Help - Search - Members - Calendar
Full Version: ruslan_ის პროექტი
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > თავისუფალი განყოფილება
Pages: 1, 2
Untitled_11
რვა აპრილს ჩამოვალ თბილისში, ისე კი ყოველთვის თბილისიდან შორს ვარ ხოლმე.
ჩემი პროეკტი ვფიქრობ საინტერესო იქნება თქვენთვის იმ მხრივ რომ ვხედავ დიდ ინტერესს, სულიერი და ჯანსაღი ცხოვრების წადილს.
მე სამი –ოთხი წელიწადია რაც სოფელში ვცხოვრობ და ძალიან მომწონს გლეხური ცხოვრება.
ვმუშაობბ ბიო პროდუკტის წარმოებასა და მათ პოპულარიზებაზე.
გერმანიაში საკმაოდ კარგი გამოცდილება შევიძინე ამ მხრივ და მინდა საქართველოშიც მსგავსი პროეკტები განვახორციელო, კერძოდ კი ის რომ კონკრეტული საზოგადოებები იქმნება იმისათვის რომ შექმნან მცირე მეურნეობები. რამდენადაც ვიცი ამ თემაზე უკვე იყო ამ ფორუმზე საუბარი.
ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, მინდა თბილისში მაცხოვრებელი ხალხი რომლებიც უმეტესად ასფალტზე დადიან მოვუწოდო, მიწაზე და ბალახზე იარონ. და რაში შეიძლება ეს გამოიხატოს? იმაში რომ ამ ფორუმმა, ანუ ჩვენ შევქმნათ პატარა სოფელი, ან შევიძინოთ მიწები და დავაარსოთ კონკრეტული საზოგადოება რომელიც თავის თავს თვითონ შეინახავს. ანუ ისეთი მოდელი შევქმნათ რომელიც მრავალი წელია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში უკვე კარგად მუშაობს.
მე პირადად ამ მხრივ საკმაო გამოცდილება დამიგროვდა და მზად ვარ ამ იმპულსის სატარებლად. ძალიან რთულია ამ ყველაფრის ასე კონკრეტულად დაწერა თუმცა ვფიქრობ რომ ბევრი მიხვდება თუ რაზეა აქ აქცენტი გაკეთებული. და სწორედამის გამო მაქვს სურვილი ტქვენს შეკრებაზე დასწრების.

