Help - Search - Members - Calendar
Full Version: buda da budizmi
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > პიროვნებები, გაერთიანებები, სწავლებები
teepurple
ამ ბოლო დროს ძალიან დამაინტერესა ბუდიზმმა. საინტერესო თემა უნდა გამოვიდეს. ბუდიზმი ძვ. წ VI საუკუნეში ჩაისახა და დღეს ერთ-ერთი უდიდესი რელიგიაა.
საინტერესოა ის ფაქტი რომ სანამ სიდჰართა დაიბადებოდა (სიდჰართა ბუდას სახელია განსივოსნებამდე) დედამისმა, რომელსაც მაია ერქვა და რაც ილუზიას ნიშნავს, დაესიზმრა რომ სპილო შეუვარდა ფერდში და სიდჰართაც ფერდიდან დაბადა. რის შემდეგაც მაია გარდაიცვალა.
ბუდიზმი შეიძლება რელიგიად არც ჩაითვალოს, რადგან რელიგია გულისხმობ ღმერთსა და ადამიანს შორის კავშირს და ბუდიზმში ეს კავშირი არ არსებობს, ბუდიზმის მიზანი ტანჯვისგან განთავისუფლებაა ნირვანას საშუალებით.
საინტერესოა ბუდისტების რამდენი პროცენტი აღწევს ნირვანას.
givi
ბუდიზმი ერთ-ერთი მსოფლიო რელიგიაა, რომელიც რამდენიმე ასეულ მილიონ მორწმუნეს აერთიანებს. იგი ჩრდილო ინდოეთში ჩაისახა ძვ. წ. VI-V საუკუნეებში. მისი დამაარსებელია საკიას ტომის უფლისწული სიდჰართა გაუტამა, ანუ საკია მუნი (განდეგილი საკიას ტომიდან). იგი დღევანდელ ქალაქ ბენარესის მახლობლად მდებარე ქალაქ კაპიტალავასტში დაიბადა. მამამისი საკიას ტომის მეფე სუდოგანა იყო. დედას მაია-დევი ერქვა. მამა სიდჰართას ფუფუნებით ზრდიდა და ყველანაირად უმალავდა ამ ქვეყნად არსებულ ტანჯვასა და უბედურებას, მაგრამ გაუტამამ ყოველივე ამის შესახებ მაინც შეიტყო. იგი შეაძრწუნა საკუთარმა ბედნიერებამ, მიატოვა სასახლე, მშობლები, ცოლი, ვაჟიშვილი და ამ ქვეყნის ბოროტების დასათრგუნავი საშუალების საძებნელად წავიდა. მან მრავალი მოძღვარი მოინახულა და, ბოლოს, ერთ ღამეს წმიდა ხის ქვეშ მყოფს ჭეშმარიტება ეუწყა, რის შედეგადაც იგი გახდა ბუდა და (სანსკ. ბუდდჰა - განათლებული, გასხივოსნებული, სხვიფენილი) ამის შემდგომად მან ხსნის შესახებ დაიწყო ქადაგება. მალე მას მრავალი მიმდევარი და მოწაფე გაუჩნდა (მათ შორის ყველაზე საყვარელი მოწაფე ანანდა იყო). ბუდა 80 წელს მიღწეული გარდაიცვალა. მისი ნეშტი თაყვანისცემის საგანი გახდა. ბუდას არაფერი დაუწერია, რამაც მისი მოძღვრების ირგვლივ დავა გამოიწვია. ჭეშმარიტების დასადგენად კრებებს იწვევდნენ, რომელთა შორისაც უმთავრესია ძვ. წ. 250 წ. პაშალიპუტრაში მეფე აშოკას დროს ჩატარებული კრება, რომლის დადგენილების ძალით ბუდიზმი, რომელიც მანამდე იდევნებოდა, სახელმწიფო რელიგია გახდა. ამ დროისათვის მოხდა ბუდას მოძღვრების წერილეობითი ფიქსაცია. ეს ნაწერები 3 ნაწილად - 3 ტიპიტიკად იყოფა (ტიპიტიკა - სიბრძნის კალათა): 1. სუტრა (მოძღვრება), 2. ვინაია (დისციპლინა) და 3. აბჰიდჰართა (მეტაფიზიკა). მეფე აშოკამ მისიონერები სხვა ქვეყნებშიც გაგზავნა ბუდიზმის გასავრცელებლად. თუმცა შემდეგ ინდოეთში ბარაჰმანიზმმა კვლავ მოიკრიბა ძალა და ბუდიზმი ძალზედ შეავიწროვა. დღეისათვის ინდოეთში მხოლოდ 4 მილიონამდე ბუდისტია, სამაგიეროდ იგი ყველაზე გავრცელებული რელიგიაა შრი-ლანკაში, მიანმაში (ყოფ. ბირმა), ტაილანდში, კამბოჯაში, ვიეტნამსა და ლაოსში. ბევრია ბუდისტი ჩინეთში, იაპონიასა და კორეაში, აგრეთვე, მონგოლეთში.

ბუდიზმი არაა ერთგვაროვანი. სამხრეთული ბუდიზმი, რომელიც შრი-ლანკასა და ინდოჩინეთშია გავრცელებული და ჰინაიანას სახელითაა ცნობილი, უფრო ახლოა ბუდიზმის პირვანდელ ფორმასთან (ჰინაიანა მცირე ეტლს ნიშნავს). მისი პანთეონი ღარიბია, კულტი ძალზე მარტივი. ჩრდილოეთის ბუდიზმი - მაჰაიანა (დიდი ეტლი) - გავრცელებულია ჩინეთში, იაპონიაში, კორეაში. მას დოგმატიკა და კულტი უფრო რთული აქვს, იერარქია მდიდარია, ძლიერაა განვითარებული სამონასტრო ცხოვრება, რომელიც მკაცრი წესებით გამოირჩევა. (1)

ტერავადას შტო გავრცელებულია სამხრეთში: ცეილონზე, ბირმაში, კამბოჯასა და ტაილანდში. მისი სწავლება ეფუძნება ტიპიტაკას წიგნებს, რომელიც ცხოვრებისაკენ მოუწოდებს ადამიანს. მისთვის მთავარი სათნობა - სიბრძნეა. ტერავადას სკოლა გაურბის რიტუალებს და მეტ ყურადღებას უთმობს მედიტაციას.

