დედაზე ლექსი მქონდა დაწერილი, წამიშლია. ვეცდები აღვადგინო. მომინდა აქ დადება:
ააღ..
ადა!.ადა!
დეედა..
ადა ფაფუჩი!
ადა კაი მკუია
დეე
დეე მაკოჩე ძილის წინ
დეე მიკახარ
დეე
დეე, ფუა!
დეე, აუაა!
დეე მტკივა
დეეე..
დეეე ხუთიანი მივიღე!
დეე მირიანი მიყვარს (დარცხვენით)
იდუმალი წერილი მოწმერა გუშინ.
დეეე რომელი კაბა უფრო მიხდება?
დეე ბებოს წერილი გაუგზავნა მარშუტკის მძღოლმა?
დეეე ვერ გავიგე ამ ფიზიკაში ვერაფერი
დეე ვერ ვიტან ჭადრაკს!
დეე რატომ ხარ მოწყენილი?
დეეე ნუ ნერვიულობ რა შენ, იჩხუბებ და დამშვიდდება
დეეე წავალ რა ხვალ ნათიასთან?
დეეე ელენემ ჩემი ნახატი, რომვაჩუქე, ირაკლის აჩვენა მე დავხატეო და იმან შეაქო

დეე ბებო ცუდადაა?
დეე არ იტირო რა, მე ხომ გყავარ
დეეე წავედი მე
დეე კარგი რა! არავინ არ შემჭამს, ნუ გეშინია მეგობრები არიან!
დეე ნუ გეჩვენება რაღაცეები, დიდიამავი 11 საათზე მოვედი
დეე არ გესმის და ნუ ერევი ჩემს საქმეში!
დეე..
დეე მაპატიე, მართალი იყავი
დეე, გინდაა შენი შვილი მხატვარი იყოს?
დეე გიდნა შენი შვილი იურისტი იყოს?
დეე სტუდენტი ვარ!
დეე, იცი ლექტორი მომწონს
დეე ამბობს რომ ნიჭიწერი ვარ
.....
(ასე გღძელდებოდა მოკლედცხოვრების ყველა ეტაპზე, და ბოლოს უკვე ქმარი და შვილები რომ ყავს)
დეე არ მცალია, ბოდიში სამსახურშ პროექტი მაქვს
დეე ბავშვს დავტოვებ ნინოსთან და მოვალ, წამლებს მოგიტან
დეე ხომ არ გეშინია? კარგად იქნები
დეე !!!
დედა!!!
დეეეეეე..........................
თუ ვიპოვე ჩავასწოებ პოსტს, ძალიან ძვირფასია და იმის გაფიქრებაც რომ აღარ იქნება გადაგრევს, ცუდად იყო ზაფხულში და ერთხელ რომ დავუძახე რა მიპასუხა და წარმოვდგინე და დავწერე ეს.