ruslan

JC_cupidgirl.gif


ქრისტიანია გამახსენდა

ruslan
მადლობთ ანა თემის გახსნისთვის, ძაან მაგარი ფოტო დაგიდია.
gossip.gif
ruslan
ხო ეხლა ჩემი პროეკტის შესახებ, მე ძირითადად სოფელში ვცხოვრობ. იმიტომ ვარ სოფელში რომ მომწონს ბუნებასთან სიახლოვე და ის რომ ჩემთვის საჭირო პროდუკტის მოყვანის საშუალება მაქვს.
ერთი ესეთი აზრი მაქვს უკვე დიდი ხანია, ადამიანები რომლებიც ძირითადად თბილისში ცხოვრობენ და ნაკლები შესაძლებლობა აქვთ სოფელთან შეხების, მინდა საინტერესო პროეკტი შევთავაზო, ანუ მე სოფელში ვაწარმოებ სოფლის პროდუკტს და მხოლოდ მგობრებისთვის და დაინტერესებულ ფორუმელებისთვის მაქვს შემდეგნაირი წინადადება.
ვისაც აინტერესებს სოფლის მეურნეობა და ზოგადად სოფლის პროდუკტი, იქნებ გავუკეთოთ ორგანიზება იმას რომ. გაზაფხულზე დავთესოთ ვისაც რა უნდა და შემოდგომას ავიღებთ. ეს ასე ადვილი სათქმელია ალბათ და მე დაინტერესებულებს ვთავაზობ ამ ყველაფრის ორგანიზებას.
მიწები უკვე შეგულებული მაქვს კახეთში და იმასაც ვთავაზობ დაინტერესებულებს რომ ვისაც სურვილი ექნება შეუძლიათ ჩამოვიდნენ და დარჩნენ კიდევაც.
მაგალითად იქ სადაც მე ვმუშაობ, ბევრი უცხოელი ჩამოდის მოხალისედ და ბევრს გვეხმარებიან. მე და ჟანჟაკი ვმუშაობთ ერთად, ჟანჟაკი საფრანგეთიდან ჩამოვიდა და აგერ უკვე ხუთი წელია რაც საქართველოში ცხოვრობს. ორგანიზაციას ქვია მომავლის მიწა შეგიძლიათ გუგლში მოძებნოთ ინფორმაცია.
მე ადამიანებს მინდა შევთავაზო გაზაფხულზე შევკრიბოთ მცირე თანხა დაახლოებით 100 დან 300 ლარამდე, მე მაქვს მიწები და ვისაც რაუნდა დავთესოთ და შემოდგომას კი მოსავალი გავინაწილოთ. ორგანიზებაშიც თუ ვინმეს ექნება სურვილი სიამოვნებით მივესალმები.
აი სწორედ ამ პროეკტის გასაცნობად მინდა თქვენთან შეხვედრა, რადგან ვფიქრობ აქ უფრო დაინტერესებულ ადამიანებს გავიცნობ.
ათმა ადამიანმაც რომ გამოთქვას პროეკტში მონაწილეობის სურვილი, პროეკტი შედგება.
საერთოდ კი ჩემი მიზანია პატარა და ლამაზი საზოგადოებრივი სოფლის შექმნაა. ალბათ მაგასაც მოვესწრები.
მე გერმანიაში ერთ ერთ ასეთ სოფელში პრაკტიკას გავდიოდი და შემიძლია დაინტერესებულ პირებს მოდელიც წარვუდგინო.
მე ვფიქრობ რომ დროა საქართველოშიც შევქმნათ მსგავსი სოფელი, სადაც ყველა იზრუნებს ბუნებსა და გარემოს დაცვაზე. Laie_23.gif l_sunny.gif
Untitled_11
მშვენიერია, სიამოვნებით დავთესავ რამეს. კარგი იქნება შეხვედრაზე თუ მოხვალ და უფრო განვრცობილად მოყვები. საზღვარგრეთ გაქვს რამე კავშირი ასეთ სოფლებთან?
natuka
თავიდან ყველაფერი ლამაზად იწყება ...
Untitled_11
და კიდევ უფრო ლამაზად გრძელდება smile.gif
natuka
გულშემატკივრობთ smile.gif
Cyber
მეც ასევე წარმატებები
Ceeport
საინტერესოა, დიდი ხანია მინდა მსგავსი რამის გაკეთება smile.gif სიამოვნებით მოვისმენ დეტალებს შეკრებაზე
Lashapoli
ნიბირუს გაახარებს ეს თემა განსაკუთრებით, ეტყობა არ უნახავს, იშვიათად შემოდის ამ ბოლო დროს თორე აუცილებლად გამოგეხმაურებოდა. იმედია შეხვედრაზე წამოვა და იქ უფრო დეტალურად დავილაპარაკოთ, მეც ვარ დაინტერესებული ამ საკითხით...
ruslan
შეხვედრაზე აუცილებლად მოვალ და ვისაუბროთ ამ თემის გარშემო. მაქვს კარგი გამოცდილება და მიხარია რომ აქ დაინტერესებული ადამიანები ბევრნი არიან მე უკვე დავიწყე ეს პროეკტი და გამიხარდება თუ ვინმეს კიდევ დააინტერესებს ეს პროეკტი.
კვირას მოვალ პირველ საათზე ვაკის პარკის წინ.
Zeus
მეც მიყვარს ძალიან ბუნება და სოფლის ცხოვრება,თუმცა თბილისში დაბადებულ გაზრდილი ვარ,რომ მოვწიმფდები ვაპირებ,რომ სოფელში წავიდე საცხოვრებლად,მაქვს ორი ვარიანტი სვანეთი და ლეჩხუმი,მე უფრო სვანეთისკენ მიმიწევს გული,თუმცა სვანეთში არ ვყოფილვარ,მოკლედ ღმერთი შენსკენ ძმაო wink.gif

ეს ყველაფერი მომინდა რაც აკაკი წერეთლის გამზრდელი წავიკითხე,მართლაც,რომ მშვენიერია სოფლის ცხოვრება,სადა და ღმერთთან მიახლოებული smile.gif
guest..
ruslan