ბუდიზმის ფორმაა აგრეთვე ლამაიზმი. იგი ტიბეტში ჩაისახა XIV საუკუნეში - მაჰაიანასა და ტანტრიზმის, აგრეთვე ტიბეტელთა ძველი სარწმუნოების ბონ-პოს ბაზაზე, XVI საუკუნიდან ლამაიზმი გავრცელდა მონღოლებში, ხოლო XVII საუკუნეში შეაღწია რუსეთის ტერიტორიაზე - ბურიატებში, ტუველებსა და ყალმუხებში. მასში ბუდიზმი შეერწყა ადგილობრივ წარმართულ რწმენა-წარმოდგენებს, რის გამოც ლამაიზმში ძლიერაა განვითარებული სხვადასხვა წეს-ჩვეულება, მაგალითად, შამანიზმი. ლამაისტების მეთაურია დალაი-ლამა, რომელიც დიდი უფლებამოსილების მქონეა და მას, როგორც ცოცხალ (განსხეულებულ) ბუდას, ისე სცემენ თაყვანს. ლამაიზმის კანონიკურ საფუძველს წარმოადგენს წმიდა ტექსტთა კრებულები: განჯური (108 ტომი) და დანჯური (225 ტომი). ლამაიზმისათვის დამახასიათებელია თეატრალური მისტერიები, ფუფუნებით აღსავსე მსახურებები, რომლებიც სრულდება დაცანებში (სამონასტრო დაწესებულებებში), „ათ შავ ცოდვად“ ლამაიზმი ასახელებს: მკვლელობას, ქურდობას, „არასწორ შეერთებას“, ტყუილს, ცილისწამებას, ბოროტისმეტყველებას, ამაოდმეტყველებას, სიხარბეს, მრისხანებას, „ცრუ წარმოდგენებს“.

არსებობს აგრეთვე ძენ-ბუდიზმი. იგი VI საუკუნეში აღმოცენდა ინდოეთში. მისი დამაარსებელია ბოდჰიდჰარმა, აქედან გავრცელდა იგი ჯერ ჩინეთში, შემდეგ იაპონიაში, სადაც VII-VIII საუკუნეებში დასრულებული სახე მიიღო (2). ძენ-ბუდიზმი საკმაოდ დასცილდა ტრადიციულ ბუდიზმს. იგი ერთგვარი ბუდისტური სუპერეგზისტენციალიზმია. იგია ბუდიზმი ბუდას გარეშე, ადოგმატური სწავლება, რომელიც არ ცნობს არანაირ ავტორიტეტს, არავითარ ტრადიციას. მისი კულტია დაცინვა, რომელიც ყველას, მათ შორის საკუთარი თავის წინააღმდეგაა მიმართული. იგია ფილოსოფიის სიძულვილი, მაგრამ ფილოსოფიური პარადოქსების სიყვარული. ძენი უარყოფს იმ ლოგიკის კანონებსა და ცნებით კატეგორიებს, რომლებიც ინდუიზმსა და ბუდიზმშია გავრცელებული. ძენ-ბუდიზმი დაახლოებით ისე მიემართება კლასიკურ ბუდიზმს, როგორც ძველ ცინიკოსთა სწავლება პლატონიზმს. ძენ-ბუდიზმი ერთგვარად თანამედროვე ევროპულ ეგზისტენციალიზმსაც ეხმაურება, რის გამოც სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება დასავლეთის ქვეყნებში. ამ პოპულარობას ხელი შეუწყო ძენ-ბუდიზმის ცნობილმა თანამედროვე პოპულარიზატორმა დაითაცუ ტეიტარო სუძუკიმ (1870-1966 წწ).

ძენში ლიგუკური ანალიზი ტაბუდადებულია. მისი მიხედვით ადმაინი უნდა გათავისუფლდეს სხვათა აზრების ზეგავლებისაგან, რჩევებისაგან და სწავლებებისაგან და არც თვითონ უნდა ასწავლოს სხვას რაიმე. ძენი უარყოფს სასწაულებს და ზებუნებრივ მოვლენებს. იგი ასწავლის, რომ რეალობას არ გააჩნია ობიექტური შინაარსი, არსეობს მხოლოდ სუბიექტური აღქმა. „ჭეშმარიტებები“ ცნობიერდება უშუალოდ, ინტუიტიურად - როდესაც შესაცნობი და შემცნობი ერთმანეთში შეირწყმიან. ძენის დოქტრინა ქაოტურია. ინდუიზმის მსგავსად ძენი აცხადებს, რომ ადამიანი და ღმერთი - ერთი არსებაა. ძენი არ აღიარებს არც მადლს, არც ცოდვას, რადგან მათ სუბიექტური აღქმის ნაყოფად მიიჩნევს, ძენის მოძღვრებით განსაკუთრებით ისინი ინტერესდებიან, ვინც გაურბის დოგმებსა და ავტორიტეტებს.

ბუდიზმის ძირითადი პოსტულატები შემდეგია: იგი არ აღიარებს არც შემოქმედს და არც ქმნილებას. მისთვის ერთადერთი ჭეშმარიტად არსებული არის არარა, ანუ არყოფნა, რომელსაც მარადიული, დამოუკიდებელი და თვითმყოფადი არსებობა აქვს. ყველა სხვა არსებობა, რასაც საწყისი და დასასრული აქვს, ცვლილებას ექვემდებარება და დროითა და სივრცითაა შეზღუდული, მოკლებულია ჭეშმარიტ ყოფიერებას. ყოველივე არსებული არარასაგან წამოსდგა და კვლავ მას უბრუნდება, მაშასადამე, არყოფნა ყველაფრის თავი და ბოლოა. ამდენად, თუკი იგი ჭეშმარიტი არსი და სამყაროს ერთ-ერთი საფუძველია, მაშინ სამყარო, ყოველივე იმასთან ერთად, რაც მასში არსებობს და ცოცხლობს, უკანონო და არასაჭირო არსებობის შედეგია და, ამდენად, ბოროტებაა.

ბუდიზმს არ გააჩნია პასუხი კითხვაზე, თუ როგორ წარმოიშვა თავდაპირველად ყოველივე. იგი იყენებს სწავლებას უსასრულოდ მრავალი სამყაროსა და მათში არსებულ არსებათა შესახებ, რომლებიც აუცილებლად ისპობიან და სხვას უთმობენ ადგილს, რომელთაც თავის მხრივ იგივე ელით.

