Help - Search - Members - Calendar
Full Version: სიმართლის პრობლემა
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > თავისუფალი განყოფილება
Pages: 1, 2
Alpha
ეხლა აღმოვაჩინე რომ იყო მართალი- საშიშია, რომ ჩავუკვირდი ეს ასეც არის, გთავაზობთ რამოდენიმე ფრაზას:

Кстати, почему Христос говорил, что богатому тяжелее попасть в Царство Божие, чем бедному? Дело здесь не в деньгах, а именно в чувстве защищенности. Но есть гораздо более опасная тема. Она связана с защищенностью не только тела, но и души. Это гораздо опаснее. Символ защищенности души - правота. Именно ощущение собственной правоты дает осуждение других людей. Если вы правы, то вам не нужно меняться. Пока вы чувствуете себя правым, кто-то должен быть виноватым. А виноватого хочется уничтожить. Значит, ощущение правоты несовместимо с любовью. И пока есть ощущение внутренней правоты, изменения невозможны. Того, кто чувствует себя постоянно правым, всегда окружают виноватые, особенно среди близких, чтобы, преодолевая ощущение правоты, он научился любить их. Понятия правый и виноватый применимы к человеческим законам и означают их соблюдение и стабильность. Божественные законы мы никогда не познаем полностью, пока не вернемся к Творцу. Поэтому говорить о нашей абсолютной правоте невозможно. Человек, ощутивший полную правоту, претендует на то, чтобы стать Богом. А это уже попахивает дьяволизмом."

...

Даем совет – ощущаем правоту – улучшаем судьбу другому – чувствуем богоизбранность.
Человек покойник если , есть ощущение правоты, богоизбранности, защищенности.

...

Исполнение желания дает ощущение правоты, удовлетворенности, защищенности.
Сила – это защищенность.
На тонком плане, на уровне поля, защищенность самоубийственна.

...

«Ощущение правоты и защищенности – страшная вещь. Закрывает ощущение Божественного. Менятся не надо! Зачем?! Если я прав!»

...

Поведение мужчины – подтверждение своего статуса, как в стае. Статус заставляет выбрасывать энергию, развиваться. Отсюда идет стремление к счастью на физическом уровне. На тонком плане – стремление к правоте – самоубийство, смерть. На физическом – развитие.
Uma
მე ეგ ფრაზა არ მესმის, პოკა ვი ჩუსტვუეტე სებია პრავიმ, კტო-ტო დოლჟენ ბიტ ვინოვატიმ და მერე, ა ვინოვატოგო ხოჩეტსია უნიჩტოჟიტ. კი შენს აზრზე, რომ გადაიყვანო ვიღაცა სურვილი გაქვს, მაგრამ რატომ უცებ უნიჩტოჟიტ???
უკიდურესობაში თუ ჩავარდები მაშინ ხო მაგრამ
Uma
და რაც შეეხება სურვილების ასრულებას მე პირადათ სიხარულს და ბედნიერებას ვგრძნობ ამ მომენტში.smile.gif
და ბოლო ფრაზა მუჟჩინებზე რა წერია, ვერ გავიგე?smile.gif
Alpha
პირობითათ ხო არსებობს ცნობიერების 2 დონე - ცნობიერი და ქვეცნობიერი. ცნობიერი ეს არის ის რასაც ვფიქრობთ რომ ვიცით, და ქვეცნობიერი რაც ვიცით. ანუ მაგალითად ქვეცნობიერათ მე ვიცი როგორ ავწიო ხელი, და როდესაც ხელის აწევა მინდა კი არ ვფიქრომ ვმოქმედებ, ანუ ის რომ მე ხელის აწევა შემიძლია ჩემთვის ჭეშმარიტებაა. რაც შეეხება ცნობიერ ცოდნას:ადამიანმა შეიძლება იცოდეს რომ შეუძლია გადავახტეს რაღაც ორმოს ვთქვათ, მაგრამ ვერ ახტებოდეს, რადგან ქვეცნობიერში საწინაამღდეგო ცოდნა უდევს.

ხოდა ეს ფრაზები მიმართულია ქვეცნობიერზე, ანუ შენ რომ თქვი "უკიდურესობაში თუ ჩავარდები მაშინ ხო მაგრამ " კაკრაზ როდესაც ქვეცნობიერად გგონია რომ მართალი ხარ მაშინ ხარ ჩავარდნილი უკიდურესობაში. თუ საწინაამღდეგო აზრის ადამიანის მიმართ აგრესიას არ გრძნობ და სურვილების ასრულების დროსაც თავი მაღალი სიმართლის მატარებელი არ გგონია, ზნაჩიტ ვსო ნარმალნა, გადავარდნილი არ ხარ smile.gif

უკიდურესობა ჰკლავს wacko.gif biggrin.gif
Mirabella
აი ეგ უკიდურესობა მირთულებს ზუსტად ცხოვრებას ყველაფერში და ვერაფრით ვერ ვისწავლე ამის დარეგულირება unsure.gif
blanca
ერთდროულად კარგი და ცუდი, მხოლოდ ასეთი უნდა იყოს ადამიანი

ცალცალკე კარგი და ცუდი ეწინააღმდეგება ბუნების კანონს: ბალანსს

რაც უფრო ძლიერად არის გამოხატული ცუდი და კარგი საწყისი ადამიანში, მით უფრო სრულყოფილია ის ადამიანი
ანუ ის :შედგა: როგორც ადამიანი
blanca
ერთდროულად კარგი და ცუდი: ანუ არც ცხელი, არც ცივი wink.gif
Uma
და რას ნიშნავს კარგი და ცუდის ბალანსი და რა კრიტერიუმით უნდა შეაფასო ადამიანი კარგია თუ ცუდი? ეს ხომ ძალიან სუბიექტური ცნებებია? აფრიკაში კანიბალების ტომებში ადამიანი, რომელიც კლავს სხვა ადამიანს კარგია და ჩვენი კულტურის მიხედვით ასეთი ადამიანი ცუდია...
Zet
კი, კარგი და ცუდი ძალიან აბსტრაკტული მცნებაა....
blanca
ციტატა(Uma @ Mar 19 2008, 07:39 PM) *
და რას ნიშნავს კარგი და ცუდის ბალანსი და რა კრიტერიუმით უნდა შეაფასო ადამიანი კარგია თუ ცუდი? ეს ხომ ძალიან სუბიექტური ცნებებია? აფრიკაში კანიბალების ტომებში ადამიანი, რომელიც კლავს სხვა ადამიანს კარგია და ჩვენი კულტურის მიხედვით ასეთი ადამიანი ცუდია...

