Help - Search - Members - Calendar
Full Version: ალისტერ კროული
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > პიროვნებები, გაერთიანებები, სწავლებები
Untitled_11
jadoqar.gif

ვინ რა იცის ამ მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული პიროვნების შესახებ?
Τρισμέγιστος
ჰეbiggrin.gif
ვინაა და ძაან ცნობილი და ძააან შავი მაგი.
http://www.youtube.com/watch?v=5bbfGWGZ6NM

ნიშანდობლივი კადრებია ძააააანsmile.gif ოზიკა მაგის კლიენტი და ქვემოთ მჯდომი ხალხის პოზას ვერ აღვწერbiggrin.gif
LAIRA
QUOTE(Τρισμέγιστος @ Jan 3 2012, 03:05 PM) *
ჰეbiggrin.gif
ვინაა და ძაან ცნობილი და ძააან შავი მაგი.
http://www.youtube.com/watch?v=5bbfGWGZ6NM

ნიშანდობლივი კადრებია ძააააანsmile.gif ოზიკა მაგის კლიენტი და ქვემოთ მჯდომი ხალხის პოზას ვერ აღვწერbiggrin.gif

ორღანზე უკრავს biggrin.gif
Τρισμέγιστος
LAIRA
საყვირსაც უბერამენ იმისას biggrin.gif
LAIRA
QUOTE(Τρισμέγιστος @ Jan 3 2012, 03:23 PM) *
LAIRA
საყვირსაც უბერამენ იმისას biggrin.gif

რა ხმა აქვს არაბუნებრივი არა
საიდანღაც ფოლადის ყელიდან ამოდის biggrin.gif
Τρισμέγιστος
LAIRA
კი. სერიოზული ტალანტია. თვითმყოფადი.
შავი მაგიის ტალანტები ნაკლებ ნიჭიერები კი არ არიან..
Untitled_11
წიგნიც ხომ აქვს დაწერილი? ვიცი რომ ქართულადაცაა ნათქრგმნი და ჩემი მეგობარიც თარგმნის...
Untitled_11
ალისტერ ქროული (1875 წლის 12 ოქტომბერი – 1947 წლის 1 დეკემბერი) – ოკულტისტი, რელიგიური მიმდინარეობა Thelema-სა და ორგანიზაცია Ordo Templi Orientis დამაარსებელი, ბისექსუალი, ნარკომანი, აზარტული მოჭადრაკე, მთამსვლელი, პოეტი, დრამატურგი და ზოგიერთი ვერსიით, ინგლისის ჯაშუში; ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე თავისი დროის მორალურ და რელიგიური ღირებულებებს ეწინააღმდეგებოდა, რის გამოც იმდროინდელმა საზოგადოებამ დაგმო და “მსოფლიოს ყველაზე უზნეო ადამიანად” შერაცხა.

ედვარდ ალექსანდერ ქროული (სრული სახელი) უაღრესად რელიგიურ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა; 11 წლისას გარდაეცვალა მამა, რომელიც ევანგელისტი იყო და მისი მემკვიდრეობითა და გავლენით გაემგზავრა კემბრიჯის კერძო ევანგელისტურ სკოლაში, საიდანაც მალევე გარიცხეს “სხვა ბიჭის გარყვნის მცდელობის” გამო. ამის შემდეგ მან კიდევ ორი სასწავლებელი გამოიცვალა, რომლებიც მალევე შეიძულა და მიატოვა კიდეც. ამის შემდეგ სკეპტიკურად განეწყო ქრისტიანობის მიმართ და თავის აღმზრდელებს მუდმივად ეკამათებოდა ბიბლიაში არსებული არათანმიმდევრული შემთხვევების გამო. 1895 წლიდან კი სრულიად გაწყვიტა კავშირი ეკლესიასთან, აღმოაჩინა რა, რომ ეს იყო “ტირანია, არალოგიკური და ფარისევლური”; ამავე პერიოდში დაუახლოვდა თავისი კოლეჯის დეკანს, რომლის ხელშეწყობითაც არ ესწრებოდა დილის ლოცვებს და თვლიდა, რომ “მამამისის მიერ დათესილი და დედის ცრემლებით მორწყული მცენარე მხოლოდ მისი მჭევრმეტყველებითა და სწავლებით შეიძლებოდა ამოძირკვულიყო”; დაახლოებით ამავე დროს შეიცვალა სახელი, დაინტერესდა ალპინიზმით და გამოაქვეყნა ლექსი “Aceldama”, თუმცა, ამას განსაკუთრებული წარმატება არ მოჰყოლია.