მაშასდამე, ბუდიზმი რელიგია კი არა, ფილოსოფიური აგნოსტიციზმი უფროა, რადგან რელიგია, კლასიკური გაგებით, კავშირს გულისხმობს, კავშირს ადამიანსა და ღმერთს შორის. ბუდიზმში კი არ არსებობს აბსოლუტური პიროვნების ცნება, არსებობა ბოროტებაა, ცხოვრება ტანჯვათა ჯაჭვია, ხოლო ბუდიზმის მიზანი ამ ტანჯვისგან გათავისუფლებაა. რადგან ტანჯვა თვით ყოფიერების ცნებას ერწყმის, ამიტომ მისგან გათავისუფლება თვით ყოფიერების მოსპობით უნდა მოხდეს. ტანჯვისგან გათავისუფლებისათვის თვითმკვლელობა უაზრობაა, რადგან ბუდიზმი, ისევე როგორც ინდუიზმი, რეინკარნაციას აღიარებს, რასაც კვლავ ახალი ტანჯვა მოჰყვება (3). ამიტომ ბუდა მიიჩნევს, რომ უნდა მოისპოს თვით სიცოცხლის სურვილი, რაც შემდგომი რეინკარნაციის შეწყვეტასა და სანსარისგან თავის დაღწევის საწინდარია. ასე გადადის ადამიანი ნირვანაში, რომელიც ღმერთთან ურთიერთობა კი არ არის, არამედ სიცოცხლიდან გაქცევა და სულიერი ვაკუუმის მდგომარეობაა. ნირვანა სიტყვასიტყვით ჩაქრობას ნიშნავს. იგი ბუდიზმში უდიდესი სიკეთე და ადამიანის საბოლოო მიზანია. იგი ტანჯვის, უბედურების და საერთოდ ყოფიერების ყოველგვარი გამოვლინების მოსპობაა. უკვდავება ბუდიზმს ესმის, როგორც აბსოლუტურ უმოქმედობასა და სრულ განურჩევლობაში გადასვლა.

როგორც უკვე ვთქვით, ბუდისტისათვის ბოროტების სათავე თვით სიცოცხლე, ადამიანის არსებობა და მისი სურვილებია, სადაც სიცოცხლეა, იქ აუცილებლად ბოროტებაცაა, როგორც მისი ძირეული და არსებითი ნიშანი. შესაბამისად ბუდიზმის თანახმად სიცოცხლის გაქრობა სიკეთეა, მაგრამ, მეორე მხრივ, ბუდიზმი არ იძლევა პასუხს კითხვაზე, თუ რატომაა სიცოცხლის სურვილი ბოროტება. იგი მხოლოდ ფაქტების ემპირიულ მხარეს აფიქსირებს.

ბოროტებაზე ამგვარი შეხედულება ბუდიზმს სოციალურ სფეროშიც გადააქვს. ოჯახური, ეროვნული და სხვა ურთირთობები, ბუდისტური მსოფლმხედველობის მიხედვით, ბოროტებაა, რომელთაგანაც ასევე აუცილებელია გათავისუფლება.

თუ ქრისტიანი ასკეტისათვის უმთავრესი ამოცანა საკუთარ ვნებებთან ბრძოლაა და ამ ვნებათაგან გათავისუფლების შემდეგ იგი სიცოცხლისკენ ისწრაფვის, რათა ღირს იქნეს აბსოლუტთან თანაზიარებისა და მის სასუფეველში დამკვიდრებისა, ბუდისტი საწინააღმდეგო მიმართულებით მიდის, მისთვის მთავარი სიცოცხლის სურვილია და, ამის კვალობაზე, თავად სიცოცხლის გაქრობაა, ანუ როგორც მართებულად შენიშნავს ნ.ლოსკი: „სხეულებრივი სიკვდილით შეშინებული გაუტამა ხსნას აბსოლუტურ სიკვდილში, ყოფიერების სრულ მოსპობაში ეძიებს“, ხოლო გ.კ.ჩესტერტონი ამბობს: „ქრისტეს ეცოდება ადამიანები იმიტომ, რომ ისინი კვდებიან, ხოლო ბუდას ეცოდება იმიტომ, რომ ისინი ცოცხლობენ“. თუ მაცხოვარი ამბობს: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“ (მათე 5, 3), ბუდა ამ სიტყვების ამგვარ პერიფრაზს „ახდენს“: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათ ელოდებათ არყოფნა“.

ქრისტიანსაც და ბუდისტსაც გრძნობადი ბუნებისაგან გათავისუფლება სწადიათ, მაგრამ თუ ბუდისტი ბიბლიური სამსონივით მტრების მოსპობით საკუთარ თავსაც სპობს, ქრისტიანი, რომელიც სძლევს მტერს, ნეტარი ცხოვრების ღირსი ხდება.

ბუდისტი, რომელიც არ ცნობს პიროვნულ ღმერთს, ვერ ახერხებს დადებითი შინაარსი შესძინოს საკუთარ ზნეობრივ თავისუფლებას. ამიტომ მისთვის თავისუფლება უმიზნო სიცოცხლის უარყოფაში მდგომარეობს. ამის გამო კი იქ, სადაც პოზიტიური მიზანი არ არსებობს, აუცილებლად ხდება ყოველგვარი მიზანშეწონილი მოქმედების პარალიზება. პასიური სათნოებანი (მოთმინება, დათმობა) ბუდიზმში ყოველთვის ჭარბობს აქტიურს. ბუდიზმში ვხედავთ თანაგრძნობისმიერ სიყვარულს, მაგრამ იქ არ მოიპოვება მოქმედი, განმათავისუფლებელი და შემოქმედებითი სიყვარული. უფრო მეტიც, თვით ეს პასიური სიყვარულიც კი, რომელიც მხოლოდ თანაგრძნობას გამოხატავს და სიხარულს არ ანიჭებს, უკანა პლანზე იწევს და ადგილს უთმობს თვითჭვრეტისა და თვითმოსპობის სურვილიდან გამომდინარე კვიეტიზმს. ასე რომ, ბუდიზმი თავისი არსით ნიჰილიზმია, და ამის გამო იყო, რომ მან ამგვარი ფორმით დიდხანს ვერ იარსება. ამიტომაც მას ყოველთვის შეცვლილი და შერბილებული სახით წარმოადგენდნენ ხოლმე: კერძოდ, ნირვანას რაღაც სამოთხის მსგავსი თვისებები მიანიჭეს, დააწესეს კულტი, წეს-ჩვეულებები, შემოიღეს თეორია უმაღლეს არსებათა მიერ ადამიანის შეწევნის შესახებ. ყოველივე ამან კი ბუდას თავდაპირველი, წმინდა ფილოსოფიურ-ეთიკური სწავლება რელიგიად აქცია.