მართალი ხარ. კარგი და ცუდი პირობითი ცნებებია.
ერთისთვის კარგი მეორესთვის ცუდია
მაგრამ ჩვენ ხომ ზოგადად ვამბობთ და არა კონკრეტულად

მაშ ასე: ზოგადად: კარგის და ცუდის ბალანსს ვუწოდებ როცა, ერთდროულად კარგიც და ცუდიც, ბოროტიც და კეთილიც ერთ ადამიანშია თავმოყრილი მსგავსი სიძლიერით. ორივე შეუძლია თანაბრად.
მხოლოდ ესეთი ადამიანი დგება ზღვარზე აირჩიოს
ეძლევა არჩევანი იყოს კარგი
მის სიძლიერეზეა დამოკიდებული საით წავა

blanca
სამურაებს აქვთ ესეთი სიბრძნე: ადამიანი ვისთან ერთად ას ნაბიჯს გაივლი და არ მოგატყუებს, არასანდოაო.
პარადოქსია არა?

რას ფიქრობთ? რას გულისხმობს სამურაი?

smile.gif
Alpha
საინტერესოა..
ზოგ სიტუაციაში ტყუილი კარგია, შეიძლება მაგას გულისხმობდნენ
blanca
სხვები რას ფიქრობთ?
რატომ შეიძლება იყოს სანდო ადამიანი რომელიც იტყუება?
Zet
ალბათ იმას არ იმალავს რო მატყუარაა, ანუ არიტყუება იმაში რო მატყუარა არაა, და მეტ ნაკლებათ ყველა მატყუარაა.... ალბათ smile.gif
blanca
ციტატა
ალბათ იმას არ იმალავს რო მატყუარაა, ანუ არიტყუება იმაში რო მატყუარა არაა, და მეტ ნაკლებათ ყველა მატყუარაა.... ალბათ

არ ვიცი, მეც სულ ვფიქრობ რატომ
შეიძლება ტყუილის მთქმელმა სიმართლის ფასიც კარგად იცის?
ან შეიძლება ეს სიბრძნე იმას ამბობს რაც მე ვთქვი 'კეთილის და ბოროტის ბალანსით ადამიანში'? რომ ასეთი ადამიანია სრულყოფილი?
ტვინი უკეთ უმუშავებს ასეთ ადამიანს და მასთან ურთიერთობა ბევრ რამეს გასწავლის? smile.gif
Tvalebi
ციტატა(blanca @ Mar 29 2008, 06:58 AM) *
სამურაებს აქვთ ესეთი სიბრძნე: ადამიანი ვისთან ერთად ას ნაბიჯს გაივლი და არ მოგატყუებს, არასანდოაო.
პარადოქსია არა?

რას ფიქრობთ? რას გულისხმობს სამურაი?

smile.gif

ამით ჩემი აზრით იგულისხმება ის რომ ყველაფერს ააქვს ორი მხარე, ანუ შეუძლებელია იყო 100%-ზე კარგი

მარა არის ისეთი შემთხვევებიც როცა ტყვილი "საჭიროცაა" ანუ "კეთილი" ტყვილი
რითიც ადამიანს არიდებ რაღაც არასასიამოვნს რისი გაგებაც ეწყინება და ამავე დროს არ გაგება არ დააზიანებს
ირმა
QUOTE(blanca @ Mar 8 2008, 10:32 PM) *
ერთდროულად კარგი და ცუდი, მხოლოდ ასეთი უნდა იყოს ადამიანი

ცალცალკე კარგი და ცუდი ეწინააღმდეგება ბუნების კანონს: ბალანსს

რაც უფრო ძლიერად არის გამოხატული ცუდი და კარგი საწყისი ადამიანში, მით უფრო სრულყოფილია ის ადამიანი
ანუ ის :შედგა: როგორც ადამიანი

მომწონს ეს აზრი.
რაც უფრო დიდია კეთილი შენში, ასე მგონია უფრო ძლიერია ბოროტიც შენში.
ვფიქრობ ხშირად ,რომ ქრისტე მეორედ მოსვლისას იქნება ასევე უდიდესი ეშმაკის თვითშიგნით მატარებელი. რომელ ეშმაკსაც დაამარცხებს, მაგრამ ეს მოხდება შიგნეულად. ქრისტეს უდიდესი სათნოება არ მისცემს ეშმაკს ძალას გამოვლინდეს. როცა დასძლევს, მაშინ მოვა დრო. პირველი ის დასძლევს, მერე მივყვებით ჩვენც. ყველა ჩვენგანში ეშმაკია. ჩავიხედოთ სულში და დავინახავთ, მთავარია ეგოიზმი ნუ დაგვაბრმავებს.
ეს როდის მოხდება არ ვიცით.
მანამდე ვეცადოთ დრო არ დავკარგოთ .
Sophia
QUOTE(Alpha @ Mar 29 2008, 01:59 PM) *
საინტერესოა..
ზოგ სიტუაციაში ტყუილი კარგია, შეიძლება მაგას გულისხმობდნენ

mgoni igulisxmeba, rom tyuili adamianuria, anu ufro bunebrivi da ufro prognozirebadi. rac prognozirebadia - bevrad sandoa.
Sophia
QUOTE(Tvalebi @ Mar 30 2008, 02:45 AM) *
ამით ჩემი აზრით იგულისხმება ის რომ ყველაფერს ააქვს ორი მხარე, ანუ შეუძლებელია იყო 100%-ზე კარგი