პირველი მნიშვნელოვანი მისტიკური შემთხვევა, რომლის შედეგადაც, როგორც თავად ამტკიცებდა, “ეს მოძღვრება მასში დაიბადა”, ჩაწვდა “ადამიანური ძალისხმევის ამაოებას”, უარი თქვა დიპლომატის კარიერაზე და ოკულტიზმისა და მისტიციზმის შესწავლა დაიწყო, მას 1896 წელს გადახდა; 1897 წელს კი საერთოდ დატოვა კემბრიჯი. ორი წლის შემდეგ შვეიცარიაში შეხვდა ქიმიკოს ჯულიან ბეიკერს, რომელმაც ინგლისში დაბრუნების შემდეგ იგი წარუდგინა ოკულტური საზოგადოების – Hermetic Order of the Golden Dawn წევრს; 1898–99 წლებში ქროულის ამ საზოგადოებაში Frater Perdurabo–ს სახელით იცნობდნენ, რაც ნიშნავს: “მე მყარად ვიდგები ბოლომდე” (“I shall endure to the end”).

1900-1903 წლები ქროულიმ მოგზაურობას დაუთმო. ამ ხნის განმავლობაში იმყოფებოდა მექსიკაში, სადაც დალაშქრა იპტაკჩუხუატლი, პოპოკატეპეტლი და კოლიმაც კი, დაინტერესდა რაჯა იოგათი. მექსიკის შემდეგ მოინახულა სან–ფრანცისკო, ჰავაი, იაპონია, ჰონგ–კონგი, ცეილონი და ინდოეთი, სადაც ინდუიზმის შესწავლა დაიწყო. ინდოეთშივე მეგობრებთან ერთად დალაშქრა მწვერვალი K2 (სიმაღლით მეორე მწვერვალი მსოფლიოში ევერესტის შემდეგ), სადაც მანამდე არც ერთ ევროპელს დაედგა ფეხი; ამ ხნის განმავლობაში დაავადდა გრიპით, მალარიითა და თოვლის სიბრმავით. 1903 წელს ინგლისში დაბრუნებული დაქორწინდა როუზ ედით კელიზე, მისი მეგობრის – მხატვარ ჯერარდ კელის დაზე, რომელიც თავის მხრივ, მწერალ სომერსეტ მოემის ახლო მეგობარი იყო. სწორედ ქროული გამოიყენა მოემიმ ნაწარმოების “The Magician”მთავარი გმირის პროტოტიპად.

მომდევნო წელს ქროული ცოლთან ერთად გაემგზავრა ეგვიპტეში, სადაც როუზის ხელშეწყობით ნახა ქრისტეშობამდე მე–7 საუკუნით დათარიღებული ქვის სტელა, რომელზეც, მისდა გასაოცრად, აღმოაჩინა სატანის რიცხვი – 666; შოტლანდიაში დაბრუნების შემდეგ კი, როგორც თვითონ ამბობდა, უცნობმა მოვლენამ, სახელწოდებით Aiwass უკარნახა “The Book af Law” – Thelema – ს ძირითადი წიგნი.

ქროულის ხშირმა მოგზაურობამ რუსეთში, შვეიცარიაში, აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში და ამერიკაში ყოფნამ პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში წარმოშვა ვერსია მისი ჯაშუშობის შესახებ, რომელიც მისმა ერთ–ერთმა ბიოგრაფმა აღწერა წიგნში “საიდუმლო აგენტი 666; ალისტერ ქროული, ბრიტანელი ჯაშუში და ოკულტისტი”, თუმცა ეს ვერსია სადავოა.

ქროული გარდაიცვალა 72 წლის ასაკში, გავრცელებული ვერსიით, რესპირატორული ინფექციის შედეგად; თუმცა, თანამედროვეების მიერ მისი სიკვდილის სხვადასხვა ვერსიები გავრცელდა.
Atman
როგორც როკ-ვარსკვლავს ცოტათი ვიცნობ, შავი მაგი თუ იყო ახლა გავიგე პირველად biggrin.gif

ამ წუთას მოვუსმინე და გულში უსიამოვნო შეგრძნება დამიტოვა.