მეც მაინტერესებს ეგ თემა
default settings
Lashapoli wink.gif გაიხარე! ეხლა ვნახე ეს თემა და ძაან გამიხარდა, ხვალ ვერ მოვდივარ, ჩემი მანქანის იმედზე არიან სხვები და ვერ გადავაგდებ თორე გადავიფიქრებდი შულავერში წასვლას, მოკლედ კარგად განიხილედ ეგ თემა და იქნებ რამე პატარა ხვნა-თესვას-მომკვას მოვაბათ თავი და მერე გადავიდეთ დიდ ამბებზეც.
Untitled_11


დრიმ დრიმ დრიმ დრიიიიიიმზ.. ო აი ლავ იუუ JC_cupidgirl.gif
atinati
ძალიან, ძალიან, ძალიან მომწონს ეს იდეა wub.gif სულ წარმომედგინა, როგორ ვცხოვრობ ისეთ ადგილას, სადაც ჩემით ვთესავ და შემდეგ ვიღებ მოსავალს. უჰ მშვენიერია grass.gif
LAIRA
ვთქვათ დათესეთ და ვინ მოუვლის? biggrin.gif თავისით მოდის ყევალფერი?მას ხომ რწყვა გათოხნა და მოვლა სჭირდება?
ასე ადვილი ვირტუალურ ფერმებშია ყველაფერი რომ დათესავ და მოსავალს აიღებ biggrin.gif
tikoroma
LAIRA
ციტატა
ვთქვათ დათესეთ და ვინ მოუვლის? თავისით მოდის ყევალფერი?მას ხომ რწყვა გათოხნა და მოვლა სჭირდება?

ამის დიდი გამოცდილება მაქვს biggrin.gif მთელი ბავშვობა თითქმის biggrin.gif
დიდ მეურნეობაზე არ ვოცნებობ, დავბერდი biggrin.gif მაგრამ პატარა ბაღჩას და ყანას მოვუვლიდი როგორმე smile.gif
td.........
მე აივანზე მერამდენე წელია ყვავილების ქოთანში კარტოფილი მყავს..biggrin.gif ერთხელ დამრჩ და ლამაზად გაიკვირტ-გაიასამნსფრდა და შემეცოდა გადასაგდბად.. ხოდა ჩAვრგე და გაიხარა.. კიდე პატარა ქოანში ნიორი, ჩილი და ჩერის ჩითილები მაქვს.. ჩერი ტაოკლარჯეთიდან ჩამოვიტანე და ეხლქა გავახარე.. იმედია შემოდგომით დავტკბები მოსავლით..smile.gif მოკლედ თუ რამეა აგრონომად გამოვდგები..
Untitled_11
td.........

კარტოფილს ყვავილები აქვს? პირველად გავიგე ჩემდა სასირცხვილოდ smile.gif)))
ruslan
იმ სოფელთან აქტიური კავშირი მე არ მაქვს მაგრამ იმ სოფლის ერთ ერთი მცხოვრები, საქართველოში ხან თვეობით ჩამოდის და შემიძლია დაინტერესებული პირები შევახვედრო. ვალდემარი ქვია. ის სოფელი საქართველოშიც აქტიურობს მაგრამ აქ ბევრ ქართველს ეშინია დამფინანსებელი არ დავკარგოთო და ამის გამო იმ კაცზე გასვლა ცოტა ჭირს. ისე მე კი მეგობრული ურთიერთობა მაქვს და შეიძლება რომ დავიწყოთ ერთხელ მოვიწვიო.
ანა კარტოფილს ყვავილი გამოაქვს და წესით ყვავილის გაქრობა კარტოფილის ამოღების ნიშანია. თუმცა არის ისეთი ჯიშები, მეტ წილად გენური ინჟინერიით გამოყვანილი რომელსაც ყვავილი არ გამოაქვს.
გათოხვნას და მოვლას ვიდრე მასშტაბი გაიზრდებოდა ჩემს თავზე ავიღებდი.
vano kazbegi
ყაზბეგში - კარტოფილი უფრო გემრიელია ვიდრე ახალქალაქის კარტოფილი. ყაზბეგური კარტოფილი არ იყიდება ხევს რადგან ძნელად ხარობს . ისე კი არის ადგილები სადაც კარტოფილი იხარებს. მარტო კარტოფილი აზრი არ ააქვს . ისე კი მთიან ადგილებში მაგალითად ჩემთან ხარობს-ტარხუნა, ვაშლი, მწვანილეულობა მარტყვი მეტნაკლებად და ძნელი მოვლაა.
ყველაფერი ბუნებრი მარგებელია ვიდრე ქიმიური ნარევი და ხელოვნური მცენარების მირთმევა .
LAIRA
ruslan
QUOTE(ruslan @ 7th April 2012 - 06:26 PM) *
გათოხვნას და მოვლას ვიდრე მასშტაბი გაიზრდებოდა ჩემს თავზე ავიღებდი.