მარა არის ისეთი შემთხვევებიც როცა ტყვილი "საჭიროცაა" ანუ "კეთილი" ტყვილი
რითიც ადამიანს არიდებ რაღაც არასასიამოვნს რისი გაგებაც ეწყინება და ამავე დროს არ გაგება არ დააზიანებს

tyuils ar aqvs Cemi azriT keTili da boroti tvisebebi. truili Tavad aris Tvisebac da faqtic. tyuils ori mxare ar aqvs. meore mxares siamrTlea. anu romelime konretuli realobistvis misaRebi da martebuli.
chemi azrit adamianis sisusteze metyvelebs is, rom tkuilis siketes ijereben. rtulia agiaro rom sxva moatkue da ufro rtulia agiaro rom shens tavs atkueb.
tumca tu vagiarebt chvens tavtan rom sustebi vikavit da amitom vicruet, im cutidan bevrad zlierebi vxdebit. me ase mgonia da chemi gamocdilebit ase vfiqrob...
ირმა
QUOTE(Sophia @ Nov 1 2008, 03:44 AM) *

yes.gif გეთანხმები

გაუმარჯოს სიმართლეს Laie_61.gif
Alpha
ხანდახან ტყუული აუცილებელია beard.gif
Sophia
QUOTE(Alpha @ Nov 2 2008, 12:18 AM) *
ხანდახან ტყუული აუცილებელია beard.gif

xandaxan, es rodis? magaliTi moiyvane alfonso genacvale biggrin.gif
Alpha
QUOTE(Sophia @ Nov 2 2008, 03:06 AM) *
xandaxan, es rodis? magaliTi moiyvane alfonso genacvale biggrin.gif

ნუ რავი.. მაგალითად ამის წინად ძმაკაცმა "ნახე რა მაგარი ზედა დავითრიეო" და მეც "აუ საროლ რა მგარია მეთქი, სად გაჩითე თქო", არადა არ მომეწონა biggrin.gif
TeO
ალფა მართლაა?? ე.ი. მე რაზეც მეთანხმები ან მეუბნები კარგიაო! - ეჭვი შევიტანო?? blink.gif აუუ გთხოვ არა რა! მე "მწარე" სიმართლე მირჩევნია! biggrin.gif
ირმა
მეც მირჩევია პირში მითხრან სიმართლე, მაგრამ ალფა შეიძლება მართალიც იყოს, ზოგი ადამიანი თვითონ გიწვევს, რომ უთხრა ტყუილი, ზოგი ისეთი დაბალი დონისაა, რომ მარტო ერთი აინტერესებს,– რა ჩაიცვას, ხო გაუმართლებელია ტყუილი, ყველანაირი ტყუილი, მაგრამ ხანდახან შედიხარ შეცდომაში. ალფა მე არ მინდა ტყუილი, გთხოვ... მაგრამ გამოგიტყდები შენს მოყვანილ მაგალითზე მეც შევცდებოდი,– რათქმაუნდა არ ვეტყოდი, სად იშოვე მეთქი, მაგრამ გულს არ გავუტეხდი და ვეტყოდი მეც, რომ ლამაზი არის მეთქი.
Sophia
ტყუილს ჯობია დუმილი. დუმილი ოქროა ვაააა, მაგრამ რა რთულია, როცა ელიან სიტყვას და ხვდებათ დუმილი. ხანდახან ეს დუმილი უფრო გვტკენს გულს, ვიდრე უაზრო სიტყვები.
ეჰ, არ ვიცი , არ ვიცი...
ირმა
QUOTE(Sophia @ 17th January 2009 - 05:17 AM) *
ტყუილს ჯობია დუმილი.

დუმილი მართლა კარგია... wink.gif
Zet
QUOTE(Alpha @ 2nd November 2008 - 02:07 PM) *
ნუ რავი.. მაგალითად ამის წინად ძმაკაცმა "ნახე რა მაგარი ზედა დავითრიეო" და მეც "აუ საროლ რა მგარია მეთქი, სად გაჩითე თქო", არადა არ მომეწონა