არადა ერთ დროს მომწონდა...
Untitled_11
Atman

რა როკ ვარსკვლავი კაცო? ოზბორნი რა შუაშია.. ეგ რიგითი ფანია

QUOTE
ალისტერ ქროული (1875 წლის 12 ოქტომბერი – 1947 წლის 1 დეკემბერი) – ოკულტისტი, რელიგიური მიმდინარეობა Thelema-სა და ორგანიზაცია Ordo Templi Orientis დამაარსებელი, ბისექსუალი, ნარკომანი, აზარტული მოჭადრაკე, მთამსვლელი, პოეტი, დრამატურგი და ზოგიერთი ვერსიით, ინგლისის ჯაშუში; ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე თავისი დროის მორალურ და რელიგიური ღირებულებებს ეწინააღმდეგებოდა, რის გამოც იმდროინდელმა საზოგადოებამ დაგმო და “მსოფლიოს ყველაზე უზნეო ადამიანად” შერაცხა.


აბა სურათებიდან რა ენრგეტიკას გრძნოობთ? biggrin.gif





Atman
მე კიდევ მეგონა ოზის ნამდვილი სახელია ალისტერ კროული-მეთქი.

ჭურში ვზივარ რა! biggrin.gif

QUOTE(ანა @ 3rd January 2012 - 07:58 PM) *
აბა სურათებიდან რა ენრგეტიკას გრძნოობთ?


კარგად გაუპიარებია საკუთარი თავი. არც ისეთი ძლიერი მაგია, როგორც თვითონ ჰგონია.
Untitled_11
QUOTE
ჭურში ვზივარ რა!


ჭურში კი არა, მაღლა კოსმოსში რომელიღაც ლურჯ პლანეტაზე, დედამწიას ვეღარ ხედავ tongue.gif და ამაში? სალმან რუშდია ეს..




Atman
ანა

კროულზე ძლიერი ჩანს, და თანაგრძნობის ემოცია თითქმის არა აქვს.

სხვა ვერაფერს ვიტყვი. ფიზიოგნომიკაში სუსტი ვარ.
LAIRA
QUOTE(ანა @ Jan 3 2012, 07:58 PM) *
Atman

რა როკ ვარსკვლავი კაცო? ოზბორნი რა შუაშია.. ეგ რიგითი ფანია
აბა სურათებიდან რა ენრგეტიკას გრძნოობთ? biggrin.gif




გაბერილი ბაყაყია biggrin.gif
ბოღმისგან გაბერილი
Untitled_11
ერთი ექსპერიმენტი გამახსენდა smile.gif
სტუდენტებს აჩვენებს ერთიდაიგივე ადამიანი სურათი, ერთ ჯგუფს უთხრეს რომ ლექტორია და მეორე ჯგუფს რომ მკვლელი.. ორივე ჯგუფმა სხვადასხვანაირად დაახასიათა ეს ადამიანია smile.gif მაგარი იყო.. ფსიქოლოგიის ცალკე განწყოფილება სჭირდება ამ ფორუმს smile.gif
John Dee
შარლატანია, მეტი რა უნდა ითქვას ქროულზე smile.gif
Hel Loki
ჰმმმ რა ვიცი რა ვიცი... შარლატანი შოუმენი... ასე მგონია ეკირკიტებოდა რაღაცას და შემთხვევით ცხვირი ჩაყო სერიოზულ საქმეში. მერე მოვიდა აზრზე. ან თავიდანვე იყო... ყოველშემთხვევაში ალისტერ კროულის ტაროს კარტით რომ ვმკითხაობ ძალიან საინტერესო შედეგებს მაძლევს ხოლმე... ენერგია იგრძნობა განსხვავებული აბსოლუტურად ( ანუ სხვა კარტიც მაქვს და ეს განსხვავდება ) .
Untitled_11
ალისტერ კორულის ტაროს კარტი რანანაირა? დადე აბა სურათი
და შენთვითონ უკეთებ შენს თავს?
Hel Loki
http://www.amazon.com/Aleister-Crowley-Tho...0249&sr=8-1


http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A2%D0%B0%...%BE%D1%82%D0%B0


და ესეც ტშემი მდგომარეობვააა fuckyeah

Untitled_11
ტაროს კარტზე იყო თემა იქით სადღაც. ვერ ვხდები ანუ ალისტერის დახატულია ეს კარტი?
Hel Loki
ალისტერი ხელმძღვანელობდა. ჰყავდა სავარაუდოდ მედიატორი მხატვარი ქალბატონი იყო ( იოდო მასტერი ვარ რა ისე ვწერ მე თვითონ რომ მეცინება biggrin.gif ) ხო და შექმნეს დუეტში ეს კარტი smile.gif .
Untitled_11
მეც მიდნა კარტის დახატვა