ასეთია მოკლედ ბუდიზმის შინაარსი. იგი ტანჯვის, უბედურების და ამდენად ბოროტების დაძლევისა და მისგან თავის დაღწევის თავისთავად კეთილშობილ მიზანს ისახავს, მაგრამ არ აღიარებს რა შემოქმედს, პიროვნულ ღმერთს, და ცხადია არ იცნობს ჭეშმარიტ მხსნელს - იესო ქრისტეს, ამ დიადი მიზნის მიღწევას გაუტამას გონების მიერ შექმნილი რეცეპტით - ნირვანათი აპირებს. ეს კი, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, ამ მოძღვრებას არყოფნის, სიკვდილისა და ვოიდიზმის მქადაგებლად აქცევს.
(1) მაჰაიანურ ბუდიზმს ახასიათებს აგრეთვე „ბოდჰისატვების“ ინსტიტუტის არსებობა. ბოდჰისატვა ის ადამიანია, რომელიც საკმარის განათლებულობას მიაღწევს, მაგრამ სხვა ადამიანთა ხსნის სურვილის გამო არ გადადის ნირვანაში და ამ ქვეყნად რჩება.

(2) თვით სიტყვა „ძენი“ (ჩინურად „ჩანი“) სანსკრიტული სიტყვიდან „დჰიანა“ მომდინარეობს, რაც პოზას, ასკეტურ ხერხს, გონების შემოკრებას ნიშნავს.

(3) უნდა აღვნიშნოთ, რომ რეინკარნაცია ტრადიციული გაგებითმ როცა პიროვნების სული შემდგომში სხვა სხეულებრივ გარსში აგრძელებს ცხოვრებას, ბუდიზმისათვის უცხოა (ყოველ შემთხვევაში, ასე არ იყო თავდაპირველ ბუდიზმში). ბუდიზმის მიხედვით, არავითარი „პიროვნება“ არ არსებობს, არსებობს მხოლოდ „სულის“ ილუზია, ამიტომაც ახალ ცხოვრებას იძენს არა ადამიანის პიროვნება, არამედ ის ელემენტები, რომლებიც ამ ადამიანის სიცოცხლეს შეადგენენ (როგორც სხეულებრივი , ისე ფსიქიკური) ე.წ. დჰარმები. ამ ახლად შექმნილი ადამიანის ცხოვრებას კი კარმა განსაზღვრავს.

(4) ვოიდიზმი - სიცარიელის, არარაობის ფილოსოფიაა. სხვათა შორის თვით ბუდიზმშიც, კერძოდ მისი მაჰაიანური განშტოების მადჰიამიკას სკოლაში (იგი II ს-ში დააარსა ნიგარჯუნამ), ერთ-ერთ მთავარ ფილოსოფიურ ცნებას სწორედ „შუნია“ - სიცარიელე წარმოადგენს. ესაა სიცარიელის განცდის ფსიქიკური მდგომარეობა, რაც „ყოფნა-არყოფნის“, „რეალურისა და არარეალურის“, „სუბიექტისა და ობიექტის“ და სხვა ასეთი პრობლემების მოხსნის სინონიმი და ნირვანას დადგომის ნიშანია.


--------------------
teepurple
bf_nonew.gif
არ ვიცი მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ცხოველებს და მცენაარეებს გრძნობები აქვთ.
old_man
QUOTE
ბუდისტი, რომელიც არ ცნობს პიროვნულ ღმერთს, ვერ ახერხებს დადებითი შინაარსი შესძინოს საკუთარ ზნეობრივ თავისუფლებას.
QUOTE
ამ მოძღვრებას არყოფნის, სიკვდილისა და ვოიდიზმის მქადაგებლად აქცევს.

QUOTE
მაგრამ თუ ბუდისტი ბიბლიური სამსონივით მტრების მოსპობით საკუთარ თავსაც სპობს, ქრისტიანი, რომელიც სძლევს მტერს, ნეტარი ცხოვრების ღირსი ხდება.

ასეთი სუბიექტური დასკვნების შემდეგ ძნელი მისახვედრი არ იქნებოდა ვისი დაწერილიც იქნებოდა ეს სტატია wink.gif
სამწუხაროა რომ ბუდიზმის გასაცნობად ასეთი ტიპის სტატია დაიდო
teepurple
ჰო ეტყობა ამას უფრო, მე ორტჰოდოქს.გე ზეც წავიკიტხე და იქ არ ემჩნეოდა საერთოდ, გააჩნია ვინ წერს..
Atm@n
უნდა დააკონკრეტოთ ბუდიზმის რომელი მიმართულება გაინტერესებთ, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი განსხვავებებია.
teepurple
კი მაგრამ ამ შემთხვევაში რომელიმე კონკრეტულ მიმართულებაზე არაა სულაპარაკი, ზოგადად ბუდა , ბუდიზმი, მასთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები და ა.შ
MaH_AtMa
ციტატა(old_man @ 13th June 2012 - 08:38 PM) *
ამ მოძღვრებას არყოფნის, სიკვდილისა და ვოიდიზმის მქადაგებლად აქცევს.


ესმით კი, რა გულისხმობს ბუდიზმი "არყოფნასა" და გაქრობაში"? (ნირვანაზე აღარ მაქვს საუბარი)
ანდაც, როგორ თარგმნით ქართულ ენაზე ბუდუსტური მნიშვნელობის სიტყვებს, როცა ისინი სინამდვილეში, პირდაპირ გადმოტანილი ქართული ენისგან რადიკალურად განსხვავებული მნიშვნელობის მატარებელნი არიან?