მეც სიამოვნებით მოგეხმარებოდით
თანაც ეს ხომ თერაპიაა l_daisy.gif
elli
ანა

ეს ბაბუა და შვილიშვილი ბეჩოში გადავიღე, კარტოფილის ყანაში. ასეთი ლამაზია კართოფილის ყანა, მე ძალიან მომწონს
vano kazbegi
კარგი იქნებოდა რარას გეგმა ან პროექტი შექმნილიყო და მომგებიანი პროგრამა შეგვექმნათ . ყველგან ფული რომ არის საჭირო - ყველამ ვიცით მაგრამ ნდობის ფაქტორი ძალიან ძნელია . ამაში პროგრამ უნდა შეიქმნათ რომ დამაჯერებელი მასალა ჩანდეთ.
ყველას თავისი ნაკვეთი აქვს, მაგრამ მოუვლელი მიწებია. ჩვენთან ყაზბეგში ყველა თავის საქმეს აკეთებს მაგრამ ერთად ყოფნა და ერთად რომ დაამუშაო პროექტი , არავინ გამოვა. მიზეზად არ ნდობაა. გულში იტყვიან -> ამის გამკეთებელი აქამდე გაკეთდებოდაო და ჩვენ მაგ საქმეში ტყუილად დავკარგავ დროს . ჯობია ჩემ ტავს მე თვითონ მივხედავ და ა.შ.<-. მგონი ყველა ადამიანშია შიში რომ დრო არ დაკარგოთ.
თბილისში არის ისეთი ადგილები - მგონი შეიძლება ამაზე ფიქრით და გეგმის შედგენაც კი.
vano kazbegi
წინაპრებმა ანუ ყაზბეგში და ჩრდილო ოსეთში იცოდნენ მთვარით მიხედვით დაედგინათ თუ რა დროს უნდა დაეთესას და რომელი კარტოფილი უნდა შეენახათ მომავლისთვით-. ბებიაჩემი მთვარის მიხედვით ასრულებდა და მართლა ამართლებდა.
Untitled_11
QUOTE(elli @ Apr 7 2012, 06:39 PM) *
ანა

ეს ბაბუა და შვილიშვილი ბეჩოში გადავიღე, კარტოფილის ყანაში. ასეთი ლამაზია კართოფილის ყანა, მე ძალიან მომწონს


რა კარგია smile.gif დოქტორს რომ ეს ენახა, იტირებდა..

vano kazbegi

ხვალ შეხვედრაზე მოდი რა, ძალიან ეცადე smile.gif იქ უფრო კარგად დავილაპარაკებთ ყველაფერზე. მართალია ბოლოს ისე 'დანარცენი ფორუმზე ან სკაიში გავაგრძელოთ" იქნება, მაგრამ მაინც smile.gif)))
td.........
ანა
კი როგორ არ აქვს, ცვრილი, მოიასამნისფერო ყვავილები აქვს, მაგრამ მე ის ვიგულისხმე, რომ კარტოფილი რომ იდო დიდხანს კვირტები გამოიღოდა გაიტოტა, ეს ტოტები იასამნისფერი გახდა და ძალიან ძალიან ლამაზი იყო.. ასევე დავდე ქოთანში, მერე ფესვები გაიდგა და აგერ მერამდენე წელა ამ ფესვებზე კარტოფილებს ისხამს...smile.gif))
vano kazbegi
QUOTE(ანა @ Apr 7 2012, 07:29 PM) *
რა კარგია smile.gif დოქტორს რომ ეს ენახა, იტირებდა..