აუ მეც სულ ეგრე ვიტყუები, რო მეკითხებიან ეგეთ რამეებს... არ მინდა გაუტეხო.. შეიძლება არ ეწყინოს მარა დაკომპლექსდება თითონ რო ცუდი რამე დაუთრევია)))
თეორიაში ყველას მწარე სიმართლე ურჩევნია.. და რო ეუბნები როგორც ფიქრობ.. ფიქრობენ რო თავში გაქვს ავარდნილი...
მარა მგონია რო სიმართლის თქმა ბევრად სწორია....
განსაკუთრებით ეს ხელოვნების სფეროშია ძნელი, ადამინები კითხულობენ სხვების აზრს და სულ ტყულებს იღებენ რო არუნდა რო გაუტეხონ ადამიანს გული და მერე გამოდის რო იმ ადამიანს ექმნება ილუზია რო მაგარს ქმნის და შედის შეცდომაში და მერე უარესი პრობლემები ექმნება...
Zet
ხო დუმილი კაი გამოსავალია,
შემკვეთები მეკითხებიან ხოლმე აზრს სხვა კოლეგებზე ანუ ჩემნაერებზე და ელოდებიან რო ჩემ აზრს ვეტყვი და მე ვეუბნები ხოლმე რო თავს უფლებას არ მივცემ რო სხვა შევაფასო... კაი გამოსავალია!!!)
Katabua
ტყუილი და მართალი ზოგჯერ ისეთ შეფასებას გავს, როგორიც გვაააქვს ცუდი და კარგი.
აი, მანდ კი ვერავინ გეტყვის დანამდვილებით რა არის კარგი, რა ცუდი.
ერთისთვის კარგია, მეორესთვის ცუდი..
ასევეა ტყუილ-მართალიც.
გააჩნია რა მიზნით მოიხმარს ადამიანი ტყუილს ან მართალს..
თეთრზე შავიაო კი ძალიან ადვილი დასამტკიცებელია და ასეთი მტკიცებულებები ყოველდღე გვესმის..
მმმ.. მე კი მაგრად ვერთობი პატარ-პატარა ტყუილებზე.. (მაგ. გამოვიდა ახალი სუნამო "პუჭკუ მაკარტნია" და ამას რომ ხალხს დააჯერებ... lol.gif )
საერთოდ კი..
ჭეშმარიტებას ვინც ღაღადებს იმას კი არ გაყვე, არამედ იმას, ვინც ჭეშმარიტებას ეძებსო. (ნუ, ბოლო დროს, რა "მოღაღადე" შევიქმეეენი, ნე მაგუუუ crazy.gif )
ნუ, სად არის მაინც ეს ჭემარიტებააა...?
TeO
QUOTE(ZipCode @ 19th January 2009 - 03:04 PM) *
განსაკუთრებით ეს ხელოვნების სფეროშია ძნელი, ადამინები კითხულობენ სხვების აზრს და სულ ტყულებს იღებენ რო არუნდა რო გაუტეხონ ადამიანს გული და მერე გამოდის რო იმ ადამიანს ექმნება ილუზია რო მაგარს ქმნის და შედის შეცდომაში და მერე უარესი პრობლემები ექმნება...

yes.gif

QUOTE(Katabua @ 19th January 2009 - 05:34 PM) *
ნუ, სად არის მაინც ეს ჭემარიტებააა...?

თუ მის მისამართს მიაგენი, ჩვენც გაგავაგებინე პლზ biggrin.gif
vkh
შევეცდები დავწერო ის, რაც მე წაკითხულიდან და + ჩემი გამოცდილებიდან სინთეზურად "ცოდნად" მიმიღია smile.gif
ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ ვხმარობთ სიტყვებს: სიმართლე (=მართალი ხარ, ეს სიმართლეა, ლოგიკურია...) და მცდარი (შეცდომა, არასწორი, ცდები...). ასეთ დროს ჩვენ ვეყრდნობით ჩვენს წარმოდგენებს სიმართლეზე. რამდენადაც წარმოდგენები სახესხვაობს ადგილის, დროის, ჩვეულების, ეთნოსის და კიდევ სხვა ფაქტორების მიხედვით, ამდენად წარმოდგენა სიმართლეზე სხვადასხვა კონტექსტში ურთიერთსაპირისპორო შეიძლება იყოს, და ეს კანონზომიერია! ამოსავალი მეთოდი, ასეთი "სიმართლის" დასადგენად გახლავთ ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინება, სადაც ეს "სიმართლე" მოხდა. მაგალითისთვის: ენათმეცნიერები ძველი ტექსტების სწორად გასაგებად შეისწავლიან ხოლმე იმ ეპოქას, ისტორიულ სინამდვილეს, რომელშიც ესა თუ ის ნაწარმოები შეიქმნა და, ამდენად, ცდილობენ დაადგინონ სიტყვების კონოტაციური მნიშვნელობა მისი დენოტაციური ვერსიებისაგან განსასხვავებლად (სტრუქტურალიზმის პრინციპი).
მაგრამ, პარარელულად არსებობს "წარმოდგენა" ობიექტურ სიმართლეზე, რომელიც ყველა ეპოქაში ერთნაირია და მას უწოდებენ ჭეშმარიტებას, მაგალითისთვის: 2X2=4, სამკუთხედს მხოლოდ სამი კუთხე აქვს... და ა.შ. მაგრამ საუბედუროდ, ესეც წარმოდგენებია, რადგან ადამიანურ გონებას შეუძლია დაამტკიცოს საპირისპირო (სასკოლო ალგებრის ცოდნაც საკმარისია).
მთელი ანტიკური ფილოსოფია ცდილობდა დაედგინა: რა არის ჭეშმარიტება, სხვაგვარად, რა არის პირველი ჭეშმარიტება -"არხე"და საბოლოოდ ღმერთის არსებობაზე, როგორც კოსმოსის შემომქმედზე, თანხმდებოდნენ, ოღონდ იყო ეს "ერთი" თუ "მრავალი" გადაუწყვეტელი დარჩა. კანტთან ყოველივე ამან სუბიექტური იდეალიზმის სახე მიიღო, ჰეგელთან პირიქით... მოკლედ, ჩვენამდე ამაზე ბევრმა იფიქრა, მაგრამ მთავარი წარმოდგენა ჭეშმარიტებაზე დღესაც მიუღწეველი რჩება (მე, რა თქმა, უნდა მახსოვს, რომ ეს ფორუმი ეზოთერულ საკითხებს ეძღვნება, მაგრამ ეზოთერიკოსებს შორისაც, ისევე როგორც ეს ფილოსოფობთან მოხდა, უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო თეორია დღესაც უპირისპირდება ერთმანეთს). საბოლოო ჯამში, ჩემთვის პილატეს შეკითხვა: "რაი არს ჭეშმარიტება" მიწყივ ისმის, და პასუხიც იმავე კითხვაზე იქვეა გაცემული. სხვა საქმეა, რამდენად გვახსოვს და ვცდილობთ ამის გაგებას.
blanca
მართლის მთქმელ კაცს ცხენი შეკაზმული უნდა ყავდესო wink.gif

ადამიანებს მოსწონთ და უყვართ ტყუილი. ასე ადვილია
სიმართლე ძნელი მოსასმენია. სიმართლით, სიმართლეში ცხოვრება ძნელია

მსოფლიოში უძლიერესი ქვეყნის მაცხოვრებლები ტყუილში ცხოვრობენ biggrin.gif
აქვთ სახლი რომელსაც არ ფლობენ და მათია. აქვთ მანქანა რომელსაც ატარებენ მათია მაგრამ არ ფლობენ მას. აქვთ ფული რომელიც მათი არარის... და ასე დაუსრულებლად ...

