Help - Search - Members - Calendar
Full Version: მარილიანი კვერი
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > პარამეცნიერება
JENNY.
დღეს უნდა გავაკეთო მარილიანი კვერი????


სუბ სარქისი დაწყებულიაო და იქნებ ვინმემ, ვინც ზუსტად იცის ამ რიტუალის შესახებ მომიყვეს???? JC_cupidgirl.gif
Untitled_11
მე გულის საბედო დამესიზმრა, მგონი ვიყავი 15 წლის biggrin.gif biggrin.gif მაგრამ ღმერთმა დამიფაროს ეგ სიმართლე აღმოჩნდეს.. საინტერესოა მართლა ისე, სუბარქისობაზე სომეხი კვდებაო და რატომაა ეს? მართლა კვდება?

ავატარი მომეწონა, ლამის ზღაპრი დაწერა დავიწყე თან ისე.. ვისი ნახატია ხომ არ იცი?
JENNY.
QUOTE(ანა @ Feb 2 2012, 01:26 PM) *
მე გულის საბედო დამესიზმრა, მგონი ვიყავი 15 წლის biggrin.gif biggrin.gif მაგრამ ღმერთმა დამიფაროს ეგ სიმართლე აღმოჩნდეს.. საინტერესოა მართლა ისე, სუბარქისობაზე სომეხი კვდებაო და რატომაა ეს? მართლა კვდება?

ავატარი მომეწონა, ლამის ზღაპრი დაწერა დავიწყე თან ისე.. ვისი ნახატია ხომ არ იცი?



მეც სომეხზე ვიცოდი და გუშინ მითხრეს ქრისტიანი ებრაელი კვდებაო biggrin.gif


აუ ზუსტად გახსოვს როგორ გააკეთე??? დღეს ვაპირებ და რავიცი biggrin.gif ისე რა საინტერესოა უცხო რო გესიზმრება მაგ დროს, სიზმარში უცხო ადამიანებს თითქმის არასდროს ვნახულობ მე biggrin.gif



ჩემი ნახატია smile.gif მართლა მოგეწონა? smile.gif)
td.........
კვერი უნდა დააცხოს ბედნიერმა ქალმა, მარილი+ წყალი+ ფქვილი თანაბარ წილად... მიიღებ კვერს და არ ჭამ და არ სვამ სანამ არ დაიძინებ.. სიზმარში ხედავ საბედოს, ეს ისაა ვინც წყურვილს მოგაკვლებინებს, ეს იქნება პირდაპუი წყურვილის გრძნობით გამოხატული, ყელის ტკივილით ან რაიმე სხვა მინიშნებით... smile.gif smile.gif smile.gif