Adidas
ციტატა(Adidas @ 13th June 2012 - 09:36 PM) *
უნდა დააკონკრეტოთ ბუდიზმის რომელი მიმართულება გაინტერესებთ, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი განსხვავებებია.


good.gif
ანანდა


ვისაც ბუდიზმი გაინტერესებთ

ბუდისტი ბერის წიგნია

(ნაწყვეტები ამ წიგნიდან რუსულად)


Согласно Будде, человеческое положение является наивысшим. Человек сам себе господин и нет никакого высшего существа или силы, что решают его судьбу.

«Каждый сам себе прибежище, кто еще может быть прибежищем?» — говорил Будда. Он воодушевлял своих учеников «быть самими себе прибежищем» и никогда не искать прибежища или помощи в ком-либо еще.

Он учил, воодушевлял и побуждал каждого развивать себя и осуществлять свое собственное освобождение, поскольку у человека есть сила освободить себя от всех оков посредством своих личных усилий и мудрости. Будда говорит: «Вам должно делать вашу работу, ибо Татхагаты*1 лишь учат пути». Если вообще называть Будду «спасителем», то лишь в том смысле, что он открыл и показал Путь к Освобождению, Нирване. Но Путь мы должны осилить сами.

Именно на этом принципе личной ответственности Будда допускает свободу для своих учеников. В Махапариниббана-сутте Будда говорит, что он никогда не думал о том, чтобы управлять Сангхой (Монашеская Община)*2, как и не хотел, чтобы Сангха зависела от него. Он говорил, что нет никакой тайной доктрины в его учении, ничего спрятанного в «сжатом кулаке учителя» (ачарьямуттхи), или говоря другими словами, ничего не «прятал в рукавах».

Свобода мысли, допущенная Буддой, неслыханна где-то еще в истории религий. Свобода необходима, поскольку, согласно Будде, свобода человека зависит от его собственного осознания Истины, а не от благоволящей милости бога или любой внешней силы как награды за свое послушное хорошее поведение.

Будда однажды посетил маленький городок Кесапутта в царстве Косала. Жители этого города были известны под общим именем Калама. Когда они услышали, что Будда находится в их городе, Калама посетили его и сказали ему: «Господин, есть некоторые отшельники и брахманы, что посещают Кесапутту. Они объясняют и освещают только свои собственные учения и презирают, проклинают и отвергают учения других. Но мы, Господин, всегда в сомнении и растерянности — кто же из этих почтенных отшельников и брахманов говорит истинно, и кто ложно».

Тогда Будда дал им следующий совет, уникальный для истории религий: «Да, Калама, это правильно, что у вас сомнения, что вы в растерянности, поскольку сомнения возникли в предмете, который сомнителен. Теперь слушайте, Калама, не будьте ведомы рассказами, обычаем или молвой. Не будьте ведомы властью священных слов, ни явной логикой или доказательством, ни рассмотрением видимости, ни прелестью умозрительных мнений, ни кажущимися возможностями, ни идеей «это мой учитель». Но, Калама, когда вы знаете по себе, что некоторые вещи неблагоприятны (акусала), ложны, плохи, тогда откажитесь от них... И когда вы знаете по себе, что некоторые вещи благоприятны (кусала) и хороши, тогда примите их и следуйте им».

Будда пошел даже дальше. Он сказал бхиккху (монахам), что ученик должен испытать даже самого Татхагату (Будду) так, чтобы он (ученик) мог быть полностью убежден в истинной ценности учителя, которому он следует.


სხვა წყაროებიც არსებობს ბუდაზე და ბუდიზმზე პირადად ჩემთვის ეს ავტორი უფრო მისაღებია
Untitled_13
ბუდიზმის ფილოსოფიის ჩავწდომაში, ბავშვები დაგეხმარებიან.
ბავშვებტან იურთიეთ ხშირად
MaH_AtMa
ციტატა(anima mundi @ Aug 30 2012, 03:51 PM) *
ბუდიზმის ფილოსოფიის ჩავწდომაში, ბავშვები დაგეხმარებიან.
ბავშვებტან იურთიეთ ხშირად

ხსნის 8 საფეხურიდან მე-4:

"მართალი ქმედება, რათა არ ავნოს ცოცხალ არსებებს - არც ადამიანს, არც ცხოველს, არც მწერს."

აი რას დავინახავთ ბავშვებში smile.gif
MaH_AtMa
ციტატა(Wolf Lake @ Jan 9 2013, 05:17 AM) *
buda da budizmi ki ara axla siamovnebit gamovchridi yels erts suliers!..adre tu gvian mainc moxdeba es.

შედეგებზე გიფიქრია?
earth
Wolf Lake
QUOTE(wolf @ 9th January 2013 - 05:49 AM) *
tan mgoni momshivdaa......

შენთვის ბანის დადების დრო ხო არ მოსულა ნეტა ჰა? ამ ნიკით 33 პოსტი? ohmy.gif
matashi
earth
ვინაა ერზ?ვინცაა კაი არაფერი ელოდება მაგ საცოდავს
teepurple
სულ შენში რომ იყოს სხვა რამის მოფიქრებაც შეიძლება wink.gif
და თუ უბრალოდ ყურადღებას იქცევ , ყურადღების მიქცევაც შეგიძლია ისე რომ სხვებს გული არ აერიოთ ან შენზე ან შენს პოსტებზე wink.gif
Atm@n
კაი რამე ჩანს. ჯერ არ მომისმენია:

http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4261227
Untitled_13
"ჰაგაკურე"

ანუ სამურაის გზის ფილოსფია არის ბუდიზმზე დამყარებული და მე ძალიან მომწონს. გათხოვებ თუ გინდა.. პატარა პატარა ისტორიებია მოთხრობილი სხვადასხვა დროს მცხოვრებ სამურაებზე და მათ მოქმედებებში გამოხატული ჭეშმარტი საქციელების კრებულია რეალურად
ბუდაზე რა ვთქვა
ვთხოლმე პოხუიზმს smile.gif))) მმმ
Atm@n
anima mundi

"Кодекс Бусидо?" მეც მაქვს ეგ წიგნი, მაგარი რამეა, ალაგ-ალაგ ვკითხულობ ხოლმე.
Existence
QUOTE
"Кодекс Бусидо?" მეც მაქვს ეგ წიგნი, მაგარი რამეა, ალაგ-ალაგ ვკითხულობ ხოლმე.


