთ და ვიმსჯელოთ.

დაბოლოს, არავის საქმე არაა მე რომელ რელიგიურ სიტყვებს გამოვიყენებ და რას წავშლი.
თქვენ რასაც გინდათ იმას წერთ, არც ქრისტიანობის შეუაცხყოფას ერიდება ზოგიერთი და ამაზე არავინ ახდენს რეაგირებას, ხოლო მე თუ სადმე მართლმადიდებლობა ვახსენე - აუF ეს როგორ გაბედა, რეებს "გვიქადაგებს" და ა.შ.
ძალიან გთხოვთ ყველამ ჩვენ თავებში ჩავიხედოთ, სანამ ვინმეს რამეში დავადანაშაულებდეთ.

Untitled_11
მოიშორე წარმოდგენები პიროვნებებზე, შენ, მზის მტვრის მასისგან ხარ შემდგარი. წმინდაა თითოეული მტვრის ნაწილაკი. შიში სხვისი "მე"-ს წინაშე, როცა საკუთარი "მე", უსასრულო რაოდენობის არსებებადაა დაყოფილი. იყავი ვალდებული და კეთილშობილი, გულუხვად განკარგე შენი დრო, რადგან იმ პატარა ხორცის ნაგლეჯის სიცარიელე, შენ რომ ატარებ და სულს ეძახი, თანაბრად მიემართება სიცარიელეში ყველა მიმართულებით, ყველგან ერთიდაიგივე წმინდა სიცარიელე: რატომ უნდა იყო ის ვინც ხარ, შეზღუდული, ღმერთკაცი, სიზმარში? გაიღვიძე, იყავი თავდაუზოგავი და თავისუფალი. "თანაბარი და ვერტიკალურია შენი გონება, არსად მყოფი", - გვასწავლის ჰუეი ნენგი, ჩინელი ბრძენი. ჩვენ ყველანი სამოთხეში ვართ.

ჯეკ კერუაკი
Untitled_11
QUOTE
, არც ქრისტიანობის შეუაცხყოფას ერიდება ზოგიერთი და ამაზე არავინ ახდენს რეაგირებას

ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშნვე სცნობს.. ამ შეურაცხყოფაშ რაოდენი სიყვარულია.. და საერთოდ ერთმანეთში სიყარულის დანახვა უნდა ვისწავლოთ და არა იმ ხარვეზის რაც მსოფლმხედველობაშ აქვს ამ ეტაპზე ადამიანს.
GIORGI LELUASHVILI
ციტატა(ანა @ 9th January 2012 - 02:38 PM) *
მოიშორე წარმოდგენები პიროვნებებზე, შენ, მზის მტვრის მასისგან ხარ შემდგარი. წმინდაა თითოეული მტვრის ნაწილაკი. შიში სხვისი "მე"-ს წინაშე, როცა საკუთარი "მე", უსასრულო რაოდენობის არსებებადაა დაყოფილი. იყავი ვალდებული და კეთილშობილი, გულუხვად განკარგე შენი დრო, რადგან იმ პატარა ხორცის ნაგლეჯის სიცარიელე, შენ რომ ატარებ და სულს ეძახი, თანაბრად მიემართება სიცარიელეში ყველა მიმართულებით, ყველგან ერთიდაიგივე წმინდა სიცარიელე: რატომ უნდა იყო ის ვინც ხარ, შეზღუდული, ღმერთკაცი, სიზმარში? გაიღვიძე, იყავი თავდაუზოგავი და თავისუფალი. "თანაბარი და ვერტიკალურია შენი გონება, არსად მყოფი", - გვასწავლის ჰუეი ნენგი, ჩინელი ბრძენი. ჩვენ ყველანი სამოთხეში ვართ.

ჯეკ კერუაკი

ტაშიიიclap2.gif
GIORGI LELUASHVILI
ციტატა(ანა @ 9th January 2012 - 02:40 PM) *
ამ შეურაცხყოფაშ რაოდენი სიყვარულია..

გადავბჟირდი hilarioustu8.gif
ანანდა
QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Jan 9 2012, 01:23 PM) *
რა მაგრები ხართsmile.gif
ესეიგი მე მომიწოდებთ სხვას ჭკუას არ ვარიგებდე (მაგრამ მე არავის ვარიგებ!) და ამ დროს თავად მარიგებთ ჭკუას.

და კიდევ, ნუ ჩაიციკლებით ამ "მართლმადიდებლობისა" და "დოგმების" ცნებებში, ჯერ გაარკვიეთ, გაიგეთ რას ნიშნავს ან ერთი, ან მეორე.

მე კი არავის არაფერს "ვუქადაგებ" და არავის არაფერს "ვასწავლი"!
თქვენ გამოთქვამთ თქვენ აზრებს, აფიქსირებთ საკუთარ მსოფლმხედველობას და მე არ მაძლევთ ამის საშუალებას.

რატომ გგონიათ, რომ ჩემი შეხედულებების დაფიქსირება "მართლმადიდებლობის ქადაგებაა"?
მე ვსაუბრობ როგორც მართლმადიდებელი ადამიანი. იქნებ არ მაქვს ამის უფლება? ესეც მითხარით.