vano kazbegi

ხვალ შეხვედრაზე მოდი რა, ძალიან ეცადე smile.gif იქ უფრო კარგად დავილაპარაკებთ ყველაფერზე. მართალია ბოლოს ისე 'დანარცენი ფორუმზე ან სკაიში გავაგრძელოთ" იქნება, მაგრამ მაინც smile.gif)))


გაიხარე. წინასწარ არ ვიცი მოვახერხებ თუ არა შეხვედრაზე. გათენდეთ და შედეგს შევხედავ.
Untitled_11
ღმერთო გთხოვ ხვალ ლამაზი და თბილი დღე გაათენე და ისე მოახდინე რომ ვანო წამოვიდეს..
ღმერთო გთხოვ ხვალ ლამაზი და თბილი დღე გაათენე და ისე მოახდინე რომ ვანო წამოვიდეს..
ღმერთო გთხოვ ხვალ ლამაზი და თბილი დღე გაათენე და ისე მოახდინე რომ ვანო წამოვიდეს..
ღმერთო გთხოვ ხვალ ლამაზი და თბილი დღე გაათენე და ისე მოახდინე რომ ვანო წამოვიდეს..
ღმერთო გთხოვ ხვალ ლამაზი და თბილი დღე გაათენე და ისე მოახდინე რომ ვანო წამოვიდეს..
ღმერთო გთხოვ ხვალ ლამაზი და თბილი დღე გაათენე და ისე მოახდინე რომ ვანო წამოვიდეს..
ღმერთო გთხოვ ხვალ ლამაზი და თბილი დღე გაათენე და ისე მოახდინე რომ ვანო წამოვიდეს..

angelgirl.gif
Simulated
იდეა!!!!!_________________ რითიც შევძლებ დახმარება ჩემზე იყოს.
ruslan
დღეს საინტერესო დღე მქონდა, მთელი დღე მიწის ნაკვეთებსა და სახლებს ვეძებდი. ამას გარდა ორი გოჭუნას ყიდვაც მოვასწარი და პატარა ნაკვეთიც შევიგულე.
ეხლა მინდა რომ ამ ჩვენმა წამოწყებამ აქტუალურობა არ დაკარგოს და თქვენი იდეებიც მოვისმინო. მაგას გარდა დავგეგმოთ დაინტერესებულ პირთა ჩამოსვლა, ოთხი ხუთი ადამიანი რომ წამოვიდეს ერთი მანქანით. სოფელსაც გადახედეთ და ჩვენი მუშაობისა თუ არსებობის მოდელს.
უახლოეს მომავალში ჩვენს ინტერნეტ გვერდსაც დავდებთ ინტერნეტში და შეგეძლებათ გადახედოთ. მანამდე კი უბრალოდ რომ ჩაწეროთ გუგლში << მომავლის მიწა<< ბევრ ინფორმაციას ამოიღებთ.
ეხლა გადაწყვეტილი მაქვს ნახევარი ჰექტარი (5 000 კვადრატული მეტრი) მიწის ყიდვა და სამომავლოდ საბოსტნედ მომზადება.
ამ სოფელში ბევრი კარგი რამ არის და ბევრი კარგიც ხდება მინდა რომ ერთხელ დასათვალიერებლად ჩამოხვიდეთ.
დაწერეთ თქვენი აზრი. welcomeani.gif
Qocho
ruslan

იდეა კარგია მაგრამ

ციტატა(ruslan @ 10th April 2012 - 09:52 PM) *
ამას გარდა ორი გოჭუნას ყიდვაც მოვასწარი


ანუ ვეგეტარიანული არ იქნება სოფელი?
Existence
ruslan good.gif

რუსლან უეჭველი უნდა ჩამოვიდეთ ამ შაბათ კვირას ჰოლოტროპიკას ვგეგმავთ და იქით კვირაში დავათვალიერებთ , ყოჩაღ რა მაგრად უბერავ smile.gif

QUOTE(Qocho @ 10th April 2012 - 10:16 PM) *
ანუ ვეგეტარიანული არ იქნება სოფელი?