არ გეზარება კითხვა ? მოუსმინე ))))

http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=302085
earth
matashi
QUOTE(matashi @ 9th January 2013 - 11:54 AM) *
earth
ვინაა ერზ?ვინცაა კაი არაფერი ელოდება მაგ საცოდავს

მაგი ძველი ფორუმელია, რომელიც დასჯილია უამრავჯერ, წაშლილია ფორუმიდან ბევრჯერ, მაგრამ იცვლის ნიკს და ისევ აქ არის. biggrin.gif
იცის გამჭრიახი ხუმრობა, მაგრამ ხანდახან ზედმეტებში გადადის. რა ნიკითაც არ უნდა შემოვიდეს მისი ხელწერა აღარ გვეშლება. უბრალოდ შერჩა სახელი ფრიად უბრალო, რომელიც მისი ერთერთი ნიკია.
Atm@n
Existence
QUOTE(Existence @ 9th January 2013 - 05:36 PM) *
არ გეზარება კითხვა ? მოუსმინე ))))

http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=302085


ისეთი ლამაზი წიგნი მაჩუქეს, კითხვა მირჩევნია biggrin.gif
Existence
QUOTE(Adidas @ 9th January 2013 - 06:18 PM) *
ისეთი ლამაზი წიგნი მაჩუქეს, კითხვა მირჩევნია


აა , მე ელექტრონული მეგონა smile.gif))
Galahad
ბუდდიზმის გასაცნობად რომელ წიგნს მირჩევდით? სადაც ნამდვილი მცოდნის მიერ იქნება ჩამოყალიბებული სწავლების არსი და ასევე ისტორიული მხარე. ან თქვენ ხომ არ გაქვთ მსგავსი წყარო, რომ მათხოვოთ ცოტა ხნით?

პ.ს. წიგნს შვილივით ვუვლი. rolleyes.gif
ano
ფილმი შედგება 13 ნაწილისაგან მასში მოყვანილია ცნობილი მასწავლებლების მოსაზრებები რომელთაც მრავალწლიანი პრაქტიკა აქვთ ამ სფეროში,
მე ვთარგმნე პირველი ფილმი დანარჩენები ძალიან საინტერესოებია უყურეთ wub.gif
აქ ვდებ პირველის ლინკს დანარჩენები რომ გადახვალთ იქვეა biggrin.gif