იქნებ ასეც უნდა იყოს. ჩვენი ხომ საბოლოოდ არაფერია smile.gif
ირმა
QUOTE(blanca @ 21st January 2009 - 06:13 AM) *
მსოფლიოში უძლიერესი ქვეყნის მაცხოვრებლები ტყუილში ცხოვრობენ
აქვთ სახლი რომელსაც არ ფლობენ და მათია. აქვთ მანქანა რომელსაც ატარებენ მათია მაგრამ არ ფლობენ მას. აქვთ ფული რომელიც მათი არარის... და ასე დაუსრულებლად ...

ხო, ეს ზუსტად მასეა...
QUOTE(blanca @ 21st January 2009 - 06:13 AM) *
იქნებ ასეც უნდა იყოს. ჩვენი ხომ საბოლოოდ არაფერია

აი, ასე არასოდეს მიფიქრია. საინტერესო აზრია... მართლა ჩვენი ხომ საბოლოოდ მატერიალური არაფერია,–„კეისარს, კეისრისა“ wink.gif
vkh
ციტატა(blanca @ 21st January 2009 - 05:13 AM) *
ადამიანებს მოსწონთ და უყვართ ტყუილი. ასე ადვილია
სიმართლე ძნელი მოსასმენია. სიმართლით, სიმართლეში ცხოვრება ძნელია

მსოფლიოში უძლიერესი ქვეყნის მაცხოვრებლები ტყუილში ცხოვრობენ
აქვთ სახლი რომელსაც არ ფლობენ და მათია. აქვთ მანქანა რომელსაც ატარებენ მათია მაგრამ არ ფლობენ მას. აქვთ ფული რომელიც მათი არარის... და ასე დაუსრულებლად ...

კარგი მიმართულება მოგვეცი smile.gif
ან შეიძლებოდა ასეც გვეთქვა: თითქოს ადამიანებს სძინავთ, ვერ გამოფხიზლებულან, რომ სინამდვილე დაინახონ.

ერთი ამბავიც გამახსენდა, სადაც შეგირდი იხსენებს, რომ მასწავლებელმა მას მარტოობა დაუწესა, ოთახში გამოკეტა ერთი თვით, არსაიდან ხმა, არც საუბარი, საჭმელსაც მალულად უტოვებდნენ კარებთან.
მთელი ამ დროის მანძილზე, მას უნდა ემეორებინა შემდეგი ფრაზა: "მე ვარ, მე ვარ, მე ვარ....".
1 თვის შემდეგ, მოძღვარმა იგი გარეთ, ქუჩაში გამოიყვანა. და წერს შეგირდი, უჩვეულო სურათზე, რაც იხილა: ქალაქი ხმაურობდა - მოძრაობა და ფუსფუსი ყოველი მხრიდან, მაგრამ თითქოს ყველაფერი არ იყო ისე, როგორც ახსოვდა, თითქოს ადამიანები მთვარეულებივით დადიოდნენ, მძინარენი და ჩამქრალნი... გაოცებულმა მოიხედა უკან და მხოლოდ ერთი გამოღვიძებული დაინახა, მომღიმარე მასწავლებელი (უსპენსკის მოგონებებიდან გურჯიევზე)
blanca
საინტერესო რამე თქვი. პარალელს გავავლებ:
ჩვენს ქ ვეყანაში ადამიანი მუდმივად გარემოცულია სიყვარულით და საყვარელი ადამიანებით და 'მე'-ს ძნელად პოულობს, იმიტომ რომ ფაქტიურად მარტო არასდროს რჩება. მისი მე არსებობს იმიტომ რომ არსებობენ სხვები.
საზღვარგარეტ მოხვედრილი, მარტო, ნუ ძირითადად მარტო, პოულობს მე-ს. თავს ეცნობა. ხდება 'მე-ს კრიზისი'- identity crisis. ანუ იცხოვრე 25-30-40 წელი და არ იცოდი ვინ იყავი. წაიშალა შენი მე და სამშობლოსთან ერთად ჩაბარდა ისტორიას. სხვა ხარ და არ იცი ვინ ხარ. არც სხვები გიცნობენ და თავიდან ქმნი 'მეს'
'მე ვარ? ვინ ვარ? სად ვარ? რატომ ვარ? რად ვარ?'
ზოგი პოულობს თავს, ზოგი უკეთ ეცნობა, ზოგიც კარგავს თავს, ბევრი უკან ბრუნდება და ძველ 'თავს' უბრუნდება.
... მერე სამშობლოში ჩამოსული იმ შეგირდივით, სხვანაირად 'მოსიარულე' ადამიანებს ხედავ .. მიმოიხედავ და შენსავით 'გამოღვიძებულ' ადამიანებს ეძებ biggrin.gif
აუუუ უსასრულოდ შემიძლია ამ თემაზე ლაპარაკი biggrin.gif
ირმა
QUOTE(blanca @ 23rd January 2009 - 07:20 PM) *
საზღვარგარეტ მოხვედრილი, მარტო, ნუ ძირითადად მარტო, პოულობს მე-ს. თავს ეცნობა. ხდება 'მე-ს კრიზისი'- identity crisis. ანუ იცხოვრე 25-30-40 წელი და არ იცოდი ვინ იყავი. წაიშალა შენი მე და სამშობლოსთან ერთად ჩაბარდა ისტორიას. სხვა ხარ და არ იცი ვინ ხარ. არც სხვები გიცნობენ და თავიდან ქმნი 'მეს'
'მე ვარ? ვინ ვარ? სად ვარ? რატომ ვარ? რად ვარ?'
ზოგი პოულობს თავს, ზოგი უკეთ ეცნობა, ზოგიც კარგავს თავს, ბევრი უკან ბრუნდება და ძველ 'თავს' უბრუნდება.
... მერე სამშობლოში ჩამოსული იმ შეგირდივით, სხვანაირად 'მოსიარულე' ადამიანებს ხედავ .. მიმოიხედავ და შენსავით 'გამოღვიძებულ' ადამიანებს ეძებ
აუუუ უსასრულოდ შემიძლია ამ თემაზე ლაპარაკი