earth
მე მაქვს გაკეთებული და მრავალი წლის მერე გავიცანი პიროვნება, რომელსაც ზუსტად იგივე კურტკა ეცვა და ზუსტად იგივე ხასიათი ჰქონდა, რაც სიზმარში. დაემთხვა მაგრად ბევრი რამ. საინტერესო არა მარტო ადამიანის ამოცნობაა, არამედ სხვადასხვა მოვლენის დაკვირვება სიზმარში, რადგან ბევრი მინიშნება შეიძლება ნახო.
ჯი-ნია-ნი
მმ,ყოველთვის მაინტერესებდა ასეთი რამეები..როდის უნდა გაკეთდეს?ხომ არ დავაგვიანე ძალიან..
tikoroma
მე გამიკეთებია, სიზმარი მგონი წიგნების გავლენით ვნახე: რაღაც უცხოურ ბარში ვიყავი და ყველას ვეხვეწებოდი წყალი დამალევინეთ-მეთქი. ბოლოს ვიღაც უცხოელმა (ჩემი წარმოდგენით ნორვეგიელი უნდა ყოფილიყო) biggrin.gif ვისკი დამალევინა biggrin.gif მაგრამ ქართველი ქმარი მყავს ვოტ confetti.gif
JENNY.
მე როგორც მითხრეს პარასკევს ღამეს უნდა გააკეთოო და გუშინ გავაკეთე სუბსარქისის ბოლო დღეს, ვჭამე და წყალიც დავლიე მანამდე ოღონდ,სიძმარში მახსოვს ძალიან მწყუროდა, მაგრამ არავინ დამალევინა წყალი sad.gif სიზმარი არ მახსოვს რა ვნახე, მაგრამ ერთი ბიჭი ვნახე, რომელსაც ვიცნობ და ეგ არაა ხო ალბათ საბედო? blink.gif წყალი არ დაულევინებია biggrin.gif
tikoroma
თუ არ გაყვები, ზნაჩიტ არაა huh.gif
Guru
კაცური კაცი ხარ ბატონო რობერტ. ყველამ შენ ნაირად რომ მოიქცეს და ის გააკეთოს რასაც სინდისი კარნახობს საქართველოს ეშველება.
snow-white
კიდევ როდის უნდა გაკეთდეს? smile.gif smile.gif smile.gif
teolina
მოკლედ გოგოებო და ბეჭებო,რომ არ მოგიყვეთ ჩემი ამბავი არ შეიძლება.აბიტურიენტი ვიყავი და ყველიერის კვირის შემდეგ,პირველ ორშაბათს,ღამით მივირთვი მარილიანი კვერი და დავიძინე.სიზმარში მესიზმრა ორი ქალი,ერთი ბებია იყო და მეორე ახალგაზრდა გოგო და ამ ქალებმა მომაწოდეს ძველი,დაჭეჭყილი რკინის ჭიქით წყალი და ცოტა მოვსვი და მერე უცებ,ბზრიალა საქანელაზე აღმოვჩნდი და ეს წყლიანი ჭიქა გადამივარდა და წყალი დაიქცა.მერე უცებ აღმოვჩნდი უცხო ქვეყანაში, ძალიან ლამაზ ქუჩაზე,წითელი აგურით და ქვაფენილით იყო მოპირკეთებული,ხოდა,მეცვა თეთრი სარაფანი,დიდი ლურჯი ყვავილებითbiggrin.gif
და მივდივარ ჩემთვის,წყნარად ამ ქუჩაზე და უცებ დამეჯახა მანქანა.მსუბუქად დავშავდი მაგრამ ადგომა ვერ შევძელი და ამ დროს მანქანიდან გადმოვიდა,ძალიან სიმპათიური ახალგაზრდა,ხელში იკავა დიპლომატი და ნახევარლიტრიანი ბოთლი წყლით,რაღაცეები მითხრა(აღარ მახოვს) და მერე ხელში ამიყვანა და ჩამსვა მანქანაში. და მერე გამეღვიძა.
ეხლა კიდევ ახნაbiggrin.gif :
როდესაც 2ე კურსზე ვიყავი გავიცანი ძალიან სიმპათიური,ცისფეთვალება ბიჭი,ნუ შეგვიყვარდა ერთმანეთი და ამბები,საქმე ნიშნობადეც მივიდა მაგრამ შემდეგ რაღაცეები მოხდა და დავშორდით.თან მერე გავიგე რომ ეს ბიჭი,ნაშვილები იყო.საკუთარმა ბებიამ გაყიდა.და დედობილ-მამობილმა რუსეთიდან ჩამოიყვანეს.
ეხლა კიდევ,ისე აეწყო ჩემი საქმე რომ ყოველ წელიწადს საზღვარდარეთ მიწევს წასვლა და ალბათ შევხვდები ჩემს დიპლომატიან "პრინცს":D
snow-white
QUOTE(teolina @ Mar 16 2013, 11:38 AM) *
მოკლედ გოგოებო და ბეჭებო,რომ არ მოგიყვეთ ჩემი ამბავი არ შეიძლება.აბიტურიენტი ვიყავი და ყველიერის კვირის შემდეგ,პირველ ორშაბათს,ღამით მივირთვი მარილიანი კვერი და დავიძინე.სიზმარში მესიზმრა ორი ქალი,ერთი ბებია იყო და მეორე ახალგაზრდა გოგო და ამ ქალებმა მომაწოდეს ძველი,დაჭეჭყილი რკინის ჭიქით წყალი და ცოტა მოვსვი და მერე უცებ,ბზრიალა საქანელაზე აღმოვჩნდი და ეს წყლიანი ჭიქა გადამივარდა და წყალი დაიქცა.მერე უცებ აღმოვჩნდი უცხო ქვეყანაში, ძალიან ლამაზ ქუჩაზე,წითელი აგურით და ქვაფენილით იყო მოპირკეთებული,ხოდა,მეცვა თეთრი სარაფანი,დიდი ლურჯი ყვავილებითbiggrin.gif
და მივდივარ ჩემთვის,წყნარად ამ ქუჩაზე და უცებ დამეჯახა მანქანა.მსუბუქად დავშავდი მაგრამ ადგომა ვერ შევძელი და ამ დროს მანქანიდან გადმოვიდა,ძალიან სიმპათიური ახალგაზრდა,ხელში იკავა დიპლომატი და ნახევარლიტრიანი ბოთლი წყლით,რაღაცეები მითხრა(აღარ მახოვს) და მერე ხელში ამიყვანა და ჩამსვა მანქანაში. და მერე გამეღვიძა.
ეხლა კიდევ ახნაbiggrin.gif :
როდესაც 2ე კურსზე ვიყავი გავიცანი ძალიან სიმპათიური,ცისფეთვალება ბიჭი,ნუ შეგვიყვარდა ერთმანეთი და ამბები,საქმე ნიშნობადეც მივიდა მაგრამ შემდეგ რაღაცეები მოხდა და დავშორდით.თან მერე გავიგე რომ ეს ბიჭი,ნაშვილები იყო.საკუთარმა ბებიამ გაყიდა.და დედობილ-მამობილმა რუსეთიდან ჩამოიყვანეს.
ეხლა კიდევ,ისე აეწყო ჩემი საქმე რომ ყოველ წელიწადს საზღვარდარეთ მიწევს წასვლა და ალბათ შევხვდები ჩემს დიპლომატიან "პრინცს":D