ცნობიერება და მისი შესაძლებლობები
ბუდიზმის გახსნა__ სულიერი გზა
ბუდამ შეძლო თავისი ცნობიერების სრული შეცნობა, ის განუსაზღვრელია, ცნობიერებას არა აქვს დასაწყისი ის არის ყოველივეს წყარო რასაც ჩვენ განვიცდით, რადგან ჩვენს მიერ რეალობის აღქმით შეგვიძლია აღმოვფხვრათ ამაფორიაქებელი ემოციები მაგალითად, ბრაზი. შეგვიძლია მივაღწიოთ უმაღლეს საფეხურს რასაც ქვია ბუდა "გამოღვიძებული" როდესაც შევისწავლით ცნობიერების ბუნებას ჩვენ გავხდებით მშვიდები, მარტივად გავართმევთ თავს სირთულეებს ვიქნებით ეფექტურები.
მოტივაცია – მაჰაიანა
მონაზონი კონი მილერი–"ბუდიზმში მაჰაიანას პრაქტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგალითად როდესაც ვინმე გჩუქნით საჩუქარს იმიტომ, რომ სამაგიეროდ რაღაც სურს, მაშინ ის არც ისე პოზიტიურად აღიქმება, მაგრამ თუ მას მოგართმევენ ერთადერთი მიზნით, რომ ბედნიერება დაინახონ თქვენს სახეზე მაშინ ეს ნამდვილად ღირსეული საქციელია, სულიერ პრაქტიკაში მოტივაციას არანაკლები მნიშვნელობა აქვს ქმედებასთან ერთად, ამიტომ ყოველი ფილმის ჩვენების წინ ჩვენ მოგცემთ მოტივაციას. მოტივაცია – მაჰაიანა , აღგვძრავს ვიზრუნოთ არა მარტო საკუთარ თავზე, ასევე გავიღვიოთ გულში თვისება რომ სარგებელი მოვუტანოთ სხვა არსებებსაც და მივანიჭოთ ბედნიერება.
მასწავლებლები
მონაზონი რაბინა კურტინი – ბუდიზმში ეს სიტყვა ცნობიერების სინონიმია ეს გონების ხასიათია მასში არ არის არცერთი მატერიალური ნაწილაკი თუ ატომი ის არამატერიალურია. ქრისტიანული თვალსაზრისით ჩვენში არის რაღაც ნაწილი რომელსაც ეწოდება სული, რომელიც ასევე არამატერიალურია. ასევე ცნობილია მატერიალისტების მოსაზრება, რომლებიც ამბობენ ეს გენებია ეს დეენემია, და მეტი არაფერი. ბუდიზმი არ გამოყოფს არც ერთს. ბუდიზმი ამბობს გონება არის მთელი ჩვენი შინაგანი განცდების, გრძნობების, ემოციების, ცნობიერების, სულის, ინსტიქტის, ინტუიციის სპექტრი.
კიდევ ერთი რამ რითაც განსხვავდება ბუდიზმი სხვა რელიგიური შეხედულებებისაგან: ჩვენში არ არის არცერთი ატომი რომელიც შექმნილი იქნებოდა უმაღლესი არსების მიერ, კიდევ ერთი განსხვავებული შეხედულება დასავლური ფილოსოფიისაგან ჩვენში არ არის არცერთი ემოცია განცდა რომელიც იქნებოდა ჩვენი მშობლების მიერ შექმნილი, დროა შევწყვიტოთ მშობლების დადანაშაულება! არ არის გონების არც ერთი ნაწილაკი რომლის საწყისიც იქნეოდნენ დედა ან მამა. სხეული კი სპერმა და კვერცხუჯრედი ნამდვილად არის ჩვენი სხეულის საფუძველი. მადლობა დედა და მამა.
მაშ ასე გონება არამატერიალურია.
––აქ ვტოვებ არ ვთარგმნი––
ჩვენ ყველას გვაწუხებს კითხვა ვინ ვარ მე? რა არის ჩემი მიზანი? რატომ ვარ აქ? ბუდა ამბობს რომ გახდე ბუდა სრულიად გამოღვიძებული, სრულიად განვითარებული ცნობიერება, თავისუფალი ნეგატიურისაგან. ჩვენ ყველა ვფლობთ ამ ბუნებას.
შეიძლება მოვიყვანოთ რკოს მაგალითი: დედა რა არის ეს? ეს რკოა, რომ გაიზრდება მუხა იქნება" ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ რკოს შესაძლებლობებზე შესაძლოა გამოვიყენოთ გასაფორმებლად, სამკაულად მაგრამ პირველი რაც არის ის პოტენციური მუხაა.
ამავეს ამბობს ბუდა გონება არ შექმნილა არ ნადგურდება მისი ბუნებაა გახდეს ბუდა, ეს არ ნიშნავს რომ ჩვენა არ გვაქვს არჩევანი, ანუ არ არის აუცივლებელი რომ დედა ტერეზა გახდეს ბუდა ეს არის შანსი რომ ხელსაყრელ პირობებში რკო გახდეს მუხა. დღეს ჩვენ ბოლომდე არ ვიცით ვინ ვართ, გვაქვს რაღაც შეხედულებები საკუთარ თავზე მე სუსტი, მე მსუქანი, მე ლამაზი, მე მახინჯი, მე ქალი, მე ზარმაცი, მე კარგი, როგორი განსაზღვრებაც არ უნდა მივცეთ თავს მიზანი ერთია.
როდესაც ბოლომდე განავითარებთ საკუთარ თავს თქვენ გიხდებათ ორი ფრთა – ფრთა თანაგრძნობის ყველა არსებისადმი, თითქოს ყველა არსება თქვენ ხართ არ არის განსხვავება, გიჩნდებათ დიდი სპონტყანური სურვილი მოუტანოთ სარგებელი ყველა არსებას.
მეორე ფრთა – სრული სიბრძნე – ყოვლის მხედველობა, ჩვენი გონება ფლობს შესაძლებლობას იცოდეს ყველაფერი და თუ ჩვენ აღმოვფხვრით ყველა დაბინძურებას გონებიდან. ყოველმხრივ განვითარებულ გონებას შეუძლია ყოვლისმხედველობა და უსაზღვრო თანაგრძნობა და მისი მესამე თვისებაა ყოვლისშემძლეობა: უნარი ძალისხმევის გარეშე სარგებელი მოუტანო ყველა ცოცხალ არსებას უბრალოდ ცხადად დაინახო მათი გონება რომ განსაზღვრო თუ რა არის კონკრეტულად მათთვის საჭირო ამავდროულად გიჩნდება შესაძლებლობა გამოავლინოთ თავი მილიონ ბუდად მილიონობით კალის განმავლობაში სანამ არსებობს მწუხარება. აი ეს არის ბუდა – გასხივოსნება.
როდესაც თქვენ გაიგებთ გონებას თქვენ გაიგებთ ყველაფერს
ბერი ტუხტენ დუნდრები – სხვედასხვა მიზეზით ჩვენ ვხვდებით ბუდისტურ დჰარმას და ჩვენ ვხვდებით რომ ადამიანთა განსაცდელის მიზეზი იმალება გონში. განსაცდელებს რა თქმა უნდა აქვს გარე ფაქტორები მაგრამ მთავარი მიზეზი ჩვენს გონებაშია, იასაა როგორც განსაცდელის ასევე ბედნიერების მიზეზი ნათლად ვხვდებით რომ განვთავისუფლდეთ განსაცდელებისაგან საჭიროა შევცვალოთ ჩვენი გონება და შევცვალოთ რადიკალურად, თუ ცოტათი შევცვლით მას ჩვენ ცოტა განვთავისუფლდებით განსაცდელებისაგან, თუ რადიკალურად შევცვლით მაშინ ნამდვილ რევოლუციას მოვახდენთ ცნობიერებაში აღმოვფხვრით ამაფორიაქებელ ემოციებსდა განვავითარებთ ყველა პოზიტიურ თვისებას მაჩინ შევძლებთ განვთავისუფლდეთ განსაცდელებისაგან და მივაღწევთ ბედნიერებას, რომელიც არ არის დროებითი , ზედაპირული. ჩვენ შესაძლოა არ დავფიქრებულვართ თუ როგორ ბედნიერებას ვეძებთ, მაგრამ თუ დავფიქრდებით ჩვენ ვეძებთ ბედნიერებას რომელიც არის სრულყოფილი და ადაუნგრეველი.
გონს არა აქვს ფორმადა არანაირი მატერიალური თვისებები ის ცხადია, უფორმო, მას შეუძლია შეიცნოს განიცადოს, შეიგრძნოს სხვადასხვა შესაძლებლობებით, ამჟამად ჩვენი შეგრძნებები ზედაპირულია, ძირითადად კონცეფციით, კითხვით, სმენით, ჩვენი ამჟამინდელი შესაძლებლობები შეზღუდულია, გარემოებების გამო რომლებიც ხელს უშლიან ჩვენს გონებას. წარმოიდგინეთ როგორი იქნებოდა ჩვენი შესაძლებლობები ამაფორიაქებელი ემოციების გარეშე რომ შევიგრძნოთ, ეს იქნებოდა გასაოცარი შეგრძნებები. შესაძლ;ებელია ამაფორიაქებელი განცდებისაგან განთავისუფლება? ეს დიდი შეკითხვაა, მთელი ბუდისტური დჰარმა ამის შესახებ საუბრობს მაგრამ იქნებ ჩვენ გვაქვს შანსი ეს ყველაფერი შევძლოთ, როცა ჩვენ ვმედიტირებთ ან ვცდილობთ მედიტაციას, როდესაც ჩვენ ვახდენთ ჩვენი გონების კონცენტრაციას ისეთ რაღაცაზე როგორიცაა სუნთქვა და თუნდაც შევძლოთ მასზე დიდი ხნით კონცენტრაცია შევიგრძნოთ მხოლოდ სუნთქვა 100% ით რომ ჩვენ და სუნთქვა ვართ ერთი თუ ჩვენ ამ მხრივ ვავლენთ ძალისხმევას რა მოხდება? ვამჩნევთ რომ ჩვენი ამაფორიაქებელი აზრები საგრძნობლად მცირდება, თუმცა ისინი არსადაც არ წასულან, თუმცა დაწყნარდნენ. ეს არის დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ ნეგატიურ აზრებს არა აქვთ ჩვენ გონზე ბატონობის უნარი და აი ჩემი გასაოცარი მაგალითი: ჭიქაში ვასხამთ წყალს , ვანჯღრევთ – ასეთია ჩვენი გონება აფორიაქებული, მაგრამ თუ შევწყვეტთ მის ნჯღრევას რა მოხდება? წყალი დაუბრუნდება თავის ნამდვილ მდგომარეობას. მღელვარება არ არის ბუნებრივი მდგომარეობა ის არის გარე ფაქტორებით გამოწვეული დათუ ნჯღრევას ვწყვეტთ წყალი თავისით ყოველგვარი ჩარევის გარეშე დაუბრუნდება წყნარ მდგომარეობას მისი ზედაპირი ხდება თანაბარი და შეუძლია აირეკლოს.
საკმარისია უბრალოდ სუნთქვის მედიტაცია ჩვენი გონება იწყებს დაწყნარებას ის ხდება წყნარი, გამჭვირვალე იმიტომ რომ ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობაა..
მოსწავლეები
რა არის თქვენთვის გონება და მისი პოტენციალი?
მონაზონი ლოსან ჩოტსოკი– "გონების თვისების დახმარებით შევძელი დაახლოებით 3 წელიწადში გამეფილტრა ჩემი შეგრძნებები ეს არ მოხდა უცებ, ყველაფერი ეტაპობრივად მიდიოდა, ერთხელაც გავიღვიძე და გავიფიქრე– "მე სხვა ადამიანი გავხდი". გამიჩნდა მეტი თავდაჯერებულობა, მივხვდი მე არ ვარ რაღაც შეზღუდული, უბრალო, უიმედო არსება მყოფი ამ უამრავი გარემოების ზემოქმედების ქვეშ რომელიც ამდენ განსაცდელს მგვრის. ხალხი ხშირად მეკითხება რატო გავხდი მონაზონი, ბუდიზმის შესახებ ბევრი ფიქრობს, რომ ბუდიზმი არის მუქი სევდიანი, პესიმისტური, რეომელიც საუბრობს მხოლოდ მწუხარებასა და სიკვდილზე , მაგრამ ჩვენ ვახსენებთ მათ როდესაც აღვწერთ იმ სიტუაციას რომელშიც ვიმყოფებით, ჩვენ ვიტანჯებით და მოგვიწევს სიკვდილიც, მაგრამ ამ მდგომარეობიდან არის გამოსავალი, ჩვენს ცნობიერებას აქვს კოლოსალური შესაძლებლობები ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ ბუდა, რათა დავეხმაროთ ყველა გაჭირვებულს. მე ვხედავდი რომ ყველა იტანჯებოდა, მშობლები, ბებიები, ბაბუები, მე თავად და არ შემეძლო საკუთარი თავის შველა, მაგრამ ჩემში არსებული ბუნების წყალობით მე უფრო მეტად დავიწყე სხვების დახმარება და ნაკლებს ვფიქრობ საკუთარ განსაცდელებზე..."
"რომ დავინახოთ გონება , საჭიროა ვიყურებოდეთ სიბრძნის ფანჯრიდან". – მილარეპა
"დაე ეს პოზიტიური ენერგია, რომელიც დააგროვეთ სწავლებებით დაგეხმაროთ სწრაფად მიაღწიოთ გასხივოსნებას ყველა არსების სასიკეთოდ."
bauli
QUOTE(teepurple @ Jun 7 2012, 03:51 PM) *
ამ ბოლო დროს ძალიან დამაინტერესა ბუდიზმმა. საინტერესო თემა უნდა გამოვიდეს. ბუდიზმი ძვ. წ VI საუკუნეში ჩაისახა და დღეს ერთ-ერთი უდიდესი რელიგიაა.
საინტერესოა ის ფაქტი რომ სანამ სიდჰართა დაიბადებოდა (სიდჰართა ბუდას სახელია განსივოსნებამდე) დედამისმა, რომელსაც მაია ერქვა და რაც ილუზიას ნიშნავს, დაესიზმრა რომ სპილო შეუვარდა ფერდში და სიდჰართაც ფერდიდან დაბადა. რის შემდეგაც მაია გარდაიცვალა.
ბუდიზმი შეიძლება რელიგიად არც ჩაითვალოს, რადგან რელიგია გულისხმობ ღმერთსა და ადამიანს შორის კავშირს და ბუდიზმში ეს კავშირი არ არსებობს, ბუდიზმის მიზანი ტანჯვისგან განთავისუფლებაა ნირვანას საშუალებით.
საინტერესოა ბუდისტების რამდენი პროცენტი აღწევს ნირვანას.