აჰ, blanca მსგავსი გრძნობები მეც მაქვს გავლილი. მახსოვს მიჭირდა კიდეც და ბედნიერიც ვიყავი, თითქოს მოვკვდი და ხელახლა დავიბადე.
მაგ გრძნობას მაშინ შეიგრძნობ, როცა მარტო რჩები, უცხო ქვეყანაში. მაშინ ბევრი შეიცვალა ჩემში.

vkh საინტერესო ამბავი დაწერე, საინტერესო და დამაფიქრებელი...
vkh
ჩჟუან-ძი (ძვ. წ. VI ს.):
"ერთხელ მე, ჩჟუან-ძის, დამესიზმრა, რომ ფარვანა ვიყავი. ვნეტარებდი ცხოვრებით, დავფარფატებდი ხან იქ, ხან აქ, დამავიწყდა ვინ ვარ, ვიცოდი მხოლოდ ის, რომ ფარვანა ვიყავი. მოულოდნელად გამომეღვიძა და აღმოვაჩინე, რომ კვლავ ჩჟუან-ძი ვარ".
ჩჟუან-ძის ესიზმრებოდა, რომ ფარვანა იყო, თუ ახლა ფარვანა ხედავდა სიზმარს, რომ ჩჟუან-ძი იყო? იყო რაიმე სახესხვაობა მათ შორის? სიზმარში ფოლოსოფოსს ფარვანას ცნობიერება გააჩნდა. იგი სამყაროს ფარვანისებურად აღიქვამდა, და იმდენად გრძნობდა თავს ფარვანად, რამდენადაც იგი იმ მომენტში იყო ფარვანა. გამოღვიძების შემდეგ ფილოსოფოსი დაეჭვდა - იგი ის ფარვანა ხომ არ არის, რომელმაც სიზმარი ნახა, რომ იგი ფიოლოსოფოსი ჩჟუან-ძია? (ი.ყეინიშვილის კითვა-პასუხებიდან)
daaoth
აფსოლუტურად გეთანხმები! ხაზს ვუსვამ აფსოლუტურად, მთლიანად გეთანხმები ლოგიკის, მსჯელობის, ცხოვრებისეული გამოცდილების, პრაქტიკის, ისტორიის, სტატისტიკის და ყველანაირ დონეზე, რომ იყო მართალი ძალიან ძალიან საშიშია! მოდი დავანებოთ თავი საზოგადოებაში არსებულ სტატუს ქუოს ამ თემასთან დაკავშირებით ურთიერთობების დონეზე, საკუთარ თავთან მართლად ყოფნაზე ვისაუბროთ. ყველაზე საშიში ისაა რომ საკუთარ თავთან იყო მართალი. იმდენად საშიშია რომ არც მეტი არც ნაკლები ზუსტად ეს ფაქტორი განაპირობების ადამიანის ამ ილუზორულ მატერიალურ სამყაროში მრავალჯერ დაბადებას, ზოგი ამას რეინკარნაციას უწოდებს შეცდომით, არადა სინამდვილეში ამ მოვლენას ინკარნაცია ქვია, ხოლო რეინკარნაცია სულ სხვა მოვლენაა. იმედია ვინმე გახსნის ამ თემას და იქ სიმართლე დაიწერება თუ რა არის რეინკარნაცია და რა არის ინკარნაცია.
მოკლედ ეს არის სწორედ ის ჭეშმარიტება რომელზეც ღმერთი იუდეურ მოძღვრებაში ამბობს: " მე დავდებ ჭეშმარიტებას შვეულად" ანუ ვერტიკალურად აი ამ ვერტიკალური ზღვარის ეშინია ყველას საკუთარ თავში ეს ვერტიკალური სუბსტანცია ყველა ადამიანში დევს მართლაც ვერტიკალურად. აი ამის გვეშინია ჩვენ ყველაზე მეტად, და ვამბობთ, რა არის ჭეშმარიტება?! სად ვეძებოთ იგი? და ვიგონებთ ათასგვარ სიმართლეებს რომ როგრმე ჩავანაცვლოთ რეალობას და ამითი ვმალავთ საკუთარ თავს ჭეშმარიტებისგან! აი როგორი სურათი იხატება რეალობაში. ადამიანი! საკუთარ გამოგონილ ჭეშმარიტებას ამოფარებული ემალება ვერტიკალურ ზღვარს! ეს რეალობაა ფაქტებზე დაფუძნებული! გაიხედეთ სამყაროში რა ხდება, ყოველ დღე, ყოველ წუთს და ყოველ წამს ვატყუებთ საკუთარ თავს და ამაში ეს მატერიალური სამყარო გვეხმარება, სიკვდილი და დაბადება, და ა.შ.
ვფიქრობ ამ წერილის ავტორი აუცილებლად გამომეხმაურება ამ თემასთან დაკავშირებით.
ინა
QUOTE(Alpha @ Oct 24 2007, 01:10 PM) *
ეხლა აღმოვაჩინე რომ იყო მართალი- საშიშია,