აუ ეს მეც მაინტერესებს გოჭებზე რო დაწერე
ruslan
მე ვეგეტარიანელი ვარ უბრალოდ მინდა შემდეგან გავყიდო ან კიდევ გავამრავლო და შეიძლება ადამიანებს ისე ვაჩუქო. სოფელი აუცილებლად ვეგეტარიანული უნდა იყოს ეს ერთერთი წინაა პირობაა.
თან ეხლა მიწის ყიდვა რომ მინდა არსად არ ვმუშაობ და ნაკვეთის ფული საიდანღაც ხომ უნდა მოვიტანო..... მაგიტომაც გოჭებს რომ გაავზრდი, გავყიდი და იმით ნაკვეთს ვიყიდი. სულ ეს არის გოჭების ამბავი.
guest..
QUOTE(ruslan @ Apr 10 2012, 11:36 PM) *
მე ვეგეტარიანელი ვარ უბრალოდ მინდა შემდეგან გავყიდო ან კიდევ გავამრავლო და შეიძლება ადამიანებს ისე ვაჩუქო. სოფელი აუცილებლად ვეგეტარიანული უნდა იყოს ეს ერთერთი წინაა პირობაა.
თან ეხლა მიწის ყიდვა რომ მინდა არსად არ ვმუშაობ და ნაკვეთის ფული საიდანღაც ხომ უნდა მოვიტანო..... მაგიტომაც გოჭებს რომ გაავზრდი, გავყიდი და იმით ნაკვეთს ვიყიდი. სულ ეს არის გოჭების ამბავი.

smile.gif
ვეგეტარიანელობის მუღამი რა არის?
ruslan
ციტატა(Barmalei @ Apr 10 2012, 10:55 PM) *
smile.gif
ვეგეტარიანელობის მუღამი რა არის?

გეთანხმები, ეს ორი რამე ერთად არ თავსდება და რთულია ამ გადმოსახედიდან ამ საკითხის გარშემო მსჯელობა. ადამიანი როდესაც თავად გახდები გლეხი მერე შეიძლება ბევრ რამეს სულ სხვა თვალით შეხედო.
ჩვენ ფქვილს თვითონ ვამზადებთ და ზეთსაც თვითონ ვხდით, ანუ ღორებისთვის საუკეთესო კომბინირებული საკვები გვრჩება და რაღაცას ხომ უნდა ვაჭამოთ.......... l_sunny.gif
guest..
ruslan

სად არის ეგ შენი სოფელი?
ruslan
ახმეტის რაიონი სოფელი არგოხი
Simulated
ერთხელ თუ ითავებს რომელიმე მანქანიანი ფორუმელი ჩავიდეთ და ვნახოთ სოფელი.
ruslan
ციტატა(Simulated @ Apr 15 2012, 01:32 AM) *
ერთხელ თუ ითავებს რომელიმე მანქანიანი ფორუმელი ჩავიდეთ და ვნახოთ სოფელი.


იქნებ ლაშაპოლს დაუკავშირდეთ ვინმე და ერთხელ ჩამოსვლა შეძლოთ. მე უკვე მიწებს ვეძებ და კარგი იქნებოდა თუ ჯერ ჩამოხვიდოდით და არსებულ რესურსებს შეაფასებდით და მერე დაგვეწყო უფრო აქტიური მუშაობა ამ მხრივ.

ორი დღის წინ 2500 კვადრატულ ფართობზე კარტოფილი დავთესეთ და გუშინ 45 ძირი გოგრის სანერგე დავთესე სპეციალურად დაჩქარებული წესით რომ გამოვიყვანო.
იქნებ ნიბირუს შეეხმიანო რომ მგონი მაგას აინტერესებს ეს პროეკტი და ავტო სტოპითაც შეეძლო ჩამოსულიყო.........
Lashapoli
QUOTE(ruslan @ Apr 15 2012, 10:01 AM) *
იქნებ ლაშაპოლს დაუკავშირდეთ ვინმე და ერთხელ ჩამოსვლა შეძლოთ. მე უკვე მიწებს ვეძებ და კარგი იქნებოდა თუ ჯერ ჩამოხვიდოდით და არსებულ რესურსებს შეაფასებდით და მერე დაგვეწყო უფრო აქტიური მუშაობა ამ მხრივ.