თქვენ თუ ამბობთ, რომ ღმერთი თურმე ერთია და სხდასახვა სახელებსა და მსახურების ფორმებს ატარებს და რომ არ არსებობს ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია; თუკი თქვენ გაქვთ ამის თქმის უფლება, მე რატომ არ უნდა მქონდეს ამის საპირისპიროს თქმის უფლება?

დიახ, ვიტყვი: არსებობს მხოლოდ ერთი და სრულყოფილი გზა, რომელიც ღმერთამდე მიმყვანია და სხვა გზები ან ნაკლულევანია, ან საერთოდ ცრუა.
ეს ჩემი აზრია და ძალიან გთხოვთ ნუ ცდილობთ რომ ამის თქმაში შემზღუდოთ.

თქვენ ერთს ამბობთ, მე მეორეს და რაა ამაში გასაკვირი?
რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენი აზრია.
თქვენ გნებავთ, რომ მე არ მოგხვიოთ ჩემი აზრები თავს, მაგრამ თქვენ რატომ მახვევთ თქვენ აზრებს თავს?

თუ რაიმეში არ ვეთანხმებით ერთმანეთს, დავწეროთ და ვიმსჯელოთ.
დაბოლოს, არავის საქმე არაა მე რომელ რელიგიურ სიტყვებს გამოვიყენებ და რას წავშლი.
თქვენ რასაც გინდათ იმას წერთ, არც ქრისტიანობის შეუაცხყოფას ერიდება ზოგიერთი და ამაზე არავინ ახდენს რეაგირებას, ხოლო მე თუ სადმე მართლმადიდებლობა ვახსენე - აუF ეს როგორ გაბედა, რეებს "გვიქადაგებს" და ა.შ.
ძალიან გთხოვთ ყველამ ჩვენ თავებში ჩავიხედოთ, სანამ ვინმეს რამეში დავადანაშაულებდეთ.

ჭკუის დარიგება რელიგიაში მე არ გამიგია-რელიგიის წყაროები- სპეციფიური სიტემატიზირებული იდეათა და შეხედულებათა კრებულებია , პლუს ამას შესატყვისი კულტი და ეკლესიის ინსტიტუტი. რელიგიაში არსებობს დოგმები და მოთხოვნები . . და სხვ. . .
ქრისტიანული რელიგია- ჭკუას ეჭვის თვალით უყურებს და თუ ვინმემ თავისუფალი აზროვნება შეძლო მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს (ორუელის აზრის პოლიცია)

მართლმადიდებლობა- ერთ-ერთი განშტოებაა ქრისტიანული რელიგიისა-ასე რომ სხვებიც არ აკლებენ ხელს ”ფსიქოლოგიური ზემოქმედების იდუმალი საშუალებების გამოყენებას” (მაგიას)

თქვენ ცდილობთ ” ასწავლოთ” ფარულად, იმიტომ რომ თქვენი მოძღვრების მიხედვით არცერთ მართლმადიდებელ და სხვა მიმდინარეობის ქრისტიანს არ აქვს უფლება მასწავლებლობისა (ყველ ცრუდ და მაცდუნებლად ითვლება)

დააფიქსირეთ თქვენი თუ ასეთი გაგაჩნიათ-სხვა ცნობილი ტრადიციული რელიგიების შესახებ ინფორმაცია მრავლად მოიპოვება . . .

შეგიძლიათ თქვათ რომ მართლმადიდებლობა ყველაზე ჭეშმარიტი რელიგიაა-მე შემიძლია ვთქვა რომ იგი მხოლოდ ერთ-ერთი რელიგიაა სხვა რელიგიებს შორის . .და ამ რელიგიის მიმდევრებს რამე დაუმტკიცო ან გააგებინო სრულიად ზედმეტია-მათ თავისი გზა მონახეს და გაუმარჯოთ თავის გზაზე

ქრისტიანების კრიტიკა არ ნიშნავს ვინმეს ან რამის შეურაცხყოფას-როცა მამაო იტყვის რომ ”ზანგები თეთრები იბადებიან და მერე შავდებიანო” და მე ვიტყვი ”აბა მაგას ყოლია მეთქი” -ეს არამგონია ზოგადად ქრისტიანობის შეურაცხყოფა იყოს . . smile.gif
LAIRA
QUOTE(ანანდა @ Jan 9 2012, 02:47 PM) *

გიორგი ლელუაშვილის მიმართვათ თუ მთელს მართლმადიდებლობას?
არა მგონია ეს პატარა ბიჭი მართლმადიდებლობის სახე იყოს და ცოტა ვაპატიოთ აღფრთოვანება ბავშვს ასე არ შეიძლება ყოველი სიტყვის დაშიფრვა და გამოკიდება.
აქ სხვა რაღაცეებიც იწერება ბლომად ამდენად ვერ გავიგე რაშია საქმე,ნუთუ ვერ უნდა ვაპატიოთ ადამინს პატარა აღფრთოვანება რომელიც მალე გაუვლის?
LAIRA
QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Jan 9 2012, 01:42 PM) *
გადავბჟირდი hilarioustu8.gif

როდესაც ადამიანს აღიზინებს რამე მოერიდე,რა საჭიროა იმის მტკიცება რასაც საერთოდ მტკიცება და დაცვა არ ჭირდება?
LAIRA
QUOTE(visama vritti pranayama @ Jan 8 2012, 10:11 PM) *
LAIRA

bigarmhug.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.