საინტერესოაა.როგორ მინდოდა ამ წელს გამეკეთებინა მეც. (ჩემთან ერთად ემზადებოდა კიდევ რამდენიმე გოგო) ვიცოდით რომ სადღაც რამოდენიმე დღეში იქნებოდა,მაგრამ ზუსტად არაფერი. როცა გჭირდება,მაშინ ხომ ვერ გაიგებ ვერაფერს. ბოლო ბოლო facebook-ზე ატვირთული სტატუსის შემდეგ გავიგეთ რომ "წელს ადრე იყო,მომავალ წლამდე დაიცადეთო." biggrin.gif მათი არ ვიცი,მაგრამ მე დამწყდა გული :დ არადა მართლა როგორ მაინტერესებდა sad.gif smile.gif
earth
teolina
ახლა წავიკითხე, რა მაგარი სიზმარია!!! თან სწორედ აგიხსნია wink.gif
ისე მარილიანი კვერი მეც ვჭამე და სიზმარი სიზუსტით ამიხდა. ჩემი ქმარი ვნახე, ხასიათიც ვნახე, მისი და ზუსტად დაემთხვა, რა ეცვა, როგორი ხასიათის იყო, ყველაფერი biggrin.gif წარმოიდგინეთ 14 წლისამ გავაკეთე, 28 წლისა გავთხოვდი და სიზმარი მახსოვდა.
tikoroma
ჯერ ამ ინფორმაციას გაეცანით, რაც ქათული ფოლკლორული მასალებიდან ამოვკრიფე:

სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივი მოსახლეობის მონათხრობის მიხედვით, თებერვალში იცოდნენ ხიდრიელა . ხიდრიელა ხუთ დღეს გრძელდებოდა ორშაბათიდან პარასკევამდე. ხიდრიელას უქმობდნენ სხვადასხვა მიზნით. უქმობდნენ ერთი, სამი ან ხუთი დღე. გასათხოვარი ქალი, რომელსაც ჭრა-კერვის შესწავლა სურდა, ხუთი დღე ”დაიჭერდა ხიდრიელას”. იგი დილით შეჭამდა ცოტა პურს, საღამოთიც ცოტა უნდა ეჭამა, ისე რომ არ გამძღარიყო. ასე უნდა გაეტარებინა ხუთი დღე. მეხუთე დღეს საღამოს გამოაცხობდა მტუტე მარილის კვერს, შეჭამდა და დაწვებოდა დასაძინებლად. თავქვეშ სასთუმალთან დაიწყობდა: მაკრატელს, ფერად ნაჭრებს, ნემმს, ძაფს, საქარგავს. ღამე მას სიზმარში გამოეცხადებოდნენ ანგელოზები და ასწავლიდნენ ჭრა-კერვას.
თუ ახალგარზდა გაუთხოვარ ქალს სურდა თავისი ბედის გაგება, ის თავქვეშ დაიდებდა სარკეს, სავარცხელს და მაშრაფით წყალს. ვისაც იგი სიზმარში იხილავდა, ის იქნებოდა მისი საბოლოო ბედი. ასევე იქცეოდნენ ბიჭები. ახალგაზრდა კაცი სიზმარში ვისაც დაალევინებდა წყალს, ის იქნებოდა მისი ბედი.
ხიდრიელას უფრო ახალგაზრდები იჭერდნენ - 15 წლიდან 30 წლამდე, საცოლშვილო ხალხი და ისინი, ვისაც რაიმე ხელობის შესწავლა აინტერესებდა მოკლე ხანში.

თუშეთში ყველიერის ორშაბათს უქმობდნენ. ახალგაზრდები მთელი დღე პონილაობდნენ, ანუ შიმშილობდნენ. საღამოს გათხოვილი ქალი ”ცეფისკვერს” გამოუცხობდათ. ცერით 9-ჯერ დაფქულ მარილს და ფქვილს აზელდა, კვერს გამოაცხობდა. პონილა ძილის წინ შეჭამდა კვერს, რომ თავისი საბედო ენახა.

კახეთში დიდმარხვის პირველ ორშაბათს ახალგაზრდები მთელი დღე იშიმშილებენ. ბედისკვერებს დედ-მამიანს გამოაცხობინებდნენ. ცერა თითით სამჯერ აიღებდნენ ფქვილს, მარილს აურევდნენ და გამოაცხობდნენ. დაწოლის წინ, ჯვარედინ გზაზე გავიდოდნენ და კვერს უმძრახად შეჭამდნენ. ასევე უმძრახად ბრუნდებოდნენ სახლში და დაიძინებდნენ. ამ მარხვას და შემდეგ კვერის შეჭმას ზოგჯერ წუმის შენახვას ეძახდნენ. ხევშიც ჭამდნენ მარილის კვერს მკითხაობის მიზნით და მას ზოგან ქმრის მარხვა ეწოდებოდა.


მე "ხიდრიელას" ვარიანტი მომეწონა smile.gif
ერთად შევასრულოთ, ხვალიდან (ორშაბათიდან) პარასკევამდე ვიმარხულოთ, პარასკევ საღამოს კი ბედის კვერებს დავაცხობთ და სურვილებს ჩავიფიქრებთ, ვისაც რაიმეს სწავლა გვინდა სწავლაზე, და ვისაც ბედის ნახვა უნდა - თავის ბედს ნახავს.
მარხვაში მხოლოდ ხორცის და ყველის აკრძალვას და სამარხვო სასუნავებზე გადასვლას არ ვგულისხმობ biggrin.gif, მნიშვნელოვანია ეს ფრაზა "დილით შეჭამდა ცოტა პურს, საღამოთიც ცოტა უნდა ეჭამა, ისე რომ არ გამძღარიყო"; უარი ვთქვათ სასურველ კერძებზე ჩვენი სურვილების შესრულების სასარგებლოდ.