ორი დღის წინ 2500 კვადრატულ ფართობზე კარტოფილი დავთესეთ და გუშინ 45 ძირი გოგრის სანერგე დავთესე სპეციალურად დაჩქარებული წესით რომ გამოვიყვანო.
იქნებ ნიბირუს შეეხმიანო რომ მგონი მაგას აინტერესებს ეს პროეკტი და ავტო სტოპითაც შეეძლო ჩამოსულიყო.........

რუსლან, როგორ შეკრებაზე დავთქვით ჩამოვალთ აუცილებლად, სავარაუდოდ ამ თვეს არ გადავაცილებთ... smile.gif
atinati
QUOTE(Lashapoli @ Apr 15 2012, 07:44 PM) *
რუსლან, როგორ შეკრებაზე დავთქვით ჩამოვალთ აუცილებლად, სავარაუდოდ ამ თვეს არ გადავაცილებთ... smile.gif



ძალიან მინდა წამოსვლა... და ეს იდეა არა და არ მტოვებს... wub.gif
ruslan
მოკლედ მე ერთი სახლი ვნახე სადაც თქვენ დარჩენას შეძლებთ და მიწებიც ვნახე მაგრამ მანამდე უნდა ჩამოხვიდეთ რომ მე ეს ყველაფერი დავქოქო.
ruslan

იქნებ ვინმემ ნიბირუს ნომერი მომცეს ან დაინტერესებულმა ადამიანებმა მომწერეთ ამ ნომერზე. 599 244 844 რუსლან.
tikoroma
ალბათ ზაფხულში მეც შევძლებ ჩამოსვლას დასათვალიერებლად მაინც rolleyes.gif
გუშინ ვუყურებდი ფილმს ფერმერებზე და ვიტირე ლამის smile.gif
ruslan
ხო ზაფხულში აუცილებლად უნდა ჩამოხვიდეთ. იქნებ ზაფხულის შეკრება აქ, სოფელში მოვაწყოთ. მშვენიერი ბუნებაა და მაგას გარდა შეიძლება პატარა ექსკურსიაც მოვაწყოთ მთებში.
ვისაც წამოსვლა მოუნდება საძილე ტომარა აუცილებლად დასჭირდება, სხვა დანარჩენი ადგილზე მოგვარდება. და კიდევ კარგი იქნება თუ ჩამოსვლას შაბათ კვირას რომ დავამთხვიოთ.
ruslan
გამარჯობათ კეთილო თანაფორუმელებო,
რას იტყვით პანკისის ხეობაში, ერთი ან ორი დღით, კარვებითა და საძილე ტომრებით რომ წავიდეთ სალაშქროდ?
მე ორი კარვისა და არგოხიდან ერთი ორ ხიდიანი უვაზის შოვნა შემიძლია ათი კაცი მაინც ჩავეტევით მთელი აღჭურვილობით. აქედან პანკისის ხეობა 45 კილომეტრშია და მანქანაც გაზზე მუშაობს, საწვავი იაფი დაგვიჯდება და აქამდე იქნებ როგორმე აუტოსტოპით ჩამოხვიდეთ.
ავალთ ბაწარის ნაკრძალში და ბევრ ლამაზ ადგილს დავათვალიერებთ.
დავთქვათ რომელიმე დღე და ჩამოდით. პირველ დღეს კარგი იქნება თუ აქაურობასა და ჩვენს არე მარეს დაათვალიერებთ, ძალიან ლამაზი და საინტერესო სოფელია ლამაზ მთებში ჩაფლული. პირველ ღამეს შეგეძლებათ აქ სახლში დარჩენა და მეორე დღეს მანქანას ვითხოვებ და წავალთ პანკისში. იქაც ძალიან საინტერესო სურათი დაგვხვდება.
ერთი ეგ არის მანქანის ქირა და საწვავის ფული ერთად 50–60 ლარის გადახდა გვიწევს.
თუ ვინმეს გინდოდეთ შეგიძლიათ დამირეკოთ კიდეც. 599 244 844. welcomeani.gif
ruslan
ხო კიდევ ის რომ თუ აქ ვინმეს მოგეწონებათ სიტუაცია შეგვიძლია იაფათ მიწის ნაკვეთები ვიყიდოთ.
შევქმენით საკუთარი ვებ გვერდი: მომავლის მიწა ან momavlis mitsa. ამ ვებ გვერდზე ორგანიზაციის ფოტოებიც დევს.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.