არავითარი სიცარიელე და ნირვნები არ არსებობს, ბუდამ გამოიგონა რო საწყალი ადამიანები გაენთავისუფლებინა ტანჯვისგან, და მისცა იმედი ყველა ადამიანი იმედს ეძებს რაღაც მომავალ ცხოვრებას, ბუდამ მშვენივრად იცოდა რომ არაფერი არ არსებობს ამ ცხოვრების მეტი, უბრალოდ ადამიანებს რაც სჭირდებდათ ის მისცა ილუზია მისცა და ჩვეულებრივ ადამიანს დაბალი ქვეცნობიერი სძინავს, და მოსწონს სიზმრები ბუდამ კი ახალი სიზმარი აჩუქა შემდეგ სანამ ჩვენთან მოვიდოდა მისი სწავლება უფრო შეალამაზეს სულელმა ადამიანებმა. არავბითარი ტანჯვა არ არსებობს ბუნებაში ყველაფერი ჰარმონიაში ეს მძინარა ადამიანები იტანჯებიან ვერ გამოდიან სიზმრისგან და არც იციან რომ სძინავთ და ეს ტანჯავთ, ქვეცნობიერს გამოსვლა უნდა ცნობიერი კი პირიქით სიზმრები უნდა და სულ ესაა. ნირვან, სამოთხე, მარადიულობა, უკვდავება, სინათლე , სიბნელე, ღმერთები და ხოხბები, კარგით რა. ადამიანობა მშვენიერია გაიღვიძეთ და დატკბით, ოხ ამ შიშს რა ვუთხარი ამ ცნობიერს რომ ეშინია.
tikoroma
ეგრე არ იყო, ჯერ ბუდა გამოიგონეს და მერე ბუდამ გამოიგონა
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.