შემეხმიანეთ თუ შემომიერთდებით :დ
წარმატებები ყველას :*

earth
tikoroma
მე მჯერა ამ ყველაფრის, რადგან მე ზუსტად ვნახე ყველაფერი. საინტერესოა რამის შესწავლაზე გაკეთება, მე ვერ გავაკეთებ, რადგან ამ პერიოდში მარილს ვერ შევჭამ, პირიქით საკვებშიც უფრო და უფრო ცოტას ვხმარობ.
mata
ეს ორი დღეა ვშიმშილობ და ბიძინა ივანიშვილი დამესიზმრა
ეეეჰ... არადა წყალიც არ დავლიე არიქა იქნება რამე ვნახოთქო...
tikoroma
კარგი ვარიანტია ივანიშვილი, თუ ჭკუით მოიხმარ biggrin.gif
mata
tikoroma

შენრა ნახე

tikoroma
მე ერთკვირიანი პროექტი გავაკეთე :დ ბედის კვერს ხვალ მივირთმევ და რას ვნახავ არ ვიცი, იმედი მაქვს ანგელოზები მასწავლიან, რასაც ჩავიფიქრებ :დ
elli
ორი დღრეა შუადღეზე მკვდარივით მეძინება და ვნახულობ რაღაც სიტუაციებს, რატომღაც მგონია წინა ცხოვრებებია, მაგრამ არ მინდა შევცდე
tikoroma
elli
ციტატა
ორი დღრეა შუადღეზე მკვდარივით მეძინება და ვნახულობ რაღაც სიტუაციებს, რატომღაც მგონია წინა ცხოვრებებია, მაგრამ არ მინდა შევცდე

აბა ზუსტად რას გავიგებთ biggrin.gif
ano
საერთოდ კარგი თემაა ხიდრიელა კარგია მომეწონა.
მე რაც შემეხება დღეს ძალიან მშიოდა მთელი დღე ვჭამდი და ვნანობდი რამდენს ვჭამთქო sad.gif თავს ვერ ვაკონტროლებ.
ბევრი ცუდი ჩვევა მაქვს ახლა წესით უნდა მეძინოს მაგრამ არ მეძინება dash2.gif

ეს ფრაზა მომეწონა ძალიან
QUOTE
მნიშვნელოვანია ეს ფრაზა "დილით შეჭამდა ცოტა პურს, საღამოთიც ცოტა უნდა ეჭამა, ისე რომ არ გამძღარიყო"; უარი ვთქვათ სასურველ კერძებზე ჩვენი სურვილების შესრულების სასარგებლოდ.
elli
tikoroma
ციტატა
აბა ზუსტად რას გავიგებთ biggrin.gif

დღეს ერთი ფრთიანი ფრაზა მესმა ტელევიზიიდან: მათემატიკაც არ აის ზუსტი მეცნიერებაო და რაღა გითხრა?

ხო რაც შეეხება კვერს: იმისთანა გამწარება მახსოვს ბავშობაში... 15 თებერვალს უნდა გააკეთოო, მთელი სანათესაო შევიკრიბეთ, თითქმის ტოლები, 9 სუფრისკოვზ მჭადის ფქვილს შევურიეთ 9 კოვზი მარილი, მოვზილეთ 9 ჭიდან მოტანილი წყლით. წარმოგიდგენიათ რა იქნებოდა? მთელი ღამე გავათენე, ოღონდ ჩემი ჭის პირში. დავიხოცეთ კინაღამ
tikoroma
elli
ბავშვობაში მეც რო ჩავკბიჩე, სად მოვისროლე კაცმა არ იცის biggrin.gif
მაგრამ ახლა გავუძელი biggrin.gif biggrin.gif ვლოცულობდი კუჭი არ ამტკენოდა და კუჭმაც გაუძლო
earth
biggrin.gif
მაშინ როცა გავაკეთე 14-15 წლის ვიქნებოდი, მაშინ ნახევარიც ვერ შევჭამე, რაც ვერ შეჭამ ბალიშის ქვეშ დაიდეთო, ხოდა ასე ვქენი. ისე ნაკლებია შანსი, მაგრამ ვერ გავუძელი. ვნახე სიზმარი მაშინ. ზუსტად იმ კურტკაში იყო ჩემი ქმარი, როგორც ვნახე სიზმარში, მაშინ როცა პირველად ერთმანეთს დაველაპარაკეთ. თან სიზმარში მეხუმრებოდა და ცხადშიც მეხუმრებოდა biggrin.gif
წარმოიდგინეთ ჩემი ქმარი 28 წლისამ გავიცანი, სიზმარი ისეთი ძლიერი იყო მახსოვდა 14 წლის მერე.
aaannnkkk
ბავშვებო რომელ დგეს კეტდება ეს?
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.