girl_sigh.gif
nutsa
სამწუხაროდ ჩემი სიმართლე საზოგადოებისთვის "ჩაქუჩივით " არის და იყო ყოველთვის ... მაგრამ ერთხელ მივხვდი .. რომელ სიმართლეს ვამბობ , რა სიმართლეს , ამ ძილში სადაა სიმართლე .. ანუ ეს უსასრულო ილუზიაა და მე მივხვდი არ მქონდა უფლება ჩაქუჩიტ ხელში მემსხვრია ცრუ იდეალები .. მეთქვა ის რაც იყო და არა ის რაც მათ სურდათ ან კარგად ფუთავდნენ.. იქნებ მე , ერთ მძინარე არსებას, არანაირი უფლება არ მაქვს სხვისი ჩაქუჩი ვიყო ... მაგრამ სხვანაირად არ გამომდის smile.gif საზოგადოება ერთ დიდ ძილშია და ამ სიყალბეს ჩემი "ცრუ სიფხიზელე " ვერ ეგუება ...

mata
nutsa
ციტატა(nutsa @ 2nd May 2010 - 04:48 PM) *
ამ ძილში სადაა სიმართლე .. ანუ ეს უსასრულო ილუზიაა

რას გულისხმობ? (განავრცე)
ინა
QUOTE(nutsa @ May 2 2010, 04:48 PM) *
სამწუხაროდ ჩემი სიმართლე საზოგადოებისთვის "ჩაქუჩივით " არის და იყო ყოველთვის ... მაგრამ ერთხელ მივხვდი .. რომელ სიმართლეს ვამბობ , რა სიმართლეს , ამ ძილში სადაა სიმართლე .. ანუ ეს უსასრულო ილუზიაა და მე მივხვდი არ მქონდა უფლება ჩაქუჩიტ ხელში მემსხვრია ცრუ იდეალები .. მეთქვა ის რაც იყო და არა ის რაც მათ სურდათ ან კარგად ფუთავდნენ.. იქნებ მე , ერთ მძინარე არსებას, არანაირი უფლება არ მაქვს სხვისი ჩაქუჩი ვიყო ... მაგრამ სხვანაირად არ გამომდის smile.gif საზოგადოება ერთ დიდ ძილშია და ამ სიყალბეს ჩემი "ცრუ სიფხიზელე " ვერ ეგუება ...

შენ ამბობ რომ მართალი ხარ და სხვა ყველა დანარჩენი ტყუის? smile.gif

ჩვენ ყველანი ცრუ ვართ,ასე ვთვლი მე,მაგრამ როდესაც გვინდა რომ სხვა ვამხილოთ,აი მანდ მჟღავნდება რომ ჩვენი სიცრუე ძალიან გვეზიზღება ძალიან და მოშორება გვინდა.სხვის მხილებით კი ვერ მოვიშორებთ,არამედ საკუთარი თავის მხილებით თუ მოვიშორებთ.
მართლმადიდებლობა ამას ხსნის პატარა იგავით,სხვის თვალში ბეწვის ძიებით და საკუთარ თვალში დირეს ვერ შემჩნევით smile.gif

ყველაზე დიდი იუმორის გრძნობა მას აქვს,ვისაც შეუძლია იხუმროს თავის თავზე smile.gif

ამას მე ვბრძნავ biggrin.gif ჩემი სუბიექტური აზრია და საკამათოდ არ ვწერ smile.gif
nutsa
მგონი არ კითხულობ , ან რას ვწერ არ გესმის smile.gif ეს უკვე ჩემი პრობლემა არაა wink.gif
mata
სულ ატმანის ბრალია ყველაფერი ! biggrin.gif

Atman
QUOTE(mata @ 4th May 2010 - 06:45 PM) *
სულ ატმანის ბრალია ყველაფერი !

მე მაპატიეთ laugh.gif
ინა
მე ერთი მოძღვარი მყავს და იმას ვუჯერებ,იმასვე ვამბობ რასაც მასწავლის smile.gifმან შემიცვალა ცხოვრების გეზი და მან გამომაფხიზლა,ატმანამდე იყო ეს სხვათაშორის და ჩემთან ერთად წერდა ერთი წელი,მაგრამ არც კი შემიმჩნევია,სანამ არ დადგა ჩემი დრო smile.gif მე ის დამჭირდა ისეთი როგორიც იყო და მე ყველა მჭირდება,აბსოლუტურად ყველა,რომ გავიზარდო,რომ მეტი მივიღო ვიდრე ვარ და არასოდეს არ დასრულდება ეს პროცესი,ყოველთვის სწავლებაში ვიქნები ალბად ასე იქნება smile.gif
ყველას თავის დრო აქვს,ამაში დავრწმუნდი და ეს ყალბი წარმოდგენები,რომ ყველაზე მართლები და ყველზე ჭკვიანები ვართ გაგვივლის და მერე უკან მოხედვა არც კი მოგვინდება smile.gif
ჩემი პრობლემა ჩემი თავია და არა სხვისი პრბლემების რჩევა და ძიება.
საკუთარიც იმდენი ამქვს გამოსასწორებელი დათვლასაც კი ვერ შევძლებ.უბრალოდ მე ვამბობ იმას რაც გამომიცდია და არა იმას რაც სხვამ მომიყვა,ასე რომ ნამდვილად ვიცი,რომ საკუთარ თავს უნდა ვებრძოლო და გამოვასწორო,ნამდვილად ვიცი რომ სხვის გამოსწორება და გადარჩენა ჩემთვის არავის დაუვალებია.
უბრალოდ იმიტო ვწერ აქ და რომ ვამჩნევ ვიღაცეები იმას გადიან რაც მე უკვე გამოვცადე და კიდევ ვერ გადავლახე ეს პრობლემები,მე მათ მინდა ვუთხრა:
ეს მოწინააღმდეგეს(რომელიც რ არსებობს თან) მხოლოდ წინ ექაჩება და სასაცილო მდგომარეობაში ნუ ვიგდებთ თავებს.
არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მამხილებელი ეშმაკია და ნუ დავემსგავსებით მას ჩვენი ქცევებით,მეც მეხება ეს sad.gif
sbge
QUOTE(Alpha @ Oct 24 2007, 01:10 PM) *
ეხლა აღმოვაჩინე რომ იყო მართალი- საშიშია, რომ ჩავუკვირდი ეს ასეც არის, გთავაზობთ რამოდენიმე ფრაზას:

Кстати, почему Христос говорил, что богатому тяжелее попасть в Царство Божие, чем бедному? Дело здесь не в деньгах, а именно в чувстве защищенности. Но есть гораздо более опасная тема. Она связана с защищенностью не только тела, но и души. Это гораздо опаснее. Символ защищенности души - правота. Именно ощущение собственной правоты дает осуждение других людей. Если вы правы, то вам не нужно меняться. Пока вы чувствуете себя правым, кто-то должен быть виноватым. А виноватого хочется уничтожить. Значит, ощущение правоты несовместимо с любовью. И пока есть ощущение внутренней правоты, изменения невозможны. Того, кто чувствует себя постоянно правым, всегда окружают виноватые, особенно среди близких, чтобы, преодолевая ощущение правоты, он научился любить их. Понятия правый и виноватый применимы к человеческим законам и означают их соблюдение и стабильность. Божественные законы мы никогда не познаем полностью, пока не вернемся к Творцу. Поэтому говорить о нашей абсолютной правоте невозможно. Человек, ощутивший полную правоту, претендует на то, чтобы стать Богом. А это уже попахивает дьяволизмом."

...

Даем совет – ощущаем правоту – улучшаем судьбу другому – чувствуем богоизбранность.
Человек покойник если , есть ощущение правоты, богоизбранности, защищенности.

...

Исполнение желания дает ощущение правоты, удовлетворенности, защищенности.
Сила – это защищенность.
На тонком плане, на уровне поля, защищенность самоубийственна.

...

«Ощущение правоты и защищенности – страшная вещь. Закрывает ощущение Божественного. Менятся не надо! Зачем?! Если я прав!»

...

Поведение мужчины – подтверждение своего статуса, как в стае. Статус заставляет выбрасывать энергию, развиваться. Отсюда идет стремление к счастью на физическом уровне. На тонком плане – стремление к правоте – самоубийство, смерть. На физическом – развитие.

кому по пути типичное проявление глобализации в душевной, духовной жизни?
sbge
QUOTE(Alpha @ Nov 3 2007, 11:45 AM) *
პირობითათ ხო არსებობს ცნობიერების 2 დონე - ცნობიერი და ქვეცნობიერი. ცნობიერი ეს არის ის რასაც ვფიქრობთ რომ ვიცით, და ქვეცნობიერი რაც ვიცით. ანუ მაგალითად ქვეცნობიერათ მე ვიცი როგორ ავწიო ხელი, და როდესაც ხელის აწევა მინდა კი არ ვფიქრომ ვმოქმედებ, ანუ ის რომ მე ხელის აწევა შემიძლია ჩემთვის ჭეშმარიტებაა. რაც შეეხება ცნობიერ ცოდნას:ადამიანმა შეიძლება იცოდეს რომ შეუძლია გადავახტეს რაღაც ორმოს ვთქვათ, მაგრამ ვერ ახტებოდეს, რადგან ქვეცნობიერში საწინაამღდეგო ცოდნა უდევს.

ხოდა ეს ფრაზები მიმართულია ქვეცნობიერზე, ანუ შენ რომ თქვი "უკიდურესობაში თუ ჩავარდები მაშინ ხო მაგრამ " კაკრაზ როდესაც ქვეცნობიერად გგონია რომ მართალი ხარ მაშინ ხარ ჩავარდნილი უკიდურესობაში. თუ საწინაამღდეგო აზრის ადამიანის მიმართ აგრესიას არ გრძნობ და სურვილების ასრულების დროსაც თავი მაღალი სიმართლის მატარებელი არ გგონია, ზნაჩიტ ვსო ნარმალნა, გადავარდნილი არ ხარ smile.gif

უკიდურესობა ჰკლავს wacko.gif biggrin.gif

"ცნობიერების 2 დონე" – რატომ ორი და არა მრავალი?
sbge
QUOTE(ირმა @ Jul 30 2008, 12:36 PM) *
მომწონს ეს აზრი.
რაც უფრო დიდია კეთილი შენში, ასე მგონია უფრო ძლიერია ბოროტიც შენში.
ვფიქრობ ხშირად ,რომ ქრისტე მეორედ მოსვლისას იქნება ასევე უდიდესი ეშმაკის თვითშიგნით მატარებელი. რომელ ეშმაკსაც დაამარცხებს, მაგრამ ეს მოხდება შიგნეულად. ქრისტეს უდიდესი სათნოება არ მისცემს ეშმაკს ძალას გამოვლინდეს. როცა დასძლევს, მაშინ მოვა დრო. პირველი ის დასძლევს, მერე მივყვებით ჩვენც. ყველა ჩვენგანში ეშმაკია. ჩავიხედოთ სულში და დავინახავთ, მთავარია ეგოიზმი ნუ დაგვაბრმავებს.
ეს როდის მოხდება არ ვიცით.
მანამდე ვეცადოთ დრო არ დავკარგოთ .

ჯერ არ დაუმარცხებია?
ან დამარცხება, დაძლევა როგორ გამოსჭვივის მომავალში?
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.