საინტერესოა და ტაროს სხვა უნდა გიკეთებდეს თან გამოცდილი და ამ კარტით შენ ტავს მკითხაობ? ეგ ხომ შენივე თავში ჩაკეტვაა და რასაც გინდა იმას დაინახავ
Hel Loki
ჯერ უნდა ისწავლო იკითხო... ასე უბრალოდ არ გამოვა ( ნუ მე არ მჯერა რომ გამოვა ). ისე კი მოდის არკანი თავისით. the image of it და კი დახატავ შენით.
Untitled_11
სხვას შეგიძლია გაუკეთო? მე მაგალითად
Hel Loki
მე არ ვხატავ და ხელში კარგად მიზის ორივე ტარო და რუნებიც ( აი რუნებს კი გავაკეთებდი სიამოვნებით ). ჯობია მედიატორი მხატვარი იპოვო ან ისეთი ვინც მართლა შენს ტალღაზეა.
Untitled_11
მეთვითონ დავხატავ, თუ შეგიЯლია "უმკითხაოთქო" სხვას? ამ კარტით
Hel Loki
კიკიკიკ როგორ არა smile.gif შენ უბრალოდ ეს ინფორმაციული წყარო შენზე "დანასტროიკებული" უფრო გექნება ვიდრე სხვა უცხო სხეული. უკეთესი გამტარებელი და მომწოდებელი გახდები ინფორმაციის.
vano kazbegi
ტაროს კარტი მქონდა - და საბავშვო გასართობი მეგონა. რაღასეები ეხატა მაზე. მერე იეჰოვას მოწმეებთან რომ დავუახლოვდი დამაწვევინა - სატანა ბუდობს ამაშიო biggrin.gif . ასევე მამაომაც კი იგივე მითხრა. მანამდე გამოუცდელი ვიყავი. კარტი იყო საფრანგეთში ნაყიდი, თავისი ახსნა მოყვა ფრანგულ ენაზე დაწერილი, იყო ვარსკლავები ნახატები და ა.შ. ყველაზე ის მიკვირდა რომ ჩემებურად ვერთობოდი - თქვას მე უნდა წავიდე დაბადებისდღეზე- ამოვიღებდი იმ კარტიდან ერთ ერთს და მიჩვენებდა - მხიარულებას-, ხან ცუდს ხან გაფრთხილებას - მაგრამ ნიშნები მე თავად დავუწესე-რადგან ფრანგული არ ვიცი. 100 პროცენტი ამართლებდა -ესეც ჩემი ბავშვური რწმენა .
Hel Loki
ნი ფიგა სებე ბავშვური წმენა smile.gif) ძველი ეგვიპტიდან მოვიდა კარტი. სამყაროს სურათებია ასახული smile.gif ბანქო + 4 დაბალი არკანი და ცხადია 22 მაღალი არკანი. ალისტერამ კარგად იცოდა ეგ... ფულიც გააკეთა თავის კარტზე და სამყაროშიც დატოვა თავისი ფესვები.
Πάν Σατυρος 666
ქროული... გენიალური Frater Perdurabo, To Mega Therion 666... ადამიანი, რომელმაც გრიგალივით გადაუარა მთელ მსოფლიოს და დღესაც ცოცხლობს თავის მიმდევართა შორის. ის იყო ადამიანი, რომელიც ყველაზე პატარა იყო ოქროს განთიადში და არცერთ იქ მყოფს არ ჩამოუვარდებოდა. ქროულის პიროვნება იმდენად დიდი და საოცარია, რომ მას ასე ადვილად ვერ შეიცნობ. ვერც მის შეხედულებებს გაიაზრებ თუკი მისი მხოლოდ ერთი ან ორი ნამუშევარი გაქვს წაკითხული. თუ გინდა, რომ ქროული გაიცნო, მაშინ მისი ნამუშევრების ნახევარი მაინც უნდა წაიკითხო. სისულელეა რასაც ზემოთ წერთ, რომ ყველაფერს ფულის გამო აკეთებდა. სიცოცხლე უკიდურეს გაჭირვებაში დაასრულა, თავისი მოსწავლეები რომ არ დახმარებოდნენ თავიანთი წმინდა ნებით ქროული ბევრად ადრე მოკვდებოდა... შიმშილისგან... თოთის ტაროც არ შეუქმნია ფულის გამო, - რა სისულელეა! ვიდრე ასეთ რაღაცებში დაადანაშაულებთ მანამდე რომელიმე ბიოგრაფია წაიკითხეთ, მაგალითად ტობიას ქარტონის "ალისთერ ქროულის ბიოგრაფია" ან რიჩარდ კაცზინსკის "ფრათერ პერდურაბოს - ალისთერ ქროულის ცხოვრება".

