Help - Search - Members - Calendar
Full Version: მოლა ნასრედინი
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > პიროვნებები, გაერთიანებები, სწავლებები
Untitled_11
მიყვარს ძალიან და ახლახანს მომივიდა აზრად რომ აკრგი იქნებოდა სკოლაში ესწავლებინა მოლას ამბები smile.gif)) რომ ვასწავლიდი პატარებს, ზოგჯერ ვუყვებოდი რაც ამხსოვდა გართობის მიზნით და ძალიან ხალისობდნენ. საერთოდაც იუმორითმოწოდებული სიბრძნე ყველაზე კარგია ჩემი აზრით.. ვისაც გიყვართ დაწერეთ თქვენისაყვარელი ისტორიებიი და ასევე თუ გინდათ მოიგონეთ JC_cupidgirl.gif
Untitled_11
ერთხელ მოლამ გადაწყვიტა ცოტა ფული ეშოვა. აგური დაფშვნა და ბაზარში გაიტანა გასაყიდად, როგორც თაგვის წამალი. ერთმა კაცმა მთლიანად შეიძინა და გზას გაუდგა, მაგრამ დაავიწყდა, რომ "წამლის" გამოყენება არ იცოდა, დაეწია მოლას და სთოხვა ესწავლებინა. მოლამაც აუხსნა: თაგვს რომ დაიჭერ, ამ ფხვნილით პირს ამოუვსებ და მანამდე არ გაუშვებ ხელს, ვიდრე არ მოკვდებაო

კაცი აყვირდა:

- რაც ამბობ, მოლა, თაგვი თუ დავიჭირე, ისედაც მოვკლავო.

მოლას პასუხი:

- ჰოდა ფხვნილიც შეგენახება.
Untitled_11
მოლას ქადაგებანი

ერხელ მოლა ნასრედინმა ქადაგების წინ ასე მიმართა თავის მრევლს:

- მართლმორწმუნენო, იცით, რაზე მინდა გესაუბროთ?
- არა, არ ვიცით.
- რაკი არ იცით, რაღაზე უნდა გელაპარაკოთ?
ამის შემდეგ გავიდა ხანი და მოლამ ქადაგების დაწყებამდე ისევ იკითხა:
- მართლმორწმუნენო, იცით, რაზე მინდა გესაუბროთ?
- ვიცით, -უპასუხა მრევლმა.
- თუკი იცით, რაღა საჭიროა გელაპარაკოთ, -მიუგო მოლამ.
მაშინ მრევლმა გადაწყვიტა, როცა მოლა ისევ დააპირებდა ქადააგებას, ეპასუხათ: - ზოგმა ვიცით და ზოგმა არაო.
მართლაც, მოლამ რო მესამედ დააპირა ქადაგების თქმა და ხალხს ჩვეულებისამებრ ჰკითხა: იცით, რაზე უნდა გელაპარაკოთო, უპასუხეს:
- ზოგმა ვიცით, ზოგმა არა.
- ჰოდა ძალიან კარგი. ვინც იცით, უამბეთ იმათ, ვინც არ იციან და გაიგებენ, - უთხრა მათ მოლამ და მეჩეთიდან გავიდა.
td.........
დიდი შათლანინი ვინმე იყო ეგ მოლა!
daliela
როგორ მიყვარდა ბავშვობაში ''მოლა ნასრედინის ოხუნჯობანი''... სრულიად გაუაზრებლად ფიჟივით ვკითხულობდიsmile.gif))
ზატო მაინც დაილექა ქვეცნობიერში ! l_book.gif l_sunny.gif
Untitled_11
შათლანიანი რას ნიშნავს? თემურ ლენგის მეგობარი იყოოო და ხალხს ემხარებოდაო, მდიარ ამხელდა, გლახაკს ეხმარებოდაო.. არეულია მითები ვიცი, მაგრამ ძალიან მაგარი ვინმე იყო ნამდვილად smile.gif
natuka
მოლას შორეული სოფლიდან მეგობარი ჩამოუვა...
მეგობარი მოლასთან საჩუქრის გარეშე მივიდა და გადაწყვიტა თავისი ვირისთვის დაებრალებინა :
-აი შე სამგლე შენა რაც ზურგზე აგკიდე არაფერი წამოიღე, ახლა კი მცხვენია ჩემს მეგობართან ხელცარიელი მისვლისა ...
ამ დროს მოლამ გადმოხედა სახლიდან და უთხრა :
-ნუ სცემ მაგას მეგობარო, რახან სოფლიდან არ აფერი წამოიღო ჩვენ სხვანაირად დავსჯით მას , აქედანაც არაფერს გავატანთ .
............
მოლა ნასრედინის საფლავს აქვს უზარმაზარი რკინის კარები, რომელსაც ასევე უზარმაზარი ბოქლომი ადევს. თუმცა შემოღობილი არ არის
natuka
გასვენების დროს მოლა სად უნდა იდგესო - კითხეს ნასრედინს - კუბოს წინ, უკან თუ გვერდზეო?...
სულერთია, მთავარია შიგ არ იწვესო
td.........
ციტატა
შათლანიანი რას ნიშნავს
ანა
დანელია ფილმია კინძAძA და იქაა , ვერ აგიხსნი უნდა ნახოbiggrin.gifbiggrin.gif ისე, სიტყვი ეტიმოლოგიიდან გამომდინარე კი უნდა მიხვდე.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.