და კიდევ: ქროული არ იყო სატანისტი! ვიდრე უშუალოდ ქროულის მრწამსის გარჩევას დაიწყებდეთ, მანამდე გაეცანით თელემას.
Existence
QUOTE(Πάν Σατυρος 666 @ 7th July 2013 - 05:23 AM) *
ქროული... გენიალური Frater Perdurabo, To Mega Therion 666... ადამიანი, რომელმაც გრიგალივით გადაუარა მთელ მსოფლიოს და დღესაც ცოცხლობს თავის მიმდევართა შორის. ის იყო ადამიანი, რომელიც ყველაზე პატარა იყო ოქროს განთიადში და არცერთ იქ მყოფს არ ჩამოუვარდებოდა. ქროულის პიროვნება იმდენად დიდი და საოცარია, რომ მას ასე ადვილად ვერ შეიცნობ. ვერც მის შეხედულებებს გაიაზრებ თუკი მისი მხოლოდ ერთი ან ორი ნამუშევარი გაქვს წაკითხული. თუ გინდა, რომ ქროული გაიცნო, მაშინ მისი ნამუშევრების ნახევარი მაინც უნდა წაიკითხო. სისულელეა რასაც ზემოთ წერთ, რომ ყველაფერს ფულის გამო აკეთებდა. სიცოცხლე უკიდურეს გაჭირვებაში დაასრულა, თავისი მოსწავლეები რომ არ დახმარებოდნენ თავიანთი წმინდა ნებით ქროული ბევრად ადრე მოკვდებოდა... შიმშილისგან... თოთის ტაროც არ შეუქმნია ფულის გამო, - რა სისულელეა! ვიდრე ასეთ რაღაცებში დაადანაშაულებთ მანამდე რომელიმე ბიოგრაფია წაიკითხეთ, მაგალითად ტობიას ქარტონის "ალისთერ ქროულის ბიოგრაფია" ან რიჩარდ კაცზინსკის "ფრათერ პერდურაბოს - ალისთერ ქროულის ცხოვრება".

და კიდევ: ქროული არ იყო სატანისტი! ვიდრე უშუალოდ ქროულის მრწამსის გარჩევას დაიწყებდეთ, მანამდე გაეცანით თელემას.


მე არ ვიცნობ კროულის მაგრამ ყოველთვის ინტუიციურად ვხვდებოდი რო იმდენ პაპსა სისულელეს იძახდნენ მასზე და იმდენი ხალხი რო რაღაც მნიშვნელოვანი იქნებოდა ამის მიღმა

გეტყობა რო კარგად ერკვევი , კეთილი იყოს შენი მოსვალა ფორუმზე )))
jarmen
QUOTE(ანა @ Jan 3 2012, 05:17 PM) *


მე ვთვლი, რომ ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა ქროულზე არც უნდა იფიქროს რადგან ეს ”არსება” ბუნების შეცდომა თავისი სიცოცხლითა და ”მოღვაწეობით”. თქვენ დაწრეთ ალისტერ ქროულის ბიოგრაფია ძალიან ზედაპირულად და ლოიალურად. 1 შეხედვით ადამიანს შეიძლება ჩვეულებრივი ოკულტისტი ეგონოს. მაგრამ თქვენ არ დაკონკრეტდით მისი ცხოვრების ძირითად და შავ-ბნელ მხარეზე. კერძოდ: არ გისაუბრით ქროულის სექსუალურ გადახრებზე და მის ინტიმურ ურთიერტობებზე ცოლთან, სიდედრთან, ცოლის დასთან, მის ყველა მიმდევართან(განურჩევად სქესისა), თხებთან და 10 წლის შავკანიან ბიჭთან. მოკლედ ერთხელაც ეს ”მოღვაწეობა” მოსწყინდა ”განერიდა უგუნურ კაცობრიობას” და როგორც ვიცი ძალიან მტკივნეული სიკვდილით დაიღუპა. ისე რომ არაფერი ღირებული არ შეუქმნია... offtopic2.gif bf_nonew.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.